საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დებულება

დებულება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.07.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
ნომერი
#2-9092/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-07-01
კომიტეტის სხდომის ნომერი 16

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი 1 of 2 https://parliament.ge/print/announcement/3430?local=true საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა თარიღი 01 ივლისი 2025 15:00 2025 წლის 1 ივლისი, 15:00 საათი საქართველოს პარლამენტი პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული) დღის წესრიგი 1. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დებულების შემუშავება; მომხსენებელი: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი. 7/1/2025, 6:41 PM
ოქმი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომის ოქმი N16 2025 წლის 1 ივლისი 15:00 საათი საქართველოს პარლამენტი პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული) სხდომას თავმჯდომარეობდა საგარეო ურთიერთობათა თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე (ჩანაცვლება გენრიეტა წიწავა), წევრები: ირაკლი მეზურნიშვილი, ეკა სეფაშვილი, ლევან მახარაშვილი (ჩანაცვლება იოსებ ჯორბენაძე), მაია ბითაძე (ჩანაცვლება სალომე ჯინჯოლავა), ირაკლი ქადაგიშვილი; კომიტეტის აპარატი: ნიკოლოზ ხატიაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი და კომიტეტების აპარატის თანამშრომლები. დღის წესრიგი 1. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დებულების შემუშავება. მომხსენებელი: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი სხდომის მსვლელობა სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი „საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დებულების შემუშავება“ კომიტეტის წევრებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ლაშხმა გააცნო. მან მოკლედ ისაუბრა კომიტეტის სფეროში შემავალ საკითხებზე. გადაწყვიტეს (ერთხმად): საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ შემუშავებული დებულება წარედგინოს პარლამენტის ბიუროს. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დებულება I. ზოგადი დებულებები 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფლებამოსილებას, მისი საქმიანობისა და გადაწყვეტილების მიღების წესს, აგრეთვე, კომიტეტის თავმჯდომარის, მოადგილეების, წევრების უფლებამოსილებასა და კომიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი (შემდგომ - კომიტეტი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადებას, პარლამენტის გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობას, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობის კონტროლს. 3. კომიტეტის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, სხვა საკანონმდებლო აქტებით და წინამდებარე დებულებით. II. კომიტეტის უფლებამოსილებები 4. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) შეიმუშავებს, განიხილავს და პარლამენტის პლენარული სხდომისთვის ამზადებს საქართველოს საკანონმდებლო აქტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტებს; ბ) მონაწილეობს პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტების ან/და სხვა აქტების პროექტების განხილვასა და დამუშავებაში, ამზადებს დასკვნებს და კანონპროექტის თაობაზე წარმოდგენილი შენიშვნების კანონპროექტში გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველ ფურცელს; გ) განიხილავს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს და შეიმუშავებს დასკვნას; დ) აკონტროლებს საქართველოს საკანონმდებლო აქტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს; ე) ახორციელებს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობის კონტროლს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს; ვ) განიხილავს და ამზადებს დასკვნას საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების, დენონსირების ან გაუქმების თაობაზე. ზ) გამოითხოვს მასალებს, სხვა სახელმწიფო დაწესებულებებიდან, საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირების, დენონსირების ან გაუქმებისათვის დასკვნის მომზადებასთან დაკავშირებით; თ) განიხილავს საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ კანონპროექტებს; ი) წარუდგენს პარლამენტს საერთაშორისო ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას; კ) აწვდის პარლამენტს ინფორმაციას იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების შესახებ, რომლებიც რატიფიცირებას არ საჭიროებენ; ლ) აკონტროლებს მისი გამგებლობისთვის მიკუთვნებულ სფეროში პარლამენტის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების აღსრულების მდგომარეობას. ამ მიზნით იგი შეისწავლის და აანალიზებს აღნიშნული ნორმატიული აქტების ეფექტიანობას, მათი მოქმედების პერიოდში გამოვლენილ ხარვეზებს, განიხილავს მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებებს, ნორმატიული აქტების სრულფასოვნად ამოქმედების ხელშემშლელ ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებს და იღებს ზომებს მათი შესრულების უზრუნველსაყოფად; მ) შეიმუშავებს საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტებს „მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შესახებ“ და „მეგობრობის ჯგუფების შექმნის შესახებ“. კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით პარლამენტის ბიურო ამტკიცებს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციებისა და საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების ხელმძღვანელებსა და შემადგენლობას; ნ) ისმენს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის მოხსენებას გაწეული საქმიანობის თაობაზე და საჭიროების შემთხვევაში გამოდის თანამომხსენებლად აღნიშნული ანგარიშის პლენარულ სხდომაზე მოსმენის დროს; ო) კოორდინაციას უწევს სხვა სახელმწიფოების პარლამენტებთან რეგულარული ურთიერთობის დასამყარებლად პარლამენტში შექმნილ მეგობრობის ჯგუფებს და გაწეული საქმიანობის ანგარიშს ყოველწლიურად წარუდგენს პარლამენტის ბიუროს; პ) წყვეტს კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს; ჟ) სარგებლობს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით; რ) ახორციელებს პარლამენტის რეგლამენტითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს. 5. კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის წევრი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი ვალდებულია კომიტეტის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინოს კომიტეტს შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა საჭირო მასალები. კომიტეტის თავმჯდომარე უგზავნის შესაბამის თანამდებობის პირს კომიტეტის გადაწყვეტილებას აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 3 დღისა. 6. საქართველოს მთავრობის წევრი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი (მთავრობის წევრი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი ან თანამდებობის პირი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის ან სხვა საკანონმდებლო აქტის თანახმად პარლამენტს წარუდგენს თავისი საქმიანობის ანგარიშს ან რომლის სხვა სახის ანგარიშვალდებულებას პარლამენტის წინაშე უშუალოდ ითვალისწინებს საკანონმდებლო აქტი), პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი, საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – ვალდებულია რეგლამენტით დადგენილი წესით დაესწროს კომიტეტის სხდომას, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ პირს მისი მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს კომიტეტმა. 7. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს ან განიხილავს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გასატან ყველა საკითხს. 8. კომიტეტი აკონტროლებს მისი გამგებლობისთვის მიკუთვნებულ სფეროში პარლამენტის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების აღსრულების მდგომარეობას. ამ მიზნით კომიტეტი შეისწავლის და აანალიზებს აღნიშნული ნორმატიული აქტების ეფექტიანობას, მათი მოქმედების პერიოდში გამოვლენილ ხარვეზებს, განიხილავს მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებებს, ნორმატიული აქტების სრულფასოვნად ამოქმედების ხელშემშლელ ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებს და იღებს ზომებს მათი შესრულების უზრუნველსაყოფად. 9. კომიტეტის აქტებია: დასკვნა, რეკომენდაცია, გადაწყვეტილება. კომიტეტი მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად, აგრეთვე კანონპროექტის განხილვის შემდეგ შეიმუშავებს დასკვნას. კომიტეტის დასკვნა, როგორც წესი, პარლამენტის ბიუროს, პარლამენტის პლენარულ სხდომას წარედგინება ან დანიშნულებისამებრ იგზავნება. კომიტეტი მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების დარღვევის გამოვლენილ ფაქტებზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს. კომიტეტის რეკომენდაცია შეიძლება პარლამენტს წარედგინოს ან რეაგირებისთვის ქვემდებარეობით გადაიგზავნოს. მისი განხილვის შედეგები ან მიღებული ზომები არაუგვიანეს 1 თვისა ან კომიტეტის მიერ დადგენილ ვადაში ეცნობება კომიტეტს. კომიტეტი იმ საკითხზე, რომელზეც იგი დასკვნას ან რეკომენდაციას არ შეიმუშავებს, იღებს გადაწყვეტილებას. კომიტეტის მიერ მიღებული აქტი, როგორც წესი, უნდა შეიცავდეს კომიტეტის მიერ განსახილველი საკითხის მოკლე აღწერილობას, კომიტეტის დასაბუთებულ პოზიციას ან/და რეაგირების კონკრეტულ ზომებს. III. კომიტეტის შემადგენლობა და საქმიანობის ორგანიზაცია 10. კომიტეტი შედგება კომიტეტის თვმჯდომარის, კომიტეტის თავმჯდომარის 3 მოადგილის და კომიტეტის წევრებისგან. 11. კომიტეტი პირველ საორგანიზაციო სხდომაზე შეიმუშავებს კომიტეტის დებულებას. კომიტეტის დებულებით განისაზღვრება კომიტეტის საქმიანობის მიმართულებები და უფლებამოსილებები, აგრეთვე კომიტეტის მუშაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები. კომიტეტის პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმი და კომიტეტის დებულება წარედგინება პარლამენტის ბიუროს. 12. კომიტეტი პირველ საორგანიზაციო სხდომაზე ღია კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, თავის წევრთაგან ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარის 3 მოადგილეს (მათ შორის, პირველ მოადგილეს) და ამის შესახებ აცნობებს პარლამენტის ბიუროს. 13. კომიტეტის თავმჯდომარე თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სამართლიანად და მიუკერძოებლად. 14. კომიტეტის თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს კომიტეტის საქმიანობას, იწვევს და წარმართავს კომიტეტის სხდომებს; ბ) წარმოადგენს კომიტეტს პარლამენტში, მის გარეთ და შესაბამის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებში; გ) ხელს აწერს კომიტეტის აქტებს და კომიტეტის სხდომების ოქმებს; დ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს კომიტეტის აპარატს; ე) ყოველი წლის იანვრის ბოლომდე პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით წარუდგენს კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს წინა წლის შედეგების მიხედვით; ვ) გამოსცემს განკარგულებებს შიდასაკომიტეტო ორგანიზაციულ საკითხებზე; ზ) ახორციელებს პარლამენტის რეგლამენტითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 15. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე: ა) კომიტეტის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას; ბ) ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს. 16. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე: ა) კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას; ბ) ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს. 17. კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც არჩეულია საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში − კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც არჩეულია საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების მიერ კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარე კომიტეტის ერთ-ერთ წევრს ავალებს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას. 18. კომიტეტის საქმიანობის ხელშეწყობის, საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადების მიზნით, აგრეთვე სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტი თავისი გადაწყვეტილებით ქმნის სამუშაო ჯგუფს. კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შემადგენლობასა და ხელმძღვანელს განსაზღვრავს კომიტეტი. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში, კომიტეტის შეხედულებისამებრ, შეიძლება შედიოდნენ პარლამენტის წევრები, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და შესაბამისი დარგის სპეციალისტები, აგრეთვე სხვა დაინტერესებული პირები. კომიტეტის სამუშაო ჯგუფის მუშაობის ვადას ადგენს კომიტეტი. კომიტეტმა შეიძლება გააგრძელოს აღნიშნული ვადა სამუშაო ჯგუფის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე. 19. კომიტეტის სხდომების გამართვის პერიოდულობას განსაზღვრავს კომიტეტი, მაგრამ სასესიო პერიოდში თვეში უნდა გაიმართოს არანაკლებ 1 სხდომისა (პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში კომიტეტი არ არის ვალდებული, გამართოს კომიტეტის სხდომა). კომიტეტის სხდომა მოიწვევა წინასწარ განსაზღვრულ დროს. 20. კომიტეტის სხდომას იწვევს კომიტეტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით, კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მოთხოვნით ან პარლამენტის ბიუროს დავალებით. თუ კომიტეტის თავმჯდომარე კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მოთხოვნის ან პარლამენტის ბიუროს დავალების შემთხვევაში არ მოიწვევს კომიტეტის სხდომას, კომიტეტის სხდომას იწვევს კომიტეტის სხდომის მოწვევის ინიციატორის მიერ განსაზღვრული კომიტეტის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე. 21. კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. 22. თუ ფრაქციის მიერ დანიშნულ კომიტეტის წევრს დროებით არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს კომიტეტის მუშაობაში, მის დამნიშვნელ ფრაქციას უფლება აქვს აღნიშნული წევრი დროებით შეცვალოს ფრაქციის სხვა წევრით. ამის შესახებ ფრაქცია კომიტეტის სხდომამდე წერილობით აცნობებს კომიტეტის თავმჯდომარეს. 23. კომიტეტზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სხდომის გახსნისათვის (უფლებამოსილების დადგენისათვის) საჭირო ხმების ნახევრისა, გარდა პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 24. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს კომიტეტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან კომიტეტის წევრის/წევრების მოთხოვნით. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგის განსაზღვრისას კომიტეტის თავმჯდომარე ვალდებულია კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მოთხოვნის შემთხვევაში კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში შეიტანოს საკითხი. კომიტეტის სხდომაზე სხდომის დღის წესრიგში ახალი საკითხის შეტანა დაუშვებელია, გარდა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული საკითხებისა და კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შემთხვევისა. კომიტეტის სხდომაზე სხდომის დღის წესრიგიდან საკითხის ამოღება შესაძლებელია სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის დასაბუთებული გადაწყვეტილებით. კომიტეტის სხდომამდე სხდომის დღის წესრიგიდან საკითხის ამოღება ან დღის წესრიგში ახალი საკითხის შეტანა შესაძლებელია კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნით. 25. კომიტეტის სხდომა საჯაროა. კომიტეტის საჯარო სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით. განსაკუთრებულ შემთხვევაში კომიტეტის სხდომა ან მისი ნაწილი შეიძლება დაიხუროს. კომიტეტის სხდომის ან მისი ნაწილის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დახურული წესით, კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომიტეტის დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს ადგენს სხდომის თავმჯდომარე. კომიტეტის სხდომის კანონპროექტის განხილვის დროს დახურვა დაუშვებელია. 26. კომიტეტის სხდომაზე დგება კომიტეტის სხდომის ოქმი. კომიტეტის სხდომის ოქმი და აუდიოჩანაწერი აღნიშნული სხდომის დასრულებიდან 14 დღის ვადაში ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე, გარდა კომიტეტის სხდომის ან მისი ნაწილის დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევისა, როდესაც კომიტეტის სხდომის ოქმი და აუდიოჩანაწერი ან მათი შესაბამისი ნაწილები არ ქვეყნდება. 27. კომიტეტის სხდომას შეიძლება სათათბირო ხმის უფლებით დაესწრონ სხვა პარლამენტის წევრები, საქართველოს მთავრობის წევრები და მოწვეული პირები. 28. კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ საზოგადოების დაინტერესებული წარმომადგენლები. მათ სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მიეცემათ სიტყვით გამოსვლის უფლება. 29. კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დადგენილი წესით აკრედიტებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები. 30. კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის პარლამენტის მორიგი სესიის პლენარული სხდომების დღეებში გამართვა დაუშვებელია. გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც პარლამენტის პლენარული სხდომა არ იმართება, მიღებულია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილება ან კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტისა და საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვის შემთხვევები. 31. კომიტეტი უფლებამოსილია გამართოს გასვლითი სხდომა. 32. პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნით, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით ან შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეების გადაწყვეტილებით შეიძლება გაიმართოს კომიტეტების ერთობლივი სხდომა. კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას კომიტეტები ცალ-ცალკე კენჭისყრით იღებენ. 33. პარლამენტის კანონშემოქმედებითი, საზედამხედველო და სხვა საქმიანობების უკეთ წარმართვის, აგრეთვე საქმიანობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფისა და პარლამენტის წევრთა შორის შრომის განაწილების მიზნით, კომიტეტის გადაწყვეტილებით, კომიტეტის ცალკეული წევრი/წევრები შეიძლება განისაზღვროს/განისაღვრონ კომიტეტის თემატურ მომხსენებლებად. კომიტეტი ასევე განსაზღვრავს კომიტეტის თემატური მომხსენებლის სამუშაო სფეროს/სფეროებს ან მიმართულებას/მიმართულებებს 34. კომიტეტის საქმიანობის ხელშეწყობის, საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადების მიზნით, აგრეთვე სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტი თავისი გადაწყვეტილებით ქმნის სამუშაო ჯგუფს. კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შემადგენლობასა და ხელმძღვანელს განსაზღვრავს კომიტეტი. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში, კომიტეტის შეხედულებისამებრ, შეიძლება შედიოდნენ პარლამენტის წევრები, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და შესაბამისი დარგის სპეციალისტები, აგრეთვე სხვა დაინტერესებული პირები. კომიტეტის სამუშაო ჯგუფის მუშაობის ვადას ადგენს კომიტეტი. აღნიშნული ვადა შეიძლება გააგრძელოს კომიტეტმა სამუშაო ჯგუფის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე. 35. კომიტეტთან, მისი დარგობრივი სპეციალიზაციისა და მიმართულებებისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევის მიზნით, კომიტეტის გადაწყვეტილებით, არაუმეტეს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადისა შეიძლება შეიქმნას საკონსულტაციო საბჭო, რომელიც შედგება შესაბამისი დარგის კომპეტენტური სპეციალისტებისგან. საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა, აგრეთვე მისი საქმიანობის ვადა და წესი განისაზღვრება კომიტეტის გადაწყვეტილებით. საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე შეიძლება იყოს მხოლოდ კომიტეტის წევრი. საკონსულტაციო საბჭოს სხდომას საჭიროებისამებრ იწვევს კომიტეტის თავმჯდომარე. IV. კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა 36. კომიტეტის საქმიანობის უზრუნველსაყოფად შექმნილია კომიტეტის აპარატი, რომელიც წარმოადგენს კომიტეტისადმი დაქვემდებარებულ საქართველოს პარლამენტის აპარატის მუდმივმოქმედ სტრუქტურულ ერთეულს. 37. კომიტეტის აპარატი თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს პარლამენტის აპარატის დებულების, ამ დებულების, კომიტეტის აპარატის დებულების, საქართველოს პარლამენტის აპარატის შინაგანაწესისა და სხვა სათანადო სამართლებრივი აქტების საფუძველზე. 38. კომიტეტის აპარატის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა მტკიცდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. სხდომის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი სხდომის მდივანი ნანა კვირცხალია