საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერის სფეროში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.03.2025
ავტორი
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#[5756]/25/11
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

თემატური მოკვლევის - „საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების (მათ შორის, სახელოვნებო განათლების მიმართულებით) და ანსამბლების საქმიანობის გაძლიერება“- შედეგების თაობაზე ინფორმაციის მოსმენა

📋 განხილვის ეტაპები

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-11-28
კომიტეტის სხდომის ნომერი 16
შენიშვნა 2025 წლის 28 ნოემბერი, 15:00 საათი კახეთი, ყვარლის მუნიციპალიტეტი ერთობლივი გასვლითი სხდომა: 1. დიასპორის კომიტეტი; 2. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი.

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
დიასპორისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივი გასვლითი სხდომა თარიღი 28 ნოემბერი 2025 15:00 2025 წლის 28 ნოემბერი, 15:00 საათი კახეთი, ყვარლის მუნიციპალიტეტი დღის 1. საზღვარგარეთ მოქმედი ქართული წესრიგი საკვირაო სკოლების მხარდაჭერის სფეროში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები; მომხსენებლები: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო სამართლებრივი, მინისტრის მოადგილე - თამარ მახარაშვილი; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის დირექტორი - გიორგი ტაბატაძე; თანამომხსენებელი: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის უფროსი - ნოდარ კომახიძე; 2. დისტანციური - სწავლების პლატფორმის საქართველოს განათლების, „ქართული ენა ემიგრანტებისთვის“ პრეზენტაცია; მომხსენებელი: მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი - ეკატერინე ხუციშვილი; თანამომხსენებელი: სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „არაფორმალური განათლების პროგრამის“ მენეჯერი - ანი კუდუხაშვილი; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომის დღის წესრიგი საქართველოს პარლამენტი https://parliament.ge/print/announcement/3585?local=true „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების განვითარება საქართველოში გამოწვევები, მიღწევები და სამომავლო პერსპექტივები“-კონფერენციის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების წარდგენა; მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის განათლების, ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი - ეკა სეფაშვილი. მეცნიერებისა და
ოქმი
დიასპორის კომიტეტის სხდომის ოქმი N16 2025 წლის 28 ნოემბერი, 15:00 საათი ყვარლის მუნიციპალიტეტი სხდომას უძღვებოდა: დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა. სხდომას ესწრებოდნენ: დიასპორის კომიტეტის წევრები: დავით მათიკაშვილი (გივი ჭიჭინაძის უფლებამონაცვლე), გელა სამხარაული (გოჩა ენუქიძის უფლებამონაცვლე), ირმა ზავრადაშვილი, რამინა ბერაძე, ნოდარ ტურძელაძე, სოზარ სუბარი, ილია ინჯია. სხდომას არ ესწრებოდა: ეკა ჭიჭინაძე. სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა კომიტეტის 8 წევრის დასწრებით. საქართველოს სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ: კომიტეტის აპარატის მოხელეები და მოწვეული სტუმრები. პარლამენტის დიასპორის დღის წესრიგი 1. საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერის სფეროში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. მომხსენებლები: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე - თამარ მახარაშვილი; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის დირექტორი - გიორგი ტაბატაძე; თანამომხსენებელი: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის უფროსი - ნოდარ კომახიძე. 2. დისტანციური სწავლების პლატფორმის - „ქართული ენა ემიგრანტებისთვის“ პრეზენტაცია. მომხსენებელი: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი - ეკატერინე ხუციშვილი; თანამომხსენებელი: სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „არაფორმალური განათლების პროგრამის“ მენეჯერი - ანი კუდუხაშვილი. სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო სხდომის დღის წესრიგი. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის წევრებს შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ. დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით, მომხსენებელმა თამარ მახარაშვილმა კომიტეტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ. მისი განმარტებით, 2017 წლიდან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო ახორციელებს პლატფორმას, რისი საშუალებითაც ჩვენს დიასპორელებს ვთავაზობთ ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების შესაძლებლობას. პლატფორმის ფარგლებში, არსებობს სტრატეგია, რომელიც იშლება 4 მიმართულებით:  ენობრივი უნარების განვითარება;  კულტურული იდენტობის შენარჩუნება;  თანამედროვე დისტანციური და ჰიბრიდული სწავლების სისტემების ამუშავება;  დიასპორის ჩართულობის გაძლიერება. მომხსენებლის განცხადებით, სტატისტიკის შედგენის დროს, დისტანციურ სწავლებაში ჩართული იყო 79 ქვეყნის 2457 მოსწავლე, რომელიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში გაიზარდა 3100 მოსწავლემდე. აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იქნა მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც შეეხება მოსწავლეების ასაკის ზრდას. კერძოდ, მოსწავლეების ასაკი განსაზღვრული იყო 5-დან 15 წლამდე, რომელიც სამინისტროს გადაწყვეტილებით, გაიზარდა 18 წლამდე. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, სამინისტროს მიერ შეთავაზებული სწავლების კურსებით შეუძლიათ უკვე ისარგებლონ 5-18 წლის ასაკის მოსწავლეებს. თამარ მახარაშვილმა ერთობლივი კომიტეტის სხდომაზე მიმოიხილა დიასპორელ მოსწავლეთა სტატისტიკა. მისი განმარტებით, არ ფიქსირდება სასწავლებლის 1 % იანი მიტოვებაც კი, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია და შესაბამისად, მონაცემები არა მარტო ნორმის ფარგლებშია, არამედ დიდი წინსვლაა. მისი განცხადებით გაკვეთილები ტარდება “Teams” პლატფორმის მეშვეობით და ჯგუფის მოცულობა შეადგენს 5-7 მოსწავლეს. ამასთან, პროექტის გადამზადებულია საკვირაო სკოლების 68 მასწავლებელი. მომხსენებლის განმარტებით, ჩვენს სკოლებში ინერგება ფარგლებში, კლუბური დღემდე აქტივობა - ღირებულებითი განათლება, რომლის ინიციატორიც არის საქართველოს საპატრიარქო. აღნიშნული გაკვეთილების ფარგლებში, მამაოები ბავშვებს ესაუბრებიან ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ბიბლია, ადამიანის ღირებულებები, ოჯახის ინსტიტუტი და ა.შ. ამ ეტაპზე ეს პროგრამა შესულია 120 სკოლაში, სადაც ლექციების მიმართ არის საკმაოდ მაღალი დაინტერესება. პროექტმა იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, რომ გადაწყდა ანალოგიური კურსები იანვრიდან დაემატოს ჩვენი დიასპორისთვისაც, ონლაინ პლატფორმის ფორმით. მომხსენებლის განმარტებით, სამინისტრო ასევე ახორციელებს/გეგმავს შემდეგ აქტივობებს:  თვითრეგულირებადი ტური-სიწმინდეთა კვალდაკვალ;  იგეგმება სახელმძღვანელოს - ,,ამბები ჩვენი ქვეყნიდან’’ მე-2 ნაწილის გამოცემა;  შესაქმნელია ენის შემსწავლელი აუდიო გაკვეთილები, რაც ამ პროექტის განხორციელებისას გამოიკვეთა და რაც იგეგმება რომ მომავალი წლიდან ამოქმედდეს;  იგეგმება სისტემის - „ქართული ფილმების, როგორც სასწავლო რესურსის გამოყენება“ - დანერგვა  იგეგმება ბიბლიოთეკების განახლება ახალი მხატვრული ლიტერატურით. მარიამ ლაშხი დაინტერესდა, ხომ არ არის შესაძლებელი, დიასპორელი ბავშვების მიერ ამ პროექტის ფარგლებში მიღებული განათლების კრედიტები აღიარებულ იქნას საქართველოს მიერ, რათა ამ ბავშვებს აღარ მოუწიოთ საქართველოში დამატებით კონკრეტული საგნების ჩაბარება. გიორგი ტაბატაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით საზღვარგარეთ ფუნქციონირებს 118 საკვირაო სკოლა, საიდანაც 76 სკოლას უკვე გადაეცა სპეციალურად შექმნილი ინტეგრირებული სასწავლო სახელმძღვანელო. 2022-2023 წლებში დაფინანსდა 15 საგრანტო პროექტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში: ა.შ.შ, ნიდერლანდები, გერმანია, ესპანეთი საბერძნეთი, საფრანგეთი, ბელგია, თურქეთი, იტალია, პორტუგალია, უკრაინა, შვეიცარია. მან ასევე ისაუბრა საკვირაო სკოლების წინაშე არსებული საჭიროებებისა და პრობლემების შესახებ:  საკვირაო სკოლების დაფინანსება - არ არის მუდმივი დამოკიდებულია შემოწირულობებზე, რაც არასტაბილურია; და ძირითადად   კვალიფიციური პედაგოგების სიმცირე; ადგილსამყოფელ ქვეყნებში ოფიციალური რეგისტრაციის და შესაბამისად, აღიარებული სტატუსის არ ქონა;  არ ხდება საკვირაო სკოლების ერთმანეთთან კოორდინაცია; გიორგი ტაბატაძის განცხადებით, აღნიშნული გამოწვევების გადაჭრის გზები უნდა იყოს სახელმწიფო მხარდაჭერის გაძლიერება, საკვირაო სკოლების სტაბილური დაფინანსება, პედაგოგების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და სხვ. საბერძნეთში, ჩვენი დიასპორის წარმომადგენლმა ავთანდილ გიუნაშვილმა ისაუბრა საკვირაო სკოლების გამოწვევებზე. კერძოდ, მან განიხილა ერთ-ერთი სკოლის მაგალითი , რომელიც მდებარეობს ათენში. სახელმწიფო დაფინანსების პროგრამა ამ მიმართულებით 2017 წლიდან არსებობდა, თუმცა ანგარიშვალდებულების საკითხი არ არის წინა პლანზე წამოწეული და სახელმწიფო ხარჯი და დაფინანსება მოითხოვს კონტროლს. ეს ყველაფერი საჭიროა შედეგზე გასასვლელად და იმისთვის რომ სახელმწიფოს ხარჯები არამიზნობრივად არ გაიფლანგოს. მისი განმარტებით, ასევე, დღის წესრიგში უნდა დადგეს მასწავლებელთა გადამზადების საკითხი. დეფიციტი შეინიშნება მასწავლებელთა კადრების მხრივ. იტალიაში დიასპორის წარმომადგენლმა ნუნუ გელაძემ, განიხილა თუ რა პრობლემების წინაშე დგას საკვირაო სკოლები იტალიის სხვადასხვა რეგიონში. მან მთავარ გამოწვევებზე დაფინანსების არ არსებობის საკითხსა და მის მოგვარებასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ისაუბრა. პოლონეთში დიასპორის წარმომადგენელმა თორნიკე ცირეკიძემ აღნიშნა, რომ პოლონეთში საკვირაო სკოლების კუთხით კარგი ვითარებაა, რაც გარკვეულწილად საპატრიარქოს დამსახურებაა. თუმცა, დაფინანსება აქაც პრობლემური საკითხია. დღის წესრიგით გათვალისწინებულ მე-2 საკითხთან დაკავშირებით, მომხსენებელმა ეკატერინე ხუციშვილმა და თანამომხსენებელმა ანი კუდუხაშვილმა კომიტეტის წევრებს წარუდგინეს დისტანციური სწავლების პლატფორმის - „ქართული ენა ემიგრანტებისთვის“ პრეზენტაცია. ეკატერინე ხუციშვილის განცხადებით, ემიგრანტებისათვის ქართული ენის სწავლების ონლაინ-კურსი მოქმედებს 2017 წლიდან, თუმცა 2024 წლიდან დაინერგა ახალი პლატფორმა - გამოსწორდა/გამარტივდა რეგისტრაციის პროცესი. პლატფორმა მასწავლებლის მუშაობს 4 სხვადასხვა განყოფილება; მიმართულებით: საგანმანათლებლო მოსწავლის რესურსები და განყოფილება; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მოდული. ირაკლი ზარქუას განცხადებით უმნიშვნელოვანესია, რომ გააქტიურდეს საელჩოების სოციალური ქსელები, რათა მოხდეს ჩვენი დიასპორელების დროული და სწორი ინფორმირება. ანი კუდუხაშვილის განცხადებით წიგნის - „33 გასაღების“ გარდა შეიქმნა სახელმძღვანელო „ამბები ჩემი ქვეყნიდან 1“, რომელიც სრულად გაფორმებულია ემიგრანტი ბავშვების ილუსტრაციებით. ახლა მიმდინარეობს სახელმძღვანელოზე - „ამბები ჩემი ქვეყნიდან 2“ მუშაობა, რომელიც ასევე გაფორმდება ემიგრანტი ბავშვების ხელნაწერებით საქართველოს შესახებ. მომავალი წლიდან იგეგმება სასწავლო რესურსის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება, რათა მოსწავლეებმა მიიღონ უფრო მაღალი ხარისხის განათლება. მან კომიტეტის წევრებს და დიასპორის წარმომადგენლებს წარუდგინა ონლაინ პლატფორმის https://distancelearning.mes.gov.ge/v2/landing შესახებ დადებით მხარეებზე და რეგისტრაციის პირობებზე. პრეზენტაცია. ისაუბრა პორტალის ვლადიმერ ბოჟაძე დაინტერესდა, რამდენად არის ხელმისაწვდომი ონლაინ გაკვეთილების პარალელურად, პედაგოგების აქტიური ჩართულობით, მომზადდეს ასევე ვიდეო გაკვეთილები, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ დროს ჩვენი დიასპორისთვის. გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, კარგი იქნება, რომ საკვირაო სკოლებს გარკვეული სახის იურიდიული ფორმა მიენიჭოს, რათა არ ვიყოთ დამოკიდებული მხოლოდ ადგილსამყოფელი ქვეყნების კანონმდებლობაზე. აღნიშნული დაგვეხმარება, უფრო ცენტრალიზებული გახდეს დაფინანსების სისტემაც და გამარტივდეს ლოჯისტიკური საკითხებიც. დაინტერესდა თუ როგორ ხდება საკვირაო სკოლების დაფინანსება. იგი ასევე, რამინა ბერაძემ დააყენა საკითხი, რომ გაგრძელდეს საქართველოში დიასპორელი ბავშვების ბანაკებში ჩამოყვანის პროგრამა და დაინტერესდა ხომ არ იგეგმება საკვირაო სკოლების დაფინანსების გაძლიერების მიმართულებით სამინისტროების მუშაობა. ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია გაძლიერდეს ემიგრანტ მშობლებთან მუშაობა, რათა ბავშვებმა რაც შეიძლება ადრეულ ასაკში, მშობლის აქტიური ჩართულობით დაიწყოს ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის შესწავლა. ასევე დაინტერესდა თვითონ ემიგრანტები რა საკითხებს თვლიან პრიორიტეტულად აღნიშნული პროგრამის განვითარების კუთხით და ასევე, საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმის ფარგლებში, რა შეიძლება გაკეთდეს ემიგრანტების განათლების მიმართულებით. გელა სამხარაული დაინტერესდა მსოფლიოში სხვადასხვა დროის სარტყელის არსებობიდან გამომდინარე, როგორ ხდება ერთდროულად ამ ბავშვებისთვის გაკვეთილების ჩატარება, რამდენად არის მორგებული ჩვენი დიასპორელებისთვის აღნიშნული ონლაინ გაკვეთილები ადგილსამყოფელ ქვეყნებში, განსხვავებული დროიდან გამომდინარე. ილია ინჯია დაინტერესდა, როგორ ხდება სასწავლო წიგნების პროგრამების შერჩევა და ვინ ადგენს აღნიშნულ წიგნებს, რომლითაც შემდგ უკვე ხელმძღვანელობენ საკვირაო სკოლები ჩვენი დიასპორელი ბავშვებისთვის. მისი განცხადებით, პროგრამასთან დაკავშირებით მშობლების შეფასებასთან ერთად, საინტერესო იქნებოდა გაკეთდეს ასევე მასწავლებლების შეფასებაც, რათა კიდევ უფრო დაიხვეწოს აღნიშნული პროგრამა. ესპანეთში დიასპორის წარმომადგენელის, მანანა გოგოლაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროგრამაში ჩაემატა „ღირებულებითი განათლება“, რადგან მხოლოდ ქართული ენის ცოდნა არ ნიშნავს ქართველობას. მნიშვნელოვანია ემიგრანტმა იცოდეს და ჰქონდეს შეხება იმ საუკეთესო ღირებულებებთან, რომლებიც გაგვაჩნია ქართველებს. ასევე, მან ისაუბრა ადგილსამყოფელ ქვეყნებში საკვირაო სკოლების ხელშეწყობის აუცილებლობაზე, როგორც ადგილის გამოყოფის, ისე მათი დაფინანსების კუთხით. მისი განმარტებით უმნიშვნელოვანესია, დიასპორელ ბავშვებს ჰქონდეთ ერთმანეთთან ურთიერთობა, რაც კიდევ უფრო მეტად დააახლოვებს მათ, საკუთარ სამშობლოსთან. გერმანიაში დიასპორის წარმომადგენლებმა ნათია ნინიძემ და ნათია შეროზიამ დადებითად შეაფასეს ონლაინ სწავლების პლატფორმა, და გამოთქვეს სურვილი რომ აღნიშნული პროგრამა კიდევ უფრო განვითარდეს, ასევე გაძლიერდეს საკვირაო სკოლების მხარდაჭერა როგორც ფინანსური ისე საჭირო ინვენტარის კუთხით. მომხსენებლებმა კომიტეტის სხდომაზე დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. სხდომის დასასრულს ირაკლი ზარქუამ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა დიასპორელებს აქტიური ჩართულობისთვის და იმ თავდადებისთვის, რასაც სამშობლოდან მოშორებულები აკეთებენ ქართული კულტურის, ღირებულებების, თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და მსოფლიოში ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის. კომიტეტმა გადაწყვიტა: დიასპორის კომიტეტმა მოისმინა ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: 1. საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერის სფეროში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები; 2. დისტანციური სწავლების პლატფორმის - „ქართული ენა ემიგრანტებისთვის“ პრეზენტაცია. სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ზარქუა სხდომის მდივანი: ბექა ბიძინაშვილი