„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების 2024 წლის შესრულების ანგარიში“

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
09.07.2025
ავტორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#1-6569/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ინიციირებული ვარიანტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-09-01
ბიუროს ნომერი 69

📜 ტექსტი

ანგარიში
2024 წელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების 2024 წლის შესრულების ანგარიში 1 სარჩევი შესავალი ...................................................................................................................................................... 2 I. ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები ................................................................................... 4 II. ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დაცვის მიმართულება ............................................ 18 III. დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა და მისაწვდომობის უზრუნველყოფა .............. 24 IV. სამართალწარმოებაზე ხელმისაწვდომობა ................................................................................. 38 V. დასაქმების ხელშეწყობა .................................................................................................................. 42 VI. განათლების უფლების ხელმისაწვდომობა .............................................................................. 45 VII. მონაწილეობა კულტურულ, სპორტულ, გასართობ და სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებში ........................................................................................................................................ 52 VIII. სტატისტიკის წარმოება და მონაცემთა შეგროვება.................................................................. 57 შესავალი წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოების მიერ, შიდაუწყებრივი, ყოველწლიური სამოქმედო გეგმების 2024 წლის შესრულების გაერთიანებულ ანგარიშს. ყოველწლიური სამოქმედო გეგმების შედგენა დაეყრდნო ისეთ ჩარჩო დოკუმენტებს, როგორიცაა საქართველოს კონსტიტუცია, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია“ (UN CRPD), მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs) და საქართველოს კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“. აღსანიშნავია, რომ შშმ პირთა უფლებების დაცვის მნიშვნელობას საქართველოს კონსტიტუცია განამტკიცებს. კონსტიტუციის მე-11 მუხლი აღიარებს და უზრუნველყოფს სამართლის წინაშე ადამიანთა თანასწორობის ძირითად უფლებას და ითვალისწინებს კონკრეტულ ვალდებულებას სახელმწიფოს მიმართ შშმ პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესებისათვის. კერძოდ, კონსტიტუცია ადგენს, რომ „სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის“. 2014 წელს საქართველომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ რატიფიკაცია განახორციელა, რითიც, ერთის მხრივ, ქვეყანამ აღიარა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის 2 საერთაშორისო სტანდარტები, ხოლო, მეორე მხრივ, იკისრა რიგი ვალდებულებები, როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო დონეზე. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით“ ნაკისრი ვალდებულებებისა და პრინციპების ეროვნულ კანონმდებლობაში უკეთ ასახვის მიზნით, 2020 წელს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“, ხოლო 2021 წელს, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებას. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციისა“ და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის ვალდებულების შესრულების მიზნით, მთავრობის 2021 წლის 29 ნოემბრის N551 დადგენილებით შეიქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი. აღსანიშნავია, რომ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მიერ დადგენილი ვალდებულების შესაბამისად, შშმ პირთა შესახებ 2024 წლის სამოქმედო გეგმები დაამტკიცეს როგორც საქართველოს სამინისტროებმა, ასევე, ყველა მუნიციპალიტეტმა და 20-მდე სხვა საჯარო დაწესებულებამ. შემუშავებული და დამტკიცებული დოკუმენტების, გაწეული ადამიანური და ფინანსური ძალისხმევის პარალელურად, გაიზარდა 2024 წელს დაინიცირებული და განხორციელებული აქტივობების რიცხვი. აღნიშნული ღონისძიებების მიზნობრიობა და მასშტაბურობა დადებით გავლენას ახდენს შშმ პირთა უფლებების ეფექტიანი რეალიზების პროცესზე. ყურადსაღებია, რომ პასუხისმგებელი სუბიექტების მიერ, 2025 წლისთვის დაგეგმილია იგივე და ახალი გრძელვადიანი და მოკლევადიანი ღონისძიებების განხორციელება. აღნიშნული დოკუმენტი 8 ძირითადი თავისგან შედგება, წარმოადგენს შშმ პირთა უფლებების შესახებ სამოქმედო გეგმების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შეჯამებას და ეხმიანება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში გაწერილ ვალდებულებებს. ანგარიშის პირველი თავი ეთმობა ცნობიერების ასამაღლებელ ღონისძიებებს; მეორე თავი ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დაცვის საკითხს მიემართება; დოკუმენტის მესამე თავი ფარავს დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისა და მისაწვდომობის საკითხების უზრუნველყოფას; შემდგომი თავი ეხება სამართალწარმოებაზე ხელმისაწვდომობას; მეხუთე თავი ფარავს დასაქმების ხელშეწყობის საკითხებს; შემდეგი თავები კი მიმოიხილავენ განათლების უფლების ხელმისაწვდომობას, მონაწილეობას კულტურულ, სპორტულ, გასართობ და სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებში და სტატისტიკის წარმოებას. 3 I. ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 373 თანამშრომელი გადამზადდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა იდენტიფიკაციისა და კომუნიკაციის საკითხებთან დაკავშირებით. სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები და კომუნიკაციის სტანდარტი“ სწავლება გაიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 538-მა თანამშრომელმა. ამასთანავე, საგანგებო სიტუაციების დროს შშმ პირებთან სწორი კომუნიკაციის სტანდარტების, ასევე, სამაშველო ღონისძიებების განხორციელებისას სპეციფიკისა და თავისებურებების გათვალისწინების შესახებ მომზადება გაიარა 280-მა მეხანძრე-მაშველმა. სსიპ - სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს სასწავლო ცენტრში, შშმ პირებთან სწორი კომუნიკაციის სტანდარტებში გადამზადდა 32 ოპერატორი. შშმ პირებთან კომუნიკაციისა და მათი საჭიროებების თაობაზე, გადამზადებულია სამინისტროში კორესპონდენციის მიღება/გაგზავნაზე პასუხისმგებელი 100-მდე თანამშრომელი. აღსანიშნავია, რომ შშმ ქალების სამართალწარმოებაზე მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად სამართალდამცავებისთვის ჩატარებულია 5 შეხვედრა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში“ დონორული მხარდაჭერითა და საქართველოს ყრუთა კავშირის ჩართულობით, ჟესტურ ენაში კომუნიკაციის საკითხებზე გადამზადება გაიარა შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის 13-მა თანამშრომელმა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის, მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის რეგიონების გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ქალებთან 5 საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდათ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობაზე, შემაკავებელი ორდერის ფარგლებში მსხვერპლთა დაცვის, მათ შორის ელექტრონული სამაჯურის გამოყენების მექანიზმებზე, ასევე, სახელმწიფო სერვისებისა და უფასო იურიდიული დახმარების საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ჩატარებულია ერთი ონლაინ სამუშაო შეხვედრა შსს-სთან მოქმედი შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის წევრებთან, შსს დეპარტამენტების წარმომადგენლებთან, რომლებიც გაწევრიანებულნი არიან სამუშაო ჯგუფში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჩართულობით, ქალაქ ბათუმში, გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) დონორული მხარდაჭერით, ჩატარდა საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმის შემუშავების სემინარი/შეხვედრა, მათ შორის - შშმ პირთა საჭიროებების გათვალისწინებით, ამასთან, გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) მხარდაჭერით, ქალაქ ბათუმში გაიმართა სიტუაციების მართვის გეგმის შემუშავების თაობაზე სამუშაო შეხვედრა და სამაგიდე ვარჯიში (TTX), მათ შორის - შშმ პირთა საჭიროებების გათვალისწინებით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჩართულობით, ზემოაღნიშნული აქტივობები ასევე გაიმართა ქალაქ ონშიც. საანგარიშო პერიოდში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჩატარდა საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმის მომზადებასთან დაკავშირებით სამეთაურო-საშტაბო ვარჯიში. 4 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჩართულობით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებსა და სკოლის ადმინისტრაციასთან, საგანგებო სიტუაციებში ქცევის წესებისა და საევაკუაციო ღონისძიებების ორგანიზების საკითხებზე სწავლებები ჩატარდა შემდეგ სკოლებში: ქ. თბილისის N200; N202; N203; N198, სკოლებსა და ქ. ქუთაისისN45, ახალციხის N7, ჭიათურის მუნიციპალიტეტის N12 სკოლები. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე 7 სკოლაში, სკოლის მოსწავლეებსა და სკოლის ადმინისტრაციას დაურიგდათ ბროშურები საგანგებო სიტუაციების ქცევის წესების შესახებ. საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობის ორგანიზებით და შსს მიგრაციის დეპარტამენტის ჩართულობით გაიმართა ტრენინგი თავშესაფრის მაძიებლებთან გასაუბრების ტექნიკა. ტრენინგის ფარგლებში გათვალისწინებული იყო სპეციფიკური საჭიროების მქონე პირებთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის შშმ პირებთან კომუნიკაცია. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო შსს მიგრაციის დეპარტამენტის 10-მა თანამშრომელმა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, სკოლამდელი განათლების მომსახურებების ხარისხის გაუმჯობესების, ინკლუზიური და თანაბრად ხელმისაწვდომი გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, საანგარიშო პერიოდში 21 სამიზნე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი ბაგაბაღების გაერთიანებების წარმომადგენელთა ინტენსიური გადამზადება. გაგრძელდა თანამშრომლობა ჯანდაცვის სექტორთან ადრეული განვითარების პროგრამებისა და საბავშვო ბაღების მომსახურების ჰარმონიზაციის მიზნით. ამასთანავე, ტრენინგები ჩაუტარდათ მშობლებს ადრეული ინკლუზიური განათლების და პოზიტიური მშობლობის შესახებ. შეიქმნა მშობელთა საინფორმაციო რესურსები, ჩატარდა ონლაინ ვებინარები მშობლებისთვის აქტუალურ სხვადასხვა საკითხებზე. პოზიტიური მშობლობის, მშობლის საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობისა და ზოგადად სკოლამდელი განათლების მნიშვნელობაზე 6 წლამდე ასაკის ბავშვის მშობლების ცნობიერების ამაღლების მიზნით 10 მუნიციპალიტეტში ჩატარდა შეხვედრები 800-მდე მშობელთან და საკონსულტაციო საბჭოების წარმომადგენლებთან. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით მიმდინარე პროცესებში საზოგადოების ჩართულობისა და მათ წინაშე ანგარიშგების, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით, პარტნიორებთან ერთად ჩატარდა მე-3 საერთაშორისო კონფერენცია „ადრეული განათლება და ზრუნვა“, რომლის ერთ-ერთი მიმართულება იყო ადრეული ინკლუზიური განათლების საკითხები. სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში შექმნილ ახალ სტრუქტურულ ერთეულში ამოქმედდა ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი, რომლის საშუალებითაც დაინტერესებულ პირებს ეძლევათ საშუალება მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერ ცენტრში (სამმართველო) 2024 წლის პირველი ივნისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით შევიდა 2133 მომართვა ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურების გაწევის თაობაზე. საანგარიშო პერიოდში შშმ/სსსმ მოსწავლეთა განათლების მხარდასაჭერად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საგნის მასწავლებლებს, ადმინისტრაციის 5 წარმომადგენლებს, სპეციალურ მასწავლებლებსა, ინდივიდუალურ ასისტენტებს და დამხმარე სპეციალისტებს ჩაუტარდათ, სხვადასხვა შინაარსის ტრენინგები და ვებინარები: „სპეციალური მასწავლებლის განვითარების შესავალი კურსი“, „სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური ასისტენტის მომზადება“, „ბავშვის განვითარება და განვითარების დარღვევები“, „ინკლუზიური განათლების შესავალი კურსი“, ჟესტური ენის კურსის I, II დონე; „უსინათლო მოსწავლის სწავლის მეთოდები და სტრატეგიები“, „მოსწავლის ემოციური მხარდაჭერის მნიშვნელობა სკოლის პირველ დღეებში“, „თამაშის მნიშვნელობა ბავშვის ადრეული განვითარების ასაკში“. განხორციელდა „რეგიონული სასწავლო ტური“, რომელიც საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 90 სპეციალურმა მასწავლებელმა გაიარა. შემუშავდა ინკლუზიური განათლების საკითხებზე საგანმანათლებლო კურსები: „მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეთა განვითარება და სწავლება“, „სმენის სირთულეების მქონე მოსწავლეების განათლების ხელშეწყობა“, „ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე მოსწავლეთა საგანმანათლებლო კურსი“, „მძიმე და ღრმა ინტელექტუალური დარღვევის მქონე მოსწავლეთა მხარდაჭერა“. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ახორციელებს სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამას ქუთაისსა და 11 რეგიონულ სასწავლო ცენტრში, სადაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი შშმ პირებისთვის შექმნილია შესაბამისი ადაპტირებული გარემო. 2024 წელს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისა და პროგრამებზე/სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში განხორციელდა მრავალკომპონენტიანი საინფორმაციო კამპანიები კარდაკარ ფორმატში. კერძოდ, სახელმწიფო სერვისებისა და პროგრამების შესახებ ფართომასშტაბიანი საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების კამპანიების ფარგლებში 60- მდე შეხვედრა გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ყველა შეხვედრა ტარდებოდა შშმ პირებისთვის ადაპტირებულ გარემოში. ქვემო ქართლის, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში (მარნეული, გარდაბანი, დმანისი, ბოლნისი, თეთრიწყარო, წალკა, საგარეჯო, ლაგოდეხი, თელავი, ახმეტა, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ახალციხე, ასპინძა) 170-მდე სოფლის 3000-მდე ადგილობრივ მოსახლეს მიეწოდა ინფორმაცია საგანმანათლებლო, სოციალური, ჯანდაცვის, ეკონომიკური, სოფლის მეურნეობის, იურიდიული დახმარებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ, ფაქტობრივად, ყველა სოფელში, შეხვედრებს ესწრებოდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მაღალი და საშუალო რგოლის 26 მენეჯერისთვის კვალიფიციური ტრენერების ჩართულობით შემუშავდა მოდული და ჩატარდა ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისა და სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის თანამშრომლობით ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გენდერულად 6 მგრძნობიარე საკითხები“. ტრენინგს ესწრებოდნენ სამინისტროს დეპარტამენტებისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის 12 თანამშრომელი. სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2024 წლის 30 იანვარს დამტკიცდა „სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაციის გზამკვლევი“, რომლის მიზანს წარმოადგენს სააგენტოში ინკლუზიური კულტურის განვითარება, კერძოდ, დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება, ქცევისა და კომუნიკაციის სათანადო პრინციპებისა და წესების დანერგვა. სააგენტოს მაღალი მენეჯერული რგოლის პოზიციაზე დასაქმებულთა გადამზადების მიზნით მომზადდა ტრენინგმოდული, რომელიც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ტერმინოლოგიის განმარტება, ეტიკეტი, საკანონმდებლო ბაზა – ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობა, შიდა პოლიტიკის დაგეგმვის დროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხების გათვალისწინება, გონივრული მისადაგების პრინციპი, უნივერსალური დიზაინი. ტრენინგის ფარგლებში გადამზადდა სააგენტოს 19 მენეჯერი. სააგენტოსა და სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით განისაზღვრა დისტანციური ფორმატით გათვალისწინებული სასწავლო კურსები. ამასთან, სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სააგენტოში დასაქმებული თანამშრომლებისთვის (როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ისე შეზღუდვის არმქონე 10-მდე დასაქმებულისთვის), პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, „Zoom“ პლატფორმის მეშვეობით ჩატარდა ტრენინგი „ეფექტიანი კომუნიკაცია და მომსახურება“. სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ შემუშავდა სასწავლო მოდული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ, რომლის საფუძველზე იუსტიციის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი სსიპ-ებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ახალდანიშნული თანამშრომლებისთვის ელექტრონული პლატფორმა „Zoom“-ის მეშვეობით ჩატარდა ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 18-მა პირმა. სსიპ - საქართველოს ნოტარიუსთა პალატის აპარატის, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ნოტარიუსებისა და მათ ბიუროებში დასაქმებულ 30-მდე პირისთვის ჩატარდა ტრენინგი ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე და უსინათლო პირთათვის სანოტარო მომსახურების გაწევის მიმართულებით. სსიპ - იუსტიციის სახლისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 2024 წლის განმავლობაში, ჟესტური ენის სასწავლო კურსი გაიარა სსიპ - იუსტიციის სახლის წინა ხაზის 90-მა და იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ერთმა თანამშრომელმა. მომზადდა 10 საინფორმაციო ვიდეორგოლი სსიპ იუსტიციის სახლის სერვისებთან დაკავშირებით ხშირად დასმულ შეკითხვებზე. ვიდეორგოლები უზრუნველყოფილია როგორც სუბტიტრებით სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, ისე ყრუ და სმენადაქვეითებულ პირთათვის ჟესტური ენის თარგმანით. სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე ჩატარდა 9 ტრენინგი (ჯამში, გადმზადდა 94 თანამშრომელი) შემდეგ თემებზე: „მენეჯერული რგოლის წარმომადგენლებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხები“; „შეზღუდული შესაძლებლობის 7 მქონე პირთა მომსახურება ‒ კომუნიკაციის და ქცევის შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები.“ ეტიკეტი“; შეზღუდული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან სწორი კომუნიკაციის უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადამზადდნენ ბიუროს თანამშრომლები სპეციფიკური კომუნიკაციის კუთხით; ამასთანავე, ბიუროს მიერ განხორციელდა კვლევა თემაზე: „ინკლუზიური სამართალი: მოწყვლადი ჯგუფების (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა) უფლებები სააღსრულებო წარმოების პროცესში“. საქართველოსა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ‒ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით ევროსაბჭოს ექსპერტების მიერ 12 ფსიქოლოგსა და სოციალურ მუშაკს ჩაუტარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საჭიროებების (ფიზიკური, სენსორული, ფსიქიკური და ინტელექტუალური) შეფასების ინსტრუმენტის პილოტირებისთვის გადამზადების ტრენინგი. 8 პენიტენციურ დაწესებულებაში 13 სპეციალისტის მიერ განხორციელდა ფუნქციონირების შეფასების ინსტრუმენტის პილოტი. პილოტირების პროცესში 31 მსჯავრდებული შეფასდა ქალთა, მაღალი რისკის, დახურული ტიპის, ნახევრად ღია ტიპის და დაბალი რისკის დაწესებულებებში. პილოტირების მზადების პროცესში შემუშავდა შემდეგი დოკუმენტები: მსჯავრდებულის ჩართულობის თანხმობის ფორმა, მიმართვა მსჯავრდებულს, მიმართვა ექიმს, დასკვნის და ქულების დაჯამების ფორმები. პროცესს პროფესიულ ზედამხედველობას უწევდნენ ევროპის საბჭოს ექსპერტები. „უნივერსალური მოდულის“ გამოყენებით, რომელიც მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საკითხებს, სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ გადამზადდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის 173 თანამშრომელი. სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ჩართულობით, 2024 წელს განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები: გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი მსოფლიო კამპანია: კამპანიის ფარგლებში სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლებმა სხვადასხვა ჯგუფებთან 75-მდე საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. ამასთან, მომზადდა და დაიბეჭდა ბრენდირებული საინფორმაციო მასალები გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ფინანსური მხარდაჭერით. ტრეფიკინგთან ბრძოლის ევროპულ დღესთან დაკავშირებული კამპანიის ფარგლებში ჩატარდა 25 საინფორმაციო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდა 800ზე მეტი ადამიანი. 2024 წელს გაიმართა 30-ზე მეტი საინფორმაციო და სამუშაო შეხვედრა, რომლებიც ეხებოდა ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს. 2024 წელს, საარჩევნო პროცესში შშმ პირთა თანაბარი ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს დუშეთის შშმ პირთა პანსიონატში. ბენეფიციარებმა, სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ კენჭისყრაში, სადაც პრაქტიკულად გამოცადეს საარჩევნო ტექნოლოგიები, მათ შორის ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების მუშაობა. სააგენტოს 8 წარმომადგენლები ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებებში, მათ შორის საახალწლო მილოცვებში და ბავშვთა სახლების სტუმრობაში. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 6 თებერვლის N100 ბრძანებით დამტკიცდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და საჭიროებების მიმართ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკა და გზამკვლევი, რომელიც პოტენციურ ბენეფიციარებს აწვდის ინფორმაციას მათთვის ხელმისაწვდომი სერვისებით სარგებლობისთვის საჭირო პროცედურების შესახებ და ქმნის კონცეპტუალურ და ფუნქციურ საფუძველს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის ფარგლებში შშმ პირთა უფლებების დაცვასა და სპეციალური საჭიროებების რეალიზებასთან დაკავშირებით. 2024 წლის მარტში შედგა სამუშაო შეხვედრა უსაფრთხოების სექტორის მართვის ჟენევის ცენტრის - DCAF ექსპერტებსა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ორგანიზაციული გარემოს განვითარების საკითხებზე. კერძოდ, უწყებაში შშმ პირთა საკითხებზე ცნობიერების ამაღლების გაზრდის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განსაზღვრისა და დაგეგმვის შესაძლებლობებისა და საჭიროებების იდენტიფიცირების თაობაზე. 2024 წლის აგვისტოში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, საერთაშორისო პარტნიორებთან (DCAF) თანამშრომლობით, ჩატარდა რაოდენობრივი კვლევა სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ინკლუზიური გარემოს შექმნის, მათი საჭიროებების განსაზღვრისა და ამ საკითხებზე თანამშრომელთა ცნობიერების დადგენის მიზნით. კვლევაში მონაწილეობა მიიღეს მენეჯერულ და არამენეჯერულ თანამდებობრივ პოზიციებზე დასაქმებულმა, როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო პერსონალმა. კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე შემუშავდა რიგი რეკომენდაციები. სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში დაინერგა 8 საათიანი სასწავლო მოდული: „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან კომუნიკაციის სტანდარტები“. ამასთანავე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაციის უნარების ჩამოსაყალიბებლად/გასაუმჯობესებლად აკადემიაში გადამზადდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის 42 თანამშრომელი. სსიპ-შემოსავლების სამსახურის მიერ ვებგვერდზე განსათავსებლად მომზადებული/განახლებული ვიდეო ინსტრუქციები საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე ითარგმნა სურდო ენაზე და დაერთო თითოეულს: ჯამურად 9 ვიდეო ინსტრუქციიდან 7 ვიდეო ინსტრუქცია. 1 საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლებმა გაიარეს სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ორგანიზებული ონლაინ კურსი - „შშმ პირები საჯარო სამსახურში-როგორ შევქმნათ თანასწორი სამუშაო გარემო“. აღნიშნული ონლაინ კურსი გაიარა სამინისტროს 7-მა თანამშრომელმა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, 2024 წელს სამინისტროსა და 1 ვიდეო ინსტრუქციები განთავსებულია შემდეგ ბმულზე: https://rs.ge/VideoInstructions 9 მის სისტემაში შემავალი უწყებების 66 თანამშრომლისთვის ჩატარდა ტრენინგი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ქცევისა და კომუნიკაციის ეტიკეტის“ შესახებ. ამასთანავე, ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა შშმ პირების „საგანგებო სიტუაციებში ქცევის წესების შესახებ“, რომელსაც ესწრებოდა 44 პირი. 2024 წლის განმავლობაში 6 შეხვედრის/ტრენინგის ფარგლებში, ჯამში 196 პირი გადამზადდა. ადაპტირებული სურდო თარგმანით შეიქმნა 2 ანიმაციური ვიდეო შვიდი საფრთხის (წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ღვარცოფი, გვალვა, ძლიერი ქარი, სეტყვა) დროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ქცევის წესების შესახებ. სურდო თარგმანით ასევე, შეიქმნა ხუთი ანიმაციური ვიდეო. 2 ამასთანავე, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ჩართულობით, საანგარიშო პერიოდში სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტის 3 საჯარო სკოლის (ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითის საჯარო სკოლა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურის საჯარო სკოლა, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლა) 33 მასწავლებელს ჩაუტარდა ტრენინგი თემაზე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებთან კომუნიკაცია“. გარდა ამისა, ამავე ცენტრის ჩართულობით, შშმ პირებისა და მათთან მომუშავე ორგანიზაციებისათვის ჩატარდა ტრენინგი - „შშმ პირების ქცევის შესახებ საგანგებო სიტუაციების დროს“, რომელსაც ესწრებოდა 53 პირი. 2024 წლის 28 ოქტომბერს, სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ დაგეგმილ ტრენინგს, ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან ქცევისა და კომუნიკაციის ეტიკეტი“, დაესწრო სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს ორი თანამშრომელი. ასევე აღნიშნულ ტრენინგს რეგიონებიდან დისტანციურად დაესწრო სამი თანამშრომელი. 2024 წლის 18 ივნისს, სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ახმეტის მუნიციპალიტეტში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განახორციელა გრაფიკული დიზაინის შემსწავლელი კურსი - "ერთად ყველაფერს შევძლებთ". აღნიშნულ პროექტში ჩაერთო 17 ბენეფიციარი, მათ შორის, 5 შშმ პირი. 2024 წლის 2 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სააგენტომ განახორციელა პროექტი - „შეუზღუდავი შესაძლებლობები“, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები გაეცნენ ოზურგეთის ტექნოპარკის პროგრამებს და ფაბლაბის შესაძლებლობებს. გადამზადებულ ბენეფიციართაგან 7 შშმ პირია. დამატებით, 2024 წლის 16 სექტემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სააგენტომ განახორციელა პროექტი, ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ტექნოლოგიები". პროექტის ფარგლებში, მონაწილეებს ჩაუტარდათ პრეზენტაცია ტექნოლოგიების როლზე და ფაბლაბის შესაძლებლობებზე. გადამზადებულ ბენეფიციართა შორის არის 12 შშმ პირი. ასევე, აღსანიშნავია, რომ სააგენტომ 2024 წლის 3 ივლისს, გურჯაანის ტექნოპარკში განახორციელა პროექტი - "დაიწყე და განავითარე შენი ბიზნესი ფაბლაბთან ერთად", სადაც მონაწილეები გაეცნენ თანამედროვე სამრეწველო ტექნოლოგიებს და გაიარეს შესაბამისი ტრენინგები. აღნიშნულ პროექტში გადამზადებულ ბენეფიციართა შორის არის 12 შშმ პირი. ანიმაციური ვიდოები მოიცავდა შემდეგ საკითხებს: კლიმატის ცვლილებით გამოწვეული DRR-ის საფრთხეები - ზვავები; კლიმატის ცვლილებით გამოწვეული DRR-ის საფრთხეები - ღვარცოფები; საინფორმაციო ვიდეო კლიმატის ელჩების შესახებ; სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინოვაციების სისტემა (Agricultural Knowledge and Inovation System (AKIS)); ზოგადი/მიმოხილვითი ინფორმაცია ფერმერების შესაძლებლობების (სერვისებზე წვდომა) შესახებ. 2 10 ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, სამოქალაქო ავიაციაში მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, შშმ პირთა მომსახურების მიმართულებით, გადამზადდა მგზავრთა და ბარგის მომსახურების სამსახურის 67 თანამშრომელი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 2024 წლის მარტში, განახორციელდა ტრენინგი „ინკლუზიური ტურები და მისაწვდომი სერვისები შშმ პირთათვის“ შემდეგ რეგიონებში: თბილისი, გორი, კასპი, თელავი, ქუთაისი, წყალტუბო, ზუგდიდი, ამბროლაური, ონსა და ახალციხეში. აღნიშნული ტრენინგის ფარგლებში, ჯამში გადამზადდა ტურიზმის სექტორში დასაქმებული 300 პირი. საქართველოს პროკურატურაში შშმ პირების უფლებებისა და მათთან კომუნიკაციის თემაზე პროკურატურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება საანგარიშო პერიოდშიც გაგრძელდა. ჩატარებული ტრენინგებისა და გადამზადებულ თანამშრომელთა საერთო რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. 2024 წელს, შშმ პირების უფლებებისა და მათთან კომუნიკაციის თემაზე ჩატარებული ტრენინგების რაოდენობა გაზრდილია 22%-ით, ხოლო გადამზადებულ თანამშრომელთა რაოდენობა გაზრდილია 21%-ით. 2024 წელს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე, მათ შორის შშმ ქალებისა და გოგონების უფლებებზე და მათთან კომუნიკაციის თემაზე, პროკურატურის თანამშრომელთა გადამზადების მიზნით, 3 სასწავლო აქტივობა განხორციელდა. შედეგად, გადამზადდა 42 თანამშრომელი, მათ შორის, 32 პროკურორი, პროკურატურის 4 გამომძიებელი და 6 მენეჯერი. პროკურატურის წარმომადგენლები გაეცნენ საერთაშორისო კანონმდებლობას და პრაქტიკას, არსებულ ინსტრუმენტებსა და მიმართულებებს შშმ პირთა მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის უფლების რეალიზების მიმართულებით. სასწავლო აქტივობებს შორის, მნიშვნელოვანი იყო ევროპის საბჭოს HELP-ის პროგრამის სასწავლო კურსი „სიძულვილის ენა და შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაული“, რომელმაც შშმ ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის საკითხები, საერთაშორისო კანონმდებლობით დაცული მახასიათებლები და რეაგირების მექანიზმებიც მოიცვა. 2024 წელს, საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების გასასვლელად შერჩეული კანდიდატების გადამზადების მიზნით, პროკურატურის სტაჟიორთა მოსამზადებელი 2 თვიანი ინტენსიური სასწავლო კურსი განხორციელდა. სწავლების მნიშვნელოვანი ნაწილი ადამიანის უფლებათა დაცვის მოდულს და შშმ პირთა, მათ შორის ქალთა და გოგონათა, ასევე შშმ ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულებისა და მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის საკითხებს დაეთმო. შედეგად, ორი ჯგუფის ფარგლებში, პროკურატურის 50 სტაჟიორი გადამზადდა. 2024 წლის 26-28 ივნისს, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, გაიმართა პროკურორებისა და მოსამართლეების სამუშაო შეხვედრა, რომელსაც გამომძიებლები და უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განიხილეს შშმ ქალთა და არასრულწლოვანთა მონაწილეობით არსებული სისხლის სამართლის საქმეების ტენდენციები და გამოწვევები, ასევე საქმეებში შეუწყნარებლობის მოტივის გამოკვეთის ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტები, მათ შორის, იმსჯელეს აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებზე სამართალწარმოების პროცესში დანერგილ მსხვერპლზე ორიენტირებულ 11 მიდგომებზე. 2024 წლის 28 ნოემბერს, ჩატარდა სამუშაო შეხვედრა გენერალური პროკურატურის, სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირების, პროკურორების, სოციალური მუშაკებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობით. საქართველოს პროკურატურა მეოთხე წელია აქტიურად თანამშრომლობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოსთან და შშმ თემის წარმომადგენლებთან. თანამშრომლობისა და ანგარიშვალდებულების გაღრმავების მიზნით, შშმ პირთა საკონსულტაციო საბჭოსთან, 2024 წელს, პროკურორების სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საქართველოს პროკურატურის ვებგვერდზე, საზოგადოების პროაქტიული ინფორმირების მიზნით, ,,ადამიანის უფლებების“ სპეციალური ტაბის „შშმ პირთა უფლებების დაცვის“ ქვეტაბში, 2024 წელს განთავსდა ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. ამასთანავე, ოფიციალურ ვებ-გვერდზე აქტიურად ქვეყნდებოდა პრეს-რელიზები შშმ პირთა წინააღმდეგ და შშმ ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და სასამართლოში საქმის განხილვის შედეგების თაობაზე. 2024 წელს, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა შშმ ქალებისა და გოგონების უფლებებზე, საჭიროებებსა და მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის საკითხებზე, საზოგადოების წარმომადგენლებთან, მათ შორის, შშმ ქალებთან და შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან 4 საინფორმაციო შეხვედრა გამართეს რუსთავში, თელავში, გორსა და თბილისში. პროკურორებმა შეხვედრებზე იმსჯელეს შშმ ქალებისა და გოგონების უფლებებზე, საჭიროებებსა და მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის საკითხებზე, ამ მიმართულებით პროკურატურის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე და არსებულ გამოწვევებზე. ასევე, განიხილეს შშმ მოწმესთან, დაზარალებულთან და ბრალდებულთან მუშაობის სტანდარტების შესახებ შემუშავებული სახელმძღვანელო მითითებების შესრულების მონიტორინგის შედეგები. სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურომ მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური დასაქმების სისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის საჯარო მოხელეთათვის დანერგა შშმ პირების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ელექტრონული სასწავლო კურსი, რომელიც განთავსებულია ერთიან ელექტრონულ პლატფორმაზე elearning.csb.gov.ge. კურსის გავლის შემდეგ მონაწილე შეძლებს გაანალიზოს თანამშრომლების მოზიდვის პროცესში შშმ პირებისთვის შესაძლო ბარიერები და შეიმუშაოს მათი მოგვარების გზები; დაგეგმოს ახალი შესაძლებლობები გონივრული მისადაგების უზრუნველსაყოფად; ჩაერთოს შშმ პირთა დასაქმების მხარდასაჭერად ორგანიზაციული სტრატეგიის შემუშავებაში. 2025 წლის მარტის თვის მონაცემებით, ელექტრონული კურსი გაიარა 37-მა საჯარო მოსამსახურემ. 2024 წლის 30 მარტს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შპს - საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურმა ჩაატარა შეხვედრა 12 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანი იყო სამსახურის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2024 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა და წარდგენა შშმ პირთა თემისთვის. ამასთანავე, 2024 წლის 27 აპრილს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში „მაკ ჯორჯიას“ და ზუგდიდის დამოუკიდებელი ცენტრის ორგანიზებით და სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურის მონაწილეობით, გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდამჭერი მომსახურების ინტერაქციული გამოფენა, რომელშიც მონაწილეობდნენ შშმ პირები და მათი ოჯახის წევრები, შშმ პირთა მომსახურების გამწევი ორგანიზაციები და სპეციალისტები, შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა საკითხებით დაინტერესებული ფართო საზოგადოება. 2024 წლის 2 აპრილს აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ადვოკატების და ფსიქოლოგკონსულტანტების მიერ განხორციელდა შეხვედრა რუსთავის დღის ცენტრ „კესანე“ - ში. 2022 წელს, სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურის ინიციატივით, მოძრაობის „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“ ფარგლებში, დაიწყო პროექტი „პარალეგალი“. პროექტი მიზანია პირველადი სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა მოწყვლადი ბენეფიციარებისთვის, მათ შორის შშმ პირებისთვის, რასაც გადამზადებული პარალეგალები უზრუნველყოფენ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 2024 წელს, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებთან“ დაკავშირებით გადამზადდნენ პარალეგალები. 2024 წლის 25 დეკემბერს, ახალციხეში, პროექტ „პარალეგალის“ ფარგლებში, პარალეგალებისთვის გაიმართა 1 ტრენინგი სახელწოდებით - „შშმ პირთა უფლებები“. 2024 წლის 11 ოქტომბერს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა გამართა საინფორმაციო შეხვედრა შშმ პირებთან მომუშავე ორგანიზაციებისთვის, სადაც მათ სამოქმედო გეგმა და სახელმძღვანელო დოკუმენტი გააცნეს, ასევე სამსახურის უფლებამოსილება და შშმ პირებთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხები. აღნიშნულ შეხვედრას დაესწრო 70-მდე პირი. სამსახურის ჩართულობით, დამზადებული და გამოქვეყნებულია 10 პოდკასტი შშმ პირთათვის ხელმისაწვდომი ფორმით - სურდო თარგმანის გამოყენებით. დარიგებულია 200 ცალი ბროშურა ბრაელის შრიფტით; სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია შშმ პირთა პერსონალური მონაცემების დამუშავების შემოწმების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები; მომზადდა სარეკომენდაციო დოკუმენტი „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა პერსონალური მონაცემების დაცვა“. სამსახურში ამოქმედებულია დისტანციური სწავლების პლატფორმა, რომელიც ადაპტირებულია შშმ პირებისთვის და პლატფორმაზე განთავსებულია სამი სასწავლო მოდული. შშმ პირებთან კომუნიკაციის სტანდარტისა და უფლებების შესახებ გადამზადებულია სამსახურის 20 თანამშრომელი. 2024 წელს, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიიღო მონაწილეობა საპოლიციო საჩივრების განმხილველი დამოუკიდებელი ორგანოების ქსელის (IPCAN) მიერ ორგანიზებულ მე-8 საერთაშორისო შეხვედრაში, რომელიც ეხებოდა საპოლიციო ზედამხედველობის ეფექტურობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზაცის პროცესში. შეხვედრის შედეგად შემუშავდა პარიზის დეკლარაცია, რომელსაც შეუერთდა სამსახურიც.3 დოკუმენტი ინგლისურ ენაზე იხიელთ თანდართულ ლინკზე https://ipcan.org/news/a-look-back-atthe-8th-ipcan-seminar 3 13 საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ ჩაატარა ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით. აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო კამპანია და შეხვედრების ციკლი პირველად ჩატარდა ასეთი მასშტაბით. 2024 წლის 3 ივლისს, სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან თანამშრომლობითა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით, სსიპ - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა ჩაატარა საინფორმაციო-სასწავლო კურსი არჩევნებში მხარდაჭერის მიმღები პირების მონაწილეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. შეხვედრას დაესწრნენ თბილისში მოქმედი მხარდაჭერის მიმღები პირების საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის გათვალისწინებული ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ. ამასთან, პრაქტიკაში თავად გამოცადეს ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა. აღსანიშნავია, რომ სწავლების ცენტრმა შექმნა სასწავლო მოდული მხარდაჭერის მიმღები პირებისთვის მარტივად წასაკითხ ფორმატში შემუშავებული არჩევნებში მონაწილეობის გზამკვლევის მიხედვით. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით, გამართა საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს ყრუთა კავშირთან და ყრუ ამომრჩევლებთან. შეხვედრები გაიმართა ქ. თბილისში, ასევე, ყრუთა კავშირის რეგიონულ ოფისებში მარნეულში, რუსთავში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში. შეხვედრების ფარგლებში გაიმართა ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრირება და იმიტირებული კენჭისყრა. შეხვედრების მონაწილეებმა პრაქტიკაში გამოცადეს ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა. შეხვედრების დროს გავრცელდა არჩევნებში მონაწილეობის გზამკვლევი მარტივად წასაკითხ ფორმატში, QR კოდით, რომლის გამოყენებით ინფორმაცია ყრუ პირებისთვის იყო მისაწვდომი ქართულ ჟესტურ ენაზე. საერთო ჯამში, შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო 214-მა ყრუ პირმა. საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, საქართველოს ყრუთა კავშირთან თანამშრომლობითა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ფინანსური მხარდაჭერით, პირველად, ჩატარდა ჟესტური ენის თარჯიმანთა სწავლება საარჩევნო საკითხებზე. 2024 წლის 11-13 აგვისტოსა და 17-19 სექტემბერს ჩატარდა ორი ტრენინგი. ცესკოსა და სსიპ - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობა არჩევნებში, საარჩევნო ადმინისტრაციის სერვისები ამომრჩევლებისთვის კენჭისყრის დღემდე პერიოდში და საუბნო საარჩევნო კომისიის სერვისები ამომრჩევლებისთვის კენჭისყრის პროცესში. ჟესტური ენის თარჯიმნების ჩართულობით ჩატარდა იმიტირებული კენჭისყრა და მონაწილეები პირადად გაეცნენ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი საარჩევნო აპარატების მუშაობის პროცესს. ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო ჟესტური ენის 62-მა თარჯიმანმა და საქართველოს ყრუთა კავშირის წარმომადგენელმა. 14 საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ, საქართველოს უსინათლოთა კავშირთან და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით, ბათუმში, ქუთაისში, ახალციხეში, გორსა და თბილისში გამართა შეხვედრები უსინათლო ამომრჩევლებთან. აღსანიშნავია, რომ ასეთი ფართომასშტაბიანი შეხვედრების ციკლი პირველად გაიმართა 2024 წელს, სადაც საარჩევნო საკითხებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო 300-მდე უსინათლო პირმა. 2024 წლის 17 ოქტომბერს, ცესკოში გამართული საინფორმაციო შეხვედრით დასრულდა უსინათლო ამომრჩევლებთან ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრების ციკლი. შეხვედრებზე უსინათლო პირებისთვის გაიმართა იმიტირებული კენჭისყრა საარჩევნო ელექტრონული აპარატებისა და უსინათლო და მცირედმხედველი პირებისთვის შექმნილი სერვისების გამოყენებით, სადაც მათ თავად გამოცადეს ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა. საინფორმაციო შეხვედრების დროს გავრცელდა არჩევნებში მონაწილეობის გზამკვლევი მარტივად წასაკითხ ფორმატში QR კოდით, რომლის გამოყენებით ინფორმაცია მისაწვდომი იყო უსინათლო პირებისთვის აუდიო ფორმატში. დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, შშმ პირთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, სსიპ - საპენსიო სააგენტოს მიერ განისაზღვრა შესაბამისი საინფორმაციო არხები; ამასთან, მოხდა შეჯერება კონკრეტული საინფორმაციო მასალების შემუშავებასთან დაკავშირებით; მათ შორის, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, დაგროვებით საპენსიო სქემასთან დაკავშირებით ჟესტურ ენაზე ვიდეორგოლების შემუშავებასა და ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებასთან დაკავშირებით. სსიპ - საპენსიო სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდი სრულად არის მორგებული შშმ პირთა საჭიროებებზე, თუმცა აღნიშნულს არ გააჩნია მობილური პლატფორმების მხარდაჭერა. სსიპ - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თანამშრომლებმა, ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს ყრუთა კავშირის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს - მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული აქტივობების, მიღებული შედეგების, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დადგენილი იმ სტანდარტებისა და კანონით მინიჭებული გარანტიების შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს მომხმარებელთა ქცევის კულტურის გაძლიერებას და მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას. შეხვედრაზე მონაწილეებმა, პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით, იმსჯელეს - რა უფლებებით სარგებლობა შეუძლიათ, როგორ უნდა იმოქმედონ დარღვევის შემთხვევაში და ვის მიმართონ. ღონისძიებაზე ასევე ნაჩვენები იქნა ევროკავშირის „Twinning“ პროექტის მხარდაჭერით ჟესტურ ენაზე ადაპტირებული საინფორმაციო ვიდეო-რგოლები. ცნობიერების ამაღლების მიზნით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „Twinning“ -ის პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება“ მხარდაჭერით, მომზადდა ორი ვიდეო-რგოლი, რომლის მიზანიც იყო მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. აღნიშნული პროექტის მხარდაჭერით, ასევე მომზადდა ორი ვიდეო-რგოლი, რომლის მიზანიც იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების კუთხით. საინფორმაციო ვიდეო კლიპები ცხრა სხვადასხვა სატელევიზიო არხის და სოციალური პლატფორმების საშუალებით გავრცელდა. კლიპი ადაპტირებულია ჟესტურ ენაზეც, რაც სმენადაქვეითებულ 15 პირებს საშუალებას მისცემს, მიიღონ ინფორმაცია მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების შესახებ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობისათვის საჭირო უნარების განვითარების მიზნით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 10 თანამშრომლისთვის, 2024 წლის 27 და 29 ნოემბერს, ჩატარდა საჯარო აუდიტის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული 6 საათიანი ონლაინ ტრენინგი, რომელიც ემსახურება თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობისა და ადაპტირებული გარემოს შექმნის მიზნით მუშაობის დასაწყებად. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, სატელეკომუნიკაციო სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების მიერ მომხმარებლის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების თაობაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, რეგულარულად უზრუნველყოფს საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას. 2024 წელს საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა საქართველოს უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლებთან და მის ბენეფიციარებთან, 202-ე საჯარო სკოლაში (შშმ - უსინათლოთა სკოლა), 198-ე საჯარო სკოლაში (შშმ - ინკლუზიური სკოლა), სმენის, მეტყველების, ინტელექტუალური შეფერხების პირთა ასოციაცია ა(ა)იპ „იკა“- წარმომადგენლებთან და ბენეფიციარებთან, შპს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის წარმომადგენლებთან, ა(ა)იპ - „მარიკა“ – ღირსეული სიცოცხლისთვის ბენეფიციარებთან და წარმომადგენლებთან და ა(ა)იპ - კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი. ასევე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ჩართულობით ქალაქ თბილისის მასშტაბით საჯარო სკოლებში ჩატარებულია 74 შეხვედრა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და მათი შესაძლებლობების შესახებ კომისიაში დასაქმებულთა ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, 2024 წლის 21 მარტს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შიდა სივრცეში, ჩატარდა დაუნის სინდრომის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც მოწვეული იყვნენ სოციალური საწარმო „ბაბალეს“ წარმომადგენლები, რომლებმაც წარმოადგინეს ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. 2024 წელს დაიწყო და გრძელდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის და სერვისცენტრის თანამშრომლებისთვის ტრენინგი - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების, კომუნიკაციის და ქცევის ეტიკეტის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების ხარისხის ამაღლებას. პროგრამა მოიცავს კომუნიკაციის ეფექტური მეთოდებისა და ეთიკური ქცევის სტანდარტების შესწავლას. შედეგად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მიიღებენ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ მაღალი ხარისხის მომსახურებას, რაც უზრუნველყოფს მათ სრულფასოვან ჩართულობას და თანაბარ ხელმისაწვდომობას სერვისებზე. პროგრამა ხელს შეუწყობს ინკლუზიური გარემოს შექმნას, სადაც ყველა მოქალაქეს ექნება ღირსეული მომსახურების მიღების შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს დაიწყო და გრძელდება სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტებისთვის ტრენინგი - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა 16 მიმართ სპეციფიკური მიდგომის, მათი საჭიროებების შესწავლის/შეფასების სტანდარტის და მეთოდიკის შესახებ. ტრენინგ-პროგრამა მოიცავს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებსა და მეთოდოლოგიებს, რომლებიც უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთან ინდივიდუალური მიდგომების დანერგვას სამედიცინო ექსპერტიზის პროცესში. შედეგად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ისარგებლებენ მათ საჭიროებებზე მორგებული, ხარისხიანი და ღირსეული სამედიცინო საექსპერტო მომსახურებით, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათთვის ხელმისაწვდომი სოციალური დაცვის სისტემის ეფექტურობას. სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში 2024 წელს მომხმარებელთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ბრაილის შრიფტით დაიბეჭდა მომხმარებელთა პრეტენზიის განაცხადის ფორმა და ბროშურები. სსიპ − თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის თანამშრომლებისთვის მომზადდა სახელმძღვანელო რეკომენდაციები „შშმ პირებთან ურთიერთობები (ქცევა და კომუნიკაცია)“. ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოეწყო შეხვედრები სამხატვრო აკადემიის იმ თანამშრომლებთან და სტუდენტებთან, რომლებიც მონაწილეობენ შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის ინკლუზიური სასწავლო და შემოქმედებითი პროგრამებისა და პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაში. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების 4 მიმართულებით: ფერწერა, კერამიკა, ქსოვილის მხატვრული დამუშავება, შერეული ტექნიკები - ტრენინგები ჩატარდა შშმ პირთა რეაბილიტაციის დღის ცენტრების თანამშრომლებისა და ბენეფიციარებისთვის. სმენის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, სსიპ − თელავის ისტორიულმა მუზეუმმა სარეაბილიტაციო ცენტრთან „მოვუსმინოთ სამყაროს“ ერთად გამართა ღონისძიება, სადაც მოწვეულები იყვნენ სმენადაქვეითებულ პირთა მშობლები, ცენტრის ბენეფიციარები, სამხარეო ადმინისტრაციისა და მერიის წარმომადგენლები და სხვა სტუმრები. შეხვედრაზე, საუბარი გაიმართა სმენის კვირეულის მნიშვნელობაზე, გამოწვევებზე, მიღწევებზე, საზოგადოების ინფორმირებულობასა და ჩართულობაზე. თელავის ისტორიულ მუზეუმში, ასევე გაიმართა ღონისძიება დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რომლის წლევანდელი გზავნილია ,,ერთად დავასრულოთ სტერეოტიპები". აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით მუზეუმმა მოიწვია ,,საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციის" ფსიქოლოგი, რომელმაც ისაუბრა დაუნის სინდრომის მქონე პირებთან სწორი კომუნიკაციის დამყარების შესახებ. სსიპ - ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელში საანგარიშო პერიოდში გაიმართა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. 2024 წლის 19 თებერვალს სასწავლებელში ჩატარდა ღია გაკვეთილი მსახიობის ოსტატობაში, სადაც წარმოდგენილ იქნა მინიატურა: „მერხი მოსწავლის გარეშე“, რომელიც პასუხობს აქტუალურ თემას მოსწავლეთა ბულინგს, შშმ პირებთან დაკავშირებით. 2024 წლის 18 აპრილს შშმ პირების კულტურულ და შემოქმედებით ცხოვრებაში ჩართულობის შესახებ სასწავლებელში გაიმართა დისკუსია. ამასთანავე, საანგარიშო პერიოდში ჩატარდა ლექცია - სემინარები შემდეგ თემებზე - „შშმ პირების გააქტიურება და მათი კულტურულ ცხოვრებაში ჩართვა“, გენდერული და „შშმ პირების 17 თანასწორობის პრინციპები და ინკლუზიური ხელოვნების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების თაობაზე“. 2024 წლის 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში ღონისძიება მიეძღვნა „შშმ პირების ინტეგრირებას შემოქმედებით და სპორტულ პროექტებში“. სსსმ და შშმ პირების უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2024 წლის 2 აპრილს, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილ შშმ და სსსმ მოსწავლეების მშობლებს, კანონიერ წარმომადგენლებს, მეურვეებს, დღის ცენტრებისა და იმერეთის რეგიონის შშმ და სსსმ მოსწავლეებს, სპეც. მასწავლებლებს შეხვდნენ სსიპ − ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლები და მათ პრეზენტაცია წარუდგინეს მუზეუმში დაცული უნიკალური საგანძურის შესახებ. ასევე, სსსმ მოსწავლის მიერ, ყველა მონაწილეს დაურიგდა ბუკლეტები საქართველოს კანონიდან, რომელიც ეხება განათლებასა და კულტურას. მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოების თანამშრომლების ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2024 წლის განმავლობაში, იმართებოდა სამუშაო შეხვედრები (ტრენინგები) მუნიციპალიტეტის შესაბამის წარმომადგენლებთან პერსონალური ასისტენტის სერვისის დანერგვასთან დაკავშირებით, როგორც ონლაინ, ისე ადგილზე მუნიციპალიტეტებში. ამასთან, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მხარდაჭერით მომზადდა მუნიციპალიტეტებზე დელეგირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის სერვისის განხორციელებისათვის საჭირო მეთოდური მასალები: მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის პროგრამის დამტკიცების თაობაზე საკრებულოს დადგენილების პროექტი, „პერსონალური ასისტენტის ვაუჩერის“, „პერსონალური ასისტენტის მომსახურების ხელშეკრულების“ ფორმები. ამასთანავე, საანგარიშო პერიოდში, მუნიციპალიტეტების მიერ, რეგულარულად ტარდებოდა შშმ პირთა საკითხებზე ცნობიერების ასამაღლებელი ტრენინგები, რომლის ფარგლებშიც, გადამზადდა მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოების 120 თანამშრომელი. ცნობიერების ასამაღლებელი ტრენინგები, მათ შორის, ჩატარდა შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ჩოხატაური, ვანი, ზესტაფონი, საჩხერე, ქუთაისი, წყალტუბო, გურჯაანი, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, სიღნაღი, მცხეთა, ლენტეხი, ონი, აბაშა, ფოთი, ნინოწმინდა, გარდაბანი, წალკა, ხაშური. II. ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დაცვის მიმართულება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების ფარგლებში, შშმ ბავშვის ან მკვეთრად გამოხატული შშმ პირის სტატუსის მქონე პირები სარგებლობენ განსხვავებული პაკეტით, რომელიც ითვალისწინებს როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ სერვისებზე გაწეული ხარჯების ანაზღაურებას, შესაბამისი ლიმიტებისა და თანაგადახდების გათვალისწინებით: 1. ექიმ-სპეციალისტების მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახურება ოჯახის ან სოფლის ან უბნის ექიმის დანიშნულებით: ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, გინეკოლოგი, უროლოგი, ქირურგი. ექიმის 18 დანიშნულებით, ამბულატორიულ დონეზე, შემდეგი სახის ინსტრუმენტული გამოკვლევები: ელექტროკარდიოგრაფია, საჭმლის მომნელებელი სისტემის, შარდსასქესო სისტემისა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია (სისტემების მიხედვით, ტრანსაბდომინურად), გულმკერდის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია და ძვლების რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია. კომპიუტერული ტომოგრაფია ითვალისწინებს ასანაზღაურებელი თანხის 20%-ის თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან. თანაგადახდას არ ექვემდებარება საპენსიო ასაკის ვეტერანის ან მკვეთრად გამოხატული შშმ ვეტერანისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურება. ექიმის დანიშნულებით, ამბულატორიულ დონეზე კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, გლუკოზა პერიფერიულ სისხლში, კრეატინინი, ჰემოგლობინი, ქოლესტერინი სისხლში, შრატში ლიპიდების განსაზღვრა, განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე, პროთრომბინის დრო (INR), ღვიძლის ფუნქციური სინჯები: ALT, AST, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი TSH. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შშმპ) სოციალური ექსპერტიზისათვის, კერძოდ, შშმპ-ის სტატუსის მისანიჭებლად საჭირო გამოკვლევები, გარდა მაგნიტურ-ბირთვულ-რეზონანსული გამოკვლევებისა. ამბულატორიულ დონეზე ყველა სახის სამედიცინო ცნობების, დასკვნებისა და რეცეპტების გაცემა (მათ შორის, ინკურაბელური პაციენტებისათვის ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების რეცეპტების გაცემა). 2. გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება (მათ შორის, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შესყიდული სპეციფიკური შრატებითა და ვაქცინებით მომსახურების უზრუნველყოფა). 3. გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება - კრიტიკული მდგომარეობები (II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა), სტაციონარში ხანგრძლივი დაყოვნება/ქრონიკული მოვლა და კომბუსტიოლოგია (თანაგადახდას არ ექვემდებარება). გადაუდებელი მდგომარეობები, მათ შორის, ინფექციურ დაავადებებსა და ინკურაბელური პაციენტების პალიატიურ მზრუნველობასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია, გართულებულ ორსულობასთან, მშობიარობასა და ლოგინობის ხანასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია ითვალისწინებს ასანაზღაურებელი თანხის 20%-ის თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარის. ხოლო, შშმ ბავშვებისათვის, საპენსიო ასაკის ვეტერანისთვის ან მკვეთრად გამოხატული შშმ ვეტერანისთვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებას სახელმწიფო სრულად ანაზღაურებს. 4. გეგმური ქირურგიული ოპერაციები (მათ შორის, დღის სტაციონარი), ასევე გეგმურ ქირურგიულ ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული წინასაოპერაციო, ოპერაციის მსვლელობისას განხორციელებული და პოსტოპერაციული პერიოდის ყველა ტიპის ლაბორატორიული, ინსტრუმენტული გამოკვლევები − წლიური ლიმიტი 15 000 ლარი ითვალისწინებს 20%-იან, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარის თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან (ლიმიტის ფარგლებში). თანაგადახდას არ ითვალისწინებს ასევე კარდიოქირურგიული და ონკოლოგიური ოპერაციები და მათთან დაკავშირებული გამოკვლევები 0 – 5 წლის (ჩათვლით) ასაკის მოსარგებლეებისა და შშმ ბავშვებისათვის. ასევე თანაგადახდას არ ექვემდებარება საპენსიო ასაკის ვეტერანისთვის ან მკვეთრად გამოხატული შშმ ვეტერანისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურება. 19 5. ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა და დიაგნოსტიკა (მათ შორის, დღის სტაციონარი), კერძოდ, ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხივური თერაპია, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად, საქართველოში რეგისტრირებული სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტებით (მონოკლონური ანტისხეულები, პროტეინკინაზის ინჰიბიტორები, თიროზინ კინაზას ინჰიბიტორები, ბისფოსფონატები) მკურნალობა და ზემოაღნიშნულ პროცედურებთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები. მომსახურება (გამოკვლევები, პროცედურები, სხივური თერაპია) ანაზღაურდება სრულად, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის გარეშე, წლიური 25 000 ლარის ლიმიტის ფარგლებში; ქიმიო, ჰორმონო და სიმსივნის საწინააღმდეგო (მათ შორის, ცენტრალიზებულად შესყიდული) მედიკამენტები ანაზღაურდება სრულად (ულიმიტოდ), მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის გარეშე. 6. ინფექციური დაავადებების მართვა - თანაგადახდა შეადგენს 20%-ს, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა. 7. თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის დროს რეაბილიტაცია. 8. მნიშვნელოვნად გამოხატული და ზომიერად გამოხატული საქართველოს მოქალაქე შშმ პირების ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა, დაავადებათა შემდეგი ჯგუფების შესაბამისად: გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებები, დიაბეტი (ტიპი 2), გლაუკომა, პარკინსონი და ეპილეფსია. 9. სამედიცინო დოკუმენტაციით დადასტურებული ქცევითი გამოწვევების და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე, როგორც შშმპ სტატუსის მქონე, ასევე ამ სტატუსის არმქონე საქართველოს მოქალაქეების, სრულად, თანაგადახდის გარეშე, სტომატოლოგიური მომსახურებით (ზოგადი ანესთეზიით) უზრუნველყოფა. 2023 წლიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდა სოციალური პაკეტის ინდექსაციის პირობები, მსგავსად სახელმწიფო პენსიის ინდექსაციისა, რომლის მიხედვითაც სოციალური პაკეტი ყოველწლიურად გაიზრდება ეკონომიკურ პარამეტრებზე დაყრდნობით, რაც შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფს ფულადი გასაცემლის ფისკალური მდგრადობის შენარჩუნებას. 2024 წლის 1 იანვრიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისათვის/შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისათვის სოციალური პაკეტის ოდენობამ შეადგინა 390, ნაცვლად 2023 წელს განსაზღვრული 340 ლარისა, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისათვის - 195, ნაცვლად 175 ლარისა, ხოლო ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, რომლებსაც 18 წლის ასაკის შემდეგ დადგენილი აქვთ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი - 155 ლარი, ნაცვლად 135 ლარისა. უწყვეტად გრძელდება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის სოციალური პაკეტის დანამატის გაცემა მათთვის განსაზღვრული სოციალური პაკეტის 20%-ის ოდენობით. 20 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის გათვალისწინებული სოციალური პაკეტი მიიღო დაახლოებით 131 803 პირმა, საიდანაც 30 915 ათასი მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, ხოლო 17 ათასზე მეტი კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი. შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში, ხელმისაწვდომია სრულიად უფასო სამედიცინო მომსახურება ჯანდაცვის „რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის“ საფუძველზე. 2024 წელს აღნიშნული სერვისით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან 1,514-მა პაციენტმა ისარგებლა, მათ შორის შშმ პირებმა. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა მუშაობს აფხაზეთის რეგიონში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების მხარდასაჭერად, მოსახლეობის იმუნიზაციის და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინებით, დიაბეტის, ტუბერკულოზის და აივ/შიდსის საწინააღმდეგო მედიკამენტებით, ასევე, შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობის მომარაგების გზით, რომელთა ღირებულებამ დაახლოებით ერთ მილიონ ლარს მიაღწია. ჯამში, 2024 წელს, საქართველოს მთავრობის მიერ ჯანდაცვის კომპონენტზე დახარჯულმა თანხამ 8 მილიონ ლარს გადააჭარბა. 2023 წელს საქართველოს მთავრობის შესაბამის დადგენილებებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, „სახელმწიფო რეფერალური პროგრამის“ მიღმა არსებული ჯანმრთელობის დაცვის ყველა, მათ შორის შშმ პირებისთვის განკუთვნილ სპეციალურ სახელმწიფო პროგრამაში, ოკუპირებული რეგიონებიდან მოსახლეობის ჩართვა და უფასო სამედიცინო მომსახურების გაწევა შესაძლებელი გახდა სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში ამოქმედებული ნეიტრალური პირადი ნომრით რეგისტრირებული პირებისთვისაც. 2024 წელს სახელმწიფო ჯანდაცვის სხვადასხვა სპეციალიზებული პროგრამის ფარგლებში უფასო სამედიცინო დახმარება მიიღო 66-მა პირმა, მათ შორის შშმ პირებმაც. საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს და ხელს უწყობს საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობას ოკუპირებულ რეგიონებში, მათ შორის, ადგილზე განხორციელებულ ჰუმანიტარულ და სოციალურ პროექტებზე სპეციალური თანხმობის გაცემის გზით. მხარდაჭერილი პროექტები ასევე ითვალისწინებს აფხაზეთის რეგიონში შშმ პირების ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის მხარდაჭერას, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევას, ბავშვთა განვითარების ცენტრების აღჭურვასა და სხვადასხვა სერვისების მიწოდებას შშმ ბავშვებისთვის, ინკლუზიური რეკრეაციული სივრცის შექმნას და სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობას, ასევე შშმ ბავშვების ინტეგრაციის ხელშეწყობას ოჯახების მხარდაჭერის გზით, მათ გამოწვევებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაძლიერებას და ა.შ. 2024 წელს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ თანხმობა გაიცა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ 68 ახალ პროექტზე. 21 2024 წლის 18 ნოემბერს, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის N580 დადგენილებაში განხორციელებული ცვლილებით გაიზარდა და დაზუსტდა მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრში სარეაბილიტაციო სერვისებით მოსარგებლე ბენეფიციართა წრე. კერძოდ: ცვლილებამდე სარეაბილიტაციო სერვისებით სარგებლობდნენ მხოლოდ დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები, ხოლო განხორციელებული ცვლილების შედეგად სარეაბილიტაციო სერვისებით სარგებლობის უფლება მიეცათ, როგორც სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს (სამხედრო, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს), ასევე მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ მათი ოჯახის წევრებს. საანაგრიშო პერიოდში სარეაბილიტაციო ცენტრში ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსი გაიარა 192-მა დაჭრილმა და დაშავებულმა მოსამსახურემ და 18-მა ოჯახის წევრმა, მათ შორის შშმ სტატუსის მქონე პირებმა. საანგარიშო პერიოდში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტი აქტიურად ახორციელებდა შშმ პირთა მიმართ მკურნალობისა და სამედიცინო უზრუნველყოფის მხარდამჭერ ღონისძიებებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გერმანულ კომპანია Otto bock-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 2024 წელს, 14 დაჭრილ და დაშავებულ მოსამსახურეს ზედა და ქვედა კიდურების რეპროთეზირება ჩაუტარდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა (ქ. ბერლინი, ქ. დუდერშტატი, ქ. გოტინგენი) და აშშ-ს (სანდიეგო) საპროთეზო ცენტრებში. ამასთანავე, შესაფასებელ პერიოდში, 4 დაჭრილ/დაშავებულ მოსამსახურეს ჩაუტარდა თვალის რეპროთეზირება. დაჭრილი და დაშავებული მოსამსახურეების, მათ შორის შშმ სტატუსის მქონე პირებისათვის, შეძენილ იქნა 4 ელექტრო ეტლი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „რეაბილიტაცია/ადაპტაციის ეროვნულ ცენტრს“ შორის ყოველწლიურად ფორმდება ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, 2024 წელს, 22 საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურება გაეწია 16 დაჭრილ/დაშავებულ მოსამსახურეს, მათ შორის შშმ სტატუსის მქონე პირებს. ამასთანავე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, შეძენილ იქნა 31 დამხმარე საშუალება. ამავდროულად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს მუშაობა კრიზისული ვითარების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების როლისა და ფუნქციების განსაზღვრის შესახებ. შეიქმნა კითხვარი, რომლის მეშვეობითაც განისაზღვრება სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების არსებული შესაძლებლობები, როლი, ფუნქციები და საჭიროებები კრიზისული ვითარების დროს ოპტიმალური ოპერირებისთვის. ზემოხსენებული პროცესის ფარგლებში, მიმდინარეობს მუშაობა შშმ პირთა სპეციალური საჭიროებების განსაზღვრის მიზნით, მათ შორის ევაკუაციის განხორციელების ნაწილში. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების 22 დასაკმაყოფილებლად ახორციელებს შემდეგ მიზნობრივ ქვეპროგრამებს: აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაცია; ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურება; სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირების დახმარება; სოციალურად დაუცველი 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურება; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა. აღნიშნული ქვეპროგრამების ფარგლებში 2024 წელს ჯამურად ისარგებლა 7 732 -მა მოსარგებლემ. გარდა ჩამოთვლილისა, სამსახური ახორციელებს სხვა შინაარსის 20 -ზე მეტ ქვეპროგრამას, რომლითაც სარგებლობა ასევე შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსაც. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტერიტორიული ორგანოები - რაიონული გამგეობები 2024 წელს სოციალურ დახმარებას ახორციელებდნენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სხვა სოციალური (დახმარების) ღონისძიებები რაიონებში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2023 წლის 21 დეკემბრის №23.2052.2225 განკარგულების საფუძველზე. დახმარება გაიცემა რაიონის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის სამედიცინო მომსახურების (ოპერაცია, გამოკვლევა, სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაცია), მედიკამენტებით მკურნალობის დაფინანსების, ასევე უმწეო და მძიმე სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების საარსებო პირობების გაუმჯობესების, სტიქიური მოვლენებისა და უბედური შემთხვევების შედეგების ლიკვიდაციის მიზნით ფინანსური მატერიალური დახმარების სახით. წესის ფარგლებში დახმარების გაცემა ხორციელდება პრიორიტეტული ჯგუფების გათვალისწინებით, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე. „სადღესასწაულო ნობათის“ პროგრამის ფარგლებში წელიწადში ორჯერ შობა ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით სასაჩუქრე ნობათები გაიცემა შშმ უსინათლო პირებზე. „უფასო სასადილოებით მომსახურების“ პროგრამის ფარგლებში გამგეობები უზრუნველყოფენ უფასო კვებით მათ შორის შშმ პირებს. თბილისის რაიონული გამგეობები ახორციელებენ ინფრასტრუქტურულ საქმიანობას და შშმ პირთათვის გარემოს მისაწვდომობისათვის უზრუნველყოფენ ადაპტირებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მუნიციპალიტეტების მიერ, საანგარიშო პერიოდში განხორციელდა რიგი ღონისძიებები ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულებით. მუნიციპალიტეტების მიერ დამტკიცებული „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმით“ გათვალისწინებული მიზნების ფარგლებში, განხორციელდა არაერთი აქტივობა, რომელიც მოიცავს სამედიცინო მომსახურების გაწევას, ტრანსპორტირების შეღავათს, სოციალურ ხელშეწყობას, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობ აქტივობებს და სხვა პროგრამებს. 4 მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელდა პროგრამები, მათ შორის შემდეგი მიმართულებით: პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის პროგრამა; სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართულ ბავშვთა აბილიტაცია-რეაბილიტაციის კურსებზე მგზავრობის ხელშეწყობის პროგრამა; შშმ სტატუსის მქონე მოქალაქეთა მოვლის პროგრამა; ,,მოწყვლადი სოციალური ჯგუფების ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა; „სპეციფიკური სამკურნალო პროდუქტების შეძენისთვის ფინანსური დახმარების პროგრამა“; თემზე დაფუძნებული 4 23 III. დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა და მისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, სოციალურ მომსახურებებსა და სახელმწიფო პროგრამებზე შშმ პირთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, 2024 წლის განმავლობაში განხორციელებული იქნა შემდეგი ღონისძიებები: დეინსტიტუციონალიზაცია: შშმ პირთა უფლებების რეალიზების, მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინების, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში სრულფასოვანი ინტეგრაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, ქვეყანაში წარმატებით მიმდინარეობს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი. დეინსტიტუციონალიზაციის კონცეფცია გულისხმობს დიდი ზომის დაწესებულებების დახურვას და მათ ჩანაცვლებას მცირე ზომის, ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული ალტერნატიული ზრუნვის მომსახურებებით. 2024 წელს, შშმ პირთა პანსიონატების ინდივიდუალური დეინსტიტუციონალიზაციის გეგმის შესაბამისად, მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატის ბენეფიციარების სრულად გადაყვანა მოხდა მცირე საოჯახო ტიპის მომსახურებებში და მარტყოფის პანსიონატი საბოლოოდ დაიხურა. მობილური გუნდის მომსახურება მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთათვის; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული დიალიზით მოსარგებლე შშმ პირთა ტრანსპორტით უზრუნველყოფა; შშმ პირთა მატერიალური დახმარება; ჰემოდიალეზის ცენტრის პაციენტთა მატერიალური დახმარება; ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტების მომსახურებას ბავშვისთვის ბუნებრივ გარემოში (სახლი, საბავშვო ბაღი სკოლა) სპეციალისტების ხარჯების ანაზღაურება; მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურება - რომელიც ითვალისწინებს ოპერაციებისა და სხვადასხვა სამედიცინო კვლევების ჩატარებას; ლეიკემიით, ცერებრალური დამბლით, დიაბეტით დაავადებული, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა დახმარება; აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა; საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ხელშეწყობის მიზნით, სპეციალური ტექნიკის შესაძენად თანხის გამოყოფის პროგრამა; გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილების მიღებამდე ხანდაზმულთა და შშმ პირთა სპეციალიზირებულ დაწესებულებაში გადაყვანის ხარჯების ანაზღაურების პროგრამა; ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსების ქვეპროგრამა; მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და შშმ ბავშვებისათვის ჰიგიენური და სამედიცინო დანიშნულების დამხმარე საშუალებების დაფინანსების ქვეპროგრამა; კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა; სოციალური პროგრამა იშვიათი დაავადებებით დაავადებული ბავშვებისათვის; კოხლეარული იმპლანტის მქონე ან მაღალი ხარისხის (III-IV) სმენადაქვეითებული ნაოპერაციები 0-18 წლამდე ასაკის ბავშვების სასმენი აპარატის/პროცესორის ღირებულების თანადაფინანსების ქვეპროგრამა; სოციალურად დაუცველი სხვადასხვა პათოლოგიის მქონე ბავშვებისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი წრეების დაფინანსების ქვეპროგრამა; ,,დიაბეტით დაავადებულ (18 წლამდე) ბავშვთა მატერიალური დახმარების“ პროგრამა; შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ პროგრამის ფარგლებში; შშმ პირთა და ონკოლოგიურ და ონკოლოგიურზე საეჭვო პაციენტთა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების (კორონაროგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ბიოფსია, პისტოქიმური კვლევა თანადაფინანსების პროგრამები. 24 დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი განგრძობითია, 2024 წელს დასრულდა დაბა ბედიანში 4 ახალი მცირე საოჯახო ტიპის სახლის მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები, 2025 წლიდან დაიწყო მათი აღჭურვა და ბენეფიციართა გადაყვანა მოხდება ეტაპობრივად, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს მათ საცხოვრებელ პირობებს და ცხოვრების ხარისხს. სოციალური პროგრამები: ყოველწლიურად იზრდება „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ ბიუჯეტი და მრავალფეროვანი ხდება პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული მომსახურებები. 2024 წლის ბიუჯეტი 2023 წლის ბიუჯეტთან (66 550 000) შედარებით გაიზარდა დაახლოებით 20%-ით და შეადგინა 80 037 972 ლარი, შესაბამისად, გაიზარდა რიგი ქვეპროგრამებისა და კომპონენტების ბიუჯეტები და გაფართოვდა ამ მომსახურებებით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობებიც. 2024 წლის განმავლობაში აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 60 სხვადასხვა მომსახურების ახალი მიმწოდებელი დარეგისტრირდა. ასევე რიგ შემთხვევებში არსებული მომსახურებების სიმძლავრეების ზრდის გათვალისწინებით გაიზარდა ბენეფიციართა მოცვა და გეოგრაფიული მისაწვდომობა. შინმოვლა და პერსონალური ასისტენტი: ხანდაზმულთა და შშმ პირთა ინსტიტუციონალიზაციის პრევენციის, ოჯახის მხარდაჭერისა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით ქვეყანაში განვითარება დაიწყო პერსონალური ასისტენტისა და შინმოვლის მომსახურებებმა, აღნიშნული სერვისები ამცირებს ინსტიტუციონალიზაციის რისკსა და ხელს უწყობს მოსარგებლე ჯგუფების დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველყოფასა და სოციალურ ინკლუზიას. 2024 წელს გაიზარდა მომსახურების მიწოდების მსურველი ორგანიზაციების რაოდენობა, შესაბამისად, გაფართოვდა სერვისების მიწოდების გეოგრაფიული არეალი. ასევე დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები პერსონალური ასისტენტის მუნიციპალიტეტებზე დელეგირებული უფლებამოსილებით გადაცემისათვის. გასული წლის მანძილზე პერსონალური ასისტენტის მომსახურება ხელმისაწვდომი იყო შემდეგ რეგიონებში/ქალაქებში: თბილისი, კახეთი (სიღნაღი), მცხეთა-მთიანეთი (დუშეთი), იმერეთი (საჩხერე/ბაღდათი), გურია (ჩოხატაური) და აჭარა (ბათუმი/ქედა/შუახევი). მომსახურებით მოსარგებლე იყო 126 ბენეფიციარი. შინმოვლის სერვისი კი ხელმისაწვდომი შემდეგ რეგიონებში: თბილისი, იმერეთი (ბაღდათი, ქუთაისი), გურია (ჩოხატაური), აჭარა (შუახევი, ქედა), შიდა ქართლი (გორი), ქვემო ქართლი (დმანისი) და სამეგრელო-ზემო სვანეთი (ზუგდიდი). მომსახურებით ისარგებლა 104 ბენეფიციარმა. დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრები: შშმ პირთა მხარდასაჭერად 6 მუნიციპალიტეტში განვითარდა „შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდამჭერი საინფორმაციოსაკონსულტაციო მომსახურების“ ცენტრები, რომლებმაც უნდა მოახდინონ შშმ პირთა საკონსულტაციო-საინფორმაციო მხარდაჭერა, საჭირო მომსახურებებში გადამისამართება და მათი უფლებების ადვოკატირება. აღნიშნული პროგრამა ასევე ხელს უწყობს შშმ პირთა დასაქმებას იმის გათვალისწინებით, რომ ცენტრები დაფუძნებულია და იმართება თავად შშმ პირების მიერ. დამხმარე საშუალებები: 2024 წელს, სახელმწიფო პროგრამის „დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ფარგლებში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 25 რეკომენდაციის საფუძველზე, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, განხორციელდა საპილოტე პროექტი სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის 15 ცენტრში. საპილოტე პროექტი ითვალისწინებდა „ყავარჯნებით, ხელჯოხ-ყავარჯნებით, უსინათლოთა ხელჯოხებითა და გადასაადგილებელი ჩარჩოებით უზრუნველყოფის კომპონენტით“ განსაზღვრული დამხმარე საშუალებების შემდგომი განკარგვის მიზნით პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისადმი უსასყიდლოდ გადაცემას, რათა ადგილზევე, პირველადი ჯანდაცვის ცენტრში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალური სასწავლო კურსის სერთიფიკატის მქონე პერსონალის მიერ მოხდეს ამ დამხმარე საშუალებების საჭიროების მქონე პირების შეფასება პირისპირ შეხვედრის საფუძველზე, გადაწყვეტილების მიღება შესაბამისი მოდელის დამხმარე საშუალებასთან დაკავშირებით, შერჩეული დამხმარე საშუალების მიწოდება და მორგება, მომხმარებლისა და/ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ტრენინგი მოხმარებისა და მოვლის საკითებში, მომხმარებლის მდგომარეობის შემდგომი შეფასება, საჭიროებების გამოვლენა, მიდევნება, ხელახალი მორგება. პილოტის ფარგლებში შესაბამისი გადასაცემი დამხმარე საშუალებების შესყიდვა უზრუნველყო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ. ბიოფსიქოსოციალური მოდელის რეფორმა: მომზადდა სპეციალური სატრეგინგო კურსი მულტიდისციპლინური გუნდისა და პედაგოგებისათვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი დადგენის პროცესში ბიოფსიქოსოციალური შეფასების დანერგვის საკითხზე. ავტომობილის პარკირება: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთიანმა საკოორდინაციო საბჭომ 2024 წლის 6 მარტის სხდომაზე განიხილა საკითხი შშმ პირთა პარკირების შესახებ და მიიღო შემდეგი რეკომენდაციები: შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე საცნობი ნიშნის გაცემა და სპეციალური პარკირების ადგილით სარგებლობის უფლება განისაზღვროს ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის კატეგორიისა და ხარისხის საფუძველზე (დამოუკიდებლად გადაადგილების უნარის შეზღუდვა II ან III ხარისხის). საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციები გაითვალისწინა ქალაქ თბილისის საკრებულომ და მცირედი შესწორებებით შეიტანა „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცებისა და პარკირების, სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის, სატრანსპორტო საშუალების თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასურების დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებაში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მომზადდა და „მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი მოთხოვნებისა და მისი შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ერთობლივ №01-6/ნ-№134 ბრძანებაში შეტანილი იქნა ცვლილება (18.10.24. N41/ნ/N77), რომლის თანახმადაც აბსოლუტური სიყრუისა მქონე და სმენადაქვეითებულ პირებს მიეცეთ უფლება მართონ „AM“, „A“, „B“, „BE“ კატეგორიების და „A1“, „A2“, „B1 “ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებები. 26 შშმ პირთა უფლებების დაცვის გაძლიერების მიზნით, სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ, 2024 წელს დამტკიცდა სპეციალური გზამკვლევი/გაიდლაინი, რომელიც სოციალური მუშაკებისთვის ძალადობის შემთხვევების, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის იდენტიფიცირებისა და მართვის წესებს განსაზღვრავს. აღნიშნული გაიდლაინი არა მხოლოდ რეკომენდაციებს აერთიანებს, არამედ ქმნის ერთიან პრაქტიკას შშმ პირთა ძალადობის შემთხვევებზე რეაგირებისათვის. მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ორიენტირებულია შშმ ქალთა გენდერული ნიშნით ძალადობის საკითხებზე, თუმცა ასევე მოიცავს ზოგად პრინციპებს, რომლებიც ყველა შშმ პირის მიმართ ძალადობის შემთხვევებში უნდა იქნას გათვალისწინებული. გზამკვლევი აერთიანებს რამდენიმე ძირითად ინსტრუმენტს, რომლებიც სოციალური მუშაკებისთვის მუშაობის პროცესს უფრო ეფექტურსა და სტრუქტურულს ხდის: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა მიმართ ძალადობის პირველადი შეფასების ფორმა“, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა მიმართ ძალადობის სრული შეფასების ფორმა“ და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა მიმართ ძალადობის შეფასება – ინტერვიუ შშმ პირის წარმომადგენელთან“. მოქალაქეთათვის მოქნილი და ეფექტიანი მომსახურების სისტემის შექმნის მიზნით, დაწყებულია მუშაობა სოციალური დაცვის, დასაქმების, ჯანდაცვის, ბავშვზე ზრუნვის მომსახურების „ერთი ფანჯრის პრინციპით“ ერთ სივრცეში მიწოდების მოდელზე. 2024 წელს ასეთი 3 სივრცე გაიხსნა, რომელიც მოიცავს უნივერსალური დიზაინით ადაპტირებულ გარემოს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით განხორციელებული საგრანტო პროექტის – „ელექტრონული მმართველობის შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება“ – ფარგლებში შემუშავდა „ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის „MY.GOV.GE“-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ხელმისაწვდომობის სტანდარტები“; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი აგრძელებს მუშაობას კვირის შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვების ჟესტურ ენაზე თარგმნის თაობაზე, რომელიც განთავსდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, ბიზნეს ანალიზის ეტაპზე, უსინათლო და მცირე მხედველობის მქონე თემთან აქტიური თანამშრომლობითა და მათი რეკომენდაციების საფუძველზე განხორციელდა ბიზნეს მოთხოვნების იდენტიფიცირება და ჩამოყალიბდა ამოცანა, რომელიც ითვალისწინებს პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალური პროგრამის, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ხელმოწერის ნამდვილობის დადგენის (ვალიდაციის) პორტალის ცვლილებებს ტექნიკური იმპლემენტაციისთვის. აღნიშნული ცვლილებები მოიცავს მისაწვდომობის უზრუნველყოფას, უსინათლო და მცირე მხედველობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინებით; 27 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარდა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების“ კვლევა. კვლევის მიზანს წარმოადგენდა სააგენტოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. კვლევის ფარგლებში ჩატარდა სააგენტოს ფიზიკური გარემოს მისაწვდომობის აუდიტი და იდენტიფიცირებულ იქნა ის ბარიერები, რომლებიც შეიძლება არსებობდეს როგორც სააგენტოს დასაქმებულებისთვის, ისე მომხმარებელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. აუდიტი ჩატარდა ტექნიკური რეგლამენტის ‒ მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების მიხედვით; საანგარიშო პერიოდში მისაწვდომი ინფრასტრუქტურული სამუშაოების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის მასშტაბით გამოცხადდა არაერთი ტენდერი და გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები, რომლებიც მოიცავს სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროს ადმინისტრაციული შენობის ეზოს ტერიტორიაზე მისაწვდომი კაფეტერიის მოწყობას; სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოს მცხეთა-მთიანეთის არქივის ახალი შენობის საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სახელმწიფო შესყიდვის ღონისძიებებს; სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ადმინისტრაციული შენობის ტერიტორიაზე კინოდოკუმენტების საცავის ახალი შენობის მშენებლობის კორექტირებული საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სახელმწიფო შესყიდვის ღონისძიებებს. აღნიშნულ პროექტებში სრულად არის გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებები და მისაწვდომობის დადგენილი სტანდარტები; 2024 წლის განმავლობაში გაიხსნა 5 იუსტიციის სახლი ‒ სამტრედიის, ხაშურის, ბათუმის №2, თერჯოლისა და შროშის იუსტიციის სახლები. აღნიშნული შენობები სრულად მისაწვდომია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე, კერძოდ, შენობები აღჭურვილია პანდუსებითა და მისაწვდომი სველი წერტილებით. შენობების შიდა და გარე პერიმეტრზე მოწყობილია ტაქტილური ბილიკები; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - საქართველოს საკანონმდებლო მაცნესთვის (ფანჯიკიძის ქ. №2-ში არსებული ოფისისთვის) მომზადდა ფიზიკური გარემოს მისაწვდომობის აუდიტი ტექნიკური რეგლამენტის ‒ „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების“ მიხედვით. დოკუმენტის მომზადების დროს აღიწერა და გაიზომა საკანონმდებლო მაცნეს სამუშაო სივრცის ფიზიკური მახასიათებლები, როგორიცაა: კარის სიგანე, შეფასდა არსებული ბარიერები და მისგან გამომდინარე საფრთხეები. აღნიშნული მონაცემები მისაწვდომობის ეროვნულ სტანდარტში გაწერილ მახასიათებლებთან შედარდა; ეტლით მოსარგებლე პირთათვის სანოტარო ბიუროებში მისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით სსიპ - საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ განხორციელდა 5 საპილოტე ბიუროს ადაპტირება, მათ შორის, ორი ‒ თბილისში, ბათუმში, წნორსა და მარნეულში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობით, განხორციელდა შენობების სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები რომელიც ადაპტირებულია შშმ პირებზე, მათ შორის 28 ადაპტირდა ქალაქ ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩა N11ა-ში მდებარე ადმინისტრაციული შენობა, დასრულდა ქალაქ თბილისში, ავჭალის ქ. N7-ში შსს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის შენობის რემონტი, განხორციელდა ქ. ფოთში მშვიდობის ქ. N8-ში განთავსებული, შსს ადმინისტრაციული შენობა N01-ის შშმ პირთა პანდუსის მოწყობის სამუშაოები და განხორციელდა ქალაქ თბილისში ქიზიყის ქუჩა N1-ში მდებარე, მიწის ნაკვეთზე შსს დანაყოფისთვის ოთხსართულიანი ყაზარმის მშენებლობა. მიმდინარეობს ქედის მუნიციპალიტეტში, დაბა ქედა-ში მიწის ნაკვეთზე, შსს დანაყოფისთვის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა და შშმ პირთა პანდუსის მოწყობის სამუშაოები. მიმდინარეობს ქალაქ თბილისში, მიხეილ გახოკიძის N16 მდებარე მიწის ნაკვეთზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა და შშმ პირთა პანდუსის მოწყობის სამუშაოები. ამასთანავე, ადაპტირების სამუშაოები მიმდინარეობს ახალციხე, ახალქალაქისა და ქუთაისის სამმართველოებში. ონის მუნიციპალიტეტში აშენდა ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა, რომელიც სრულად არის ადაპტირებული შშმ პირებისათვის. ასევე ხულო და ბორითის აღნიშნულ პროექტში ნაგებობების მისაწვდომობის უზრუნველყოფა გათვალისწინებულია შშმ პირებისთვის. ქალაქ ფოთში შენობა-ნაგებობის განთავსების ნაცვლად, აღნიშნულ ლოკაციაზე საზღვაო სეზონთან დაკავშირებით მიმდინარეობს სპეციალური სენდვიჩ-პანელის კონტეინერების განთავსება. საანგარიშო პერიოდში ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც შენობის შესასვლელში დამონტაჟდა პანდუსი, ასევე პანდუსი დამონტაჟდა აბაზანის შესასვლელში და გაფართოვდა საგამოძიებო ოთახის შესასვლელი კარები. სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის რეგიონალური სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობებში პანდუსების მოწყობის მიმართულებით, სამუშაოები დასრულებულია: სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს შენობაში, ქვემო ქართლის სამმართველოს შენობაში, შიდა ქართლის სამმართველოს შენობაში. მიმდინარეობს მუშაობა სამეგრელო-ზემო-სვანეთის რეგიონალური სამმართველოს შენობაში აჭარის რეგიონალური სამმართველოს შენობაში და კახეთის სამმართველოს შენობაში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჩართულობით, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საგანგებო მართვის გეგმების მომზადების საკითხებზე, კონსულტაციები გაეწიათ და სამსახურის მიერ შეთანხმებულ იქნა სულ 329 (ორგანიზაციისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების, მათ შორის, 1 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე სკოლის (ქალაქ ქუთაისის N45 სკოლა)) საგანგებო მართვის გეგმა, რომლებშიც გათვალისწინებული იქნა შშმ პირებზე ორიენტირებული ღონისძიებები. ამასთანავე, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საგანგებო მართვის გეგმების მომზადების საკითხებზე და შშმ პირთა საჭიროებების გათვალისწინების კუთხით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ კონსულტაციები გაეწია სულ 82 ორგანიზაციას, მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულებებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით, უნივერსალური სატელეკომუნიკაციო მომსახურების დანერგვის მიზნით, „ევროპის ელექტრონული კომუნიკაციების კოდექსის დამტკიცების შესახებ“ 2018 წლის 11 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს (EU) 2018/1972 დირექტივის შესაბამისად, მომზადებულია კანონის პროექტი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. უნივერსალური მომსახურების დანერგვის მიზანია უზრუნველყოს მოსახლეობისათვის სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ეკონომიკური და 29 ფიზიკური ხელმისაწვდომობა, აღნიშნული ასევე, მოიცავს შშმ პირების ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურებებზე წვდომის უზრუნველყოფის მიმართულებას. აღსანიშნავია, რომ 2024 წლიდან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - აწარმოე საქართველოს საკონსულტაციო ცენტრებში, იმ კომპანიებს, რომელთა 50%-ზე მეტი წილის მესაკუთრე არის საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით გათვალისწინებული სოციალური პაკეტის მიმღები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ დამატებით სააგენტოს თანამონაწილეობის პროცენტის 5%-ით გაზრდით (თუმცა არაუმეტეს 95%). საანგარიშო პერიოდში, ასევე, განხორციელდა რკინიგზის ვებგვერდზე და შესაბამის სისტემაში ეტლით მოსარგებლე პირების მიერ ბილეთების შეძენის ფუნქციონალის უზრუნველყოფა. სისტემაში აღნიშნული საკითხი უკვე გათვალისწნებულია, ხოლო ვებგვერდით ბილეთების რეალიზაციის პროცესის დანერგვა იგეგმება 2025 წლის მეორე კვარტალში. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2024 წლის განმავლობაში, მუშაობა მიმდინარეობდა მკვეთრად გამოხატული შშმ პირისათვის (რომელსაც აღნიშნული სტატუსი დატანილი აქვს პირადობის მოწმობაზე) და მათი ასისტენტისათვის ერთი ბილეთის ფასად მგზავრობის შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიმართულებით. აღნიშნული მიზნით, საანგარიშო პერიოდში, გაიმართა სამუშაო შეხვედრები. მიმდინარე ეტაპზე, მუშავდება შშმ პირებისა და მათი ასისტენტების გაბილეთიანების პროცესის სხვადასხვა სქემები. ზემოხსენებული ამოცანის შესრულების მნიშვნელოვან ფაქტორად განიხილება შესაბამისი უწყებებიდან შშმ პირების ბაზების მოპოვების საკითხი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, 2024 წელს საქართველოს აეროპორტებში შშმ პირთა უფლებების დაცვის მონიტორინგი განახორციელა. შედეგად, შშმ პირთა უფლებების დაცვის კუთხით, შემოწმდა საქართველოში არსებული ყველა მოქმედი აეროპორტი (3 საერთაშორისო - თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და 3 ადგილობრივი - მესტია, ამბროლაური, ნატახტარი). საქართველოს პროკურატურის ვებგვერდი შშმ პირთათვის ადაპტირებულია ნაწილობრივ. შშმ პირების ვებ მისაწვდომობის სტანდარტის დამტკიცების შემდეგ, საქართველოს პროკურატურა განაგრძობს მუშაობას შშმ პირთათვის პროკურატურის ვებ-გვერდის ადაპტირების მიმართულებით. 2024 წლის მდგომარეობით, მობილობის შეზღუდვის მქონე პირთათვის მისაწვდომია პროკურატურის 23 ადმინისტრაციული შენობა. სენსორული შეზღუდვის მქონე პირებისთვის მისაწვდომია პროკურატურის 15 ადმინისტრაციული შენობა. 2024 წელს, საქართველოს გენერალური პროკურატურის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ბოლნისის რაიონული პროკურატურების ადმინისტრაციული შენობების ფიზიკური გარემო შშმ პირთა საჭიროებების გათვალისწინებით გაუმჯობესდა, აღნიშნულ პროცესში გათვალისწინებულია როგორც ფიზიკური, ასევე სენსორული და ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირთა საჭიროებები, კერძოდ, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში ლიფტები მოეწყო სენსორული და ხმოვანი შეტყობინებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობა ადაპტირდა შშმ პირთა საჭიროების გათვალისწინებით და 30 ბოლნისის რაიონული პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში შშმ პირთა საჭიროების გათვალისწინებით მოეწყო 3 პანდუსი, სენსორული შეტყობინებები და ტაქტილური ბილიკები. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის, მათ შორის, შშმ ქალთა და არასრულწლოვანთა მიმართ და შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი სისხლისსამართლებრივი დევნის მიმართულებით, აღსანიშნავია, რომ 2024 წელს, შშშ პირთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე სისხლის სამართალწარმოების პროცესში, პროკურორმა შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიიღო 150 პირის მიმართ. ამათგან, შშმ პირის მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე ბრალდება წარედგინა 145 პირს, 2 პირი განრიდდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, ხოლო 3 პირის მიმართ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების შესახებ; დაზარალებულად ცნობილია 143 შშმ პირი, მათ შორის, 65 შშმ ქალი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ შენობებში შშმ პირთა სარგებლობისთვის მოეწყო ოთხი სანიტარული კვანძი, პანდუსი და კიბეებზე ტრანსპორტირების პლატფორმები. განხორციელდა სსიპ - საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ვებგვერდის 5 ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. გარდა ამისა, შესაბამისი ცვლილებები განხორციელებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ახალ ვებგვერდზე, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ვებგვერდის ამოქმედების შემდეგ; სსიპ - შემოსავლების სამსახურში მიმდინარე პროექტის - „ელექტრონული სერვისების ავტორიზებული გვერდის სტრუქტურისა და დიზაინის ცვლილება“ - ფარგლებში განხორციელდა ავტორიზებული გვერდიდან შეთავაზებული ელექტრონული ფორმების/მოდულების, ფუნქციონალის ანალიზი. ანალიზის საფუძველზე, აღნიშნული სერვისების მორგების მიზნით, სსიპ - შემოსავლების სამსახური გეგმავს შემდეგი შესაძლებლობების დანერგვას: შრიფტის დაპატარავების/გაზრდის შესაძლებლობა და ფერთა კონტრასტი. 2024 წელს მიმდინარეობდა და დასრულდა ღონისძიებები, რომლის ფარგლებშიც შემუშავდა საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირთათვის თანხის ავტომატურად დაბრუნების სერვისის ლოგიკები. განხილულ იქნა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროებები და მომზადდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე პროექტი. ამასთან, აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობდა მესამე მხარეებთან და შესაბამის უწყებებთან. პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე პროცესები გაგრძელდება 2025 წელს; ქ. ზუგდიდსა და ქ. თელავში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის რეგიონალურ სამმართველოთა ახალი ადმინისტრაციული შენობების მშენებლობის 5 იხ. ბმული: https://fas.ge/ka-ge/ 31 პროექტირებისას და ქ. გორში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შიდა ქართლის სამმართველოს შენობის რეაბილიტაციისას გათვალისწინებული იქნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებები. ამასთანავე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის საოფისე ფართის რეაბილიტაციისას გათვალისწინებული იქნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებები. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს „საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში 2024 წელს, კერძოდ 2023-2024 სასწავლო წლის II სემესტრში (იანვარი-ივნისი) უფასო ტრანსპორტით უზრუნველყოფილ იქნა თბილისის 25 საჯარო სკოლის 402 სსსმ და შშმ მოსწავლე, ხოლო 2024-2025 სასწავლო წლის I სემესტრში (სექტემბერი-დეკემბერი) თბილისის 31 საჯარო სკოლის 510 სსსმ და შშმ მოსწავლე. სსიპ - ქალაქ თბილისის N202 და სსიპ - ქალაქ ბათუმის №3 საჯარო სკოლების მოთხოვნის შესაბამისად შესყიდული იქნა ბრაილის შრიფტითა (782 ერთეული) და რელიეფურად დაბეჭდილი (12 ერთეული) სახელმძღვანელოები. ასევე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების განათლების ხელშესაწყობად გახმოვანდა X კლასის, 20 სახეობის სახელმძღვანელო. სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობა ხორციელდება საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 დეკემბრის №732 დადგენილებით დამტკიცებული „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების“ ტექნიკური რეგლამენტით და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით დამტკიცებული „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დაცვით. შედეგად, ახალაშენებული საგანმანათლებლო დაწესებულებები (სკოლები, კოლეჯები) სრულად ადაპტირებულია და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მოწყობილია ადაპტირებული გარემო. ნაწილობრივ ადაპტირებულ სკოლებთან მიმართებაში აღსანიშნავია, რომ თუ ადაპტირებული გარემოს მოწყობა საფრთხეს უქმნის საგანმანათლებლო დაწესებულების არსებული შენობის მდგრადობას აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტის გათვალისწინება ხორციელდება შენობის ტექნიკური შესაძლებლობების ფარგლებში. სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ, 2024 წელის პერიოდში დასრულდა 1 ახალი სრულად ადაპტირებული სკოლის მშენებლობა, განხორციელდა 87 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია (დასრულების ეტაპზეა) ადაპტირებული გარემოს გათვალისწინებით. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი 5 საგანმანათლებლო დაწესებულება სრულიად მოწყობილია უნივერსალური დიზაინის პრინციპების მიხედვით. გარდა აღნიშნული დაწესებულებებისა, ყველა სახელმწიფო პროფესიული საგანმანთლებლო დაწესებულება მორგებულია შშმ პირთა საჭიროებებზე, უზრუნველყოფილია პანდუსი, ადაპტირებული სველი წერტილები და სხვა. ხაზგასასმელია, რომ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტით განსაზღვრულია 32 როგორც ინფრასტრუქტურული გარემოს ისე სასწავლო რესურსების ხელმისაწვდომობის ვალდებულება მათ შორის სსსმ პირებისათვის. ბოლო წლების განმავლობაში ფუნქციონირება დაიწყო არაერთმა კოლეჯმა ახალ ლოკაციებზე. საანგარიშო პერიოდში გაგრძელდა სამი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობა: ბორჯომში, ბოლნისსა და გურჯაანში, ხოლო ხაშურსა და წყალტუბოში ახლად განვითარებულმა კოლეჯებმა ავტორიზაციის პროცესისთვის დაიწყეს მზადება. ასევე, გაგრძელდა ბათუმში კოლეჯის „ბლექსი“ ახალი შენობის მშენებლობის პროცესი. ამასთან, 2024 წელს, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაჯითში, გაიხსნა კოლეჯის - „სპექტრი“ ფილიალი. ასევე, ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის ორ ლოკაციაზე - სამტრედიასა და თეთრიწყაროში, როგორც საქართველოს რკინიგზის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს და საკვანძო რეგიონებში, ფუნქციონირება დაიწყო ინოვაციურმა ჰიბრიდულმა სასწავლო ცენტრებმა თანამედროვე აღჭურვილობით. გარდა ამისა, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით 2024 წელს დაიწყო საკვანძო მნიშვნელობის პროექტი, საპილოტე რეჟიმში, საქართველოს მასშტაბით 20 საჯარო სკოლაში, მათ შორის 2 ისეთ მუნიციპალიტეტში, რომელშიც ამ დრომდე პროფესიული განათლება არ იყო ხელმისაწვდომი, დაინერგა ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომელშიც პილოტირების ეტაპზე 300-ზე მეტი პირი ჩაერთო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში შემუშავებული ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმის ფარგლებში, 2024 წელს დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში საჭიროებისამებრ გათვალისწინებულ იქნა შშმ პირთა საჭიროებები. აქტიურად გრძელდება მუშაობა ვებ-გვერდის განახლება/მოდერნიზების მიმართულებით, შესაბამისი ინფორმაციისა და ვიზუალური ეფექტის (შრიფტი, ფერები) მოძიება. ასევე მიმდინარეობს სამინისტროს სისტემაში მოქმედი სსიპ-ების ვებგვერდების ფუნქციონალის შშმ პირთა საჭირობებზე ადაპტირების პროცესი. სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, მუზეუმის გაერთიანებაში შემავალი მუზეუმების უმრავლესობა ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანების/ვიზიტორების მისაღებად. სამუზეუმო შენობების ნაწილში, რეკომენდაციების შესაბამისად, არსებობს შშმ პირთათვის ლიფტი, პანდუსი, ადაპტირებული საპირფარეშო, ხოლო ეტაპობრივად მოხდება დარჩენილი შენობების უზრუნველყოფაც. უნივერსალური დიზაინის შესაბამისობის მიზნით, სსიპ − ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ექსპოზიციაში წარმოდგენილი ექსპონატებისთვის გრძელდება მუშაობა სენსორული დარღვევის მქონე პირთა მხარდამჭერი აუდიო აღწერების ქართულენოვანი ფაილების მომზადებაზე. შედეგად ადაპტირებული იქნება ექსპოზიციაში წარმოდგენილი სამუზეუმო მასალები სენსორული დარღვევის მქონე პირთათვის, რითაც მათ მუზეუმმა შეუქმნა დამოუკიდებელი და ადეკვატური ცხოვრების ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა. ადაპტირების პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ შშმ პირებისთვის ადაპტირებულია სახელმწიფო თეატრების ნაწილიც. მაგალითისთვის, სსიპ − თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შენობა სრულად ადაპტირებულია შშმ 33 პირებისთვის, რაც შესაძლებლობას აძლევს მათ, სურვილის შემთხვევაში, დაესწრონ სპექტაკლებს. ასევე, სსიპ − ქ. გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობა არის სრულად ადაპტირებული. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე დაიწყო ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. პროექტის ფარგლებში აშენდება შშმ პირებზე ადაპტირებული ფრინველებზე დაკვირვების კოშკურა. კოშკურის ფუნდამენტის მოწყობა უკვე დასრულებულია, მიმდინარეობს კონსტრუქციის ზედა ნაწილის მშენებლობა. პროექტის დასრულების შედეგად, კოშკურაზე მოეწყობა დაახლოებით 100-მეტრიანი პანდუსი. მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2025 წლის ნოემბრისთვის. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში განხორციელდა რიგი ღონისძიებები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების ადაპტირების მიზნით. მათ შორის სსიპ - სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტთან, ასევე სსიპ - სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტის განახლებულ შენობასთან კეთილმოეწყო პანდუსი შშმ პირთათათვის. სსიპ - ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მიერ სარგებლობაში არსებული შენობანაგებობები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. შენობა, რომელშიც განთავსებულია სსიპ - მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო ადაპტირებულია ლიფტით, ყველა სართულზე არის თავისუფალი სივრცე, სადაც შესაძლებელია შშმ პირების შეუფერხებლად გადაადგილება. სსიპ - ღვინის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობა და სხვა სახის ინფრასტრუქტურა თითქმის მთლიანად არის ადაპტირებული შშმ პირთათვის. სააგენტოს ტერიტორიაზე ადაპტირებულია ავტოსადგომი და გამოყოფილია შესაბამისი ადგილი; აგრეთვე, მოწყობილია ადაპტირებული ლიფტი და სველი წერტილი. სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით, 2024 წლის მდგომარეობით ფუნქციონირებს ორი ლიფტი, ორი პანდუსი და ერთი ადაპტირებული სველი წერტილი. დამოუკიდებელი და ადეკვატური ცხოვრების სტანდარტის ხელშეწყობისა და მისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით, სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2024 წელს ექსპლუატაციაში მიღებული იქნა ქალაქ ბათუმში მდებარე რეგიონალური ოფისის სამსართულიანი შენობა და ქალაქ ფოთში მდებარე აეროლოგიური სადგურის ერთსართულიანი შენობები, რომლებიც სრულებით არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ტრადიციულად, სხვადასხვა სერვისი შესთავაზა. კერძოდ: • უსინათლო ამომრჩევლებს – ყველა საარჩევნო უბანზე საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმა; 34 • • • • • მცირემხედველ ამომრჩევლებს – ყველა საარჩევნო უბანზე გამადიდებელი ლინზა; ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებს – ადაპტირებულ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის სპეციალური კაბინა; ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებს – ყველა საარჩევნო უბანზე გამოკრული კენჭისყრაში მონაწილეობის ამსახველი პოსტერი, მასზე დატანილი QR კოდით, რომლის საშუალებით ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებს შეეძლოთ ინფორმაციის მიღება ჟესტურ ენაზე; კონტაქტ-ჰაბის ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორის მომსახურება; მხარდაჭერის მიმღებ პირებს – ყველა საარჩევნო უბანზე გამოკრული კენჭისყრაში მონაწილეობის ამსახველი პოსტერი, მასზე დატანილი QR კოდით, რომლის საშუალებით მათ ინფორმაციის მიღება შეეძლოთ ასევე აუდიო ფორმატში. ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებისთვის მისაწვდომი იყო 1 262 საარჩევნო უბანი, მათ შორის 917 პანდუსით და 348 მარტივად ადაპტირებული (სამი უბანი არის, როგორც პანდუსით, ისე, მარტივად ადაპტირებული). მათ, ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ შესაბამისი ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე, ამ შესაძლებლობით ისარგებლა 25მა ამომრჩეველმა, რაც მეტია, ვიდრე 2020 წლიდან დღემდე ჩატარებულ არჩევნებზე. გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას მომართა 64 238მა ამომრჩეველმა. ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებს ცესკოს ვებგვერდზე განთავსებული საარჩევნო რუკის საშუალებით 6 შეეძლოთ მიეღოთ დეტალური ინფორმაცია კონკრეტული საარჩევნო ოლქის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ადაპტირებული საარჩევნო უბნების შესახებ, მათ შორის დასურათებულ ფორმატში. ცესკოს ვებგვერდი ადაპტირებულია უსინათლო და მცირემხედველი პირებისთვის. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინფორმირების მიზნით ცესკოს ვებ-გვერდზე განთავსებული იყო შემდეგი ინფორმაცია: • • • • • • 6 საარჩევნო უბნების შესახებ, სადაც ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით და ტრადიციული მეთოდით გაიმართებოდა არჩევნები; ადაპტირებული/მისაწვდომი საარჩევნო უბნების შესახებ; ადაპტირებული/მისაწვდომი საარჩევნო უბნის მოთხოვნის წესი/პროცედურა; საარჩევნო ბიულეტენები და ბიულეტენების შევსების წესი ეკრანის წამკითხველი პროგრამისთვის („ხმოვანი პროგრამა“) ადვილად წასაკითხ ფორმატში; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთა მონაწილეობით გადაღებული ვიდეორგოლი, რომელშიც ასახული იყო ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემის პროცედურები. ვიდეორგოლი იყო ადაპტირებული ყრუ ამომრჩევლებისთვის; ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ გადაღებული საინფორმაციო სასწავლო ვიდეორგოლები: „ტექნოლოგიების უპირატესობები“, „ამომრჩეველთა ქცევის წესები საარჩევნო უბანზე“, „ბიულეტენის მოთავსების წესი ხმის მთვლელ აპარატში“; „არჩევნებში მონაწილეობის გზამკვლევი მარტივად წასაკითხ ფორმატში“ (ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით და ტრადიციული წესით); იხ. ბმული: https://ems-map.cec.gov.ge 35 • • ცესკოს დადგენილებებით დარეგულირებული ფიზიკური მდგომარეობის მქონე (ზედა კიდურების არმქონე) ამომრჩევლების ხმის მიცემის პროცედურები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული უფლებები და პროცედურები. აღსანიშნავია, რომ ცესკოს მიერ მომზადებული ყველა ვიდეორგოლი და საარჩევნო პერიოდში გამართული ცესკოს ყველა საინფორმაციო ბრიფინგი ყრუ პირებისთვის მისაწვდომი იყო ქართულ ჟესტურ ენაზე. სპეციალური ინსტრუქციის მიხედვით გადამზადდნენ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებთან საუბრის ეტიკეტის, ქცევის ნორმებისა და არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის ხელშეწყობისთვის დანერგილი სერვისების შესახებ. სასწავლო კურსი ყველა დაინტერესებული პირისთვის მისაწვდომი იყო ელექტრონულ პლატფორმაზე. 7 საარჩევნო პერიოდში ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებს, ცესკოს ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ჰქონდათ ცესკოს კონტაქტ-ჰაბში ვიდეოზარის განხორციელებისა და ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორის მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა. საარჩევნო პერიოდში ცესკოში გამართული საინფორმაციო ბრიფინგები მიმდინარეობდა ქართული ჟესტური ენის თანხლებით. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს პირველად, ცესკომ მოამზადა არჩევნებში მონაწილეობის გზამკვლევი მარტივად წასაკითხ ფორმატში ქართულ ენაზე (ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით და ტრადიციული წესით გასამართი კენჭისყრისთვის). გზამკვლევზე დატანილი QR კოდის მეშვეობით ყრუ პირებისთვის ინფორმაცია ჟესტურ ენაზე იყო მისაწვდომი, ხოლო უსინათლო პირებისთვის – აუდიო ფორმატში. საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) დახმარებით გზამკვლევი ითარგმნა აზერბაიჯანულ, სომხურ, ინგლისურ ენებზე და გავრცელდა გამართული შეხვედრების დროს. გარდა ამისა, გზამკვლევში ასახული ინფორმაცია სასარგებლო იყო ნებისმიერი პირისთვის, ვისაც სურდა ინფორმაციის მარტივად წასაკითხ ფორმატში მიღება, მათ შორის ხანდაზმული ამომრჩევლებისთვის. სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ შშმ პირთა რელიგიური უფლებების დაცვის მიზნით 2024 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით ბრაილის შრიფტით გამოსცა 2024 წლის ინტერ-რელიგიური კალენდარი და ბიბლიის მეხუთე კანონიკური წიგნი “მეორე რჯული“. სააგენტომ ბრაილის შრიფტით გამოცემული ინტერ-რელიგიური კალენდარი და ბიბლიის მეხუთე კანონიკური წიგნი „მეორე რჯული“ საჩუქრად გადასცა საქართველოს უსინათლოთა კავშირსა და თბილისის უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეთა 202-ე საჯარო სკოლას. შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ საპენსიო სააგენტოს მიერ განხორციელდა არსებული ინფრასტრუქტურის შეფასება და ეტაპობრივად იგეგმება შემდგომი აქტივობები შშმ პირთა მიერ შეუფერხებელი წვდომის უზრუნველსაყოფად. 7 იხ. ბმული: www.electiontraining.cec.gov.ge 36 საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დაკვეთით 2024 წელს მომზადებულია ახალქალაქისა და ცაგერის რაიონული სასამართლოების, ასევე ლენტეხისა და მარტვილის მაგისტრატი სასამართლოების შენობების სარეაბილიტაციო სამუშოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც აღნიშნულ სასამართლოებში 2025 წელს დაგეგმილია სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნა. შუახევის მაგისტრატ სასამართლოში 2024 წელს დასრულდა პანდუსის მოწყობის სამუშაოები. 2024 წელს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში განხორციელდა ადაპტირებული სველი წერტილებისა და ამწე პლატფორმის მოწყობის სამუშაოები, რის საშუალებითაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს შესაძლებლობა ექნება შენობაში დამოუკიდებლად შევიდეს. 2024 წელს განხორციელდა სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის, შიდა ქართლის რეგიონული განყოფილების სარეკონსტრუქციო - სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც დამონტაჟდა პანდუსი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებაზე მორგებული სველი წერტილები. შედეგად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ადგილზე მიიღებს მისთვის საჭირო სრულფასოვან მომსახურებას. 8 2024 წელს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დაიწყო მნიშვნელოვანი ციფრული ტრანსფორმაციის პროექტი - ოფიციალური ვებგვერდის სრული განახლება, რომლის დასრულებაც იგეგმება 2025 წლის განმავლობაში. განახლებული ვებგვერდი შემუშავდება უნივერსალური დიზაინის პრინციპების სრული დაცვით და გათვალისწინებული იქნება ციფრული ხელმისაწვდომობის საერთაშორისო სტანდარტები. შედეგად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მიეცემათ სრული წვდომა ბიუროს ელექტრონულ სერვისებზე. ახალი ციფრული პლატფორმა უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას ადაპტირებული ფორმატით, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, დამოუკიდებლად და ბარიერების გარეშე ისარგებლოს ბიუროს ყველა ელექტრონული სერვისით. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებგვერდების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, სრულად ადაპტირდა შემდეგი ვებგვერდები: comcom.ge, mediatsigniereba.ge. ადაპტირებული ვებგვერდის მიზანია შშმ პირებს ჰქონდეთ შესაძლებლობა გაეცნონ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, ვებგვერდზე განთავსებულ სიახლეებს, კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და ასევე მიმართონ კომისიას განცხადებებით/საჩივრებით, როგორც მომხმარებლებმა. სატესტო რეჟიმის გავლის შემდგომ, 2024 წლის 5 ივლისიდან ადაპტირებული ვებგვერდები სრულად შენიშვნა: 2021, 2022, 2023 წლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ეტაპობრივად განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტები, კერძოდ: დამონტაჟდა პანდუსი და შშმ პირთა საჭიროებაზე მორგებული სველი წერტილები ბიუროს თბილისის ცენტრალური ოფისის, კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობისა და საინჟინრო ექსპერტიზის, სამედიცინო ექსპერტიზის და ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტებში, დასავლეთ საქართველოს და აჭარის რეგიონულ ოფისებში, ასევე, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის კახეთის და რუსთავის რეგიონულ განყოფილებებში. 8 37 გაიშვა საჯარო მოხმარებისთვის. კომუნიკაციების კომისია, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, არეგულირებს მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში საქმიანობას. თავის მხრივ, რეგულირება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში კომისიის მიერ სამართლებრივი აქტების მიღებას (გამოცემა), მონიტორინგის, ზედამხედველობის, კონტროლისა და კოორდინაციის განხორციელებას. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მედიამომსახურებების განგრძობითად და პროგრესირებადად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, 2024 წლის 27 ივნისის, კომისიის N7 დადგენილებით დამტკიცდა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის აუდიოვიზუალური პროდუქციის ხელმისაწვდომობის წესი“, რომელიც განსაზღვრავს შშმ პირებისთვის მედიამომსახურებების ხელმისაწვდომობის სტანდარტებს და რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება კომისიაში საჩივრის მიღება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ შემუშავებულია მომსახურების სტანდარტის დოკუმენტი, რომელიც მოიცავს შშმ პირების მომსახურების ნაწილსაც და დამტკიცებულია სამსახურის უფროსის 2024 წლის 07 მარტის №ბ / 0158 – 2024 ბრძანებით. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში, შშმ პირთათვის მისაწვდომობის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდებოდა მუნიციპალიტეტების მხრიდან. შესაბამისი სამუშაოები განახორციელეს შემდეგმა მუნიციპალიტეტებმა: ბათუმი, ქედა, ქობულეთი, შუახევი, ხელვაჩაური, ხულო, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ბაღდათი, ვანი, ზესტაფონი, თერჯოლა, ტყიბული, ქუთაისი, ჭიათურა, ხარაგაული, ხონი, ახმეტა, გურჯაანი, დედოფლისწყარო, თელავი, ლაგოდეხი, საგარეჯო, სიღნაღი, ყვარელი, დუშეთი, თიანეთი, მცხეთა, ამბროლაური, ლენტეხი, ონი, ცაგერი, აბაშა, მარტვილი, მესტია, სენაკი, ფოთი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ადიგენი, ასპინძა, ახალქალაქი, ახალციხე, ბორჯომი, ნინოწმინდა, გარდაბანი, თეთრიწყარო, რუსთავი, წალკა, გორი, კასპი, ქარელი, დმანისი, ხაშური. IV. სამართალწარმოებაზე ხელმისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სასამართლოს სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის ინფორმაციული ტექნოლოგიების ჯგუფის მიერ შემუშავებული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული სასამართლო ფორმები შესათანხმებლად წარედგინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ წარმომადგენლებს. ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო ფორმების საბოლოო რედაქტირებული ვერსიების შემუშავება, რის შემდეგაც მოხდება საკითხის განხილვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ. საერთო სასამართლოებში სამართალწარმოების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, 2024 წელს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი თემაზე „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები“, რომლის ფარგლებშიც გადამზადდა 6 მოსამართლე და 6 სასამართლოს აპარატის მოხელე. სამართალწარმოების ეტაპზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინების ხელშეწყობის მიზნით, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) 38 ორგანიზებით, ერთი მხრივ, შსს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის წარმომადგენლების ჩართულობით გაიმართა 2 სამუშაო შეხვედრა. სსიპ - საქართველოს შიანაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ბაზაზე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ჩართულობითა და გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) დონორული მხარდაჭერით, შემუშავებულია სასწავლო მოდული - „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები და კომუნიკაციის სტანდარტი“, რომელიც მისი შინაარსობრივი ხასიათიდან გამომდინარე მოიცავს გამოძიების ეტაპზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სრულწლოვან და არასრულწლოვან პირთა ეფექტური ჩართულობის სამართლებრივი და პრაქტიკული ასპექტების თემატიკასაც. 2024 წლის 16 სექტემბრიდან, შშმ პირთა უფლებების ეფექტიანი დაცვის, მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობის გამარტივების, დაცვისა და დახმარების სერვისებზე ხელმისაწვდომობის, ემოციური მხარდაჭერისა და გაძლიერების მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით, პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები სავალდებულო წესით ერთვებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) მსხვერპლის სისხლის სამართლის საქმეში. 2024 წელს, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი უწყვეტ რეჟიმში სწავლობდა შშმ პირთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე არსებულ სისხლის სამართლის საქმეებს და მონიტორინგს უწევდა პროკურორებისა და გამომძიებლების მიერ „შშმ მოწმესთან, დაზარალებულთან და ბრალდებულთან მუშაობის სტანდარტების შესახებ“ სახელმძღვანელო მითითებების შესრულებას. მონიტორინგის საფუძველზე, შემუშავდა შშმ პირთა მიმართ ჩადენილ დანაშაულზე არსებული სისხლის სამართლის საქმეების ანალიზი. შესწავლილია შშმ დაზარალებულთა მონაწილეობით არსებული 95 სისხლის სამართლის საქმე და გაანალიზებულია საპროცესო დოკუმენტები. მონიტორინგის ასპექტები მოიცავდა შემდეგ მიმართულებებს: შშმ დაზარალებულის შეზღუდვისა და სპეციალური საჭიროებების იდენტიფიცირება და გათვალისწინება; პროცედურული მისადაგების პრინციპის დაცვა; შშმ პირის მიმართ ჩადენილი ქმედების სისხლისსამართლებრივი შეფასება. გაანალიზდა ოჯახური დანაშაული, შშმ პირთა მიმართ ჩადენილი სხვადასხვა ტიპის ძალადობის შემთხვევები, გაუფრთხილებლობით ჩადენილი და ეკონომიკური დანაშაულები, დაზარალებულთა და ბრალდებულთა ტერიტორიული განფენილობა, სქესი, ასაკი, სოციალური კავშირი, შესაძლებლობის შეზღუდვის სახეები, შეუწყნარებლობის მოტივი და სხვ. მონიტორინგის საფუძველზე მომზადდა 2024 წლის 9 თვის სისხლის სამართლის საქმეთა ანალიზი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ტენდენციებისა და გამოწვევების შესახებ, ასევე ასახავს საქართველოს პროკურატურის სამომავლო გეგმებს შშმ პირთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლაში. აღნიშნული ანალიზის შედეგები, ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოქვეყნდა საქართველოს პროკურატურის ვებ-გვერდზე. 2024 წელს, შშმ მოწმის, დაზარალებულისა და ბრალდებულის მონაწილეობით არსებულ სისხლის სამართლის საქმეთა 66%-ში, პროკურორების და გამომძიებლების მიერ გამოყენებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოწმესთან, დაზარალებულსა და 39 ბრალდებულთან მუშაობის სტანდარტები და მეთოდიკა. 2024 წელს, სისხლის სამართლის საქმეებში შშმ მსხვერპლთა, მათ შორის შშმ ქალების, 53%-მა ისარგებლა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების სამსახურის სერვისით. 2024 წელს, პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები ჩართულნი იყვნენ 81 სისხლის სამართლის საქმეში, მხარდაჭერა მიიღო 93 შშმ პირმა. ამათგან, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებმა მხარდაჭერა გაუწიეს 76 დაზარალებულს, მათ შორის 43 ქალსა და 33 კაცს. 2024 წელს, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი მონიტორინგს უწევდა არასრულწლოვან შშმ დაზარალებულთა და კანონთან კონფლიქტში მყოფ შშმ არასრულწლოვანთა მონაწილეობით არსებულ სისხლის სამართლის საქმეებს, ამოწმებდა პროკურორებისა და გამომძიებლების მიერ „შშმ არასრულწლოვან მოწმესთან, დაზარალებულთან და ბრალდებულთან მუშაობის სტანდარტების შესახებ“ სახელმძღვანელო მითითებების შესრულებას. მონიტორინგის საფუძველზე შემუშავდა ანალიზი. შესწავლილია არასრულწლოვან შშმ დაზარალებულთა და კანონთან კონფლიქტში მყოფ შშმ არასრულწლოვანთა მონაწილეობით არსებული 15 სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც იდენტიფიცირდა 14 შშმ არასრულწლოვანი დაზარალებული და 1 შშმ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი. გაანალიზდა საპროცესო დოკუმენტები; შშმ არასრულწლოვანთა შეზღუდვის სახე და მათი სპეციალური საჭიროებები, შემოწმდა პროცედურული მისადაგების დაცვის სტანდარტი, შშმ არასრულწლოვანთა მიმართ და კანონთან კონფლიქტში მყოფ შშმ არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი რეაგირება. გაანალიზდა ოჯახური და სქესობრივი დანაშაული, ასევე სხვა კატეგორიის დანაშაულები. გარდა დანაშაულის სტატისტიკური მონაცემებისა, ანალიზი მოიცავს მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ ტენდენციებსა და გამოწვევებს და საქართველოს პროკურატურის სამომავლო გეგმებს შშმ არასრულწლოვანთა მონაწილეობით არსებული სისხლის სამართლის საქმეებზე ეფექტიანი რეაგირების, პროცედურული მისადაგებისა და შშმ არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვის საკითხებზე. აღნიშნული ანალიზის შედეგები, ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოქვეყნდა საქართველოს პროკურატურის ვებ-გვერდზე. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის მიერ განხილულ იქნა, მათ შორის, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაერო-ს კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობის თვალსაზრისით „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში ატვირთული და საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სხვა გზით შემოსული საკანონმდებლო აქტების პროექტები, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ ექსპერტიზას დაქვემდებარებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების 400-ზე მეტი პროექტი. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონსა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით გაანალიზდა და შესაბამისი სამართლებრივი რეკომენდაციები მომზადდა შემდეგი ნორმატიული აქტების ცვლილებების პროექტებზე (რომელიც უშუალოდ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე“ პირთა უფლებრივ მდგომარეობას მიემართებოდა):  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების პროექტი „შეზღუდული შესაძლებლობის 40 მქონე პირთა რეგისტრის ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებისა და წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“;  „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების (№07-3/430) შეტანის შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში 10 000 ლარამდე მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადის დაბეგვრისგან გათავისუფლებას;  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური და სამართალშემოქმედების დეპარტამენტების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციასთან – „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ – თანამშრომლობის ფარგლებში, მომზადდა ცალკეული მოსაზრება და რეკომენდაციები „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებების პროექტზე (II ეტაპი). მომზადდა „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის ცვლილებების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სანოტარო მოქმედების შესრულებისას ქმედუნარიანობის სამედიცინო მოდელის სოციალური მოდელით ჩანაცვლების საკითხს. იურიდიული დახმარების საბჭოს 2024 წლის 27 ნოემბრის №132 გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა კლიენტის კომუნიკაციის კითხვარებში და მომსახურების სტანდარტებში და კიდევ უფრო ეფექტური გახდა აღნიშნული კითხვარები პრაქტიკული გამოყენებისათვის; USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, 2024 წლის დეკემბრის თვეში შემუშავდა ბავშვზე და შშმ პირებზე მორგებული კლიენტის კომუნიკაციის კითხვარის, კმაყოფილების კვლევისა და მომსახურების პირობების ფორმები. ბავშვებისათვის განისაზღვრა ორი ასაკობრივი ზღვარი, 6-13 წელი და 13-18 წელი. სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური აქტიურად ახორციელებს გასვლით შეხვედრებს მოსახლეობასთან „მობილური საკონსულტაციო ცენტრის“ მეშვეობით. „მობილური საკონსულტაციო ცენტრი“ უზრუნველყოფს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებით თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველასათვის, განსაკუთრებით კი იმ პირებისთვის ვისაც არ შესწევთ უნარი თავად ესტუმრონ სამსახურის ოფისებს იურიდიული დახმარების მისაღებად ან/და სამსახურის ოფისი არ არის ადაპტირებული შშმ პირების საჭიროებებზე. 2024 წელს, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, კვალიფიციური ექსპერტის მიერ, შეიქმნა სახელმძღვანელო წესები და პრინციპები შშმ პირებისათვის იურიდიული დახმარებისა და მართლმსაჯულების მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. სახელმძღვანელო წესები განკუთვნილია იურიდიული დახმარების სამსახურისთვის და მიზნად ისახავს, გააძლიეროს ადვოკატები და კონსულტანტები შშმ პირთა უფლებების დაცვასა და იურიდიული დახმარების გაწევაში გაერთიანებული ერების „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციითა“ და სხვა საერთაშორისო აქტებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად. სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ მომზადდა შესაბამისი ტექნიკური დავალების დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც, დეველოპერულმა კომპანიამ განახორციელა სახელმძღვანელო წესების საინტეგრაციო ფუნქციონალის შექმნა იურიდიული 41 საქმისწარმოების მართვის საინფორმაციო სისტემაში (Case Bank), კერძოდ: განახლდა ბენეფიციარის მახასიათებლისა და წარმოებაში მიღების საფუძვლების ცნობარები, სისტემას დაემატა ე.წ. „გაიდლაინების“ ფაილის სვეტი, რომლის საშუალებითაც სისტემის ადმინისტრატორის მიერ აიტვირთა ექსპერტის მიერ მომზადებული სახელმძღვანელო წესების ფაილები. ამავე ინტერფეისიდან შესაძლებელია ფაილების რედაქტირება და წაშლა. ყველა საქმის დეტალურ ბარათზე დაემატა ე.წ. „გაიდლაინების“ შესაბამისი ღილაკი, რომელზე დაკლიკებითაც გამოჩნდება გაიდლაინების სია, თუკი ამ საქმის ბენეფიციარს აქვს შშმპ-ის მახასიათებელი ან საქმეს აქვს საქმისწარმოებაში მიღების შშმპ-ისთვის განსაზღვრული საფუძველი. ამდენად, სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატს, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი ტრენინგები შშმ პირებთან კომუნიკაციის საკითხებზე, შესაძლებლობა აქვს, მსგავსი ტიპის საქმის მასზე განაწილების შემთხვევაში, გაეცნოს სახელმძღვანელო წესებს Case Bank-ის საშუალებით, ელექტრონულად და შშმ დასაცავ პირთან კომუნიკაცია განახორციელოს საერთაშორისო აქტებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, საარჩევნო სუბიექტების მიერ პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის სურდოთარგმანით უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ განხორციელდა მედიამომსახურების მიმწოდებლების მონიტორინგი, რა დროსაც სურდოთარგმანით უზრუნველყოფის დარღვევის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. V. დასაქმების ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 თებერვლის №46 დადგენილებით დამტკიცდა „დასაქმების ხელშეწყობის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამა“, რომელიც მოიცავს ღია შრომის ბაზარზე დასაქმების ხელშეწყობისთვის 4 ქვეპროგრამას. ზემოაღნიშნული სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი ქვეპროგრამა ითვალისწინებს კომპონენტებს, რომლებიც უშუალოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაა განკუთვნილი. ესენია: 1. სამუშაო ადგილების შრომის ანაზღაურების სუბსიდირების კომპონენტი, რომლის ამოცანაა სამუშაოს მაძიებელი მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ახალგაზრდების, შშმ და სსსმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, დამსაქმებლებთან შეთანხმების მიღწევის გზით, ახალ ან არსებულ, თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულ ბენეფიციართა შრომის ანაზღაურების სუბსიდირება; 2. დაცული სამუშაო ადგილების სუბსიდირების კომპონენტი, რომლის მიზანია დამსაქმებლის ფინანსური მხარდაჭერა ისეთი სამუშაო გარემოს შექმნისთვის, რომელიც შშმ/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის იქნება ადაპტირებული და შენარჩუნებული 3 წლის ვადით. 2024 წელს ზემოაღნიშნული პროგრამის ფარგლებში, შრომის ბაზარზე ქცევის წესების გაცნობის მიზნით, სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვის ცენტრში ინდივიდუალური კონსულტირება გაიარა 525 შშმ პირმა. შედეგად დასაქმებულია 31 შშმ პირი. დამსაქმებლების მიერ წარმოდგენილ თავისუფალ სამუშაო ადგილზე საშუამავლო მომსახურების გაწევის მიზნით, ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია მიეწოდა სისტემაში 42 რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს. ვაკანსიების ფარგლებში შეირჩა დამსაქმებლებთან გაიგზავნა 169 შშმ პირი. შედეგად დასაქმებულია 64 შშმ პირი. და მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტებმა 267 მოწყვლადი ჯგუფის სამუშაოს მაძიებელს გაუწიეს მხარდაჭერითი მომსახურება, აქედან შშმ პირი - 188. დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფებისა და შშმ პირთათვის დასაქმების ხელშეწყობის მიზნით მოძიებული იქნა 148 ვაკანსია, დასაქმებულია 30 შშმ პირი. საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელების შედეგად დასაქმებულია 181 შშმ პირი. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ სულ ჩაატარა 7 დასაქმების ფორუმი, სადაც მონაწილეობა მიიღო 245 დამსაქმებელმა და 1400ზე მეტმა პირმა. შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით 14 ივნისს, თელავში გაიმართა შშმ/სსმ პირთა დასაქმების ფორუმი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან, თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან და თელავის ისტორიული მუზეუმის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით. ფორუმზე სამუშაოს მაძიებლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ 20-მდე დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილ 100 ვაკანსიის შესახებ ინფორმაციას. კომპანიის წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრის პარალელურად, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ მცირე მეწარმეების მიერ დამზადებული ნივთების გამოფენა- გაყიდვას. სოციალურ პარტნიორებთან თანამშრომლობის ფარგლებში, 9 აპრილს, გორის მერიასთან და საზოგადოება „ბილიკთან” ერთად შშმ პირებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა შშმ პირთა სერვისებისა და პროგრამების პოპულარიზაცია, გორის რეგიონში შშმ პირთა რეგისტრაცია და მათი დასაქმების პროგრამებში ჩართვა, ასევე, სხვა სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კოორდინირებული მუშაობა შშმ თემთან დაკავშირებულ საკითხებზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შექმნილია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭო. საკოორდინაცო საბჭომ იმსჯელა შშმ პირების დასაქმებასთან დაკავშირებულ არსებულ გამოწვევებზე და მათ მხარდასაჭერად სამუშაო ადგილზე გასაწევ მხარდამჭერ სერვისებზე. შშმ პირთა დასაქმების ხელშესაწყობად და სამუშაო ადგილებზე მათ მხარდასაჭერად საბჭო აქტიურად გააგრძელებს შეხვედრებს. სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ, „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, შრომითი ნორმების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით შრომითი ნორმების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მხარდაჭერის ფარგლებში, 2024 წლის საანგარიშო პერიოდში შემუშავდა გონივრული მისადაგების თემატიკაზე ბუკლეტის ტექსტი, სადაც ყველა დაინტერესებული პირისთვის განმარტებულია აღნიშნული საკითხის რაობა და მისი გამოყენების სფერო, მაგალითები, დამსაქმებელთა ვალდებულებები და შრომის ინსპექციის სამსახურის მანდატი. ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის „საქართველოში უსაფრთხო 43 და ჯანსაღი სამუშაო გარემოს გაუმჯობესება ევროკავშირის სტანდარტებისა და მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად“ მხარდაჭერით დაგეგმილია აღნიშნული ბუკლეტის თარგმნა (ინგლისურ, სომხურ, აზერბაიჯანულ, რუსულ ენებზე) და ბეჭდვა, რომლის გავრცელებასაც უზრუნველყოფს სამსახური 2025 წლისათვის. 9 აღსანიშნავია, რომ შრომით უფლებებზე განხორციელებული ზედამხედველობის ფარგლებში, სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახური ახორციელებს შრომის კოდექსის მე-9 მუხლით განსაზღვრული ნორმების აღსრულებაზე კონტროლს, რომლის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დარღვევა 2024 წლის საანგარიშო პერიოდში არ გამოვლენილა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის მასშტაბით დასაქმებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 100-მდე პირი. სისტემაში დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები გონივრული მისადაგების პრინციპის ფარგლებში სარგებლობენ მოქნილი სამუშაო გრაფიკით, საჭიროებიდან გამომდინარე, მათი სურვილის გათვალისწინებით შესაბამისი სამუშაო ფორმით (მუშაობა დისტანციურად ან ფიზიკურად გამოცხადება სამსახურში), სამუშაო დავალება მორგებულია მათ შესაძლებლობას და გათვალისწინებულია მათთვის მისაღები სამუშაო გრაფიკი. ამასთან, პერმანენტულად ტარდება დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებათა კვლევა, რომლის მიზანს წარმოადგენს დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წინაშე არსებული ბარიერების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ჯანსაღი ცხოვრების წესისა და კულტურულ ცხოვრებაში თანამშრომელთა აქტიური ჩართვის ხელშეწყობის მიზნით განახორციელა მთელი რიგი ღონისძიებები. აქტივობების ნაწილი მისაწვდომი და ინკლუზიური იყო სხვადასხვა შეზღუდვის მქონე პირებისთვის. შესაბამისად, სისტემის მასშტაბით დასაქმებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თანამშრომლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ ისეთ ღონისძიებებში, როგორიცაა: ბოჩა, მჯდომარე ფრენბურთი, ფეხბურთი, კიბერსპორტი, ნარდი, ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“. ამასთან, გარდა ცენტრალური აპარატისა, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ განხორციელდა ინკლუზიური როგორც სპორტული, ასევე, ინტელექტუალური აქტივობები. კერძოდ, სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაიმართა ინკლუზიური და მისაწვდომი ისეთი სპორტული აქტივობები, როგორიცაა ბოჩა და პინგპონგი, ასევე, ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სააგენტოს (როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ისე შეზღუდვის არმქონე) 100-მდე თანამშრომელმა. საანგარიშო პერიოდში სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდა სააგენტოში დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თანამშრომელთა საჭიროებათა კვლევა, რომლის ფარგლებში გამოიკვეთა დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წინაშე არსებული საჭიროებები/ბარიერები და დაიგეგმა შესაბამისი ღონისძიებები. ბუკლეტი ქართულ ენაზე ელექტრონულად ხელმისაწვდომია https://lio.moh.gov.ge/news3.php?lang=1&uid=202212250118033437652499&page=1 9 ბმულზე: 44 2023 წლის ნოემბრიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე ფუნქციონირებს იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა ფინანსური დახმარების საკითხთა შემსწავლელი კომისია და დამტკიცებულია სისტემის თანამშრომელთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების განხორციელების წესი, რომლის მიზანია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების განხორციელება და ფინანსური დახმარება. აღნიშნული სოციალური დაცვის წესები ვრცელდება სისტემის მასშტაბით ყველა თანამშრომელზე, მათ შორის, დასაქმებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზეც. საანგარიშო პერიოდში კომისიამ დააფინანსა სისტემაში დასაქმებული თანამშრომლები, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. 2024 წლის სექტემბრიდან, საქართველოს კულტურის სამინისტროს ადმინისტრაციის დეპარტამენტში ანაზღაურებად სტაჟირებას გადის 1 შშმ პირი რომელიც რეორგანიზაციის შემდგომ მუშაობას განაგრძობს, როგორც შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული. საანგარიშო პერიოდში საქართველოს კულტურის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო მუზეუმებში, თეატრებსა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში 10 დასაქმებულები იყვნენ შშმ პირები. 14 ივნისს, საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, სსიპ - თელავის ისტორიულმა მუზეუმმა, დასაქმების სახელმწიფო ხელშეწყობის სააგენტოს მიერ მოწყობილ შშმ/სსმ პირთა დასაქმების ფორუმს უმასპინძლა. სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პროექტის ფარგლებში, 2024 წელს სათბურის აირების ინვენტარიზაციის ჯგუფის სისრულის ექსპერტის პოზიციაზე დასაქმებული იყო ეტლით მოსარგებლე შშმ თანამშრომელი. ასევე, ცენტრის მიერ განხორციელებული ტრენინგების - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ქცევისა და კომუნიკაციის ეტიკეტი“ და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებთან კომუნიკაცია“ - ფარგლებში, ტრენერის პოზიციაზე დასაქმებული იყო შშმ პირი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში სტაჟიორად დასაქმდა 1 შშმ პირი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დასაქმებულნი არიან მუნიციპალიტეტებში: ხელვაჩაური, დუშეთი, ცაგერი, ბორჯომი, რუსთავი. შემდეგ VI. განათლების უფლების ხელმისაწვდომობა მათ შორის: სსიპ აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, სსიპ − საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება, თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრი, სსიპ − შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი, სსიპ − საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო. 10 45 2024 წელს დეკემბრის თვის მონაცემებით ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში რეგისტრირებულია 14329 სსსმ მოსწავლე. 2024 წლის პირველკლასელთა რეგისტრაცის პროცესში დარეგისტრირდა 778 სსსმ ბავშვი. ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებით 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებამდე და 31 დეკემბრამდე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების სტატუსი დაუფიქსირდა 1648 მოსწავლეს. აღნიშნულ პერიოდში, ქვეყნის მაშტაბით ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სსსმ/შშმ მოსწავლეებს ემსახურებოდა 2532 სპეციალური მასწავლებელი. სსსმ/შშმ პირების პროფესიული განათლების მიღების მიზნით, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისა და დაფინანსების პროცესის მხარდასაჭერად 2024 წელს პროფესიული პროგრამების საგაზაფხულო და საშემოდგომო მიღების ფარგლებში დარეგისტრირდა 331 სსსმ აპლიკანტი, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 254 სსსმ სტატუსის მქონე პროფესიული სტუდენტი. 2024 წლის ერთიან ეროვნულ/საერთო სამაგისტრო/საგნის/უფროსი სპეციალური მასწავლებლის/საბაზო პროფესიული უნარების გამოცდაზე, დადგენილ ვადებში წარმოდგენილი დოკუმენტაციის (ფორმა N100) წარმოდგენის საფუძველზე, სპეციალური საგამოცდო პირობები (ტესტი ბრაილის ფორმატით, გახანგრძლივებული საგამოცდო დრო, ხმოვანი პროგრამა, ამობეჭდილი ტესტი გაზრდილი შრიფტით, დამხმარე-ასისტენტი და სხვა) შეექმნა არაერთ სსსმ/შშმ გამოსაცდელს: - ერთიანი ეროვნული გამოცდები - 233 გამოსაცდელს; საგნის/უფროსი სპეციალური მასწავლებლის/საბაზო პროფესიული უნარების გამოცდა 34 გამოსაცდელს; საერთო სამაგისტრო გამოცდა - 20 გამოსაცდელს; სტუდენტთა საგრანტო გამოცდა - 1 გამოსაცდელს. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს აქტიური მუშაობით, მიმდინარეობს განახლებული სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვა მეთოდოლოგიური რესურსების განვითარებითა და ექსპერტული მხარდაჭერით, რაც უზრუნველყოფს სკოლამდელი ასაკის ბავშვების სათანადოდ მომზადებას სკოლისთვის და ყველასათვის თანაბარი საწყისი პირობების შექმნას ზოგადი განათლების მისაღებად. სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტები სრულად ეფუძნება თამაშით სწავლების მეთოდოლოგიას. სტანდარტები ორიენტირებულია ბავშვის სოციოემოციური უნარების განვითარებაზე, ინკლუზიურ განათლებაზე, სხვადასხვა ენობრივი საჭიროებების მქონე ბავშვების მომსახურებასა და ფიზიკური გარემოს მოწყობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე. სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობის პროცესებში აქტიურად არიან ჩართული უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი, საერთაშორისო პარტნიორები საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებითა და ექპერტული მხარდაჭერით. საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებითა და საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის სხვა ქვეყნების სისტემებთან ჰარმონიზაციისთვის შევიდა ცვლილება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლითაც 2025 წლიდან სავალდებულო 46 განათლება გახდება 10 წლიანი ნაცვლად 9 წლიანისა. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად 4 სპეციალიზებულ სკოლა-პანსიონში 1 წლით გახანგრძლივდება სსსმ მოსწავლეთა მომსახურება. დაფინანსების არსებული მოდელის, მათ შორის ინკლუზიური განათლების დაფინანსების ეფექტიანობასა და ეფექტურობის შესახებ ჰოლისტური სურათის ჩამოსაყალიბებლად, ჩატარდა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსების არსებული მოდელის მრავალკომპონენტიანი კვლევა. სკოლების დაფინანსების პოლიტიკაში ბოლო 20 წლის განმავლობაში გატარებული ცვლილებები შეფასდა სკოლების დაფინანსების საერთაშორისო ტენდენციების ჭრილში. სიღრმისეულად იქნა შესწავლილი საჯარო სკოლების საჭიროებები და, მიგნებებიდან გამომდინარე, განისაზღვრა დაფინანსების მოდელის ცვლილების ამოცანები. ზოგადი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის შექმნის მიზნით ჩატარებული სამუშაოს ფარგლებში, დაფინანსების არსებული მოდელის შესახებ სრული სურათის მისაღებად, სსიპ საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყო სსსმ მოსწავლეების და ინკლუზიური განათლების დაფინანსების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი. ამ მიზნით, ჩატარდა თვისობრივი კვლევა ,,ინკლუზიური განათლება სკოლებში ძირითადი გამოწვევები და პერსპექტივები“. მოცემული კვლევის ფარგლებში გაანალიზებული იყო სკოლაში ინკლუზიური განათლების ძირითადი გამოწვევები. ძირითადი აქცენტი გაკეთდა მათ ფინანსურ საფუძველზე. კვლევის ფარგლებში მონაცემები შეგროვდა ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუების გზით. ასევე, გაანალიზდა უცხოური გამოცდილება - ესტონეთსა და პოლონეთში ინკლუზიური განათლების დანერგვის თავისებურებები. შვიდ სპეციალიზებულ საგანმანთლებლო დაწესებულებაში, რომლებიც ახორციელებენ პროგრამებს სმენის, მხედველობის, მრავლობითი დარღვევის მქონე ან ქცევითი და ემოციური აშლილობის მქონე მოსწავლეებისათვის, ინდივიდუალური საჭიროებების, ასაკისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით სრული სახელმწიფო მომსახურებით უზრუნველყოფილ იქნა 455 ბენეფიციარი, მათ შორის, პანსიონში მყოფი 58 ბენეფიციარი დამატებით უზრუნველყოფილია სრული სადღეღამისო მომსახურებით. აღსანიშნავია, რომ აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეებისათვის უზრუნველყოფილია ინტეგრირებული კლასების ფუნქციონირება. 11 ამასთანავე, ქრონიკული დაავადების მქონე ჰოსპიტალიზებული ბავშვებისა და ა(ა)იპ - ბავშვთა ჰოსპისის „ციცინათელების ქვეყანა“ ბენეფიციარებისათვის ხორციელდება საგანმანათლებლო სერვისის მიწოდება. განათლების მიღების მეორე შესაძლებლობის მიმართულებით ე. წ. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების განათლებისა და სოციალიზაციის უზრუნველყოფისთვის მათ შორის სსიპ ქალაქ თბილისის №64 საჯარო სკოლაში სენსორული (სმენა) დარღვევის მქონე მოსწავლეებისათვის, სსიპ ქალაქ თბილისის №166 საჯარო სკოლაში, სსიპ ქალაქ თბილისის №72 საჯარო სკოლაში, სსიპ მიხეილ გრუშევსკის სახელობის ქალაქ თბილისის №41 საჯარო სკოლაში, სსიპ თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, სსიპ ქალაქ ბათუმის №13 საჯარო სკოლაში, სსიპ დიმიტრი უზნაძის სახელობის ქალაქ თბილისის №22 საჯარო სკოლაში, სსიპ ქალაქ თბილისის №61 საჯარო სკოლაში, სსიპ ქალაქ თბილისის №55 საჯარო სკოლაში, სსიპ ქალაქ თბილისის №132 საჯარო სკოლაში, სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლასა და სსიპ ქალაქ რუსთავის №21 საჯარო სკოლაში. 11 47 ხორციელდებოდა სპეციალური საგანმანათლებლო სერვისი ,,ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამა’’, რომლის ბენეფიციარები არიან ქვეყანაში არსებული სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიუსაფარი ბავშვებზე ზრუნვის სერვისების ბენეფიციარები (ქ. თბილისი, ქ. ქუთაისი, ქ. რუსთავი, ქ. ბათუმი), საანგარიშო პერიოდისთვის პროგრამაში ჩართული იყო 120მდე ბავშვი. სხვადასხვა ჯგუფების (ბოშები, მესხები, შშმ და სსსმ მოსწავლეები) სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის მიმართულებით საქართველოს 11 მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლაში ხორციელდება სხვადასხვა პროექტი. საანგარიშო პერიოდისთვის, პროექტის ფარგლებში ამუშავებულ კლუბებში, ჩართულია 400-მდე მოსწავლე (ბენეფიციარები და მოხალისეები). შეზღუდული შესაძლებლობის/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების განათლების მხარდამჭერი სისტემის შემდგომი გაუმჯობესებისა და განვითარების მიზნით დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№3663-XIIIმს-Xმპ, 15.11.2023) საქართველოს კანონის თანახმად, სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეული ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველო) სახით. განხორციელდა აღნიშნული სტრუქტურული ერთეულის დასაკომპლექტებლად საჭირო ღონისძიებები. 2024 წლის პირველი ივნისიდან, სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა ოფიციალურად დაიწყო ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურების განხორციელება და გადაეცა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის ფუნქციები და უფლებამოსილებები. ამასთანავე, ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურების ფარგლებში დაფუძნდა სპეციალიზებული საკონსულტაციო მომსახურება ქცევის, სმენის, მხედველობის, კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების მიმართულებით. საანგარიშო პერიოდში მომზადდა და 2025 წელს დამტკიცდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება №28/ნ, ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ. ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურების შემდგომი გაუმჯობესებისა და განვითარების მიზნით, მომზადდა ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნის ხარისხის მონიტორინგის კრიტერიუმები, რთული ქცევის მიმართულებით სპეციალიზებული საკონსულტაციო მომსახურების უზრუნველყოფის პროტოკოლის სამუშაო ვერსია, ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურების მიღებაზე მომართვის და შეფასების დასკვნების ახალი ფორმები, რომელთა გამოყენებაც ხორციელდება პილოტირების რეჟიმში, განხორციელდა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე მოსწავლეთა ინტეგრირებული კლასების კონცეფციის რევიზია და მასზე დაყრდნობით მომზადდა ინტეგრირებული კლასების მომსახურების ხარისხის მონიტორინგის კრიტერიუმები; ამასთანავე, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით მომზადდა რამდენიმე დოკუმენტის სამუშაო ვერსია: ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურების ხარისხის მონიტორინგის შიდა სისტემა, ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა 48 და კონსულტირების სპეციალისტების უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემა, არაქართულენოვანი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე/შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისთვის ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურების გაწევის ფარგლებში თარჯიმნის მომსახურების უზრუნველყოფის პროცედურა, ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერ ცენტრსა და მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრს შორის თანამშრომლობისა და მულტიდისციპლინური პრინციპით მუშაობის პროცედურა. ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურების ფარგლებში მომართვებისა და ანგარიშგების სისტემის გაუმჯობესების მიზნით, დაიწყო მუშაობა ახალი ელექტრონული პროგრამის მომზადებაზე, რომლის ინტეგრირებაც დაგეგმილია სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ელექტრონულ სისტემაში. 12 ამასთანავე, რეგულარულად ხორციელდებოდა აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე და სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეებისათვის განსაზღვრულ ინტეგრირებული კლასების პროფესიული მხარდაჭერა 12 საჯარო სკოლაში. ასევე, პროფესიული სუპერვიზია ხორციელდებოდა ა(ა)იპ - ბავშვთა ჰოსპისში „ციცინათელების ქვეყანა“ და მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ქრონიკული დაავადების მქონე ჰოსპიტალიზებული ბავშვებისთვის საგანმანათლებლო სერვისის მიწოდებაზე. პროფესიული განათლებაში მრავალფეროვანი, ინკლუზიური და მოქნილი სერვისების შეთავაზება, მათ შორის, საგანმანათლებლო საჭიროებისა და/ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, სისტემის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. აღნიშნული პრიორიტეტი ასახულია „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის 2022-2030“ ფარგლებში, რომელიც მოიცავს განათლების ყველა საფეხურს, მათ შორის პროფესიულ განათლებას და მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება მრავალფეროვანი, ინკლუზიური და ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებული პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, რაც, თავის მხრივ, გაზრდის სისტემის ინკლუზიურობას. 2024 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა ზემოხსენებული სტრატეგიის 2025-2027 წლების სამოქმედო გეგმაზე, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად აისახა ინკლუზიური პროფესიული განათლების მიმართულებით დაგეგმილი მნიშვნელოვანი აქტივობები პროფესიულ განათლებაში სსსმ და შშმ პირების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველსაყოფად, გაგრძელდა მუშაობა საორიენტაციო სერვისის განვითარების მიმართულებით. შემუშავებულია საორიენტაციო სერვისის მხარდამჭერი რესურსები. მათ შორის, მომზადდა საორიენტაციო სერვისის გზამკვლევი და ინსტრუმენტების პაკეტი. ახალი სერვისი პირთა ინტერესებზე, მათ შესაძლებლობებსა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე იქნება მორგებული და დაეხმარება სსსმ და შშმ პირებს ინფორმირებული პროფესიული არჩევანის მიღებაში და პროფესიული განათლების საფეხურზე ტრანზიციაში. ასევე, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით მიმდინარეობს მუშაობა საორიენტაციო სერვისის სარეგისტრაციო ელ. პორტალის შექმნაზე. 12 იხ. ბმული: www.erofficer.emis.ge 49 2024 წლის განმავლობაში გაგრძელდა მუშაობა პროფესიული განათლების ინკლუზიური პოლიტიკის განვითარების მიმართულებით. აღნიშნული მიზნით გადამუშავდა ბრძანების პროექტი ,,პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიკაციისა და ინკლუზიური პროფესიული განათლების განხორციელების წესი და პირობები“, რომლის დამტკიცების შემდგომ, საორიენტაციო სერვისი ეტაპობრივად დაინერგება საგანმანათლებლო დაწესებულებებში. 2024 წლის განმავლობაში სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ - პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ აქტიურად წარიმართა სამუშაოები ინკლუზიური პროფესიული განათლების მიმართულებით პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების გაძლიერების მიზნით, როგორც დაწესებულების თანამშრომლების გაძლიერების, ისე მეთოდოლოგიური რესურსების შემუშავების მიმართულებით. განხორციელებული ინტერვენციების შედეგად, 2013 წლიდან დღემდე პროფესიული განათლებაში ჩაერთო 2000-ზე მეტი სსსმ და შშმ პირი. 2024 წელს ა(ა)იპ - პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინკლუზიური განვითარების სამმართველოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტისა და სფეროს წარმომადგენლების ჩართულობით, მომზადდა შშმ პირის, ბავშვის ასისტირების პროფესიული მომზადების პროგრამისთვის განსაზღვრული მინიმალური სარეკომენდაციო მოთხოვნები. პროგრამის მიზანია მოამზადოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა პერსონალური ასისტირებით დაინტერესებული პირები, იმისათვის რომ მათ შეძლონ მაღალი ხარისხის მხარდამჭერი მომსახურების მიწოდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის, რაც გააუმჯობესებს პროფესიული განათლების საფეხურზე, შშმ სტუდენტების დამოუკიდებლობის ხარისხს და ხელს შეუწყობს განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სპეციალური საგანმანათლებლო მომსახურების დაფუძნებისა და განვითარების ხელშესაწყობად მომზადდა „უმაღლესი ინკლუზიური განათლების გზამკვლევი“. დოკუმენტში წარმოდგენილი მიდგომები და შემოთავაზებები ეფუძნება განვითარებული ქვეყნების გამოცდილებას. გზამკვლევში ყურადღება გამახვილებულია შეზღუდული შესაძლებლობის, დასწავლის სპეციფიკური სირთულეების, ქრონიკული და მწვავე სამედიცინო და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე სტუდენტების სპეციალურ საგანმანათლებლო მხარდაჭერაზე, რომელიც უმაღლესი განათლების მისაწვდომობის გაზრდის მიზნით უნივერსიტეტების მიერ ორგანიზებული გამოცდების და უშუალოდ უმაღლესი განათლების პროცესში შეიძლება იქნას გამოყენებული. შშმ პირების მხარდაჭერად სსიპ - ივანე ჯავახიშილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სსიპ - გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილია შშმ/სსსმ სტუდენტების მხარდამჭერი ცენტრები. ზოგიერთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სხვადასხვა ცენტრები (საფაკულტეტო ადმინისტრაციის კოორდინატორები, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მხარდაჭერის ცენტრი, უწყვეტი განათლების ცენტრი, კარიერული განვითრების კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი, 50 ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი, სტუდენტური უზრუნველყოფენ შესაბამის მხარდაჭერას შშმ და სსსმ პირებისთვის. სერვისის ცენტრი) უმაღლესი განათლების ხელშეწყობის მიზნით, 2024-2025 სასწავლო წელს, სოციალური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭა 107 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, სწავლას აგრძელებენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე. ასევე, 2024-2025 სასწავლო წელს, სოციალური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი მიენიჭა 4 სტუდენტს, რომლებიც არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის რიგი საგრანტო/სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში შშმ კონკურსანტს ენიჭება ერთი ბონუს ქულა. 2024 წელს შეზღუდული შესაძლებლობის პირის სტატუსის მქონე ერთმა კონკურსანტმა გაიმარჯვა ცენტრის ბილატერალური სასტიპენდიო პროგრამის კონკურსში და საზღვარგარეთ ბაკალავრიატის აკადემიურ საფეხურზე სწავლის მიზნით მიენიჭა სტიპენდია. ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის, მათ შორის შშმ პირებისთვის, უზრუნველყოფილია გამარტივებული წესით, უგამოცდოდ და სახელმწიფო გრანტით ჩარიცხვა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. 2024 წელს ოკუპირებული რეგიონებიდან უნივერსიტეტებში უგამოცდოდ 193 სტუდენტი ჩაირიცხა. გარდა ამისა, შშმ პირებისთვის პრივილეგირებული წესით, ტესტირების გარეშე, უზრუნველყოფილია ჩარიცხვა და უფასო სწავლა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ პროფესიულ კოლეჯებში. 2020 წლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებს და მათ ოჯახის წევრებს (მეუღლე, შვილი) საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში, აკრედიტებულ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლისას უფინანსდებათ მათ მიერ გადასახდელი სწავლის წლიური საფასური, არაუმეტეს 1125 ლარის და აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლისას ეძლევათ მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის სტიპენდია სემესტრულად 750 ლარის ოდენობით (გადასახადებისა და საპენსიო შენატანის გარეშე). საქართველოს კულტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი, სსიპ − დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმში საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში 2024 წელს განხორციელდა 18-ზე მეტი განსხვავებული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელთა მიზანია კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, მუზეუმის საგანმანათლებლო პოტენციალის სრულფასოვანი ათვისება და მოსწავლეთა არაოფიციალურ გარემოში განათლების ხელშეწყობა. პროგრამებში აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეული სკოლების მოსწავლეები. 2024 წლის განმავლობაში ჩატარდა 295 ჯგუფური შეხვედრა და პროგრამებში ჩაერთო 5 871 ბავშვი, მათ შორის იყვნენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები (150 მოსწავლე), რომლებიც მუზეუმის ინკლუზიური მიდგომების ფარგლებში სისტემატურად ერთვებოდნენ საგანმანათლებლო პროცესში. 51 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მომზადებული გზამკვლევის -„მისაწვდომობის უზრუნველყოფა უმაღლეს განათლებაში“ შესაბამისად, მუშავდება სსიპ − თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში უმაღლეს განათლებაზე შშმ პირების მისაწვდომობის მომსახურების გეგმა. ეთნოგრაფიული მუზეუმის რეწვის სკოლაში, ასევე ქარვასლაში საგანმანათლებლო პროგრამებზე, მასტერკლასებს უფასოდ ესწრებოდა რამდენიმე შშმ პირი. ეროვნული მუზეუმი გეგმავს მომავალში უფრო გაახშიროს საგანმანათლებლო პროგრამები შშმ პირებისთვის. აღსანიშნავია, რომ სსიპ – ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ მე-13 მუხლით განისაზღვრა „სასწავლო პროცესში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა (სსსმ) და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა ჩართვის წესი. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზებით, ინკლუზიური განათლების ფარგლებში, ცნობიერების ამაღლების მიზნით, ჩატარდა შეხვედრები საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის და მშობლებისთვის. მათ შორის:  „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების თემებზე სემინარები ჩაუტარდა 95 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, მათ შორის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის „ყრუთა კავშირის“ 70-მდე წარმომადგენელს.  ორგანიზაციების „ასოციაცია ანიკა“ და „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ აღმზრდელებსა და მათ მშობლებს, ჯამში 33 ადამიანს, ჩაუტარდა მედიაწიგნიერების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა.  მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ფარგლებში, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურის (IX-XII კლასი) 836 მოსწავლისათვის, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის 18 სემინარი ჩატარდა.  „მედიაწიგნიერების ოლიმპიადის“ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 431-მა მასწავლებელმა და 2782-მა მოსწავლემ, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებმა. V-XII კლასების კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა ქუთაისის 45-ე სკოლის შშმ პირებით დაკომპლექტებულმა გუნდმა, რომლებმაც საუკეთესო ნაშრომი წარმოადგინეს და შედეგად, კომუნიკაციების კომისიამ მათ, როგორც გამარჯვებული გუნდის სკოლას თანამედროვე მედიალაბორატორია მოუწყო. ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფის მიმართულებით, 2024 წელს აქტივობები განახორციელეს შემდეგმა მუნიციპალიტეტებმა: ხელვაჩაური, დედოფლისწყარო, სიღნაღი, ონი, ცაგერი, ზუგდიდი, ახალციხე, რუსთავი, ხაშური. VII. მონაწილეობა კულტურულ, სპორტულ, გასართობ და სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებში ა(ა)იპ - საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი იცავს საერთაშორისო პარალიმპიური მოძრაობის პრინციპებსა და ღირებულებებს, მის მიზანს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპორტულ ცხოვრებაში ჩართულობა წარმოადგენს, რისთვისაც ქმნის სრულფასოვან საწვრთნელ-სავარჯიშო პირობებს და უზრუნველყოფს მათ 52 შეუფერხებელ მონაწილეობას საერთაშორისო ტურნირებზე, მათ შორის ზაფხულის და ზამთრის პარალიმპიურ თამაშებზე. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი აღიარებულია საქართველოს სპორტის სამინისტროს 13 მიერ, რომლის ფინანსური მხარდაჭერით კომიტეტი ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებას პარალიმპიური მოძრაობის განვითარების მიზნით. საქართველოს სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, საანგარიშო პ ერიოდში საქართველოს პარალიმპიურმა კომიტეტმა უზრუნველყო 100-ზე მეტი პარაათლეტის 18 საწვრთნელსავარჯიშო და 46 საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობა პარალიმპიური სპორტის შემდეგ სახეობებში: პარა ძიუდო, პარა ფარიკაობა, პარა მძლეოსნობა, პარა ძალოსნობა, პარა ტაეკვონდო, მაგიდის ჩოგბურთი, მჯდომარე ფრენბურთი, ბოჩა, პარა სროლა, პარა მშვილდოსნობა, პარა ცურვა, პარა ქროს ქანთრი და პარა სნოუბორდი (სულ 13 პარალიმპიური სპორტის სახეობა). საქართველოს პარაათლეტებმა ჯამში მოიპოვეს 70 მედალი. საქართველოს სპორტის სამინისტროს დაფინანსებითა და მზადების პროცესის მხარდაჭერით, 2024 წლის პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ეროვნულმა ნაკრებმა ისტორული შედეგები აჩვენა. ნაკრებმა ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე პირველად მოიპოვა 11 ლიცენზიია, ჯამში კი 14 პარა ათლეტით იასპარეზა. ლიცენზიები მოპოვებულ იქნა პარალიმპიური სპორტის 6 სახეობაში, კერძოდ: პარა მძლეოსნობა, პარა ძალოსნობა, პარა ფარიკაობა, პარა სროლა, პარა ძიუდო და პარა ტაეკვონდო და ექვსივე სახეობაში იქნა მედლები მოპოვებული. აღსანიშნავია, რომ პარიზი 2024-ზე 100 % შედეგი სპორტის სახეობების მიხედვით მხოლოდ ჩინეთისა და საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გუნდებმა შეძლეს. ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე 9 მედალი საქართველოს პარალიმპიური ეროვნული ნაკრებისთვის სარეკორდო მაჩვენებელია, აქამდე, ყველა პარალიმპიურ თამაშებზე ერთად აღებული საქართველოს მხოლოდ 4 მედალი ჰქონდა (ერთი ოქრო რიო2016 და 3 ვერცხლი ტოკიო_2020). მიღწეული შედეგებისათვის საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სპორტსმენებზე ფულადი პრიზისა და ფულადი ჯილდოს სახით გაიცა 4 577 200 ლარი. სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და დაფინანსებით, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი ორგანიზებას უწევს საქართველოში უმაღლესი დონის საერთაშორისო ტურნირების ჩატარებას, 2024 წელს თბილიში გაიმართა გრან პრი პარა ძიუდოში (მონაწილეობა მიიღო 250-ზე მეტმა დელეგატმა) და მსოფლიო თასი პარაწოლჭიმში (მონაწილეობა მიიღო 400-ზე მეტმა დელეგატმა). აღსანიშნავია რომ ორივე ტურნირი იყო საფინალო პარიზი_2024-ის სალიცენზიო კალენდარში და მათი ჩატარება საერთაშორისო ფედერაციების მიერ უმაღლეს დონეზე იქნა შეფასებული. აღნიშნული ტურნირები პარალიმპიური სპორტის პოპულარიზაციასთან ერთად ემსახურება ინკლუზიური ტურიზმის განვითრებას და საქართველოს მიმართ ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო დონეზე. სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოს შენობაში 10 წელზე მეტია აქტიურად და შეუფერხებლად ფუნქციონირებს შშმ პირთათვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი დარბაზი, რომლის მიზანია ბენეფიციარების ფიზიკური გაჯანსაღება, ვარჯიშის აუცილებელი უნარ-ჩვევების აღნიშნული სამინისტროს სახელწოდება საანგარიშო პერიოდში - საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო. 13 53 გამომუშავება და სოციუმში ადაპტაციის ხელშეწყობა. დარბაზი აღჭურვილია ტრენაჟორებით, ყველა საჭირო ინვენტარით და ინტენსიურად მიმდინარეობს გამაჯანსაღებელი ვარჯიშები, ბენეფიციარები ერთვებიან სხვადასხვა ტიპის არაფორმალური განათლების აქტივობებში. სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცე არა მხოლოდ თბილისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის არსებული დღის ცენტრის მომსახურების მიმღებ ბენეფიციარებს სთავაზობს გამაჯანსაღებელ ვარჯიშებს, არამედ შშმ სტატუსის მქონე ბავშვებს, მოზარდებსა და ახალგაზრდებს. 2024 წლის მანძილზე შშმ პირთა სპორტულ-გამაჯანსაღებელ დარბაზით სარგებლობდა 40 ბენეფიციარი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ/დაშავებულმა მოსამსახურეებმა, მათ შორის შშმ პირებმა, შეფასების პერიოდში მონაწილეობა მიიღეს როგორც ადგილობრივ („დაჭრილ მებრძოლთა კვირეული“ დაბა წეროვანი; საქველმოქმედო მარათონი, ქ. თბილისი), ისე საერთაშორისო („საჰაერო ძალების თამაშები“, აშშ; „მარშირება რთულ რელიეფზე“ შოტლანდია) სპორტულ ღონისძებებში. აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო ჯამში 125 ბენეფიციარმა. 2024 წლის განმავლობაში, საქართველოს კულტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო თეატრები უზრუნველყოფდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპექტაკლებში მონაწილეობას და ასევე სპექტაკლებზე დასწრებას, კულტურული ცნობიერების ამაღლების მიზნით; 14 საქართველოს კულტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი სამხატვრო აკადემიის, 15 სამუსიკო სასწავლებლების, მუზეუმების, აკადემიური ანსამბლების ინიციატივით, 16 შშმ სსიპ თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი, სსიპ საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება, სსიპ თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, სსიპ ქ. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, სსიპ ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი, სსიპ ქ. სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, სსიპ ქ. ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, სსიპ ალ. გრიბოედოვის სახელობის რუსული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი; 15 სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგებმა და სტუდენტებმა მოამზადეს და წარმატებით განახორციელეს ინტეგრირებული შემოქმედებითი პროექტები შშმ ბავშვებისა და მოზარდების სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა დარგში - ინკლუზიის მიმართულებით; 14 კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები და პროექტები გამართეს: სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება − თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი, სსიპ სმირნოვების მუზეუმი, სსიპ კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრი, სსიპ საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი, სსიპ ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი, სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება − ევგენი მიქელაძის სახელობის ქ. თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი, სსიპ ი.ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმი; სსიპ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“, სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპ 16 54 პირების ჩართულობით, შშმ პირების ხელოვნებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, 2024 წელს გაიმართა არაერთი კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება და პროექტი. აღსანიშნავია, რომ, სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალი მუზეუმების საგამოფენო სივრცეებში შშმ პირებისთვის და მათი თანხმლები ადამიანისთვის შესვლა უფასოა. 2024 წელს, სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახ. საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნა ახალი გამოფენები, რომელიც ახალი უნივერსალური კონცეფციის შესაბამისად მეტად ხელმისაწვდომი გახდა უსინათლო და მცირედმხედველი დამთვალიერებლებისა და მათი ოჯახებისათვის. ინკლუზიური ტიპის დაგეგმარება ხელმისაწვდომობის მაღალ სტანდარტებს უზრუნველყოფს და მოიცავს სივრცის ფიზიკური ადაპტირებას და ექსპონატების ხელმისაწვდომობის გაზრდას. გამოფენა უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს უსინათლო და მცირედმხედველ დამთვალიერებელს: სპეციალურად ახალი ექსპოზიციისთვის შეიქმნა ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული ნამუშევრების ტაქტილური რელიეფური ასლები (ნიკო ფიროსმანის „აქიმი ვირზე“და დავით კაკაბაძის „იმერეთი-დედაჩემი“). ამ სახის ობიექტების დამატება გამოფენაზე საქართველოში პირველად ხდება. გარდა ამისა ექსპოზიციაზე წარმოდგენილ 18 ნამუშევარს თან ახლავს აუდიოდესკრიფცია. ხელმისაწვდომობის გაზრდის კომპონენტზე მუშაობდა ასოციაცია „მარიანი“. ასევე 2024 წელს, სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის გამოფენების და შ.ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის გამოფენებისთვის გაკეთდა აუდიოგიდის პროგრამები. ამით სხვადასხვა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის უფრო ხელმისაწვდომი გახდა ეროვნული მუზეუმის მუდმივმოქმედი და დროებითი გამოფენების დათვალიერება. 2024 წელს, საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ განხორციელებული კონკურსის „ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობა“ (ბიუჯეტი 120 000 ლარი) – ფარგლებში 18 შემოსული განაცხადიდან გამარჯვებულად გამოვლინდა 8 პროექტი: 1. „კინოხელოვნება - სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული მოზარდებისათვის“ - შპს „ოქროს პეპელა“. პროექტი ითვალისწინებდა სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული მოზარდებისათვის კინოხელოვნების საფუძვლების სპეციალური 2 თვიანი პროგრამის შესწავლას და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სამოყვარულო ფილმების გადაღებას. 2. „ჟესტური სამყარო“ - ა(ა)იპ საქართველოს ყრუთა კავშირი. პროექტი ითვალისწინებდა 3 ღონისძიების გამართვას: 1 ივნისს ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ყრუთა კავშირის შენობაში; 14 ივნისს შშმ პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი მუშტაიდის ბაღში და 28 სექტემბერს ჟესტური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი - ექსპო ჯორჯიას ცენტრში. საქართველოს ხელოვნების სასახლე − კულტურის ისტორიის მუზეუმი, სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი; 55 3. „ინკლუზიური სასწავლო - შემოქმედებითი პრაქტიკები“ ა(ა)იპ -საქართველოს კულტურის აკადემია. პროექტი ითვალისწინებდა ფერწერის, კერამიკის, ქსოვილის და შერეული ტექნიკის სპეციალურად შექმნილი სასწავლო პროგრამის მორგებას ინკლუზიური სწავლებისათვის. ლექციები ჩაუტარდათ დღის ცენტრების 30 ბენეფიციარს. თბილისის სახელმწიფო სამხტავრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში გაიმართა პროექტის ფარგლებში შექმნილი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა. 4. „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კულტურულ ცხოვრებაში ჩართვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ინკლუზიური აუდიო სპექტაკლის სახით“ ა(ა)იპ აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირი „ჰერა“. პროექტის ფარგლებში მოხდა ივანე მაჩაბლისა და ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი პიესის "მეფე ლირის" ჩაწერა ინკლუზიური აუდიო სპექტაკლის სახით. გახმოვანებაში მონაწილეობდა 5 პროფესიონალი გამხმოვანებელი, მათ შორის 2 შშმ პირი. 5. „ინკლუზიური კონცერტი პარა ორკესტრი რეზო და ბავშვებთან ერთად“ - ა(ა)იპ - მშობელთა ხიდი . პროექტის ფარგლებში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, 14 ივნისს თბილისში, ვახტანგ სალარიძის სახელობის დარბაზში ჩატარდა ინკლუზიური კონცერტი "პარა ორკესტრისა და ანსამბლ "რეზო და ბავშვები" მონაწილეობით. 6. ინკლუზიური სპექტაკლი „ეთერშია ჰელიოსი“ - ა(ა)იპ - ნიკე - თანამედროვე ხელოვნების განვითარებისათვის“. პროექტი ითვალისწინებდა სპექტაკლის - „ეთერშია ჰელიოსი“ (ირა კოხრეიძის თეატრალური დასის რიგით მეცხრე საავტორო სპექტაკლი) დადგმას. სპექტაკლში მონაწილეობდა 15 შშმ პირი და 8 ტიპიური განვითარების მსახიობი. სპექტაკლში გამოყენებული იყო მიმოდრამული და ქორეოგრაფიული თხრობის სტილი. 7. „ვიზუალური კლასიკური მუსიკა და მუსიკოგრამა, როგორც დამხმარე სასწავლო ტექნოლოგია“ - ა(ა)იპ ბიბლიოთეკა - კულტურული ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანადგომა. პროექტი ითვალისწინებდა შშმ პირების ინკლუზიური განათლებისათვის დამხმარე სასწავლო პროდუქტის - „ვიზუალური კლასიკური მუსიკის“ და „მუსიკოგრამის“ პროტოტიპების შექმნას. შექმნილი პროდუქტი, როგორც დამხმარე სასწავლო რესურსი განთავსდა ციფრულ პლატფორმაზე და ასევე გადაეცა კასპის, გორის, ქარელის, დაწყებითი განათლების სკოლებსა და დღის ცენტრებს. 8. ინკლუზიური დასის სპექტაკლი „ორი ბატონის მსახური“ - ა(ა)იპ - ცხოვრება მშვენიერია. პროექტი ითვალისწინებდა იტალიელი დრამატურგის კარლო გოლდონის პიესის "ორი ბატონის მსახური"' მიხედვით სპექტაკლის დადგმას, რომელშიც 7 სხვადასხვა შეზღუდვის მქონე პირი იყო ჩართული. შშმ მსახიობებთან ერთად სპექტაკლში მარჯანიშვილის თეატრის, მოზარდ მაყურებელთა თეატრისა და იტალიური სკოლა "ცისკარის" მოყვარული მსახიობებიც მონაწილეობდნენ. ზემოაღნიშნულ ღონისძიებებში დასაქმებულ და მონაწილე პირთა რაოდენობამ შეადგინა 195 ადამიანი. ასევე დაფინანსდა პროექტები: „უსინათლოთა კულტურის ცენტრის საქმიანობის ხელშეწყობა“ განმახორციელებელი ააიპ „,საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრი“ 56 (ბიუჯეტი 120 000 ლარი). ააიპ- ში დასაქმებულია 45 ადამიანი რომელთა შორის 35 უსინათლო ან მხედველობა დაქვეითებულია. პროექტი ითვალისწინებდა 2024 წლის განმავლობაში კულტურის ცენტრის ბიბლიოთეკის, ხმის ჩამწერი სტუდიისა და უსინათლოთა ფოლკლორული ანსამბლების (ვაჟთა და ქალთა) საქმიანობის ხელშეწყობას. „ალტერნატიული სახელმძღვანელო არქიტექტურის, შესაძლებლობებისა და დიზაინის შესახებ ყოველდღიურ ცხოვრებაში.“ განმახორციელებელი ა(ა)იპ - საქართველოს კულტურის აკადემია, რომლის ფარგლებშიც ითარგმნა და გამოიცა ცნობილი ექსპერტის, დოქტორ ჯოს ბოისის წიგნი „ალტერნატიული სახელმძღვანელო არქიტექტურის, შესაძლებლობებისა და დიზაინის შესახებ ყოველდღიურ ცხოვრებაში.“ "Doing disability differently: An alternative handbook on architecture, dis/ability and designing for everyday life” (Routledge 2014). წიგნი არქიტექტორებს აცნობს შეზღუდული შესაძლებლობის აქტუალურ თემატიკას და ასწავლის, დიზაინერული აზროვნების მრავალფეროვან მიმართულებებს და პრაქტიკებს ამ სეგმენტში გამოწვევებზე პასუხისთვის. ასევე, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით სსიპ - მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიულ თეატრში გაიმართა სსიპ - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და სსიპ - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ინკლუზიური სპექტაკლი „ერთობა“. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტები ახორციელებდნენ რიგ ღონისძიებებს შშმ პირთა კულტურულ, სპორტულ, გასართობ და სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით. ამ მიმართულებით აქტივობები განხორციელდა შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ბათუმი, ქედა, ქობულეთი, შუახევი, ხელვაჩაური, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური, ვანი, ზესტაფონი, სამტრედია, საჩხერე, ტყიბული, ქუთაისი, ხარაგაული, ხონი, ახმეტა, გურჯაანი, დედოფლისწყარო, თელავი, ლაგოდეხი, საგარეჯო, სიღნაღი, ყვარელი, თიანეთი, მცხეთა, ამბროლაური, ცაგერი, აბაშა, ზუგდიდი, მესტია, მარტვილი, სენაკი, ფოთი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ადიგენი, ასპინძა, ახალქალაქი, ახალციხე, ნინოწმინდა, ბოლნისი, მარნეული, რუსთავი, კასპი, ხაშური. VIII. სტატისტიკის წარმოება და მონაცემთა შეგროვება სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2024 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, შშმ პირთა სტატისტიკის პორტალზე გავრცელდა შშმ პირთა შესახებ დამატებითი მაჩვენებელი - „ახლად რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის საფუძვლით სახელმწიფო გასაცემლ(ებ)ის მიმღებ ბენეფიციართა რიცხოვნობა“.17 საქსტატმა 2024 წელს შეიმუშავა და დაამტკიცა საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის კითხვარები. პერსონალური კითხვარი მოიცავს შეკითხვას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ, რაც სრულად შესაბამისობაშია ვაშინგტონის ჯგუფის (WG) მეთოდოლოგიასთან. 17 იხილეთ ბმული: https://disability.geostat.ge/shshm/social.php?lang=ka#x 57 სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ხორციელდება სააგენტოს ადმინისტრირების სფეროში შემავალი სოციალური პროგრამების შესახებ მონაცემების რეგულარული დამუშავება-ანალიზი, სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება და განთავსება სააგენტოს ვებგვერდზე. 18 2024 წელს მონაცემთა შეგროვებისა და ინფორმაციის ანალიზის მექანიზმის გამართვის მიზნით, სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში შეიქმნა სააგენტოს ანალიტიკისა და სტატისტიკის სამსახური. აღნიშნული სამსახური, სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებში შემავალი სერვისების შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის გზით, უზრუნველყოფს ეფექტიან და კოორდინირებულ მუშაობას სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფ ყველა ერთეულს შორის. მონაცემთა მიმართულებით, აღსანიშნავია რომ სოციალური მომსახურებების სახით, სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ადმინისტრირებით ფუნქციონირებს 7 - 24 საათიანი დაწესებულება შშმ პირებისთვის და ხანდაზმულებისთვის, სადაც განთავსებულია 295 ბენეფიციარი და 36 - სათემო ორგანიზაცია შშმ პირებისთვის და ხანდაზმულებისთვის, სადაც განთავსებულია 549 ბენეფიციარი. სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2024 წლის პროგრამის ფარგლებში, 2024 წელს, ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით თვეში საშუალოდ სარგებლობდა 5 000 შშმ ბენეფიციარი. დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის (6-დან 18 წლამდე შშმ სტატუსის მქონე და არმქონე ბავშვები) ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურება მიიღო საშუალოდ 1 200 შშმ ბენეფიციარმა. დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის მომსახურებით თვეში ისარგებლა საშუალოდ 2 შშმ ბენეფიციარმა. მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის (შშმ ბავშვი/პირი) ფარგლებში მომსახურების მიმღები იყო 400 შშმ ბენეფიციარი. მცირე საოჯახო ტიპის სახლების ქვეპროგრამით გათვალისიწნებული მომსახურებით ისარგებლა საშუალოდ 50 შშმ ბენეფიციარმა. მძიმე და ღრმა გონებრივი შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის ქვეპროგრამაში ჩართულია თვეში საშუალოდ 80 შშმ ბენეფიციარი. მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმღები იყო თვეში საშუალოდ 30 შშმ ბენეფიციარი. მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა რეინტეგრაციის (შშმ ბავშვი) ქვეპროგრამით მოსარგებლე იყო თვეში საშუალოდ 70 შშმ ბენეფიციარი. ხანგრძლივი პედიატრიული მოვლის მომსახურებით თვეში სარგებლობდა 15 შშმ ბენეფიციარი. დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის (შშმ პირები) ქვეპროგრამით, თვეში საშუალოდ მომსახურებით სარგებლობდა 800 შშმ ბენეფიციარი. დამხმარე საშუალებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში - 900 შშშ ბენეფიციარი. ყრუთა კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის მომსახურებით თვეში საშუალოდ მომსახურება მიიღო 150 შშმ პირმა. სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით გათვალისიწინებული მომსახურებით თვეში ისარგებლა საშუალოდ 800 შშმ ბენეფიციარმა. საანგარიშო პერიოდში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის მოსარგებლე იყო 126 შშმ პირი. შინმოვლის სერვისი მიიღო 104 ბენეფიციარმა. 18 იხილეთ ბმული: https://ssa.moh.gov.ge/index.php?lang=1&v=0 58 სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, შემუშავებულია საჯარო სამსახურში დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესახებ მონაცემების შეგროვების მეთოდოლოგიის პირველადი ვერსია, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით. საჯარო სამსახურში დასაქმებული შშმ პირების შესახებ მონაცემთა შეგროვების სისტემატიზაციის მიზნით, მომდევნო ეტაპზე, საჯარო სამსახურის ბიურომ განახორციელა ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებულ სისტემაში (eHRMS) შესაბამისი ველის ინტეგრაცია. შედეგად, გამარტივდა საჯარო დაწესებულებებისგან შშმ პირების დასაქმების სტატუსის შესახებ ინფორმაციის შეგროვება. აღნიშნული განახლებული სისტემა შესაძლებლობას იძლევა ყოველწლიურად საჯარო სამსახურში დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატისტიკური მონაცემების შეგროვების და გამოქვეყნების, რომელიც ჩაშლილია სქესის, პოზიციის (მენეჯერული, არამენეჯერული), ორგანიზაციული ჯგუფის და რეგიონის მიხედვით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა არაგეგმური შემოწმების ფარგლებში შეაფასა ორი შშმ პირის პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება, რომელთა დაკავშირებით მიღებულია სამსახურის უფროსის შესაბამისი გადაწყვეტილებები; გეგმურად იქნა შესწავლილი საქართველოს პროკურატურის სისტემაში შემავალი, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მონაცემების დამუშავების კანონიერება; პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების გეგმური შემოწმებების (ინსპექტირება) 2024 წლის გეგმის ერთ-ერთ მიზნობრივ ჯგუფად განისაზღვრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლის მიზნით გეგმურად შემოწმდა 4 (ოთხი) მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი. სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურმა 2024 წლის განმავლობაში მომსახურება გაუწია 519 შშმ პირს. 2024 წლის განმავლობაში, სსიპ - საპენსიო სააგენტოს მიერ, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საფუძვლით, პენსია დაენიშნა 1,327 პირს. დასკვნა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოების მიერ, საანგარიშო პერიოდში, განხორციელებული ძალისხმევა, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ შშმ პირთა უფლებების დაცვა წარმოადგენს მზარდ პრიორიტეტს, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლებისთვის. ხაზგასასმელია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაში (2022-2030) და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმაში (2024-2026) ცალკე თავი ეთმობა შშმ პირთა უფლებების 59 დაცვას და ინკლუზიური მიდგომის გაძლიერებას. აღნიშნულ დოკუმენტებში შშმ პირთა უფლებებზე აქცენტირება უზრუნველყოფს სახელმწიფო პოლიტიკის მდგრადობას. აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ დაამტკიცა და საქართველოს პარლამენტს გაუგზავნა შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ 2023, 2022 და 2021 წლების ანგარიშებიც, თუმცა 2024 წლის ანგარიშში პირველად, ცალკე მიმართულებად გამოიყო სტატისტიკის წარმოება და მონაცემთა შეგროვება, რაც ხაზს უსვამს საკითხის მნიშვნელობას. 2024 წლის განმავლობაში, შშმ პირთა უფლებების დაცვის მიზნით, შიდაუწყებრივი სამოქმედო გეგმების ფარგლებში, მნიშვნელოვანი ღონისძიებები განახორციელეს როგორც სამინისტროებმა, ასევე მუნიციპალიტეტებმა და სახელმწიფო უწყებებმა. ამასთანავე, 2024 წელს, საფუძველი ჩაეყარა ისეთ აქტივობებს, რომელთა განხორციელება სხვა ღონისძიებებთან ერთად, იგეგმება, 2025 და მომდევნო წლებშიც. მიუხედავად განხორციელებული ძალისხმევისა და პროგრესისა, კვლავ რჩება გამოწვევები შშმ პირთა უფლებების სრული და ეფექტიანი რეალიზების მიმართულებით. შესაბამისად, საქართველოს სამინისტროები, მუნიციპალიტეტები, სახელმწიფო უწყებები, საჭიროებებზე დაყრდნობით, კომპეტენციის ფარგლებში გააგრძელებენ მუშაობას შშმ პირთა უფლებების რეალიზების ხელშეწყობაზე. ხოლო, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი უზრუნველყოფს აღნიშნული მუშაობის კოორდინაციას. 60