„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"
📋 განხილვის ეტაპები
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-09-01
ბიუროს ნომერი 69
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსში
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
13.08.2018,
სარეგისტრაციო კოდი: 330090000.05.001.019104) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის:
ა) „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორია - საქართველოს მთავრობის სამართლებრივი
აქტით მაღალი მნიშვნელობის საზოგადოებრივი, ეკონომიკური, ეკოლოგიური, ჰუმანიტარული,
თავდაცვითი, საკურორტო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო, კულტურული ან/და
სხვა ფაქტორიდან გამომდინარე, დასახლებისთვის, მუნიციპალიტეტისთვის ან მისი
ტერიტორიის ნაწილისთვის მინიჭებული განსაკუთრებული რეგულირების სტატუსის მქონე
ტერიტორია;“.
2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:
„მუხლი 41. სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის სფეროში სახელმწიფო
პოლიტიკის განხორციელება
1. სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის სფეროში სახელმწიფო
პოლიტიკას ახორციელებს სამინისტრო და კომპეტენციის ფარგლებში წარმართავს სააგენტო.
2. სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის სფეროს მეთოდური
ხელმძღვანელობის, კოორდინაციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტო
ახორციელებს
შემუშავებული/დამტკიცებული
სივრცის
დაგეგმარებისა
და
ქალაქთმშენებლობითი გეგმების და მათთან დაკავშირებული დოკუმენტების, ასევე
დასაგეგმარებელი ტერიტორიის კვლევას, ანალიზს, შეფასებას, ამ დოკუმენტების
კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას და შესაბამისი დასკვნის
მომზადებას.
3. დაგეგმვის უფლებამოსილების მქონე ორგანო ვალდებულია სააგენტოს ან/და სამინისტროს,
მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდოს ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ღონისძიებების
განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
4. ამ მუხლის მე-2 ნაწილის ფარგლებში სააგენტოს გაცემული დასკვნის გათვალისწინება
სავალდებულოა
დაგეგმვის
უფლებამოსილი
ორგანოსთვის
სივრცის
დაგეგმარების/ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავებისას ან მათში ცვლილების
შეტანისას.“.
3. მე-15 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სივრცის დაგეგმარების სპეციალური ამოცანების გადასაწყვეტად შესაძლებელია
საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განისაზღვროს ისტორიულ-კულტურული
ან/და ეკონომიკური ან/და სხვა ნიშნით იდენტიფიცირებული გეგმარებითი ერთეული.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული გეგმარებითი ერთეულისთვის სააგენტო
შეიმუშავებს და სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობა ამტკიცებს შესაბამის
სივრცის დაგეგმარების გეგმას, რომლის შემუშავებისთვის მოქმედებს ამ კოდექსით დადგენილი
მოთხოვნები.“.
4. მე-18 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის ან მისი ნაწილის
შემუშავება ან/და მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების მომზადება საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად დაუკვეთოს სხვა სუბიექტს.“.
5. მე-19 მუხლის:
ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სააგენტოს მიერ შემუშავებულ საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციას და
ამ კონცეფციის დასკვნას სამინისტრო წარუდგენს საქართველოს მთავრობას.“;
ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სააგენტოს მიერ წარმოდგენილ საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის დასკვნას
სამინისტრო წარუდგენს საქართველოს მთავრობას.“.
6. 25-ე მუხლის:
ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. I სტადია მოიცავს ავტონომიური რესპუბლიკის სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციის
პროექტის განხილვასა და დამტკიცებას. ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს
მთავრობას წარუდგენს ავტონომიური რესპუბლიკის სივრცის დაგეგმარების გეგმის
კონცეფციაზე სააგენტოს მიერ გაცემულ დასკვნას. ავტონომიური რესპუბლიკის სივრცის
დაგეგმარების გეგმის კონცეფციას საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით ამტკიცებს
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.“;
ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5.ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს მთავრობას წარუდგენს ავტონომიური
რესპუბლიკის სივრცის დაგეგმარების გეგმაზე სააგენტოს მიერ გაცემულ
დასკვნას.
ავტონომიური რესპუბლიკის სივრცის დაგეგმარების გეგმას საქართველოს მთავრობასთან
შეთანხმებით ამტკიცებს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.“.
7. 31-ე მუხლის:
ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფცია შესაბამისმა მუნიციპალიტეტმა
დასკვნის მისაღებად უნდა წარუდგინოს სააგენტოს. სააგენტო უზრუნველყოფს სხვა,
დაინტერესებული სამინისტროების/უწყებების მონაწილეობას და საკუთარი შენიშვნებისა და
მოსაზრებების საფუძველზე შესაბამისი დასკვნის მუნიციპალიტეტისათვის წარდგენას.“;
ბ) მე-5 ნაწილის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 ნაწილი:
„51.
მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის საბოლოო პროექტი შესაბამისმა
მუნიციპალიტეტმა დასკვნის მისაღებად უნდა წარუდგინოს სააგენტოს. სააგენტო
უზრუნველყოფს სხვა, დაინტერესებული სამინისტროების/უწყებების მონაწილეობას და
საკუთარი
შენიშვნებისა
და
მოსაზრებების
საფუძველზე
შესაბამისი
დასკვნის
მუნიციპალიტეტისათვის წარდგენას.“;
გ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის საბოლოო პროექტი, რომელზეც
გაცემულია სააგენტოს დასკვნა, სამართლებრივი კონსულტაციისთვის წარედგინება
სამართლებრივი
ზედამხედველობის
ორგანოს
საქართველოს
ორგანული
კანონის
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 137-ე მუხლით დადგენილი წესით.“;
8. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 36. განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორია
1. საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით მაღალი მნიშვნელობის საზოგადოებრივი,
ეკონომიკური, ეკოლოგიური, ჰუმანიტარული, თავდაცვითი, საკურორტო, სპორტულგამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო, კულტურული ან/და სხვა ფაქტორიდან გამომდინარე,
დასახლებას, მუნიციპალიტეტს ან მისი ტერიტორიის ნაწილს შეიძლება მიენიჭოს
განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსი.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ტერიტორიისათვის საქართველოს მთავრობა
ამტკიცებს გენერალურ გეგმას, ხოლო სააგენტო − განაშენიანების გეგმას/განაშენიანების
დეტალურ გეგმას. მათი შემუშავებისას მოქმედებს ამ კოდექსით ქალაქთმშენებლობითი გეგმის
შემუშავებისათვის დადგენილი მოთხოვნები, ამ მუხლით განსაზღვრული თავისებურებების
გათვალისწინებით.
3. განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია
დაადგინოს ამავე ტერიტორიაზე მოქმედი სპეციალური რეგულაცია - ტერიტორიების
გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ან/და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის
შემუშავების/დამტკიცების განსხვავებული წესები.
4. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა გაიცემა
საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით, ამ
მუხლით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით.“.
9. 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 42. საჯარო ადმინისტრაციული წარმოება გენერალური გეგმის განხილვასა და
დამტკიცებასთან დაკავშირებით
1. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია გენერალური გეგმის ან მისი ნაწილის ან/და მასთან
დაკავშირებული სხვა დოკუმენტების შემუშავება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
დაუკვეთოს სხვა სუბიექტს.
2. გენერალური გეგმის განხილვა და დამტკიცება ხორციელდება ურთიერთდამოკიდებულ,
მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ ორ სტადიად:
ა) I სტადია − გენერალური გეგმის კონცეფციის განხილვა და დამტკიცება;
ბ) II სტადია − გენერალური გეგმის განხილვა და დამტკიცება.
3. I სტადია იწყება გენერალური გეგმის კონცეფციის შემუშავების შემდეგ, რომლის დროსაც
წინასაპროექტო კვლევების საფუძველზე უნდა განხორციელდეს გენერალური გეგმის
კონცეფციის განხილვა და დამტკიცება. გენერალური გეგმის კონცეფციაში ასახული უნდა იყოს
ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის ძირითადი მიზნები და ამოცანები, მათი მიღწევისა და
გადაწყვეტის გზები.
4. გენერალური გეგმის კონცეფცია შესაბამისმა მუნიციპალიტეტმა დასკვნის მისაღებად უნდა
წარუდგინოს სააგენტოს, რომელსაც თან უნდა დაერთოს სხვა, დაინტერესებული
სამინისტროების/უწყებების პოზიციები. სააგენტო, მათ შორის
სხვა, დაინტერესებული
სამინისტროების/უწყებების შენიშვნებისა და მოსაზრებების საფუძველზე, უზრუნველყოფს
შესაბამისი დასკვნის მომზადებას და მუნიციპალიტეტისათვის წარდგენას.
5. გენერალური გეგმის კონცეფციას ამტკიცებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულო,
ხოლო კოდექსის 36-ე მუხლის შემთხვევაში - საქართველოს მთავრობა.
6. II სტადია იწყება გენერალური გეგმის დამტკიცებული კონცეფციის საფუძველზე გენერალური
გეგმის პროექტის შემუშავების შემდეგ, მისი განხილვისა და დამტკიცების მიზნით.
7. გენერალური გეგმის საბოლოო პროექტი შესაბამისმა მუნიციპალიტეტმა დასკვნის მისაღებად
უნდა წარუდგინოს სააგენტოს, რომელსაც თან უნდა დაერთოს სხვა, დაინტერესებული
სამინისტროების/უწყებების პოზიციები. სააგენტო, მათ შორის
სხვა, დაინტერესებული
სამინისტროების/უწყებების შენიშვნებისა და მოსაზრებების საფუძველზე, უზრუნველყოფს
შესაბამისი დასკვნის მომზადებას და მუნიციპალიტეტისათვის წარდგენას.
8. გენერალური გეგმის საბოლოო პროექტი, რომელზეც გაცემულია სააგენტოს დასკვნა,
სამართლებრივი კონსულტაციისთვის წარედგინება სამართლებრივი ზედამხედველობის
ორგანოს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
137-ე მუხლით დადგენილი წესით.
9. გენერალურ გეგმას ამტკიცებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო კოდექსის
36-ე მუხლის შემთხვევაში - საქართველოს მთავრობა.
10. გენერალურ გეგმაში ცვლილების შეტანა ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს
გადაწყვეტილებით (კოდექსის 36-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში - საქართველოს
მთავრობის გადაწყვეტილებით), მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით (კოდექსის 36-ე
მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში - სააგენტოს ინიციატივით) ან ნებისმიერი პირის
მიმართვის საფუძველზე.
11. გენერალურ გეგმაში არაარსებითი ცვლილების შეტანის შემთხვევაში ამ მუხლით
განსაზღვრული I სტადია არ ხორციელდება.
12. გენერალური გეგმის კონცეფციის შემუშავების დაწყების თაობაზე ინფორმაცია (მათ შორის,
გეგმარებითი არეალის ზუსტი საზღვრების შესახებ ინფორმაცია) უფლებამოსილმა
ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოაქვეყნოს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე
არაუგვიანეს 1 თვისა.
13. კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებული ტერიტორიისათვის გენერალური გეგმის
განხილვისა და დამტკიცების ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს სააგენტო და
შემუშავებულ კონცეფციას/საბოლოო პროექტს სამინისტროს მეშვეობით, დასამტკიცებლად
წარუდგენს საქართველოს მთავრობას, ამ მუხლით დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის მე-4,
მე-7 და მე-8 ნაწილებისა.
14. გენერალური გეგმის
დადგენილებით.“.
შემუშავების
წესი
განისაზღვრება
საქართველოს
მთავრობის
10. 43-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 43. საჯარო ადმინისტრაციული წარმოება განაშენიანების გეგმის/განაშენიანების
დეტალური გეგმის განხილვასა და დამტკიცებასთან დაკავშირებით
1. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური
გეგმის ან მათი ნაწილის ან/და მათთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების შემუშავება
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაუკვეთოს სხვა სუბიექტს.
2. თუ ტერიტორიისთვის გენერალური გეგმა არ არსებობს, განაშენიანების გეგმის/განაშენიანების
დეტალური გეგმის შემუშავების თაობაზე შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი
ორგანოს გადაწყვეტილება უნდა შეთანხმდეს იმავე მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან.
3. განაშენიანების გეგმასთან/განაშენიანების დეტალურ გეგმასთან დაკავშირებული საჯარო
ადმინისტრაციული წარმოების თითოეულ სტადიაზე საზოგადოებისათვის თვალსაჩინო
ადგილას დამატებით უნდა განთავსდეს საინფორმაციო დაფა, რომელზედაც, სულ მცირე, უნდა
განთავსდეს ინფორმაცია დასაგეგმარებელი ტერიტორიის საზღვრების, დაინტერესებული
პირებისაგან მოსაზრებებისა და შეფასებების მიღების პერიოდისა და გეგმის დამტკიცების
სავარაუდო ვადების შესახებ.
4. განაშენიანების გეგმის განხილვა და დამტკიცება ხორციელდება ურთიერთდამოკიდებულ,
მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ ორ სტადიად:
ა) I სტადია − განაშენიანების გეგმის კონცეფციის განხილვა და დამტკიცება;
ბ) II სტადია − განაშენიანების გეგმის განხილვა და დამტკიცება.
5. I სტადია იწყება განაშენიანების გეგმის კონცეფციის შემუშავების შემდეგ, რომლის დროსაც
წინასაპროექტო კვლევების საფუძველზე უნდა განხორციელდეს განაშენიანების გეგმის
კონცეფციის განხილვა და დამტკიცება. განაშენიანების გეგმის კონცეფციაში ასახული უნდა იყოს
ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის ძირითადი მიზნები და ამოცანები, მათი მიღწევისა და
გადაწყვეტის გზები.
6. განაშენიანების გეგმის კონცეფცია შესაბამისმა მუნიციპალიტეტმა დასკვნის მისაღებად უნდა
წარუდგინოს სააგენტოს, რომელსაც თან უნდა დაერთოს სხვა, დაინტერესებული
სამინისტროების/უწყებების პოზიციები. სააგენტო, მათ შორის
სხვა, დაინტერესებული
სამინისტროების/უწყებების შენიშვნებისა და მოსაზრებების საფუძველზე, უზრუნველყოფს
შესაბამისი დასკვნის მომზადებას და მუნიციპალიტეტისათვის წარდგენას.
7. განაშენიანების გეგმის კონცეფციას ამტკიცებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულო,
ხოლო კოდექსის 36-ე მუხლის შემთხვევაში - სააგენტო.
8. II სტადია იწყება განაშენიანების გეგმის დამტკიცებული კონცეფციის საფუძველზე
განაშენიანების გეგმის პროექტის შემუშავების შემდეგ, მისი განხილვისა და დამტკიცების
მიზნით.
9. განაშენიანების გეგმის საბოლოო პროექტი შესაბამისმა მუნიციპალიტეტმა დასკვნის
მისაღებად უნდა წარუდგინოს სააგენტოს, რომელსაც თან უნდა დაერთოს სხვა,
დაინტერესებული სამინისტროების/უწყებების პოზიციები. სააგენტო, მათ შორის
სხვა,
დაინტერესებული სამინისტროების/უწყებების შენიშვნებისა და მოსაზრებების საფუძველზე,
უზრუნველყოფს შესაბამისი დასკვნის მომზადებას და მუნიციპალიტეტისათვის წარდგენას.
10. განაშენიანების გეგმას ამტკიცებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო
კოდექსის 36-ე მუხლის შემთხვევაში - სააგენტო.
11. განაშენიანების გეგმაში ცვლილების შეტანა ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს
გადაწყვეტილებით (კოდექსის 36-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში - სააგენტოს
გადაწყვეტილებით), მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით (კოდექსის 36-ე მუხლით
განსაზღვრულ შემთხვევაში - სააგენტოს ინიციატივით) ან ნებისმიერი პირის მიმართვის
საფუძველზე.
12. განაშენიანების გეგმაში არაარსებითი ცვლილების შეტანის შემთხვევაში ამ მუხლით
განსაზღვრული I სტადია არ ხორციელდება.
13. განაშენიანების გეგმის შემუშავების დაწყების თაობაზე ინფორმაცია (მათ შორის,
გეგმარებითი არეალის ზუსტი საზღვრების შესახებ ინფორმაცია) უფლებამოსილმა
ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოაქვეყნოს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე
არაუგვიანეს 1თვისა.
14. თუ განაშენიანების გეგმის მიზანია დასახლებული ტერიტორიის ინტენსიური განვითარება,
ამ მუხლით განსაზღვრული I სტადია არ ხორციელდება.
15. განაშენიანების დეტალური გეგმის განხილვისა და დამტკიცების ადმინისტრაციული
წარმოება შემოიფარგლება განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის განხილვითა და
დამტკიცებით, რა შემთხვევაშიც ამ მუხლით განსაზღვრული I სტადია არ ხორციელდება.
16. განაშენიანების დეტალური გეგმის საბოლოო პროექტი შესაბამისმა მუნიციპალიტეტმა
დასკვნის მისაღებად უნდა წარუდგინოს სააგენტოს (გარდა იმ დასახლების განაშენიანების
დეტალური გეგმის განხილვასა და დამტკიცებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ
წარმოებაზე, სადაც მოქმედებს იერარქიულად ზემდგომი ქალაქთმშენებლობითი გეგმა),
რომელსაც თან უნდა დაერთოს სხვა, დაინტერესებული სამინისტროების/უწყებების პოზიციები.
სააგენტო, მათ შორის სხვა, დაინტერესებული სამინისტროების/უწყებების შენიშვნებისა და
მოსაზრებების საფუძველზე, უზრუნველყოფს შესაბამისი დასკვნის მომზადებას და
მუნიციპალიტეტისათვის წარდგენას.
17. განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების დაწყების თაობაზე ინფორმაცია
საინფორმაციო დაფაზე პირმა უნდა განათავსოს საპროექტო ტერიტორიის მიმდებარედ,
საზოგადოებისათვის თვალსაჩინო ადგილას, ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე
არაუგვიანეს 2 კვირისა.
18. განაშენიანების დეტალურ გეგმას ამტკიცებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულო,
ხოლო კოდექსის 36-ე მუხლის შემთხვევაში - სააგენტო.
19. განაშენიანების დეტალურ გეგმაში ცვლილების შეტანა ხდება მუნიციპალიტეტის
საკრებულოს გადაწყვეტილებით (კოდექსის 36-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში სააგენტოს გადაწყვეტილებით), მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით (კოდექსის 36-ე
მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში - სააგენტოს ინიციატივით) ან ნებისმიერი პირის
მიმართვის საფუძველზე.
20. კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებული ტერიტორიისათვის განაშენიანების
გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის განხილვისა და დამტკიცების ადმინისტრაციულ
წარმოებას ახორციელებს სააგენტო, ამ მუხლით დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის მე-2, მე6, მე-9 და მე-16 ნაწილებისა.
21. განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების წესი განისაზღვრება
საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.
11. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 431 მუხლი:
„მუხლი 431. განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების ან/და მასში ცვლილების თაობაზე
განცხადების წარდგენის წესი
1. განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების ან/და მასში ცვლილების თაობაზე განცხადება
დაგეგმვაზე უფლებამოსილ ორგანოს წარედგინება, ადმინისტრაციული წარმოება წარიმართება
და გადაწყვეტილება მიიღება კოდექსის 1011 მუხლით დადგენილი წესით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს
მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით და აღნიშნული ადმინისტრაციული
წარმოების პროცესში მიღებული ყველა გადაწყვეტილება ქვეყნდება საჯაროდ შესაბამის
პორტალზე.“.
12. 47-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დაგეგმვის უფლებამოსილების მქონე ორგანოს შეუძლია საკუთარი უფლებამოსილების
განხორციელების მიზნით სხვა სუბიექტთან დადოს ადმინისტრაციული ხელშეკრულება
(მაგალითად,
ხელშეკრულება
ქალაქთმშენებლობითი
გეგმის
შემუშავების,
ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების განხორციელების, ინფრასტრუქტურის მშენებლობის
ან/და მისი მოწესრიგების თაობაზე).“;
ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ხელშეკრულების დადებისას განისაზღვრება
შესაბამისი დავალების განხორციელების ვადა. ეს ვადა განაშენიანების დეტალური გეგმის
შემთხვევაში 12 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში,
ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 12 თვისა.“.
13. მე-80 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შენობა-ნაგებობის არქიტექტურული პარამეტრები და ესთეტიკური მახასიათებლები
დგინდება
ქალაქთმშენებლობითი
გეგმით
ან/და
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
სამართლებრივი აქტით, რომლის მიზანია მაღალი ესთეტიკური ღირებულების განაშენიანების
ჩამოყალიბება/შენარჩუნება და ცხოვრების ხარისხის ამაღლება. ამ მუხლით განსაზღვრული
ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს
მთავრობის დადგენილებით.“.
14. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1011 მუხლი:
„მუხლი 1011. მშენებლობის
გადაწყვეტილების მიღების წესი
ნებართვის/შეტყობინების
თაობაზე
განცხადებისა
და
1. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია მშენებლობის ნებართვის
ადმინისტრაციული წარმოება წარმართოს და ნებართვის გაცემის მიზნით გამოიყენოს მხოლოდ
პროგრამული უზრუნველყოფისა და მართვის ავტომატური საშუალებები.
2. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია მშენებლობის ნებართვის
ნებისმიერი სტადიის თაობაზე განცხადების წარმოდგენა დაადასტუროს ელექტრონული
განცხადების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციით და მისთვის სარეგისტრაციო ნომრის
მინიჭებით.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად წარმოდგენილი განცხადება თანდართული
დოკუმენტაციით ავტომატურად აისახება საკადასტრო რუკაზე, უძრავ ნივთზე (საკადასტრო
ერთეულზე) იდენტიფიცირებული სახით და ქვეყნდება საჯაროდ.
4. მშენებლობის ნებართვა/მშენებლობის შეტყობინება (ნებისმიერი სტადიის
თაობაზე
გადაწყვეტილება) გაიცემა მართვის ავტომატური საშუალების გამოყენებით და ქვეყნდება
საჯაროდ შესაბამის პორტალზე.“.
15. 106-ე მუხლის მე-8 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
16. 141-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სააგენტო 2035 წლის 31 დეკემბრამდე უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ინიციატივითა და
საქართველოს მთავრობის დავალებით უზრუნველყოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის სივრცის
დაგეგმარების გეგმის ან/და ქალაქთმშენებლობითი გეგმის კონცეფციის/საბოლოო გეგმის ან/და
მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემუშავება. აღნიშნული გეგმის კონცეფცია/პროექტი
მოწონებული უნდა იქნეს სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რის შემდეგაც
მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის ან/და ქალაქთმშენებლობითი გეგმის
კონცეფციას/პროექტს ამტკიცებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულო.
4. ყველა მუნიციპალიტეტმა 2035 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს შესაბამისი
მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავება და დამტკიცება.“.
17. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 14110 მუხლი:
„მუხლი 14110. საბაზისო-თემატური გეგმის შემუშავების დროებითი წესი
1. სააგენტო, 2035 წლის 31 დეკემბრამდე, შესაბამის მუნიციპალიტეტთან კონსულტაციით და
საქართველოს მთავრობის დავალებით, ამავე დავალებით განსაზღვრულ გეგმარებით
ერთეულზე, უფლებამოსილია შეიმუშაოს საბაზისო-თემატური გეგმა.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის ფარგლებში შემუშავებულ საბაზისო-თემატურ გეგმას
სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
3. საბაზისო-თემატური გეგმა არის დროებითი ხასიათის, გარდამავალი გეგმა, რომლის მიზანია
დასაგეგმარებელი ტერიტორიისათვის შესაბამისი მუნიციპალიტეტის/მულტიმუნიციპალური
სივრცის დაგეგმარების გეგმის ან/და ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცებამდე,
ტერიტორიის განვითარებისა და გეგმარებითი გადაწყვეტებისათვის შესაბამისი საბაზისო,
სახელმძღვანელო წინაპირობების ჩამოყალიბება. საბაზისო-თემატური გეგმის ამოცანაა
მუნიციპალიტეტის/მულტიმუნიციპალური
სივრცის
დაგეგმარების
გეგმის
ან/და
ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცებაზე უფლებამოსილების მქონე ორგანოებისთვის
შექმნას ამავე გეგმების შემუშავებისთვის აუცილებელი საბაზისო წინაპირობები, ხოლო მათ
დამტკიცებამდე უზრუნველყოს ტერიტორიის მოწესრიგებული/დაბალანსებული განვითარება.
4. საბაზისო-თემატური გეგმის შემუშავების წინაპირობაა დასაგეგმარებელ ტერიტორიაზე
მუნიციპალიტეტის/მულტიმუნიციპალური
სივრცის
დაგეგმარების
გეგმების
ან/და
ქალაქთმშენებლობითი გეგმების არარსებობა და დასაგეგმარებელი ტერიტორიის განვითარების
სტრატეგიული მიზნების ჩამოყალიბებისთვის ზოგადი მიმართულებების განსაზღვრის
საჭიროება.
5. საბაზისო-თემატური გეგმის შემადგენლობა
საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
და
შემუშავების
წესი
განისაზღვრება
6. საბაზისო-თემატური გეგმა სივრცის დაგეგმარების მიზნებისთვის მოქმედებს
დასაგეგმარებელ
ტერიტორიაზე
მუნიციპალიტეტის/მულტიმუნიციპალური
სივრცის
დაგეგმარების გეგმ(ებ)ის დამტკიცებამდე, ხოლო ქალაქთმშენებელობითი მიზნებისთვის დასაგეგმარებელ ტერიტორიაზე ქალაქთმშენებლობითი გეგმ(ებ)ის დამტკიცებამდე.
7. საბაზისო-თემატური გეგმა, მისი მოქმედების პერიოდში, შესაბამისი სივრცის დაგეგმარების
გეგმების ან/და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების/დამტკიცების უფლებამოსილების
მქონე ორგანოებისთვის და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოებისთვის წარმოადგენს
სავალდებულო სახელმძღვანელო დოკუმენტს.“.
8. სააგენტო უფლებამოსილია საბაზისო-თემატური გეგმის ან მისი ნაწილის შემუშავება ან/და
მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების მომზადება საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად დაუკვეთოს სხვა სუბიექტს.“.
მუხლი 2.
1. ამ კანონის ამოქმედებამდე სივრცის დაგეგმარების ან/და ქალაქთმშენებლობითი
დოკუმენტების
შემუშავებასთან/დამტკიცებასთან
დაკავშირებით
მიმდინარე
ადმინისტრაციული წარმოება სრულდება ამ კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით, გარდა
იმ შემთხვევისა, როდესაც შეცვლილი პირობების გამოყენებაზე გადაწყვეტილებას იღებს
დაგეგმვის უფლებამოსილების მქონე ორგანო, საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული
პირის მოთხოვნის საფუძველზე.
2. ამ კანონის ამოქმედებამდე დამტკიცებული განსაკუთრებული რეგულირების ზონის
სტატუსის
მინიჭებასთან
დაკავშირებით
გამოცემული
საქართველოს
მთავრობის
სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. ასეთ ზონაში ქალაქთმშენებლობითი
გეგმის შემუშავება ან/და მათში ცვლილების შეტანა ხორციელდება ამ კანონის ამოქმედებამდე
მოქმედი წესების შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეცვლილი პირობების
გამოყენებაზე გადაწყვეტილებას იღებს დაგეგმვის უფლებამოსილების მქონე ორგანო, საკუთარი
ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე.
3. საქართველოს მთავრობამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს წარდგინებით, ამ კანონის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 60 დღის ვადაში
უზრუნველყოს:
ა) ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესისა და პირობების შესახებ საქართველოს
მთავრობის დადგენილების მიღება;
ბ) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებისა
ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი (გარდა პირველი მუხლის მე-11 და მე-14 ნაწილებისა) და მე-2
მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ამოქმედდეს ამ კანონის გამოქვეყნებიდან 61-ე დღეს.
3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-11 და მე-14 ნაწილები ამოქმედდეს 2026 წლის 1
თებერვლიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“
(შემდგომში - კოდექსი), რომელიც ადგენს საქართველოს სივრცის დაგეგმარებისა და
ქალაქთმშენებლობითი გეგმების სისტემას, მის ძირითად პრინციპებს, მიზნებსა და ამოცანებს
მიღებულ იქნა 2018 წელს, მისი ძირითადი ნაწილი კი 2019 წელს შევიდა ძალაში. კოდექსის
შესაბამისად, საქართველოს მუნიციპალიტეტებს განესაზღვრათ თავიანთი უფლებამოსილება
სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების პროცესში.
სივრცის
დაგეგმარებისა
და
ქალაქთმშენებლობითი
გეგმები
წარმოადგენენ
მულტიდისციპლინალურ დოკუმენტებს, სადაც მრავალი სხვადასხვა სექტორის თუ დარგის
ინტერესები იკვეთება, რომელთა შორის ჰარმონიული ბალანსის შექმნა და მათი გეოგრაფიულად
ასახვა სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ
მიზანსა და ამოცანას წარმოადგენს. შესაბამისად, ამ სახის გეგმების შემუშავება მოითხოვს
საკმაოდ ხანგრძლივ პროცედურებს, კერძოდ დოკუმენტის შემუშავება და დამტკიცება მოიცავს
ორ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ადმინისტრაციულ წარმოებას, მათ შორის ორივე სტადიაზე
საჯარო განხილვების ჩატარების სავალდებულოობას (იყოფა კვლევის, ხედვის, კონცეფციის და
საბოლოო გეგმის ეტაპებად და მათი შემუშავება და დამტკიცება საშუალოდ საჭიროებს 24 თვეს).
მათ შორის, გასათვალისწინებელია ამ გეგმებისთვის თანმდევი, გარემოსდაცვითი შეფასების
კოდექსით
განსაზღვრული
სტრატეგიულ
გარემოსდაცვითი
შეფასების
ანგარიშის
მომზადებისთვის საჭირო ადმინისტრაციული ვადები. დამატებით საყურადღებოა, რომ
სივრცის დაგეგმარების და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის კუთხით ქვეყანაში არსებული
მწირი პრაქტიკა, განსაკუთრებით ზედა ტაქსონომიური დოკუმენტების - სივრცის დაგეგმარების
გეგმების მიმართულებით ძალზე აძნელებს შესაბამისი დონის გეგმების მომზადებას, ამ
მიმართულებით ქვეყანაში ყოვლისმომცველი და სრულყოფილი პრაქტიკის ჩამოყალიბებას
ხანგრძლივი დრო დასჭირდება. დამატებით გამოწვევას წარმოადგენს, ზემდგომი დოკუმენტის
(საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმა) არარსებობა. აქედან გამომდინარე, დარგის
განვითარების გარდამავალ პერიოდში, გამოკვეთილი დარგობრივი სტრატეგიისა და დარგის
განვითარების სრულყოფილი სამოქმედო გეგმების არქონის პირობებში მუნიციპალიტეტები ვერ
ახერხებენ შესაბამისი სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავებას.
აუცილებლობა მოითხოვს ეს პროცესი თანამიმდევრობისა და მიზანშეწონილობის
ერთობლიობით წარიმართოს. დღეის მდგომარეობით, მშენებლობის დარგი ქვეყანაში
ეკონომიკის მნიშვნელოვან წილს იკავებს და ის სწრაფი ტემპით ვითარდება. ამ პროცესის
უმართავი დინება, უსისტემო და ქაოტური მშენებლობების რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის.
გასათვალისწინებელია, რომ მიუხედავად კოდექსის 141-ე მუხლის მე-4 ნაწილით
განსაზღვრული დავალებისა („ყველა მუნიციპალიტეტმა 2028 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს
შესაბამისი მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავება“), არსებული
მდგომარეობით ქვეყნის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი (80%-ზე მეტი) არ არის დაფარული
სივრცის დაგეგმარების გეგმებით. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობის
გათვალისწინებით, მათი რესურსები (როგორც ფინანსური, ისე ადამიანური) არ იძლევა
საშუალებას სრულყოფილად უზრუნველყონ შესაბამისი მუნიციპალიტეტის სივრცის
დაგეგმარების გეგმის შემუშავება. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, 2019 წლიდან
დღემდე არსებული მიმდინარე დინამიკის გათვალისწინებით, პრაქტიკულად გამორიცხულია
2028 წლის 1 იანვრამდე აღნიშნული საკანონმდებლო დავალების მუნიციპალიტეტების მხრიდან
სრულყოფილად შესრულება.
აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია, 141-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ვადა
(2028 წლის 1 იანვარი) გადაწეულ იქნეს გონივრული პერიოდით - 2035 წლის 31 დეკემბრამდე.
ამასთან, მიზანშეწონილია, ამავე ვადით შენარჩუნდეს მუნიციპალიტეტებისთვის სააგენტოსგან
დახმარების (როგორც ფინანსური, ისე ადამიანური რესურსის მობილიზებით) მიღების
შესაძლებლობა. შესაბამისად, ასევე მიზანშეწონილია კოდექსის 141-ე მუხლის მე-3 ნაწილით
გათვალისწინებული ვადაც (2028 წლის 1 იანვარი) გადაწეულ იქნას და გათანაბრდეს
მუნიციპალიტეტებისთვის მოცემულ საერთო ვადასთან (2035 წლის 31 დეკემბერი). საკითხის
ამგვარი მოწესრიგება უზრუნველყოფს რეალურ დროში უკეთეს კოორდინაციას და ერთიან
მიდგომას, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება ქვეყანაში მიმდინარე ზოგადად
სივრცითი/ურბანული დაგეგმარების პროცესზე.
აქვე გასათვალისწინებელია ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის თხოვნის (ინიციატივის) და
საქართველოს მთავრობის დავალებით მიმდინარე პროექტები, რომელსაც ახორციელებს
სააგენტო, კერძოდ:
გორის მუნიციპალიტეტის ატენის ხეობისა და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის
დაგეგმარების გეგმა;
მცხეთის მუნიციპალიტეტის საგურამოს, გალავნის, ნავდარაანთკარისა და ჯიღაურის
ადმინისტრაციული ერთეულების სოფლების და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ
ჭოპორტის, სოფელი ახატანისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების სივრცითი
დაგეგმარების გეგმა;
დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებისა
და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარების გეგმა;
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანისა და მიმდებარე დასახლებების
გეგმარებითი ერთეულის სივრცის დაგეგმარების გეგმა;
თიანეთის მუნიციპალიტეტის ჩეკურაანთგორის, სიმონიანთხევის, ხევსურთსოფელის,
ღულელების, ნაქალაქარის, დაბა სიონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების და
მათი მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარების გეგმა;
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა (კურორტი) მანგლისის განაშენიანების გეგმა;
ლენტეხის მუნიციპალიტეტის კურორტ მუაშის განაშენიანების დეტალური გეგმა;
ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის გენერალური გეგმა;
დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურის, ბარისახოს ადმინისტრაციული
ერთეულის სოფელ ბარისახოსა და სოფელ როშკას განაშენიანების გეგმები;
ქალაქ ახალციხის გენერალური გეგმა;
ქალაქ ოზურგეთის გენერალური გეგმა;
მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, რომ სივრცის დაგეგმარების გეგმების (ხშირ შემთხვევაში,
აგრეთვე ქალაქთმშენებლობითი გეგმების) არარსებობის პირობებში სულ უფრო მზარდია
მუნიციპალიტეტების ქაოტური განაშენიანებით დაფარვის რისკი. როგორც აღინიშნა, სივრცითი
და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის მიღება საკმაო დროსა და რესურსებს მოითხოვს, რის
გამოც ქვეყნის ტერიტორიის საგრძნობი ნაწილის დაფარვა ხანგრძლივ პერიოდს საჭიროებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გარდაუვალი აუცილებლობაა მუნიციპალიტეტების მიერ
სივრცის დაგეგმარების გეგმების (აგრეთვე ქალაქთმშენებლობითი გეგმების) შემუშავებამდე და
დამტკიცებამდე, გატარდეს რეაგირების აუცილებელი ღონისძიებები და გარდამავალ პერიოდში,
იმ მუნიციპალიტეტებისათვის, სადაც არ არის შემუშავებული/დამტკიცებული სივრცის
დაგეგმარების ან/და ქალაქთმშენებლობითი გეგმა, დროებითი ღონისძიების სახით, ამავე
მუნიციპალიტეტებთან კონსულტაციითა და საქართველოს მთავრობის დავალებით, სააგენტოს
მიენიჭოს უფლებამოსილება შესაბამისი საჭიროების და დასაბუთების შემთხვევაში, გეგმარებით
ტერიტორიაზე (არეალზე) შეიმუშაოს საბაზისო-თემატური გეგმა, რომელსაც დაამტკიცებს
საქართველოს მთავრობა.
სააგენტოს
მიერ
საბაზისო-თემატური
გეგმების
შემუშავება
ემსახურება
მუნიციპალიტეტებისთვის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის
კუთხით დახმარების გაწევას, კერძოდ, დასაგეგმარებელი ტერიტორიისთვის გეგმარებისთვის
აუცილებელი ძირითადი საბაზისო წინაპირობების ჩამოყალიბებას. საბაზისო-თემატური
გეგმის
მიზანია
დასაგეგმარებელი
ტერიტორიისათვის
შესაბამისი
მუნიციპალიტეტის/მულტიმუნიციპალური
სივრცის
დაგეგმარების
გეგმის
ან/და
ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცებამდე, ტერიტორიის განვითარებისა და
გეგმარებითი გადაწყვეტებისათვის შესაბამისი საბაზისო, სახელმძღვანელო წინაპირობების
ჩამოყალიბება.
საბაზისო-თემატური
გეგმის
ამოცანაა
მუნიციპალიტეტის/მულტიმუნიციპალური
სივრცის
დაგეგმარების
გეგმის
ან/და
ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცებაზე უფლებამოსილების მქონე ორგანოებისთვის
შექმნას ამავე გეგმების შემუშავებისთვის აუცილებელი საბაზისო წინაპირობები, ხოლო მათ
დამტკიცებამდე უზრუნველყოს ტერიტორიის მოწესრიგებული/დაბალანსებული განვითარება.
შესაბამისად, ამ სახის გეგმა დაადგენს და განსაზღვრავს შედარებით ზოგადი ხასიათის
მნიშვნელოვან საკითხებს (შესაძლოა მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს), კერძოდ სამშენებლო
და
არასამშენებლო
ტერიტორიებს,
ძირითად
გეო-საფრთხეებს,
მიწათდაფარულობისა და მიწათსარგებლობის საკითხებს და სხვა.
კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებებიდან გამომდინარე, დასახული მიზნების
სრულყოფილად და ეფექტიანად განსახორციელებლად, საკანონმდებლო დონეზე აუცილებელია
დარგში პოლიტიკის შემუშავების და გატარების უზრუნველყოფის მექანიზმების შემოტანა, რაც
მათ შორის, გამოიხატება სააგენტოსთვის ანალიტიკური საქმიანობის უფლებამოსილების
მინიჭებით, რომლის პარალელურად სხვა განსახორციელებელი ღონისძიებების გარდა, აგრეთვე
საჭიროა: ელექტრონული საინფორმაციო სისტემის მეშვეობით მონიტორინგის ღონისძიებების
გატარება; გამჭვირვალობის/საჯაროობის უზრუნველყოფა; განაშენიანების დეტალური გეგმების
და სამშენებლო/სანებართვო ადმინისტრაციული წარმოებების სრულად დიჯიტალიზაცია
(მუნიციპალიტეტებისთვის უკვე არსებული ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამული
უზრუნველყოფის/პორტალის საშუალებით - https://ms.gov.ge/).
ზემოხსენებული მიზნებისათვის აუცილებელია მუნიციპალიტეტებისთვის საკანონმდებლო
დონეზე გაიწეროს, რომ განაშენიანების დეტალური გეგმების და სამშენებლო/სანებართვო
ადმინისტრაციული წარმოებების ყველა განაცხადი მიიღება მხოლოდ ელექტრონული ფორმით,
ის აისახება ელექტრონულ რუკაზე და საჯაროა, ხოლო
დოკუმენტბრუნვა და
გადაწყვეტილებები მიიღება დოკუმენტბრუნვის მართვის ავტომატური საშუალებების
მეშვეობით. ხსენებული წარმოებების დიჯიტალიზაციით, სააგენტოს მიერ ერთიანი
საინფორმაციო სისტემის მეშვეობით განხორციელებული ანალიზი და შეფასება, სააგენტოს
მისცემს შესაძლებლობას სწორად დაადგინოს საბაზისო-თემატური გეგმების შემუშავების
საჭიროების მქონე არეალები და განსაზღვროს პრიორიტეტული მიმართულებები, აგრეთვე 141ე მუხლის მე-3 ნაწილის ფარგლებში მუნიციპალიტეტებისთვის სივრცის დაგეგმარებისა თუ
ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების ნაწილში მხარდაჭერისას სრულყოფილად
შეისწავლოს დასაგეგმარებელი/მიმდებარე ტერიტორიები. გარდა ამისა, ხსენებული ანალიზისა
და შეფასების დასკვნები მუნიციპალიტეტებს დაეხმარებათ შესაძლო ხარვეზების დროულ
გამოვლენასა და შემდგომ პრევენციაში.
დარგში სრულყოფილი ელექტრონული საინფორმაციო სისტემის ეფექტიანი გამოყენება და მის
ბაზაზე მონიტორინგის განხორციელება სააგენტოს შესაძლებლობას მისცემს დარგში სწორი
პოლიტიკის შემუშავებისა და დროული ღონისძიებების გატარებისთვის. ეს კი, თავის მხრივ,
გამოწვევებზე დროული სახელმწიფოებრივი რეაგირების პოლიტიკის გატარებას შეუწყობს
ხელს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ვინაიდან, კანონპროექტით წარმოდგენილი საკითხები რეგულირდება საქართველოს სივრცის
დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით, აუცილებელია,
შესაბამისი ცვლილებები აისახოს ამავე კოდექსში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით ხელი შეეწყობათ მუნიციპალიტეტებს შესაბამისი სივრცის
დაგეგმარების და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების უზრუნველყოფაში, კერძოდ:
სივრცის დაგეგმარების გეგმებთან მიმართებაში, კოდექსის 141-ე მუხლის მე-4 ნაწილის
დავალების შესრულებისთვის განესაზღვრებათ გონივრული ვადა - 2035 წლის 31 დეკემბერი,
ნაცვლად 2028 წლის 1 იანვრამდე პერიოდისა; ამავე ვადამდე (2035 წლის 31 დეკემბერი)
გაგრძელდება მათთვის კოდექსში მოცემული მხარდაჭერის მექანიზმი, კერძოდ კოდექსის 141-ე
მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული შესაძლებლობა, მუნიციპალიტეტის ინიციატივით
(თხოვნით) და საქართველოს მთავრობის დავალებით სააგენტოს უფლებამოსილება
მუნიციპალიტეტებისთვის
შეიმუშაონ
შესაბამისი
სივრცის
დაგეგმარების
ან/და
ქალაქთმშენებლობითი გეგმები; დროებითი ხასიათის ღონისძიების სახით, 2035 წლის 31
დეკემბრამდე შესაბამის მუნიციპალიტეტთან კონსულტაციით, შესაბამისი საჭიროების
(დასაბუთების) და საქართველოს მთავრობის დავალების შემთხვევაში, სააგენტო შეიმუშავებს
საბაზისო-თემატურ გეგმებს (მტკიცდება საქართველოს მთავრობის მიერ), რომელიც
მუნიციპალიტეტებს შესაბამისი სივრცის დაგეგმარების ან/და ქალაქთმშენებლობითი გეგმების
შემუშავებისთვის შეუქმნის შესაბამის დამხმარე წინაპირობებს (კვლევით მასალებს,
ანალიტიკურ მონაცემებს და სხვ.), ხოლო ასეთი გეგმების დამტკიცებამდე უზრუნველყოფს
ტერიტორიის განვითარების ზოგადი სახელმძღვანელო პირობების ჩამოყალიბებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კოდექსის მე-3 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის ამოღება და ამავე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის ცვლილება:
ცვლილება განპირობებულია ტერმინების - „განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიისა“
და „განსაკუთრებული რეგულირების ზონის“ - კონსოლიდაციით და მხოლოდ
„განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის“ დატოვებით, ვინაიდან ამ ორ ტერმინთან
დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციები და პროცედურები არსებითად ერთგვაროვანია.
კოდექსში 41 მუხლის დამატების მიზანია სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობის
სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანოების ნათლად განსაზღვრა. ამ
მუხლის თანახმად, აღნიშნულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკას განახორციელებენ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო)
და სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო (შემდგომში –
სააგენტო). აღნიშნული ცვლილება განპირობებულია, 2022 წელს სააგენტოს დაფუძნების
მიზნებიდან გამომდინარე, რაც სწორედ ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში
სააგენტოს აქტიურ ჩართულობას უნდა გულისხმობდეს, სამინისტროსთან ერთად (როგორც მის
მაკონტროლებელ ორგანოსთან). ცვლილება ხელს შეუწყობს საკანონმდებლო დონეზე
ბუნდოვანების აღმოფხვრასა და დარგში პოლიტიკის განმახორციელებელი სუბიექტების
მკაფიოდ განსაზღვრას.
აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილით, სააგენტო აღიჭურვება დამატებითი ინსტრუმენტებით, რათა
სწორად და სრულყოფილად განსაზღვროს დაგეგმარების პრიორიტეტები, განახორციელოს
გეგმების ანალიზი, შეფასება, კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება და მოამზადოს
შესაბამისი დასკვნები. აღნიშნული კი, საბოლო ჯამში ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტებს, 2035
წლის 31 დეკემბრამდე, შეიმუშაონ სივრცის დაგეგმარების გეგმები (მოქმედი რედაქციით
დაწესებული ვადა: 2028 წლის 1 იანვარი). აგრეთვე, აღნიშნული ცვლილებით, საბაზისოთემატური გეგმების შემუშავებისას, მოძიებული ანალიტიკური მასალით/ინფორმაციით,
სააგენტო უზრუნველყოფს გეგმების ისეთ დამუშავებას, რომ ისინი მაქსიმალურად პრაქტიკული
და მუნიციპალიტეტების საჭიროებებზე მორგებული იყოს.
აღნიშნული მუხლის დამატება ემსახურება ერთის მხრივ სივრცის დაგეგმარებისა და
ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის პროცესის ეფექტიანობის გაზრდას და რაც არანაკლებ
მნიშვნელოვანია - სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მკაფიო რეგულირებასა და
მუნიციპალიტეტების მხარდაჭერას.
მე-15 მუხლის მე-2 ნაწილი აზუსტებს, რომ გეგმარებითი ერთეულის იდენტიფიკაცია
სპეციალური ამოცანების გადასაწყვეტად, არ შემოიფარგლება მხოლოდ ისტორიულკულტურული ან/და ეკონომიკური ნიშნით და შესაძლოა სხვა ნიშნითაც იქნას
იდენტიფიცირებული, ვინაიდან არსებული ჩანაწერი საკმაოდ ვიწროა და სახელმწიფოებრივი
ინტერესებიდან გამომდინარე შესაძლებელია ამ ნიშნის გარდა განსხვავებული ნიშნით
იდენტიფიცირებულ ტერიტორიებზე საჭირო გახდეს გეგმარებითი ერთეულის განსაზღვრა.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილი აზუსტებს, რომ ამ გეგმარებითი ერთეულისათვის სივრცის
დაგეგმარების გეგმას შეიმუშავებს სააგენტო, მხოლოდ საქართველოს მთავრობას
დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტრო.
მე-18-ე მუხლის მე-2 ნაწილის ცვლილებასთან დაკავშირებით - სააგენტოს უფლებამოსილების
ნაწილში, საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავება დაუკვეთოს კერძო
სამართლის სუბიექტს, მითითება ხდება ზოგადად სხვა სუბიექტზე. გასათვალისწინებელია,
რომ ქალაქგეგმარებითი, არქიტექტურული ან/და ურბანული საგანმანათლებლო კუთხით
საქართველოში მოქმედი ისეთ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, როგორებიც
არიან: სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სსიპ - თბილისის აპოლონ
ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და სხვები, რომლებიც მიუხედავად
იმისა, რომ წარმოადგენენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, მათი მხრიდან დარგში
არსებული საგანმანათლებლო გამოცდილების და ისტორიული/ინსტიტუციური მეხსიერების
გათვალისწინებით, მიზანშეწონილია სურვილის და შესაძლებლობის შემთხვევაში, ასეთ
ორგანიზაციებსაც ქონდეთ შესაძლებლობა შესაბამისი გეგმების შემუშავებაში მიიღონ
მონაწილეობა.
მე-19 მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილები, 25-ე მუხლი მე-3 და მე-5 ნაწილები, 31-ე მუხლის მე-3, 51 და
მე-6 ნაწილები. ხსენებულ მუხლებში განხორციელებული ცვლილებები გამოწვეულია შემდეგი
გარემოებებით:
კოდექსის მოქმედ რედაქციაში ფიგურირებს ტერმინი - საექსპერტო დასკვნა. გარდა ამისა,
ზოგიერთ შემთხვევაში არ არის დაკონკრეტებული დასკვნის გამცემი სუბიექტი.
გასათვალისწინებელია, რომ ქალაქმშენებლობითი (ურბანული) დაგეგმვა და სივრცის
დაგეგმარება წარმოადგენენ სპეციფიკურ დარგებს და ამ მიმართულებით საქართველოს ბაზარზე
არ ოპერირებენ აკრედიტირებული ან სხვა სახით უფლებამოსილი ორგანოები, რომლებიც
შესაბამის პირებზე/პერსონალზე გასცემენ ექსპერტის სერტიფიკატებს. დამატებით
საგულისხმოა, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ცალკე ფაკულტეტებად არ
არის წარმოდგენილი ქალაქგეგმარების ან/და სივრცის დაგეგმარების მიმართულებები და
პრაქტიკაში არსებული რეალობიდან გამომდინარე, აღნიშნულ მიმართულებებს ითავსებენ
არქიტექტურული განათლების ხარისხის მქონე პირები. აღნიშნულიდან გამომდინარე,
მიზანშეწონილია არსებული ჩანაწერი - საექსპერტო დასკვნებთან დაკავშირებით შეცვლილი
იქნეს ზოგადად დასკვნით და მის გამცემ სუბიექტად განისაზღვროს სააგენტო, მისი
კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციებიდან და კომპეტენციიდან გამომდინარე. ამასთან, 31ე მუხლის მე-6 ნაწილის ფარგლებში მეტი სიცხადისთვის რედაქცია დაზუსტდა ისე, რომ
სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანოს წარედგინება სივრცის დაგეგმარების საბოლოო
პროექტი, რომელზეც გაცემულია სააგენტოს დასკვნა, რათა ხაზგასმული იყოს, რომ
სამართლებრივ კონსულტაციას მოცემულ შემთხვევაში ექვემდებარება მხოლოდ საბოლოო
პროექტი და არა მასთან ერთად თანდართული სააგენტოს დასკვნაც. დამატებით
გასათვალისწინებელია, რომ პრაქტიკაში, კანონქვემდებარე ნორმატიული მოწესრიგების
პირობებში, კერძოდ „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების
წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებით
დამტკიცებული წესის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ფარგლებში, სწორედ სააგენტო გასცემს ამ
ტიპის დასკვნებს. რაც შეეხება ავტონომიური რესპუბლიკის სივრცის დაგეგმარების გეგმას,
რამდენადაც კოდექსის 25-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების შესაბამისად, აღნიშნული გეგმის
კონცეფციასაც და საბოლოო გეგმასაც ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ათანხმებს
საქართველოს მთავრობასთან, ხოლო ცენტრალური ხელისუფლების სისტემაში სივრცითი და
ქალაქთმშენებლობითი მიმართულებით შესაბამისი ფუნქციების და კომპეტენციის მქონე
ორგანო არის სააგენტო, პროცესის უკეთესი და სრულყოფილი კოორდინაციისთვის,
მიზანშეწონილია ამგვარი დასკვნა გაცემულ იქნას სააგენტოს მიერ.
36-ე მუხლის სათაური „განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორია, განსაკუთრებული
რეგულირების ზონა“ იცვლება „განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიით“. როგორც
ზემოთ აღინიშნა, კოდექსის ტერმინთა განმარტებებში შეტანილი ცვლილებების (კოდექსის მე-3
მუხლის „მ“ ქვეპუნქტის ამოღება და ამავე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის ცვლილება)
გათვალისწინებით.
ამავე მუხლის პირველი ნაწილი: ამოღებულია „განსაკუთრებული რეგულირების ზონის“ ცნება;
დასახლებას, მუნიციპალიტეტს ან მის ნაწილს მიენიჭება მხოლოდ „განსაკუთრებული
რეგულირების ტერიტორიის“ სტატუსი; სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ზონების
სპეციალური კანონმდებლობით რეგულირების ნაწილი ამოღებულია, ვინაიდან ამ
მიმართულებით საკანონმდებლო სივრცეში რაიმე სპეციალური საკანონმდებლო თუ
კანონქვემდებარე აქტი არ მოიძებნება. აღნიშნული ცვლილება განპირობებულია შემდეგი
გარემოებით, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიასა და ზონას შორის მკვეთრი
განსხვავება დღევანდელი მდგომარეობით საკანონმდებლო დონეზე არ არსებობს
(პროცედურული თვალსაზრისით, არსებითად ერთგვაროვნად წესრიგდება ორივე არეალი),
შესაბამისად, მიზანშეწონილია, ბუნდოვანების აღმოფხვრის მიზნით განხორციელდეს ამ ორი
ტერმინის კონსოლიდაცია, ერთ ტერმინად - განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიად
გარდაქმნა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი: არსებითად შენარჩუნებულია მოქმედი კოდექსით განსაზღვრული
დათქმები, კერძოდ, ასეთ ტერიტორიებზე ქალაქთშენებლობითი გეგმების დამტკიცებაზე
უფლებამოსილი ორგანოები (საქართველოს მთავრობა ამტკიცებს გენერალურ გეგმას, ხოლო
სააგენტო − განაშენიანების გეგმას/განაშენიანების დეტალურ გეგმას). დამატებულია დათქმა - „ამ
მუხლით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილიდან
გამომდინარე.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილი: განისაზღვრება საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება,
დაადგინოს სპეციალური რეგულაცია (ტერიტორიების გამოყენების, განაშენიანების ან
ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების/დამტკიცების განსხვავებული წესები).
ვინაიდან, მსგავსი სტატუსის მინიჭების საჭიროებას განაპირობებს სწორედ ტერიტორიის
განსაკუთრებული რეგულირება, მიზანშეწონილია, სხვადასხვა გარემოებებისა და ფაქტორების
შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას ჰქონდეს საგამონაკლისო უფლებამოსილება
სპეციალური წესებით დაარეგულიროს ამგვარი ტერიტორია.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილი: არსებითად შენარჩუნებულია მოქმედი კოდექსით განსაზღვრული
დათქმები, კერძოდ, ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა გაიცემა საქართველოს მთავრობის
დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით. დამატებულია დათქმა - „ამ
მუხლით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილიდან
გამომდინარე.
42-ე და 43-ე მუხლები:
კოდექსის 43-ე მუხლის მოქმედი რედაქცია საკმაო მოცულობით მოიცავს მითითებით დათქმებს
და გადამისამართებას, როგორც ზოგადად 42-ე მუხლზე, ისე ამავე მუხლის ცალკეულ
ნაწილებზე. ამ გადამისამართების ფარგლებში, ასევე ადგენს სხვადასხვა გამონაკლისებს.
ხსენებული მუხლების უკეთესი აღქმისთვის, ორმაგი ინტერპრეტაციის პრევენციის, მეტი
სიცხადისა და რაიმე სახის ბუნდოვანების აღმოფხვრის მიზნით, მიზანშეწონილად იქნა
მიჩნეული ხსენებული მუხლები განახლებული სახით ჩამოყალიბდეს. აღნიშნული მუხლების
სტილისტური თუ საკანონმდებლო ტექნიკის კუთხით განახლებისა და დაზუსტების გარდა,
შემოთავაზებული რედაქციები ასევე მოიცავს შინაარსობრივ ცვლილებებს/დაზუსტებებს,
კერძოდ:
ა) 42-ე და 43-ე მუხლების პირველ ნაწილებში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ნაწილში,
ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავება დაუკვეთოს კერძო სამართლის სუბიექტს,
მითითება ხდება ზოგადად სხვა სუბიექტზე. გასათვალისწინებელია, რომ ქალაქგეგმარებითი,
არქიტექტურული ან/და ურბანული საგანმანათლებლო კუთხით საქართველოში მოქმედი ისეთ
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებს, როგორებიც არიან სსიპ - საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტი, სსიპ - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო
სამხატვრო აკადემია და სხვები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ წარმოადგენენ საჯარო
სამართლის იურიდიულ პირებს, მათი მხრიდან დარგში არსებული საგანმანათლებლო
გამოცდილების და
ისტორიული/ინსტიტუციური მეხსიერების გათვალისწინებით,
მიზანშეწონილია სურვილის და შესაძლებლობის შემთხვევაში, ჰქონდეთ შესაძლებლობა
მუნიციპალიტეტებისთვის შესაბამისი გეგმების შემუშავებაში მიიღონ მონაწილეობა.
ბ) 42-ე მუხლის მე-4 და მე-7 ნაწილების და 43-ე მუხლის მე-6, მე-9 და მე-16 ნაწილების ფარგლებში
შემოთავაზებული რედაქციების თანახმად, შესაბამისი გეგმისთვის დასკვნის გაცემის მიზნით
სააგენტოსთვის მიმართვისას მუნიციპალიტეტმა, შემუშავებულ კონცეფციას/საბოლოო
პროექტს, აგრეთვე თან უნდა დაურთოს სხვა, დაინტერესებული სამინისტროების/უწყებების
პოზიციები. საკითხის ამგვარი გადაწყვეტა მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რამდენადაც
მუნიციპალიტეტი თავად არის გეგმის შემუშავებაზე და შემდგომ მის დამტკიცებაზე
უფლებამოსილი სუბიექტი და პროცედურული/ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით
უმჯობესია,
მუნიციპალიტეტმა
თავად
უზრუნველყოს
სხვა,
დაინტერესებული
სამინისტროების/უწყებების შესაბამისი პოზიციების მიღება. ამასთან, ამგვარი პროცედურული
თანმიმდევრობით,
მუნიციპალიტეტს
საშუალება
მიეცემა,
შემუშავებული
კონცეფციის/საბოლოო პროექტის და სხვა უწყებების პოზიციების სააგენტოში გადაგზავნისას
დააფიქსიროს საკუთარი შენიშვნები და რეკომენდაციები, მათ შორის, სხვა უწყებების მიერ
დაფიქსირებულ პოზიციებზე, რაც თავის მხრივ, გააუმჯობესებს სააგენტოს დასკვნებში,
შესაძლებლობის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ინტერესების გათვალისწინებას.
ამასთან დაზუსტდა, რომ ზოგადად არამხოლოდ გეგმების კონცეფციები ექვემდებარება
სააგენტოს დასკვნას, არამედ საბოლოო გეგმებიც. ამ ნაწილში ცვლილების მიზანია, არსებული
პრაქტიკიდან გამომდინარე, გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად კონკრეტული ჩანაწერის
გაკეთება კოდექსში. გასათვალისწინებელია, რომ პრაქტიკაში, კანონქვემდებარე ნორმატიული
მოწესრიგების პირობებში, კერძოდ
„სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი
გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260
დადგენილებით დამტკიცებული წესის
მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ფარგლებში,
ქალაქთმშენებლობითი გეგმების კონცეფციის სტადიის ანალოგიურად (მოქმედი კოდექსის 42-ე
მუხლის 31 ნაწილი, 43-ე მუხლის პირველი ნაწილი), საბოლოო პროექტზეც სააგენტო გასცემს
დასკვნას.
გ) 42-ე მუხლის მე-5, მე-9 და მე-10 ნაწილების, 43-ე მუხლის მე-7, მე-10, მე-11, მე-18 და მე-19
ნაწილების ფარგლებში ზუსტდება, რომ კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებულ
ტერიტორიაზე ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცებაზე/ინიცირებაზე უფლებამოსილი
ორგანოა - საქართველოს მთავრობა/სააგენტო, ისე როგორც ეს რეგულირებულია კოდექსის 36
მუხლის მე-2 ნაწილის ფარგლებში.
დ) 42 მუხლის მე-8 ნაწილის ფარგლებში (მოქმედი 42-ე მუხლის მე-7 ნაწილი) შეტანილი
ცვლილებით დაზუსტდა, რომ მუნიციპალიტეტის მიერ სამართლებრივი ზედამხედველობის
ორგანოს, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
137-ე მუხლით დადგენილი წესით, წარედგინება გენერალური გეგმის ისეთი საბოლოო პროექტი,
რომელზეც გაცემულია სააგენტოს დასკვნა.
ე) 42-ე მუხლის მე-12 ნაწილში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გენერალური გეგმის
კონცეფციის შემუშავების დაწყების თაობაზე ინფორმაციის ადმინისტრაციული წარმოების
დაწყებამდე, საკითხის საჯაროდ გამოქვეყნების 3-თვიანი ვადა იცვლება 1-თვიანი ვადით.
ანალოგიურად ყალიბდება 43-ე მუხლის მე-13 ნაწილიც. ადმინისტრაციული წარმოების
დაწყებამდე გამოქვეყნების ვადის ცვლილება გამოწვეულია გონივრული ვადის დაწესების
მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, რამდენადაც 3-თვიანი პერიოდი საკმაოდ დიდ დროს
მოიცავს და თანაც გამოქვეყნების ეტაპისთვის რაიმე კონკრეტულ სტადიამდე პროექტი არ არის
მისული, რომ მისი რაიმე შინაარსობრივი განხილვა ან/და საჯარო დისკუსია იყოს შესაძლებელი.
საკითხი რეალურად ეხება მხოლოდ დაგეგმარების სურვილის საჯაროდ გაჟღერებას, რისთვისაც
3-თვიანი პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივია.
ვ) 43-ე მუხლის მე-15 ნაწილით, ახლებურად რეგულირდება განაშენიანების დეტალური გეგმის
განხილვისა და დამტკიცების სტადიები, კერძოდ ხდება კონცეფციის სტადიის ამოღება.
აღნიშნული ცვლილება უკავშირდება შემდეგ გარემოებებს: განაშენიანების დეტალური გეგმა
წარმოადგენს ტაქსონომიურ იერარქიაში ქვედა, ბოლო საფეხურზე მყოფ გეგმას, რომელიც
ძირითად შემთხვევაში მცირე ფართობის ტერიტორიებზე, უმეტეს შემთხვევაში კერძო პირთა
საკუთრებაში მყოფ არეალებზე მუშავდება. აქვე გასათვალისწინებელია, რომ მოქმედი
კანონმდებლობით განაშენიანების დეტალური გეგმა არ საჭიროებს ზეპირ საჯარო განხილვას
(საჯარო გამოქვეყნებით და წერილობითი შენიშვნების (არსებობის შემთხვევაში) დაფიქსირებით
შემოიფარგლება). გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ არსებული პრაქტიკით კონცეფციის ეტაპზე
დამუშავებული დოკუმენტაცია ფაქტიურად მთლიანი გეგმის 60-80% შეადგენს და საბოლოო
გეგმის ეტაპზე მხოლოდ მინიმალური დაზუსტებები ხორციელდება. აქედან გამომდინარე,
ადმინისტრაციული რესურსის დაზოგვის მიზნით, მიზანშეწონილია განაშენიანების
დეტალური გეგმისთვის დადგინდეს I სტადიანი ადმინისტრაციული წარმოება და
შემოფარგლულ იქნას პირდაპირ გეგმის შემუშავებით, რომელიც დაინტერესებული და
პროცესში ჩართული მხარეებისთვის უზრუნველყოფს დროის და რესურსების დაზოგვას.
კოდექსში 431 და 1011 მუხლების დამატება გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საქმისწარმოებისა და დაარქივების გამარტივების მიზნით განსახორციელებელი სამუშაოების
გაციფრულება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია განაშენიანების დეტალური გეგმებისა თუ
მშენებლობის/სანებართვო დოკუმენტაციის ადმინისტრაციული წარმოების პროცესში.
კოდექსის მე-14 მუხლისა და „სივრცის დაგეგმარების საინფორმაციო სისტემის შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 თებერვლის N72 დადგენილებით დამტკიცებული
დებულების მე-4 და მე-9 მუხლების ფარგლებში, მუნიციპალიტეტებს ანალოგიურად აქვთ
ვალდებულება, განაშენიანების დეტალური გეგმები და მშენებლობის ნებართვები ასახონ
ერთიან საინფორმაციო სისტემაში და უზრუნველყონ მათი საჯაროობა. გარდა ამისა,
გაციფრულება მნიშვნელოვანია პროცესის გამარტივებისა და გამჭვირვალობის კუთხით.
აღნიშნული საკითხი, უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, პროცესების გამარტივებას თანამედროვე
მოთხოვნებთან მიმართებაში და ასევე, ხელს შეუწყობს პროცესის გამჭვირვალობას. ამასთან,
კოდექსის 106-ე მუხლის მე-8 ნაწილი, რომელიც ეხება მუნიციპალიტეტის საკრებულოს
გადაწყვეტილებით, სანებართვო დოკუმენტაცია ან მისი ნაწილის ელექტრონული ფორმით
წარდგენას - ამოღებულია, ვინაიდან აღნიშნულ საკითხებს დაფარავს კოდექსში დამატებული
1011 მუხლი.
47-ე მუხლის პირველ ნაწილში შეტანილ ცვლილებასთან დაკავშირებით დაგეგმვის
უფლებამოსილების მქონე ორგანოს შეუძლია საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების
მიზნით კერძო სამართლის სუბიექტთან დადოს ადმინისტრაციული ხელშეკრულება
(მაგალითად,
ხელშეკრულება
ქალაქთმშენებლობითი
გეგმის
შემუშავების,
ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების განხორციელების, ინფრასტრუქტურის მშენებლობის
ან/და მისი მოწესრიგების თაობაზე). ცვლილებით მითითება ხდება ზოგადად სხვა სუბიექტზე.
გასათვალისწინებელია, რომ ქალაქგეგმარებითი, არქიტექტურული ან/და ურბანული
საგანმანათლებლო კუთხით საქართველოში მოქმედ ისეთ უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებებს, როგორებიც არიან სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და სხვები,
რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ წარმოადგენენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს,
მათი
მხრიდან
დარგში
არსებული
საგანმანათლებლო
გამოცდილების
და
ისტორიული/ინსტიტუციური მეხსიერების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია სურვილის და
შესაძლებლობის შემთხვევაში, ჰქონდეთ შესაძლებლობა მუნიციპალიტეტებისთვის შესაბამისი
გეგმების შემუშავებაში მიიღონ მონაწილეობა. ხოლო, 47-ე მუხლის მე-4 ნაწილში ზუსტდება
განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების ვადა - 12 თვე და მისი გაგრძელების
შესაძლებლობა 12 თვით. იქედან გამომდინარე, რომ კონკრეტულ პროექტზე, შესაძლებელია
მხოლოდ კვლევების ჩატარების ვადამ ოთხი სეზონი მოიცვას, მიზანშეწონილია მოქმედი 6
თვიანი ვადა 12 თვემდე გაიზარდოს, ასევე, 12 თვით გახანგრძლივდეს ამ ვადის გაზრდის
შესაძლებლობა, ნაცვლად კოდექსის არსებული რედაქციით გათვალისწინებული 2 თვისა.
კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მოქმედ რედაქციას - „1. შენობა-ნაგებობის
არქიტექტურული
პარამეტრები
და
ესთეტიკური
მახასიათებლები
დგინდება
ქალაქთმშენებლობითი გეგმით ან/და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტით,
რომლის
მიზანია
მაღალი
ესთეტიკური
ღირებულების
განაშენიანების
ჩამოყალიბება/შენარჩუნება და ცხოვრების ხარისხის ამაღლება“ - ემატება დათქმა - „ამ მუხლით
განსაზღვრული ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესი და პირობები განისაზღვრება
საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“. გასათვალისწინებელია, რომ კოდექსის
ამოქმედებიდან დღემდე არცერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ესთეტიკურ
მახასიათებლებთან დაკავშირებული შესაბამისი აქტი გამოცემული არ არის, რაც თავისთავად
ნეგატიურად აისახება დამტკიცებულ ქალაქთმშენებლობით გეგმებზე/გაცემულ მშენებლობის
ნებართვებზე და ზოგადად ქვეყანაში ესთეტიკურად მომხიბვლელი ურბანული გარემოს
ჩამოყალიბებაზე.
გამომდინარე
აქედან,
მიზანშეწონილად
იქნა
მიჩნეული
მუნიციპალიტეტებისთვის
გარკვეული
სახელმძღვანელო
მიმართულებების
ჩამოყალიბებისთვის საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განისაზღვროს
ესთეტიკური მახასიათებლების დადგენისთვის საჭირო/აუცილებელი ზოგადი წესები და
პირობები, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტებს უკვე ადგილობრივ დონეზე დააზუსტონ და
დეტალურად ჩამოაყალიბონ მუნიციპალიტეტის სპეციფიკაციის გათვალისწინებით შესაბამისი
ესთეტიკური მახასიათებლები.
141-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული ვადა - 2028 წლის 1 იანვარი იცვლება 2035
წლის 31 დეკემბრამდე ვადით, ვინაიდან, ზემოაღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე,
მუნიციპალიტეტებს უნდა მიეცეთ
გონივრული ვადა სივრცითი დოკუმენტაციის
შემუშავებისთვის, ასევე სააგენტოს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დახმარება გაუწიოს
მუნიციპალიტეტებს გეგმების შემუშავების პროცესში.
14110 მუხლის დამატება - საბაზისო-თემატური გეგმის შემუშავების დროებითი წესი: სააგენტოს
მიერ საბაზისო-თემატური გეგმების შემუშავება ემსახურება მუნიციპალიტეტებისთვის სივრცის
დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის კუთხით დახმარების გაწევას, კერძოდ,
დასაგეგმარებელი ტერიტორიის გეგმარებისთვის აუცილებელი ძირითადი საბაზისო
წინაპირობების ჩამოყალიბებას. საბაზისო-თემატური გეგმის მიზანია დასაგეგმარებელი
ტერიტორიისათვის
შესაბამისი
მუნიციპალიტეტის/მულტიმუნიციპალური
სივრცის
დაგეგმარების გეგმის ან/და ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცებამდე, ტერიტორიის
განვითარებისა და გეგმარებითი გადაწყვეტებისათვის შესაბამისი საბაზისო, სახელმძღვანელო
წინაპირობების
ჩამოყალიბება.
საბაზისო-თემატური
გეგმის
ამოცანაა
მუნიციპალიტეტის/მულტიმუნიციპალური
სივრცის
დაგეგმარების
გეგმის
ან/და
ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცებაზე უფლებამოსილების მქონე ორგანოებისთვის
შექმნას ამავე გეგმების შემუშავებისთვის აუცილებელი საბაზისო წინაპირობები, ხოლო მათ
დამტკიცებამდე უზრუნველყოს ტერიტორიის მოწესრიგებული/დაბალანსებული განვითარება.
შესაბამისად, ამ სახის გეგმა დაადგენს და განსაზღვრავს შედარებით ზოგადი ხასიათის
მნიშვნელოვან საკითხებს (შესაძლოა მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს), კერძოდ სამშენებლო
და
არასამშენებლო
ტერიტორიებს,
ძირითად
გეოსაფრთხეებს,
მიწათდაფარულობისა და მიწათსარგებლობის საკითხებს და სხვა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი, გარდა პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებისა ამოქმედდება
გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ
არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება.
კანონის პირველი მუხლი (გარდა პირველი მუხლის მე-11 და მე-14 ნაწილებისა) და მე-2 მუხლის
პირველი და მე-2 ნაწილები ამოქმედდება გამოქვეყნებიდან 61-ე დღეს, ვინაიდან, საქართველოს
მთავრობამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
წარდგინებით, კანონის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 60 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს
ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესისა და პირობების შესახებ საქართველოს
მთავრობის დადგენილების მიღება და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ
კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
კანონის პირველი მუხლის მე-11 და მე-14 ნაწილების ამოქმედდება 2026 წლის 1 თებერვლიდან,
ვინაიდან,
განაშენიანების
დეტალური
გეგმების
და
სამშენებლო/სანებართვო
ადმინისტრაციული წარმოებების სრულად ელექტრონული ფორმაზე გადასვლისთვის საჭიროა,
მუნიციპალიტეტებს
მიეცეთ
გონივრული
ვადა
შესაბამისი
უფლებამოსილების
განხორციელებისათვის.
ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
მიზანშეწონილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, ვინაიდან, კანონპროექტით
წარმოდგენილი საკითხები ეხება ტერიტორიების განვითარების ქალაქგეგმარებით
გადაწყვეტებს, ურბანულ განაშენიანებებსა და დასახლებების ესთეტიკურ იერსახეს, რომლითაც
დგინდება ტერიტორიათა განვითარების გრძელვადიანი ხედვები, ხოლო სათანადო
რეგულაციების ნაკლებობის პირობებში, ყოველდღიურ რეჟიმში იზრდება ტერიტორიათა
ქაოტური განაშენიანების რისკები. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია
კანონპროექტის დაჩქარებულ ვადებში განხილვა და მიღება, რათა დროულად იქნას
შემცირებული ქაოტური განაშენიანების რისკები.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
საბაზისო-თემატური გეგმების მიღების ხარჯების დაფინანსების წყაროა სსიპ - სივრცითი და
ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი
ასიგნებები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა დადებითი ფინანსური გავლენა მოახდინოს სახელმწიფო
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
საბაზისო-თემატური გეგმის მომზადებას სააგენტო განახორციელებს შიდა ადამიანური
რესურსის ან მესამე პირების მეშვეობით (აუთსორსი). აღნიშნული გეგმის მესამე პირების
მეშვეობით მომზადების შემთხვევაში, შესყიდვის საშუალო თანხა იქნება არაუმეტეს ზოგადად
ქალაქთშენებლობითი/სივრცითი გეგმების შემუშავებისთვის
გამოთვლილი სავარაუდო
თანხისა - 699 215 ლარი (თუმცა, თანხის ოდენობა ყველა კონკრეტულ შემთხვევაში
განსხვავებულია და სხვა ფაქტორებთან ერთად დამოკიდებულია დასაგეგმარებელი
ტერიტორიის სპეციფიკაზე). შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, პროექტს გავლენა ექნება
სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან, მესამე პირები ვალდებულნი
იქნებიან მოგების/საშემოსავლო გადასახადი გადაიხადონ სახელმწიფო ბიუჯეტში.
მოგების/საშემოსავლო გადასახადის ოდენობა დამოკიდებული იქნება ზემოხსენებული გეგმების
მომზადებიდან მიღებულ შემოსავალზე. შესაბამისად, პროექტის სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე გავლენა განსხვავებული იქნება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.
თითოეული პროექტიდან (იმ დათქმით, რომ თითოეული პროექტის სავარაუდო თანხა
წარმოადგენს - 699 215 ლარს) მოგების სავარაუდო გადასახადი იქნება 104 882 ლარი (15%), ხოლო
საშემოსავლო გადასახადი - 139,843 ლარი (20%).
აქედან გამომდინარე, საბაზისო-თემატურ გეგმებთან დაკავშირებით, საშუალოვადიან
პერიოდში, სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში, საბაზისო-თემატური გეგმების შემუშავებას
გავლენა ექნება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე სახელმწიფო შესყიდვის
მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი მოგების/საშემოსავლო გადასახადის
სახით, ხოლო შემოსავლის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი პროექტი
განხორციელდება სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
წარმოდგენილი კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
პროექტის თანახმად, განაშენიანების დეტალური გეგმის განხილვისა და დამტკიცების შესახებ
ადმინისტრაციული წარმოება განხორციელდება I სტადიად, ნაცვლად II სტადიისა, რაც
ხარჯების შემცირების კუთხით დადებით ფინანსურ გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან, ადმინისტრაციული წარმოების ხარჯები იფარებოდა სახელმწიფო
ბიუჯეტიდან სააგენტოსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ერთი პროექტის შესყიდვის სავარაუდო თანხა წარმოადგენს - 699 215
ლარს. შესაბამისად, აღნიშნულ თანხას გამოაკლდება პირველი სტადიის - კონცეფციის
შესამუშავებლად განსაზღვრული სამუშაოებისთვის არსებული ხვედრითი წილი, რომელიც
სავარაუდოდ შეიძლება შეადგენდეს მთლიანი სამუშაოების/ხარჯების 20-30%-ს (დაახლოებით 139,843-დან 209,764.5 ლარამდე).
აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან დღემდე სააგენტო მუშაობდა განაშენიანების 2 დეტალურ
გეგმაზე. შესაბამისად, საშუალოვადიან პერიოდში ივარაუდება, რომ შემუშავდება
განაშენიანების 1 დეტალური გეგმა, რის შედეგადაც დაიზოგება ზემოხსენებული თანხის
დაახლოებით 20-30% (139,843-დან 209,764.5 ლარამდე), რაც დადებით ფინანსურ გავლენას
მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ასევე, საბაზისო-თემატური გეგმის მომზადებას სააგენტო განახორციელებს შიდა ადამიანური
რესურსის ან მესამე პირების მეშვეობით. აღნიშნული გეგმის მესამე პირების მიერ მომზადების
შემთხვევაში,
შესყიდვის
საშუალო
თანხა
იქნება
არაუმეტეს
ზოგადად
ქალაქთშენებლობითი/სივრცითი გეგმების შემუშავებისთვის
გამოთვლილი სავარაუდო
თანხისა
- 699 215 ლარი (თუმცა თანხის ოდენობა ყველა კონკრეტულ შემთხვევაში
განსხვავებულია და სხვა ფაქტორებთან ერთად დამოკიდებულია დასაგეგმარებელი
ტერიტორიის სპეციფიკაზე).
შესაბამისად, საბაზისო-თემატურ გეგმებთან დაკავშირებით, საშუალოვადიან პერიოდში,
სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში გეგმების შემუშავებისას, სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯვითი ნაწილი, თითოეული პროექტის შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა,
სავარაუდოდ არაუმეტეს 699 215 ლარი იქნება. ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილის ჯამური ოდენობა, დამოკიდებული იქნება თუ რამდენი პროექტი განხორციელდება
სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში. შესაბამისად, მოცემული ცვლილება გაზრდის სახელმწიფო
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს.
რაც შეეხება მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის ან/და ქალაქთმშენებლობითი
გეგმის კონცეფციის/საბოლოო გეგმის ან/და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სააგენტოს
მიერ შემუშავების უფლებამოსილების ვადის 2035 წლამდე გადაწევას, ამ მხრივ სააგენტოს
ხარჯები არ გაიზრდება, ვინაიდან, აღნიშნული უფლებამოსილება მას საშუალოვადიან
პერიოდში კოდექსის არსებული რედაქციითაც გააჩნია. შესაბამისად, მოცემული ცვლილება არ
იქონიებს გავლენას სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია,
მშენებლობის ნებართვის ადმინისტრაციული წარმოება წარმართოს და ნებართვის გაცემის
მიზნით გამოიყენოს მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფისა და მართვის ავტომატური
საშუალებები. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მართვის ავტომატური საშუალებები უკვე
დანერგილია, როგორც სააგენტოში, ისე ყველა მუნიციპალიტეტში და მისი გამოყენება ამ ეტაპზე
ნებაყოფლობითია. შესაბამისად, არსებული რეგულაციის შემოტანა არ გამოიწვევს დამატებით
ხარჯებს, როგორც სახელმწიფო, ისე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
პროექტის თანახმად, ფართოვდება საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის, გენერალური
გეგმის და მათი ნაწილების შემმუშავებელ პირთა წრე, რაც დადებით ფინანსურ გავლენას
მოახდენს ისეთ პირებზე, როგორებიც არიან ქალაქგეგმარებითი, არქიტექტურული ან/და
ურბანული
საგანმანათლებლო
კუთხით
საქართველოში
არსებული
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებები. როგორც აღინიშნა, საშუალოდ თითო პროექტის
მომზადების ხარჯი შესაძლოა იყოს - 699 215 ლარი (თუმცა თანხის ოდენობა ყველა კონკრეტულ
შემთხვევაში
განსხვავებულია
და
სხვა
ფაქტორებთან
ერთად
დამოკიდებულია
დასაგეგმარებელი ტერიტორიის სპეციფიკაზე). შესაბამისად, ამ პირების შემოსავალი გაიზრდება
იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც სააგენტოს ან/და მუნიციპალიტეტის მხრიდან, სახელმწიფო
შესყიდვის ფარგლებში, განხორციელდება შესაბამისი გეგმების შემუშავება.
პროექტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია საბაზისო-თემატური გეგმების პროექტების
შემუშავება განახორციელოს მესამე პირების მეშვეობით (აუთსორსი). შესაბამისად, მოცემულმა
კანონპროექტმა შესაძლოა დადებითი ფინანსური გავლენა მოახდინოს აღნიშნულ პირებზე.
გასათვალისწინებელია, რომ სააგენტოს მიერ მესამე პირების მომსახურების (ზემოხსენებული
გეგმების მომზადების) შესყიდვის საშუალო თანხა იქნება არაუმეტეს ზოგადად
ქალაქთშენებლობითი/სივრცითი გეგმების შემუშავებისთვის
გამოთვლილი სავარაუდო
თანხისა - 699 215 ლარი (თუმცა თანხის ოდენობა ყველა კონკრეტულ შემთხვევაში
განსხვავებულია და სხვა ფაქტორებთან ერთად დამოკიდებულია დასაგეგმარებელი
ტერიტორიის სპეციფიკაზე).
კანონპროექტის თანახმად, განაშენიანების დეტალური გეგმის განხილვისა და დამტკიცების
შესახებ ადმინისტრაციული წარმოება განხორციელდება I სტადიად, ნაცვლად II სტადიისა, რაც
დადებით ფინანსურ გავლენას მოახდენს ამ გეგმების შემმუშავებელ (დაინტერესებულ) პირებზე.
კერძოდ, დაიზოგება გეგმის კონცეფციის მომზადების ხარჯები, რაც
მთლიანი
სამუშაოების/ხარჯების 20-30%-ს (დაახლოებით - 139,843-დან 209,764.5 ლარამდე) შეადგენს.
ამასთან, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, საექსპერტო დასკვნის გამცემ პირად
განისაზღვრა მხოლოდ სააგენტო, რითაც შეიზღუდა დასკვნის გამცემ პირთა წრე. აღსანიშნავია,
რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საექსპერტო დასკვნის გაცემასთან
დაკავშირებულ რეგულაციებს. ამრიგად, დღეის მდგომარეობით, არცერთი საექსპერტო დასკვნა
არ არის გაცემული. ამასთან, ასეთი დასკვნის სააგენტოს გარდა სხვა პირის მიერ გაცემა,
შესაბამისი წესების არარსებობის გამო, ვერ ხორციელდება. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება
მოცემულ პირებზე არ იქონიებს ფინანსურ გავლენას.
ამასთან, პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია,
მშენებლობის ნებართვის ადმინისტრაციული წარმოება წარმართოს და ნებართვის გაცემის
მიზნით გამოიყენოს მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფისა და მართვის ავტომატური
საშუალებები. აღნიშნული ცვლილება არ მოახდენს გავლენას მესამე პირებზე, ვინაიდან მისი
განხორცილება მოხდება არსებული ადამიანური და ტექნიკური რესურსის ფარგლებში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას და არც არსებული ოდენობის შეცვლას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ
მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის
მდგომარეობაზე.
თანასწორობის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი
სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.