თემატური მოკვლევის - „საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების (მათ შორის, სახელოვნებო განათლების მიმართულებით) და ანსამბლების საქმიანობის გაძლიერება“- შედეგების თაობაზე ინფორმაციის მოსმენა

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.03.2025
ავტორი
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#[5756]/25/11
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

თემატური მოკვლევის - „საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების (მათ შორის, სახელოვნებო განათლების მიმართულებით) და ანსამბლების საქმიანობის გაძლიერება“- შედეგების თაობაზე ინფორმაციის მოსმენა

📋 განხილვის ეტაპები

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-03-19
კომიტეტის სხდომის ნომერი 4

📜 ტექსტი

ოქმი
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომის ოქმი N4 2025 წლის 19 მარტი, 15.00 სთ ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი (C კორპუსი, I სართული, ოთახი N120) სხდომას უძღვებოდა: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა. სხდომას ესწრებოდნენ: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრები: გივი ჭიჭინაძე, ირმა ზავრადაშვილი, ნოდარ ტურძელაძე, თორნიკე ბერეკაშვილი, ეკატერინე ჭიჭინაძე, გოჩა ენუქიძე, სოზარ სუბარი, ილია ინჯია. სხდომას არ ესწრებოდა: სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 9 წევრის დასწრებით. სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ: კომიტეტის აპარატის მოხელეები და მოწვეული სტუმრები. დღის წესრიგი ერთობლივი თემატური მოკვლევის - „საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების (მათ შორის, სახელოვნებო განათლების მიმართულებით) და ანსამბლების საქმიანობის გაძლიერება“ - შედეგების თაობაზე ინფორმაციის მოსმენა. მომხსენებელი: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი ზარქუა თანამომხსენებელი: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი ლევან მაღრაძე სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო სხდომის დღის წესრიგი. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის წევრებს შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი. ირაკლი ზარქუას განცხადებით, უცხოეთში მცხოვრები ახალგაზრდა თანამემამულეების ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებათ უცხოეთში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების გამართულ და ეფექტურ ფუნქციონირებას. ასევე, უცხოეთში საქართველოს პოპულარიზაციისთვის და ქართული დიასპორის გაძლიერებისთვის, მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ სახელოვნებო განათლების მიმართულებით მოქმედი სხვა სახის ორგანიზაციებისა და ანსამბლების საქმიანობის ხელშეწყობა. საკვირაო სკოლები ხშირად ხელმისაწვდომობის ფუნქციას. მნიშვნელოვანი ნაბიჯები საკუთარ თავზე იღებენ განათლების საყოველთაო ბოლო წლების განმავლობაში ქართულმა სახელმწიფომ გადადგა საზღვარგარეთ მოქმედი საკვირაო სკოლების მხარდასაჭერად. შეიქმნა სპეციალური სამსაფეხურიანი სახელმძღვანელოების კომპლექტი, რომელიც მოიცავს მოსწავლის წიგნს, სამუშაო რვეულს, კალიგრაფიის რვეულსა და მასწავლებლის გზამკვლევს. სამმა კომიტეტმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და კულტურის კომიტეტებმა გასულ წელს ჩაატარეს ერთობლივი თემატური მოკვლევა თემაზე: „საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების (მათ შორის, სახელოვნებო გაძლიერება“. განათლების მიმართულებით) და ანსამბლების საქმიანობის თანამომხსენებელმა, ლევან მაღრაძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი, კომიტეტის წევრებს გააცნო პრეზენტაციის სახით, რომლის მიხედვითაც ისაუბრა შემდეგ მიმართულებებზე: მოკვლევის შესახებ:  თემატური მოკვლევის მიზანი: საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების (მათ შორის სახელოვნებო განათლების მიმართულებით) და ანსამბლების საქმიანობის გაძლიერებისთვის რეკომენდაციების შემუშავება.  ამოცანა: გამოწვევების/საჭიროებების იდენტიფიცირება, მათზე რეაგირება და საკვლევი ობიექტების შესაძლებლობების ხელშეწყობა-გაძლიერება.  სამუშაო ჯგუფი: პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების წარმომადგენლები.  მოკვლევა დაიწყო 2024 წლის 20 მარტს. მოკვლევის ანგარიში საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარედგინა 2025 წლის 7 თებერვალს.  მოკვლევის პროცესის მონაწილეები:  დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები და ბენეფიციარები;  საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები; (პროფილური სამინისტროები, სსიპ-ები, ა(ა)იპ-ები);  სსიპ „საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი“. ზოგადი სტატისტიკა 2024 წლის ოქტომბრის მდგომარეობით:  საზღვარგარეთის 38 ქვეყანაში, სხვადასხვა სამართლებრივი ფორმით, 325-ზე მეტი ქართული დიასპორული გაერთიანება ფუნქციონირებს. მათ შორის:  115 ქართული საკვირაო სკოლა და ქართული ენის შემსწავლელი კურსი;  117 ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი/ცეკვის შემსწავლელი წრე;  10 თეატრალური დასი. საკვირაო სკოლები: არსებული პრაქტიკა საკვირაო სკოლების რაოდენობა რეგიონების მიხედვით:  ევროპაში - 83   ჩრდილოეთ ამერიკაში - 13 დასავლეთ აზიაში - 17  ცენტრალურ აზიაში - 2 ევროკავშირის ტერიტორიაზე მოქმედებს 68 ქართული საკვირაო სკოლა.  საკვირაო სკოლების ბენეფიციართა ძირითადი ჯგუფია 5-დან 15 წლამდე ბავშვები და მოზარდები. ზოგიერთი სკოლა ახორციელებს ქართული ენის სწავლებას ზრდასრულებისთვისაც (მ.შ. ადგილობრივი ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც).  საკვირაო სკოლებში სწავლება, როგორც წესი, მიმდინარეობს უქმე დღეებში (შაბათ-კვირას) და მეცადინეობის ხანგრძლივობა კვირაში დაახლოებით 6-9 საათს შეადგენს.  სწავლება ტარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა, ისტორია, გეოგრაფია, ლიტერატურა და სხვ.  სწავლება, როგორც წესი, უფასოა, ან დაწესებულია საგანმანათლებლო პროცესის უზრუნველსაყოფად მინიმალური გადასახადი.  საკვირაო სკოლების შემოსავლების წყაროები: • შემოწირულობები; • საწევრო გადასახადები; • გრანტები. საკვირაო სკოლები: სახელმწიფოს მხარდაჭერა  საკვირაო სკოლები, მიუხედავათ მათი სამართლებრივი სტატუსისა, ხშირად იყენებენ საქართველოს ხელისუფლების ფინანსურ-ტექნიკურ მხარდაჭერას, რომელიც შეთავაზებულია სხვადასხვა უწყებისა თუ ორგანიზაციის მიერ.  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო (დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, საზღვარგარეთ მოქმედი საქართველოს საელჩოები/საკონსულოები);  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებები; კვლევითი და საგანმანათლებლო დაწესებულებები;  საქართველოს კულტურის სამინისტრო;  საქართველოს საპატრიარქო და საზღვარგარეთ მოქმედი მართლმადიდებლური სამრევლო;  სხვადასხვა დარგობრივი ორგანიზაციები (მუზეუმები, მწერალთა კავშირი, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და სხვ.) საკვირაო სკოლები: მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამები  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სკოლების მხარდაჭერის პროგრამა“, „დიასპორული ხელშეწყობა“, „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ და სხვ.  „საკვირაო ინიციატივების პროგრამები: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საკვირაო სკოლების საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებისთვის სახელმძღვანელოების, დამხმარე მასალებისა და რესურსების შემუშავებას და მიწოდებას; ქართულ ენაში ბავშვების დისტანციურ სწავლებას, პედაგოგების ტრენინგს და სხვ. ახორციელებს  შემდეგ ძირითად აქტივობებს: „კულტურული ღონისძიებები საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისათვის“; მრავალფეროვანი კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები . საქართველოს კულტურის სამინისტროს პროექტი საკვირაო სკოლები: გამოწვევები  საგანმანათლებლო რესურსის (წიგნები, სამუშაო რვეულები და სხვა) დეფიციტი; ამ მასალების საქართველოდან საზღვარგარეთ ტრანსპორტირების მაღალი ფასი.  ქართულის, როგორც უცხო ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოს ხელმიუწვდომლობა;  მასწავლებლების საქმიანობა მოხალისეობრივ საწყისებზე/ფინანსური წახალისების მექანიზმის არარსებობა;  კვალიფიციური პედაგოგების დეფიციტი (პედაგოგების უმეტესობას არ აქვს შესაბამისი განათლება/ცოდნა);  პედაგოგების პროფესიული მომზადება/გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების არასაკმარისი ხელმისაწვდომობა;  სასწავლო ფართის მცირე ზომა, ნაკლებად კომფორტულ სივრცეები, ქირავნობის გამოწვევები;  სხვადასხვა ასაკისა და ცოდნის დონის მქონე პირთა ერთ ჯგუფში გაერთიანება, რაც უარყოფითად აისახება გაკვეთილის ხარისხზე, ასევე მოსწავლეთა მოტივაციაზე;  სწავლების სტრუქტურისა და სასწავლო გეგმის შემუშავების/განხორციელების, სწავლების შედეგების განსაზღვრის სუსტი პრაქტიკა;  საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად (საქართველოში და არასაკმარისი ცოდნა ადგილსამყოფელ და უნარები; ნაკლებობა. გამოწვევების უმეტესობა განპირობებულია საჭირო ფინანსების ნაკლებობით. ქვეყანაში) ინფორმაციის სახელოვნებო ანსამბლები/თეატრალური დასები: სტატისტიკა 2024 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით, სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს ცეკვისა და სიმღერის 117 ჯგუფი/ანსამბლი. აქედან ძირითადია:  ევროპაში - 65  ჩრდილოეთ ამერიკაში - 11   დასავლეთ აზიაში - 13 ცენტრალურ აზიაში - 3 ყველაზე მეტი ანსამბლი/წრე ფუნქციონირებს ევროკავშირის შემდეგ ქვეყნებში:  საფრანგეთში - 14  გერმანიაში - 12  საბერძნეთში - 10   ესპანეთში - 7 იტალიაში - 6 თეატრალური დასები/ჯგუფები (სულ 10) ფუნქციონირებს :  საბერძნეთში - 4  აშშ-ში - 3   ბელგიაში - 1 ნიდერლანდებში - 1  აზერბაიჯანში - 1 სახელოვნებო ანსამბლები/თეატრალური დასები: არსებული პრაქტიკა  კვირაში ტარდება 3-5 მეცადინეობა.  ბენეფიციართა ასაკობრივი კატეგორიაა 6-დან 30 წლამდე პირები.  სამსახიობო ოსტატობის გარდა, მონაწილეები ეუფლებიან (არაფორმალური მეთოდების გამოყენებით) ქართულ ენას, ლიტერატურასა და კულტურას.  მეცადინეობების პროცესს უძღვებიან ყოფილი ან მოქმედი, ასევე მოყვარული ქორეოგრაფები, მოცეკვავეები, მომღერლები, მსახიობები, რეჟისორები.  ანსამბლებზე დიდია ბენეფიციართა მოთხოვნა არამარტო ქართულ დიასპორაში, არამედ ადგილსამყოფელი ქვეყნის მოქალაქეებში.  ანსამბლები/თეატრალური ჯგუფები აწყობენ კონცერტებს/წარმოდგენებს ადგილსამყოფელ ქვეყანაში, სხვა ქვეყნებსა და საქართველოში. სიმღერის და ცეკვის ჯგუფების/ანსამბლების შემოსავლების ძირითადი წყაროებია:  საწევრო გადასახადები;   გრანტები; შემოწირულობები. სახელმწიფოს მიზნობრივი მხარდაჭერა:  საგარეო საქმეთა სამინისტრო 2021 წლიდან ახორციელებს საგრანტო პროგრამა „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“;  საქართველოს კულტურის სამინისტროს პროექტი „კულტურული ღონისძიებები საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისათვის“;  თანამშრომლობა საქართველოში მოქმედ ანსამბლებთან და თეატრალურ დასებთან, ასევე კერძო სექტორთან. სახელოვნებო ანსამბლები/თეატრალური დასები: გამოწვევები  კვალიფიციური პედაგოგების/ქორეოგრაფების დეფიციტი;   შესაბამისი სავარჯიშო სივრცეებისა (ფართის) და ინვენტარის დეფიციტი. საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე (ხმაური) სახელოვნებო ჯგუფებისთვის პრობლემატურია სწავლებისთვის შესაბამისი ფართის მოძებნა/დაქირავება;  არასაკმარისი ფინანსური რესურსის გამო პრობლემატურია ჯგუფების/ანსამბლების ტრანსპორტირება და მონაწილეობა სხვადასხვა გასტროლებში, ფესტივალებში;  ქართული პიესების ტექსტების ადაპტირებული ვერსიების არარსებობა/ნაკლებობა. მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს ასევე გააცნო თემატური მოკვლევის შედეგად მირებული რეკომენდაციები: თემატური მოკვლევის საფუძველზე შემოთავაზებულია რეკომენდაციები, რომლებიც შეიძლება შემდეგ მიმართულებად დაჯგუფდეს: 1. პოლიტიკის შემუშავება/სრულყოფა; 2. დაფინანსების ეფექტიანი მოდელების შემუშავება/განხორციელება; 3. შესაბამისი რაოდენობისა და კვალიფიკაციის ადამიანური რესურსებით უზრუნველყოფა; 4. სასწავლო-საგანმანათლებლო, სახელოვნებო და შემოქმედებითი პროცესის სწორი ორგანიზება და მართვა; 5. ტექნიკური ინსტრუმენტების შემუშავება (რესურსებისა და სერვისების მიწოდება, ინფორმაციული უზრუნველყოფა და ა.შ.). პოლიტიკის შემუშავება/განხორციელებისას მიზანშეწონილია სხვადასხვა გამოცდილების შესწავლა და საქართველოსთვის მისაღები მოდელის განსაზღვრა. ქვეყნის მოკვლევაში განხილულია საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებული ინფორმაცია ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, ბულგარეთის, ირლანდიის, სომხეთის, თურქეთის, დაყრდნობით. ისრაელის, პოლონეთისა ირმა განცხადებით, ჩვენს ზავრადაშვილის და შვედეთის დიასპორაში გამოცდილებაზე ქართული ენისა და თვითმყოფადობის შენარჩუნება არის უმნიშვნელოვანესი საკითხი. იგი დაინტერესდა თუ არსებობს რაიმე პროგრამა ან ინიციატივა, რომ ჩვენი თანამემამულეებისათვის შეიქმნას ქართული ენის შემსწავლელი ტელესკოლა, რომელიც დაზოგავდა როგორც შესაბამისი ლიტერატურის შეძენის ისე მისი ტრანსპორტირების ხარჯებს. თანამომხსენებელმა სხდომაზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა. კომიტეტმა გადაწყვიტა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა მოისმინა ინფომრაცია ერთობლივი თემატური მოკვლევის - „საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების (მათ შორის, სახელოვნებო განათლების მიმართულებით) და ანსამბლების საქმიანობის გაძლიერება“ - შედეგების თაობაზე. სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ზარქუა სხდომის მდივანი: ბექა ბიძინაშვილი