2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგების შესახებ

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
05.08.2025
ავტორი
„2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი
ნომერი
#2-10778/25/11
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანის მიერ წარმოდგენილი 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2025-09-03

📜 ტექსტი

წერილი
2-11591/25 03-09-2025 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 69-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ფრაქცია „ქართული ოცნება“ განსახილველად და მისაღებად წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს: „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგების შესახებ“. გთხოვთ, მისცეთ შესაბამისი მსვლელობა. პატივისცემით, ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგების შესახებ საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 5 თებერვლის N240-IIმს-XIმპ დადგენილების საფუძველზე შეიქმნა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“ (შემდგომ – „საგამოძიებო კომისია“). დადგენილებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძვლად განისაზღვრა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 61-ე მუხლის და 62-ე მუხლის პირველი პუნქტი. 2025 წლის 1 აპრილს, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივით (N07-3/47, 26.03.2025), პარლამენტმა მიიღო დადგენილება N413-IIმს-XIმპ, რომლის საფუძველზეც გაფართოვდა საგამოძიებო კომისიის მანდატი და ახლებურად ჩამოყალიბდა კომისიის სახელწოდება, როგორც „2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“. საგამოძიებო კომისიის მიერ მისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში განხილული და დასკვნაში მოყვანილი ფაქტების გაანალიზების საფუძველზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 69-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ განხორციელებული წამება და არაადამიანური მოპყრობა 2004-2012 წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „ნულოვანი ტოლერანტობის“ სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგად: - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებსა და სასჯელაღსრულების სისტემაში დაკავებულ პირთა და პატიმართა (ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა) მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო სისტემატური და სისტემური; - დაკავებულ პირთა და პატიმართა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა ატარებდა საყოველთაო ხასიათს და იყო პოლიტიკური თანამდებობის პირების, პირველ რიგში კი - მიხეილ სააკაშვილის მიერ დამკვიდრებული და სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილი ქმედება; ზემოაღწერილი დანაშაულები იყო არა ერთეულ პირთა გადაცდომა, არამედ - კარგად ორგანიზებული და თანამონაწილეობაზე დაფუძნებული ტერორი, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა რანგის მაღალი თანამდებობის პირები, რაც მათ ძალადობრივ რეჟიმად აქცევდა; - სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული პატიმრობის პირობები (საყოფაცხოვრებო პირობები, ადეკვატური კვებისა და სამედიცინო დახმარების არარსებობა, პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელყოფა, დაცვის უფლების ხელყოფა, გარე სამყაროსთან კონტაქტის აკრძალვა, ძალადობის ფაქტების გახმაურების აკრძალვა და მრავალი სხვა), ცალკე აღებული, უტოლდებოდა წამებასა ან არაადამიანურ მოპყრობას; - პატიმართა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სხვადასხვა, სასტიკი მეთოდების გამოყენებას ჰქონდა თითქმის ყოველდღიური ხასიათი; - დაკავებულ პირთა და პატიმართა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა, რომელიც გამოიყენებოდა ცალკე ან საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან კომბინაციაში, ისახავდა სხვადასხვა მიზანს, მათ შორის, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე სასურველი შედეგის მიღწევას, ქონების უკანონოდ ჩამორთმევას, პოლიტიკურ ანგარიშსწორებასა და სხვა; - მიმდინარეობდა ციხეში მყოფი პატიმრების შენიღბული და მიზანმიმართული განადგურება, რასაც მოწმობს: ერთი მხრივ, ის ფაქტი, რომ ციხეებში ყოველწლიურად ტუბერკულოზის 2 000-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა და ჯანმრთელი და გადამდები დაავადების მქონე პატიმრების ერთ საკანში განთავსება დამკვიდრებული პრაქტიკა იყო, ზოგჯერ მიზანმიმართულადაც - ჯანმრთელი პატიმრის დათრგუნვის ან მასზე შურისძიების მიზნით; მეორე მხრივ, C ჰეპატიტის მკურნალობის ხელოვნურად შეფერხება, მეტიც, ამ დაავადების სკრინინგის აკრძალვა, რათა საზოგადოებისათვის დაფარული ყოფილიყო ციხეებში მისი ფართო გავრცელება; - პროკურატურა, როგორც წამყვანი სამართალდამცავი ორგანო, არამცთუ არ ასრულებდა მისთვის კანონით დაკისრებულ მოვალეობებს და არ ატარებდა სრულყოფილ არაადამიანური და მოპყრობის ობიექტურ ფაქტებზე, გამოძიებას პირდაპირ პატიმართა მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევაში; წამებისა იყო და ჩართული - დაუსჯელობის სინდრომი და მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა სამართალდამცავ სტრუქტურებში ძალადობის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. ამას მოწმობს ისიც, რომ, მიუხედავად იმ ფაქტებისა, რაც „20032012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაშია“ (შემდგომ – „დასკვნა“) მოყვანილი, მიხეილ სააკაშვილმა არაერთი პირი, რომელიც თავად სჩადიოდა წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას ან სათავეში ედგა ძალადობრივ სისტემას, საპრეზიდენტო ორდენებით დააჯილდოვა. საგამოძიებო კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, სხვა შესაბამისი ორგანოების ხელშეწყობით, უზრუნველყოს 2004-2013 წლებში გაცემული ჯილდოების საკითხის გადასინჯვა, განსაკუთრებით კი, იმ პირების შემთხვევაში, რომელთაც ადამიანის წინააღმდეგ დანაშაული აქვთ ჩადენილი; - სასამართლო ხელისუფლება არ რეაგირებდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, რითაც უხეშად არღვევდა საქართველოს კანონმდებლობასა და ევროპულ კონვენციას; - ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მასობრივი საინფორმაციო საშუალებები უარს ამბობდნენ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გაშუქებაზე; - ბევრ სხვა მტკიცებულებასთან ერთად, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, პავლე კუბლაშვილის 2012 წლის 19 ივნისის საპარლამენტო გამოსვლის სულისკვეთება და შინაარსი ცალსახა დასტურია იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ 2006 წელს გამოცხადებული „ნულოვანი ტოლერანტობის“ სისხლის სამართლის პოლიტიკა 2012 წელსაც ურყევი იყო და „ნაციონალურ მოძრაობას“ მის მიერ საქართველოში დამკვიდრებული სასჯელაღსრულების არაადამიანური სისტემის შეცვლის, გამრუდებული სისხლის სამართლის მართლმსაჯულების გამოსწორებისა და გაჰუმანურების არავითარი ნება და სურვილი არც მომავალში არ გააჩნდა. ნიშანდობლივია, რომ პატიმრებს, რომლებსაც მოუწიათ ფსიქოლოგიური შემოწმების გავლა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, მრავალი წლის მერეც პრაქტიკულად უცვლელი დარჩათ მათთვის მიყენებული მორალური ზიანის და ტკივილის კვალი. 2004-2009 სახელმწიფო წლებში, სახალხო სტრუქტურა, დამცველის რომელიც სწრაფად აპარატი იყო ერთადერთი რეაგირებდა საჩივრებზე, გამოავლენდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს და სისტემატურად ითხოვდა მათზე სათანადო რეაგირებას. საგამოძიებო კომისიის მუშაობისას ნათლად დადასტურდა, რომ, სახელმწიფო სტრუქტურებს შორის, მსხვერპლებს მხოლოდ ამ ინსტიტუტის იმედი ჰქონდათ, რაც, 2010-2012 წლებში, მნიშვნელოვნად შესუსტდა. რაც შეეხება საერთაშორისო ინსტიტუტებს, 2004 წლიდანვე საგრძნობლად გაიზარდა მიმართვიანობა შემთხვევაში, მძიმედ ევროპული ავადმყოფი სასამართლოსადმი პატიმრისთვის და, სამედიცინო არაერთ დახმარების აღმოჩენა სწორედ სტრასბურგის სასამართლოს ჩარევით მოხერხდა. აღსანიშნავია, რომ ევროპულ სასამართლოს, საქართველოდან გაგზავნილი, ავადმყოფი პატიმრების საჩივრების განხილვამდე, არ გააჩნდა სამოსამართლო პრეცედენტი სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის სამედიცინო შემთხვევებში გამოყენების შესახებ. ამასთან, სტრასბურგის სასამართლო იყო ერთადერთი საერთაშორისო ინსტიტუტი, რომლის წინაშეც, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება ანგარიშვალდებულების პრინციპის დაცვას ცდილობდა. თუმცა, ზოგჯერ, ეს ფასადური იყო. ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო საზედამხედველო ორგანოების მიმართ, ხელისუფლება სერიოზულ დამოკიდებულებას არ ამჟღავნებდა. ასე, მაგალითად, გაეროს ადამიანის უფლებათა საზედამხედველო ორგანოებისადმი 2004-2012 წლებში წარსადგენი 12 ანგარიშიდან, სახელმწიფოს მხრიდან წარდგენილი იქნა მხოლოდ 7. რაც შეეხება ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტს, მან 2003-2012 წლებში 4 პერიოდული და ad hoc ვიზიტები განახორციელა. მიუხედავად მნიშვნელოვანი ინფორმაციების შეგროვებისა და ფასდაუდებელი მუშაობის შედეგად გაცემული რეკომენდაციებისა, კომიტეტის ვერც ერთ ანგარიშში ვერ იქნა ასახული ადამიანზე ძალმომრეობის ის განუზომელი სისასტიკე და მასშტაბი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სტრუქტურებსა და სასჯელაღსრულების სისტემაში სუფევდა. 2012 წლის 18 სექტემბერს ციხის კადრების გავრცელების შემდეგ, კომიტეტი საქართველოს მალევე, ნოემბრის თვეში ეწვია. „ნულოვანი ტოლერანტობის“ სისხლის სამართლის პოლიტიკა, რომელმაც ზემოხსენებული შედეგები მოიტანა, მიზნად ისახავდა საზოგადოებაში ტერორის დამკვიდრებას, საზოგადოების არასასურველი წევრების განეიტრალებასა და, დაუცველობის ტოტალური განცდის პირობებში, ღირსებაშელახული ადამიანების ხელისუფლებისადმი უსიტყვო მორჩილებას. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური თანამდებობის პირები და პოლიტიკოსები სრულად იყვნენ ინფორმირებული ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შესახებ, მაგრამ არ იღებდნენ არავითარ ზომას, რადგან თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების მასობრივი დარღვევა, მათ მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა მათთვის აღმოსაფხვრელი პრობლემა კი არ იყო, არამედ - მართვის მეთოდი. 2. „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ჩადენილი მკვლელობები და ძალადობა 2004-2012 წლებში, სახელმწიფო ინსტიტუტების ოფიციალური წარმომადგენლები, რომლებიც, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების შესაბამისად, ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, სიცოცხლის უფლების, დაცვა, თვითონვე განზრახ არღვევდნენ ამ უფლებებს, რასაც არაერთი, სრულიად უდანაშაულო პირის სიცოცხლე შეეწირა. დამორჩილების ძალაუფლების მიზნით, დემონსტრირების, „ნაციონალური დაშინებისა მოძრაობის“ და ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირები და სხვა მაღალჩინოსნები ადამიანებს თავისუფლებას უკანონოდ აღუკვეთდნენ, აწამებდნენ, არაადამიანურად ეპყრობოდნენ, აუპატიურებდნენ და კლავდნენ. პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და სხვა მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილი ან ორგანიზებული მკვლელობისა და ძალმომრეობის თითქმის ყველა საქმეზე, „ნაციონალურმა მოძრაობის“ რეჟიმმა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები გააყალბა, საქმის შესახებ მისთვის ხელსაყრელი ვერსია გაავრცელა ან/და განზრახ არასწორად მიმართა გამოძიების პროცესი, რის გამოც, ზოგიერთ საქმეზე დღემდე შეუძლებელია ჭეშმარიტების დადგენა. მკვლელობის ზოგიერთ საქმეზე, რეჟიმმა ვერ მოახერხა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მისთვის სასურველი ვერსიის საზოგადოებისთვის მიწოდება მოკლულთა მშობლების, ოჯახების წევრების, მეგობრებისა და უფლებადამცველთა აქტიურობის შედეგად. მიხეილ სააკაშვილი და რეჟიმის სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირები განუხრელად ხელს აფარებდნენ დამნაშავეებს, უზრუნველყოფდნენ მათ ფინანსებითა და სხვა პრივილეგიებით და უფლებააყრილ მდგომარეობაში ამყოფებდნენ მოკლულთა მშობლებს, მეუღლეებს, შვილებსა და ოჯახის წევრებს. ევროპულ სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი საჩივრების სტატისტიკური მონაცემები ნათლად აჩვენებს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებების მდგომარეობას საქართველოში: საერთო ჯამში, 1999 წლიდან დღემდე, ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ დარღვევა დადგენილია 284 საჩივარზე, რომელთაგან, დაახლოებით, 80% (227 საქმე) ეხება 2004-2012 წლებში მომხდარ ფაქტებს. აღნიშნული 227 საქმის ფარგლებში, ყველაზე ხშირად დადგენილია ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) მუხლებისა და დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის (საკუთრების დაცვა) დარღვევა. 2025 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დარღვეული უფლებების გამო, ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს სახელმწიფოს მომჩივნების სასარგებლოდ დაეკისრა, ჯამში, დაახლოებით, 2 029 743 ევროს გადახდა, როგორც მატერიალური და მორალური ზიანის კომპენსაციის, ისე ხარჯების ანაზღაურების მიზნით. დასკვნაში აღწერილ, საზარელი წამებისა და მკვლელობის არაერთ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ მსხვერპლად ქცეულ, განსხვავებული აზრის ადამიანებს „ჯაშუშობას“, „რუსეთის აგენტობასა“ და „სამშობლოს ღალატს“ უსაფუძვლოდ აბრალებდა, წარმომადგენლების „ნაციონალური რაც უცვლელ მოძრაობის“ დღესაც ხელწერად რეჟიმის ამ რჩება. პოლიტიკური ზოგიერთ წარმომადგენლები ძალის შემთხვევაში, შემთხვევითობის პრინციპით ირჩევდნენ ნებისმიერ პირს მსხვერპლად ადამიანზე ძალადობის წყურვილის მოკვლის მიზნით. აღსანიშნავია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულებიდან რამდენიმე დღეში, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა წამოიწყო აბსურდული ბრალდებებით დაკავებების ტალღა და სასტიკი ანგარიშსწორება მათ მიმართ, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში, ან შეესწრო საომარ ანდა ომის შემდგომ ვითარებას და რეჟიმის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სისწორე რაიმე ფორმით ეჭვქვეშ დააყენა. მის ხელთ არსებული ფაქტების, დოკუმენტებისა და ინფორმაციის გაანალიზების შედეგად, საქართველოს პარლამენტი ადგენს, რომ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ საქართველოსა და უცხოეთში გავრცელებული ცნობები იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციის გამჭვირვალე შენობების აგებისა და სხვა ნოვატორული ნაბიჯების გადადგმის შედეგად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოში შესაძლებელი გახადა პოლიციის ხელში მოხვედრილი პირის უფლებების მაღალი სტანდარტით დაცვა წარმოადგენდა მხოლოდ რეჟიმის პროპაგანდასა და მითს. დასკვნაში აღწერილი საზარელი მკვლელობებისა დაკავშირებულია სწორედ და ძალმომრეობის შინაგან საქმეთა თითქმის სამინისტროს ყველა საქმე პოლიტიკურ თანამდებობის პირებთან და მაღალჩინოსნებთან, რომლებიც, დანაშაულის ჩადენისას, მოქმედებდნენ სასჯელაღსრულების ცალკე ან თავდაცვის სამინისტროს, სისტემის ან/და პროკურატურის წარმომადგენლებთან კოორდინაციაში. 3. პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების ხელყოფა შესწავლილი ფაქტებისა და ინფორმაციების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტი ადგენს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი სისტემატურად და მასობრივად არღვევდა პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებას. მის მიერ ფარულად და უკანონოდ შეგროვებული მასალები (პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო- და ფოტოკადრები, სატელეფონო საუბრის ჩანაწერები, პატიმრებზე სექსუალური ძალადობის ფირზე აღბეჭდვა და ა.შ.) მოიცავდა საზოგადოების თითქმის ყველა სეგმენტს: ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, წევრებს, აქტივისტებს; განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე საზოგადოების მოთავსებულ ცნობილ პირებს; წარმომადგენლებს; კულტურის სფეროს საპატიმრო დაწესებულებებში წარმომადგენლებს; სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციის თანამშრომლებს/საჯარო მოხელეებს; სხვადასხვა სახის გასართობი დაწესებულების მომხმარებლებს; ტრანსპორტის სფეროს წარმომადგენლებს და სხვ. უკანონო ფარული თვალთვალი, მიყურადება და ჩაწერა/გადაღება კი ხორციელდებოდა ყველგან, მათ შორის, ოფისებსა და საცხოვრებელ სახლებში. ამასთანავე, მონაცემების უკანონო მოპოვება არ ხორციელდებოდა ერთი რომელიმე მიზნისთვის. ისინი მოპოვებული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სხვადასხვა მონაკვეთში და ზოგად მიზნად ისახავდა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების გეგმების, მიზნების, პოლიტიკური კავშირების იდენტიფიცირებასა და კონტროლს, აგრეთვე, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა რეპუტაციის დამაზიანებელი მასალების შეგროვებას. ფარული მიყურადებისა და თვალთვალის პროცესი ატარებდა ფართომასშტაბიან ხასიათს და წარმოადგენდა კარგად ორგანიზებულ, სახელმწიფო დონეზე ინსტიტუციონალიზებულ დანაშაულებრივ სისტემას. არა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი, არამედ, ფაქტობრივად, მთელი „სახელმწიფო მანქანა“ იყო მიმართული იმისკენ, რომ სხვადასხვა პირის, განურჩევლად სქესისა, ასაკისა, პროფესიული საქმიანობისა თუ პოლიტიკური კუთვნილებისა, რეპუტაციის დამაზიანებელი მონაცემები შეგროვებულიყო და შანტაჟისთვის გამოყენებულიყო. განსაკუთრებულად კონტროლდებოდა პოლიტიკური ოპონენტებისა და მათთან დაახლოებული პირების მიმოწერები და სატელეფონო საუბრები. აღნიშნული განპირობებული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ შიშით, მათ ძალადობრივ რეჟიმსა და ხელისუფლებაში დიდხანს ყოფნის ილუზიას საფრთხე არ შექმნოდა. თუმცა, როგორც საგამოძიებო კომისიის მუშაობისას გამოვლინდა, „ნაციონალური მოძრაობა“ პირადი ცხოვრების ხელყოფის მეთოდებს საკუთარი დანაშაულების გადასაფარად, გამოძიებისას სასურველი ჩვენების მისაღებად, ან სხვა ნებისმიერი მიზნისთვისაც იყენებდა. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, მოქალაქეები ერიდებოდნენ ტელეფონით მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაცემას. უფრო მეტიც, პირისპირ შეხვედრებისას, მობილურ ტელეფონებს რთავდნენ ან საერთოდ შლიდნენ. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გამორთული ტელეფონის მეშვეობითაც იყო შესაძლებელი საუბრის მოსმენა, ამიტომ აპარატიდან კვების წყაროს იღებდნენ. 2012 წლის სექტემბერში პატიმართა წამების კადრების გავრცელებით მხილებულ იქნა სისტემური დანაშაული – გარდა იმისა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში ადგილი ჰქონდა პატიმრების სისტემატურ ცემას, წამებას, მათზე სექსუალურ ძალადობას, ღირსებისა და პატივის შემლახველ მდგომარეობაში ჩაყენებას, დამცირებასა და არაადამიანურ მოპყრობას, მათი მორალურად ბოლომდე განადგურების მიზნით, ამ პროცესის გადაღებაც მიმდინარეობდა. დასკვნაში მოყვანილი ფაქტებისა და ინფორმაციის ანალიზი საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ საქართველოს პარლამენტმა დადგენილად მიიჩნიოს შემდეგი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოში დაამკვიდრა მოქალაქეთა უკანონო თვალთვალისა და მიყურადების, პირადი ცხოვრების ამსახველი აუდიოდა ვიდეოკადრების ფარულად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შექმნის, შენახვისა და სხვადასხვა უკანონო მიზნით გამოყენების მავნებლური და საყოველთაო პრაქტიკა. ყოველივე ეს კი ხელს უწყობდა ადამიანებში შიშისა და დაუცველობის განცდის დამკვიდრებას, რამაც ზოგიერთი მათგანის ფსიქიკაზე წარუშლელი კვალი დატოვა. ამასთანავე, საზოგადოებაში დღემდე არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა ფლობდეს მათ მიერ ხელისუფლებაში ყოფნისას უკანონოდ დამზადებული ჩანაწერების ასლებისგან შემდგარ ე.წ. შავ არქივს, რომელსაც, ნებისმიერ დროს, კვლავ მსხვერპლების წინააღმდეგ ან პოლიტიკური მიზნით გამოიყენებს. 4. კორუფცია, ბიზნესის რეკეტი და საკუთრების უფლების ხელყოფის უხეში ფაქტები არაერთი საქმისა და ფაქტობრივი ინფორმაციის ანალიზის შედეგად, საქართველოს პარლამენტმა დაადგინა, რომ 2004-2012 წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქვეყანაში დამკვიდრებული არაჯანსაღი მართვის მოდელი კორუმპირებული იყო, ვინაიდან, მთელი მმართველობის განმავლობაში, ადგილი ჰქონდა კანონგარეშე პროცესებს, რომელთა მიზანსაც ბიზნესისა და სხვა კერძო მესაკუთრეების რეკეტი და ტერორი წარმოადგენდა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ბიზნესისა და სხვა კერძო მესაკუთრეების რეკეტის სხვადასხვა სქემა ჰქონდა შემუშავებული. სქემებში მონაწილეობდა არაერთი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, დავალებას ამ სტრუქტურის ხელმძღვანელის გვერდის ავლითაც იღებდა და ასრულებდა. სამართალდამცავი და სხვა შესაბამისი სტრუქტურები სამართავად დანაწილებული ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წარმომადგენელს, რომლებიც, ერთმანეთთან კოორდინირებული მუშაობისა და ერთმანეთის ხელშეწყობის შედეგად, სახელმწიფო რესურსის გამოყენებითა და ძალისმიერი მეთოდებით, მათ შორის, უკანონო დაკავების, სისხლის სამართლის საქმის უსაფუძვლოდ აღძვრით და სხვ., ბიზნესის წარმომადგენლებსა და სხვა კერძო მესაკუთრეებს აიძულებდნენ, უძრავი ან მოძრავი ქონება დაეთმოთ. ამასთანავე, გადაწყვეტილებების მიღებისა და მათი აღსრულებისას, მნიშვნელობა არ ჰქონდა, მოცემული საკითხი განმახორციელებელი პირის უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნებოდა თუ არა. არსებობდა დასატერორებელ ბიზნესმენთა ე.წ. შავი სია და ბიზნესის რეკეტი პირადი ან პოლიტიკური შურისძიებისთვისაც გამოიყენებოდა. ბიზნესისა და სხვა კერძო პირებისთვის ძალისმიერი ან სხვა უკანონო მეთოდებით წართმეული ქონება ან სახელმწიფოს საკუთრებაში მიიქცეოდა ან გამოიყენებოდა პარტიული მიზნებისათვის ან კიდევ ხმარდებოდა მიხეილ სააკაშვილისა და სხვა ლიდერების ოჯახების ან მათთან დაკავშირებული პირების კომერციულ მიზნებსა და პირად კეთილდღეობას. მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერების ოჯახების ან მათთან დაკავშირებული პირების კომერციული ინტერესების დასაკმაყოფილებლად, მითვისებისა, გარდა მიმართავდნენ კერძო პირებისთვის დიდძალი სახელმწიფო წართმეული ქონების ქონების განკარგვის მეთოდსაც, მათ შორის, პირად საკუთრებაში გადაცემის ფორმით. საგამოძიებო კომისიის მუშაობისას ნათლად გამოიკვეთა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელშეწყობილ, ბიზნესის რეკეტის ერთ-ერთ სქემაში კერძო ბანკი „თიბისი“, მისი ხელმძღვანელები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და ბანკის ზოგიერთი სხვა თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ. საგამოძიებო კომისიის მუშაობის განმავლობაში, ქონებრივი უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით კომისიას რამდენიმე ასეულმა მოქალაქემ მიმართა. ამ განცხადებათა ოდენობა და შინაარსი კიდევ ერთხელ ცხადყოფს ბიზნესისა და სხვა კერძო მესაკუთრეების წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ განხორციელებული ტერორის მასშტაბს და, ამასთანავე, იმასაც, რომ მოცემული მიმართულებით, სამართლიანობის აღდგენის პროცესი დასრულებული ჯერ კიდევ არ არის. მიუხედავად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ პერიოდში საქართველოს მთავრობის, პროკურატურისა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების/ორგანოების მიერ გაწეული მნიშვნელოვანი ძალისხმევისა, საკუთრების უფლებების აღდგენის მიმართულებით, სამუშაოები კვლავაც უნდა გაგრძელდეს. 5. მედიის თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებები 2004 წლამდე ქართული მედია იყო მრავალფეროვანი და მწვავედ რეაგირებდა საზოგადოებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე, რაც თავისუფლების შედარებით მაღალ ხარისხზე მიუთითებდა. „ვარდების რევოლუციად“ წოდებული სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ეს მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. არაერთი საქმის ანალიზის შედეგად, საქართველოს პარლამენტმა დაადგინა, რომ „ნაციონალურმა მეთოდით მოძრაობამ“, დაიწყო მედიის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, თავისუფლების უსაფუძვლო სხვადასხვა შეზღუდვა და მედიაკომპანიების სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა. როგორც საგამოძიებო კომისიის მუშაობისას გამოვლინდა, ეს მისწრაფება მიხეილ სააკაშვილმა ჯერ კიდევ თავისი პოლიტიკური კარიერის ადრეული წლებიდან გამოავლინა. ის პირდაპირ უკავშირდებოდა მისთვის სასურველ მედიაკომპანიას და სთავაზობდა, რომ „მისი გამხდარიყო“, ხოლო სანაცვლოდ გრანტებსა და ხელშეწყობას ჰპირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში დემოკრატიული რეფორმების გატარების დაპირებით და მედიის მნიშვნელოვანი ხელშეწყობით მოვიდა, პრესასთან ხანმოკლე თბილი ურთიერთობის შემდეგ, მან და მისმა გუნდმა ნებისმიერი კრიტიკისა და განსხვავებული აზრის მიმართ შეუწყნარებელი დამოკიდებულება გამოამჟღავნეს. შესაბამისად, კრიტიკულმა გადაცემებმა, მწვავე შეკითხვებმა და ჟურნალისტურმა გამოძიებამ 2004 წელსვე დაიწყო გაქრობა, ხოლო ზოგიერთმა ოპოზიციურმა მედიამ, მსგავსად სახელმწიფო მედიისა, მთავრობის მხარდაჭერა დაიწყო. ხელისუფლებაში მოსვლის დღიდანვე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო ბაზარზე მოქმედი მედიასაშუალებების მიტაცება, ხოლო პრიორიტეტული დარტყმები როგორც ეროვნული, ისე რეგიონული მასშტაბის სატელევიზიო მაუწყებლებზე მიიტანა. მედიასაშუალებებზე თავდასხმას ჰქონდა როგორც ტელევიზიებში სპეცრაზმით შევარდნისა და დარბევის, ასევე, მესაკუთრეთა და ჟურნალისტთა შევიწროების, დაშინების, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის, დაპატიმრების, ასევე საკუთრების უფლების ხელყოფის უხეში ფორმა. სანამ ინტერნეტზე უმრავლესობისთვის წარმოადგენდა, წვდომა ტელევიზია მთავარი იყო დაბალი ინფორმაციის დარტყმა სწორედ მიღების და მოსახლეობის ძირითად სატელევიზიო წყაროს მაუწყებლობის მესაკუთრეებმა და ჟურნალისტებმა მიიღეს. შემდეგ, როცა ინტერნეტგამოცემები გააქტიურდა და გაჩნდა კრიტიკული ინტერნეტტელევიზიებიც, მათ მიმართ ცენზურის დაწესებისა და ფინანსური დასუსტების ღონისძიებებმა, საბოლოოდ, ამ გამოცემების საზოგადოებრივ აზრზე გავლენის შემცირება გამოიწვია. მედიის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში „ნაციონალურ მოძრაობას“ აქტიურად უწყობდა ხელს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. საგამოძიებო კომისიის მიერ სხვადასხვა მაგალითის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ კომუნიკაციების „ნაციონალური კომისია იყო მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში პოლიტიკურად მიკერძოებული და მისი გადაწყვეტილებები - დისკრიმინაციული. კერძოდ, ერთსა და იმავე დარღვევაზე ზოგიერთი ტელეკომპანიის მიმართ ხორციელდებოდა შესაბამისი ღონისძიებების გატარება, ხოლო ხელისუფლებასთან დაახლოებული და მისი ინტერესების გამტარებელი საბოლოოდ, ტელეკომპანიების „ნაციონალური დარღვევებზე მოძრაობის“ რეაგირება მმართველობის არ ხდებოდა. ბოლო წლებში, მედიასივრცის მონოპოლისტად მიხეილ სააკაშვილი ჩამოყალიბდა, რომელიც, მისი პოლიტიკური გუნდის წევრებისა და მათთან დაკავშირებული პირების მეშვეობით, სრულად აკონტროლებდა ქვეყანაში მედიის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის როგორც ფორმას, ასევე, შინაარსს. რეალურად, თითქმის ყველა გავლენიანი მედიასაშუალება „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ნაწილად იქცა. მედიის მარწუხებში მოქცევა საზოგადოებისთვის მოდელირებული ან ვირტუალური რეალობის მიწოდებას უზრუნველყოფდა და „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის იმიჯისა და ხელისუფლების შენარჩუნების საშუალება იყო. 6. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო პროცესის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებები 2004 წლიდანვე, მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცხინვალის რეგიონსა და კოდორის ხეობასთან მიმართებაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო პროცესისთვის საზიანო ნაბიჯები გადადგეს. მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების მილიტარისტული და უპასუხისმგებლო პოლიტიკა კიდევ უფრო გამძაფრდა საქართველოს პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ. კერძოდ, საგამოძიებო 2004 წლიდანვე კომისიის გაუქმდა ერგნეთის მიერ გამოკითხული ყველა ბაზრობა, რომელიც, პირის ერთსულოვანი მოსაზრებით, კონფლიქტის რეგიონში მცხოვრებ ქართველებსა და ოსებს შორის მნიშვნელოვან სამშვიდობო ფუნქციას ასრულებდა, ასევე, ცხინვალის რეგიონში დაიხურა ეუთოს ეგიდით მიმდინარე ჯანდაცვის, სოციალური, ჰუმანიტარული, კულტურული არაერთი პროგრამა, რაც რეგიონში მცხოვრები ქართველებისა და ოსების ერთიანობისათვის დამატებითი დარტყმა აღმოჩნდა. 2004 წლის მაისში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში „ნაციონალური მოძრაობის“ დიქტატის დამყარების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი ხშირად იმეორებდა სიტყვებს: „შემდეგი ცხინვალია“. მიხეილ სააკაშვილს რომ მსგავსი შემაშფოთებელი მოსაზრება ჰქონდა, ამის შესახებ წუხილს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისიც გამოხატავდა, რაც მან თავის მემუარებში აღწერა კიდეც. 2004 წლის ზაფხულში მიხეილ სააკაშვილის კაბინეტში გამართულ ერთერთ შეხვედრაზე, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს, მიხეილ ქარელს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ცხინვალის რეგიონზე ძალისმიერი მეთოდით კონტროლის აღდგენა უკვე გადაწყვეტილი, უფრო მეტიც - შეთანხმებული, საკითხი იყო, რადგან მიხეილ სააკაშვილმა მას პირდაპირ უთხრა: „ამერიკელები მიხედავენ რუსებს“. კონდოლიზა რაისის მოგონებების ფონზე იკვეთება, რომ მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული გარე ძალების იმედი უნდა ჰქონოდა, რის გამოც, 2004 წლიდან, მიზანმიმართულად მიჰყავდა ქვეყანა დაპირისპირებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარების კიდევ მეტად დამძიმებისკენ. „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ძალის გამოყენებაზე ჯერ კიდევ 2004 წლიდან სერიოზულად ფიქრობდა, ამის დასტურია თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის 2004 წლის 13 სექტემბრის ინტერვიუც, სადაც მან აღნიშნა, რომ ცხინვალის რეგიონზე ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის აღდგენა „რამდენიმე თვის ამბავი“ იყო. 2007 წლის 8 მაისს, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან 1991 წელს გაუქმებული საბჭოთა კავშირის დროინდელი ავტონომიური ოლქის აღდგენისკენ მიმართული ნაბიჯი იყო, რამაც სრულიად მშვიდობიანი ხელისუფლების მიერ და 1992 წლიდან კონტროლირებადი ხელოვნურად მოაქცია კონფლიქტის საქართველოს ტერიტორიული საქართველოს ახალგორის ზონაში, მთლიანობის რაც, ცენტრალური მუნიციპალიტეტი საბოლოოდ, დარღვევისთვის რუსეთმა 2008 წელს გამოიყენა. როგორც საგამოძიებო კომისიის წინაშე ირაკლი ბათიაშვილმა აღნიშნა, 2006 წელს მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა რუსეთს „საჩუქრად მიართვა“ ორი მთავარი წინაპირობა, რამაც 2008 წელს კოდორის ხეობის ოკუპაცია გააადვილა: 1. ხეობის დამცველი, ბრძოლისუნარიანი ადგილობრივი მოსახლეობის განიარაღება, რომელთა წინააღმდეგობამ და მედეგობამ ბევრ აგრესიას გაუძლო; 2. ხეობაში მძიმედ შეიარაღებული დანაყოფების შეყვანით, სახელმწიფომ დაარღვია 1994 წლის 14 მაისის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, რომელიც ამას კრძალავდა. რუსეთმა მოცემული ფაქტი დაუყოვნებლივ გამოიყენა, გაეროს უშიშროების საბჭოზე დააყენა ქართული მხარის მიერ ხელშეკრულების დარღვევის საკითხი და შესაბამისი რეზოლუციაც მოიპოვა. ამით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსეთს შეუქმნა ის სამართლებრივი საბაბიც, რაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის 2008 წელს გამოიყენა. საგამოძიებო კომისიის წინაშე მოწვეულმა სიმონ გასვიანმა, რომელიც კოდორის ხეობის სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა, და კოდორის ხეობის მკვიდრმა პირებმა განაცხადეს, სახელმწიფოს მხრიდან ხეობაში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჯერ კიდევ 2006 წლიდან დაგეგმილი ღონისძიებები იყო განზრახი ქმედება, რომლის მიზანსაც ხეობის მოსახლეობისგან დაცლა და მტრისთვის გადაბარება წარმოადგენდა. საკუთრივ 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებთან დაკავშირებით გამოკითხულ პირთა მიერ საგამოძიებო კომისიისთვის მიწოდებული ფაქტები და ინფორმაცია ცხადყოფს, რომ პოლიტიკური თანამდებობის ორმა პირმა თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, რომელთაც, არავითარი სამხედრო განათლება და გამოცდილება არ გააჩნდათ, 2008 წლის 6 აგვისტოს, მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით, უარყვეს პროფესიონალი სამხედრო პირების მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა, რომელიც არაერთი წლის განმავლობაში ჩატარებულ სამხედრო, ოპერატიულ, დაზვერვით და სხვა სახის მოსამზადებელ სამუშაოებს ეფუძნებოდა. სამხედრო პირთა მიერ დასამტკიცებლად წარდგენილ სამოქმედო გეგმაში პოლიტიკოსების მიერ შეტანილი ცვლილებების მიზანშეწონილობა და ამ ცვლილებების შესაბამისად განხორციელებული ქმედებები მრავალ კითხვას აჩენს და საჭიროებს თავდაცვის სისტემის წარმომადგენელთა მიერ დამატებით ანალიზს, რაც, როგორც გენერალ მამია ბალახაძის ახსნა-განმარტებიდან გამოირკვა, დღემდე არ განხორციელებულა. საგამოძიებო კომისიის მიერ გამოკითხულ პირთა მიერ მიწოდებული ცნობებიდან (იხ. გენერალი ზაზა გოგავას, გენერალი მამუკა ყურაშვილის, გენერალი მამია ბალახაძის, შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის მოადგილის, შალვა ჯანაშვილის, სამხედრო ექიმის, ლაშა ქოიავას ახსნაგანმარტებები) ცალსახად იკვეთება, რომ 2008 წლის აგვისტოში, ქართული ჯარი სამხედრო საქმისგან შორს მყოფი პოლიტიკოსების მიერ მართულ ომში აღმოჩნდა, რომლებმაც, გარე ძალების დახმარების იმედითა და ქართველი სამხედროების აზრის უგულებელყოფით, ქ. ცხინვალზე შეტევა განახორციელეს და საომარ მოქმედებათა ძირითად მიმართულებად სწორედ ეს დასახლება განსაზღვრეს. ამასთანავე, პოლიტიკოსების საგამოძიებო კომისიის გადაწყვეტილებით, მიერ დადგენილ ძირითად მიმართულებაზე იქნა, რომ სამხედრო ამოცანის შესრულება დაევალა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რამაც თავდაცვის ძალებში დეზორიენტაცია და დეზორგანიზაცია, ხოლო სამოქალაქო მოსახლეობაში გაურკვევლობა და დაუცველობა გამოიწვია. გენერალ მამია ბალახაძის თქმით, ვინაიდან ძირითად მიმართულებაზე ამოცანის შესასრულებლად ორი სხვადასხვა სისტემის დანაყოფები დაიძრნენ, გაურკვეველი დარჩა, ვინ იძლეოდა ბრძანებებს - შინაგან საქმეთა თუ თავდაცვის სამინისტრო. გეგმის განხორციელებაში ერთმანეთის გვერდიგვერდ ჩართულნი აღმოჩნდნენ ისეთი შენაერთები და პირები, რომლებსაც ცოდნა და მომზადება სრულიად განსხვავებული ფუნქციების განსახორციელებლად ჰქონდათ მიღებული და, თუნდაც ერთობლივი სწავლებების გზით, თავსებადობის არავითარი ტესტი წინასწარ გავლილი არ ჰქონდათ. ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა შეიარაღებულ ძალებს არ მისცა საშუალება, ემოქმედათ პროფესიონალურად, ვინაიდან ის, სხვებს შორის, აყოვნებდა დამტკიცებული გეგმის მიხედვით მოქმედების დაწყებას. აღიქვამდა რა საომარ მოქმედებებს პიარკამპანიად, „ნაციონალური მოძრაობა“ ღია ეთერით გადასცემდა ქართული ჯარის მოქმედებების შესახებ ინფორმაციას და მტერს ცეცხლის კორექტირების საშუალებას აძლევდა, რაც, საგამოძიებო კომისიის მიერ გამოკითხული თითოეული სამხედრო პირის მიერ ზურგიდან ხელშეშლად და ყოვლად დაუშვებლად იქნა მიჩნეული. გარდა იმისა, რომ სატელევიზიო სივრცეში სისტემატურად ჰქონდა ადგილი რუსეთის წინაშე ქართული სამხედრო პოზიციების „გაშიშვლებას“ პირდაპირი ეთერით, მიმდინარეობდა კონფლიქტის ზონაში დარჩენილი მოსახლეობის დეზინფორმაცია არაკომპეტენტურად მომზადებული სიუჟეტებითა და ტოტალური სიცრუის გავრცელებით იმის თაობაზე, რომ, თითქოს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება კონფლიქტის ზონაში ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა და საერთაშორისო მეგობრები არ დაუშვებდნენ ქვეყანაში კატასტროფას და შეაჩერებდნენ რუსეთის აგრესიას. უფრო მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კონტროლირებულმა მედიამ განსაკუთრებით აქტიური როლი შეასრულა კატასტროფული შედეგების მქონე წაგებული ომის „გამარჯვებად“ გასაღებაში. ზემომოყვანილმა და სხვა გარემოებებმა, ერთობლიობაში, განაპირობა სამდღიანი ომი, მარცხი, დამატებითი ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთის მიერ, დევნილთა რიცხვის ზრდა, გაუმართლებელი მსხვერპლი, როგორც შეიარაღებულ ძალებში, ასევე, სამოქალაქო მოსახლეობაში, და მნიშვნელოვანი მატერიალური დანაკარგი. 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, ცხინვალის რეგიონში რუსეთის მიერ მანამდე ოკუპირებულ 363 დასახლებულ პუნქტს, 111 ოკუპირებული დასახლებული პუნქტი შეემატა. რუსეთის ოკუპაციის ქვეშ აღმოჩნდა მანამდე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი კოდორის ხეობაც. როგორც საგამოძიებო კომისიის წინაშე შინდისის ბრძოლის გმირის ძმამ, ფრიდონ ზოიძემ აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების გადმოსვენებაში მონაწილეობა არ მიიღო და არაერთი ცხედარი ბრძოლის ველზე რჩებოდა. როგორც საყოველთაოდ ცნობილია, მათი გადმოსვენება მოხდა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, მცხეთათბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია ΙΙ-ის მიერ, მას შემდეგ, რაც ის მეუფეებთან და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად, ცხინვალის რეგიონში შევიდა და გარდაცვლილთა ცხედრებს უპატრონა. საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად საბოლოოდ დადგინდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ, სულ ცოტა, 2008 წლის ივლისის ბოლოდან იცოდა, რომ კონფლიქტის ზონაში დაძაბულობა უმაღლეს ნიშნულზე იყო, მაგრამ არავითარი ზომა არ მიიღო იმისთვის, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა საომარი არეალიდან დროულად გამოეყვანა. უფრო მეტიც, როგორც გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, მოსახლეობის დროული ევაკუაცია რეჟიმის მიზანს არ წარმოადგენდა. მოგვიანებით, რეჟიმის წარმომადგენლებმა ხმა მისცეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის N1633 რეზოლუციას, რითაც დაადასტურეს, რომ „ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიან საომარი მოქმედებების საფეხურზე“ 2008 წლის 7 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმის მიერ „ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით“ გადავიდა. ამით მათ საკუთარი სახელმწიფოს და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაული აღიარეს. როგორც საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად გამოიკვეთა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაირღვა 2019 წელს, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ სოფ. ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილების შედეგად. ჩორჩანის საგუშაგოს აღმართვის საკითხზე საგამოძიებო კომისიის მიერ დადგენილი ფაქტები ერთობლიობაში აჩენს არაერთ ლეგიტიმურ კითხვას იმასთან დაკავშირებით, ხომ არ ჰქონდა კვლავაც ადგილი საქართველოში ცეცხლის კერის ხელოვნურად გაჩენის მცდელობას, როგორც ეს მოხდა 2008 წელს, და რა როლს ასრულებდა მოვლენების განვითარებაში თავად ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ასევე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახაბერ ქემოკლიძე, რომელიც, 2019 წლის ივლისამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საინფორმაციოანალიტიკურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა და არაერთი წლის მანძილზე ასრულებდა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მთავარი მომლაპარაკებლის ფუნქციას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე. ყურადღებას საჭიროებს, ასევე, დავით ქაცარავას („ანტისაოკუპაციო მოძრაობა - ძალა ერთობაშია“) როლიც, რომლის საქმიანობასაც, მოცემულ გეოგრაფიულ არეალში არაერთი პროვოკაცია და ადგილობრივ მოსახლეობასთან დაპირისპირების ინციდენტები უკავშირდება (სოფ. ჩორჩანა, ატოცი, აბანო). 7. მიხეილ სააკაშვილის, „ნაციონალური მოძრაობისა“ დაკავშირებული პირების საქმიანობა 2012-2025 წლებში და მათთან საგამოძიებო კომისიამ, მისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, განიხილა და შეაფასა ყველა ის ძირითადი ფაქტი და ინფორმაცია, რომელიც 2012 წლიდან დღემდე დესტრუქციული ოპოზიციის – მიხეილ სააკაშვილის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათთან დაკავშირებული ფიზიკური თუ იურიდიული პირების საქმიანობას ეხება. საგამოძიებო კომისიამ მოუსმინა კომპეტენტურ პირებს, რომლებსაც ახსნაგანმარტებები ჩამოერთვათ და შეაფასა მის ხელთ არსებული არაერთი ინფორმაცია. დასკვნაში მოყვანილი ფაქტები მხოლოდ ნაწილია იმ მოვლენებისა, რომლებიც საქართველოში 2012-2025 წლებში განვითარდა. თუმცა, ისინი საკმარის საფუძველს იძლევა დასაბუთებული დასკვნისთვის, რომ 2012 წლიდან დღემდე, მიხეილ სააკაშვილის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათთან დაკავშირებული ფიზიკური თუ იურიდიული პირების დესტრუქციული საქმიანობის ფონზე, საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა ვერ ჩამოყალიბდა. 2012-2025 წლებში, სახელმწიფოს მუდმივად უწევდა ისეთ გამოწვევასთან გამკლავება, როგორიც იყო კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მრავალჯერადი მცდელობა, რომლის ძირითად შემსრულებლებს დესტრუქციული ოპოზიცია და უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენდნენ. ამის გამო, 2012 წლიდან დღემდე, საქართველოს არ მისცემია არცერთი პოლიტიკურად მშვიდი წელიწადი. დესტრუქციულმა პოლიტიკურმა დღის წესრიგმა თითქმის სრულად დაიკავა ოპოზიციური პოლიტიკური ველი, რამაც მიუკერძოებელი სამოქალაქო სექტორის გაძლიერება და ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებისთვის ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების ჩამოყალიბება შეაფერხა ან შეუძლებლად აქცია. ვითარება, განსაკუთრებით, მას შემდეგ გამწვავდა, რაც 2022 წლის თებერვლიდან სახელმწიფოს მოუწია ძალზედ მტკივნეული პროცესების დაძლევა და საქართველოს ომში ჩათრევის განუწყვეტელი მცდელობების მოგერიება. საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების ხელშეშლას, მიხეილ სააკაშვილთან და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, ახორციელებენ დასკვნაში მოხსენიებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდან გამოსული ისეთი პოლიტიკური გაერთიანებები, როგორიცაა „კოალიცია ცვლილებებისთვის“, და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სრულ კოორდინაციასა და კოალიციურ მმართველობაში მყოფი „ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ 2012 წლიდან დღემდე პერიოდის კვლევამ ვერ გამოავლინა ვერც ერთი შემთხვევა, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან დაკავშირებულმა პირებმა, საქართველოს სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე, მხარი დაუჭირეს თუნდაც მათთვის პოლიტიკურად მიუღებელ მმართველ ძალას. პირიქით, მათ ყველა ზომას მიმართეს იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ მოეპოვებინა, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი არ გამხდარიყო და სხვა, ქვეყნისა და მისი მომავლისთვის სასიკეთო მიღწევები არ ჰქონოდა. უფრო მეტიც, გარე ძალების ნების შესაბამისად, მათ აწარმოეს და მონაწილეობა მიიღეს ომის პროპაგანდაში, რომელიც 2022 წელს მძვინვარებდა საქართველოში და დღესაც, გარკვეულწილად, აქტუალურია. ამით დესტრუქციულმა ძალებმა საქართველო ეგზისტენციალური საფრთხისათვის გაწირეს და არავითარი მონაწილეობა არ მიიღეს საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის საქმეში. შემაჯამებელი შეფასების სახით, უნდა აღინიშნოს, რომ არც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და არც შემდგომ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არ გადადგმულა არც ერთი ნაბიჯი მის მიერ ხელისუფლებაში ყოფნისას ადამიანის სიცოცხლისა და ღირსების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებების აღიარების ან მონანიების მიზნით. პირიქით, ყველაფერი კეთდებოდა და კვლავაც კეთდება იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდი განვითარების ეპოქად შეირაცხოს, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი ძალადობრივი წარსულისაგან განიბანოს და, გარე ძალებისა და მათ მიერ დაფინანსებული არასამთვრობო ორგანიზაციების ხელშეწყობით, დაუბრკოლებლად განაგრძოს კონსტიტუციური წყობილების, სტაბილურობისა და მშვიდობის წინააღმდეგ მის მიერ ამჟამად წარმოებული საქმიანობა. 8. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი
კენჭისყრის შედეგები
ʱʬʴ˅ʰʹʿʸʰʹʨʴʪʨʸʰˀʰ ʶʲʬʴʨʸʻʲʰʹˆʫʵʳʨ 03.09.2025 ʹʨʱʰʯˆʰʹʫʨʹʨˆʬʲʬʩʨ ˟˄ʲʬʩˀʰʳʵʽʳʬʫʰʸʬʷʰʳʰʹʨʳʸʬʷʰʳʰʹʶʵʲʰʺʰʱʻʸʰʯʨʴʨʳʫʬʩʵʩʰʹʶʰʸʬʩʰʹʨʫʨʶʵʲʰʺʰʱʻʸ ʶʨʸʺʰʬʩˀʰʪʨʬʸʯʰʨʴʬʩʻʲʰʳʵʽʳʬʫʰʫʨʿʵʼʰʲʰʯʨʴʨʳʫʬʩʵʩʰʹʶʰʸʬʩʰʹ˄ʲʰʫʨʴʫʾʬʳʫʬ ʹʨʽʳʰʨʴʵʩʰʹˀʬʳʹ˄ʨʭʲʬʲʰʹʨʽʨʸʯʭʬʲʵʹʶʨʸʲʨʳʬʴʺʰʹʫʸʵʬʩʰʯʰʹʨʪʨʳʵ˃ʰʬʩʵʱʵʳʰʹʰʰʹ ʹʨʽʳʰʨʴʵʩʰʹˀʬʫʬʪʬʩʰʹˀʬʹʨˆʬʩ ʹʨʱʰʯˆʰʹʨʾ˄ʬʸʨ ʹʨʽʨʸʯʭʬʲʵʹʶʨʸʲʨʳʬʴʺʰʹʫʨʫʪʬʴʰʲʬʩʰʹʶʸʵʬʽʺʰ˟˄ʲʬʩˀʰʳʵʽʳʬʫʰʸʬʷʰʳʰʹʨʳʸʬʷʰʳʰʹʶʵʲʰʺʰʱʻʸʰ ʯʨʴʨʳʫʬʩʵʩʰʹʶʰʸʬʩʰʹʨʫʨʶʵʲʰʺʰʱʻʸʶʨʸʺʰʬʩˀʰʪʨʬʸʯʰʨʴʬʩʻʲʰʳʵʽʳʬʫʰʫʨʿʵʼʰʲʰʯʨʴʨʳʫʬʩʵʩʰʹʶʰʸʬʩʰʹ ˄ʲʰʫʨʴʫʾʬʳʫʬʹʨʽʳʰʨʴʵʩʰʹˀʬʳʹ˄ʨʭʲʬʲʰʹʨʽʨʸʯʭʬʲʵʹʶʨʸʲʨʳʬʴʺʰʹʫʸʵʬʩʰʯʰʹʨʪʨʳʵ˃ʰʬʩʵʱʵʳʰʹʰʰʹ ʹʨʽʳʰʨʴʵʩʰʹˀʬʫʬʪʬʩʰʹˀʬʹʨˆʬʩʹˆʫʵʳʨʮʬʪʨʴʹʨˆʰʲʭʬʲʰʶʸʵʬʽʺʰ ȹ˟  ʹˆʫʵʳʰʹʯʨʭʳˇʫʵʳʨʸʬ ʶʨʶʻʨˀʭʰʲʰˀʨʲʭʨ ʰʴʼʵʸʳʨ˂ʰʨʱʬʴ˅ʰʹʿʸʰʹˀʬʹʨˆʬʩ ʱʬʴ˅ʰʹʿʸʰʹʫʨ˄ʿʬʩʰʹʫʸʵ ʱʬʴ˅ʰʹʿʸʰʹʫʨʳʯʨʭʸʬʩʰʹʫʸʵ ʱʭʵʸʻʳʰʹʨʾ˄ʬʸʨ ʱʬʴ˅ʰʹʿʸʰʹʸʬʷʰʳʰ ʱʬʴ˅ʰʹʿʸʰʹˀʬʫʬʪʰ 03/09/2025 15:29:51 ʳʵʳˆʸʬ ˄ʰʴʨʨʾʳʫʬʪʰ ʱʭʵʸʻʳʰ 85 03/09/2025 15:30:08 ʫʨʳʻʳʸʨʸʨʴʨʱʹʸ ʾʰʨʱʬʴ˅ʰʹʿʸʨ ʹʨʱʰʯˆʰʪʨʫʨ˄ʿʭʬʺʰʲʰʨ 0 50 ʱʬʴ˅ʰʹʿʸʰʹˀʬʫʬʪʰʼʸʨʽ˂ʰʬʩʰʯ ʼʸʨʽ˂ʰʰʹʫʨʹʨˆʬʲʬʩʨ ʬʹ˄ʸʬʩʵʫʨ ʨʸ ʬʹ˄ʸʬʩʵʫʨ ʳʵʳˆʸʬ ʬʭʸʵʶʬʲʰʹʵ˂ʰʨʲʰʹʺʬʩʰ 2 1 2 0 ʶʵʲʰʺˇʪˆʨʲˆʰʹ˃ʨʲʨ 7 0 7 0 ʼʸʨʽ˂ʰʰʹʪʨʸʬˀʬ 2 12 2 0 ʽʨʸʯʻʲʰʵ˂ʴʬʩʨ 75 2 74 86 15 85 ʹʨʩʵʲʵʵˀʬʫʬʪʰ ʫʨʩʬ˅ʫʰʲʰʨ ˄ʰʴʨʨʾʳʫʬʪʰ ʨʸ ʳʵʴʨ˄ʰʲʬʵ ʩʫʨ 1 0 1 ʪʭʬʸʫʰof 3 ʱʬʴ˅ʰʹʿʸʰʹʨʴʪʨʸʰˀʰ ʶʲʬʴʨʸʻʲʰʹˆʫʵʳʨ 03.09.2025 ʰʴʫʰʭʰʫʻʨʲʻʸʰʱʬʴ˅ʰʹʿʸʰʹˀʬʫʬʪʰ ʶʨʸʲʨʳʬʴʺʰʹ˄ʬʭʸʰʹʪʭʨʸʰʫʨʹʨˆʬʲʰ ʬʹ˄ʸʬʩʵʫʨ ʳʵʳˆʸʬ ʨʩʬʹʨ˃ʬʪʸʰʪʵʲ X X ʨʩʻʲʨ˃ʬʪʬʲʨ ʨʲʨʫʨˀʭʰʲʰʨʱʨʱʰ X X ʨʴʨʴʰ˃ʬˇʬʳʨʲ ʩʨʱʨʸʨ˃ʬʽʬʯʬʭʨʴ ʩʨʸʭʬʴʨˀʭʰʲʰʪʰʵʸʪʰ X X ʩʬʴʨˀʭʰʲʰʪʰʨ X X ʩʬʸʨ˃ʬʸʨʳʰʴʨ X X ʩʬʸʬʱʨˀʭʰʲʰʯʵʸʴʰʱʬ X X ʩʬʸʬʱʨˀʭʰʲʰˀʵʯʨ X X ʩʬʸʰ˃ʬʨʸˁʰʲ X X ʩʰʯʨ˃ʬʳʨʰʨ X X ʩʵʲʽʭʨ˃ʬʨʴʮʵʸ X X ʩʵʷʨ˃ʬʭʲʨʫʰʳʬʸ X X ʪʨʩʻʴʰʨʪʰʵʸʪʰ X X ʪʵʸʫʻʲʨ˃ʬʨʸˁʰʲ X X ʪʻʪʻˁʰʨʪʰʵʸʪʰ X X ʫʨʲʨʽʰˀʭʰʲʰʨʲʬʽʹʨʴʫʸʬ X X ʫʨʸʪʨʲʰʮʨʻʸ X X ʫʨʹʬʴʰʰʹʱʵ X X ʫʵʲʰ˃ʬʫʨʭʰʯ X X ʫʻʪʲʨ˃ʬʮʨʨʲ X X ʬʲʰʹʨˀʭʰʲʰʴʰʱʨ ʬʴʻʽʰ˃ʬʪʵˁʨ X X ʭʵʲʹʱʰʪʰʵʸʪʰ X X ʮʨʭʸʨʫʨˀʭʰʲʰʰʸʳʨ X X ʮʨʸʽʻʨʰʸʨʱʲʰ X X ʯʬʭʮʨ˃ʬʸʻʹʻʫʨʴ ʯʵʲʵʸʨʰʨʬʫʰˀʬʸ X X ʯʵʸʰʨʳʨʲˆʨʮ ʯʻʸʴʨʭʨʭʨˆʺʨʴʪ X ʰʴˇʰʨʰʲʰʨ X X ʰʵʴʨʯʨʳʰˀʭʰʲʰʸʨʺʰ X X ʱʨ˅ʨʸʨʭʨʫʨʭʰʯ X X ʱʨˆʨ˃ʬʭʲʨʫʰʳʬʸ X X ʱʨˆʰʨʴʰʪʰʵʸʪʰ X X ʱʬʸʬʹʬʲʰ˃ʬˀʨʲʭʨ ʱʭʰʷʰʴʨ˃ʬʶʨʨʺʨ X X ʱʰʸ˂ˆʨʲʰʨʰʸʨʱʲʰ X X ʱʰʻʸʬʾʰʨʴʹʻʳʩʨʺ X X ʱʵʩʨʲʨ˃ʬʹʨʲʵʳʬ ʱʵʫʻʨʫʨʯʵ X X ʲʨˀˆʰʳʨʸʰʨʳ X X ʲʰʶʨʸʺʬʲʰʨʴʰʭʨʸʲʨʳ X X ʲʵʳʰʴʨ˃ʬʮʨʮʨ X X ʳʨʯʰʱʨˀʭʰʲʰʫʨʭʰʯʰ X X ʳʨʴʻʱʰʨʴʹʨʳʭʬʲ X X ʳʨ˅ʨʭʨʸʰʨʴʰʲʬʭʨʴ X X ʳʨ˅ʨʸʨˀʭʰʲʰʪʻʸʨʳ X X ʳʨˆʨˀʭʰʲʰʲʬʭʨʴ X X ʳʬʮʻʸʴʰˀʭʰʲʰʰʸʨʱʲʰ X X ʳʰʸʮʵʬʭʰʹʨʭʨʲʨʴ X X ʳʰʽʬʲʨ˃ʬʮʨʨʲ X X ʴʰʱʻʸʨ˃ʬʰʳʬʫʨ X X ʫʨʩʬ˅ʫʰʲʰʨ ˄ʰʴʨʨʾʳʫʬʪʰ ʨʸ ʳʵʴʨ˄ʰʲʬʵʩʫʨ X ʪʭʬʸʫʰof 3 ʱʬʴ˅ʰʹʿʸʰʹʨʴʪʨʸʰˀʰ ʶʲʬʴʨʸʻʲʰʹˆʫʵʳʨ 03.09.2025 ʶʨʸʲʨʳʬʴʺʰʹ˄ʬʭʸʰʹʪʭʨʸʰʫʨʹʨˆʬʲʰ ʬʹ˄ʸʬʩʵʫʨ ʳʵʳˆʸʬ ʵʩʵʲʨˀʭʰʲʰʨʴʺʵʴ X X ʶʨʶʻʨˀʭʰʲʰˀʨʲʭʨ X X ʶʬʺʸʰʨˀʭʰʲʰʪʬʴʵ X X ʸʻʸʻʨʮʻʸʨʩ X X ʹʨʳˆʨʸʨʻʲʰʪʬʲʨ X X ʹʨʳˆʨʸʨ˃ʬʫʰʳʰʺʸʰ ʹʨʳˆʨʸʨ˃ʬʴʰʱʵʲʵʮ X X ʹʨʴʰʱʰ˃ʬʭʰʽʺʵʸ ʹʬʼʨˀʭʰʲʰʬʱʨ X X ʹʵʹʰʨˀʭʰʲʰʪʰʵʸʪʰ X X ʹʻʩʨʸʰʹʵʮʨʸ X X ʺʨʩʨʺʨ˃ʬʨʲʬʽʹʨʴʫʸʬ X X ʺʨʲʨˆʨ˃ʬʲʨˀʨ X X ʺʻʸ˃ʬʲʨ˃ʬʴʵʫʨʸ X X ʼʨʸʻʲʨʭʨʪʰʪʨ ʼʨʾʨʭʨʯʵʸʴʰʱʬ X X ʼʰʲʼʨʴʰʭʰʱʨ ʽʨʫʨʪʰˀʭʰʲʰʰʸʨʱʲʰ X X ʾʻʫʻˀʨʻʸʰʨʲʻʫʨ X X ˀʨʲʨʳʩʬʸʰ˃ʬʮʭʰʨʫ X X ˀʨʸʨˀʰ˃ʬʪʰʵʸʪʰ ˀʨʸʳʨʴʨˀʭʰʲʰʯʬʴʪʰʮ X X ˀʨʸʺʨʭʨʲʰʱʨ X X ˀʨʺʨʱʰˀʭʰʲʰʰʸʨʱʲʰ X X ˀʬʸʨʮʨʫʰˀʭʰʲʰʫʨʭʰʯ X X ˁʨʱʭʬʺʨ˃ʬʪʰʵʸʪʰ X X ˁʨʴʽʹʬʲʰʨʴʰʪʵʫʬʸ˃ʰ X X ˁʰʪʵʪʰ˃ʬʭʨʹʰʲ X X ˄ʨʽʨ˃ʬʩʬʷʨʴ X X ˄ʰʲʵʹʨʴʰʴʰʴʵ X X ˄ʰ˄ʨʭʨʪʸʬʺʨ X X ˄ʻʲʻʱʰʨʴʰʯʬʨ X X ˅ʬʰˀʭʰʲʰʯʵʸʴʰʱʬ X X ˅ʬʰˀʭʰʲʰʰʸʨʱʲʰ X X ˅ʰ˅ʰʴʨ˃ʬʪʰʭʰ X X ˅ʰ˅ʰʴʨ˃ʬʬʱʨ X X ˅ʿʵʴʰʨʪʰʵʸʪʰ X X ˆʨʩʨʸʬʲʰˀʵʯʨ X X ˆʨˆʻʩʰʨʪʰʵʸʪʰ X X ˆʬʲʨ˃ʬʰʸʨʱʲʰ X X ˆʭʬʫʬʲʰʨʴʰʯʨʳʨʸ ˆʰʴˁʬʪʨˀʭʰʲʰʭʲʨʫʰʳʬʸ X X ˆʵʸʪʻʨʴʰʹʵʼʰʵ ˆʻʴʫʨ˃ʬʫʰʳʰʺʸʰ X X ˇʨʼʨʸʰ˃ʬʭʰʽʺʵʸ X X ˇʰʴˇʵʲʨʭʨʹʨʲʵʳʬ X X ˇʵʸʩʬʴʨ˃ʬʰʵʹʬʩʰ X X ʫʨʩʬ˅ʫʰʲʰʨ ˄ʰʴʨʨʾʳʫʬʪʰ ʨʸ ʳʵʴʨ˄ʰʲʬʵʩʫʨ ʪʭʬʸʫʰof 3