2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანის მიერ წარმოდგენილი 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა
📦 საკანონმდებლო პაკეტი
2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანის მიერ წარმოდგენილი 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა
- 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანის მიერ წარმოდგენილი 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა (ეს პროექტი) დასკვნა
- 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგების შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-09-02
ბიუროს ნომერი 70
📜 ტექსტი
წერილი
2-10778/25
05-08-2025
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 69-ე მუხლის მე-4 პუნქტის
შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში
შესატანად წარმოგიდგენთ 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის
პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და
პოლიტიკურ პარტიებში
გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან
დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 4 აგვისტოს სხდომაზე მიღებულ დასკვნას.
დანართი: დასკვნა
პატივისცემით,
კომისიის თავმჯდომარე
თეა წულუკიანი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
წერილი
9/1/2025
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საქარ თველო ს პრ ო კურ ატურ ა
საქარ თველო ს
გ ენერ ალურ ი პრ ო კურ ო რ ი
Prosecution Service of Georgia
Prosecutor General of Georgia
KARR1382979434525
01 / სექტემბერი / 2025 წ.
№ 13/61948
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ შალვა პაპუაშვილს
ბატონო შალვა,
2025 წლის 01 სექტემბრის № 4018/1-1/25 წერილთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 69-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის
გამო, თანახმა ვარ დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებული დასკვნა განხილულ იქნეს
საჯარო პლენარულ სხდომაზე.
პატივისცემით,
საქართველოს გენერალური პროკურორი
file:///tmp/tomcat8-tomcat8-tmp/caa0bbd5-de15-4685-9c09-962ed01306d9.html
გიორგი გვარაკიძე
1/1
დასკვნა
2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში
გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების
2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის
დასკვნა
(დანართებისა და ვიზუალური მასალის გარეშე)
მიმდინარეობს დოკუმენტის კორექტურისა და დიზაინის პროცესი,
სტამბისთვის გადაცემის მიზნით
4 აგვისტო 2025 წელი
სარჩევი
წინასიტყვაობა საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილებისა და ჩატარებული სამუშაოს
შესახებ _____________________________________________________________________ 4
მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლები (20032012 წწ.) ____________________________________________________________________ 9
ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებები ________________________________________ 9
სისტემატური და სისტემური წამება და არაადამიანური მოპყრობა თავისუფლების აღკვეთის
ადგილებში______________________________________________________________________________ 9
შესავალი _____________________________________________________________________________ 9
2004-2005 წლები – არაადამიანური სასჯელაღსრულების სისტემის დასაბამი _______________ 11
2006 წელი - „ნულოვანი ტოლერანტობის“ სახელმწიფო პოლიტიკად გამოცხადება _________ 38
2007-2009 წლები - „რეზინის სტანდარტით“ ციხეების მართვა და ეპიდემია ________________ 58
2010-2011 წლები - სისტემატური და სისტემური ძალადობის საყოველთაოობა _____________ 70
2012 წელი - „ნაციონალური მოძრაობის“ მარცხი არჩევნებში და წამების დასასრული ციხეებში
____________________________________________________________________________________ 101
შემაჯამებელი შეფასებანი ____________________________________________________________ 111
სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილი მკვლელობები და ძალადობა ____________ 116
შესავალი ___________________________________________________________________________ 116
სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი მკვლელობებისა და ძალადობის
მაგალითები ________________________________________________________________________ 119
ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის საქმე ________________________________________ 119
აფრასიძეების მკვლელობის საქმე ___________________________________________________ 122
დეპუტატ ვალერი გელაშვილზე ძალადობის საქმე ___________________________________ 125
მალხაზ აზარაშვილისა და ზაზა მესხის საქმე ________________________________________ 126
ვამეხ აბულაშვილისა და კახაბერ დაბრუნდაშვილის საქმე ____________________________ 126
ალექსანდრე (სანდრო) გირგვლიანის მკვლელობის საქმე ______________________________ 128
ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის საქმე _______________ 134
იური ვაზაგაშვილის აფეთქების საქმე _______________________________________________ 136
მარად ართმელაძის, რომან სურმანიძისა და შოთა გორგაძის მკვლელობის საქმე ________ 137
გურამ შარაძის მკვლელობის საქმე __________________________________________________ 139
2007 წლის 7 ნოემბრის საქმე ________________________________________________________ 141
დეპუტატ კობა დავითაშვილზე ძალადობის საქმე ____________________________________ 144
გიორგი გამცემლიძის მკვლელობის საქმე ____________________________________________ 145
სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმე ___________________________________________ 147
1
დავით ცინდელიანისა და პაატა ქარდავას მკვლელობის საქმეები ______________________ 149
ჟურნალისტ მამუკა კვარაცხელიაზე ძალადობის საქმე ________________________________ 152
პოლკოვნიკ გია კრიალაშვილის მკვლელობის საქმე __________________________________ 153
2009 წლის 15 ივნისის საქმე_________________________________________________________ 155
ლაშა ხორგუანისა და ხვიჩა და გოჩა მილდიანების საქმე ______________________________ 158
ნიკა გელაშვილისა და გიორგი გაბუნიას გარდაცვალების საქმე ________________________ 159
ომის ვეტერანებზე ძალადობის საქმე ________________________________________________ 160
2011 წლის 26 მაისის საქმე __________________________________________________________ 161
„ყინწვისის სპეცოპერაციის“ საქმე ___________________________________________________ 169
„ზილების რევოლუციის“ საქმე _____________________________________________________ 171
პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მკვლელობის საქმე ____________________________________ 173
ელბერდ კობერიძის წამების საქმე __________________________________________________ 174
„ლაფანყურის სპეცოპერაციის“ საქმე ________________________________________________ 175
პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების ხელყოფის უხეში ფაქტები _____________________ 178
კორუფცია, ბიზნესის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებები და საკუთრების უფლების
ხელყოფის უხეში ფაქტები _______________________________________________________ 198
შესავალი ______________________________________________________________________________ 198
ბიზნესის რეკეტისა და კერძო მესაკუთრეთა ქონების მიტაცების მაგალითები _______________ 201
„დიდი განკულაკება“ დაპირებული პრივატიზაციის ნაცვლად ___________________________ 201
შურისძიება ბიზნესზე პოლიტიკური ან პირადი ნიშნით ________________________________ 215
სახელმწიფო ქონების მიტაცება მიხეილ სააკაშვილის, სხვა ლიდერებისა და მათი ოჯახების
კეთილდღეობისათვის _______________________________________________________________ 227
ბიზნესის/ქონების წართმევა და მითვისება თანამდებობის გამოყენებით __________________ 232
ბიზნესის რეკეტი მამუკა ხაზარაძისა და „თიბისი“ ბანკის მეშვეობით _____________________ 246
ბიზნესის რეკეტი სახელმწიფო, პარტიული ან სხვა საჭიროებისთვის თანხების მობილიზების
მიზნით _____________________________________________________________________________ 254
სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის მაგალითები ______________________________________ 257
მედიის თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებები __________________________ 258
მედიის მდგომარეობა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლებში _________________ 259
მედიასაშუალებების საკუთრების უფლების ხელყოფა _____________________________________ 295
ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ________________________________________________________ 295
ტელეკომპანია „იმედი“ ____________________________________________________________ 298
ტელეკომპანია „იბერია ტვ“ _________________________________________________________ 299
ტელეკომპანია „202“ _______________________________________________________________ 300
ტელეკომპანია „მზე“ _______________________________________________________________ 301
„ტელეკომპანია ობიექტივი 2“ ______________________________________________________ 302
შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანია“ __________________________________________________ 303
ინტერნეტგამოცემები „presa.ge“ და „Itv.ge“ ___________________________________________ 304
ტელეკომპანია „ოდიში” ____________________________________________________________ 305
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო პროცესის წინააღმდეგ
ჩადენილი ქმედებები ___________________________________________________________ 306
2008 წლის აგვისტოს ომი - წინაპირობები და შედეგები ____________________________________ 306
შესავალი ___________________________________________________________________________ 306
2
სამშვიდობო პროცესის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებათა მაგალითები__________________ 309
ომის წინაპირობების წარმოშობა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ____ 309
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქართული პოზიციების დასუსტება კოდორის ხეობაში 318
2008 წლის აგვისტოს ომის ზოგიერთი ფაქტისა და გარემოების შესახებ ___________________ 322
7 აგვისტოს დილის თათბირი თავდაცვის სამინისტროში _____________________________ 324
7 აგვისტოს შუადღის თათბირი „კაკლებში“ __________________________________________ 326
მიხეილ სააკაშვილის 10 აგვისტოს ბრძანება __________________________________________ 330
მოპყრობა ომის დროს მშვიდობიანი მოსახლეობისადმი ______________________________ 330
შინდისის გმირები ________________________________________________________________ 335
რეზერვისტები ____________________________________________________________________ 338
მედიის მოქმედებები და ჯარის დაზიანება ზურგიდან ________________________________ 339
დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გადმოსვენება _________________________________ 340
2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან დაკავშირებული
პირების მიერ განხორციელებული ქმედებები __________________________________________ 341
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია N1633 ___________________________ 341
საპარლამენტო დროებითი კომისიის შექმნა აგვისტოს ომთან დაკავშირებით ___________ 343
რუსეთისთვის დახმარება ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ საჩივრების
შეტანის საქმეში ___________________________________________________________________ 344
2019 წელი - სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსება და მისი შედეგები ____________________ 345
მიხეილ სააკაშვილის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათთან დაკავშირებული
პირების პოლიტიკურ ოპოზიციაში ყოფნის პერიოდი (2012-2025 წწ.) _____________ 350
ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების შეუძლებლობა _____________________ 350
შესავალი ______________________________________________________________________________ 350
კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობები ________________________ 364
2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის შტურმით აღების მცდელობა ___________ 364
საარჩევნო პროცესის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები ხელისუფლების უკანონოდ შეცვლის
მიზნით _____________________________________________________________________________ 370
რევოლუციის მცდელობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში ___________ 370
2020 წელს ჩავარდნილი რევოლუციის კორექტირების მცდელობა ______________________ 375
რევოლუციის მცდელობა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების
კონტექსტში ______________________________________________________________________ 378
რევოლუციის მცდელობა 2023 წელს გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის გამო_____ 383
რევოლუციური მზადება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ___________________ 388
რევოლუციის მცდელობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში ___________ 396
2025 წელი – სოციალური შუღლის გაღვივებისა და საქართველოს საერთაშორისო
ასპარეზიდან გარიყვის განახლებული მცდელობები __________________________________ 412
ომის პროპაგანდა ______________________________________________________________________ 416
საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის განზრახ დაზიანება „ამომრჩევლის
განრისხებისა“ და ხელისუფლების უკანონოდ შეცვლის მიზნით ___________________________ 427
შემაჯამებელი შეფასებანი __________________________________________________ 436
დანართების ნუსხა ________________________________________________________ 451
3
წინასიტყვაობა საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილებისა და
ჩატარებული სამუშაოს შესახებ
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლისა და საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 1 61-ე მუხლისა და 62-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საპარლამენტო
ფრაქცია
„ქართული
ოცნების“
ინიციატივით
(№07-3/23,
29.01.2025),
საქართველოს
პარლამენტის 2025 წლის 5 თებერვლის N240-IIმს-XIმპ დადგენილების საფუძველზე შეიქმნა
2
„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების
საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“
(შემდგომ – „საგამოძიებო კომისია“).
თავდაპირველად, საგამოძიებო
„ერთიანი
ნაციონალური
კომისიის
მოძრაობის“
გამოსაკვლევ
(შემდგომ
–
საკითხად
განისაზღვრა
„ნაციონალური
მოძრაობა“)
დანაშაულებრივი საქმიანობის ხუთი ძირითადი მიმართულება, ხოლო უფლებამოსილების
ვადად დადგინდა 3 თვე.
საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 5 თებერვლის N240-IIმს-XIმპ დადგენილების
განმარტებითი ბარათის3 თანახმად:
„საქართველოში
მოქმედებს
რადიკალური
ოპოზიცია,
რომელმაც
2003-2012
წლებში
ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩაიდინა მრავალი დანაშაული ქართული სახელმწიფოსა და
ქართველი ხალხის წინაშე. 2012 წლიდან დღემდე, ეს პოლიტიკური ძალა ღიად უპირისპირდება
საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და გადამწყვეტ დაბრკოლებას უქმნის საქართველოში ჯანსაღი
პოლიტიკური სისტემის დამკვიდრებას. 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის მიერ ჩადენილი
უმთავრესი სისტემური დანაშაულების შესახებ ფართოდ არის ცნობილი. კერძოდ, ნაციონალური
მოძრაობის მმართველობას უკავშირდება – პატიმრების წამება და წამების სისტემა სასჯელაღსრულების
დაწესებულებებში, ასევე, ადამიანების მკვლელობა, ძალადობა; პირადი ცხოვრების ხელყოფა;
კორუფცია და ბიზნესზე ზეწოლა აქტივების დათმობისა და თანხის გამოძალვის მიზნით; კანონიერი
მფლობელებისგან მედიასაშუალებების მისაკუთრება; 2008 წლის ომის დაწყების აღიარება და
ქართველი სამხედროებისათვის ომის დანაშაულის დაბრალება.
გასათვალისწინებელია, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, ასაკის გამო, არ შესწრებია
დანაშაულებს, რომლებსაც ნაციონალური მოძრაობის სისხლიანი რეჟიმი სჩადიოდა. შესაბამისად, 20032012 წლების რეჟიმის შეფასებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის წინაშე არსებული
საფრთხეების პრევენციისა და საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისათვის.
2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ
ჩადენილი სისტემური დანაშაულების შეუფასებლობა წარმოადგენს პრობლემას, რამაც დააბრკოლა
საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება, ხელი შეუწყო პოლარიზებული
2025 წლის 1 ივლისამდე მოქმედი რედაქცია.
https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/378453
3 https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/377455
1
2
4
პოლიტიკური გარემოს შექმნას და, საბოლოო ჯამში, საფრთხე შეუქმნა საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს.“
2025 წლის 10 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ბიურომ განსაზღვრა საგამოძიებო
კომისიის შემადგენლობა: ილია ინჯია („ევროპელი სოციალისტები“), გურამ მაჭარაშვილი
(„ხალხის ძალა“), პაატა სალია („ქართული ოცნება“), სოზარ სუბარი („ხალხის ძალა“),
ალექსანდრე ტაბატაძე („ქართული ოცნება“), ალუდა ღუდუშაური („ქართული ოცნება“),
თენგიზ შარმანაშვილი („ქართული ოცნება“), თეა წულუკიანი („ქართული ოცნება“). ვინაიდან
ოპოზიციამ სრულად არ აითვისა მისთვის განკუთვნილი კვოტები, ორი წევრის პოზიცია
დარჩა ვაკანტური.4
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 62-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების 5
შესაბამისად, 2025 წლის 13 თებერვალს საგამოძიებო კომისიამ გამართა პირველი
საორგანიზაციო სხდომა, რომელზეც საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა
თეა წულუკიანი, საგამოძიებო კომისიის მდივნად 6 კი – სოზარ სუბარი. 7
კომისიამ მოამზადა საგამოძიებო კომისიის დებულების პროექტი 8 , რომელსაც კენჭი
ეყარა 17 თებერვალს გამართულ სხდომაზე და დასამტკიცებლად გადაეცა საქართველოს
პარლამენტის ბიუროს.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში 2025 წლის 19 მარტს შეტანილი დამატების
შესაბამისად, საგამოძიებო კომისიამ 2025 წლის 25 მარტს შეიმუშავა ცვლილებები კომისიის
დებულებაში შესატანად, რაც, ასევე, დადგენილი წესით, დასამტკიცებლად გადაეცა
საქართველოს პარლამენტის ბიუროს. ამ ცვლილებების თანახმად, მათ შორის, გაფართოვდა
საგამოძიებო კომისიის წევრის უფლებამოსილება და შესაძლებელი გახდა, საგამოძიებო
კომისიის დავალებით, კომისიის ერთმა წევრმა, ინდივიდუალურად, ჩამოართვას ახსნაგანმარტება იმ პირს, რომელმაც მომართა კომისიას ინფორმაციის მოწოდების მოთხოვნით და
ახსნა-განმარტების მიღების თაობაზე შედგენილი ოქმი განსახილველად წარუდგინოს
საგამოძიებო კომისიას. 9
2025 წლის 15 აპრილს პარლამენტმა მიიღო პაატა სალიასთვის პარლამენტის წევრის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გადაწყვეტილება, საქართველოს იუსტიციის
მინისტრად დანიშვნასთან დაკავშირებით. მის ნაცვლად, პარლამენტის ბიურომ, 2025 წლის 16
აპრილის გადაწყვეტილებით, საგამოძიებო კომისიის წევრად განსაზღვრა ირაკლი
ქადაგიშვილი („ქართული ოცნება“).
https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/380193
2025 წლის 1 ივლისამდე მოქმედი რედაქცია.
6 2025 წლის 1 ივლისიდან - საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
7 https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/380193
8 https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/380297
9 https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/384286
4
5
5
2025 წლის 1 აპრილს, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივით (N073/47, 26.03.2025), პარლამენტმა მიიღო დადგენილება N413-IIმს-XIმპ 10, რომლის საფუძველზეც
გაფართოვდა საგამოძიებო კომისიის მანდატი და ახლებურად ჩამოყალიბდა კომისიის
სახელწოდება, როგორც „2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი
თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“.
დადგენილების განმარტებითი ბარათის 11 თანახმად:
„პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი პოლიტიკური თანამდებობის
პირები, რომელთაც ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი აქვთ ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი
დარღვევები, ღიად უპირისპირდებიან საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და გადამწყვეტ
დაბრკოლებას უქმნიან საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის დამკვიდრებას. (...) იმისთვის,
რომ კომისიის საქმიანობის სფერო არ იყოს შეზღუდული მხოლოდ 2012 წლამდე ჩადენილი
ანტისახელმწიფოებრივი და დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიების ფარგლებით, მიზანშეწონილია,
აღნიშნული კომისიის მანდატი გაფართოვდეს და გავრცელდეს 2012 წლის შემდგომ პერიოდზეც,
პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი პოლიტიკური თანამდებობის პირების
2003 წლიდან დღემდე საქმიანობაზეც.“
უფლებამოსილების ფარგლების გაფართოებიდან გამომდინარე, 2025 წლის 10 აპრილის
სხდომაზე, საგამოძიებო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, შუამდგომლობით მიემართა
საქართველოს პარლამენტისთვის მისი უფლებამოსილების ვადის 1 თვით გაგრძელების
თაობაზე, როგორც ამას პარლამენტის რეგლამენტის 66-ე მუხლი ითვალისწინებდა. 12 კერძოდ,
კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ მოცემული დამატებითი ვადა აუცილებელი გახდა არა
მხოლოდ თავდაპირველად განსაზღვრული გამოსაკვლევი საკითხების დიდი მოცულობიდან
გამომდინარე, არამედ იმის გათვალისწინებითაც, რომ საქართველოს პარლამენტის 2025 წლის
1 აპრილის დადგენილების საფუძველზე, მნიშვნელოვნად გაფართოვდა საგამოძიებო
კომისიის მანდატი და 2012-2025 წლების პერიოდიც მოიცვა. საქართველოს პარლამენტის
დადგენილებით, საგამოძიებო კომისიას ვადა გაუგრძელდა 5 ივნისამდე. 13 მისივე
გადაწყვეტილებით, საგამოძიებო კომისიას კიდევ ორჯერ, თითო თვით, გაუგრძელდა
უფლებამოსილების ვადა 14 და, საბოლოოდ, კომისიამ მუშაობა დაასრულა 2025 წლის 5
აგვისტოს.
საგამოძიებო კომისიამ შექმნისთანავე განსაზღვრა კომისიის მხარდამჭერი
ადმინისტრაციული პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფდა კომისიის საქმიანობის
სამართლებრივ,
ორგანიზაციულ,
ტექნიკურ,
საინფორმაციო
და
საკოორდინაციო
https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/384746
https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/384222
12 2025 წლის 1 ივლისამდე მოქმედი რედაქცია.
13 https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/388003
14 https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/390596
https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/394690
10
11
6
მხარდაჭერას.
საგამოძიებო
კომისიას
ქმედით
დახმარებას
უწევდნენ
საქართველოს
პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელი, თანამშრომლები და პარლამენტის სხვადასხვა
სტრუქტურული ერთეულები.
საგამოძიებო
კომისია,
კანონმდებლობით
დაკისრებული
განსაზღვრული
ამოცანის
უფლებამოსილების
შესრულების
ფარგლებში,
მიზნით,
დაეყრდნო
საპარლამენტო გამოძიებისა და ფაქტობრივი ანალიზის საერთაშორისოდ აღიარებულ
მეთოდებსა და მიდგომებს.
კომისიისთვის ინფორმაციის ძირითად წყაროს წარმოადგენდა:
სახელმწიფო უწყებებიდან და კერძო ორგანიზაციებიდან გამოთხოვილი
მასალები და ინფორმაცია;
სხვადასხვა
დროს
საჯაროდ
გამოქვეყნებული
ინფორმაცია,
ასევე,
ანალიტიკური მასალები;
მოქალაქეებისგან მიღებული განცხადებები;
სხდომაზე მოწვეულ პირთა ახსნა-განმარტებები და მათ მიერ წარმოდგენილი
მასალები.
2025 წლის 13 თებერვლიდან 5 აგვისტოს ჩათვლით, საგამოძიებო კომისიამ გამართა 46
სხდომა, მათ შორის, 1 გასვლითი სამუშაო შეკრება ხონში, სასჯელაღსრულების ყოფილ
დაწესებულებაში (№9 დაწესებულება, ხოლო მოგვიანებით – №13) და საგამოძიებო კომისიის
სამი წევრის მიერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 67-ე მუხლის მე-9 პუნქტის
შესაბამისად – 5 სხდომა, რომელზეც გამოიკითხა 13 პირი.
საგამოძიებო კომისიის მიერ, სულ გამოკითხულ იქნა 139 პირი, 4 მათგანი – 2-ჯერ.
საგამოძიებო კომისიის მიერ გამართულ პლენარულ სხდომებს შორის, დახურული იყო
მხოლოდ 2 სხდომის სხვადასხვა ნაწილი, ახსნა-განმარტებისთვის მოწვეული პირების
მოთხოვნის საფუძველზე (გრიგოლ ვაშაძე და მამია ბალახაძე).
ყველა საჯარო სხდომა გადაიცემოდა პირდაპირი ტრანსლაციით საზოგადოებრივი
მაუწყებლის
პარლამენტის
არხითა
და
ტელეკომპანია
„მაესტროს“
ეთერით,
ასევე,
პარლამენტის ვებგვერდისა და სოციალური პლატფორმების საშუალებით.
სხვადასხვა
დროს,
საგამოძიებო
კომისიამ,
საქართველოს
კანონმდებლობის
შესაბამისად, საქართველოს პროკურატურას სამართლებრივი შეფასებისათვის გაუგზავნა იმ
პირებთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომლებმაც არ შეასრულეს საგამოძიებო კომისიის
მოთხოვნა და არ გამოცხადდნენ სხდომაზე ახსნა-განმარტების მისაცემად (სულ – 8 პირი).
საგამოძიებო კომისიასთან აქტიურად ითანამშრომლეს სახელმწიფო უწყებებმა და
ორგანიზაციებმა
–
საქართველოს
პროკურატურამ,
საქართველოს
მთავრობის
ადმინისტრაციამ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, საქართველოს იუსტიციის,
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საგარეო საქმეთა, განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
7
და სოციალური დაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა, საქართველოს ცენტრალურმა
საარჩევნო კომისიამ, სსიპ საქართველოს ეროვნულმა არქივმა.
კომისიის მოთხოვნის საფუძველზე, მნიშვნელოვანი საარქივო აუდიო- და ვიდეომასალა
წარმოადგინეს: ტელეკომპანია „იმედმა“, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ტელეკომპანია
„რუსთავი-2-მა“ და საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებამ“, ხოლო პუბლიცისტური და
სამეცნიერო-კვლევითი მასალა – ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულმა
ბიბლიოთეკამ.
2025 წლის 5 აგვისტოს ჩათვლით, საგამოძიებო კომისიის სახელზე განსახილველად
შემოვიდა 778 განცხადება, რომლებიც დამუშავდა კომისიის ადმინისტრაციული პერსონალის
მიერ და არაერთ მათგანში მოწოდებული ინფორმაცია აისახა წინამდებარე დასკვნაში.
შემოსულ განცხადებათა უმრავლესობა ეხებოდა ბიზნესის რეკეტსა და ქონებრივი უფლებების
დარღვევას, ასევე, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას.
2025 წლის 4 აგვისტოს სხდომაზე, საგამოძიებო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება,
რომლის
თანახმადაც,
მის
წინაშე
განსახილველად
წარმოდგენილი
განცხადებები
წინამდებარე დასკვნის განუყოფელ ნაწილად ჩაითვალა.
კომისიის ადმინისტრაციულმა პერსონალმა წინამდებარე დასკვნისთვის შეადგინა
დანართი დოკუმენტების რეესტრი და, ასევე, აუდიო- და ვიდეოარქივი.
წინამდებარე დასკვნის შედგენის მიზნებისათვის, დამუშავებულ იქნა 100-მდე
მოცულობითი დოკუმენტი, მათ შორის:
საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშები საქართველოში
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ (2003-2012
წლები);
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ანგარიშები;
ევროსაბჭოს
წამებისა
და
არაადამიანური
ან
ღირსების
შემლახველი
მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (Committee for the
Prevention of Torture and Inhuman or Degrading Treatment or Punishment (CPT))
საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიშები;
საქართველოში მოქმედი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების
ანგარიშები;
საქართველოს სასამართლოების განაჩენები;
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები;
2008 წლიდან დღემდე, საქართველოს პარლამენტის სხვადასხვა საგამოძიებო
და დროებითი კომისიების დასკვნები და მასალები.
საგამოძიებო კომისიის წინამდებარე დასკვნა ერთხმად დამტკიცდა კომისიის 2025 წლის
4 აგვისტოს სხდომაზე.
8
მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“
მმართველობის წლები (2003-2012 წწ.)
ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებები
სისტემატური და სისტემური წამება და არაადამიანური მოპყრობა თავისუფლების
აღკვეთის ადგილებში
„ნულოვანი ტოლერანტობა! არანაირი პირობითი სასჯელი! ყველა ციხეში!“
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
2006 წლის 14 თებერვალი
შესავალი
დანაშაულთან
ბრძოლა
და
საზოგადოების
უსაფრთხოების
უზრუნველყოფა
სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. დემოკრატიულ საზოგადოებაში ამ მიზნის
9
მიღწევა სპეციალურ ცოდნასა და მომზადებას საჭიროებს, ვინაიდან, ერთი მხრივ,
აუცილებელია როგორც
დანაშაულის პრევენცია, ასევე, უკვე ჩადენილი დანაშაულის
ავტორის დასჯა, ხოლო, მეორე მხრივ, არანაკლებ მნიშვნელოვანია დანაშაულის გამოძიება და
მართლმსაჯულების განხორციელება ისე, რომ დაცული იყოს ადამიანის უფლებები და
შერჩეული სასჯელი იყოს სამართლიანი. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა
სასჯელის აღსრულების პირობებსაც, ვინაიდან სასჯელი, დამნაშავისათვის სათანადო
პასუხის
მიგების
გარდა,
მომავალი
დანაშაულის
პრევენციასაც
ისახავს
მიზნად.
მართლმსაჯულების განხორციელების არცერთ სტადიაზე არავის აქვს უფლება, პირი
დაუქვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს. ეს
აკრძალვა, რომელიც მოცემულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (შემდგომ –
ევროპული კონვენცია) მე-3 მუხლში, აბსოლუტურია და ის არანაირ გამონაკლისს არ
ითვალისწინებს (ლაბიტა იტალიის წინააღმდეგ, § 119). 15 ამასთან, მსგავსი მოპყრობის
გამართლება საქმის გარემოებებით, რაიმე ვითარებით ან მსხვერპლის ქცევით დაუშვებელია.
უფრო მეტიც, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის
აკრძალვის უგულებელყოფა დაუშვებელია ომის ან ერის არსებობისთვის საშიში სხვა
საგანგებო მდგომარეობის დროსაც კი (ირლანდია დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ, § 163). 16
შესაბამისად, პატიმრობა, როგორც სასჯელი, უნდა აღსრულდეს ისეთ პირობებში, რომელიც
შეეფერება და იცავს ადამიანის ღირსებას (კუდლა პოლონეთის წინააღმდეგ, §§ 92-94). 17 ეს
პრინციპი იმდენად მკაცრია, რომ მისი დამრღვევის პასუხისმგებლობის განსაზღვრისას
გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს წინასწარ შემუშავებული განზრახვით იქნა ჩადენილი
პირის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა თუ შექმნილი ვითარებიდან
გამომდინარე (კალაშნიკოვი რუსეთის წინააღმდეგ, § 101). 18 გარდა ამისა, „ციხის ევროპული
წესების“ ერთ-ერთი ძირითადი პრინციპის მიხედვით, 19 საპატიმროში ადამიანის უფლებების
შემლახველი პირობების არსებობა არ შეიძლება გამართლებულ იქნეს რესურსების
ნაკლებობით. იმავე პრინციპს ეფუძნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
(შემდგომ – ევროპული სასამართლო ან სტრასბურგის სასამართლო) პრეცედენტიც, რომლის
თანახმადაც, ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია,
ლოგისტიკური და ფინანსური პრობლემების მიუხედავად, სასჯელაღსრულების სისტემა
15
ლაბიტა
იტალიის
წინააღმდეგ (Labita
v.
Italy
[GC],
no.
26772/95,
ECHR
2000-IV),
https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-58559
16
ირლანდია დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ (Ireland v. the United Kingdom, No. 5310/71, 18/01/1978),
https://hudoc.echr.coe.int/?i=001-57506
17
კუდლა
პოლონეთის
წინააღმდეგ
(Kudła
v.
Poland
[GC],
no.
30210/96,
ECHR
2000-XI),
https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-58920
კალაშნიკოვი რუსეთის წინააღმდეგ (Kalashnikov v. Russia, no. 47095/99, ECHR 2002-VI),
https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-60606
19 ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია Rec(2006)2, „ციხის ევროპული წესები“. chromeextension://efaidnbmnnnibpcajpcglclefindmkaj/https://rm.coe.int/09000016809ee581
18
10
მოაწყოს ისე, რომ პატიმრების ადამიანური ღირსება იყოს დაცული (ბენედიქტოვი რუსეთის
წინააღმდეგ, § 37) 20.
ზემოჩამოთვლილი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებები საქართველოს
სახელმწიფომ 1998 წელს ევროპის საბჭოში (შემდგომ – ევროსაბჭო) გაწევრებისას აიღო და
ისინი საბოლოოდ ძალაში 1999 წლის 20 მაისს შევიდა, როცა საქართველომ ევროპული
კონვენციის რატიფიკაცია და რატიფიკაციის ინსტრუმენტის სათანადო წესით დეპონირება
განახორციელა.
21
ამასთან,
ევროპული
კონვენციის
რატიფიკაციით,
საქართველოს
სახელმწიფო დათანხმდა, რომ მის მიერ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას
ამავე კონვენციის საფუძველზე შექმნილი ევროპული სასამართლო შეამოწმებდა.
ყოველივე
ზემოაღნიშნულის
მიუხედავად,
ევროპული
შარავანდედით
ხელისუფლებაში მოსული მიხეილ სააკაშვილი, მმართველობის პირველივე პერიოდიდან,
საქართველოში სასჯელაღსრულების ანტიევროპული და, როგორც საგამოძიებო კომისიის
მუშაობის შედეგად კიდევ ერთხელ გამოიკვეთა – არაადამიანური პოლიტიკის დანერგვას
შეუდგა.
2004-2005 წლები – არაადამიანური სასჯელაღსრულების სისტემის დასაბამი
2004 წლის 12 იანვარს, ჯერ კიდევ საქართველოს პრეზიდენტად ინაუგურაციამდე,
მიხეილ სააკაშვილმა საჯაროდ განაცხადა:
„(...) მე ვურჩიე, როგორც საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა, (...) ზურაბ ადეიშვილს,
იუსტიციის მინისტრს, რომ ციხეში ბუნტის ნებისმიერი მცდელობისას, (...), გამოიყენონ ძალა და
ბუნტის ნებისმიერი მცდელობისას, გახსნან ცეცხლი და ადგილზევე მოკლან, გაანადგურონ ყველა ის
კრიმინალი, რომელიც შეეცდება სიტუაციის არევას. ჩვენ ამ ხალხისთვის ტყვიები არ გვენანება (...)“. 22
საქართველოს პროკურატურამ ნებისმიერ, მათ შორის, ნაკლებად მძიმე დანაშაულის
საქმეებზე 2004 წლიდანვე დაიწყო აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის
გამოყენების
მოთხოვნა,
რასაც
სასამართლოები
თითქმის
ავტომატურად,
საქმის
ინდივიდუალური გარემოებების შესწავლის გარეშე აკმაყოფილებდნენ. 23 კერძოდ, 2004 წლის
განმავლობაში, თბილისის ხუთ რაიონულ სასამართლოში პროკურატურიდან აღკვეთის
ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით 1 540 შუამდგომლობა შევიდა,
ბენედიქტოვი
რუსეთის
წინააღმდეგ
(Benediktov
v.
Russia,
no.
106/02,
10/05/2007),
https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-80500
21 https://www.coe.int/en/web/conventions/full-list?module=signatures-by-treaty&treatynum=005
22 https://www.youtube.com/watch?v=TWYAZD3AeO8
23 საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენება საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ (შემდგომ – საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში), 2004
წ., გვ. 33.
20
11
რომელთაგანაც 1 280 დაკმაყოფილდა (83,1%), ხოლო თბილისის საოლქო სასამართლოში
გასაჩივრებული 931 შემთხვევიდან მხოლოდ 68 დაკმაყოფილდა (7,3%). 24
სასამართლო ხელისუფლების უსიტყვო მორჩილების ინსტიტუციურ კულტურას
მიხეილ სააკაშვილმა, თავის გუნდთან ერთად, ჯერ კიდევ საქართველოს იუსტიციის
მინისტრობის პერიოდში ჩაუყარა საფუძველი. დროსთან ერთად კი „ნაციონალურმა
მოძრაობამ“
საქართველოს
პარლამენტში
დაამყარა
სრული
დიქტატი
და
ისეთი
საკანონმდებლო ცვლილებების მიღება დაიწყო, რომელმაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში
პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებების განაწილების მახინჯი სისტემა
შექმნა, უკიდეგანო შესაძლებლობები მისცა ძალოვან სტრუქტურებს და მაქსიმალურად
შეუზღუდა თავისუფლება და დამოუკიდებლობა სასამართლო ხელისუფლებას. მაგალითად,
2004 წლის 6 თებერვალს მიღებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა 25 გააძლიერა მიხეილ
სააკაშვილის ძალაუფლება, მიანიჭა რა მას უფლებამოსილება, პარლამენტის ან სხვა რომელიმე
ორგანოს თანხმობის გარეშე გაეთავისუფლებინა მოსამართლე, რითიც უკიდურესად
შეზღუდა ისედაც დასუსტებული სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა. 26 იმავე
წლის ივლისში სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილმა ცვლილებამ კიდევ უფრო
გაზარდა მოწმეების დაუცველობა პოლიციის არასათანადო ზეწოლის მიმართ. ცვლილება
ითვალისწინებდა 5 წლამდე პატიმრობას მოწმეებისთვის, რომლებიც შეცვლიდნენ ან
უარყოფდნენ პოლიციისთვის მიცემულ თავდაპირველ ჩვენებას, რაც პირს უზღუდავდა
უფლებას, უარი ეთქვა პოლიციის ზეწოლის შედეგად მიცემულ პირველად ჩვენებებზე.
სასჯელაღსრულების სისტემაში ვითარების გართულება 2004 წლიდანვე დაიწყო.
დაწესებულებები ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს (შემდგომ - პატიმრები) ვეღარ იტევდა შეუძლებელი იყო
მათი ნორმალური
განთავსება. 27 მაგალითად, თბილისის №1
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში (შემდგომ – ორთაჭალის №1 დაწესებულება) 1 500
ადგილზე განთავსებული იყო 3 000-ზე მეტი ადამიანი. საკნების გადატვირთულობის გამო,
პატიმრებს ეძინათ მორიგეობით. საკნებში არ იყო ელემენტარული საცხოვრებელი პირობები.
ერთ პირზე გამოყოფილი ფართი არ შეესაბამებოდა იმ დროს მოქმედ ევროპულ
სტანდარტებს 28 , რომლის თანახმადაც, თითოეულ პატიმარზე საერთო საკანში 4 მ2, ხოლო
სამარტოო საკანში – 6 მ2 იყო განსაზღვრული. 29
24
25
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2004 წ., გვ. 5.
https://matsne.gov.ge/ka/document/view/1318?publication=0
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2005 წლის ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკაზე, ნაწილი I,
პიროვნების ხელშეუხებლობა, სამართლიანი და საჯარო სასამართლოს უფლების შეზღუდვა. https://20092017.state.gov/j/drl/rls/hrrpt/2005/61649.htm
27 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2004 წ., გვ. 33-38.
28 ამჟამად, ევროპული მინიმალური სტანდარტის მიხედვით, ერთ პატიმარზე განსაზღვრულია 4 მ2 საცხოვრებელი
ფართი, რომელშიც არ შედის სველი წერტილის ფართობი, რაც 2 მ2 მაინც უნდა იყოს. მისაღებ ნორმად კი 6 მ2
ითვლება.
29 ევროპარლამენტი, პოლიტიკის დეპარტამენტი, მოქალაქეთა უფლებები და საკონსტიტუციო სამართლის
საკითხები, ციხის პირობები წევრ ქვეყნებში: შერჩეული ევროპული სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკა, გვ. 3.
https://www.europarl.europa.eu/RegData/etudes/BRIE/2017/583113/IPOL_BRI(2017)583113_EN.pdf
26
12
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებისთვის, უპირველეს ყოვლისა კი – მიხეილ
სააკაშვილისთვის, რომელიც ქართულ საზოგადოებას სისტემატურად აყვედრიდა საკუთარ
ევროპულ განათლებას, ცნობილი უნდა ყოფილიყო, რომ სტრასბურგის სასამართლომ, ჯერ
კიდევ, 2002 წელს მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე კალაშნიკოვი რუსეთის წინააღმდეგ და
დაადგინა, რომ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი ირღვევა, როცა საკანი გადატვირთულია
და პატიმარს არ აქვს მისთვის განკუთვნილი საწოლი. ცალსახაა, რომ მიხეილ სააკაშვილის
ხელისუფლებაში
მოსვლის
პირველივე
წლიდან
საქართველოს
სასჯელაღსრულების
დაწესებულებებში მოთავსებული პატიმრები არაადამიანური და ღირსების შემლახველი
მოპყრობის მსხვერპლნი იყვნენ 30 და მათთან მიმართებით უკვე მოცემული პერიოდიდან
ირღვეოდა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი.
შედარებისთვის, 2004 წლის იანვრიდან მაისამდე საქართველოს სასჯელაღსრულების
სისტემაში პატიმართა საერთო რაოდენობა გაიზარდა 700-ით, რაც ოთხ თვეში 10%-იან ზრდას
წარმოადგენდა. გადატვირთულობით გამოირჩეოდა თბილისის №5 სასჯელაღსრულების
დაწესებულება (შემდგომ – ორთაჭალის №5 დაწესებულება), რომელშიც, ე.წ. „ვარდების
რევოლუციამდე“ რამდენიმე დღით ადრე (2003 წლის 19 ნოემბერს), 1 825 პატიმარი
იმყოფებოდა, რაც რაოდენობრივად უტოლდებოდა 2001 წელს არსებულ ვითარებას (1 855
პატიმარი). 2004 წლის მაისში კი მოცემულ დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმართა რიცხვი
გაიზარდა 22%-ით და მიაღწია 2 222-ს (აქედან 68 იყო ქალი, ხოლო 66 – არასრულწლოვანი). 31
საპატიმროების გადატვირთულობას თან ერთოდა სხვა პრობლემებიც. მაგალითად,
ქსნის №7 დაწესებულების კორპუსებში არ იყო ერთმანეთისგან გამოყოფილი საკნები და
თითო სართულზე, დაახლოებით, 250-300 პატიმარი ცხოვრობდა ერთ სივრცეში. პატიმრებს
შორის არსებობდა ურთიერთობების პრობლემები და, შესაბამისად, ასეთ პირობებში
ცხოვრება კიდევ უფრო ამძიმებდა მათ მდგომარეობას. პატიმრებს, იზოლირების მიზნით,
საწოლების გარშემო ზეწრები ჰქონდათ ჩამოფარებული, იყო საშინელი ანტისანიტარია, იდგა
მძიმე სუნი. ქსნის დაწესებულებაში არ მოდიოდა დასალევი წყალი. პატიმრებს საათობით
უწევდათ რიგში დგომა მილით გამოყვანილი დასალევი წყლის ასაღებად, რომელიც არა თუ
დასალევად, დასაბანადაც კი არ იყო მიზანშეწონილი. 32
მძიმე იყო ჯანდაცვის მდგომარეობაც. მაგალითად, ბათუმის №3 დაწესებულებაში
კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი არ ჰყავდათ და ყველა ავადმყოფი პატიმრის მოვლა
ფერშლის კომპეტენციაში შედიოდა. სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა პირადად
ნახეს, თუ როგორ დაუსვა მან სტომატიტის დიაგნოზი ტუბერკულოზით მძიმედ
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2004 წ., გვ. 33.
ევროსაბჭოს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის
ევროპული კომიტეტის (Committee for the Prevention of Torture and Inhuman or Degrading Treatment or Punishment
30
31
(CPT), შემდგომ – ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტი) საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიში, 2003
წლის 18-28 ნოემბერი და 2004 წლის 7-14 მაისი, სტრასბურგი, 2005 წლის 30 ივნისი, §§ 55, 65.
https://rm.coe.int/CoERMPublicCommonSearchServices/DisplayDCTMContent?documentId=09000016806961b9
32 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2004 წ., გვ. 35-36.
13
დაავადებულ პატიმარს, რომლის სტაციონარში გადაყვანაც მხოლოდ სახალხო დამცველის
ძალისხმევით მოხერხდა.
ქსნის ტუბერკულოზით დაავადებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, დაახლოებით,
170 ადამიანი მკურნალობდა, რომლებიც ხშირად ცდილობდნენ ექიმების შეცდომაში შეყვანას,
რათა უკეთესი კვებისა და პირობების გამო იქ დარჩენილიყვნენ.
ტუბერკულოზი და სხვა გადამდები დაავადებები მომდევნო წლებში საქართველოს
პატიმრებისთვის სასიკვდილო განაჩენად იქცა.
სასჯელაღსრულების სისტემაში გადატვირთულობისა და სხვა პრობლემებს თავიდანვე
გამოეხმაურა ევროსაბჭოს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა
თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტი (შემდგომ – ევროსაბჭოს წამების პრევენციის
კომიტეტი) და საქართველოს მთავრობას მიუთითა არაერთი დარღვევის შესახებ. მაგალითად,
პატიმართა რაოდენობის ზრდის გამო, 2004 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღადგინა
ორთაჭალის №5 დაწესებულების მთავარი შენობის სარდაფში განლაგებული საკნების
გამოყენების
პრაქტიკა,
რომლებიც,
როგორც
ადამიანის
მოსათავსებლად
უვარგისი,
რამდენიმე ხნით ადრე გაუქმდა. ამ ბნელ, ნესტიან, საშინლად ბინძურ და ცუდი ვენტილაციის
საკნებში მოთავსებული იყო 170 პატიმარი ისე, რომ საწოლები არ ჰყოფნიდათ.33 ამავე შენობის
სხვა სართულებზეც პატიმართა რაოდენობა ხშირად საწოლების რაოდენობას აჭარბებდა,
პატიმრები იძულებულები იყვნენ ღამით ორ ან სამ ცვლაში დაეძინათ (მაგალითად, 45 მ2
ფართობისა და 28-საწოლიან საკანში მოთავსებული იყო 46 პატიმარი). ვითარებას
ართულებდა ცუდი ვენტილაცია და ბუნებრივი სინათლის სიმცირე. 34 სრულიად
არასათანადო მდგომარეობაში იყო სანიტარიული კვანძებიც – 50-მდე პატიმარს უწევდა
საერთო საკანში არსებული ერთი, ნახევრად დანგრეული და ბინძური საპირფარეშოთი
სარგებლობა. გარდა ამისა, საკნები არ თბებოდა და მთელ საცხოვრებელ ტერიტორიაზე
არსებული ღია ელექტროგაყვანილობა ქმნიდა უბედური შემთხვევების საფრთხეს. 35
ორთაჭალის №5 დაწესებულებაში არასრულწლოვანთა პატიმრობის პირობებიც
სავალალო იყო. 36 მაშინ, როდესაც 2001 წლისთვის აქ არასრულწლოვანი და ქალი
პატიმრებისთვის განკუთვნილი საკნები კარგად იყო მოწყობილი და თითოეული
პატიმრისთვის უზრუნველყოფილი იყო 4,7 მ2 საცხოვრებელი ფართი, 2004 წლის მაისში
არასრულწლოვანები მოთავსებულნი იყვნენ ოთხ მეტისმეტად გადატვირთულ საკანში,
რომლებიც იყო ბნელი, ნესტიანი და მძიმე სარემონტო მდგომარეობაში. მაგალითად, 23 ბავშვი
მოთავსებული იყო 30 მ2 ფართობის საკანში, სადაც მათ, რა თქმა უნდა, უწევდათ საწოლების
გაყოფა. 37
ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიში, 2003 წლის 18-28
ნოემბერი და 2004 წლის 7-14 მაისი, სტრასბურგი, 2005 წლის 30 ივნისი, § 11.
34 ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიში, 2003 წლის 18-28
ნოემბერი და 2004 წლის 7-14 მაისი, სტრასბურგი, 2005 წლის 30 ივნისი, § 68.
35 იქვე, § 68.
36 იქვე, § 69.
37 იქვე, § 69.
33
14
პატიმართა გაუსაძლის მდგომარეობას ართულებდა ისიც, რომ არაადეკვატური იყო
მათი კვების რაციონი. 2000 წელს, როცა პატიმართა საერთო საშუალო ოდენობა 6 000-ს
შეადგენდა, ოფიციალურად დადგენილი სტანდარტით, ერთი პატიმრის კვებისთვის
სახელმწიფოს თვეში 23,50 ლარი უნდა დაეხარჯა, 38 რაც არასაკმარისად უნდა ჩაითვალოს.
თუმცა, 4 წლის შემდეგ, როცა პატიმართა რიცხვმა, დაახლოებით, 9 000-ს მიაღწია, კვებისთვის
ოფიციალურად დადგენილი თანხა უცვლელი დარჩა, 6 000-ის ნაცვლად 9 000 პატიმარზე
გადანაწილდა და დაახლოებით 15-16 ლარი შეადგინა. შესაბამისად, 2004 წელს ერთ
პატიმარზე თვეში ნორმირებული 23,50 ლარიც კი არ იხარჯებოდა.
მოცემული რეალობა კონტრასტს ქმნიდა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური
თანამდებობის პირების რიტორიკასთან, რომლებიც ქართულ საზოგადოებას მუდმივად
შეახსენებდნენ, რომ ისინი ნეგატიურ, მათ შორის, საბჭოთა წარსულთან ზღვრის გასავლებად
და უკეთესი სახელმწიფოს მშენებლობისთვის იყვნენ ხელისუფლებაში მოსულნი. 39 უფრო
მეტიც, მიხეილ სააკაშვილი არც იმის საჯაროდ თქმას ერიდებოდა, რომ ის ქართული
სახელმწიფოს დამაარსებელი იყო. 40 ამ რიტორიკის საპირისპიროდ კი, უკვე 2004 წლიდან
იკვეთებოდა, რომ არაერთი მიმართულებით ვითარება არამცთუ უმჯობესდებოდა, იმაზე
ბევრად უარესიც კი ხდებოდა, ვიდრე 2004 წლამდე იყო.
საპატიმროებში
გადატვირთულობის
გამო,
თანამშრომელთა
და
პატიმართა
თანაფარდობა კრიტიკულ ზღვარს აღწევდა. შედეგად, პატიმრებისთვის დადგენილი წესით
გათვალისწინებული საქმიანობები მკვეთრად იყო შემცირებული და ისინი ჰაერზე
გასეირნებისა და ვარჯიშის უფლებასაც კი ვერ იყენებდნენ. 41
უკვე 2004 წლიდან ბევრ დაწესებულებაში არსებული პირობები უხეშად არღვევდა
საქართველოს
ეროვნული
გათვალისწინებულ ნორმებს.
კანონმდებლობითა
42
და
საერთაშორისო
სტანდარტებით
ორთაჭალის №5 დაწესებულებაში არსებული მზარდი
გადატვირთულობა, სავალალო საყოფაცხოვრებო პირობები და ჰიგიენის დონე, დადგენილი
წესით გათვალისწინებული საქმიანობებისა და ღონისძიებების არქონა, მთლიანობაში,
პირდაპირ ხასიათდებოდა არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობად. რაც შეეხება
ქალ და დაავადებულ პატიმრებს, ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტი ცალსახად
მიიჩნევდა, რომ ისინი „სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში“ იყვნენ მოთავსებულნი. სხვა
რეკომენდაციებთან
ერთად,
ევროსაბჭოს
წამების
პრევენციის
კომიტეტი
პირდაპირ
მოუწოდებდა ხელისუფლებას, ქალი და არასრულწლოვანი პატიმრები №5 დაწესებულებიდან
ქალთა და ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებაში გადაეყვანა; დაუყოვნებლივ მიეღო
ზომები, რათა ორთაჭალის №5 დაწესებულებაში დარჩენილ პატიმრებს ჰქონოდათ
38
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2004 წ., გვ. 34.; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2025 წლის
26 მარტის N3204 წერილის თანახმად, ეს თანხა, უფრო ზუსტად, 23,42 ლარს შეადგენდა.
39 https://www.youtube.com/watch?v=fR2zZ5c9opU
40 https://www.youtube.com/watch?v=LVL8T5zbiTc
41 ევროსაბჭოს
წამების პრევენციის კომიტეტის საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიში, 2003 წლის 18-28
ნოემბერი და 2004 წლის 7-14 მაისი, სტრასბურგი, 2005 წლის 30 ივნისი, § 13.
42 იქვე, § 151.
15
თითოეული მათგანისთვის განკუთვნილი საწოლი; რკინის დარაბები, რომლებიც სინათლეს
არ უშვებდა საკნებში, ყოფილიყო მოხსნილი; მთავარი შენობის სარდაფში არსებული საკნები
„ერთხელ და სამუდამოდ“ გაუქმებულიყო. 43
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (UN), წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი
(ICRC) და ჰიუმან რაითს უოჩი (HRW) უთითებდნენ 2004 წლის განმავლობაში საქართველოს
ციხეებში „არაადამიანური და სიცოცხლისთვის საშიში პირობების“ შესახებ. ციხის
პერსონალის
მიერ
განსაკუთრებით
პატიმრების
მწვავე
მიმართ
პრობლემას
ძალადობა
წარმოადგენდა
და
გამოძალვა
გრძელდებოდა.
გადატვირთულობა.
2005
წლის
თებერვალში, საქართველოს საპატიმროებში 2004 წელს არსებული პირობები მკვეთრად
უარყოფითად შეაფასა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის
უფლებათა და შრომის ბიურომაც. 44
2004 წლის განმავლობაში, ციხეში სიკვდილიანობის ოფიციალური მაჩვენებელი, 2003
წელთან შედარებით, მართალია, შემცირდა (43 გარდაცვალება 52-ის ნაცვლად) 45 , მაგრამ
ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ
ხელისუფლება ოფიციალურ მაჩვენებლებს დაბალ დონეზე ხელოვნურად ინარჩუნებდა
მომაკვდავი პატიმრების გათავისუფლებით ან საავადმყოფოში გაგზავნით. 46 უფრო მეტიც,
დამკვირვებლები აცხადებდნენ, რომ ის გარდაცვლილი პატიმრები, რომლებსაც ოჯახები არ
ჰყავდათ, როგორც წესი, არ აღირიცხებოდნენ. 47
საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად, კიდევ ერთხელ და საბოლოოდ გამოიკვეთა,
რომ სამართლიანი და ადამიანის უფლებების სტანდარტზე დაფუძნებული სისხლის
სამართლის პოლიტიკა თავიდანვე არ შედიოდა მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური
მოძრაობის“ სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირთა სამომავლო გეგმებში, ვინაიდან ციხე
უნდა ქცეულიყო პოლიტიკური და სახელმწიფო ტერორის ერთ-ერთ ძირითად იარაღად.
„ნაციონალების რეჟიმის დროს პოლიციის „გამჭვირვალე“ სარდაფში წამებამ და
დამცირებამ საგიჟეთის ბინადარი გამხადა. მახსენებს თავს ეს ჩემი ტკივილი, ჩემი
ტრაგედია და არც არასდროს დამანებებს თავს...“
გლდანის №8 დაწესებულების პატიმარი ბერიკა ჩუბინიძე,
2025 წლის 28 თებერვალი 48
იქვე, § 153.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის ბიუროს (Bureau of
Democracy, Human Rights, and Labor) ანგარიში საქართველოში 2004 წელს არსებული ვითარების შესახებ,
თებერვალი 2005, https://2009-2017.state.gov/j/drl/rls/hrrpt/2004/41682.htm
45 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2006 წლის პირველი ნახევარი, გვ. 162.
46 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2010 წელი, გვ. 117. იგულისხმება ე.წ. სიკვდილის ექსპორტი,
რომელიც 2011 წლისთვის სასჯელაღსრულების სისტემაში უკვე კარგად ჩამოყალიბებულ პრაქტიკად იქცა.
47 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2004 წლის ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკის შესახებ,
ნაწილი I, პიროვნების ხელშეუხებლობა, წამება და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა ან
სასჯელი.
48 განცხადება N1-1646/25.
43
44
16
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე თვეებში დაიწყო
„საჩვენებელი“ დაკავებები და ძალის დემონსტრირება, რაც, როგორც წესი, ტელევიზიით
გადაიცემოდა
და
ახალი
ხელისუფლების
„ეფექტურობისა“
და
„შედეგზე
ორიენტირებულობის“ მახასიათებლად უნდა ქცეულიყო.
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება წამებისა და არასათანადო მოპყრობის
პრაქტიკის მიმართ ტოლერანტულ დამოკიდებულებას ავლენდა პირდაპირ და დაუფარავად.
მიხეილ სააკაშვილი და ხელისუფლების სხვა მაღალი თანამდებობის პირები ისეთ
განცხადებებს აკეთებდნენ, რომლებიც აშკარად ხელს უწყობდა პოლიციის ან ციხის
პერსონალის მიერ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას, ან იწონებდა პოლიციის ოპერაციებს,
რომლის დროსაც ადგილი ჰქონდა გადაჭარბებული ძალის გამოყენებას. 49
შესაბამისად, უკვე 2004 წლიდან გამოიკვეთა მიხეილ სააკაშვილის მიერ ნებადართული
ტოტალური ძალადობის პრაქტიკის პირველი ნიშნები. მაგალითად, 2004 წლის აგვისტოს
დასაწყისში ორთაჭალის №1 დაწესებულების დირექტორმა გელა კიკილაშვილმა სცემა სამ
პატიმარს (ხვიჩა შ., ზვიად ჯ., დენიამ ა.). მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელმა
ექსპერტიზამ სამივეს ცემის ფაქტი დაადგინა, გელა კიკილაშვილი დაუსჯელი დარჩა და იგი
№1 დაწესებულებიდან თბილისის №7 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორად
გადაიყვანეს.
50
საბჭოთა
დროიდან
მოყოლებული
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს (შემდგომ – შინაგან საქმეთა სამინისტრო) შენობაში მოწყობილი ეს
დაწესებულება, ძირითადად, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების განსათავსებელი ადგილი
იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირველივე წლებიდან მან დამატებითი
ფუნქცია შეიძინა და გამოიყენებოდა როგორც დამნაშავე პირების, ასევე, სრულიად
უდანაშაულოდ დაპატიმრებული ადამიანების ტერორის განსაკუთრებულ იარაღად. 51
2004 წლიდანვე იმატა პოლიციის მხრიდან ძალადობამ, ადამიანის წამებისა და ცემის
ფაქტებმაც. 52 რიგ შემთხვევაში, წამების, არასათანადო მოპყრობის შედეგი იყო პატიმრობაში
მყოფი ადამიანის გარდაცვალება. 53
საბოლოო ჯამში, 2004 წლის განმავლობაში საქართველოს საპატიმროებში „წამება და
სამართლებრივი
პროცედურების
უგულებელყოფა
ფართოდ
იყო
გავრცელებული“.
დაკავებულთა მიმართ არსებობდა იზოლირების, გარე სამყაროსთან კომუნიკაციის გარეშე
პატიმრობისა (ე.წ. incommunicado detention) და ადვოკატთან წვდომის შეზღუდვის პრაქტიკა.
საერთაშორისო ამნისტია (Amnesty International), ევროპა და ცენტრალური აზია: რეგიონში არსებული
პრობლემების მოკლე შეჯამება, 2004 წლის იანვარი-ივნისი, 2004 წლის 31 აგვისტო, EUR 01/005/2004, გვ. 34,
https://www.amnesty.org/en/documents/eur01/005/2004/en/
50 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2004 წ., გვ. 3, 37.
51 ამ დაწესებულებაში მოინახულეს სულხან მოლაშვილი 2004 წელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის
მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებელმა, მათიას იორშმა და დეპუტატმა ელენე თევდორაძემ.
52 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2004 წ., გვ. 3.
53 საერთაშორისო ამნისტია (Amnesty International), ევროპა და ცენტრალური აზია: რეგიონში არსებული
პრობლემების მოკლე შეჯამება, 2004 წლის იანვარი-ივნისი, 2004 წლის 31 აგვისტო, EUR 01/005/2004, გვ. 33-34,
https://www.amnesty.org/en/documents/eur01/005/2004/en/
49
17
წინა წლებთან შედარებით, გაზრდილი იყო პატიმართა საეჭვო გარემოებებში გარდაცვალების
შესახებ ცნობები. პატიმრობაში წამების მეთოდები მოიცავდა ცემას, სიგარეტით დაწვას,
გაუპატიურების მუქარასა და ელექტროშოკის გამოყენებას. წამების ავტორები, როგორც წესი,
არ ისჯებოდნენ. 54 პოლიცია ხშირად თავადვე აყალბებდა მტკიცებულებებს და მიმართავდა
ეჭვმიტანილების დაშინების პრაქტიკას. საპატიმრო დაწესებულებებში ადგილი ჰქონდა
თვითმკვლელობისა და თვითდაზიანების მცდელობებს, როგორც პროტესტის ფორმას
პირობების გაუარესებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ.55
გარდა ამისა, ფართო მასშტაბი მიიღო პოლიციის მიერ უკანონო დაკავებებმა, რასაც თან
იარაღისა და ნარკოტიკის „ჩადების“ პრაქტიკა დაერთო. ამისთვის ნოყიერი საფუძველი შექმნა
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილმა
ცვლილებამ, რომლითაც გაუქმდა ჩხრეკისას პროფესიონალ დამსწრეთა ინსტიტუტი. 56
სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა უკვე 2004 წელს გამოავლინეს ჩხრეკისას
ცრუდამსწრეების გამოყენების ფაქტები, რომლებზე ინფორმაციაც გადაეცა შესაბამის
ორგანოებს, მაგრამ არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია.
2004 წელს უსაფუძვლოდ დაკავების, ნარკოტიკული ნივთიერების „ჩადების“,
ცრუდამსწრეების ინსტიტუტის გამოყენებისა და სასტიკად ცემის ერთ-ერთი მაგალითია გივი
ჯანიაშვილის საქმე (ჯანიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, no. 35887/05), რომელზეც
ევროპულმა
სასამართლომ
იმსჯელა
და
ევროპული
კონვენციის
მე-5
მუხლით
გათვალისწინებული თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევა დაადგინა. 57
გივი ჯანიაშვილი ვალეს სასაზღვრო პუნქტში 2004 წლის 13 მაისს დააკავეს მიუხედავად იმისა,
რომ საბუთები ჰქონდა წესრიგში და არც ჩატარებული ჩხრეკისას აღმოაჩნდა უკანონო ნივთი
ან ნივთიერება. ეს გარემოებები მესაზღვრეებმა და სხვა მოწმეებმა როგორც გამოძიების, ისე
სასამართლოს
წინაშე
დაადასტურეს.
გივი
ჯანიაშვილი
დაკავებისთანავე
წაიყვანეს
საზღვრიდან 30 კილომეტრში, ახალციხის სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელის სახლში.
თუმცა, მისი დაკავება ოფიციალურად არ გაფორმებულა მანამ, სანამ ის მეორე დღეს,
საქართველოს უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებმა არ გადაიბარეს. ამ დროს
ხელმეორედ ჩატარდა ჩხრეკა და დაკავებულს ნარკოტიკი აღმოუჩინეს. 2005 წლის 3 მაისამდე,
როცა ასპინძის რაიონულმა სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, უკანონო
პატიმარმა გივი ჯანიაშვილმა ორთაჭალის №5 დაწესებულებაშიც დაჰყო რამდენიმე თვე.
სასამართლო განხილვისას გამოვლენილ იქნა, რომ მეორედ ჩატარებული ჩხრეკის ოქმში
ცრუდამსწრე ცოლ-ქმარი იყო მითითებული. ორივე პირმა დაადასტურა, რომ ჩხრეკის დროს
ჰიუმან რაითს უოჩი (Human Rights Watch), 2004 წლის მოვლენების მსოფლიო ანგარიში, 2005 წ., გვ. 384-385.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის ბიუროს (Bureau of
Democracy, Human Rights, and Labor) ანგარიში საქართველოში 2004 წელს არსებული ვითარების შესახებ, 2005 წლის
თებერვალი, https://2009-2017.state.gov/j/drl/rls/hrrpt/2004/41682.htm
56 საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 2005 წლის 25 მარტის რედაქცია,
https://www.matsne.gov.ge/document/view/31882?publication=51
57
ჯანიაშვილი
საქართველოს
წინააღმდეგ
(Janiashvili
v.
Georgia,
no.
35887/05,
27/11/2012),
https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-114784
54
55
18
სახლში იმყოფებოდნენ და ბრალდებულს პირველად ხედავდნენ. 2005 წლის 3 მაისს გივი
ჯანიაშვილი გათავისუფლდა, მაგრამ რამდენიმე დღეში, 12 ივნისს ღამის საათებში,
სპეციალური დანიშნულების რაზმმა სროლით შეაღწია მის ბინაში, სადაც ის თავის
მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. დამსწრეების გარეშე ჩატარებული პირადი ჩხრეკის
შედეგად, ოფიციალური ვერსიის თანახმად, გივი ჯანიაშვილს ღამის პიჟამის ჯიბეში 1,44
გრამი ჰეროინი აღმოუჩინეს. 2006 წლის 20 ივლისს, რუსთავის საქალაქო სასამართლომ გივი
ჯანიაშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი რამდენიმე წლის განმავლობაში
მძიმე პირობებში, ორთაჭალის №5 და №7 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში იხდიდა
სასჯელს. 58
მართალია,
„ნაციონალური
მოძრაობა“
თავის
პრიორიტეტად
კორუფციასა
და
კრიმინალთან ბრძოლას სახავდა, მაგრამ, პრაქტიკულად, ეს პროცესი კანონისა და ადამიანის
უფლებების უხეში დარღვევით ხორციელდებოდა. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის
პროცესის „შემაშფოთებელ ასპექტებს“ 59 ჰიუმან რაითს უოჩი უკვე 2004 წლიდან უსვამდა ხაზს
და
ამის
თვალსაჩინო
მაგალითად
სულხან
მოლაშვილის
საქმეს
ასახელებდა.
სამართლიანობის ნაცვლად, პროკურატურა და პოლიცია ხშირად იყენებდნენ წინასწარ
პატიმრობას, როგორც ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის მექანიზმს, რათა
ბრალდებულებს ფულადი სახსრების სანაცვლოდ თავისუფლება მიეღოთ. ამას ხელს უწყობდა
პოლიტიკური თანამდებობის პირთა, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები,
რომლითაც ისინი მხარს უჭერდნენ სისასტიკეს და ამკვიდრებდნენ დაუსჯელობის სინდრომს
სამართალდამცავ სტრუქტურებში. 60
განსაკუთრებით რეზონანსული
გახდა
კორუფციასთან
საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის,
ბრძოლის
61
სახელით
სულხან მოლაშვილის
დაპატიმრება და წამება. აღნიშნული საქმე უკვე 2004 წლის აპრილიდან მიუთითებდა იმის
62
თაობაზე,
რომ
„ნაციონალური
მოძრაობა“
უსამართლო,
დაუნდობელ
რეჟიმად
ჩამოყალიბდებოდა და, ამასთან, უკანონობის ჩადენას არ მოერიდებოდა, თუ საქმე მიხეილ
სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური თანამდებობის სხვა პირების
წყენის გამო პირად ან პოლიტიკურ შურისძიებაზე მიდგებოდა.
სულხან მოლაშვილის საქმე თვალსაჩინო მაგალითია განსხვავებულ აზრსა და
კრიტიკასთან „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულებისა, რაც მომდევნო წლებში
არანაკლები სისასტიკით გამოიხატა და სახელმწიფო ტერორის სახე მიიღო.
სულხან მოლაშვილის მიერ კონტროლის პალატის ხელმძღვანელობის პერიოდში
შემოწმდა, თუ როგორ იხარჯებოდა სახსრები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
საქართველოს სახალხო დამცველის 2005 წლის პირველი ნახევრის ანგარიში, გვ. 12-13.
ჰიუმან რაითს უოჩი (Human Rights Watch), 2004 წლის მოვლენების მსოფლიო ანგარიში, 2005, გვ. 384-385.
60 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2004 წლის ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკაზე,
პრაქტიკაზე, ნაწილი I, პიროვნების ხელშეუხებლობა, თვითნებური დაკავება და დაპატიმრება.
61 სულხან მოლაშვილის მიერ ევროპულ სასამართლოში 2004 წლის 2 ნოემბერს შეტანილი საჩივარი.
62 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 16 აპრილის № 16 სხდომაზე სულხან მოლაშვილის მამის, თამაზ მოლაშვილის
ახსნა-განმარტების სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
58
59
19
სისტემაში,
მათ
შორის,
სასჯელაღსრულების
დეპარტამენტში,
ასევე,
თბილისის
მუნიციპალიტეტის საკრებულოში იმ პერიოდში, როცა მოცემულ უწყებებში ხელმძღვანელ
თანამდებობებს მიხეილ სააკაშვილი იკავებდა (2000-2003 წწ.). შემოწმების შედეგად, არაერთი
მნიშვნელოვანი კანონდარღვევა გამოვლინდა. ასევე, შემოწმდა საქართველოს ფინანსთა
სამინისტრო,
რომელსაც
ზურაბ
ნოღაიდელი
ხელმძღვანელობდა,
პურპროდუქტების
კორპორაცია, რომლის თავმჯდომარე იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ნინო
ბურჯანაძის („საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“) მამა, და ფირმა „ამალთეა“, რომელიც
ეკუთვნოდა
საქართველოს
პარლამენტის
დარგობრივი
ეკონომიკის
კომიტეტის
თავმჯდომარეს, ზურაბ ცქიტიშვილს („საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“).
ორგანიზაციებშიც მნიშვნელოვანი სამართალდარღვევები იქნა აღმოჩენილი.
ამ
ამასთან, 2000-2003 წლებში სულხან მოლაშვილი ღიად და ხშირად აკრიტიკებდა
„მოქალაქეთა კავშირის“ წიაღიდან გამოსულ, განდგომილ პოლიტიკოსებს, მათ შორის,
მიხეილ სააკაშვილს, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაერთიანდნენ - მათ კონკრეტულ
კორუფციულ გარიგებებსა და კორუფციის მფარველობაში სდებდა ბრალს.
„ვარდების
რევოლუციად“
წოდებული
სახელმწიფო
გადატრიალების
შედეგად
დანიშნულ საპრეზიდენტო და განმეორებით საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ,
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ ნინო ბურჯანაძე იქნა არჩეული,
საქართველოს ფინანსთა მინისტრად კვლავ ზურაბ ნოღაიდელი დაინიშნა, ხოლო ზურაბ
ცქიტიშვილი კვლავ იქნა არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრად და გახდა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი.
ქ. თბილისის პროკურორმა ვალერი გრიგალაშვილმა მედიის წინაშე განაცხადა, რომ
კონტროლის პალატის მუშაკებს „დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი“ და ეს არ ეხებოდა
მხოლოდ ერთ ან ორ ეპიზოდს. მისი თქმით, კონტროლის პალატა პროკურატურაში არ
აგზავნიდა შემდგომი რეაგირებისთვის ენერგეტიკის სფეროში აღმოჩენილ დარღვევებს და
ამით „ჩქმალავდა“ ასეულ ათასობით ლარის მითვისების ფაქტებს. მან აღნიშნა, ასევე, რომ
პროკურატურამ სწორედ იმ დღეს მიმართა სასამართლოს კონტროლის პალატის შემოწმების
შესაბამისი აქტების ამოღების შუამდგომლობით. შესაბამისად, ქ. თბილისის პროკურორმა
დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია, რადგან კონტროლის პალატის თანამშრომლები,
არამცთუ სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე, არამედ შესაბამისი დოკუმენტაციის
ამოღებამდე და შესწავლამდე გამოაცხადა დამნაშავეებად.
2003 წლის 12 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე 63 სულხან მოლაშვილმა
განაცხადა, რომ „ვარდების რევოლუციის“ ავტორებთან დაახლოებული სხვადასხვა პირები
მას ტელეფონით უკავშირდებოდნენ და სთხოვდნენ თანამდებობიდან გადადგომას, ასევე,
ურჩევდნენ, რომ „პოლიტიკისთვის თავი დაენებებინა და პრობლემები არ შეექმნებოდა“. მან
საჯაროდ განაცხადა, ასევე, რომ ზოგიერთი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით,
რომელთაც ეს სახელი აღარ შეეფერებოდათ, სულხან მოლაშვილი იყო „დასაჭერთა სიაში“.
2003 წლის 12 დეკემბერს სულხან მოლაშვილის მიერ გამართული პრესკონფერენციის ვიდეოჩანაწერი
(საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საგამოძიებო კომისიისათვის მოწოდებული საარქივო მასალა).
63
20
სულხან
მოლაშვილმა
თანამდებობიდან
გადადგომის
შესახებ
განცხადებით
საქართველოს პარლამენტს 2004 წლის 4 იანვარს მიმართა. ამ დღეს, საქართველოს
პრეზიდენტად არჩეულ იქნა მიხეილ სააკაშვილი. სულხან მოლაშვილი აგრძელებდა
ხელისუფლების საჯაროდ კრიტიკას და აცხადებდა, რომ მასალები, რომლებიც კონტროლის
პალატაში წლების მანძილზე დაგროვდა, ხელს შეუშლიდა ახალი ხელისუფლების
წარმომადგენლებს. დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, სულხან მოლაშვილმა მედიის
წინაშე ისაუბრა იმ მასალებზე, რომლებიც ადასტურებდა მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ
ჟვანიასა და სხვების ჩართულობას კორუფციული მფარველობის სქემებში. თუმცა, მან ამ
დოკუმენტების გასაჯაროება ვერ მოასწრო.
მიხეილ სააკაშვილის შორს მიმავალი კარიერული მიზნებისთვის სულხან მოლაშვილის
განცხადებები, მისი ხელმძღვანელობით შედგენილი კონტროლის პალატის დასკვნები და
მისი დადებითი რეპუტაცია არ იყო ხელსაყრელი. საზოგადოებაში გავრცელდა აზრი, რომ
სწორედ ამიტომ განიზრახა მიხეილ სააკაშვილმა სულხან მოლაშვილის დისკრედიტაცია და
მორალური თუ ფიზიკური განადგურება. ამ აზრს იზიარებს სულხან მოლაშვილის მამაც,
თამაზ მოლაშვილი, რომელიც საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოიკითხა. გარდა ამისა,
სულხან მოლაშვილის საქმე უნდა გამხდარიყო მაგალითი სხვებისთვისაც, ვისაც მიხეილ
სააკაშვილზე ან „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური თანამდებობის პირებზე,
შესაძლოა, არასასიამოვნო ინფორმაცია, მასალა ან კომპრომატი ჰქონოდა.
2004
წლის
22
აპრილს
საქართველოს
პარლამენტმა
დააკმაყოფილა
სულხან
მოლაშვილის განცხადება კონტროლის პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან მისი
გადადგომის შესახებ. 64 სულხან მოლაშვილი იმ დღესვე დააპატიმრეს. 65
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
დროებითი
დაკავების
იზოლატორსა
და
სასჯელაღსრულების №7 დაწესებულებაში, მას აწამებდნენ, ზურგზე სიგარეტებს აწვავდნენ
და რომ არ ეყვირა, თავზე პარკს აცმევდნენ. 66 ის ციხეში დაავადდა C ჰეპატიტით, მაგრამ 11
თვე მკურნალობა არ ჩაუტარეს. წამების შედეგების ამსახველი ფოტომასალა, შესაბამისი
დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ციხეში სამედიცინო მკურნალობაზე
უარისა და საპატიმროში ავადმყოფობის შესახებ შესაბამისი მტკიცებულებები სულხან
მოლაშვილმა დაურთო თავის საჩივარს, რომელიც 2004 წლის 24 ოქტომბერს შეიტანა
ევროპულ სასამართლოში.
საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 22 აპრილის დადგენილება 3-Iს.
სულხან მოლაშვილი ბრალდებულის სახით მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში სსსკ-ის 332-ე
მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ა) ქვეპუნქტით. კერძოდ, მას ბრალად შეერაცხა
მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების არაერთგზის ბოროტად გამოყენება საჯარო სამსახურის
მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რამაც
საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. ბრალდების თანახმად,
სულხან მოლაშვილის კანონსაწინააღმდეგო ქმედებით სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 37 201 ლარის, ხოლო
სხვადასხვა კერძო სამართლის იურიდიულ პირებს - 473 787 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი. წარდგენილ
ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო.
66 მოლაშვილი საქართველოს წინააღმდეგ (Molashvili v. Georgia, no. 39726/04, 30/09/2014).
64
65
21
2004 წლის 7 ივლისს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის
მომხსენებელი მათიას იორში, საქართველოს პარლამენტის წევრ ელენე თევდორაძესთან
ერთად, სულხან მოლაშვილის სანახავად თბილისის №7 საპყრობილეში მივიდა. მათიას
იორშმა თავის მოხსენებაში აღწერა, თუ როგორ ჩაიკეცა სულხან მოლაშვილი, როცა საკნის
კარი გაუღეს და მას სინათლემ თვალი მოსჭრა. როგორც დადგინდა, ის ბნელში ჰყავდათ
დამწყვდეული, მას საკანში არ ჰქონდა სკამი, რომ დამჯდარიყო, ხოლო ასაკეცი ლოგინის
გადმოწევის უფლებას მხოლოდ ღამით აძლევდნენ. აღნიშნული ვიზიტის შემდეგ ელენე
თევდორაძემ განაცხადა, რომ ისინი „იყვნენ შოკში“ იმ პირობების გამო, რომელიც საკანში
იხილეს. მათიას იორშმა კი საჯაროდ გააფრთხილა „ნაციონალური მოძრაობის“
ხელისუფლება, რომ არ გაემეორებინათ ადამიანის უფლებების სფეროში ის შეცდომები, რაც
წინა ხელისუფლებას ჰქონდა. 67
მათიას იორშის ვიზიტამდე ორი დღით ადრე, 5 ივლისს, ხელისუფლებამ დაიწყო
ფასადური გამოძიება სულხან მოლაშვილის წამების ფაქტებთან დაკავშირებით. მალევე, 13
ივლისს, ქ. თბილისის პროკურორმა ვალერი გრიგალაშვილმა საჯაროდ დაადასტურა
პატიმრის სხეულზე არსებული დაზიანებები, მაგრამ განაცხადა, რომ სულხან მოლაშვილმა ეს
დაზიანებები ან თავად მიიყენა, ან სხვა პატიმრებმა მიაყენესო. მოცემული საქმე „ნაციონალურ
მოძრაობას“ არ გამოუძიებია. პირიქით, მნიშვნელოვანი რესურსი მოხმარდა საზოგადოებაში
სულხან მოლაშვილის კორუმპირებული იმიჯის დამკვიდრებას და მცდარი აზრის
გავრცელებას იმის შესახებ, რომ მან საკანში თავადვე მიიყენა დაზიანებები. საპირისპიროზე
მეტყველებს ობიექტურ დამკვირვებელთა და თვითმხილველთა განცხადებები და, ასევე, 2005
წელს ჩატარებული დამოუკიდებელი ფინანსური ექსპერტიზა, რომელმაც დაადგინა, რომ
სულხან მოლაშვილს, საქართველოს კონტროლის პალატის ხელმძღვანელობისას, ფინანსური
დარღვევები არ ჰქონია. მიუხედავად მტკიცებულებების არარსებობისა, პროკურატურის
სასარგებლოდ მხარეთა თანასწორობის პრინციპის მრავალჯერადი დარღვევის ფონზე,
სულხან მოლაშვილს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა.
„სულხან მოლაშვილის წინააღმდეგ ჩვენება რომ არ მივეცი, 2005 წელს დამაპატიმრეს,
წამიყენეს ცრუ ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით
თანხების მითვისებისა და გაფლანგვის შესახებ და მომისაჯეს 7 წელი. ორთაჭალის ციხის
კარანტინის საკანში არ იყო სკამი, მაგიდა, საწოლი, დასალევი ან დასაბანი წყალი, არ იყო
სველი წერტილი, პირდაპირ ერთ-ერთ კუთხეში ისაქმებდნენ პატიმრები. ამ ფეკალიებში
ჭამა წარმოუდგენელი იყო, იძულებული ვიყავი, მეშიმშილა. თითო პატიმარზე ნახევარი
პური იყო განსაზღვრული. 25 მ2 ფართობის საკანში 100 პატიმარი ვიყავით.“
გაგი ხვედელიძე, სულხან მოლაშვილის
უდანაშაულოდ იქნა ცნობილი 2022 წელს. 68
აპარატის
უფროსი,
Civil Georgia. “Former State Audit Chief Reportedly Tortured in Jail”. 7/07/2004, https://civil.ge/archives/106251
განცხადება N 1-1397/25. გაგი ხვედელიძემ 7 წელი გაატარა უმძიმეს პირობებში სასჯელაღსრულების სამ
სხვადასხვა დაწესებულებაში, სადაც დაავადდა. მასზე ქ. თბილისის პროკურორის, ვალერი გრიგალაშვილის
მხრიდან, ასევე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ბაჩანა (ბაჩო) ახალაიას დავალებით,
სასჯელაღსრულების სისტემის წარმომადგენლების მხრიდან ხორციელდებოდა ზეწოლა. მას აიძულებდნენ
67
68
22
სახალხო დამცველის ინიციატივითა და თანხლებით, სულხან მოლაშვილი
სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში მოგვიანებით მოინახულა ევროსაბჭოს
ადამიანის უფლებათა კომისარმა თომას ჰამარბერგმა, რომელიც გაოგნებული დარჩა
პატიმრის მონაყოლით იმის თაობაზე, რომ მოლაშვილმა რამდენიმე თვე გაატარა უფანჯრო,
სრულიად ნესტიან სარდაფში, სადაც ჰაერიც კი არ იყო და პატიმარი ჟანგბადის ჩასუნთქვას
მხოლოდ იატაკზე დაწოლილი, კარის ქვედა ღრიჭოდან ახერხებდა.
მას მერე, რაც 2004 წლის ოქტომბერში, სულხან მოლაშვილმა ევროპულ სასამართლოს
მიმართა, სულხანის ძმა, თორნიკე მოლაშვილი დაიბარეს შინაგან საქმეთა სამინისტროში და
ოჯახს მოსთხოვეს, უკან გამოეტანათ საჩივარი. უარის მიღების შემდეგ, თორნიკე მოლაშვილი
დააკავეს, როგორც მძევალი. 69 მას ციხეშიც ჰპირდებოდნენ, რომ თუ ოჯახი საჩივარზე უარს
იტყოდა, მეორე დღესვე გაათავისუფლებდნენ.
ყველაფერთან ერთად, სულხან მოლაშვილის საქმე იყო „ნაციონალური მოძრაობის“
მიერ ოჯახის წევრების კოლექტიური დასჯისა და ოჯახის წევრის მძევლად აყვანის ერთ-ერთი
პირველი მაგალითი, რამაც, როგორც საგამოძიებო კომისიის მუშაობისას დადგინდა, წლებთან
ერთად, ფართოდ გავრცელებული პრაქტიკის ფორმა მიიღო.
სულხან მოლაშვილის ოჯახთან მიმართებით კი ხელისუფლების თვალთმაქცობა იქამდე
მივიდა, რომ 2004 წლის ივლისში, თბილისის პროკურორ ვალერი გრიგალაშვილის
შეთავაზებით, სულხან მოლაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ, მის ოჯახს ასესხებინეს
თანხა, აყიდვინეს აგარაკი წავკისში და ის სახელმწიფოს საკუთრებაში გადააცემინეს. ამის
შემდეგ კი ტელევიზიით აჩვენეს მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა, რომელმაც, ვითომდა
„კორუმპირებული“ სულხან მოლაშვილის მიერ ნაყიდ ამ აგარაკზე საჯაროდ შეასახლა
აფხაზეთიდან
იძულებით
გადაადგილებული
პირები.
მოკლე
ხანში,
დევნილებიც
გამოასახლეს და მოცემულ სახლს ხელისუფლება საკუთარი გართობისთვის იყენებდა.70
დაპირების მიუხედავად, სულხან მოლაშვილი არ გაუთავისუფლებიათ. ის, ყოფილ
ენერგეტიკის მინისტრ დავით მირცხულავასთან ერთად, 2008 წლის 6 იანვარს შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ბურჯანაძემ. პატიმრობისას
დაზიანებული ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, სულხან მოლაშვილი 2016 წელს
გარდაიცვალა, რამაც საგრძნობლად შეუშალა ხელი მისი საპატიმროში წამების ფაქტზე 2014
წელს დაწყებული გამოძიების სათანადოდ წარმართვას. 2016 წელს, 2004 წელს კანონიერად
შეძენილი აგარაკი სახელმწიფომ სულხან მოლაშვილის ოჯახს დაუბრუნა.
სულხან მოლაშვილის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება, რაზეც უარი თქვა. 2022 წლის 14 ივნისის განაჩენით (საქმე
N1აგ/27-22) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ.
69 ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, თორნიკე მოლაშვილს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირის
სტატუსი მიენიჭა. იხ. საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილება N76-Iს პოლიტიკური
ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ.
70 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 16 აპრილის № 16 სხდომაზე სულხან მოლაშვილის მამის, თამაზ მოლაშვილის
ახსნა-განმარტება.
23
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, 2004 წლის 16 იანვარს,
დაკავებულ იქნა დავით მირცხულავა, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი 1999-2003
წლებში, რომლის გადადგომასაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მყოფი
წარმომადგენლები 2003 წლის განმავლობაში სისტემატურად ითხოვდნენ. დავით
მირცხულავასთან მიმართებით პირადად მიხეილ სააკაშვილმა დაარღვია უდანაშაულობის
პრეზუმფცია, როდესაც, 2005 წლის 21 მარტის მთავრობის სხდომაზე გააკეთა შემდეგი საჯარო
განცხადება:
„(...) ის, ვინც იპარავს, დაასრულებს, როგორც მირცხულავა (...) მირცხულავა და მისნაირი ხალხი
ელექტროენერგიის 15-20%-ს უკანონოდ ყიდდნენ და ფულს ჯიბეში იდებდნენ.“ 71
საქართველოს პრეზიდენტის ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში, 2005 წლის 30 მარტს,
დავით მირცხულავა პირველი ინსტანციის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 10 წლით
თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დავით მირცხულავას წინასწარი პატიმრობისა და
სასჯელის მოხდის პირობები არაადამიანური იყო, მასთან მიმართებით დაირღვა ევროპული
კონვენციის მე-3 მუხლი. სანამ სტრასბურგის სასამართლომ განმეორებით არ მიუთითა
მთავრობას, რომ სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის შესაბამისად, დროებითი
ღონისძიების ფარგლებში, დავით მირცხულავას ადეკვატური მკურნალობა სჭირდებოდა,
ხელისუფლებამ ის საავადმყოფოში არ გადაიყვანა. 72
„ვარდების რევოლუციად“ წოდებული სახელმწიფო გადატრიალების ერთი წლის
თავზე, უკვე იმდენად გაიზარდა დაკავებულ პირთა მიმართ არასათანადო მოპყრობის
ფაქტები, რომ 2004 წლის ოქტომბრიდან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი
ოქრუაშვილი იძულებული გახდა, თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მონიტორინგის
მექანიზმის შემუშავების თაობაზე, საქართველოს სახალხო დამცველთან და არასამთავრობო
ორგანიზაციებთან ერთად ემსჯელა. 73 2004 წლის დეკემბრიდან, პოლიციის განყოფილებებისა
და დროებითი დაკავების იზოლატორების ფართომასშტაბიანი მონიტორინგი დაიწყო, რამაც
დაკავებულთა მიმართ სასტიკი მოპყრობის შემცირება გამოიწვია. სახალხო დამცველის
რწმუნებულებს უფლება ჰქონდათ, ნებისმიერ დროს შეემოწმებინათ პოლიციის
განყოფილებები და დროებითი დაკავების იზოლატორები და დაკავებულთა უფლებების
დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი ოქმით შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური
ინსპექციისთვის მიემართათ. თუმცა, მალევე, 2005 წლის 5 იანვარს შინაგან საქმეთა მინისტრმა
გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც, სახალხო დამცველის რწმუნებულებისთვის
წინასწარი დაკავების იზოლატორებში აიკრძალა მობილური ტელეფონებისა და კამერების
შეტანა. ამ ბრძანებით რწმუნებულებს პრაქტიკულად, წაერთვათ შესაძლებლობა, რეალურ
71 მირცხულავა საქართველოს წინააღმდეგ (Mirtskhulava v. Georgia, no. 18372/04), https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001156597
72 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2004 წ., გვ. 15.
73 ჰიუმან რაითს უოჩი (Human Rights Watch), 2004 წლის მოვლენების მსოფლიო ანგარიში, 2005, გვ. 384-385.
24
დროში დაეფიქსირებინათ ცემისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. ბრძანების მიზანი
ე.წ. ნეგატიური ოფიციალური სტატისტიკის შემცირება და რეალური მონაცემების
გაუმჭვირვალობა ან/და ანგარიშვალდებულების თავიდან არიდება იყო. 74
2005 წლის დასაწყისში სახალხო დამცველის აპარატმა განახორციელა კვლევა, რომელიც
მიზნად ისახავდა თბილისში დაკავებულ პირთა ფიზიკური დაზიანებებისა და მათი
აღრიცხვის დინამიკის გაანალიზებას. 75 შეიქმნა იმ პირების მონაცემთა ბაზა, რომლებიც 2004
წლის განმავლობაში სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებით მიიყვანეს პოლიციის
განყოფილებებსა
და
სასჯელაღსრულების
დაწესებულებებში.
მხოლოდ
თბილისის
მასშტაბით გამოვლენილ იქნა 1 100-ზე მეტი ასეთი პირი, რაც 400%-ით აღემატებოდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ოფიციალურ
სტატისტიკურ
მონაცემებს,
რომლის
თანახმადაც,
2004
წლის
განმავლობაში
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებით 461
პატიმარი შეიყვანეს, მათ შორის, 263 - თბილისის პოლიციის განყოფილებებიდან.
ოფიციალური, ყოვლისმომცველი და სანდო სტატისტიკური მონაცემების არარსებობის
გამო, დღემდე შეუძლებელია იმ ადამიანების ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა, რომლებიც
2004 წელს საქართველოში წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარნენ.
2004-2005 წლებიდანვე გამოიკვეთა ის მიზეზები, რომლებიც ხელს უშლიდა პოლიციასა
და სასჯელაღსრულების სისტემაში რეალური სიტუაციის წარმოჩენასა და ანალიზს : 76
-
დაკავებულ
პირებზე
ფიზიკურ
ზეწოლას
ახორციელებდნენ
სხვა
პირთა
-
ინკრიმინაციის მიზნით; 77
წამება და არასათანადო მოპყრობა გავრცელებული მეთოდი იყო აღიარებითი ჩვენების
მოსაპოვებლად; 78
-
დაზარალებულ პატიმრებს, უარყოფითი შედეგების შიშით, წამებისა და არასათანადო
მოპყრობის შესახებ საჩივრები არ შეჰქონდათ და ამბობდნენ, რომ დაზიანებები
დაკავებამდე მიიღეს;
-
პოლიცია თავად ფარავდა წამებისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევებს და არ
აღრიცხავდა მათ;
-
ადამიანის უფლებების დარღვევისთვის დაუსჯელობას ზოგადი ხასიათი ჰქონდა,
ვინაიდან არაერთ საქმეზე გამოძიება იწყებოდა ფორმალურად და საბოლოოდ არ
ხდებოდა დამნაშავეების წარდგენა მართლმსაჯულების წინაშე;
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2004 წ., გვ. 19.
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2004 წ., გვ. 17, 39.
76 საერთაშორისო ამნისტია (Amnesty International), „საქართველო: წამება და არასათანადო მოპყრობა კვლავ
პრობლემად რჩება „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ“, 2005 წლის 23 ნოემბერი, № EUR 56/001/2005, გვ. 12,
https://www.amnesty.org/en/documents/eur56/001/2005/en/
77 იქვე, გვ. 35.
78 იქვე, გვ. 25-26.
74
75
25
-
საქმეთა უმრავლესობაში, სადაც საჩივარი ეხებოდა პოლიციის მხრიდან წამებას ან
არასათანადო
-
მოპყრობას,
გამოძიების
მიერ
„ეჭვმიტანილი“
პოლიციელები
უფლებამოსილებას კვლავ შეუფერხებლად ახორციელებდნენ;
სახაზინო ადვოკატებს არ ჰქონდათ სურვილი, გაესაჩივრებინათ პოლიციის უკანონო
ქმედებები და უგულებელყოფდნენ წამების ბრალდებებს;
-
პოლიციის დაწესებულებებში მომუშავე სამედიცინო პერსონალი გამოირჩეოდა
მიკერძოებით; 79
-
სამედიცინო შემოწმება ტარდებოდა დაგვიანებით; 80
-
დაკავებულებს აიძულებდნენ, უარი ეთქვათ დაცვის უფლებაზე; 81
საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი გამოიყენებოდა წამების ან არასათანადო
მოპყრობის ფაქტების დამალვისა და პოლიციელთა დანაშაულების დაფარვის
ინსტრუმენტად. 82
ყოველივე ამის ფონზე, გასაკვირი არაა, რომ 2004 წლის განმავლობაში, წამების მუხლით
საქართველოში არცერთი საქმე არ აღძრულა. იმ შემთხვევაში, თუ წამების ფაქტზე გამოძიების
დაწყება გარდაუვალი გახდებოდა, პროკურატურის ორგანოები საქმეს იძიებდნენ
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 332-ე (სამსახურებრივი
უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), 333-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების
გადამეტება) ან 335-ე (განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულება) მუხლების
საფუძველზე, რაც არ შეესაბამებოდა ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს. 83
პროკურატურის ცნობით, 2004 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის 28 იანვრამდე პერიოდში,
მოცემული მუხლებით 329 საქმე აღიძრა, რომელთაგან სასამართლოში წარიმართა 141, ხოლო
წარმოებით შეწყდა 42 საქმე.
წლებთან ერთად, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე გამოძიების
დაწყება სსსკ-ის 333-ე მუხლით, ნაცვლად 1441-ე (წამება), 1442-ე (წამების მუქარა) და 1443-ე
(არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა) მუხლებისა, პრაქტიკად ჩამოყალიბდა,
რომლისთვისაც „ნაციონალურ მოძრაობას“ მთელი მისი მმართველობის პერიოდში არ
გადაუხვევია. 84 მაგალითად, 2012 წლის განმავლობაში, სსსკ-ის 1441-ე, 1442-ე და 1443-ე
საერთაშორისო ამნისტია (Amnesty International), „საქართველო: წამება და არასათანადო მოპყრობა კვლავ
პრობლემად რჩება „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ“, 23 ნოემბერი 2005 წ., № EUR 56/001/2005, გვ. 16, 17, 22, 31, 39,
50. https://www.amnesty.org/en/documents/eur56/001/2005/en/
80 იქვე, გვ. 34.
81 იქვე, გვ. 32.
82 საერთაშორისო ამნისტია (Amnesty International), „საქართველო: წამება და არასათანადო მოპყრობა კვლავ
პრობლემად რჩება „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ“, 23 ნოემბერი 2005 წ., № EUR 56/001/2005, გვ. 33.
https://www.amnesty.org/en/documents/eur56/001/2005/en/
83 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2004, გვ. 19.
84 საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა,
„წარსულში (2004-2012 წლებში) ჩადენილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური დანაშაულის
შესახებ“, 2016 წ. (შემდგომ - ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის 2016 წლის დასკვნა), გვ. 3.
საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 10 ივნისის დადგენილება N5432-IIს.
79
26
მუხლებით გამოძიება 128 ფაქტზე დაიწყო, მათ შორის, 127 ფაქტზე - წლის მეორე ნახევარში,
რაც, ერთი მხრივ, აიხსნება 2012 წლის 18 სექტემბერს თბილისის (გლდანის) №8
სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პატიმართა წამების ვიდეოკადრების გამოჟონვის
შედეგად სასწრაფოდ დაწყებული გამოძიებების ოდენობით და, მეორე მხრივ, 2012 წლის 1
ოქტომბერს ხელისუფლების ცვლილებით. 85 ამასთან, 2004-2012 წლებში, დადგენილი
პრაქტიკის თანახმად, თავისუფლებააღკვეთილი პირის მიმართ წამებისა და არაადამიანური
მოპყრობის ფაქტზე გამოძიება მხოლოდ მას შემდეგ იწყებოდა, თუ ეს მსხვერპლის, მისი
ოჯახის ან საზოგადოების თვალის ასახვევად იყო საჭირო ან თუ ამას მოითხოვდა
საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი პოლიტიკური ძალის რეპუტაციის შენარჩუნების
ინტერესი. გამოძიების დაწყების შემთხვევაშიც კი, საქმე სასამართლო განხილვამდე არ
მიდიოდა.
პოლიციის
უკანონო
ქმედებების
დაფარვა
პოლიციისა
და,
საბოლოო
ჯამში,
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური იმიჯის დაცვის გამო, უკვე 2004 წლიდან
ყალიბდება პრაქტიკად და ის, წლებთან ერთად, სხვა სამართალდამცავ სტრუქტურებზე,
სასჯელაღსრულების სისტემაზე, სასამართლოებსა და სხვა ორგანოებზეც გავრცელდება,
უფრო სასტიკი გახდება და ისე ზედმიწევნით „დაიხვეწება“, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს,
„ნაციონალურ
მოძრაობას“
საკუთარ
ხალხზე
მოძალადე
ხელისუფლების
სახელით
გაისტუმრებს სახელმწიფოს მმართველობიდან საქართველოს ამომრჩეველი.
თუმცა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში 2005 წლის მაისში
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართულ ქვეყანას თავისუფლების „შუქურას“ უწოდებს. 86 ამ
საპატიო წოდების მიუხედავად, 2005 წლიდან, საქართველოში ადამიანის უფლებების ისედაც
მძიმე
მდგომარეობამ,
გაუმჯობესების
ნაცვლად,
გაუარესება
დაიწყო.
87
კერძოდ,
ფაქტობრივად, აღარ არსებობდა სამართალდამცველი უწყებების ეფექტიან კონტროლს
დაქვემდებარებული ისეთი სივრცე, სადაც პირი დაცული იქნებოდა წამების ან არასათანადო
მოპყრობისგან, რამეთუ ასეთი მოპყრობა ხორციელდებოდა, როგორც დაკავების დროს და
დაკავების შემდეგ, პოლიციის განყოფილებისკენ მიმავალ გზაზე, ასევე, პოლიციის
განყოფილებაში.88 ეს მაშინ, როცა „დემოკრატიის შუქურად“ წოდებულ სახელმწიფოში, ჯერ
კიდევ
2004
წლიდან,
წამებისა
და
არასათანადო
მოპყრობის
განსახორციელებლად
https://web-api.parliament.ge/storage/files/shares/Komitetebi/adamianis-uflebebi/momz-daskvn/komit-dask-samartlebrivishef.pdf
85 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2012 წ., გვ. 57-58.
86 https://www.theguardian.com/world/2005/may/10/georgia.usa
87 საერთაშორისო ამნისტია (Amnesty International), „საქართველო: წამება და არასათანადო მოპყრობა კვლავ
პრობლემად რჩება „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ“, 2005 წლის 23 ნოემბერი, № EUR 56/001/2005, გვ. 7,
https://www.amnesty.org/en/documents/eur56/001/2005/en/
88 იქვე, გვ. 44.
27
გამოყენებულ ტერიტორიას უკვე წარმოადგენდა დაუსახლებელი ადგილები, კერძოდ,
სასაფლაოები“. 89
ხაზგასასმელია დაკავებულთა მიმართ გამოყენებული წამებისა და არასათანადო
მოპყრობის მეთოდები, მათ შორის:
-
ელექტროშოკით წამება;
-
დაკავებული პირის თავზე პოლიეთილენის პარკის ჩამოცმა;
-
დაკავებულის დაბმა;
-
სიგარეტითა და სანთლით დამწვრობის მიყენება;
-
სროლის მუქარით დაკავებულის პირში იარაღის ლულის ჩადება;
თვალების ახვევა წებოვანი ლენტით;
-
დაკავებულის ყურში გაშლილი ხელისგულის დარტყმა;
-
მუქარა, რომ გაუსწორდებოდნენ დაკავებულის ოჯახს;
-
დაკავებულის პირის აკვრა ქსოვილის ნაჭრით, რომ ვერ ეყვირა;
-
ცემა, მათ შორის, ხელკეტებითა და იარაღის კონდახებით;
-
წიხლის ჩარტყმა. 90
როგორც წესი, წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლს ერთდროულად
რამდენიმე მეთოდით უსწორდებოდნენ (მაგალითად, მოქალაქე გ. კ. პოლიციელებმა მიაბეს
ბოძზე, სცემეს წიხლებითა და ხელკეტებით, დააგდეს იატაკზე, წინამხარზე მიადეს ანთებული
სანთელი და სახეში აფურთხეს). 91 არც არასრულწლოვნებს ინდობდნენ: 2005 წლის 21
თებერვალს 16 წლის პირი დააკავეს თბილისში, მუხიანში, რომელსაც სცემეს, რათა
ეღიარებინა ძარცვის ჩადენა. 92
არსებული მძიმე რეალობის გასაყალბებლად, მიხეილ სააკაშვილის მიერ კეთდებოდა
უტიფარი განცხადებები, რაც საერთაშორისო პარტნიორების წინაშე თავის მოწონებას
ისახავდა მიზნად. მაგალითად, 2005 წლის 21 ივნისს, მან განაცხადა:
„გულწრფელად ვაღიარებ, რომ გასულ წელს, რევოლუციიდან რამდენიმე თვის განმავლობაში,
ჯერ კიდევ იყო სერიოზული ინციდენტები ადამიანის უფლებების დარღვევასთან, ადამიანებისთვის
ნარკოტიკებისა და იარაღის ჩადებასთან, ასევე, ცემასთან დაკავშირებით. ბოლო რამდენიმე თვეა, ასეთი
ინციდენტები არ ყოფილა, მას შემდეგ, რაც [მერაბ] ბაღათურია [2005 წლის იანვარში] თბილისში
პოლიციის ახალი უფროსი გახდა, არცერთი ადამიანი არ უცემიათ პოლიციაში“.
საერთაშორისო ამნისტია (Amnesty International), ევროპა და ცენტრალური აზია: რეგიონში არსებული
პრობლემების მოკლე შეჯამება, 2004 წლის იანვარი-ივნისი, 2004 წლის 31 აგვისტო, EUR 01/005/2004, გვ. 34,
https://www.amnesty.org/en/documents/eur01/005/2004/en/
90 საერთაშორისო ამნისტია (Amnesty International), „საქართველო: წამება და არასათანადო მოპყრობა კვლავ
პრობლემად რჩება „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ“, 23 ნოემბერი 2005 წ., № EUR 56/001/2005, გვ. 13.
https://www.amnesty.org/en/documents/eur56/001/2005/en/
91 იქვე, გვ. 18-19.
92 იქვე, გვ. 13, 27.
89
28
მიხეილ სააკაშვილის ეს ყალბი განცხადება არამცთუ რეალობას, არამედ ოფიციალურ
სტატისტიკასაც კი ეწინააღმდეგებოდა, რომლის მიხედვითაც, 2005 წლის იანვარ-აპრილის
პერიოდში 20-ზე მეტი დაკავებული მიუთითებდა წამების ან არასათანადო მოპყრობის
შესახებ. მიხეილ სააკაშვილის მიერ განცხადების მომენტში, არც ერთი ამ საქმეთაგანი
გამოძიებული არ იყო.
2005 წლის ოქტომბერში მიხეილ სააკაშვილმა კვლავ განაცხადა:
„მე ვამაყობ, რომ ჩვენ ვართ პირველი ქვეყანა ამ რეგიონში, სადაც ხალხს აღარ სცემენ და აწამებენ
და პოლიცია უკანონო ქმედებებს არ სჩადის“. 93
რეალობაში
კი,
2005
წლის
განმავლობაში,
სახალხო
დამცველის
აპარატის
მონიტორინგის ჯგუფმა, პოლიციის რაიონულ განყოფილებებსა და დროებითი მოთავსების
იზოლატორებში, ადამიანის უფლებათა დარღვევის 1 864 შემთხვევა აღმოაჩინა, რაც
დარღვევების საერთო რაოდენობის 95.5%-ს შეადგენდა, 300-მდე დაკავებულ პირს კი კვლავაც
აღენიშნებოდა შესამჩნევი ფიზიკური დაზიანება.
წამების ან არასათანადო მოპყრობის იმ მცირე ოდენობის საქმეებზეც კი, რომლებზეც
მართლმსაჯულება
განხორციელდა,
სამართალდამცველები
შესაბამისი
პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლეს პირობითი მსჯავრის დადებით.
94
საბოლოოდ,
დაუსჯელობის სინდრომი ისე დამკვიდრდა, რომ დაკავებულ ვ. გ.-ს პოლიციელებმა სცემეს
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს დარბაზში, მოსამართლისა და სახაზინო ადვოკატის
თანდასწრებით. 95
2005 წელს
არაადამიანური
სასჯელაღსრულების
პირობები,
რომლებიც
დაწესებულებებში
ვერანაირ
სტანდარტს
კვლავ
ნარჩუნდებოდა
ვერ
აკმაყოფილებდა.
ორთაჭალის №1 დაწესებულებასა და იქვე მდებარე ციხის საავადმყოფოში აღინიშნებოდა
გადატვირთულობა (41 პატიმარი 16 საწოლზე), ინფრასტრუქტურული, ჰიგიენასთან
დაკავშირებული გაუმართაობა და შეუსაბამობები. 96 ორთაჭალის №5 და ბათუმის №3
დაწესებულებებში, თითო საკანში ათეულობით პატიმარი იყო მოთავსებული და
მსჯავრდებულებს ზოგჯერ 3 ცვლაში, მორიგეობით უწევდათ ძილი. ბათუმის №3
საპყრობილეში 200 პატიმარზე გათვლილ დაწესებულებაში პატიმართა რიცხვი 400-ს
აღემატებოდა. 2005 წლის ივნისის თვეში პარლამენტის წევრებმა მოინახულეს ბათუმის №3
საპყრობილე, სადაც საკუთარი თვალით იხილეს, რომ ტუბერკულოზით ან C ჰეპატიტით
იქვე, გვ. 14.
საერთაშორისო ამნისტია (Amnesty International), „საქართველო: წამება და არასათანადო მოპყრობა კვლავ
პრობლემად რჩება „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ“, 23 ნოემბერი 2005 წ., № EUR 56/001/2005, გვ. 54.
https://www.amnesty.org/en/documents/eur56/001/2005/en/
95 იქვე, გვ. 20.
96 გაეროს სპეციალური მომხსენებელი მანფრედ ნოვაკი, მოხსენება წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან
დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის შესახებ: მისია საქართველოში (შემდგომ - მანფრედ ნოვაკის საქართველოში
მისიის აგარიში), 2005 წლის 23 სექტემბერი, § 47, https://www.refworld.org/reference/mission/unchr/2005/en/39646
93
94
29
დაავადებული პატიმრები ჯანმრთელ პატიმრებთან ერთად ისხდნენ საკნებში, ხოლო ერთერთ, 12 პატიმრისთვის განკუთვნილ საკანს 37 პატიმარი იზიარებდა. 97
საქმეზე ალიევი საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლომ კონვენციის მე3 მუხლის დარღვევა დაადგინა იმის გამო, რომ 2003-2005 წლებში, ასთმისა და
კარდიოლოგიური პრობლემების მქონე პატიმარმა ერთი წელი და 4 თვე გაატარა ორთაჭალის
№5 დაწესებულების ჭუჭყიან საკანში, სადაც ტუალეტი არ იყო საცხოვრებელი ფართისგან
იზოლირებული, ფანჯრის რკინის ცხაური არ ატარებდა საკმარის განათებას და ჰაერს,
პატიმარს არ ჰქონდა საკუთარი საწოლი და გადატვირთულ საკანში მორიგეობით ძილი იყო
დაწესებული. 98 ანალოგიური დარღვევები დაადგინა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე
გორგილაძე საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2004-2005 წლებში პატიმრის №5
დაწესებულების ბნელ და უჰაერო საკანში განთავსებას ეხებოდა. ამ შემთხვევაშიც, პატიმარი
ჩიოდა, რომ მას არ ჰქონდა საწოლი და ნორმალური საკვები. 48 მ² ფართობის საკანში,
რომელშიც 65-70 პატიმარი იმყოფებოდა, ერთ საწოლს ოთხი პატიმარი ინაწილებდა და
ზაფხულში
ტემპერატურა
35-40°-ს
აღწევდა. 99 2005-2006
წლებში
ორთაჭალის
№5
დაწესებულებაში განთავსებული პატიმრების სტრასბურგის სასამართლომ ევროპული
კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა, ასევე, საქმეზე რამიშვილი და კოხრეიძე
საქართველოს წინააღმდეგ, რადგან იმავე ციხის 12-საწოლიან საკანში 35 პატიმარს
მორიგეობით ეძინა, საკანი იყო ჭუჭყიანი და ტუალეტი არ იყო საცხოვრებელი ფართისგან
გამოყოფილი, საკანში არ შედიოდა დღის შუქი და ჰაერი, და ა.შ. 100
საპატიმროების გადატვირთულობის გარდა, შემაძრწუნებელი იყო არაჰიგიენური და
ანტისანიტარიული მდგომარეობა - საკნებში განთავსებული სველი წერტილები ღია სახით
იყო დამონტაჟებული და პატიმრებს იმავე სივრცეში უწევდათ საკვების მიღება. ზედმეტი იყო
საუბარი თეთრეულის დადგენილი წესით გამოცვლაზე. არ ხდებოდა საკნების ვენტილაცია
და თითოეულ მათგანში იგრძნობოდა მძაფრი, არასასიამოვნო, ხშირად, უბრალოდ,
გაუსაძლისი სუნი. პატიმრები ვერ სარგებლობდნენ კუთვნილი 1-საათიანი გასეირნების
უფლებით, რასაც სასჯელაღსრულების სისტემის წარმომადგენლები სასეირნო სივრცეების
არასაკმარისობით ან/და უვარგისობით ხსნიდნენ.
მაგალითად, №7 საპყრობილის პატიმრებმა გასეირნების უფლება ვერ მიიღეს 3 თვის
განმავლობაში. მათ, ასევე, შეზღუდული ჰქონდათ პაემნებიც - ვერ სარგებლობდნენ ვერც
გრძელვადიანი და ვერც ხანმოკლე პაემნის უფლებით, რადგან ადმინისტრაციის თქმით, არ
იყო შესაბამისი ოთახები. არ ეძლეოდათ საშუალება, კანონით დადგენილი წესით,
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2005 წლის ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკაზე, ნაწილი I,
პიროვნების ხელშეუხებლობა, წამება და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა ან სასჯელი,
https://2009-2017.state.gov/j/drl/rls/hrrpt/2005/61649.htm
98 ალიევი საქართველოს წინააღმდეგ (Aliev c. Géorgie, no. 522/04), https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-90513
99 გორგილაძე საქართველოს წინააღმდეგ (Gorguiladzé c. Géorgie, no. 4313/04), https://hudoc.echr.coe.int/eng?i=00195161
100 რამიშვილი და კოხრეიძე საქართველოს წინააღმდეგ (Ramishvili and Kokhreidze v. Georgia, no. 1704/06),
https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-90941
97
30
ესარგებლათ დარეკვის უფლებით, რადგან დაწესებულებაში ტელეფონიც კი არ იყო.
პრობლემას წარმოადგენდა, ასევე, საკნების არასაკმარისი განათება.
იყო შემთხვევები, როცა ტრანსპორტის გაუმართაობის მიზეზით, სასამართლო
პროცესზე პატიმრები დროულად ვერ გადაჰყავდათ, რაც, ფაქტობრივად, იწვევდა მათ მიმართ
სწრაფი
მართლმსაჯულების
უფლების
დარღვევას.
უფრო
მეტიც,
ქუთაისის
№2
დაწესებულებაში მძიმედ დაავადებული პატიმარი ისე გარდაიცვალა, რომ მისი ქუთაისიდან
თბილისში დაუყოვნებელი ტრანსპორტირება ვერ მოხერხდა. 101
პატიმართა
ჯგუფების
საჩვენებელი
დასჯითი
ღონისძიებები,
ასევე,
ხშირად
ხელისუფლების მიერვე ინსპირირებული ამბოხის განსაკუთრებით სასტიკი მეთოდებით
ჩახშობის პრეცედენტები 2005 წლიდანვე გაჩნდა. წესრიგის დამყარების მოტივით
ჩატარებული სხვადასხვა სახის ღონისძიებების შედეგად, ფიზიკური დაზიანება მიიღო
მრავალმა პატიმარმა ბათუმის №3 და თბილისის №7 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.
საპატიმრო პირობების მდგომარეობა, როგორიცაა გადატვირთულობა, არასაკმარისი
კვება და არასათანადო სამედიცინო დახმარება, აგრეთვე, ფიზიკური და ფსიქოლოგიური
ზეწოლა პატიმრებზე აჩვენებდა, რომ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში პირობები
არ შეესაბამებოდა არანაირ სტანდარტს. იყო თვითმკვლელობის შემთხვევებიც. წამების,
არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის გარდა, სასჯელაღსრულების
დაწესებულებებში ადგილი ჰქონდა დაცვისა და საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებს.
სპეცოპერაციებისა და სპონტანური ჩხრეკა-დათვალიერებების შედეგად, 2005
წლის
დეკემბერში ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში შეიზღუდა დაცვის უფლება ქუთაისის №2
დაწესებულებაში, რადგან ადვოკატებს არ ჰქონდათ ციხეში შესვლისა და პატიმრებთან
შეხვედრის
საშუალება.
ჰიგიენურ-სანიტარიული
ღონისძიების
ჩატარების
მოტივით,
ადვოკატებს 5 დღის მანძილზე შესვლა აეკრძალათ ბათუმის №3 საპყრობილეში. მსგავსი
სიტუაცია იყო თბილისის №7 დაწესებულებაშიც, სადაც ადვოკატებს საათობით უწევდათ
ლოდინი ბრალდებულებთან ვიზიტისთვის, ვინაიდან შეხვედრისთვის საჭირო ოთახები არ
იყო
საკმარისი.
ჩხრეკის
დროს
ზიანდებოდა
ან
იკარგებდა
პატიმართა
ნივთები.
სპეცოპერაციების შედეგად, აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზების გამო, პატიმართა ნაწილს
ჩამოერთვა ტელევიზორები და რადიომიმღებები. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დაკარგულ,
დაზიანებულ ან წართმეულ ნივთებს შორის ფიგურირებდა როგორც ლითონის და ხის
ჯვრები, ასევე ხატები და სხვა რელიგიური ინვენტარი. 102
ამ დროისთვის, უკვე ცალსახა გახდა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში
არსებული პირობების მთავარ მიზეზს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სრულიად
გააზრებულად
შემუშავებული
სისხლის
სამართლის
პოლიტიკა
და
ის
მიდგომა
წარმოადგენდა, რომელსაც, ჯერ კიდევ 2005 წლის თებერვალში, გაეროს სპეციალურმა
მომხსენებელმა მანფრედ ნოვაკმა „დაუსჯელობის კულტურა“ უწოდა.
101
102
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2005 წლის მეორე ნახევარი, გვ. 42-43.
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2005 წლის მეორე ნახევარი, გვ. 36-39.
31
ალტერნატიული ღონისძიებების შესახებ არსებული სამართლებრივი ნორმების
მიუხედავად, სასამართლო სისტემა თითქმის ექსკლუზიურად უფარდებდა ბრალდებულებს
წინასწარ პატიმრობას, სავარაუდო დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად. 2005 წლის
განმავლობაში სასამართლოებში პროკურატურიდან ჯამში 9 962 შუამდგომლობა შევიდა
აღკვეთის ღონისძიების შესახებ (წინასწარი პატიმრობა, პირადი თავდებობა, გირაო), მათ
შორის 90% (9 042) წინასწარი პატიმრობის მოთხოვნით. 9 042 შუამდგომლობიდან 7 159
დაკმაყოფილდა (79%). 103 წინასწარი პატიმრობის ეს ფართო გამოყენება ეწინააღმდეგებოდა
უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს. 104 თუმცა, ხელისუფლებისთვის არც ამ პრინციპის
დაცვა იყო პრიორიტეტული და არც ის იყო საყურადღებო, რომ მსგავსი მიდგომა კიდევ უფრო
ამძიმებდა
გადატვირთულობას
ისედაც
გაუარესებულ
სასჯელაღსრულების
ინფრასტრუქტურაში.
სახალხო დამცველის იმ პერიოდის შეფასებებიდან ირკვევა, რომ თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულებებში პატიმრებისადმი სისასტიკე და მათი არაადამიანურ პირობებში
მოთავსება უკვე სისტემური ხასიათის იყო. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2003 წლის დეკემბრიდან 2005 წლის მარტამდე
პერიოდში, წინასწარი დაკავების იზოლატორებში მოთავსდა ფიზიკური დაზიანების მქონე
558 პირი, რაც არ შეესაბამებოდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაიგივებული, ისეთი
არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობებსაც კი, როგორიც „თავისუფლების ინსტიტუტია“. ამ
ორგანიზაციის თანახმად, მოცემულ პერიოდში 1 067 ფიზიკური დაზიანების მქონე პირი იქნა
შეყვანილი მხოლოდ ორთაჭალის №1 დაწესებულებაში. გარდა ამისა, სახალხო დამცველის
მონიტორინგის ჯგუფის მიერ გამოვლენილ იქნა რამდენიმე უკანონო პატიმარი, რომლებიც,
საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური
ვადის გასვლის შემდეგ, ბრალდებულის სტატუსით კვლავ საპატიმროში იმყოფებოდნენ.
მხოლოდ
უკანონობის
გამოაშკარავების
შედეგად
გახდა
მათი
გათავისუფლება
შესაძლებელი..105
სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა
მონიტორინგის საბჭოს წევრებთან საუბრისას, პატიმართა მხოლოდ მცირე ნაწილი აღიარებდა
დაკავების დროს ან წინასწარი დაკავების საკანში მათზე განხორციელებული ფიზიკური
ძალადობის ფაქტს, რაც დასჯის შიშითა და ძალოვანი უწყებების მხრიდან მუქარით იყო
განპირობებული. 106 ფიზიკური დაზიანებისა და ზეწოლის ფაქტების გარდა, ირღვეოდა
დაკავებულ პირთა სხვა უფლებებიც - მათ არ გადაეცემოდათ ეჭვმიტანილად ცნობის
დადგენილება, არ განემარტებოდათ დუმილის უფლების გამოყენებისა და ადვოკატის აყვანის
უფლების შესახებ.
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2006 წლის მეორე ნახევარი, გვ. 24.
მანფრედ ნოვაკის საქართველოში მისიის ანგარიში, 2005 წლის 23 სექტემბერი, § 51,
https://www.refworld.org/reference/mission/unchr/2005/en/39646
105 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2005 წლის მეორე ნახევარი, გვ. 32-38.
106 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2005 წლის ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკაზე, ნაწილი I,
პიროვნების ხელშეუხებლობა, წამება და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა ან სასჯელი.
103
104
32
2005 წლის დეკემბერში მიხეილ სააკაშვილმა საზეიმოდ გახსნა ქუთაისის ახალი, №2
სასჯელაღსრულების დაწესებულება, სადაც განაცხადა:
„(...) ეს ქუთაისის ციხე, (...) ფაქტიურად ნულიდან აშენდა. (...) მე მინდა ვთქვა, რომ ერთი მხრივ,
(...) ჩვენთან ადამიანის უფლებები პრაქტიკულად ციხეებში, განსაკუთრებით პოლიციის ადგილებში,
მაგრამ სულ უფრო მეტად ციხეებში, უკვე თითქმის აღარ ირღვევა, მაგრამ არის გამონაკლისი, მაგრამ
თითქმის აღარ ირღვევა. და ეს არის ჩემთვის პრინციპის საკითხი. საქართველო უნდა გახდეს
ცივილიზებული ურთიერთობების ქვეყანა. მაგრამ მეორე მხრივ, კრიმინალსაც ჩვენ შევებრძოლებით
ბოლომდე და შევებრძოლებით ძალიან მკაცრად. ბოლო ათი დღის განმავლობაში, რამდენიმე,
ყაჩაღობაზე წასწრებული ადამიანი იქნა პოლიციის მიერ ადგილზე განადგურებული. მე მინდა,
ვუთხრა დამნაშავეთა სამყაროს, ჩვენ დავიცავთ ყველას უფლებებს, ჩვენ არავის ტყუილად არ
გამოვეკიდებით, მაგრამ თუ რომელიმე კრიმინალი ფიზიკურ საფრთხეს შეუქმნის მოქალაქეებს ან
თუნდაც რომელიმე პოლიციელს, პოლიციის რომელიმე თანამშრომელს, პოლიციას აქვს მიღებული
გადაწყვეტილება, რომ არ გარისკოს არც მოქალაქეების და არც პოლიციელების სიცოცხლე და თუ სხვა
გამოსავალი არ არის, ყველა კრიმინალი გაანადგუროს ადგილზე. (...) ჩვენ ამისი სურვილი ნამდვილად
არა გვაქვს, მაგრამ ჩვენ უკან დახევას ამ სამყაროსთან ბრძოლაში ნამდვილად არ ვაპირებთ. ბოლომდე
ამოვძირკვავ სადაც არიან, სადაც არ უნდა იყონ, იმიტომ რომ ისინი უშლიან კიდევ ადამიანებს
ნორმალურ ცხოვრებას.“ 107
იქვე,
ქუთაისის
ციხის
პრეზენტაციაზე,
სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის
თავმჯდომარემ, ბაჩანა (ბაჩო) ახალაიამ განაცხადა:
„აქ მაქსიმალურად დაცულია ყველა პირობა, როგორც პატიმრებისთვის, ისე მომსახურე
პერსონალისთვის. აქ ყველა ნიუანსი მიახლოებულია ევროსტანდარტებს. გამოგიტყდებით, მსგავსი
საყოფაცხოვრებო პირობები, რაც ამ დაწესებულებაშია, მე სახლშიც არ მაქვს“.
თუმცა, ახალგახსნილ დაწესებულებაში მალევე შეიქმნა უკმაყოფილების მუხტი,
არასათანადო საცხოვრებელი პირობების გამო. „ერთ-ერთ საკანში ისე წვიმდა, როგორც გარეთ.
პატიმრებს ცალ ხელში ჯამი ეჭირათ, რომლითაც წყალს აკავებდნენ, ცალი ხელით კი ულუფას
მიირთმევდნენ. ეს შენობა თავიდანაა ასაშენებელი, ისევე როგორც წყალგაყვანილობა
თავიდანაა გასაკეთებელი. (...) ამ დაწესებულებაში კედელს ვერ ნახავთ, ბზარი რომ არ
ჰქონდეს. ის, რომ შენობაში წვიმს და მოშლილია საშხაპეები, პრობლემას უქმნის არა მხოლოდ
პატიმრებს, არამედ თვითონ ადმინისტრაციასაც“ - განაცხადა საზოგადოებრივი კონტროლის
კომისიის თავმჯდომარემ. „რამდენჯერ ატყდა ბუნტი, რამდენჯერ განვაცხადეთ ჩვენც,
პატიმართა ოჯახის წევრებმა იქ არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე, მაგრამ არაფერი
შეცვლილა. ის არ კმარა, რომ პატიმრები შიმშილით იხოცებიან? მაგრამ აქ ერთი სიმართლეა,
ამ ხალხს ადამიანებად არ თვლიან და ამ ქვეყნის ხელისუფლებისთვის სულერთია, მათ რა
დაემართებათ“ - ჩიოდა 18 წლის პატიმრის დედა. საბოლოოდ, 2008 წელს დაწესებულების
107
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 2005 წლის 20 დეკემბერს გასული სიუჟეტი.
33
რამდენიმე კორპუსი სარემონტოდ დაიკეტა, რამაც კიდევ მეტად გადატვირთა დანარჩენი
კორპუსები. 108
2005
წლისთვის
კრიმინალისა
და
კრიმინალური
სამყაროს
წინააღმდეგ
გამოცხადებულმა ბრძოლამ როგორც გარეთ, ისე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში
ინტენსიური ხასიათი მიიღო. თუმცა, ეს ბრძოლა, უმთავრესად, ადამიანის უფლებათა უხეში
დარღვევისა და პირადი ღირსების შემლახველი ფაქტების ზრდის ხარჯზე მიმდინარეობდა.
წამების მეთოდები მოიცავდა მუშტებით, იარაღის ტარით, ხელკეტით ცემას,
ელექტროშოკის გამოყენებას და სიგარეტით დამწვრობას. მსხვერპლებს აღენიშნებოდათ
როგორც ძვლების მოტეხილობა, დამწვრობა, ნაკაწრები, ასევე, რიგი ნეიროფსიქოლოგიური
ცვლილებებისა. 109
მიუხედავად ამისა, პოლიციის არცერთი თანამდებობის პირი დამნაშავედ არ ყოფილა
ცნობილი წამების დანაშაულში, მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში მოხდა ჯანმრთელობის
განზრახ მძიმე დაზიანების, ანდა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლებით
მათთვის ბრალის წაყენება. 2005 წლის განმავლობაში რამდენიმე პოლიციელი დააკავეს
ფიზიკური ძალადობის ან პატიმრობაში მყოფ პირთა გარდაცვალების გახმაურებული
შემთხვევების გამო, მაგრამ მართლმსაჯულება არც ამ შემთხვევებში არ განხორციელებულა,
ზოგიერთ მათგანს კი დისციპლინური ზომები შეუფარდეს.
ცხადი იყო, რომ დაუსჯელობა ხელს უწყობდა წამებისა და არასათანადო მოპყრობის
პრაქტიკის გავრცელებას, რომლის დაძლევის პოლიტიკური ნებაც არ არსებობდა. უკვე 2005
წლიდან იყო ნათელი, რომ წლებთან ერთად, ვითარება კიდევ მეტად გაუარესდებოდა.110
მაგალითად, 2005 წლის დეკემბერში წყალტუბოს პოლიციის განყოფილებაში რევაზ
დვალიშვილის ცემის საქმეზე, პროკურორმა მიიღო დადგენილება საქმის შეწყვეტის შესახებ
მტკიცებულებათა უკმარისობის გამო, მაშინ, როცა მის ხელთ არსებული სამედიცინო ცნობის
თანახმად, პატიმარს უდასტურდებოდა თავის შიდა ტრავმა, ტვინის შერყევა, ჰემატომა
ზომით 2x2,5 სმ. მარჯვენა თვალზე, ჰემატომა მარჯვენა ბარძაყზე და მარჯვენა თვალის
მიდამოში, ჩალურჯებები მარჯვენა ხელის მეოთხე და მეხუთე თითებს შორის, აგრეთვე,
მცირე სისხლჩაქცევები მარჯვენა ბარძაყზე, მარცხენა მხარსა და მარჯვენა ხელზე, მცირედი
შეშუპებები მარჯვენა საფეთქლის მიდამოში და ქვედა ყბაზე. ოფიციალური ვერსიის
თანახმად, დადგენილად ჩაითვალა, რომ დაკავებულმა პირმა მოცემული დაზიანებები
დაცემის შედეგად მიიღო. თუმცა, მოგვიანებით ჩატარებული დამოუკიდებელი სამედიცინო
ექსპერტიზის მიხედვით, დაზიანებები მიყენებული იყო მკვრივი, ბლაგვი საგნით, რამაც
ხანგრძლივი ზიანი მიაყენა ჯანმრთელობას. მოცემულ საქმეზე, სტრასბურგის სასამართლომ
„წარმოუდგენლად“ მიიჩნია ის ფაქტი, რომ საგამოძიებო და სასამართლო ორგანოები, იმის
http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=7416&lang=geo
მანფრედ ნოვაკის საქართველოში მისიის ანგარიში,
https://www.refworld.org/reference/mission/unchr/2005/en/39646
110
მანფრედ ნოვაკის საქართველოში მისიის ანგარიში,
https://www.refworld.org/reference/mission/unchr/2005/en/39646
108
109
2005
წლის
23
სექტემბერი,
§
29.
2005
წლის
23
სექტემბერი,
§
33.
34
ნაცვლად, რომ არასათანადო მოპყრობის შესახებ დაკავებული პირის ბრალდებები
გამოეკვლიათ, მის წინააღმდეგ დაეყრდნენ სწორედ იმ აღიარებით ჩვენებას, რომელიც ცემის
შედეგად ჰქონდათ მიღებული (დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, § 50). 111
ხშირად წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლებს, მათი ან მათი ოჯახების
მიმართ რეპრესიების შიშისა თუ შოკის გამო, შეიძლებოდა მოსამართლის წინაშეც კი არ
განეცხადებინათ
მიყენებული
დაზიანებების
შესახებ,
არ
მოეთხოვათ
სამედიცინო
მკურნალობა ან გამოკვლევები, არ ეჩივლათ ან არ ამოეცნოთ დამნაშავეები. მიუხედავად
იმისა, რომ მოსამართლისა და პროკურატურის ვალდებულებაა, წერილობითი საჩივრის
არარსებობის შემთხვევაშიც კი, საკუთარი ინიციატივით გამოიკვლიონ ასეთი საკითხები,
მსგავსი ნაბიჯები არ იდგმებოდა, მათ შორის, არ ხდებოდა სასამართლო სამედიცინო
ექსპერტიზის მოთხოვნა. 112 უფრო მეტიც, არაერთი საჩივარი იქნა მიღებული იმის შესახებაც,
რომ დაზარალებულებს ბრალდების მხარე უბიძგებდა, დათანხმებოდნენ საპროცესო
შეთანხმებას ისე, რომ არ გაეხმაურებინათ ფაქტი პოლიციის მხრიდან არასათანადო
მოპყრობის შესახებ. ანალოგიურად, როდესაც მსხვერპლს არ სურდა დამნაშავეების
იდენტიფიცირება, არ ხდებოდა მიზეზის გამოკვლევა და არ მიიღებოდა არანაირი
დამატებითი ზომები ჭეშმარიტების დასადგენად. უფრო მეტიც, არ არსებობდა ადეკვატური
ან ეფექტური მექანიზმი მსხვერპლის ან მოწმის დასაცავად, სხვა საპატიმრო დაწესებულებაში
გადაყვანის ან უსაფრთხოების სხვაგვარად გაუმჯობესების გზით. 113
გაეროს
სპეციალური
მომხსენებელი
მანფრედ
ნოვაკი
114
წამების
რამდენიმე
მსხვერპლთან 115 გასაუბრების შემდეგ დაუფარავად აღნიშნავდა, რომ „ეს პირები იყვნენ
ნაწამები აღიარებების მოსაპოვებლად. გარდა ამისა, მათი ტრავმები ჯერ კიდევ თვალსაჩინო
იყო შეხვედრების დროს და კარგად იყო დოკუმენტირებული დამოუკიდებელი ექსპერტების
მიერ. ცხადი იყო, რომ ეს პირები კვლავ განიცდიდნენ წამების შედეგებს და სჭირდებოდათ
შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა და რეაბილიტაცია, რასაც ისინი არ იღებდნენ.“ 116
საგულისხმოა, რომ მანფრედ ნოვაკის ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს, როგორც
მიუკერძოებელი პირის მიერ მომჩივანთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების
დადასტურებას, თავის გადაწყვეტილებებში იმოწმებდა ევროპული სასამართლო.117
დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ (Dvalishvili v. Georgia, no. 19634/07), https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001115307
112
მანფრედ ნოვაკის საქართველოში მისიის ანგარიში, 2005 წლის 23 სექტემბერი, § 34.
https://www.refworld.org/reference/mission/unchr/2005/en/39646
113
მანფრედ ნოვაკის საქართველოში მისიის ანგარიში, 2005 წლის 23 სექტემბერი, § 34.
https://www.refworld.org/reference/mission/unchr/2005/en/39646
114 დამოუკიდებელი ექსპერტი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, მანფრედ ნოვაკი, გაეროს სპეციალური
მომხსენებლის სტატუსით, ფაქტების დამდგენი მისიით საქართველოში იმყოფებოდა 2005 წლის 19-25 თებერვალს.
115 მათ შორის, ნოდარ დუდაევი, სულხან მოლაშვილი, დავით მინდაძე, გიორგი მიგრიაული.
116
მანფრედ ნოვაკის საქართველოში მისიის ანგარიში, 2005 წლის 23 სექტემბერი, § 18.
https://www.refworld.org/reference/mission/unchr/2005/en/39646
117 მაგალითისთვის იხ.: გადაწყვეტილება საქმეზე მინდაძე და ნემსიწვერიძე საქართველოს წინააღმდეგ (Mindadze
and Nemsitsveridze v. Georgia, no. 21671/05), https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-96002
111
35
2025 წლის 2 ივნისს საგამოძიებო კომისიამ მოინახულა ხონში არსებული ყოფილი
სასჯელაღსრულების დაწესებულება 118, სადაც 2005 წლის სექტემბერში პატიმარი საკუჭნაოში
გარდაცვლილი იპოვეს. ციხეში მკვლელობის თვითმკვლელობად გასაღების მოცემული
შემთხვევის განხილვისას, საქმეზე ცინცაბაძე საქართველოს წინააღმდეგ, 119 ევროპული
სასამართლო „გაოგნებული“ დარჩა იმ ფაქტით, რომ ციხის საკუჭნაო, სადაც ზურაბ
ცინცაბაძის სხეული აღმოაჩინეს, არ იქნა დალუქული გამომძიებლების მოსვლამდე; ციხის
თანამშრომლებს უფლება მისცეს, გარდაცვლილისთვის გაეხადათ ფეხსაცმელი, გაეჩხრიკათ
ჯიბეები და შემთხვევის ადგილიდან გაეტანათ მტკიცებულებები, კერძოდ, სკამები და
საბნისგან გაკეთებული თოკი, რომლის მეშვეობითაც, როგორც ადმინისტრაცია აცხადებდა,
პატიმარმა თავი ჩამოიხრჩო. სტრასბურგის სასამართლომ იმ ფაქტსაც მიაქცია ყურადღება,
რომ გამომძიებელმა, სხვა ობიექტებისგან განსხვავებით, აუხსნელი მიზეზის გამო, არ დალუქა
სკამები, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩამომხრჩვალი პატიმრის ფეხქვეშ იყო და ნივთმტკიცებას
წარმოადგენდა. სასამართლო, ასევე, გაოგნებული დარჩა იმით, რომ გამომძიებლებმა არ
ჩაატარეს ელემენტარული საგამოძიებო მოქმედებები, არ აიღეს თითების ანაბეჭდები
სკამებიდან, ბოქლომიდან, კარებიდან ან საკეტიდან, რათა გარდაცვლილის ანაბეჭდებისთვის
შეედარებინათ. ევროპულ სასამართლოს ეჭვი არ შეჰპარვია, რომ ასეთი საგამოძიებო
მოქმედებები მნიშვნელოვნად შეცვლიდა ფაქტებს იმის შესახებ, თუ როგორ შევიდა ზურაბ
ცინცაბაძე დაკეტილ ოთახში და თავად მოამზადა თუ არა საკუთარი ჩამოხრჩობა. საგამოძიებო
ორგანომ არ ჩათვალა საჭიროდ, დაეკითხა დაწესებულების დაცვის თანამშრომელი, რომელიც
პატიმრის გარდაცვალების ღამეს მორიგეობდა, ზედამხედველობდა საკუჭნაოს და,
შესაბამისად, შეეძლო მიეცა ჩვენება, როდის და ვისთან ერთად შევიდა პატიმარი ამ ოთახში.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ოჯახის წევრებს წინასწარ არ ეცნობათ გამომძიებლის
გადაწყვეტილება პატიმრის ცხედრის ექსპერტიზის შესახებ, ამის თაობაზე მათ მხოლოდ
ექსპერტიზის დასრულებისა და სიკვდილის მიზეზის ოფიციალურად დადგენის შემდეგ
შეატყობინეს. საქმეში არსებულ ამ და სხვა მასალებზე დაყრდნობით, სტრასბურგის
სასამართლომ პატიმრის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს დააკისრა და
დაადგინა, რომ დაირღვა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი, რომელიც სახელმწიფოსგან
სიცოცხლის დაცვას, ხოლო, სიცოცხლის უფლების ხელყოფის შემთხვევაში, საქმის
დამოუკიდებელ, ობიექტურ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვს (ცინცაბაძე საქართველოს
წინააღმდეგ, §§ 94-95).
2005 წლის ნოემბერში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გააუქმა სამოქალაქო
საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთაგან შექმნილი
სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგის საბჭო. საბჭოს წევრებმა, რომელთაც
2005 წლის 30 სექტემბერს, პატიმარ ზურაბ ცინცაბაძის გარდაცვალების დროს, ხონის №9 დაწესებულება, ხოლო
მოგვიანებით - №13.
119 ცინცაბაძე საქართველოს წინააღმდეგ (Tsintsabadze v. Georgia, no. 35403/06), https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001103371
118
36
უფლება ჰქონდათ, წინასწარ შეუთანხმებელი ვიზიტები განეხორციელებინათ ნებისმიერ
დაწესებულებაში, ამ გადაწყვეტილებას უკანონო უწოდეს. 120
ევროპულმა სასამართლომ დაკავებისას არაადამიანური მოპყრობის გამო, ევროპული
კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა მიქიაშვილის საქმეზე 121 , რომელიც
„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ ახალგაზრდებისადმი დაუნდობელი მოპყრობის
მორიგი და გახმაურებული მაგალითია. გაზეთ „რეზონანსის“ ერთ-ერთი ჟურნალისტის ძმას,
21 წლის გიორგი მიქიაშვილს, რომელიც 2005 წლის 29 ოქტომბერს დააკავეს, პოლიციამ სცემა
როგორც დაკავებისას, ასევე, დროებითი დაკავების იზოლატორშიც. გიორგი მიქიაშვილი
მეგობრებთან ერთად საზეიმო სუფრაზე მეგობრის ოჯახში იმყოფებოდა. გვიან ღამით ქუჩაში
გამოსული მეგობრები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და იქვე დაიქსაქსნენ. გიორგი
მიქიაშვილი მანქანაში ჯდებოდა, როცა დაინახა, რომ მისი ერთ-ერთი მეგობარი მისკენ
მორბოდა და მას მისი მეუღლე და სუფრის კიდევ ერთი წევრი გოგონა უკან მოსდევდნენ.
ვინაიდან გიორგი მიქიაშვილის მეგობარს ხელში მობილური ტელეფონი ეჭირა, იქვე მყოფმა
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა იფიქრა, რომ საქმე ეხებოდა ძარცვას, რის გამოც, შეაჩერა
ახალგაზრდა მამაკაცი და გამოკითხვა დაუწყო, თუ რატომ გარბოდა და ვინ იყვნენ ის ქალები,
ვინც მას მისდევდნენ. ადგილზე მეორე ეკიპაჟიც მივიდა. პოლიციელებთან შეხლა-შემოხლა
გიორგი მიქიაშვილისა და მისი მეგობრის დაკავებით დასრულდა. პოლიციაში მიყვანისას,
გიორგი მიქიაშვილს აღენიშნებოდა დიდი ზომის ჰემატომა შუბლის მარცხენა ნაწილში,
მარჯვენა საფეთქელზე, მარცხენა თვალთან ახლოს და ღაწვთან, სილურჯე ტუჩზე და ტუჩის
დაზიანება, რამაც სისხლდენა გამოიწვია და დიდი ზომის ჩალურჯება კისერსა და მთელ
ზურგზე. მოსამართლის წინაშე წარდგენისას, 2005 წლის 31 ოქტომბერს, მას სახეზე
სილურჯეები
აღენიშნებოდა,
მაგრამ,
მიუხედავად
ბრალდებულის
მხრიდან
სამივე
ინსტანციის სასამართლოს წინაშე გაკეთებული მიმართვისა, მისდამი არაადამიანური
მოპყრობის ფაქტებს არანაირი გამოძიება არ მოჰყოლია. 6 თვის შემდეგ პატიმარს კვლავ
სცემეს, ამჯერად პირველი ინსტანციის სასამართლოს ტერიტორიაზე, სადაც მისი საქმის
განხილვა
მიმდინარეობდა.
საბოლოოდ,
გიორგი
მიქიაშვილს,
პოლიციისათვის
წინააღმდეგობის გაწევის გამო, 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
პატიმრის ცემა შემდგომშიც გაგრძელდა. როგორც სახალხო დამცველმა გამოარკვია, 2006
წლის აგვისტოში პატიმარს სცემა ციხის საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ და ექვსმა
თანამშრომელმა, რომელთაგან ორი პირის იდენტიფიცირება გიორგი მიქიაშვილმა შეძლო.
სამედიცინო ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ გიორგი მიქიაშვილს აღენიშნებოდა ჰემატომები
ზურგსა და თირკმელზე და ეს დაზიანებები მკვრივ, ბლაგვი საგნით იყო მიყენებული. თუმცა,
არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაწყებული გამოძიება პროკურატურამ შეწყვიტა,
საჩივრის დაუსაბუთებლობის გამო. საბოლოოდ, საქმე იქამდე მივიდა, რომ გიორგი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2005 წლის ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკაზე, ნაწილი I,
პიროვნების ხელშეუხებლობა, წამება და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა ან სასჯელი.
121 მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ (Mikiashvili v. Georgia, no. 18996/06), https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001113741
120
37
მიქიაშვილმა,
რომელსაც
დაპატიმრებამდე
არასოდეს
დასჭირვებია
ფსიქიატრიული
მკურნალობა 122, პატიმრობის ბოლო რამდენიმე თვე ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში გაატარა.
ევროპულმა სასამართლომ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის არაერთგზის დარღვევა
დაადგინა მოცემულ საქმეზე იმის გამოც, რომ პატიმრის განცხადებებს დროებითი დაკავების
იზოლატორსა და სასჯელაღსრულების სისტემაში მისდამი არაადამიანურ მოპყრობასთან
დაკავშირებით არანაირი გამოძიება არ მოჰყოლია.
როგორც წესი, დაკავებულებზე ძალადობა არა მხოლოდ აღიარებითი ჩვენების
მოპოვებას, არამედ სხვა პირების წინააღმდეგ ინფორმაციის გამოძალვას ემსახურებოდა.
მაგალითად, 2005 წლის აგვისტოში უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს
სასამართლოს
აღმასრულებელი,
რომელსაც
დაკითხვის
დროს
რამდენიმე
სამართალდამცველმა სასტიკად სცემა იმ მიზნით, რომ 111 000 აშშ დოლარის მითვისების
ფაქტზე ერთ-ერთი ადვოკატის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება.
2006 წელი - „ნულოვანი ტოლერანტობის“ სახელმწიფო პოლიტიკად გამოცხადება
მიუხედავად იმისა, რომ 2004-2005 წლებში უკვე სახეზე იყო პოლიციისა და
სასჯელაღსრულების
სისტემაში
ადამიანის
უფლებების
მასობრივი
დარღვევები,
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საქართველოში შემოტანილ, ადამიანის წინააღმდეგ
დემოკრატიის სახელით განხორციელებულ ტერორის პოლიტიკას სახელი ოფიციალურად
მხოლოდ 2006 წლის 14 თებერვალს დაერქვა. შესაბამისი განცხადება მიხეილ სააკაშვილმა 2006
წლის 14 თებერვალს საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშის წარდგენისას გააკეთა:
„მე ვაცხადებ ახალ კანონპროექტს, ნულოვანი ტოლერანტულობა წვრილმანი დანაშაულის
მიმართ. მე შემომაქვს ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც ითვალისწინებს, რომ (...)
მთლიანად უნდა გაუქმდეს პირობითი სასჯელი. არანაირი პირობითი სასჯელი, ყველა ციხეში (...)!
(ტაში). იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი და საზოგადოების დარტყმა. არანაირი მოსამართლე ვერანაირ
თავისი შეხდულებისამებრ ვერავის ვეღარ გაუშვებს ვერანაირი ჰუმანური მოსაზრებებით. ჩვენ
ამისთვის ვაშენებთ ახალ 3000-კაციან საგამოძიებო იზოლატორს თბილისში (...) ბანდიტებისთვის. (...)
ნულოვანი მოთმენა ყველანაირი წვრილმანი დანაშაულის მიმართ, ჩემო მეგობრებო, ეს არის ჩვენი
ახალი, ძალიან მტკიცე პოლიტიკა, ყველას გასაგონად, სასამართლო ხელისუფლების და პარლამენტის
და აღმასრულებელი ხელისუფლების და პოლიციის გასაგონად.“ 123
პოლიტიკურ ორგანოში მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული ეს განცხადება, როგორც
თავადაც
აღნიშნა,
იყო
მყარი
გადაწყვეტილება.
ამით
სამართალდამცავ
სისტემაში
უკანონობისა და ადამიანის ტოტალური დაუნდობლობის კულტურა საჯაროდ გაფორმდა.
მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ (Mikiashvili v. Georgia, no. 18996/06, §§ 33-34),
https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-113741
.
123 საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 14 თებერვლის პლენარული სხდომის სტენოგრაფიული ჩანაწერი.
122
38
წლებთან ერთად კი ფეხქვეშ გათელილი ადამიანის უფლებების იდეით გამსჭვალულმა
ანტიევროპულმა სისხლის სამართლის პოლიტიკამ და სასჯელაღსრულების არაადამიანურმა
მეთოდებმა სახელმწიფო ტერორის სახე მიიღო.
მიხეილ სააკაშვილის 2006 წლის 14 თებერვლის განცხადება უდანაშაულობის
პრეზუმფციის უგულებელყოფად შეაფასეს ჰიუმან რაითს უოჩმა და სხვა არასამთავრობო
ორგანიზაციებმა და აღნიშნეს, რომ ამ განცხადებამ პოლიციელების მხრიდან ძალის
გადამეტების შემთხვევების ზრდა გამოიწვია, ხოლო მოსამართლეებზე განახორციელა
ზეწოლა,
124
რომ
მათ
ნაკლებად
მძიმე
დანაშაულების
შემთხვევაშიც
კი,
საქმის
ინდივიდუალური გარემოებების შესწავლის გარეშე 125 , წინასწარი პატიმრობის შეფარდების
შესახებ გადაწყვეტილებები მიეღოთ 126 . აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობის
გამოყენების პრაქტიკა ამ დროისთვის საქართველოში საბოლოოდ დამკვიდრდა, რაც
არღვევდა ევროპული სასამართლოს ერთ-ერთ წამყვან პრინციპს, რომლის თანახმადაც,
ბრალდების საქმის განხილვისას, წინასწარი პატიმრობა არა წესი, არამედ გამონაკლის
შემთხვევაში
გამოყენებული
ღონისძიება
უნდა
იყოს
(იხ.,
მაგალითად,
გიორგი
ნიკოლაიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, § 74). 127
2006 წლის განმავლობაში სასამართლოებში პროკურატურიდან, ჯამში, 17 719
შუამდგომლობა შევიდა აღკვეთის ღონისძიების შესახებ (წინასწარი პატიმრობა, პირადი
თავდებობა, გირაო), მათ შორის 66,4% (11 761) - წინასწარი პატიმრობის მოთხოვნით. 11 761
შუამდგომლობიდან 10 358 დაკმაყოფილდა (88.1%). 128
2006 წელს, როგორც მოსამართლეების ინდივიდუალური, ისე სასამართლო სისტემის
ინსტიტუციური დამოუკიდებლობის შემცირება გაგრძელდა და კიდევ მეტად თვალსაჩინო
გახდა
პროკურატურის
მზარდი
გავლენა.
129
მოსამართლეების
მორჩილება
პროკურატურისადმი არა მხოლოდ წინასწარი პატიმრობის თაობაზე შუამდგომლობების
თითქმის ავტომატურად დაკმაყოფილებაში გამოიხატებოდა, არამედ გამამართლებელი
განაჩენების მკვეთრ კლებაშიც. 2006 წელს საქართველოს სასამართლოებმა, ჯამში, მხოლოდ 51
სისხლის სამართლის საქმეზე გამოიტანეს გამამართლებელი განაჩენი, რაც წინა წლის ისედაც
სავალალო მაჩვენებელზე (82) ბევრად ნაკლები იყო. ჩატარებული სასამართლო პროცესები
სულ უფრო და უფრო ხშირად არღვევდა სამართლიანი სასამართლოს პრინციპებს 130 და
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის ბიუროს (Bureau of
Democracy, Human Rights, and Labor) ანგარიში საქართველოში 2006 წელს არსებული ვითარების შესახებ,
https://2009-2017.state.gov/j/drl/rls/hrrpt/2006/78813.htm
125 მხარე სახელმწიფოების მიერ წარდგენილი ანგარიშების განხილვა კონვენციის მე-19 მუხლის მიხედვით, წამების
საწინააღმდეგო კომიტეტის დასკვნები და რეკომენდაციები, საქართველო. 2006 წლის 25 ივლისი, § 18,
https://www.refworld.org/policy/polrec/cat/2006/en/18008
126 ჰიუმან რაითს უოჩი (Human Rights Watch), „გადამეტებული სასჯელი. პატიმართა მიმართ ძალადობა
საქართველოში“, ტ. 18, № 8(D), 2006, გვ. 1, 26.
127
გიორგი ნიკოლაიშვილი საქართველოს წინააღმდეგ (Giorgi Nikolaishvili v. Georgia, no. 37048/04),
https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-90590
128 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2006 წლის მეორე ნახევარი, გვ. 24.
129 იქვე, გვ. 19.
130 იქვე, გვ. 25
124
39
პოზიციები ცალსახად და დაუფარავად იხრებოდა ბრალდების მხარის სასარგებლოდ, რასაც,
გარკვეულ წილად, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გატარებული საკანონმდებლო
ცვლილებებიც უწყობდა ხელს.
2006 წელს ცვლილება იქნა შეტანილი სსსკ-ის 336-ე მუხლში (უკანონო განაჩენის ან სხვა
სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანა), რომელიც პროკურატურას შესაძლებლობას
აძლევდა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მუქარით, ზეგავლენა მოეხდინა
მოსამართლეზე და ჩარეულიყო მართლმსაჯულების განხორციელებაში, რაც, თავისთავად,
საფრთხეს უქმნიდა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და უზენაესობის
პრინციპს.
მსგავსი
საკანონმდებლო
ცვლილებებით,
„ნაციონალური
მოძრაობა“
პარლამენტიდან უმყარებდა პოზიციებს აღმასრულებელ ხელისუფლებაში მყოფ თავის
წარმომადგენლებს.
ამასთან, სისხლის სამართლის მართლმსაჯულება სულ უფრო კომერციული ხდებოდა
საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის არასწორად და დაშინების იარაღად გამოყენების
შედეგად.
წინასწარი პატიმრობის თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობების დადებითად
გადაწყვეტის ესოდენ მაღალი მაჩვენებლის ფონზე, გასაკვირია არაა, რომ 2006 წლისთვის
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გადატვირთულობა კვლავ პრობლემად რჩებოდა ერთ საწოლს ორი-სამი, ზოგჯერ ოთხი და ხუთი პატიმარი ინაწილებდა. აშშ-ის სახელმწიფო
დეპარტამენტის ანგარიშიც კი აღიარებდა, რომ დაწესებულებების გადატვირთულობა
სამართლებრივ საკითხებზე პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა და „ნაციონალური
მოძრაობის“ აგრესიული „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკის შედეგი იყო. 131
2006 წლის 10 ოქტომბრის მონაცემებით:
-
ორთაჭალის №5 დაწესებულების ქალთა და არასრულწლოვანთა განყოფილებაში 220ის ნაცვლად 363 მსჯავრდებული იხდიდა სასჯელს;
-
ორთაჭალის №5 დაწესებულებაში 2 020 პატიმრისთვის განკუთვნილ სივრცეში
-
განთავსებული იყო 3 863 პატიმარი;
ორთაჭალის №1 დაწესებულებაში,
რომელიც
გათვალისწინებული
იყო
620
გათვალისწინებული
იყო
305
პატიმრისთვის, 1 014 პატიმარი იყო მოთავსებული;
-
ზუგდიდის
№4
საპყრობილეში,
რომელიც
პატიმრისთვის, 352 პატიმარი იმყოფებოდა;
-
ბათუმის №3 საპყრობილეში, რომელიც გათვალისწინებული იყო 250 პატიმრისთვის,
550 პატიმარი იყო მოთავსებული.
2006 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში პატიმართა საერთო
რაოდენობა, 2005 წელთან შედარებით, 5 000-ით გაიზარდა და 14 172-ს მიაღწია, რაც 2-ჯერ
მეტი იყო, ვიდრე 2002-2004 წლებში. მონაცემები თვალნათლივ ცხადყოფდა, რომ
ჰიუმან რაითს უოჩი (Human Rights Watch), „გადამეტებული სასჯელი. პატიმართა მიმართ ძალადობა
საქართველოში“, ტ. 18, № 8(D), 2006, გვ. 20-25.
131
40
სასჯელაღსრულების დაწესებულებები უკიდურესად გადატვირთული იყო, რაც პატიმართა
უფლებებსა და საცხოვრებელ პირობებზე უარყოფითად აისახებოდა. მით უფრო, რომ
სასჯელაღსრულების დაწესებულებები, მცირე გამონაკლისის გარდა, ისედაც მოძველებული
იყო და ვერ აკმაყოფილებდა ადამიანის ღირსებასთან თავსებადობის მინიმალურ სტანდარტს.
მაგალითად,
ორთაჭალის №5 დაწესებულების შენობაში კედლები და იატაკი,
უმეტესწილად, იყო დაშლილი; საკნებსა და დერეფნებში ელექტროსადენები იზოლაციის
გარეშე
იყო გაყვანილი; საკნებში იმდენი ორსართულიანი ლითონის საწოლი იდგა,
რამდენსაც ოთახი იტევდა; საკნებში არც მაგიდები იყო და არც სკამები; პატიმრებს, როცა არ
ეძინათ, საწოლებზე ან იატაკზე უწევდათ ჯდომა; ტუალეტები, რომლებიც საშინელ
მდგომარეობაში იყო, საკნის საერთო ფართიდან გამოყოფილი იყო მხოლოდ დაბალი კედლით
ან პატიმრების მიერ ჩამოკიდებული რამე ქსოვილით ან საშხაპე ფარდით, რაც ჰიგიენური
საშუალებებით
სარგებლობისას
გადატვირთულ
საკნებში
განმარტოების
საწოლები
ძალიან
საშუალებას
ხშირად
არ
იძლეოდა;
ტუალეტის
ხალხით
მახლობლად
იყო
განლაგებული. ყველა საკანში იდგა ადამიანის ოფლის, ექსკრემენტებისა და თამბაქოს ბოლის
საშინელი სუნი და გაუსაძლისად ცხელოდა ხალხმრავლობისა და არასაკმარისი ვენტილაციის
გამო. საკნებში დიდი ფანჯრები იყო, თუმცა, ისინი არ ნიავდებოდა ფანჯრებზე აკრული
ლითონის სქელი დარაბების გამო. 132
„2006 წლის იანვარში ჩამათრიეს ორთაჭალის ციხის კარცერში. ეს იყო სველი ღრმა
სარდაფი, სადაც არც შუქი გვქონდა, არც სუფთა ჰაერი და მზის შუქიც არ
შემოდიოდა, ბაღლინჯოებითა და ვირთხებით სავსე. მე იქ ვნახე ადამიანი,
რომელიც 6 თვე იჯდა და ამ ხნის მანძილზე მზის შუქი არ ჰქონდა ნანახი.“
ყოფილი პატიმარი, ბიზნესმენი, ირალი კენჭოშვილი,
2025 წლის 18 თებერვალი 133
თბილისის №7 საპყრობილის სარდაფის საკნებში იყო ჭუჭყი, არ იყო არც ბუნებრივი
განათება და არც ვენტილაცია. საკნებს ჰქონდა მხოლოდ პატარა ფანჯრები, რომლებიც
დაფარული იყო ლითონის მძიმე ფურცლებით და იქაურობა ისეთი ჩაბნელებული იყო, რომ
კარის გაღებისას დაკავებულები დერეფნიდან მომავალ შუქს თვალს ვერ უსწორებდნენ.
საერთაშორისო
უწოდებდნენ.
ორგანიზაციების
წარმომადგენლები
აქ
ნანახს
შემაძრწუნებელს
134
ჰიუმან რაითს უოჩი (Human Rights Watch), „გადამეტებული სასჯელი. პატიმართა მიმართ ძალადობა
საქართველოში“, ტ. 18, № 8(D), 2006, გვ. 26-27.
133 განცხადება N1-1132/25.
134 ჰიუმან რაითს უოჩი (Human Rights Watch), „გადამეტებული სასჯელი. პატიმართა მიმართ ძალადობა
საქართველოში“, ტ. 18, № 8(D), 2006, გვ. 29.
132
41
ავჭალის არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მოთავსებული 280 ბავშვიდან 135 , ამავე
დაწესებულებაში 12 აგვისტოს მომხდარი არეულობის მეორე დღეს, 120 ბავშვი მოათავსეს
გაუსაძლის პირობებში, მზეზე გადახურებულ, ჩახუთულ ავტოტრანსპორტში, რომელშიც
სუნთქვაც კი ჭირდა და რუსთავის სრულწლოვანთა მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში
გადაიყვანეს. ბავშვები კარცერებში გააჩერეს 4 თვის განმავლობაში. 136
პატიმრები არ იყვნენ უზრუნველყოფილი ნორმალური კვებით; მაგალითად, ერთ-ერთი
საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ხელებზე არსებული ჭრილობების
წარმომავლობაზე, არასრულწლოვანმა პატიმრებმა ასეთი რამ უთხრეს: „სერიოზული
პრობლემა გვქონდა საჭმელთან დაკავშირებით და ამიტომ დავისერეთ ხელები. ეს
ერთადერთი გზა იყო – საჭმლისგან ცუდად ვხდებოდით, მაგრამ რაც საკუთარ თავს
ჭრილობები მივაყენეთ, საჭმელი გაუმჯობესდა.“ 137
მძიმე მდგომარეობა იყო პატიმართა ჰიგიენის დაცვის კუთხითაც – პატიმარს შხაპის
მიღების შესაძლებლობა ჰქონდა თვეში ერთხელ ან ორჯერ, 138 ადმინისტრაცია არ
უზრუნველყოფდა მათ პირადი ჰიგიენისთვის საჭირო საგნებით (საპონი, ტუალეტის
ქაღალდი, სამართებლები, კბილის ჯაგრისები, კბილის პასტები და ა.შ.) და არც მათ
ნათესავებს აძლევდა ამ საშუალებების შეგზავნის უფლებას, ლოგინის თეთრეული, უმრავლეს
შემთხვევაში, იყო ბინძური და იშვიათად ირეცხებოდა139.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ზოგიერთი წყაროს მონაცემებით, 2006 წელს, 14 172
პატიმრიდან 60%-ზე მეტი ჯერ კიდევ წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა, რაც კიდევ
ერთხელ ადასტურებდა მავნე სასამართლო პრაქტიკას, რომლის შედეგადაც, ბრალდებულებს
არაერთი თვის განმავლობაში უწევდათ ციხეში დარჩენა სასამართლო განაჩენის გარეშე ისე,
რომ ჯანმრთელობისთვის საშიში, არაადეკვატური საცხოვრებელი გარემო ზრდიდა რისკებს
მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის. ეს ფაქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,
რადგან სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბრალდებულებს შორის საკმაოდ მაღალი იყო და
მთლიანი მაჩვენებლის თითქმის 50%-ს შეადგენდა. 140
2006 წელს გრძელდებოდა ციხეებიდან ე.წ. სიკვდილის ექსპორტის პრაქტიკა: 27
პატიმარი გარდაიცვალა სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში, 3 პატიმარი
გარდაიცვალა
ტუბერკულოზით
დაავადებულ
მსჯავრდებულთა
სამკურნალო
დაწესებულებაში, 25 პატიმარი კი - სამოქალაქო სექტორის სხვადასხვა საავადმყოფოში. უკვე
კრიტიკულად დამძიმებული პატიმრები საავადმყოფოში გადაჰყავდათ მხოლოდ მას მერე,
შედარებისთვის, 2025 წლის 30 ივნისის მონაცემებით, შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული
იყო ჯამში 91 არასრულწლოვანი (მათ შორის, 37 ბრალდებული და 54 მსჯავრდებული). იხ. საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს 2025 წლის 8 ივლისის N 7433 წერილი.
136 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 2 აპრილის № 9 სხდომაზე გიორგი ზერეკიძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და ვიდეოჩანაწერი.
137 ჰიუმან რაითს უოჩი (Human Rights Watch), „გადამეტებული სასჯელი. პატიმართა მიმართ ძალადობა
საქართველოში“, ტ. 18, № 8(D), 2006, გვ. 32-33.
138 იქვე, გვ. 31.
139 იქვე, გვ. 31-32.
140 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2006 წლის პირველი ნახევარი, გვ. 162.
135
42
რაც მათი მკურნალობა დაგვიანებული ან შეუძლებელი იყო. ეს პრაქტიკა ცვლიდა
სტატისტიკას, რადგან პატიმრების გარდაცვალება საავადმყოფოს ანგარიშზე აღირიცხებოდა –
ფორმალურად, მცირდებოდა ციხეებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი და იქმნებოდა
შთაბეჭდილება, რომ ავადმყოფ პატიმრებს მკურნალობდნენ. მიუხედავად ამისა,
სიკვდილიანობის საგანგაშო მაჩვენებლებით მაინც გამოირჩეოდა ორთაჭალის №5 და №1
დაწესებულებები.
2006 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა სიკვდილიანობამ
მნიშვნელოვნად იმატა, წინა წლებთან შედარებით. კერძოდ, თუ 2005 წელს 49 პატიმარი
გარდაიცვალა, 2006 წლის 1 იანვრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით ეს რიცხვი უკვე 71-მდე
გაიზარდა. 141 იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2006 წლის განმავლობაში
საპატიმროებში, ჯამში, 92 პატიმარი გარდაიცვალა. მხოლოდ 2006 წლის ზაფხულში 31
პატიმარი გარდაიცვალა სიცხისა და ცუდი პირობების გამო. განსაკუთრებით შემაშფოთებელი
იყო პატიმრობაში მყოფი პირების უეცარი სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი და
თითოეულ
შემთხვევაზე
სიკვდილის
გამომწვევი
მიზეზების
შესახებ
დეტალური
ინფორმაციის არარსებობა. ასევე, შეშფოთებას იწვევდა ინფორმაცია ტუბერკულოზით
გარდაცვლილთა დიდი რაოდენობის შესახებ.
პატიმართა
გარდაცვალების
მიზეზად,
როგორც
წესი,
„გულ-სისხლძარღვთა
უკმარისობა“ სახელდებოდა. ზოგიერთ შემთხვევაში „გულ-სისხლძარღვთა უკმარისობას“
ცვლიდა ტერმინი – „ფილტვ-გულის“ ან „გულ-ფილტვის უკმარისობა“. საბუთებში
ფიქსირდებოდა ჩანაწერი: „ექსპერტ-კრიმინალისტის წინასწარი დასკვნით, პატიმრის
გარდაცვალების მიზეზი გახდა გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა“, რაც არასასურველ
ტენდენციას მიუთითებდა, ვინაიდან გარდაცვალების დიაგნოზი უნდა დასმულიყო არა
კრიმინალისტის,
არამედ
ექიმ-კლინიცისტის,
ან
გაკვეთის
პათოლოგანატომის/სასამართლო სამედიცინო ექსპერტის მიერ.
სამედიცინო
ექსპერტიზის
დასკვნები
ასახავდა
142
რეალობას.
შემთხვევაში
–
ექიმ-
თუმცა, არც ჩატარებული
დასკვნებში
არსებული
შეუსაბამობები ეჭვქვეშ აყენებდა ექსპერტიზის ობიექტურობას და მიუთითებდა მათ შესაძლო
მანიპულაციაზე, რაც, თავის მხრივ, ართულებდა სასჯელაღსრულების სისტემაში
სიკვდილიანობის რეალური მასშტაბისა და მიზეზების სრულყოფილ ანალიზს.
საპყრობილეების გადატვირთულობის, სამედიცინო პერსონალის მწვავე ნაკლებობის,
მატერიალურ-ტექნიკური ბაზის თითქმის არარსებობისა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,
პასუხისმგებელ პირთა არაადეკვატური მუშაობის გამო, სასჯელაღსრულების სისტემაში
შექმნილი სამედიცინო ვითარება იმდენად იყო გაცდენილი კრიტიკულ ზღვარს, რომ
ადამიანის უფლებებზე საუბარი შეუძლებელი იყო. 143
მძიმე იყო ონკოლოგიურ პაციენტთა მდგომარეობაც, რომელთაგან ერთ-ერთის
შემთხვევა
სტრასბურგის
სასამართლომაც
განიხილა
(მირზაშვილი
საქართველოს
იქვე, გვ. 104.
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2006 წლის პირველი ნახევარი, გვ. 168.
143 იქვე, გვ. 116.
141
142
43
წინააღმდეგ). პატიმარი ორთაჭალის №5 დაწესებულებაში 2005 წლის 11 აგვისტოდან 2006
წლის 17 ნოემბრამდე იმყოფებოდა, სადაც მოთავსებული იყო გადატვირთულ საკანში და
უწევდა მორიგეობით ძილი, მაქსიმუმ, 2-3 საათით დღე-ღამეში. საკანში იყო ცუდი
სანიტარიული და ჰიგიენური პირობები, არ ეძლეოდა ყოველდღიურად სუფთა ჰაერზე
გასვლის შესაძლებლობა. მისთვის ხელმისაწვდომი არ იყო ონკოლოგი, მათ შორის,
სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებაშიც და იქ, მისი მოთავსების
მთელი დროის მანძილზე, მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლები მიეწოდებოდა. მიუხედავად
არაერთი სამედიცინო დასკვნისა, რომ ესაჭიროებოდა რეგულარული ქიმიოთერაპია, მას
მკურნალობდნენ არარეგულარულად – მნიშვნელოვანი წყვეტებით. არარეგულარული
მკურნალობის შედეგად, მისი მდგომარეობა გაუარესდა, როგორც ეს აჩვენა ტომოგრაფიის
შედეგმა 2008 წლის 15 ივლისს. სანამ სტრასბურგის სასამართლომ არ მიუთითა მთავრობას,
რომ სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის შესაბამისად, დროებითი ღონისძიების
ფარგლებში, პატიმარი სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში მოეთავსებინათ,
მოგვიანებით კი ონკოლოგიის ეროვნულ ცენტრში გადაეყვანათ, პატიმარმა ვერ მიაღწია
თავისი უფლებების დაცვას, რის გამოც, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ
პატიმრობაში ყოფნისას არაადეკვატური სამედიცინო მკურნალობის გამო, სახელმწიფომ
ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი დაარღვია. 144
ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე პერიოდში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“
ციხეებში დანერგა გადამდები სენით დაავადებული და ჯანმრთელი პატიმრების ერთად
განთავსების პრაქტიკა, რის შედეგადაც, წლებთან ერთად, სასჯელაღსრულების
დაწესებულებები ტუბერკულოზისა და ჰეპატიტის ეპიდემიამ მოიცვა.
„2007-2008 წლებში ძალით გაყინულ აბანოში გვაბანინებდნენ, რათა მეტი პატიმარი
დაავადებულიყო ტუბერკულოზით. გარეთ ფეხს ვერ დადგამდი, ყველგან იყო
სისხლის ნახველებით სავსე.“
ქუთაისის №2 დაწესებულების პატიმარი ზურაბ დანელია,
2005 წლის 18 თებერვალი 145
მიუხედავად
ამისა,
ხელისუფლება,
ადრეული
პერიოდიდანვე,
ჯიუტად
არ
თანამშრომლობდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან და სხვა პარტნიორებთან
ტუბერკულოზის სამკურნალო პროგრამების დანერგვასთან, მიღებული მედიკამენტების
განაწილებასა და მონიტორინგთან დაკავშირებით, 146 რამაც არაერთი, ტუბერკულოზით,
ჰეპატიტით ან კიდევ მუნით დაავადებული პატიმარი აიძულა, მოლაშვილისა და ღავთაძის 147
მირზაშვილი საქართველოს წინააღმდეგ (Mirzashvili v. Georgia, no. 26657/07), https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001176827
145 განცხადება N1-1245/25.
146 მხარე სახელმწიფოების მიერ წარდგენილი ანგარიშების განხილვა კონვენციის მე-19 მუხლის მიხედვით, წამების
საწინააღმდეგო კომიტეტის დასკვნები და რეკომენდაციები, საქართველო. 2006 წლის 25 ივლისი, § 17.
147 ღავთაძე საქართველოს წინააღმდეგ (Ghavtadze c. Géorgie, no. 23204/07), https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-91550
144
44
სტრასბურგულ პრეცედენტზე დაყრდნობით, ევროპული სასამართლოსთვის მიემართა და
სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ეთხოვა ან სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზე უარი
გაესაჩივრებინა.
ამ მხრივ, ნიშანდობლივი იყო 2006 წელს დაპატიმრებული ნიკო მახარაძის საქმე
(მახარაძე და სიხარულიძე საქართველოს წინააღმდეგ, no. 35254/07). პატიმარი დაავადებული
იყო
მულტირეზისტენტული
ფიბრო-კავერნოზული
ტუბერკულოზის
ღია
ფორმით,
ინფილტრაციისა და დეკომპენსაციის სტადიაში, ასევე ფილტვებში დაწყებული ჰქონდა
ჰემორაგიის პროცესი, ინფიცირებული იყო C ჰეპატიტის ვირუსითაც და აწუხებდა რიგი
კარდიალური და ნეიროსენსორული მძიმე მოშლილობები. სანამ 7 წლით თავისუფლების
აღკვეთას მიუსჯიდნენ, პატიმარს რამდენიმე თვის განმავლობაში საპყრობილესა და ციხის
საავადმყოფოს შორის დაატარებდნენ. მხოლოდ მოგვიანებით ჩართეს DOTS 148 მკურნალობის
პროგრამაში, რასაც მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე არ უმოქმედია. 2 წლის შემდეგ,
ტუბერკულოზის კრიტიკული ფაზის შესახებ სამედიცინო დოკუმენტზე დაყრდნობით,
პატიმარმა მიმართა შესაბამისი ინსტანციის სასამართლოს საქართველოში და მოითხოვა
სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოხდისგან გათავისუფლება. მან აღნიშნა, რომ ციხეში არ
მიეწოდებოდა ტუბერკულოზის სამკურნალო ეფექტური მედიკამენტები, რაც რეალურ
საფრთხეს უქმნიდა მის სიცოცხლეს. სასამართლოს წინაშე სამედიცინო ექსპერტმა
დაადასტურა სამედიცინო დასკვნის სისწორე და აღნიშნა, რომ მომჩივანს ესაჭიროებოდა
მკურნალობა DOTS+149 პროგრამით, რომელიც არ იყო ხელმისაწვდომი სასჯელაღსრულების
სისტემაში. მან დაადასტურა, ასევე, რომ
ტუბერკულოზის ის ხარისხი, რომლითაც
დაავადებული იყო მომჩივანი, ათავისუფლებდა მას სასჯელის მოხდის ვალდებულებისგან.
თუმცა, სასჯელაღსრულების სისტემის წარმომადგენელი ჯიუტად აცხადებდა, რომ
ტუბერკულოზის მულტირეზისტენტული ფორმის მკურნალობის სრული სისტემა DOTS+
უახლოეს მომავალში დაინერგებოდა საქართველოს ციხეებში და არ ეთანხმებოდა პატიმრის
მოთხოვნას გათავისუფლების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ სასჯელაღსრულების
სისტემის წარმომადგენელი ვერ ასახელებდა სამკურნალო პროგრამის ამოქმედების ზუსტ
თარიღს, სასამართლომ გაიზიარა მისი პოზიცია და არ დააკმაყოფილა მომჩივნის მოთხოვნა
სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების შესახებ.
2008 წლის 24 ოქტომბერს პატიმარმა სთხოვა სტრასბურგის სასამართლოს, რომ,
სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის შესაბამისად, დროებითი ღონისძიების სახით,
მთავრობისთვის დაევალებინა მისი ტუბერკულოზის სამკურნალო სპეციალიზებულ
საავადმყოფოში გადაყვანა და სამედიცინო შემოწმებისა და მკურნალობის ორგანიზება, რაც
სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2008 წლის 10 ნოემბერს დაკმაყოფილდა.
DOTS (Directly Observed Treatment, Short-course) - ტუბერკულოზის პრევენციული მკურნალობა უშუალო
მეთვალყურეობით - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული ტუბერკულოზის მკურნალობისა
და კონტროლის სტრატეგია.
149
DOTS+ არის მულტირეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების მართვისა და
მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის გავრცელების პრევენციის სტრატეგია.
148
45
თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ ევროპული სასამართლოს ეს
მითითება არ შეასრულა. 2008 წლის 27 ნოემბერს პატიმარი გადაიყვანეს თბილისში, გლდანის
ახლად აშენებულ სამედიცინო ნაწილში და მოათავსეს გარემონტებულ ოთახში, რომელშიც
მას DOTS+ პროგრამით გათვალისწინებული პრეპარატები არ მიეწოდებოდა. ის არ იყო
უზრუნველყოფილი შესაბამისი კვებით და არც ოჯახს აძლევდნენ უფლებას, რომ საკვებით
უზრუნველეყო. 2 თვის შემდეგ, პატიმარი ამავე საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მიუხედავად
ამისა,
სტრასბურგის
სასამართლომ
გააგრძელა
საქმის
განხილვა
გარდაცვლილი პატიმრის უფლებამონაცვლის თანხმობით და დაადგინა, რომ მთავრობამ
არაერთგზის დაარღვია ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება). კერძოდ,
სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფომ არ მიიღო დროული და ადეკვატური ზომები
პატიმრის გარდაცვალების პრევენციისთვის, რომელიც ციხეში ყოფნის დროს დაავადებული
იყო მედიკამენტების მიმართ მეტად მდგრადი ტუბერკულოზით. სახელმწიფომ არ
უზრუნველყო პატიმრისთვის შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზების დროულად
ჩატარება, რაც ხელს შეუწყობდა ადრეულ ეტაპზე ზუსტი დიაგნოზის დასმას და მომჩივნის
მიკობაქტერიის
ტიპის
შესატყვისი
მედიკამენტოზური
მკურნალობის
დანიშვნას.
სახელმწიფომ არც თვითონ მიაწოდა დროულად შესაბამისი მედიკამენტები და არც ის
დაუშვა, რომ ოჯახის მიერ საკუთარი სახსრებით შეძენილი ტუბერკულოზის საწინააღმდეგო
მედიკამენტები მიეღო ავადმყოფს სპეციალურად მომზადებული მედიკოსების მკაცრი
მეთვალყურეობით. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ხარვეზებიდან რამდენიმეს დროული
აღმოფხვრა მაინც იყო შესაძლებელი, თუკი პატიმარს ნებას დართავდნენ, ემკურნალა
სპეციალიზებული, ტუბერკულოზის მკურნალობისთვის განკუთვნილი ორი სამოქალაქო
პროფილის საავადმყოფოდან ერთ-ერთში, სადაც შედარებით უფრო ადრე დაინერგა DOTS+
პროგრამა, ანდა, მიღებულიყო გადაწყვეტილება მისი პირობითი გათავისუფლების თაობაზე,
სრული ან ნაწილობრივი განკურნების მიზნით. სასამართლომ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი
იმ გარემოებას, რომ მიუხედავად წლების მანძილზე საქართველოს ციხეებში ტუბერკულოზის
რეზისტენტული ფორმების მზარდი რაოდენობისა, რასაც მზარდი სიკვდილიანობაც ახლდა,
ხელისუფლება არ ნერგავდა ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ
ჯანდაცვის ზოგად სტანდარტებს პატიმართა სიცოცხლის გადასარჩენად.
სასამართლომ
გარდაცვალების
ასევე
საქმე.
დაადგინა,
რომ
მიუხედავად
იმისა,
ხელისუფლებამ
რომ
არ
პატიმარი
გამოიძია
ციხის
პატიმრის
საავადმყოფოში
გარდაიცვალა, არც მკურნალი ექიმების და არც რომელიმე სხვა პირის ინდივიდუალური
პასუხისმგებლობის
საკითხი
არ
გამხდარა
საფუძვლიანი გამოძიების საგანი. 150
დამოუკიდებელი,
მიუკერძოებელი
და
გარდა ამისა, სასამართლომ დაადგინა, რომ
ხელისუფლებამ დაარღვია ევროპული კონვენციის 34-ე მუხლი, როდესაც არ შეასრულა
სასამართლოს მითითება პატიმრისთვის ადკევატური მკურნალობის აღმოჩენის თაობაზე.
150
მახარაძე და სიხარულიძე საქართველოს წინააღმდეგ (Makharadze and Sikharulidze v. Georgia, no. 35254/07),
https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-107546
46
ნიკო მახარაძის შემთხვევა გამონაკლისი არ იყო – პატიმრები სამედიცინო დახმარებასა
და მედიკამენტებს ხშირად ოჯახისაგან იღებდნენ, თუმცა, ადმინისტრაცია ამასაც ზღუდავდა.
ერთ-ერთი პაციენტის თქმით, რომელსაც აწუხებდა რთული ქრონიკული დაავადებები,
მხოლოდ ქრთამით იყო შესაძლებელი წამლის მიღება. ერთ-ერთი პატიმრის განცხადებით, მას
განგრენა ჰქონდა ორივე ფეხზე, მაგრამ სამედიცინო სამსახური არ უტარებდა არანაირ
მკურნალობას. 151 ისეთ შემთხვევასაც ჰქონდა ადგილი, როდესაც მენტალური ჯანმრთელობის
პრობლემების მქონე პატიმარს ექიმებმა ფსიქიატრიულ გამოკვლევაზე უარი უთხრეს იმ
საფუძვლით, რომ მას ტილები ჰყავდა და საკარანტინო საკანში 8 თვეზე მეტი ხნით
გამოკეტეს. 152
პატიმართა უმრავლესობას არ ჰქონდა ყოველდღიურად გასეირნების საშუალება და
ხშირად არ შეეძლოთ საკუთარი გადატვირთული საკნებიდან გამოსვლა კვირების და ზოგჯერ
თვეების განმავლობაშიც კი. 153 მაგალითად, ერთ-ერთმა პატიმარმა განაცხადა, რომ ხუთი თვის
განმავლობაში ოთახიდან გარეთ არ გასულან. 154
ჩვეული პრაქტიკის ნაწილს წარმოადგენდა ოჯახის წევრებთან შეხვედრისა (პაემანი) და
მათთან მიმოწერის შეზღუდვა. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღებული საკანონმდებლო
ცვლილებებით შემცირდა პატიმრების ოჯახებთან პაემნების რაოდენობა და ხანგრძლივობა. 155
ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მიღებული ამ რეგრესული ზომით, ხელისუფლება
უგულებელყოფდა პატიმართა რეგულარული კონტაქტების საჭიროებას ოჯახებთან და,
შესაბამისად, ხელს უშლიდა მათ რეაბილიტაციას. 156 კანონით დაშვებული ნებართვის
არსებობის პირობებშიც კი ოჯახთან პაემნები თვითნებურად იკრძალებოდა. ურთიერთობის
უკმარისობა სასოწარკვეთილებაში აგდებდა ბევრ პატიმარს და მათ ოჯახებს. 157 მაგალითად,
თბილისის №7 საპყრობილის ერთ-ერთმა პატიმარმა მაისში განაცხადა, რომ იანვრიდან არ
ჰყავდა ნანახი ოჯახის წევრები. 158 ბევრ დაწესებულებაში შეზღუდული იყო ნათესავებთან
მიმოწერაც კი. 159 ერთ-ერთი პატიმრის განცხადებით, მას არ შეეძლო წერილის გაგზავნა
ოჯახისთვის, არც კალმისტრები ჰქონდათ და არც ქაღალდი, არავითარი საშუალება არ იყო
წერილის დაწერისა.160 შეზღუდული იყო ინფორმაციის მიღების საშუალება და ადვოკატთან
ურთიერთობის შესაძლებლობა, ირღვეოდა პატიმართა ადვოკატთან კონფიდენციალური
შეხვედრის
უფლება.
წინასწარ
პატიმრობაში
მყოფთ
თითქმის,
ან
საერთოდ
არ
ჰიუმან რაითს უოჩი (Human Rights Watch), „გადამეტებული სასჯელი. პატიმართა მიმართ ძალადობა
საქართველოში“, ტ. 18, № 8(D), 2006, გვ. 39.
152 ჰიუმან რაითს უოჩი (Human Rights Watch), „გადამეტებული სასჯელი. პატიმართა მიმართ ძალადობა
საქართველოში“, ტ. 18, № 8(D), 2006, გვ. 41-42.
153 იქვე, გვ. 2.
154 იქვე, გვ. 42.
155 იქვე, გვ. 2.
156 იქვე, გვ. 4.
157 იქვე, გვ. 46.
158 იქვე, გვ. 46.
159 იქვე, გვ. 47.
160 იქვე, გვ. 48.
151
47
მიუწვდებოდათ ხელი გაზეთებზე, რადიოზე ან ინფორმაციის რომელიმე სხვა წყაროზე.
პატიმრებისთვის არ იყო უზრუნველყოფილი სამუშაო, განათლება ან სხვა, აზრიანი
საქმიანობა.
გარკვეული საკანონმდებლო რეფორმების მიუხედავად, 2006 წელს დაუსჯელობა კვლავ
რჩებოდა პრობლემად სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან ძალის
გადამეტების, მათ შორის, წამებისა და
არასათანადო მოპყრობის შემთხვევებში, 161 რაც,
უმთავრესად, ხდებოდა დაკავებისას და პატიმრობის პერიოდში, ასევე, ციხის არეულობების
ჩახშობისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დროს. 162 გავრცელებული
ინფორმაციით, პოლიცია დაკავებულებს ტრანსპორტირების დროს სცემდა, ასევე, გაჰყავდა და
ფიზიკურად უსწორდებოდა უკაცრიელ ადგილებში. ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ
იშვიათად
მოჰყვებოდა
მსგავს
სისხლისსამართლებრივი დევნა.
ფაქტებს
163
რამე
სახის
რეაგირება,
მით
უფრო
−
ჰიუმან რაითს უოჩის თანახმად კი, 2006 წელს
სასჯელაღსრულების სისტემაში ძალადობის ფაქტები კიდევ უფრო გახშირდა. პატიმრების
გადმოცემით,
ისინი
რეგულარულად
ხდებოდნენ
სასტიკი
ცემისა
და
სხვა
სახის
არაადამიანური დასჯის მსხვერპლები. ზოგი შემთხვევა წამებას უტოლდებოდა. ფართოდ
გავრცელებული დაუსჯელობის სინდრომის ფონზე, პატიმრებს ხელი არ მიუწვდებოდათ
საჩივრით მიმართვის ეფექტურ მექანიზმზე, ზოგიერთ საპატიმროში კი შეზღუდული
ჰქონდათ საკუთარ ადვოკატებთან კონფიდენციალურად შეხვედრის შესაძლებლობა. 164
ფსიქიატრიული პრობლემების მქონე პატიმრებისადმი ხელისუფლების მიდგომის
ტიპური შემთხვევა იყო დავით ჯაშის საქმე, რომელშიც, ასევე, გამოჩნდა დაუსჯელობით
გათამამებული სასჯელაღსრულების სისტემის მესვეურების დამოკიდებულება სასამართლო
ხელისუფლების მიმართ. ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის პატიმრობაში მყოფი
დავით ჯაში, 2005 წლის სექტემბრიდან 2006 წლის 18 აგვისტომდე, მიუხედავად სუიციდის
რამდენიმე მცდელობისა, ციხის ადმინისტრაციამ მკურნალობის გარეშე დატოვა. მეტიც,
მიუხედავად იმისა, რომ 2006 წლის 20 იანვარს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გასცა
განკარგულება ფოთის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მისი ერთი თვით მოთავსების შესახებ,
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, სასჯელაღსრულების სისტემამ
სასამართლო გადაწყვეტილება არ შეასრულა. კანონის დარღვევითა და თვითნებურად, 9
მარტს დავით ჯაში გადაიყვანეს ზუგდიდის მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების
დაწესებულებაში, სადაც, 2006 წლის ზაფხულის განმავლობაში, მომჩივანმა სამჯერ სცადა
თვითმკვლელობა. მხოლოდ აგვისტოს თვეში, არაერთი საჩივრის შედეგად, მოხერხდა
მხარე სახელმწიფოების მიერ წარდგენილი ანგარიშების განხილვა კონვენციის მე-19 მუხლის მიხედვით, წამების
საწინააღმდეგო კომიტეტის დასკვნები და რეკომენდაციები, საქართველო. 2006 წლის 25 ივლისი, § 9,
https://www.refworld.org/policy/polrec/cat/2006/en/18008
162 იქვე, § 9.
163 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის ბიუროს (Bureau of
Democracy, Human Rights, and Labor) ანგარიში საქართველოში 2006 წელს არსებული ვითარების შესახებ.
164 ჰიუმან რაითს უოჩი (Human Rights Watch), „გადამეტებული სასჯელი. პატიმართა მიმართ ძალადობა
საქართველოში“, ტ. 18, № 8(D), 2006, გვ. 2.
161
48
პატიმრისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება და 18 აგვისტოს მისი სამკურნალოდ
მოთავსება სასჯელაღსრულების საავადმყოფოს ფსიქიატრიულ პალატაში, სადაც ის დარჩა
მომდევნო ორი წლის განმავლობაში.
ევროპულ სასამართლოში მიმდინარე პროცედურისას, დავით ჯაში პროკურატურამ
აიძულა, საჩივარი უკან გაეტანა საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ. სტრასბურგის
სასამართლო ოთხი თვის განმავლობაში ცდილობდა, მომჩივნის რეალური ნება გამოერკვია
და მისი უფლებები დაეცვა, მაგრამ ადვოკატის დაჟინებული მოთხოვნით, 2007 წლის 16
იანვარს დავით ჯაშის საჩივარი ამორიცხულ იქნა განსახილველი საქმეების ნუსხიდან.
რამდენიმე დღეში, 24 იანვარს, მომჩივანს პროკურატურამ გაუფორმა საპროცესო შეთანხმება
შემდეგი პირობებით: დავით ჯაშმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, მას მიესაჯა 9 წლით
თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით და იძულებითი სამედიცინო
მკურნალობა ნარკოტიკზე დამოკიდებულ პირთათვის. თუმცა, 2008 წელს, დავით ჯაშის
ახალმა ადვოკატებმა ევროპულ სასამართლოს საჩივრის აღდგენის შუამდგომლობით
მიმართეს, რაც დაკმაყოფილდა. 165 ადვოკატები ჩიოდნენ, რომ პატიმარს არც ფსიქიატრიული
და არც სერიოზული კარდიოლოგიური პრობლემებისა და C ჰეპატიტის შესატყვისი
მკურნალობა არ უტარდებოდა.
საქმის არსებითი განხილვის შედეგად, ევროპულმა სასამართლომ დადგენილად
მიიჩნია, რომ 2006 წლის 18 აგვისტომდე ციხის ადმინისტრაციამ დავით ჯაში დატოვა
მკურნალობის გარეშე, დააგვიანა მისთვის დიაგნოზის დასმა, რამაც, თავის მხრივ,
მკურნალობის დაგვიანებით დაწყება გამოიწვია. სასამართლოს განსაკუთრებული შეშფოთება
გამოიწვია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების
აღსრულებაზე გაუმართლებელმა უარმა მაშინ, როცა ციხის ადმინისტრაცია კარგად იყო
ინფორმირებული პატიმრის თვითდაზიანებებისკენ მიდრეკილების თაობაზე. სტრასბურგის
სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის
დარღვევას, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომჩივნის ფსიქიკური პრობლემების
ადეკვატური და დროული მკურნალობის არარსებობის გამო. 166
პატიმრები ჰყვებოდნენ, რომ მათ სასტიკად ეპყრობოდნენ ერთი საპატიმროდან მეორეში
ბადრაგირების ან ახალ საპატიმროში მიყვანის დროსაც. თბილისის №7 საპყრობილეში, სადაც
ბრალდებული ან მსჯავრდებული „კანონიერი ქურდები“ იმყოფებოდნენ, 2006 წლის
დასაწყისში, მრავალი კვირის განმავლობაში, პატიმრებს ხშირად სცემდნენ, ჩხრეკისას
აშიშვლებდნენ და მათ მიმართ იყენებდნენ ღირსების შემლახველ სხვა მოპყრობას. 167 უკანონო
ქმედებები, მაგალითად, სიტყვიერი შეურაცხყოფა, მუქარა და სასტიკი ცემა გამოიყენებოდა
დასჯის სახით, სავარაუდოდ, „კანონიერი ქურდების“ დასაშინებლად, ვისაც ხელისუფლება
ჯაში საქართველოს წინააღმდეგ (Jashi v. Georgia, no. 10799/06), 2008 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება
საჩივრის განსახილველ საქმეთა ნუსხაში აღდგენის შესახებ, https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-90831
166 2013 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილება არსებითი მხარის შესახებ საქმეზე ჯაში საქართველოს წინააღმდეგ (Jashi
v. Georgia, no. 10799/06), https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-115850
167 ჰიუმან რაითს უოჩი (Human Rights Watch), „გადამეტებული სასჯელი. პატიმართა მიმართ ძალადობა
საქართველოში“, ტ. 18, № 8(D), 2006, გვ. 4, 82-88.
165
49
საფრთხედ აღიქვამდა. ზოგიერთ შემთხვევაში, მსგავსი მოპყრობა ისეთი სასტიკი და ხშირი
იყო, რომ წამებას უტოლდებოდა. 168
საგამოძიებო კომისიის მიერ მოცულობითი მასალების შესწავლის შედეგები აჩვენებს,
რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, განსაკუთრებით კი – მიხეილ
სააკაშვილის მიერ საქართველოს პარლამენტიდან გაკეთებული მოწოდების – „ყველა ციხეში!“
შემდგომ,
სასჯელაღსრულების
ზოგიერთ
დაწესებულებაში
ხელმძღვანელმა
პირებმა
პატიმრებზე ძალადობის თავიანთი სისტემები ჩამოაყალიბეს.
მაგალითად, რუსთავის №6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2006 წლის აგვისტოსექტემბერში დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სერგი ხულორდავამ, მისმა
მოადგილემ, ლაშა ბრეგვაძემ და რეჟიმის განყოფილების უფროსმა რომან ჯანიაშვილმა
მსჯავრდებულებთან მოპყრობის საკუთარი წესები შეიმუშავეს. კერძოდ, 2006 წლის
აგვისტოში რამდენიმე პატიმარი სრულიად შიშველი მოათავსეს სამარტოო საკანში და ეს
სასჯელი პრაქტიკად აქციეს. მათ გასცეს ბრძანება, რომ პატიმრების დასჯის, დაშინებისა და
უსიტყვო მორჩილების მიზნით, სამარტოო საკანში გაეტარებინათ ათეულობით პატიმარი და
ისინი მოეთავსებინათ შიშველ მდგომარეობაში, მხოლოდ საცვლებით, ხოლო ზოგ
შემთხვევაში – სრულიად შიშველი. ასევე, შეეზღუდათ მათთვის კანონით მინიჭებული საბნის,
ლეიბის, ბალიშისა და თეთრეულის ქონის, სამედიცინო მომსახურების მიღების, პირადი
ჰიგიენის დაცვისა და განცხადების დაწერის უფლებები. პატიმრებს ასეთ პირობებში
ტოვებდნენ რამდენიმე საათს, რამდენიმე დღეს ან რამდენიმე კვირასაც კი. შიშველ პატიმრებს
პირდაპირ ხის ე.წ. ნარებზე ეძინათ და ძალიან სციოდათ. ბრძანებას ასრულებდნენ რეჟიმის
განყოფილების კონკრეტული თანამშრომლები, ხოლო თავად სერგი ხულორდავა, ლაშა
ბრეგვაძე და რომან ჯანიაშვილი ადიოდნენ სამარტოო საკნების ტერიტორიაზე და
რეგულარულად ამოწმებდნენ, ნამდვილად იმყოფებოდნენ თუ არა მსჯავრდებულები შიშველ
მდგომარეობაში.
სერგი
ხულორდავას,
ლაშა
ბრეგვაძისა
და
რომან
ჯანიაშვილის
ორგანიზებით შექმნილი უკანონო და დანაშაულებრივი სისტემის საფუძველზე, 2006 წლის
აგვისტო-სექტემბერში №6 დაწესებულებაში მოთავსებული ათეულობით მსჯავრდებული
დაექვემდებარა ამგვარ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. 169 შეტყობინების
მიღებისთანავე, საქართველოს სახალხო დამცველმა რამდენიმე ვიზიტი განახორციელა
რუსთავის №6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მონიტორინგის მიზნით. განმეორებითი
მონიტორინგის დროს, პატიმრებს უკვე ეცვათ ტანისამოსი. მათ განაცხადეს, რომ
ადმინისტრაციამ ტანსაცმელი სახალხო დამცველის რწმუნებულების მისვლამდე 10 წუთით
ადრე დაუბრუნა. 170
იქვე, გვ. 2.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 სექტემბრის განაჩენი სერგი ხულორდავას, ლაშა ბრეგვაძის და
რომან ჯანიაშვილის საქმეზე N1/3339-18 (სსსკ-ის 25, 1443-ე მუხლის (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა)
მეორე ნაწილის ა), ბ), დ), ე) და ზ) პუნქტები. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის განაჩენი
ბესიკ დოლბაძის, თეიმურაზ მჭედლიშვილის და დავით აბდუშელიშვილის საქმეზე N1/836-18 (სსსკ-ის 1443-ე
მუხლის მეორე ნაწილის ა), ბ), დ), ე) და ზ) პუნქტები).
170
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2006 წლის მეორე ნახევარი, გვ. 87-89.
168
169
50
მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცხადებულმა დაუნდობლობის პოლიტიკამ სავალალო
შედეგები იქონია არასრულწლოვნებზეც.
საგამოძიებო კომისიამ მოისმინა 2006 წლის 6 იანვარს დაპატიმრებული, თბილისის 51-ე
საჯარო სკოლის მოსწავლის, 14 წლის გიორგი ზერეკიძის 171 საქმე. ქუჩაში მომხდარი
შელაპარაკებისა და ჩხუბის დროს, გიორგი ზერეკიძემ მასზე უფროს მამაკაცს დანით მიაყენა
ჭრილობა,
რომელიც
სამედიცინო
ექსპერტიზის
დასკვნის
თანახმად,
მიეკუთვნება
დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა მოჰყვა.
საგამოძიებო კომისია მიიჩნევს, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირების სისხლის
სამართლის საქმეში ჩარევამ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა როგორც მოზარდის საუკეთესო
ინტერესს, ასევე, მის ოჯახს. მეთოდი, რომლითაც სისხლის სამართლის საქმე წარიმართა,
მიზნად ისახავდა საჩვენებელი ეფექტის შექმნას, რასაც სხვა მოსწავლეებსა და მშობლებში
შიში უნდა გამოეწვია. ამ დასკვნას აძლიერებს ისიც, რომ საქმეზე განაჩენი ჯერ არ იყო
დამდგარი, როცა მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრაზე მიიწვია მოსწავლეების ჯგუფი და მათ
კამერების წინ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე (კახა)
ლომაიასთან ერთად შეხვდა. შეხვედრის გახსნისთანავე, საქართველოს პრეზიდენტმა
განაცხადა:
„(...) ჯერ მინდა, მოგესალმოთ ყველას. ამას წინათ, მე და კახას გვქონდა შეხვედრა 51-ე სკოლაში
იმასთან დაკავშირებით, რომ სრულიად სამარცხვინო კამპანიები იყო ტელევიზორში ერთ-ერთი
გაბანდიტებული მეათე კლასელის მიერ ჩადენილი დანაშაულის გარშემო. სამწუხაროდ, ჩვენი
საზოგადოების ერთი, ვითომ ზედმეტად ჭკვიანი ნაწილი დადგა ამის მხარდასაჭერად და გამოაცხადეს
ლამის ეროვნულ გმირად. ჩვენ თითქოს ეროვნული გმირები გვყავდა დავით აღმაშენებელი, ცხრა ძმა
ხერხეულიძე და ვინმე ზერეკიძე, რომელიც ატერორებდა თბილისის ცენტრის რამდენიმე უბანს. ეს, რა
თქმა უნდა, იყო სამარცხვინო გამოვლინება ჩვენი უახლესი წარსულის, როცა ეს იდეოლოგია
დომინირებდა საქართველოს. ამას წინათაც, ერთ-ერთ (...) გადაცემაში ჰქონდა შესაძლებლობა
საზოგადოებას, ეხილა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც თავის თავს ეტყობა მიიჩნევს საზოგადოების
ელიტად. ერთი ამტკიცებდა, რომ მთავრობა არის ძალიან საშიში და ცუდი იმის გამო, რომ თურმე
ჩაშვებისკენ მოუწოდებს. და ეკითხება ჟურნალისტი და აი, ხდება ძარცვა, პოლიციაში არ უნდა
წახვიდე? რას ჰქვია პოლიციაში უნდა წავიდე, ეს ხომ ჩაშვება იქნებაო. (...) მე მინდა ვთქვა, როგორც ამ
ქვეყნის პრეზიდენტმა, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტმა და როგორც მოქალაქემ, აი ეს ხალხი, ვინც გამოდის
ტელევიზორში და ამას ამბობს, არის სირცხვილი ქართული საზოგადოების. სირცხვილი და ამაზრზენი
მოვლენა, რაც შეიძლება იყოს. ეს არის ის ხალხი, ვინც ჩვენ წაგვაგებინა ბრძოლები და ომები. ეს არის ის
ხალხი, ვინც მიიყვანა საქართველო დაქცევამდე და დანგრევამდე, რომელიც შეაჩერა „ვარდების
რევოლუციამ“, სხვათა შორის. (...).“ 172
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, გიორგი ზერეკიძეს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირის
სტატუსი მიენიჭა. იხ. საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილება N76-Iს პოლიტიკური
ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ.
172
სკოლის
მოსწავლეებთან
მიხეილ
სააკაშვილის
საჯარო
შეხვედრის
ვიდეოჩანაწერი,
https://www.youtube.com/watch?v=9vU_1wY_4Mo&t=1s
171
51
2006 წლის 28 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ზერეკიძე სსსკ-ის
19,109-ე მუხლის ი) ქვეპუნქტითა (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჯგუფურად) და 239-ე
მუხლის მე-3 ნაწილით (ხულიგნობა იარაღის გამოყენებით) გათვალისწინებული
დანაშაულების ჩადენაში დამნაშავედ ცნო და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საბოლოოდ, სააპელაციო ინსტანციაში ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი იქნა
გამოტანილი და გიორგი ზერეკიძეს საპატიმრო სასჯელი 7 წლით განესაზღვრა (სსსკ-ის 19,108
მუხლი, მკვლელობის მცდელობა).
გიორგი ზერეკიძის მშობლებმა შვილის უფლებების დასაცავად ევროპულ სასამართლოს
მიმართეს, რის შემდეგაც, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული
დახმარების მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის მოადგილემ, პაატა სულაბერიძემ, რომელიც
ოჯახის ახლობელიც იყო, მათ უთხრა, რომ სტრასბურგში ჩივილის პირობებში, გიორგი
ზერეკიძე ციხიდან ვერ გამოვიდოდა. პაატა სულაბერიძის თქმით, მინისტრი ოჯახს
ჰპირდებოდა, რომ ბავშვს ციხიდან გამოუშვებდნენ, თუ დედ-მამა წავიდოდა სტრასბურგში
და საქმეს უკან გამოიტანდა. გიორგი ზერეკიძემ, ადვოკატის მეშვეობით, დადგენილი
პროცედურის შესაბამისად, წერილობით მიმართა ევროპულ სასამართლოს და საქმის
განხილვის შეწყვეტა სთხოვა. ვინაიდან შედეგი მალევე არ დადგა, გიორგი ზერეკიძის
მშობლები
სტრასბურგში
გაემგზავრნენ,
რათა
ადგილზე
გაეუქმებინათ
საჩივარი.
საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოკითხულმა გიორგი ზერეკიძემ განაცხადა, რომ
სტრასბურგში გამგზავრებისკენ მის მშობლებს პაატა სულაბერიძემ უბიძგა, მიუხედავად
იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისთვის
შესანიშნავად იყო ცნობილი იმის შესახებ, რომ ევროპული სასამართლოს რეგლამენტი
საჩივრის უკან გატანის მსგავს პროცედურას არ იცნობს და ამისათვის დასაბუთებული
წერილის გაგზავნაც საკმარისი იყო (იხ. სხვებს შორის, ჯაში საქართველოს წინააღმდეგ, no.
10799/06). ევროპული სასამართლოს მოქალაქეთა მისაღებში გამოცხადებულმა მშობლებმა
კიდევ ერთხელ შეიტანეს მოთხოვნა საქმეზე წარმოების შეწყვეტის თაობაზე. სტრასბურგიდან
წამოსულმა მშობლებმა უპრობლემოდ გამოიარეს ორი საერთაშორისო აეროპორტი, მაგრამ
ისინი თბილისის აეროპორტში დააკავეს, სადაც გიორგი ზერეკიძის დედას ხელჩანთაში დიდი
ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება აღმოუჩინეს. მამას, რომელმაც თავის თავზე აიღო
დანაშაული, 2010 წელს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს, დედას 5-წლიანი პირობითი მსჯავრი
აკმარეს, ხოლო თავად გიორგი ციხეში დატოვეს მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგის
სასამართლომ საქმე მომჩივნებს, მოთხოვნისამებრ, დაუბრუნა და მისი განხილვა შეწყვიტა. 173
საპატიმროში გიორგი ზერეკიძე არაადამიანური მოპყრობისა და სისასტიკის, ასევე,
ცინიზმის მსხვერპლი იყო. ის დარეგისტრირდა ეროვნულ გამოცდებზე, რადგან პატიმარ
ბავშვებს დაჰპირდნენ, რომ ვინც უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარებდა, სასჯელის მოხდისგან
გაათავისუფლებდნენ. გიორგი ზერეკიძემ გამოცდები წარმატებით ჩააბარა. იმის მაგივრად,
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 2 აპრილის № 9 სხდომაზე გიორგი ზერეკიძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და ვიდეოჩანაწერი.
173
52
რომ დაპირებისამებრ, ციხიდან გაეშვათ, მისი თქმით, ის ქსნის სასჯელაღსრულების
დაწესებულებაში გადაიყვანეს და სასტიკად სცემეს. 174
2011
წლის 16
აგვისტოს გიორგი ზერეკიძის 46
წლის მამა რუსთავის №6
სასჯელაღსრულების დაწესებულების საკანში გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური ცნობით,
გარდაცვალება დადგა დენის დარტყმის შედეგად. თუმცა, 2011 წლის 20 აგვისტოს
ჩატარებული, გვამის ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ცხედარს „სახის,
კისრისა და კიდურების მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები 10-მდე ნაჭდევისა და
სისხლნაჟღენთის სახით, რაც მიყენებული იყო რაღაც მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით.
მორფოლოგიური სურათის მიხედვით, დაზიანებები სიცოცხლის დროინდელი იყო და
განვითარებული უნდა ყოფილიყო სიკვდილის დადგომამდე დროის უახლოეს პერიოდში“. 175
მოცემული საქმეზე გამოძიება დღემდე დასრულებული არ არის.
„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ბავშვთა მიმართ დაუნდობლობის კიდევ ერთი
მძიმე მაგალითია 14 წლის გვანცა ყუფარაძის საქმე, რომელიც 2006 წლის 14 ნოემბერს
თანაკლასელი
ბიჭის
განზრახ
მკვლელობის
მცდელობის
ბრალდებით
დააკავეს.
დაზარალებული ყმაწვილი, თორნიკე ტყემალაძე, ამტკიცებდა, რომ გვანცა ყუფარაძემ მას
დანით მრავლობითი დაზიანება მიაყენა, მაშინ, როცა თავად ბრალდებული აცხადებდა, რომ
ის შეესწრო თორნიკე ტყემალაძეზე თავდასხმას ორი უცნობი მამაკაცის მიერ. 2007 წლის 12
ივნისს, პირველი ინსტანციის სასამართლომ, დაზარალებულის ჩვენებებისა და ექსპერტიზის
დასკვნების საფუძველზე (მათ შორის, ტანსაცმელზე აღმოჩენილი ქსოვილის ნაშთების
შესახებ), გვანცა ყუფარაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მათ შორის, 5 წელი –
პირობითი მსჯავრის სახით. 176 მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ერთ-ერთ გადამწყვეტ
და გამოსაკვლევ გარემოებას წარმოადგენდა ის, თუ როგორ შეძლო 14 წლის გოგონამ მასზე
ერთი თავით მაღალი და გაცილებით ძლიერი ყმაწვილისთვის თავში ჩარტყმა, გაკავება და
შემდეგ მრავლობითი ჭრილობების მიყენება ისე, რომ მან წინააღმდეგობის გაწევაც კი ვერ
მოახერხა.
არც
ერთ
სასამართლო
ინსტანციაში
მოცემული
საკითხი
სათანადოდ
გამოკვლეული არ ყოფილა. 177 ასევე, კითხვის ნიშნებს აჩენდა ის გარემოება, რომ
ალტერნატიული ექსპერტიზის თანახმად, თორნიკე ტყემალაძის მიმართ გამოყენებული იყო
არა ერთი, არამედ ორი დანა. სააპელაციო სასამართლომ მოცემული ექსპერტიზის დასკვნა არ
გაიზიარა, ვინაიდან, მისი შეფასებით, ის იყო „სავარაუდო“. 178
გვანცა ყუფარაძისადმი წარდგენილი ბრალი თავიდანვე უსაფუძვლოდ მიაჩნდათ
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. ისინი აცხადებდნენ,
რომ დანაშაულში გარეულნი იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მაღალჩინოსანი ძმების,
იქვე.
საგამოძიებო კომისიის წინაშე გიორგი ზერეკიძის მიერ წარმოდგენილი დამოუკიდებელი სასამართლოს
ექსპერტიზის ცენტრის, შპს „ვექტორის“ დასკვნა, 23 აგვისტო 2011 წ., №166.
176 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 ივნისის N1/7800-06 განაჩენი.
177 https://kvirispalitra.ge/article/3204-jiuti-faqtebi/
178 თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 7 დეკემბრის N1/ბ-2219-07 განაჩენი;
https://kvirispalitra.ge/article/2227-dazaralebuli-thornike-tyemaladze-ar-makhsovs-asethi-chveneba-thu-maqvs-micemuli/
174
175
53
პავლე და კოტე კუბლაშვილის ახლობლები და მათთვის პასუხისმგებლობის თავიდან
აცილების მიზნით, ხელი შეაწმინდეს შემთხვევის ერთადერთ მოწმე არასრულწლოვან
გოგონას.179
ვინაიდან არასრულწლოვანი გოგონებისთვის საპატიმრო დაწესებულება არ არსებობდა,
14 წლის გვანცა ყუფარაძე რუსთავში, ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულების ერთ-ერთ
საკანში სრულწლოვან პატიმრებთან ერთად მოათავსეს, რაც ბავშვთა უფლებების კონვენციის
უხეში დარღვევაა. 180 საზოგადოების მხრიდან გამოთქმული უკმაყოფილების შედეგად,
ხელისუფლება იძულებული გახდა, პატიმრობის მესამე თვიდან, გვანცა ყუფარაძე იმავე
დაწესებულებაში ახალგახსნილ არასრულწლოვანთა განყოფილებაში გადაეყვანა, სადაც
გოგონა სრულწლოვანებამდე მარტო იხდიდა სასჯელს.
გვანცა ყუფარაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან „ნულოვანი ტოლერანტობის“
ავტორის, მიხეილ სააკაშვილის ყურადღების მიქცევას უშედეგოდ ცდილობდა და მას არაერთ
წერილს უგზავნიდა. იგი აღნიშნავდა, რომ უდანაშაულო იყო და უკანონო პატიმრობიდან
გათავისუფლებას ითხოვდა, რათა დედ-მამას დაბრუნებოდა და სწავლა-განათლება
გაეგრძელებინა 181 . იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 2011 წლის 11 ნოემბერს
საპატიმრო სასჯელის სრულად მოხდის შემდეგ გათავისუფლდა.
გვანცა ყუფარაძემ ჯერ კიდევ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის დროს,
2009 წელს, მიმართა ევროპულ სასამართლოს, რომელიც, დადგენილი პრეცედენტული
სამართლის შესაბამისად, მოკლებული იყო შესაძლებლობას, ევროპული კონვენციის მე-6
მუხლის საფუძველზე არსებითად გადაესინჯა ეროვნული სასამართლოების მიერ
გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული განაჩენები. 182
2006 წელი საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის ისტორიაში ერთ-ერთი
ყველაზე სისხლიანი გამოდგა. პატიმრების მიმართ დაუნდობელი სადამსჯელო
ღონისძიებების მეშვეობით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობდა, საზოგადოებისთვის
ეჩვენებინა, რომ ის წარმატებით ებრძოდა კრიმინალს და კრიმინალურ ავტორიტეტებს, მათ
შორის, „კანონიერ ქურდებს“. ამ მიზნის მისაღწევად, ის არც პატიმრების პროვოკაციაზე
წამოგებას ერიდებოდა.
2006 წლის 24 იანვარს სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის
წარმომადგენლებმა ბათუმის №3 საპატიმროში ჩაატარეს ჩხრეკა, რასაც, მათი განმარტებით,
ოპერატიული ინფორმაცია დაედო საფუძვლად. ჩხრეკაში მონაწილე სპეციალური
დანიშნულების რაზმის (შემდგომ - სპეცრაზმი) წევრები, ოპერაციის მიმდინარეობისას,
https://netgazeti.ge/law/11450/
გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციას საქართველო 1994 წელს შეუერთდა. კონვენციის 37-ე მუხლი
ხელშემკვრელ სახელმწიფოებს არასრულწლოვანი პატიმრის სრულწლოვანი პატიმრებისგან განცალკევებით
განთავსების ვალდებულებას აკისრებს. https://www.ohchr.org/en/instruments-mechanisms/instruments/conventionrights-child
181 გვანცა ყუფარაძის ღია წერილი, https://for.ge/view/1065/minda-davubrunde-ded-mamas-da-ganvagrZo-swavlaganaTleba.html
182 ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ (Kuparadze v. Georgia, no. 30743/09), https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001177074
179
180
54
დერეფანში ფიზიკურად უსწორდებოდნენ პატიმრებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მათ
წინააღმდეგობას არ უწევდნენ. პატიმრები 4 საათზე მეტი ხნის განმავლობაში საპატიმროს
ეზოში, ზამთრის სუსხში, იძულებით ამყოფეს, მაგრამ ჩხრეკის შედეგად იარაღი ან რამე სხვა
სახის აკრძალული ნივთი არ აღმოჩენილა, რაც ბადებს კითხვებს სპეცოპერაციის რეალური
მიზნისა და ჩატარების კანონიერების შესახებ. 183
2006 წლის 27 მარტს თბილისში, ორთაჭალის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში
(სასჯელაღსრულების
სამკურნალო
დაწესებულება,
№5
და
№1
დაწესებულებები)
განხორციელდა სპეცოპერაცია ე.წ. ციხის ბუნტის ჩასახშობად, რომელიც სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის თავმჯდომარის, ბაჩო ახალაიას მიერ იყო პროვოცირებული.
კერძოდ, ბაჩო ახალაიამ თბილისის №7 სასჯელაღსრულების დაწესებულების
დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, მეგის ქარდავას დაავალა მსჯავრდებულ პლატონ
მამარდაშვილის თავის სამუშაო კაბინეტში მიყვანა. დავალების შესასრულებლად, ციხის
საავადმყოფოში მყოფ პ. მამარდაშვილს გადააცვეს სპეცდანიშნულების რაზმის წევრის ფორმა,
გაუკეთეს ნიღაბი და ავტომანქანით უკანონოდ გადაიყვანეს ბაჩო ახალაიას კაბინეტში.
ახალაიამ მამარდაშვილს დაავალა ისეთი მტკიცებულებების შექმნა,
რომლის
გამოქვეყნებითაც
საზოგადოების
თვალში
გაქარწყლდებოდა
ბოლო
პერიოდში
გავრცელებული ხმები იმის თაობაზე, რომ ბაჩო ახალაია ნასვამ მდგომარეობაში პატიმრებს
სცემდა და ამცირებდა. გეგმის თანახმად, პ. მამარდაშვილს, როგორც „კანონიერ ქურდს“,
საუბარში უნდა გამოეწვია სამკურნალო დაწესებულების „მაყურებელი“ ზურაბ ვიბლიანი და
ეს საუბარი ფარულად უნდა გადაეღო. საუბარი უნდა შეხებოდა ბაჩო ახალაიას მიერ
დაწესებულებაში „კრიმინალური ავტორიტეტებისთვის“ შექმნილ გაუსაძლის მდგომარეობას
და პ. მამარდაშვილს უნდა დაერწმუნებინა ზ. ვიბლიანი, რომ მას შეერჩია მისთვის სანდო
პატიმართა
წრიდან
საზოგადოებისთვის
მეტ-ნაკლებად
ცნობილი
პირი,
რომელიც
მიიყენებდა თვითდაზიანებას, რის შემდგომაც დაიჩივლებდა უფლებადამცველებთან, რომ
დაზიანება მიაყენა ბაჩო ახალაიამ. ამ ინფორმაციის პრესით გახმაურების შემდეგ,
სასჯელაღსრულების დეპარტამენტი გამოაქვეყნებდა პ. მამარდაშვილსა და ზ. ვიბლიანს
შორის შემდგარი საუბრის ვიდეოჩანაწერს და განაცხადებდა, რომ ინფორმაცია პატიმრებზე
ძალადობის თაობაზე გამოგონილი იყო „კრიმინალური ავტორიტეტების“ მიერ, კრიმინალთან
მებრძოლი ბაჩო ახალაიას ხელოვნურად დისკრედიტაციის მიზნით.
დავალების შესრულების შემთხვევაში, ბაჩო ახალაია პ. მამარდაშვილს დაჰპირდა
დახმარებას საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სადაც მას გასაჩივრებული ჰქონდა
თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ მის მიმართ გამოტანილი
გამამტყუნებელი განაჩენები. პ. მამარდაშვილი იძულებული გახდა, დათანხმებოდა ამ
შეთავაზებას. პ. მამარდაშვილი გაესაუბრა ზ. ვიბლიანს, მაგრამ ბაჩო ახალაიას მიერ მისთვის
მიცემული დავალება არ შეასრულა, რაც ბაჩო ახალაიამ ორი პატიმრის საუბრის
მისაყურადებლად
183
დამონტაჟებული
კამერის
ჩანაწერით
გაიგო
და
პატიმრებზე
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2006 წლის პირველი ნახევარი, გვ. 101-102.
55
ანგარიშსწორება
განიზრახა.
ბაჩო
ახალაია,
მეგის
ქარდავა,
სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიული განყოფილების უფროსი დავით
ჭაკუა
და
სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის
მსჯავრდებულთა
სოციალური
განყოფილების უფროსი რევაზ ჭარბაძე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეცრაზმის
წევრებთან ერთად, მივიდნენ სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც
ბაჩო ახალაიამ მოითხოვა, დირექტორის კაბინეტში მიეყვანათ პ. მამარდაშვილი და ზ.
ვიბლიანი. მან, ასევე, მოითხოვა ამავე დაწესებულების რამდენიმე სხვა პატიმრის მიყვანაც,
რომელთაც მოცემულ საკითხთან საერთო არ ჰქონდათ. ამით ის შეეცადა, შეენიღბა თავისი
განზრახვა
დავალების
შეუსრულებლობისთვის
ანგარიშსწორებასთან
დაკავშირებით.
დაწესებულების დირექტორის კაბინეტში ბაჩო ახალაიამ და მისმა თანმხლებმა პირებმა
დაიწყეს პატიმრებზე ძალადობა - აფურთხებდნენ მათ სახეში, თმებს აჭრიდნენ და ჯიბეში
უდებდნენ, იარაღის ტარს ურტყამდნენ თავისა და სახის არეში. ამის შემდეგ პატიმრები
გაათრიეს სამკურნალო დაწესებულების პირველი სართულის დერეფანში, სადაც სპეცრაზმის
წევრებმა გააგრძელეს მათი დამცირება და ცემა, განსაკუთრებით სასტიკად გაუსწორდნენ ზ.
ვიბლიანს, რომელსაც დაწესებულების ეზოში დაეწყო ეპილეფსიის შეტევა. ნაცემი პატიმრები
გადაიყვანეს სასჯელაღსრულების №7 დაწესებულებაში.
სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულების პატიმრების თვალწინ მომხდარი
ძალადობის გამო, ამ დაწესებულებაში მღელვარება დაიწყო, რასაც მეზობლად მდებარე №5 და
№1 დაწესებულებებში მოთავსებული 4 000-მდე პატიმარიც ხმაურით აჰყვა. სიტუაცია
განსაკუთრებით გამწვავდა №5 დაწესებულებაში, სადაც პატიმრებმა ცეცხლი წაუკიდეს
ნივთებს, ჩაამტვრიეს ფანჯრები და ა.შ. არეულობის ჩახშობაში ჩაერთო სასჯელაღსრულების
სპეცრაზმი. მიუხედავად იმისა, რომ პატიმრებმა თავის დასაცავად ბარიკადები მოაწყვეს, მათ
მოლაპარაკებისთვის
მზადყოფნა
გამოხატეს.
თუმცა,
ადმინისტრაციის
მხრიდან
დაძაბულობის განტვირთვის მცდელობა არ ყოფილა. პირიქით, სპეცრაზმის წევრები
პატიმართა მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდნენ შენობის შიგნით,
მეზობელი შენობების სახურავებიდან ცხრილავდნენ საკნების ფანჯრებს და, ასევე, საკნების
კარებში გამოჭრილ სარკმლებში შეყოფილი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ბრმად
ესროდნენ იმ პატიმრებსაც კი, რომლებიც წინააღმდეგობას არ უწევდნენ.
სპეცოპერაციის შედეგად გარდაიცვალა შვიდი პატიმარი, დაიჭრა 22 პატიმარი და ციხის
ორი თანამშრომელი. დაჭრილი პატიმრებისთვის ადეკვატური სამედიცინო დახმარება
უზრუნველყოფილი არ ყოფილა. ზოგიერთ პატიმარს სხეულში ჩაუტოვეს ტყვიები, ვინაიდან
უარი ეთქვათ ოპერაციის ჩატარებაზე. 184
2013 წელს, ორთაჭალის ციხის ე.წ. ბუნტის საქმის გამოძიების შედეგად, ბაჩო ახალაია,
მეგის ქარდავა, დავით ჭაკუა და რევაზ ჭარბაძე ცნობილ იქნენ დამნაშავეებად. 185
184 ჰიუმან რაითს უოჩი (Human Rights Watch), „გადამეტებული სასჯელი. პატიმართა მიმართ ძალადობა
საქართველოში“, ტ. 18, № 8(D), 2006, გვ. 74.
185 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის #1-2674-13 განაჩენი; თბილისის სააპელაციო
სასამართლოს 2021 წლის 13 მაისის #1ბ/1522-20 განაჩენი; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17
56
გარდაცვლილთაგან ორი პატიმრის, 23 წლის ზურაბ კუხალაშვილისა და 29 წლის არსენ
ბუხრაშვილის ნათესავებმა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. „ნაციონალური მოძრაობის“
მმართველობის პერიოდში, საქართველოს მთავრობამ ევროპული სასამართლოს წინაშე
წარადგინა შესაგებელი, რომელშიც იმეორებდა ბაჩო ახალაიას მიერ გამოგონილ ფაქტებს
„კანონიერი ქურდებისა“ და „მაყურებლების“ წაქეზებით პატიმრების მიერ თვითდაზიანების
გეგმასთან დაკავშირებით. 186 თუმცა, მთავრობამ ვერ წარადგინა მტკიცებულებები იმის
თაობაზე, რომ შემუშავებული ჰქონდა სპეცოპერაციის ჩატარების გეგმა, რომ სპეცრაზმი
ემორჩილებოდა
კანონიერ
ბრძანებებს
და
მათი
ქმედებები
კონტროლირებადი
და
სისტემატიზებული იყო. არეულობის ჩახშობის მიზნით, არც კი განხილულა ალტერნატიული,
ნაკლებად ძალადობრივი საშუალების, მაგალითად, ცრემლსადენი აირის ან წყლის ჭავლის
გამოყენება, რომ არაფერი ვთქვათ პატიმრებთან მოლაპარაკების მცდელობაზე.
ევროპული
სასამართლოს
გადაწყვეტილებაში
მოყვანილია
დაწესებულების
დირექტორის სიტყვები, რაც მან ჰიუმან რაითს უოჩთან სპეცოპერაციის გეგმით წარმართვის
საჭიროებაზე საუბრისას წარმოთქვა: – „ეს იგივეა, რომ გინდოდეს ტუალეტში წასვლა – იქვე
მოიფიქრებ, როგორ უნდა გააკეთო, და აკეთებ.“ 187 საქართველოს გენერალური პროკურორის,
ზურაბ ადეიშვილის, მოადგილის, ნონა წოწორიას განცხადებით კი, მტკიცებულებები,
რომლებიც
მიუთითებდა,
რომ
დაკავებულებმა
დააზიანეს
ციხე,
საკმარისი
იყო
ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების აუცილებლობის ასახსნელად. მისი თქმით, –
„ვარაუდი, რომ ძალის გამოყენება გამართლებული იყო, იმთავითვე არსებობდა, რადგან
ყველა მტკიცებულება აჩვენებდა, რომ აშკარა წინააღმდეგობასთან გვქონდა საქმე. მთელი ციხე
განადგურდა. ეს აშკარაზე მეტი იყო, რადგან ყველაფერი განადგურდა, ყველაფერი დაიწვა.
არცერთი კარი არ დარჩენილა მთელი“. 188
სტრასბურგის სასამართლომ დაასკვნა, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან
დაირღვა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) როგორც მატერიალური,
ასევე, პროცედურული ასპექტი. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პატიმრები
სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ იქნენ მოკლულნი, მაშინ როცა მათ წინააღმდეგ
სასიკვდილო ძალის კანონითა და ევროპული კონვენციით დადგენილი არც ერთი პირობა არ
იყო სახეზე. ასევე, დარღვევად ჩაითვალა ის გარემოება, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყო
მხოლოდ 2006 წლის ივნისში, რამაც ბევრი მნიშვნელოვანი მტკიცებულების შეგროვება
შეუძლებელი გახადა. ამასთან, გამოძიება წარმართა სასჯელაღსრულების სისტემამ, რომელიც
თავად იყო დაინტერესებული მხარე. გარდაცვლილი პატიმრების ოჯახის წევრებს არ
ივლისის #1ბ/418-23 განაჩენი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 29 დეკემბრის #533აპ-21 განჩინება;
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 31 იანვრის #1076აპ-23 განჩინება.
186 კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (Kukhalashvili and others v. Georgia, nos. 8938/07, 41891/07),
https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-202115
187 ჰიუმან რაითს უოჩი (Human Rights Watch), „გადამეტებული სასჯელი. პატიმართა მიმართ ძალადობა
საქართველოში“, ტ. 18, № 8(D), 2006, გვ. 77.
188 იქვე, გვ. 80.
57
მიენიჭათ დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი და არ მიეცათ გამოძიებაში
მონაწილეობის უფლება.
სასჯელაღსრულების
დაწესებულებებში
შექმნილი
კრიტიკული
ვითარების
მიუხედავად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, 2006 წლის 29 დეკემბერს, საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსში შეიტანა ცვლილებები, რომლითაც სრულად გაუქმდა სასჯელთა
შთანთქმის პრინციპი და როგორც სასჯელთა, ასევე განაჩენთა ერთობლიობის შემთხვევაში,
შემოღებულ იქნა სასჯელთა სრულად შეკრების პრინციპი. 189 ამ ნაბიჯით, ერთი მხრივ,
გაუქმდა
მოსამართლის
გარემოებებიდან
მიერ
გამომდინარე
ბრალდებულისათვის
შესაფერისი
და
საქმის
სამართლიანი
ინდივიდუალური
სასჯელის
შერჩევის
თავისუფლება და, მეორე მხრივ, საბოლოოდ განმტკიცდა საქართველოში არაადამიანური
სასჯელაღსრულების სისტემის არსებობა.
2007-2009 წლები - „რეზინის სტანდარტით“ ციხეების მართვა და ეპიდემია
„ნულოვანი ტოლერანტობის“ სისხლის სამართლის პოლიტიკის შედეგად, 2007
წლისთვის
სასჯელაღსრულების
სისტემაში
ვითარება
კიდევ
მეტად
დამძიმდა.
საპატიმროების გადატვირთულობამ საგანგაშო ნიშნულს მიაღწია. 2007 წლის ივლისის
მონაცემებით, საქართველოში 100 000 მოსახლეზე 401 პატიმარი იყო აღრიცხული, რაც იმავე
წლის ოქტომბრის ბოლოს საგრძნობლად გაიზარდა და 500 შეადგინა. 190 ამ მაჩვენებლების
ახსნა მხოლოდ იმ ფაქტით, რომ თითქოს დანაშაულის დონე იყო მაღალი, უკვე შეუძლებელი
იყო.
2007
წლის
იანვრის
მონაცემებით,
სასჯელაღსრულების
დაწესებულებებში
მოთავსებული იყო 15 432 პატიმარი, იმავე წლის 30 ნოემბრისთვის კი მათი რიცხვი 3 821-ით
გაიზარდა და 19 244-ს მიაღწია. 191
ადამიანის უფლებების სტანდარტის ნაცვლად, საქართველოს ციხეები ე.წ. „რეზინის
სტანდარტით“ იმართებოდა – დაწესებულებები იმდენ პატიმარს იტევდა, რამდენსაც
მიიყვანდნენ. 192 „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება გამოსავალს ახალი ციხეების
აშენებაში ხედავდა და არა - წინასწარი პატიმრობის ალტერნატივების გამოყენებასა და
სასჯელის სამართლიანი პოლიტიკის დანერგვაში. ციხეების მშენებლობის პროგრამა უფრო
სწრაფადაც რომ ამოქმედებულიყო, მაინც უკიდურესად ძნელი იქნებოდა ასე სწრაფად
მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება, რადგან საბიუჯეტო რესურსები შეზღუდული იყო და
თან საჭირო იყო არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის მშენებლობა, არამედ დამატებითი
https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/22468?publication=0
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2007 წლის პირველი ნახევარი, გვ. 81-82.
191 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2007 წლის მეორე ნახევარი, გვ. 157.
192 იქვე, გვ. 169.
189
190
58
კადრების, მათი შრომის ანაზღაურების, პატიმრების სხვადასხვა საჭიროების უზრუნველყოფა
და ა.შ.193
გადატვირთულობით
კვლავ
განსაკუთრებით
გამოირჩეოდა
ორთაჭალის
№5
დაწესებულება, სადაც ზემოხსენებული „რეზინის სტანდარტი“ ყველაზე მეტად იყო
დამკვიდრებული. ის ოფიციალურად 1 018 პატიმარზე იყო გათვლილი, მაგრამ მასში 4 316
პატიმარი იყო მოთავსებული. მათი დიდი უმრავლესობა წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა,
ხოლო დაახლოებით 1 000 მსჯავრდებული სხვა დაწესებულებაში გადაყვანას ელოდებოდა.
საკნებში საცხოვრებელი ფართი ხშირად ერთ პატიმარზე 0,5 მ2-ზე ნაკლები იყო; 100-მდე
პატიმარი იყოფდა 45 მ2 ფართობის 20-საწოლიან საკანს; მთავარი შენობის საკნებში არსებული
სავალალო მდგომარეობა აღწერას არ ექვემდებარებოდა.“ 194
ზუგდიდის №4 საპყრობილის მთავარ საპატიმრო ბლოკში განთავსებული 27 საკნიდან
თითქმის ყველა გადაჭედილი იყო (მაგალითად, 8 პატიმარი იყო 5-საწოლიან 11 მ2 საკანში; 18
პატიმარი იყო 12-საწოლიან 20 მ2 საკანში; 19 პატიმარი იყო 14-საწოლიან 42 მ2 საკანში). ბევრი
პატიმარი იძულებული იყო იატაკზე ან მაგიდაზე დაეძინა, ან რიგრიგობით დაწოლილიყვნენ
საწოლებში. 195
მიხეილ სააკაშვილი იძულებული გახდა, 2007 წლის ნოემბერში, 772 პატიმარი
შეეწყალებინა, მაგრამ უკიდურესად გადატვირთულ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში
ამ ზომას საგრძნობი ცვლილება არ გამოუწვევია - ადამიანის უფლებების სისტემური
დარღვევები კვლავ სახეზე იყო, რადგან გადატვირთულობა, პატიმრობის არაადამიანური
პირობების გარდა, განაპირობებდა არაადეკვატურ კვებას, არასაკმარის სამედიცინო
დახმარებას ან სამედიცინო დახმარების არარსებობას, ფიზიკური აქტივობის არარსებობას და
სხვ. 196
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე სახალხო
დამცველი არაერთგზის ხაზგასმით მოუწოდებდა „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ციხეების
გადატვირთულობის პრობლემის დასაძლევად და ევროპული სტანდარტის მისაღწევად, რაც
თითოეული პატიმრისთვის, სულ მცირე, 4 მ2 საცხოვრებელი ფართის უზრუნველყოფას
ითვალისწინებდა, წესების ცვლილება აუცილებელი იყო. ვინაიდან სასჯელაღსრულების
დაწესებულებების
გადატვირთულობას,
გადაჭარბებული გამოყენება განაპირობებდა,
ძირითადად,
197
წინასწარი
პატიმრობის
საჭირო იყო ისეთი სტრატეგიის შემუშავება,
რომლის თანახმადაც, წინასწარი პატიმრობა ნამდვილად უკანასკნელ საშუალებად იქნებოდა
გამოყენებული მართლმსაჯულების მიერ. ეს, პირველ რიგში, გულისხმობდა არასაპატიმრო
ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიში, 2007 წლის 21 მარტი 2 აპრილი, სტრასბურგი, 2007 წლის 25 ოქტომბერი, § 32.
193
ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის 2007 წლის 21 მარტი - 2 აპრილის საქართველოში ვიზიტის შესახებ
ანგარიში, 2007 წლის 25 ოქტომბერი, § 43.
195 იქვე, § 67.
196 ჰიუმან რაითს უოჩი (Human Rights Watch), 2007 წლის მოვლენების მსოფლიო ანგარიში, 2008 წ.
https://www.hrw.org/sites/default/files/reports/wr2k8_web.pdf
197 იქვე.
194
59
ღონისძიებებისთვის პრიორიტეტის მინიჭებას განაჩენის გამოტანამდე პერიოდში და, მეორე
მხრივ, ზომების მიღებას იმ ადამიანების საზოგადოებაში რეინტეგრაციისთვის, რომლებსაც
თავისუფლება ჰქონდათ აღკვეთილი.198
გადატვირთულობის პრობლემა
პატიმრებს
უზღუდავდა
შრომის,
სატრენინგო,
საგანმანათლებლო და სასპორტო ღონისძიებებში ჩართვის საშუალებას. ამ მხრივ, უარეს
მდგომარეობაში იყვნენ წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირები, რომელთათვისაც საერთოდ არ
იყო მსგავსი ღონისძიება გათვალისწინებული. წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებს
ყოველდღიურად გასეირნებაც არ შეეძლოთ და ხშირად მათ მხოლოდ 20 წუთით უშვებდნენ
გარეთ. თუმცა, როგორც საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად გამოიკვეთა, არაერთი
პატიმარი ნებაყოფლობით უარს ამბობდა მცირე დროითაც კი საკნიდან სასეირნოდ გასვლაზე,
რადგან წამებისა და არაადამიანური მოპყრობისა და დასჯის უკვე დამკვიდრებული
პრაქტიკის მიხედვით, არსებობდა მაღალი ალბათობა იმისა, რომ სასეირნოდ გასული
პატიმარი ეცემათ ან ეწამებინათ. 199 ყოველივე ეს და გარე სამყაროსთან კონტაქტის შეზღუდვა
ერთობლიობაში ქმნიდა დამთრგუნველ და შინაარსისგან დაცლილ სარეჟიმო პირობებს. 200
გარე სამყაროსთან გონივრულად ხშირი კონტაქტის შენარჩუნება პრობლემური გახდა.
2007 წლისთვის პატიმრებს პაემნის უფლება კიდევ უფრო მეტად შეეზღუდათ. 201 კერძოდ,
გამკაცრდა მსჯავრდებულთა პაემნებთან დაკავშირებული წესები და 2006 წლის ივნისში
მიღებული „პატიმრობის შესახებ“ კანონის შესწორების თანახმად:
-
გრძელვადიანი პაემნები გაუქმდა ყველა კატეგორიის პატიმრებისთვის;
-
შემცირდა მოკლევადიანი პაემნების რაოდენობაც. პატიმრებს, რომლებიც სასჯელს
იხდიდნენ საერთო რეჟიმის საპატიმროებში, ჰქონდათ თვეში ორი მოკლევადიანი
პაემნის (თითოეული ერთი საათის ხანგრძლივობით) უფლება, ხოლო პატიმრებს,
რომლებიც სასჯელს მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში იხდიდნენ – ერთი ასეთი
პაემნის უფლება ყოველ ორ თვეში;
-
პაემნის უფლება კიდევ უფრო შეზღუდული იყო უვადო პატიმრობაში მყოფთათვის
(ოთხი მოკლევადიანი პაემანი წელიწადში) და იმ პირებისთვის, რომლებიც სასჯელს
საპყრობილის რეჟიმში იხდიდნენ (ორი მოკლევადიანი პაემანი წელიწადში).
პატიმრების
უმრავლესობა
შენარჩუნების შეუძლებლობაზე,
202
ჩიოდა
თავის
ოჯახებთან
ადეკვატური
კავშირის
მით უმეტეს, რომ ირღვეოდა ნებადართული ნივთების
ფლობასთან დაკავშირებული სამართლის ნორმებიც. მაგალითად, რუსთავის №6 და
თბილისის №7 დაწესებულებების პატიმართა უმრავლესობას, კანონის მიუხედავად, არ
ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიში, 2007 წლის 21 მარტი 2 აპრილი, სტრასბურგი 2007 წლის 25 ოქტომბერი, § 32.
199 საგამოძიებო კომისიის სხვადასხვა სხდომაზე ყოფილი პატიმრებისა და ამჟამინდელი მსჯავრდებულების მიერ
მოწოდებული ინფორმაციები.
200 ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიში, 2007 წლის 21 მარტი 2 აპრილი, სტრასბურგი, 2007 წლის 25 ოქტომბერი, § 33.
201 იქვე, § 88.
202 იქვე, § 90.
198
60
ჰქონდა ტელევიზორისა და რადიოს ქონის უფლება. არაოფიციალურად, ზეპირი მითითების
საფუძველზე, შეიცვალა და გაუარესდა ამანათით შესაგზავნად ნებადართული ნივთების
ჩამონათვალი, რასთან დაკავშირებითაც არ შედგენილა წერილობითი დოკუმენტი. 203
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში
გამეფებულ
სავალალო
სამედიცინო
მდგომარეობაზე მეტყველებდა პატიმართა გარდაცვალების 101 შემთხვევაც. ოფიციალური
სტატისტიკის მიხედვით, გარდაცვალების 90%-ზე მეტ შემთხვევაში, სიკვდილის მიზეზად
კვლავ გულ-სისხლძარღვთა ან ფილტვ-გულის უკმარისობა სახელდებოდა, მიუხედავად
იმისა, რომ აღნიშნული ტერმინები საერთოდ არ შეესაბამებოდა რეალობას. გარდაცვლილ
პატიმართა გვამების სასამართლო-სამედიცინო გაკვეთის დასკვნებში კვლავ მრავლად იყო
არაერთი დარღვევა, შეუსაბამობა, ბუნდოვანება, არასრულყოფილი დიაგნოზის შემთხვევები,
რაც, ბუნებრივია, კითხვებს აჩენდა პატიმართა გარდაცვალების რეალურ მიზეზებთან
დაკავშირებით.
2007 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში თვითმკვლელობის 6 ფაქტი მოხდა,
რაზეც სახალხო დამცველმა პასუხისმგებლობა შესაბამის ადმინისტრაციასა და სამედიცინო
პერსონალს დააკისრა.204
ზუგდიდის N4 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საკნებში ბუნებრივი და
ხელოვნური განათებისა და ვენტილაციის პრობლემა ქმნიდა მძიმე საცხოვრებელ პირობებს.
პატიმრების თქმით, ზაფხულობით საკნებში საშინლად ცხელოდა. ცუდი ვენტილაციის გამო,
სასჯელაღსრულების ადმინისტრაციამ ფანჯრების მინები ამოიღო, რაც მხოლოდ დროებითი
ღონისძიება იყო. საკნები აღჭურვილი იყო ორსართულიანი საწოლებით, მაგიდით, სკამებითა
და თაროებით და საცხოვრებელი სივრცისგან მხოლოდ ნაწილობრივ გამოყოფილი
სანიტარიული კვანძით, სადაც უნიტაზი და ნიჟარა იყო. უქონელ პატიმრებს ურიგებდნენ
ლეიბებს ან საბნებს, დანარჩენებს ეს ყველაფერი სახლებიდან ჰქონდათ მოტანილი.
საპატიმროს
საცხოვრებელი
ტერიტორიის
უდიდესი
ნაწილი
მოძველებული
იყო
დაზიანებული კედლებითა და იატაკებით, ნესტიანი ჭერით, დამტვრეული წყლისა და
კანალიზაციის მილებით, სახიფათოდ გაშიშვლებული ელექტროსადენებით. გარდა ამისა,
ბევრი საკანი (კერძოდ, სანიტარიული კვანძები) იყო ჭუჭყიანი და ზოგიერთი მათგანი სავსე
იყო ტარაკნებით, რწყილებით, ტილებითა და მორიელებით. 205
სავალალო მდგომარეობაში იყო უფასო იურიდიული დახმარების სისტემაც. ბევრი
დაკავებული და პატიმარი უჩიოდა სახაზინო ადვოკატების მომსახურების ხარისხს,
რომლებიც მათ მცირე ხნით ხვდებოდნენ, უშუალოდ სასამართლოს წინაშე წარდგომამდე და
არ უწევდნენ შემდგომში დახმარებას. ასეთ ადვოკატთა პოლიციისა და პროკურატურისგან
დამოუკიდებლობაც ეჭვს იწვევდა, მით უფრო, მას შემდეგ, რაც უფასო იურიდიული
დახმარების
სისტემა
„ნაციონალურმა
მოძრაობამ“,
სასჯელაღსრულების
სისტემას
იქვე, § 104.
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2007 წლის მეორე ნახევარი, გვ. 189.
205 ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიში, 2007 წლის 21 მარტი 2 აპრილი, სტრასბურგი, 2007 წლის 25 ოქტომბერი, § 68.
203
204
61
დაუქვემდებარა. პატიმრებისთვის, ფაქტობრივად, როცა დგებოდა არჩევანი სახაზინო
ადვოკატსა და უადვოკატოდ დარჩენას შორის, მრავალი მათგანი უკანასკნელს ირჩევდა. 206
როგორც უკვე აღინიშნა, „ნულოვანი ტოლერანტობის“ სისხლის სამართლის პოლიტიკა
ბავშვებსაც შეეხო. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2007 წელს მიიღო საკანონმდებლო ცვლილება,
რომლის თანახმადაც, ზოგიერთი დანაშაულისთვის არასრულწლოვანი პირის სისხლის
სამართლის პასუხისმგებლობა 12 წლის ასაკით განისაზღვრა. მოცემულმა ცვლილებამ
საზოგადოებაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. სახალხო დამცველი მიიჩნევდა, რომ
წარმოდგენილი კანონპროექტით არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება კიდევ უფრო
სცილდებოდა საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებს. 207 2008 წელს, გაეროს ბავშვის
უფლებათა კომიტეტმა (CRC) ხელისუფლებას მოსთხოვა, სასწრაფოდ გაეუქმებინა
აღნიშნული ცვლილება. 208 დიდი წინააღმდეგობის ფონზე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“
მხოლოდ ორი წლის შემდეგ, 2010 წელს, გააუქმა მოცემული ნორმა და ბავშვთა სისხლის
სამართლებრივი სრულწლოვანების ასაკი კვლავ 14 წელი გახდა. 209
2007 წელს, მიუხედავად იმისა, რომ წინა წლებთან შედარებით, დარღვევათა ოდენობის
კლების ტენდენცია გამოიკვეთა, შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების
იზოლატორებისა და პოლიციის განყოფილებებში ადამიანის უფლებათა დარღვევის არაერთი
შემთხვევის გამო, მდგომარეობა თვისებრივად არ გაუმჯობესებულა.
მაგალითად, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გამოვლენილ იქნა შემთხვევა,
როდესაც, პოლიციაში წამების შედეგად, ალექსი ბახუტოვმა ვინმე ლ. ჩ-შვილის განზრახ
მკვლელობის ჩადენა აღიარა, რისთვისაც მას, 2007 წლის 24 აგვისტოს თელავის რაიონული
სასამართლოს განაჩენის საფუძველზე, ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თუმცა,
2007 წლის 19 ოქტომბერს, ალექსი ბახუტოვმა სახალხო დამცველს მიმართა განცხადებით და
აღნიშნა, რომ მის მიერ „მოკლული“ პირი ცოცხალი იყო და სოფელ ჯუღაანში, საკუთარ
სახლში იმყოფებოდა, რაც დადასტურდა კიდეც. გამოირკვა, რომ პოლიციის თანამშრომელმა
გოჩა ნოღაშვილმა (მეტსახელად „თავა“), ცემითა და იარაღის გამოყენებით სიკვდილის
მუქარით, ალექსი ბახუტოვი და მისი გერი აიძულა, ეღიარებინათ ლ. ჩ-შვილის მკვლელობა
და მიეთითებინათ გვამის ადგილსამყოფელი. 210
2007 წელს საერთაშორისო ამნისტიამ, ჰიუმან რაითს უოჩმა და პენალ რეფორმ
ინტერნაციონალმა (Penal Reform International (PRI) გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება,
რომლითაც დაჟინებით მოუწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ „დაესრულებინა
იქვე, § 18.
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2006 წლის მეორე ნახევარი, გვ. 328.
208 გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი (CRC), სახელმწიფოს მხარეების მიერ გადაცემული მოხსენებების
განხილვა ბავშვის უფლებათა კონვენციის 44-ე მუხლის შესაბამისად: საქართველო, 2008 წლის 23 ივნისი,
CRC/C/GEO/CO/3. http://www.refworld.org/docid/4885cfab0.html
209 იქვე, გვ. 29.
210
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2007 წლის მეორე ნახევარი, გვ. 397-402.
206
207
62
წამება.“ 211 განცხადებაში კიდევ ერთხელ იყო გამახვილებული ყურადღება, მათ შორის, იმაზე,
რომ 2006 წლის 27 მარტის ე.წ. ციხის ბუნტის ჩახშობისას სპეციალური ძალების მიერ
უფლებამოსილების გადამეტებისა და პატიმართა მიმართ ძალის უკანონოდ გამოყენების
ფაქტებზე სათანადო გამოძიება ჯერ კიდევ არ იყო ჩატარებული.
2007 წლის 8 დეკემბერს, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა თბილისში, გლდანში, ახალი №8
სასჯელაღსრულების დაწესებულება (შემდგომ - გლდანის №8 დაწესებულება), რომლის
საჯაროდ გაცხადებული მიზანიც სისტემის განტვირთვა და პატიმრებისთვის ადამიანური
პირობების შექმნა იყო. თუმცა, ძალიან მალე, გლდანის ციხე „ნაციონალური მოძრაობის“
მმართველობის ერთ-ერთ ყველაზე საშინელ სიმბოლოდ და წამების ციტადელად იქცა.
ამასთან, ის გახსნიდან 8 თვეში, სხვა დაწესებულებების მსგავსად, მნიშვნელოვნად
გადაიტვირთა.
საპატიმროებში არსებული საგანგაშო მდგომარეობის ფონზე, და ქვეყანაში შექმნილი
საპროტესტო მუხტიდან გამომდინარე, 2008 წლის 5 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნებში
მონაწილეობის საშუალება არ მისცეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ
პატიმრებს იმ საბაბით, რომ მათ პირადობის მოწმობები არ ჰქონდათ, რაც სახალხო დამცველმა
საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის დარღვევად შეაფასა.212
2008
წლის
აგვისტოს
მდგომარეობით,
სასჯელაღსრულების
სისტემაში
გადატვირთულობის მაჩვენებლები შემდეგნაირად გამოიყურებოდა:
-
ორთაჭალის №1 დაწესებულება: ლიმიტი – 750 პატიმარი, რეალურად – 919 პატიმარი;
-
ქსნის №7 დაწესებულება: ლიმიტი – 1 336 პატიმარი, რეალურად – 2 216 პატიმარი;
გეგუთის №8 დაწესებულება: ლიმიტი – 917 პატიმარი, რეალურად – 1 554 პატიმარი;
-
ზუგდიდის №4 საპყრობილე: ლიმიტი – 305 პატიმარი, რეალურად – 371 პატიმარი;
-
რუსთავის №1 დაწესებულება: ლიმიტი – 1 846, რეალურად – 2 084 პატიმარი;
-
ხონის №9 დაწესებულება: ლიმიტი – 600 პატიმარი, რეალურად – 641 პატიმარი;
-
არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულება: ლიმიტი – 160 პატიმარი,
-
რეალურად – 194 პატიმარი;
ბათუმის №3 დაწესებულება: ლიმიტი – 503 პატიმარი, რეალურად – 811 პატიმარი;
-
რუსთავის №6 საპყრობილის საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება: ლიმიტი - 830
პატიმარი, რეალურად – 1 556 პატიმარი.
„პატიმრობის შესახებ“ იმჟამინდელი საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მიხედვით,
ერთ მსჯავრდებულზე საცხოვრებელი ფართის ნორმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
არ უნდა ყოფილიყო 2 მ2-ზე ნაკლები, საპყრობილეში – 2,5 მ2-ზე ნაკლები, ქალთა
დაწესებულებაში – 3 მ2-ზე ნაკლები, არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში
– 3,5 მ2-ზე ნაკლები, ხოლო სამკურნალო დაწესებულებაში – 3 მ2-ზე ნაკლები. როგორც ზევით
საერთაშორისო ამნისტია (Amnesty International), „წამების საწინააღმდეგო ორგანო აკრიტიკებს საქართველოს.
უფლებადამცველი ჯგუფები მოუწოდებენ თბილისს, შეწყვიტოს წამება“, 2007 წლის 25 ოქტომბერი,
EUR 56/007/2007, https://www.amnesty.org/en/documents/eur56/007/2007/en/
212 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2007 წლის მეორე ნახევარი, გვ. 171.
211
63
მოყვანილი სტატისტიკური ინფორმაციიდან ჩანს, არაერთ დაწესებულებაში ეს ნორმებიც კი
არ იყო დაცული, რომლებიც ისედაც არ შეესაბამებოდა ევროპულ სტანდარტს. 2008 წლის 31
დეკემბრის ოფიციალური მონაცემებით, გადატვირთულობით გამოირჩეოდა რუსთავის №1,
№2 და №6, ქსნის №7, გეგუთის №8, ხონის №9, ორთაჭალის №1, ბათუმის №3 და ზუგდიდის
№4 დაწესებულებები.
ვინაიდან ინფრასტრუქტურა ასევე არ შეესაბამებოდა კანონით დადგენილ ნორმებს, ზოგ
დაწესებულებაში ერთად იყვნენ განთავსებული წინასწარ პატიმრობაში მყოფი პატიმრები და
მსჯავრდებულები, რაც ადამიანის უფლებების სტანდარტის ერთ-ერთი ყველაზე უხეში
დარღვევაა. ამით კიდევ უფრო მძიმდებოდა წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთა
მდგომარეობა, რომელთა ბრალეულობის საკითხი სასამართლოს მიერ ჯერ გამორკვეული არ
იყო. 213
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ეუთო, ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტი,
ჰიუმან რაითს უოჩი და მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია განაგრძობდა წუხილს
საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არაადამიანური და სიცოცხლისთვის
საშიში პირობების, დაწესებულებების გადატვირთულობისა და არაადეკვატური ჯანდაცვის
თაობაზე. 214 თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მე-5 წლისთავზეც
სასჯელაღსრულების სისტემაში მდგომარეობის რეალური გაუმჯობესების პოლიტიკური ნება
არ არსებობდა.
ორთაჭალის №1 დაწესებულებაში, გადატვირთულობის გარდა, არ იყო დაცული
სათანადო საცხოვრებელი პირობები, კერძოდ:
- დაწესებულებას არ გააჩნდა სათანადო საშხაპე ოთახი, რაც პატიმრებს აიძულებდა,
შხაპის მისაღებად ესარგებლათ საპირფარეშოში დამონტაჟებული ე.წ. „ატმორის“
საშუალებით;
-
საკნებში არსებული საპირფარეშოები ღია მდგომარეობაში იყო. მათი იზოლირების
მიზნით, მსჯავრდებულები სივრცეს პოლიეთილენის პარკებით ტიხრავდნენ;
-
არცერთ საკანში ფანჯრებს არ ჰქონდა მინები და ისინი პოლიეთილენს პარკებით
ჰქონდათ დაფარული, რაც მსჯავრდებულებს არასასურველ პირობებს უქმნიდა;
-
პოლიეთილენის პარკებით იყო დაფარული ჭერიც, ვინაიდან ბათქაში მუდმივად
ცვიოდა;
-
ხშირი იყო შემთხვევები, როცა ჯანმრთელი და ტუბერკულოზით დაავადებული
პირები ერთსა და იმავე საკანში იყვნენ განთავსებულნი.
ქსნის №7 დაწესებულებაში, საკნებში არ იყო დაცული ელემენტარული ჰიგიენური
ნორმები. ონკანებიდან წამოსული წყალი სასმელად უვარგისი და ხშირად დაბინძურებული
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2008 წლის მეორე ნახევარი, გვ. 48.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2008 წლის ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკის შესახებ,
ნაწილი I, პიროვნების ხელშეუხებლობა, წამება და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა ან
სასჯელი. ციხეებისა და დაკავებს ცენტრების პირობები, https://2009-2017.state.gov/j/drl/rls/hrrpt/2008/eur/119080.htm
213
214
64
იყო. საკვების ხარისხიც პრობლემად რჩებოდა – პატიმრების განცხადებით, ის, რაც მათ
მიეწოდებოდათ, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი იყო. 215
ზოგიერთ დაწესებულებაში საერთოდ არ იყო აბანო, სამზარეულოებში გავრცელებული
იყო ანტისანიტარია, საკნებში – სინესტე, ხოლო ზოგ დაწესებულებაში მომრავლებული იყო
მღრღნელები და ბაღლინჯოები (მაგალითად, ქუთაისის №2 და ქსნის №7 დაწესებულებები).
გარდა ამისა, განათება ხდებოდა მბჟუტავი ნათურებით, რაც კიდევ უფრო ამძიმებდა
პირობებს (მაგალითად, ზუგდიდის №4 საპყრობილე). რუსთავის №1 დაწესებულებაში
კარცერების ადგილმდებარეობის გამო (შუაგულ ეზოში), სიცხეში ტემპერატურა ძალიან
მაღლა იწევდა, რის გამოც, ისედაც ბინძურ გარემოში ვრცელდებოდა ფეკალური მასების სუნი.
არ ხდებოდა ვენტილაცია და პატიმრებისთვის სუნთქვა თითქმის შეუძლებელი იყო.216
რუსთავის №2 დაწესებულებაში გადატვირთულობის შედეგად საამანათო ოთახთან
გრძელი რიგები შეიქმნა. პატიმართა ოჯახის წევრები ღამით იკავებდნენ რიგს და მხოლოდ
მეორე დღეს ახერხებდნენ ამანათის შეგზავნას.
სასჯელაღსრულების
დაწესებულების
თანამშრომლების
მხრიდან
ადამიანის
უფლებების დარღვევის თაობაზე წერილების დაულუქავად გაგზავნა პატიმრებისთვის
დამატებით საფრთხეს წარმოადგენდა. ჩნდებოდა ეჭვი, რომ სახალხო დამცველთან
გაგზავნილი წერილების გარკვეულ ნაწილს, შესაძლოა, ადრესატამდე ვერც მიეღწია,
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის № 620 ბრძანების
თანახმად, ადმინისტრაციას ეკრძალებოდა შეეჩერებინა ან შეემოწმებინა, მათ შორის, სახალხო
დამცველისთვის გაგზავნილი მსჯავრდებულთა კორესპონდენცია. ადმინისტრაცია
ვალდებული იყო, არაუგვიანეს სამი დღის ვადისა, კორესპონდენცია გადაეგზავნა
დანიშნულებისამებრ.217 2009 წლის 16 იანვარს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა
საქართველოს იუსტიციის მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს, უზრუნველეყო აღნიშნული
პრობლემის მოგვარება. სახალხო დამცველის აპარატს არც პასუხი მიუღია და არც პრობლემა
მოგვარებულა – სახალხო დამცველამდე მსჯავრდებულების საჩივრები და განცხადებები
კვლავ გახსნილი მიდიოდა. 218
სასჯელაღსრულების სისტემაში გადატვირთულობის მაჩვენებელი 2009 წლის ნოემბერდეკემბრის მდგომარეობით შემდეგნაირად გამოიყურებოდა:
-
ორთაჭალის №1 დაწესებულებაში: ლიმიტი –
750 პატიმარი, რეალურად – 1 209
პატიმარი;
-
ქსნის №7 დაწესებულება: ლიმიტი – 1 600 პატიმარი, რეალურად – 2 731 პატიმარი;
-
გლდანის №8 დაწესებულება: ლიმიტი – 2005 პატიმარი, რეალურად – 2905 პატიმარი;
-
ზუგდიდის №4 დაწესებულება: ლიმიტი – 305 პატიმარი, რეალურად – 578 პატიმარი;
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2008 წლის მეორე ნახევარი, გვ. 472.
იქვე, გვ. 45-46.
217 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2008 წლის მეორე ნახევარი, გვ. 55.
218 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2008 წლის მეორე ნახევარი, გვ. 55 (ვინაიდან ანგარიში
საქართველოს პარლამენტში 2009 წლის გაზაფხულზეა წარდგენილი, ის წარდგენის მომენტისათვის არსებულ
ინფორმაციებსაც მოიცავს).
215
216
65
-
ქუთაისის №2 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულება: ლიმიტი –
2744, რეალურად – 3082 პატიმარი;
-
ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება:
ლიმიტი – 540 პატიმარი, რეალურად – 733 პატიმარი.
„გლდანში 25 მ2-იან საკანში 40 კაცამდე ვიყავით. ბიჭებს სუნთქვა რომ უჭირდათ, 3-4
ნახვრეტი ჰქონდა კარებს დაბლა და იქ ცხვირმიდებულები სუნთქავდნენ, არ
დავიხრჩოთო. პატიმრების ნასუნთქისაგან ჭერიდან წყალივით ჩამოდიოდა.“
ყოფილი პატიმარი, ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე 219
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2009 წელს პატიმართა საერთო რაოდენობა
საქართველოში 21 239-მდე გაიზარდა (18 528 იყო 2008 წელს). ოფიციალური მონაცემებით, ამ
წელს ციხეში 92 პატიმარი გარდაიცვალა.
სასჯელაღსრულების დაწესებულებათა სამედიცინო სისტემა, წინა წლების მსგავსად,
კვლავ ვერ უძლებდა ვერანაირ კრიტიკას 220 , რასაც ადასტურებდა სიკვდილიანობისა და
ავადობის მაჩვენებლები, რომლებიც წინა წლების მონაცემებს უტოლდებოდა. 2009 წლის
თებერვლიდან, „ალდაგი ბი-სი-აისთან“ დადებული ხელშეკრულების გაუქმების შემდეგ,
სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულებები კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში
აღმოჩნდნენ – ისინი აღარ მარაგდებოდნენ საჭირო მედიკამენტებით და ხელი აღარ
მიუწვდებოდათ
სპეციალისტებთან
კონსულტაციაზე.
რიგ
დაწესებულებებში
არ
მოიპოვებოდა ყველაზე ხშირად საჭირო მედიკამენტებიც კი. მიუხედავად ამისა,
დაწესებულებების სამედიცინო პერსონალი მაინც ამტკიცებდა, რომ მედიკამენტებით
მომარაგება გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც ეს საკითხი დეპარტამენტის დაქვემდებარებაში
დაბრუნდა.
უცვლელი რჩებოდა ის მიზეზები, რომლებიც ყოველწლიურად რამდენიმე ათეული
პატიმრის სიკვდილს იწვევდა: ადმინისტრაციის უყურადღებობა პაციენტი პატიმრების
მიმართ, ზერელე დიაგნოზები, არასწორი და არაადეკვატური მკურნალობა, მკურნალობაზე
უარის თქმა.
ციხეებში ტუბერკულოზის ეპიდემია გადაუჭრელ პრობლემად იქცა. ადამიანის
სიცოცხლე სრულად იყო გაუფასურებული სისტემური გულგრილობის ატმოსფეროში.
პრინციპი, რომ სახელმწიფო უნდა იდგეს ადამიანის სიცოცხლის სადარაჯოზე, უცხო იყო
ქართული სასჯელაღსრულების სისტემისთვის, რაც ევროპულმა სასამართლომ მაისურაძის
საქმის განხილვისას დაადასტურა. 221 მომჩივნის, რუსიკო მაისურაძის ვაჟი ჯანმრთელი იყო,
როცა ის 2007 წლის მაისში დააკავეს. პატიმარი ციხეში დაავადდა მულტირეზისტენტული
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 25 მარტის N4 სხდომაზე ჯემალ ლეონიძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
220 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2008 წლის მეორე ნახევარი, გვ. 33-34.
221 მაისურაძე საქართველოს წინააღმდეგ (Maisuradze v. Georgia, no. 44973/09), https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001188400
219
66
ტუბერკულოზით და არასათანადო მკურნალობის შედეგად, 2009 წელს სასჯელაღსრულების
სამკურნალო დაწესებულებაში გარდაიცვალა. სასჯელაღსრულების სამედიცინო სისტემას
მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის საჭირო დროული და ეფექტიანი ნაბიჯები არ გადაუდგამს
– სწორი დიაგნოზის დასმამდე და მკურნალობის დაწყებამდე პატიმარი 4 თვე და 2 კვირა
იღებდა არაეფექტურ მკურნალობას, მიუხედავად იმისა, რომ სახეზე იყო სწრაფი რეაგირების
საჭიროება და DOTS მკურნალობის პროგრამიდან DOTS+ პროგრამაში მისი ჩართვის
აუცილებლობა. მძიმე დიაგნოზის დადგენიდან კი მის სამედიცინო დაწესებულებაში
გადაყვანას 6 კვირაზე მეტი მოანდომეს იმ დროს, როცა მისი მდგომარეობა ყოველდღიურად
მკვეთრად უარესდებოდა. პატიმარი, საბოლოოდ, ფილტვის ჰემორაგიის დიაგნოზით
გარდაიცვალა. პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე დაწყებული გამოძიება 2010 წელს შეწყდა
დანაშაულის ნიშნების არარსებობის მოტივით. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ
სახელმწიფომ დაარღვია ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) როგორც
მატერიალური, ისე პროცედურული ასპექტი: არ მიიღო ზომები პატიმრის ჯანმრთელობის
დასაცავად და შემდგომ მის გადასარჩენად, ხოლო გარდაცვალების ფაქტზე ჩატარებული
გამოძიება არც დამოუკიდებელი იყო და არც ეფექტიანი. ევროპული სასამართლოს აზრით,
ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის სტანდარტს არ აკმაყოფილებდა სასჯელაღსრულების
დაწესებულებაში უყურადღებობის გამო დაავადებული და გარდაცვლილი პატიმრის საქმის
გამოძიება, რომელსაც ისევ სასჯელაღსრულების საგამოძიებო ორგანო აწარმოებდა და
ზედამხედველი პროკურორის ჩართულობა იყო მხოლოდ ზერელე და არაეფექტური.
ევროპული სასამართლოს ამგვარი დასკვნა გასაკვირი არ არის, რადგან, როგორც
საგამოძიებო კომისიის მუშაობისას გამოიკვეთა, იმ დროისთვის, პოლიცია, პროკურატურა,
სასამართლო,
სასჯელაღსრულების
სისტემა
და
სხვა
სტრუქტურები
ერთმანეთთან
გადაჯაჭვულ მექანიზმად იქცა და ისინი უნისონში მოქმედებდნენ.
მაგალითად, წამებისა და არასათანადო მოპყრობის საჩივრებთან დაკავშირებით,
პროკურატურა პოლიციელების წინააღმდეგ იშვიათად აღძრავდა სისხლის სამართლის საქმეს,
ხოლო თუ ასეთი რამ მაინც მოხდებოდა, საქმის წარმოება, სსსკ-ის 1441-ე მუხლის (წამება)
ნაცვლად, უმეტესწილად, სსსკ-ის 333-ე მუხლის (სამსახურებრივი უფლებამოსილების
გადამეტება) საფუძველზე მიმდინარეობდა. ამასთან, პროცესი ჭიანურდებოდა და ძალზე
იშვიათად ხდებოდა მსჯავრდება, რაც გამოძიების პროცესს აზრს უკარგავდა. 222
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით,
2009 წელს პოლიციის
თანამშრომლების წინააღმდეგ მხოლოდ 16 საქმეზე დაიწყო გამოძიება სსსკ-ის 1441 მუხლით
(წამება). აქედან, 5 საქმეზე დასრულდა გამოძიება, მაგრამ არცერთი მათგანი სასამართლოს არ
გადასცემია. იმავე წელს, მხოლოდ 1 საქმეზე დაიწყო გამოძიება სსსკ-ის 1443 მუხლით
(არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა). პოლიციის თანამშრომლების მიმართ
ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიში, 2010 წლის 5-15
თებერვალი, სტრასბურგი, 2010 წლის 21 სექტემბერი, § 17.
222
67
სსსკ-ის 333-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) 62 გამოძიება
დაიწყო, რომელთაგან არცერთს არ მოჰყოლია მსჯავრდება. 223
ვინაიდან
სასამართლო
ხელისუფლება
რეჟიმის
დავალებების
შემსრულებლად
ჩამოყალიბდა,
სამართლიანი
სასამართლოს
უფლების
პრაქტიკაში
განხორციელება
მნიშვნელოვნად გაძნელდა.
224
შესაბამისად, წამება და არაადამიანური მოპყრობა სასჯელაღსრულების სისტემაშიც
სრული დაუსჯელობის ატმოსფეროში გრძელდებოდა. ასე, მაგალითად, 2009 წლის 30 მარტს,
რუსთავის №1 სასჯელაღსრულების დაწესებულების 4 პატიმარი ციხიდან გაქცევის
მცდელობის შემდეგ, ციხის ტერიტორიაზე დააკავეს (გაბლიშვილი და სხვები საქართველოს
წინააღმდეგ, no. 7088/11). როგორც დაკავებისას, ისე ციხეში შებრუნების შემდეგ, პატიმრები
ცემისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ
სასამართლო პროცესზეც განაცხადეს ძალადობის შესახებ და უარყვეს წინასწარი ჩვენებები,
რომლებიც, მათი თქმით, იძულებით დააწერინეს, არც პირველმა და არც მეორე ინსტანციის
სასამართლოებმა რეაგირება არ მოახდინეს წამების ბრალდებებზე. მათი საჩივრის
საფუძველზე დაწყებული გამოძიება ფასადური იყო: დაკითხეს მხოლოდ ის პირები,
რომლებიც თავად იყვნენ ძალადობაში მხილებულნი, არ ჩატარდა დამოუკიდებელი და
მიუკერძოებელი საგამოძიებო მოქმედებები, ხოლო 2012 წლის აგვისტოში საქმე შეწყდა,
მტკიცებულებების არქონის მიზეზით. პროკურორმა, პრაქტიკულად, გაიმეორა ციხის
თანამშრომელთა ვერსია, დაზიანებები გაქცევის დროს მიღებულ ტრავმებს მიაწერა და არ
სცადა
მომჩივანთა
პოზიციის
სიღრმისეულად
შეფასება.
დაზარალებულებს
გადაწყვეტილების შესახებ თავად არ აცნობეს და მათ ეს მხოლოდ ორი წლის შემდეგ, 2014
წელს შეიტყვეს. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ოთხი პატიმრის მიმართ დაირღვა
ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის როგორც მატერიალური, ისე პროცედურული ასპექტი:
ციხის
თანამშრომლებმა,
მართლაც,
იძალადეს
მათზე,
ხოლო
ხელისუფლებამ
ვერ
უზრუნველყო სანდო და დამოუკიდებელი გამოძიება. 225
2009 წელს, ქუთაისის №2 დაწესებულების ადმინისტრაცია სასტიკად გაუსწორდა იმ
სრულწლოვან პატიმრებს, რომლებმაც 2009 წლის პირველ ნახევარში სახალხო დამცველის
წარმომადგენლებს დაწესებულებაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე უამბეს. იმავე
დაწესებულებაში დაფიქსირდა სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ძალადობის ფაქტები –
ამჯერად რეჟიმის სამიზნეს 12 არასრულწლოვანი პატიმარი წარმოადგენდა. 226 6 ივლისს,
ღამის 2 საათზე სპეციალური დანაყოფის ნიღბიანი ოფიცრები შეიჭრნენ ციხის იმ ნაწილში,
სადაც მდებარეობდა არასრულწლოვანთა საკნები და პატიმრებს გარეთ გასვლა აიძულეს.
არასრულწლოვან პატიმრებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, სცემეს სველი
იქვე, § 27.
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2009 წლის მეორე ნახევარი, გვ. 30-33.
225 გაბლიშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (Gablishvili and others v. Georgia, no. 7088/11).
https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-189956
226 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2009 წლის პირველი ნახევარი, გვ. 82.
223
224
68
პირსახოცებითა და ბოქლომებით და დაემუქრნენ სექსუალური და სხვა სახის ძალადობით.
არასრულწლოვნებმა, ასევე, განაცხადეს, რომ აიძულეს, გაევლოთ ე.წ. ცოცხალი დერეფანი,
რომლის დროსაც აქეთ-იქით ორ რიგად ჩამწკრივებული ციხის თანამშრომლები სცემდნენ და
აფურთხებდნენ, რის შემდეგაც გადაიყვანეს საკარანტინე ბლოკში. სახალხო დამცველს ციხის
ადმინისტრაციამ განუცხადა, რომ ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. თუმცა, სახალხო
დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა არასრულწლოვანთა დათვალიერების შემდეგ
დააფიქსირეს, რომ მათ სხვადასხვა სახისა და ზომის დაზიანებები აღენიშნებოდათ.
კრიმინალური
ავტორიტეტი
უშანგი
გოდელაძე,
№7
სასჯელაღსრულების
დაწესებულებაში შეყვანის დღესვე, 2009 წლის 19 სექტემბერს, უგონო მდგომარეობაში
გადაიყვანეს ჯერ სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში, ხოლო შემდგომ, იმავე
დღეს, სამოქალაქო სექტორის კერძო კლინიკაში, სადაც 21 სექტემბერს გარდაიცვალა.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, პატიმრის სიკვდილის მიზეზი
გახდა „სხეულის ბლაგვი ტრავმის შედეგად განვითარებული მასიური სისხლჩაქცევა თავის
ტვინში. გვამს აღენიშნებოდა სიცოცხლის დროინდელი შემდეგი სახის დაზიანებები:
ნაჭდევები მარჯვენა წინამხრის, მარჯვენა სხივ-მაჯის სახსრის, ორივე მუხლის სახსრის,
მარცხენა წვივისა და ორივე კოჭ-წვივის სახსრის არეში, სისხლნაჟღენთები მარჯვენა სხივმაჯის სახსრის, მარჯვენა მხრის, მუცლის წინა და გვერდითი კედლის, მარცხენა თეძოს
ფრთის, მარცხენა წინამხრის, მარცხენა წვივისა და მარჯვენა მტევნის მე-4 თითის ძირითადი
ფალანგის არეში. აღნიშნული დაზიანებები განვითარებული იყო მკვრივი, ბლაგვი საგნის
მოქმედებით, მიეკუთვნებოდა დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის
სახიფათო.“ აღსანიშნავია, რომ საქმეზე გამოძიება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც კლინიკამ
დაზიანებების თაობაზე სამართალდამცავ ორგანოებს შეატყობინა. თუმცა, გამოძიება
გაუფრთხილებლობით
სიცოცხლის
მოსპობის
მუხლით
წარიმართა,
რაც
აშკარად
ეწინააღმდეგებოდა გვამზე აღმოჩენილი დაზიანებების ხასიათსა და სიმძიმეს, რაც,
გაუფრთხილებლობის
ნაცვლად,
პატიმრის
მიმართ
განხორციელებული
ქმედებების
გამიზნულ ხასიათზე მიუთითებდა. გამოძიების დაწყებიდან 5 თვის შემდეგაც არ იყვნენ
დაკითხულნი პოლიციელები, რომლებმაც პატიმარი დააკავეს, პიროვნება, ვინც მასთან
ერთად იქნა დაკავებული, აჭარის რეგიონული დროებითი მოთავსების იზოლატორის
თანამშრომლები, სადაც დაკავებულები მოათავსეს და ბადრაგი, რომელმაც უშანგი გოდელაძე
ბათუმიდან თბილისში გადმოიყვანა. საგამოძიებო კომისიას მომართა გარდაცვლილი
პატიმრის შვილმა, წარმოადგინა მამის ცხედარზე აღმოჩენილი დაზიანებების ამსახველი
ფოტომასალა და განაცხადა, რომ 2009 წლის 21 სექტემბერს ოჯახმა ახლობელისგან შეიტყო,
რომ უშანგი გოდელაძის ცხედარი კერძო კლინიკის მორგში ინახებოდა და მას დაზიანებები
აღენიშნებოდა. ვინაიდან გამოძიება დღემდე მიმდინარეობს, ოჯახისთვის დაუდგენელია, რა
ვითარებაში მიიღო უშანგი გოდელაძემ ის დაზიანებები, რამაც მისი გარდაცვალება
განაპირობა.227
227
განცხადება №1-4057/25.
69
რამდენიმე მახასიათებლის გამო, ტიპურ შემთხვევად შეიძლება მივიჩნიოთ მაისაიას
საქმე, რომელზეც ევროპულმა სასამართლომ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის
მატერიალური და პროცედურული ასპექტების დარღვევა დაადგინა. ვახტანგ მაისაია,
რომელიც სამხედრო ექსპერტის რანგში მწვავედ აკრიტიკებდა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს,
2008 წლის აგვისტოს შემდგომ, კერძოდ კი - 2009 წლის 5 მაისს, ჯაშუშობის ბრალდებით
დააკავეს. მისი გლდანის ციხეში მოთავსებისას, ექიმმა გააკეთა ჩანაწერი, რომ პატიმარს
არავითარი დაზიანება არ აღენიშნებოდა. 2010 წლის 25 აგვისტოს, როცა არაადამიანური
მოპყრობა აუტანელი გახდა, ვახტანგ მაისაიამ საჩივარი შეადგინა, რომელშიც აღნიშნავდა,
რომ წინა დღით, მას, მორიგ ჯერზე, სასტიკად გაუსწორდნენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ
იყო, ვინაიდან, 2009 წლის მაისსა და ივნისს შორის პერიოდში, მას რეგულარულად სცემდნენ.
მისი მოთხოვნით ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის თანახმად, პატიმარს ჰქონდა
არასათანადო მოპყრობის ნიშნები – მრავლობითი სისხლჩაქცევები და დაზიანებები სახესა და
სხეულზე. ევროპული სასამართლოს წინაშე, ვახტანგ მაისაია აღნიშნავდა, რომ 2010 წელს
სასჯელაღსრულების სისტემის გენერალურ ინსპექციაში საჩივრის შეტანის გამო, მას ციხის
ოფიცრები მოკვლით ემუქრებოდნენ.
მოცემულ საქმეზე ეფექტიანი
გამოძიება
არ
ჩატარებულა
და
დამნაშავეები
პასუხისგებაში მიცემულნი არ ყოფილან, მიუხედავად იმისა, რომ პატიმარი მასზე მოძალადე
პირების გვარებსა და სახელებს მიუთითებდა.
სტრასბურგის სასამართლო მაისაიას საქმეზე ოჩიგავას ცნობილ პრეცედენტს დაეყრდნო
და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მოცემულ პერიოდში საქართველოს ციხეებში პატიმრებზე
ძალადობა იყო „სისტემატური და სისტემური“. ამ მხრივ, არც მაისაიას შემთხვევა იყო
გამონაკლისი და ასახავდა იმ ტიპურ მოპყრობას, რომელსაც საქართველოს პატიმრები იმ
დროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ექვემდებარებოდნენ. 228 ამასთან, მაისაიას
საქმე 229 ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ უსწორდებოდა სააკაშვილის რეჟიმი,
განსაკუთრებით კი 2008 აგვისტოს ომში განცდილი მარცხის შემდეგ, იმ სამხედრო პირებსა და
ექსპერტებს, ვინც ომთან დაკავშირებით განსხვავებული აზრის გამოთქმას გაბედავდა და
მარცხს გამარჯვებად არ შეაფასებდა. 230
2010-2011 წლები - სისტემატური და სისტემური ძალადობის საყოველთაოობა
მაისაია საქართველოს წინააღმდეგ (Maisaia v. Georgia, no. 75969/14), https://hudoc.echr.coe.int/?i=001-233409
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ვახტანგ მაისაიას პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირის სტატუსი
მიენიჭა. იხ. საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილება N76-Iს პოლიტიკური ნიშნით
დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ.
230 წინამდებარე დასკვნის თავი „სახელმწიფო წარმომადგენლების მიერ ჩადენილი მკვლელობები და ძალადობა“
(პაატა ქარდავას, დავით ცინდელიანის, სერგო თეთრაძის საქმეები).
228
229
70
2009 წლის 17 სექტემბერს, სახალხო დამცველის პოზიციაზე მუშაობას შეუდგა გიორგი
ტუღუში, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული პირი იყო. 231
2010 წელს უმძიმესი პირობები შეიქმნა ორთაჭალის №1, ბათუმის №3, ზუგდიდის №4,
№5 ქალთა, რუსთავის №6, თბილისის №10, თბილისის №12, ხონის №13, გეგუთის №14, ქსნის
№15, რუსთავის №17 და ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო
დაწესებულებებში.
2010 წელს გარდაცვლილ პატიმართა საკმაოდ დიდ ნაწილს ვირუსული ჰეპატიტი ან
მისი რომელიმე გართულება აღენიშნებოდა. გარდაცვლილთა 15 %-ს სიცოცხლეში
განუვითარდა ღვიძლის ციროზი ან მასთან დაკავშირებული გართულებები. 2010 წლის
პირველ ნახევარში გარდაცვლილთა 47,4%-ს სიცოცხლეში ვირუსული ჰეპატიტის დიაგნოზი
ჰქონდა დასმული, ზოგიერთს აღენიშნებოდა სიცოცხლისთვის საშიში გართულებები.
2010 წლის დასაწყისისთვის სასჯელაღსრულების სისტემაში სულ რეგისტრირებული
იყო აივინფექციის 229 შემთხვევა, მათგან გარდაიცვალა 35 (9 - ციხეში). 2010 წელს
გამოვლენილი 99 ინფიცირებულიდან ანტირეტროვირუსულ მკურნალობაზე იმყოფებოდა
მხოლოდ 60 პაციენტი. სახალხო დამცველის თანახმად, ლ. სამხარაულის სახელობის
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ზოგიერთი ექსპერტი კვლავ არ ატარებდა იმ
გარდაცვლილ
პატიმართა
აივინფიცირებულები იყვნენ.
სასამართლო
სამედიცინო
ექსპერტიზას,
რომლებიც
232
2007 წლის 8 დეკემბერს გახსნილ გლდანის №8 დაწესებულებაში არაადამიანური და
ღირსების შემლახველი პირობები სუფევდა, მათ შორის, კარანტინში. 233 საკარანტინე
საკნებიდან 7 განკუთვნილი იყო იმ პატიმრების მოსათავსებლად, რომლებიც გაჰყავდათ
სასამართლო პროცესებზე. რაკი ამ საკნებს მოსაცდელის ფუნქცია ჰქონდა, მათში იდგა
მხოლოდ სკამები. მიუხედავად ამისა, ეს
საკნები გამოიყენებოდა, როგორც დამატებითი
საკარანტინე ოთახები და იქ რამდენიმე დღით, ხშირად რამდენიმე კვირითაც, ათავსებდნენ
პატიმრებს. პატიმრებს ეძინათ სკამებზე ან პირდაპირ ბეტონის იატაკზე. დაწესებულების
ადმინისტრაცია არ აძლევდა მათ ლეიბებსა და გადასაფარებლებს.
დანარჩენ 8 საკანში განთავსებული იყო, ჯამში, 48 საწოლი. საკნებს ჰქონდა მცირე ზომის
ფანჯრები, რომლებიც სანახევროდ იღებოდა. საწოლებზე არ იყო დაგებული ლეიბები და
გადასაფარებლები. არასათანადო ვენტილაციის გამო, იდგა სპეციფიკური სუნი. პატიმრების
განმარტებით,
კარანტინში
ყოფნის
პერიოდში
მათ
არ
მიეწოდებოდათ
ჰიგიენური
საშუალებები და არ ჰქონდათ შხაპის მიღების საშუალება, ასევე, ვერ სარგებლობდნენ
გასეირნების უფლებით. საპირფარეშოებში ხშირად არ იყო ნათურა და ზოგ საკანში მოშლილი
იყო წყალგაყვანილობის სისტემა. პატიმართა გადმოცემით, ექიმი მათ ნახულობდა მხოლოდ
დაწესებულებაში შეყვანისას. კარანტინში ყოფნის პერიოდში სამედიცინო დახმარება მათთვის
231 2012 წლის 18 სექტემბერს ციხის კადრების გავრცელების შემდეგ, გიორგი ტუღუში მიხეილ სააკაშვილმა
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრად დანიშნა.
232 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2010 წ., გვ. 111.
233 იქვე, გვ. 32-41.
71
სრულიად მიუწვდომელი იყო. 2010 წლის განმავლობაში კარანტინში განთავსებული
მხოლოდ რამდენიმე ავადმყოფი პატიმარი მოინახულა ექიმმა და ისიც – მხოლოდ სახალხო
დამცველის ჩარევის შედეგად. 234
„სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში რომ მოდიოდა და კამერებიდან ისმოდა ღმუილის
ხმა და მტვრევა-მსხვრევა, ერთს არ გაიხედავდა, საიდან მოდისო. დაპროგრამებულივით
ერთ ადგილას გაივლიდა, მერე გამოივლიდა და არაფერს არ აკეთებდა. მერე გახდა
ციხეების მინისტრი და გააქრო საბუთები იმის შესახებ, რომ ღამე გავყავდით კამერებიდან,
ავყავდით [ალექსანდრე] მუხაძესთან, რომელიც ხელბორკილით მაბამდა და მცემდა.“ 235
„ყინწვისის სპეცოპერაციის“ მსხვერპლი ზაზა გვიმრაძე
გლდანის №8 დაწესებულებაში პატიმრებს, დასჯის მიზნით, ხშირად ათავსებდნენ
კარანტინში, თუმცა დასჯის ეს მეთოდი არცერთ საკანონმდებლო აქტში არ იყო გაწერილი და,
შესაბამისად, იყო სრულიად უკანონო. საკარანტინე განყოფილებაში არ აწარმოებდნენ
საკარანტინე საკნებიდან საცხოვრებელ საკნებში გადაყვანილ პატიმართა აღრიცხვიანობის
ჟურნალს, რის გამოც, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო იმის შემოწმება, რეალურად რამდენ
ხანს იმყოფებოდნენ პატიმრები კარანტინში. იქ მოთავსებული პატიმრებისგან მიღებული
ინფორმაციით, მათი საკარანტინე ოთახში დაყოვნების პერიოდი იყო 1-დან 15 დღემდე.
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის
სიმძიმეს არა მხოლოდ პატიმრების მიმართ გამოყენებული ფიზიკური ძალადობა, არამედ ის
არაადამიანური პირობებიც მოწმობდა, რომელშიც მათ უხდებოდათ ცხოვრება. რუსთავის
№17 დაწესებულების I, II, III და IV საცხოვრებელ კორპუსებში ანტისანიტარია სუფევდა,
საკნებში დღის შუქი ვერ შედიოდა, რადგან ფანჯრების ზომა ვერ უზრუნველყოფდა მათ
ბუნებრივ განათებას, ზოგიერთ საკანში მოშლილი იყო ონკანი, ზოგში არ იყო ნათურები.
ირღვეოდა პირადი ჰიგიენისთვის აუცილებელი მოთხოვნებიც, მაგალითად, დახურული
ტიპის
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებების
უმეტესობაში
აბანოთი
უზრუნველყოფდნენ კვირაში ერთხელ, ხოლო ზუგდიდის №4 დაწესებულებაში – 10 დღეში
ერთხელ. 236 რაც შეეხება საპარიკმახერო მომსახურებას, აღნიშნული თითქმის ყველა
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უგულებელყოფილი იყო და პატიმრები ან ერთმანეთს
ჭრიდნენ თმას, ან სამეურნეო ნაწილში ჩარიცხული მსჯავრდებული ითავსებდა ამ ფუნქციას.
საგამოძიებო კომისიის მიერ ჩატარებული სამუშაოს შედეგად, დადგენილად უნდა
ჩაითვალოს, რომ თავისუფლების აღკვეთის ადგილებში არსებული ვითარების, მათ შორის,
საპატიმრო პირობების, გაუმჯობესება არ წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობის“
პრიორიტეტს.
პირიქით,
წამება,
არაადამიანური
პირობები,
არაადამიანური
ან
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2010 წ., გვ. 33-34.
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 9 ივნისის N35 სხდომაზე ზაზა გვიმრაძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
236 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2010 წ., გვ. 39.
234
235
72
დამამცირებელი მოპყრობა ან დასჯა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ იყო მართვის
ინსტრუმენტი, რადგან ამ გზით ხდებოდა პატიმრებზე, მათ ოჯახებსა და მეგობრებზე
ფსიქოლოგიური ზეწოლა, მათგან სხვადასხვა სარგებლის მიღება (ბიზნესის წართმევა,
პოლიტიკური ველიდან ჩამოშორება, განსხვავებული აზრის ჩახშობა, საარჩევნოდ ხმების
მობილიზება და სხვ.), ან პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან მათთვის მიუღებელ
მოქალაქეზე პირადი შურისძიება. ეს ყოველივე კი, ჯამში, საზოგადოების დამორჩილებასა და
ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით, შიშის გამეფებას ემსახურებოდა. თამამად შეიძლება
ითქვას, რომ საქართველოში დათრგუნული, პატივაყრილი და დადუმებული საზოგადოების
ჩამოყალიბება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ მიზანს წარმოადგენდა.
ერთიანი საგანგაშო სურათის დასანახად, საკმარისია, გავეცნოთ სახალხო დამცველის
2010 წელს გაცემულ რეკომენდაციებს, რომლითაც ხელისუფლებისგან მოთხოვნილი იყო,
უმოკლეს ვადებში მოეხდინათ ორთაჭალის №1, ბათუმის №3, ზუგდიდის №4 და ხონის №13
დაწესებულებების დახურვა, ხოლო დანარჩენ დაწესებულებებში უზრუნველეყოთ სათანადო
რემონტი. სახალხო დამცველი დახურვის რეკომენდაციას იმ დაწესებულებებზე გასცემდა,
რომლებიც არც თითოეულ პატიმარზე გამოყოფილი ფართის მხრივ, არც განათების,
ვენტილაციის, გათბობის, ჰიგიენის თვალსაზრისით, არ შეესაბამებოდა არანაირ სტანდარტს,
ინფრასტრუქტურა კი იმდენად მოძველებული იყო, რომ გარემონტებას არ ექვემდებარებოდა.
სახალხო დამცველის რეკომენდაციების თანახმად, ხელისუფლებას უნდა უზრუნველეყო:
ყველა დაწესებულების საკნების სათანადო ბუნებრივი და ხელოვნური განათება, ვენტილაცია
და გათბობა; პატიმრებისთვის ნორმალური საძილე პირობების შექმნა, რისთვისაც პატიმრები
უნდა უზრუნველეყოთ სათანადო ლეიბებითა და თეთრეულით; პატიმარი დედებისთვის
საკმარისი
ინფრასტრუქტურის
გამოყოფა,
რათა
ყველა
მსურველს
შეძლებოდა,
კანონმდებლობის შესაბამისად, თავისთან ჰყოლოდა 3 წლამდე ასაკის ბავშვი; ყველა ნახევრად
ღია ტიპის დაწესებულებაში მსჯავრდებულებს მისცემოდათ 6-8 საათი სუფთა ჰაერზე
ყოფნის, ხოლო ყველა დახურული ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმრებს ̶
ყოველდღიური ერთსაათიანი გასეირნების საშუალება; ყველა სასჯელაღსრულების
დაწესებულებაში პატიმრებისთვის კვირაში ორჯერ შხაპის მიღებისა და თვეში ერთხელ
საპარიკმახერო
მომსახურების
მიღების
შესაძლებლობა.
სახალხო
დამცველი,
ასევე,
მოუწოდებდა, გაუქმებულიყო ე.წ. ბარაკული სისტემა და რეკომენდაციას უწევდა საკნის
ტიპის სისტემაზე გადასვლას. 237
ბარაკული სისტემის ერთ-ერთი სავალალო მაგალითი იყო ქსნის №15 დაწესებულების,
ე.წ. ძველ ზონაში განთავსებული სამი ბარაკული ტიპის საცხოვრებელი კორპუსისა და ერთი
სამედიცინო ნაწილის მდგომარეობა. 238 ხანძრის შედეგად დაზიანებულ საცხოვრებელ ბარაკში
ჩატარებული სარემონტო სამუშაოების მიუხედავად, საცხოვრებელი კორპუსის მეორე
სართულის
ერთ-ერთი
საცხოვრებელი
ნაწილი
გაურემონტებელი
დარჩა
და
მასში
განთავსებული იყო 40 მსჯავრდებული. ბარაკი გაყოფილი იყო ოთხ ნაწილად ბრეზენტით.
237
238
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2010 წ., გვ. 41.
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2011 წ., გვ. 302-303.
73
იატაკი იყო ბეტონის და ალაგ-ალაგ – ამოტეხილი. გათბობის საშუალებად გამოიყენებოდა
ელექტროქურები, რომლებიც არ იყო საკმარისი გასათბობად და ბარაკში ციოდა. იქ არსებული
პირობების გამო, მსჯავრდებულები ვერ ახერხებდნენ სისუფთავის დაცვას. ამავე ნაწილში
განთავსებული იყო საპირფარეშო, რომლის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა იყო
ძალიან ცუდი. რაც შეეხება გარემონტებულ ნაწილს, აღსანიშნავია, რომ სარემონტო
სამუშაოების ჩატარების შემდეგ, პირველი სართულის ნაწილში იყო სასადილო ოთახი, სადაც
მსჯავრდებულები დღის განმავლობაში სამჯერ იღებდნენ საკვებს. სასადილოში არ იყო
არანაირი გათბობის საშუალება და მონიტორინგის დროს იყო გაუსაძლისი სიცივე. იმავე
შენობის პირველ სართულზე მოთავსებული იყო 172 მსჯავრდებული, ხოლო მეორეზე – 156.
თითოეული სართულის ფართობი შეადგენდა 343 მ2-ს. ორივე სართულზე გათბობის
საშუალებად გამოიყენებოდა 4-4 ელექტროქურა, რომლებიც არ იყო საკმარისი და ბარაკში,
ისევე, როგორც ამავე ნაწილის სხვა ბარაკებში, ციოდა. აღნიშნულს ემატებოდა ისიც, რომ
მეორე სართულზე არ იყო ჭერი და ბარაკი პირდაპირ გადახურული იყო თუნუქით.
მსჯავრდებულებს არ ჰქონდათ ტუმბოები, რის გამოც მუყაოს ყუთებში ან დიდი ზომის
პოლიეთილენის პარკებში ალაგებდნენ თავიანთ ტანსაცმელს. იატაკი იყო ბეტონის, კედლები
კი ̶ ცემენტით შელესილი. მსჯავრდებულთა განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი
ყოველდღიურად ალაგებდნენ საცხოვრებელ ბარაკს, შეუძლებელი იყო სისუფთავის დაცვა და
მათი საწოლები და პირადი ნივთები მუდმივად იყო დამტვერილი. ბარაკში არ იყო
ცენტრალური ვენტილაციის სისტემა, ხოლო 1 მ2 ფართობის 7 ფანჯარა ვერ უზრუნველყოფდა
343 მ2 ფართობის ბარაკის ბუნებრივ განათებასა და განიავებას. თითოეული
მსჯავრდებულისთვის გამოყოფილი ფართი პირველ სართულზე იყო 1,9 მ2, ხოლო მეორეზე –
2,1 მ2. იმავე საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ფლიგელის ერთ-ერთ ნაწილში ჩამოდიოდა
წყალი,
რის
გამოც
პოლიეთილენის
იყო
პარკებს.
სინესტე
მეორე
და
საწოლებზე
ორსართულიან
მსჯავრდებულები
შენობაში
აფარებდნენ
მსჯავრდებულებისთვის
განკუთვნილი იყო 588 ადგილი. საცხოვრებელი ბარაკი წლების განმავლობაში არ
გარემონტებულა. მისი სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა არ იყო დამაკმაყოფილებელი.
გავრცელებული იყო ტარაკნები. ორივე სართულზე საპირფარეშოებში მწყობრიდან იყო
გამოსული წყალგაყვანილობის სისტემა და სველი წერტილების სანიტარიულ-ჰიგიენური
მდგომარეობა იყო ძალიან ცუდი. მსჯავრდებულები თბებოდნენ ელექტროქურებით, რაც არ
იყო საკმარისი ოთახების გასათბობად. აღნიშნული ბარაკის საცხოვრებელი ფართი იყო 913 მ2
და თითოეული მსჯავრდებულისთვის გამოყოფილი იყო 1,55 მ2.. მესამე შენობაში, ე.წ.
სამედიცინო ნაწილში, პირველ სართულზე განთავსებული იყო საშხაპე ოთახი, რომელსაც არ
ჰქონდა ფანჯრები, ასევე, არ არსებობდა ვენტილაციის ცენტრალური სისტემა. იატაკზე
დაგებული იყო კერამიკული ფილები, თუმცა იყო სინესტე და ალაგ-ალაგ ჩამოყრილი
ბათქაში. საშხაპე ოთახს იყენებდნენ სამრეცხაოდაც. ე.წ. სამედიცინო ნაწილის სავალალო
მდგომარეობის
გამო,
ამ
შენობაში
ავადმყოფთა
განთავსება
იყო
დაუშვებელი.
დაწესებულებაში იყო ე.წ. ძველი სამედიცინო ნაწილი, სადაც მოთავსებულები იყვნენ
ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მსჯავრდებულები. შენობის უკიდურესად ცუდი
მდგომარეობის გამო, იქ ადამიანის მოთავსება ასევე დაუშვებელი იყო.
74
2011 წლის 1 იანვრისთვის საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში 23 684
პატიმარი იყო განთავსებული (21 098 პატიმარი იყო 2010 წლის 1 იანვარს). ერთი წლის
განმავლობაში პატიმრების რაოდენობა 2 586-ით გაიზარდა, ხოლო 2004 წლიდან 2011 წლის 1
იანვრამდე ̶ 17 030-ით. ამის მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავაც განუხრელად
აგრძელებდა მიხეილ სააკაშვილის მიერ 2006 წლის 14 თებერვალს საქართველოს
პარლამენტში გაცხადებული „ყველა ციხეში“-ს პოლიტიკას.
„ნაციონალური
მოძრაობის“
გარდა,
ყველასთვის
ცხადი
იყო,
რომ
ციხეების
გადატვირთულობა მხოლოდ ახალი დაწესებულებების აშენებით არ მოგვარდებოდა. უფრო
მეტიც, საზოგადოებამ დაინახა, რომ საპატიმროებში შექმნილი ვითარება „ნაციონალურ
მოძრაობას“ აწყობდა და ამ სისტემის მოსაშლელად უფრო გლობალური, პოლიტიკური
ცვლილებები იყო საჭირო.
სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს მიმართა წინადადებით, საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსში შეეტანათ შესაბამისი ცვლილებები და „ნაციონალური
მოძრაობის“ მიერ 2006 წლის დეკემბერში შემოტანილი სასჯელთა შეკრებითობის პრინციპი
შთანთქმის პრინციპით შეეცვალათ; განეხორციელებინათ საზოგადოებისთვის ზოგიერთი,
ნაკლებად
საშიში,
საქართველოს
დანაშაულის
პატიმრობის
დეკრიმინალიზაციისთვის
კოდექსში
შეეტანათ
საჭირო
შესაბამისი
ზომები;
ცვლილებები,
ასევე,
რომლის
მიხედვითაც, თითოეულ პატიმარზე განისაზღვრებოდა 4 მ საცხოვრებელი ფართი. ამ
2
მიმართვებს შედეგი არ მოჰყოლია.
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების უფლების
დარღვევამ სისტემური ხასიათი მიიღო, რომლის ერთადერთ მიზეზად მომსახურების
ხელმისაწვდომობის არასათანადო ხარისხი, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობა ან
კიდევ სხვა, საკუთრივ სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებები
ვერ ჩაითვლება. სავალალო მდგომარეობას ხელს უწყობდა ჯანდაცვის დარგობრივი უწყების
მხრიდან
პატიმართა
სიცოცხლისა
და
ჯანმრთელობის
ხელყოფის
ფაქტებისადმი
დანაშაულებრივი ნიჰილიზმიც. კერძოდ, 2010 წელს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომ – ჯანდაცვის სამინისტრო) სამედიცინო
საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა
სამკურნალო
დაწესებულებაში
დაადგინა
უკანონო
საექიმო
საქმიანობის
ფაქტები:
კარდიოლოგის ნაცვლად ჩანაწერი გაკეთებული ჰქონდა ექიმ ორთოპედ-ტრავმატოლოგს,
ხოლო უმცროსმა ექიმმა, რომელსაც არცერთ სპეციალობაში არ ჰქონდა სახელმწიფო
სერტიფიკატი, პაციენტს გაუწია სამედიცინო მომსახურება. მიუხედავად ამისა, სააგენტომ
განაცხადა, რომ ფაქტის ჩადენიდან 2-თვიანი ვადა იყო გასული და ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმს ვერ შეადგენდა, საქმის სასამართლოში გადაგზავნის მიზნით. სხვა
რეაგირება ჯანდაცვის სამინისტროსგან ამ ფაქტებს არ მოჰყოლია, რის გამოც, არ ყოფილა
დასმული შესაბამის პირთა პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხიც. 239
239
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2010 წ., გვ. 77.
75
ჯანდაცვის სამინისტროს არც სხვა პრობლემების აღმოსაფხვრელად არ უზრუნია.
მაგალითად,
სასჯელაღსრულების
დაწესებულებებში
პრობლემური
იყო
ისიც,
რომ
სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაცია არ იწარმოებოდა სრულად და უნიფიცირებული
სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმების შესაბამისად, რითაც ირღვეოდა საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №108
ბრძანება. ასევე, სასჯელაღსრულების სისტემაში მომუშავე ექიმთა გარკვეული ნაწილი
დაწესებულების ადმინისტრაციის ზეგავლენის ქვეშ ექცეოდა ან მათი ინსტრუქციით
მოქმედებდა:
სასჯელაღსრულების სისტემის
ექიმები სამედიცინო
გადაწყვეტილების
მიღებისას, უპირატეს მნიშვნელობას ციხის ადმინისტრაციის აზრს ანიჭებდნენ და არა –
პაციენტის საუკეთესო ინტერესებს. უფრო მეტიც, ექიმები მონაწილეობდნენ პატიმართა
დასჯის პროცესში – ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, ყველა დაწესებულებაში სამარტოო
საკანში (ე.წ. კარცერი) მოთავსების წინ, ექიმი ხელს აწერდა ჯანმრთელობის მდგომარეობის
შესახებ დოკუმენტს, რომელიც გარკვეულ სანქცირებას წარმოადგენდა, რომ კონკრეტული
პატიმარი გაუძლებდა არაადამიანურ მოპყრობას. ახლად მიღებულ პატიმართა სამედიცინო
დათვალიერებას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონდა.240 სასჯელაღსრულების ჯანდაცვის
სისტემაში უხეშად ირღვეოდა კონფიდენციალურობისა და საექიმო საიდუმლოს დაცვის
პრინციპები. პაციენტთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის მათ შესახებ არსებული
სამედიცინო ჩანაწერები ხელმისაწვდომი არ იყო. სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ
ჩატარებული
მონიტორინგის
დროს,
აღინიშნა
არაერთი
შემთხვევა,
როცა
სასჯელაღსრულების
დაწესებულებებში
იმყოფებოდნენ
პატიმრები,
რომელთა
ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუთავსებელი იყო ხანგრძლივ პატიმრობასთან. 241
„იქ, პატიმარი უბრალოდ ყველას ეზიზღებოდა, ექიმის ჩათვლით.“ 242
„ყინწვისის სპეცოპერაციის“ მსხვერპლი ნიკოლოზ გოგუაძე
ხშირ შემთხვევაში, ირღვეოდა პატიმართა პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის
უფლებაც – კანონით დადგენილი ხანგრძლივობის პაემნით სარგებლობა პრობლემური იყო
ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ზუგდიდის №4 საპყრობილეში ხანმოკლე
პაემანიც კი არ იყო სრულყოფილად ნებადართული, რადგან, პატიმართა გადმოცემით, მათ
ეძლეოდათ 20-25 წუთზე ნაკლები დრო, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით ხანმოკლე
პაემანი უნდა მოწყობილიყო 1-დან 2 საათამდე ხანგრძლივობით. ამას ემატებოდა ისიც, რომ
პატიმრებს ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ურთიერთობა უწევდათ შუშის ბარიერის
პირობებში, ტელეფონის საშუალებით. ისეთი პაემანი, რომელიც შუშის ბარიერის პირობებში
მიმდინარეობს და ყოველგვარ ფიზიკურ კონტაქტს გამორიცხავს, მხოლოდ ინდივიდუალურ
იქვე, გვ. 86.
იქვე, გვ. 95.
242 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 9 ივნისის N35 სხდომაზე ნიკოლოზ გოგუაძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და ვიდეოჩანაწერი
240
241
76
შემთხვევებში და შესაბამისი დასაბუთებით უნდა მოეწყოს. 243 მისი განზოგადებული
გამოყენება არღვევს ევროპული კონვენციის მე-8 მუხლს. 244
„ციხეში დედასთან ერთად შევდიოდი, არასრულწლოვანი ვიყავი, ვერც ვეხებოდი
საკუთარ მამას, შუშის იქით იყო. ფეხზეც ჯაჭვები ჰქონდა მობმული, ისე გამოჰყავდათ.“
ბესარიონ ხარძიანი, დაპატიმრებული ბიზნესმენის, ბესარიონ ხარძიანის ვაჟი 245
„ციხის
ევროპული
წესების“
თანახმად,
პაემნების
ორგანიზება
ისე
უნდა
განხორციელდეს, რომ პატიმრებს საშუალება მიეცეთ, შეინარჩუნონ და განავითარონ
ოჯახური ურთიერთობები მაქსიმალურად ნორმალურ გარემოში. ციხის ადმინისტრაცია
უნდა დაეხმაროს პატიმრებს გარე სამყაროსთან ადეკვატური კონტაქტის შენარჩუნებაში და
უნდა უზრუნველყოს ისინი შესაბამისი მხარდაჭერით. 246
ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში
წლიდან წლამდე რომ უარესდებოდა, ამას ადასტურებს 2010 წლის 26 თებერვალს გეგუთის
№14 დაწესებულებაში დაწყებული მასობრივი შიმშილიც, რითიც პატიმრებმა
დაწესებულების კარცერში დასჯილი მსჯავრდებულის გარდაცვალება გააპროტესტეს.
შიმშილობის
მესამე
დღეს,
სასჯელაღსრულების
28
თებერვალს,
დეპარტამენტისა
და
მსჯავრდებულებთან
დაწესებულების
სასაუბროდ
ადმინისტრაციის
თანამშრომლები მივიდნენ. მსჯავრდებულებმა მათ განუმარტეს, რომ დაწესებულებაში
სისტემატური ხასიათი ჰქონდა პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, მათ შორის,
პატიმართა კარცერში უმიზეზოდ მოთავსებას და მათ მიმართ ძალადობას. ამ საუბრის შემდეგ,
საღამოს
საათებში,
დაწესებულებაში
შევიდა
სწრაფი
რეაგირების
სპეციალური
დანიშნულების რაზმი. მათ საცხოვრებელ კორპუსებში ჩაატარეს ჩხრეკა, შემდეგ სიით
გამოიძახეს რამდენიმე პატიმარი, ხოლო დანარჩენებს უთხრეს, რომ საკვების მიღების დრო
იყო. ის მსჯავრდებულები, რომლებმაც უარი განაცხადეს საკვებზე, გაატარეს სპეცრაზმის ე.წ.
კორიდორში, სადაც მათ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ამის შემდეგ, 200-მდე პატიმარი,
პირველ რიგში კი, ისინი, ვინც შიმშილობის შეწყვეტაზე უარი განაცხადა, გადაიყვანეს
სხვადასხვა დაწესებულებაში. ამ სადამსჯელო ოპერაციისთვის არავის პასუხისმგებლობის
საკითხი არ დამდგარა. 247
რთული იყო ქსნის №15 დაწესებულებაში განთავსებული პატიმრების მდგომარეობაც,
რომლებსაც
ამცირებდნენ,
გადმოჰყავდათ
ამ
სცემდნენ,
დაწესებულებაში,
ექცეოდნენ
მას
უხეშად.
აყენებდნენ
როცა
მუხლებზე,
მსჯავრდებული
ამ
მოთხოვნის
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2010 წ., გვ. 44.
ადამიანის უფლებების ევროპული კონვენცია, https://www.echr.coe.int/documents/d/echr/convention_kat
245 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 21 მარტის N3 სხდომაზე ბესარიონ ხარძიანის ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და ვიდეოჩანაწერი.
246 ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია Rec(2006)2, „ციხის ევროპული წესები“. chromeextension://efaidnbmnnnibpcajpcglclefindmkaj/https://rm.coe.int/09000016809ee581
247 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2010 წ., გვ. 23-24.
243
244
77
შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, სცემდნენ. ნებისმიერი დისციპლინური გადაცდომის
დროს, კარცერში მოთავსებასთან ერთად, პატიმრებს ფიზიკურად და სიტყვიერად
შეურაცხყოფდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი გამოხატავდნენ სახალხო დამცველთან
დაკავშირების სურვილს, დაწესებულებაში ითიშებოდა ტელეფონები და მათ ემუქრებოდნენ
სასჯელის დამატებით, ზოგი გადაჰყავდათ საპყრობილის რეჟიმზე და ზოგს სცემდნენ.
მძიმე ვითარება იყო ქსნის №7 დაწესებულებაშიც, რომელიც ოფიციალურად 1 600 პირზე
იყო გათვლილი, მაგრამ მასში, 2010 წლის თებერვალში, 2 895 პატიმარი იყო განთავსებული. 248
ღია ნაწილში განთავსებული 2 733 პატიმარი განაწილებული იყო ორ შენობაში (ერთ-ერთ
მათგანში მანამდე სასადილო იყო) და რამდენიმე დიდ კარავში. შენობების სიძველე და მძიმე
მდგომარეობა
ყოველგვარ
მოლოდინს
აჭარბებდა.
აღნიშნული
დაწესებულება
ექსპლოატაციაში 1950-იან წლებში შევიდა და შენობები არ გარემონტებულა ათწლეულების
განმავლობაში, სახურავის ნაწილები გადამძვრალი იყო და ბევრ ფანჯარას მინა არ ჰქონდა.
პატიმრებს შენობებსა და კარვებში სივრცეები გადატიხრული ჰქონდათ საბნებით, ნაჭრებითა
და მუყაოთი. თითოეული ასეთი „ტიხრის“ მიღმა, სამ-ოთხ რიგად ეწყო საწოლები,
რომლებშიც პატიმრებს მორიგეობით ეძინათ. აქ ისეთი სიტუაცია იყო, რომ აზრი არ ჰქონდა
საცხოვრებელი ფართის სტანდარტებზე საუბარს. ცენტრალური გათბობა არ არსებობდა და
მის მაგივრად პატიმრები ღია ელექტროსპირალებით თბებოდნენ, რაც საშიში და არასაიმედო
იყო. 249 ამის გამო, 2010 წლის 6 მარტს დაწესებულებაში მოხდა ხანძარი და დაიღუპა ერთი
პატიმარი, განადგურდა საცხოვრებელი შენობის ნაწილი.
ღია ნაწილში განთავსებული 2 733 პატიმრისთვის, განცალკევებით მდგომ შენობაში
მოწყობილი იყო დაახლოებით 30 უნიტაზი, ამავე რაოდენობის პირსაბანი და 11 შხაპი.
აქაურობა „ამაზრზენი“ (execrable) სანახავი იყო, ყველაფერი უკიდურესად ჭუჭყიანი და
დაშლილი იყო, ციოდა და განმარტოების საშუალებაც არ იყო. ამავე დაწესებულების
საპყრობილის ნაწილი შედგებოდა 25 საკნისგან, რომელთა უმეტესობა გადატვირთული იყო
(მაგ., 10 პატიმარი 32 მ2 ფართობის საკანში). საკნებში დღის სინათლე ცუდად შემოდიოდა,
განათება და სავენტილაციო სისტემა ცუდად მუშაობდა; საკნების კედლები ჩამონგრეული იყო
და იქაურობა სავსე იყო ტარაკნებითა და სხვა სახის პარაზიტებით.250
გეგუთის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რომლის ოფიციალური ტევადობა
2 600 პატიმარს შეადგენდა, 2010 წლის თებერვალში 2 921 მსჯავრდებული იმყოფებოდა.
პატიმრებს აქაც მორიგეობით ეძინათ (მაგალითად, 300 მ2 ფართობის ოთახში 140 საწოლს 175
პატიმარი ინაწილებდა; 200 მ2 ფართობის ოთახში 84 საწოლს 108 პატიმარი ინაწილებდა).
ზოგიერთ საერთო საცხოვრებელში კედლები ნესტიანი იყო და ამის გამო ალაგ-ალაგ
ჩამონგრეულიც. სანიტარიული კვანძი ყველა საცხოვრებელს ჰქონდა, თუმცა უნიტაზებისა და
ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიში, 2010 წლის 5-15
თებერვალი, სტრასბურგი, 2010 წლის 21 სექტემბერი, § 65.
249 ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიში, 2010 წლის 5-15
თებერვალი, სტრასბურგი, 2010 წლის 21 სექტემბერი, § 66.
250 იქვე, § 67.
248
78
პირსაბანების რაოდენობა საკმარისი არ იყო იქ მცხოვრები პატიმრებისთვის. 251 საშხაპეებში არ
ჰქონდათ ცხელი წყალი. გეგუთის დაწესებულება არ უზრუნველყოფდა პატიმრებს პირადი
ჰიგიენის ნივთებითა თუ საშუალებებით (პატიმრებს რეგულარულად საპონსაც არ
აძლევდნენ), არც თეთრეულით. 252
მთელ სასჯელაღსრულების სისტემაში მძიმე იყო ინფექციური დაავადებების კუთხით
არსებული მდგომარეობა. ტუბერკულოზის გავრცელება კვლავაც მნიშვნელოვან პრობლემად
რჩებოდა. ახალი პატიმრების შემოსვლისას შემოწმება ტუბერკულოზზე არ ტარდებოდა.
ტუბერკულოზის გამოვლენა ეფუძნებოდა პასიურ მეთოდს, ანუ მოლოდინს – როდის
მოითხოვდა ტუბერკულოზის ნიშნების მქონე პატიმარი ექიმთან შეხვედრას.253
როგორც წინა წლებში, ზოგიერთ დაწესებულებაში ტუბერკულოზის ჩხირების
მატარებელი პატიმრები, სამედიცინო დაწესებულებაში სამკურნალოდ გადაყვანამდე, არ
იყვნენ გაცალკევებულნი ჯანმრთელებისგან. გეგუთის დაწესებულებაში ასეთი პატიმრები
მოთავსებულნი იყვნენ ცალკე საკანში, მაგრამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას ისინი
ერთი ან ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ელოდებოდნენ, რაც აგვიანებდა მკურნალობის
დაწყებას. არ ხდებოდა იმ პატიმრების შემოწმება, რომლებთანაც ტუბერკულოზის ჩხირების
მატარებელ პატიმრებს ჰქონდათ ურთიერთობა ჩხირების აღმოჩენამდე. 254
ზემომოყვანილი ფაქტები ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის დელეგაციამ
დაადგინა 2010 წლის 5-15 თებერვალს საქართველოში ვიზიტისას. დელეგაციამ გლდანის №8
დაწესებულებაც მოინახულა, სადაც, იმ დროისთვის, 3 580 პატიმარი იყო განთავსებული.
დელეგაციის წევრებს არასათანადო მოპყრობის შესახებ არც ერთი საჩივარი არ მიუღიათ,
მაგრამ, როგორც აღნიშნეს, ამ დაწესებულებაში ყოფნისას ცემის შესახებ ინფორმაცია სხვა
დაწესებულებებში გადაყვანილმა პატიმრებმა მიაწოდეს. პატიმრების განცხადებით, გლდანის
№8 დაწესებულებაში წიხლებითა და ხელკეტებით ცემა მოჰყვებოდა ხოლმე საკნის კარზე
დაკაკუნებას,
ხმამაღალ
ლაპარაკს
ან
სხვა
საკნებში
განთავსებულ
პატიმრებთან
გამოლაპარაკებას. დელეგაცია მხოლოდ იმით დაკმაყოფილდა, რომ თავის ანგარიშში
განაცხადა: „ჩვენი მხრივ, მოვინიშნეთ, რომ გლდანის №8 დაწესებულების საცხოვრებელ
კორპუსებში „უჩვეულო სიჩუმე სუფევდა.“ 255
2010 წლის განმავლობაში კვლავ პრობლემას წარმოადგენდა დაკავებისას პოლიციის
მიერ ძალის გადამეტება, რაც დასტურდებოდა როგორც დაკავებულთა მიერ, ასევე დროებითი
მოთავსების იზოლატორებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შეყვანისას, მათი
გარეგნული დათვალიერების შესახებ გაკეთებული ჩანაწერებით. 256
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2010 წლის
განმავლობაში
საქართველოს
მასშტაბით
დროებითი
მოთავსების
იზოლატორებში
იქვე, § 74.
იქვე, § 75.
253 იქვე, § 94.
254 იქვე, § 95.
255 იქვე, § 49.
256 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2010 წ., გვ. 10.
251
252
79
მოთავსებულ იქნა, ჯამში, 21 603 პირი, მათ შორის, სისხლის სამართლებრივი წესით
დაკავებული – 13 009, ადმინისტრაციული წესით პატიმრობაშეფარდებული – 2 839,
ადმინისტრაციული წესით დაკავებული – 7 684, მათგან 19 – არასრულწლოვანი გოგონა, 437 –
არასრულწლოვანი ბიჭი. 71-მა დაკავებულმა პირმა განაცხადა პრეტენზია დაკავების დროს
პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე, თვითდაზიანება მიიყენა 22-მა დაკავებულმა.
პოლიციელის მიერ ფიზიკური იძულების გამოყენების პირობები გაწერილი იყო
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ დროს მოქმედი რედაქციის მე-11 მუხლში,
რომლის მიხედვითაც, პოლიციელს უფლება ჰქონდა, „გამოეყენებინა ფიზიკური იძულება
დამნაშავის დასაკავებლად, თუ უძალადო მეთოდების გამოყენებით ვერ უზრუნველყოფდა
კანონით დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.“ ამავე კანონის მე-10 მუხლის თანახმად,
პოლიციელს უფლება ჰქონდა, გამოეყენებინა ფიზიკური იძულება პროპორციულობისა და
აუცილებლობის პრინციპის გათვალისწინებით. შესაბამისად, მაშინაც კი, როდესაც პოლიციის
მიერ ფიზიკური იძულება გამოწვეული იყო აუცილებლობით, ძალა გამოყენებული უნდა
ყოფილიყო
პროპორციულად
და
ადეკვატურად.
ამასთან,
ევროპული
სასამართლოს
პრეცედენტის თანახმად, თუ პირი დაზიანდა პატიმრობის დროს ან პოლიციის კონტროლის
ქვეშ ყოფნისას, არსებობს მტკიცე პრეზუმფცია, რომ მას ეს დაზიანებები სწორედ სახელმწიფოს
წარმომადგენლებმა მიაყენეს, რის გამოც, სახელმწიფო ვალდებულია, წარმოადგინოს
დამაჯერებელი ახსნა-განმარტება. ასევე, გამოძიების ჩატარების სიმძიმე და დანაშაულთან
ბრძოლის უდავო სირთულე არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პიროვნების ფიზიკური
ხელშეუხებლობის პრინციპის დარღვევას (მაგალითად, რიბიჩი ავსტრიის წინააღმდეგ, §§ 3238) 257.
მიუხედავად ამისა, როგორც აღინიშნა, 2010 წელსაც გაგრძელდა დაკავების პროცესში
პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენება. არასათანადო
მოპყრობის ფაქტების გამოძიება, თუკი ასეთი რამ საერთოდ ხდებოდა, მიმდინარეობდა არა
წამების, ან არაადამიანური, ან დამამცირებელი მოპყრობის კვალიფიკაციით, არამედ
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით, რაც სამოხელეო დანაშაულს
წარმოადგენდა და გაცილებით უფრო მსუბუქ სანქციას ითვალისწინებდა.
„თეთრიწყაროს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოსვლისას, ისეთი ნაწამები და
ნაცემი ვიყავი, სახლში ფეხით ასვლა ვერ შევძელი, მეგობრებმა სკამზე დამსვეს და ისე
ამიყვანეს. (...) დაბმულ მდგომარეობაში მაწამებდნენ. წყალს და საჭმელს არ მაძლევდნენ.
ერთმა პატიმარმა ორცხობილა შემომიგდო საკანში და ამის გამო მას 4 თვე დაუმატეს.“ 258
ყოფილი პატიმარი გოჩა კაკოიშვილი
რიბიჩი ავსტრიის წინააღმდეგ (Ribitsch v. Austria, no. 18896/91), https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-57964
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 5 მაისის N21 სხდომაზე გოჩა კაკოიშვილის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
257
258
80
საგამოძიებო კომისიამ 2010 წელს დაკავების პროცესში პირზე ძალადობის ერთ-ერთ
საქმეზე შემაძრწუნებელი ინფორმაცია მოისმინა. პოლიციელებმა ზუგდიდის მკვიდრი, 19
წლის გიორგი ხოჭავა, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, უკანონოდ დააკავეს
– არ არსებობდა არც დაკავების შესახებ გადაწყვეტილება და არც – რეალური ბრალდება. მისი
დაკავება, რომელიც ძალის გამოყენებით განხორციელდა, ოფიციალურად მხოლოდ ორი
დღის შემდეგ დარეგისტრირდა. უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილ პირს პოლიციელებმა
პოლიციის განყოფილებაში სცემეს და აწამეს. მსგავსი მოპყრობა ციხეშიც გაგრძელდა. წამებისა
და არაადამიანური მოპყრობის მეთოდებს შორის გამოკითხულმა პირმა დაასახელა:
საკუთარი სისხლის გუბეში სახის ჩაყოფინება, ელექტროშოკის გამოყენება, საკვებისა და
წყლის
გარეშე
დატოვება,
სხვადასხვა
დამამცირებელი
მოქმედებების
იძულება,
ტუბერკულოზით ინფიცირება, კარცერში სველი ტანსაცმლით მოთავსება, წამების ფაქტების
ვიდეოგადაღება.
სამეგრელო-ზემო
სვანეთის
სამხარეო
მთავარი
სამმართველოს
დეტექტივ-
გამომძიებლის, კოხტა კოდუას მიერ გიორგი ხოჭავასთვის ნარკოტიკის ჩადების შემდეგ,
გაისმა მუქარაც, რომ თუ ის არ აღიარებდა ნარკოტიკების ფლობას, საფრთხე დაემუქრებოდა
დედის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად,
მან აღიარებითი ჩვენება მისცა. სასამართლოს სხდომაზე გიორგი ხოჭავას თხოვნაზე, დაეცვა
ის ციხეში ძალადობისგან, მოსამართლემ განუცხადა, რომ ეს მის კომპეტენციაში არ შედიოდა,
რაც სასამართლოს მხრიდან იყო ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულების უხეში
დარღვევა. 2014 წელს ციხის რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის ზუგდიდის N4
სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის პირველი მოადგილის მოვალეობის
შემსრულებელი დიმიტრი ჯიჭონაია, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. თუმცა,
საგამოძიებო კომისიის წინაშე, გიორგი ხოჭავამ დააყენა საკითხი იმის თაობაზე, რომ მისი
ცემისა და წამების ფაქტზე ბრალი ამ დრომდე არ აქვთ წაყენებული კოხტა თოდუას და
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილეს, მეგის ქარდავას. 259
დროებითი მოთავსების იზოლატორებში პრობლემური იყო სამედიცინო მომსახურება,
ხელმისაწვდომი არ იყო ფსიქიატრიული და ალკოჰოლური ან ნარკოტიკული
დამოკიდებულების მქონე პირთა დახმარება.
2010 წლის 10 დეკემბერს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 174-ე მუხლში
შეტანილი ცვლილების შესაბამისად – დაკავების ადგილას მიყვანისთანავე დაკავებულის
ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის დასადგენად, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა
შეემოწმებინა
ექიმს
და
შეედგინა
სათანადო
ცნობა.
ამგვარად,
იზოლატორების
ადმინისტრაციას მოეხსნა ვალდებულება, რომ ექიმს შეემოწმებინა ყველა დაკავებული პირი.
2010 წელს 44-დან მხოლოდ 2 იზოლატორს ემსახურებოდა ექიმი, რაც ადასტურებდა,
რომ სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა არ იყო სათანადოდ უზრუნველყოფილი.
იზოლატორების ადმინისტრაცია არ უზრუნველყოფდა სასწრაფო დახმარების ექიმთა მიერ
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 13 მაისის N22 სხდომაზე გიორგი ხოჭავას ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
259
81
გაცემული
რეკომენდაციების
შესრულებას
სტაციონარებისა
და
სპეციალისტთან
კონსულტაციის თვალსაზრისით. 260
კანონმდებლობა ითვალისწინებდა დაკავებული პირის უფლებას, შეეტყობინებინა
ახლობლისთვის დაკავების შესახებ, მაგრამ ეს უფლება ხშირად ირღვეოდა.
დროებითი მოთავსების იზოლატორში სასეირნო ადგილად გამოიყენებოდა დერეფნები,
რაც,
ასევე,
კანონდარღვევას
წარმოადგენდა.
საწოლების
მაგივრად,
ძირითადად,
გამოიყენებოდა ფიცარნაგი. ხელოვნური განათება არ აკმაყოფილებდა მიღებულ ტექნიკურ
სტანდარტს. საყურადღებოა, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციის საპასუხოდ, გაუქმდა
რამდენიმე - გორის, ხაშურისა და ცაგერის დროებითი მოთავსების იზოლატორები. 261
2011 წელს განსაკუთრებულად გაუარესდა პატიმრების ისედაც მძიმე
ყოფა
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. 2011 წლის მეორე ნახევარში სასჯელაღსრულების
დაწესებულებების ოფიციალური ლიმიტი შეადგენდა 23 630 ადგილს და მათში, 2011 წლის 1
დეკემბრის მდგომარეობით, 24 244 პატიმარი, მათ შორის, 22 000 მსჯავრდებული იყო
განთავსებული.262 ზოგიერთ დაწესებულებაში, გადატვირთულობის პრობლემა იყო მუდმივი.
მაგალითად, პატიმრებს საკუთარი საწოლი არ ჰქონდათ ორთაჭალის №1, ზუგდიდის №4,
ბათუმის №3 და რუსთავის №17 დაწესებულებებში.
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სამუშაო ჯგუფი, საქართველოში 2011 წლის
ივნისში განხორციელებული ვიზიტის შედეგად, აღნიშნავდა, რომ სასჯელაღსრულების
დაწესებულებების გადატვირთულობა „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკის შედეგი იყო,
რადგან მან მოიტანა თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილებების რიცხვის ზრდა,
გამამართლებელ განაჩენთა რიცხვის კლება და ხანგრძლივი და მკაცრი სასჯელები.263
იმავე შეფასებას აკეთებდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, თომას
ჰამარბერგი.
264
აღკვეთის
ღონისძიების
სახით
წინასწარი
პატიმრობის
გამოყენება,
სისტემატურ ხასიათს ატარებდა და ამ ღონისძიების შეფარდების შესახებ გადაწყვეტილებები,
როგორც წესი, არ შეიცავდა ინდივიდუალურ მსჯელობასა და დასაბუთებას თითოეული
საქმის გარემოების საფუძველზე. 265 „ნაციონალური მოძრაობა“ უარს ამბობდა, მიეღო უფრო
ჰუმანური და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკა,
რომელიც დაეფუძნებოდა არა სადამსჯელო, არამედ აღდგენითი მართლმსაჯულების
პრინციპებს.266
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2010 წ., გვ. 68.
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2010 წ., გვ. 72.
262 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2011 წ., გვ. 276-373.
263 გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სამუშაო ჯგუფის საქართველოში 2011 წლის ივნისის ვიზიტის ანგარიში,
„სამუშაო ჯგუფის მოხსენება უკანონო პატიმრობის შესახებ“, 2012 წლის 27 იანვარი (შემდგომ - გაეროს სამუშაო
ჯგუფის ანგარიში), § 59, https://www.refworld.org/reference/countryrep/unhrc/2012/en/85043?prevPage=/node/85043
264 ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, თომას ჰამარბერგის საქართველოში 2011 წლის 18-20 აპრილის
ვიზიტის ანგარიში, „მართლმსაჯულების განხორციელება და ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს
მართლმსაჯულების სისტემაში“ (შემდგომ - თომას ჰამარბერგის 2011 წლის ანგარიში), გვ. 2, 4.
ხელმისაწვდომია ბმულიდან: https://rm.coe.int/16806db708
265 თომას ჰამარბერგის 2011 წლის ანგარიში, გვ. 5, § 10.
266 იქვე, გვ. 5, § 12.
260
261
82
პროკურატურის ისედაც უაღრესად გავლენიანი როლი 2011 წლისთვის კიდევ უფრო
გაიზარდა.
სასამართლო
სისტემის
დამოუკიდებლობა,
ისევე
როგორც,
მხარეთა
თანასწორობის პრინციპი, არ იყო დაცული, რადგანაც განაჩენების უმრავლესობა
სრულდებოდა ბრალდების სასარგებლოდ. 267 თუ 2010 წელს პირველი ინსტანციის ყველა
სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის საშუალო მაჩვენებელი 0,2% იყო, ხოლო
თბილისის პირველი ინსტანციის საქალაქო სასამართლოს იგივე მაჩვენებელი 0,04%-ს
უტოლდებოდა, 2011 წლისთვის საქართველოში გამამართლებელი განაჩენების საშუალო
მაჩვენებელი
0,1%
გახდა.
ზედა
ინსტანციის
სასამართლოების
მიერ
მიღებული
გადაწყვეტილებების დაახლოებით 90% ადასტურებდა ქვედა ინსტანციის სასამართლოების
მიერ
მიღებულ
აბსოლუტური
გადაწყვეტილებებს.
უმრავლესობა
შესაბამისად,
პროკურატურის
სისხლის
სასარგებლო
სამართლის
შედეგით
საქმეების
მთავრდებოდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ მტკიცებით, გამამართლებელი განაჩენების დაბალი მაჩვენებელი
გამოწვეული
იყო
პროკურორების
მიერ
სასამართლოში
მხოლოდ
საფუძვლიანად
დასაბუთებული და მომზადებული საქმეების წარადგენით. ამ მოსაზრებას საქართველოს
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილიც ეთანხმებოდა. მისი
განცხადებით, მხოლოდ 2010 წელს პროკურატურამ, არასაკმარისი მტკიცებულებების
არსებობის მოტივით, 1 390-მდე საქმე შეწყვიტა, რაც სასამართლოში სათანადოდ
დასაბუთებული
საქმეების
წარდგენას
ადასტურებდა. 268 რეალურად
კი,
წინასწარი
პატიმრობის სისტემატური გამოყენება და გამამართლებელი განაჩენების უკიდურესად
დაბალი მაჩვენებელი გამოწვეული იყო სასამართლო ხელისუფლების როგორც პოლიტიკური
თანამდებობის პირების, ასევე, პროკურატურისადმი მორჩილებით.
გარკვეული რეფორმების მიუხედავად, პროკურორები ადეკვატურად არ რეაგირებდნენ
პოლიციის მიერ პირის დაკავების დროს ისეთ კანონდარღვევებზე, როგორიცაა ჩხრეკისას
დამსწრეების არყოფნა, ხარვეზიანი ჩხრეკისა და დაკავების ოქმები, მტკიცებულებების
უკანონოდ მოპოვება, ნარკოტიკის ან იარაღის ჩადება, და ა.შ.
მსგავს შემთხვევებში
პროკურატურა მაინც აგრძელებდა პირის სისხლის სამართლის წესით დევნას, ხოლო, როცა
საქმე ეხებოდა სამართალდამცავი ორგანოების მიერ არასათანადო მოპყრობის ან ძალის
გადამეტებული
გამოყენების
შემთხვევებს,
სისხლისსამართლებრივ
დევნას
არ
ახორციელებდა. ამან საზოგადოებაში დაამკვიდრა წარმოდგენა, რომ პროკურატურა
პოლიტიკური
ხელისუფლების
ინტერესებით
ხელმძღვანელობდა
და
არა
საჯარო
ინტერესების გათვალისწინებით.269
2011 წელს პატიმრებს კვლავ ჰქონდათ ადვოკატებთან კონფიდენციალური შეხვედრის
პრობლემები − ადვოკატსა და კლიენტს შორის სათანადო კომუნიკაციის არარსებობას,
გაეროს სამუშაო ჯგუფის ანგარიში, § 39.
თომას ჰამარბერგის 2011 წლის ანგარიში, გვ. 5, § 9.
269 იქვე, გვ. 11, § 43.
267
268
83
განსაკუთრებით, დაკავებიდან 24 საათის განმავლობაში, ბრალდებულის ინტერესების
საზიანოდ გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. 270
საპროცესო შეთანხმებების 99% ჯარიმის გადახდას გულისხმობდა. შეთანხმების
მიღწევამდე წარმოებული პროცესი არ იყო გამჭვირვალე, არ არსებობდა ჯარიმების ოდენობის
განსაზღვრის კრიტერიუმები. წლების მანძილზე ჩამოყალიბდა წარმოდგენა, რომ საპროცესო
შეთანხმება უკანონო ბრალდებისგან თავის დაღწევისა და მსუბუქი სასჯელის ან
თავისუფლების შეძენის მექანიზმი იყო. 271 საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის ამგვარი
გამოყენება გამორიცხავდა პირის მიერ მის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის
ფაქტის გახმაურებას. 272 უფრო მეტიც, საპატიმროში აღმოჩენის რისკისგან თავის
დასაზღვევად, არაერთი ბრალდებული სახელმწიფოს ან კერძო პირის სასარგებლოდ თმობდა
ქონებას ან ბიზნესს, რადგან საყოველთაოდ იყო ცნობილი, რომ საპროცესო შეთანხმებაზე
უარი ან სხვა „მიუღებელი“ საქციელი (ეროვნულ დონეზე ან ევროპულ სასამართლოში
ჩივილი, 273 მედიაში ცნობების გახმაურება ან საპროცესო შეთანხმების გაფორმების ნებისმიერი
წინაპირობის შეუსრულებლობა) ნიშნავდა გამამტყუნებელ განაჩენსა და ძალადობრივ
პირობებში ხანგრძლივ პატიმრობას. 274 მით უმეტეს, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი
საპროცესო შეთანხმებების 90%-ს ავტომატურად ამტკიცებდა მოსამართლე, 275 რომელსაც,
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, გაუუქმდა
საპროცესო შეთანხმებაში მითითებული სასჯელის შემცირების უფლება. 276 საპროცესო
შეთანხმების გაფორმების პროცესში პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობდა სახაზინო
ან მისთვის სანდო ადვოკატებთან, რომლებიც ბრალდებულთან და მის ოჯახთან
მომლაპარაკებლის ფუნქციას ასრულებდნენ და ბრალდებულის ინტერესების დაცვის
ნაცვლად, პროკურატურის მიერ შეთავაზებულ პირობებს იცავდნენ. თუ ბრალდებული სხვა
ადვოკატს მიმართავდა, რისკის ქვეშ დგებოდა შეთანხმების მიღწევა, რაც ხანგრძლივ
საპატიმრო სასჯელს ნიშნავდა. 277
საბოლოო ჯამში, საპროცესო შეთანხმების ისეთი ინსტიტუტი, როგორიც საქართველოში
იყო დამკვიდრებული, ძირს უთხრიდა უდანაშაულობის პრეზუმფციასა და სამართლიანი
სასამართლოს უფლებას. 278
გაეროს სამუშაო ჯგუფის ანგარიში, § 42.
თომას ჰამარბერგის 2011 წლის ანგარიში, გვ. 14-15, § 70.
272 თომას ჰამარბერგის 2011 წლის ანგარიში, გვ.15, § 73.
273 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 მარტის N1/4840-14 განაჩენი; თბილისის სააპელაციო
სასამართლოს 2016 წლის 16 ნოემბრის N1/ბ-425-16 განაჩენი.
274 გაეროს სამუშაო ჯგუფის ანგარიში, § 50.
275 იქვე, § 54.
276 გაეროს სამუშაო ჯგუფის ანგარიში, § 52, ასევე, იხ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2006 წლის 29
დეკემბრის რედაქცია, https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/31882?publication=103
277 გაეროს სამუშაო ჯგუფის ანგარიში, § 53; საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 17 თებერვლის N2 სხდომაზე
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების
დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ირაკლი ნადარეიშვილის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
278 გაეროს სამუშაო ჯგუფის ანგარიში, § 58.
270
271
84
2011 წელს კვლავ საგანგაშო იყო სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა
გარდაცვალების მაჩვენებელი. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების თანახმად,
140 გარდაცვლილი პატიმრიდან სხეულის დაზიანება აღენიშნებოდა 40 მათგანს. 279 არაერთ
დასკვნაში მითითებული იყო, რომ სხეულის სხვადასხვა ადგილზე მიყენებული დაზიანებები,
ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით, განვითარებული იყო რამე მკვრივი, ბლაგვი
საგნის მოქმედების შედეგად.
უმძიმესი მდგომარეობა იყო ტუბერკულოზის გავრცელების თვალსაზრისითაც. 2011
წლის განმავლობაში ამ დაავადებით
გარდაიცვალა. 280
ოფიციალური
სტატისტიკის
სასჯელაღსრულების სისტემაში 67 პატიმარი
თანახმად,
გარდაცვლილი
პატიმრების
17,85%
გარდაიცვალა სამოქალაქო სექტორის კერძო კლინიკებში, 61,42% − სასჯელაღსრულების
სამკურნალო დაწესებულებაში, ხოლო 20,73% − სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებებში.
არაერთი საეჭვო გარდაცვალების ფაქტის შესწავლის შედეგად გაჩნდა საფუძვლიანი
მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, სასჯელაღსრულების სამკურნალო
დაწესებულებაში
სტატისტიკა და
უკვე გარდაცვლილი პატიმრები შეჰყავდათ, რათა შეცვლილიყო
არ გაჩენილიყო პრეტენზია სამედიცინო დახმარების დროულად
აღმოუჩენლობის შესახებ. 281
„წესი იყო ასეთი, რომ კარი რომ იღებოდა, პატიმრები უნდა დახვედროდნენ ოფიცერს
დაბლა, ხელები უკან დალაგებული და თავი დაბლა დახრილი. იმიტომ, რომ არ
შეიძლებოდა, რომ შეგეხედა მათთვის. ერთმა ასაკოვანმა კაცმა ვერ მოასწრო საწოლის
მეორე სართულიდან ჩამოსვლა. მოჰკიდეს ხელი და გადმოაგდეს; დაეცა ბეტონზე და
ადგილზევე გარდაიცვალა. ნუ, ვითომც არაფერი...“ 282
„ყინწვისის სპეცოპერაციის“ მსხვერპლი ნიკოლოზ გოგუაძე
ავადმყოფი
პატიმარი
მურმან
კალანდია
ზუგდიდის
№4
დაწესებულებაში
ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურეს გაუარესებამდე დატოვეს. ქუთაისის №2
დაწესებულებაში გადაყვანისას იგი შეუძლოდ გახდა, საბადრაგო მიკროავტობუსის სკამიდან
ჩამოვარდა და ცხვირი დაიზიანა. მიუხედავად მძიმე ზოგადი მდგომარეობისა, პატიმარი №2
დაწესებულების ე.წ. ფუქსში 283 მოათავსეს, სადაც სამედიცინო პერსონალმა მას მხოლოდ
ვალიდოლი
მისცა
და
მის
თანამესაკნეს
ირონიულად
უთხრა:
„გაულაწუნე
და
გამოფხიზლდება, ტუბმა ასე იცისო“. მსჯავრდებული ცოტა ხანში გარდაიცვალა. აღნიშნულ
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2011 წ., გვ. 473.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2012 წლის ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკაზე,
https://2009-2017.state.gov/documents/organization/204499.pdf
281 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2011 წ., გვ. 457, 488.
282 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 9 ივნისის N35 სხდომაზე ნიკოლოზ გოგუაძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და ვიდეოჩანაწერი.
283 2-3 მ2 ფართობის საკანი, რომელშიც არ იდგა მაგიდა, სკამი და საწოლი.
279
280
85
ფაქტზე
გამოძიება
პროკურატურის
შეწყდა
დანაშაულის
განცხადებით,
პატიმრის
ნიშნების
არარსებობის
სიკვდილის
გამო,
ვინაიდან,
გამომწვევი
მიზეზი
ტუბერკულოზური ინტოქსიკაცია იყო. თუმცა, ოჯახის წევრები არასათანადო მოპყრობის
შესახებ ჩიოდნენ და ამტკიცებდნენ, რომ მურმან კალანდია იყო ნაწამები და სხეულზე
სიცოცხლის დროს მიღებული დაზიანებები აღენიშნებოდა. 284
საგამოძიებო კომისიამ მოისმინა 45 წლის გიორგი ავალიშვილის საქმე, რომელიც 2011
წლის მაისში მიკროავტობუსით მოემსახურა საგარეჯოელ მომიტინგეებს და ჩაიყვანა
თბილისში. 2011 წლის 7 ივნისს ის დააკავეს ცრუ ბრალდებით აგენტ-პროვოკატორ მარინა
ჩუვოშიანის დახმარებით. თელავის პროკურორის, ვაჟა მაღრაძის თქმით, მას ბრალად
ედებოდა „ცელქობა“.285
საგამოძიებო კომისიის მიერ გამოკითხულმა გიული ავალიშვილმა განაცხადა, რომ მისი
ძმის, გიორგი ავალიშვილის, წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის პროკურორი
უძლური იყო ოჯახის დასაბუთებული კრიტიკის წინაშე და მხოლოდ ერთ სიტყვას
იმეორებდა - „ზევიდან“. დისკუსიის შედეგად, გიული ავალიშვილმა გამოარკვია, რომ სიტყვა
„ზევიდან“ საქართველოს იუსტიციის მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს აღნიშნავდა. გიორგი
ავალიშვილი გლდანის №8 დაწესებულებაში იყო მოთავსებული. მას სცემდნენ, ციხეში
დაავადდა, მაგრამ პაემანზე მისულ დას ევედრებოდა, რომ არსად ეჩივლა. როგორც გიული
ავალიშვილმა განაცხადა, ძმა მას ყოველ შეხვედრაზე უმეორებდა: „მომკლავენ, არსად არ
წახვიდე, არსად განცხადება არ დაწერო, თორემ მომკლავენ.“ იმავდროულად, პატიმარი დას
ევედრებოდა, რომ „ჯოჯოხეთიდან“ გაეყვანა. „ახლაც თვალწინ მიდგას მისი თვალები“ განაცხადა გიული ავალიშვილმა. გიორგი ავალიშვილის პატიმრობის მთელი პერიოდის
განმავლობაში, გიული ავალიშვილის არც ერთ განცხადებას სასჯელაღსრულების მინისტრის,
ხათუნა კალმახელიძის სახელზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის, დავით
ჭაკუას სახელზე, ქმედითი რეაგირება არ მოჰყოლია. სასჯელაღსრულების სისტემამ ოჯახს
თავისი სახსრებით პატიმარზე ზრუნვისა და მკურნალობის საშუალებაც არ მისცა. როცა
უკანასკნელ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი კერძო კლინიკაში გადაიყვანეს, მის დას
საჭმლის მიწოდების უფლებაც არ მისცეს. გიული ავალიშვილი ცდილობდა, ხმა მიეწვდინა
უფლებამოსილი პირებისათვის, მაგრამ ამაოდ. ბოლოს, მან სოციალურ ქსელში მისწერა
სასჯელაღსრულების მინისტრს, ხათუნა კალმახელიძეს, და სთხოვა სასჯელის გადავადების
საკითხში დახმარება, რაზეც მინისტრმა უპასუხა, რომ ეს მისი კომპეტენცია არ იყო და
შესაბამისი კომისია განიხილავდა. 2012 წლის 3 მაისს, გიული ავალიშვილიმა მოახერხა
სასჯელაღსრულების სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროს დავით ასათიანთან
შეხვედრა. როცა მან აუხსნა, რომ ძმა უკვდებოდა, დავით ასათანმა უპასუხა, რომ საღამოს
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2011 წ., გვ. 284-286.
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 6 ივნისის N34 სხდომაზე გიული ავალიშვილის ახსნა-განმარტების
სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
284
285
86
უცხოეთში მიფრინავდა და ორ კვირაში როგორც კი დაბრუნდებოდა, მიხედავდა. ორ კვირაში
კი გიორგი ავალიშვილის დახმარება იყო ძალზედ გვიანი.
გიორგი ავალიშვილი 2012 წლის 15 მაისს გაათავისუფლეს თირკმელების მწვავე
უკმარისობის ტერინალური სტადიის დიაგნოზით. როგორც გიული ავალიშვილმა განაცხადა,
მისი ძმა ციხიდან კი არ წამოიყვანეს, არამედ „წამოიღეს“. ოფიცრებმა პატიმარი ხელით
გამოიყვანეს და ოჯახს გადასცეს. ოჯახის წევრის საყვედურზე, რატომ მიიყვანეთ ადამიანი
ასეთ მდგომარეობამდეო, მათ უპასუხეს: „თუ არ მოგწონთ, უკან შევაბრუნებთო.“
გიორგი ავალიშვილი მალევე, 2012 წლის 19 მაისს გარდაიცვალა. 2019 წლის 17 ივლისს,
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, გიორგი ავალიშვილის მიმართ გამოტანილ
იქნა გამამართლებელი განაჩენი.
„მორგში ჩამიყვანესო და რამდენ ხანს ვიყავი იქ, არ ვიციო. მერე ვიღაც შემოვიდა, სინათლე
აანთო და მე შევიშმუშნეო, როდემდე უნდა ვიყო აქ, ვკითხეო. გაუყვანიათ მერე, სრულიად
შიშველი.“ 286
გიული ავალიშვილი, გარდაცვლილი პატიმრის, გიორგი ავალიშვილის, და
თომას ჰამარბერგი, ევროპის საბჭოს ექსპერტის, ჯიმ მერდოკის, ანგარიშზე 287
დაყრდნობით, აღნიშნავდა, რომ საქართველოში სამართალდამცავი ორგანოების
ანგარიშვალდებულების პრობლემა ატარებდა სისტემურ ხასიათს. 288
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მასობრივად ხდებოდა პატიმართა დასჯა,
ცემა, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა. ხშირი იყო სამარტოო საკნებსა და ე.წ.
ფუქსებში პატიმრების უკანონოდ მოთავსების შემთხვევები. პატიმრებს, რომლებსაც
დისციპლინური სახდელი ჰქონდათ დადებული, სამარტოო საკანში გადაყვანამდე, ე.წ.
ფუქსში ათავსებდნენ ფეხშიშველებსა და საცვლების ამარას. ე.წ. ფუქსი 2-3 მ2 ფართობის საკანი
იყო, რომელშიც არ იდგა მაგიდა, სკამი და საწოლი. ზოგიერთ შემთხვევაში, ადმინისტრაციის
თანამშრომლები ფუქსის იატაკზე წყალს ასხამდნენ, რათა პატიმრებს იატაკზე დაწოლის
საშუალებაც კი არ ჰქონოდათ. სამარტოო საკანში მოთავსებისას, კანონმდებლობით
გათვალისწინებული
აღრიცხვის
ჟურნალები
ან
საერთოდ
არ
იწარმოებოდა,
ან
არასრულყოფილად ივსებოდა. ჟურნალში შეტანილი ინფორმაცია შაბლონური იყო და
პატიმრის ინდივიდუალური საქმისა და დაწესებულებაში არსებული რეალური სურათის
დანახვას შეუძლებელს ხდიდა. ეს იმით უნდა აიხსნას, რომ სამარტოო საკანში მოთავსების
ზომა, როგორც წესი, კანონიერი საფუძვლის გარეშე ან კანონის დარღვევით გამოიყენებოდა და
პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობის ნაწილი იყო.
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 6 ივნისის N34 სხდომაზე გიული ავალიშვილის ახსნა-განმარტების
სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
287 Country Report on Georgia, Combating ill-treatment and Impunity and Effective Investigation of ill-treatment by Jim
Murdoch, 2010.
288 თომას ჰამარბერგის 2011 წლის ანგარიში, გვ. 18, § 93.
286
87
2011
წლისთვის,
დამკვიდრებული
სასაჯელაღსრულების
პატიმართა
კოლექტიური
დაწესებულებებში
საბოლოოდ
დასჯის
ერთი
პრაქტიკა:
იყო
პატიმრის
გადაცდომისთვის ისჯებოდნენ საკანში მყოფი სხვა პატიმრებიც, რაც ადმინისტრაციის
მხრიდან დამატებითი ზეწოლის განხორციელების ერთ-ერთი საშუალება იყო და, ასევე,
მიზნად ისახავდა პატიმრების ერთმანეთზე გადაკიდებასა და პატიმართა შორის ძალადობის
წახალისებას. მაგალითისთვის, თუ სეირნობის დროს ერთი პატიმარი მაინც დაარღვევდა
შინაგანაწესს, ისჯებოდნენ მისი თანამესაკნეებიც და წყდებოდა სეირნობა. ასევე, როდესაც
ნევროლოგიური პრობლემების მქონე თავისუფლებააღკვეთილი პირი ვერ გადიოდა
სასეირნოდ, რადგან უჭირდა გადაადგილება, საკანში მოთავსებული დანარჩენი პატიმრებიც
მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას, ესარგებლათ სუფთა ჰაერზე ყოფნის უფლებით. 289
არსებობდა საკნიდან ყველა პატიმრის გაყვანისა და კოლექტიური დასჯის პრაქტიკაც. 290
„ვინ ჰყავს მამაშენს ასეთი მტერი, ორი კვირა მოგვიწია ერთად კარანტინში ყოფნა და
მის გამო ყველა პატიმარს გვცემდნენო.“ - პირველი ეს მითხრა მამაჩემის
თანამოსაკნემ, როცა ციხიდან გამოვიდა.“
ბესარიონ ხარძიანი, დაპატიმრებული ბიზნესმენის, ბესარიონ ხარძიანის ვაჟი 291
რთული მდგომარეობა იყო, ასევე, სასჯელაღსრულების დაწესებულებების საკარანტინე
სივრცეებშიც, სადაც, დადგენილი წესის შესაბამისად, ახლად შეყვანილ პატიმრებს რამდენიმე
დღით უნდა ათავსებდნენ. თუმცა, საგამოძიებო კომისიის წინაშე გამოკითხულმა ყოფილმა
პატიმრებმა განაცხადეს, რომ კარანტინში ხანგრძლივი ვადით ან კიდევ, სასჯელის მოხდის
პერიოდში, რამდენჯერმე მოუწიათ ყოფნა. 292 საკარანტინე საკნის კარის ყოველი გაღებისას
პატიმრებს აიძულებდნენ, თავზე ხელებდაწყობილები დამდგარიყვნენ პირით ფანჯრისკენ.
თუ რომელიმე პატიმარი ვერ მოასწრებდა ამ მდგომარეობაში დადგომას, მთელი საკანი
ისჯებოდა – პატიმრებს აიძულებდნენ დაჩოქილები და თავზე ხელებდაწყობილები
მდგარიყვნენ 1-2 საათის განმავლობაში. 293
მართალია, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ადმინისტრაციულმა პრაქტიკამ
სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულება მოიცვა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“
მმართველობის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ გლდანის №8 დაწესებულება იქცა.
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2011 წ., გვ. 278.
იქვე, 2011 წ., გვ. 283.
291 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 21 მარტის N3 სხდომაზე ბესარიონ ხარძიანის ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და ვიდეოჩანაწერი.
292 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 22 მაისის N28 სხდომაზე ალექსანდრე მეგუთნიშვილის ახსნა-განმარტების
სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი; საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 9 ივნისის N35 სხდომაზე ნიკოლოზ გოგუაძის
ახსნა-განმარტების სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
293 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2011 წ., გვ. 278
289
290
88
პატიმარი ა. აიძულეს, გაეხადა ტანსაცმელი, ხელბორკილებით მიაბეს და, საკანში
კონტროლიორისთვის ხელის შებრუნების გამო, ცოცხის ტარით გააუპატიურეს.
წამების დროს, მას აიძულებდნენ ხმამაღლა არაერთხელ ეთქვა, რომ უკანა ტანში
ჰქონდა ცოცხი. 294
გლდანის №8 დაწესებულების დაწესებულებაში პატიმრებს დღის განმავლობაში ძილის
უფლება არ ჰქონდათ, ეკრძალებოდათ ორსართულიანი საწოლის მეორე სართულზე
წამოწოლაც კი. ზაფხულში, მიუხედავად აუტანელი სიცხისა, მათ არ ჰქონდათ მაისურის
გახდის უფლება. ასევე, ეკრძალებოდათ რადიოს საშუალო ხმაზე მოსმენა და საუბარი, რადგან
ადმინისტრაციის შეფასებით, ეს იწვევდა ხმაურს. პატიმარს, როგორ ცუდადაც არ უნდა
ყოფილიყო, ექიმთან გასვლის დროს ხელები ზურგზე უნდა დაეწყო და სირბილით
გადაადგილებულიყო. ამ უკანონო, ზოგადი ქცევის წესებს, ზედ ერთვოდა წამებისა და
არაადამიანური მოპყრობის სასტიკი და ღირსების შემლახველი მეთოდები.
მაგალითად, 2011 წლის მარტში, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსმა
ოლეგ ფაცაციამ, უსაფრთხოების განყოფილების უფროსმა ინსპექტორმა ბორის ფარულავამ და
ოპერატიულმა მორიგე-ინსპექტორმა ვლადიმერ ბედუკაძემ, პატიმარი ა. აიძულეს, გაეხადა
ტანსაცმელი, ხელბორკილებით მიაბეს და, საკანში კონტროლიორისთვის ხელის შებრუნების
გამო, ცოცხის ტარით გააუპატიურეს. წამების დროს, მას აიძულებდნენ ხმამაღლა არაერთხელ
ეთქვა, რომ უკანა ტანში ჰქონდა ცოცხი. 295
2011 წლის 29 აპრილს ოპერატიულმა მორიგე-ინსპექტორმა ვლადიმერ ბედუკაძემ,
უსაფრთხოების
განყოფილების
უფროსმა
ინსპექტორმა
ბორის
ფარულავამ
და
კონტროლიორმა კობა ჩიკვატიამ პატიმარ ბ.-ს უთხრეს, რომ შეეგინებინა ქურდებისთვის,
რაზეც მან უარი განაცხადა. ამის შემდეგ, აღნიშნული პირები ჯგუფურად თავს დაესხნენ
პატიმარს და, სიტყვიერ შეურაცხყოფასთან ერთად, ხელით, წიხლებითა და რეზინის
ხელკეტებით გამეტებით დაუწყეს ცემა. წელსქვემოთ გააშიშვლეს, ხელკეტები მიადეს უკანა
ტანში და, სექსუალური ძალადობის მუქარით, აიძულეს შეეგინებინა ქურდებისთვის. 296
2011 წლის 8 მაისს ბრალდებული გ. აიყვანეს გლდანის №8 დაწესებულებაში სამორიგეო
ნაწილის დროებითი ყოფნის საკანში, სადაც დახვდნენ: უსაფრთხოების განყოფილების
უფროსი ინსპექტორი ბორის ფარულავა, ოპერატიული მორიგე-ინსპექტორი ვლადიმერ
ბედუკაძე, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების კონტროლიორი ლევან ფხალაძე და
გამოძიებით დაუდგენელი პირი. მათ პატიმარს უბრძანეს, გაეხადა ტანსაცმელი და აიძულეს,
მუხლებით ეხოხა იატაკზე. ამის შემდეგ, დაუწყეს ხელკეტით ცემა. შემდეგ პატიმარი აყვირეს,
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 ივნისის N1/509-13 განაჩენი; თბილისის სააპელაციო
სასამართლოს 2014 წლის 23 ივნისის განაჩენი საქმეზე N1ბ/-253-13; უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 27 იანვრის
განჩინება საქმეზე N277აპ-14.
295 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 ივნისის N1/509-13 განაჩენი; თბილისის სააპელაციო
სასამართლოს 2014 წლის 23 ივნისის განაჩენი საქმეზე N1ბ/-253-13; უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 27 იანვრის
განჩინება საქმეზე N277აპ-14.
296 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 ივნისის N1/509-13 განაჩენი; თბილისის სააპელაციო
სასამართლოს 2014 წლის 23 ივნისის N1ბ/-253-13 განაჩენი; უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 27 იანვრის N277აპ14 განჩინება.
294
89
რომ მოითხოვდა მამაკაცის სასქესო ორგანოს. ბედუკაძემ პატიმარი აიძულა, სხეულით
გადახრილიყო და ხელკეტი არაერთხელ ამოუსვა უკანა ტანში, შემდეგ კი, წინააღმდეგობის
მიუხედავად, შეეცადა ხელკეტი პატიმრისთვის ჩაედო პირში. ბ. ფარულავამ პატიმარს
მიაწოდა მოკიდებული სიგარეტი და უბრძანა, შეედო უკანა ტანში, შემდეგ კი მოეწია.
პატიმარი იძულებული გახდა, ბრძანება შეესრულებინა. მას ეს მოქმედება რამდენჯერმე
გაამეორებინეს. ყოველივე ზემოაღნიშნულს ვიდეოკამერით იღებდა ვ. ბედუკაძე.
2011 წლის მაისში უსაფრთხოების განყოფილების უფროსმა ინსპექტორმა ბორის
ფარულავამ, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების კონტროლიორმა ლევან ფხალაძემ,
ოპერატიულმა მორიგე-ინსპექტორმა ვლადიმერ ბედუკაძემ და ამავე დაწესებულების
თანამშრომელმა მამუკა ჩხიტუნიძემ პატიმარი დ. საკნის კარებზე ხელბორკილებით მიაბეს,
მიაყენეს მას ფიზიკური, სიტყვიერი შეურაცხყოფა და განახორციელეს მასზე სექსუალური
ძალადობა
ხელკეტით,
მათთვის
სასურველი
ჩვენების
მიღების
მიზნით.
წამება
გრძელდებოდა, დაახლოებით, 15 წუთი, რასაც ვიდეოკამერით იღებდა ვ. ბედუკაძე. 297
2011 წელს (თარიღი დაუდგენელია) ოპერატიულმა მორიგე-ინსპექტორმა ვლადიმერ
ბედუკაძემ და ამავე დაწესებულების თანამშრომელმ, მამუკა ჩხიტუნიძემ, სხვა პირებთან
ერთად, გლდანის №8 დაწესებულებაში მოთავსებული კიდევ ერთი პატიმრის მიმართ
ჩაიდინეს ანალოგიური ქმედებები, რასაც ვიდეოკამერით იღებდა ვ. ბედუკაძე. 298
2011 წელს გლდანის №8 დაწესებულების პატიმარი რამაზ სართანია შეუძლოდ შეიქნა,
მაგრამ თანასაკნელების თხოვნის მიუხედავად, მას სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს.
ერთ-ერთმა პატიმარმა, პაპუნა კვარაცხელიამ, დაიწყო ყვირილი და ექიმის მიყვანას ითხოვდა.
მეორე დღეს სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსმა ოლეგ ფაცაციამ და ამავე
დაწესებულების თანამშრომელმა მალხაზ ღვინიაშვილმა ისე სცემეს პაპუნა კვარაცხელიას,
რომ მას, დაახლოებით, 2 კვირის განმავლობაში უჭირდა ლაპარაკი, ჭამა და სიარული. ამ
პატიმარს ოლეგ ფაცაციამ კიდევ რამდენჯერმე სცემა, სთხოვდა ციხის ადმინისტრაციასთან
თანამშრომლობას, ემუქრებოდა, რომ მკვდარს მიიტანდნენ მორგში. პაპუნა კვარაცხელიას
მიმართ განხორციელებული, თავისი ხასიათით, ინტენსივობითა და ხანგრძლივობით
გამორჩეული წამების ფაქტების გამო, 2018 წელს ოლეგ ფაცაცია დამნაშავედ იქნა ცნობილი. 299
2011 წლის დეკემბერში, გლდანის №8 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის
განყოფილების უფროსმა ინსპექტორებმა ლევან ბეშკენაძემ და დათო ხუროძემ, ორ სხვა
ოფიცერთან ერთად, სცემეს 5 პატიმარს იმ მიზეზით, რომ რადიოს უსმენდნენ ხმამაღლა,
მიუხედავად იმისა, რომ რადიო ამ დროს შეერთებულიც კი არ იყო კვების წყაროსთან. იმავე
პატიმრებს შემდგომ სცემეს იმის გამო, რომ მათთვის დარიგებულ უხარისხო პურს
რადიატორზე აშრობდნენ. ისინი კვლავ სცემეს იმის გამო, რომ პურს ჭრიდნენ პლასტიკური
იქვე.
იქვე.
299 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 თებერვლის N1/3385-17 განაჩენი; თბილისის სააპელაციო
სასამართლოს 2019 წლის 22 მარტის N1ბ/349-18 განაჩენი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 12
ნოემბრის N400აპ-19 განჩინება.
297
298
90
ბარათების საშუალებით, რადგან არ ჰქონდათ დანა. იმავე ინსპექტორებმა 2012 წლის მარტში
ერთი პატიმარი მხოლოდ იმიტომ სცემეს ფეხებით და ხელებით, რომ ხმამაღლა
ლოცულობდა. ამის გამო სცემეს მის თანასაკნელებსაც. ლევან ბეშკენაძემ 2012 წლის
თებერვალში ერთ პატიმარს სასტიკად სცემა მხოლოდ იმის გამო, რომ მას მცირეწლოვანი
შვილის ფოტო ჰქონდა გაკრული საწოლის გვერდით მდგარ კარადაზე; რამდენიმე დღის
შემდეგ კი იმის გამო, რომ პირსახოცი ჰქონდა გადაკიდებული გასაშრობად ტანსაცმლის
კარადის უჯრაზე.
2018 წელს აღნიშნული ქმედებებისთვის, ლევან ბეშკენაძე და დავით ხუროძე ცნეს
დამნაშავეებად. 300
2011 წლის 19 მაისს პატიმარი მ. ა. ზუგდიდიდან გლდანის №8 დაწესებულებაში
გადაიყვანეს. 2011 წლის 5 თებერვალს სამეგრელოში დაკავების შემდეგ, მას აიძულებდნენ,
ეღიარებინა ზუგდიდსა და მის მიმდებარედ 2008-2010 წლებში განხორციელებულ
ტერორისტულ აქტებში მონაწილეობა. აღიარებაზე უარის გამო, პატიმარს პოლიციელებმა
მიაყენეს
ფიზიკური
შეურაცხყოფა,
სცემდნენ
ხელკეტებით,
აფურთხებდნენ
და
ემუქრებოდნენ იარაღით. ჩაუტარეს ჩხრეკა და ამოიღეს ნარკოტიკი, რომელიც, მ. ა.-ს
განცხადებით, მას არ ეკუთვნოდა. ზუგდიდის მთავარ სამმართველოში ცემისას პატიმარმა
გონება დაკარგა, რა დროსაც ძალით დაალევინეს წყალში გარეული ნარკოტიკული საშუალება.
ზუგდიდის №4 დაწესებულებაში შესახლებისას სცემეს. საკანში განთავსებიდან 2 დღეში
მასთან მივიდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მეგის ქარდავა და
ჰკითხა, იცნობდა თუ არა ერთ-ერთ ძებნილს. უარყოფითი პასუხის შემდეგ, ის სამარტოო
საკანში გადაიყვანეს. გლდანის №8 დაწესებულებაში მოთავსებიდან მეორე დღეს, პატიმარი
აიყვანეს დირექტორის კაბინეტში, სადაც მას დახვდა მეგის ქარდავა და აიძულებდა
ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარებას. კვლავ უარყოფითი პასუხის მიღების
შემდეგ, მეგის ქარდავამ თანმხლებ პირებს მ.ა.-ს კარანტინში ჩაყვანა დაავალა. ჩაყვანისას მას
სცემეს და მიიყვანეს საკანთან, სადაც მამაკაცი მამაკაცს აუპატიურებდა. უთხრეს, რომ მასაც
იგივე ბედი ეწეოდა, თუ არ აღიარებდა. ამის შემდეგ პატიმარმა აღიარა ტერორისტულ აქტებში
მონაწილეობა. მეგის ქარდავამ არ მოიწონა ჩვენების შინაარსი, აღნიშნა, რომ ეს არ იყო ის
ჩვენება, რაც მას სჭირდებოდა და უბრძანა, ქაღალდი შეეჭამა. ქარდავას თანმხლებმა პირებმა
პატიმარს ძალის გამოყენებით ქაღალდი შეაჭამეს, რის შემდეგაც, მეგის ქარდავამ გასცა
ბრძანება, პატიმარი კარანტინში ჩაეყვანათ და გაეუპატიურებინათ. იგი ჩაიყვანეს საკანში და
დაუკეტეს კარი, რის შემდეგაც საკნის საპირფარეშოდან 2 ნიღბიანი პირი გამოვიდა და
შარვლის ჩახდა აიძულეს. იგი შარვალჩახდილი დააგდეს იატაკზე და საკნის კარში
გამოჭრილი ფანჯრიდან ფოტოაპარატით უღებდნენ. საკანში შევიდნენ მეგის ქარდავას
თანმხლები პირები, მსჯავრდებული გააკავეს, ერთ-ერთმა ნიღბიანმა პირმა სექსუალური
ძალადობის ინსცენირება მოუწყო და კვლავ სურათი გადაუღეს. ნიღბიანმა პირებმა დატოვეს
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის N1/107-18 განაჩენი; თბილისის სააპელაციო
სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის N1ბ/445-18 განაჩენი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 11
მარტის N491აპ-18 განჩინება.
300
91
საკანი, ხოლო მეგის ქარდავას თანმხლები პირები, სასურველი ჩვენების მისაღებად,
გაუპატიურებით დაემუქრნენ. ერთ-ერთი შეხვედრის დროს მეგის ქარდავამ შუბლზე იარაღი
დაადო და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. საბოლოოდ, პატიმარმა მისცა მეგის
ქარდავასთვის სასურველი ჩვენება. 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მ.ა.-მ
სახალხო დამცველის წარმომადგენელთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მას ოჯახის წევრების
გაუპატიურებითაც ემუქრებოდნენ. 301
გლდანის №8 დაწესებულებაში წამებისა და
არაადამიანური მოპყრობის შედეგად პატიმარს ჯანმრთელობა დაუზიანდა და განუვითარდა
ფსიქიკური აშლილობა. 302
„ვერ დავარქმევ გლდანის იმ შენობას ციხეს, ვერც სასაკლაოს. იმიტომ, რომ სასაკლაო ვიცი,
სადაც საქონელი შეჰყავთ და კლავენ. იქ რაც ხდებოდა და რაც გავიარეთ, ამის მოყოლა
უბრალოდ შეუძლებელია. (...) ჩემი 18 წლის ვაჟი მოიყვანეს და საკნის ფანჯრიდან მისი ეზოში
წამება მაყურებინეს.“ 303
ე.წ. ზილების რევოლუციის საქმის ფარგლებში დაპატიმრებულ ლერი ბერიტაშვილი
„ნაციონალური
მოძრაობის“
მმართველობის
პერიოდში
გლდანის
№8
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრებზე ძალადობა იყო „სისტემატური და
სისტემური“. 304 ეს შეფასება გააკეთა 2023 წელს ევროპულმა სასამართლომ აკაკი ოჩიგავას
საქმეზე, საქართველოდან მიღებული არაერთი საჩივრის განხილვის შემდეგ.
2011 წლის ივნისში გლდანის №8 დაწესებულებაში მოთავსებისას, აკაკი ოჩიგავას,
როგორც ეს ციხის ექიმმა აღნიშნა სამედიცინო ისტორიაში, დაზიანებები არ აღენიშნებოდა.
ციხეში ყოფნისას არასათანადო მოპყრობის შედეგად მას დაამტვრიეს თითები, ჩაუმტვრიეს
კბილები, მძიმედ დაუზიანეს ხერხემალი და ეტლით მოსარგებლედ აქციეს.
გლდანის ციხეში აკაკი ოჩიგავას მოუწია ახლად მოთავსებულ პატიმართა აუცილებლად
ცემის – ე.წ. კარანტინის დაშლის პროცედურის გავლა, რაც გლდანის საპატიმროში მყარად
დამკვიდრებული პრაქტიკა იყო. კარანტინის დაშლის შედეგად, სხეულზე აღენიშნებოდა
სისხლნაჟღენთები და ჩამტვრეული ჰქონდა წინა კბილები; ასევე, კარცერსა და მცირე ზომის
სამარტოო საკნებში, დასჯის მიზნით, ხანგრძლივი ვადით მოთავსება, სადაც, მეტალის
ასაკეცი საწოლის გარდა, არ იყო არანაირი ავეჯი. დღის განმავლობაში საწოლი უნდა
აკეცილიყო
და
პატიმრებს
ცემენტის
იატაკზე
უწევდათ
ჯდომა.
დაწესებულების
თანამშრომლები საწოლს ხსნიდნენ და პატიმარს მისი გამოყენების უფლებას მხოლოდ
საღამოს 10 საათიდან დილის 8 საათამდე აძლევდნენ; ე.წ. ფუქსში პატიმარს ქვის იატაკზე
უწევდა ძილი, ხოლო მასთან ერთად თუ სხვა პატიმრებსაც მოათავსებდნენ, ყველა ფეხზე
იდგა, რადგან სივიწროვის გამო იატაკზე დასაჯდომი ადგილიც კი არ იყო; პატიმრებს შორის
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2012 წ., გვ. 22-26.
სს N010118112 საქმე (შედეგი პროკურატურა). იხ.: საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2012 წ., გვ. 26.
303 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 8 აპრილის 11 სხდომაზე ლერი ბერიტაშვილის ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და ვიდეოჩანაწერი.
304 ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ (Ochigava v. Georgia, no. 14142/15), https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-223023
301
302
92
საუბარი დასაშვები იყო მხოლოდ ჩურჩულით; ხანდახან საკვებს საერთოდ არ აწოდებდნენ
უკრძალავდნენ ტუალეტში გასვლას, რომელიც საკნის გარეთ იყო განთავსებული; ე.წ. ფუქსში
ყოფნისას, ციხის თანამშრომლებმა პატიმარს თავზე ჩამოაცვეს სპეციალური ჩაფხუტი,
რომელზე დამაგრებული ბურთულაც თავსდებოდა პატიმრის პირში მისთვის საუბრის
ასაკრძალად და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას რამდენიმე საათის განმავლობაში; 2011
წლის ოქტომბერში მიხეილ სააკაშვილისათვის საჩივრის გაგზავნის მცდელობისთვის
პატიმარს ისე სცემეს, რომ ხერხემალი დაუზიანდა და სიარულის უნარი შეეზღუდა. 2011 წლის
15 ნოემბერს, ციხის თანამშრომლებისათვის პასუხისმგებლობის აცილების მიზნით, პატიმარს
გამომძიებელმა შესთავაზა, დაეწერა, რომ დაზიანება საწოლიდან გადმოვარდნის შედეგად
მიიღო. უარის მიღების შემდეგ, გამომძიებელმა ციხის თანამშრომლებს დაუძახა, რომლებმაც
პატიმარი მეზობელ ოთახში გაიყვანეს და ბეისბოლის კეტით სცემეს ისე, რომ ხელის ყველა
თითი დაუმტვრიეს. პატიმარი იძულებული გახდა, გამომძიებლის მიერ შედგენილ
განცხადებაზე ხელი მოეწერა, რის შემდეგაც, სამედიცინო დახმარების გაუწევლად, საკანში
დააბრუნეს, სადაც მოტეხილი თითები თანამესაკნეებმა გადაუხვიეს. 2011 წლის 5 დეკემბერს
საქმეზე გამოძიება შეწყდა პატიმრის მიერ 15 ნოემბერს ხელმოწერილი განცხადების
საფუძველზე. 2012 წლის იანვარში პატიმარს ციხის ადმინისტრაციამ ეტლი გადასცა, რადგან
ის ვეღარ გადაადგილდებოდა; საკანში ხმამაღალი საუბრის გამო, პატიმარი ციხის საშხაპეში
გააშიშვლეს, შეასხეს ცივი წყალი და სასტიკად სცემეს ხელკეტებით. ცემის შედეგად პატიმარმა
გონი დაკარგა და როდესაც გონს მოვიდა, აღმოჩნდა, რომ ციხის მორგში იყო ჩაკეტილი
გარდაცვლილებთან ერთად.
სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ პატიმარი აკაკი ოჩიგავა წამებისა და
არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა სახელმწიფოს მხრიდან, ვინაიდან ეს ქმედებები
ჩადენილი
იყო
ციხის
ადმინისტრაციის
წარმომადგენლების
მიერ
გლდანის
№8
დაწესებულებაში, სადაც, მოცემულ დროს, პატიმართა მიმართ ძალადობას „სისტემატური და
სისტემური“ ხასიათი ჰქონდა. ამასთან, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეზე
გამოძიება არ ჩატარებულა 2012 წლამდე, ხოლო მას შემდეგ ჩატარებული გამოძიება
სრულყოფილი და ეფექტიანი არ იყო. შესაბამისად, დადგინდა ევროპული კონვენციის მე-3
მუხლის მატერიალური და პროცედურული ასპექტების დარღვევა.
როგორც უკვე აღინიშნა, გლდანის №8 დაწესებულება სისტემატური წამებისა და
არაადამიანური მოპყრობის ყველაზე სასტიკი მეთოდებით გამოირჩეოდა, მაგრამ პატიმრებზე
ძალადობამ 2011 წლისთვის განურჩევლად ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულება
მოიცვა. 305
მაგალითისთვის, იხ. საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 3 აორილის N10 სხდომაზე მსჯავრდებულ კახა
მაღლაკელიძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი (ჩართვა №15 პენიტენციური
დაწესებულებიდან). კახა მაღლაკელიძემ, რომელიც 2003 წლიდან იხდის სასჯელს, საგამოძიებო კომისიას მიაწოდა
დეტალური ინფორმაცია 2004 წლიდან სასჯელაღსრულების სისტემაში მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობის,
სისასტიკის, ძალადობის, სისტემატური ცემის, მათ შორის, არმატურით, და, ასევე, პატიმრობის გაუსაძლისი
მატერიალური პირობების თაობაზე (25-საწოლიან საკანში 140 პატიმრის განთავსების პირობებში რიგ-რიგობით
ძილი, შიმშილი, სამედიცინო დახმარების არარსებობა, ერთი პატიმრის მიერ სამედიცინო დახმარების მოთხოვნის
305
93
„რუსთავის 16 დაწებულებაში ისეთი საშინელებები ხდებოდა... ხალხის ბღავილი მესმოდა (...),
რომ მახსენდება, ცუდად ვხდები; ღამე რომ მახსენდება, ძილიც აღარ მაქვს ისეთ ცუდ დღეში
ვარ.“ 306
№15 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებული კახა მაღლაკელიძე
საგამოძიებო კომისიამ მოისმინა ლაშა არქანიას უკანონო დაკავებისა და წამების საქმე.
2011 წლის 14 ივნისს, 22:00-დან 23:00 საათამდე პერიოდში, სოფელ მუჟავაში, ჯვარის
პოლიციის განყოფილების უფროსმა ვახტანგ აბაშიძემ, მისმა მოადგილე რუსლან აბულაძემ
და ინსპექტორ-გამომძიებელმა ხატაბერ სამუშიამ ლაშა არქანია, ყოველგვარი სამართლებრივი
საფუძვლის გარეშე, იარაღის მუქარით, დააკავეს. ავტომანქანაში მას სცემდნენ. რუსლან
აბულაძემ ხელშეკრულ ლაშა არქანიას იარაღის ლულა პირში ჩაუდო, მკვლელობის
სიმულაციის მიზნით. დაკავებული მიიყვანეს სოფელ ჭალესთან მიტოვებული აგურის
ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კვლავ გააგრძელეს მის მიმართ სასტიკი მოპყრობა
– სცემდნენ, ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით და ახდენდნენ ავტომატით მოკვლის
ინსცენირებას. განყოფილების უფროსი ვახტანგ აბაშიძე ანთებულ სიგარეტს აწვავდა
იღლიებში. მიუხედავად ამისა, ლაშა არქანია აცხადებდა, რომ ვინმე ზვიადის შესახებ
მათთვის სასურველ ინფორმაციას არ ფლობდა. უკანონოდ დაკავებულ პირზე ზეწოლა და
ფიზიკური ძალადობა პოლიციის შენობაშიც გაგრძელდა და მასში, რუსლან აბულაძესა და
ხატაბერ სამუშიასთან ერთად, ინსპექტორ-გამომძიებელი ილიკო სონგულია, დეტექტივგამომძიებელი კოხტა კოდუა და თანაშემწე-გამომძიებელი ილუშა აქუბარდია ჩაერთნენ.
სასურველი ინფორმაცია რომ ვერ მიიღეს, უკანონოდ დაკავებული ლაშა არქანიას
სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა სხვა მოტივით გადაწყდა. მიუხედავად იმისა, რომ
დაკავებისას ლაშა არქანიას არანაირი კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ჰქონია, ილუშა
აქუბარდიამ
დაკავებულს
წარუდგინა
ნარკოტიკული
საშუალება,
კალაშნიკოვის
კონსტრუქციის ავტომატი და 19 სამხედრო ვაზნა, რომელზეც უთხრა, რომ ეს ნივთები,
თითქოსდა, მისი პირადი ჩხრეკისას ამოიღეს. ილუშა აქუბარდიამ შეადგინა დაკავებისა და
პირადი ჩხრეკის ოქმები, რომელშიც მიუთითა, რომ თითქოს, ლაშა არქანია 2011 წლის 15
ივნისს 03:00 საათზე დააკავეს და, პირადი ჩხრეკის შედეგად, ამოიღეს ცეცხლსასროლი
იარაღი, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალება.
ლაშა არქანია უარს აცხადებდა, ეღიარებინა დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია,
მაგრამ კოხტა თოდუას მიერ მის მიმართ ინტენსიური ფიზიკური ძალადობის, ხელკეტით
გაუპატიურების მუქარისა და გაუპატიურების ინსცენირების შემდეგ, მან ხელი მოაწერა
შემთხვევაში, საკანში მოთავსებული ყველა პატიმრის უმოწყალოდ ცემა, და სხვ.) ყველა იმ დაწესებულებაში, სადაც
მას მოუწია ყოფნა (ორთაჭალის №1, ორთაჭალის №5, ქუთაისის №2, რუსთავის №6, რუსთავის №16
დაწესებულებები).
306 საგამოძიებო კომისიის N10 სხდომაზე მსჯავრდებულ კახა მაღლაკელიძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი (ჩართვა №15 პენიტენციური დაწესებულებიდან).
94
საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ოქმებს. შემდგომ იგი წაიყვანეს წალენჯიხაში, პოლიციის
რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც რუსლან აბულაძემ, ილიკო
სონგულიამ და ხატაბერ სამუშიამ კვლავ სცემეს და დაწვის სიმულაციის მიზნით,
აიძულებდნენ ბუხარში შესვლას. 307
უკანონო მტკიცებულებების საფუძველზე, ლაშა არქანია დამნაშავედ იქნა ცნობილი და
სასჯელად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. იგი სასჯელაღსრულების
დაწესებულებიდან
ხელისუფლების
ცვლილების
შემდეგ,
2013
წლის
16
იანვარს
გათავისუფლდა.
ვინაიდან ლაშა არქანიას წამების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ მისი პატიმრობისას
გახმაურდა, თავად ლაშა არქანია, მისი ადვოკატები და სახალხო დამცველის აპარატი
საჩივრებს წერდნენ, ხელისუფლება იძულებული გახდა, პოლიციელთა უკანონო ქმედებების
საქმეზე გამოძიება წამების მუხლით დაეწყო, რაც იმ დროს განსაკუთრებულ შემთხვევას
წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, გამოძიებას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია.
მოცემულ საქმეზე 2020 წელს ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ლაშა არქანია
უკანონოდ იყო დაკავებული და მის მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა ჩაიდინეს
სახელმწიფოს წარმომადგენლებმა, რის თაობაზეც გამოძიება არ ჩატარებულა (ევროპული
კონვენციის მე-3 მუხლის მატერიალური და პროცედურული ასპექტები, ასევე, მე-5 მუხლი). 308
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ლაშა არქანიამ, ჯერ კიდევ
წინასწარი პატიმრობის შეფარდებამდე, 2011 წლის 16 ივნისს აცნობა საქმის პროკურორს მისი
უკანონო დაკავებისა და წამების შესახებ და ამის თაობაზე განაცხადა 2011 წლის 17 და 23
ივნისს ორივე ინსტანციის სასამართლოს წინაშე, რომელიც აღკვეთის ღონისძიების საკითხს
იხილავდა. არცერთ შემთხვევაში, პატიმრის მიერ აღნიშნულ ბრალდებებს რეაგირება არ
მოჰყოლია, რაც ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა. 309
ევროპული სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შედეგად, ლაშა არქანიას წამებისა და
უკანონოდ დაკავების საქმეზე 2021 წელს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. თბილისის
საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ოქტომბრის
განაჩენით, დამნაშავეებად ცნეს რუსლან აბულაძე, ხატაბერ სამუშია, კოხტა კოდუა, ილიკო
სონგულია და ილუშა აქუბარდია. 310 2024 წელს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ
ძალაში. ამასთან, 2022 წლის 20 სექტემბერს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 5 მაისის № 21 სხდომაზე ლაშა არქანიას ახსნა-განმარტების სტენოგრაფიული
და ვიდეოჩანაწერი.
308 არქანია საქართველოს წინააღმდეგ (Arkania v. Georgia, no. 2625/12), https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-203187
309 ე.წ. მოწამლული ხის ნაყოფის პრინციპის მიხედვით, საქმის სასამართლოში განხილვამდე ძალადობის შედეგად
მოპოვებული აღიარება ან სხვა მტკიცებულება ზიანს აყენებს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობას
და მოსამართლე ვალდებულია, პროაქტიულად გამოიკვლიოს ბრალდებულის მიერ მის წინაშე ძალადობის შესახებ
გამოქვეყნებული ცნობები. იხ., ბევრ სხვას შორის, გეფგენი გერმანიის წინააღდეგ (Gäfgen v. Germany [GC],
no. 22978/05, §§ 168, 186, ECHR 2010), https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-99015
310 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 ოქტომბრის N1/1096-21 განაჩენი; თბილისის სააპელაციო
სასამართლოს 20123 წლის 2 ნოემბრის N1ბ/958-22 განაჩენი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 27
მაისის N1373აპ-23 განჩინება.
307
95
კოდექსის 310-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად (ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო
განაჩენის გადასინჯვა), ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაუქმდა 2011-2012 წლებში
ლაშა არქანიას გამამტყუნებელი განაჩენები და გამოტანილ იქნა გამამართლებელი განაჩენი.
პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე რეალური გამოძიება და
სისხლისსამართლებრივი დევნა მხოლოდ 2012 წლიდან, „ნაციონალური მოძრაობის“
ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ დაიწყო. 2015 წლის 13 თებერვალს საქართველოს
გენერალურ
პროკურატურაში
შეიქმნა
სამართალწარმოების
პროცესში
ჩადენილი
დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი, 311 რომლის უფლებამოსილებად 2012 წლამდე
ჩადენილი წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის, ასევე, იძულებით
ქონების ჩამორთმევის ფაქტების შესწავლა და გამოძიება განისაზღვრა. დღეისთვის არაერთ
საქმეზე დამდგარია კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, არაერთ შემთხვევაში კი გამოძიება
კვლავ გრძელდება.
მაგალითად, 2017 წელს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, 312 რომელიც
ზუგდიდის №4 დაწესებულებაში პატიმართა მიმართ ძალადობას ეხებოდა. გამოძიებით
დადგინდა, რომ ზუგდიდის საპატიმროში 2009-2012 წლებში პატიმართა მიმართ ადგილი
ჰქონდა სისტემატურ დამცირებასა და არაადამიანურ მოპყრობას. დაწესებულებაში
შეყვანისთანავე ხდებოდა პატიმართა გაშიშვლება, გინება ოჯახის წევრების მისამართით,
უმოწყალო ცემა დაშინებისა და უსიტყვო მორჩილების მიზნით, შანტაჟითა და მუქარით
თანამშრომლობაზე დაყოლიება და მუდმივი მუქარა, რომ თანამშრომლობის ხელწერილს
საკანში შეუგდებდნენ, რითაც თანასაკნელების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი
აღმოჩნდებოდნენ. საკნებში აკრძალული იყო ჩვეულებრივი საუბარი, ნებადართული იყო
მხოლოდ ჩურჩული, პატიმრებს შეზღუდული ჰქონდათ: ტელევიზორით სარგებლობა,
ოჯახთან ტელეფონით საუბარი ან პაემანი, სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა,
სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან ურთიერთობა, საჩივრების მათთვის სასურველ
დაწესებულებაში გაგზავნის შესაძლებლობა. მათ უმიზეზოდ უმცირებდნენ ძილისა და
სუფთა ჰაერზე გასვლისათვის კანონით დადგენილ დროს.
ღამის საათებში პატიმრების ნაწილი გამოჰყავდათ საკნიდან, სცემდნენ უმოწყალოდ
სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით და აიძულებდნენ, ტკივილისგან ხმამაღლა ეყვირათ,
რათა სხვა საკნებში მყოფ პატიმრებს გაეგონათ და ყოფილიყვნენ მუდმივი შიშისა და უსიტყვო
მორჩილების ქვეშ. გასეირნების წინ და შემდეგ, პატიმრებს სისტემატურად აიძულებდნენ,
საცვალჩახდილი ჩაკუზულიყვნენ პირით კედლისკენ რამდენიმე წუთის განმავლობაში. ასეთ
მდგომარეობაში მყოფთ დასცინოდნენ სხვადასხვა სიტყვებით და აიძულებდნენ,
გაეკეთებინათ ბუქნები და ე.წ. „კვატია“ (ჩაკუზულ მდგომარეობაში გადაადგილებულიყვნენ
ბატიფეხურად წინ და უკან), რა დროსაც, ურტყამდნენ წიხლებს შიშველ სხეულზე, ხელებს
კეფისა და ზურგის არეში, აგინებდნენ ოჯახის წევრების მისამართით, აფურთხებდნენ,
ამასხარავებდნენ და დასცინოდნენ. თუკი ვინმე წაიქცეოდა, მას აუცილებლად სცემდნენ.
311
312
https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/2728207?publication=0
სისხლის სამართლის საქმე N083230117801.
96
ხშირ შემთხვევაში, კვირაში 3-ჯერ მაინც, ჩხრეკის მოტივით შედიოდნენ საკნებში,
მაგიდებიდან უმიზეზოდ ძირს ყრიდნენ საკვებ პროდუქტებს და რელიგიურ ნივთებს,
საწოლებიდან ძირს ყრიდნენ ლეიბებს და თეთრეულს, ტანსაცმელს უსველებდნენ წყლით და
უბინძურებდნენ ფეხსაცმელებით.
ერთი პატიმრის პროტესტის შემთხვევაში, მკაცრად ისჯებოდა მთელი საკანი, რაც
უსიტყვო მორჩილებას უზრუნველყოფდა, რადგან თითოეული პატიმარი ცდილობდა, სხვა
პატიმრის ცემის მიზეზი არ გამხდარიყო.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, სსსკ-ის 1443-ე მუხლის (დამამცირებელი და
არაადამიანური მოპყრობა) მე-2 ნაწილის ა), ბ), ე) და ზ) ქვეპუნქტების შესაბამისად,
გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი ზუგდიდის №4 დაწესებულების ყოფილი
დირექტორის, ამირან ჯანაშიას, დირექტორის ყოფილი მოადგილის, დიმიტრი ჯიჭონაიას,
უსაფრთხოების განყოფილების უფროსის, თეიმურაზ გოგოლისა და ამავე განყოფილების
უფროსი ინსპექტორის, გოგიტა გაბისონიას, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების
უფროსის, ირაკლი ჭითანავასა და ამავე განყოფილების მთავარი ინსპექტორების, რომეო
როგავას, ლევან კოდუასა და ონისე ლაგვილავას, რეჟიმის განყოფილების კონტროლიორის,
კობა ანთიას, მიმართ.313
2013 წელს რუსთავის №6 დაწესებულებაში 2005-2012 წლებში მომხდარ ფაქტებთან
დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად იქნა ცნობილი 67 ყოფილი
პატიმარი. გამოძიებით დადგინდა, რომ დაწესებულებაში ახალი პატიმრების მიღებისას, მათი
დათრგუნვისა და დაშინების მიზნით, დირექტორის, ჯონი ივანიშვილის ხელმძღვანელობით
და
რეჟიმის
განყოფილების
უფროსის,
ვლადიმერ
კაპანაძის
მონაწილეობით,
ადმინისტრაციისა და სპეცრაზმის წარმომადგენლები ჰქმნიდნენ ე.წ. ცოცხალ დერეფანს და
პატიმრებს მასში გავლას აიძულებდნენ. დერეფანში გავლისას, პატიმარს ყველა მხრიდან
ურტყამდნენ და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ჯონი ივანიშვილი ორგანიზებას
უწევდა და უშუალოდ ახორციელებდა მსჯავრდებულთა ცემა-წამებას, დამცირებასა და
იძულებას, რითაც მათ უკანონო მორჩილებაში ამყოფებდა. არაერთ პატიმარს შეელახა
ჯანმრთელობა, დაუზიანდა სხეულის სხვადასხვა ორგანო, რაც დასტურდება სამედიცინო
ექსპერტიზისა და სხვა შესაბამისი ცნობებით. ხელმძღვანელი პირების გარდა, ციხის
ადმინისტრაციის
თანამშრომლებიც
მონაწილეობას
იღებდნენ
პატიმართა
ფიზიკურ
შეურაცხყოფაში, ფსიქოლოგიურ ზეწოლაში, საჭმელში ჩაფურთხებაში და სხვ.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე №6 დაწესებულების ყოფილი დირექტორი
ჯონი ივანიშვილი და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი ვლადიმერ კაპანაძე
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 ივლისის N1/130-13 განაჩენი; ზუგდიდის რაიონული
სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის N1/284-13 განაჩენი; ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 ივლისის
N1/41-2017 განაჩენი; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 25 დეკემბრის N1/ბ-546-2018 განაჩენი;
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 14 სექტემბრის N255აპ-20 განჩინება; ზუგდიდის რაიონული
სასამართლოს 2015 წლის 11 თებერვლის N1/199-13 განაჩენი.
313
97
სსსკ-ის 1441-ე მუხლის (წამება) მე-2 ნაწილის ა), ბ), ე) და ზ) ქვეპუნქტების შესაბამისად
ცნობილ იქნენ დამნაშავეებად. 314
2013 წელს რუსთავის №16 დაწესებულების სისხლის სამართლის საქმეზე 147-მა
პატიმარმა მისცა ჩვენება დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელთა წინააღმდეგ.
დაწესებულების
დირექტორის
პირველი
მოადგილე
და
დირექტორის
მოვალეობის
შემსრულებელი ვაჟა ცხვედიანი, დაწესებულების დირექტორის მოადგილე დავით მუმლაძე,
უსაფრთხოების განყოფილების უფროსი იონა ლუტიძე, უსაფრთხოების განყოფილების
ინსპექტორები – გიორგი ჯღარკავა და თემურ ყორშია გაშიშვლებულ პატიმრებს ატარებდნენ
ე.წ. ცოცხალ დერაფანში, სადაც 20-მდე ნიღბიანი პირი მათ ხელკეტებით სცემდა. პატიმრებს
სცემდნენ ყოველდღიურად ყველგან – საკანში, აბაზანაში, დერეფანში, კარცერში, რომლის
დროსაც იყენებდნენ ხელკეტებს ან ქვებით სავსე პოლიეთილენის ბოთლებს. კონკრეტული
პატიმრის მხრიდან
წამლის, წყლის ან ექიმის მოთხოვნის შემთხვევაში, სცემდნენ არა
მხოლოდ მას, არამედ მის საკანში მოთავსებულ ყველა სხვა პატიმარსაც. ერთი პატიმარი
ორჯერ მხოლოდ იმის გამო ჩასვეს კარცერში, რომ სეირნობისას ხელები უკან არ ჰქონდა
დაწყობილი. პატიმრების დამცირება და შეურაცხყოფა ყოველდღიურობის ნაწილი იყო – მათ
აშიშვლებდნენ და შიშვლებს არბენინებდნენ, აძვრენდნენ სკამების ქვეშ დაცინვის მიზნით,
ხშირად აგინებდნენ და სხვა სახის სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. პატიმრების თქმით,
მათ ცხოველებივით ექცეოდნენ. დაწესებულების ექიმი არათუ უვლიდა პატიმრებს, არამედ
პროვოკაციებს აწყობდა, რის გამოც, პატიმრები ისჯებოდნენ. ასევე, როცა დაწესებულების
დირექტორის მოადგილე, დავით მუმლაძე, ფეხბურთს თამაშობდა ეზოში, პატიმრებს
აკრძალული ჰქონდათ ფანჯრების გაღება ან ტელევიზორის ჩართვა, რათა ხმაურს ხელი არ
შეეშალა მისთვის.
მოცემულ საქმეზე 2013 წელს რუსთავის №16 დაწესებულების ზემომითითებული
თანამშრომლები ცნობილ იქნენ დამნაშავეებად, სსსკ-ის 1443-ე მუხლის (დამამცირებელი და
არაადამიანური მოპყრობა) მეორე ნაწილის ა), ბ), დ), ე) და ზ) ქვეპუნქტების შესაბამისად. 315
2012 წელს დაიწყო გამოძიება ქსნის №15 სასჯელაღსრულების დაწესებულების საქმეზე,
რომელსაც საფუძვლად დაედო 1 057 იდენტიფიცირებული და 200 არაიდენტიფიცირებული
მსჯავრდებულის
საჩივარი.
პატიმრები
მიუთითებდნენ,
რომ
2006-2012
წლებში,
დაწესებულების დირექტორების – რობერტ არაქელოვისა (2006-2010 წწ.) და შოთა
თოლორდავას (2010-2012 წწ.), დირექტორის მოადგილეების – ბაჩუკი რუხაიასა და გიორგი
კოხრეიძის, სამართლებრივი რეჟიმის უფროსების – ლევან ლეჟავასა და კობა ადეიშვილის,
უსაფრთხოების უფროსის, გიორგი ფარჯანაძის, საპყრობილის ნაწილის უფროსის, დიმიტრი
ჩხეიძისა და სხვა თანამშრომლების მხრიდან მათ მიმართ ადგილი ჰქონდა წამებას,
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 თებერვლის N1/443-2013 განაჩენი; თბილისის სააპელაციო
სასამართლოს 2015 წლის 6 იანვრის N1/ბ-214-14 განაჩენი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 16
ივლისის N94აპ-15 განჩინება.
315 რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 დეკემბრის N1/378-2013 განაჩენი ვაჟა ცხვედიანის, დავით
მუმლაძის, იონა ლუტიძის, გიორგი ჯღარკავას და თემურ ყორშიას საქმეზე.
314
98
არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. მათ აღწერეს ხელით, წიხლით, ხელკეტებით,
რეზინის ან პლასტმასის მილებით, ყავარჯნით ცემის, ელექტროშოკით წამების, რეზინის
ხელკეტით გაუპატიურების, ფეხებით დაკიდების, წყლიან ტაშტში თავის ჩაყოფინების, ფეხის
გულებზე ცემის ფაქტები, რაც მოსდევდა თანამშრომლობაზე უარის თქმას, წყლის, ექიმის,
წამლის მოთხოვნას, საჩივრის დაწერას. თუმცა, მსგავსი მოპყრობა ხდებოდა გამოგონილი
მიზეზის გარეშეც და იყო ყოველდღიურობის ნაწილი. N15 დაწესებულებაში აღინიშნა სხვა
ციხეებისგან განსხვავებული მეთოდებიც – დაჩოქება და იძულებით თავის გადაპარსვა
ფიზიკური შეურაცხყოფის ფონზე, პატიმრის დასაკბენად როტვეილერის ჯიშის ძაღლის
მიშვება.
2011-2012 წლებში გლდანის №8 დაწესებულების არაერთი პატიმრის, მათ შორის, აკაკი
ოჩიგავას
მიმართ
ჩადენილი
ძალადობის
ფაქტები
განიხილა
თბილისის
საქალაქო
სასამართლომ და 2018 წელს შვიდი პირი – სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი
ოლეგ
ფაცაცია,
სასჯელაღსრულების
დაწესებულების
თანამშრომლები:
მალხაზ
ღვინიაშვილი, ზაზა ხარაიშვილი, დავით ნოზაძე, ნუგზარ მარღია, ვახტანგ გუგუციძე და
დავით ჩიხლაძე ცნობილ იქნენ დამნაშავეებად წამების, დამამცირებელი და არაადამიანური
მოპყრობის ჩადენის გამო. 316 წამების გარდა, არაადამიანური მოპყრობის ფაქტები მოიცავდა
სისტემატურ ცემას, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და დამცირებას. მაგალითად, პატიმრების
ჯგუფი აბანოში სცემეს გამოგონილი მიზეზით, თითქოს მათი საკნიდან ხმაური გამოდიოდა,
ხოლო ცემისგან გონდაკარგულ ერთ-ერთ პატიმარს ოლეგ ფაცაციამ სიგარეტი დააფერფლა
სახეზე. საკანში ხმაურის საბაბით პატიმრების ცემის ბევრი შემთხვევაა აღწერილი მოცემული
საქმის მასალებში. იმავე პირებმა ერთ პატიმარს სცემეს იმის გამო, რომ მაისური ჰქონდა სკამზე
გადაკიდებული.
სასამართლომ იმსჯელა და დაადგინა, რომ პატიმრების მიმართ ამგვარი სისტემატური
ძალადობის მიზანი იყო შიშის დათესვა და სრული მორჩილების უზრუნველყოფა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა გლდანის №8 დაწესებულებაში წამებისა
და არაადამიანური მოპყრობის სხვა არაერთი ფაქტიც. მაგალითად, ოპერატიულმა მორიგეინსპექტორმა ვლადიმერ ბედუკაძემ317 2011 წელს პატიმარ მ.-ს მოსთხოვა ადმინისტრაციასთან
თანამშრომლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრა ძალადობით. სამართლებრივი
რეჟიმის განყოფილების უფროსი ოლეგ ფაცაცია პატიმარს აიძულებდა, ეპასუხა, ხომ არ
316 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 თებერვლის N1/3385-17 განაჩენი; თბილისის სააპელაციო
სასამართლოს 2019 წლის 22 მარტის N1ბ/349-18 განჩენი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 12
ნოემბრის N400აპ-19 განჩინება.
317 ვლადიმერ ბედუკაძემ სასჯელაღსრულების სისტემა დატოვა 2012 წლის მაისში, რის შემდეგაც მან გლდანის №8
დაწესებულებაში მის მიერ გადაღებული ცემისა და წამების ამსახველი ვიდეოჩანაწერები მესამე პირებს გადასცა.
მოცემული კადრები 2012 წლის 18 სექტემბერს გავრცელდა. 2013 წლის 6 ივნისს, ბრალდებულ ვ. ბედუკაძესა და
საქართველოს მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს შორის დაიდო საპროცესო შეთანხმება განსაკუთრებული
თანამშრომლობის შესახებ, რომლის თანახმადაც, სსსკ-ის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის ა), ბ), დ), ე) და ზ)
ქვეპუნქტებით და სსსკ-ის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის ა), ბ), ე) და ზ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
დანაშაულების ჩადენის მიუხედავად, სრულად გათავისუფლდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან.
99
სურდა გამხდარიყო „კანონიერი ქურდი“. პატიმრისგან პასუხი რომ ვერ მიიღეს, ოლეგ
ფაცაციამ და ოპერატიულმა მორიგემ, გურამ ცომაიამ მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა
მიაყენეს, შემდეგ კი იატაკზე წააქციეს და დაუწყეს ფეხებით ცემა. ცემის შედეგად პატიმარმა
გონება დაკარგა. გონზე მოსვლის შემდეგ, ის ე.წ. ფუქსში მოათავსეს და ხელბორკილებით
მიაბეს კარის გისოსზე. ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი იძულებული გახდა ხელწერილი
დაეწერა ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის თაობაზე.
2011 წელს გლდანის №8 დაწესებულების ოპერატიულმა მორიგე-ინსპექტორმა ვ.
ბედუკაძემ 17 წლის ი. სამეთვალყურეოდ ჩააბარა კონტროლიორ კობა ჩიკვატიას, რომელმაც
არასრულწლოვანი პატიმარი შეიყვანა ე.წ. ფუქსში, სადაც იმყოფებოდნენ კონტროლიორი
მამუკა ჩხიტუნიძე და უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ინსპექტორი ბორის
ფარულავა.
კობა
ჩიკვატიამ
არასრულწლოვან
პატიმარს
მოსთხოვა,
შეეგინებინა
ქურდებისთვის, რაზეც პატიმრისგან უარი მიიღო. ამის შემდეგ მან, მამუკა ჩხიტუნიძემ და
ბორის ფარულავამ არასრულწლოვანს სცემეს, რასაც ვიდეოკამერით იღებდნენ. შემდეგ
ვლადიმერ ბედუკაძემ პატიმარი მიუყვანა ოლეგ ფაცაციას, რომელმაც არასრულწლოვანს
მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ჩაავლო თმებში ხელი და თავი კედელზე არტყმევინა. ერთი
კვირის შემდეგ, იმავე პატიმარსა და ასევე არასრულწლოვან ა.-ს სასტიკად სცემეს საკანში, რის
შემდეგაც, ოლეგ ფაცაციას დავალებით, ისინი განათავსეს ე.წ. ფუქსებში. ოლეგ ფაცაცია,
დაწესებულების დირექტორის მოადგილე ვიქტორ ყაჭეიშვილი, ბორის ფარულავა და
გამოძიებით დაუდგენელი პირები თავდაპირველად შევიდნენ პატიმარ ი.-სთან და უბრძანეს,
შეეგინებინა ქურდებისთვის. უარის მიღების შემდეგ, პატიმარს უმოწყალოდ სცემეს. ოლეგ
ფაცაცია მას სცემდა ხელკეტით. შემდეგ გადავიდნენ ა.-ს მოთავსების ოთახში და, იმავე
მოთხოვნითა და მიზეზით, სასტიკად სცემეს. პატიმრები ხელბორკილებით მიაბეს ე.წ. ფუქსის
კარის გისოსზე და ოთხი დღე-ღამის განმავლობაში გაუსაძლის მდგომარეობაში ამყოფეს. ამ
პერიოდში მათ მეტლახის იატაკზე ეძინათ.
მოცემულ პერიოდში, ორივე არასრულწლოვან პატიმარს აჩვენეს სხვა პატიმრების
მიმართ სექსუალური ძალადობის ვიდეოკამერით გადაღებული კადრები, რის შემდეგაც, ა.-მ
მარჯვენა მკლავის ვენა გადაიჭრა ე.წ. ფუქსის კარის გისოსის შედუღების ადგილზე არსებული
ლითონის წახნაგით.
2012 წლის 18 სექტემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, გლდანის №8 დაწესებულების
ორი პატიმარი გააღვიძეს საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსმა ლევან
ფურცხვანიძემ, ამავე განყოფილების უფროსმა ინსპექტორმა ბორის ფარულავამ და
სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების კონტროლიორმა ლევან ფხალაძემ, მიაყენეს
სიტყვიერი შეურაცხყოფა და ხელკეტებით სცემეს, რის შემდეგაც, თითოეულ მათგანს
ხელკეტები ჯერ უკანა ტანში მიაჭირეს და შემდგომ აიძულეს მათი პირში ჩადება.
100
„კარანტინის დაშლა იყო ის, რომ უნდა მომზადებულიყავი ფიზიკურად და მორალურად
იმისთვის, რომ დაგამტვრევდნენ ძვლებში. პატიმრებს აყენებდნენ რიგში და ყველა მიდიოდა იმ
მაგიდასთან, სადაც [ალექსანდრე] მუხაძე იღებდა მათ. აქეთ-იქიდან კი, ვისაც არ ეზარებოდა,
ყველა გირტყამდა. რიტუალი იყო. ეს იყო წესი.“ 318
ნიკოლოზ გოგუაძე, „ყინწვისის სპეცოპერაციის“ მსხვერპლი
2013 წელს გამოძიებულ იქნა № 8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული ე.წ.
კარანტინის დაშლის პრაქტიკასთან დაკავშირებული ერთ-ერთი საქმე. 2012 წლის 24 აგვისტოს
18:00 საათიდან დაიწყო ახალშემოსული პატიმრების კარანტინიდან შესაბამის საკნებში
გადანაწილება. თუმცა, მოცემული პროცედურა ხორციელდებოდა სასჯელაღსრულების
სისტემაში დამკვიდრებული დანაშაულებრივი რიტუალით, რაც პატიმართა ცემასა და
ღირსების
შელახვას
გულისხმობდა.
„კარანტინის
დაშლას“
ხელმძღვანელობდა
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე გაგა მკურნალიძე.
მასთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ დაწესებულების დირექტორი დავით ხუჭუა, მისი
მოადგილეები – ალექსანდრე ჯანჯღავა და ვიქტორ ყაჭეიშვილი, ასევე, სამართლებრივი
რეჟიმის განყოფილების უფროსი ოლეგ ფაცაცია და ამავე საპყრობილის თანამშრომლები:
გიორგი კვარაცხელია, მანუჩარ ლომთაძე, მათე ელბაქიძე, დავით მეცხოვრიშვილი და თემურ
ჭაჭია. პატიმრები რიგრიგობით გამოძახებულ იქნენ ადმინისტრაციული შენობის სარდაფში
განთავსებულ სამორიგეო ნაწილში, სადაც მათდამი განხორციელდა არაადამიანური და
დამამცირებელი ქმედებები, რაც ვიდეოკამერით ფარულად იქნა გადაღებული.
2013 წელს ოლეგ ფაცაცია, გაგა მკურნალიძე, დავით ხუჭუა, ვიქტორ ყაჭეიშვილი და
გიორგი კვარაცხელია, ცნობილ იქნენ დამნაშავეებად წამებისა და დამამცირებელი ან
არაადამიანური მოპყრობის ჩადენის გამო.319
2012 წელი - „ნაციონალური მოძრაობის“ მარცხი არჩევნებში და წამების დასასრული
ციხეებში
2012 წელს საქართველომ ევროპაში პირველი ადგილი დაიკავა ყოველ 100 000 ადამიანზე
პატიმართა რაოდენობის მიხედვით. 320 სამართალდამცავ სტრუქტურებში დაუსჯელობის
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 9 ივნისის N35 სხდომაზე ნიკოლოზ გოგუაძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და ვიდეოჩანაწერი.
319 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 ივნისის N1/509-13 განაჩენი; თბილისის სააპელაციო
სასამართლოს 2014 წლის 23 ივნისის N1ბ/-253-13 განაჩენი; უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 27 იანვრის N277აპ14 განჩინება.
320 შედარებისთვის, 2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში მოთავსებულ პატიმართა
საერთო რაოდენობა იყო - 9 534 (მათ შორის, 1 949 ბრალდებული და 7 585 მსჯავრდებული). იხ. საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს 2025 წლის 8 ივლისის N 7433 წერილი.
318
101
სინდრომი სუფევდა და თავისუფლებააღკვეთილ პირებზე ძალადობა „ნაციონალური
მოძრაობისთვის“ ჩვეულებრივი მოვლენა იყო. 321
სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიშში, რომელიც საქართველოს პარლამენტს 2013
წელს წარედგინა, უკვე ღიად იყო მოყვანილი სხვადასხვა პატიმრის ისტორიები. ანგარიშში
ვკითხულობთ ისეთი ფაქტების შესახებ ინფორმაციას, როგორიცაა: „კვლავ სცემეს, მიაბეს
გათბობის რადიატორის მილზე და ასეთ მდგომარეობაში დატოვეს 12 საათის განმავლობაში“,
„ცემის დროს ის გააშიშვლეს, დააწვინეს იატაკზე და ასხამდნენ ცივ წყალს“, „გახადა წელს
ზემოთ და დაუწყო ცემა ჯერ ხელით, ხოლო შემდგომ – ნაგვის ურნით“, „თოკით მიაბეს
კიბეზე, სადაც დატოვეს მეორე დილამდე“, „მას რამდენჯერმე დაადეს ელექტროშოკის
აპარატი სხეულზე“, „ოთხ მსჯავრდებულთან ერთად დატოვეს აბანოში, სადაც არ ჰქონდათ
არანაირი ჰიგიენური ნივთი და არც ტუალეტის ქაღალდი,“ „მოსთხოვეს დაჩოქება, რაზეც
მსჯავრდებულმა განაცხადა, რომ ჰქონდა მენისკი და დაჯდა იატაკზე. ამის გამო,
დაწესებულების თანამშრომლებმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა - სცემეს
წიხლებით და წყლის მილებით“, „ყელში უჭერდა ხელს და პირში აფურთხებდა, შეიტანეს
წყლით სავსე ტაშტი, სადაც თავს აყოფინებდნენ, ერთ-ერთ თანამშრომელს ეკავა „ბორჯომის“
შუშის ბოთლი და გაუპატიურებით ემუქრებოდა“, „თავის არეში ჩაარტყა ფეხი, პირსახოცი
მოუჭირა ყელზე და უთხრა, რომ როცა უნდოდა, მაშინ მოკლავდა და ამას ვერავინ გაიგებდა“,
„მორგში ჩამიყვანეს, მცემეს ხელკეტებით, დავკარგე გონება, მკვდართან მიბმული დამტოვეს
2 საათი“. 322 ცემის და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტები მოხდა არასრულწლოვანი
პატიმრების მიმართაც,
განუვითარდათ.
რის
გამოც
მათ
პოსტტრავმული
სტრესული
აშლილობა
სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიშში, ასევე, ვკითხულობთ, რომ „ნაციონალური
მოძრაობის“ რეჟიმის დროს, საქართველოში სასჯელაღსრულების სისტემა იმართებოდა
წამების, არაადამიანური მოპყრობის მეთოდებითა და ფსიქოტროპული მედიკამენტების
ჭარბი გამოყენების გზით, რაც ხელს უწყობდა წამალდამოკიდებულების ჩამოყალიბებას და
მართვადს ხდიდა პატიმართა დიდ ნაწილს. განსაკუთრებული სისასტიკის და
შეურაცხმყოფელი სიტუაციების ვიდეო- და ფოტოდოკუმენტირებით ციხის ადმინისტრაციის
წარმომადგენლები აშანტაჟებდნენ წამებაგამოვლილ ადამიანებს, რაც გავრცელებული წამების
მეთოდია,
პიროვნებაზე
სრული
კონტროლის,
პიროვნების
გატეხა-განადგურების
მისაღწევად.
წინა წლების მსგავსად, 2012 წელსაც გამოიკვეთა ტენდენცია, რომ პატიმრები სახალხო
დამცველის წარმომადგენელთან პირველ შეხვედრაზე აცხადებდნენ მათ მიმართ
განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის თაობაზე, მაგრამ მოგვიანებით
ითხოვდნენ მათი განცხადებების განუხილველად დატოვებას. როგორც ხელისუფლების
ცვლილების შემდეგ გაირკვა, დაწესებულებების თანამშრომლები თავისუფლებააღკვეთილ
323
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2012 წ., გვ. 5.
იქვე, გვ. 27, 28, 32, 33, 35, 114.
323 იქვე, გვ. 122.
321
322
102
პირებს ემუქრებოდნენ, როგორც მათი, ისე ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით,
გაუპატიურებით და სხვა ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით. შედეგად, ისინი
წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ და იძულებულები იყვნენ, საკუთარი უფლებების დარღვევის
თაობაზე საუბრისგან თავი შეეკავებინათ. 324
2012 წლის 19 ივნისს საქართველოს პარლამენტის წევრმა გაერთიანებული
ოპოზიციიდან, ჯონდო ბაღათურიამ, „ნაციონალურ მოძრაობას“ შესთავაზა ამნისტიის
კანონის მიღება, 325 რაც შემდეგნაირად დაასაბუთა:
„არაადეკვატური (...), ძალიან მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის შედეგად და იმის
შედეგად, რომ (...) სასამართლო სისტემა არის განადგურებული, მოსამართლეს არ ეძლევა საშუალება,
მიიღოს დამოუკიდებელი, თავისუფალი და ობიექტური გადაწყვეტილება. (...) 2009 წელს 18 354
საქმიდან მხოლოდ 18–მა კაცმა მოახერხა (...) თავის გამართლება. (...) 14 000 კაცს ფული გამოსძალეს იმ
წელს იმისათვის, რომ თავი დაეხსნა ძალოვანი სტრუქტურების წნეხისაგან (...) გადაიჭედა ციხეები, ერთ
საწოლზე 7-8, ზოგჯერ 10 ადამიანი იწვა. ახლა სასჯელაღსრულების სამინისტრო იღებს კრედიტებს,
გრანტებს იმისთვის, რომ ააშენოს ახალი ციხეები, მაგრამ ისეთი სწრაფი ტემპით გრძელდება
დაპატიმრება, რომ (...) ახალი ციხეების მშენებლობა ვერ ეწევა (...) შესაბამისად, ამნისტიის წინამდებარე
პროექტს შეუძლია, ერთი მხრივ, გამოიწვიოს განტვირთვა ციხეებში, ხოლო მეორე მხრივ, პატიმრებს,
რომელთა შორის ბევრი უდანაშაულოდ იხდის სასჯელს, მაგრამ ძირითად ნაწილს აქვს დანაშაული
ჩადენილი, თუმცა მისჯილი აქვს სრულიად არაპროპორციული, არაადეკვატური სასჯელი, (...)
გავათავისუფლებთ, დავუბრუნებთ ოჯახებს. (...) მე მაგალითები შემიძლია მრავლად მოვიყვანო, (...) 16
წლის ბავშვი, (...) ძალიან უჭირდათ, მოიპარა 8 ლარი, ხურდა ფული და ამის გამო მას მიუსაჯეს 2 წელი.
(...) ვცდილობდით, რომ გამოეყენებინა პროკურატურას (...) განრიდების პროგრამა, როგორც,
მაგალითად, გამოიყენეს (...) როცა თქვენმა მომხრე ნაცმოძრაობის ახალგაზრდებმა სცემეს თავის
მეგობრებს და ჩვენ ამას წინააღმდეგობა არ გავუწიეთ იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვენი
მხარდამჭერები იყვნენ და მძიმე დანაშაული ჩაიდინეს, ჩვენ ჩავთვალეთ რომ ახალგაზრდების ადგილი
არ არის ციხეში (...) ბავშვს, რომელმაც 8 ლარი მოიპარა და 5 ფრაგმენტ-ეპიზოდით შეგროვდა ეს 8 ლარი,
და ჩვენებაში დაწერა, როცა ჰკითხეს, რატომ მოიპარე? მშიოდა და მოვიპარეო. აი ამ ბავშვს მიუსაჯეს,
(...) 2 წელი, როცა შეეძლოთ განრიდების პროგრამა გამოეყენებინათ. მე არ ვამბობ, რომ ეს საქციელი
კარგი საქციელი იყო, მოპარვა მოპარვაა, ნემსის ქურდიც ქურდია და აქლემის ქურდისაც, მაგრამ
აქლემის ქურდები რომ გარეთ არიან და პარლამენტშიც ბევრია და მთავრობაშიც. (...) ჩვენო კოლეგებო,
მზად ვარ ნებისმიერი მუხლი, რომელსაც (...) თქვენ მიიჩნევთ, რომ (...) არის საშიში საზოგადოებისთვის
(...) ამოვიღოთ. მაქსიმალური კომპრომისი შემომთავაზეთ (...)“
თავის საპასუხო გამოსვლაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის,
კონსტანტინე კუბლაშვილის ძმამ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარემ, პავლე კუბლაშვილმა, განაცხადა:
324
325
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2012 წ., გვ. 31.
საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 19 ივნისის პლენარული სხდომის სტენოგრაფიული ჩანაწერი.
103
„ალბათ, ყველაზე მთავარი პროცესი საარჩევნო კამპანია არის, (...) და, რა თქმა უნდა, მსგავსი
ინიციატივები ყოველთვის უკავშირდება ასეთ პროცესებს. (...) პირველ რიგში, მე მინდა ხაზი გავუსვა
იმას, რაც შეიცვალა მთელი ამ წლების განმავლობაში, (...) მთავარი, რაც შეიცვალა ამ წლების
განმავლობაში არის ის, რომ ქვეყანაში, სადაც (...) ნებისმიერი, ყველაზე მძიმე დანაშაულიც კი
შეიძლებოდა დაუსჯელი დარჩენილიყო, (...) აი, ამ ქვეყნიდან საქართველო იქცა ქვეყნად, სადაც
ყველაზე მაღალი ხარისხით არის საზოგადოების უსაფრთხოება დაცული. ეს არის შესაშური
ნებისმიერი ევროპული სახელმწიფოსათვის და როგორ მივიღეთ ეს. ეს ყველაფერი მივიღეთ იმით, რომ
ხანდახან შეიძლება სიმკაცრეც იყო გარკვეულ შემთხვევებში გადაწყვეტილებებში, რაც
უკავშირდებოდა სასჯელებს ამა თუ იმ ფორმით, მაგრამ, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში
საზოგადოებაზე აისახებოდა ისე, რომ რეალურად აღარ არსებობს შიში კრიმინალის. ჩვენ ვიყავით
სახელმწიფოში, სადაც „კრიმინალური ავტორიტეტები“ მართავდნენ ყველაფერს აბსოლუტურად
დედამიწის ზურგზე. ჩვენ ვიყავით სახელმწიფოში, სადაც მშობლებს ეშინოდათ შვილების გაშვება
სკოლაში, ჩვენ ვიყავით სახელმწიფოში, სადაც ღამე დაბნელების შემდეგ რთული იყო გადაადგილება,
(...) და აი, ამიდან ჩვენ გვქონდა ერთადერთი გამოსავალი, ყველა დამნაშავე უნდა დასჯილიყო ისე და
ამას ჰქონდა პრევენციის მნიშვნელობაც და ჰქონდა რეალური შედეგიც, (...) არ იფიქროთ, რომ (...) ვინმეს
ახარებს ის, რომ პატიმართა რაოდენობა ამდენად დიდია. ნამდვილად არა, (...) მაგრამ, ასეთია რეალობა,
(...) ნამდვილად არავის არ მონატრებია „კრიმინალური ავტორიტეტების“ კორუმპირებულ
სახელმწიფოში ცხოვრება, (...) ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მარტივია ამ ინიციატივაზე პასუხი. (...)
მე გთავაზობთ სხვა საშუალებას, (...) ამისთვის არსებობს პირობით ვადამდე გათავისუფლების
მექანიზმი, (...) შეწყალების მექანიზმი, (...) მედიაციის, განრიდების მექანიზმები. ეს მექანიზმები უნდა
გამოიყენონ რაც შეიძლება მეტად და რაც შეიძლება აქტიურად.(...)“
ოპოზიციონერმა დეპუტატმა თავის საბოლოო სიტყვაში განაცხადა:
(...) ბატონო პავლე, თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ (...) დილიდან საღამომდე იმის ფიქრში ვარ
გართული, როგორმე გავათავისუფლო კრიმინალები, დავძაბო ქვეყანაში სიტუაცია და როგორმე
დედებმა ვერ მოახერხონ დილით შვილების გაშვება სკოლაში (...)? რა კრიმინალები და „კრიმინალური
ავტორიტეტები“ აკრძალეთ, როცა თქვენ თვითონ ზოგიერთი ამ პარლამენტში მყოფი, (...) და ზოგიერთი
მთავრობაში მყოფი, ჩამოყალიბდა კრიმინალურ ავტორიტეტად. თქვენ ამბობთ, რომ ქურდობა და
ძარცვა აკრძალეთ და გაძარცვეთ და გაქურდეთ ხაზინა და გაძარცვეთ და გაქურდეთ პრეზიდენტის
მეთაურობით სახელმწიფო. თქვენ ამბობთ, რომ (...) განრიდების პროგრამას იყენებთ, მაგრამ ამას
იყენებთ მხოლოდ თქვენი მომხრეებისათვის და (...) ჩვენ ვხედავთ, რომ მკვლელები, მაგალითად
გირგვლიანის მკვლელები, რომლებმაც წამებით ამოხადეს სული ოთხმა ერთ ადამიანს, 5 წელი
მიუსაჯეს და მერე ორ წელიწადში გაათავისუფლეს. მანამდე (...) როგორ ართობდით და როგორ
ევლებოდით ციხეზე თავს ყველამ ვიცით, ხოლო (...) ბავშვი, რომელმაც ცარიელი ღვინის შტოფი
მოიპარა 9 წელი მიუსაჯეს. ეს არის, ბატონო პავლე, თქვენი სამართალი? (...) 2010 წელს არის ეს პროექტი
დარეგისტრირებული, (...) ორი წელია გელაპარაკებით, არც კი შეგრცხვათ ახლა რომ არ
დაგეკავშირებინათ არჩევნებთან. (...) თქვენ, (...) გაგივიდათ, რომ ერთი დაიჭირეთ, მეორე დაიჭირეთ,
ასე გაავსეთ ციხეები პატიმრებით, 30 000-მდე პატიმარი ოფიციალური მონაცემით დაპატიმრებული
გყავთ, თუმცა, არის აზრი საზოგადოებაში, რომ გაცილებით მეტია; 150 000-ზე ზევით არის
პრობაციონერი, ყოველწლიურად 15 000 კაცს საპროცესო შეთანხმებით ძარცვავთ ანუ ფულს ძალავთ. ეს
გაგდით და ამიტომ რა გენაღვლებათ, მერე არჩევნების წინ ამათ მშობლებს და ძმაკაცებს და მეგობრებს
და ნათესავებს დაიბარებთ და (...) შეპირდებით, რომ პატიმარს გავათავისუფლებთ თუ არჩევნებზე
დაგვეხმარებით, დარბიან ეს საცოდავები მერე, (...) რომ თქვენთვის ხმები შეაგროვონ და მერე, რა თქმა
უნდა, მოატყუებთ. (...) ისიც კი გააკეთეთ, პატიმრები თქვენთვის ხმების ბეღელად იქცნენ, (...) თქვენ
104
მიყვებით ზღაპრებს, რომ კრიმინალი აღარ არის, (...) კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნემსის, ნემსის ქურდები
გყავთ დაჭერილი, (...) აქლემის ქურდები არიან პარლამენტში, გატენილია ეს დარბაზი და აქლემის
ქურდი არის პრეზიდენტი, პირველ რიგში, რომელმაც გაძარცვა ეს სახელმწიფო, (...) რომელმაც
სახელმწიფო ქონება მიითვისა პირდაპირ თავისივე დადგენილებებით 1 ლარად (...) თაღლითობაზე
ზის, მაგალითად, ადამიანი, რომელსაც (...) შეუკრიბეს (...) 8 ეპიზოდი, სულ აქვს 15 000 ლარის
თაღლითობა და 22 წელი აქვს მისჯილი. ჩვენ აქ, ვიცით, გვყავს ვიცე-სპიკერი [რუსუდან
კერვალიშვილი], რომელსაც 5 000 ოჯახი ბრალს სდებს, რომ 500 მილიონი მიითვისა, 5 000 ოჯახი
დატოვა უსახლკაროდ და ეს ვიცე–სპიკერი აგრძელებს ვიცე-სპიკერობას. (...) სამართლიანები უნდა
ვიყოთ. თუ სიმკაცრე გვაქვს (...), მაშინ ყველას მიმართ უნდა იყოს. ის აქლემის ქურდი, 5 000 ოჯახი რომ
გაძარცვა, ისიც უნდა იჯდეს ან უნდა დაუბრუნოს. (...) 8 ლარის ქურდობისთვის ბავშვი, რომელსაც
შიოდა და იძულებული გახდა, რომ შევიდა მაღაზიაში, (...) დედა, მოდიოდა, ითხოვდა, რომ
დავხმარებოდით. (...) მას სთხოვდნენ ფულს საპროცესო შეთანხმებისთვის. არ ჰქონდა ფული იმიტომ,
რომ მარტო დედა მუშაობს ამ ოჯახში. ამ დედას, ამ ბავშვის გარდა, კიდევ ორი მცირეწლოვანი ბავშვი
ჰყავს და სულ 300 ლარი აქვს შემოსავალი. როგორ უნდა გადაეხადა იმას 10 და 15 ათასი ლარი?! უნდა
გაეყიდა სახლ-კარი, ის ორი მცირეწლოვანი უნდა დაეტოვებინა უსახლკაროდ და გამოეყვანა ეს ბავშვი.
უნდა გადაეხადა პროკურატურისთვის ფული, მერე ეს ფული შევიდოდა ბიუჯეტში და მერე
[დეპუტატი ნუგზარ] წიკლაური და (...) [მინისტრი] კვეზერელი წავიდოდნენ ამ ფულის ხარჯზე (...)
კლაიპედაში, რომ დრო გაეტარებინათ. (...).“
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე
საქართველოს პარლამენტში გამართული ზემოაღნიშნული დებატი „ნაციონალური
მოძრაობის“ წამყვან კანონმდებელსა და ოპოზიციონერ დეპუტატს შორის ძალზედ მკაფიოდ
წარმოაჩენს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში იმ დროს არსებულ
ვითარებას და ხაზს უსვამს იმ სოციალურ მდგომარეობას, რომელშიც როგორც პატიმრები,
ასევე მათი ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებოდნენ.
საგამოძიებო კომისიამ გამოკითხა 2012 წლის 12 აგვისტოს დაკავებული,
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლაში აქტიურად
ჩაბმული გიორგი გოგოხია, რომელიც პატიმრობაში გლდანის №8 დაწესებულებაში
იმყოფებოდა. 326 ის ციხეში ყოფნის პირველი დღეებიდანვე დაექვემდებარა კარანტინის
დაშლის სადამსჯელო ღონისძიებას, რომელსაც, მისი გადმოცემით, პატიმრები „წითელ
პარასკევს“ უწოდებდნენ. გიორგი გოგოხიას თქმით, გლდანის №8 დაწესებულებაში
პატიმრებზე ფიზიკური ანგარიშსწორების რამდენიმე კატეგორია არსებობდა და მათ
სიგარეტის სახელწოდებებით მოიხსენიებდნენ: „პარლამენტი“, „ვინსტონი“ და ყველაზე
სასტიკი - „მარლბორო“. სწორედ ეს უკანასკნელი გამოსცადა მან საკუთარ თავზე, როცა ე.წ.
ფუქსში „შეაგდეს და სასტიკი ცემისგან დაასისხლიანეს“. გიორგი გოგოხიას თქმით, მასზე
ძალადობის განმახორციელებელი პირები იყვნენ დაწესებულების დირექტორი დავით ხუჭუა,
მისი მოადგილე - ვიქტორ ყაჭეიშვილი და ორი სხვა თანამშრომელი, მეტსახელად - „ბასტი“
და „ბუბუ“.
326
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 6 ივნისის N34 სხდომაზე გიორგი გოგოხიას ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და ვიდეოჩანაწერი (გამოკითხვა კომისიის სამი წევრის მიერ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 67-ე
მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად).
105
გიორგი გოგოხია განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მოპყრობას დაექვემდებარა
მაშინაც, როცა ის ციხის სამედიცინო განყოფილებაში, ადმინისტრაციის დავალებით, სხვა
პატიმარმა აწამა. კერძოდ, ამ უკანასკნელმა სკამზე დაბმულ გიორგი გოგოხიას
ბრტყელტუჩით, ყოველგვარი ანესთეზიისა და მიზეზის გარეშე, სამი საღი კბილი ამოუღო და
სტომატოლოგის ბურღით ზედა ყბის ძვალი გაუხვრიტა, რომელიც, მისი თქმით, დღემდე
შეუხორცებელი აქვს. წამების შედეგად, გიორგი გოგოხიამ გონება დაკარგა, რის შემდეგაც, ის
მიცვალებულისთვის განკუთვნილ საკაცეზე დააწვინეს, მორგში ჩაიყვანეს და
ხელბორკილებით რადიატორზე მიაბეს. გონზე მოსვლისას მან ფორმალინის მძაფრი სუნი
იგრძნო (სითხე, რომელსაც ცხედრების შესანახად იყენებენ), ირგვლივ კი თაროებზე
დასვენებული, დაახლოებით, 50 ცხედარი დაინახა. მან არაადამიანური ღრიალი დაიწყო, რის
შედეგადაც,
ადმინისტრაციის
წარმომადგენლებმა
მოაკითხეს
და
მორგიდან
გაიყვანეს. 327 გიორგი გოგოხიას განცხადებით, ძვლის გახვრეტის შედეგად, მას სიმსივნე
განუვითარდა და დღემდე მკურნალობს.
2012 წლის 18 სექტემბერს, საზოგადოებისთვის სრულიად მოულოდნელად,
ტელეკომპანია „მაესტროს“ საღამოს ეთერში (გადაცემა „სუბიექტური აზრი“) გავრცელდა
ვიდეომასალა, რომელიც ასახავდა გლდანის №8 დაწესებულებაში პატიმრებზე ძალადობის
კადრებს. 328 ამ დღეს საზოგადოებამ საბოლოოდ გაათვითცნობიერა „ნაციონალური
მოძრაობის“ რეჟიმის სისასტიკისა და კაცთმოძულეობის მასშტაბი.
ვიდეომასალა ასახავდა გლდანის №8 დაწესებულებაში კარანტინის დაშლის პროცესს, რა
დროსაც პატიმრებს სცემდნენ. კადრებში ნაჩვენები იყო ე.წ. ფუქსებიც – დაახლოებით 2-3 მ2
საკანი, რომელშიც არც საწოლი იყო, არც სკამი და რომელსაც კარის ნაცვლად გისოსები
ჰქონდა. ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანდა, რომ პატიმარს ბარძაყებს შორის გაკეთებული
ჰქონდა ცოცხი, თავზე ეხურა სპეციალური ჩაფხუტი, რათა არ დასტყობოდა დაზიანებები,
მიბმული იყო
კარის გისოსზე, ხოლო თანამშრომლები აყენებდნენ შეურაცხყოფას,
დასცინოდნენ, ექცეოდნენ უხეშად და აგდებით. 329 იქვე მოთავსებული იყო სხვა პატიმარიც,
რომელიც მიბმული იყო კარის გისოსზე და მიუხედავად მისი თხოვნისა, არავინ აქცევდა
ყურადღებას.
გავრცელებულ კადრებში ასევე ჩანდა, დაწესებულების თანამშრომლები საკარანტინე
ნაწილში როგორ აშიშვლებდნენ პატიმარს და აიძულებდნენ ანუსში, საკუთარი ხელით,
გაეკეთებინა მოკიდებული სიგარეტი და მოხრილ მდგომარეობაში მდგარიყო იმ მომენტამდე,
სანამ არ უბრძანებდნენ სიგარეტის გამოღებას და ამავე სიგარეტის მოწევას, ხოლო შემდეგ ისევ
ანუსში გაკეთებას.330
კადრებში ნაჩვენები იყო ასევე ერთ-ერთი პატიმრის წამება, რომელიც, სავარაუდოდ, იყო
არასრულწლოვანი. მას დაწესებულების თანამშრომლები ემუქრებოდნენ სექსუალური
327
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 2 ივლისის N44 (არასაჯარო) სხდომაზე გიორგი გოგოხიას ახსნაგანმარტების სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
328 ტელეკომპანია „მაესტროს“ არქივი - ტელეკომპანია „იმედის“ მიერ საგამოძიებო კომისიისათვის მოწოდებული
ვიდეომასალა და შესაბამისი სიუჟეტები.
329 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2012 წ., გვ. 39.
330 იქვე, გვ. 40.
106
ძალადობით, აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, პრეზერვატივწამოცმული რეზინის
ხელკეტით იმიტირებდნენ მის გაუპატიურებას და აიძულებდნენ, შეეგინებინა „კანონიერი
ქურდებისთვის“. 331
18 სექტემბერს გავრცელებულ კადრებს უმწვავესი რეაქცია მოჰყვა პატიმართა ოჯახის
წევრებისა და საზოგადოების მხრიდან – იმავე საღამოს გაიმართა არაერთი საპროტესტო აქცია,
მათ შორის, გლდანის №8 დაწესებულებასთან. მეორე დღეს, მას შემდეგ, რაც პატიმრებმა
რადიოთი მოისმინეს გავრცელებული კადრების შესახებ, დაწესებულებაში ვითარება დაიძაბა:
ყველა საკნიდან ისმოდა პატიმართა სტვენა, ხმაური და საპროტესტო შეძახილები.
სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებაში განთავსებულმა პატიმრებმა სოლიდარობის
ნიშნად შიმშილობა გამოაცხადეს.
2012 წლის 19 სექტემბერს, მიხეილ სააკაშვილმა ჩაატარა საგანგებო ბრიფინგი 332 და
განაცხადა, რომ იყო „ძალიან გაბრაზებული“ და „ძალიან შოკირებული“. მან განაცხადა, რომ
ხელისუფლებამ „პოლიციაში ყველგან ამოძირკვა წამება“ და ახლა სასჯელაღსრულების
სისტემის ჯერი იყო. ის საზოგადოებას დაჰპირდა, რომ ციხეებშიც ბოლოს მოუღებდა
ძალადობას, რომლის ავტორების ნაწილიც, მისი თქმით, უკვე დაკავებული იყო და ისინი
მრავალ წელს გაატარებდნენ ციხეში.
ვინაიდან 2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები
იმართებოდა, ციხის სკანდალის ჩასახშობად, იმავე დღეს, მიხეილ სააკაშვილმა სატელევიზიო
კამერების წინ ჩაატარა თათბირი, 333 რომელზეც საჯაროდ შეიცხადა სასჯელაღსრულების
სისტემაში არსებული ვითარება. მან საუბრისას აღნიშნა, რომ მან იცოდა, რომ „ფული
ტრიალებდა“ და ყოველივე ეს პოლიტიკური კომპრომატების ომის ნაწილი იყო. თუმცა, მისი
თქმით, „ცუდ ადამიანებს“ არ უნდა მისცემოდათ საბაბი იმისა, რომ ამგვარი რამ დაეგეგმათ.
ამ განცხადებით მან პირდაპირ მიანიშნა, რომ იზიარებდა საქართველოს იუსტიციის
მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მიერ გამოგონილ ვერსიას იმასთან დაკავშირებით, რომ
ციხის კადრები პოლიტიკური ოპონენტების მიერ იყო შეკვეთილი. 334
მოცემულ თათბირს ესწრებოდა საქართველოს მთავარი პროკურორი მურთაზ
ზოდელავა, რომელსაც პრეზიდენტმა ჰკითხა: „აქამდე სად იყო პროკურატურა?“
წინასაარჩევნოდ საზოგადოების დაშოშმინების მიზნით დადგმულ ამ სხდომაზე,
პრეზიდენტმა მონაწილეებს უბრძანა, რომ ემოქმედათ და დაეწყოთ სასჯელაღსრულების
ძირეული რეფორმა. „მთლიანად ეს სისტემა არის გასაუქმებელი, მთლიანად არის ახლებურად
ჩამოსაყალიბებელი, ზუსტად ისევე, როგორც ეს გააკეთეთ (...) პოლიციაში. (...) სისტემურად
იქ [პოლიციაში] ეს შეუძლებელია.“ - განაცხადა მან. მიხეილ სააკაშვილმა ცვლილებების
განხორციელება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო
მერაბიშვილს ჩააბარა და სასჯელაღსრულების სისტემაში, დროებითი ღონისძიების სახით,
პოლიციის პატრულის შეყვანა დაავალა. მან ასევე ბრძანა პრობაციის სისტემის გაძლიერება
იქვე, გვ. 40.
https://www.youtube.com/watch?v=VsJSp6pWNM0
333 https://www.youtube.com/watch?v=2ilfQZA8vuQ
334 იხ. წინამდებარე დასკვნის თავი „პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების ხელყოფის უხეში ფაქტები“.
331
332
107
ციხეების განტვირთვის მიზნით. „ნულოვანი ტოლერანტობა ადამიანის უფლებების
ნებისმიერი დარღვევის მიმართ.“ - მოუწოდა მან ენერგიულად. პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ
დადო პირობა, რომ საზოგადოება და თითოეული პატიმარი იქნებოდა ამიერიდან დაცული.
უნდა აღინიშნოს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ემპათიის დემონსტრირების
მსგავსი შემთხვევები საზოგადოებისთვის მისაღები არ აღმოჩნდა. მიხეილ სააკაშვილის მიერ
ჩატარებული თათბირიც ცინიზმის საგნად იქცა. 335 მით უმეტეს, რომ მისი ყველა განცხადება
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებში, მათ შორის, პოლიციაში, ძალადობის
არარსებობის შესახებ იყო მტკნარი სიცრუე, რასაც წინამდებარე დასკვნაში მოყვანილი
არაერთი ტრაგიკული შემთხვევაც მოწმობს.
„დაკავების შემდეგ, [შინაგან საქმეთა სამინისტროში] დათა ახალაიას კაბინეტში დამემუქრნენ,
რომ ჩემს 14 წლის ქალიშვილს მოიყვანდნენ და გააუპატიურებდნენ. ერთ-ერთმა, გვარად
კვარაცხელიამ, თქვა, მე ვიქნები პირველიო. (...) ამ კვარაცხელიამ დენით იმდენი მაწამა,
გამიხეთქა გული.“ 336
ე.წ. ზილების რევოლუციის საქმის ფარგლებში დაპატიმრებულ ლერი ბერიტაშვილი
2012 წლის 20 სექტემბერს თანამდებობიდან გადადგა სასჯელაღსრულების, პრობაციისა
და
იურიდიული
სასჯელაღსრულების
დახმარების
ყველა
საკითხთა
მინისტრი
ხათუნა
კალმახელიძე.
დაწესებულების
დირექტორი
თანამდებობიდან
იქნა
გათავისუფლებული. ასევე, თანამდებობა დატოვა სასჯელაღსრულების სისტემის არაერთმა
თანამშრომელმა.
იმავე
დღეებში
სისხლისსამართლებრივ
სასჯელაღსრულების სისტემის 18 თანამშრომელი.
პასუხისგებაში
მიეცა
„ციხის კადრები რომ გავრცელებულა, მეორე დილას ციხე იყო გასუსული. ყველაზე ადრე მე ვდგებოდი, 6
საათის ლოცვა უნდა წამეკითხა. უცნაურად მშვიდი იყო გარეთ ყველაფერი. ბიჭებს ვუთხარი, რაღაცა ხდება
საქართველოში, მიშა [სააკაშვილი] ხომ არ „დაიბრიდა“ და გვეშველა. გაეცინათ. დილით პურს რომ გვაწოდებდნენ
ისეთი ხმაურით იღებოდა ყველა კარი. ამ დილით კი ისე მშვიდად გააღეს კარი და ისე ნაზად დახურა [ოფიცერმა],
მაცივრის კარი რომ გაგიღია და დაგიხურავს. (...) ხალხი რომ მოადგა ციხეს, ამათ ფერი არ ჰქონდათ.“ 337
„ყინწვისის სპეცოპერაციის“ მსხვერპლი ზაზა გვიმრაძე
მაგ., სოციალურ ქსელში, ერთ-ერთმა მოქალაქემ ის, „ჰუმანური“ პრეზიდენტის როლის საუკეთესოდ
შესრულებისთვის, „ცოცხის ნომინაციაზე“ წარადგინა.
336 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 8 აპრილის N11 სხდომაზე ლერი ბერიტაშვილის ახსნა-განმარტების
სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
337 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 9 ივნისის N35 სხდომაზე ზაზა გვიმრაძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
335
108
2012 წლის 22 სექტემბერს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დაარიგეს ლეიბები,
პატიმრებს მისცეს უფლება, დაწესებულების მაღაზიებში
შეეძინათ ტელევიზორი,
ხელმისაწვდომი გახდა პრესა, საჭიროებისამებრ, შეიცვალა საწოლის აღჭურვილობა,
პატიმრები აღარ ერიდებოდნენ სუფთა ჰაერზე ყოფნის უფლებით სარგებლობას,
კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით იყენებდნენ სატელეფონო საუბრის
უფლებას.
2012 წლის 18 სექტემბერს ციხეში წამების კადრების გავრცელების შემდეგ, პატიმრებს
თითქმის აღარ დაუჩივლიათ სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა
მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტების თაობაზე. 338 პატიმართა უმრავლესობამ ხაზი
გაუსვა, რომ თანამშრომელთა მხრიდან დამოკიდებულება და ციხეებში არსებული ზოგადი
ატმოსფერო საგრძნობლად შეიცვალა უკეთესობისკენ.
„ნაციონალური მოძრაობა“ ამით ცდილობდა, ადამიანის უფლებების შელახვის
უკიდურესად სერიოზული ფაქტების ციხიდან გამოჟონვის ფონზე, 2012 წლის 1 ოქტომბრის
არჩევნებზე მისთვის სასარგებლო შედეგი მიეღო, მაგრამ ეს მიზანი ვერ იქნა მიღწეული.
ხელისუფლების სათავეში მოვიდა „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით
(ხმების 54.97%). მიხეილ სააკაშვილმა კი თანამდებობა მოგვიანებით, უფლებამოსილების
ვადის ამოწურვის შემდეგ, 2013 წლის ოქტომბერში დატოვა.
2012 წლის 5 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლის
მიხედვითაც 190 ადამიანი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ პოლიტიკური ნიშნით
დაპატიმრებულად და 25 პოლიტიკური ნიშნით დევნილად აღიარა. 339 დადგენილების
მიღებას წინ უძღოდა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ სისხლის სამართლის საქმეების შესწავლა და
მოცემულ პირთა დაკავების მომენტში ან/და პატიმრობისას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე
საერთაშორისო დონეზე გაკეთებული სამართლებრივი შეფასებები.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გამოკვლეული 24 000
პატიმრიდან C ჰეპატიტის ვირუსით დაავადებული იყო თითქმის 12 000 პატიმარი. ამიტომაც,
სწორედ ციხეებიდან დაიწყო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც შემდეგ მთელი
ქვეყნის მასშტაბით დაინერგა. რაც შეეხება ტუბერკულოზს, 2013 წელს, ახალი ინფიცირებული
პატიმრების რიცხვი 60-მდე შემცირდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მათი მკურნალობა არ იყო
მიუღწეველი მიზანი. 340
2014 წელს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ შეისწავლა 2003-2012 წლებში
სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული მდგომარეობა და ჩაატარა სოციოლოგიური
გარდა ქუთაისის №2 დაწესებულების ერთ-ერთი პატიმრის ბრალდებისა იმის თაობაზე, რომ მას, 2012 წლის 1
ოქტომბრამდე პერიოდში, ციხის თანამშრომელმა რამდენჯერმე უკბინა კარანტინის განყოფილებაში.
339 საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილება
N76-Iს პოლიტიკური ნიშნით
დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ.
340 ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის 2016 წლის დასკვნა; საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 10
ივნისის დადგენილება N5432-IIს.
338
109
კვლევა, რომლის ფარგლებშიც 1 199 ყოფილი პატიმარი გამოიკითხა. 341 ერთ-ერთ საკვანძო
კითხვაზე
–
რამდენად
იყო
გავრცელებული
ძალადობა
სასჯელაღსრულების
დაწესებულებებში? – რესპონდენტთა 74% მიუთითებდა, რომ წამება და არაადამიანური
მოპყრობა ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა იყო და მათ ამის შესახებ იცოდნენ მანამდე,
სანამ აღნიშნული ფაქტები საჯარო გახდებოდა.
რესპონდენტებმა განაცხადეს, რომ მათ პირადად - და ხშირად განმეორებით - ჰქონდათ
გადატანილი
წამების
გამოცდილებაზე,
სხვადასხვა
ხოლო
84%
ფორმა:
75%
მიუთითებდა
ფიზიკური
აღნიშნავდა,
რომ
მათ
გამოყენებული
მიმართ
წამების
იყო
ფსიქოლოგიური წამების ფორმები. 342 ფიზიკური წამების მსხვერპლთა 39% აცხადებდა, რომ
წამება მათ მიმართ, თითქმის, ყოველდღიურად ხდებოდა, ხოლო 15%-მა მიუთითა, რომ
ფიზიკური წამება, მინიმუმ, კვირაში ერთხელ ხდებოდა. რაც შეეხება ფსიქოლოგიური
ძალადობის პრაქტიკას, გამოკითხულთა 64% აცხადებდა, რომ ფსიქოლოგიური წამება, მათი
გამოცდილებით, თითქმის ყოველდღე ხდებოდა.
რესპონდენტთა
მნიშვნელოვანმა
ნაწილმა
მიუთითა
მათ
მიმართ
ძალადობის
სხვადასხვა მეთოდზე: 79%-მა – ცემაზე (ხელით, მუშტებით, ფეხით, მკვრივი საგნებით, მათ
შორის, კონდახით), 29%-მა – მოხრჩობაზე, 17%-მა – ელექტროშოკის გამოყენებაზე, 12%-მა –
ჩამოკიდებაზე, 8%-მა – წყალში ჩაძირვაზე, ხოლო 5%-მა – დამწვრობის მიყენებაზე. მეთოდებს
შორის, ასევე, დასახელებულ იქნა ფრჩხილების დაძრობა, ქლორიანი წყლის საკანში შესხმა და
სხვ. 343 გარდა ფიზიკური ძალადობისა, გავრცელებული იყო პატიმრებისთვის აუტანელი
პირობების ხელოვნურად შექმნა: მათ ცივ ან ანტისანიტარიულ გარემოში ამყოფებდნენ; მათ
ნერვულ სისტემაზე ზემოქმედებდნენ ხმოვანი და ვიზუალური სტიმულებით (შიშის
მომგვრელი ან გამაყრუებელი ხმები, ძლიერი განათება); იძულებითი პოზები; ხელბორკილით
დაბმა და ა.შ. ამასთან, რესპონდენტთა 11%-მა მიუთითა, რომ მათ მიმართ გამოყენებული იყო
იარაღით მუქარა. 344
რესპონდენტთა უმრავლესობა (50%-85%-ის ფარგლებში) აცხადებდა, რომ მათ
გამოცადეს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სხვადასხვა მეთოდები:
- ფიზიკური წამება;
-
ფსიქოლოგიური წამება;
-
არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა ან პატიმრობის პირობები;
-
არაადეკვატური სამედიცინო მომსახურება;
341 საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკის კვლევა
(2003-12 წწ.), ანალიტიკური ანგარიში, 2014 წ. ფინანსური მხარდამჭერი - ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო’’
(შემდგომ - არასამთავრობო ორგანიზაციათა 2014 წლის კვლევის ანალიტიკური ანგარიში), კვლევაში მონაწილე
ორგანიზაციები: ადამიანის უფლებათა ცენტრი, ახალგაზრდები სამართლიანობისთვის, კონსტიტუციის 42-ე
მუხლი, საზოგადოებრივი დამცველი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სოციალური კვლევისა
და ანალიზის ინსტიტუტი, ციხის საერთაშორისო რეფორმა, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და
სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი.
342 იქვე, გვ. 57.
343 იქვე გვ. 29.
344 იქვე, გვ. 23.
110
-
ესწრებოდა სხვა პატიმრის, მათ შორის, თანამესაკნის წამებას;
-
ესმოდა წამების ხმები.
ყოფილი პატიმრების 5% დაბეჯითებით მიუთითებდა, რომ წამების პროცესს ვიდეო- ან
ფოტომასალაზე აფიქსირებდნენ, 39% კი აცხადებდა, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია იმაზე,
მიმდინარეობდა თუ არა გადაღება წამების დროს. უმრავლესობა – 82% – მიიჩნევდა, რომ
ვიდეო- და ფოტოგადაღების მიზანი იყო პატიმრის დამცირება და მისი ღირსების შელახვა.
ამასთან, 63% მიიჩნევდა, რომ ჩანაწერები გამოიყენებოდა პატიმრებზე კონტროლის
დამყარებისა და მათი ფსიქოლოგიური დათრგუნვის, ასევე, მათ ოჯახებზე ზეწოლის მიზნით.
რესპონდენტთა 55% კი მიიჩნევდა, რომ ხელისუფლება მიზნად ისახავდა, ჩანაწერის
გამოქვეყნების შიშით, პატიმრებს წამების ფაქტების გასაჯაროებისგან თავი შეეკავებინათ.
რესპონდენტთა 56%-ის განცხადებით, ფიზიკური ძალადობისა და წამების მიზანს
ბრალის აღიარება, საკუთარი თავის ან სხვის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა ან პირიქით –
არასასურველ ჩვენებაზე უარის თქმა წარმოადგენდა; 54% აცხადებდა, რომ ძალადობის მიზანი
იყო გამოძალვა, ფულის ან ქონების წართმევა, ხოლო რესპონდენტთა 36%-მა ვერ დაასახელა
ძალადობის კონკრეტული მიზანი. გარდა ამისა, გამოკითხულთა 25%-მა განაცხადა, რომ
ძალადობა
მათი
საპროტესტო
აქციებში
ან
სამოქალაქო
წინააღმდეგობის
აქტებში
მონაწილეობაზე საპასუხო სასჯელი იყო.
რაც შეეხება ციხეში ძალადობის შედეგს, გამოკითხულთა 48% აღნიშნავდა, რომ მათ
დაუქვეითდა ან სრულად დაკარგეს შრომისუნარიანობა; 37,6%-მა დაკარგა ქონება; 32,8%
(ყოველი მესამე გამოკითხული) აღნიშნავდა, რომ პატიმრობის პერიოდში განუვითარდა
ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემა, რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება; 31,7%
ამბობდა, რომ საპატიმროში ყოფნის შემდეგ უჭირდათ სხვა ადამიანებთან კონტაქტი (ოჯახის
წევრების ჩათვლით); 21,6% გახდა საძილე საშუალებებზე ან ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე
დამოკიდებული.345
რესპონდენტთა 70% სრულად ეთანხმებოდა მოსაზრებას, რომ პატიმრების მიმართ
წამება და არაადამიანური მოპყრობა ხელისუფლების სასჯელაღსრულებითი პოლიტიკის
ნაწილი იყო და არა მხოლოდ – ციხის ადმინისტრაციის ხელმძღვანელების ან ცალკეული
თანამშრომლების ინდივიდუალური ინიციატივის შედეგი.
შემაჯამებელი შეფასებანი
„ისე ვიცხოვრე 31 წლის ასაკამდე, კაცის ხმამაღალი ტირილის ხმა გაგონილი არ მქონდა
და აი, პირველად, იქ [გლდანში] გავიგე კაცების მასობრივი ტირილი. ყოველ ღამე,
ყოველ დღე, ვიღაცის კვნესა, ტირილი, კივილი, ყვირილსაც რომ ვერ დაარქმევ,
345
არასამთავრობო ორგანიზაციათა 2014 წლის კვლევის ანალიტიკური ანგარიში, გვ. 34.
111
სასწაული... მარტო იქ ყოფნის ფაქტი აბსოლუტურად განადგურებდა, როგორც
ადამიანს.“ 346
ნიკოლოზ გოგუაძე, „ყინწვისის სპეცოპერაციის“ მსხვერპლი
ევროპულ სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი საჩივრების სტატისტიკური
მონაცემები ნათლად აჩვენებს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში
ადამიანის უფლებების მდგომარეობას საქართველოში:
საერთო ჯამში, 1999 წლიდან დღემდე, ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს
მიმართ დარღვევა დადგენილია 284 საჩივარზე, რომელთაგან, დაახლოებით, 80% (227 საქმე)
ეხება 2004-2012 წლებში მომხდარ ფაქტებს. დარღვევა დადგენილია 227 საქმეზე. კერძოდ,
დადგინდა ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლების არსებითი დარღვევა: მე-2 მუხლი
(სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა), მე-5 მუხლი (თავისუფლებისა და
უსაფრთხოების უფლება), მე-6 მუხლი (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება), მე-7 მუხლი
(არავითარი სასჯელი კანონის გარეშე), მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების
დაცულობის უფლება), მე-9 მუხლი (აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება), მე-10
მუხლი (გამოხატვის თავისუფლება), მე-11 მუხლი (შეკრებისა და გაერთიანების
თავისუფლება), მე-13 მუხლი (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება), მე-14
მუხლი (დისკრიმინაციის აკრძალვა), დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლი (საკუთრების დაცვა),
დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი (თავისუფალი არჩევნების უფლება) და მე-7 დამატებითი
ოქმის მე-2 მუხლი (გასაჩივრების უფლება სისხლის სამართლის საქმეებში).
აღნიშნულ საქმეთა ფარგლებში, ყველაზე ხშირად დადგენილია ევროპული კონვენციის
მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და
უსაფრთხოების უფლება), მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) მუხლებისა და
დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის (საკუთრების დაცვა) დარღვევა.
ზემოხსენებული 227 საქმის ფარგლებში, რომლებზეც, როგორც უკვე აღინიშნა,
ევროპული კონვენციის სხვადასხვა მუხლის დარღვევა იქნა დადგენილი 2004-2012 წლებში
მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით, 2025 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, სახელმწიფოს
მომჩივნების სასარგებლოდ დაეკისრა, ჯამში, დაახლოებით, 2 029 743 ევროს გადახდა, 347
როგორც მატერიალური და მორალური ზიანის კომპენსაციის, ისე ხარჯების ანაზღაურების
მიზნით.348
პროკურატურის ინფორმაციით, 2025 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს
გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 9 ივნისის N35 სხდომაზე ნიკოლოზ გოგუაძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და ვიდეოჩანაწერი.
347 2012 წლის ნოემბრიდან, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, მთელ რიგ საქმეებზე,
სადაც ევროპულ სასამართლოს დადგენილი ჰქონდა ფაქტები, არსებობდა ჩამოყალიბებული პრეცედენტი და,
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი ქმედებების გამო, ევროპული კონვენციის დარღვევის ვერდიქტი
გარდაუვალი იყო, საქართველოს მთავრობამ დარღვევის აღიარება და მომჩივანთან მორიგების გაფორმება არჩია.
348 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 17 თებერვლის № 2 სხდომაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის
მოადგილის, ბექა ძამაშვილის, ახსნა-განმარტების სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი; საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს 2025 წლის 8 ივლისის N 7433 წერილი.
346
112
გამოძიების დეპარტამენტის წარმოებაშია 408 სისხლის სამართლის საქმე. აღნიშნულ
საქმეებში თავმოყრილია 1000-ზე მეტი ეპიზოდი და მათზე გრძელდება გამოძიება.
დეპარტამენტის მიერ, მისი შექმნიდან დღემდე, რეაგირება განხორციელდა 10 000-ზე მეტ
საჩივარ-განცხადებაზე.
რაც შეეხება დასრულებულ საქმეებს, 2025 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, 2004-2012
წლებში
ჩადენილი
დანაშაულებისათვის,
საქართველოს
პროკურატურის
სხვადასხვა
დანაყოფების მიერ ერთობლივად, მხილებული იქნა 558 საჯარო მოხელე.
2012
წლის
1
ოქტომბრამდე
ჩადენილ
არასათანადო
მოპყრობის
ფაქტებზე
სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სასჯელაღსრულების სისტემისა და საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს 217 თანამშრომლის მიმართ. ამათგან, 91 პირი იყო
სასჯელაღსრულების სისტემის, ხოლო 126 პირი - შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ შსს) თანამშრომელი.
სისხლის სამართლებრივი დევნის მუხლობრივი მაჩვენებელი შემდეგია:
სსკ-ის 1441 მუხლი (წამება) - 50 პირის მიმართ (სასჯელაღსრულების -30, შსს - 20 პირი);
(დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა)- 68 პირის მიმართ
სსკ-ის 1443
(სასჯელაღსრულების -52, შსს - 24 პირი);
სსკ-ის 333-ე მუხლი (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) - 108 პირის
მიმართ (სასჯელაღსრულების -18, შსს - 92 პირი);
სსკ-ის 332-ე მუხლი (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) - 12
პირის მიმართ (სასჯელაღსრულების - 6, შსს - 6 პირი). 349
იმ პირებს შორის, ვისთან მიმართებითაც, მოცემული მუხლებით გათვალისწინებული
დანაშაულების ჩადენის გამო, დადგა გამამტყუნებელი განაჩენი არიან: საქართველოს
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი,
საქართველოს გენერალური პროკურორი ზურაბ
ადეიშვილი, საქართველოს გენერალური პროკურორის 2 მოადგილე: დავით ჩხატარაშვილი
და გიორგი ლაცაბიძე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 2 უფროსი: ბაჩო ახალაია და
დავით ჭაკუა, აღნიშნული დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე გაგა მკურნალიძე,
სასჯელაღსრულების
დაწესებულებების
11
დირექტორი,
სასჯელაღსრულების
დაწესებულებების
8
დირექტორის
მოადგილე;
სასჯელაღსრულების
სისტემის
69
თანამშრომელი (განყოფილების უფროსები, რეჟიმის უსაფრთხოების თანამშრომლები,
ბადრაგები და სხვ.), შინაგან საქმეთა 2 მინისტრი: ივანე (ვანო) მერაბიშვილი და ბაჩანა (ბაჩო)
ახალაია, შინაგან საქმეთა მინისტრის 2 მოადგილე: შოთა ხიზანიშვილი და გიორგი
ლორთქიფანიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების
დეპარტამენტის უფროსი დავით ახალაია, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის
დირექტორი ერეკლე კოდუა, სამსახურის უფროსი გურგენ დონაძე, დეპარტამენტის უფროსის
3 მოადგილე: ვასილ ლელუაშვილი, იოსებ თოფურიძე და ლევან ტაბიძე, სამმართველოს 19
349
ბრალდებულების რაოდენობრივი და სისხლისსამართლებრივი დევნის მუხლობრივი მონაცემები
ერთმანეთს არ ემთხვევა, ვინაიდან, ბრალდებულთა ნაწილს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ როგორც რამდენიმე
მუხლით, ისე რამდენიმე დანაშაულებრივ ეპიზოდზე.
113
უფროსი, მათ შორის, კოხტა კოდუა, მეგის ქარდავა, სამმართველოს უფროსის 10 მოადგილე,
მათ შორის, ლევან ქარდავა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომელი - 87
პირი.
გარდა ზემოაღნიშნული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასჯელაღსრულების
სისტემის თანამშრომლებისა, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ, ბრალდება
წარედგინათ
და
მსჯავრდებულნი
არიან
თავდაცვის
სამინისტროს,
შემოსავლების
სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს და სხვა საჯარო სამსახურების თანამშრომლები.
ჯამში, ზემოხსენებული დანაშაულებისთვის სისხლის სამართლის დევნა დაწყებულ
იქნა 400 პირის მიმართ, განრიდება/დისკრეცია გამოყენებული იქნა 149 პირის მიმართ, დევნა
არ დაიწყო გარდაცვალების გამო - 8 პირის მიმართ;
2016 წლის 24 ივნისს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში
განხორციელებული ცვლილება გახდა კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის
ეფექტიანი და სამართლებრივად სწორი მექანიზმი. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების
საფუძველზე, დღეის მდგომარეობით სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის
გამოძიების დეპარტამენტმა 124 მსჯავრდებულის მიმართ მიიღო გადაწყვეტილება განაჩენის
გადასინჯვის მოთხოვნით სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის თაობაზე,
მათგან 30 ატარებდა საქართველოს პარლამენტის მიერ მინიჭებულ პოლიტიკური ნიშნით
დაპატიმრებული პირის სტატუსს. 2025 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, 121 პირის მიმართ
სასამართლომ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, ხოლო დანარჩენ მსჯავრდებულთა
საქმეებზე გრძელდება განხილვა.
გარდა აღნიშნულისა, 19 პირის მიმართ, რომელთაგან 13 ატარებდა საქართველოს
პარლამენტის მიერ მინიჭებულ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირის სტატუსს.
დადგენილ იქნა უფლებების არსებითად დარღვევის ფაქტები და უარი ითქვა სახელმწიფო
ბრალდების მხარდაჭერაზე. აღნიშნულ პირთა მიმართ გამოტანილ იქნა გამამართლებელი
განაჩენები.
საერთო ჯამში, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების
დეპარტამენტისა
და
პროკურატურის
სხვა
დანაყოფების
მუშაობის
შედეგად,
გამართლებულია 146 პირი.
მიუხედავად იმ ფაქტებისა, რაც წინამდებარე თავშია მოყვანილი, საქართველოს
პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა: 350
2005 წელს ღირსების ორდენი გადასცა სამეგრელო-ზემო სვანეთის
პროკურორს, როლანდ ახალაიას, რომელიც, 2010 წელს ბრწყინვალების
ორდენით დააჯილდოვა;
2005 წელს ქ. თბილისის პროკურორს, გიორგი ღვინიაშვილს, ღირსების
ორდენი გადასცა, ხოლო 2009 წელს ხელმეორედ გადასცა ღირსების
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ საგამოძიებო კომისიისთვის წარმოდგენილი ინფორმაცია,
წერილები: N1-6459/25; N1-6598/25.
350
114
ორდენი, როცა იგი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულიგუბერნატორი გახდა;
2008 წლის 29 მაისს ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენი
გადასცა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს
უფროსს, თენგიზ გუნავას, რომელსაც, იმავე წელს, 13 სექტემბერს, კვლავ
გადასცა ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენი, ხოლო იმავე წლის
6 ოქტომბერს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით
დააჯილდოვა; 2010 წელს თენგიზ გუნავა კვლავ ვახტანგ გორგასლის
პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა, 2012 წელს კი, სამეგრელოზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის რანგში, მას
ღირსების ორდენი გადასცა;
2008
წელს
შინაგან
უსაფრთხოების
საქმეთა
დეპარტამენტის
სამინისტროს
მეორე
კონსტიტუციური
მთავარი
სამმართველოს
უფროსის მოადგილე, ლევან ქარდავა, დააჯილდოვა ვახტანგ გორგასლის
მეორე ხარისხის ორდენით, ხოლო 2010 წელს - ვახტანგ გორგასლის
პირველი ხარისხის ორდენით;
2009 წელს ღირსების ორდენით დააჯილდოვა სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის უფროსი დავით ჭაკუა;
2009 წელს ღირსების ორდენით დააჯილდოვა სასჯელაღსრულების,
პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის მოადგილე ლევან
ზარანდია;
2010 წელს ღირსების ორდენით დააჯილდოვა სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე, გაგა მკურნალიძე;
2010
წელს
სასჯელაღსრულების,
პრობაციისა
და
იურიდიული
დახმარების სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი დავით
ასათიანი ღირსების ორდენით დააჯილდოვა;
2010
წელს
სასჯელაღსრულების,
პრობაციისა
და
იურიდიული
დახმარების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი გიორგი
გვარჯალაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა;
2010 წელს ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის
მოადგილე, მეგის ქარდავა;
2010 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს
გამომძიებელს, კოხტა კოდუას, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის
ორდენი გადასცა;
2010 წელს საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე დავით
ჩხატარაშვილი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით
დააჯილდოვა;
2011 წელს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადასცა ქ. თბილისის
პროკურორს, მამუკა გვარამიას;
2011
წელს
საქართველოს
ბრწყინვალების
მთავარი
საპრეზიდენტო
პროკურატურის
ორდენი
გადასცა
ანტიკორუფციული
115
დეპარტამენტის უფროსს, გენადი ქაჩიბაიას, რომელიც, 2010 წლის 1
ივნისს დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით, ხოლო 2010 წლის 18
ოქტომბერს - ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით;
2012 წელს ყოფილი სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ბრწყინვალების
საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა;
2012 წელს ძმები, პავლე და კონსტანტინე კუბლაშვილები (საქართველოს
პარლამენტის
იურიდიულ
საკითხთა
კომიტეტის
თავმჯდომარე;
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე) ბრწყინვალების
საპრეზიდენტო ორდენითა და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების
ორდენით დააჯილდოვა.
სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილი მკვლელობები და
ძალადობა
„მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია“
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი
2009 წლის 5 მაისი
შესავალი
საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია ადამიანის
სიცოცხლე, რომელიც უზენაესი ღირებულებაა. იგი ადამიანისთვის თანდაყოლილი სიკეთეა,
რაც ადამიანად ყოფნას, მის ღირსებას უკავშირდება. შესაბამისად, სახელმწიფომ უნდა მიიღოს
ყველა
ზომა
პირთა
სიცოცხლის
დასაცავად.
სიცოცხლის
დაცვა,
მისი
მაღალი
ღირებულებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასა და
ტვირთს აკისრებს, რადგანაც მისი უმოქმედობისა თუ არასათანადო მოქმედების შემთხვევაში,
შესაძლოა, ინდივიდისთვის გამოუსწორებელი და უმძიმესი შედეგი დადგეს. ამავე მუხლის
მეორე პუნქტით კი დაცულია ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობა, შესაბამისად,
სახელმწიფომ უნდა დაიცვას ინდივიდი ფიზიკური, ანდა ჯანმრთელობის დაზიანებისგან,
ტკივილისგან, ფიზიკური შეურაცხყოფისა თუ სხვაგვარი ფიზიკური ზემოქმედებისა და
მსგავსი საფრთხეებისგან.351
„ვარდების რევოლუციად“
წოდებული
სახელმწიფო
გადატრიალების
შემდეგ
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ პოლიციის რეფორმა გაატარა, რომლითაც
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 28 აპრილის N1/3/1823 გადაწყვეტილება საქმეზე „მ. ხ.
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, https://www.constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=17766
351
116
განსაკუთრებულად ამაყობდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და შინაგან
საქმეთა მინისტრი ივანე (ვანო) მერაბიშვილი. 352 მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა: „პოლიციის
რეფორმა იყო (...) ყველაზე მთავარი სიმბოლო ჩვენი გარდაქმნის და ჩვენი ახალი
სახელმწიფოებრიობის შექმნის.“ 353
რეფორმის
ფარგლებში,
სამართალდამცავი
სისტემის
კორუფციისგან
გათავისუფლების და საზოგადოების ნდობის აღდგენის მიზნით, 2004 წლის ივლისში,
დაახლოებით, 16 000 პოლიციელი გათავისუფლდა და ახალი კადრებით შეიცვალა.
აღნიშნული იმთავითვე ბადებდა ეჭვს – ათასობით პოლიციელის ჩანაცვლება გამოუცდელი
კადრებით,
რომლებსაც
არ
ჰქონდათ
გავლილი
სათანადო
მომზადება
საპოლიციო
საქმიანობის სპეციფიკის, ადამიანის უფლებების დაცვის, დაკავებისა თუ ცეცხლსასროლი
იარაღის გამოყენების კუთხით, გააჩენდა ძალადობისა და უფლებამოსილების ბოროტად
გამოყენების რისკებს. 354
სხვადასხვა
დროს
გავრცელდა
„ნაციონალური
მოძრაობის“
რეჟიმის
წარმომადგენელთა მიერ მოკლულ პირთა სია, სადაც 150-მდე პირი ფიგურირებდა. 355
უნდა აღინიშნოს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ არასწორად და
მიკერძოებულად ნაწარმოები საგამოძიებო მოქმედებების გამო, დღემდე გართულებულია
საეჭვო გარემოებებში დამდგარ გარდაცვალების ფაქტებთან დაკავშირებით ჭეშმარიტების
დადგენა. ასეთ საქმეთა რიცხვშია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას საქმეც.
2005 წლის 3 თებერვალს, გამთენიისას, თბილისში, საბურთალოს ქ. N53ა-ში მდებარე
N3 ბინაში გარდაცვლილი იპოვეს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია და სამთავრობო
კანცელარიის მთავარი სპეციალისტი რაულ უსუპოვი. მომხდარიდან რამდენიმე საათში,
ცხედრების პროზექტურაში გადასვენებამდე, 8:38 საათზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო
მერაბიშვილმა, გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის თანხლებით, საგანგებო
ბრიფინგი გამართა და ყოველგვარი კვლევის გარეშე, წინსწრებით, მომხდარს უბედური
შემთხვევა უწოდა, იქვე დასძინა – „ეს არის გაზით მოწამვლის ფაქტი“. 356 პრემიერ-მინისტრის
გარდაცვალების საქმეში ბევრი საეჭვო გარემოება არსებობდა. 357 2004-2006 წლებში
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გოგა ხაინდრავამ
საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განმარტა ის გარემოებები, რომლებზე დაყრდნობითაც
მისთვის ეჭვგარეშეა, რომ პრემიერ-მინისტრი მოკლეს – გარდაცვალებამდე რამდენიმე
https://ria.ru/20101006/282841663.html
https://civil.ge/ka/archives/149000
354 მოხსენება წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის შესახებ: მისია
საქართველოში.
ავტორი:
მანფრედ
ნოვაკი.
2005
წლის
23
სექტემბერი,
§38
https://www.refworld.org/reference/mission/unchr/2005/en/39646
355 დიტო გელოვანი (გია იაკობაშვილი), „მეხსიერების ბარათი“, პირველი გამოცემა, თბილისი, გამომცემლობა
„აზრი“, 2020 წ., გვ. 34-36.
356 სტუდია „რეპორტიორის“ მიერ მომზადებული ფილმი „ტყვიის გარეშე“ ზურაბ ჟვანიას სიკვდილზე, 2005 წელი,
https://www.youtube.com/watch?v=S23RWhRuHpY
357 https://www.youtube.com/watch?v=g5HJAQvG1mI
352
353
117
საათით ადრე მან ზურაბ ჟვანიასთან ერთად ისადილა, რა დროსაც ამ უკანასკნელმა, მარხვის
გამო, ხორცი არ მიირთვა; შესაბამისად, დაუჯერებელია, გარდაცვალებამდე პრემიერმინისტრს ძეხვი ეჭამა, რისი კადრებიც ოფიციალურად გავრცელდა. გარდა ამისა, ზურაბ
ჟვანია დღეში, მინიმუმ, ორ კოლოფ სიგარეტს ეწეოდა, გარდაცვალების ადგილზე კი არც
საფერფლე იყო და არც სიგარეტის ნამწვი. ასევე, დადასტურდა, რომ გარდაცვალების დღეს
ბინაში ბუნებრივი აირი საერთოდ არ იყო, ხოლო ფანჯარა ჰერმეტულად არ იკეტებოდა. 358
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტზე
გამოძიება განახლდა, 359 რომლის ფარგლებშიც გამოირკვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“
ხელისუფლების მიერ საქმის გამოძიებისას მთელი რიგი საკითხებისა გამოკვლეული არ
ყოფილა და ზოგიერთი მტკიცებულება საქმეზე არასოდეს ყოფილა დართული.
საგამოძიებო კომისიის წინაშე გამოკითხულმა მიხეილ ქარელმა განაცხადა, რომ ზურაბ
ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით „მხოლოდ ირაკლი ოქრუაშვილმა და მიხეილ
სააკაშვილმა იციან, რეალურად რა მოხდა.“ 360
წინამდებარე თავში აღწერილ, საზარელი წამებისა და მკვლელობის არაერთ
შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ მსხვერპლად ქცეულ ადამიანებს „ჯაშუშობას“,
„რუსეთის აგენტობასა“ და „სამშობლოს ღალატს“ უსაფუძვლოდ აბრალებდა, რაც დღესაც ამ
პოლიტიკური
ძალის
წარმომადგენლების
უცვლელ
ხელწერად
რჩება.
ამ
მხრივ,
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სახელმწიფო
მრჩეველი სიმონ კილაძე იყო, 361 რომელიც 2006 წლის 28 მარტს, ჯაშუშობისა და სამშობლოს
ღალატის ბრალდებით, საკუთარ სამუშაო ოთახში დააკავეს, აღიარებითი ჩვენება კი შვილების
ფიზიკური განადგურების მუქარის ქვეშ დააწერინეს, 362 თითქოსდა იგი საიდუმლო
ინფორმაციას
აწვდიდა
სამსახურებრივი
უცხო
ქვეყანას.
უფლება-მოვალეობებიდან
როგორც
სიმონ
გამომდინარე
კილაძე
აღნიშნავდა,
ევალებოდა
უცხოური
მას
და
ქართული მასმედიის, მათ შორის, ხელისუფლებისადმი კრიტიკული მასალის შეგროვება და
ანალიზი, რის შემდეგაც, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას და საქართველოში მოქმედ
საელჩოებს უგზავნიდა, რაც, მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკმაყოფილებას
იწვევდა. 363 თავისი მმართველობის მანძილზე, „ნაციონალურმა მოძრაობის“ რეჟიმმა არაერთი
„ჯაშუშობის“ საქმე „გახსნა“, რომელთა შორის იყო 2010 წელს დაკავებული ბაკურ კიღურაძისა
და სხვათა საქმეც. 364 2018 წელს, ბაკურ კიღურაძის მიმართ გამოტანილ იქნა გამამართლებელი
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 28 მარტის N7 სხდომაზე გოგა ხაინდრავას ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
359 ჩატარდა ასობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მიმდინარეობს გამოძიება.
360 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 26 მარტის N5 სხდომაზე მიხეილ ქარელის ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და ვიდეოჩანაწერი.
361 განცხადებები N1-1249/25, N1-1251/25, N1-4030/25, N1-4318/25, N1-5093/25.
362 https://www.amerikiskhma.com/a/article------23232-125426378/535786.html
363 https://for.ge/view/22550/jaSuSobis-braldebiT-dakavebuli-simon-kilaZe-misi-saqmis-prokurors-lela-gelaSvils-eZebs.html
364 https://for.ge/view/18955/rogor-Seikera-operacia-enveri.html
358
118
განაჩენი, 365 ხოლო მასთან ერთად დაკავებულ 10 პირს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული
პირის სტატუსი მიენიჭათ. 366
ქვემომოყვანილი საქმეები მხოლოდ რამდენიმე მაგალითია საზარელი ძალადობრივი
დანაშაულებისა, რაც „ნაციონალურმა მოძრაობის“ რეჟიმმა ადამიანის სიცოცხლისა და
ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩაიდინა.
სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი მკვლელობებისა და ძალადობის
მაგალითები
ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის საქმე
„რეფორმის“ შედეგი მალევე გამოჩნდა – „ვარდების რევოლუციად“ წოდებული
სახელმწიფო გადატრიალების ერთი წლის თავზე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის
მსხვერპლი გახდა 19 წლის სრულიად უდანაშაულო ამირან (ბუტა) რობაქიძე, რომელიც 2004
წლის 24 ნოემბერს საპატრულო პოლიციის თანამშრომლის იარაღიდან გასროლილმა ტყვიამ
მოკლა. თუმცა, საპატრულო პოლიციის „წარმატებული რეფორმის“ იმიჯის დაცვის მიზნით,
ხელისუფლებამ მტკიცებულებები გააყალბა და ბუტა რობაქიძე, თანმხლებ მეგობრებთან
ერთად, დამნაშავედ, ხოლო დამნაშავე პოლიციელები კი - „კრიმინალთან“ მებრძოლებად
გამოაცხადა.
2004 წლის 24 ნოემბერს, დაახლოებით, 2:00 საათზე, თბილისში, წერეთლის გამზირზე,
დიდუბის ეკლესიის მიმდებარედ, პატრულ-ინსპექტორებმა გიორგი ჭანტურიამ და დავით
აბუაშვილმა გააჩერეს „ბეემვეს“ ტიპის ავტომანქანა, რომელსაც მართავდა კახაბერ
აზარიაშვილი, გვერდით ეჯდა გიორგი ქურდაძე, უკანა სავარძელზე კი ისხდნენ: ლევან
დანგაძე, ირაკლი მიქაბერიძე, ბუტა რობაქიძე და აკაკი ბართაია. ავტომანქანიდან
გადმოსულმა კახაბერ აზარიაშვილმა პატრულის თანამშრომელს მართვის მოწმობა გადასცა
და მათი საუბარი 2-3 წუთს გაგრძელდა. სიტუაციაში გასარკვევად იმავე მანქანიდან
გადმოვიდნენ ბუტა რობაქიძე, ლევან დანგაძე, ირაკლი მიქაბერიძე, აკაკი ბართაია და
პატრულ-ინსპექტორებს გიორგობა მიულოცეს. ბოლოს, საუბრის დროს მანქანიდან
გადმოვიდა გიორგი ქურდაძეც. კარის გაღებისას იყო „ჭახანის“ ხმა, რის გამოც, პატრულინსპექტორები დაიძაბნენ და ახალგაზრდებს ხელების ავტომანქანაზე დალაგება მოსთხოვეს.
პარალელურად, გამოიძახეს დამხმარე საპატრულო ეკიპაჟი, რომელიც რამდენიმე წუთში
მივიდა შემთხვევის ადგილზე გრიგოლ ბაშალეიშვილისა და გიორგი ლობჯანიძის
შემადგენლობით. მათთან ერთად, ცალკე ავტომანქანით იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა
სამინისტროს პრესსამსახურის პროექტის - სატელევიზიო გადაცემა „პატრულის“
ჟურნალისტი გოჩა მუკბანიანი და ოპერატორი ზურაბ ვაწაძე, რომლებიც საპატრულო
https://pog.gov.ge/news/prokuraturis-shuamdgomlobiT-oTxi-politpatimari-gamarTlda
იხ. საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის N76-Iს დადგენილება „პოლიტიკური ნიშნით
დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“.
365
366
119
პოლიციის საქმიანობის მასმედიით გაშუქების მიზნით, სისტემატურად მორიგეობდნენ
სხვადასხვა საპატრულო ეკიპაჟთან ერთად.
დასახმარებლად გამოძახებული პოლიციის ეკიპაჟის წევრები – გრიგოლ
ბაშალეიშვილი
და
გიორგი
ლობჯანიძე
იარაღმომარჯვებულები
გადმოვიდნენ
ავტომანქანიდან და ახალგაზრდებს უბრძანეს, ხელები მაღლა აეწიათ. ბუტა რობაქიძე და მისი
მეგობრები დაემორჩილნენ, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაიწყეს
მათი ჩხრეკა. ახალგაზრდებს არ აღმოაჩნდათ კანონსაწინააღმდეგო ნივთები, მათ შორის,
ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. აღნიშული ნათლად ჩანდა ვიდეოკადრებში,
რომელიც გადაიღო ოპერატორმა ზურაბ ვაწაძემ. 367 დაკავებულთა პირადი ჩხრეკის დროს,
პატრულ-ინსპექტორმა გრიგოლ ბაშალეიშვილმა, რომელსაც ხელთ ჰქონდა საბრძოლო
მდგომარეობაში მოყვანილი ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღი, ერთჯერადად გაისროლა და
მარცხენა იღლიის არეში მძიმედ დაჭრა იქვე მდგომი ბუტა რობაქიძე, რომელიც შემთხვევის
ადგილზევე
გარდაიცვალა.
იმავდროულად,
ხელბორკილდადებულ
და
ასფალტზე
დაგდებულ ახალგაზრდებს კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები
სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რაც, ასევე, გადაიღო ოპერატორმა.
შემთხვევის ადგილზე მალევე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს
პრესსამსახურის უფროსი გურგენ (გურამ) დონაძე, თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი
სამმართველოს
საპატრულო
პოლიციის
სამმართველოს
უფროსის
მოვალეობის
შემსრულებელი ზურაბ მიქაძე, ვაკე-საბურთალოს რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს
უფროსი დავით იაშვილი, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს
უფროსი
ირაკლი
ფირცხალავა,
ამავე
სამმართველოს
მე-3
განყოფილების უფროსი
ალექსანდრე გვაზავა და თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კრიმინალური
პოლიციის
უფროსი
ზაზა
ბაქრაძე.
ზურაბ
ვაწაძის
მიერ
გადაღებული
კადრების
დათვალიერების შედეგად დარწმუნდნენ, რომ ბუტა რობაქიძეს და მის მეგობრებს
ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონდათ და ნახეს, რომ საქმე ეხებოდა საპატრულო პოლიციის
მიერ ჩადენილ დანაშაულს.
მომხდარის დასაფარად, გურამ დონაძემ, ზურაბ მიქაძესთან ერთად, ოპერატორ ზურაბ
ვაწაძეს ვიდეოკამერიდან ამოაღებინა რეალური ვიდეოფირი და დაავალა, მითითების
შესაბამისად, შემთხვევის ადგილის განმეორებით გადაღება, რომელიც კონკრეტული
სცენარის მიხედვით იქვე დაიდგა. კერძოდ, პოლიციის ზემოჩამოთვლილმა მაღალჩინოსნებმა
კადრები დადგეს და ოპერატორს გადააღებინეს ისე, რომ უდანაშაულო ბუტა რობაქიძე და
მისი მეგობრები პოლიციელებზე შეიარაღებულ თავდასხმასა და ცეცხლსასროლი იარაღის,
საბრძოლო მასალის უკანონო შეძენაში, შენახვასა და ტარებაში დადანაშაულებულიყვნენ.
ბრალდების
დამადასტურებელი
მტკიცებულებების
ხელოვნურად
შექმნის
მიზნით,
პოლიციელებმა ადგილზე მიიტანეს ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა და
ზურაბ მიქაძის, ზაზა ბაქრაძისა და გურამ დონაძის მითითებით, დავით იაშვილის და ირაკლი
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 8 აპრილის N11 სხდომაზე გოჩა მუკბანიანის ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და ვიდეოჩანაწერი.
367
120
ფირცხალავას მონაწილეობით, ბუტა რობაქიძესა და მის თანხმლებ პირებს გვერდით
დაუწყვეს. აღნიშნულის შემდეგ, გურამ დონაძის დავალებითა და მითითებით, ოპერატორმა
ხელმეორედ გადაიღო შემთხვევის ადგილი, რაც შემდგომ მასობრივი საშუალებით
გავრცელდა. დადგმულ კადრებში ჩანდა, ასევე, როგორ „იგერიებდნენ“ პოლიციელები
შეძახილებით „კრიმინალებს“. ზურაბ მიქაძემ ინტერვიუც კი ჩაწერა და, მიუხედავად იმისა,
რომ იცოდა ახალგაზრდების უდანაშაულობის შესახებ, საზოგადოებას ყალბი ინფორმაცია
მიაწოდა და ისინი პოლიციელებზე შეიარაღებულ თავდასხმაში განზრახ დაადანაშაულა,
აღნიშნულის დასადასტურებლად კი შემთხვევის ადგილზე მიტანილ ცეცხლსასროლ
იარაღზე, საბრძოლო ვაზნებსა და ხელყუმბარებზე მიუთითა.
მხოლოდ მტკიცებულებების ხელოვნურად შექმნის შემდგომ მისცეს საგამოძიებო
მოქმედებათა ჩატარების საშუალება ადგილზე მისულ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული
პროკურატურის გამომძიებელს, შალვა ნიქაბაძეს. პატრულ-ინსპექტორებმა შეადგინეს ცრუ
პატაკები,
თითქოსდა
შეიარაღებული
ბუტა
რობაქიძე
დაესხა
თავს
პატრულის
თანამშრომლებს. ასევე, შედგა შესაბამისი პროცესუალური დოკუმენტები - პირადი ჩხრეკის
ოქმები და გიორგი ქურდაძის, ირაკლი მიქაბერიძის, კახაბერ აზარიაშვილის, ლევან დანგაძისა
და აკაკი ბართაიას დაკავების ოქმები. ხუთივე მათგანი უკანონოდ იქნა მიცემული სისხლის
სამართლის პასუხისგებაში.
საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა აღნიშნა,
რომ 24 ნოემბერს, დილით, სამართალდამცველები მასთან სახლშიც მივიდნენ, უნდოდათ,
იარაღი დაედოთ და კიდევ ერთი ყალბი მტკიცებულება შეექმნათ, მაგრამ, ხალხმრავლობის
გამო, ეს ვერ მოახერხეს.368
როგორც ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე
განაცხადა, საქართველოს სახალხო დამცველის აქტიური ჩარევის შედეგად, „ნაციონალური
მოძრაობის“ რეჟიმი იძულებული გახდა, დაეწყო გამოძიება. თუმცა, მკვლელობიდან მხოლოდ
2
წლის
შემდეგ,
გრიგოლ
ბაშალეიშვილი
დამნაშავედ
ცნეს
ბუტა
რობაქიძის
„გაუფრთხილებლობით“ მკვლელობისთვის, ხოლო ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ვანო
მერაბიშვილის ძალისხმევით, სამსახურშიც აღადგინეს. 369
2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ბუტა რობაქიძის
საქმეზე ხელახალი გამოძიება დაიწყო. შედეგად, 2018 წელს, 370 ირაკლი ფირცხალავა, გურამ
დონაძე, ზურაბ მიქაძე, ზაზა ბაქრაძე და დავით იაშვილი დამნაშავეებად იქნენ ცნობილნი. 371
ხელახალი გამოძიების ეფექტურად წარმართვის საქმეში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა
368 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 8 აპრილის N11 სხდომაზე ია მეტრეველის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
369 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 11 აპრილის N13 სხდომაზე სოსო რობაქიძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და ვიდეოჩანაწერი.
370 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენი N1/2383-13; თბილისის სააპელაციო
სასამართლოს 2021 წლის 1 თებერვლის განაჩენი N1ბ/491-20; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 23
სექტემბრის განჩინება N229აპ-21.
371 საქმის განხილვის პერიოდში ალექსანდე გვაზავა გარდაიცვალა.
121
ჟურნალისტმა გოჩა მუკბანიანმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე ოპერატორ ზურაბ
ვაწაძესთან ერთად იმყოფებოდა. მისი გადმოცემით, ბუტა რობაქიძის მკვლელობის ღამესვე,
ორთაჭალაში მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში დაბრუნებულ გოჩა
მუკბანიანსა და ზურაბ ვაწაძეს გურამ დონაძე დაემუქრა და უთხრა, რომ უნდა ყოფილიყვნენ
ჩუმად, წინააღმდეგ შემთხვევაში „კარგი დღე“ არ დაადგებოდათ. 372
აფრასიძეების მკვლელობის საქმე
ბუტა რობაქიძის მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე, „ნაციონალური მოძრაობის“
ხელისუფლებამ ხმაურიანი სპეცოპერაცია ჩაატარა ზემო სვანეთში, რაც ლეტალური შედეგით
დასრულდა; კერძოდ, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში მცხოვრებ აფრასიძეების
ოჯახის ცალკეულ წევრებთან მიმართებით სხვადასხვა დროს არსებობდა გარკვეული ეჭვები
სამართალდამცავ
სტრუქტურებში.
თუმცა,
აღნიშნული
ოპერაციის
განხორციელების
დროისთვის, ოჯახის მხოლოდ ერთ წევრს, ომეხ აფრასიძეს ჰქონდა ძებნილის სტატუსი.
მიუხედავად ამისა, იგი თავისუფლად გადაადგილდებოდა მესტიის მუნიციპალიტეტში და
მისი დაკავება პრობლემას არ წარმოადგენდა. 373 ამასთან, ომეხ აფრასიძესთან
სამართალდამცავი
ორგანოების
მიერ
თბილისიდან
გაგზავნილი
სპეციალური
წარმომადგენლები აწარმოებდნენ კომუნიკაციას, რის შედეგადაც, მან გამოთქვა თანხმობა,
ნებაყოფლობით ჩაჰბარებოდა სამართალდამცველებს. ომეხ აფრასიძის ამ პოზიციის შესახებ
ინფორმირებული იყო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი (გია) ბარამიძეც.
მიუხედავად ამისა, სპეცოპერაციის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე, გია
ბარამიძემ თავის სამუშაო ოთახში შეკრიბა ხელმძღვანელი პირები და აუწყა სოფელ ეცერში
აფრასიძეების მიმართ ჩასატარებელი სპეცოპერაციის აუცილებლობის შესახებ. შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
ხელმძღვანელმა
ზურაბ
გია
გულუას
ქაჯაიამ
სახელობის
მინისტრს
სპეცდანიშნულების
მოახსენა,
რომ
სამმართველოს
აფრასიძეების
მიმართ
სპეცოპერაციის ჩატარება 15 სპეცრაზმელით იყო შესაძლებელი, რაც გია ბარამიძემ არ
გაიზიარა. მისი განკარგულებით, სპეცოპერაციის წინასწარ დამტკიცებული გეგმის გარეშე,
2004 წლის 23 მარტს, გია გულუას სახელობის სპეცდანიშნულების რაზმში გამოცხადდა
საერთო შეკრება და რაზმმა გადაინაცვლა კოპიტნარის აეროპორტში.
2004 წლის 24 მარტს, 06:00 საათზე, კოპიტნარის აეროპორტიდან სოფელ ეცერის
მიმართულებით გაფრინდა 10 ვერტმფრენი. აფრასიძეების ეზოსთან მიახლოებისთანავე,
პირველი ვერტმფრენიდან გაიხსნა ცეცხლი, რომლის დროსაც, ერთ ეზოში მდებარე ორ
სახლში იმყოფებოდნენ ევგენი აფრასიძე, მისი მეუღლე დოდო ისიანი, მათი სამი შვილი –
შმაგი, გოჩა და ომეხ აფრასიძეები, შმაგი აფრასიძის მეუღლე და ოთხი არასრულწლოვანი
372
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 8 აპრილის N11 სხდომაზე გოჩა მუკბანიანის ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და ვიდეოჩანაწერი.
373 განცხადება N1-3224/25.
122
ბავშვი, მათ შორის, ლედი და გიორგი აფრასიძეები. სპეცრაზმელებმა ვერტმფრენების
დაჯდომის
შემდეგ
დაიწყეს
შეტევითი
გადაადგილება
აფრასიძეების
სახლის
მიმართულებით. სპეცოპერაციაში ჩართული იყო, დაახლოებით, 1 000 სპეცრაზმელი,
რომლებიც ვერტფრენების ჩაფრენას ადგილზე ელოდებოდნენ. სახლების მიმართულებით
სროლა 40 წუთის განმავლობაში გაგრძელდა, გაჩნდა ხანძარიც.
საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დოდო ისიანმა და მისმა შვილიშვილებმა – ლედი და
გიორგი აფრასიძეებმა განმარტეს, რომ ბავშვები საწოლის ქვეშ დაიმალნენ, შიშისგან კიოდნენ
და მათი კივილის ინტენსივობის მატებასთან ერთად, მატულობდა ტყვიების რაოდენობაც.
მამის გაფრთხილების შემდეგ, აღარ ეყვირათ, გაჩუმდნენ და სროლაც შეწყდა, რის შემდეგაც
სახლში მყოფებს შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ სამართალდამცველებმა ისინი
ლიკვიდირებულებად მიიჩნიეს და სროლა ამიტომ შეწყვიტეს.
სპეცოპერაციის დროს სახლის აივანზე გამოვიდა დანებების ნიშნად ხელებაწეული
ევგენი აფრასიძე, რომელსაც უკან მისი შვილიშვილი, გიორგი აფრასიძე გამოჰყვა.
მიუხედავად ამისა, ევგენი აფრასიძეს ესროლეს. მეზობლებს შეეძლოთ, ევგენი აფრასიძე
ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოეყვანათ, მაგრამ მათ ამის უფლება არ მისცეს. ის ალში
გახვეულ სახლში ჩაიწვა.
ერთ-ერთ მომენტში, როდესაც სროლის ინტენსივობამ ოდნავ იკლო, გოჩა აფრასიძემ 12
წლის ძმისშვილი, გიორგი აფრასიძე მეზობლის სახლს შეაფარა, რა დროსაც ბავშვს ერთმა
ტყვიამ შარვალშიც კი გაუარა და კანი გაუკაწრა.374
დაკავებული ომეხ აფრასიძე სპეცრაზმელებმა მეზობლად მდებარე საცხოვრებელი
სახლის ეზოში გადაიყვანეს და ხელბორკილები დაადეს. 10-15 წუთის შემდეგ კი ავტომატური
ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მოკლეს. ომეხ აფრასიძის დედის, დოდო
ისიანის განცხადებით, მისი შვილის ცხედარს, ბეჭდის წაძრობის მიზნით, თითი მოაჭრეს,
შემდეგ ფეხი დაადგეს მკერდზე და ისე ააგლიჯეს ყელსაბამი. 375 გვამი საღამომდე დარჩა
ტალახში და მხოლოდ სპეცრაზმის მიერ სოფლის დატოვების შემდეგ მიეცა მოსახლეობას
საშუალება, ცხედარი გადაესვენებინათ. დაკავებულ გოჩა აფრასიძეს ერთ-ერთმა
სპეცრაზმელმა ბასრი საგნით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა და ქუთაისის
ცენტრალურ
საავადმყოფოში
მისი
სიცოცხლის
შენარჩუნება
ძლივს
მოხერხდა.
სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ გოჩა აფრასიძეს, შმაგი აფრასიძესა და მათთან
შინამოსამსახურედ მყოფ ვლადიმერ მურავიოვს განაჩენის საფუძველზე, შესაბამისად, 20, 18
და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ მკვლელობის მცდელობის, იარაღის შეძენაშენახვისა და პოლიციისათვის გაწეული წინააღმდეგობის ბრალდებით.
გოჩა და შმაგი აფრასიძეები სასჯელაღსრულების დაწესებულებაშიც მძიმე პირობებში
იყვნენ – 6 პატიმარზე გათვლილ საკანში, ერთდროულად, 30-40 პირი იმყოფებოდა. საგანგაშო
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 11 აპრილის N13 სხდომაზე დოდო ისიანის, ლედი და გიორგი აფრასიძეების
ახსნა-განმარტებების სტენოგრამები და ვიდეოჩანაწერები.
375 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 11 აპრილის N13 სხდომაზე დოდო ისიანის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
374
123
იყო გოჩა აფრასიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც სასჯელის მოხდის პერიოდში
საგრძნობლად დამძიმდა. მიუხედავად აშკარა საჭიროებისა, ის არ უზრუნველყვეს სათანადო
სამედიცინო მომსახურებით, რის შედეგადაც პატიმარმა მარჯვენა თვალში მხედველობა
დაკარგა. 376 ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, გოჩა და შმაგი აფრასიძეები 2013 წლის 28
თებერვალს პირობით ვადამდე გათავისუფლდნენ. 377
„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა მხოლოდ სპეცოპერაცია არ იკმარა. ისინი
ცდილობდნენ, აფრასიძეების მთელი ოჯახი დამნაშავეებად შეერაცხათ, აბრალებდნენ იმ
დროს გაუხსნელ დანაშაულებს, მათ შორის, 15 წლის მარიამ გოგინაშვილის მკვლელობასა და
ფეხბურთელ კახა კალაძის ძმის გატაცებასა და მკვლელობას. აფრასიძეების ოჯახის
წინააღმდეგ ცრუ ჩვენება ვლადიმერ მურავიოვს ზეწოლის და წამების შედეგად მიაცემინეს
და, 24 მარტის სპეცოპერაციიდან რამდენიმე თვეში, მას აფრასიძეების ეზოდან, დაახლოებით,
1 კილომეტრში მდებარე სასაფლაო გაათხრევინეს, სადაც აღმოჩენილი ძვლების ფრაგმენტები
ექსპერტიზაზე წაიღეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და გენერალურმა
პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა საზოგადოებას აცნობეს, თითქოს აფრასიძეების ეზოში
ზემომითითებული გატაცებული ადამიანების ძვლები აღმოაჩინეს. თუმცა,
დადასტურდა, რომ ეს ძვლები მე-19 საუკუნის ნეშტის ფრაგმენტები იყო. 378
მალევე
სპეცოპერაციის მიმდინარეობისას, ზურაბ ქაჯაიას მუდმივად ჰქონდა სატელეფონო
კავშირი კოპიტნარის აეროპორტში მყოფ შინაგან საქმეთა მინისტრ გია ბარამიძესთან,
რომელსაც, თავის მხრივ, პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა მიხეილ სააკაშვილთან. 379
სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ, ადგილზე ჩასულმა გია ბარამიძემ აფრასიძეების
ეზოსთან შეკრებილ მეზობლის ქალებს მიმართა - „სვანებმა კარგი კუბდარის გამოცხობა იცით
და იქნებ გაგვიმასპინძლდეთო“. 380
„სტუდია რეპორტიორმა“ 2006 წელს შექმნა ფილმი
სახელწოდებით - „მიართვით კუბდარი მინისტრს“. 381
„ნაციონალური
მოძრაობის“
ხელისუფლება
ყოველთვის
ამაყობდა
24
მარტს
ჩატარებული სპეცოპერაციით. 2009 წლის 2 სექტემბერს სასტუმრო „რედისონის“ გახსნაზე
მიხეილ სააკაშვილმა სიამაყით განაცხადა: „მე მინდა დავადასტურო, მე გავეცი ბრძანება
მესტიას დაპატრონებული ბანდიტების განადგურების და ერთი წამით ამას არ ვნანობ. (...) ეს
იყო სწორი გადაწყვეტილება.“ 382 ხოლო გია ბარამიძემ 2013 წელს გადაცემა „პოლიტიკურ
პორტალში“ ისაუბრა სპეცოპერაციის დეტალებზე და აღნიშნა, რომ „არაფერს შეცვლიდა“. 383
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 11 აპრილის N13 სხდომაზე ლედი აფრასიძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და ვიდეოჩანაწერი.
377 https://www.youtube.com/watch?v=1FWvfaC_bas
378 https://www.youtube.com/watch?v=KzPwZYcEJGw
379 საქართველოს პროკურატურის მიერ საგამოძიებო კომისიისთვის მოწოდებული მასალა.
380 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 11 აპრილის N13 სხდომაზე ლედი აფრასიძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და ვიდეოჩანაწერი.
381 https://www.youtube.com/watch?v=Z1kshUliWjQ&t=2097s
382 https://www.youtube.com/watch?v=duE7-QFsAWg
383 https://www.youtube.com/watch?v=WxZNV8AhXVo
376
124
დეპუტატ ვალერი გელაშვილზე ძალადობის საქმე
2005 წლის 29 ივნისს გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნდა საქართველოს პარლამენტის
წევრის, ვალერი გელაშვილის ინტერვიუ, 384 რომელშიც იგი უკმაყოფილებას გამოთქვამდა
მიხეილ სააკაშვილის მიმართ და ამბობდა, რომ წაართვეს ქონება, რომლის ღირებულებასაც არ
უნაზღაურებდნენ. ამავე სტატიაში მან შეურაცხმყოფელი ფორმით ისაუბრა მიხეილ
სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ. 385
ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა, სამაგალითოდ დასჯის
მიზნით და პირადი შურისძიების მოტივით, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვანო მერაბიშვილს
დაავალა, ფიზიკურად გასწორებოდა ვალერი გელაშვილს, რომელმაც, თავის მხრივ, დავალება
მისცა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (შემდგომ - სოდი) დირექტორს, ერეკლე
კოდუას. 2005 წლის 13 ივლისიდან სოდის თანამშრომლები ახორციელებდნენ ვალერი
გელაშვილის ფარულ თვალთვალს. მათვე, თავდასხმის გაადვილების მიზნით, ფარულად,
მწყობრიდან გამოიყვანეს პარლამენტის წევრის დაჯავშნილი ავტომანქანა. 2005 წლის 14
ივლისს სოდის თანამშრომლებმა და სპეციალური რაზმის შეიარაღებულმა მებრძოლებმა,
თბილისში,
მირცხულავას
ქუჩის
მიმდებარე
ტერიტორიაზე
გადაადგილებისას
განახორციელეს ვალერი გელაშვილის ავტომანქანის ბლოკირება, რის შემდეგაც, ერეკლე
კოდუას დავალებითა და სოდის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის, გია სირაძის
ხელმძღვანელობით,
ძალის
გამოყენებითა
და
ცეცხლსასროლი
იარაღის
მუქარით,
ავტომანქანიდან თანმხლებ პირებთან ერთად გადმოიყვანეს ვალერი გელაშვილი და
კონდახებით სასტიკად სცემეს, მას რამდენიმე კაცი ჩექმებიან ფეხებს ურტყამდა თავში და
სახეში, ჩაუმსხვრიეს სახის ძვლები. 386 თავდასხმის შემდეგ გაიტაცეს ვალერი გელაშვილის
კუთვნილი ფულადი თანხა – 10 000 აშშ დოლარი, 50 000 ლარად ღირებული ბეჭედი და
ცეცხლსასროლი იარაღი. თავდასხმაში მონაწილე პირებს პირადად ერეკლე კოდუამ გადასცა
პრემია 500 აშშ დოლარის ოდენობით. თავდასხის შედეგად, ვალერი გელაშვილს აღენიშნა
თავის ტვინის შერყევა, ზედა და ქვედა ყბის მოტეხილობა, სახის ძვლების მრავლობითი
ფრაგმენტული მოტეხილობა, მრავლობითი სისხლნაჟღენთები, ნახეთქი ჭრილობები შუბლის
არეში, მრავლობითი ჰემატომა სახის არეში, სისხლმდენი ჭრილობა კეფის არეში. ვალერი
გელაშვილს ჩაუტარდა ხანგრძლივი სამედიცინო ოპერაცია.
ინტერვიუ ვალერი გელაშვილთან, „ვალერი გელაშვილი თავის სახლს სააკაშვილს დაუთმობს“
https://www.ambebi.ge/article/101544-saakashvils-coli-gaekca-interviu-romlis-gamoc-valeri-gelashvili-lamis-cemit-mokles/
385 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 5 მაისის N21 სხდომაზე ვალერი გელაშვილის ახსნა-განმარტების
სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
386 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 5 მაისის N21 სხდომაზე ვალერი გელაშვილის ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და ვიდეოჩანაწერი, ასევე, დაზიანებების შესახებ იხ. https://www.youtube.com/watch?v=cCWDSzhSKas
384
125
დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე, 2016-2018 წლებში, მიხეილ სააკაშვილი,
ვანო მერაბიშვილი, ერეკლე კოდუა და გია სირაძე დამნაშავეებად იქნენ ცნობილნი. 387
მალხაზ აზარაშვილისა და ზაზა მესხის საქმე
„ნაციონალური
მოძრაობის“
რეჟიმი
არც
სახელმწიფო
სისტემაში
მომუშავე
თანამშრომლებს ინდობდა. კერძოდ, 2005 წლის 5 იანვარს კონსტიტუციური უსაფრთხოების
დეპარტამენტის (შემდგომ - კუდი) დირექტორის, დავით (დათა) ახალაიას, მისი მოადგილის,
იოსებ (სოსო) თოფურიძის, კუდის პირველი სამმართველოს უფროსის, გერონტი ალანიასა და
ამავე სამმართველოს უფროსი ოპერატიული თანამშრომლის, ოლეგ მელნიკოვის
ორგანიზებითა და მონაწილეობით, მთაწმინდა-კრწანისის შინაგან საქმეთა სამმართველოს
სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსი მალხაზ აზარაშვილი მიიყვანეს
კუდის შენობაში (ე.წ. მოდულის შენობა) და სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ თითქოს მან 2
იანვარს რესტორან „ძველ სახლში“ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა შინაგან საქმეთა
მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მეუღლეს, თამარ (თაკო) სალაყაიას, რაც სიმართლეს არ
შეესაბამებოდა. იმავე დღეს გაირკვა, რომ მალხაზ აზარაშვილის ნაცვლად, რესტორანში
იმყოფებოდა მთაწმინდა-კრწანისის შინაგან საქმეთა სამმართველოს სხვა თანამშრომელი,
კერძოდ კი - ზაზა მესხი. შესაბამისად, ისიც მიიყვანეს ე.წ. მოდულის შენობაში, სკამზე დააბეს,
ხელები ზურგს უკან შეუკრეს და სასტიკად გაუსწორდნენ. ის სცემეს სამ ეტაპად, რომელთაგან
თითოეული გრძელდებოდა, დაახლოებით, 10 წუთი. ხელებით და ფეხებით ნაცემ ზაზა მესხს
ცემის თითოეული ეტაპის დასრულების შემდეგ, სკამზე ხელებმიბმულს, იატაკზე წაქცეულს
ტოვებდნენ ოთახში.
აღნიშნულ საქმეზე, 2013 წელს, სასამართლომ დამნაშავეებად ცნო დათა ახალაია, სოსო
თოფურიძე, ოლეგ მელნიკოვი და გერონტი ალანია. 388
ვამეხ აბულაშვილისა და კახაბერ დაბრუნდაშვილის საქმე
2005 წლის 5 ოქტომბერს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ოქროყანის
სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე სასტიკად სცემეს ვამეხ აბულაშვილსა და მის მეგობარს,
კახაბერ დაბრუნდაშვილს. მიზეზი კუდის დირექტორის, დათა ახალაიას პირადი შურისძიება
იყო. კერძოდ, დათა ახალაია აწუხებდა ვამეხ აბულაშვილის მეგობარ ქალს, რის გამოც, ერთ
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის N1/6771-14 განაჩენი; თბილისის სააპელაციო
სასამართლოს 2017 წლის 23 თებერვლის N1ბ/1038-16 განაჩენი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის
29 სექტემბრის N198აპ-17 განჩინება; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის N1/1447-15 განაჩენი;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის N1ბ/1106-18 განაჩენი; საქართველოს უზენაესი
სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის N827აპ-18 განჩინება.
388 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 მარტის N1/3107-13 განაჩენი; თბილისის სააპელაციო
სასამართლოს 2016 წლის 30 მაისის N1ბ/710-14 განაჩენი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 10
იანვრის N442აპ-16 განჩინება.
387
126
დღესაც, ვამეხ აბულაშვილსა და დათა ახალაიას ტელეფონზე სიტყვიერი დაპირისპირება
მოუვიდათ. აღნიშნულის შემდეგ, რამდენიმე დღეში, ვამეხ აბულაშვილს მობილურ
ტელეფონზე დაუკავშირდა კუდის თანამშრომელი ვალერიან მეტრეველი და მას გამოგონილი
მიზეზით შეხვდა, რა დროსაც, ვამეხ აბულაშვილი მეგობარ კახაბერ დაბრუნდაშვილთან
ერთად, ამ უკანასკნელის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან ფიზიკური
ძალის გამოყენებით გაიტაცეს და ოქროყანის სასაფლაოზე წაიყვანეს, სადაც დათა ახალაია,
კუდის პირველი სამმართველოს უფროსი გერონტი ალანია, კუდის უფროსი ოპერატიული
თანამშრომელი
ოლეგ
მელნიკოვი
და
მათდამი
დაქვემდებარებული
სხვა
პირები
იმყოფებოდნენ.
დათა ახალაიამ, შურისძიების მოტივით, დაჩოქილ მდგომარეობაში მყოფ ვამეხ
აბულაშვილს სახეში ფეხი ჩაარტყა, რის შემდეგაც წაქცეულს ადგილზე მყოფი პირები
ურტყამდნენ იარაღის ტარებითა და სხვა ბლაგვი საგნებით. სასტიკად ნაცემ ვამეხს ყურიდან,
პირიდან, თვალიდან სისხლი სდიოდა, არც საუბარი შეეძლო და ვერც ხედავდა; ერთ-ერთი
თავდამსხმელი იარაღის ტარით მისთვის თვალის ბუდიდან ამოგდებას ცდილობდა.
საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოკითხულმა კახაბერ დაბრუნდაშვილმა ნაცემ ვამეხ
აბულაშვილთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ „მსგავსი ნაცემი ადამიანი ცხოვრებაში არ ენახა“.
სცემეს თავად კახაბერ დაბრუნდაშვილსაც და ყველა კბილი ჩაუმტვრიეს. 389
ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ, დათა ახალაიამ ცეცხლსასროლი იარაღით
თამაში დაიწყო, სიცილით ხან ვამეხ აბულაშვილს უმიზნებდა, ხან კახაბერ დაბრუნდაშვილს
და ეკითხებოდა, პირველი ვინ მოეკლა, რის შემდეგაც, მათი მიმართულებით ჰაერში
გაისროლა. რამდენიმე წუთის შემდეგ, მან იარაღი პიჯაკში ჩაიდო, უკან გაბრუნდნენ და
სასტიკად ნაცემი პირები ტყეში დატოვეს. მათ ოლეგ მელნიკოვი, ფაქტის გახმაურებისა და
საავადმყოფოსთვის მიმართვის შემთხვევაში, ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით
დაემუქრა. მანვე, დამცირების მიზნით, ვამეხ აბულაშვილს თავზე ერთლარიანი და
ორლარიანი კუპიურები დააყარა.
ნაცემმა კახაბერ დაბრუნდაშვილმა ზურგზე მოიკიდა ვამეხ აბულაშვილი და გზამდე
მუხლებზე ხოხვით გაიყვანა, საიდანაც გამვლელი მანქანით სახლამდე მისვლა შეძლეს.
მიუხედავად გაფრთხილებისა, იმავე დღეს, სასტიკად ნაცემი ვამეხ აბულაშვილი
ოჯახის წევრებმა საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება
გაუწიეს, თუმცა, მუქარის შიშით, დაზარალებულმა შემდგომი სტაციონარული მკურნალობის
გაგრძელებაზე უარი განაცხადა. ვამეხ აბულაშვილის საავადმყოფოში ვიზიტის შესახებ
ცნობილი გახდა ოლეგ მელნიკოვისთვის, რომელიც მეორე დღეს საცხოვრებელი სახლის
სადარბაზოსთან დახვდა კახაბერ დაბრუნდაშვილს და კვლავ დაემუქრა, რომ თუკი
მომხდარის შესახებ სადმე განაცხადებდნენ, სიცოცხლის საფრთხეს შეუქმნიდნენ საკუთარ
თავსაც და ოჯახის წევრებსაც. სასტიკი ცემის შედეგად, ვამეხ აბულაშვილსა და კახა
დაბრუნდაშვილს დღემდე ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აწუხებთ.
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 3 აპრილის N10 სხდომაზე კახაბერ დაბრუნდაშვილის ახსნა-განმარტების
სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
389
127
აღნიშნულ საქმეზე, 2014-2018 წლებში, დათა ახალია, ოლეგ მელნიკოვი, ვალერიან
მეტრეველი და გერონტი ალანია დამნაშავეებად იქნენ ცნობილნი. 390
ალექსანდრე (სანდრო) გირგვლიანის მკვლელობის საქმე
ვამეხ აბულაშვილისა და კახა დაბრუნდაშვილის ოქროყანის სასაფლაოზე სასტიკად
ცემიდან რამდენიმე კვირაში, 2006 წლის 28 იანვარს, იმავე ადგილას, ოქროყანის სასაფლაოზე,
მოკლეს 28 წლის ალექსანდრე (სანდრო) გირგვლიანი. კერძოდ, 2006 წლის 27 იანვარს,
დაახლოებით, 23:00 საათზე,
თბილისში, კაფე-ბარ „შარდენ ბარში“ შინაგან საქმეთა
სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის, ვასილ სანოძის დაბადების დღის
აღსანიშნავად შეიკრიბნენ შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო
სალაყაია, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი დათა ახალაია,
ამავე დეპარტამენტის პირველი სამმართველოს ერთ-ერთი განყოფილების უფროსის
მოადგილე ოლეგ მელნიკოვი, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი გურამ
დონაძე, მოქალაქე ანა კალანდაძე და მისი მეგობარი თათია მაისურაძე.
იმავე ბარში მოგვიანებით მივიდნენ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სანდრო
გირგვლიანი და ლევან ბუხაიძე. გირგვლიანმა შენიშნა თავისი მეგობარი თათია მაისურაძე,
რომელმაც მას დაუმალა, რომ „შარდენ ბარში“ იმყოფებოდა. აღნიშნულის გამო, სანდრო
გირგვლიანმა მას საჯაროდ, მკვეთრი ჟესტებითა და ხმამაღალი ტონით დაუწყო საყვედურის
თქმა. მოგვიანებით, თათია მაისურაძე სანდრო გირგვლიანის მაგიდასთან გადაჯდა, სადაც
კვლავ გაგრძელდა მათი საუბარი მკვეთრი ჟესტების ფონზე; საუბრის დროს სანდრო
გირგვლიანმა უცენზურო სიტყვით მოიხსენია შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის
სუფრასთან მჯდომი გურამ დონაძე, რაც მათ შეუმჩნეველი არ დარჩენიათ.
სანდრო
გირგვლიანის
ქცევით
განაწყენებული
დათა
ახალაიას
დავალებით,
სუფრასთან მყოფი ოლეგ მელნიკოვი ტელეფონით დაუკავშირდა კუდის თანამშრომელს,
ვალერიან მეტრეველს, რომელსაც გადასცა დათა ახალაიას დავალება, სხვა თანამშრომლებთან
ერთად სასწრაფოდ მისულიყვნენ „შარდენ ბართან“. ვალერიან მეტრეველი დაუყოვნებლივ
დაუკავშირდა კუდის პირველი სამმართველოს უფროსს, გერონტი ალანიას და გადასცა დათა
ახალაიას მითითება. თავის მხრივ, გერონტი ალანია დაუკავშირდა კუდის მე-2 სამმართველოს
პირველი განყოფილების უფროსის მოადგილეს, დავით ქოქიაშვილსა და პირველი
სამმართველოს პირველი განყოფილების უფროს ინსპექტორებს – მიხეილ ბიბილურიძეს,
ავთანდილ აფციაურსა და ალექსანდრე ღაჭავას.
ხსენებული თანამშრომლების ადგილზე მისვლამდე სანდრო გირგვლიანმა და ლევან
ბუხაიძემ დატოვეს „შარდენ ბარი.“ იმ მიზნით, რომ ისინი თვალთახედვის არიდან არ
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 სექტემბრის N1/5238-14 განაჩენი; თბილისის საქალაქო
სასამართლოს 2014 წლის 20 ოქტომბრის N1/1554-14 განაჩენი; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 4
აგვისტოს N1ბ/782-14 განაჩენი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 29 თებერვლის N500აპ-15
განჩინება; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის N1/3651-14 განაჩენი.
390
128
დაეკარგათ, დათა ახალაიას დავალებით, ოლეგ მელნიკოვი, ვასილ სანოძის მძღოლთან
ერთად, სამსახურებრივი ავტომანქანით ფარულად გაჰყვა ბარიდან გამოსულ სანდრო
გირგვლიანსა და ლევან ბუხაიძეს. ლესელიძისა და ვერცხლის ქუჩების კვეთაზე
სამსახურებრივი ავტომობილებით მისულ დავით ქოქიაშვილს, გერონტი ალანიას, ავთანდილ
აფციაურს, მიხეილ ბიბილურიძესა და ალექსანდრე ღაჭავას ოლეგ მელნიკოვმა მიუთითა წინ
მიმავალ სანდრო გირგვლიანსა და ლევან ბუხაიძეზე და გადასცა დათა ახალაიას დავალება,
მათი თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ფიზიკური ანგარიშსწორების თაობაზე. სანდრო
გირგვლიანი და ლევან ბუხაიძე იძულებით ჩასვეს ავტომანქანაში, განმარტების გარეშე
ჩამოართვეს მობილური ტელეფონები, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და გაიტაცეს.
თავად ოლეგ მელნიკოვი კი ბარში დაბრუნდა.
გამტაცებლებმა სანდრო გირგვლიანი და ლევან ბუხაიძე იმავე ოქროყანის სასაფლაოზე
მიიყვანეს, სადაც რამდენიმე კვირით ადრე დათა ახალაიას მონაწილეობით ვამეხ
აბულაშვილსა
და
კახაბერ
დაბრუნდაშვილს
კუდის
თანამშრომლები
ფიზიკურად
გაუსწორდნენ. ისინი გააშიშვლეს ძლიერ ყინვაში და უმოწყალოდ სცემეს. პარალელურად,
მობილური ტელეფონის გამოყენებით, საქმის კურსში აყენებდნენ „შარდენ ბარში“ მყოფ დათა
ახალაიას. თავდამსხმელების წასვლის შემდეგ, სასტიკად ნაცემმა და ნახევრად შიშველმა
ლევან ბუხაიძემ სამანქანო გზაზე გააღწია და დროებით თავი შეაფარა უახლოეს
ბენზინგასამართ სადგურს. მან სანდრო გირგვლიანი ვერსად აღმოაჩინა.
2006 წლის 28 იანვარს, დაახლოებით, 15:00 საათზე სანდრო გირგვლიანის გვამი მისმა
მეგობრებმა იპოვეს ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე. მოკლულის გვამს
სხეულის სხვადასხვა არეში მიყენებული ჰქონდა მრავლობითი ჭრილობა, მათ შორის, 12
ჭრილობა ყელის არეში. სასიკვდილო აღმოჩნდა ხორხის არეში მიყენებული ჭრილობა, რამაც
შედეგად ასფიქსია გამოიწვია. მალევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა
გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს სანდრო გირგვლიანის მკვლელობა სვანური დაჯგუფებების
დაპირისპირების შედეგად მოხდა.
თუმცა, დანაშაულის დაფარვის მიზნით შეთხზული ამ ვერსიის დამკვიდრება შინაგან
საქმეთა სამინისტრომ ვერ შეძლო რამდენიმე მიზეზის, მათ შორის, ოქროყანის გზაზე
მდებარე, ტელეკომპანია „იმედის“ მესაკუთრის, ბადრი პატარკაციშვილის საცხოვრებელი
სახლის ვიდეოსამეთვალყურეო კამერებზე აღბეჭდილი მტკიცებულებების გამო. კერძოდ,
ჩანაწერები
მოწმობდა
გამტაცებლების
ოქროყანის
სასაფლაოსკენ
მიმავალ
სამსახურებრივი
გზაზე.
მანქანებით
ტელეკომპანია
გადაადგილებას
„იმედის“
ამჟამინდელი
მფლობელის, ირაკლი რუხაძის მიერ საგამოძიებო კომისიისთვის მოწოდებული ინფორმაციის
თანახმად, ხელისუფლების წარმომადგენლები ყველანაირი მეთოდებით – თხოვნით,
ხვეწნით, მუქარით ეცადნენ, რომ „იმედს“ არ ეჩვენებინა ზემოხსენებული ვიდეოჩანაწერები,
რაც ბადრი პატარკაციშვილმა არ გაიზიარა. კადრებმა დღის სინათლე იხილა და
ტელეკომპანია „იმედის“ მეშვეობით საზოგადოებამ სიმართლე შეიტყო.
სანდრო გირგვლიანის დედის, ირინე ენუქიძის თავდადებული ბრძოლისა და
საქმისადმი საზოგადოების ძალზედ მაღალი ინტერესის გამო, მიუხედავად განსაკუთრებული
ძალისხმევისა, ვერ მოხერხდა კონკრეტულ პირთა დანაშაულში მონაწილეობისა და მისი
129
წინაპირობის, „შარდენ ბარში“ შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლისა და სამინისტროს
მაღალი თანამდებობის პირების ყოფნის სრულად დაფარვა. შესაბამისად, ვანო მერაბიშვილი
იძულებული გახდა, დანაშაულის ჩადენიდან 1 თვის შემდეგ, 6 მარტს, დანაშაული
„გახსნილად“ გამოეცხადებინა დათა ახალაიას, ვითომდა, განსაკუთრებული ძალისხმევით.
აღნიშნული
დრო
დასჭირდა
ცრუ,
შეთხზული
ვერსიის
დამუშავებას,
ყალბი
მტკიცებულებების შექმნასა და პროცესუალურად საქმეზე მათ დამაგრებას.
სანდრო გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენის
ორგანიზების შემდეგ, დათა ახალაიამ, შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილსა და სხვა
თანამდებობის პირებთან შეთანხმებული ქმედებებით დაიწყო 2006 წლის 27-28 იანვარს
სანდრო გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა და
დამნაშავეების დაფარვა, აგრეთვე, გამოძიების ინსცენირება, დანაშაულის შეკვეთასა და
ორგანიზებაში
საკუთარი
მონაწილეობის
დაფარვისა
და
სისხლის
სამართლის
პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით. 391 დისკუსიების შედეგად გადაწყდა, რომ
წინასწარ შეპირებული გარანტიებისა და გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ, სისხლის
სამართლის პასუხისგებაში მისცემდნენ გერონტი
ალექსანდრე ღაჭავასა და მიხეილ ბიბილურიძეს.
ალანიას,
ავთანდილ
აფციაურს,
დათა ახალაია, გერონტი ალანიას თანხლებით, 2006 წლის თებერვლის მეორე
ნახევარში შეხვდა ალექსანდრე ღაჭავასა და ავთანდილ აფციაურს და აცნობა, რომ ჩადენილი
დანაშაულის ძირითადი გარემოებები უკვე ცნობილი იყო თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი
სამმართველოსთვის, რომელსაც დადგენილი ჰქონდა დანაშაულში მონაწილე პირთა ვინაობა
და მოპოვებული ჰქონდა სამხილებიც. ვინაიდან საქმის ბოლომდე მოგვარება ვერ
ხერხდებოდა, რასაც დათა ახალაია მათ მანამდე მუდმივად ჰპირდებოდა, შექმნილი რთული
ვითარებიდან თავის დასაღწევად, ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძესა და
ავთანდილ აფციაურს საკუთარ თავზე უნდა აეღოთ პასუხისმგებლობა. დათა ახალაიას
თქმით, თავად მას, „ქვეყნის ინტერესებიდან“ გამომდინარე, კარიერული გეგმები ჰქონდა და
საკუთარ თავზე ვერ აიღებდა დანაშაულში რაიმე სახით მონაწილეობას. მანვე ავთანდილ
აფციაურს გადასცა 12 000 აშშ დოლარი, ხოლო ალექსანდრე ღაჭავასა და მიხეილ
ბიბილურიძეს – 10 000-10 000 აშშ დოლარი. მოგვიანებით კი, მათ მიერ სასჯელის მოხდის
საფასურად, ასევე დუმილისა და დანაშაულში უფრო მაღალი თანამდებობის პირების,
კერძოდ კი, დათა ახალაიას ორგანიზატორობის გაუთქმელობის სანაცვლოდ, გერონტი
ალანიას, მიხეილ ბიბილურიძეს, ალექსანდრე ღაჭავასა და ავთანდილ აფციაურს 100 000-100
000 აშშ დოლარი გადასცეს. მათ შესთავაზეს, ასევე, ოჯახების ფინანსური უზრუნველყოფა და
მთელი რიგი პრივილეგიებით სარგებლობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის
პერიოდში. გამოძიების საწყის ეტაპზევე, ვანო მერაბიშვილი ე.წ. მოდულის შენობის
წინასწარი დაკავების საკანში შეხვდა ბრალდებულებს და შეჰპირდა, რომ „თავის
გასაკეთებელს თავადვე გააკეთებდა და მათ პრობლემა არ შეექმნებოდათ“,
391
რაც მან
https://pog.gov.ge/news/d-a-d-g-e-n-i-l-e-b-a-ivane-merabishvilis-braldebis-shesaxeb
130
განახორციელა კიდეც. დაპირებული თანხის ნაწილი „საჩუქრის სახით შეფისაგან“ ანუ შინაგან
საქმეთა მინისტრისგან იქვე გადასცეს დაკავებულებს. დანარჩენი თანხის გადაცემა კი,
ხორციელდებოდა გარკვეული პერიოდულობით მათი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
ყოფნის განმავლობაში. 392
ჩადენილ დანაშაულში დათა ახალაიას მონაწილეობის დაფარვისა და პირიქით, საქმის
„გახსნაში“ მისი წვლილის წარმოჩენის მიზნით, გამოძიების ფალსიფიკაციის გეგმის
ფარგლებში, შეიქმნა ე.წ. „საიდუმლო“ წერილები, კერძოდ, ვანო მერაბიშვილისთვის 2006
წლის 24 თებერვალს გაგზავნილ წერილში დათა ახალაია ანგარიშს აბარებდა მინისტრს,
თითქოსდა,
ამ უკანასკნელის დავალების შესრულების
მიმდინარეობაზე,
რომელიც
შეეხებოდა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გარემოებების დადგენას და ამ კუთხით,
ვითომ, მის მიერ გატარებულ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს. წერილში დათა ახალაია
„ასკვნიდა“, რომ მის ხელთ არსებული ოპერატიული მონაცემებით, სანდრო გირგვლიანისა და
ლევან ბუხაიძის მიმართ ჩადენილ დანაშაულში მონაწილეობდნენ მხოლოდ გერონტი ალანია,
მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა. ვანო მერაბიშვილმა,
თავის მხრივ, დათა ახალაიას წერილი, სათანადო რეაგირებისთვის, იმავე დღეს გაუგზავნა
საქართველოს გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სასამართლოში საქმის განხილვა 2006 წლის 27
ივნისს დაიწყო და, მიუხედავად მისი მოცულობისა და საზოგადოებრივი მნიშვნელობისა,
უჩვეულოდ მოკლე ვადაში − 2006 წლის 6 ივლისს დასრულდა. სასამართლო პროცესი
არაერთი დარღვევის ფონზე წარიმართა: სასამართლო დარბაზში ბადრაგირება
ხორციელდებოდა ნიღბიანი პირების მიერ, რომლებიც ეფარებოდნენ განსასჯელებს, რათა
თავიდან აეცილებინათ მათი ფოტო-ვიდეოგადაღება; მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ირინე
ენუქიძის ადვოკატის მიერ წარდგენილი შუამდგომლობები და არ უზრუნველყო მხარეთა
თანასწორობა; მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ მისთვის წარდგენილი
მასალები და სათანადოდ არ გამოიკვლია დაცვის მხარის მტკიცებულებები. გირგვლიანის
საქმე პროკურატურისა და სასამართლოს სიმბიოზის ერთ-ერთ ემბლემატურ საქმედ ჩაეწერა
ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში.393
საბოლოოდ, გერონტი ალანიას სსსკ-ის 117-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე
დაზიანება), 143-ე მუხლით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და 333-ე მუხლით
(სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) გათვალისწინებული დანაშაულების
ჩადენისთვის მიესაჯა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ალექსანდრე
ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძესა და ავთანდილ აფციაურს სსსკ-ის 117-ე მუხლითა და 143-ე
მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის თითოეულს მიესაჯა 6 წლითა და
6 თვით თავისუფლების აღკვეთა. 394
392
https://pog.gov.ge/news/d-a-d-g-e-n-i-l-e-b-a-ivane-merabishvilis-braldebis-shesaxeb
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2006 წლის პირველი ნახევარი, გვ. 18-24.
394 მოცემული სასჯელები, თითოეული პირის შემთხვევაში, 6 თვით ნაკლები იყო პირველი ინსტანციის
სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე შეფარდებულ სასჯელებზე, რადგანაც საქართველოს
393
131
ისინი მოთავსებულ იქნენ თბილისში, №10 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
ციხეში მათ შესახლებამდე, დათა ახალაიას ძმის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის
უფროსის, ბაჩანა (ბაჩო) ახალაიას დავალებით, საგანგებოდ მოეწყო და გარემონტდა
დამოუკიდებელი საცხოვრებელი ფართი. დაწესებულების დანარჩენი ტერიტორიისგან
იზოლირების მიზნით, შემოღობეს გარე პერიმეტრი, მოაწყვეს ცალკე სველი წერტილები,
სამზარეულო და სხვა სათავსოები. შეიტანეს ახალი ავეჯი და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა,
დაამონტაჟეს ინტერნეტი, საკაბელო ტელევიზია და ელექტროენერგიის დამოუკიდებელი
წყაროს ხაზები. ზემოხსენებულ პატიმრებზე არ ვრცელდებოდა მსჯავრდებულთათვის
განკუთვნილი არც ერთი წესი – ისინი შეუზღუდავად გადაადგილდებოდნენ დაწესებულების
მთელ ტერიტორიაზე, შედიოდნენ ადმინისტრაციულ კორპუსში, შეუზღუდავად
სარგებლობდნენ მობილური ტელეფონებით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, განუსაზღვრელი
დროით და რაოდენობით იღებდნენ სტუმრებს, მათ შორის, დათა ახალაიასა და სხვა
მაღალჩინოსნებს, უმასპინძლდებოდნენ მათ ალკოჰოლური სასმელით, ასევე, მათთან
შედიოდნენ სექსმუშაკები მომსახურების მიზნით. გარდა ამისა, სასჯელის მოხდის პერიოდში,
ზემოხსენებული პატიმრები, სხვადასხვა ვადითა და ბადრაგირების წესების დარღვევით,
გაჰყავდათ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, ისინი გადაადგილდებოდნენ პირადი
სარგებლობის ავტომანქანებით, მათ შორის, როგორც თბილისში, ისე მის გარეთ. გერონტი
ალანიას, მიხეილ ბიბილურიძის, ალექსანდრე ღაჭავასა და ავთანდილ აფციაურისთვის
არაერთი უკანონო პრივილეგიისა და უპირატესობის მინიჭებისთვის, 2014 წელს, ბაჩო
ახალაია, №10 დაწესებულების დირექტორი თემურ ტაბაღუა და მისი მოადგილე მურად
გაბუნია დამნაშავეებად იქნენ ცნობილნი. ზემოხსენებული პატიმრების პრივილეგირებული
მდგომარეობა დაადასტურა და აღწერა საგამოძიებო კომისიისთვის გამოგზავნილ წერილში
ყოფილმა პატიმარმა თამაზ ბაკურიძემაც, რომელიც იმ პერიოდში №10 დაწესებულებაში
იხდიდა სასჯელს. 395
2008 წლის 24 ნოემბრის განკარგულებით, მიხეილ სააკაშვილმა გერონტი ალანია,
ავთანდილ აფციაური, ალექსანდრე ღაჭავა და მიხეილ ბიბილურიძე შეიწყალა და დარჩენილი
სასჯელი გაუნახევრა. მიხეილ სააკაშვილის ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავდა, რომ
ზემოხსენებულ
მსჯავრდებულებს
პროცედურული
უფლება
ვადამდე
მოეპოვებინათ.
396
პირობით
მართლაც,
გათავისუფლების
2009
წლის
31
მოთხოვნის
აგვისტოს,
სასჯელაღსრულების დაწესებულების მუდმივმოქმედმა კომისიამ შუამდგომლობით მიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯავრდებულების ვადამდე გათავისუფლების თაობაზე,
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მათი „სანიმუშო ქცევის გამო“. შედეგად, თბილისის
საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 5 სექტემბრის განჩინებით, ისინი პირობით ვადამდე
გათავისუფლდნენ სასჯელის მოხდისგან.
უზენაესმა სასამართლომ მათ მიმართ სსსკ-ის 187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება)
გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა.
395 თამაზ ბაკურიძის 2025 წლის 8 ივლისის მომართვა.
396 აღნიშნულ ფაქტზე 2018 წელს დამნაშავედ იქნა ცნობილი მიხიელ სააკაშვილი.
132
საგამოძიებო
კომისიისთვის
საქართველოს
პარლამენტის
ყოფილი
წევრის,
ოპოზიციონერი დეპუტატის, გიორგი (გია) ცაგარეიშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციის
თანახმად, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალების საკითხი
შეწყალების კომისიაზე განსახილველად გატანილი არ ყოფილა. მიხეილ სააკაშვილის მიერ
ფარულად მიღებული უსამართლო გადაწყვეტილების გამო, გიორგი ცაგარეიშვილმა
შეწყალების კომისია პროტესტის ნიშნად დატოვა. 397
ირინე ენუქიძე სიცოცხლის განმავლობაში 398 შეუპოვრად ამტკიცებდა, რომ მისი
შვილის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი არ იყო დასჯილი და საქმეზე ჭეშმარიტება
დადგენილი არ იყო. 399 მან და მისმა მეუღლემ, გურამ გირგვლიანმა 2007 წლის 11 ივნისს
მიმართეს ევროპულ სასამართლოს, რომელმაც, 2011 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით,
ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) პროცედურული ასპექტის
დარღვევა დაადგინა. 400
როგორც ევროპულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში
აღნიშნა, ის „გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა
განშტოებები: შინაგან საქმეთა სამინისტრო – გამოძიების საწყის სტადიაზე დაშვებული
დარღვევებით, პროკურატურა –
გამოძიების შემდგომ ეტაპზე დაშვებული სხვა
დარღვევებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი – პატიმრების ერთ საკანში უკანონოდ
მოთავსებით, შიდა სასამართლოები – ხარვეზიანი სასამართლო განხილვებითა და
მსჯავრდებულების
ვადამდე
გათავისუფლებით,
საქართველოს
პრეზიდენტი
–
მსჯავრდებულების მიმართ გაუმართლებელი ლმობიერების გამოვლენით და ა. შ. – ყველა
ერთად, შეთანხმებულად მოქმედებდა, რათა ამ შემზარავი მკვლელობის საქმეზე
მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო.“ (ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს
წინააღმდეგ, § 276). 401 აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობდა
საქართველოს პარლამენტში უმრავლესობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობაც“, რომელმაც,
სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულებისთვის განზრახ ხელშეშლის
პროცესში ქმედითი დახმარება აღმოუჩინა აღმასრულებელ ხელისუფლებას. კერძოდ, მან
განახორციელა ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც საქმეზე დაკავებულ პირთა
ერთ საკანში უკანონოდ მოთავსების post factum დაკანონება სცადა - 2006 წლის 28 აპრილს,
397
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 6 ივნისის N34 სხდომაზე გიორგი ცაგარეიშვილის ახსნა-განმარტების
სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
398 ირინე ენუქიძე 2007 წლის 24 აგვისტოს გარდაიცვალა.
399 ირინე ენუქიძე 2015 წელს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაჯილდოვდა თამარ მეფის ორდენით, რომლითაც
ჯილდოვდება ქალი საქართველოსთვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის, გამორჩეული
სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის.
400 ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ (Enukidze and Girgvliani v. Georgia, no.
25091/07),
https://hudoc.echr.coe.int/?i=001-104636
401 „The Court is struck by how the different branches of State power – the Ministry of the Interior, as regards the initial
shortcomings of the investigation, the Public Prosecutor’s Office, as regards the remaining omissions of the investigation, the
Prisons Department, as regards the unlawful placement of the convicts in the same cell, the domestic courts, as regards the
deficient trial and the convicts’ early release, the President of Georgia, as regards the unreasonable leniency towards the
convicts, and so on – all acted in concert in preventing justice from being done in this gruesome homicide case.“
133
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, კანონის 86ე მუხლიდან ამოღებულ იქნა ერთი და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული
პირების ერთად განთავსების აკრძალვის შემცველი ნორმა. 402 გარდა ამისა, 2006 წლის 28
აპრილს, სსსკ-ის 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში), 117-ე
(ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება), 119-ე (ჯანმრთელობის დაზიანება სასიკვდილო
შედეგით - ამოღებულ იქნა), 143-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მუხლებში შეტანილ
იქნა ისეთი ცვლილებები (იხ. ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ, § 210) 403,
რომლებმაც მოცემულ საქმეზე ბრალდებული პირების ქმედებების კვალიფიკაციის პროცესში
გარკვეული მანიპულაციის შესაძლებლობა გააჩინა. 404
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე
ხელახალი გამოძიება ჩატარდა. შედეგად, 2014-2018 წლებში, ვანო მერაბიშვილი, დათა
ახალაია, გერონტი ალანია, ვალერიან მეტრეველი, ოლეგ მელნიკოვი და დავით ქოქიაშვილი
დამნაშავეებად იქნენ ცნობილნი. 405
ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის საქმე
22 წლის ზურაბ ვაზაგაშვილისა და 25 წლის ალექსანდრე ხუბულოვის სიცოცხლე
შეეწირა 2006 წლის 2 მაისს ჩატარებულ ე.წ. კორტების სპეცოპერაციას, 406 რომელიც პირადი
შურისძიებისთვის დაიგეგმა და მიზნად ისახავდა კრიმინალთან ბრძოლის პროპაგანდას.
კერძოდ, ალექსანდრე ხუბულოვის ინფორმაციის საფუძველზე, 2006 წლის 7 აპრილს,
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის
მოადგილის,
ირაკლი
ფირცხალავას
ძმა
–
ლევან
ფირცხალავა.
პოლიციის
მაღალჩინოსნისთვის მიუღებელი აღმოჩნდა მისი თანამდებობრივი ავტორიტეტისა და
რეპუტაციის საფრთხის ქვეშ დაყენება, რის გამოც, მან გადაწყვიტა შური ეძია ალექსანდრე
ხუბულოვზე
და
დაგეგმა
მისი
ლიკვიდაცია
კრიმინალთან
ბრძოლის
საფარქვეშ.
სპეცოპერაციის ჩასატარებლად ირაკლი ფირცხალავამ გამოიყენა კრიმინალური პოლიციის
https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/26140?publication=0
„The Court is struck by how the different branches of State power – the Ministry of the Interior, as regards the initial
shortcomings of the investigation, the Public Prosecutor’s Office, as regards the remaining omissions of the investigation, the
Prisons Department, as regards the unlawful placement of the convicts in the same cell, the domestic courts, as regards the
deficient trial and the convicts’ early release, the President of Georgia, as regards the unreasonable leniency towards the
convicts, and so on – all acted in concert in preventing justice from being done in this gruesome homicide case.“
404 https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/952?publication=0
405 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 სექტემბრის N1/5238-14 განაჩენი; თბილისის საქალაქო
სასამართლოს 2014 წლის 20 ოქტომბრის N1/1554-14 განაჩენი; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 4
აგვისტოს N1ბ/782-14 განაჩენი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 29 თებერვლის N500აპ-15
გაჩინება; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის N1/3651-14 განაჩენი.
406 https://www.youtube.com/watch?v=bWbHdUgt26U&t=156s
402
403
134
დეპარტამენტის
30-მდე
თანამშრომელი,
20-მდე
სპეცრაზმელი,
ავტომანქანები
და
ცეცხლსასროლი, მათ შორის, ავტომატური იარაღი.
2006 წლის 2 მაისს, დაახლოებით, 09:00 საათზე ალექსანდრე ხუბულოვი შეხვდა
მეგობრებს – ზურაბ ვაზაგაშვილსა და ბონდო ფუთურიძეს, რის შემდეგაც ზურაბ
ვაზაგაშვილის ავტომანქანით გაემართნენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით.
ალექსანდრე ხუბულოვი იჯდა მძღოლის გვერდით, ხოლო ბოდნო ფუთურუძე – ავტომაქანის
უკანა სავარძელზე. მათი გადაადგილება კონტროლდებოდა კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.
დაახლოებით, 09:45 საათზე, ზურაბ ვაზაგაშვილის ავტომანქანა შუქნიშნის ამკრძალავ
წითელ ფერზე გაჩერდა თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე საჩოგბურთო
კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე. ირაკლი ფირცხალავას მიერ რაციის მეშვეობით
ბრძანების გაცემისთანავე, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული სპეცდანიშნულების
რაზმის 8 წევრი გადმოვიდა ავტომანქანებიდან და გაემართა ზურაბ ვაზაგაშვილის
ავტომანქანისკენ. მიახლოებისთანავე, ირაკლი ფირცხალავას მიერ წინასწარ შემუშავებული
გეგმის შესაბამისად, ყოველგვარი მოწოდებისა და გამაფრთხილებელი გასროლის გარეშე, მათ
ცეცხლი გაუხსნეს ავტომანქანას და მის მგზავრებს. საჭესთან მყოფი ზურაბ ვაზაგაშვილი,
სროლებისგან
თავის
დაღწევის
მიზნით,
გადავიდა
საპირისპიროდ
მოძრავი
ავტომანქანებისთვის განკუთვნილ გზის სავალ ნაწილზე, თუმცა, ინტენსიური სროლის გამო,
ავტომანქანაზე კონტროლი დაკარგა და შეეჯახა ელექტროგანათების ბოძს. მიუხედავად ამისა,
არ წყდებოდა სროლა ავტომანქანისა და მისი მგზავრების მისამართით. სპეცოპერაციის
მონაწილე, შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო
სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი ცააძე მიუახლოვდა ავტომანქანას და
ცეცხლსასროლი იარაღიდან გამიზნულად ესროლა ზურაბ ვაზაგაშვილსა და ალექსანდრე
ხუბულოვს. ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი ადგილზევე გარდაიცვალნენ,
ხოლო ბონდო ფუთურიძემ მიიღო სიცოცხლისთვის საშიში, მძიმე ხარისხის დაზიანება.
ჩატარებული
სპეცოპერაციისთვის
კანონიერი
სახის
მისაცემად
დაიწყო
მტკიცებულებათა გაყალბება – გამომძიებელმა გრიგოლ კვინიკაძემ შეადგინა თითქოსდა
ჯგუფურად ყაჩაღური თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილის, ბონდო ფუთურიძის
დაკავების ოქმი. ირაკლი ფირცხალავას ორგანიზებით, შემთხვევის ადგილზე მიიყვანეს
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს ავტოსატრანსპორტო
საშუალებათა გატაცების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების ინპექტორ-გამომძიებელ
გიორგი
დარჯანიაზე
განპიროვნებული
„ბეემვეს“
მარკის
ავტომანქანა,
რომელსაც
აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი დაზიანება წინა საქარე მინაზე. ავტომანქანა განათავსეს
ზურაბ ვაზაგაშვილის ავტომანქანის უკან, 48 მეტრის მოშორებით, თითქოსდა, შუქნიშნის
წითელ ამკრძალავ ფერზე დგომისას, ზურაბ ვაზაგაშვილის ავტომანქანიდან განხორციელდა
გასროლა და ტყვია მოხვდა გიორგი დარჯანიას ზემოხსენებულ ავტომანქანას. გარდა ამისა,
ალექსანდრე ხუბულოვის, ზურაბ ვაზაგაშვილისა და ბონდო ფუთურიძის მხრიდან
წინააღმდეგობის გაწევის დადასტურების მიზნით, იმავე სამმართველოს დამნაშავეთა
სამყაროს ლიდერებთან ბრძოლის განყოფილების უფროსმა გამომძიებელმა ლევან ბეროძემ
135
მიიყენა თვითდაზიანება. ასევე, ირაკლი ფირცხალავას დავალებით, ადგილზე მიიტანეს და
ზურაბ ვაზაგაშვილის ავტომობილში ჩააწყვეს ცეცხლსასროლი იარაღები, მასრები, რაციები
და ყაჩაღობისთვის საჭირო სხვა ნივთები. მოძებნეს „დაზარალებული“ ახმედ მამედოვი,
რომელზეც, ვითომდა, თავდასხმასაც აპირებდნენ გარდაცვლილები. ასევე, გიორგი ცააძემ
აიძულა ვინმე ედუარდ სინდოიანი, ეთქვა, თითქოს, ყაჩაღურ თავდასხმას გეგმავდა ზურაბ
ვაზაგაშვილთან, ალექსანდრე ხუბულოვსა და ბონდო ფუთურიძესთან ერთად.
2015 წელს, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე, ირაკლი ფირცხალავა, გიორგი ცააძე,
სპეცრაზმელი კახაბერ ნაკანი, ლევან ბეროძე და გრიგოლ კვინიკაძე დამნაშავეებად იქნენ
ცნობილნი. 407
2019 წლის 18 ივლისს, საქმეზე ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ
(no. 50375/07), ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის
(სიცოცხლის უფლება) როგორც არსებითი, ასევე, პროცედურული ასპექტის დარღვევა და
აღნიშნა, რომ თავდაპირველ გამოძიებას აშკარად აკლდა სათანადო სრულყოფილება,
ობიექტურობა
და,
როგორც
გამოძიების
განახლების
შემდეგ
გამოვლინდა,
მიუკერძოებლობაც. 408
იური ვაზაგაშვილის აფეთქების საქმე
მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი წლების განმავლობაში
მოითხოვდა
შვილის
მკვლელობის
საქმეზე
ჭეშმარიტების
დადგენას,
მონაწილე
სამართალდამცველების მკაცრად დასჯასა და სამართლიანობის აღდგენას. ამ მიზნით, 2009
წელს, მან თანამებრძოლებთან ერთად საზოგადოებრივი ორგანიზაცია „გადაარჩინე
სიცოცხლე“ დააფუძნა. 409 იური ვაზაგაშვილის შეუპოვარი ბრძოლა შვილის მკვლელობის
საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით გახდა მიზეზი იმისა, რომ იგი მოკლული შვილის
საფლავზე ააფეთქეს (ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ, § 90).
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს
წალკის სამმართველოს ავრანლოს პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწეგამომძიებელი გიორგი სოსანაშვილი, მეტსახელად „ბოღმა“, 1997 წლიდან მუშაობდა შინაგან
საქმეთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე. მუშაობის პერიოდში მას
ახლო
ურთიერთობა
ჩამოუყალიბდა
ე.წ.
კორტების
სპეცოპერაციაში
მონაწილე
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის N1/2262-15 განაჩენი; თბილისის სააპელაციო
სასამართლოს 2017 წლის 21 ივნისის N1ბ/1173-15 განაჩენი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 23
იანვრის N469აპ-17 განჩინება.
408 ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ (Vazagashvili and Shanava v. Georgia, no. 50375/07)
https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-194439
409 ორგანიზაციის მიზანი იყო ადამიანის უფლებების დაცვა, ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება,
საჯარო მოხელეთა მიერ უფლებამოსილების გადამეტების, ბოროტად გამოყენების ფაქტების გამოვლენა,
სამართალდამცავი სტრუქტურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლი, დაზარალებულის უფლებების
დაცვა და სამართლიანობის აღდგენა ყველა სფეროში.
407
136
სამართალდამცველების მიმართ და, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან წასვლის
შემდეგ, გადაწყვიტა იური ვაზაგაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლა, რითაც,
მისი წარმოდგენით, ნაცნობ სამართალდამცველებს თავიდან ააცილებდა სამართლებრივ
პასუხისმგებლობას.
2015 წლის 18 იანვრიდან 20 იანვრამდე დროის მონაკვეთში, გიორგი სოსანაშვილმა
გადააადგილა ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავის ქვასთან მისასვლელი ფილა და მის ქვეშ
იმგვარი ფორმით დაამონტაჟა ხელის მსხვრევადი ყუმბარა, რომ ფილის გამოძრავებას
აფეთქება გამოეწვია.
2015 წლის 20 იანვარს, დაახლოებით, 13:20 საათზე, იური ვაზაგაშვილი მივიდა შვილის
საფლავზე, რა დროსაც შენიშნა საფლავის ქვასთან მისასვლელი გადაადგილებული ფილა და
შეეცადა მის გასწორებას, რომლის დროსაც ხელყუმბარა აფეთქდა. იური ვაზაგაშვილი
ხელყუმბარის აფეთქებით მიყენებული მრავლობითი დაზიანების შედეგად წარმოქმნილი
ჭრილობებით გამოწვეული მწვავე სისხლნაკლებობით ადგილზე გარდაიცვალა. იური
ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე გიორგი სოსანაშვილი 2015 წელს ცნობილ იქნა
დამნაშავედ. 410
მარად ართმელაძის, რომან სურმანიძისა და შოთა გორგაძის მკვლელობის საქმე
კუდის დირექტორის, დათა ახალაიას პირად და ოჯახურ ამბიციებს – საკუთარი და
თავისი ძმის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის, ბაჩო ახალაიას ძალაუფლების
დემონსტრირებას, პატიმრებში შიშის დანერგვას, ძმების თანამდებობრივი ავტორიტეტისა და
ძალაუფლების გამყარებას ემსახურებოდა 2006 წლის 12 იანვარს თბილისში ჩატარებული ე.წ.
ნავთლუღის სპეცოპერაცია, რომელმაც 3 უდანაშაულო ახალგაზრდის – მარად ართმელაძის,
რომან სურმანიძისა და შოთა გორგაძის სიკვდილი გამოიწვია.
კერძოდ,
2006
წლის
იანვრის
დასაწყისში,
ბაჩო
ახალაიამ
რუსთავის
№1
სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელობისა და ამავე დაწესებულებაში
მოთავსებული პატიმრის, გია გორგაძისგან მიიღო ინფორმაცია, რომ პატიმრები გაქცევას
აპირებდნენ. გია გორგაძეს ერთ-ერთმა პატიმარმა დავით ლექვთაძემ უთხრა, რომ აპირებდა
გაქცევას, რისთვისაც სჭირდებოდა ცეცხლსასროლი იარაღი და დახმარება სთხოვა. გია
გორგაძემ,
რომელიც
ციხის
ადმინისტრაციასთან
თანამშრომლობდა,
ბაჩო
ახალაიას
შესთავაზა, რომ თავის ძმას, შოთა გორგაძეს დაელაპარაკებოდა და გაარკვევდა, შეძლებდა თუ
არა ის ჩანთის, რომელშიც იარაღი იქნებოდა მოთავსებული, დავით ლექვთაძის ძმისთვის
გადაცემას. შოთა გორგაძე იმ დროისთვის სიმამრთან წალკაში იყო წასული მეგობრებთან –
რომან სურმანიძესა და მარად ართმელაძესთან ერთად. შოთა გორგაძემ პატიმარ ძმას უთხრა,
რომ მეორე დღეს აპირებდა ბათუმში დაბრუნებას, თბილისის გავლით, და სასურველი
პირისთვის ჩანთის გადაცემა შეეძლო. აღსანიშნავია, რომ შოთა გორგაძემ არ იცოდა, თუ რა
410
სისხლის სამართლის საქმე N074230615801.
137
იდებოდა ჩანთაში. პარალელურად, ბაჩო ახალაია საქმის კურსში აყენებდა და ინფორმაციას
აწვდიდა თავის ძმას – დათა ახალაიას.
2006 წლის 12 იანვარს, შოთა გორგაძე, რომან სურმანიძესა და მარად ართმელაძესთან
ერთად, წალკიდან თბილისში სამარშრუტო ტაქსით ბრუნდებოდა. მათ ფონიჭალაში, კუდის
მეორე სამმართველოს უფროსის, გიორგი დგებუაძის (მეტსახელად „მასტერა“) დავალებით,
ამავე სამმართველოს თანაშრომელი ალექსანდრე სუმბაძე დახვდა და ავტომანქანაში ჩაისვა.
გიორგი დგებუაძის მითითებით, ალექსანდრე სუმბაძემ რამდენიმე საათის განმავლობაში
მანქანაში მყოფი პირები თბილისის ქუჩებში ატარა და, დაახლოებით, 21:15 საათზე,
მიღებული დავალების შესაბამისად, ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე ჩამოსვა. იმ
დროისთვის, დათა ახალაიას ორგანიზებით, კუდის თანამშრომლებს ნავთლუღის
ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია სამი მხრიდან ჰქონდათ ჩაკეტილი, რათა მეოთხე
მხრიდან მისულ პირებს არ ჰქონოდათ გაქცევის შესაძლებლობა.
მანქანიდან გადმოსული უიარაღო შოთა გორგაძის, მარად ართმელაძისა და რომან
სურმანიძის მიმართულებით, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ინტენსიური სროლა
დაიწყეს თავად დათა ახალაიამ, კუდის მეორე სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ლევან
ქარდავამ, ოპერატიულმა თანამშრომელმა გიორგი მაზმიშვილმა, სპეცდანიშნულების რაზმის
უფროსის მოადგილემ, შალვა თათუხაშვილმა და სხვა თანამშრომლებმა. ახალგაზრდები
შველას ეძებდნენ და ცდილობდნენ სხვადასხვა მიმართულებით გაქცევას, მაგრამ მალევე
დაიჭრნენ და სამივე მიწაზე დაეცა. ამის შემდეგ, დათა ახალაია მივიდა ძირს დაცემულ 17
წლის შოთა გორგაძესთან, თავზე მიაბჯინა იარაღი და მოახდინა საკონტროლო გასროლა.
იგივე გააკეთა გიორგი მაზმიშვილმა 23 წლის მარად ართმელაძის, ხოლო გიორგი დგებუაძემ
– 21 წლის რომან სურმანიძის მიმართ.
ე.წ. სპეცოპრაციის შემდეგ, საზოგადოების არასწორი ინფორმირების მიზნით, დათა
ახალაიას მითითებით, შემთხვევის ადგილი გაყალბდა და ვიდეოფირზე აისახა ისეთი
ფორმით, თითქოსდა, კუდის თანამშრომლებმა განახორციელეს შეიარაღებულ დამნაშავეთა
დევნა, რომლებიც, პატიმართა მასობრივი გაქცევის მიზნით, გეგმავდნენ რუსთავის №1
სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე თავდასხმას, ცეცხლი გაუხსნეს პოლიციის
თანამშრომლებს და მათი ლიკვიდაცია საპასუხო სროლის დროს მოხდა. ამასთან, ცხედრებთან
დააწყვეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები.
მას შემდეგ, რაც ბაჩო ახალაიასთვის ცნობილი გახდა ე.წ. სპეცოპერაციის შედეგები,
ციხიდან პატიმრების მასობრივი გაქცევის ვერსიის გასამყარებლად და აღიარებითი
ჩვენებების მისაღებად, ის, №7 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორთან, მეგის
ქარდავასა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეცდანიშნულების რაზმთან ერთად,
მივიდა რუსთავის №1 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც სასურველი ჩვენებების
მიღების მიზნით, ბაჩო ახალაიას ბრძანებით, პატიმრები - გია გორგაძე, დავით ლექვთაძე,
ვალერიან პაპავა, მიხეილ მანდარია, მამუკა ბეჭვაია და ბერდია მესხი ეზოში გაიყვანეს და
სასტიკად
აწამეს.
შემდგომ,
შიშველ
პატიმრებს
უბრძანეს,
ასულიყვნენ
საბადრაგო
ავტომანქანაში და გაიყვანეს დაწესებულების ტერიტორიიდან. დაწესებულების პერიმეტრის
მიღმა გააჩერეს ავტომანქანა და, ბაჩო ახალაიას მითითებით, გაშიშვლებული პატიმრები
138
დააწვინეს მიწაზე, თოვლში და ტალახში. მათ თავზე ადგნენ შეიარაღებული სპეცრაზმელები
და აგრძელებდნენ ცემას. პატიმრები მიიყვანეს №7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში,
სადაც კვლავ გაგრძელდა უმოწყალოდ ცემა, ციხიდან გაქცევის მომზადების აღიარების
მიზნით. საბოლოოდ, დავით ლექვთაძემ და გია გორგაძემ გამოძიებას მისცეს ჩვენება −
თითქოს
ისინი
სხვა
პატიმრებთან
ერთად,
სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაქცევას.
იარაღის
გამოყენებით,
გეგმავდნენ
411
მოკლული მარად ართმელაძის მამამ, მიხეილ ართმელაძემ და რომან სურმანიძის
მამამ, ოთარ სურმანიძემ საგამოძიებო კომისიის წინაშე განაცხადეს, რომ მოკლული შვილების
დაკრძალვის შემდეგ, ოჯახებზე ზეწოლა და მუქარა გაძლიერდა, რათა მათ სიმართლის
გარკვევა არ მოეთხოვათ. ოთარ სურმანიძეს მეორე შვილის სიკვდილითაც კი ემუქრებოდნენ,
რის გამოც მამამ სწავლისთვის თავი დაანებებინა და თურქეთში, ჩაის საკრეფად წაიყვანა.
მარად ართმელაძის მეუღლემ კი ვერ გაუძლო ტრაგედიას და მალევე გარდაიცვალა. 412
ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, 2014-2016 წლებში, დათა ახალაია, ლევან
ქარდავა, გიორგი მაზმიშვილი, გიორგი დგებუაძე, ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა
დამნაშავეებად იქნენ ცნობილნი. 413
გურამ შარაძის მკვლელობის საქმე
საგამოძიებო კომისიამ მოუსმინა რუსუდან შარაძეს, რომლის მამა, 67 წლის
ღვაწლმოსილი მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი და ყოფილი პარლამენტარი
გურამ შარაძე 2007 წლის 20 მაისს, თბილისის ცენტრში, პეტრე მელიქიშვილისა და აკაკი
შანიძის ქუჩების გადაკვეთის ადგილზე მოკლეს. 414 გურამ შარაძე „ვარდების რევოლუციას“
სრულიად სამართლიანად სახელმწიფო გადატრიალებად მიიჩნევდა, თავის შეხედულებებს
ხმამაღლა გამოთქვამდა და „ნაციონალურ მოძრაობის“ რეჟიმს დისკომფორტს უქმნიდა. იგი
უპირისპირდებოდა რეჟიმის ანტიქართულ პოლიტიკას, სოროსის ფონდის, „თავისუფლების
ინსტიტუტის“ და მსგავსი ორგანიზაციების საქმიანობას საქართველოში, იბრძოდა
მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად აღიარებისთვის, საქართველოს მოქალაქის
პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში მამის სახელის აღმნიშვნელი გრაფის
https://www.youtube.com/watch?v=5DGLDyPBXGY
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 2 მაისის N20 სხდომაზე მიხეილ ართმელაძის და ოთარ სურმანიძის ახსნაგანმარტებების სტენოგრამები და ვიდეოჩანაწერები; განცხადება N1-1899/25.
413 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 ოქტომბრის N1/3137-14 განაჩენი; თბილისის სააპელაციო
სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის N1ბ/767-14 განაჩენი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 8
აპრილის N619აპ-18 განჩინება; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 დეკემბრის N1/6305-14 განაჩენი;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის N1/ბ-111-17 განაჩენი; საქართველოს უზენაესი
სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის N230აპ-18 განჩინება.
414 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 22 მაისის N28 სხდომაზე რუსუდან შარაძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და ვიდეოჩანაწერი.
411
412
139
დაბრუნებისთვის, ეროვნული საგანძურის ქვეყნიდან გატანისა და 400 000 თურქი მესხის
საქართველოში ჩამოსახლების წინააღმდეგ.
რუსუდან შარაძის განცხადებით, მის ოჯახს დიდი ხნის განმავლობაში
უთვალთვალებდნენ და ზეპირად იცოდნენ გურამ შარაძის განრიგიც. კვირა დღეს, გურამ
შარაძე ეროვნული ბიბლიოთეკის მკვლევართა დარბაზში სამუშაოდ დადიოდა და,
საღამოობით, შინ ყოველთვის ფეხით ბრუნდებოდა. გარდა ეროვნული ბიბლიოთეკისა,
მოცემულ პერიოდში, ის გზად გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობაში, გაზეთ „ასავალდასავლის“ რედაქციაში შედიოდა, სადაც იბეჭდებოდა მისი პუბლიცისტური სტატიების
სერია − „ასი წერილი ქართველ ერს“. სწორედ მოცემულ მარშრუტზე მოძრაობისას, 2007 წლის
20 მაისს, კვირა დღეს, საღამოს, გურამ შარაძე სამი გასროლით მოკლეს – პირველი,
სასიკვდილო ტყვია კეფაში მოხვდა, ხოლო მკვლელმა საფეთქლის არეში კიდევ ორი
საკონტროლო გასროლა განახორციელა. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევის ადგილზე ხუთი
ვიდეოკამერა იყო დამონტაჟებული, იმ დღეს, ყველა მათგანი ისეთი რაკურსით იყო
მიმართული, რომ მკვლელის სახე არ დაფიქსირებულიყო. „ნაციონალური მოძრაობის“
ხელისუფლებამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი გიორგი ბარათელი მკვლელობიდან მალევე
ახლომდებარე ქუჩაზე დააკავა, რომელიც შემდგომ სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
საგამოძიებო კომისიის მიერ გამოკითხულმა გაზეთ „ასავალ-დასავლის“ მთავარი
რედაქტორის პირველმა მოადგილემ, არნო ხიდირბეგიშვილმა განაცხადა, რომ გურამ შარაძის
მკვლელობიდან, მაქსიმუმ, 10 წუთში, მან გამომცემლობა „სამშობლოდან“ შემთხვევის
ადგილზე მიირბინა. მან შენიშნა, რომ მელიქიშვილის გამზირზე ძალიან ცოტა მოძრაობა იყო,
ხოლო გზის შუაგულში გაჩერებული იყო ავტომანქანა, რომლის უკანა, ნახევრადჩაწეული
ფანჯრიდან შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი აკვირდებოდა შემთხვევის
ადგილს. არნო ხიდირბეგიშვილმა განმარტა, რომ ის ვანო მერაბიშვილს პირადად კარგად
იცნობდა „მოქალაქეთა კავშირში“ წარსული საქმიანობიდან გამომდინარე. არც ის გამორიცხა,
რომ ვანო მერაბიშვილმაც დაინახა და იცნო. 415
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, გურამ შარაძის
საქმეზე დაიწყო ხელახალი გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო
სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყოფილი თანამშრომლის, გურამ ქადარიას
განცხადების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, 2007 წლის მაისში, სამეგრელო-ზემო
სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, მეგის ქარდავამ მას მისცა
დავალება, გურამ შარაძის მკვლელობის განხორციელების მიზნით, დანიშნულ დროს,
თბილისში წაეყვანა მკვლელობის შემსრულებელი ორი პირი. აღნიშნული დავალების
შესრულებაზე მან უარი თქვა, რის გამოც, მეგის ქარდავამ მას მიაყენა ფიზიკური და
სიტყვიერი შეურაცხყოფა. დღემდე საქმეზე არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა,
თუმცა გამოძიება კვლავ მიმდინარეა.
415 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 6 ივნისის N34 სხდომაზე არნო ხიდირბეგიშვილის ახსნა-განმარტების
სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი (გამოკითხვა კომისიის სამი წევრის მიერ, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 67-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად).
140
რუსუდან შარაძესა და მის ოჯახს თავიდანვე მიაჩნდათ, რომ გურამ შარაძის
მკვლელობა ჩადენილი იყო პოლიტიკური მოტივით, მათი ოჯახის ახლობელი გიორგი
ბარათელი მკვლელი არ იყო და საქმის მასალები გაყალბებული იყო. რუსუდან შარაძე
მუდმივად ითხოვდა ობიექტურ გამოძიებას და თავადაც განუხრელად მუშაობდა საქმეზე
ჭეშმარიტების დადგენის მიზნით. მან საგამოძიებო კომისიის წინაშე წარმოადგინა არაერთი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია და მტკიცებულება, რომელიც დამატებით შესწავლასა და
ყურადღებას საჭიროებს. 416
2007 წლის 7 ნოემბრის საქმე
2007
წლის
7
ნოემბრის
დღის
განმავლობაში,
„ნაციონალური
მოძრაობის“
ხელისუფლებამ, რამდენიმე ეტაპად, ძალადობრივი მეთოდით დაშალა ოპოზიციური
პარტიების მიერ ორგანიზებული მასშტაბური საპროტესტო აქცია. 417 ჯერ კიდევ დილით,
დაახლოებით, 07:45 საათზე პოლიცია, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, საქართველოს
პარლამენტთან თავს დაესხა მოშიმშილე დემონსტრანტებს, რომლებმაც ღამე შენობის წინ
გაათენეს. 418 მათ ნაწილს სცემეს, ჟურნალისტებს კამერები და აღჭურვილობა ჩამოართვეს,
დააკავეს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი (გოგა) ხაინდრავა, 419 ფიზიკურად
გაუსწორდნენ ოპოზიციის ლიდერს, ლევან გაჩეჩილაძეს. 420
აქციის მონაწილეები, დაახლოებით, 10:30 საათზე კვლავ დაბრუნდნენ პარლამენტის
შენობის
წინ.
თავდაპირველად,
შეკრება
მიმდინარეობდა
ტროტუარზე,
მაგრამ
დემონსტრანტების სიმრავლის გამო, აქციის მონაწილეებმა ტრანსპორტის სავალი გზა
დაიკავეს. ამის გამო, პოლიციამ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის
ხელკეტები გამოიყენა. აღნიშნულიც უშედეგო აღმოჩნდა, რის გამოც, აქციის მონაწილეთა
პირისპირ წყალსატყორცნი მანქანა მიიყვანეს და გაისმა აქციის დაშლის მოწოდება. აქციის
დასარბევად გამოიყვანეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების
პირადი შემადგენლობა. აქცია ვერ დაშალა წყლის ჭავლის გამოყენებამაც, რის შემდეგაც უკვე
ჰაერში გაუშვეს დიდი რაოდენობით მომწავლელი აირი, ცრემლსადენი გაზი, რომელმაც
აქციის
მონაწილეთა
უმრავლესობის
მოწამვლა
გამოიწვია
–
უჭირდათ
სუნთქვა,
გადაადგილება, ჰქონდათ ღებინების შეგრძნება, ეწვოდათ თვალები და სდიოდათ ცრემლი. 421
416
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 22 მაისის N28 სხდომაზე რუსუდან შარაძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და ვიდეოჩანაწერი.
417 https://www.youtube.com/watch?v=U82EptVNRiU ; 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე მიმდინარეობს
გამოძიება.
418 ჰიუმან რაითს უოჩი, „ხაზის გადაკვეთა. საქართველოში მომიტინგეების ძალადობრივი დარბევა და ტელევიზია
„იმედის“
დარბევა“.
ტ.
19,
No.
8(D).
2007
წლის
დეკემბერი,
გვ.
21,
https://www.hrw.org/sites/default/files/reports/georgia1207web.pdf
419 იქვე, გვ. 3.
420 იქვე, გვ. 22.
421 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2007 წლის მეორე ნახევარი, გვ. 38.
141
ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, დაიწყო რეზინის ტყვიების გამოყენებაც. 422 გარდა
აღნიშნულისა, დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული იყო შორ მანძილზე მოქმედი
აკუსტიკური მოწყობილობები, რის გამოც ხმაური იყო აუტანელი და დემონსტრანტებს შორის
იწვევდა პანიკას. 423 ყოველივე ზემოაღნიშნულმა გამოიწვია აქციის მონაწილეთა სხვადასხვა
მიმართულებით გაქცევა. სპეცრაზმელები და სხვა სამართალდამცველები, შავი ნიღბებითა და
ყოველგვარი ამოსაცნობი ნიშნის გარეშე, დევნიდნენ დაშლილ მომიტინგეებს და სცემდნენ
მათ მუშტებით, წიხლებით, ხელკეტებით, ხის ჯოხებითა და სხვა საგნებით. 424 პოლიციელები
თავს ესხმოდნენ მათაც, რომლებიც დაყოვნდნენ რუსთაველის გამზირზე, რადგან არ
შეეძლოთ გაქცევა, ან უკვე გარიდებული იყვნენ რუსთაველის გამზირს. 425 ისინი მისდევდნენ
რუსთაველის გამზირიდან გაქცეულ დემონსტრანტებს, ამტვრევდნენ სასტუმროებისა და
კერძო სახლების კარებს, შედიოდნენ და ხელჯოხით სცემდნენ შეფარებულ ადამიანებს. 426
სპეცრაზმელები, ასევე, არ ინდობდნენ ასაკოვან ადამიანებს, ბავშვებს, ჟურნალისტებს. 427
წყლის ჭავლის, რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებამ ზიანი მიაყენა 500ზე მეტ ადამიანს, რომელთა შორის იყო საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარიც.
მას მხოლოდ იმის გამო ურტყეს ხელკეტები, რომ აქციის მიმდინარეობისას სამსახურებრივ
მოვალეობას ასრულებდა. სპეცრაზმელები მას „ქვეყნის მტერსა“ და „აგენტს“ ეძახდნენ. 428
ახალგაზრდები იყვნენ დასახიჩრებულები და ზოგს ფეხის ამპუტაციაც კი დასჭირდა. 429
რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შედეგად აღშფოთებული
ადამიანები იმავე დღეს შეიკრიბნენ რიყის ტერიტორიაზე, სადაც ოპოზიციის მიერ
ორგანიზებული საპროტესტო აქცია გაგრძელდა. ტერიტორიაზე სამხედრო მანქანების,
წყალსატყორცნის და სპეციალური დანიშნულების რაზმის გამოჩენას აქციის მონაწილეებში
პანიკა მოჰყვა და ისინი სხვადასხვა მიმართულებით გაქცევას შეეცადნენ, თუმცა, მთელ
ტერიტორიას ალყა ჰქონდა შემორტყმული. სპეცრაზმელებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი
და
რეზინის
ტყვიები,
ისინი
უმოწყალოდ
სცემდნენ
აქციის
მონაწილეებს
430
და
სკანდირებდნენ: „მიშა, მიშა!“, „გაუმარჯოს მიშას!“. 431 რიყეზე დემონსტრანტების მხრიდან
პოლიციაზე თავდასხმის რამდენიმე შემთხვევაც შეინიშნა, 432 თუმცა, ეს მოხდა მხოლოდ
ჰიუმან რაითს უოჩი, „ხაზის გადაკვეთა. საქართველოში მომიტინგეების ძალადობრივი დარბევა და ტელევიზია
„იმედის“ დარბევა“. ტ. 19, No. 8(D). 2007 წლის დეკემბერი, გვ. 33.
423 იქვე, გვ. 37.
424 იქვე, გვ. 4.
425 იქვე, გვ. 38.
426 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2007 წლის მეორე ნახევარი, გვ. 40.
427 ჰიუმან რაითს უოჩი, „ხაზის გადაკვეთა. საქართველოში მომიტინგეების ძალადობრივი დარბევა და ტელევიზია
„იმედის“ დარბევა“. ტ. 19, No. 8(D). 2007 წლის დეკემბერი, გვ. 42, 45-47.
428 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2007 წლის მეორე ნახევარი, გვ. 22, 42.
429 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 23 მაისის N29 სხდომაზე ლევან გაჩეჩილაძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და ვიდეოჩანაწერი.
430 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2007 წლის მეორე ნახევარი, გვ. 43-44.
431 იქვე, გვ. 43.
432 ჰიუმან რაითს უოჩი, „ხაზის გადაკვეთა. საქართველოში მომიტინგეების ძალადობრივი დარბევა და ტელევიზია
„იმედის“ დარბევა“. ტ. 19, No. 8(D). 2007 წლის დეკემბერი, გვ. 4.
422
142
სამართალდამცველების მიერ ძალის გამოყენების შემდეგ. 433 დემონსტრანტების ნაწილმა თავი
სამების საკათედრო ტაძარს შეაფარა, საიდანაც, შიშის გამო, ვერ გამოდიოდნენ. 434 7 ნოემბრის
დღე ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრით გაგრძელდა. 435
2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევას წინ უძღოდა 4 ნოემბერს 436 შინაგან საქმეთა
სამინისტროში მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ ჩატარებული თათბირი, რომელსაც
ესწრებოდნენ გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, თავდაცვის მინისტრი დავით
კეზერაშვილი, კუდის დირექტორი დათა ახალაია, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
ამირან მესხელი და რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულები (გუბერნატორები), მათ შორის,
სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის რეგიონში - ვასილ მაღლაფერიძე. 437
თათბირზე
ვანო
მერაბიშვილის
მხრიდან
გაიცა
უკანონო
დავალება,
რომ
სამართალდამცველებს ფიზიკურად ეძალადათ მომიტინგეებზე, რაც ქვეყანაში საპროტესტო
ტალღის ჩახშობას უზრუნველყოფდა. ვასილ მაღლაფერიძემ საგამოძიებო კომისიის წინაშე
წარმოადგინა თათბირზე ვანო მერაბიშვილის მიერ გაცემული დავალების ტექსტი – „ეს
ნაძირლები ძალიან გაბლატავდნენ, ორ დღეში მოინდომეს იმის წაღება, რისთვისაც ჩვენ ოთხი
წელი ვიბრძოდით. მართალია, დიდი არაფერი ძალა არა აქვთ, მაგრამ აუცილებელია
პრევენციული ზომების მიღება. კაცმა რომ თქვას, რაიონებიდან მართლაც არ ჩამოსულა ბევრი
ხალხი, მაგრამ ვინც ჩამოვიდა ან აწი ჩამოვა, ყველას უნდა მიხედვა. უკვე დავალებული აქვს
კონსტიტუციურს
[კონსტიტუციური
უსაფრთხოების
დეპარტამენტი],
მაგრამ
თქვენც
[გუბერნატორები] აქტიურად უნდა ჩაერთოთ ამ პროცესში, შეადგინეთ სიები ყველა მიტინგზე
ჩამომსვლელის, შეუშვით თქვენი ხალხი მიტინგზე, არცერთი ადამიანი არ უნდა ჩავიდეს უკან
გაულახავი. არა სახალხოდ, სათითაოდ. მაგალითად, გურიიდან ან ზუგდიდიდან ჩამოსულ
ადამიანს უკანა გზაზე გააჩერებენ, მაგალითად, ქუთაისთან და დაუნგრევენ თირკმლებს.
გენერალური პროკურორი აგერ არის და გვაძლევს ნებართვას [...], ცემა არის აუცილებელი,
იმიტომ, რომ რაიონებში ჩადიან მიტინგებზე ნამყოფი ადამიანები და იწყებენ იქ ბლატაობას
და ხალხის შემოკრებას, გალახული კაცი კიდევ არის ჩმორი საქართველოში და კარგავს ეგრევე
გავლენას.“ 438
საზოგადოებას კარგად დაამახსოვრდა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და
უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი (გივი) თარგამაძის 2007 წლის 7
ნოემბრის მიმართვაც – „თქვე ნაძირლებო, არ გაგივათ ეს რევანში, რუსული დროშები არ
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2007 წლის მეორე ნახევარი, გვ. 44.
იქვე, გვ. 45.
435 იხ. წინამდებარე დასკვნის თავი „მედიის თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებები“.
436 2007 წლის ნოემბერში პირველი აქცია 2 ნოემბერს გაიმართა, მეორე დღიდან კი საქართველოს პარლამენტის
შენობის წინ შიმშილობა დაიწყო არაერთმა ადამიანმა, მათ შორის, ლევან გაჩეჩილაძემ და კობა დავითაშვილმა. იხ.
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 23 მაისის N29 სხდომაზე ლევან გაჩეჩილაძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
437 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 28 მაისის N31 სხდომაზე ვასილ მაღლაფერიძის ახსნა-განმარტების
სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
438 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 28 მაისის N31 სხდომაზე ვასილ მაღლაფერიძის ახსნა-განმარტების
სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
433
434
143
იფრიალებს რუსთაველზე. ჩვენ რუსთაველსაც დავიცავთ, ქალაქსაც დავიცავთ და ქვეყანასაც
დავიცავთ. სულს ამოგხდით მაგისთვის“ 439. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ნინო
ბურჯანაძემ კი 2007 წლის 9 ნოემბერს პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ
„სახელმწიფო შედგა.“440
მშვიდობიანი
აქციის
დარბევას
მკაცრი
შეფასებები
მოჰყვა
ევროკავშირის,
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (ნატო), ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის
ორგანიზაციის (ეუთო) და ევროსაბჭოს მხრიდან. ევროპარლამენტმა 2007 წლის 29 ნოემბერს
გამოაქვეყნა რეზოლუცია, სადაც აღნიშნული იყო, რომ „ოპოზიციის მიერ მოწყობილი
ექვსდღიანი მიტინგი გადაიზარდა ძალადობაში მას შემდეგ, რაც სპეცდანიშნულების რაზმმა
გამოიყენა გადამეტებული ძალა დემონსტრაციის დასაშლელად“. 441
ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბერს საქართველოს
მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 442 თუმცა, 7 ნოემბრის ღამით,
საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა, რომელმაც
აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობა მხოლოდ თბილისის მასშტაბით ცხადდებოდა. 2007
წლის 8 ნოემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტებმა, რომლებმაც არ იცოდნენ, რომ საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის მთელ
ტერიტორიაზე მოქმედებდა, უნივერსიტეტის შენობის წინ 7 ნოემბრის მოვლენებისადმი
სოლიდარობის გამოცხადების მიზნით, აქცია გამართეს. 443 ისინი შავ ტანსაცმელში
გამოწყობილმა ნიღბიანმა პირებმა შენობის კედელთან მიიმწყვდიეს, არ აძლევდნენ
გადაადგილების საშუალებას და ურტყამდნენ რეზინის ხელკეტებს. გამოყენებულ იქნა
ცრემლსადენი გაზიც. ბათუმის საავადმყოფოში შეიყვანეს აქციის 4 მონაწილე, რომელთაც
სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდათ. 444
დეპუტატ კობა დავითაშვილზე ძალადობის საქმე
2007 წლის 7 ნოემბერს თავდასხმის მსხვერპლი გახდა საქართველოს პარლამენტის
წევრი, „ხალხის პარტიის“ თავმჯდომარე და აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი კობა
დავითაშვილიც, რომელსაც თბილისში, ე.წ. ელიავას ბაზრობაზე სპეცრაზმელები სასტიკად
გაუსწორდნენ. კერძოდ, 2007 წლის ნოემბრის დასაწყისში გენერალურმა პროკურორმა, ზურაბ
ადეიშვილმა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეს,
დავით
ქარსელაძეს,
დაავალა,
რომ
მისდამი
დაქვემდებარებული
საგამოძიებო
https://www.youtube.com/watch?v=7dH66DtqR34
https://www.youtube.com/watch?v=fGPG7AkAeUU
441 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2007 წლის მეორე ნახევარი, გვ. 21.
442 საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 7 ნოემბრის N621 ბრძანებულება „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“, https://matsne.gov.ge/ka/document/view/1263093?publication=1
443 განცხადებები N1-2025/25 და N1-4209/25.
444 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2007 წლის მეორე ნახევარი, გვ. 57-58, 81.
439
440
144
დეპარტამენტის
სპეცდანიშნულების
რაზმსა
და
ოპერატიულ
დანაყოფებს
გაეკონტროლებინათ დედაქალაქის ისეთი ხალხმრავალი ადგილები, როგორიც იყო ლილოსა
და ე.წ. ელიავას ბაზრობები და ადგილზე, ოპოზიციის ლიდერების გამოჩენისთანავე,
აღეკვეთათ მათი მხრიდან ბაზრობების ტერიტორიაზე აგიტაციისა და ხელისუფლების
წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციაზე წასასვლელად ხალხის მობილიზების ფაქტები.
დავით
ქარსელაძემ
7
ნოემბრის
დილის
საათებიდან
სპეცდანიშნულების
რაზმის
თანამშრომლები გაანაწილა ბაზრობების ტერიტორიებზე.
2007 წლის 7 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დარბევის შედეგად
დაზიანებული აპარატურისა და მოწყობილობების გასაახლებლად კობა დავითაშვილი,
დაახლოებით, 17:00 საათზე, რამდენიმე მხარდამჭერთან ერთად, მივიდა ე.წ. ელიავას
ბაზრობაზე,
ელექტროგენერატორის
შეძენის
მიზნით.
მისი
გამოჩენის
თაობაზე
სპეცდანიშნულების რაზმის უფროსმა ედიშერ კობახიძემ ინფორმაცია მიაწოდა დავით
ქარსელაძეს, რომელმაც ზურაბ ადეიშვილისგან მიიღო დავალება - თავისუფლება აღეკვეთათ
კობა დავითაშვილისთვის. დავით ქარსელაძემ მიღებული დავალება გადასცა ედიშერ
კობახიძეს, რომელმაც, თანამშრომლებთან ერთად, ხელკეტებით სცემა და თავისუფლება
აღუკვეთა კობა დავითაშვილს. თავის არეში მიღებული დაზიანებებით გამოწვეული
სისხლდენის გამო, ედიშერ კობახიძემ, დავით ქარსელაძის დავალებით, კობა დავითაშვილს
თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. ხმა
გავრცელდა, რომ ის მიღებული დაზიანებებისგან გარდაიცვალა, მაგრამ ბევრი ძებნის შემდეგ,
ის ოჯახის წევრებმა და თანამოაზრეებმა მეორე დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მძიმე
მდგომარეობაში მყოფი აღმოაჩინეს.445
აღნიშნულ ფაქტზე, 2017-2021 წლებში, ზურაბ ადეიშვილი, დავით ქარსელაძე და
ედიშერ კობახიძე დამნაშავეებად იქნენ ცნობილნი. 446
გიორგი გამცემლიძის მკვლელობის საქმე
2008 წლის 8 მაისს თბილისში, დაახლოებით 1:20 საათზე, საპატრულო პოლიციის
თანამშრომელმა ვახტანგ აბუაშვილმა და მისმა მეწყვილემ პატრულირებისას შეამჩნიეს
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მოძრავი ავტომანქანა, რომელსაც მართავდა გიორგი
გამცემლიძე. ავტომანქანის მძღოლს მოუწოდეს შეჩერებულიყო, მაგრამ მან მაღალი სიჩქარით
განაგრძო მოძრაობა. პოლიციელები მას დაედევნენ. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ,
გიორგი გამცემლიძემ ვერ დაიმორჩილა საჭე და შეეჯახა ბორდიურს, გააჩერა ავტომანქანა და
ზანდუკელის ქუჩის N2-ში მდებარე ეზოსკენ გაიქცა. ვახტანგ აბუაშვილი გადმოვიდა
ავტომანქანიდან და დასაკავებლად დაედევნა გიორგი გამცემლიძეს. გამოძიების ვერსიით,
მიყენებული დაზიანებების შედეგად, კობა დავითაშვილს ჯანმრთელობა საგრძნობლად შეერყა. ის 49 წლის
ასაკში 2020 წლის დეკემბერში გარდაიცვალა.
446 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის N1/285-17 განაჩენი; თბილისის საქალაქო
სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისის N1/5259-16 განაჩენი; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20
იანვრის N1/4427-16 განაჩენი.
445
145
ვინაიდან გიორგი გამცემლიძე გაიქცა, ვახტანგ აბუაშვილს გაუჩნდა ეჭვი, რომ შესაძლებელია
იგი შეიარაღებული ყოფილიყო, რის გამოც, სამსახურებრივი საშტატო იარაღი მოიყვანა
საბრძოლო მდგომარეობაში, მიეჭრა გამცემლიძეს და შეეცადა მის დაკავებას, რა დროსაც,
უკნიდან, კეფის არეში მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა. დაჭრილი გიორგი გამცემლიძე
ადგილზევე გარდაიცვალა.
თბილისის პროკურატურაში მაშინვე დაიწყო გამოძიება. მკვლელობიდან მოკლე
დროში, 8 მაისს, 2:30 საათიდან 3:35 საათამდე მონაკვეთში, პროკურატურის თანამშრომლების
მიერ დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი, მაგრამ იარაღი აღმოჩენილი არ ყოფილა.
პარალელურად, იმავე ღამეს, საპატრულო პოლიციის სამმართველოში დაიწყო გამოძიება
გიორგი გამცემლიძის მიერ იარაღის უკანონო შეძენა, შენახვისა და ტარების ფაქტზე. შინაგან
საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, 2:40 საათიდან 4:20 საათამდე პერიოდში,
დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც, ეზოში მდებარე ავტოფარეხის სახურავზე
აღმოჩენილ იქნა ცეცხლსასროლი იარაღი. 447 მოგვიანებით, ორი საქმე გაერთიანდა და
პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმის წარმოება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით
მოსპობის მუხლით გააგრძელა.
2009 წლის 16 იანვრის განაჩენის საფუძველზე, ვახტანგ აბუაშვილი დამნაშავედ იქნა
ცნობილი სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის გამო (სსსკ-ის 116-ე მუხლი) და
სასჯელის სახით განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წელი პირობითი
მსჯავრი.
საქართველოს სახალხო დამცველმა შეისწავლა გიორგი გამცემლიძის საქმე და მიიჩნია,
რომ პოლიციელის ქმედება შეიცავდა განზრახ მკვლელობის ნიშნებს. 448 საქმის მასალებით
დასტურდებოდა, რომ პოლიციელის მხრიდან გიორგი გამცემლიძის დაკავების
მცდელობისას, ეს უკანასკნელი შეიარაღებულ წინააღმდეგობას არ უწევდა საპატრულო
პოლიციის თანამშრომლებს. უფრო მეტიც, არაფერი ადასტურებდა გიორგი გამცემლიძის
განზრახვას ამგვარი წინააღმდეგობის გაწევის შესახებ. არც დაჭრის შედეგად დაცემისას და
არც გარდაცვალების შემდგომ მას ხელში იარაღი არ ჰქონია, იარაღი არც მისი ტანსაცმლიდან
ან ცხედრის შორიახლო ტერიტორიიდან ამოღებული არ ყოფილა. 449 გამოძიების პირველ
ეტაპზე დაკითხული ვახტანგ აბუაშვილიც კი ადასტურებდა, რომ გიორგი გამცემლიძის
ხელში იარაღი არ დაუნახავს. თუმცა, მან, სასამართლოში მოცემული ჩვენება შეცვალა და
განაცხადა, რომ დაინახა, როგორ გაივლო გიორგი გამცემლიძემ ხელი ქამარზე, თითქოს
იქიდან იარაღის ამოღება უნდოდა. 450
გიორგი გამცემლიძის ოჯახი საქმეზე ჭეშმარიტების დადგენასა და დამნაშავის
სათანადოდ დასჯას მრავალი წლის მანძილზე უშედეგოდ მოითხოვდა. მოკლულის მამა,
447 გამცემლიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (Gamtsemlidze and Others v. Georgia, no. 2228/10), ევროპული
სასამართლოს მიერ საქართველოს მთავრობისთვის
https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-118346
გაგზავნილი
შეკითხვების
დოკუმენტი,
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2008 წლის მეორე ნახევარი, გვ. 819-840.
სახალხო
დამცველის
ანგარიში,
2008
წლის
მეორე
ნახევარი,
https://www.youtube.com/watch?v=se9P5dPnVOw
§§
8-9,
448
449
გვ.
819-840,
450 გამცემლიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (Gamtsemlidze and Others v. Georgia, no. 2228/10), ევროპული
სასამართლოს მიერ საქართველოს მთავრობისთვის
https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-118346
გაგზავნილი
შეკითხვების
დოკუმენტი,
§§
12-14,
146
ჯამბულ გამცემლიძე იური ვაზაგაშვილთან ერთად განუხრელად იბრძოდა „ნაციონალური
მოძრაობის“ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ
მოკლული ახალგაზრდების მშობლების არც ერთ მოთხოვნაზე არ რეაგირებდა. 451
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ ევროპული სასამართლოს
წინაშე აღიარა გიორგი გამცემლიძის სიცოცხლის უფლების დარღვევისა და საქმის
არასათანადოდ გამოძიების ფაქტები და ხელახალი გამოძიების ჩატარების ვალდებულება
იკისრა. 452 შესაბამისად, 2014 წელს გამოძიება განახლდა, რომელიც, მიუხედავად ჩატარებული
მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებებისა, დღემდე მიმდინარეა.
სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმე
2008 წლის აგვისტოს ომის დასრულებიდან რამდენიმე დღეში, „ნაციონალური
მოძრაობის“ რეჟიმმა წამოიწყო აბსურდული ბრალდებებით დაკავებების ახალი ტალღა და
სასტიკი ანგარიშსწორება მათ მიმართ, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა საბრძოლო
მოქმედებებში, ან შეესწრო საომარ/ომის შემდგომ ვითარებას და ხელისუფლების მიერ
მიღებული გადაწყვეტილებების სისწორეს ეჭვქვეშ აყენებდა. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო
მაგალითია სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობა.
2008 წლის 15 აგვისტოს, კუდის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი
სამმართველოს
უფროსმა
თეიმურაზ
პატარიძემ
ბათუმში
მცხოვრები,
თავდაცვის
სამინისტროს სერჟანტის, 37 წლის როინ შავაძის პიროვნების შესწავლის დავალება მიიღო,
თითქოსდა როინ შავაძე, 2008 წლის საომარი მდგომარეობის პერიოდში, უცხო ქვეყნის
სპეციალურ სამსახურს ცნობებს აწვდიდა. მეორე დღესვე, 16 აგვისტოს, თეიმურაზ პატარიძე
თანამშრომლებთან ერთად თავდაცვის სამინისტროს მეხუთე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე
მივიდა, სადაც როინ შავაძე მსახურობდა და ბრიგადის მეთაურს შორიდან მისი ვიზუალურად
ჩვენება მოსთხოვა, რის შემდეგაც როინ შავაძის მისამართით გინება დაიწყო და დაიმუქრა,
რომ სამაგალითოდ დასჯიდა. იმავე დღეს, შუადღის საათებში, თეიმურაზ პატარიძისა და
მისი
მოადგილის,
ალი
ბალაძის
ორგანიზებითა
და
ხელმძღვანელობით,
კუდის
თანამშრომლები: მამუკა ბერიძე, დავით ზაქარაძე, ზვიად ნურიძე, გიორგი არაბული, მირზა
კონცელიძე, ომარ ჭაღალიძე, თემურ მგელაძე და სხვები კაფე „ბათუმში“ თავს დაესხნენ და
ცემა დაუწყეს როინ შავაძეს. ურტყამდნენ ფეხებსა და ავტომატების კონდახებს, ხოლო
დამცირების მიზნით, „სამშობლოს მოღალატეს“ ეძახდნენ. თეიმურაზ პატარიძისა და ალი
ბალაძის მითითების შესაბამისად და კუდის საგამოძიებო ნაწილის აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის საგამოძიებო განყოფილების უფროსის, მალხაზ აბულაძის ხელშეწყობით,
მთავარი სამმართველოს გამომძიებელმა სულიკო ვარშანიძემ და ზემოჩამოთვლილმა
თანამშრომლებმა ნაცემი როინ შავაძე უკანონოდ, „ხმაურიანად“ დააკავეს და ჩასვეს
451
452
https://www.youtube.com/watch?v=se9P5dPnVOw
https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-142708
147
სამსახურებრივ ავტომანქანაში. ამასთან, შეიქმნა ყალბი დოკუმენტაცია, რომლის თანახმად,
როინ შავაძე დაკავებულ იქნა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე.
დროებითი მოთავსების იზოლატორის ეზოს ჭიშკართან მათ დახვდათ თეიმურაზ
პატარიძე, რომელმაც, ტელეფონზე საუბრის შემდეგ, ეკიპაჟის დანარჩენ წევრებს ანიშნა, რომ
მას გაჰყოლოდნენ; მოატრიალეს მანქანები და ქობულეთის მიმართულებით გაემგზავრნენ.
დადასტურებულია, რომ 16 აგვისტოს 14:59 საათიდან 15:51 საათამდე შუალედში თეიმურაზ
პატარიძესა და კუდის დირექტორს, დათა ახალაიას შორის შედგა არაერთი სატელეფონო
კავშირი. თავის მხრივ, დათა ახალაიას აქტიური კავშირი ჰქონდა შინაგან საქმეთა მინისტრ
ვანო მერაბიშვილთან 16 აგვისტოს 1:15 საათიდან 16:51 საათამდე შუალედში. სოფელ ქაქუთის
მიმდებარედ, ავტომანქანიდან უმწეო მდგომარეობაში მყოფი როინ შავაძე გადმოიყვანეს და
ხელბორკილები მოხსნეს. თეიმურაზ პატარიძე მას „მოღალატეს“ უწოდებდა, რაზეც სერჟანტი
პასუხობდა, „დამნაშავე არ ვარ, ბატონო ოფიცრებოო“. თეიმურაზ პატარიძემ როინ შავაძეს
გაქცევა უბრძანა და ხელის კვრით წინ გაუშვა. როინ შავაძე გადავიდა საავტომობილო გზის
მარცხენა მხარეს და მოძრაობა დაიწყო ქარსაცავი ზოლის მიმართულებით. თეიმურაზ
პატარიძემ პირველმა ესროლა როინ შავაძეს და იქ მყოფ თანამშრომლებს დაავალა როინ
შავაძის ჯგუფური მკვლელობა. მათ იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლით მოკლეს როინ
შავაძე. 453 მკვლელობის შემდეგ, თეიმურაზ პატარიძისა და ალი ბალაძის ორგანიზებით,
შეთხზეს ყალბი ვერსია − თითქოს
როინ შავაძემ ბუნებრივი მოთხოვნილებების
დაკმაყოფილების დროს სცადა გაქცევა, მირზა კონცელიძეს ამოაცალა პისტოლეტი,
სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა, რის გამოც, მოხდა მისი ლიკვიდაცია. თეიმურაზ
პატარიძის დავალებით, როინ შავაძის გვამთან მდგომმა ზვიად ნურიძემ მირზა კონცელიძეზე
განპიროვნებული
„მაკაროვის“
ტიპის
პისტოლეტიდან
რამდენჯერმე
გაისროლა
სამსახურებრივი ავტომანქანის მიმართულებით, მოგვიანებით კი, აღნიშნული პისტოლეტი
მოკლული როინ შავაძის ცხედართან დადო.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, როინ შავაძეს სხეულზე,
დაახლოებით, 40 ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. გარდა ამისა, დაკავებისას
განხორციელებული ძალადობის შედეგად, ცხედარს აღენიშნებოდა მარცხენა მხრის ძვლის
მოტეხილობა, მარცხენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, ცხვირის, თვალბუდისა და შუბლის
მიდამოში დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით, ნიკაპისა და კისრის არეში
ნასკდომი ჭრილობები, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, მარცხენა მტევნის მე-2 და მე-3
თითების ფალანგების მოტეხილობა.
ევროპულმა სასამართლომ საქმეზე შავაძე საქართველოს წინააღმდეგ 454 2020 წლის 19
ნოემბერს დაადგინა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) როგორც
არსებითი, ასევე, პროცედურული ასპექტის დარღვევა. სასამართლომ აღნიშნა, რომ
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ როინ
შავაძის სიკვდილი დაკავებისას მისი გაქცევის აღსაკვეთად საჭირო ძალის გამოყენების
როინ შავაძის მკვლელობის გრაფიკული მასალა https://www.youtube.com/watch?v=moNqoNG01-0&t=1s
შავაძე საქართველოს წინააღმდეგ (Shavadze v. Georgia, no. 72080/12), https://hudoc.echr.coe.int/?i=001-206156
453
454
148
შედეგი იყო, არ შეესაბამებოდა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. შესაბამისად, როინ
შავაძის მიმართ ლეტალური ძალის გამოყენების ოფიციალური ვერსია არ გაიზიარა და
სახელმწიფოს დააკისრა ვალდებულება, საქმეზე ჩაეტარებინა ეფექტიანი გამოძიება.
აღნიშნულის საფუძველზე ჩატარებული ხელახალი გამოძიების შედეგად, როინ შავაძის
მკვლელობისა და უკანონო დაკავების საქმეზე 2024 წელს დამნაშავედ იქნა ცნობილი 13
პირი. 455
საგამოძიებო კომისიის მიერ გამოიკითხა მოკლული სერჟანტის მეუღლე ციცინო
შავაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ 16 აგვისტოს ყველა საშუალებით ცდილობდა მეუღლესთან
დაკავშირებას, თუმცა, უშედეგოდ. შემდეგ უთხრეს, რომ როინ შავაძე რესპუბლიკური
საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. ადგილზე მისულს სამხედრო
ფორმაში ჩაცმული უამრავი პირი დახვდა, რომლებმაც აცნობეს, რომ მეუღლის ცხედარი
პროზექტურაში იყო გადასვენებული, თან
განუცხადეს, რომ ხმა არ ამოეღო და
გაჩუმებულიყო. ცდილობდნენ ყველას შეშინებას, მესაფლავესაც კი აუკრძალეს საფლავის
გათხრა. სახლთან ქუჩაში უცნობი პირები იდგნენ, რომლებიც სამძიმარზე მისულ ხალხს უკან
აბრუნებდნენ. ოჯახის წევრები იძულებულები გახდნენ, მიცვალებული სახლიდან გაეყვანათ
და დაეკრძალათ, რადგან გვამმა პირველივე დღეს გახრწნა დაიწყო. როინ შავაძის დაკრძალვის
შემდეგ დაიწყო ოჯახის შევიწროება – მის ქვრივსა და ნათესავებს რეგულარულად
ურეკავდნენ უცნობი პირები და გარდაცვალებასთან დაკავშირებული დეტალების გარკვევის
შემთხვევაში,
დაპატიმრებით
ემუქრებოდნენ,
გაჩუმების
სანაცვლოდ
კი
ფულს
სთავაზობდნენ. შანტაჟი და დაშინება იმდენად მძაფრი იყო, რომ ციცინო შავაძე დედასთან
გადავიდა საცხოვრებლად.456
„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ გამოგონილი „ჯაშუშობის“ ბრალდებით
მკვლელობის მორიგი შემზარავი მაგალითებია დავით ცინდელიანისა და პაატა ქარდავას
საქმეები.
დავით ცინდელიანისა და პაატა ქარდავას მკვლელობის საქმეები
კუდის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსმა
რომან შამათავამ 2008 წლის ზაფხულში განიზრახა, სიკვდილით დაესაჯა სამეგრელო-ზემო
სვანეთის სატყეო სამმართველოს რეინჯერი დავით ცინდელიანი − თითქოს იგი აფხაზეთის
სეპარატისტული მთავრობის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და საქართველოს
წინააღმდეგ სამხედრო ხასიათის ინფორმაციას აწვდიდა. 25 წლის დავით ცინდელიანი 16
თეიმურაზ პატარიძე, ალი ბალაძე, მამუკა ბერიძე, გიორგი არაბული, დავით ზაქარაძე, მირზა კონცელიძე, ომარ
ჭაღალიძე, ასლან ინაიშვილი, გელა გვიანიძე, მალხაზ აბულაძე, იხ. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს 2024 წლის 13
მარტის N1/6479-23 განაჩენი; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 აპრილის N1/5777-23 განაჩენი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 8 ნოემბრის N1/2920-20 განაჩენი; თემურ მგელაძეს, ზვიად ნურიძეს
და სულიკო ვარშანიძეს გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმებები.
456 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 10 აპრილის N12 სხდომაზე ციცინო შავაძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და ვიდეოჩანაწერი.
455
149
აგვისტოს,
ვითომდა,
ქუთაისში
სატყეო
სამმართველოს
გაფართოებულ
თათბირში
მონაწილეობის მიზნით, სატყეო სამმართველოს სხვა თანამშრომლებთან ერთად ჩამოიყვანეს
სვანეთიდან. ქუთაისში მოუწყვეს ჩასაფრება და თანამშრომლების, მათ შორის, საკუთარი
მამის თვალწინ უცნობმა პირებმა გადაიყვანეს ავტომობილიდან და გაიტაცეს. 457
თავდაპირველად, იგი თბილისში გადაჰყავდათ, თუმცა გზიდან მიაბრუნეს და 2008 წლის 17
აგვისტოს, გამთენიისას, რომან შამათავას დავალებით, კუდის თანამშრომლებმა დავით
ცინდელიანი ბათუმში, ყოფილი გემთმშენებელი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ
ნავსადგომთან ჩაიყვანეს, სადაც სასტიკად სცემეს. შემდეგ ის რომან შამათავამ კატარღის
ბორტზე მოათავსა, რომელშიც, ასევე, მოთავსდა კუდის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს
თანამშრომელი ონისიმე კვაშილავა. კატარღას მართავდა კუდის აჭარის სამმართველოს
ყოფილი თანამშრომელი გიორგი ჩიქოვანი (მეტსახელად - „მაიმუნა“). 458 დავით ცინდელიანს
თავზე ტომარა ჩამოაცვეს და შევიდნენ ზღვის სიღრმეში 4 საზღვაო მილის მანძილზე, რა
დროსაც უმწეო მდგომარეობაში მყოფი ცინდელიანი რომან შამათავამ ცეცხლსასროლი
იარაღით მოკლა. დანაშაულის კვალის მოსპობის მიზნით კი ცხედარს ბეტონის დიდი ნატეხი
მოაბა და ზღვაში ჩააგდო. ნაპირზე გამოსვლისას რომან შამათავამ ონისიმეს მიმართა – „უზბეკ,
რა გეშინია, გოგირდმჟავაა ზღვაში და ცხედარს ძვლებიანად დაშლისო“.
მოკლული დავით ცინდელიანის დედამ, თამარ არღვლიანმა საგამოძებო კომისიის
სხდომაზე აღნიშნა, რომ გაუჩინარების შემდეგ ოჯახი უშედეგოდ ცდილობდა მის პოვნას.
ვარაუდობდნენ, რომ შეიძლებოდა დაეკავებინათ ემზარ კვიციანთან ნათესაური კავშირის ან
იმის გამო, რომ გატაცებამდე რამდენიმე დღით ადრე დავით ცინდელიანმა ღიად გამოხატა
უარყოფითი დამოკიდებულება აგვისტოს ომის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ
კოდორის
ხეობის
რუსეთისთვის
უბრძოლველად
ჩაბარების
თაობაზე, რაც
კუდის
თანამშრომლებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. შვილის ადგილსამყოფელის გარკვევის
მიზნით, დიდი ძალისხმევის შედეგად, თამარ არღვლიანმა მოახერხა და სვანეთში
ინფრასტრუქტურული ობიექტების გახსნის ღონისძიებებზე ორჯერ შეხვდა მიხეილ
სააკაშვილსაც. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ იცოდა დავით ცინდელიანის
მოკვლის ფაქტი, ოჯახს არ უმხელდნენ და აიმედებდნენ, რომ ცოცხალი იყო. მოგვიანებით
გაიგეს, რომ დავით ცინდელიანი მოკლული იყო, მაგრამ შიშის გამო ვერ გაამხილეს. შვილზე
ნერვიულობის შედეგად გარდაიცვალა დავით ცინდელიანის მამაც.459
ასევე 2008 წლის აგვისტოში, რომან შამათავამ მეორე შემთხვევაშიც, ანალოგიურად,
იმავე მიზეზით განიზრახა, სიკვდილით დაესაჯა თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის
დეპარტამენტის თანამშრომელი პაატა ქარდავა.
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 19 ივნისის N39 სხდომაზე გია ანსიანის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
458 გიორგი ჩიქოვანი, მეტსახელად - „მაიმუნა“, ასევე ფიგურირებდა როინ შავაძის საქმეში, რომელმაც 16 აგვისტოს,
დაახლოებით, 00:30 საათის შემდეგ როინ შავაძე ცოტა ხნით კუდის შენობაში გადაიყვანა, იხ. საგამოძიებო კომისიის
2025 წლის 10 აპრილის N12 სხდომაზე ციცინო შავაძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
459 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 19 ივნისის N39 სხდომაზე
თამარ არღვლიანის ახსნა-განმარტების
სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
457
150
2008 წლის 27 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა
მთავარი სამმართველოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა გია
ფაჩულიამ, მალხაზ მურღულიამ და დავით დემურიამ ზუგდიდში, ფოსტის მიმდებარე
ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება
პაატა
ქარდავას,
რომელიც
გადაადგილდებოდა
პირად
სარგებლობაში
არსებული
„მერსედესის“ მარკის ავტომანქანით და წაიყვანეს ფოთის მიმართულებით. ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშის მიმდებარედ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა
ხელბორკილდადებული და თვალებახვეული პაატა ქარდავა გადასვეს „ნივის“ მარკის
ავტომანქანაში, რომლითაც გადაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ
შეკვეთილში, სადაც გადასცეს რომან შამათავასა და მის თანამზრახველებს, ხოლო პაატა
ქარდავას სარგებლობაში არსებული ავტომანქანა, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით,
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა, კვალის არევის მიზნით,
დატოვეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში.
რომან შამათავამ, ბახვა ჩიქობავამ, ალექსანდრე დანელიამ და ტარიელ ბარამიამ პაატა
ქარდავა გადაიყვანეს ბათუმში, ყოფილი გემთმშენებელი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე
არსებულ ნავსადგომთან. რომან შამათავამ ბორკილდადებული და თვალებახვეული პაატა
ქარდავა აიყვანა კატარღის ბორტზე, რომელსაც მართავდა კუდის აჭარის სამმართველოს
ყოფილი თანამშრომელი გიორგი ჩიქოვანი (მეტსახელად - „მაიმუნა“). ბახვა ჩიქობავასა და
ალექსანდრე დანელიასთან ერთად შევიდნენ ზღვის სიღრმეში, დაახლოებით, 10 საზღვაო
მილის მანძილზე. შემდეგ რომან შამათავამ თვალებახვეულ და ხელბორკილდადებულ პაატა
ქარდავას ფეხზე მოაბა სიმძიმე და ესროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან, კვალის მოსპობის
მიზნით კი ცხედარი ზღვაში ჩააგდო.
ისევე,
როგორც
დავით
ცინდელიანის
შემთხვევაში,
ხელისუფლების
წარმომადგენლები პაატა ქარდავას ოჯახის წევრებს არ უმჟღავნებდნენ სიმართლეს,
უყვებოდნენ გამოგონილ ვერსიებს, მისი აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლის, იქ მისი
დაკავებისა თუ ტყვეობიდან გამოხსნის შესაძლებლობის თაობაზე. სამეგრელო-ზემო
სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი თენგიზ გუნავა ოჯახის
წევრებს ატყუებდა − ჰპირდებოდა პაატა ქარდავას მოძებნას იმ დროს, როცა მკვლელობამდე
პაატა ქარდავასთვის ჩამორთმეული მობილური ტელეფონი მისი მოადგილის კაბინეტში
ინახებოდა. პაატა ქარდავას ლიკვიდაციის ერთადერთ საბაბად ოჯახის წევრებს მიაჩნდათ ის
ფაქტი, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში მეგობრის დასახმარებლად ერთი დღით
სვანეთში იყო ასული და შესაძლოა, ისეთი მოვლენის ან ფაქტის შემსწრე გახდა, რომლის
გამჟღავნებისაც ხელისუფლებას ეშინოდა. 460
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 23 ივნისის N40 სხდომაზე
სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
460
ქრისტინე ქარდავას
ახსნა-განმარტების
151
დავით ცინდელიანისა და პაატა ქარდავას უკანონო თავისუფლების აღკვეთისა და
განზრახ მკვლელობის ფაქტზე 2016 წელს რომან შამათავა დამნაშავედ იქნა ცნობილი. 461
2021 წლის 19 ოქტომბერს პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა პატიმარ რომან შამათავას
„ძმური სიყვარულით“ მოსთხოვა შიმშილობის შეწყვეტა და მას „საქართველოს ეროვნული
გმირი“ უწოდა.462
ჟურნალისტ მამუკა კვარაცხელიაზე ძალადობის საქმე
2008
წლის 1
ივნისს ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს ევროპული ფეხბურთის
ასოციაციების კავშირის (UEFA - The Union of European Football Associations) მედიაოფიცერი და
ჟურნალისტი მამუკა კვარაცხელია და თბილისის ზღვაზე აიყვანეს, სადაც მას ფიზიკურად
გაუსწორდნენ იმის გამო, რომ მან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად
იყარა კენჭი, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სასურველ კანდიდატს დაუპირისპირდა და მას
შემდეგ, ხსენებულ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ ჩარევის შესახებ სხვადასხვა
ტელევიზიაში ღიად საუბრობდა და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წინააღმდეგ
აქციებშიც იღებდა მონაწილეობას. დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში ურტყამდნენ
თითებში და სხეულის ერთსა და იმავე ადგილზე, რათა ტკივილი მეტად განეცადა. ცემის
შედეგად, მას ათივე თითი და ნეკნები მოტეხილი ჰქონდა. შემდეგ იგი ვაშლიჯვრის ტყეში
წაიყვანეს და გზასთან ახლოს დააგდეს. დაახლოებით 1 საათის შემდეგ მამუკა კვარაცხელია
ძაღლმა და მისმა პატრონმა იპოვეს, რომლის ტელეფონითაც იგი ძმას დაუკავშირდა. 463
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის იმავე არჩევნებში მონაწილეობდა,
ასევე, სახელოვანი ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე, რომელმაც გაიმარჯვა კიდეც. თუმცა, ის
იძულებული გახდა, დაკავებული თანამდებობა რამდენიმე საათში დაეტოვებინა. როგორც
გიორგი ნემსაძემ საგამოძიებო კომისიის წინაშე განაცხადა, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ,
ყრილობაზე მივიდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე, რომელმაც მას
მიხეილ სააკაშვილის ტელეფონზე დაალაპარაკა. მიხეილ სააკაშვილმა გიორგი ნემსაძეს
უთხრა, რომ მისი არჩევბის გამო, შიდა პოლიტიკური დაპირისპირება ჰქონდა გუნდში და
„თავზე დაენგრეოდა ყველაფერი“, თუ იგი არ გადადგებოდა და ახალ არჩევნებს არ
გამოაცხადებდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ჩატარებულ ახალ არჩევნებში
ნოდარ ახალკაცმა (უმცროსი) გაიმარჯვა. 464
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 დეკემბრის N1/5483-14 განაჩენი; თბილისის სააპელაციო
სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის N1/ბ-122-17 განაჩენი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18
სექტემბრის N138აპ-18 განაჩენი.
462
https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/posts/
მიხეილ-სააკაშვილის-მიმართვა-რუსთავის-მე-12პენიტენციურ-დაწესებულებაში-მყოფ-სამხე/413262713502665/
463
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 28 აპრილის N17 სხდომაზე მამუკა კვარაცხელიას ახსნა-განმარტების
სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
464
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 28 აპრილის N17 სხდომაზე გიორგი ნემსაძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და ვიდეოჩანაწერი.
461
152
პოლკოვნიკ გია კრიალაშვილის მკვლელობის საქმე
2009 წლის 20 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლულ იქნა პოლკოვნიკი
გია კრიალაშვილი, 465 რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ 2009 წლის 5
მაისის ე.წ. მუხროვანის ამბოხის საქმეში წარუდგინა ბრალი სამხედრო ხელმძღვანელის მიერ
კანონიერი
ხელისუფლებისადმი
დაუმორჩილებლობაში
დახმარებისთვის.
5
მაისს
მუხროვანის სამხედრო ნაწილში ჩასულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა
სოდის დირექტორს, ერეკლე კოდუასა და ირგვლივ შეკრებილ თანამშრომლებს მიმართა
შემდეგი სიტყვებით – „მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი,
ვსიო, პრემია დიდია“.466 მიხეილ სააკაშვილმა კი ვანო მერაბიშვილს მიმართა – „კრიალაშვილი
და ოთანაძე 467 მიწიდან ამოაძვრინეთ.“ 468 13 მაისს გია კრიალაშვილის, კობა ოთანაძისა და
ლევან ამირიძის 469 მიმართ ძებნა გამოცხადდა.
ძებნის
ოპერატიულ-სამძებრო
და
საგამოძიებო
ღონისძიებების
საერთო
კოორდინაციას ახორციელებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის
დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან ტაბიძე, რომელიც საკითხებს პირადად
უთანხმებდა შინაგან საქმეთა მინისტრის კურატორ-მოადგილეს, ამირან მესხელს. გარდა
ამისა, ვანო მერაბიშვილისგან სოდის დირექტორს, ერეკლე კოდუას დავალებული ჰქონდა
კონტრდაზვერვის დეპარტამენტთან კოორდინირებული მუშაობა.
კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომელთა
მიერ დადგენილ იქნა, რომ მიმალვაში მყოფ კობა ოთანაძეს კონტაქტი ჰქონდა მისი
ბიძაშვილის, რუსუდან ივანიძის ოჯახის წევრებთან და მათ გარემოცვასთან, რომელთა
დახმარებითაც, გია კრიალაშვილსა და ლევან ამირიძესთან ერთად, 2009 წლის 20 მაისს
აპირებდა გორის მუნიციპალიტეტში გადასვლას. აღნიშნული ინფორმაციის მოპოვების
შემდეგ, რუსუდან ივანიძის ოჯახის წევრებსა და მათ გარემოცვაზე განხორციელებული
ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, რუსუდან ივანიძის რძალი, ნათია
თვაური სპეცოპერაციაში მონაწილედ იქნა ჩაბმული. 470 დაიგეგმა მამკოდის ტყეში დამალულ
ძებნილთა დაკავების ღონისძიება. ძებნილთა გადასაყვანად განკუთვნილი მიკროავტობუსის
უკანა სალონის საბარგულში ჩაიმალნენ სპეცრაზმელები; ერთ-ერთი სპეცრაზმელი დაჯდა
განცხადება N1-1115/25.
https://www.youtube.com/watch?v=69U-iWsArIM
467 „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ გია კრიალაშვილი და კობა ოთანაძე ამბოხების მომწყობ პირებად
გამოაცხადა.
468 https://www.youtube.com/watch?v=JskDn9TwFTk
469 კობა ოთანაძეს წარედგინა ბრალი სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ამბოხების მომზადებისთვის,
ხოლო
ლევან
ამირიძეს
სამხედრო
ხელმძღვანელის
მიერ
კანონიერი
ხელისუფლებისადმი
დაუმორჩილებლობისთვის.
470 აღნიშნულ საქმეზე 2015 წელს დამნაშავედ იქნა ცნობილი ლევან ტაბიძე. იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს
2015 წლის 6 თებერვლის N1/5666-14 განაჩენი.
465
466
153
საჭესთან, ხოლო მის გვერდით მოთავსდა ნათია თვაური, რომელიც „ოპერატიული თამაშის“
ფარგლებში,
ეკონტაქტებოდა კობა ოთანაძეს მობილური ტელეფონის საშუალებით.
დაახლოებით, 22:00 საათზე მამკოდის ტყესთან, დათქმულ ადგილზე, მიკროავტობუსში
ჩაისვეს კობა ოთანაძე, გია კრიალაშვილი და ლევან ამირიძე, ვითომდა, გორის
მუნიციპალიტეტის
სოფელ
წინაგარაში
გადასაყვანად.
გლდანულის
გადასახვევთან
მიახლოებისას, მიკროავტობუსის საბარგულში ჩამალულმა სპეცრაზმელებმა ატეხეს ყვირილი
და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, პისტოლეტებიდან მოულოდნელად გახსნეს ცეცხლი
მიკროავტობუსის სალონში მყოფ ძებნილთა მიმართულებით. მიკროავტობუსი გაჩერდა.
წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, მძღოლი და ნათია თვაური გადახტნენ
მიკროავტობუსიდან და გაეცალნენ შემთხვევის ადგილს. სპეცრაზმელთა მიერ
ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად გია კრიალაშვილი ადგილზე გარდაიცვალა,
ხოლო კობა ოთანაძემ და ლევან ამირიძემ მიიღეს სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის
დაზიანებები; კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე დააკავეს.
სპეცრაზმელებმა გარდაცვლილი და დაჭრილები გადმოიყვანეს მიკროავტობუსის
სალონიდან და დაყარეს საავტომობილო გზაზე, სადაც დაჭრილებს ცემა დაუწყეს. კობა
ოთანაძის განცხადებით, მალევე, ადგილზე მივიდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო
მერაბიშვილი, თბილისის მერი გიგი უგულავა და პარლამენტის წევრი გიორგი (გივი)
თარგამაძე, რის შემდეგაც ასფალტზე მწოლიარე კობა ოთანაძეს რამდენჯერმე ესროლეს
ხელებისა და ფეხების მიმართულებით.
ე.წ. მუხროვანის ამბოხთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიის მიერ გამოიკითხა
კობა ოთანაძე, მოკლული პოლკოვნიკის და - ეროვნული გვარდიის სამოქალაქო თავდაცვის
განყოფილების თანამშრომელი, ლია გილაური და გენერალი კობა კობალაძე, 471 რომლებმაც
აღნიშნეს, რომ მუხროვანის სამხედრო ნაწილში არსებობდა მხოლოდ უკმაყოფილება, რადგან
მათ ხელმძღვანელობა სთხოვდა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ თბილისში
მიმდინარე აქციის, ე.წ. კარვების ქალაქის დარბევასა და 2009 წლის 26 მაისის საზეიმო
აღლუმში მონაწილეობას, რაც მათ არ სურდათ, 2008 წლის აგვისტოს ომში განვითარებული
მოვლენებისა და დაღუპული თანამებრძოლების ხსოვნის პატივისცემის გამო. აღნიშნული კი
ხელისუფლებამ შეფუთა იმგვარად, თითქოს სამხედრო ნაწილში ამბოხს ჰქონდა ადგილი.
ლია გილაურის ცნობით, მისი ძმა, პოლკოვნიკი გია კრიალაშვილი საქართველოში არც
ცხოვრობდა და არც მუშაობდა და რამდენიმე დღით იყო ჩამოსული. მან შეიტყო მუხროვანის
ბაზაზე არსებული დაძაბულობის შესახებ და, ყოფილ თანამებრძოლებთან ერთად, ვითარების
განმუხტვის მიზნით ადგილზე მივიდა. ლია გილაურის თქმით, მან მოგვიანებით შეიტყო,
რომ გია კრიალაშვილი 2008 წლის აგვისტოში ჩამოსული ყოფილა საქართველოში და
ბრძოლის ველზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიტოვებული ჯარისკაცების ცხედრების
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 11 ივნისის N36 სხდომაზე კობა კობალაძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი, ასევე, 2025 წლის 14 ივლისის N45 სხდომაზე კობა ოთანაძისა და ლია გილაურის ახსნაგანმარტებების სტენოგრამები და ვიდეოჩანაწერები (გამოკითხვა კომისიის სამი წევრის მიერ, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 67-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად).
471
154
გადმოსვენებაში კონფიდენციალურად იღებდა მონაწილეობას. მანვე აღნიშნა, რომ ძმის
სიკვდილის შემდეგ, მოხუცებულ, 82 წლის დედას ყოველდღე ვიღაც ურეკავდა, ხმას არ
იღებდა და გმინავდა. დედას იმედი უჩნდებოდა, რომ მისი შვილი შესაძლოა ცოცხალი
ყოფილიყო, სთხოვდა, ხმა გამაგონეო და, საბოლოოდ, შვილის ლოდინში გარდაიცვალა.
ხელისუფლების
ცვლილების
შემდეგ,
კობა
ოთანაძესა
და
პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირის სტატუსი მიენიჭათ,
ლევან
472
ამირიძეს
პოლკოვნიკ გია
კრიალაშვილის მკვლელობის საქმეზე კი გამოძიება დღემდე მიმდინარეობს. 473
2009 წლის 15 ივნისის საქმე
ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები აქტიურად აპროტესტებდნენ
„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის რეპრესიულ პოლიტიკასა და ადამიანის უფლებების
დარღვევებს. ვინაიდან, უკვე იმ დროს, რეჟიმის სიმბოლოს ციხე წარმოადგენდა, 2009 წლის
გაზაფხულზე,
რუსთაველის
გამზირზე
დროებითი,
იმპროვიზებული
ნაგებობების
განთავსების იდეა გაახმოვანა მომღერალმა და ოპოზიციური მოძრაობის ერთ-ერთი
ლიდერის, ლევან გაჩეჩილაძის ძმამ, გიორგი გაჩეჩილაძემ („უცნობი“). 474 21 აპრილს
რუსთაველის გამზირზე ე.წ. საკნების ქალაქის მოწყობა დაიწყო. იდეის თანახმად, თბილისი
„საკნების გეტოდ“ უნდა ქცეულიყო მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი თანამდებობიდან არ
გადადგებოდა. 475 აქციაში არაერთი ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას.
აქციების
ფარგლებში,
მომიტინგე
ახალგაზრდები
დახვდნენ
საქართველოს
პარლამენტის ეზოდან გამომავალ პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის
ავტომანქანას, რომელსაც გადაადგილებისას დაბრკოლებები შეხვდა. 476 მალევე, აშშ-ის
საელჩომ გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ აშშ წუხდა, ვინაიდან პროტესტის
მონაწილეებმა ხელი შეუშალეს ოფიციალური პირების საქმიანობას და გადაკვეთეს ხაზი,
რომელიც აზრის გამოხატვის თავისუფლებასა და კრიმინალურ ქმედებებს შორის იყო
გავლებული. საფრანგეთის ელჩმა კი განაცხადა, რომ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს ქვები
ესროლეს, დემოკრატიას შეურაცხყოფა მიაყენეს და მოუწოდებდნენ ყველა პოლიტიკურ
პარტიას, თავი შეეკავებინათ ძალადობის პროვოკაციისგან. ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა
„ხულიგნები“ უწოდა ახალგაზრდებს, რომლებიც რეჟიმის მოქმედებებს უცხადებდნენ
საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის N76-Iს დადგენილება „პოლიტიკური ნიშნით
დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“.
473
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 14 ივლისის N45 სხდომაზე ლია გილაურის ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და ვიდეოჩანაწერი (გამოკითხვა კომისიის სამი წევრის მიერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 67-ე
მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად).
474 https://civil.ge/ka/archives/146112
475 https://www.radiotavisupleba.ge/a/1613270.html
476 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 16 ივნისის N37 სხდომაზე ზურაბ აბაშიძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
472
155
პროტესტს. აღნიშნულმა განცხადებებმა მწვანე შუქი აუნთო მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს, რომ
ემოქმედა ძალადობრივად.
იმავე აქციის დროს, პარლამენტის შენობის გასწვრივ მდებარე შინაგან საქმეთა
სამინისტროს ერთ-ერთი შენობიდან, კუდის დირექტორი დათა ახალაია და შინაგან საქმეთა
სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ვასილ სანოძე აქციის მონაწილეებს
გართობის მიზნით ტირის თოფს ესროდნენ და ერთ-ერთ მათგანს თვალი დაუზიანეს, 477 რის
შესახებაც, არც ერთ საელჩოს არანაირი აღშფოთება არ გამოუხატავს.
დაიწყო აქციებში მონაწილე ახალგაზრდების თვალთვალი, ქუჩაში თავდასხმა და
დაკავება,
მოტაცება და
ფიზიკური ანგარიშსწორება.
მსგავსი
ქმედებების
თავიდან
ასაცილებლად, 2009 წლის 15 ივნისს თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს
შენობასთან ახალგაზრდების მშვიდობიანი აქცია დაიგეგმა. აქციის მონაწილეები აქციაპერფორმანსის გამართვას აპირებდნენ – წაიკითხავდნენ ახალგაზრდა აქტივისტების სიას და
შესთავაზებდნენ პოლიციის წარმომადგენლებს, მათ თვალთვალსა და დევნაში არ დაეხარჯათ
სახელმწიფო რესურსი და ადგილზევე დაეკავებინათ ისინი. ვინაიდან აქცია მშვიდობიანი
უნდა ყოფილიყო, ახალგაზრდებს თან ახლდნენ მშობლებიც, რომლებიც შეშფოთებულნი
იყვნენ მათი შვილების წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ წარმოებული უკანონო თვალთვალის
გამო, რადგან არ იცოდნენ, დილით სახლიდან გასული შვილი უკან თუ დაუბრუნდებოდათ. 478
მშვიდობიანი შეკრების დაწყებიდან, დაახლოებით, 10 წუთში დაიწყო აქციის
დარბევა.
479
ხელკეტებით,
არმატურებით,
ფიცრებით,
ჩაქუჩებითა
და
ჯაჭვებით
შეიარაღებული სამართალდამცველები და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები სხვადასხვა
მხრიდან ესხმოდნენ თავს მომიტინგეებს და ცდილობდნენ მათ შერეკვას სამმართველოს
ეზოში, რომლის ჭიშკარიც წინასწარ ღიად იყო დატოვებული, სამმართველოს შენობაზე
თავდასხმის ინსცენირების მიზნით. 480 ისინი ჯგუფურად ესხმოდნენ თავს თითოეულ
მომიტინგეს და დაუნდობლად უსწორდებოდნენ. 481 ახალგაზრდები გაატარეს ე.წ. დერეფანში,
სადაც ორივე მხრიდან ხელკეტებს ურტყამდნენ. განსაკუთრებული აგრესია გამოხატეს იმ
პირთა მიმართ, ვისაც სანდრო გირგვლიანის ხსოვნის პატივსაცემად ეკეთა სამაჯური
წარწერით „სიცოცხლე სანდროს“ („Life Sandro“). მაგალითად, სწორედ ამის გამო, გიორგი
ჩითარიშვილსა
და
დაჩი
ცაგურიას
სპეციალურად
ხელში
ურტყეს
ხელკეტები. 482
სახელობითად მოიხმეს აქტივისტის, დაჩი ცაგურიას დედა, ძირს დააგდეს და ხელკეტებით
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 18 ივნისის N38 სხდომაზე მიხეილ მესხის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
478 საგამოძიებო
კომისიის 2025 წლის 16 ივნისის N37 სხდომაზე ზურაბ აბაშიძის, დაჩი ცაგურიასა და მერაბ
ჭიქაშვილის ახსნა-განმარტებების სტენოგრამები და ვიდეოჩანაწერები.
479 https://www.youtube.com/watch?v=QIJ2mh-Ek3o
480 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 16 ივნისის N37 სხდომაზე დაჩი ცაგურიასა და მერაბ ჭიქაშვილის ახსნაგანმარტებების სტენოგრამები და ვიდეოჩანაწერები.
481 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 16 ივნისის N37 სხდომაზე ზურაბ აბაშიძისა და დაჩი ცაგურიას ახსნაგანმარტებების სტენოგრამები და ვიდეოჩანაწერები.
482 განცხადება N1-66230/25; საგამოძიებო კომისიის 18 ივნისის N38 სხდომაზე გიორგი ჩითარიშვილის ახსნაგანმარტების სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
477
156
სცემეს. 483 ასევე, სასტიკად სცემეს და დააკავეს საქართველოს სახალხო დამცველის
რწმუნებული, მიუხედავად იმისა, რომ მას ეკეთა მკაფიო ამოსაცნობი ნიშანი. აქციაზე მყოფი
ტელეკომპანიების, „მაესტროსა“ და „კავკასიის“ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს
ჩამოართვეს აპარატურა, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. 484 აქციის ერთ-ერთი მონაწილე
გიორგი ბექაური ვეღარ უძლებდა ცემას და ხიდიდან გადახტომა სცადა. 485
აქციის დარბევას სამმართველოს ეზოდან თვალყურს ადევნებდნენ შინაგან საქმეთა
მინისტრის პირველი მოადგილე ეკა ზღულაძე და სხვა მაღალჩინოსნები: შოთა უტიაშვილი,
დათა და ბაჩო ახალაიები, ვასილ სანოძე, გია ლორთქიფანიძე.486
პოლიციამ აქციის, დაახლოებით, 38 მონაწილე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს
ოფიციალური განცხადებით, მთავარ სამმართველოსთან ოპოზიციის წარმომადგენლებმა
ბლოკირება გაუკეთეს პოლიციის მთავარ შესასვლელს და გადაკეტეს სამანქანო გზა. პოლიცია
შეეცადა შესასვლელი და სამანქანო გზის გათავისუფლებას, რომლის დროსაც მომიტინგეები
არ დაემორჩილნენ პოლიციის თანამშრომლებს და გაუწიეს ფიზიკური წინააღმდეგობა.
სამართალდამცავების მიერ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე დააკავეს
აქციის მონაწილეები. მოგვიანებით, სამინისტრომ გააკეთა კიდევ ერთი განცხადება, რომლის
თანახმადაც, სამართალდამცველებმა აქციის მიმდინარეობისას შენიშნეს რამდენიმე პირი,
რომლებიც მონაწილეობდნენ პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებში და სცადეს მათი
დაკავება. სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს აქციის მონაწილეებმა, რამაც
გამოიწვია ინციდენტი. 487
აღნიშნულის საწინააღმდეგო ინფორმაცია მიაწოდეს საგამოძიებო კომისიას
გამოკითხულმა პირებმა: ზურაბ აბაშიძემ, დაჩი ცაგურიამ, მერაბ ჭიქაშვილმა, მიხეილ მესხმა,
გიორგი ჩითარიშვილმა და აღნიშნეს, რომ აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებდა და არც გზა
გადაუკეტავთ. ზურაბ აბაშიძემ დამატებით აღნიშნა, რომ იგი არ იყო არც ორგანიზატორი და
არც აქციის მონაწილე და, როგორც პოლიტიკოსი, აქციაზე მხოლოდ იმიტომ მივიდა, რომ
ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან მშვიდობიან ახალგაზრდებზე შესაძლო თავდასხმის
რისკები შეძლებისდაგვარად შეემცირებინა. 488 თუმცა, ის თავად აღმოჩნდა სისხლიანი
ანგარიშსწორების მსხვერპლი, რის შედეგადაც ცხვირის ძვლების მოტეხილობა და სახის
დაზიანებები მიიღო.
დაჩი ცაგურიამ, ასევე, აღნიშნა, რომ სასამართლოში მიყვანილს არ მისცეს ადვოკატთან
დაკავშირების უფლება. სხდომაზე მან მოსამართლესა და პროკურორს მიმართა და სთხოვა,
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 16 ივნისის N37 სხდომაზე დაჩი ცაგურიას ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
484 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2009 წლის პირველი ნახევარი, გვ. 132-133.
483
485 https://www.youtube.com/watch?v=NHxdQvVuf5Q&t=163s
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 16 ივნისის N37 სხდომაზე დაჩი ცაგურიასა და მერაბ ჭიქაშვილის ახსნაგანმარტებების სტენოგრამები და ვიდეოჩანაწერები.
487 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2009 წლის პირველი ნახევარი, გვ. 132.
488 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 16 ივნისის N37 სხდომაზე ზურაბ აბაშიძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
486
157
დაინტერესებულიყვნენ, რატომ სდიოდა ამდენი სისხლი, თუმცა, პასუხად მიიღო, რომ
საკითხის გარკვევა არ იყო მათი პრეროგატივა. მეტიც, სხდომიდან გამოყვანილს,
სასამართლოს შენობაშივე სცემეს პოლიციელებმა, „ბევრი ლაპარაკისა“ და მის მიმართ
წარდგენილი ბრალდების გაბათილების მცდელობისთვის. სასამართლომ მას 30-დღიანი
პატიმრობა მიუსაჯა, რომელიც მთავარი სამმართველოს იზოლატორში „ჯოჯოხეთურ
პირობებში“ გაატარა – საკანში იყო ანტისანტარია და დარბოდნენ ვირთხები. 489
2009 წლის 16 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული იმყოფებოდა
ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში. მიმღები განყოფილების
აღრიცხვის ჟურნალის თანახმად, 15 ივნისს აღნიშნულ სამედიცინო ცენტრში ქალა-ტვინის
ტრავმებითა და სხეულის სხვადასხვა სახის დაჟეჟილობით აქციის 17 მონაწილე შეიყვანეს. 490
2009 წლის 15 ივნისს აქციის მონაწილეთათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების
ფაქტზე 2024 წელს დამნაშავეებად ცნეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი
სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლები – ვაჟა ლეჟავა, შალვა
მჭედლიშვილი და გურამ ხარაზიშვილი, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმების გაყალბებისთვის – შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს
თანამშრომლები − ირაკლი ალანია, იოსებ სიყმაშვილი, მერაბ ბანცური და ლაშა ჯაფარიძე.491
აქციის მონაწილეების, ჟურნალისტებისა და საქართველოს სახალხო დამცველის
წარმომადგენლის მიმართ ჩადენილ დარღვევებთან დაკავშირებით, მომჩივნებმა სამი
ინდივიდუალური
საჩივრით
მიმართეს
ევროპულ
სასამართლოს.
სამივე
საქმეზე
საქართველოს მთავრობამ, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ცალმხრივი დეკლარაცია
წარადგინა, რომლითაც მომჩივნების მიმართ უფლებების დარღვევის ფაქტი აღიარა და
დამატებით, ზემოაღნიშნულ ინციდენტზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ვალდებულება
აიღო. 492
ლაშა ხორგუანისა და ხვიჩა და გოჩა მილდიანების საქმე
სოდის დირექტორის, ერეკლე კოდუას მეუღლე, ჟურნალისტი ნანა (ნანუკა)
ჟორჟოლიანი აფრასიძეების ოჯახის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის თაობაზე
„ჟურნალისტურ გამოძიებას“ აწარმოებდა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში.
ადგილობრივებთან გასაუბრების შემდგომ, დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, მან
თავისი მობილური ტელეფონის ნომერი დაუტოვა ეცერის მაცხოვრებელს, ლაშა ხორგუანს,
რომლის ბიძაშვილი, ჯემალ გერლიანი, 2007 წლის 18 თებერვალს 3:00 საათზე ლაშა
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 16 ივნისის N 37 სხდომაზე დაჩი ცაგურიას ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და ვიდეოჩანაწერი.
490 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2009 წლის პირველი ნახევარი, გვ. 133.
491 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 ივლისის N1/2918-24 განაჩენი.
492 გიორგი ბექაური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (Giorgi Bekauri and Others v. Georgia, no. 312/10),
https://hudoc.echr.coe.int/?i=001-157942
489
158
ხორგუანის მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ნანუკა ჟორჟოლიანს, რა დროსაც,
შელაპარაკება მოუვიდა ერეკლე კოდუასთან. მათ ერთმანეთს მიაყენეს სიტყვიერი
შეურაცხყოფა და ერეკლე კოდუა ჯემალ გერლიანს დაემუქრა.
შურისძიების მიზნით, ერეკლე კოდუამ სოდის სამეგრელო-ზემო
სვანეთის
სამმართველოს უფროსს, ბადრი წოწონავას პირადად დაავალა სატელეფონო ზართან
დაკავშირებული
პირების
დაკავება.
მართლაც,
იმავე
დღეს,
გამთენიისას,
მესტიის
მუნიციპალიტეტის სოფელ ჯორკვალთან გააჩერეს ავტომანქანა (ტაქსი), რომელშიც სხვა
მგზავრებთან ერთად აღმოჩნდნენ ლაშა ხორგუანი და ძმები ხვიჩა და გოჩა მილდიანები.
ბადრი წოწონავამ გადაამოწმა მგზავრთა მობილური ტელეფონები, რომელთა შორის,
„საინტერესო“ ნომრის მქონე ტელეფონი აღმოაჩნდა ლაშა ხორგუანს. ბადრი წოწონავას
დავალებით, დააკავეს სამივე პირი და მას შემდეგ, რაც ისინი დანარჩენ მგზავრებს გაარიდეს,
სამივე დაკავებულს ჯიბეში პირადად ბადრი წოწონავამ ჩაუდო ნარკოტიკული ნივთიერება
სუბუტექსი, ხოლო ხვიჩა მილდიანის ზურგჩანთაში, ასევე, ჩადო 3 ცალი ხელყუმბარა.
აღნიშნულის შემდეგ დაურეკა ერეკლე კოდუას და ამცნო პირების დაკავების შესახებ.
თბილისში
ტრანსპორტირებისას,
დაკავებულებს
გზაში
გაუკეთეს
ნარკოტიკული
ნივთიერება. შედეგად, ჩატარებული ნარკოლოგიური კვლევისას, ლაშა ხორგუანს, ასევე, ხვიჩა
და გოჩა მილდიანებს შარდში აღმოაჩნდათ ბუპრენორფინის (სუბუტექსი) შემცველობა. 2007
წლის 19 თებერვალს დაკავებულებს ბრალი წარედგინათ ნარკოტიკული საშუალების
უკანონოდ შენახვაში და მათთან საპროცესო შეთანხმებები გაფორმდა.
ლაშა ხორგუანისა და ხვიჩა და გოჩა მილდიანების წინააღმდეგ ჩადენილი უკანონო
ქმედებების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
ნიკა გელაშვილისა და გიორგი გაბუნიას გარდაცვალების საქმე
2009 წლის 26 აპრილს, სანდრო ეულის ქუჩაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ
კონტროლირებული ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ კუთვნილი ხუთსართულიანი შენობის
ჩამონგრევის შედეგად ორი პირი – ნიკა გელაშვილი და გიორგი გაბუნია დაიღუპა. როგორც
გაირკვა, შენობაში სარეკონსტრუქციო სამუშაოები უნებართვოდ მიმდინარეობდა, რომელსაც
კომპანია „არტიქსი“ ახორციელებდა. კომპანიის დამფუძნებლები კი „ნაციონალური
მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით კეზერაშვილის მეუღლე, სოფო ჩიქოვანი და
საქართველოს პარლამენტის წევრის, გიგა ბოკერიას ცოლისდა, რუსუდან ჩერგოლეიშვილი
იყვნენ.
გარდაცვლილი ნიკა გელაშვილის ოჯახი წლების განმავლობაში ითხოვდა
პასუხისმგებელი პირების გამოვლენასა და მათ მიმართ შესაბამისი ღონისძიებების გატარებას,
თუმცა, შენობის ჩამონგრევის ფაქტზე, სარემონტო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების
წესების დარღვევის გამო, მხოლოდ მშენებელს, დავით გვასალიას წაუყენეს ბრალი. ეს
უკანასკნელი 2009 წლის 12 ნოემბერს ცნეს დამნაშავედ და საპროცესო შეთანხმების
საფუძველზე, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. გარდაცვლილი ნიკა გელაშვილის
დედამ, ნინო გელაშვილმა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ „გამოძიება
159
მიკერძოებულად წავიდა“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ლიდერებმა დამნაშავეებს
ხელი დააფარეს. პასუხისმგებლობა არ უგრძვნია არც „რუსთავი 2-ის“ დირექტორს, ირაკლი
ჩიქოვანს, რომელიც შემთხვევიდან მალევე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული
კომისიის თავმჯდომარედ გადაიყვანეს. 493
ომის ვეტერანებზე ძალადობის საქმე
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლმა ომის ვეტერანებმა
თბილისში, გმირთა მოედანზე, ომში დაღუპულთა მემორიალთან 2010 წლის 27 დეკემბერს
აქცია გამართეს. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ომის ვეტერანმა მალხაზ
თოფურიამ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე აღნიშნა, აქციის მიზეზი 200 დაღუპული
მებრძოლის სურათების საპატიო ადგილიდან ჩამოხსნა და მათზე ეროვნული გვარდიის
ახლად დანიშნული სარდლის, გვარად წაქაძის მიერ წიხლებით შედგომა იყო. მანამდე ამ
სურათებით ორთაჭალაში, ეროვნული გვარდიის შენობაში კუთხე იყო მოწყობილი და მათ წინ
მუდმივად სანთელი ენთო. ერთ-ერთმა ოფიცერმა ზურაბ სიდამონიძემ ძირს დაყრილი
სურათები აკრიფა და სამოქალაქო კავშირის, „ვეტერანთა ლეგიონის“ 494 ოფისში მიიტანა, რის
შემდეგაც გადაწყვიტეს აქციის გამართვა. 495 აქციის ორგანიზატორებმა, წესისამებრ, მიმართეს
თბილისის მერიას და აცნობეს აქციის დაწყებისა და დასრულების თარიღიც − 2010 წლის 27
დეკემბრიდან 2011 წლის 7 იანვრამდე. 13-მა ვეტერანმა დაიწყო შიმშილობა. 2011 წლის 3
იანვარს, დაახლოებით, 12:00 საათზე, გმირთა მოედანზე გაჩერდა მიხეილ სააკაშვილის
ესკორტი, პრეზიდენტი მანქანიდან აკვირდებოდა აქციის მიმდინარეობას. დაახლოებით,
16:00 საათზე აქციის მონაწილეებთან სამართალდამცველების ჯგუფი მივიდა და კარვებისა და
ლეიბების აღება მოსთხოვა, რადგან „ქუჩიდან ცუდად ჩანდა.“ მიუხედავად იმისა, რომ აქციის
მონაწილეები მოთხოვნაზე დაეთანხმდნენ, მოულოდნელად სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული
პირები მიცვივდნენ და დაუწყეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება.496 აქცია
მიმდინარეობდა კანონიერად, თუმცა სამართალდამცველებმა „არამართლზომიერად“
მიიჩნიეს ადგილზე მიტანილი კარავი, მიუხედავად იმისა, რომ იგი ხელოვნურად არ კეტავდა
არც ტრანსპორტის და არც ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილს. 497
აქციის დარბევის შედეგად, დააკავეს 10 ვეტერანი, რომელთაც 400-400 ლარი ჯარიმა
დააკისრეს. გარდა ამისა, სასტიკად გაუსწორდნენ შოთა იამანიძეს, მალხაზ თოფურიას, ამურ
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 14 ივლისის N45 სხდომაზე ნინო გელაშვილის ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და ვიდეოჩანაწერი (გამოკითხვა კომისიის სამი წევრის მიერ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 67-ე
მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად); https://kvirispalitra.ge/article/3333-qori-kacis-sicockhle-imskhverples-da-pasukhicki-aravis-ugiaq/ ; https://for.ge/view/27860/colebi-da-qmrebi-colisdebi-da-qvislebi-VIP-sadaqalo-televiziis-ngrevaSi.html
494 დაარსდა 2010 წლის აგვისტოში, ომის ვეტერანთა სოციალური და პოლიტიკური უფლებების დასაცავად.
495 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 18 ივნისის N38 სხდომაზე მალხაზ თოფურიას ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და ვიდეოჩანაწერი.
496 ომის ვეტერანის, ელგუჯა ჩხაიძის, განცხადება N1-4096/25.
497 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2011 წ., გვ. 70.
493
160
რევიშვილს, რომელთა მიმართაც, ევროპული სასამართლოს წინაშე, სახელმწიფომ ევროპული
კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევა აღიარა. ასევე, სახელმწიფომ აღიარა
კონვენციის მე-11 მუხლის (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) დარღვევა 10-ვე
დაკავებული პირის 498 მიმართ. 499
2011 წლის 26 მაისის საქმე
„ვამაყობ, რომ საქართველო პოლიციური სახელმწიფოა!“ 500
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი
2010 წლის 6 ოქტომბერი
2011 წლის 21 მაისიდან 26 მაისამდე თბილისში იმართებოდა მანიფესტაცია, რომლის
მიზანი ხელისუფლების მიმართ მშვიდობიანი პროტესტი იყო. აქცია ორგანიზებული იყო
„წარმომადგენლობითი სახალხო კრების“ მიერ, რომელსაც საზოგადოების ღვაწლმოსილი
პირები
წარმოადგენდნენ.
მშვიდობიანმა
მანიფესტაციამ
25
მაისს
16:00
საათიდან
საქართველოს პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა, სადაც 26 მაისს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი უნდა ჩატარებულიყო.
2011 წლის 24 მაისს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ფორმალურად
დაამტკიცა
„26
მაისის
საზოგადოებრივი
წესრიგის
დაცვისა
და
უსაფრთხოების
ღონისძიებების“ გეგმა. ამ გეგმის მიხედვით, თუ აქციის მონაწილეები არ დაიშლებოდნენ
წინასწარ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, უნდა მომხდარიყო აქციის დაშლა,
მინიმალური რისკის ხარჯზე, იმგვარად, რომ მანიფესტანტებს ტერიტორიის თავისუფლად
დატოვების შესაძლებლობა ჰქონოდათ და მხოლოდ დაუმორჩილებელი მომიტინგეები
დაეკავებინათ. თუმცა, იმავე დღეს ჩატარებულ თათბირზე ვანო მერაბიშვილმა გასცა აქციის
მონაწილეთა მასობრივი დაკავების ბრძანება, რათა აქციები აღარ გაგრძელებულიყო და ხელი
არ შეშლოდა აღლუმის ჩატარებას. ბრძანების შესასრულებლად, მინისტრის მოადგილემ,
შალვა ჯანაშვილმა მინისტრს შესთავაზა რუსთაველის გამზირისა და მისი დამაკავშირებელი
ყველა ქუჩის გადაკეტვა, აქციის მონაწილეების თავისუფლების მოედნისკენ განდევნა და იქ
დაკავება, რასაც ვანო მერაბიშვილი დაეთანხმა.
2011 წლის 25 მაისს, დაახლოებით, 23:45 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის
წარმომადგენელმა აქციის ორგანიზატორებს აცნობა, რომ მანიფესტაციისთვის მათთვის
განკუთვნილი ვადა იწურებოდა 00:00 საათზე და შესთავაზა ალტერნატიული ადგილები.
უნდა აღინიშნოს, რომ 2011 წლის 13 მაისს „წარმომადგენლობითმა სახალხო კრებამ“
498 ლევან ასათიანი, ლევონ ასატრიანი, ილია ჩიღოშვილი, მალხაზ თოფურია, ამურ რევიშვილი, შოთა ზღუდაძე,
შოთა იამანიძე, ვალერიან ძებისაშვილი, თეიმურაზ ელისაშვილი, ელგუჯა ჩხაიძე.
499 ასათიანი
და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (Asatiani and Others
https://hudoc.echr.coe.int/?i=001-173587
500 https://ria.ru/20101006/282841663.html
v.
Georgia,
no.
42174/11),
161
წერილობითი განცხადებით მიმართა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მანიფესტაციის
მოწყობის თაობაზე, რომლის დაწყების თარიღი იყო 2011 წლის 21 მაისი, ხოლო დასრულების
- 2011 წლის 25 მაისი. მიუხედავად ამისა, მომიტინგეებისთვის მიცემული ვადის
ამოწურვიდან 10-15 წუთში, პოლიციამ ტექნიკური საშუალებებით მომიტინგეებს დაშლისკენ
მოუწოდა, თუმცა გაფრთხილება ფორმალურ ხასიათს ატარებდა, რადგან იმ დროს აქციის
მონაწილეები უკვე აბსოლუტურ ალყაში (ე.წ. კეტლინგი) იყვნენ მოქცეულები და
შეუძლებელი იყო ტერიტორიის დატოვება. იმავდროულად, ყოველგვარი ვადის მიცემის
გარეშე, 501 ვანო მერაბიშვილის ბრძანებით დაიწყო აქციის დარბევა.
სამართალდამცველებმა
ერთდროულად,
ინტენსიურად
გამოიყენეს
სხვადასხვა
სპეციალური საშუალება: წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, ფსიქოლოგიური ზემოქმედების
სპეციალური აკუსტიკური მოწყობილობა, რეზინის ტყვიები და ხელკეტები, რისი საჭიროებაც
არ
იყო,
ვინაიდან
წყლის
ჭავლის
გამოყენების
დაწყების
შემდეგ,
მომიტინგეებმა
წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დაიწყეს დაშლა და შეეცადნენ ტერიტორიის დატოვებას,
თუმცა, მათ ამის საშუალება არ მიეცათ, გასასვლელი ქუჩების გადაკეტვის გამო და
იძულებული გახდნენ, თავი შეეფარებინათ ქაშვეთის ეკლესიისთვის, კინოთეატრ
„რუსთაველისთვის“, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისთვის. სამართალდამცველები არ
აძლევდნენ მომიტინგეებს ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობას, აკავებდნენ ყველას,
განურჩევლად ასაკისა და სქესისა, სცემდნენ დაკავების შემდეგაც. მანიფესტაციაში
მონაწილეობას იღებდნენ ასაკოვანი მომიტინგეები, ქალები, რომლებსაც სამართალდამცავი
ორგანოს წარმომადგენლები ისევე ეპყრობოდნენ, როგორც ჯანღონით სავსე მამაკაცებს.
აქციის მონაწილეებს თავისუფლების მოედანზე მდებარე ე.წ. დერეფანში ატარებდნენ, სადაც
თითოეულ მათგანს ორივე მხრიდან ხელკეტებით სცემდნენ.
26 მაისს, აქციის ძალადობრივი გზით დაშლის შედეგად, დააკავეს, დაახლოებით, 800
ადამიანი, თუმცა, ოფიციალურად აღირიცხა 172 პირი.
ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ვანო მერაბიშვილი აქციის დარბევამდე მივიდა
შტაბში, 502 სადაც დამონტაჟებულ ეკრანზე პირადად ადევნებდა თვალყურს განვითარებულ
მოვლენებს. როდესაც აქციის დაშლის ოფიციალური გეგმიდან გადახვევით, პარლამენტის
შენობიდან კუდის დანაყოფი გამოვიდა და აქციის მონაწილეების ცემა დაიწყო, მინისტრმა მათ
შესაჩერებლად არანაირი რეაგირება არ გააკეთა, უფრო მეტიც, თავის მოადგილე შალვა
ჯანაშვილს უთხრა, რომ „არ ედარდა“.
501 „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პოლიციელი ვალდებულია
ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ წინასწარ
გააფრთხილოს პირი, მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად, გარდა იმ
შემთხვევისა, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს პირის ან/და პოლიციელის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის
ხელყოფა ან სხვა მძიმე შედეგი, ან შექმნილ სიტუაციაში ასეთი გაფრთხილება გაუმართლებელია ან შეუძლებელია.
502 2011 წლის 20 მაისს ვანო მერაბიშვილის N618 ბრძანებით შეიქმნა მუდმივმოქმედი შტაბი სამხედრო აღლუმის
ჩატარებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ღონისძიების გატარების მიზნით. შტაბის ადგილმდებარეობად
განისაზღვრა თბილისში, 9 აპრილის ქ. N4-ში მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი შენობა.
162
26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე, 2014 წელს ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ იქნა
ცნობილი.503
26 მაისის აქციის დარბევასთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიის მიერ
გამოიკითხნენ აქციის ლიდერები და ორგანიზატორები: მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი,
ლეგენდარული მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი და მისი შვილი დავით ჭიჭინაძე, ცნობილი
მსახიობი და „წარმომადგენლობითი სახალხო კრების“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი (გია)
ბურჯანაძე, პოლიტიკოსი დავით ლორთქიფანიძე, სახელოვანი მოჭიდავე ელდარ (ლუკა)
კურტანიძე, ნოდარ არველაძე, ჟურნალისტები გიორგი მამაცაშვილი და ბექა სივსივაძე, 504
რომლებმაც აღწერეს აქციის დაშლისას მათ მიმართ განხორციელებული ძალადობრივი
ქმედებები და აღნიშნეს, რომ ეს იყო სადამსჯელო სპეცოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა
ხალხის დაშინებას. ნონა გაფრინდაშვილის შეფასებით კი, „ნაციონალური მოძრაობის“
ხელისუფლებამ 26 მაისს სასაკლაო მოაწყო.
იგივე შეფასება გააკეთა მშვიდობიანი შეკრებისა და თავისუფლების საკითხებზე
გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა მაინა კიაიმ, რომლის 2012 წლის ანგარიშის თანახმად,
პოლიციის ტაქტიკა ემსახურებოდა არა აქციის დაშლას, არამედ მომიტინგეთა დაშინებას და
დასჯას. ამასთან, ხელისუფლების რეაქცია განზრახ არაპროპორციული იყო. 505
2011 წლის 26 მაისს აქციის დარბევის დროს ადამიანის უფლებების დარღვევის
ფაქტები შეისწავლა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც, რომლის ანგარიში 506ცალსახად
მიუთითებს,
რომ
აქციის
დაშლა
შიდასახელმწიფოებრივი
კანონმდებლობისა
და
საერთაშორისო სტანდარტების სრული უგულებელყოფით განხორციელდა. კვლევის
პროცესში არაერთი თვითმხილველი და დაზარალებული პირი გამოიკითხა. ბევრმა მათგანმა
განაცხადა, რომ დაინახეს, როგორ ცდილობდნენ აქციის მონაწილეები ღობეებზე გადაძრომას
და სამართალდამცველები მათ ძირს ყრიდნენ, რის შემდეგაც ხელკეტებით ურტყამდნენ. 507
აქციის მონაწილე დაზარალებულებმა აღნიშნეს, რომ სპეცრაზმელები მათ წიხლებითა და
ხელებით სცემდნენ. მაგალითად, ოთარ ცხადაძეს თვალში წიხლის ჩარტყმის შედეგად,
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის N1/5319-13 განაჩენი; თბილისის სააპელაციო
სასამართლოს 2014 წლის 11 აგვისტოს N1ბ/201-14 განაჩენი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 27
თებერვლის N357აპ-14 განჩინება.
504 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 19 მაისის N25 სხდომაზე დავით ლორთქიფანიძის, ნონა გაფრინდაშვილის,
დავით ჭიჭინაძის, გიორგი ბურჯანაძის, ელდარ (ლუკა) კურტანიძის ახსნა-განმარტებების სტენოგრამები და
ვიდეჩანაწერები; 2025 წლის 20 მაისის N26 სხდომაზე გიორგი მამაცაშვილისა და ბექა სივსივაძის ახსნაგანმარტებების სტენოგრამები და ვიდეოჩანაწერები; 2025 წლის 23 მაისის N29 სხდომაზე ნოდარ არველაძის ახსნაგანმარტების სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
505 სპეციალური მომხსენებლის მოხსენება მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების შესახებ, მაინა
კიაი,
მისია
საქართველოში,
2012
წლის
6-13
თებერვალი,
§78,
https://www.refworld.org/reference/countryrep/unhrc/2012/en/96027
506 „26 მაისი – აქციის დაშლის დროს და მასთან კავშირში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების ანალიზი“,
https://admin.gyla.ge/uploads_script/publications/pdf/%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%
E1%83%98%E1%83%A8%E1%83%98%2026%20%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98.pdf_0
1722984460.pdf
507 იქვე, გვ. 48.
503
163
თვალი
ამოუვარდა;
„წარმომადგენლობითი
სახალხო
კრების“
ისნის
რაიონული
ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ბესიკ ტაბატაძეს რეზინის ტყვიების მოხვედრის შედეგად,
თვალი გაუსკდა და მარცხენა თვალიდან მხედველობა სამუდამოდ დაკარგა. 508 რეზინის
ტყვიები ესროლეს მათაც, ვინც აქციის მონაწილე არ იყო და, სხვა მიზეზით, მიმდებარე
ტერიტორიაზე იყო გამოსული. 509 კინოთეატრ „რუსთაველში“ შეფარებული ადამიანებიც არ
დაინდეს და სასტიკად გაუსწორდნენ. მაგალითად, 10 სპეცრაზმელი სცემდა ლუკა
კურტანიძეს, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კინოსეანსზე მყოფ პირებსაც,
რომლებსაც არანაირი შეხება არ ჰქონიათ აქციასთან. 510
ფოტოები, რომლებიც საერთაშორისო მედიაში გავრცელდა და მთელი მსოფლიო
შეძრა, ასახავდა, თუ როგორ ურტყამდნენ წიხლებს ქუჩაში თავიანთ სისხლში მჯდარ, ნაცემ,
თავგახეთქილ, ხელშებორკილ და ასფალტზე დაყრილ მომიტინგეებს, რომლებიც ამაოდ
ითხოვდნენ შველას. 511 სწორედ ამგვარი ფოტოსურათების გადაღებისა და საერთაშორისო
საზოგადოებისთვის მიწოდების გამო, აბსურდული ბრალდებით დააკავეს ქართველი
ფოტოგრაფები − გიორგი აბდალაძე, ირაკლი გედენიძე და ზურაბ ქურციკიძე. 512
ცალკე აღნიშვნის ღირსია მედიის წარმომადგენელთა მიმართ 26 მაისის აქციის დაშლის
დროს სამართალდამცველების დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტები
სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს აჩვენებდნენ სამსახურებრივ მოწმობებს, მათ
ართმევდნენ და უზიანებდნენ ფოტო- და ვიდეოკამერებს, ასევე, აყენებდნენ ფიზიკურ
შეურაცხყოფას. 513 ძალადობა არ შეხებია მხოლოდ იმ უცხოელ ჟურნალისტებს, რომლებიც
სპეცრაზმელთა მოახლოებისას ინგლისურ ენაზე იწყებდნენ საუბარს. მაგალითად, როგორც
გიორგი აბდალაძემ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, ის მხოლოდ უკრაინელი
ჟურნალისტის, ლუკაცკის ინგლისურად საუბარმა გადაარჩინა. 514 აქციის დაშლის შედეგად, 29
ჟურნალისტის მიმართ გამოიკვეთა სხვადასხვა სახის ინციდენტი, 9 შემთხვევაში კი
ჟურნალისტებს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. 515
ჟურნალისტებმა ბექა სივსივაძემ და გიორგი მამაცაშვილმა წყლის ჭავლისა და
ცრემლსადენი გაზის გაშვების შემდეგ გადაწყვიტეს, გარიდებოდნენ მოვლენებს და შორი
კადრები დაეფიქსირებინათ, თუმცა ვერ მოახერხეს, რადგან სპეცრაზმს ალყაში ჰყავდა
მომწყვდეული აქციის მონაწილეები და არცერთ მხარეს გასასვლელი არ იყო დატოვებული.
ისინი დაიძრნენ თავისუფლების მოედნისკენ, საიდანაც მოდიოდა სპეცრაზმელების დიდი
იქვე, გვ. 53, 61.
იქვე, გვ. 65.
510 იქვე, გვ. 67-68.
511 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 30 აპრილის
N19 სხდომაზე გიორგი აბდალაძის ახსნა-განმარტების
სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
512 წინამდებარე დასკვნის თავი „მედიის თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებები“.
513 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2011წ., გვ.75-76.
514 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 30 აპრილის N19 სხდომაზე გიორგი აბდალაძის ახსნა-განმარტების
სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
515 „26 მაისი – აქციის დაშლის დროს და მასთან კავშირში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების ანალიზი“,
2011 წ., გვ. 108.
508
509
164
ნაკადი. მას შემდეგ, რაც სპეცრაზმელებს აჩვენეს პრესის წარმომადგენლის მოწმობები და
აცნობეს, რომ იყვნენ ჟურნალისტები, მათ დაუწყეს რეზინის ტყვიების სროლა, ხელკეტებით
ცემა, დააკავეს და ხელები შეუკრეს პლასტმასის ცალუღებით (ე.წ. ხამუთი). იმის გამო, რომ
ისინი გაზეთ „ასავალ-დასავლის“ ჟურნალისტები იყვნენ, ხელმეორედ მიაყენეს ფიზიკური
შეურაცხყოფა. ცემის შედეგად ბექა სივსივაძემ მიიღო მრავლობითი დაზიანება. ასევე,
დასჭირდა ფსიქოლოგის მომსახურება, მიღებული სტრესის გამო. გიორგი მამაცაშვილი კი ისე
იყო დასახიჩრებული, რომ ფოტოგრაფ ირაკლი გედენიძეს, რომელმაც ის შექმნილ ვითარებას
გამოარიდა, თავიდან მისი ცნობა გაუჭირდა.516
ჟურნალისტმა
გიორგი
მამაცაშვილმა
საგამოძიებო
კომისიას
წარმოუდგინა
პლასტმასის ცალუღი (ე.წ. ხამუთი), რომლითაც მას ხელები ჰქონდა შეკრული. მსგავსი
ცალუღებით იყვნენ შებორკილები ასფალტზე დაყრილი, დასისხლიანებული მომიტინგეები.
თავისუფლების მოედანზე ნაცემ ადამიანებს ავტობუსში ყრიდნენ, ავტობუსი გავსების
შემდეგ გადიოდა და მეორე დგებოდა. 517 ტრანსპორტირებისას დაკავებულებს ექცეოდნენ
ცინიკურად. ერთ-ერთმა ახალგაზრდამ ითხოვა ავტომანქანაში ფანჯრის დაკეტვა, რადგან
სრულიად სველი იყო, პოლიციელებმა კი, პირიქით, ბოლომდე გამოაღეს ფანჯარა და მთელი
გზა ასე ატარეს. 518
დაკავებულები
მოათავსეს
როგორც
თბილისის
დროებითი
მოთავსების
იზოლატორებში, ისე რეგიონებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ოჯახის წევრებისთვის
დღეების განმავლობაში უცნობი იყო რამდენიმე ათეული პირის ადგილსამყოფელი.
ამასთანავე, დაკავებულთა უმეტესობას აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები და ისინი
აცხადებდნენ, რომ დაზიანებები მიიღეს როგორც აქციის დაშლის დროს, ისე დაკავების
შემდეგ – მანქანასა და სამმართველოებში. 519 დაკავებულ პირებს არ მიეცათ შესაძლებლობა,
ესარგებლათ ადვოკატთან შეხვედრის უფლებით. 520
ქალაქის პოლიციის მთავარ სამმართველოში მიყვანილ ადამიანებს კვლავ სასტიკად
სცემეს. დერეფნებში კედლები სისხლით იყო მოსვრილი და ირგვლივ სულ სისხლიანი
ტანსაცმელი ეყარა, ოთახებიდან ისმოდა არაადამიანური ყვირილის ხმები. 521 მაგალითად,
ხელებშეკრული ლუკა კურტანიძე პირველ სართულზე სხვა დაკავებულების თვალწინ
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 20 მაისის N26 სხდომაზე ბექა სივსივაძისა და გიორგი მამაცაშვილის ახსნაგანმარტებების სტენოგრამები და ვიდეოჩანაწერები, ასევე, 30 აპრილის N19 სხდომაზე ირაკლი გედენიძის ახსნაგანმარტების სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
517 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 30 აპრილის N19 სხდომაზე ირაკლი გედენიძის ახსნა-განმარტების
სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
518 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 19 მაისის N25 სხდომაზე გიორგი ბურჯანაძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და ვიდეოჩანაწერი.
519 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2011 წ., გვ. 59, 76.
520 „26 მაისი – აქციის დაშლის დროს და მასთან კავშირში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების ანალიზი“,
2011 წ., გვ. 123-124.
521 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 19 მაისის N25 სხდომაზე გიორგი ბურჯანაძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და ვიდეოჩანაწერი.
516
165
დაამცირეს და აყურებინეს, როგორ სასტიკად უსწორდებოდნენ მას. 522 სპორტსმენი,
საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ბიძინა
გეგიძე მთავარი სამმართველოდან მანქანით წაიყვანეს მცხეთის მიმართულებით, დატოვეს
მუხათგვერდის სასაფლაოსთან და გააფრთხილეს, რომ აქციებზე აღარ ევლო, თან დასძინეს
„მიშა მაგარიაო“. 523 სასტიკად სცემეს როგორც აქციაზე, ისე დროებითი მოთავსების
იზოლატორში ავთანდილ მეტრეველს, რომელსაც კუჭი ჰქონდა ნაოპერაციები და ითხოვდა,
მუცელში არ ერტყათ. აღნიშნულის მიუხედავად, მუცლის არეში მრავლობითი დაზიანება
მიაყენეს, რის შემდეგაც, დაახლოებით, 1 თვეში დაეწყო ჯანმრთელობის პრობლემები და
დადგინდა, რომ ტრავმის შედეგად ღვიძლში შემავალი აორტის თრომბი განუვითარდა. იგი 3
წლის შემდეგ გარდაიცვალა. 524
დამამცირებლად ეპყრობოდნენ რეგიონებში, დროებითი მოთავსების იზოლატორში
მოთავსებულ პირებსაც. მაგალითად, ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორში
მოთავსებულები იყვნენ ადმინისტრაციული წესით დაკავებული, სხვადასხვა ოპოზიციური
პოლიტიკური მოძრაობის წევრები. 21 მაისიდან 5 ივნისამდე პერიოდში, ყოველდღიურად,
მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირებს ჰქონდათ
განსხვავებული
პოლიტიკური
შეხედულებები,
იზოლატორის
უფროსი
თემურ
ველიჯანაშვილი და უმცროსი ინსპექტორი ვახტანგ სეფიაშვილი სცემდნენ, ამცირებდნენ და
აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას. პატიმრებს არ მიეწოდებოდათ საკმარისი ოდენობით
საკვები. არ ეძლეოდათ დაბანვის, თმის შეჭრის, წვერის გაპარსვის, კბილების გახეხვისა და
თავის მოწესრიგების სხვა საშუალება. არ ეძლეოდათ დაძინებისა და დასვენების საშუალება,
საათობით უწევდათ ფეხზე დგომა. თემურ ველიჯანაშვილი მათ აიძულებდა საკნის და
იზოლატორის დერეფნის საკუთარი მაისურებით მორეცხვას, რის შემდეგაც ზოგიერთ
მათგანს სველ და დაბინძურებულ მაისურებს აცმევდა ძალით.
აღნიშნულ საქმეზე, 2018 წელს, თემურ ველიჯანაშვილი და ვახტანგ სეფიაშვილი
დამნაშავეებად იქნენ ცნობილნი. 525
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ სამაგალითოდ დასაჯა ის პირებიც,
რომლებიც უშუალოდ აქციაში არ მონაწილეობდნენ, მაგრამ გარკვეული ფორმით
დაკავშირებულები იყვნენ მაისის საპროტესტო აქციებთან. მაგალითად, გიორგი ავალიშვილს
2011 წლის მაისში საგარეჯოდან საკუთარი სამარშრუტო ავტომობილით თბილისში
გადაჰყავდა მანიფესტანტები. 7 ივნისს იგი დააკავეს 526 და გლდანის №8 სასჯელაღსრულების
დაწესებულებაში გაუსაძლის პირობებში ამყოფებდნენ, რამაც შემგდომ მისი გარდაცვალება
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 19 მაისის N25 სხდომაზე ლუკა კურტანიძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და ვიდეოჩანაწერი.
523 „26 მაისი – აქციის დაშლის დროს და მასთან კავშირში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების ანალიზი“,
2011 წ., გვ. 70.
524 ავთანდილ მეტერევლის მეუღლის, ნატალია გრძელიშვილის 2025 წლის 13 ივნისის N1-5598/25 განცხადება.
525 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის N1/4939-17 განაჩენი.
526 განცხადება N1-2164/25.
522
166
გამოიწვია. 527 როგორც გარდაცვლილი პატიმრის დამ, გიული ავალიშვილმა საგამოძიებო
კომისიის წინაშე აღნიშნა, იმ პერიოდში, მისი ძმის მსგავსად, კიდევ შვიდი მძღოლი
დააკავეს. 528
მიუხედავად იმისა, რომ 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის დროს მკაფიოდ
გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები, პროკურატურამ მიიჩნია, რომ სამართალდამცველებს
დანაშაული არ ჩაუდენიათ და მათი ქმედებები შეაფასეს როგორც მხოლოდ დისციპლინური
გადაცდომები. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული
წარმოების შედეგად, 16 პოლიციელს დაეკისრა დისციპლინური სახდელი. 529
26 მაისს განვითარებული მოვლენების შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი: ნოდარ
ცხადაძე, პოლიციელი ვლადიმერ მასურაშვილი, ნიკა კვინტრაძე და სულიკო ასათიანი.
გამოძიების ოფიციალური ვერსიით, ნიკა კვინტრაძის და სულიკო ასათიანის
გარდაცვალების მიზეზი ელექტროსადენებთან შეხება გახდა. მათი ცხედრები 27 მაისს
თავისუფლების მოედანთან მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე იქნა აღმოჩენილი.
აღნიშნულ ვერსიასთან დაკავშირებით, თავიდანვე გაჩნდა საფუძლიანი ეჭვები, ვინაიდან ნიკა
კვინტრაძის მეგობარმა რევაზ რეხვიაშვილმა დაკავებული ფოტოგრაფების მიერ გადაღებულ
ერთ-ერთ ფოტოზე, აქციის დარბევის შემდგომ შებორკილ პირებს შორის, ნიკა კვინტრაძე
ამოიცნო. შესაბამისად, ვერსია იმის თაობაზე, რომ მან მაღაზიის სახურავზე შეაფარა თავი,
სიცოცხლისუნარიანი არ იყო. 530 ამასთან, სერიოზულ შეკითხვას ბადებდა ის გარემოება,
როგორ შეიძლებოდა, პოლიციას 27 მაისამდე ვერ აღმოეჩინა ორი ადამიანის გვამი მაღაზიის
სახურავზე მაშინ, როდესაც აქციის დარბევის შემდეგ, აღლუმის მომზადებისას, პოლიციამ
ტერიტორია საგულდაგულოდ დაათვალიერა და გაწმინდა. 531 გარდა აღნიშნულისა, აქციის
ერთ-ერთი მონაწილე, რომელმაც ღამე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის გვერდით
მდებარე ბაღში გაატარა და 26 მაისს დილის 6 საათზე ტერიტორია სწორედ ხსენებული
მაღაზიის სახურავის საშუალებით დატოვა, აცხადებდა, რომ 26 მაისს დილით შემთხვევის
ადგილზე გვამები არ ყოფილა. 532 ზემოაღნიშნული მაღაზიის მესაკუთრეს, ოლეგ ჟვანიას
სთხოვდნენ, ეღიარებინა, თითქოს მისი მაღაზიიდან გამომავალმა დენმა გამოიწვია 2 პირის
გარდაცვალება. უარის მიღების შემდეგ, მას სასტიკად გაუსწორდნენ. 533
გარდაცვლილ სულიკო ასათიანთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე
პოლიტიკოსმა დავით ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ დაკრძალვაზე მისულს, გარდაცვლილის
წინამდებარე დასკვნის თავი „სისტემატური და სისტემური წამება და არაადამიანური მოპყრობა თავისუფლების
აღკვეთის ადგილებში“.
528 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 6 ივნისის N34 სხდომაზე გიული ავალიშვილის ახსნა-განმარტების
სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
529 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2011 წ., გვ. 81.
530 „26 მაისი – აქციის დაშლის დროს და მასთან კავშირში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების ანალიზი“,
2011 წ., გვ. 94.
531 იქვე გვ. 93.
532 იქვე, გვ. 93.
533 https://www.youtube.com/watch?v=sxOi1AtJy8s
527
167
მეუღლემ აჩვენა ის დაზიანებები, რომლებიც სულიკო ასათიანის ცხედარს აღენიშნებოდა –
ამოვარდნილი ჰქონდა ერთი თვალი და გაგლეჯილი ჰქონდა ყელი, ასევე, დამტვრეული
ჰქონდა ხელები.534
რაც შეეხება ნოდარ ცხადაძესა და ვლადიმერ მასურაშვილს, პირველი ოფიციალური,
პოლიტიკურად „ხელსაყრელი“ ვერსიის თანახმად, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ნინო
ბურჯანაძის ესკორტის ორი მანქანა, რომელთაგან ერთს მართავდა მისი თანაშემწე ივანე
ჩიღვინაძე, მეორეს კი - პარტიის წევრი შაქრია ზურაშვილი, შეეჯახა რამდენიმე ადამიანს, მათ
შორის, ნოდარ ცხადაძესა და ვლადიმერ მასურაშვილს, რომლებიც შეჯახების შედეგად
გარდაიცვალნენ. თუმცა, მოგვიანებით, გამოძიებამ სხვა ვერსია გაავრცელა და ადგილზე
მოძრავი, სხვა მანქანების მძღოლები იქნენ ნოდარ ცხადაძისა და ვლადიმერ მასურაშვილის
სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დამნაშავედ ცნობილნი, ხოლო შაქრია ზურაშვილსა და
ივანე ჩიღვინაძეს ამ ფაქტებზე ბრალდება არ წაყენებიათ.535
აქციის მონაწილეების დარბევიდან მალევე, რუსთაველის გამზირი დაასუფთავეს,
სისხლი გადარეცხეს და ტერიტორია აღლუმისთვის მოამზადეს. 536 2011 წლის 26 მაისს
აღლუმზე, „სისხლიან რუსთაველის გამზირზე“ მიხეილ სააკაშვილმა დააჯილდოვა და
ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადასცა არაერთ პირს. 537
2011 წლის სექტემბერში მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ერთ-ერთ მედიასაშუალებას
მისცა ინტერვიუ, სადაც 26 მაისის დარბევაზე განაცხადა – „მიმაჩნია, რომ სწორად მოვიქეცით
(...) ყოველ ჯერზე ჩვენი პოლიციელების დონე იზრდება. ამჯერად, ისინი გაცილებით
პროფესიონალურად მოქმედებდნენ, ვიდრე 2007 წელს. თუკი მომავალ წელსაც ასეთი რამ
იქნება და, ალბათ, იქნება, ისინი გაცილებით პროფესიონალურად იმოქმედებენ.“ 538
2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის ავტორს, შინაგან საქმეთა მინისტს, ვანო
მერაბიშვილს მიხეილ სააკაშვილმა 2012 წლის 6 მაისს წმინდა გიორგის სახელობის
გამარჯვების ორდენი გადასცა, 539 რომლითაც ჯილდოვდებიან პირები საქართველოსთვის
მოპოვებულ გამარჯვებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. 540
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 19 მაისის N25 სხდომაზე დავით ლორთქიფანიძის ახსნა-განმარტების
სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
535 „26 მაისი – აქციის დაშლის დროს და მასთან კავშირში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების ანალიზი“,
2011 წ., გვ. 74-80.
536 https://www.youtube.com/watch?v=OGpMQPXkcwc
537 ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოვდნენ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის წევრების
შთამომავლები - რეჯებ ჟორდანია, ოთარ ზურაბიშვილი (სალომე ზურაბიშვილის ძმა), ასევე, ხელოვანები და
მეცნიერები, მათ შორის, მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი, დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი, საქართველოს
ეროვნული
მუზეუმის
გენერალური
დირექტორი
დავით
ლორთქიფანიძე
და
ა.
შ.,
https://www.youtube.com/watch?v=ClpYIs01hRM
534
538
https://cyxymu.livejournal.com/1022631.html
539
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ საგამოძიებო კომისიისთვის წარმოდგენილი ინფორმაცია,
წერილები: N1-6459/25; N1-6598/25.
540 სხვადასხვა წელს, მიხეილ სააკაშვილის მიერ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით
დაჯილდოებულები არიან: ჯორჯ ბუში უმცროსი, ჯონ მაკკეინი, ლეხ კაჩინსკი, ჯოზეფ ბაიდენი, ნიკოლა სარკოზი,
168
26 მაისის მოვლენებამდე, 21 მაისს ბათუმში, აჭარის ტელევიზიასთან იმართებოდა
აქცია, რომელიც, ასევე, ძალადობრივი მეთოდებით იქნა დარბეული. სამართალდამცველები
„წარმომადგენლობითი სახალხო კრების“ ოფისში შეცვივდნენ და წინასწარ შედგენილი სიის
მიხედვით, დაიწყეს ხალხის აბსურდული ბრალდებით დაკავება. 541 ხელისუფლების
ცვლილების შემდეგ, აქციაზე დაკავებულ „წარმომადგენლობითი სახალხო კრების“ წევრებს −
ანზორ სოლომონიძეს, ხვიჩა გამარჯობაძეს, ცოტნე ანანიძეს, დავით ფარტენაძეს, გოჩა
მუხაშავრიას, დიმიტრი ჭეიშვილს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირთა სტატუსი
მიენიჭათ 542 და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სრულად
გათავისუფლდნენ სასჯელისგან.
2011 წლის 21 მაისს „ახმეტელის“ მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელები და
სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები თავს დაესხნენ „წარმომადგენლობითი სახალხო
კრების“ ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთ ლიდერს, ბესიკ დანელიას, ხელკეტებით
სასტიკად სცემეს და ორი სართულის სიმაღლის კიბიდან გადააგდეს, რის შედეგადაც, მან
მოტეხილობები მიიღო. თავდასხმის შემსწრებ ოჯახის წევრებს კი სხვადასხვა სახის
ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ - მის ორსულ მეუღლეს მუცელი მოეშალა,
მცირეწლოვან შვილს დიაბეტი განუვითარდა, ხოლო გულით ავადმყოფ დედას მალევე
ინსულტი დაემართა და გარდაიცვალა. აღნიშნულ მოვლენამდე ბესიკ დანელია არაერთხელ
გამხდარა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი, ვინაიდან
იგი აქციებზე დადიოდა და რეჟიმთან ბრძოლის პროცესის ორგანიზებაში იყო ჩართული. 543
„ყინწვისის სპეცოპერაციის“ საქმე
მასობრივი
საპროტესტო
აქციებით
შეშინებული
„ნაციონალური
მოძრაობა“
ძალადობრივი გზით დამხობაში ეჭვმიტანილი „აგენტურული და ტერორისტული ჯგუფების“
გამოვლენას ცდილობდა.
2011 წლის 26 მაისს, დილის საათებში, სანამ თბილისში ზემოაღნიშნული მოვლენები
განვითარდებოდა, ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე, შინაგან
საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს
უფროსის მოადგილის, მეგის ქარდავას ხელმძღვანელობით დააკავეს გაერთიანების
ვაცლავ ჰაველი, სხვადასხვა დროის ლიეტუვის, ესტონეთისა და ლატვიის პრეზიდენტები, უკრაინის პრეზიდენტი
და სხვ.
541 განცხადებები N1-2025/25 და N1-5040/25.
542 საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის N76-Iს დადგენილება „პოლიტიკური ნიშნით
დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“.
543 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 5 მაისის N21 სხდომაზე ბესიკ დანელიას ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
169
,,ეროვნულ სარწმუნეობრივი მოძრაობა უფლისა და სამშობლოსათვის“ 544 23 წევრი 545
საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად შეთქმულების
ბრალდებით − თითქოს ისინი გეგმავდნენ ცხინვალის რეგიონიდან, შესაბამის სამხედრო
ტექნიკასთან ერთად, რუსულ სამხედრო ფორმაში ჩაცმული, ქართულად მოლაპარაკე 2 000
რუსი ჯარისკაცის შემოყვანას, ქარელის რაიონში შეირაღებული ფორმირებისთვის შეერთებას
და ერთობლივი ძალებით საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით
შეცვლას. 546 მოგვიანებით, 29 მაისს იმავე ბრალდებით დააკავეს მოძრაობის 24-ე წევრი ოლეგ
კეშელავა. რეალურად, მოძრაობის წევრებმა თბილისი 2011 წლის 24 მაისს დატოვეს მაისში
განვითარებული მოვლენებისა და მასობრივი დაკავებებისგან თავის ასარიდებლად და
რამდენიმე დღის განმავლობაში ყინწვისის მონასტერს შეაფარეს თავი.
ყინწვისის
მონასტრის
ტერიტორიიდანვე
დაიწყო
დაკავებულების
იარაღის
კონდახებით ცემა, წამება და არაადამიანური მოპყრობა. მაგალითად, ჯემალ სურამელაშვილი
მიკროავტობუსზე ფეხით გამობმული ათრიეს გარკვეულ მანძილზე. არ დაინდეს და სცემეს
სასულიერო პირებსაც. ქარელის შინაგან საქმეთა სამმართველოს შენობაში გადაყვანის შემდეგ,
მოძრაობის წევრების ნაწილი შენობაში შეიყვანეს და სასტიკად სცემეს, ნაწილი კი შენობის
გარეთ ჩაამწკრივეს და ცემის ხმა ასმენინეს. ცემის დროს ჯემალ გუნდიშვილს გულის
ინფარქტი დაემართა და იძულებულები გახდნენ, სასწრაფო დახმარება გამოეძახებინათ. ექიმი
მკაცრად გააფრთხილეს, რომ დოკუმენტები არ გაეფორმებინა, მაგრამ მისგან უარი მიიღეს,
რამაც სპეცოპერაციის მსხვერპლებს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, სიმართლის
დამტკიცების საშუალება მისცა. 547 დაკავებულები იმავე დღეს შინაგან საქმეთა თბილისის
მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს, სადაც კვლავ გაგრძელდა მათი ცემა და წამება – რამაზ
ღვალაძეს ელექტროშოკით წამებისას გულის შეტევა დაემართა და ძლივს გადაურჩა
სიკვდილს; ნიკოლოზ გოგუაძეს ანტისტეპლერით ფრჩხილები დააძრეს, დაწოლილს ზურგზე
და
მუცელზე
ფეხებით
ახტებოდნენ;
დაკავებულებს
შვილების
და
მეუღლეების
გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. საბოლოოდ, ერთ-ერთ დაკავებულს მეორის სასტიკი წამება
აყურებინეს, რის შემდეგაც, დაკავებულები იძულებულები გახდნენ და აღიარებით ჩვენებაზე
ხელი მოაწერეს. დაპატიმრებულებს სთხოვდნენ, ასევე, ეღიარებინათ, რომ ხელისუფლების
ძალადობრივ გადატრიალებაში მონაწილეობას იღებდა მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი
იობი, რაზეც მათ უარი განაცხადეს.548
მოძრაობა დაფუძნდა 2011 წლის 11 მაისს, მისი წევრები მიეკუთვნებოდნენ ოპოზიციურ პოლიტიკურ
გაერთიანებას და სურდათ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების შეცვლა.
545 ნიკოლოზ გოგუაძე, რამაზ ღვალაძე, ჯემალ გუნდიშვილი, კახაბერ თოდაძე, ზურაბ გელაშვილი, ზურაბ
ჩიტრეკაშვილი, ზაზა გვიმრაძე, ვარლამ ჩარკვიანი, დავით თუთარაშვილი, გიორგი ბეროშვილი, მიხეილ
ცილიკიშვილი, მამუკა ბესელია, გიორგი აღაჯანაშვილი, ირაკლი ჩარბაძე, დავით ჩიტრეკაშვილი, თეიმურაზ
ცამბაია, ბორის გურული, ბაქარ ჩიგოგიძე, მახარე სისაური, დავით შუკაკიძე, ბადრი ჩიგოგიძე, მიხეილ მაისურაძე,
ჯემალ სურამელაშვილი.
546 https://www.youtube.com/watch?v=5e03xHRz8fs
547 https://www.youtube.com/watch?v=5e03xHRz8fs
548 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 9 ივნისის №35 სხდომაზე ნიკოლოზ გოგუაძისა და ზაზა გვიმრაძის ახსნაგანმარტებების სტენოგრამები და ვიდეოჩანაწერები.
544
170
ზოგიერთი
დაკავებული
იმდენად
ნაცემი
იყო,
რომ
სასჯელაღსრულების
დაწესებულებები მათ მიღებაზე უარს აცხადებდნენ, თუმცა, საბოლოოდ, გლდანის №8
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეასახლეს, სადაც გაგრძელდა მათი ცემა და წამება –
ცემის დროს უმეტესად ურტყამდნენ ერთსა და იმავე ადგილას, რაც იწვევდა უმძიმეს
ტკივილს; დღისით ეკრძალებოდათ ჯდომა და წამოწოლა; რამდენჯერმე ახვედრებდნენ ე.წ.
კარანტინის დაშლაში. როგორც ნიკოლოზ გოგუაძემ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე
აღნიშნა, ერთ-ერთ საკანში ასაკოვანი პატიმარი, რომელმაც საკანში ოფიცრის შესვლისას ვერ
მოასწრო საწოლის მეორე სართულიდან ჩამოსვლა, ხელის კვრით გადმოაგდეს ბეტონის
იატაკზე და ის ადგილზე გარდაიცვალა. ზაზა გვიმრაძემ აღნიშნა, რომ ე.წ. ციხის კადრების
გავრცელების შემდეგ, 2012 წლის 18 სექტემბრიდან ციხის ადმინისტრაციის დამოკიდებულება
პატიმრების მიმართ რადიკალურად შეიცვალა, ზოგი სამსახურიდან წავიდა, ზოგმა კი
ლოცვების წიგნი მოძებნა და მონანიება სცადა.
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2013 წლის 13 იანვარს 24-ვე მსჯავრდებული
გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს
კანონის საფუძველზე. 549 ამასთან, 2021-2022 წლებში თბილისის სააპელაციო სასამართლომ
მათ მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, რითაც დადასტურდა წარდგენილ
ბრალში მათი უდანაშაულობა. გარდა ამისა, ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისის
გადაწყვეტილებით, ერთ-ერთი უკანონო პატიმრის, ნიკოლოზ გოგუაძის მიმართ დაადგინა
ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის როგორც არსებითი, ასევე, პროცედურული, ასპექტის
დარღვევა. 550
„ზილების რევოლუციის“ საქმე
თუ
„ყინწვისის
სპეცოპერაციის“
საქმეზე
დაკავებულებს
ედავებოდნენ,
რომ
გეგმავდნენ ქართულად მოლაპარაკე 2 000 რუსი ჯარისკაცის საქართველოში შემოყვანას,
„ზილების რევოლუციის ჩახშობის“ საქმეზე, რომელიც ყინწვისის სპეცოპერაციიდან,
დაახლოებით, 1 თვეში განხორციელდა, დაკავებულებს ბრალს სდებდნენ „MMZ 554-ის“
მარკის („ზილი“) სატვირთო ავტომანქანით 200 შეიარაღებული რუსი ჯარისკაცის შემოყვანის
მცდელობაში. 551 ამ ბრალდებით 2011 წლის ივნისში, ეტაპობრივად, დააკავეს პირთა ჯგუფი,
რომელთაგან ნაწილი გაერთიანებული იყო ოპოზიციურ „ქართულ პარტიაში“ (2010 წელს
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ნიკოლოზ გოგუაძეს, რამაზ ღვალაძეს, ჯემალ გუნდიშვილს, კახაბერ
თოდაძეს, ზურაბ გელაშვილს, ზურაბ ჩიტრეკაშვილს, ზაზა გვიმრაძეს, ვარლამ ჩარკვიანს, დავით თუთარაშვილს,
გიორგი ბეროშვილს, მიხეილ ცილიკიშვილს, მამუკა ბესელიას, გიორგი აღაჯანაშვილს, ირაკლი ჩარბაძეს, დავით
ჩიტრეკაშვილს, თეიმურაზ ცამბაიას, ბორის გურულს, ბაქარ ჩიგოგიძეს, მახარე სისაურს, დავით შუკაკიძეს, ბადრი
ჩიგოგიძეს, მიხეილ მაისურაძეს, ჯემალ სურამელაშვილს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირის სტატუსი
მიენიჭათ. იხ.: საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის N76-Iს დადგენილება „პოლიტიკური ნიშნით
დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“.
550გოგუაძე საქართველოს წინააღმდეგ (Goguadze v. Georgia, no. 40009/12), https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-193997
551 განცხადებები N1-1160/25 და N1-1485/25.
549
171
დაარსდა და მისი ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი იყო), ნაწილს კი არავითარი
შეხება არ ჰქონდა არც პარტიასთან და არც ირაკლი ოქრუაშვილს იცნობდა; 552 დაკავებულთა
უმეტესობა ერთმანეთს არც კი იცნობდა. 553 საგამოძიებო კომისიის წინაშე, „ზილების
რევოლუციის“ საქმეზე ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა ბესიკ ბერიტაშვილმა აღნიშნა, რომ მის
სახლში, აბაზანიდან ვითომ ამოიღეს არაერთი იარაღი – სახლიდან, სადაც მეუღლესთან და 5
მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. დაკავებისას, მის 85 წლის მამას სცემეს. კიდევ
ერთმა მსჯავრდებულმა ნიკოლოზ ჯანჯალაშვილმა 554 განმარტა, რომ დაკავების შემდეგ, ე.წ.
მოდულის შენობაში, სასურველი ჩვენების მიღების მიზნით, დილის 7 საათიდან ღამის 12
საათამდე ელექტროშოკით აწამებდნენ და წყლით სავსე პლასტმასის ბოთლებით სცემდნენ.
ასევე, ერთ-ერთ დაკავებულს, ლერი ბერიტაშვილს სასტიკად სცემეს და მოითხოვდნენ
ეღიარებინა, რომ უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრი იყო და საქართველოში
საბრძოლო მასალა შემოიტანა. მას შემდეგ, რაც მან უარი განაცხადა აბსურდული ბრალდების
აღიარებაზე, დაემუქრნენ, რომ მის 14 წლის ქალიშვილის მოიყვანდნენ და მის თვალწინ რიგრიგობით გააუპატიურებდნენ, რის შემდეგაც, ის იძულებული გახდა და ჩვენებას ხელი
მოაწერა. 555
პატიმრები
გლდანის
№8
სასჯელაღსრულების
დაწესებულებაში
შეასახლეს.
გამოკითხულმა პირებმა − ლერი ბერიტაშვილმა, ბესიკ ბერიტაშვილმა, ლევან ტერაშვილმა და
ნიკოლოზ ჯანჯალაშვილმა აღწერეს, როგორ პირობებში უწევდათ ციხეში ყოფნა – აყენებდნენ
სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, 7 დღის განმავლობაში არ ასმევდნენ წყალს და არ
აძლევდნენ საკვებს, 556 აყურებინებდნენ, როგორ აწამებდნენ სხვა პატიმრებს. ლერი
ბერიტაშვილს საკნის ფანჯრიდან აყურებინეს, როგორ სცემდნენ მის 18 წლის ვაჟს ციხის
ეზოში, რომელიც როგორც მძევალი, აბსურდული ბრალდებით ჰყავდათ დაპატიმრებული.
„ზილების რევოლუციამდე“ რამდენიმე კვირით ადრე დააკავეს ყოფილი პოლიციელი
გოჩა კაკოიშვილიც, რომელიც ლევან ტერაშვილთან ერთად, გაერთიანებულ ოპოზიციაში იყო.
მას თეთრიწყაროს დროებითი მოთავსების იზოლატორში სასტიკად სცემდნენ დაბმულ
მდგომარეობაში, ბორკილებდადებულს. ცემის დროს აშიშვლებდნენ, აბამდნენ საწოლზე და
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 8 აპრილის N11 სხდომაზე ნიკოლოზ ჯანჯალაშვილის ახსნა-განმარტების
სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
553 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 8 აპრილის N11 სხდომაზე ბესიკ ბერიტაშვილისა და ნიკოლოზ
ჯანჯალაშვილის ახსნა-განმარტებების სტენოგრამები და ვიდეოჩანაწერები.
554 ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ნიკოლოზ ჯანჯალაშვილს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირის
სტატუსი მიენიჭა. იხ. საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის N76-Iს დადგენილება „პოლიტიკური
ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“.
555 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 8 აპრილის N11 სხდომაზე ლერი ბერიტაშვილის ახსნა-განმარტების
სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
556 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 8 აპრილის N11 სხდომაზე ლევან ტერაშვილის ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და ვიდეოჩანაწერი.
552
172
ურტყამდნენ წყლის ბოთლს, რომ დაზიანებები არ დამჩნეოდა, საკვებს და წყალს 2-3 დღეში
ერთხელ აძლევდნენ, ზოგჯერ კი საკვებს ზედ უფურთხებდნენ. 557
პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მკვლელობის საქმე
„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ რუსეთის სასარგებლოდ გამოგონილი
ჯაშუშობის ბრალდების საქმეებს არაერთი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეეწირა.
ამის ერთ-ერთი ყველაზე საზარელი მაგალითია პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმე,
რომელიც დაკავებიდან რამდენიმე დღეში, 2011 წლის 23 სექტემბერს, წამების შედეგად,
გარდაიცვალა. კერძოდ, ბაჩო ახალაიამ, რომელმაც სასჯელაღსრულების სისტემიდან
თავდაცვის მინისტრის პოზიციაზე გადაინაცვლა, წარმატებული ხელმძღვანელის სახელის
მოპოვების მიზნით, 2011 წლის სექტემბერში სამინისტროს შეიარაღებული ძალების სამხედრო
პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, მეგის ქარდავას, სამინისტროს სხვა
მაღალჩინოსნებს და გლდანის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორს,
ალექსანდრე მუხაძეს დაავალა უდანაშაულო მოქალაქეთა დაკავება და წამება აღიარებითი
ჩვენების მიღების მიზნით, თითქოს ისინი რუსეთის სასარგებლოდ „ჯაშუშობდნენ“.
2011 წლის 16 სექტემბერს, დაახლოებით, 4:00 საათზე, მეგის ქარდავას დავალებით,
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გამოიძახეს შეიარაღებული ძალების
სახმელეთო ჯარების შტაბის დაზვერვის სამმართველოს ოფიცერი, ვიცეპოლკოვნიკი დავით
ლონდარიძე. ბაჩო ახალაია, მეგის ქარდავა, ალექსანდრე მუხაძე და სამხედრო პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლები დავით ლონდარიძეს, ჯაშუშობის აღიარების მოთხოვნით,
დაახლოებით, 4-5 საათის განმავლობაში განუწყვეტლივ სცემდნენ და დამამცირებლად
ეპყრობოდნენ. ბაჩო ახალაიამ იარაღის ლულა ვიცეპოლკოვნიკს ძალით ჩაუდო პირში და
შუბლის გახვრეტით ემუქრებოდა, თუ არ აღიარებდა დანაშაულს, თან აგინებდა და აყენებდა
ფიზიკურ შეურაცხყოფას. ცემისგან დაუძლურებულ დავით ლონდარიძეს მეგის ქარდავა
სექსუალური ძალადობით დაემუქრა, რის შემდეგაც იძულებული გახდა, ეღიარებინა,
თითქოს ჯაშუშობდა საქართველოს წინააღმდეგ. ამასთან, ბაჩო ახალაიამ და მეგის ქარდავამ
მისი ტელეფონის კონტაქტებიდან შემთხვევითობის პრინციპით ამოარჩიეს 3 პირი, რომლებიც
ჩართულები უნდა ყოფილიყვნენ ე.წ. ჯაშუშურ ქსელში. მათგან ერთ-ერთი იყო პოლკოვნიკი
სერგო თეთრაძე, 558 რომელიც თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე 2007 წლამდე
მუშაობდა. 2007 წლის 5 თებერვალს, აფხაზეთისა და ავღანეთის ომების ვეტერანმა, სამხედრო
კარიერა დაასრულა, გავიდა თადარიგში და იმყოფებოდა პენსიაზე.
557 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 5 მაისის N21 სხდომაზე გოჩა კაკოიშვილის ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და ვიდეოჩანაწერი.
558 სერგო თეთრაძესთან ერთად დააკავეს გიორგი გორელაშვილი და სერგეი ჩიპლიგინი, რომლებსაც, ასევე,
სასტიკად სცემეს და მიაყენეს ძლიერი ფიზიკური ტანჯვა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, დავით
ლონდარიძეს, გიორგი გორელაშვილს და სერგეი ჩიპლიგინს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირის
სტატუსი მიენიჭათ. იხ. საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის N76-Iს დადგენილება „პოლიტიკური
ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“.
173
პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე თავის საცხოვრებელ მისამართზე, მეუღლისა და
არასრულწლოვანი შვილის თვალწინ დააკავეს. დაკავების შემდეგ, ბაჩო ახალაია, მეგის
ქარდავა და სამხედრო პოლიციის თანამშრომლები, ჯაშუშობის აღიარების მოთხოვნით, მას
რამდენიმე საათის განმავლობაში განუწყვეტლივ სცემდნენ და დამამცირებლად
ეპყრობოდნენ, ემუქრებოდნენ მოკვლით, პოლიეთილენის პარკს თავზე აცვამდნენ და არ
აძლევდნენ სუნთქვის საშუალებას. აღნიშნულის მიუხედავად, სერგო თეთრაძე არ აღიარებდა
ბრალდებას, რის გამოც ბაჩო ახალაიამ მეგის ქარდავასთან ერთად ორგანიზება გაუწია
პატიმრის შემდგომ წამებასა და სექსუალურ ძალადობას გლდანის №8 სასჯელაღსრულების
დაწესებულებაში.
კერძოდ,
2011
წლის
23
სექტემბერს,
ალექსანდრე
მუხაძის
ხელმძღვანელობით, უსაფრთხოების განყოფილების უფროსის, ვიქტორ ყაჭეიშვილისა და
სამართლებრივი
რეჟიმის
განყოფილების
უფროსის,
ოლეგ
ფაცაციას
დავალებით,
დაახლოებით, 22:00 საათზე კარანტინის განყოფილების დროებითი მოთავსების ერთ-ერთ
საკანში, არატრადიციული ორიენტაციის მქონე პატიმრები ა.ტ. და თ.ს., დაახლოებით, 20
წუთის განმავლობაში სისტემატურად სცემდნენ სერგო თეთრაძეს, აყენებდნენ ძლიერ
ფიზიკურ და მორალურ ტანჯვას. 47 წლის სერგო თეთრაძე მასზე განხორციელებული
წამებისა და ძალმომრეობითი მოქმედების შემდეგ გახდა ცუდად, ჩავარდა კომატოზურ
მდგომარეობაში
და
გულსისხლძარღვთა
მწვავე
უკმარისობით
22:50
საათზე
გონსმოუსვლელად გარდაიცვალა №18 სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში,
სადაც იგი კომაში ჩავარდნის შემდეგ გადაიყვანეს.
2014-2018 წლებში, სერგო თეთრაძის საქმეზე ბაჩო ახალაია, მეგის ქარდავა,
ალექსანდრე მუხაძე, ოლეგ ფაცაცია, ვიქტორ ყაჭეიშვილი და ნიკოლოზ ძიმცეიშვილი
დამნაშავეებად იქნენ ცნობილნი. 559
ელბერდ კობერიძის წამების საქმე
2012 წლის ივლისში თავდაცვის მინისტრის, დიმიტრი შაშკინის მოადგილე დათა
ახალაიამ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ
გიორგი კალანდაძემ, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მეგის ქარდავამ და
კუდის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსმა რომან
შამათავამ განიზრახეს გალის რაიონში მცხოვრები ელბერდ კობერიძისთვის თავისუფლების
უკანონო აღკვეთა და წამების გზით მისგან ტერორისტული აქტის მომზადების აღიარება.
მათი დავალებით, 2012 წლის 28 ივლისს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს
თანამშრომელმა გიორგი სამუშიამ ზუგდიდში უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება გალის
რაიონში მცხოვრებ ელბერდ კობერიძეს, დაადო ხელბორკილი და თავზე ტომარაჩამოცმულ
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 იანვრის განაჩენი N1/960-13; თბილისის სააპელაციო
სასამართლოს 2015 წლის 23 იანვრის განაჩენი N1ბ/130-14; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 30
ოქტომბრის განჩინება N224აპ-15; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 აპრილის N1/665-15 განაჩენი;
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის N29აპ-19 განჩინება.
559
174
მდგომარეობაში
გადაიყვანა
თბილისში,
სამხედრო
პოლიციის
დეპარტამენტის
ადმინისტრაციულ შენობაში.
2012 წლის 29 ივლისს დათა ახალაიამ, გიორგი კალანდაძემ, მეგის ქარდავამ და რომან
შამათავამ სამხედრო პოლიციის შენობაში, ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების
მოთხოვნით, ელბერდ კობერიძე, ბეისბოლის ჯოხისა და სხვა საგნების გამოყენებით,
რამდენიმე საათის განმავლობაში აწამეს და სცემეს რომლის დროსაც არაერთხელ დაასხურეს
მხუთავი აირი და გაგუდვის ინსცენირების მიზნით, თავზე ჩამოაცვეს პოლიეთილენის პარკი.
წამებისგან ელბერდ კობერიძემ გონება დაკარგა. მისი სხეული გააცურეს იატაკზე და დააგდეს
შენობის ერთ-ერთ ოთახში. ელბერდ კობერიძე ასეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა 2012 წლის
6 აგვისტომდე. ამ ხნის მანძილზე ის იყო უმწეო მდგომარეობაში, მომაკვდავი. მას სამედიცინო
დახმარება
აღმოუჩინეს
მხოლოდ
თავდაცვის
სამინისტროში
მომუშავე
რიგითი
თანამშრომლების თხოვნით, რის შემდეგაც ელბერდ კობერიძე 6 აგვისტოს გადაყვანილ იქნა
გორის სამხედრო ჰოსპიტალში და მოხერხდა მისი სიცოცხლის შენარჩუნება.
სამხედრო ჰოსპიტალში ელბერდ კობერიძე დაარეგისტრირეს ელდარ მამალაძის
სახელითა და გვარით, სადაც იგი მკურნალობდა 2012 წლის 6 აგვისტოდან 2012 წლის 13
აგვისტოს ჩათვლით. შემდეგ იგი გადაიყვანეს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7
განყოფილებაში, სადაც დაალევინეს ნარკოტიკული ნივთიერებით გაზავებული წყალი,
ჩაუტარეს ნარკოლოგიური შემოწმება და დააკავეს ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“
შეძენა-შენახვის ბრალდებით. სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა
პატიმრობა და შესახლებულ იქნა სასჯელაღსრულების N18 სამკურნალო დაწესებულებაში.
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2012 წლის 8 ოქტომბერს,
ელბერდ კობერიძე
სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა.
ელბერდ კობერიძის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებების ფაქტებთან დაკავშირებით
მიმდინარეობს გამოძიება.
„ლაფანყურის სპეცოპერაციის“ საქმე
2012 წლის 28 აგვისტოს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ ლოპოტის
ხეობაში, სოფელ ლაფანყურთან სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლის დროსაც დაიღუპა რამდენიმე
ჩეჩენი მეომარი და, ასევე, საქართველოს ორი მოქალაქე - ასლან მარგოშვილი და ბაჰაუდინ
ქავთარაშვილი. 560
2012 წლის თებერვლიდან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გია
ლორთქიფანიძემ და სამინისტროს მაღალჩინოსნებმა სანდრო ამირიძემ და ზურაბ მაისურაძემ
დაიწყეს მოლაპარაკებები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ ჩეჩენ მეომრებთან, რომლებსაც
საქართველოს სახალხო დამცველთან შექმნილი საზოგადოებრივი საბჭოს ანგარიში 2012 წლის 28 აგვისტოს
სოფელ ლაფანყურთან, ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შესახებ, 2014 წ., გვ. 19-20,
https://ombudsman.ge/res/docs/2019041313324028914.pdf
560
175
დაჰპირდნენ საქართველოში წვრთნას, აღჭურვასა და ჩეჩნეთში გადასასვლელად ე.წ.
დერეფნის გაკეთებას. შედეგად, დაახლოებით, 120 მებრძოლი ჩამოვიდა საქართველოში. მათ
დაუქირავეს ბინები, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები საჩუქრად აძლევდნენ და
უფორმებდნენ იარაღს, წვრთნას გადიოდნენ ვაზიანის და შავნაბადის ბაზებზე.
მეომრების წვრთნა დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა. მათ არაერთხელ მოითხოვეს
დაპირებული ე.წ. დერეფანი, პასუხად სხვადასხვა თარიღს უსახელებდნენ, რის გამოც
საქართველოს ხელისუფლების მიმართ ნდობას კარგავდნენ.
მებრძოლებმა იეჭვეს, რომ
არჩევნები ახლოვდებოდა და დაძაბულ წინასაარჩევნო პერიოდში შესაძლოა ხელისუფლების
მხრიდან რაიმე სახით ყოფილიყვნენ გამოყენებულები.
მებრძოლები თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ
ლაფანყურში,
2012
წლის
აგვისტოში, ანტიტერორისტული ცენტრის მიერ გამოყოფილი ავტომანქანებით შევიდნენ და
ელოდებოდნენ
ნებართვას
დაღესტნის
მიმართულებით
რუსეთის
საზღვარზე
გადასასვლელად. ბოლო მომენტში შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარი განაცხადა ე.წ.
დერეფნის გახსნაზე და მეომრებს მოუწოდა იარაღის ჩაბარებისა და უკან დაბრუნებისკენ.
ვინაიდან მეომრები აღარ ენდობოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, მათ
პანკისის ხეობაში შეყვანა მოითხოვეს და განაცხადეს, რომ მხოლოდ ამის შემდეგ
ჩააბარებდნენ იარაღს.
მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების შემდეგ, საქართველოს შეიარაღებულმა
ძალებმა დაიწყო ანტიტერორისტული სპეცოპერაცია, მებრძოლები ალყაში მოაქციეს და
ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად, დაიღუპა რამდენიმე მეომარი და ძალოვანი უწყების
თანამშრომელი, რომლებიც მანამდე მათ ახლდნენ, სამედიცინო მომსახურებას უწევდნენ და
ინსტრუქტაჟს უტარებდნენ.
მინისტრის მოადგილის, გია ლორთქიფანიძის მითითებით, სპეცოპერაციის დროს
დაღუპული ზოგიერთი მეომრის ოჯახის წევრებს ცხედრები მხოლოდ იმ პირობით გადასცეს,
რომ იმავე ღამეს, ყოველგვარი რიტუალის გარეშე, ჩუმად დაკრძალავდნენ და სამძიმარზე
ხალხი არ მივიდოდა. დაკრძალვაზე დასწრების უფლება მხოლოდ გარდაცვლილთა მამებს
მისცეს. დანარჩენი მებრძოლების ცხედრები თავდაპირველად დაკრძალეს აეროპორტის
სიახლოვეს, ე.წ. უპატრონოთა სასაფლაოზე. მოთხოვნის მიუხედავად, ცხედრებს დიდხანს არ
გადასცემდნენ მათი ოჯახის წევრებს.
სპეცოპერაციის შედეგად ცოცხლად გადარჩენილი ჩეჩენი მეომრები რამდენიმე დღეში
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, ვალეს სასაზღვრო გამშვები პუნქტის
გავლით, თურქეთში გააცილეს. 561
მიუხედავად
წინამდებარე
თავში
აღწერილი
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა:
561
დანაშაულებრივი
ქმედებებისა,
562
საქართველოს სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიში, გვ. 408-412.
562 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ საგამოძიებო კომისიისთვის წარმოდგენილი ინფორმაცია,
წერილები: N1-6459/25; N1-6598/25.
176
2010 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური
უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორს, დავით (დათა) ახალაიას წმინდა
გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა;
2008 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული
დეპარტამენტის დირექტორი ერეკლე კოდუა წმინდა გიორგის სახელობის
გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა;
2004 წელს გენერალ გია გულუას სახელობის პოლიციის სპეცდანიშნულების
სამმართველოს ოპერატიულ-ტაქტიკური სამსახურის უფროსს, ზურაბ ქაჯაიას,
ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენი გადასცა, იმავე წელს კი, იგი ვახტანგ
გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა;
2005 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული
უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს - კადრების მთავარი
სამმართველოს უფროსს, ზურაბ მიქაძეს, ღირსების ორდენი გადასცა;
2006 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ფირცხალავა წმინდა გიორგის
სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა;
2007 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური
უსაფრთხოების დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის
მოადგილეს, ლევან ქარდავას, გადასცა ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენი,
ხოლო 2008 წელს - ვახტანგ გორგასლის მეორე და მესამე ხარისხის ორდენები, 2010
წელს კი - ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი;
2007 წელს ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი
სამმართველოს თბილისის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს უფროსი
კახაბერ ნაკანი, ხოლო 2008 წელს ორჯერ გადასცა ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის
ორდენი;
2007 წელს ვახტანგ გორგასლის პირველი და მეორე ხარისხის ორდენები გადასცა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის
დირექტორის მოადგილეს, ლევან ტაბიძეს;
2008 წელს, ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების
დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს
უფროსი თეიმურაზ პატარიძე, ხოლო 2011 წელს, ვახტანგ გორგასლის პირველი
ხარისხის ორდენი გადასცა;
2008 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური
უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი
სამმართველოს უფროსის მოადგილე ალი ბალაძე ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის
ორდენით დააჯილდოვა, მასვე 2011 წელს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის
ორდენი გადასცა;
2008 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური
უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი
177
სამმართველოს უფროსს, რომან შამათავას, ოქროს საწმისის ორდენი გადასცა, ხოლო
2013 წელს ღირსების ორდენით დააჯილდოვა;
2008 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური
უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი
სამმართველოს პირველი სამმართველოს უფროსის მოადგილე ონისიმე კვაშილავა
ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა, მანამდე კი, 2004 წელს
გადასცა მედალი „საბრძოლო დამსახურებისათვის“;
2011 წელს, ღირსების ორდენი გადასცა საქართველოს შეიარაღებული ძალების
გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და
განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს უფროსს, გიორგი დგებუაძეს;
2012 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური
უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილე იოსებ თოფურიძე
ღირსების ორდენით დააჯილდოვა;
2012 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური
უსაფრთხოების
დეპარტამენტის
ქ.
თბილისის
ტერიტორიული
მთავარი
სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით ქოქიაშვილი ღირსების ორდენით
დააჯილდოვა;
2012 წელს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო
პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, მეგის ქარდავას, ღირსების ორდენი გადასცა,
მანამდე კი, 2010 წელს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს
უფროსის მოადგილის რანგში, იგი ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით
დააჯილდოვა.
პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების ხელყოფის უხეში ფაქტები
„რატომ მიღებდნენ თქვენი ხელისუფლების დროს ჩემს საძინებელში?“
ცნობილი ჟურნალისტი ინგა გრიგოლია
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან, 2021 წლის 7 აგვისტო 563
დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში პირადი ცხოვრების დაცულობის
უფლება ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა. ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის პირველი
პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური
ცხოვრება, საცხოვრისი და მიმოწერა. პირადი ცხოვრება ფართო ცნებაა და ამომწურავ
განმარტებას არ ექვემდებარება. პირადი ცხოვრების ცნება ფარავს პირის ფიზიკურ და
ინტერვიუ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ტვ პირველის გადაცემაში „რეაქცია“, 7 აგვისტო 2021 წ.,
https://www.youtube.com/watch?v=L-UBLkPjYro&t=250s
563
178
ფსიქოლოგიურ ერთიანობას, რის გამოც, ის მოიცავს ინდივიდის ფიზიკური და სოციალური
იდენტობის მრავალ ასპექტს (ხადიჯა ისმაილოვა აზერბაიჯანის წინააღმდეგ, § 139). 564
კონვენციის მე-8 მუხლის ძირითადი მიზანია პირის დაცვა სახელმწიფოს თვითნებური
ჩარევისგან; შესაბამისად, სახელმწიფოს აქვს როგორც ნეგატიური ვალდებულება – თავი
შეიკავოს ამგვარი ჩარევისგან, ისე პოზიტიური ვალდებულება – უზრუნველყოს პირის
პირადი ცხოვრების ეფექტური დაცვა (სოდერმანი შვედეთის წინააღმდეგ, § 78; გურგენიძე
საქართველოს წინააღმდეგ, § 37). 565
საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია ადამიანის
პირადი და ოჯახური ცხოვრება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტით ხელშეუხებლად არის
გამოცხადებული პირადი სივრცისა და კომუნიკაციის უფლება. ჩამოთვლილი უფლებების
შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში
აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა
უფლებების დაცვის მიზნით. მიუხედავად პირადი ცხოვრების უფლების მასშტაბურობისა და
მრავალკომპონენტიანობისა,
მისი
ძირითადი
არსი
მდგომარეობს
ინდივიდის
შესაძლებლობაში, პირადად, საკუთარი შეხედულებისამებრ, დამოუკიდებლად შექმნას და
განავითაროს თავისი კერძო ცხოვრება. 566 კანონით უზრუნველყოფილი პირადი ცხოვრების
დაცულობის უფლება ადამიანს იცავს ინტიმურ, პირად ურთიერთობებსა და საქმიანობაში
ხელისუფლებისა და გარეშე პირთა ჩარევისგან. ადამიანს აქვს უფლება, საკუთარი თავი,
პირადი ცხოვრება მოაქციოს საზოგადოებრივი კონტროლისა და მეთვალყურეობისგან
თავისუფალ სივრცეში. სახელმწიფოს ჩარევა პირადი ცხოვრების უფლებაში შეიძლება
გამოიხატოს არა მხოლოდ ამ სფეროს ხელშეუხებლობის დარღვევაში, მასში უხეში ჩარევით,
არამედ თუნდაც გარედან კონტროლსა და თვალყურის დევნებაში. 567
საგამოძიებო კომისიამ, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, შეისწავლა 2003-2012
წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ
ადამიანთა პირადი ცხოვრების
დაცულობის უფლების ხელყოფის საკითხი. საგამოძიებო კომისიისთვის მნიშვნელოვანი იყო
მეორეული ვიქტიმიზაციის პრევენცია, ვინაიდან გამოიკვეთა, რომ პირები, რომელთა პირადი
ცხოვრების უფლება დაირღვა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ, დღემდე
განიცდიან მორალურ ტკივილს. შესაბამისად, წინამდებარე თავში სიფრთხილით იქნება
მიმოხილული ამა თუ იმ პირის პირადი ცხოვრების ხელყოფის უხეში ფაქტები.
564
ხადიჯა ისმაილოვა აზერბაიჯანის წინააღმდეგ (Khadija Ismayilova v. Azerbaijan, nos. 65286/13, 57270/14, § 139).
https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-188993
სოდერმანი შვედეთის წინააღმდეგ (Söderman v. Sweden [GC], no. 5786/08, § 78, ECHR 2013),
https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-128043; გურგენიძე საქართველოს წინააღმდეგ (Gourguénidzé c. Géorgie, no.
71678/01). https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-77519
566 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 4 ივნისის N1/5/1630 გადაწყვეტილება საქმეზე
„საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, https://www.constcourt.ge/ka/judicialacts?legal=18013
567 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე ბს-494-489(2კ-16),
https://www.supremecourt.ge/ka/fullcase/23363/0
565
179
„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, პირადი ცხოვრების ხელყოფის
პრაქტიკა საქართველოს თითქმის მთელ მოსახლეობას შეეხო. ხელისუფლების მიერ პირადი
ცხოვრების ხელყოფა ხდებოდა სხვადასხვა გარემოში და სხვადასხვა ფორმით.
თუმცა, შიშის ან სირცხვილის გრძნობის გამო, თითქმის ყველა თავს იკავებდა მოცემულ
ფაქტებზე საუბრისაგან. დარღვევების განსაკუთრებული მასშტაბის თაობაზე ამიტომაც არ
აღინიშნებოდა
უფლებადამცველი
ორგანიზაციების
წლიურ
ანგარიშებში.
სახალხო
დამცველის 2003-2012 წლების, რამდენიმე ასეული გვერდისგან შემდგარ საპარლამენტო
წლიურ ანგარიშებშიც კი არ იყო მითითებული ინტიმური ურთიერთობის ან წამებისა და
გაუპატიურების ამსახველი ფარული ჩანაწერების არსებობის თაობაზე. ბუნებრივია,
ადამიანები მათ მიმართ სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან სექსუალური
ძალადობის განხორციელებაზე, ამ ძალადობის ფარულად ან ღიად გადაღებაზე, ძალადობის
ვიდეოკადრებით შანტაჟზე, თვალთვალსა და სხვა მსგავს ფაქტებზე თავად არ ისაუბრებდნენ.
მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იქნა აღმოჩენილი და
გამოვლენილი უამრავი ფარული ჩანაწერი.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, წინამდებარე თავი იმ ფაქტებსა და
ინფორმაციებს ეყრდნობა, რომელთა შესახებაც, ძირითადად, 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ,
მათ შორის, საგამოძიებო კომისიის მუშაობისას გახდა ცნობილი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული
კომუნიკაციის ხელშეუხებლობით დაცულია როგორც უშუალოდ პირისპირ საუბარი, ისე
ზეპირი და წერილობითი ურთიერთობა ნებისმიერი ტექნიკური საშუალების
(ტელეფონის/მობილურის, კომპიუტერის), ასევე, კომუნიკაციისათვის განკუთვნილი
აპლიკაციების/ინტერნეტპროგრამების (მაგალითად, ე.წ. მესენჯერი, ელექტრონული ფოსტა,
და სხვ.) გამოყენებით. კომუნიკაციის ხელშეუხებლობა გულისხმობს ორ ასპექტს – ერთი
მხრივ, სახელმწიფოს თვითნებური ჩარევით კომუნიკაცია არ უნდა შეწყდეს, იგი უნდა შედგეს
და გაგრძელდეს სახელმწიფოს კონტროლისგან თავისუფალ პირობებში და, მეორე მხრივ,
კომუნიკაცია უნდა განხორციელდეს ფარული მიყურადებისა და ჩაწერის გარეშე.568
დადგენილად შეიძლება ჩაითვალოს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის
დროს, მოქალაქეები ერიდებოდნენ ტელეფონით მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაცემას.
უფრო მეტიც, პირისპირ შეხვედრებისას, მობილურ ტელეფონებს რთავდნენ ან საერთოდ
შლიდნენ. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გამორთული ტელეფონის მეშვეობითაც იყო
შესაძლებელი საუბრის მოსმენა, ამიტომ აპარატიდან კვების წყაროს იღებდნენ. სახელოვანმა
სპორტსმენმა, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში არაერთი ჯილდოს მფლობელმა ელდარ
(ლუკა) კურტანიძემ საგამოძიებო კომისიის წინაშე დაადასტურა, რომ „ნაციონალური
მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, საზოგადოებაში გამეფებული შიშის გამო, ადამიანები
ტელეფონებს რამდენიმე ნაწილად შლიდნენ და თავად სხვა ოთახში საუბრობდნენ, რათა არ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 4 ივნისის N1/5/1630 გადაწყვეტილება საქმეზე
„საქართველოს
სახალხო
დამცველი
საქართველოს
პარლამენტის
წინააღმდეგ“,
იხ.:
https://www.constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=18013
568
180
განხორციელებულიყო მათი საუბრის უკანონო მიყურადება. იგივე განაცხადა საქართველოს
საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილმა ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ, რომელიც
ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე უკანონოდ იქნა მსჯავრდებული. 569 მეგობრები, ღია სივრცეში
შეხვედრისას, ტელეფონებს მანქანაში ტოვებდნენ და მოშორებით საუბრობდნენ. 570 იყო
შემთხვევები, როდესაც, საიმედო კომუნიკაციის დასამყარებლად, იყენებდნენ სატელიტურ
ტელეფონს, რომელიც მობილური სიგნალის დაფარვის გარეშე უზრუნველყოფდა ზარების
განხორციელებას და შეტყობინებების მიღება-გაგზავნას. მაგალითად, ბიზნესმენმა ირაკლი
რუხაძემ საგამოძიებო კომისიას აცნობა, რომ 2007-2008 წლებში, ის ტელეკომპანია „იმედის“
მფლობელ
ბიზნესმენ
ბადრი
პატარკაციშვილს
სახლის
სახურავიდან
სატელიტური
ტელეფონის საშუალებით უკავშირდებოდა ხოლმე და ამ გზით იღებდა მისგან მნიშვნელოვან
ინფორმაციას. 571
სატელეფონო
საუბრების
მოსმენის
გარდა,
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების დაცვით
უნდა ყოფილიყო დაკავებული, ადამიანების მოკლეტექსტურ შეტყობინებებსა და სხვა
კომუნიკაციასაც უკანონოდ აკონტროლებდა. გამონაკლისს არც რომელიმე სამართალდამცავი
სტრუქტურის თანამშრომელი წარმოადგენდა. მაგალითად, 2006 წლის აგვისტოში
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ დაიგეგმა დაბა ურეკში ბადრი
პატარკაციშვილის სახლზე ე.წ. გამაფრთხილებელი თავდასხმა. ვინაიდან ბიზნესმენი
პოლიტიკურად აქტიურობდა, „ნაციონალური მოძრაობის“ თვალში ის მაღალი რისკის
საფრთხედ აღიქმებოდა. დანაშაულებრივი გეგმის შესახებ ცნობილი გახდა ურეკის პოლიციის
უფროსისთვის, როცა მას კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა ბადრი
პატარკაციშვილის სახლთან განთავსებული პოლიციელების პერიმეტრიდან დროებით
გაყვანა მოსთხოვა იმ მიზეზით, რომ „თბილისიდან სტუმრები ჩადიოდნენ.“ დავალების
გაცემის შემდეგ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა ურეკის პოლიციის
უფროსის სატელეფონო კომუნიკაციები უკანონო მოსმენაზე აიყვანა. პოლიციის უფროსმა
შეასრულა მოთხოვნა და პოლიციელები პერიმეტრიდან გაიყვანა, მაგრამ ბადრი
პატარკაციშვილის კომენდანტს მოკლეტექსტური შეტყობინება გაუგზავნა და მოსალოდნელი
საფრთხის თაობაზე აცნობა. შეტყობინების მიღებისთანავე, ბიზნესმენმა პირადი დაცვა
გააძლიერა და სახლზე თავდასხმის სპეცოპერაცია ჩაიშალა. პოლიციის უფროსის დასჯის
მიზნით,
მისი
განზრახ
უკანონო
დაკავება
დაიგეგმა,
რაც
სისრულეში
მოიყვანეს
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის
მოადგილემ ლევან ქარდავამ და მისმა თანამშრომლებმა – ილია გამგებელმა და დავით
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 30 აპრილის N19 და 19 მაისის N25 სხდომებზე გიორგი აბდალაძისა და ელდარ
(ლუკა) კურტანიძის ახსნა-განმარტებების სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
570 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 5 მაისის N21 სხდომაზე გოჩა კაკოიშვილის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
571 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 21 მაისის N27 სხდომაზე ირაკლი რუხაძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
569
181
ქოქიაშვილმა. მოცემული პირები, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მმართველობის
პერიოდში, განზრახ უკანონო დაკავების ორგანიზებისა და უფლებამოსილების გადამეტების
ფაქტზე ცნობილ იქნენ დამნაშავეებად. 572
საგამოძიებო
კომისიის
მიერ
ასევე
დადგინდა,
რომ
განსაკუთრებულად
კონტროლდებოდა პოლიტიკური ოპონენტებისა და მათთან დაახლოებული პირების
მიმოწერები და სატელეფონო საუბრები. აღნიშნული განპირობებული იყო „ნაციონალური
მოძრაობის“ შიშით, მათ ძალადობრივ რეჟიმსა და ხელისუფლებაში დიდხანს ყოფნის
ილუზიას საფრთხე არ შექმნოდა. ფოთის ყოფილმა მერმა დავით ქანთარიამ საგამოძიებო
კომისიის წინაშე განაცხადა, რომ, როდესაც 2007 წელს ოპოზიციაში წასულ საქართველოს
ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს 573 რეგიონული ორგანიზაციების
ჩამოყალიბებაში ეხმარებოდა, მის სატელეფონო საუბრებს უსმენდნენ და მას შემდეგ, რაც იგი
აბსურდული ბრალდებით დააკავეს, უკანონოდ მოპოვებული, ირაკლი ოქრუაშვილსა და სხვა
პირებთან მისი პირადი მიმოწერა და საუბრის შინაარსი მის მეუღლეს „წინ დაუდეს“. 574
პირადი
ცხოვრების
ხელყოფა
მასიურად
ხდებოდა
სასჯელაღსრულების
დაწესებულებებშიც. მიუხედავად იმისა, რომ პატიმარსა და ადვოკატს შორის
კონფიდენციალური კომუნიკაციის უფლება ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით არის
დაცული (პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება), 575 „ნაციონალური მოძრაობის“
მმართველობის დროს აღნიშნული უფლება სისტემატურად ირღვეოდა. მაგალითად,
თბილისის №7 დაწესებულების ე.წ. შეხვედრების ოთახი აღჭურვილი იყო ვიდეოკამერებით
და ხორციელდებოდა შეხვედრების როგორც ვიდეო, ისე აუდიომეთვალყურეობა. ჰიუმან
რაითს უოჩმა აღწერა ერთი შემთხვევა, როცა ადვოკატმა და მსჯავრდებულმა ერთმანეთთან
კონტაქტის დაცულობისთვის ფურცლებზე მიმოწერა დაიწყეს. ამ დროს, დაწესებულების
თანამშრომელი ოთახში შევიდა, ვინაიდან დისტანციურად უკვე შეუძლებელი იყო მათი
კომუნიკაციის
კონტროლი.
576
პატიმრებს
უსმენდნენ
სახალხო
დამცველის
წარმომადგენელთან შეხვედრის დროსაც. საგამოძიებო კომისიის წინაშე ყოფილმა პატიმარმა
ანზორ პარკაძემ განაცხადა, რომ გლდანის №8 დაწესებულებაში ყველა ერიდებოდა სახალხო
დამცველის წარმომადგენლისთვის ინფორმაციის მიწოდებას, რადგან პატიმრებს ჩუმად
უსმენდნენ და შემდეგ სასტიკად უსწორდებოდნენ. 577 ისმინებოდა და კონტროლდებოდა
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 27 ივლისის N1/215-20 განაჩენი; თბილისის სააპელაციო
სასამართლოს 2022 წლის 13 ოქტომბრის N1ბ/1400-20 განაჩენი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის
23 მარტის N1145აპ-22 განჩინება.
573 https://web.archive.org/web/20071016004635/http://www.civil.ge/geo/article.php?id=16172
574 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 15 მაისის N24 სხდომაზე დავით ქანთარიას ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და ვიდეოჩანაწერი.
575 მიშო საფრანგეთის წინააღმდეგ (Michaud c. France, 6/12/2012, §§ 118-119), https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001115055
576 ჰიუმან რაითს უოჩი (Human Rights Watch), პატიმართა უფლებების დარღვევა საქართველოში, 2006, ტომი 18, N8
(D), გვ. 56-57. https://www.hrw.org/reports/georgia0906ka.pdf
577 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 31 მარტის N8 სხდომაზე ანზორ პარკაძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი (ჩართვა №15 პენიტენტიცური დაწესებულებიდან).
572
182
პატიმართა სატელეფონო საუბრებიც. ყოფილმა მსჯავრდებულებმა – გიორგი ხოჭავამ და
ჯემალ ლეონიძემ საგამოძიებო კომისიის წინაშე გაიხსენეს ის შემთხვევები, როცა მათ
სატელეფონო საუბრებს სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან
კონკრეტული ქმედებები მოჰყვა, რამაც ისინი მათი საუბრის მიყურადებაში დაარწმუნა. 578
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა მიმოწერის კონფიდენციალურობაც
ირღვეოდა და საჩივრები/განცხადებები კონტროლდებოდა. სახალხო დამცველი არაერთ
ანგარიშში აღნიშნავდა, რომ მსჯავრდებულთა განცხადებები გახსნილ მდგომარეობაში
შედიოდა მის აპარატში. 579 დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან მიმოწერის კონტროლი
პატიმრებში
შიშს
იწვევდა
და
ისინი
ცდილობდნენ,
დაწესებულებებში
არსებული
მდგომარეობის თაობაზე განცხადებები არ დაეწერათ, რადგან შემდეგ მათ მიმართ მუქარა და
ფიზიკური ზეწოლა ხორციელდებოდა.
როგორც საგამოძიებო კომისიის მუშაობისას გამოვლინდა, „ნაციონალური მოძრაობა“
პირადი ცხოვრების ხელყოფას საკუთარი დანაშაულების გადასაფარადაც იყენებდა.
მაგალითად, მას შემდეგ, რაც 2008 წლის 17 აგვისტოს კონსტიტუციური უსაფრთხოების
დეპარტამენტის აფხაზეთის სამმართველოს უფროსმა, რომან შამათავამ ზემო სვანეთის
მცხოვრები და საზოგადოებრივად აქტიური პირი, დავით ცინდელიანი კატერით ღია ზღვაში
გაიყვანა, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და დანაშაულის კვალის მოსპობის მიზნით,
სიმძიმემობმული ცხედარი ზღვაში ჩააგდო, მოკლულის ოჯახის წევრებმა აქტიურად დაიწყეს
მისი ძებნა, სხვადასხვა უწყების, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტისადმი, მიმართვა.
საქმის გამორკვევის მოთხოვნით სვანეთში დაიწყო ხალხის აქტიური გამოსვლებიც. მუხტის
ჩასახშობად და ოჯახის წევრების დასაშოშმინებლად, „ნაციონალური მოძრაობის“
ხელისუფლების
ძალისხმევით,
სოციალურ
ქსელ
„ფეისბუქში“
(Facebook)
დავით
ცინდელიანის პირადი გვერდი გატეხეს, შეისწავლეს მისი მიმოწერა და გარდაცვლილისთვის
დამახასიათებელი ფრაზებით, იმავე სოციალური ქსელის მეშვეობით, ცინდელიანის ნაცნობ
ახალგაზრდა ქალს მისწერეს ტექსტი: „ჩემო ხათო, მადლობელი ვარ, რომ არ დამივიწყე. მე
კარგად ვარ. ამჟამად ერთ-ერთი ახლობლის კონსპირაციულ ბინაში ვცხოვრობ.
ჯანმრთელობის მხრივ, კარგად ვარ.“580 როცა მოკლულის ოჯახმა ამ წერილის შესახებ შეიტყო,
იმედი გაუჩნდა, რომ დავით ცინდელიანი ცოცხალი იყო, რაც ხელისუფლებამ კვალის
ასარევად და დროის გასაყვანად გამოიყენა. 581
გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობა“ მჭიდროდ თანამშრომლობდა მის მიერ
კონტროლირებულ მედია საშუალებებთან და მათ ფარულ ჩანაწერებს გადასცემდა
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 25 მარტის N4 და 13 მაისის N22 სხდომებზე ჯემალ ლეონიძისა და გიორგი
ხოჭავას ახსნა-განმარტებების სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
579 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2008 წლის მეორე ნახევარი, გვ. 55; საქართველოს სახალხო
დამცველის ანგარიში, 2009 წლის მეორე ნახევარი, გვ. 23-24.
580 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 19 ივნისის N39 სხდომაზე თამარ არღვლიანის ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და ვიდეოჩანაწერი.
581 დავით ცინდელიანის მკვლელობის საქმის გარემოებების შესახებ, იხ. წინამდებარე დასკვნის თავი „სახელმწიფო
წარმომადგენლების მიერ ჩადენილი მკვლელობები და ძალადობა“.
578
183
გასავრცელებლად. ამ თანამშრომლობის ერთ-ერთ პირველ მაგალითს ირაკლი ბათიაშვილის
საქმე წარმოადგენს. 582 2006 წლის 25 ივლისს, კოდორის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან
დაკავშირებით, 583 საქართველოს უშიშროების სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა,
საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ირაკლი ბათიაშვილმა ტელევიზია „იმედის“
ეთერში საჯაროდ განაცხადა, რომ თუ ემზარ კვიციანი მოღალატეა და გიგა ბოკერია პატრიოტი, ამ ქვეყნის საქმე დაღუპული არისო. ამის საპასუხოდ, და ირაკლი ბათიაშვილის
დაპატიმრებისადმი საზოგადოებრივი აზრის შესამზადებლად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ
ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ს 26 ივლისს გაავრცელებინა ირაკლი ბათიაშვილსა და ემზარ
კვიციანს შორის გამართული სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერი, სადაც ირაკლი
ბათიაშვილი ემზარ კვიციანს ეუბნება სიტყვებს: „გამაგრდი, გამაგრდი.“ ევროპულ
სასამართლოში ირაკლი ბათიაშვილის საქმის განხილვისას, „ნაციონალური მოძრაობის“
ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ ვერც ერთი სხვა სამხილი, გარდა ამ ჩანაწერისა, ვერ
წარმოადგინა. სწორედ ამ სიტყვებისთვის, ირაკლი ბათიაშვილს ბრალი დასდეს ამბოხში
ინტელექტუალური დახმარებისთვის და 2006 წლის 29 ივლისს დაპატიმრეს. 584
პირადი ცხოვრებით შანტაჟი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ სასურველი
ჩვენების მისაღებადაც გამოიყენებოდა. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მოწვეულმა
ფოტოგრაფმა, ირაკლი გედენიძემ და მისმა მეუღლემ, ნათია გედენიძემ დეტალურად აღწერეს,
როგორ აიძულებდნენ, მათ შორის, ნათია გედენიძის პირადული ხასიათის ფოტოსურათის
გავრცელების მუქარით, ეღიარებინათ ვითომ ჩადენილი დანაშაული. მოდულის შენობაში,
სასურველი ჩვენების მისაღებად, 2011 წლის 7-8 ივლისს ნათია გედენიძეზე ფსიქოლოგიური
ზეწოლა განხორციელდა – უსვამდნენ უხერხულ კითხვებს ფოტოგრაფი მეუღლის კამერის
წინაშე გადაღებული ფოტოსურათის შესახებ, ურჩევდნენ, რომ კარგად დაფიქრებულიყო,
რადგან იყო დედა და ამ ფოტოსურათის გავრცელების შემდეგ, არც შვილებს მოუნდებოდათ,
რომ ის მათი დედა ყოფილიყო. ეუბნებოდნენ, რომ სირცხვილით ვერც ის გაეკარებოდა
შვილებს. როგორც გამოირკვა, ნათია გედენიძის პირადული ხასიათის ფოტოსურათი ოჯახის
კომპიუტერიდან იყო მოპოვებული. 585 განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის
შედეგად, ნათია გედენიძე იძულებული გახდა, მიეცა ცრუ აღიარებითი ჩვენება, თითქოს ის
ჯაშუშური ქსელის მონაწილე იყო. 586 აღნიშნული მაგალითიც ნათლად მოწმობს, რომ
ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ (Batiashvili v. Georgia, no. 8284/07), https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001196374
583 იხ. წინამდებარე დასკვნის თავი „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო პროცესის
წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებები“.
584 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 28 მარტის N7 სხდომაზე ირაკლი ბათიაშვილის ახსნა-განმარტების
სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
585 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 30 აპრილის N19 სხდომაზე ნათია გედენიძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და ვიდეოჩანაწერი.
586 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის N1/834-17 განაჩენი; თბილისის სააპელაციო
სასამართლოს 2018 წლის 8 იანვრის N1/ბ-779-17 განაჩენი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 29
ივნისის N63აპ-18 განჩინება.
582
184
ხელისუფლება პირადი ცხოვრების ამსახველ ფოტო- და ვიდეომასალას ნებისმიერი წყაროდან
იღებდა და ადამიანებზე ზეწოლის განხორციელების იარაღად იყენებდა.
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ვასილ
ლელუაშვილის მითითებით, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2009 წელს შექმნეს
კომპიუტერული, ე.წ. ვირუსული პროგრამა, რომლითაც შესაძლებელი იყო ნებისმიერ
კომპიუტერულ სისტემაში შეღწევა, მათ შორის, კომპიუტერთან ახლოს გამართული
საუბრების უკანონო მიყურადება და ჩაწერა. აღნიშნულ პროგრამას მუდმივად უტარდებოდა
განახლება.
პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფამ, მათ შორის, ზემოხსენებული ვირუსული
პროგრამის გამოყენებით, გამორჩეულად მასშტაბური სახე მიიღო „ნაციონალური მოძრაობის“
მმართველობის ბოლო წლებში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2011 წელს ბიზნესმენმა და
ქველმოქმედმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური საქმიანობის შესახებ განცხადება გააკეთა
და მძლავრი ოპოზიციური პოლიტიკური კოალიცია ჩამოაყალიბა. ვასილ ლელუაშვილის
მითითებით, 2010 წლიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში განხორციელდა სხვადასხვა
პირის, მათ შორის, „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და წევრების კომპიუტერებში შეღწევა,
პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება და მიყურადება.
2012 წლის 27 სექტემბერს, ღამის საათებში, კონსტიტუციური უსაფრთხოების
დეპარტამენტის შენობაში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შოთა ხიზანიშვილმა და
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან ქარდავამ 587 ბიძინა
ივანიშვილის პირადი დაცვის ერთ-ერთ წევრზე განახორციელეს ზემოქმედება და პირადი
ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების მუქარით, დაიყოლიეს, ვიდეოკამერის
წინ წარმოეთქვა მათ მიერ წინასწარ შედგენილი ტექსტი – თითქოს ბიძინა ივანიშვილის
დავალებით, იგი ფარულად იწერდა პოლიტიკური ბლოკის – „ბიძინა ივანიშვილი – ქართული
ოცნების“ წევრების საუბრებს, სადაც ისინი უდიერად მოიხსენიებდნენ ბლოკში შემავალი
პარტიების წევრებს.
სინამდვილეში, ამგვარი ჩანაწერების მოპოვებას არაოფიციალურად შექმნილი
ვირუსული პროგრამის გამოყენებით, არასანქცირებულად, ფარულად ახორციელებდა შინაგან
საქმეთა სამინისტროში სპეციალურად შექმნილი ჯგუფი. დაცვის წევრის „აღიარების“
ვიდეოჩანაწერი საჭირო იყო პოლიტიკური ბლოკის დისკრედიტაციისთვის, ბლოკის წევრებს
შორის დაპირისპირების გამოსაწვევად და ხელისუფლების მიერ უკანონოდ მოპოვებული
ჩანაწერების „ავტორის“ გამოსაძებნად.
ამის შემდგომ, 2012 წლის 27, 28 და 29 სექტემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს
თანამშრომლებმა, ვირუსული პროგრამის გამოყენებით მოპოვებული ზემოხსენებული
ჩანაწერები, პირადი დაცვის ზემოხსენებული წევრის სახელით, საჯაროდ გაავრცელეს
ინტერნეტსაიტ „იუთუბის“ (Youtube) მეშვეობით. შესაბამის პროფილზე განთავსებული იყო 17
587
მოცემულ თანამდებობაზე დაინიშნა 2012 წლის ივლისში.
185
დასათაურებული ფაილი. აღნიშნულ საქმეზე, 2016 წელს, დამნაშავედ იქნენ ცნობილნი შოთა
ხიზანიშვილი, ლევან ქარდავა და ვასილ ლელუაშვილი. 588
პოლიტიკურ ოპონენტებთან ერთად, რეჟიმი ბინძური მეთოდებით ებრძოდა მათაც,
ვინც ოპოზიციურ პარტიებს ეხმარებოდნენ. სხვადასხვა გზით ცდილობდნენ მათი პატივი და
ღირსება შეელახათ და ცხოვრება დაენგრიათ. 2012 წელს, ჩუღურეთის რაიონში „ქართული
ოცნების“ მობილური ჯგუფის ხელმძღვანელს, არასრულწლოვანი შვილის სიცოცხლის
მოსპობის მუქარით, ნახევრად შიშველ მდგომარეობაში ფოტოს გადაღება მოსთხოვეს. იგი
თბილისში, ზესტაფონის ქუჩაზე, ვიდეოკამერებით აღჭურვილ ერთ-ერთ ბინაში თანხმლებ
პირთან ერთად მიიყვანეს, სადაც ნახევრად შიშველ მდგომარეობაში ფოტოები გადაუღეს და
შემდგომ იქვე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. მოცემულ ბინაში ასევე
მიმდინარეობდა ფარული ვიდეოგადაღება, რომლის კადრებიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ
დაკავების შემდგომ თავად გაავრცელა. 2012 წლის 12 აგვისტოს გლდანის №8 დაწესებულებაში
შესახლების შემდეგ, პატიმარს აიძულებდნენ, ეთქვა, რომ „ქართულ ოცნებაში“ უმეტესობა იყო
ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებული. უარის მიღების შემდეგ, „ნაციონალური
მოძრაობის“ რეჟიმმა ნახევრად შიშველ მდგომარეობაში გადაღებული მისი შეურაცხმყოფელი
ფოტო ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებზე გააკრა იმის საილუსტრაციოდ, რომ ასეთი
პირები წარმოადგენდნენ „ქართული ოცნების“ სახეებს. ამით ხელისუფლება ცდილობდა,
ამომრჩეველი დაერწმუნებინა, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს „ქართული ოცნებისთვის“ ხმა არ
მიეცა. 589
ევროპული სასამართლოს პრეცედენტის თანახმად, პირადი ცხოვრების უფლების
ყველაზე ინტიმური ასპექტია სქესობრივი ცხოვრება და მასში ჩარევა განსაკუთრებულად
მნიშვნელოვანი საფუძვლით უნდა განხორციელდეს (დადჯენი გაერთიანებული სამეფოს
წინააღმდეგ, § 52). 590 აღნიშნულის მიუხედავად, ხელისუფლების შენარჩუნების იდეით
შეპყრობილმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2012 წლის ზაფხულში მიზანში ამოიღო
პოლიტიკურად აქტიური ახალგაზრდა მამაკაცები და სახელმწიფო რესურსი აქტიურად
გამოიყენა მათი რეპუტაციის დამაზიანებელი ინფორმაციის მოსაპოვებლად. კერძოდ,
სამართალდამცავი სტრუქტურები იყენებდნენ ქალბატონებს, რომლებიც წინასწარ
იდენტიფიცირებულ
მამაკაცებთან
ამყარებდნენ
სხვადასხვა
სახის
კომუნიკაციას,
უახლოვდებოდნენ მათ და სთავაზობდნენ ოპერატიულ ბინაში მისვლას, რომელშიც პირადი
588 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის N1/1849-13 განაჩენი; თბილისის სააპელაციო
სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის N1ბ/939-16 განაჩენი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 30
ნოემბრის N344აპ-17 განჩინება.
589 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 6 ივნისის N34 სხდომაზე გიორგი გოგოხიას ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და ვიდეოჩანაწერი (გამოკითხვა კომისიის სამი წევრის მიერ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 67-ე
მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად).
590 დადჯენი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Dudgeon v. the United Kingdom, no. 7525/76, A45),
https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-57473
186
ცხოვრების
ამსახველი
კადრების
გადაღება
ფარულად
მიმდინარეობდა.
შემდგომ
ხელისუფლება ამ მასალას შანტაჟისთვის იყენებდა. 591
პირადი ცხოვრების ისეთ სფეროში ჩარევას, როგორიცაა ინტიმური სფერო, მასობრივი
ხასიათი
რომ
ჰქონდა,
არაერთი
სასამართლო
გადაწყვეტილებითაც
დასტურდება.
მაგალითად, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ
ვასილ ლელუაშვილმა დანაშაულებრივი დავალება მისცა დეპარტამენტის ერთ-ერთი
სამმართველოს უფროსს, გივი კაციტაძეს, მოეპოვებინა ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი
მამაკაცი წევრის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია. გივი კაციტაძემ, პირადი
ცხოვრების თაობაზე ინფორმაციის გამჟღავნების მუქარით, თანამშრომლობაზე დაიყოლია
სექსმუშაკი ა., რომელმაც უზრუნველყო სპეციალურად დაქირავებულ ბინაში
დაზარალებულის
მიყვანა.
გივი
კაციტაძისთვის
ცნობილი
იყო
დაზარალებულის
არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის თაობაზე და იმისთვის, რომ კომპრომატი
შემდგომში ღირსების შელახვის მიზნით გამოყენებულიყო, ა.-ს დაავალა, ამავე ბინაში
მიეყვანა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე მამაკაცი, ზ. დაქირავებული
ბინის სპეციალური ტექნიკით აღჭურვა ვასილ ლელუაშვილმა დაავალა ოპერატიულტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომლებს. ფარულად გადაღებული სქესობრივი აქტის
ამსახველი ვიდეოჩანაწერის მოპოვების შემდეგ, ვასილ ლელუაშვილის დავალებით, გივი
კაციტაძე იმავე ბინაში შეხვდა დაზარალებულს და უთხრა, რომ მისი ინტიმური ცხოვრების
ამსახველი
ვიდეოჩანაწერი
გააჩნდათ
ოპოზიციურად განწყობილ პირებზე
გასაჯაროვდებოდა.
ვიდეომასალის
და
თუ
მათთან
არ
ითანამშრომლებდა
და
ინფორმაციას არ მიაწვდიდა, ვიდეომასალა
გავრცელების
შიშით,
დაზარალებულმა
თანამშრომლობაზე თანხმობა განაცხადა და საბოლოოდ, მუქარის გამო, 2012 წლის ზაფხულში
საქართველო დატოვა.
გარდა აღნიშნულისა, ვასილ ლელუაშვილმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის
მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს უფროსმა ირაკლი ყიფშიძემ და
მისმა მოადგილემ, დიმიტრი თათრიშვილმა მიიღეს გადაწყვეტილება, 2012 წლის 5 მაისს,
დუშეთის რაიონში მდებარე ერთ-ერთი სასტუმრო კომპლექსის ნომრები ფარულად
აღეჭურვათ ვიდეო-აუდიომოწყობილობით. შესაბამისად, მათი ორგანიზებით, უკანონოდ
იქნა მოპოვებული ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი აუდიოდა ვიდეოჩანაწერი, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა სხვადასხვა პირისთვის, რამაც,
მოგვიანებით, მისი გავრცელება გამოიწვია. სასტუმრო კომპლექსის ნომრების ფარულად
აღჭურვას ორგანიზება გაუწია თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის
სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსმა ზურაბ პავლიაშვილმა.
2012
წლის
ივნისში,
ვასილ
ლელუაშვილის
მითითების
საფუძველზე,
ამავე
დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა რევაზ შიუკაშვილმა და
ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისის ერთ-ერთ ბინაში
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 18 ივნისის N38 სხდომაზე მიხეილ მესხის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
591
187
დაამონტაჟეს ვიდეო-აუდიომოწყობილობა და უკანონოდ მოიპოვეს ოპოზიციაში მყოფი
კიდევ
ერთი
პოლიტიკოსის
სქესობრივი
აღნიშნული ვიდეომასალა ხელმისაწვდომი
მოგვიანებით, მისი გავრცელება გამოიწვია.
ურთიერთობის
გახდა
ამსახველი
სხვადასხვა
ვიდეომასალა.
პირისთვის,
რამაც,
2017 წელს, მოცემულ საქმეებზე, ვასილ ლელუაშვილი, გივი კაციტაძე, დიმიტრი
თათრიშვილი, ირაკლი ყიფშიძე, რევაზ შიუკაშვილი და ზურაბ პავლიაშვილი ცნობილ იქნენ
დამნაშავეებად. 592
საგამოძიებო კომისიამ, ასევე, დაადგინა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის
მოპოვებით მხოლოდ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი არ იყო დაკავებული
და აღნიშნული უფლების ხელყოფა სხვა უწყებების მხრიდანაც ხდებოდა. ფაქტობრივად,
მთელი „სახელმწიფო მანქანა“ იყო
განურჩევლად
სქესისა,
ასაკისა,
მიმართული იმისკენ, რომ სხვადასხვა პირის,
პროფესიული
საქმიანობისა
თუ
პოლიტიკური
კუთვნილებისა, რეპუტაციის დამაზიანებელი მონაცემები შეგროვებულიყო და შანტაჟისთვის
გამოყენებულიყო. მაგალითად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული
შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა – თორნიკე გუნავამ,
ალექსანდრე კუჭუაშვილმა და მერაბ მეტრეველმა, 2012 წლის დასაწყისიდან 2012 წლის
სექტემბრამდე პერიოდში, ბოროტად გამოიყენეს რა სამსახურებრივი უფლებამოსილება,
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის
დეპარტამენტის უფროსის, მეგის ქარდავას 593 დავალებით, ფიზიკური ძალის გამოყენებით,
მუქარითა და პირადი ღირსების შეურაცხყოფით დაითანხმეს არატრადიციული სექსუალური
ორიენტაციის მქონე რამდენიმე მამაკაცი მათთან კონფიდენციალურ თანამშრომლობაზე,
რათა უკანონოდ მოეპოვებინათ მსგავსი სექსუალური ორიენტაციის მქონე სხვა მამაკაცების
სქესობრივი კავშირის ამსახველი რეპუტაციის დამაზიანებელი მონაცემები.
ამავე პერიოდში, თორნიკე გუნავამ, ალექსანდრე კუჭუაშვილმა და მერაბ მეტრეველმა,
მეგის ქარდავას მითითებით და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიულტექნიკური მთავარი სამმართველოს უფროსის, გაგა ბეღელაძის დავალებით, დაქირავებული
ბინები უკანონოდ აღჭურვეს შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით და განახორციელეს
კონფიდენტებსა და არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე სხვა მამაკაცებს
შორის დამყარებული სქესობრივი კავშირების ამსახველი გარემოებების უკანონო, ფარული
აუდიო-ვიდეოჩაწერა, რამაც ფიზიკური პირების უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი
ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 ივლისის N1/3602-16 განაჩენი; თბილისის საქალაქო
სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის N1/3594-16 განაჩენი; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20
ივლისის N1ბ/735-17 განაჩენი; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის N1ბ/125-18 განაჩენი;
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის N559აპ-18 განჩინება; საქართველოს უზენაესი
სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის N560აპ-18 განჩინება.
593 როგორც „მამა-შვილი ახალაიების კლანის“ ერთ-ერთი აქტიური წევრი, მოცემულ თანამდებობაზე დაინიშნა მას
შემდეგ, რაც ბაჩანა (ბაჩო) ახალაია გახდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
592
188
მოცემულ საქმეებზე, 2016-2018 წლებში, თორნიკე გუნავა, ალექსანდრე კუჭუაშვილი,
მერაბ მეტრეველი და გაგა ბეღელაძე ცნობილ იქნენ დამნაშავეებად. 594
„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ინტერესის ობიექტი მხოლოდ პოლიტიკური
ოპონენტების პირადი ცხოვრება არ იყო. პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების
გავრცელების შანტაჟის მსხვერპლები იყვნენ ჟურნალისტებიც. მაგალითად, 2009 წელს ერთერთი მამაკაცი ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული პირადი ცხოვრების ამსახველი
ფოტო- და ვიდეომასალის გავრცელებისა და ავადმყოფი მამისთვის გაგზავნის მუქარის გამო,
2018 წელს დამნაშავედ იქნა ცნობილი შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის
დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტრდაზვერვის მთავარი
სამმართველოს პირველი სამმართველოს უფროსი დავით დევნოზაშვილი. 595 ასევე, 2021 წლის
7 აგვისტოს, ცნობილმა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ თავის გადაცემაში მიწვეულ მიხეილ
სააკაშვილს უთხრა:
„იცით, მე თქვენზე ძალიან ნაწყენი ვიყავი მთელი ამ წლების განმავლობაში და ვარ ახლაც ძალიან
ნაწყენი. არსებობს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ტრაგიკული ამბავი, რომელმაც მთლიანად თავდაყირა
დააყენა ჩემი ფსიქიკაც, ჩემი მდგომარეობაც, ჩემი, არ ვიცი, ყველაფერი. ეს იყო, როდესაც მე აღმოვაჩინე,
რომ ჩემი პირადი ცხოვრების კადრები იყო გადაღებული თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ახლა
მე მინდა გკითხოთ, ბატონო მიშა, (...) რატომ მიღებდნენ თქვენი ხელისუფლების დროს ჩემს
საძინებელში?“
მიხეილ სააკაშვილმა პასუხს თავი აარიდა და განაცხადა, რომ სპეცსამსახურებს მისგან
კატეგორიული დავალება ჰქონდათ, რომ პირად ცხოვრებას არ შეხებოდნენ. თუმცა, იქვე
მოიყვანა მაგალითი, თუ როგორ დაიბარა ერთხელ შინაგან საქმეთა მინისტრი, ივანე (ვანო)
მერაბიშვილი და მას უცხო ქვეყნის დიპლომატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების
განადგურება მოსთხოვა. 596
საზოგადოებაში უკიდურესი მღელვარება გამოიწვია 2012 წლის 18 სექტემბერს
ტელეკომპანია
„მაესტროს“
საღამოს
ეთერში
(გადაცემა
„სუბიექტური
აზრი“),
გავრცელებულმა კადრებმა, რომელიც გლდანის №8 დაწესებულებაში იყო გადაღებული და
შემდგომ გამოსაქვეყნებლად გადაცემული ამავე დაწესებულების ყოფილი ოპერატიული
მორიგე ინსპექტორის, ვლადიმერ ბედუკაძის მიერ.597
კადრების გავრცელებით მხილებულ იქნა სისტემური დანაშაული – საქართველოს
სასჯელაღსრულების სისტემაში ადგილი ჰქონდა პატიმრების სისტემატურ ცემას, წამებას,
594 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 თებერვლის N1/371-16 განაჩენი; თბილისის საქალაქო
სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის N1/842-13 განაჩენი.
595 ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 სექტემბრის N1-1/ს-16 განაჩენი.
596 ინტერვიუ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ტვ პირველის გადაცემაში „რეაქცია“, 7 აგვისტო 2021 წ.,
https://www.youtube.com/watch?v=L-UBLkPjYro&t=250s
597 ტელეკომპანია „იმედის“ მიერ საგამოძიებო კომისიისთვის გადმოცემული ტელეკომპანია „მაესტროს“ საარქივო
მასალა; საზოგადოებრივის მაუწყებლის მიერ საგამოძიებო კომისიისთვის გადმოცემული საარქივო მასალა;
https://www.palitravideo.ge/video/21420-patimartha-cemis-akhal-umdzimes-kadrebs-qmaestroq-avrcelebs-18/
189
მათზე
სექსუალურ
ძალადობას,
პატიმრების
ღირსებისა
და
პატივის
შემლახველ
მდგომარეობაში ჩაყენებას, დამცირებასა და არაადამიანურ მოპყრობას. ზემოაღნიშნული
მეთოდები წარმოადგენდა სასჯელაღსრულების სისტემის მართვის საშუალებას. როგორც
გამოირკვა, გარდა იმისა, რომ თავისუფლებააღკვეთილი პირის მიმართ ხორციელდებოდა
წამება და არაადამიანური მოპყრობა, პატიმრების მორალურად ბოლომდე განადგურების
მიზნით, პროცესის გადაღებაც მიმდინარეობდა. ყოფილმა პატიმარმა გიორგი ხოჭავამ
საგამოძიებო კომისიის სხდომაზე აღნიშნა, რომ იღებდნენ მის წამებას როგორც დროებითი
მოთავსების იზოლატორში, ისე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. 598
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოცემული სკანდალის გადასაფარად და რეალობის
გასაყალბებლად შეიმუშავა გეგმა, რომლის ინიციატორიც იყო საქართველოს იუსტიციის
მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი.
კერძოდ, ზურაბ ადეიშვილმა ჯერ კიდევ 2012 წლის სექტემბრის დასაწყისში შეიტყო,
რომ არსებობდა გლდანის №8 დაწესებულებაში გადაღებული პატიმრების ცემისა და წამების
ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც შესაძლოა გამოქვეყნებულიყო ევროპის რომელიმე
ქვეყნის ტელევიზიით 2012 წლის 1 ოქტომბერს დანიშნული საქართველოს საპარლამენტო
არჩევნების წინ. ვინაიდან ხსენებული ვიდეომასალის გამოქვეყნება „ნაციონალური
მოძრაობისთვის“ დამაზიანებელი იქნებოდა, გადაწყდა, რომ ხელისუფლებას დაესწრო
მოვლენების განვითარებისათვის.
2012 წლის 17 სექტემბერს, ზურაბ ადეიშვილმა თავის კაბინეტში დაიბარა საქართველოს
სასჯელაღსრულების,
პრობაციისა
და
იურიდიული
დახმარების
სამინისტროს
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ჭაკუა და ისეთი ქმედებების
განხორციელება დაავალა, რაც, ვლადიმერ ბედუკაძის მიერ მოპოვებული კადრების საჯაროდ
გავრცელებამდე, საზოგადოებაში შექმნიდა აზრს, რომ პატიმრების წამება და წამების
ვიდეოგადაღება დაუკვეთა „ქართულმა ოცნებამ“ გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ და ეს
კადრები სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ რეალობას არ ასახავდა.
შესაბამისად, იუსტიციის მინისტრმა დავით ჭაკუას დაავალა, რომ გლდანის №8
დაწესებულების თანამშრომლებს განეხორციელებინათ ამავე დაწესებულების, წინასწარ
შერჩეული პატიმრების დამცირება, ცემა და წამება და ეს ქმედებები გადაეღოთ. გეგემის
მიხედვით, ამ ფაქტების ამსახველი ვიდეომასალა სატელევიზიო ეთერის საშუალებით
საზოგადოებისთვის უნდა მიეწოდებინა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც პატიმართა
ცემასა და წამებაში მონაწილე მოხელეებს პასუხისგებაში მისცემდა და განაცხადებდა, რომ
სახელმწიფომ დროულად გამოავლინა პატიმრებზე ძალადობის შემთხვევები, რომელიც
თითქოს იმავე ციხეში განთავსებულმა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, თამაზ
თამაზაშვილმა შეუკვეთა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ,
იმავე დღეს, დავით
ჭაკუამ გლდანის №8
დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსს დაავალა ფარული ვიდეოკამერით
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 13 მაისის N22 სხდომაზე გიორგი ხოჭავას ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
598
190
პატიმართა მიმართ ძალადობის გადაღება. არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილეობა უნდა
მიეღო ამავე დაწესებულების ორ კონკრეტულ თანამშრომელს (მეტსახელად - „ბასტი“ და
„ბუბუ“). აღსანიშნავია, რომ „ბასტიმ“ და „ბუბუმ“ არ იცოდნენ იმ მიზნის შესახებ, რისთვისაც
მათ იმ დღეს პატიმრებზე ძალადობა დაევალათ.
პარალელურად, საჯაროდ უნდა გავრცელებულიყო ცრუ ინფორმაცია, თითქოს
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, შეუკვეთეს ციხეში
პატიმრების წამება. ამისთვის, დავით ჭაკუამ, იძულებით, შანტაჟისა და მუქარის გზით, ერთერთი ყოფილი პატიმარი ცრუ ჩვენების მიცემაზე დაიყოლია – თითქოს მისთვის ცნობილი
იყო, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან წინასწარ გადახდილი 150 000 აშშ
დოლარის და შემდგომში საბოლოდ მისაღები 2 000 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ვლადიმერ
ბედუკაძე გეგმავდა ქართულ ციხეებში პატიმართა ცემისა და წამების ამსახველი
ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებას.
2012 წლის 18 სექტემბერს, დაახლოებით 05:00 საათზე, გლდანის №8 დაწესებულების
სამმა თანამშრომელმა, დავალებისამებრ, ერთ-ერთ საკანში გააშიშვლა პატიმრები, დააჩოქა და
მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც ფარულად აისახა ერთ-ერთი
თანამშრომლის მაისურზე დამაგრებული ვიდეოკამერით.
იმავე დილით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის
დეპარტამენტის მეშვეობით, საზოგადოებას მიაწოდეს ცრუ ინფორმაცია, რომ პატიმართა ცემა
და შეურაცხყოფა მოხდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების დაკვეთით, რაც იქნა
თითქოს
ხელისუფლების
მიერ
დროულად
გამოვლენილი.
უფრო
მეტი
დამაჯერებლობისათვის, დაკავებულ იქნა გლდანის №8 დაწესებულების რამდენიმე
თანამშრომელი. 599
პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების,
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სისხლის სამართლის საქმეზე
მტკიცებულების ფალსიფიკაციის ორგანიზების, მოწმეზე ზემოქმედებისა და დანაშაულის
პროვოკაციის ორგანიზების ფაქტებზე, 2021 წელს, დამნაშავეებად იქნენ ცნობილნი
იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის
ყოფილი თავმჯდომარე დავით ჭაკუა. 600
გარდა იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი თავისუფლებაღკვეთილ პირთა
წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას ფარულად ან ღიად იღებდა, მხოლოდ ამით არ
კმაყოფილდებოდა და, სასურველი შედეგის მისაღებად, ამ ვიდეოკადრებს სხვა პირთა
დასაშინებლადაც იყენებდა. ბიზნესმენმა ვალერი შოშიაშვილმა საგამოძიებო კომისიის წინაშე
განაცხადა, რომ 2012 წელს, პროკურატურის შენობაშi შეხვდა პროკურორ ბექა ბასილაიას,
რომელმაც მას სამსახურებრივ კომპიუტერში აჩვენა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
https://www.youtube.com/watch?v=ucZC-1tzDhA
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 6 ივლისის N1/2167-13 განაჩენი; თბილისის სააპელაციო
სასამართლოს 2022 წლის 4 ოქტომბრის N1ბ/1363-21 განაჩენი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 27
თებერვლის N1142აპ-22 განჩინება, იხ.: https://www.youtube.com/watch?v=2afQs7_Mwu4
599
600
191
გადაღებული
არაადამიანური
მოპყრობის
კადრები
და
უთხრა,
რომ
მითითებების
შეუსრულებლობის შემთხვევაში, ისიც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდებოდა. ამასთან,
პროკურორს კაბინეტში კედლებზე გამოკრული ჰქონდა დიდი ფორმატით დაბეჭდილი
ვალერი შოშიაშვილის ოჯახის წევრების ფოტოსურათები, მათ შორის, ისეთიც, რომელიც
ოჯახის მიერ არ ყოფილა სოციალურ ქსელში გავრცელებული ან სხვაგვარად საჯაროდ
ხელმისაწვდომი. ეს ფოტო გადაღებული იყო დუბაიში და მასზე ბიზნესმენი და მისი მეუღლე
იყვნენ გამოსახულნი. პროკურორის კაბინეტში გამოკრული ფოტოსურათები ბიზნესმენზე
ზეწოლის განხორციელების კიდევ ერთი ხერხი იყო. როგორც ბიზნესმენმა საგამოძიებო
კომისიას მოახსენა, მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი
პროკურორ ბექა ბასილაიასთან მის შეხვედრას დისტანციურად ფარულად უსმენდა და
საუბრის წარმართვის პროცესს აკონტროლებდა. 601
2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდგომ, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და
სხვადასხვა სამალავში აღმოჩენილმა, უკანონოდ მოპოვებულმა მასალამ, რომელიც პირადი
ცხოვრების ამსახველ კადრებს შეიცავდა, საზოგადოებაში დიდი აღშფოთება და ვნებათღელვა
გამოიწვია. საბოლოოდ დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი პირადი
ცხოვრების ამსახველ მასალებს უკანონოდ მოიპოვებდა, ინახავდა და ადამიანებზე
ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელების იარაღად იყენებდა, ხოლო მიყურადება,
თვალთვალი და ფარულად ფოტო- და აუდიოვიდეო გადაღება ჩვეული პრაქტიკა იყო.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 აგვისტოს N206 დადგენილებით 602 შეიქმნა
უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისია,
რომლის მიზანსაც წარმოადგენდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღმოჩენილი უკანონო
მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების შედეგად მოპოვებული მასალის (სულ 745
ინფორმაციის
ელექტრონული
მატარებელი)
შესწავლა,
ანალიზი
და
შესაბამისი
გადაწყვეტილების მიღება. კომისიას ხელმძღვანელობდა საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრი და მის შემადგენლობაში შედიოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი,
საქართველოს მთავარი პროკურორი, საქართველოს სახალხო დამცველი, პერსონალურ
მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
კონსულტაციის მიზნით, კომისიამ მოიწვია ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი
სამართლებრივ და კონსტიტუციურ საკითხებსა და ადამიანის უფლებებში, თომას
ჰამარბერგი, რომლის მოსაზრებები და წინადადებები შემდგომში საფუძვლად დაედო
კომისიის სამოქმედო გეგმის განსაზღვრასა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას. 603
დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად კომისიამ შექმნა სამუშაო
ჯგუფი, რომელსაც დაევალა ზემოაღნიშნული მასალის სისტემატიზაცია და ანალიზი.
სამუშაოები 2 ეტაპად ჩატარდა.
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 6 ივნისის N34 სხდომაზე ვალერი შოშიაშვილის ახსნა-განმარტების
სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
602 https://www.gov.ge/files/276_37974_104398_206150813.pdf
603 https://transparency.ge/post/general-announcement/piradi-tskhovrebis-amsakhvel-parul-chanatserebtan-dakavshirebit
601
192
პირველ ეტაპზე სამუშაო ჯგუფმა განახორციელა იმ ელექტრონული მატარებლების
იდენტიფიცირება, რომლებიც შეიცავდნენ პირადი ცხოვრების ხელყოფის ყველაზე მძიმე
შემთხვევებს – სექსუალური ცხოვრების ამსახველ კადრებს. 2013 წლის 3 სექტემბერს, შინაგან
საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის შენობაში (შემდგომ
- მოდულის შენობა), სამუშაო ჯგუფის წევრების თანდასწრებით, გაიხსნა დალუქული
კონტეინერი, რომელშიც განთავსებული იყო უკანონო ფარული ჩანაწერები – 108 ცალი სიდი
(CD) დისკი და 2 ცალი ფლოპი (Floppy) დისკი, ჯამში 141 ფაილი (181 საათი). სამუშაო ჯგუფის
წევრებმა – საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა, პერსონალურ მონაცემთა
დაცვის ინსპექტორმა, თამარ ქალდანმა და არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა,
კახი კახიშვილმა, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, შეარჩიეს რამდენიმე სიდი (CD) დისკი,
რომლებსაც გაეცნენ სწრაფი გადახვევის რეჟიმში, იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით.
ინფორმაციის ელექტრონული მატარებლების გაცნობის შემდეგ, აღნიშნული 110 დისკი
მოთავსდა კონტეინერში და დაილუქა.
კომისიის გადაწყვეტილებით, მოცემული ელექტრონული მატარებლები განადგურდა
2013 წლის 5 სექტემბერს საჯაროდ, რაც გადაიცა სხვადასხვა ტელეარხის ეთერში. 604
სამუშაო ჯგუფის საქმიანობის მეორე ეტაპი დაეთმო დარჩენილი 635 ინფორმაციის
ელექტრონული მატარებლის სისტემატიზაციას და ანალიზს. მასალის შინაარსის შესწავლის,
მისი საგამოძიებო თუ ოპერატიული ღირებულების განსაზღვრის და დახარისხების მიზნით,
კომისიამ
მოიწვია
მაღალი
კვალიფიკაციისა
და
სათანადო
გამოცდილების
მქონე
სპეციალისტები, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს მასალის სისტემატიზაციის
პროცესში.
მეორე ეტაპზე დამუშავებული უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების
ინფორმაციის ელექტრონული მატარებლების მოცულობა შეადგენდა 258 330 მბ-ს, ხოლო
ხანგრძლივობა – 94 740 წუთს. ფაილების საერთო რაოდენობამ შეადგინა 28 687 ერთეული.
მასალის დახარისხების შედეგად დადგინდა, რომ მასში ასახული მონაცემების მოპოვება
ხორციელდებოდა სხვადასხვა გზით: აგენტების ჩანერგვით, კომპიუტერებში სათანადო
ვირუსების ჩატვირთვით და თვალთვალისა და მიყურადების სხვა ტექნიკური მეთოდებით.
ასევე გამოირკვა, რომ უკანონო თვალთვალი და მიყურადება ხორციელდებოდა სხვადასხვა
ადგილსა და გარემოებაში, მათ შორის: პოლიტიკური პარტიების ოფისებში, სახელმწიფო
დაწესებულებებში, სასტუმროების ოთახებში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში,
ტრანსპორტში,
საჯარო
თავშეყრის
ადგილებში,
საცხოვრებელ
სახლებში,
გასართობ
ადგილებში და ა.შ.
სისტემატიზაციის პროცესის შედეგად გამოვლინდა, რომ ინფორმაციის ელექტრონულ
მატარებლებზე განთავსებული აუდიო/ვიდეო და ფოტომასალა შეეხებოდა საზოგადოების
თითქმის ყველა სეგმენტს: ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, წევრებს,
აქტივისტებს; განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე საზოგადოების ცნობილ
604
საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საგამოძიებო კომისიისთვის გადმოცემული საარქივო მასალა.
193
წარმომადგენლებს; საპატიმრო დაწესებულებებში მოთავსებულ პირებს; კულტურის სფეროს
წარმომადგენლებს;
სხვადასხვა
სახელმწიფო
ორგანიზაციის
თანამშრომლებს/საჯარო
მოხელეებს; სხვადასხვა სახის გასართობი დაწესებულების მომხმარებლებს; ტრანსპორტის
სფეროს წარმომადგენლებს და სხვ. უკანონო ფარული თვალთვალი, მიყურადება და
ჩაწერა/გადაღება კი ხორციელდებოდა ყველგან, მათ შორის, ოფისებსა და საცხოვრებელ
სახლებში.
ამასთანავე, დადასტურდა, რომ მონაცემების მასიურად უკანონო მოპოვება არ ხდებოდა
ერთი რომელიმე მიზნისთვის. ისინი მოპოვებული იყო „ნაციონალური მოძრაობის“
მმართველობის სხვადასხვა მონაკვეთში და ზოგად მიზნად ისახავდა განსხვავებული აზრის
მქონე ადამიანების გეგმების, მიზნების, პოლიტიკური კავშირების იდენტიფიცირებასა და
კონტროლს, აგრეთვე, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა რეპუტაციის
დამაზიანებელი მასალების შეგროვებას. ფარული მიყურადებისა და თვალთვალის პროცესი
ატარებდა ფართომასშტაბიან ხასიათს და წარმოადგენდა სახელმწიფო ხელისუფლების
ორგანოების მიერ ადამიანის პირად ცხოვრებაში უკანონოდ ჩარევის კლასიკურ მაგალითს.
ყოველივე აღნიშნული ნათლად მიანიშნებს კარგად ორგანიზებული და სახელისუფლებო
დონეზე ინსტიტუციონალიზებული სისტემური დანაშაულის ნიშნების არსებობაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აღმოჩენილი ზემოხსენებული მასალის ანალიზისა და
შესაბამისი დასკვნების საფუძველზე, მეორე ეტაპზე განხორციელებული სამუშაოს შედეგად,
უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითმა
კომისიამ მიიღო შემდეგი სახის გადაწყვეტილებები:
1. განადგურებას დაექვემდებარა უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების
მასალა, რომელიც: შეიცავდა ინტიმური ცხოვრების ამსახველ სცენებს; იყო დაზიანებული; ან
შეეხებოდა არაიდენტიფიცირებად პირებს – სულ 45 ინფორმაციის ელექტრონული
მატარებელი;
2. საქართველოს მთავარ პროკურატურაში, გამოძიების მიზნით, გადაიგზავნა დანარჩენი
მასალა – სულ 590 ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი.
კომისიამ თავისი საქმიანობის საბოლოო ანგარიში 2014 წლის 31 იანვარს გამოაქვეყნა. 605
მოცემული მასშტაბისა და რაოდენობის მასალის არსებობით დადასტურდა პირადი
ცხოვრების შელახვის დანაშაულებრივი პრაქტიკა, რის შესახებაც, „ნაციონალური მოძრაობის“
მმართველობის წლებში, ხშირად აღინიშნებოდა პირად საუბრებში, თუმცა, შიშის გამო,
ვერავინ ბედავდა საჯაროდ საუბარს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, 2013 წლის 15 ივნისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ
ნარაზენის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტალოდეტექტორით აღმოჩენილ იქნა მიწაში
ჩამარხული, დახუფული, დიდი რვა კასრი. 606 კასრების გახსნისა და დათვალიერების
შედეგად, გარდა დიდი ოდენობით სხვადასხვა სახეობის ცეცხლსასროლი იარაღის,
საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და ნარკოტიკული საშუალებებისა,
605
606
https://www.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=459
https://www.palitravideo.ge/video/32444-ra-ipova-shss-m-samegreloshi-mdebare-mitsisqvesha-samalavebshi/
194
აღმოჩნდა მინივიდეოკასეტები. ვიდეოკასეტების სათანადო წესით დათვალიერების შედეგად
გაირკვა, რომ ორ მინივიდეოკასეტაზე ასახული იყო ორი მამაკაცის წამებისა და სექსუალური
ძალადობის ამსახველი ფაქტები.
დადგინდა, რომ 2011 წლის 29 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო
სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ მეგის ქარდავამ, ამავე
სამმართველოს თანამშრომლებმა – კოხტა კოდუამ, დავით ჩაგინავამ, პაატა ქირიამ, გიორგი
ბულიამ და სხვა პირებმა, ასევე, თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების
გაერთიანებული შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის მე-3 სამმართველოს უფროსმა
კობა თოდუამ თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს გალის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ
მამაკაცს, რომელიც მიიყვანეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის ტყეში
მოწყობილ, სამხედრო დანიშნულების მიწურში. უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი
პირისგან მეგის ქარდავა, კობა თოდუა, დავით ჩაგინავა და კოხტა კოდუა მოითხოვდნენ,
ეღიარებინა ტერორისტული აქტების ჩადენაში მონაწილეობა. მას შემდეგ, რაც აღიარებაზე
უარი მიიღეს, მეგის ქარდავამ, კობა თოდუამ, დავით ჩაგინავამ და კოხტა კოდუამ ჯგუფურად,
წამების გზით საჭირო აღიარების მისაღებად, დაუწყეს სიტყვიერი და ფიზიკური
შეურაცხყოფის მიყენება, კერძოდ: მეგის ქარდავა ელექტროშოკით აწამებდა, დავით ჩაგინავამ
ფიცარი ჩაარტყა, კოხტა კოდუამ პლასტმასის ბოთლი მიადო უკანა ტანზე და ემუქრებოდა
გაუპატიურებით, ხოლო კობა თოდუა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. გარდა
აღნიშნულისა, მათთვის სასურველი აღიარების მისაღებად, მეგის ქარდავასა და კოხტა
კოდუას დავალებით, დავით ჩაგინავამ ზუგდიდში მდებარე აფთიაქში შეიძინა სექსუალური
პოტენციის ასამაღლებელი წამალი, დაალევინა ზუგდიდში მცხოვრებ თ.უ.-ს, რომელიც
ყავარჯნებით გადაადგილდებოდა და მიიყვანა ზემოხსენებულ მიწურში. მეგის ქარდავას და
კოხტა კოდუას დავალებით, თ.უ.-მ მაგიდაზე დაბმულ შიშველ თავისუფლებააღკვეთილ
პირთან უკანა ტანში და პირის ღრუში გაუკუღმართებული ფორმით დაამყარა სქესობრივი
კონტაქტი. პროცესს კოხტა კოდუა და დავით ჩაგინავა მონაცვლეობით იღებდნენ
ვიდეოკამერით. აღნიშნულის შემდეგ, მეგის ქარდავამ პაატა ქირიას, გიორგი ბულიას და იქ
მყოფ სხვა პირებს, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე, დაავალა,
ედარაჯათ
უკანონოდ
თავისუფლებააღკვეთილი
პირისთვის
და
თავისუფალი
გადაადგილების საშუალება არ მიეცათ, რაც მათ შეასრულეს.
გარდა
აღნიშნულისა,
მსგავსი
დანაშაულებრივი
ქმედებები
განახორციელეს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მცხოვრები ერთი პირის მიმართაც, რომელსაც 2011 წლის 2
აგვისტოს, სოფელ ოტობაიაში გადაადგილებისას, მეგის ქარდავამ, კოხტა კოდუამ, დავით
ჩაგინავამ, გიორგი ბულიამ, გურამ ჭითანავამ და კობა თოდუამ თავისუფლება უკანონოდ
აღუკვეთეს. ისიც მიიყვანეს იმავე მიწურში. მეგის ქარდავამ, კოხტა კოდუამ, დავით ჩაგინავამ
და კობა თოდუამ, საჭირო აღიარების მისაღებად, ხელფეხშეკრულ თავისუფლებააღკვეთილს,
ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, მათ შორის, მეგის ქარდავა ელექტროშოკით
აწამებდა, კოხტა კოდუა ცემდა, პლასტმასის ბოთლს ადებდა უკანა ტანზე და გაუპატიურებით
ემუქრებოდა. მისგანაც მოითხოვდნენ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის შესახებ
აღიარებას. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, მეგის ქარდავამ, კობა თოდუამ და კოხტა
195
კოდუამ დატოვეს ტერიტორია, ხოლო გიორგი ბულიას, გურამ ჭითანავას, დავით ჩაგინავას
და იქ მყოფ სხვა პირებს დაევალათ, სამი დღის განმავლობაში, მონაცვლეობით, უკანონოდ
თავისუფლებააღკვეთილი პირისთვის ედარაჯათ და არ მიეცათ მისთვის გადაადგილების
საშუალება. მეორე დღეს, აღნიშნულ ადგილზე კვლავ მივიდნენ მეგის ქარდავა და კოხტა
კოდუა, რომლებმაც დაკავებულ პირს დანაშაულის აღიარების მიზნით ისევ დაუწყეს ცემა და
წამება. მესამე დღეს იგი გადაიყვანეს სოფელ ოდიშთან არსებულ კოტეჯში და მიაბეს კოტეჯის
ეზოში არსებულ მაგიდაზე, რა დროსაც თ.უ.-მ მასთანაც იძულებით დაამყარა სქესობრივი
კონტაქტი.
აღნიშნულ ჩანაწერებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში,
რომელიც „კასრების საქმითაა“ ცნობილი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის
შემდეგ, დამნაშავედ იქნა ცნობილი 11 პირი. 607
მოცემული საქმის გამოძიების პროცესში, 2013 წლის 21 ივნისს, ზუგდიდის
მუნიციპალიტეტში აღმოჩენილ იქნა კიდევ ოთხი დიდი ზომის კასრი, რომლებშიც
მოთავსებული იყო სიდი/დივიდი (CD/DVD) დისკები, სხავადასხვა სახის ნივთები და
დოკუმენტაცია. ამოღებული დისკებისა და დოკუმენტაცის შესწავლის მიზნით, შინაგან
საქმეთა მინისტრის ბრძანებით, შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც დაათვალიერა
მასალა და სათანადო წესით დალუქა.
დისკების დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ ამოღებულ 401 დისკზე (CD/DVD)
სხვადასხვა თემატიკის ინფორმაცია იყო ჩაწერილი, მათ შორის, 3 დისკზე განთავსებული იყო
ძალადობის ამსახველი მასალა, 31 დისკზე - სხვადასხვა პირთა ინტიმური ურთიერთობები,
35 დისკზე - სხვადასხვა ტელეფონის ნომრების დეტალური ამონაწერები, 55 დისკზე –
სხვადასხვა
პირთა,
მათ
შორის,
პოლიტიკური
თანამდებობის
პირთა
ფარული
აუდიოჩანაწერები, 14 დისკზე - სასჯელაღსრულების დაწესებულებებში „კრიმინალური
ავტორიტეტების“ საუბრების ფარული აუდიოჩანაწერები და ა.შ. გარდა აღნიშნულისა,
კასრებში მოთავსებულ ათობით დისკზე ჩაწერილი იყო ყოფილი და მოქმედი პოლიტიკური
თანამდებობის პირების შესახებ დამუშავებული ინფორმაციები, ე.წ. დადგენები.
ბიზნესმენმა თამაზ წულაიამ საგამოძიებო კომისიას მიაწოდა ინფორმაცია, რომ მისთვის
უკანონოდ ჩამორთმეულ, ზუგდიდში მდებარე უნივერმაღ „ენგურის“ მესამე სართულზე
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გახსნა პოლიციელთა ვითომ გამაჯანსაღებელი სპორტული
ცენტრი, რომელიც ძალადობის კერა იყო. უკანა ასასვლელიდან ღამის 9-10 საათის შემდეგ
აიყვანდნენ ხელბორკილებიან ადამიანებს, რომლებსაც სცემდნენ, აუპატიურებდნენ და
პროცესს იღებდნენ. მისი თქმით, სწორედ იმ შენობაში იყო გადაღებული კასრებში
აღმოჩენილი ზოგიერთი ჩანაწერი. 608
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 მარტის N1/4062-13 განაჩენი; თბილისის სააპელაციო
სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის N1ბ/320-14 განაჩენი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 31
ივლისის N58აპ-18 განაჩენი.
608 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 15 მაისის N24 სხდომაზე თამაზ წულაიას ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
607
196
პირადი ცხოვრების ფარული ჩანაწერები რომ იქმნებოდა „ნაციონალური მოძრაობის“
მმართველობის დროს, 2021 წლის მარტში მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში მიხეილ
სააკაშვილმაც აღიარა. თუმცა, მისი თქმით, ჩანაწერებს მის დროს არავინ ავრცელებდა და ეს
„მანქანა მოიქოქა“ 2012 წლის შემდეგ. 609 2021 წლის აგვისტოში მიცემულ მორიგ ინტერვიუში,
მიხეილ სააკაშვილი უარყოფს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების უკანონოდ
განხორციელება „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში სახელმწიფო
პრაქტიკა იყო და გამოთქვამს ვარაუდს, რომ „ვინმე ამას აკეთებდა, ალბათ, და ის ხალხი არის
დასასჯელი.“ 610 გადაბრალების მიზნით გაკეთებული მსგავსი განცხადებები პოლიტიკურ
უტიფრობად უნდა ჩაითვალოს იმის ფონზე, რომ „ვარდების რევოლუციად“ წოდებული
სახელმწიფო გადატრიალების ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი
თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე 2018 წელს საჯაროდ აცხადებდა, რომ ჯერ კიდევ
ხელისუფლებაში ყოფნისას იცოდა, რომ მას უკანონოდ უსმენდნენ. ნინო ბურჯანაძეს გაიხსენა
ისიც, რომ თავის ვაჟთან პირად სატელეფონო საუბარში გამოყენებული ფრაზა საქართველოს
პრეზიდენტმა,
მიხეილ
სააკაშვილმა, მასთან ერთხელ
კამათის დროს არგუმენტად
გამოიყენა.611
უნდა აღინიშნოს, რომ წინამდებარე თავში მოხსენიებულ არაერთ პირს, რომელთაც
ადამიანის ღირსების შემლახველი დანაშაულები ჩაიდინეს, საქართველოს პრეზიდენტმა,
მიხეილ სააკაშვილმა სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდო გადასცა; კერძოდ,
2008
წელს
შინაგან
უსაფრთხოების
უფროსის
საქმეთა
დეპარტამენტის
მოადგილე,
ლევან
სამინისტროს
კონსტიტუციური
მეორე
მთავარი
ქარდავა,
დააჯილდოვა
სამმართველოს
ვახტანგ
გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით, ხოლო 2010 წელს - ვახტანგ
გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით;
2009 წელს ღირსების ორდენით დააჯილდოვა სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის უფროსი დავით ჭაკუა;
2010
წელს
დააჯილდოვა
ვახტანგ
გორგასლის
სამეგრელო-ზემო
მეორე
ხარისხის
ორდენით
სვანეთის
სამხარეო
მთავარი
სამმართველოს უფროსის მოადგილე, მეგის ქარდავა;
2010
წელს
სამეგრელო-ზემო
სვანეთის
სამხარეო
მთავარი
სამმართველოს გამომძიებელს, კოხტა კოდუას, ვახტანგ გორგასლის
პირველი ხარისხის ორდენი გადასცა;
2010 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის
სამხარეო მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს
https://1tv.ge/news/mikheil-saakashvili-faruli-chanawerebi-ra-tqma-unda-ketdeboda-romeli-qveynis-khelisuflebis-drosar-ketdeba/
610 https://www.youtube.com/watch?v=L-UBLkPjYro&t=250s
611 ჟურნალისტ მარიამ ოშხნელის მიერ 2018 წელს შექმნილი სატელევიზიო სიუჟეტი, ტელეკომპანია „იმედის“ მიერ
საგამოძიებო კომისიისთვის გადმოცემული საარქივო მასალა.
609
197
დეტექტივის
თანაშემწე-გამომძიებელი,
პაატა
ქირია
ვახტანგ
გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა;
2012 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული
შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის III სამმართველოს
უფროსი კობა თოდუა შეამკო მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.
კორუფცია, ბიზნესის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებები და საკუთრების
უფლების ხელყოფის უხეში ფაქტები
შესავალი
საკუთრების უფლება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით
აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის
გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. 612 მიუხედავად მაღალი
კონსტიტუციური მნიშვნელობისა, საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის და
მასში ჩარევა შესაძლებელია უფლების შეზღუდვის ან საკუთრების ჩამორთმევის გზით.
თუმცა,
კონსტიტუციის
მე-19
მუხლის
მესამე
პუნქტის
თანახმად,
აუცილებელი
საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით
პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან
ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და
სამართლიანი ანაზღაურებით. იდენტურ პრინციპებს ითვალისწინებს ევროპული კონვენციის
პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში
ძალაში 2002 წლის 7 ივნისს შევიდა. 613
შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციით, ევროპული კონვენციით, ასევე,
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“
საქართველოს
კანონითა
614
და
„საზოგადოებრივი
საჭიროებისათვის
გადაუდებელი
აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონით 615 დადგენილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც დასაშვებია
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე
„საქართველოს მოქალაქეები - დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს
პარლამენტის წინააღმდეგ“, https://www.constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=291
613 https://www.coe.int/en/web/conventions/by-subject-matters?module=signatures-by-treaty&treatynum=009
614 https://matsne.gov.ge/document/view/16480?publication=7
615 https://matsne.gov.ge/document/view/28354?publication=3
612
198
საკუთრების
ჩამორთმევა
სათანადო
ანაზღაურებით
და
კანონმდებლობით
გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.
„ვარდების რევოლუციად“ წოდებული სახელმწიფო გადატრიალებიდან ერთ თვეში,
2003 წლის 26 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრისას განაცხადა –
„ბიზნესის ე.წ. კრიშა სახელმწიფო უნდა გახდეს. პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაში,
პირადად პრეზიდენტი იქნება ბიზნესმენების დამცველი“. 616
მიხეილ სააკაშვილის ეს განცხადება, ისევე, როგორც არაერთი მისი დაპირება და
განცხადება ყალბი აღმოჩნდა: კორუფცია 617 და ბიზნესის რეკეტი 618 „ნაციონალური
მოძრაობის“ მმართველობის განუყოფელი პროცესი გახდა. ბიზნესისა თუ სხვა კერძო
მესაკუთრეებისთვის ქონების ჩამორთმევა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე,
ზეწოლის, იძულების, დაპატიმრების, ოჯახის წევრის მძევლად აყვანის ან სხვა უკანონო
ქმედებების შედეგად ხორციელდებოდა. ხშირ შემთხვევაში, საკუთრების უფლების ხელყოფა
პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრების პირადი ინტერესებისა და
კეთილდღეობისთვის ხდებოდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ზემოაღნიშნული ქმედებები მთელი მისი მმართველობის
პერიოდში ხორციელდებოდა, მათში მონაწილეობდნენ როგორც მიხეილ სააკაშვილი და
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური თანამდებობის პირები, ასევე, სახელმწიფო
სტრუქტურები და მათი წარმომადგენლები, და ყოველივე ეს შეეხო საქართველოს ყველა
რეგიონსა და საზოგადოების ყველა ჯგუფს.
2004-2012 წლებში ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა სახელმწიფოს ან/და
ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულს სულ ცოტა 2 741 უძრავი ქონება
უსასყიდლოდ დაუთმეს (მათ შორის, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ასევე,
საკუთრების უფლების მიტოვების გზით). ასევე, ამავე პერიოდში, 45 მეწარმე სუბიექტში სულ
ცოტა 47 ფიზიკური პირისა და 35 იურიდიული პირის კუთვნილი წილის მესაკუთრედ
სახელმწიფო დარეგისტრირდა. 619
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, გაბატონებული შიშისა და
ზეწოლის გამო, დაზარალებულ მესაკუთრეთა უმეტესობა დარღვევაზე საჯაროდ საუბრისგან
თავს იკავებდა. შესაბამისად, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების იმ
https://civil.ge/ka/archives/131268
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ დამკვიდრებული თანამედროვე განსაზღვრების თანახმად:
ძალაუფლების ბოროტად გამოყენება პირადი გამორჩენის მიზნით; https://www.transparency.org/en/what-iscorruption
618 მიზანმიმართული უკანონო ქმედებების ერთობლიობა, რომელთა მიზანიც კომერციული სარგებლის მიღებაა და
რომლებიც, ზოგჯერ, კანონიერების საფარქვეშაც გვევლინება. რეკეტი პირთა მიერ კოორდინირებულ და
განმეორებით მოქმედებებს გულისხმობს და შესაძლოა, მოიცავდეს ისეთ დანაშაულებს, როგორიცაა, გაყალბება,
გამოძალვა, მექრთამეობა, მუქარა, ძალადობა, გატაცება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, აზარტულ თამაშში
ჩაბმა, და სხვ. https://www.lawschool.cornell.edu/;https://kornerlaw.com/federal-crimes/federal-racketeering/
619 2004-2012 წლებში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მონაცემთა ელექტრონული ბაზები არ იყო
სრულყოფილი, შესაბამისად, მოცემული რიცხვები, შესაძლოა, ბოლომდე არ ასახავდეს საკუთრების უფლების
შელახვის მასშტაბს; საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 24 ივნისის N6760 წერილი.
616
617
199
პერიოდის ანგარიშები არ გამოირჩეოდა კორუფციისა და ბიზნესზე ზეწოლის მაგალითების
სიუხვით. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი, ასობით ბიზნესმენმა და
მესაკუთრემ მიმართა შესაბამის უწყებებს წართმეული ქონების დაბრუნების მოთხოვნით.620
პროკურატურაში 2015 წელს შეიქმნა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი
დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი, 621 რომლის უფლებამოსილებად 2012 წლამდე
ჩადენილი წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის, ასევე, იძულებით
ქონების ჩამორთმევის ფაქტების შესწავლა და გამოძიება განისაზღვრა. დეპარტამენტის
მუშაობის შედეგად, დღემდე დაზარალებულად ცნობილია 488 მესაკუთრე, რომელთაგან 335
პირს, პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს
ეკონომიკის სამინისტროს მიერ უკვე დაუბრუნდა, დაახლოებით, 67 000 000 ლარის
ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება, მათ შორის: 176 მიწის ნაკვეთი, 8 საცხოვრებელი
ბინა, აგარაკები, საოფისე და კომერციული ფართები, სს „ენგურის სამედიცინო კომპლექსი“,
„აკურის“ ღვინის ქარხანა, გორში მდებარე სასტუმრო და საცურაო კომპლექსი, შოვის
პანსიონატის ტერიტორია, 2 თვითმფრინავი და 13 შვეულმფრენი, 622 88 ავტომანქანა, ოქროს
სხვადასხვა ნაკეთობები, ნიკო ფიროსმანის ორი ფერწერული ტილო, ანტიკვარული წიგნი და
სხვ. 623
ამასთან, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ცხადი გახადა,
რომ მისი ეკონომიკური პოლიტიკა ფართომასშტაბიან პრივატიზაციას გულისხმობდა. 2004
წლის ივნისში, მან საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრად დანიშნა რუსეთის
ფედერაციაში მოღვაწე ბიზნესმენი, რუსეთის მეწარმეთა და მრეწველთა კავშირის ვიცეპრეზიდენტი კახა ბენდუქიძე, რომელმაც 2004 წელსვე განაცხადა, რომ იყიდებოდა
ყველაფერი, ნამუსის გარდა. 624 მინისტრმა 2004 წლის 14 ივლისს N1-1/50 ბრძანებით
დაამტკიცა 2004-2006 წლების 372 საპრივატიზებო ობიექტის ნუსხა, რომელშიც შედიოდა
არაერთი ჰესი (სს „რიონჰესი“, სს „გუმათჰესი“, სს „ლაჯანურჰესი“, სს „შაორჰესი“, სს
„ძევრულჰესი“ და სხვ.), თბილისის, ბათუმისა და ფოთის აეროპორტები, სს „რუსთავის
https://www.youtube.com/watch?v=CPWM1g8cT90; საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 17 თებერვლის N2 სხდომაზე
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების
დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ირაკლი ნადარეიშვილის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
621 https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/2728207?publication=0
622 2017 წელს შპს „Fly Adjara-ს“ დაუბრუნდა კუთვნილი საფრენი აპარატები, რომლებიც 2012 წლის იანვარში,
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი
მოადგილის, გიორგი კალანდაძის, დავალებით, უკანონოდ იქნა ჩამორთმეული და თბილისში, სსიპ სახელმწიფო
სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის, „დელტას“ ტერიტორიაზე იქნა დასაწყობებული ყოველგვარი მიღებაჩაბარების აქტის, სააღრიცხვო დოკუმენტაციაში გატარებისა და ბალანსზე აყვანის გარეშე.
623 საქართველოს გენარალური პროკურატურის 2025 წლის 10 ივლისის N13/46271 წერილი; საგამოძიებო კომისიის
2025 წლის 17 თებერვლის N2 სხდომაზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების
პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ირაკლი ნადარეიშვილის ახსნაგანმარტების სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
624 https://www.youtube.com/watch?v=UmjrtO0sS7Q ; https://forbes.ge/interviu-kakha-benduqidzes/
620
200
მეტალურგიული კომბინატი“, სს „თბილავიამშენი“, სს „აზოტი“, სს „ჭიათურმანგანუმი“, სს
„საქართველოს ელექტროკავშირი“, შპს „საქართველოს ეროვნული ზარაფხანა“ და ა.შ.
ერთი შეხედვით, პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში რომ სახელმწიფოს კერძო საკუთრების
პრიმატი ეღიარებინა, ამაში უცნაური არაფერი იყო, მით უმეტეს, რომ საქართველოში
პრივატიზაცია 1990 წლიდან დაიწყო, მაგრამ, ამ შემთხვევაშიც, „ნაციონალური მოძრაობის“
მიერ ეს პროცესი წარიმართა ეროვნული ინტერესების უგულებელყოფით, საკუთარი
პოლიტიკური ან/და ინდივიდუალური ინტერესებისთვის, და მოსახლეობის უფლებების
შელახვის ხარჯზე.
2025 წლის 5 თებერვალს საგამოძიებო კომისიის შექმნიდან დღემდე, ქონებრივი
უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით კომისიას რამდენიმე ასეულმა მოქალაქემ
მომართა. ამ განცხადებათა ოდენობა და შინაარსი კიდევ ერთხელ ცხადყოფს ბიზნესისა და
სხვა
კერძო
მესაკუთრეების
განხორციელებული
მიმართულებით,
ტერორის
წინააღმდეგ
მასშტაბს
სამართლიანობის
და,
აღდგენის
„ნაციონალური
მოძრაობის“
ამასთანავე,
იმასაც,
რომ
პროცესი,
მიუხედავად
მიერ
მოცემული
საქართველოს
მთავრობისა და პროკურატურის ორგანოების მიერ დღემდე გაწეული მასშტაბური
სამუშაოებისა, კვლავაც უნდა გაგრძელდეს.
წინამდებარე თავში აღწერილია ბიზნესისა და საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი
ქმედებების მაგალითები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დახასიათებისა და
მისი მავნებლური ქმედებების წარმოჩენის მნიშვნელოვან შესაძლებლობას იძლევა. თუმცა,
საგამოძიებო კომისიის მიზანია, რომ ყველა მომართვა, რომელიც მტკიცებულებებსა და
ფაქტებს ეფუძნება, შემდგომი რეაგირებისათვის, შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს
გადაეგზავნოს.
ბიზნესის რეკეტისა და კერძო მესაკუთრეთა ქონების მიტაცების
მაგალითები
„დიდი განკულაკება“ 625 დაპირებული პრივატიზაციის ნაცვლად
სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესს შორის ურთიერთობა 2004 წლის დასაწყისიდანვე
რთულად წარიმართა.
შიდა ქართლში, 2004 წლის იანვარში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე
საქართველოს გენერალური პროკურორის, ირაკლი ოქრუაშვილის გარემოცვის წევრის,
მიხეილ ქარელის დანიშვნისთანავე, რეგიონში ქონების გადანაწილების პროცესი დაიწყო –
საბჭოთა კავშირში, 1930-იან და მომდევნო წლებში, მცირე ან საშუალო მეწარმეობით დაკავებული
გლეხებისთვის, ან იმ გლეხებისთვის, რომელთაც თითო გამოსაკვებ პირზე დადგენილ ზღვარზე მეტი წლიური
შემოსავალი ჰქონდათ, საკუთრების ჩამორთმევის სახელმწიფო პროცესი.
625
201
ყველა მნიშვნელოვანი საწარმო კერძო მესაკუთრეებისგან გამგეობის საკუთრებაში გადავიდა,
რაც ბენდუქიძისეულ პრივატიზაციის ფილოსოფიასა და „ნაციონალური მოძრაობის“
დაპირებებს პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა. გორის მოსახლეობამ ამ პროცესს „დიდი
განკულაკება“ უწოდა.626
საგამოძიებო კომისიამ მოუსმინა ერთ-ერთ პირველ მსხვერპლ მეწარმეს, ჯემალ
წიკლაურს, რომელმაც 1996 წელს კონკურსის გზით შეისყიდა გორის საკოლმეურნეო ბაზარი.
მან დააფუძნა ინდსაწარმო „ლიახვი“ და ბაზარიც „ლიახვის“ სახელზე დაარეგისტრირა.
ვინაიდან, იმ დროისათვის, ბაზარი დამწვარი იყო, შემძენის ვალდებულებას მისი აღდგენა
წარმოადგენდა, რაც ჯემალ წიკლაურმა შეასრულა და ბაზარმა ფუნქციონირება დაიწყო. 2004
წლის იანვარში მიხეილ ქარელმა მეპატრონე დაიბარა და მოსთხოვა სახელმწიფოსთვის
ბაზრის დათმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემების შექმნით დაემუქრა. ჯემალ
წიკლაურმა ბაზრის დათმობაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც, მალევე, ბაზარში მიხეილ
ქარელი, პოლიციის წარმომადგენლები და ჟურნალისტები მივიდნენ. იმ მოტივით, რომ ერთერთ მომხმარებელს 10 კილოგრამი ხორცის შეძენისას ბაზრის გამყიდველმა 300 გრამი
დააკლო, ბაზარში შევიდა საგადასახადო სამსახური. შემოწმების შედეგად დაადგინეს, რომ,
თითქოს, ჯემალ წიკლაური სახელმწიფოს უმალავდა 300 000 ლარამდე გადასახადს. 15
იანვარს დაიწყო გამოძიება ინდსაწარმო „ლიახვში“ წონასა და ანგარიშში მოტყუების ფაქტზე
და ჯემალ წიკლაური 23 თებერვალს დააკავეს. გორის რაიონულმა სასამართლომ მას აღკვეთის
ღონისძიების
სახით
პატიმრობა
შეუფარდა.
ჯემალ
წიკლაური
ორთაჭალის
№5
დაწესებულებაში შეასახლეს, სადაც მასზე ზეწოლა დაიწყო. მასთან ციხეში შედიოდნენ
პროკურორები, კვირაში ერთხელ – თავად მიხეილ ქარელი, და ეუბნებოდნენ, რომ ხელი
მოეწერა მისი კუთვნილი ბაზრის სახელმწიფოსთვის ჩუქების ხელშეკრულებაზე, რასაც
ჯემალ
წიკლაური
არ
თანხმდებოდა.
მის
მიმართ
ფსიქოლოგიურ
ზეწოლასაც
ახორციელებდნენ – ერთ დღეს, დაახლოებით, 22:00-23:00 საათის შუალედში, პატიმარი
ციხიდან სრულიად უკანონოდ გაიყვანეს და საქართველოს გენერალური პროკურორის,
ირაკლი ოქრუაშვილის მოსაცდელში მიიყვანეს. 1-2 საათის ლოდინის შემდეგ, ირაკლი
ოქრუაშვილი მას არ შეხვდა და ამიტომ ისევ დაწესებულებაში დააბრუნეს.
ორთაჭალის №5 დაწესებულებაში ჯემალ წიკლაური 12-კაციან საკანში 51 პატიმართან
ერთად იყო მოთავსებული, ეძინათ რიგ-რიგობით, ვერ იკვებებოდნენ, სასეირნოდ არ
გადიოდნენ, რადგან ჰაერზე უცაბედად გასულებს გული მისდიოდათ. პატიმრობის შედეგად,
ჯემალ წიკლაურს დაემართა ინსულტი, დაბრმავდა ცალ თვალში და შეერყა ჯანმრთელობა.
საბოლოოდ, ვინაიდან მასზე სხვადასხვა სახის ზეწოლამ არ გაჭრა, მას მეუღლის
დაჭერით დაემუქრნენ, მის შვილებს და სიძეებს დევნა დაუწყეს, რასაც ჯემალ წიკლაურმა
ვეღარ გაუძლო და 2004 წლის 24 ივნისს ხელი მოაწერა თავის საკუთრებაში არსებული ბაზრის
სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის ხელშეკრულებას. სახელმწიფოსთვის ქონების
ჩუქების მეორე დღესვე, 25 ივნისს, ჯემალ წიკლაურს შეუცვალეს აღკვეთის ღონისძიება და 26
626
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2004 წ., გვ. 78.
202
ივნისს, ღამის სამ საათზე გაათავისუფლეს. 13 სექტემბერს ჯემალ წიკლაურსა და
პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე
ჯემალ წილაურმა, ასევე, აღნიშნა, რომ გარდა გორის ბაზრისა, მას საკუთრებაში ჰქონდა
უფუნქციო საქონლის ბაზარი და, სხვა მეწილეებთან ერთად, „გორის დილის“ სტადიონი და
მას ეს ობიექტებიც ჩამოართვეს. 627
გარდა ამისა, 2004 წელს, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უსასყიდლოდ
მიისაკუთრა გორის ბაზრობა შპს „კომერსანტი 95-ისგან“, რომელსაც 12 მეწილე ჰყავდა.
შპს „კომერსანტი 95-მა“ ქონება საპრივატიზებო კონკურსზე 1995 წელს 66 000 აშშ
დოლარად შეიძინა. ნახევრად დანგრეულ ობიექტს მესაკუთრეები 5 წლის განმავლობაში
აშენებდნენ და 2000 წელს ბაზრობამ ფუნქციონირება დაიწყო. 2004 წელს ბაზრობა 197 000
ლარად შეფასდა. 2004 წლის ივნისში გორის მუნიციპალიტეტის პროკურატურამ „კომერსანტი
95-ის“ საწარმო და დოკუმენტაცია დალუქა. კომპანიის დირექტორი თეიმურაზ ბლუაშვილი
გორის
სამხარეო
პროკურატურაში
დაიბარეს
და
განუცხადეს,
რომ
ობიექტი
სახელმწიფოსთვის უნდა გადაეცა. ვინაიდან „გარიგება“ ვერ შედგა, თეიმურაზ ბლუაშვილი
იმავე დღეს დააკავეს. 48-საათიანი პატიმრობის შემდეგ, გულით ავადმყოფი თეიმურაზ
ბლუაშვილი გორის რაიონულ სასამართლოში მიიყვანეს, სადაც უთხრეს, რომ ბაზრობის 88%იანი წილი გადაეცა გამგეობისთვის. იმის შიშით, რომ ციხეში არ შეებრუნებინათ, თეიმურაზ
ბლუაშვილი დათანხმდა. ის პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან ნოტარიუს მალხაზ
მახარაშვილთან გადაიყვანეს, სადაც მას ხელი მოაწერინეს ქონების 88%-ის უსასყიდლოდ
გადაცემაზე, მიუხედავად იმისა, რომ ის საწარმოში 15%-ზე მეტს არ ფლობდა. დანარჩენი
მეწილეებისთვის აზრი არავის უკითხავს. 628
2004 წელს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ბიზნესმენებისგან უსასყიდლოდ
საკუთრებაში მიიღო, ასევე, 56 425 ლარად შეფასებული გორის ცენტრალური სტადიონი;
დაახლოებით, 500 000 ლარის ღირებულების მქონე წისქვილკომბინატი შპს „ფორტე“; სს
„გორკონის“ 22%-იანი წილი. გარდა ამისა, ნოდარ მაისურაძეს, რომელსაც სოფელ ხვითში
მცხოვრებ 27 ოჯახთან ერთად 230 ჰა მიწა იჯარით ჰქონდა აღებული და ხორბალი მოჰყავდა,
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, მოსავლის აღების წინ, მიწაც წაართვა და 72 ტონა
მოსავალიც. 629 მიუხედავად ქონების იძულებით გადაცემისა, მესაკუთრეები, შიშის გამო, თავს
იკავებდნენ სახალხო დამცველთან დეტალებზე საუბრისაგან. 630
სს „საქართველოს საზღვაო ბანკის“ გაკოტრების საქმე მორიგი მაგალითია იმისა, თუ
როგორ მართეს ბიზნესთან დაკავშირებული პროცესი, გაკოტრების მმართველის ნაცვლად,
არაუფლებამოსილმა
ადეიშვილმა
და
პირებმა
-
საქართველოს
საქართველოს
სახელმწიფო
გენერალურმა
უშიშროების
პროკურორმა
მინისტრმა
ივანე
ზურაბ
(ვანო)
განცხადება N1-1161/25, ასევე, საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 2 აპრილის N9 სხდომაზე ჯემალ წიკლაურის
ახსნა-განმარტების სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
628 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2004 წ., გვ. 79.
629 იქვე, გვ. 79-80.
630 იქვე, გვ. 79-80.
627
203
მერაბიშვილმა. კერძოდ, 2004 წლის ივლისში ზურაბ ადეიშვილისა და ვანო მერაბიშვილის
მიერ მოწვეულ იქნა საგანგებო თათბირი სს „საქართველოს საზღვაო ბანკის“ ლიკვიდაციასთან
დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ თათბირს გაკოტრების მმართველიც ესწრებოდა,
გადაწყვეტილებები მინისტრებმა მიიღეს. მათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
სხვადასხვა სამართალდამცავი სტრუქტურის ხელმძღვანელებს მისცეს დავალება, რომ
უზრუნველეყოთ ბანკის აქტივების მაქსიმალურად მოკლე ვადაში ამოღება, მსესხებელთა
სამართალდამცავ ორგანოებში დაბარება და ბანკის მიერ გაცემული თანხების ნებისმიერი
საშუალებით დაბრუნება, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა მსესხებელთა ვალდებულება
ვადამოსული. მათივე დავალებით, ფულადი თანხის დაბრუნების შეუძლებლობის
შემთხვევაში, მსესხებლებისთვის უნდა მოეთხოვათ იმ ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ
დათმობა, რომლის შესაძენადაც გახარჯული ჰქონდათ ბანკიდან აღებული სესხები.
აჭარის
საქართველოს
ავტონომიური
ფინანსთა
რესპუბლიკის
სამინისტროს
ფინანსური
ფინანსური
პოლიციის
პოლიციის
დასახმარებლად,
უფროსის,
დავით
კეზერაშვილის დავალებით, აჭარაში თბილისიდან ჩავიდნენ დამატებითი კადრები და
დაიწყეს სს „საქართველოს საზღვაო ბანკის“ მსესხებლების დაბარება და მათი დაყოლიება
კრედიტის მოკლევადიან პერიოდში დაბრუნებაზე ან შეძენილი უძრავი/მოძრავი ქონების
სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობაზე.
ბანკის ერთ-ერთი მსესხებელი იყო შპს „რთველი XXI“, რომლის ძირითადი საქმიანობა
იყო ყურძნის წარმოება, შესყიდვა, გადამუშავება, ღვინის დამზადება, ჩამოსხმა და
რეალიზაცია. კომპანიის 50-50%-იანი წილის მფლობელები იყვნენ თეიმურაზ მეგრელიშვილი
და ნოდარ მოდებაძე. 2002-2003 წლებში კომპანიას სს „საქართველოს საზღვაო ბანკიდან“
აღებული ჰქონდა 1 389 390 ლარისა და 574 065 აშშ დოლარის ოდენობის სესხი, საიდანაც. 1 132
408 ლარი კომპანიამ დახარჯა თელავის რაიონში მდებარე სს „აკურის“ ღვინის ქარხნის
89,394% აქციების შესაძენად. სხვა მსესხებლების მსგავსად, თეიმურაზ მეგრელიშვილი და
ნოდარ მოდებაძეც დაიბარეს და მოსთხოვეს სესხის 2 თვეში დაბრუნება.
მას შემდეგ, რაც შპს „რთველი XXI-მა“ ვერ შეძლო მითითებულ ვადაში სესხის დაფარვა,
მესაკუთრეები იძულებულნი გახდნენ, 2004 წლის 7 სექტემბერს, ნოტარიუსთან
გაეფორმებინათ ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც შპს „რთველი XXI-ის“ 100%-იანი წილი
და კომპანიის ქონება გადაეცა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს,
რომელსაც ამ დროს პრივატიზაციის გულშემატკივარი კახა ბენდუქიძე ხელმძღვანელობდა.
2017 წელს, მოცემულ საქმეზე, ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი ცნობილ იქნენ
დამნაშავეებად. 631
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 03 მაისის N1/1049-16 განაჩენი; თბილისის სააპელაციო
სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის N1ბ/520-17 (ნომერი დოკუმენტზე არ ჩანს მკაფიოდ) განაჩენი;
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის N679აპ-17 განჩინება.
631
204
კუთვნილი კომპანიის წილი სახელმწიფოს სასარგებლოდ, ზეწოლის შედეგად, დათმო
ბიზნესმენმა თეიმურაზ ჭიჭინაძემაც, რომელიც მაღალშემოსავლიანი ენერგეტიკული
კომპანიის, შპს „ჟინერის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. 632
1994 წლის 1 მაისს შპს „ჟინერსა“ და „საქენერგოს“ შორის გაფორმდა ჟინვალის
ჰიდროელექტროსადგურის საიჯარო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა საიჯარო
თანხა, სამუშაოების წარმოების, ინვესტირებისა და სხვა პირობები. შპს „ჟინერის“
დამფუძნებლები, თეიმურაზ ჭიჭინაძესთან ერთად, იყვნენ ჟინვალჰესის თანამშრომლები.
„საქენერგომ“ ჟინვალჰესის ძირითადი ფონდები – ჰიდროელექტროსადგური, გადამცემი
ხაზები, ქვესადგურები და ენერგომეურნეობა შპს „ჟინერს“ გადასცა. 633 1995 წელს
ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ძირითადი ხელშეკრულება
ითვლებოდა
ავტომატურად
გაგრძელებულად,
სანამ
„საქენერგო“
შპს
„ჟინერს“
არ
აუნაზღაურებდა მოზიდულ ინვესტიციას.
ჟინვალის
ჰიდროელექტროსადგური,
იჯარით
გადაცემამდე,
სავალალო
მდგომარეობაში იყო და სწორი მართვის შედეგად, ფაქტობრივად, დანგრეული ჰესის აღდგენა
დაიწყო – ჰიდროელექტროსადგური გამართულად ამუშავდა და 1997 წელს ჟინვალჰესის
გამომუშავებამ 500 მილიონ კილოვატსაათს გადააჭარბა, რაც სადგურის ისტორიაში
სარეკორდო მაჩვენებელი იყო. 634
საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 15 თებერვლის N111 განკარგულებით,
ჟინვალჰესის მეიჯარე, „საქენერგოს“ ნაცვლად, თბილისის მერიის შპს „თბილწყალკანალი“
გახდა. ამ დროს ჰიდროელექტროსადგური უკვე გამართულად მუშაობდა, შესაბამისად,
ჩაითვალა, რომ „თბილწყალკანალსა“ და ჰიდროელექტროსადგურს შორის მმართველი
რგოლის საჭიროება აღარ იყო და დაიწყო სხვადასხვა პროცესი შპს „ჟინერისთვის“ მართვის
უფლების ჩამორთმევისა და იჯარის ხელშეკრულების გაუქმების მიზნით. ჟინვალჰესის
ირგვლივ მდგომარეობა მეტად გამწვავდა მას შემდეგ, რაც 1999 წელს „მოქალაქეთა
კავშირიდან“ ე.წ. ახალგაზრდა რეფორმატორთა ჯგუფი (მომავალში - „ნაციონალური
მოძრაობა“) შევიდა პარლამენტში. 635 ვანო მერაბიშვილი პარლამენტში ეკონომიკურ კომიტეტს
ჩაუდგა სათავეში და ორჯერ ჩაატარა სხდომა შპს „ჟინერთან“ დაკავშირებით. ის კომპანიას
აბრალებდა, თითქოს ის საიჯარო თანხას არ იხდიდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ვანო
მერაბიშვილის სასარგებლო და მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებდნენ აშშ-ის საერთაშორისო
განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებიც. 636
მიუხედავად კომპანიის მიმართ შეტევებისა, შპს „ჟინერმა“ არაერთი სამართლებრივი
დავა მოიგო, მათ შორის „საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოშიც“ – 2003
განცხადება N1-1491/25.
შოთა მაჭარაშვილი, გაკოტრების „ნაციონალური“ ფორმულა, გამომცემლობა „ივერია XXI“, 2013 წ., გვ. 18.
634 იქვე, გვ. 22-23.
635 იქვე, გვ. 46, 49.
636 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 28 აპრილის N17 სხდომაზე თეიმურაზ ჭიჭინაძის ახსნა-განმარტების
სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერები.
632
633
205
წლის
31
ოქტომბერს
საარბიტრაჟო
კოლეგიამ
დაადგინა,
რომ
შპს
„ჟინერსა“
და
„თბილწყალკანალს“ შორის არსებული საიჯარო ურთიერთობა 2019 წლამდე უნდა
გაგრძელებულიყო. 637
2005 წლის 12 იანვარს და შპს „ჟინერის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
თეიმურაზ ჭიჭინაძე (იმავდროულად, ქ. თბილისის საკრებულოს წევრი პ/გ „მრეწველთა
კავშირიდან“, ასევე, კომპანიის დირექტორი ემზარ ჩაჩხიანი ფინანსურმა პოლიციამ დააკავა.
თეიმურაზ ჭიჭინაძის თქმით, მასზე ზეწოლას ახდენდნენ – ხან შვილები უხსენეს, ხან უთხრეს,
რომ ბრალდება ჰქონდა წარდგენილი და, თითქმის, 8 საათის განმავლობაში, მოითხოვდნენ
სახელმწიფოს სასარგებლოდ შპს „ჟინერის“ 51%-იანი წილის დათმობას. წინააღმდეგობის
გაწევას აზრი არ ჰქონდა. ვინაიდან თეიმურაზ ჭიჭინაძეს და ემზარ ჩაჩხიანს, ჯამში, 40%-მდე
წილი ჰქონდათ, საჭირო გახდა პარტნიორთა კრების მოწვევა და მეწილეების დარწმუნება, რომ
წილები სახელმწიფოსთვის დაეთმოთ. 2005 წლის 14 იანვარს შპს „ჟინერის“ 51%-იანი წილი
სახელმწიფოს ოფიციალურად გადაუფორმდა.638
მიუხედავად შპს „ჟინერის“ 51%-იანი წილის სახელმწიფოსთვის გადაცემისა, ჰესის
მართვას შპს „ჟინერის“ მხრიდან იგივე სამეთვალყურეო საბჭო და დირექცია აგრძელებდა.
2005 წელს სახელმწიფო შპს „თბილისის წყლის“ (შპს „თბილწყალკანალი“) პრივატიზებას
გეგმავდა. მაქსიმალური ფასის მისაღებად საჭირო იყო ჟინვალჰესის მართვის ბერკეტები შპს
„თბილისის წყლის“ ხელში გადასულიყო. ქ. თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაიბარა შპს
„ჟინერის“
დირექტორი
ემზარ
ჩაჩხიანი
და
უთხრა,
რომ
კომპანიასთან
საიჯარო
ხელშეკრულება უნდა შეწყვეტილიყო. ემზარ ჩაჩხიანს უკარნახეს ტექსტი, რის შედეგადაც
იჯარის ხელშეკრულებაც შეწყდა და კომპანიის მთელი უძრავ-მოძრავი ქონებაც სახელმწიფოს
გადაეცა. 639
2005 წლის 30 სექტემბერს დაინიშნა შპს „ჟინერის“ პარტნიორთა კრება. კომპანიის 51%იანი წილის მფლობელმა, ქ. თბილისის მერიის ქონების მართვის სამმართველოს უფროსმა
ლევან ალაფიშვილმა, დააყენა საკითხი და სამეთვალყურეო საბჭოდან ვადამდე გაიწვიეს
კომპანიის დამფუძნებლები. ამავე პერიოდში საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა
ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) შპს „ჟინერს“ ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია
გაუუქმა. 2010 წელს შპს „ჟინერის“ მიმართ გადახდისუნარიანობის საქმისწარმოება დაიწყო და
მისი ქონება აუქციონზე გაიყიდა. 640
თეიმურაზ ჭიჭინაძე, ასევე, იყო შპს „ორთაჭალენერჯის“ სამეთვალყურეო საბჭოსა და
დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. 1994 წლის 22 ივნისს დეპარტამენტ „საქენერგოსთან“
გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, კომპანიამ 2019 წლამდე იჯარით აიღო
ორთაჭალის ჰიდროელექტროსადგური. შპს „ორთაჭალენერჯიმ“ 1994 წლიდან 2008 წლამდე,
მეიჯარესთან
შეთანხმებით,
არადამაკმაყოფილებელ
მდგომარეობაში
მყოფ
შოთა მაჭარაშვილი, გაკოტრების „ნაციონალური“ ფორმულა, გამომცემლობა „ივერია XXI“, 2013 წ., გვ. 67.
იქვე, გვ. 67-69.
639 იქვე, გვ. 70-71, 75.
640 იქვე, გვ. 72-76.
637
638
206
ელექტროსადგურზე განახორციელა დიდი მოცულობის, დაახლოებით, 2.6 მილიონი ლარის
ღიღებულების
სარეკონსტრუქციო
სამუშაოები.
იჯარის
ხელშეკრულების
თანახმად,
ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, მეიჯარეს მსგავსი ხარჯები უნდა
აენაზღაურებინა. 2008 წლის 7 ოქტომბერს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების
სამინისტრომ, როგორც სახელმწიფო ქონების მესაკუთრემ, მოითხოვა 1994 წლის 22 ივნისის
იჯარის ხელშეკრულების გაუქმება. შპს „ორთაჭალენერჯის“ სასამართლო დავა იჯარის
ხელშეკრულების
თაობაზე
წარუმატებლად
დასრულდა.
2008
წლის
20
ნოემბერს
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ გამოაცხადა აუქციონი და გაყიდა
როგორც სახელმწიფოს 100%-იანი წილი, ისე შპს „ორთაჭალენერჯის“ ქონება, რამაც კომპანიას
მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.641
საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თეიმურაზ ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ ხსენებულ საქმეზე
2011 წელს სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი გააგზავნა, სადაც „საქმის დალაგებას“
საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში, ელჩი მამუკა ჟღენტი დაჰპირდა.
სანაცვლოდ, თეიმურაზ ჭიჭინაძემ მამუკა ჟღენტს დაუდგენელი ოდენობის თანხა გადასცა,
რომელსაც შემდგომ, საკითხის მოუგვარებლობის გამო, უკან სთხოვდა. საგამოძიებო კომისიის
გადაწყვეტილების საფუძველზე, თეიმურაზ ჭიჭინაძემ წარმოადგინა ელექტრონული ფოსტის
მეშვეობით მამუკა ჟღენტთან მისი მიმოწერა, საიდანაც ირკვევა, რომ თეიმურაზ ჭიჭინაძის
არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მამუკა ჟღენტმა თანხა არ დაუბრუნა და ბოლოს დაემალა
კიდეც.
კუთვნილი უძრავი
მოსახლეობასაც.642
ქონება
იძულებით
დაათმობინეს
სიღნაღში
მცხოვრებ
გელა ბეჟაშვილი (შპს „აჩო“) სიღნაღში მდებარე ბაზრის (720 მ2) მესაკუთრე იყო. 2006
წლის 13 დეკემბერს, დაახლოებით, 21:00 საათზე, გელა ბეჟაშვილს სახლში მიაკითხეს და
წაიყვანეს საგადასახადო სამსახურში, სადაც მას ფინანსური პოლიციისა და პროკურატურის
თანამშრომლები დახვდნენ. ორმა მათგანმა იგი ცალკე ოთახში შეიყვანა და დაემუქრნენ, თუ
საკუთრებაში არსებულ ბაზარს სახელმწიფოს არ აჩუქებდა, შვილს ნარკოტიკს ჩაუდებდნენ
და დააპატიმრებდნენ. მან 2006 წლის 14 დეკემბერს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩუქების
ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და საკუთრება იძულებით მიატოვა. 643
იმავე დღეს სახელმწიფოს აჩუქა თავისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლი (სიღნაღი, ივ.
ლოლაშვილის ქ. N1) ბადურ მილაშვილმაც, რომელიც 2006 წლის 13 დეკემბერს, ღამით,
უცნობმა ადამიანებმა სოფელ ბოდბისხევიდან წნორში წაიყვანეს, რა დროსაც დაემუქრნენ,
რომ თუ საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლს სახელმწიფოს არ აჩუქებდა, მას და მის
ოჯახს პრობლემები შეექმნებოდათ. 644
განცხადება N1-1491/25.
https://www.youtube.com/watch?v=-WWTLyX2cbo
643 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2007 წლის პირველი ნახევარი, გვ. 574-577.
644 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2007 წლის მეორე ნახევარი, გვ. 454-456.
641
642
207
ტურიზმის სპეციალისტთა გადამზადების ცენტრის გასახსნელად ქონება ჩამოართვეს
შპს „ბორჯომის სავაჭრო ცენტრი – 2005-ს“ 645, რომელიც ომარ სუდაძემ და დავით ჩადუნელმა
2005 წლის 16 მაისს დააფუძნეს და მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა სასოფლოსამეურნეო, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო პროდუქციის შეძენა-რეალიზაცია. კომპანია
მდებარეობდა ბორჯომში, მესხეთის ქუჩა N5-ში, სადაც იყო საკოლმეურნეო ბაზარი.
2006 წლის მაისში რომ შპს „ბორჯომის სავაჭრო ცენტრი – 2005-ის“ მესაკუთრეები, ომარ
სუდაძე და დავით ჩადუნელი და კომპანიის დირექტორი თეიმურაზ დათუნიშვილი დაიბარა
ბორჯომის გამგებელმა გია ტალახაძემ და შპს „ბორჯომის სავაჭრო ცენტრი – 2005-ის“
სახელმწიფოსთვის დათმობა მოსთხოვა, რის სანაცვლოდაც შესთავაზა მიწის ნაკვეთი ან სხვა
ობიექტი. გია ტალახაძემ იქვე განუცხადა, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა,
ვინაიდან ეს იყო
მიხეილ სააკაშვილისა და ფინანსური პოლიციის უფროსის, დავით
კეზერაშვილის ინტერესი, რაც მისთვის ცნობილი იყო სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი
(გოგა) ხაჩიძისგან. საბოლოოდ, შპს „ბორჯომის სავაჭრო ცენტრი – 2005-ის“ ექვსივე
პარტნიორმა გადაწყვიტა, რომ დათანხმებულიყვნენ შეთავაზებულ წინადადებას, რადგან არ
სურდათ მოსალოდნელი პრობლემები. გია ტალახაძის მიერ მათთვის სანაცვლოდ
შეთავაზებულ ყველა ობიექტს აღმოაჩნდა ხარვეზი და აღნიშნულმა ხელი შეუშალა ქონებების
გაცვლას. პროცესის დასაჩქარებლად, 2006 წლის 8 აგვისტოს დააკავეს ომარ სუდაძე, დავით
ჩადუნელი და ერთ-ერთი მეწილის მეუღლე. დაკავებულებს გამომძიებლები პირდაპირ
ეუბნებოდნენ, რომ თუ ბაზარს სახელმწიფოს აჩუქებდნენ, საპროცესო შეთანხმებები
გაუფორმდებოდათ, წინააღმდეგ შემთვევაში, მრავალი წლით ციხეში ყოფნა მოუწევდათ.
საბოლოოდ, დაკავებულებიც და გარეთ მყოფი მეწილეებიც იძულებულები გახდნენ, ჩუქების
გზით,
დაეთმოთ
ქონება
სახელმწიფოსთვის.
2006
წლის
10
აგვისტოს
პოლიციის
თანამშრომლებმა დაკავებულები დროებითი მოთავსების იზოლატორიდან წაიყვანეს
თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ნოტარიუს ციური ბერიძესთან, სადაც, აგრეთვე,
მიიყვანეს მათი პარტნიორები და ყველა მათგანმა ხელი მოაწერა სანოტარო აქტს, რომლის
საფუძველზეც მათ საკუთრებაში არსებული კომპანიის წილები უსასყიდლოდ გადაეცა
სახელმწიფოს. 646
ქონების
იძულებით
სახელმწიფოსთვის
უსასყიდლოდ
გადაცემის
გარდა,
„ნაციონალური მოძრაობა“ იყენებდა სხვა მეთოდსაც. არაერთ შემთხვევაში, მესაკუთრეებს,
მათი ნების საწინააღმდეგოდ, ქონება მესამე პირებზე - ხელისუფლების მიერ მითითებულ
სავარაუდო ინვესტორებზე გააყიდვინეს. მაგალითად, სიღნაღში, მოქალაქე მანანა
მაჭარაშვილმა, მუქარისა და დაშინების შედეგად გაყიდა საკუთრებაში არსებული უძრავი
ქონება. მას 1995 წლიდან, მეუღლესთან ერთად, საკუთრებაში ჰქონდა სიღნაღში, დავით
აღმაშენებლის ქ. N5-ში არსებული მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული სავაჭრო ობიექტი –
მაღაზია. 2007 წლის 10 იანვარს მას შეხვდა სიღნაღის გამგებელი გია ინანიშვილი და
განუმარტა,
645
646
რომ
ქალაქში
მიმდინარე
გარდაქმნითი
სამშენებლო
სამუშაოებიდან
https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFAy7MVPWfHR7Rmfj1NTH7cQ=
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
208
გამომდინარე,
საზოგადოებრივ
სახელმწიფოსთვის
გადაცემა.
საჭიროებას
გამგებელმა
წარმოადგენდა
შესთავაზა
ნასყიდობის
მიწის
ნაკვეთის
ხელშეკრულების
გაფორმება, თუმცა მან უარი განუცხადა. რამდენიმე დღეში გია ინანიშვილმა კვლავ უთხრა,
რომ ინვესტორი 1 მ2-ში 300 აშშ დოლარს იხდიდა და ურჩია, დათანხმებულიყო, წინააღმდეგ
შემთხვევაში, მისი სამეწარმეო საქმიანობით ფინანსური პოლიცია დაინტერესდებოდა და
მაღაზიასაც დაანგრევდნენ. 21 აგვისტოს მაღაზიაში ფინანსურმა პოლიციამ შემოწმება
ჩაატარა. მათგან მანანა მაჭარაშვილმა მიიღო მუქარანარევი რჩევა, რომ გაეყიდა სავაჭრო
ობიექტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მეუღლე ციხეში აღმოჩნდებოდა. ამის შემდეგ, 2007
წლის 5 სექტემბერს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება და მესაკუთრეებმა სავაჭრო
ობიექტი საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად - 21 000 აშშ დოლარად ხელისუფლების მიერ
მითითებულ ინვესტორზე გაყიდეს. 647
უძრავი ქონება იძულებით გააყიდვინეს, ასევე, თამარ თარაშვილს, რომელსაც
საკუთრებაში ჰქონდა სიღნაღში, დავით აღმაშენებლის ქ. N7-ში მდებარე მაღაზია. ქალაქის
გამგებელმა გია ინანიშვილმა მასაც ულტიმატუმი წაუყენა, გაეყიდა მაღაზია, წინააღმდეგ
შემთხვევაში, მისი საქმიანობით ფინანსური პოლიცია დაინტერესდებოდა და მაღაზიასაც
დაუნგრევდნენ, როგორც ქალაქის იერსახესთან შეუსაბამო შენობას. თამარ თარაშვილმა
შესთავაზა, რომ მაღაზიას თავად გაარემონტებდა, რაზეც გია ინანიშვილმა უარი განუცხადა.
ფინანსურმა პოლიციამ მისი მაღაზიაც შეამოწმა და შესთავაზეს მაღაზიის გაყიდვა,
წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი ოდენობის ჯარიმას დააკისრებდნენ. აღნიშნულის შემდეგ,
თამარ თარაშვილი დათანხმდა მაღაზიის გაყიდვას და ის ხელისუფლების მიერ მითითებულ
ინვესტორზე გაასხვისა. 648
სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ დაათმობინეს თბილისში კუთვნილი აბანოები შპს
„გოგირდის აბანოს“ დამფუძნებელსა და დირექტორს, დავით ციბირაშვილს. მას მოსთხოვეს
აბანოს ქ. N2-ში მდებარე 233 მ2 მიწის ნაკვეთისა და მასზე აღმართული აბანოს შენობის
სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემა. დავით ციბირაშვილს არ სურდა ქონების
გაჩუქება, მაგრამ მასზე და მისი ოჯახის წევრებზე თბილისის პროკურატურის
თანამშრომლების, გიორგი ხვედელიძისა და ვალერ ლაცუზბაიას მხრიდან სისტემატურად
ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა და მუქარა. შედეგად, დავით ციბირაშვილი და
მისი ოჯახის წევრები, პროკურატურის თანამშრომლის თანხლებით, ნოტარიუს ნინო
გინტურთან მივიდნენ და 2006 წლის 20 ნოემბერს, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ,
იძულებით მოაწერეს ხელი ჩუქების ხელშეკრულებას. 649
ანალოგიური მეთოდით დაათმობინეს ქონება მოქალაქე გრიგოლ ხიზანეიშვილს,
რომელიც შპს „გოგიტას” დამფუძნებელი და დირექტორი იყო. კომპანიას საკუთრებაში
ჰქონდა აბანოს ქ. N2-ში მდებარე უძრავი ქონება – მიწის ფართობი 708 მ2 და მასზე აღმართული
შენობა-ნაგებობა, ე.წ. „ჭრელი აბანო“. 2006 წლის 20 ნოემბერს მასაც, მუქარისა და ზეწოლის
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2007 წლის მეორე ნახევარი, გვ. 453.
იქვე, გვ. 453.
649 იქვე, გვ. 441-442.
647
648
209
შედეგად, ნების საწინააღმდეგოდ, ნოტარიუს ნინო გინტურთან მოაწერინეს ხელი ჩუქების
ხელშეკრულებაზე. 650
მოქალაქე ირაკლი კენჭოშვილის მამამ, მეგობრებთან ერთად, 1996 წელს შეიძინა სს
„თბილლითონნაწარმის“ აქციები,
რომელიც, მისი გარდაცვალების შემდეგ, ირაკლი
კენჭოშვილმა მემკვიდრეობით მიიღო. 2005 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ირაკლი კენჭოშვილი
და მამის მეგობარი პარტნიორები აბსურდული ბრალდებით დააკავეს, რის შემდეგაც
დაკავებულებზე და მათი ოჯახის წევრებზე ზეწოლა, თვალთვალი და დაშინება დაიწყო.
ციხეში მძიმე პირობებში ყოფნისა და საფრთხის შეფასების შემდეგ, ირაკლი კენჭოშვილმა,
ოთარ მიქელაძემ, ნუგზარ პაიჭაძემ, ნიკოლოზ ალადაშვილმა და მათი ოჯახის წევრებმა 2006
წლის 23 იანვარს კუთვნილი აქციები სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს. 31 იანვარს
ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმებები გაფორმდა, რის შემდეგაც გათავისუფლდნენ
პატიმრობიდან. 651
თბილისში, რიყის ტერიტორიაზე, ზეწოლის შედეგად, შპს „ნატვრის ხის“ მესაკუთრეებს
უსასყიდლოდ
დაათმობინეს
ქონება.
კერძოდ,
რიყის
ტერიტორიაზე,
სახელმწიფოს
კუთვნილი მიწის ნაკვეთი (ს/კ 01.17.01.65.011) 2001 წლიდან უსასყიდლო უზუფრუქტის
უფლებით გადაცემული ჰქონდა შპს „ნატვრის ხეს“. მესაკუთრეებმა 2002 წელს ააშენეს
რესტორანი „ნატვრის ხე“ – ორსართულიანი კვების ობიექტი, სარდაფითა და მანსარდით
(201,88 მ2 – სარდაფი, 224,34 მ2 – ანტრესოლი, 574,65 მ2 – I და II სართულების საერთო ფართით).
2006
წლის
ოქტომბერში
რესტორნის
მესაკუთრეებს
თბილისის
მერიის
წარმომადგენელმა განუცხადა, რომ შენობა ნგრევის ზონაში იყო მოქცეული და ფართი უნდა
დაეცალათ. უარის მიღების შემდეგ, საქმეში ჩაერთო პროკურატურის თანამშრომელი ჯონდო
მაჭარაშვილი, რომელმაც მესაკუთრის, ნათია ჯიმშელეიშვილის მეუღლე გარსევან ნიორაძე
დაიბარა და ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში
მეუღლის დაკავებით დაემუქრა. საფრთხე იმდენად რეალური იყო, რომ ისინი დათანხმდნენ
წაყენებულ პირობას და 2006 წლის 30 ოქტომბერს, ნოტარიუს ნუნუ გინტურთან შპს „ნატვრის
ხესა“ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის გაფორმდა უძრავი
ქონების უსასყიდლოდ გადაცემის ხელშეკრულება.
რიყის ტერიტორიაზე, მეუღლეები ნაირა კალანდია და ვალტერ შაკაია ფლობდნენ
რესტორან „მეგრელებს“, რომლის მშენებლობაც ნაგავსაყრელად ქცეულ ადგილზე 1991
წლიდან დაიწყეს. 2005 წელს ცოლ-ქმარი დაიბარეს პროკურატურაში, სადაც პროკურორი
ჯონდო მაჭარაშვილი ვალტერ შაკაიას „ბორჯომის ბოთლზე დასმით“ და შვილების
დაკავებით დაემუქრა. ვალტერ შაკაიამ დახმარებისთვის საქართველოს პარლამენტის წევრ
გიორგი (გიგა) ბოკერიას მიმართა, რომელიც მისი რესტორნის ხშირი სტუმარი იყო. თუმცა,
დეპუტატმა უპასუხა, რომ ეყოთ, რაც იმუშავეს და სხვაგან მოენახათ ადგილი. მიუხედავად
ამისა, ვალტერ შაკაიამ თავისი საკუთრება არ დათმო.
650
651
იქვე, გვ. 441-442.
განცხადება N1-1132/25; https://www.youtube.com/watch?v=_GYOyTpWGhE
210
„ნატვრის ხის“ გადაფორმების შემდგომ, რამდენიმე დღეში, მერიის წარმომადგენლები
გამთენიისას მივიდნენ რიყეზე და ისე, რომ მესაკუთრეებმა ვერ შეძლეს შენობიდან საკუთარი
ნივთების გამოტანა, შენობა დაანგრიეს და უძრავ-მოძრავი ქონება სრულად გაანადგურეს.
ასევე, დაანგრიეს ვალტერ შაკაიას ოჯახის საკუთრებაში არსებული რესტორანი „მეგრელები“.
რესტორნების დანგრევის შემდეგ, 2006 წელს თბილისის მერიამ რიყის ტერიტორია (43
350 მ ) 7 000 000 აშშ დოლარად მიჰყიდა შპს „ახალ რიყეს“, რომელიც 2 თვით ადრე დაფუძნდა.
2
კომპანიის დამფუძნებელი იყო GMC ჰოლდინგი, რომლის მფლობელი იყო ოფშორული
კომპანია და მას ლევან ყარამანიშვილი წარმოადგენდა. 2 წლის შემდეგ შპს „ახალი რიყისგან“
იგივე ტერიტორია სახელმწიფომ 17 000 000 აშშ დოლარად გამოისყიდა. 652
გარდა აღნიშულისა, ნათია ჯიმშელეიშვილის ოჯახს ჩამოართვეს მეორე რესტორანიც.
კერძოდ, მის მამას, ვახტანგ ჯიმშელეიშვილს 1999 წლიდან საკუთრებაში ჰქონდა თბილისში,
სანაპიროს ქ. N1-ში, დედა ენის ბაღში მდებარე რესტორანი „მერცხალი“ (ს/კ 01.18.03.003.003).
2007 წლის გაზაფხულზე ვახტანგ ჯიმშელეიშვილი, რომელიც იყო მძიმე ავადმყოფი,
დაიბარეს ფინანსურ პოლიციაში და სთხოვდნენ ეღიარებინა, თითქოს იგი არ იყო ქონების
ფაქტობრივი მფლობელი და ქონება იყო მისი სიძის, გარსევან ნიორაძის. ამასთანავე,
მოუწოდებდნენ, ეფიქრა ქონების ნებაყოფლობით მიტოვებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მას
და მის სიძეს დააკავებდნენ. დაბარებას წინ უძღოდა რესტორანში თბილისის ვიცე-მერის,
მამუკა ახვლედიანის სავახშმოდ სტუმრობა, რომელიც საბალეტო სკოლისთვის შენობას
ეძებდა.653
საბალეტო სკოლას ცნობილი პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი ხელმძღვანელობდა. ის
და მისი მეუღლე გრიგოლ ვაშაძე, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში დაბრუნების
შემდგომ, მიხეილ სააკაშვილთან ოჯახებით ახლობლობდნენ. გრიგოლ ვაშაძეს მაღალი
პოლიტიკური თანამდებობებიც ეკავა (საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე,
შემდგომ - მინისტრი). მიხეილ სააკაშვილის ხელშეწყობით, საბალეტო სკოლისთვის
თავდაპირველად თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის („პიონერთა სასახლე“)
შენობის გადაცემა იყო გადაწყვეტილი. თუმცა, საზოგადოებრივმა პროტესტმა
ხელისუფლებას ამის შესაძლებლობა არ მისცა. 654 ვინაიდან საბალეტო სკოლისთვის შენობის
ძებნის პროცესი გაგრძელდა, გაძლიერდა ზეწოლა ჯიმშელეიშვილების ოჯახზეც.
2007 წლის აგვისტოში, მას შემდეგ, რაც ვახტანგ ჯიმშელეიშვილი მოთავსებულ იქნა
საავადმყოფოში, ოჯახს აიძულებდნენ, დედა ენის ბაღში მდებარე ქონების სანაცვლოდ, მიეღო
თბილისში, უზნაძის N82-ში მდებარე მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით.
მუქარის შედეგად, 17 აგვისტოს, ვახტანგ ჯიმშელეიშვილის სახელით და მისი ხელმოწერით,
ნდობით აღჭურვილმა პირმა ვაჟა მანიამ დაწერა განცხადება, რომლითაც ითხოვდა
https://www.youtube.com/watch?v=TNH_1G8oUCM
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 23 ივნისის N40 სხდომაზე ვაჟა მანიას ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი
654
https://for.ge/view/38836/grigol-vaSaZes-saxelmwifos-pirvel-pirad-amzadeben.html;
https://exclusivenews.ge/post/113446
652
653
211
კუთვნილი
ქონების
სახელმწიფოსთვის
უსასყიდლოდ
გადაცემას
და
სანაცვლოდ
შეთავაზებული ქონების შესყიდვას. თუმცა, ვინაიდან ვახტანგ ჯიმშელეიშვილი იწვა
რეანიმაციაში, იმ პერიოდში ვერ მოხერხდა ქონების გადაცემა.
2008 წლის 16 ივნისს ვახტანგ ჯიმშელეიშვილი, მასზე და მისი ოჯახის წევრებზე
ხანგრძლივი
ზეწოლის
გამო,
იძულებული
გახდა,
დაეწერა
ახალი
განცხადება
სახელმწიფოსთვის ქონების ჩუქების ხელშეკრულებით გადაცემის თაობაზე. აღნიშნული
განცხადების შეტანის დღესვე, ნერვიულობისგან ვახტანგ ჯიმშელეიშვილის ჯანმრთელობა
იმდენად გაუარესდა, რომ მან ცნობიერება დაკარგა და ვეღარ აღიქვამდა რეალობას. 2008 წლის
26 ივნისს ცნობიერებადაკარგულ ვახტანგ ჯიმშელეიშვილს სახლში ესტუმრნენ საქართველოს
ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანამშრომლები, რომლებსაც თან ჰქონდათ
ნოტარიუს ციური ბერიძის სანოტარო ჟურნალი და უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემის
ხელშეკრულების პროექტი. ვაჟა მანიას დახმარებით, ვახტანგ ჯიმშელეიშვილს ხელი
მოაწერინეს, დაახლოებით, 4 000 000 ლარად შეფასებული უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის
უსასყიდლოდ გადაცემის (ჩუქების) ხელშეკრულებაზე. ყურადსაღებია, რომ მოცემული
გარიგების გაფორმებისას, ნოტარიუსი ადგილზე არ იმყოფებოდა. როგორც საგამოძიებო
კომისიის სხდომაზე ვაჟა მანიამ აღნიშნა, ციური ბერიძემ თავისი სანოტარო ჟურნალი
სამინისტროს თანამშრომლებს თავად გაატანა და მისი სახელით სანოტარო მოქმედების
განხორციელების უფლებაც მისცა.
სახელმწიფოსთვის დათმობილი ქონების სანაცვლოდ, 2008 წლის 26 ივნისის
ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ვახტანგ ჯიმშელეიშვილს, სიმბოლურ ფასად –
100 აშშ დოლარად, საქართველოს ეკონომიკის განვითარების სამინისტრომ გადასცა
თბილისში, უზნაძის ქ. N82-ში მდებარე, დაახლოებით, 1 090 180 ლარის ღირებულების მქონე
უძრავი
ქონება
ტერიტორიებიდან
(ს/კ
01.13.08.01.059),
იძულებით
რომელშიც
გადაადგილებული
საქართველოს
პირები
იყვნენ
ოკუპირებული
შესახლებული.
ჯიმშელეიშვილის ოჯახს მათთვის 30 000 აშშ დოლარის გადახდა მოუწია, შენობის
დატოვების სანაცვლოდ. 655
საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ვაჟა მანიამ აღნიშნა, რომ მისი ცნობით, ნინო
ანანიაშვილმა შეიტყო, რომ საბალეტო სკოლისთვის სხვისთვის წართმეულ შენობას
სთავაზობდნენ და ამგვარ გარიგებაზე უარი თქვა.
ანაკლიაში კუთვნილ 450 მ2 მიწის ნაკვეთზე (ს/კ 43.30.41.053) საკუთრების უფლება,
იძულების წესით, მიატოვებინეს ომარ ჯაიანს. 2009 წლიდან მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა,
იბარებდნენ პროკურატურაში და ეუბნებოდნენ, რომ პროკურორ როლანდ ახალაიას საკითხი
უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა და უმჯობესი იქნებოდა, მიწის ნაკვეთი სახელმწიფოსთვის
გადაეცა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაკავებით და შვილის ჯანმრთელობის დაზიანებით
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 23 ივნისის N40 სხდომაზე ვაჟა მანიას, თორნიკე ნიორაძის და ვალტერ შაკაიას
ახსნა-განმარტებების სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი; ვაჟა მანიას მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები.
655
212
ემუქრებოდნენ. ზეწოლის შედეგად, ომარ ჯაიანმა 2010 წლის 26 იანვარს განცხადება დაწერა,
რომლითაც კუთვნილ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება მიატოვა. 656
საგამოძიებო კომისიის მიერ, ასევე, გამოიკითხა გურამ თირქია. 657 მან 2001 წელს,
დისშვილის, რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები ბიზნესმენის, ანზორ კიკალიშვილის
ფინანსური ხელშეწყობით, ანაკლიაში 3 000 მ2 სამოსახლო მიწის ნაკვეთი შეიძინა. 2003 წელს,
მიმდებარედ, 41 000 მ2 მიწის ნაკვეთიც შეიძინა. ხოლო, 2005 წელს, კვლავ დისშვილის
ხელშეწყობით, 17 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იყიდა, თხილის
ბაღის გასაშენებლად.
2005 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი (გიგი)
უგულავამ გურამ თირქია დაიბარა და უთხრა, რომ ახალმოსულ ხელისუფლებას ანზორ
კიკალიშვილი 5 000 000 აშშ დოლარით უნდა დახმარებოდა. 2 თვის შემდეგ, მისი დისშვილი
რუსეთიდან თბილისში ჩამოვიდა და გიგი უგულავასთან სატელეფონო კომუნიკაცია შედგა,
რა დროსაც ანზორ კიკალიშვილი დაინტერესდა, თუ რისთვის უნდა მიეცა „ნაციონალური
მოძრაობისათვის“ 5 000 000 აშშ დოლარი. გიგი უგულავამ უთხრა, რომ სანაცვლოდ ბიძამისს
ერთ სასტუმროს აუშენებდნენ, რაზეც პასუხად მიიღო, რომ „ნუ წუხდებოდნენ, ბიძამისს
სასტუმროს თავად აუშენებდა“. მას შემდეგ, რაც უარი მიიღო, გიგი უგულავა ბიზნესმენს
დაემუქრა, რომ ბიძამისს ყველაფერს წაართმევდნენ.
მართლაც, 2009 წელს, სანადიროდ მყოფ გურამ თირქიას პროკურორმა როლანდ ახალიამ
დაურეკა და უთხრა, რომ მისი მეუღლე და შვილი ჰყავდათ დაკავებული და სასწრაფოდ უნდა
მისულიყო პროკურატურაში. გურამ თირქიას მისვლის შემდეგ, ცოლ-შვილი გაათავისუფლეს,
ხოლო მას უთხრეს, რომ 17 ჰა მიწის ნაკვეთი სახელმწიფოსთვის გადაეცა. გურამ თირქიას
თქმით, აღნიშნულ მოლაპარაკებებს როლანდ ახალაია თვალ-ყურს დისტანციურად
ადევნებდა. მან ჯერ უარი განაცხადა მიწის ნაკვეთის გადაცემაზე, მაგრამ საბოლოოდ,
დიაბეტით დაავადებულმა ზეწოლას ვეღარ გაუძლო და დაწერა განცხადება, რომლითაც მისი
კუთვნილი 17 ჰა და 41 000 მ2 მიწის ნაკვეთები სახელმწიფოს გადასცა. მიუხედავად ამისა,
გურამ თირქიას თაღლითობაში დასდეს ბრალი და 5-წლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯეს,
მისი ცოლ-შვილი საჯარო სამსახურებიდან დაითხოვეს.
2007 წლის 7 აგვისტოს საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა თბილისში,
რუსთაველის N30-ში მდებარე შენობა, რომლის მიმდებარე ტერიტორია შინაგან საქმეთა
სამინისტროს 200-მდე თანამშრომელმა გადაკეტა, შენობის კარი შეამტვრიეს და მოიჯარეები
გამოასახლეს, ხოლო მათი ინვენტარი გაურკვეველი მიმართულებით წაიღეს. 658
მოქალაქე მზია კაკაბაძემ, ჯერ კიდევ 2006 წლის 1 იანვარს გაფორმებული იჯარის
ხელშეკრულებების საფუძველზე, რუსთაველის N30-ში მდებარე შენობაში მის საკუთრებაში
განცხადება
N1-1902/25;
საქმეზე
მიმდინარეობს
გამოძიება;
https://naprweb.reestri.gov.ge/api/document/4234811/98/2111253
657 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 15 მაისის N24 სხდომაზე გურამ და გოდერძი თირქიების ახსნა-განმარტებების
სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
658 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2007 წლის მეორე ნახევარი, გვ. 447.
656
213
არსებული ფართები – 48,09 მ2 და 200 მ2 2015 წლის 1 იანვრამდე იჯარით გადასცა შპს „სონი
ცენტრი თბილისსა“ და შპს „ლაზერი-2 თბილისს“, რომლებიც საქართველოში კორპორაცია
„სონის“ სტრატეგიულ პარტნიორებს წარმოადგენდნენ. 659 გარდა აღნიშნულისა, მზია კაკაბაძეს
2019 წლის 14 ივნისამდე იჯარით ჰქონდა გაცემული 623,08 მ2 ფართი შპს „კაფე რუსთაველზე“.
საიჯარო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მზია კაკაბაძის ოჯახის ყოველთვიური
შემოსავალი საიჯარო ქირის სახით შეადგენდა 11 500 ლარს. 660
2006 წლის 6 ნოემბერს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს
ადმინისტრაციულ შენობაში, მზია კაკაბაძე და მისი მეუღლე სულიკო ქოქოლაძე შეხვდნენ
მინისტრის მოადგილე კახაბერ დამენიას. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ფინანსური
პოლიციის გამომძიებლები, რომლებიც მანამდე მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ.
შეხვედრაზე კახაბერ დამენიამ განუცხადათ, რომ სახელმწიფოსთვის მზია კაკაბაძეს
უსასყიდლოდ უნდა გადაეცა თბილისში, რუსთაველის გამზირის N30-ში მდებარე კუთვნილი
871,89 მ2 არასაცხოვრებელი ფართები, მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთით (ს/კ
01.15.05.09.003). მის სანაცვლოდ კი, პრეზიდენტის განკარგულებით, პირდაპირი მიყიდვის
ფორმით, სიმბოლურ ფასად, 1 000 აშშ დოლარად საკუთრებაში გადასცემდნენ თბილისში,
რუსთაველის გამზირი N28/ალ. ჭავჭავაძის ქუჩა N2-ში მდებარე 1 087,65 მ2 არასაცხოვრებელ
ფართს (ს/კ 01.15.05.010.011.01.507). თავდაპირველად, მზია კაკაბაძე და სულიკო ქოქოლაძე არ
დათანხმდნენ მოთხოვნის შესრულებას, ვინაიდან მათ სთავაზობდნენ შეუსაბამო ქონებას,
მაგრამ შემდგომ იძულებულნი გახდნენ, შეთავაზება მიეღოთ და ხელი მოეწერათ უძრავი
ქონებების გაცვლის მიზნით წინასწარ შეთანხმებაზე.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 ნოემბრის N726 განკარგულების საფუძველზე
მზია კაკაბაძეს გადაეცა დაპირებული უძრავი ქონება (თბილისი, რუსთაველის გამზირი
N28/ალ. ჭავჭავაძის ქუჩა N2), რომელიც არ წარმოადგენდა ტოლფას ქონებას, იყო სარემონტო
მდგომარეობაში
და
მისი
ფუნქციური
დანიშნულებით
გამოყენება,
ფაქტობრივად,
შეუძლებელი იყო. 661
2006 წლის 23 ნოემბერს მზია კაკაბაძე და მისი მეუღლე კვლავ დაიბარეს სამინისტროს
შენობაში, სადაც წინა შეხვედრების მსგავსად, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებიც
იყვნენ. კახაბერ დამენიამ მათ შეახსენა მოთხოვნა სახელმწიფოსთვის ქონების უსასყიდლოდ
გადაცემის თაობაზე. აღნიშნულზე სულიკო ქოქოშვილმა განაცხადა, რომ ქონების ნაწილს,
სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, ყადაღა ედო, რაც გარკვეულ
წინაღობას წარმოადგენდა. კახაბერ დამენიამ მიუგო, რომ პირადად „მოაგვარებდა“
პრობლემას. იგი დაუკავშირდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს,
ჯამბულ ებანოიძეს, რომლის დავალებით, 2006 წლის 23 ნოემბერს, უქმე დღეს, გაიცა ყალბი
ცნობა ყადაღის არარსებობის შესახებ. იმავე დღეს დაიდო უძრავი ქონების სახელმწიფოს
იქვე, გვ. 445.
განცხადება N1-1733/25.
661 განცხადება N1-1733/25.
659
660
214
საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის ხელშეკრულება, რაც საჯარო რეესტრში 2006 წლის 28
ნოემბერს დარეგისტრირდა.
სწორედ მესაკუთრის შეცვლის შემდეგ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, საქართველოს
ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ მიიღო 2007 წლის 1 ივლისიდან იჯარის
ხელშეკრულების მოშლის გადაწყვეტილება და მზია კაკაბაძის ყოფილი მოიჯარეები
დაკავებული ფართებიდან ძალისმიერი მეთოდით გამოასახლა. 662
2022 წელს, აღნიშნულ საქმეზე, დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური
განვითარების მინისტრის მოადგილე კახაბერ დამენია. 663
შურისძიება ბიზნესზე პოლიტიკური ან პირადი ნიშნით
„ნაციონალური
მოძრაობის“
ხელისუფლება
მმართველობის
დასაწყისშივე
დაუპირისპირდა „ურჩ“ მოხელეებს, რომლებიც, მართალია, კანონის შესაბამისად
მოქმედებდნენ, მაგრამ რეჟიმის წარმომადგენლებს ან მათი ოჯახის წევრებს დისკომფორტს
უქმნიდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსს,
შალვა ოგბაიძეს 2004 წლის თებერვალში დაუკავშირდა ფეხბურთელ რატი ალექსიძის
ადვოკატი და უთხრა, რომ რატი ალექსიძის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა (BMW X5),
რომელიც, საბაჟო პროცედურების დარღვევის გამო, პროკურატურის ავტოსადგომზე
გააჩერებინეს, თბილისის ქუჩებში შეცვლილი ნომრებით მოძრაობდა. შალვა ოგბაიძემ გასცა
აღნიშნული ავტომანქანის დაკავების ბრძანება. მშრალი ხიდის მიმდებარედ დაკავებულ იქნა
ავტომანქანა და აღმოჩნდა, რომ მას საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილის,
გიორგი (გიგი) უგულავას მეუღლე მართავდა. მოცემულ საქმეს სკანდალი მოჰყვა, ვინაიდან
ტელეკომპანია „იმედმა“ მას სიუჟეტი მიუძღვნა. ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, გიგი
უგულავამ ამ შემთხვევას „რატი ალექსიძესთან მომხდარი ინციდენტი უწოდა.“ იმავე დღეს,
შალვა ოგბაიძე დაიბარა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი (გია) ბარამიძემ, რომელიც იყო
აღელვებული
და
ურჩია,
დაეწერა
განცხადება
და
გადამდგარიყო
დაკავებული
თანამდებობიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაკავებით დაემუქრა. შალვა ოგბაიძე იძულებით
გადადგა დაკავებული თანამდებობიდან და, როგორც პროფესიონალი ავტომრბოლელი,
დაუბრუნდა ა(ა)იპ „საქართველოს საავტომობილო ფედერაციის“ პრეზიდენტის პოზიციას,
რომელზეც უფლებამოსილება ჰქონდა შეჩერებული.
662
663
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2007 წლის მეორე ნახევარი, გვ. 446.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 დეკემბრის N1/5556-21 განაჩენი.
215
შალვა ოგბაიძის გადადგომის მიზეზთან დაკავშირებულ ჟურნალისტის კითხვას გია
ბარამიძემ უპასუხა, რომ მან დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ, რადგან „ვერ მოხერხდა
გუნდურობის პრინციპის დაცვა.“ 664
2006 წელს აშშ-ში მყოფმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დაურეკა
შალვა ოგბაიძეს და დაინტერესება გამოხატა რუსთავის ავტოდრომის ტერიტორიის მიმართ,
რომელიც სახელმწიფოსგან „საქართველოს საავტომობილო ფედერაციას“ უნდა გადასცემოდა.
მივლინებიდან დაბრუნებული მინისტრი და შალვა ოგბაიძე ვერ შეთანხმდნენ. მინისტრი
პირდებოდა, რომ თუ ფედერაცია ავტოდრომის ტერიტორიის გადაცემაზე უარს იტყოდა, მას
მოცემულ ტერიტორიაზე შეჯიბრებების რეგულარულად ჩატარების უფლება ექნებოდა. 2008
წლის იანვარში, როცა საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას ასრულებდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, ავტოდრომის ტერიტორია
ფედერაციას გადაეცა.
2009 წელს შალვა ოგბაიძე, რომელიც ჯერ კიდევ „საქართველოს საავტომობილო
ფედერაციას“ ხელმძღვანელობდა, შეხვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური
ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) ხელმძღვანელ ერეკლე კოდუას, რომლის ოჯახის
წევრებიც სპორტის მოცემული სახეობით იყვნენ დაკავებულნი. ერეკლე კოდუამ შალვა
ოგბაიძეს კომპიუტერში აჩვენა მოქალაქეთა სია, რომელშიც ყოველი სახელისა და გვარის
გასწვრივ პირის ფოტო იყო მიმაგრებული და მეგობრულად გამოხატა მწუხარება, რომ შალვა
ოგბაიძეც მოცემულ „შავ სიაში“ ფიგურირებდა.
2009 წელს, სპორტის დეპარტამენტში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელსაც
ესწრებოდა დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ნამგალაური, მისი მოადგილე გია
გალდავა, ასევე, მიხეილ სააკაშვილის დედის ძმის, თეიმურაზ ალასანიას შვილი, ნიკოლოზ
ალასანია
თავის
ბიზნესპარტნიორ
თამაზ
შაფათავასთან
ერთად
(კარტოდრომის
ბიზნესპროექტი), შალვა ოგბაიძეს ურჩიეს, რომ ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა
ნიკოლოზ
ალასანიასთვის
დაეთმო
და
რუსთავის
ავტოდრომი
სახელმწიფოსთვის
დაებრუნებინა ინვესტიციების განსახორციელებლად. საკითხის განსახილველად შალვა
ოგბაიძემ ითხოვა ერთი თვის ვადა, რაც ხელისუფლებისთვის უარს ნიშნავდა.
მაშინვე დაიწყო შალვა ოგბაიძის მიმართ რეპრესიები –1987 წლიდან მის საკუთრებაში
არსებულ ავტოსადილერო ცენტრში ფინანსურმა პოლიციამ შემოწმება დაიწყო და ყალბი
მიზეზით, რომ თითქოს 12 ტონა აღურიცხავი ანტიფრიზი აღმოაჩინეს, საწარმოს სოლიდური
თანხის გადახდის ვალდებულება დაეკისრა (დაახლოებით, 500 000 ლარი). ვინაიდან საწარმოს
აღნიშნული თანხის გადახდის ფინანსური რესურსი არ გააჩნდა, ავტოსადილერო ცენტრის
რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების ქონება აუქციონზე 250 000 ლარად შეიძინა შპს
„თაბე“-მ, რომელმაც 6 თვის შემდეგ ქონება მიჰყიდა სადილერო ცენტრ „ნისანს“.
დავალიანების დანარჩენი თანხის დასაფარად, გაყიდეს შალვა ოგბაიძის პირად საკუთრებაში
664
https://www.youtube.com/watch?v=rPvc6jnNTmY
216
არსებული ის ქონება (მშენებარე საცხოვრებელი ბინა, მიწის ნაკვეთი), რომელიც სადილერო
ცენტრის ასაშენებლად აღებული სესხის უზრუნველყოფას წარმოადგენდა.
2009 წლის მაისში ფინანსურმა პოლიციამ „საქართველოს საავტომობილო ფედერაციის“
შემოწმება დაიწყო, დალუქეს უძრავი და მოძრავი ქონება და ფედერაციას დააკისრეს ჯარიმა 1
392 000 ლარის ოდენობით. შალვა ოგბაიძე ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან
გადადგა, ხოლო ფედერაციის პრეზიდენტის მოადგილე მევლუდ მელაძე დაიბარეს მიხეილ
სააკაშვილის ადმინისტრაციაში და ვანო მერაბიშვილის პირველი მოადგილის, ეკა
ზღულაძის
665
კარნახით
დააწერინეს
წერილი,
რომლის
საფუძველზეც,
რუსთავის
ავტოდრომის ტერიტორია „ნებაყოფლობით“ უკან დაუბრუნდა სახელმწიფოს. გადაცემული
უძრავი ქონება სახელმწიფომ მიჰყიდა მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებულ პირს, რუსეთის
ფედერაციაში მოღვაწე ბიზნესმენს, ავტომრბოლელ შოთა აფხაზავას.
2011 წლის 26 მაისს შალვა ოგბაიძე და მისი ორი ვაჟი რეჟიმის წინააღმდეგ გამართულ
მშვიდობიან აქციაში მონაწილეობდნენ. აქციის დარბევისას, მას სცემეს გონების დაკარგვამდე,
ხოლო ვაჟები დაიჭირეს, ხელებშეკრულებს სცემეს და აწამეს.
როგორც შალვა ოგბაიძემ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე აღნიშნა, მისი ოჯახის
წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიების გამო, მისი ვაჟის ოჯახმა საქართველო დატოვა.
მისთვის დღემდე მტკივნეულია იმის გახსენება, თუ როგორ კრებდნენ მისი შვილიშვილები
ნივთებს და ერთმანეთს ეუბნებოდნენ, საქართველოს დროშა არ დაგრჩესო.
შალვა ოგბაიძის საქმის შესწავლა დღემდე მიმდინარეობს და ამ პროცესს სახელმწიფო
ექსპერტიზის დასკვნის არარსებობა აბრკოლებს. როგორც მან აღნიშნა, დაახლოებით, 3 წელია,
რაც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მის
საქმეზე დასკვნის გაცემისგან თავს იკავებს. 666
„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი სასტიკად უსწორდებოდა იმ ბიზნესმენებსაც, ვინც
განსხვავებულ აზრს გამოხატავდა, დავალებას არ შეასრულებდა ან კიდევ ხელისუფლებას
დადებული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესრულებას მოსთხოვდა.
საქართველოს პარლამენტის წევრის, ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის კომპანიამ,
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და შპს „ევრას“ შორის 2004 წლის 1 ივნისს
გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, დაიწყო თბილისში, ავლაბარში, პრეზიდენტის
სასახლის მშენებლობა. ხელშეკრულების მიხედვით, მშენებლობისთვის კომპანიას საკუთარი
ფინანსური სახსრები უნდა დაეხარჯა, რასაც, მშენებლობის დასრულების შემდეგ,
პრეზიდენტის ადმინისტრაცია აანაზღაურებდა.
პარალელურად, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილს შესთავაზა, რომ მისი
კუთვნილი საცხოვრებელი სახლი (თბილისი, ალვანის ქ. N5), რომელიც პრეზიდენტის
2010 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ეკა ზღულაძე მიხეილ სააკაშვილმა
ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. იხ. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ
საგამოძიებო კომისიისთვის წარმოდგენილი ინფორმაცია, წერილები: N1-6459/25; N1-6598/25.
666 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 28 აპრილის N17 სხდომაზე შალვა ოგბაიძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და ვიდეოჩანაწერი; შალვა ოგბაიძის მიერ საგამოძიებო კომიისიისთვის გადმოცემული მასალა.
665
217
მომავალი სასახლის გვერდით მდებარეობდა, გაეყიდა. მიუხედავად იმისა, რომ ვალერი
გელაშვილს გაყიდვა არ სურდა, პრეზიდენტს უარი ვერ უთხრა და შეთანხმდნენ, რომ ვალერი
გელაშილს სანაცვლოდ გადასცემდნენ იქვე ახლოს მდებარე მიწის ნაკვეთს (შემოსასვლელის
ქ. N14-24/ორხევის ქ. N7) და გადაუხდიდნენ სხვაობას 1 400 000 აშშ დოლარის ოდენობით.
უძრავი ქონებების გაცვლის შესაბამისი რეგისტრაციები 2004 წლის 9 დეკემბერსა და 2005
წლის 2 თებერვალს განხორციელდა.
პრეზიდენტის სასახლის მშენებლობის პროცესში ვალერი გელაშვილი და მიხეილ
სააკაშვილი დასრულების ვადაზე ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც ბიზნესმენმა უარი განაცხადა
მშენებლობის გაგრძელებაზე და 2005 წლის თებერვალში ხელშეკრულება შეწყდა. ბიზნესმენმა
უკვე შესრულებული სამუშაოს ღირებულების, 4 019 287 ლარის, ანაზღაურება მოითხოვა.
თუმცა, ეს თანხა არ გადაუხადეს, ხოლო საცხოვრებელი სახლის გასხვისების სანაცვლოდ
მისაღებ 1 400 000 აშშ დოლართან დაკავშირებით შეუთვალეს, რომ თანხის მოთხოვნისგან
თავი შეეკავებინა.
ვალერი გელაშვილი, დაახლოებით, 6 თვის განმავლობაში უშედეგოდ ელოდებოდა
ზემოხსენებული თანხების გადახდას. ბოლოს, 2005 წლის ივლისში მან გაზეთ „რეზონანსში“
სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება
გამოხატა. ამის შემდეგ, 14 ივლისს მასზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა, რის
შედეგადაც ვალერი გელაშვილს აღენიშნა თავის ტვინის შერყევა, ზედა და ქვედა ყბის
მოტეხილობა, სახის ძვლების მრავლობითი ფრაგმენტული მოტეხილობა, მრავლობითი
სისხლნაჟღენთები, ნახეთქი ჭრილობები შუბლის არეში, მრავლობითი ჰემატომები სახის
არეში, სისხლმდენი ჭრილობა კეფის არეში.
2005 წლის ბოლოს მას 1 400 000 აშშ დოლარი გადაუხადეს, მაგრამ კომპანია „ევრას“
მიმართ სახელმწიფოს 280 186 ლარის ოდენობის დავალიანება დარჩა.
2006 წლის 26 ოქტომბერს ფინანსურმა პოლიციამ შპს „ევრას“ საქმიანობის შესწავლა
დაიწყო. მათ ყველანაირი დოკუმენტაცია და კომპიუტერები ამოიღეს, რამაც, ფაქტობრივად,
კომპანიის პარალიზება გამოიწვია. შემდეგ ვალერი გელაშვილს მიხეილ სააკაშვილის
საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი ქიტოშვილის პირით შეუთვალეს, რომ თუ გაყიდული
სახლის სანაცვლოდ მისთვის გადაცემულ ნაკვეთზე მშენებარე სახლსაც გაყიდდა (თბილისი,
შემოსასვლელის ქ. N14-24/ორხევის ქ. N7), ფინანსურ პოლიციასთან პრობლემები აღარ
ექნებოდა. ვინაიდან ბიზნესმენს მიხეილ სააკაშვილთან უკვე კონფლიქტური ურთიერთობა
ჰქონდა, მიზანშეწონილად ჩათვალა, ხსენებული უძრავი ქონება გაეყიდა. 2007 წლის 21
თებერვალს მან კუთვნილი ქონება ხელისუფლების მიერ დასახელებულ პირს, ვინმე გრიგოლ
სულუხიას გადაუფორმა. როგორც ბიზნესმენმა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე აღნიშნა,
ხსენებულ უძრავ ქონებაში, ნაცვლად მოთხოვნილი 3 000 000 ლარისა, 2 000 000 ლარი
გადაუხადეს. 667
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 5 მაისის N21 სხდომაზე ვალერი გელაშვილის ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და ვიდეოჩანაწერი; ვალერი გელაშვილის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები.
667
218
2016-2018 წლებში, ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი, ვანო
მერაბიშვილი, ერეკლე კოდუა და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სამმართველოს
უფროსი გია სირაძე დამნაშავედ იქნენ ცნობილნი. 668
2011 წლის 23 მაისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა
დააკავა ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი, რომელსაც ბრალად ედებოდა კუთვნილი კომპანიის
შპს „ვაკე-5-ის“ მიერ თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე N44-ში მდებარე სახელმწიფოს
კუთვნილი უძრავი ქონების (არასაცხოვრებელი ფართი – 173 მ2 და სარდაფი – 50 მ2) 1995 წელს
თაღლითური გზით მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება. იგი, თავდაპირველად, გადაყვანილ
იქნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში, ხოლო
მოგვიანებით – შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების
დეპარტამენტის (კუდ) ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც თბილისის მერიის ყოფილი
თანამშრომელი და „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. ზონდერი, 669 გიორგი უდესიანი მის
მიმართ ცეცხლსასროლი იარაღით სიცოცხლის მოსპობის მუქარასა და ფსიქოლოგიურ
ზეწოლას ახორციელებდა.
მისგან
მოითხოვდა იმ დროს დედაქალაქში მიმდინარე
საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით თანამშრომლობასა და ინფორმაციის მიწოდებას
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ოპონენტების, ნინო ბურჯანაძისა და ირაკლი
ოქრუაშვილის 670 შესახებ, ვინაიდან მისი ძმა – ვახტანგ ბეგიაშვილი აქტიურად იყო
საპროტესტო აქციებში ჩართული. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარატამენტის
დირექტორის მოადგილის, იოსებ (სოსო) თოფურიძის სამუშაო ოთახში მიიყვანეს მისი ძმაც ვახტანგ ბეგიაშვილი, რომელსაც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის
დირექტორი დავით (დათა) ახალაია გაესაუბრა. დავით ბეგიაშვილის თვალწინ,
კონსტიტუციური
უსაფრთხოების
დეპარატამენტის
დირექტორის
მოადგილე
ვასილ
ლელუაშვილი, მისი ბედის გადასაწყვეტად, პროკურატურაში ტელეფონით უკავშირდებოდა
ვინმე „დავითს“, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროში კი - ვინმე „ჩორნას“, მისი განმარტებით
- მინისტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილს.
იხ. წინამდებარე დასკვნის თავი „სახელმწიფო წარმომადგენლების მიერ ჩადენილი მკვლელობები და
ძალადობა“.
669 თავის კანონგარეშე საქმიანობაში, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების გარდა, „ნაციონალური
მოძრაობის“ ხელისუფლება განსაკუთრებული საქმეებისთვის იყენებდა ძლიერი აღნაგობის ამსრულებლებს,
რომელთაც, შესრულებული დავალებების სანაცვლოდ, პრივილეგირებულ მდგომარეობას უქმნიდა. მათ შორის
იყვნენ ხელისუფლებასთან დაახლოებული სპორტსმენებიც. ასეთ პირებს „ზონდერები“ შეერქვათ. შეად.
https://encyclopedia.ushmm.org/content/en/article/sonderkommandos
670 ნინო ბურჯანაძე, „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
2001-2008 წლებში, 2008 წლიდან დაუპირისპირდა მიხეილ სააკაშვილს და დააარსა ოპოზიცური პარტია
„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო.“ სხვადასხვა დროს, საქართველოს შინაგან, თავდაცვისა და
ეკონომიკური განვითარების მინისტრი, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი. 2007 წელს გადადგა
დაკავებული თანამდებობიდან და სატელევიზიო ინტერვიუში ამხილა მიხეილ სააკაშვილი და მისი რეჟიმი
(https://www.youtube.com/watch?v=j-bAMVxagmk). ის მაშინვე დააკავეს და ტელევიზიით აჩვენეს მისი დაკითხვა,
რომლის დროსაც, სატელევიზიო ინტერვიუში გაკეთებული ყველა განცხადება უარყო.
668
219
მართალია, მოცემული პერიოდის განმავლობაში, დავით ბეგიაშვილი უკანონოდ
ჰყავდათ სოსო თოფურიძის კაბინეტში, მაგრამ შესაბამის დოკუმენტებში ის გაფორმებული
იყო, როგორც თბილისის №1 დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებული პირი.
საბოლოოდ, დავით ბეგიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდეს და 25
მაისს გაათავისუფლეს. იმავდროულად, შემოსავლების სამსახურმა მის მაღაზიას 3 000 000
ლარამდე ჯარიმა დააკისრა და დავით ბეგიაშვილის ქონებას ყადაღა დაედო. თბილისში, ი.
ჭავჭავაძის გამზირზე №44-ში მდებარე 223 მ2 უძრავი ქონება კი, მრავალწლიანი
ადმინისტრაციული დავის შედეგად, 2011 წლის 27 მაისს, საქართველოს უზენაესი
სასამართლოს 2009 წლის განჩინების საფუძველზე, სახელმწიფოს საკუთრებად აღირიცხა. 671
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო,
მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს
2012
წლის
5
დეკემბრის
გადაწყვეტილებით,
დავით
ბეგიაშვილის
მიმართ
სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა და მის ქონებას ყადაღა მოეხსნა. ამასთან,
საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, მას პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირის
სტატუსი მიენიჭა. 672
„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი სასტიკად უსწორდებოდა იმ ბიზნესმენებს, ვინც
პოლიტიკური ოპონენტის მხარდამჭერი ან გარემოცვის წევრი აღმოჩნდებოდა. აღნიშნულის
ნათელი მაგალითია ქიბარ ხალვაში, რომელიც 2007 წლამდე ერთ-ერთ წარმატებულ
ბიზნესმენად ითვლებოდა და სახელმწიფოსგან მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდა. თუმცა
2007 წლის სექტემბერში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის, ირაკლი
ოქრუაშვილის თანამდებობიდან წასვლისა და მიხეილ სააკაშვილისადმი სატელევიზიო
ინტერვიუში წაყენებული მძიმე ბრალდებების შემდეგ, ქიბარ ხალვაშზე, როგორც ირაკლი
ოქრუაშვილთან დაკავშირებულ პირზე, ზეწოლა დაიწყო.
ქიბარ ხალვაშის შპს „ინტერნეიშენალ ბილდინგ კომპანი“ 2005 წლის დასაწყისში შეიქმნა.
2006 წელს კომპანიის კუთვნილი წილები გადანაწილებული იყო შემდეგნაირად: 50% –
თურქეთის მოქალაქე ოსმან ერსაინი, 25% – თურქეთის მოქალაქე ისმაილ ქაზმაზი და 25% –
ქიბარ ხალვაში. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იყო: გზების, სამოქალაქო
და საზოგადოებრივი დაწესებულებების შენობების მშენებლობა-პროექტირება, გვირაბებისა
და მიწისქვეშა კომუნიკაციების მშენებლობა-პროექტირება და სხვ.
2006 წლის 2 ივნისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და შპს „ინტერნეიშენალ
ბილდინგ კომპანის“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, საქართველოს
იუსტიციის სამინისტრომ კომპანიას დაუკვეთა თბილისში სასჯელაღსრულების ახალი
დაწესებულების მშენებლობა (გლდანის №8 დაწესებულება). ასევე, 2006 წლის 29 ივნისს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე,
შპს „ინტერნეიშენალ ბილდინგ კომპანის“ უნდა აეშენებინა სამხედრო ბაზა გორში.
განცხადება N1-1081/25; https://www.youtube.com/watch?v=4U1WX-pMO-s
საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის N76-Iს დადგენილება „პოლიტიკური ნიშნით
დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“.
671
672
220
2007 წლის 24 სექტემბერს საგადასახადო სამსახურის თანამშრომლებმა დაიწყეს
კომპანიის შემოწმება. ქიბარ ხალვაშს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით
კეზერაშვილმა მოსთხოვა დაპატიმრებული ირაკლი ოქრუაშვილისთვის შეფარდებული
გირაოს თანხის გადახდა (ჯამში - 10 მილიონი ლარი), რაზეც ბიზნესმენმა უარი განაცხადა. 673
იმავე დღეს, დააკავეს შპს „ინტერნეიშენალ ბილდინგ კომპანის“ დირექტორი ზურაბ
მეტრეველი, ასევე, ქიბარ ხალვაშის ძმა, ნიაზ ხალვაში და ქიბარ ხალვაშის დაფუძნებულ სამ
საწარმოში (შპს „ინტერნეიშენალ ბილდინგ კომპანი“, შპს „არტი ჯგუფი“ და შპს „პრიზა“)
შემოწმებას შეუდგა ფინანსური პოლიცია. შპს „ინტერნეიშენალ ბილდინგ კომპანის“ საბანკო
ანგარიშს ყადაღა დაედო.
საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობის პარალელურად, საქართველოს თავდაცვისა
და იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობამ, კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით,
შპს „ინტერნეიშენალ ბილდინგ კომპანის“ ხელშეკრულებები შეუწყვიტა. კომპანიის,
დაახლოებით, 4 000 000 ლარის ღირებულების ქონება დარჩა გორში, სამშენებლო ობიექტზე.
2007 წლის 22 (ან 23) ოქტომბერს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა
ბაჩო ახალაიამ დაიბარა კომპანიის მთავარი ინჟინერი მალხაზ ოსაძე და შპს „არტი ჯგუფის“
დაცვის უფროსი ზაზა გოცირიძე და მოსთხოვა, რომ ქიბარ ხალვაშს თურქი პარტნიორებისგან
თავის სახელზე გადაეფორმებინა შპს „ინტერნეიშენალ ბილდინგ კომპანის“ წილები და
დროებით თვითონ გამხდარიყო კომპანიის სრული მესაკუთრე. აღნიშნულზე კატეგორიული
უარი განაცხადა ქიბარ ხალვაშმა, რადგან მიხვდა, რომ ეს მანიპულაცია ირაკლი
ოქრუაშვილისთვის შეფარდებული გირაოს თანხის გადახდისთვის იყო გამიზნული.
მალხაზ ოსაძემ და ზაზა გოცირიძემ ქიბარ ხალვაშს შესთავაზეს, რომ წილები მათზე
გადაფორმებულიყო, რითაც, მათი თქმით, ქონებას წართმევისგან დაიცავდნენ. ქიბარ ხალვაში
დათანხმდა და ღამის სამ საათზე, შპს „ინტერნეიშენალ ბილდინგ კომპანიში“ ქიბარ ხალვაშის,
ისმაილ ქაზმაზის და ოსმან ერსაინის კუთვნილი წილები მალხაზ ოსაძესა და ზაზა
გოცირიძეზე გადაფორმდა. 674
2007 წლის 24 ოქტომბერს შპს „ინტერნეიშენალ ბილდინგ კომპანის“ საბანკო ანგარიშს
ყადაღა მცირე ხნით მოესხნა, მასზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან და საქართველოს
თავდაცვის სამინისტროდან ჩაირიცხა 6 440 000 ლარი, ხოლო ორი დღის შემდეგ – 650 000
ლარი. ნათელი გახდა, რომ ეს თანხა ირაკლი ოქრუაშვილის გირაოს თანხის გადახდას უნდა
მოხმარებოდა, რაც შპს „ინტერნეიშენალ ბილდინგ კომპანის“ დირექტორმა მალხაზ ოსაძემ
განახორციელა კიდეც. მან აღნიშნული თანხა, სულ 7 100 000 ლარი, ირაკლი ოქრუაშვილის
გირაოს თანხის (ჯამში - 10 000 000 ლარი) დასაფარად შესაბამის ანგარიშზე გადარიცხა. 675
მოცემული მანიპულაციით „ნაციონალური მოძრაობა“ არაერთ მიზანს ისახავდა, მათ
შორის, სურდა, საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, რომ ვინაიდან ირაკლი ოქრუაშვილი თავისი
https://kvira.ge/211459
https://kvira.ge/211459
675
საქართველოს სახალხო დამცველის
https://civil.ge/ka/archives/141839
673
674
ანგარიში,
2008
წლის
პირველი
ნახევარი,
გვ.
586-598;
221
გარემოცვის მეშვეობით გირაოს ესოდენ დიდ თანხას ფარავდა, მისთვის წაყენებული
ბრალდება კორუფციასთან დაკავშირებით უსაფუძვლო ვერ იქნებოდა.
2007 წლის 2 ნოემბრის საპროტესტო აქციის წინ, 1 ნოემბერს, ირაკლი ოქრუაშვილმა
მოუწოდა თავის მომხრეებს, ოპოზიციის მიტინგებს შეერთებოდნენ. იმავე ღამეს, ძმებმა,
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორმა დათა ახალაიამ და
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსმა ბაჩო ახალაიამ ირაკლი ოქრუაშვილი საშინაო
ტანსაცმლით გამოიყვანეს სახლიდან, ჩასვეს მანქანაში, გაატარეს თბილისში, გოგებაშვილის
ქუჩაზე მდებარე საფრანგეთის საელჩოში, სადაც მას გვიან ღამით ჩაურტყეს საფრანგეთის
ვიზა, მიიყვანეს აეროპორტში, ჩასვეს თვითმფრინავში და გააყოლეს მცველი. მცველმა ის
ჩააცილა ფრანკფურტის აეროპორტამდე და მიატოვა. ფრანკფურტის აეროპორტიდან ირაკლი
ოქრუაშვილი დაუკავშირდა ქიბარ ხალვაშს, რომელიც, მიხეილ ქარელთან ერთად, უკვე
ბერლინში იყო გადახვეწილი. 676
მარიამ რატიანის 677 მეუღლემ, კახა გურგენიძემ და მისმა მეგობარმა დავით გოგოშვილმა
1999 წელს შექმნეს სუპერმარკეტების ქსელი „იბისი“. 2006-2007 წლებში მათ „თიბისი“
ბანკიდან აიღეს იპოთეკური სესხი და 600 000 აშშ დოლარად შეიძინეს ავლაბარში, ქეთევან
წამებულის ქუჩაზე მდებარე ფართი, რომელშიც სუპერმარკეტი გახსნეს. იმავე პერიოდში
ვაკეში, მცხეთის ქუჩაზე შეიძინეს მეორე ფართი, რომელიც მანამდე ქირით ჰქონდათ აღებული
და რომელშიც
მათი მაღაზია ფუნქციონირებდა.
აღნიშნული ფართის შესაძენადაც
იპოთეკური სესხი „თიბისი“ ბანკიდან აიღეს. ბანკმა ფართი 500 000 აშშ დოლარად შეაფასა.
როცა 2009 წელს თბილისში მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ თბილისში
საპროტესტო აქციები იმართებოდა, კახა გურგენიძემ და დავით გოგოშვილმა მაისის თვეში
საპროტესტო აქციის მონაწილეებს, დახმარების სახით, საკვები და პირველადი მოხმარების
ნივთები მიუტანეს. ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სცენიდან გამოაცხადა, რომ
სუპერმარკეტების ქსელ „იბისის“ წარმომადგენლები იყვნენ მათ გვერდით.
მარიამ რატიანის თქმით, მეორე დღიდან დაიწყო მათი „ჯოჯოხეთი“. ავლაბარში
მდებარე მაღაზიაში დილის საათებში შევარდა ფინანსური პოლიციის სპეციალური
დანიშნულების რაზმი, დირექტორს ხელბორკილები დაადეს, კონსულტანტი გოგონები
იატაკზე დააწვინეს და მაღაზია დალუქეს. რამდენიმე დღეში ფინანსურმა პოლიციამ
შემოწმება დაიწყო მცხეთის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაშიც და, საბოლოოდ, არარსებული
საგადასახადო დავალიანება, 700 000 ლარი დააკისრეს. თავდაპირველად, კახა გურგენიძე და
დავით გოგოშვილი უარს აცხადებდნენ თანხის გადახდაზე, მაგრამ ხვდებოდნენ, რომ
პრობლემები შეექმნებოდათ და თანხების მოძიება დაიწყეს. ქონების გადარჩენის მიზნით,
ისინი მივიდნენ „თიბისი“ ბანკში და სთხოვეს, ყადაღა დაედოთ მაღაზიებზე, რადგან ქონება
არ გაყიდულიყო, რაც იმ მომენტში ბანკმა შეასრულა.
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 6 ივნისის N34 სხდომაზე გიორგი ცაგარეიშვილის ახსნა-განმარტების
სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
677 განცხადება N1-2429/25; საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 31 მარტის N8 სხდომაზე მარიამ რატიანის ახსნაგანმარტების სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
676
222
თანხის შეგროვებამდე დააკავეს დავით გოგოშვილი. პარალელურად, ისე, რომ
მესაკუთრეებისთვის უცნობი იყო, „თიბისი“ ბანკმა ორივე მაღაზიას მოხსნა ყადაღა და
სახელმწიფომ ისინი გასასხვისებლად გაიტანა აუქციონზე. 500 000 აშშ დოლარად
შეფასებული მაღაზია აუქციონზე შეიძინა თავად „თიბისი“ ბანკმა 3-4-ჯერ ნაკლებ ფასად,
ხოლო მეორე – 600 000 აშშ დოლარად შეფასებული ქონება სხვა პირმა შეიძინა. აღნიშნული
თანხები საგადასახადო დავალიანების დაფარვას არ ჰყოფნიდა, რის გამოც, კახა გურგენიძისა
და დავით გოგოშვილის ოჯახებმა მევახშეებისგან სესხები აიღეს. დათო გოგოშვილი 9-თვიანი
პატიმრობიდან მხოლოდ თანხის გადახდის შემდეგ გათავისუფლდა.
ვინაიდან „იბისის“ ქსელის 13 მაღაზია ისევ არსებობდა და თანაც აღებული ჰქონდათ
ვალდებულებები თანამშრომლების წინაშე, კახა გურგენიძემ და დავით გოგოშვილმა,
ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად, დამატებით გახსნეს 2 მაღაზია და როცა მე-3
მაღაზიის გახსნას აპირებდნენ, კახა გურგენიძესთან ოფისში პოლიცია შევიდა და მაგიდაზე
ნარკოტიკი დაუდეს და უთხრეს, რომ ნარკოდანაშაულისთვის აკავებდნენ. მარიამ რატიანის
განცხადებით, მას ჰქონდა ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანდა, პოლიცია როგორ დებდა
ნარკოტიკს და აღნიშნულის თაობაზე თავის ადვოკატს, გიორგი ყავლაშვილს უთხრა.
ადვოკატმა ურჩია, რომ გაენადგურებინა, რადგან კახას მდგომარეობას დაუმძიმებდა.
შეშინებულმა მარიამ რატიანმა ვიდეომასალა გაანადგურა.
მეუღლის დაკავების შემდეგ, ოთხი თვის ორსული მარიამ რატიანი პოლიციაში
დაიბარეს და უთხრეს, რომ დარჩენილი ქონებაც უნდა გაეყიდა, თან წინ შვილების სურათები
დაუდეს. შეშინებულმა მარიამ რატიანმა თანხმობა განაცხადა. პოლიციის შენობიდან
გამოსვლისას მას ავტომანქანის გასაღები დაატოვებინეს და, ჩუქების ხელშეკრულების
საფუძველზე, ავტომანქანა წაართვეს. მესამე დღეს მარიამ რატიანმა წყნეთში მდებარე
საცხოვრებელი სახლი გაყიდა, საიდანაც მევახშის ვალი გაისტუმრა და დანარჩენი თანხა
პოლიციის მიერ მითითებულ კერძო ანგარიშზე ჩარიცხა. კუთვნილი ავტომანქანა, რომელიც
ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე იყო, მარიამ
რატიანმა 2016 წელს დაიბრუნა.
4-თვიანი
პატიმრობის
შემდეგ
კახა
გურგენიძე
ციხიდან
დაზიანებული
ჯანმრთელობით, მათ შორის, მძიმე ფსიქიკური პრობლემებით გამოვიდა. ოჯახის წევრების
ანგარიშები დაყადაღებული იყო; ვერ გადაიხადეს მევახშის თანხა და დაკარგეს მშობლების
საცხოვრებელი სახლიც. დარჩნენ ღია ცის ქვეშ. მეგობრების დახმარებით, ოჯახმა ბინა იქირავა
და დღემდე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ. დავით გოგოშვილის ოჯახი კი ნათესავებთან
ცხოვრობს.
მთელი სახელმწიფო მანქანა იყო ჩართული სს „ბანკი ქართუს“ ხელოვნურად
გაკოტრების
პროცესში
პოლიტიკური
ოპონენტის,
ბიძინა
ივანიშვილის
მიმართ
ანგარიშსწორების მიზნით. ამის დასტურია ის ორგანიზაციულ-დანაშაულებრივი სქემა,
რომელიც ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში არსებული სს „ბანკი ქართუს“ გასაკოტრებლად
შექმნა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა. „ბანკი ქართუსთვის“ ფინანსური პრობლემების
შექმნისა და ხელოვნურად გაკოტრების მიზნით, იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა
2011
წელს
შექმნა
ორგანიზებული
სტრუქტურული
ფორმის
ჯგუფი,
რომელმაც
223
თვალთმაქცური გარიგებების მეშვეობით, „ბანკი ქართუს“ სასარგებლოდ იპოთეკით
დატვირთული ან დაგირავებული ქონების გადამალვა-გასხვისება უზრუნველყო.
გეგმის განხორციელების მიზნით, ზურაბ ადეიშვილის ინიციატივით საქართველოს
პარლამენტში დარეგისტრირდა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც „სააღსრულებო
წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს საგადასახადო კოდექსში
ცვლილებების შეტანას ისახავდა მიზნად. 2011 წლის 11 ნოემბერს „სააღსრულებო წარმოებათა
შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების თანახმად, თუ საგადასახადო
გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის საფუძვლები მიეკუთვნებოდა კომერციული ბანკის
გირავნობა/იპოთეკის
რეგისტრაციამდე
პერიოდს,
პირველ
რიგში,
უნდა
დაკმაყოფილებულიყო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა,
ხოლო შემდეგ – კომერციული ბანკების მოთხოვნა. ზურაბ ადეიშვილის მიერ შემუშავებული
გეგმა განსახორციელებელი მოქმედებების ხელოვნურად და სპეციალურად შექმნილი
კანონმდებლობის ჩარჩოში მოქცევას ისახავდა. აქედან გამომდინარე, საკანონმდებლო
ცვლილებებიც
იყო
დანაშაულებრივი
სქემის
ერთ-ერთი
შემადგენელი
ნაწილი.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების
პროექტის რეალური განხილვა საქართველოს პარლამენტში არ შემდგარა, რასაც მოწმობს
შესაბამისი სხდომების სტენოგრაფიული ჩანაწერებიც. 678
ზურაბ ადეიშვილმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსს,
ჯამბულ ებანოიძეს გადასცა „ბანკი ქართუს“ მოვალეების სია და დაავალა, სანდო მოხელეების
დახმარებით,
სახელმწიფოს
კონკრეტული იურიდიული პირების საგადასახადო დოკუმენტებში
წინაშე ფიქციური საგადასახადო დავალიანებები ჩაეწერათ, რომლის
წარმოშობის დროც გაუსწრებდა ბანკის იპოთეკის/გირავნობის რეგისტრაციის თარიღს.
აღნიშნულის საფუძველზე, შემდგომში დაყადაღებისა და აღსრულების გზით შესაძლებელი
გახდებოდა „ბანკი ქართუს“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ან დაგირავებული
ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა.
გეგმის შესაბამისად, ჯამბულ ებანოიძემ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართო თავის
დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლები და დაავალა, გაემართათ მოლაპარაკება ზურაბ
ადეიშვილის მიერ გადაცემულ სიაში შემავალ იურიდიულ პირებთან ბანკის სასარგებლოდ
გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების თვალთმაქცური გარიგებით სახელმწიფო
საკუთრებაში
დროებით
მიქცევის
მიზნით,
რასაც,
გარკვეული
პერიოდის
შემდეგ,
სახელმწიფო მათ შემოვლითი გზით უკანვე დაუბრუნებდა.
ზურაბ ადეიშვილის დავალებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსს, ნიკანორ
(ნიკა) მელიას, იძულებითი აუქციონები ისე უნდა ჩაეტარებინა, რომ ბანკის სასარგებლოდ
დატვირთული ქონება, ყველა შემთხვევაში, სახელმწიფო საკუთრებაში გადასულიყო.
ზურაბ ადეიშვილმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
მოადგილეს, დავით გიორგაძეს დაავალა, აუქციონების გამართვისა და ქონების სახელმწიფო
2011 წლის 8 (პირველი მოსმენა), 11 (მეორე მოსმენა) და 11 (მესამე მოსმენა) ნოემბრის საქართველოს
პარლამენტის პლენარული სხდომების სტენოგრაფიული ჩანაწერები.
678
224
საკუთრებაში მიქცევის შემდეგ, უმოკლეს ვადებში მოემზადებინა დოკუმენტები წინასწარ
შეთანხმებული ფასით, მოვალე იურიდიული პირების მიერ მითითებული სხვა პირებისთვის
ქონების პირდაპირი წესით მიყიდვის შესახებ. შედეგად, მოვალე ორგანიზაციებს ქონება,
ფაქტობრივად, შემოვლითი გზით უკან დაუბრუნდებოდა.
აღნიშნული გეგმის შესაბამისად, დანაშაულებრივმა ჯგუფმა შეარჩია „ბანკი ქართუს“
მოვალე ორგანიზაციები, რომლებთანაც მართავდნენ მოლაპარაკებებს და თანხმობის შემდეგ,
რამდენიმე წლის წინანდელ ელექტრონულ დეკლარაციებში შეჰქონდათ ყალბი მონაცემები,
თითქოს
საზოგადოებას
„ბანკ
ქართუში“
სესხის
აღებამდე
ჰქონდა
საგადასახადო
დავალიანება. ყალბი საგადასახადო დავალიანების უზრუნველსაყოფად ყადაღა ედებოდა
საზოგადოების საკუთრებაში არსებულ უძრავ-მოძრავ ქონებას, რის შემდეგაც ქონების
აუქციონზე გატანა-რეალიზაციის პროცედურები იწყებოდა.
რაც შეეხება საკუთრივ აუქციონის მიმდინარეობის პროცესს – იმ შემთხვევაში, თუ
ინტერნეტაუქციონში
ავტორიზაციას
გაივლიდა
თვალთმაქცურ
აუქციონში ერთვებოდნენ
მიუხედავად
იმისა,
მონაწილეობისთვის
რომ
ისინი
სავალდებულო
„ბანკი
უცხოეთში
ქართუს“
რეგისტრირებული
კანონმდებლობით
საგარანტიო
წარმომადგენელი,
თანხას
დადგენილ,
არ
კომპანიები,
აუქციონში
იხდიდნენ.
ამიტომ
ელექტრონულ აუქციონში უცხოური კომპანიების დაშვება, ნიკა მელიას დავალებით,
ხდებოდა ხელით აქტივაციის მეთოდით. უცხოური კომპანიები, ფასის ხელოვნურად
მატებით, ფორმალურად იგებდნენ აუქციონს, შემდგომ შესყიდვის ფასს არ იხდიდნენ და ნიკა
მელიას მითითებით, ხელახალი აუქციონი აღარ ცხადდებოდა. შესაბამისად, აღსრულების
ეროვნული ბიუროს განკარგულებით, ქონება ნატურით სახელმწიფოს გადაეცემოდა და სსიპ
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირდებოდა. იმ
შემთხვევაში, თუ პირველად ვაჭრობაში მონაწილეობის სურვილს არავინ გამოთქვამდა, ნიკა
მელიას დავალებით, განმეორებით აუქციონს აღარ აცხადებდნენ და გასაყიდი ქონებები
სახელმწიფოს ნატურით გადაეცემოდა.
ამ გზით ჯგუფმა „ბანკი ქართუსთვის“ ხელოვნურად და უკანონოდ შექმნა იპოთეკის
საგნის გამოცლის, აუქციონში დამარცხებისა და ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევის
გარემოებები. სულ ჩატარდა 99 აუქციონი, საიდანაც 66 ლოტს მყიდველი არ გამოუჩნდა და
ქონებები ნატურით გადაეცა სახელმწიფოს, ხოლო 33 ლოტზე, სადაც ვაჭრობაში ერთვებოდა
„ბანკი ქართუს“ წარმომადგენელი, ყველა შემთხვევაში, აუქციონებს უცხოური კომპანიები
იგებდნენ.
პროცედურის
ბოლოს,
საქართველოს
ეკონომიკის
სამინისტროს
პრივატიზების
დეპარტამენტი ამზადებდა პრეზიდენტის განკარგულებების პროექტებს და პირდაპირი
მიყიდვის ფორმით, დავალების შესაბამისად გამოანგარიშებული ბანკის ვალის 10%-ის
ღირებულების გადახდის სანაცვლოდ, „ბანკი ქართუს“ მოვალის სახელმწიფოს სახელზე
აღრიცხული ქონება მოვალის მიერ მითითებულ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირებს
გადაეცემოდათ.
დოკუმენტბრუნვის
დადგენილი
წესის
საწინააღმდეგოდ,
კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით, საპრივატიზებო დოკუმენტები ეკონომიკის
სამინისტროს ელექტრონულ პროგრამაში არ იტვირთებოდა. პარალელურად, მოვალეები
225
წყვეტდნენ „ბანკი ქართუს“ სესხის გადახდას და შემოსავლების სამსახურის მიერ მათ
უფორმდებოდათ შეთანხმების აქტი, ყალბი საგადასახადო დავალიანების კონკრეტულ
თანხამდე შემცირების თაობაზე.
აღნიშნული ქმედებების შედეგად, „ბანკი ქართუსთვის“ მიყენებულმა ზიანმა შეადგინა
138 713 433 ლარი.
2013-2019 წლებში, „ბანკი ქართუს“ ხელოვნური გაკოტრების საქმეზე, ზურაბ
ადეიშვილი და ნიკა მელია, ასევე, მათი ხელშემწყობი კერძო კომპანიების ხელმძღვანელები
დამნაშავედ იქნენ ცნობილნი. 679
გარდა ამისა, ხელისუფლების მთავარი მოწინააღმდეგე 2011 წლიდან, „ქართული
ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2012 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით, რომლითაც
დააკმაყოფილა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარტიების ფინანსური
მონიტორინგის
სამსახურის
2
შუამდგომლობა
ბიძინა
ივანიშვილის
მიმართ
ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების თაობაზე და მას ბიუჯეტის სასარგებლოდ 148 650
131 ლარის გადახდა დაეკისრა. 680
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა კონტროლის პალატის არგუმენტები და
აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობისთვის „გლობალ ტვ-ის“ სატელიტური
ანტენების უსასყიდლოდ გადაცემით უკანონო შემოწირულობა განახორციელა „ქართული
ოცნების“ სასარგებლოდ. სასამართლომ, ასევე, აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი, შპს
„ბურჯისა“ და შპს „ელიტა ბურჯის“ მეშვეობით, 239 ავტოსატრანსპორტო საშუალებით,
ფაქტობრივად, უსასყიდლოდ უწევდა მომსახურებას პოლიტიკურ გაერთიანება ,,ქართულ
ოცნებას“. 681
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების უკანონობასა და არაობიექტურობაზე
მიუთითებდნენ
როგორც
ბიძინა
ივანიშვილის
ადვოკატები,
ისე
არასამთავრობო
ორგანიზაციები, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ კონტროლის პალატის პოზიციები არ იყო
გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით და დაცვის მხარეს არ ჰქონდა საკმარისი დრო,
გაცნობოდნენ საქმის მასალებს. ასევე, თავად სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა
მნიშვნელოვანი ხარვეზებით. 682 თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი
ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ყველა გარემოება, მაგრამ დაკისრებული ჯარიმა
გაანახევრა და ის 74 325 065 ლარით განსაზღვრა. 683
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის N1/2644-13 განაჩენი; თბილისის სააპელაციო
სასამართლოს 2022 წლის 22 თებერვლის N1ბ/197-20 განაჩენი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28
ივლისის N375აპ-22 განჩინება; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 ნოემბრის N1/4983-13 და 2019 წლის
5 ნოემბრის N1/58-18 განაჩენები.
680 https://www.youtube.com/watch?v=9bZcyYhSSA8
681
https://for.ge/view/57169/saqalaqo-sasamarTlom--biZina-ivaniSvilis-dajarimebasTan-dakavSirebiT-gancxadebagaavrcela.html
682 https://transparency.ge/ge/content/stub-479
683 https://www.youtube.com/watch?v=dUk-Yh4IK1s
679
226
გარდა აღნიშნულისა, „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებმა 813 114 ლარის ოდენობის
მატერიალური ზიანი მიაყენა შპს „ფინსერვისს“, შპს „ბურჯს“ და სს „ქართუ ჯგუფს“. კერძოდ,
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ვასილ
ლელუაშვილის დავალებით, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ტელევიზიის, „მეცხრე არხის“
საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიზნით, 2011-2012 წლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს
თანამშრომლებმა საბაჟო ტერმინალში, ელექტროშოკის გამოყენებით, დააზიანეს ხსენებული
კომპანიების კუთვნილი 19 ერთეული მობილური კავშირის მოწყობილობა, დისკების
გადასამრავლებელი მოწყობილობა, 11 ბგერითი სიხშირის გამაძლიერებელი, 31 აუდიო
სიგნალის გარდამქმნელი, გრამფირფიტების საკრავი მოწყობილობა და 1 კომპლექტი სცენის
მართვის აპარატურა.
აღნიშნულ ფაქტზე 2016 წელს დამნაშავედ იქნა ცნობილი ვასილ ლელუაშვილი. 684
სახელმწიფო ქონების მიტაცება მიხეილ სააკაშვილის, სხვა ლიდერებისა და მათი
ოჯახების კეთილდღეობისათვის
მიხეილ სააკაშვილმა, სახელმწიფოს ხარჯზე, საკუთარ დედას, გიული ალასანიას,
საგანმანათლებლო სფეროში მსხვილი ბიზნესი წამოაწყებინა. ამ მიზნის მისაღწევად მიხეილ
სააკაშვილი არ მოერიდა ისეთი დიდი ტრადიციების მქონე ქართული უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების დასუსტებასა და პრესტიჟის შელახვას, როგორიც
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტია (შემდგომ - სტუ). პირველ ეტაპზე, „ნაციონალური
მოძრაობა“ შეეცადა, რომ სტუ პროფესიულ სასწავლებლად გადაკეთებულიყო, რაც
უნივერსიტეტისათვის ქონების ჩამორთმევის პროცესს გააადვილებდა. 2006 წლიდან, ნელნელა, სტუ-ს ჩამოართვეს ფუნქციონირებისთვის საჭირო სხვადასხვა ქონება, შემდეგ კი,
გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ავტორიზაცია შეუჩერეს. თუმცა, მათ განზრახვა
ბოლომდე ვერ მიიყვანეს, იმ დროს საზოგადოებაში არსებული მზარდი პროტესტის გამო. 685
სტუ-სთვის ჩამორთმეული არაერთი უძრავი ქონება გადაეცა მიხეილ სააკაშვილის
დედის, გიული ასალანიას კუთვნილ შპს „საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა
უნივერსიტეტს“ (2007
უნივერსიტეტი“).
წელს
შეეცვალა
დასახელება
და
გახდა
შპს
„საქართველოს
გიული ალასანია თავად იყო სტუ-ს პროფესორი, რომელმაც 2006 წელს რექტორ რამაზ
ხუროძეს შესთავაზა დასავლური ცივილიზაციის პრობლემების შემსწავლელი სამეცნიერო
სასწავლო სამაგისტრო სწავლების ცენტრის შექმნა უნივერსიტეტში, რისთვისაც მას გამოეყო
12 სალექციო ოთახი. აღნიშნულის შემდეგ, გიული ალასანიამ, თავისი შვილის ხელშეწყობით,
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 7წლის 28 ივნისის N1/1849-13 განაჩენი; თბილისის სააპელაციო
სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის N1ბ/939-16 განაჩენი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 30
ნოემბრის N344აპ-17 განჩინება.
685 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 10 აპრილის N12 სხდომაზე დავით გურგენიძის ახსნა-განმარტების
სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი; საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილი მასალა.
684
227
გააგრძელა სტუ-ს კუთვნილი ფართების მიერთება, რამაც, რეალურად, სახელმწიფო ქონების
მიტაცების ფორმა მიიღო.
სტუ-ს, დაუსაბუთებლად, ისე, რომ არცერთი თეთრი და სარგებელი არ
ჩამოერთვა თბილისში, კოსტავას N77-ში მდებარე შემდეგი ქონებები:
მიუღია,
1. 2 746 მ2 შენობა (ელექტრონიკის ფაკულტეტის ხუთსართულიანი შენობა) და მასზე
დამაგრებული 587 მ2 მიწის ნაკვეთი;
2. 866 მ2
შენობა (ჟანგბადის ლაბორატორია) და მასზე დამაგრებული 877 მ2 მიწის
ნაკვეთი;
3. 2858 მ2 ხუთსართულიანი შენობა და მასზე დამაგრებული 731 მ2 მიწის ნაკვეთი;
4. სპორტული მოედნები და მათზე დამაგრებული 9 273 მ2 მიწის ნაკვეთი;
5. მშენებარე შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 5 059 მ2 მიწის ნაკვეთი. 686
საგამოძიებო კომისიისთვის წარმოდგენილი მასალის შესწავლის შედეგად გამოირკვა,
რომ ჩამორთმეული ქონებები საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006
წლის 8 თებერვლის N1-1/98 და 14 აპრილის N1-1/313 ბრძანებებით უსასყიდლო უზუფრუქტის
ფორმით გადაცემული ჰქონდა სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მისი არსებობის
ვადით. მოცემულ შენობებში სტუ 1970-1980-იანი წლებიდან ისედაც საქმიანობდა.
მოგვიანებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 18
ოქტომბრის N1-1/1172 ბრძანებით, ზემოაღნიშნულ სამ ქონებაზე (2 746 მ2 შენობა და მასზე
დამაგრებული 587 მ2 მიწის ნაკვეთი; 866 მ2 შენობა და მასზე დამაგრებული 877 მ2 მიწის
ნაკვეთი; 2858 მ2 ხუთსართულიანი შენობა და მასზე დამაგრებული 731 მ2 მიწის ნაკვეთი)
მოიშალა უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულება და ისინი გატანილ იქნა აუქციონზე.
აუქციონში მხოლოდ ერთი პირი, შპს „საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა
უნივერსიტეტი“
მონაწილეობდა,
რომელსაც,
2007
წლის
1
მარტის
ნასყიდობის
ხელშეკრულების საფუძველზე, ზემოხსენებული სამივე ქონება გადაეცა 1 320 000 აშშ
დოლარად.
აუქციონის შედეგად, 2007 წლის 24 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების
საფუძველზე, 305 000 აშშ დოლარად, შპს „საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა
უნივერსიტეტს“ გადაეცა, ასევე, სპორტული მოედნები და მათზე დამაგრებული 9 273 მ2 მიწის
ნაკვეთი; ხოლო, 2008 წლის 25 ივნისის პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების
დამადასტურებელი N28ა ოქმის თანახმად, 2 050 000 აშშ დოლარად − მშენებარე შენობანაგებობა და მასზე დამაგრებული 5 059 მ2 მიწის ნაკვეთი. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ
უკანასკნელ შემთხვევაში საპრივატიზებო თანხის გადახდა უნდა განხორციელებულიყო 1
წლის განმავლობაში, 4 ტრანშად, 3 თვეში ერთხელ. პირველი გადახდა – თანხის 25%
გათვალისწინებული იყო 2008 წლის 30 სექტემბრამდე, თუმცა საქართველოს ეკონომიკური
განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 სექტემბრის N1-1/1837 ბრძანებით, დაუძლეველი
ძალის (ფორსმაჟორის) გამო ვალდებულებების შესრულება გადაუვადდათ გარკვეულ პირებს,
686
განცხადება N1-1714/25 და თანდართული მასალა.
228
მათ შორის, შპს „საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტს“ და
საპრივატიზებო თანხის 50%-ის გადახდა დაევალა 2008 წლის 30 დეკემბრამდე. 687
აუქციონებში მონაწილეობას მხოლოდ გიული ალასანია იღებდა, სახელმწიფო ქონების
მესაკუთრეც თავად ხდებოდა, 688 თანხებს კი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაშინებული ან
მასთან დაახლოებული ბიზნესმენები იხდიდნენ, რაც ერთ-ერთ ინტერვიუში „ტოიოტა
ცენტრი თბილისის“ ხელმძღვანელმა ირაკლი გურჩიანმაც დაადასტურა. 689 თავად შპს
„საქართველოს უნივერსიტეტმა“ დააფუძნა არაერთი მეწარმე სუბიექტი და შექმნა ქსელი,
რომელშიც უნივერსიტეტის გარდა, საბავშვო ბაღები და საშუალო სკოლებიც შედიოდა. 690
სკოლებში მოსწავლეების წარმატებით მიზიდვაში, გიული ალასანიას ხელისუფლებაც
ეხმარებოდა, რადგან საჯარო სკოლების დახურვის გზით, ხელოვნურად ზრდიდა მოთხოვნას
„საქართველოს უნივერსიტეტის“ მიერ დაფუძნებულ კერძო სკოლებზე. ნიშანდობლივია, რომ
2003 წლიდან 2010 წლამდე პერიოდში საქართველოში 1 045 საჯარო სკოლა დაიხურა. შპს
„საქართველოს უნივერსიტეტის“ მფლობელობაში, გარდა საგანმანათლებლო სუბიექტებისა,
ასევე, არის შპს „ხადილი“, რომელიც მანამდე სტუ-ს სასადილოს წარმოადგენდა და დიდი
დატვირთით მუშაობდა. 691
სტუ-სთვის ქონების ჩამორთმევასა და შპს „საქართველოს უნივერსიტეტისთვის“
გადაცემაზე, ასევე, მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის კორუფციულ საქმიანობაზე ჯერ
კიდევ 2012 წელს, საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური გამოსვლისას,
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა ჯონდო ბაღათურიამ პრეზენტაცია გამართა
სახელწოდებით „კორუფციული რვაფეხა“. მას შემდეგ, რაც ჯონდო ბაღათურიამ მიხეილ
სააკაშვილი და მისი ოჯახი პარლამენტის ტრიბუნიდან კორუფციაში დაადანაშაულა და
თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის დირექტორ მამაზე მიუთითა, მიხეილ სააკაშვილი
განერვიულდა, დეპუტატს გამოსვლა შეაწყვეტინა და მიმართა – „ტალახში გორაობა არის
თქვენი ბუნებრივი მდგომარეობა. (...) მანდატურები წაგყვებიან, გავამზადებინებ კარგ
აბაზანას, ჩაგაწვენენ ბოლომდე ტალახში, ოღონდ ნამდვილად ხარისხიანში და კარგად
დაგზილავენ, როგორც საჭიროა და გაგივლის ფანტაზია თავიდან ბოლომდე“. 692 მოცემული
რეპლიკის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი სხდომათა დარბაზიდან გაიქცა.
2012 წლის 11 ივნისს, გიული ალასანიას მეგობარ მანანა სანაძეს, რომელიც სტუ-სთვის
წართმეული ქონებების ბაზაზე დაარსებული „საქართველოს უნივერსიტეტის“ ერთ-ერთი
განცხადება N1-1714/25 და თანდართული მასალა.
https://www.youtube.com/watch?v=dldYMAeAgw0&rco=1
689 https://kvirispalitra.ge/article/30361-qme-var-erth-erthi-mathgani-romelsac-arasodes-nacmodzraoba-ar-daufinansebiaq/
690 https://www.youtube.com/watch?v=srfVaeEhzaw
691 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 15 აპრილის N15 სხდომაზე ჯონდო ბაღათურიას ახსნა-განმარტების
სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი; ჯონდო ბაღათურიას მიერ კომისიისთვის წარმოდგენილი მასალა.
692 https://www.youtube.com/watch?v=w-st_D4XXjI
687
688
229
დამფუძნებელი-პარტნიორი
და
რექტორია,
მიხეილ
სააკაშვილმა
ბრწყინვალების
საპრეზიდენტო ორდენი გადასცა. 693
საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ჯონდო ბაღათურიას ახსნა-განმარტებიდან და მის
მიერ წარმოდგენილი მასალიდან ირკვევა, რომ 2004 წელს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა
და მის ოჯახს საკუთრებაში ჰქონდათ 95 000 ლარად შეფასებული საცხოვრებელი ბინა და 28
210 ლარი, ხოლო მისი პრეზიდენტობის დასასრულს, მისმა, მხოლოდ დეკლარირებულმა
ქონებამ შეადგინა 1 269 167 ლარი. გარდა აღნიშნულისა, არაერთი უძრავი ქონება იყო
გაფორმებული მისი ოჯახის წევრებზე. სახელმწიფოს ხარჯზე პრეზიდენტის და მისი ოჯახის
გამდიდრებაში ჩართული იყო მთელი სახელმწიფო სისტემა. 694
შპს „საქართველოს უნივერსიტეტის“ გარდა, გიული ალასანიას მიერ დაფუძნებულ შპს
„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“, მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის 22 მარტის N127
განკარგულებით, პირდაპირი განკარგვის წესით, საკუთრებაში გადასცა ისანი-სამგორის
რაიონში, კახეთის გზატკეცილზე, ყოფილი „ავტოვაზის“ მიმდებარედ არსებული 101 222 მ2
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. 695
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კერძო ბიზნესად აქცია კიდევ ერთი დიდი ტრადიციების
მქონე უმაღლესი სასწავლებელი - სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი. 696 საქართველოს
მთავრობის 2005 წლის 10 ივნისის N101 დადგენილებით სსიპ საქართველოს სახელმწიფო
აგრარული უნივერსიტეტი და სსიპ საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტენირანო
უნივერსიტეტი გაერთიანდა და, რეორგანიზაციის შედეგად, შეიქმნა სსიპ საქართველოს
სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი. აღნიშნულ დადგენილებაში ცვლილება
შევიდა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის N24 დადგენილებით და
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეწოდა სსიპ საქართველოს სახელმწიფო
აგრარული უნივერსიტეტი.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ივლისის N185, 27 ივლისის N210, 3 აგვისტოს
N220 და 20 აგვისტოს N246 დადგენილებებით, აგრარულ უნივერსიტეტს შეერწყა 14
კვლევითი-სამეცნიერო ინსტიტუტი:
1. სსიპ აგრარული რადიოლოგიისა და ეკოლოგიის ინსტიტუტი;
2. სსიპ მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის
ინსტიტუტი;
693
ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი ენიჭება კულტურის, განათლების, მეცნიერების, ხელოვნების,
სპორტისა და სხვა დარგის გამოჩენილ მოღვაწეებს საზოგადოებრივი ცხოვრების შესაბამის სფეროში გამორჩეული
მიღწევებისა
და
საქართველოს
წინაშე
აღმატებული
ღვაწლისათვის.
იხ.
საქართველოს
პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მიერ საგამოძიებო კომისიისთვის წარმოდგენილი ინფორმაცია, წერილები: N1-6459/25; N16598/25.
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 15 აპრილის N15 სხდომაზე ჯონდო ბაღათურიას ახსნა-განმარტების
სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი; ჯონდო ბაღათურიას მიერ საგამოძიებო კომისიისთვის წარმოდგენილი მასალა.
695 ჯონდო ბაღათურიას მიერ საგამოძიებო კომისიისთვის წარმოდგენილი მასალა.
696 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ 2025 წლის 2 ივნისის N15184/25 წერილით საგამოძიებო კომისიისთვის წარმოდგენილი დოკუმენტები.
694
230
3. სსიპ სერგი დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი;
4. სსიპ სოფლის მეურნეობის ბიოტექნოლოგიის ცენტრი;
5. სსიპ აგრარული ეკონომიკის ინსტიტუტი;
6. სსიპ მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტი;
7. სსიპ ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტი;
8. სსიპ მეცხოველეობის და საკვებწარმოების ინსტიტუტი;
9. სსიპ იულონ ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტი;
10. სსიპ მიხეილ რჩეულიშვილის მეცხოველეობის ბიოლოგიური საფუძვლების
ინსტიტუტი;
11. სსიპ ლევან ყანჩაველის მცენარეთა დაცვის ინსტიტუტი;
12. სსიპ მეფუტკრეობის ინსტიტუტი;
13.
სსიპ
კონსტანტინე
ამირაჯიბის
სოფლის
მეურნეობის
მექანიზაციისა
და
ელექტრიფიკაციის ინსტიტუტი;
14. სსიპ ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტი.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 მარტის N136 დადგენილებით, საქართველოს
მთავრობასა და ა(ა)იპ „აგრარული განათლების და მეცნიერების ფონდს“ 697 შორის გაფორმდა
შეთანხმება, რომლის საფუძველზეც, განხორციელდა რეორგანიზაცია და სსიპ საქართველოს
სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, მასში შემავალი ყველა ინსტიტუტითა და
დაწესებულებით, გარდაიქმნა კერძო სამართლის იურიდიულ პირ ა(ა)იპ საქართველოს
აგრარულ უნივერსიტეტად. ამასთან, ა(ა)იპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის
ერთადერთ დამფუძნებლად განისაზღვრა ზემოხსენებული ფონდი და სახელმწიფო
უნივერსიტეტის საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი და საცდელ-საექსპერიმენტო
საქმიანობისთვის განკუთვნილი უძრავი და მოძრავი ქონება გადაეცა მას. ა(ა)იპ „აგრარული
განათლების და მეცნიერების ფონდი“ დაფუძნდა რამდენიმე დღით ადრე, 2011 წლის 15
მარტს, ა(ა)იპ „ცოდნის ფონდის“ მიერ, რომელიც 2007 წლის 4 ივნისს დააარსა რეფორმების
კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კახა ბენდუქიძემ. 698
სახელმწიფოს ხარჯზე პირადი ინტერესების დაკმაყოფილების კიდევ ერთი მაგალითია
სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფო ობიექტის, სახაზინო საწარმოს – საქართველოს
ეროვნული ზარაფხანის გასხვისებაც, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 22
ივლისის N473 ბრძანებულების საფუძველზე, თბილისის საიუველირო ქარხნის ბაზაზე,
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შეიქმნა. 2000 წელს სახაზინო საწარმო
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად გადაკეთდა, რომლის 100%-იან წილს
სახელმწიფო ფლობდა. 2006 წელს განახორციელეს მისი პრივატიზაცია – გაიტანეს აუქციონზე
და ძალზედ მცირე თანხის სანაცვლოდ გადასცეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქე კობა
ა(ა)იპ
„აგრარული
განათლებისა
და
მეცნიერების
ფონდი“,
ს/ნ
https://enreg.reestri.gov.ge/main.php?m=new_index
698 https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFPofm[LXPyxxxUAMopdJChw=
697
404891186,
231
ნაყოფიას, 699 რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველი იყო და დღესაც ამ პარტიის
ერთ-ერთი ლიდერია700
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ, კახაბერ დამენიამ,
საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფით, ყოველგვარი
პირობის გარეშე, 2007 წელს აუქციონზე გაიტანა ზუგდიდში მდებარე კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლის − „დადიანების ბაღისა და სასახლეთა კომპლექსის“ ტერიტორიაზე
არსებული ყოფილი ღია თეატრისა და მასზე დამაგრებული 994,6 მ2 მიწის ნაკვეთი. ქონება
აუქციონის ერთადერთმა მონაწილემ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, 2012 წლიდან
წალენჯიხის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ლევან ქარდავამ შეიძინა საბაზრო ფასთან (392 000
ლარი) შედარებით, ბევრად ნაკლებ ფასად – 175 000 ლარად. 701
ბიზნესის/ქონების წართმევა და მითვისება თანამდებობის გამოყენებით
ჰიდროელექტროსადგურები იძულებით გააყიდინეს ბიზნესმენ თამაზ ბიბილურს. ის
და მისი ოჯახი, პარტნიორებთან ერთად, ფლობდნენ შპს „მცირე ენერგოკომპანიას“ და შპს
„ენერგოკომპანიას“.
შპს
ჰიდროელექტროსადგურები
„ენერგოკომპანიას“
–
ალაზანჰესი
და
საკუთრებაში
მარტყოფჰესი,
ხოლო
ჰქონდა
შპს
„მცირე
ენერგოკომპანიას“ – ელექტროგადამცემი ხაზები.
2004 წლის აგვისტოში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაუგროვდა შპს „მცირე
ენერგოკომპანიის“ მიმართ დავალიანება 284 004 ლარის ოდენობით. თამაზ ბიბილურს მისმა
ნაცნობმა ნოტარიუსმა, ნუნუ გინტურმა უთხრა, რომ საგამოძიებო ორგანოები აპირებდნენ
კომპანიის დირექტორის გიორგი გარსევანიშვილის (თამაზ ბიბილურის დის ქმარი)
დაპატიმრებას და ერთადერთი გამოსავალი იყო შპს „მცირე ენერგოკომპანიას“ ეთქვა უარი
დავალიანების მიღებაზე. ვინაიდან მუქარა რეალურად აღიქვეს, შპს „მცირე ენერგოკომპანიამ“
წერილობით უარი განაცხადა დავალიანების მოთხოვნაზე. ამის შემდეგ, 2006 წელს, თამაზ
ბიბილურს შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, გელა ბეჟუაშვილისა და მისი
ძმის,
დეპუტატ
დავით
ბეჟუაშვილის
წარმომადგენელი
ვაჟა
მეტრეველი
და
მას
ბეჟუაშვილების სასარგებლოდ ჰესების დათმობა მოსთხოვა. მისი თქმით, ბეჟუაშვილები
ქონების ღირებულების არაუმეტეს 10%-ს გადაიხდიდნენ. თან დაამატა –
„ხომ იცი
პირველთან დაახლოებული პირები არიან და თუ ამას არ დათანხმდებით, შენც და შენს
პარტნიორებსაც მისცემენ პასუხისგებაში და ამ ობიექტების კონფისკაცია მოხდება.“.
აუქციონზე ქონება შეიძინა 2006 წლის 8 მაისს შექმნილმა შპს „გოლდინვესტმა“, 2 000 ლარი საწესდებო
კაპიტალით,
რომლის
100%-იანი
წილის
მესაკუთრე
კობა
ნაყოფიაა;
https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFCcRj]Is1erfiDMWxabUE7o=
700 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 19 მაისის N25 სხდომაზე დავით ლორთქიფანიძის ახსნა-განმარტების
სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
701 კახაბერ დამენიას მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს
გამოძიება.
699
232
იძულების შედეგად, თამაზ ბიბილურმა და მისმა პარტნიორებმა შპს „ენერგოკომპანია“
საბაზრო ღირებულებაზე ბევრად ნაკლებად – 1 400 000 აშშ დოლარად დათმეს.702
შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის
დასავლეთის რეგიონული მთავარი სამმართველოს უფროსმა კონსტანტინე არჩაიამ 2008 წლის
აგვისტო-სექტემბერში თავის თანამშრომლებს უკანონოდ დაავალა, დაკავშირებოდნენ
სხვადასხვა კომპანიასა და ფიზიკურ პირებს და მოეთხოვათ მათთვის კონკრეტული თანხების
გადახდა.
კერძოდ, კონსტანტინე არჩაიას დავალებით, 2008 წლის აგვისტოში შპს „ლუქსს“
მოსთხოვეს 100 000 ლარის ხელზე მიტანა, რაც კომპანიამ, მოსალოდნელი გართულებების
თავიდან არიდების მიზნით, გადაიხადა. ამავე კომპანიას, თითქოსდა, სახელმწიფო
საჭიროებისთვის, 20 000 ლარის გადახდა მოსთხოვეს 2009 წლის აგვისტოშიც, თუმცა
ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე, კომპანიამ ითხოვა თანხის შემცირება და
გადაიხადა 10 000 ლარი. გარდა ამისა, 2008 წლის აგვისტოში შპს „ლაგის“ დირექტორს
მოსთხოვეს სახელმწიფოსთვის შეეწირა 50 000 ლარი. საბოლოოდ, კომპანიამ მხოლოდ 15 000
ლარის გადახდა შეძლო. მთელი თანხა გადაეცემოდა კონსტანტინე არჩაიას და ბიუჯეტში არ
ირიცხებოდა.
მისივე დავალებით, 2008 წლის აგვისტოში ქუთაისელ ბიზნესმენ დავით კოსტავას
მოსთხოვეს 50 000 აშშ დოლარის სახელმწიფოსთვის შეწირვა. ემუქრებოდნენ, რომ,
წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემები შეექმნებოდა. ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მყოფმა
ბიზნესმენმა შესთავაზა, თანხის სანაცვლოდ, ოჯახის კუთვნილი ავტომობილების –
„ლექსუსისა“ და „მიცუბიში პაჯეროს“ სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემა. რამდენიმე
დღეში, ორივე ავტომობილი დავით კოსტავას საცხოვრებელი სახლიდან წაიყვანეს
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა. 2009 წლის ივლისში, მას
შემდეგ, რაც დავით კოსტავა დააკავეს, მისმა მეუღლემ ზემოხსენებული „მიცუბიში პაჯეროს“
მარკის ზემოხსენებული ავტომანქანა დოკუმენტურად, უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს.
ორივე ავტომობილით კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები
სარგებლობდნენ.
2019 წელს, ზემოაღნიშნული ქმედებებისთვის, კონსტანტინე არჩაია ცნობილ იქნა
დამნაშავედ. 703
რეკეტით იყო დაკავებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის
მთავარი სამმართველოს უფროსი თეიმურაზ პატარიძეც, რომელმაც 2006 წლის განმავლობაში,
იძულებით, თითქოს ავტოსატრანსპორტო საშუალების ვინკოდები იყო გაყალბებული,
სახელმწიფოს სასარგებლოდ დაათმობინა ოჯახის საკუთრებაში არსებული ავტომანქანები
დავით წულუკიძეს − „მერსედეს ბენცი ML
702
703
400“, როსტომ ჯაფარიძეს − „ტოიოტა
თამაზ ბიბილურის 2025 წლის 12 მარტის N1-1920/25 განცხადება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის N1/4025-15 განაჩენი.
233
ლენდკრუიზერი 100 VX“ და ავთანდილ ჯიჯავაძეს − „ტოიოტა ლენდკრუიზერი 100“. სამივე
ავტომანქანა დარეგისტრირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთრებად. 704
შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის,
ერეკლე კოდუასა და მისი ძმის, ბიზნესმენ დავით კოდუას პირად ინტერესებს შეეწირა
ბიზნესმენ
ალექსანდრე
მეგუთნიშვილის
საკუთრებაში
არსებული,
თელავის
მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მდებარე 3 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის ნაკვეთიც, რომელიც დღეს სასტუმრო „რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამულის“
საკუთრებას წარმოადგენს. 705
საგამოძიებო კომისიის წინაშე, ალექსანდრე მეგუთნიშვილმა ახსნა, რომ ეს ნაკვეთი
მეგობართან
ერთად
2007
წელს
აუქციონზე
შეიძინა.
ძმები
კოდუების
მიერ
განხორციელებული ზეწოლისა და „კისრის დამტვრევის“ მუქარის შედეგად, 2009 წლის 21
სექტემბერს ალექსანდრე მეგუთნიშვილმა და მისმა მეგობარმა მიწის ნაკვეთი, ყოველგვარი
ანაზღაურების გარეშე, ძმები კოდუების ნდობით აღჭურვილ პირზე გადააფორმეს, რომელმაც,
თავის მხრივ, უძრავი ქონება ორი დღის შემდეგ სხვა პიროვნებას გადაუფორმა და,
საბოლოოდ, 3 ჰა მიწის ნაკვეთი 2014 წელს გაიყიდა 600 000 აშშ აშშ დოლარად.
გარდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის ჩამორთმევისა, ალექსანდრე მეგუთნიშვილს,
განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად, 110 000 აშშ დოლარი
გამოსძალეს და ავტომანქანები შეაძენინეს. იგი, სხვა ბიზნესმენებთან ერთად, 2010 წლის
აგვისტოში შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის
კახეთის რეგიონულ სამმართველოში დაიბარეს. სამმართველოს უფროსის მოადგილემ,
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, გია ლორთქიფანიძის ძმამ, დავით ლორთქიფანიძემ
შეხვედრაზე მყოფ ბიზნესმენებს მოსთხოვა ორ საათში 10 000 აშშ დოლარის მიტანა, ვითომ
„აფხაზეთის“ რადიოს დაფინანსების მიზნით. წინააღმდეგ შემთხვევაში, „გაცამტვერებით“
დაემუქრა. ალექსანდრე მეგუთნიშვილმა დასახელებულ დროში 2 000 აშშ დოლარის მიტანა
მოახერხა, რომელიც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელ ზაზა
უზუნაშვილს გადასცა და უთხრა, რომ, პარტნიორის უცხოეთიდან ჩამოსვლის შემდეგ,
დაამატებდნენ იმდენივე თანხას, რამდენსაც სხვა ბიზნესმენები გადაიხდიდნენ. აღნიშნულის
შემდეგ, საწარმოში მიუვარდნენ, აბსურდული, ჯგუფური ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს
და თელავის პოლიციის შენობაში მიიყვანეს. დააკავეს, ასევე, ალექსანდრე მეგუთნიშვილის
ღვინის ქარხნის 3 თანამშრომელი, მათ შორის, მისი ბიძაშვილი. დაკავებულებს პოლიციის
შენობაში სასტიკად სცემეს. ერთ-ერთი პირი ტვინის შერყევით ერთი კვირა საავადმყოფოში
იწვა, ხოლო ბიზნესმენის ბიძაშვილი ცემის შედეგად ვეღარ გადაადგილდებოდა. ალექსანდრე
მეგუთნიშვილი გლდანის №8 დაწესებულებაში შეასახლეს. იგი კარანტინში 16 დღის
განმავლობაში დატოვეს, სადაც 18 მ2 ფართობის საკანში 35 პატიმარი იყო მოთავსებული და,
ფაქტობრივად, ფეხზე მდგომი ვერც კი იძინებდა, არ ჰქონდა დაბანის საშუალება და
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 22 მაისის N28 სხდომაზე ალექსანდრე მეგუთნიშვილის ახსნა-განმარტების
სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
704
705
234
ჰიგიენისთვის საჭირო ნივთები, ტუალეტში ჩამრეცხი მოწყობილობა არ მუშაობდა და იყო
ანტისანიტარია. 16 დღის განმავლობაში ის კარანტინის დაშლისას არაერთ „ცემის დერეფანში“
გაატარეს, თუმცა საკანში არ გადაჰყავდათ და ისევ უკან აბრუნებდნენ. ალექსანდრე
მეგუთნიშვილმა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე აღნიშნა ე.წ. ფუქსებში მის მიმართ
განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის ფაქტებიც − გონების დაკარგვამდე ცემა,
გისოსებზე ხელბორკილით მიბმა, დილით საპირფარეშოში გაყვანის მოთხოვნის შუადღეს
დაკმაყოფილება და სხვ.
ალექსანდრე მეგუთნიშვილის ცნობით, პატიმრობისას მას ფეხზე ეცვა „კაციჭამია
ფლოსტები“. ე.წ. ფუქსის პატიმრები ასე უწოდებდნენ ფლოსტებს, რომლებიც პატიმრებს
„ინელებდა“ – პატიმარი ციხეში კვდებოდა, მისი ნაქონი ფლოსტები კი, წლებს უძლებდა და
სიკვდილისთვის განწირულ სხვა პატიმარს ემსახურებოდა.
პარალელურად, ალექსანდრე მეგუთნიშვილის ძმა კონსტიტუციური უსაფრთხოების
დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა ზურაბ ლალიაშვილმა და
მოადგილე დავით ლორთქიფანიძემ დაიბარეს და, ძმის დაწესებულებიდან ცოცხლად
გამოსვლის სანაცვლოდ, 8 ავტომანქანის („ტოიოტა პრადო“) ყიდვა მოსთხოვეს. მას შემდეგ,
რაც ბიზნესმენის ძმამ თანხის მობილიზება ვერ მოახერხა, ერთ დღეს, ღამის 11 საათზე დავით
ლორთქიფანიძე
გლდანის №8 დაწესებულებაში უკანონოდ შევიდა, დაწესებულების
დირექტორის, ალექსანდრე მუხაძის კაბინეტში შეხვდა მსჯავრდებულს და ავტომანქანების
შეძენა უშუალოდ მას მოსთხოვა. აღნიშნულის შემდეგ, ძალადობა, ზეწოლა და ცემა
ინტენსიურად გაგრძელდა. მას შემდეგ, რაც ბიზნესმენი კონკრეტული თანხის გადახდას
დათანხმდა, აღკვეთის ღონისძიების სახე − პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს და
გაათავისუფლეს. 2011 წლის მარტში, „მათე მოტორსისა“ და „ტოიოტას“ ცენტრებში მას 3
ავტომანქანა შეაძენინეს, რომლებიც კერძო პირებზე გააფორმეს, მაგრამ ისინი ზურაბ
ლალიაშვილსა და დავით ლორთქიფანიძეს გადაეცათ.
2017 წელს, ალექსანდრე მეგუთნიშვილისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალებების
იძულებით ყიდვის ფაქტზე, დავით ლორთქიფანიძე და ზურა ლალიაშვილი დამნაშავედ
იქნენ ცნობილნი. 706
საგამოძიებო კომისიის მიერ გამოიკითხა ბიზნესმენი ჯუმბერ ბუზალაძე, რომელსაც
ავტოსატრანსპორტო საშუალებები ჩამოართვეს. მან 2005 წლის იანვარში, დუბაიში, 3
ავტომანქანა „ტოიოტა ჰარიერი“ შეიძინა, თითო 16 000 აშშ დოლარად, რისთვისაც კუთვნილი
კომერციული ფართი და შვილის საკუთრებაში არსებული ბინა იპოთეკით დატვირთა.
ავტომანქანები საქართველოში მაისში, ყველანაირი წესის დაცვით, საზღვაო გზით შემოვიდა.
ერთი ავტომანქანა მალევე გაყიდა, ხოლო დარჩენილი 2 ავტომანქანა დიღომში, ვინმე გელა
ბარკალაიას კერძო ავტოსადგომზე გააჩერა. მის წინააღმდეგ ცრუ ბრალდებით დაიწყეს
გამოძიება − თითქოს ის ჩართული იყო კრიმინალურ საქმიანობაში, თანამშრომლობდა
იაპონურ მაფიასთან და ავტომანქანები უკანონოდ შემოჰყავდა. აღნიშნულზე სიუჟეტიც კი
706
თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 ივლისის N198-12 განაჩენი.
235
მოამზადა „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა. ჟურნალისტი, ოპერატორთან
ერთად, უპრობლემოდ შევიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ოპერატიულ
დეპარტამენტში (სოდ), რომლის ხელმძღვანელიც მისი მეუღლე, ერეკლე კოდუა იყო, და
დაკითხვის დროს, ჯუმბერ ბუზალაძეს, უდანაშაულობის პრეზუმფციის უგულებელყოფით,
ბრალი
დასდო
იაპონურ
მაფიასთან
კავშირში.
ჯუმბერ
ბუზალაძემ
ერთი
წელი
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაატარა, ხოლო ზემოხსენებული ორი ავტომანქანა
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და ერეკლე კოდუამ მეუღლეებისთვის – თაკო
სალაყაიასა და ნანუკა ჟორჟოლიანისთვის გადასაცემად ჩამოართვეს. გარდა აღნიშნულისა,
სესხის გადაუხდელობის გამო, მან იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებებიც დაკარგა.
თანამდებობის პირების მხრიდან განხორციელებული ქმედებების შედეგად, ჯუმბერ
ბუზალაძეს მიადგა მატერიალური და მორალური ზიანი, ასევე, შეექმნა ჯანმრთელობის
სერიოზული პრობლემები. 707
ნუგზარ ბუზალაძის გარდა, ოჯახის წევრების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით
უზრუნველყოფის მიზნით, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორმა
ერეკლე კოდუამ არაერთ პირს შეაძენინა ქონება. კერძოდ, 2008 წლის 27 აგვისტოს
სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ნარკოტიკული
საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე, დაკავებულ იქნა მერაბ რობაქიძე,
რომელსაც 29 აგვისტოს შეხვდა ერეკლე კოდუა და საპროცესო შეთანხმების გაფორმებას
დაჰპირდა ორი ავტომანქანის ყიდვისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის სანაცვლოდ. მერაბ
რობაქიძე დაეთანხმა მოთხოვნას და მეგობრების მეშვეობით შეიძინა 90 000 აშშ დოლარის
ღირებულების ორი ავტომანქანა, რომლებიც თავად ერეკლე კოდუამ შეარჩია თავისი
გემოვნებით და თვითონვე წაიყვანა ავტობაზრობიდან. მისივე მითითებით, ავტომანქანა 2008
წლის 2 სექტემბერს გაფორმდა წინასწარ შერჩეულ პირზე – ალექსანდრე ხომასურიძეზე. ერთერთი ავტომობილით („ლექსუსი GX 470“) სარგებლობდნენ თავად ერეკლე კოდუა და მისი
ოჯახის წევრები. 2010 წლის 23 თებერვალს აღნიშნული ავტომანქანა ერეკლე კოდუამ
დაარეგისტრირა თავისი არასრულწლოვანი შვილის − ნოდარ კოდუას სახელზე, 2010 წლის 29
მარტს კი, 20 000 აშშ დოლარად გაასხვისა.
გარდა აღნიშნულისა, 2008 წლის 18 დეკემბერს, ერეკლე კოდუამ დედისთვის, ლაურა
ღაჭავასთვის, შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისიდან“ გამოიყვანა 92 000 აშშ დოლარად
ღირებული „ლექსუსის“ მარკის ავტომანქანა და ცენტრის დირექტორ ირაკლი გურჩიანს
შეუთანხმდა ორი თვის ვადაში ღირებულების გადახდაზე. თებერვალში, ნარკოტიკული
საშუალების უკანონო შეძენა/შენახვის ფაქტზე დაკავებულ იქნა ირაკლი გურჩიანის ძმა,
გიორგი გურჩიანი. ერეკლე კოდუამ, საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ, ირაკლი გურჩიანს
მოსთხოვა ავტომობილის საფასურზე უარის თქმა და დამატებით ერთი ავტომანქანის შეძენა,
სახელმწიფოსთვის გადასაცემად. ცენტრის დირექტორმა ორივე პირობა შეასრულა – ლაურა
ღაჭავასგან თანხის მოთხოვნაზე უარი თქვა და გადასახდელი თანხა – 152 214 ლარი თვითონ
განცხადება N1-1910/25; საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 15 აპრილის N15 სხდომაზე ნუგზარ ბუზალაძის ახსნაგანმარტების სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
707
236
შეიტანა შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ანგარიშზე, დამატებით კი შეიძინა 41 500 ლარად
ღირებული, თითქოსდა, სახელმწიფოსთვის გადასაცემი „ტოიოტა ჰაილუქსის“ მარკის
ავტომანქანა, რომელიც დარეგისტრირდა ერეკლე კოდუას მიერ შერჩეულ პირზე – მერაბ
კალანდაძეზე. მოგვიანებით, 2010 წლის 7 მაისს, ერეკლე კოდუამ აღნიშნული ავტომანქანა
დაარეგისტრირა თავის სახელზე, ხოლო 2011 წლის 22 ივნისს 27 000 აშშ დოლარად გაასხვისა.
2016 წელს, ზემომოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით ერეკლე კოდუა დამნაშავედ იქნა
ცნობილი. 708
საგამოძიებო კომისიის მიერ გამოკითხულმა ბიზნესმენმა დავით ჯიჯიეშვილმა აღნიშნა,
რომ 2007 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ კახა შენგელიასთან (ამჟამად კავკასიის
უნივერსიტეტის პრეზიდენტი) თანამშრომლობით დააფუძნა შპს „ინტერსტანდარტ
თბილისი“, რომელშიც 50%-იანი წილის მფლობელი თავად იყო, ხოლო დანარჩენი 50%
დეპუტატის ძმაზე, ნუგზარ შენგელიაზე გაფორმდა. რეალურად კი, კომპანიას კახა შენგელია
მართავდა. კომპანიას საბურთალოზე, გაგარინის ქუჩაზე, ბარაკული ტიპის დასახლების
ნაცვლად, სადაც, სხვა მოქალაქეებთან ერთად, დავით ჯიჯიეშვილის სიმამრი - ბიჭიკო
სულიაშვილი და მისი მეუღლე ცხოვრობდნენ, უნდა აეშენებინა მრავალბინიანი
საცხოვრებელი კორპუსი. ვინაიდან ბიჭიკო სულიაშვილი მეზობლებში ნდობით
სარგებლობდა, ჩამოაყალიბეს ამხანაგობა, რომლის დირექტორადაც ეს უკანასკნელი
დაინიშნა.
კახა შენგელიამ, პოლიტიკური გავლენის გამოყენებითა და თავისი მეუღლის, ხატია
გოგლიძის დახმარებით, რომელიც „საქართველოს ბანკში“ ერთ-ერთი დეპარტამენტის
უფროსი იყო, კომპანიისთვის „საქართველოს ბანკიდან“ 800 000 დოლარის ოდენობით სესხი
გამოიტანა, რაც კორპუსის მშენებლობას უნდა მოხმარებოდა. მისივე ინიციატივით,
მშენებლობა დაუკვეთეს კომპანია „ინჟმშენს“. 2008 წლისთვის, კომპანიას უკვე აშენებული
ჰქონდა 5 სართული და, ვინაიდან სესხად მიღებული თანხა სრულად გაიხარჯა, ფინანსური
სახსრების მობილიზაციის მიზნით, გადაწყვიტეს, პირველ სართულზე არსებული 470 მ2
კომერციული ფართი გაეყიდათ. პარტნიორებს შორის არსებული შეთანხმებით, იმავე
სართულზე არსებული სხვა ფართი (100 მ2), კომპენსაციის სახით, ეკუთვნოდა ბიჭიკო
სულიაშვილს, როგორც ადგილობრივ მაცხოვრებელს. ორივე ფართის შეძენის სურვილი
გამოთქვა კახა შენგელიამ, რაშიც ის 2 000 000 აშშ დოლარს გადაიხდიდა. დავით ჯიჯიეშვილმა
და ბიჭიკო სულიაშვილმა საკუთარ გავლენიან პარტნიორს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და 100
მ2 ფართის გაყიდვასაც დათანხმდნენ. შეთანხმების მიხედვით, დეპუტატს თანხა ნაწილ-ნაწილ
უნდა გადაეხადა, რითაც მშენებლობა დაფინანსდებოდა. კახა შენგელიამ დაიწყო კიდეც
თანხის გადახდა და ჯამში 923 000 აშშ დოლარი დაფარა. აღნიშნულ თანხას იგი პირდაპირ
კომპანია „ინჟმშენს“ უხდიდა, რის გამოც, ბუღალტრულად, შპს „ინტერსტანდარტ თბილისს“
კომპანია „ინჟმშენის“ მიმართ დავალიანება უგროვდებოდა, რაც გახდა დავით ჯიჯეიშვილსა
და კახა შენგელიას შორის დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 მარტის N1/4840-14 განაჩენი; თბილისის სააპელაციო
სასამართლოს 2016 წლის 16 ნოემბრის N1/ბ-425-16 განაჩენი.
708
237
2009 წლის იანვარში, 9 სართულიანი კორპუსის კარკასის მშენებლობა დასრულდა,
მაგრამ კახა შენგელია დარჩენილ თანხას აღარ იხდიდა. პარალელურად, ხატია გოგლიძის
ხელშეწყობით,
„საქართველოს
ბანკმა“
შპს
„ინტერსტანდარტ
თბილისს“
რესტრუქტურიზაციაზე უარი უთხრა და სესხის თანხის დროულად დაფარვა მოსთხოვა.
ბანკის ერთ-ერთი თანამშრომელი სამშენებლო მოედანზეც კი მივიდა და ადგილობრივი
მაცხოვრებლების თანდასწრებით განაცხადა, რომ ბანკი იძულებული იქნებოდა, ბინები
გაეყიდა.
შექმნილი
ვითარებიდან
გამომდინარე,
მოსახლეობა
ბიჭიკო
სულიაშვილს
აუმხედრდა. დაძაბულობის ფონზე, კახა შენგელიას ოჯახმა დავით ჯიჯიეშვილს შესთავაზა
კომპანიაში 50%-იანი წილის მათ სასარგებლოდ დათმობა, რის სანაცვლოდაც მშენებლობას
დაასრულებდნენ და მოსახლეობასაც დააშოშმინებდნენ. თავდაპირველად, დავით
ჯიჯიეშვილმა უარი განაცხადა, მაგრამ 2010 წლის 25 მარტს, კახა შენგელიას მხრიდან მუქარის
შედეგად, ის იძულებული გახდა, შპს „ინტერსტანდარტ თბილისში“ მისი კუთვნილი, 50%იანი წილი ნუგზარ შენგელიასთვის 10 000 ლარად დაეთმო. იმავე დღეს, ბიჭიკო
სულიაშვილმა კუთვნილი 100 მ2 ფართი იძულებით გადაუფორმა ხატია გოგლიძეს, რომლის
საფასურიც, კახა შენგელიას მითითებით, შპს „ინტერსტანდარტ თბილისის“ სალაროდან იქნა
გადახდილი.
დავით ჯიჯიეშვილმა საგამოძიებო კომისიას წარმოუდგინა საქმის მასალები და ნუგზარ
შენგელიასთან საუბრის აუდიოჩანაწერი, რომელშიც ასახულია მუქარის დეტალები. 709
2009
წელს,
შინაგან
საქმეთა
მინისტრმა
ვანო
მერაბიშვილმა
ყოველგვარი
სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დააკავა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ
კვარიათში მდებარე საცხოვრებელი აგარაკის მეპატრონე, 2009 წლის მაისში უკანონოდ
დაიკავა მოცემული აგარაკი თავის ოჯახთან ერთად და თითქმის 4 წელი უსასყიდლოდ
სარგებლობდა უძრავი ქონებით, დასვენების მიზნით. ამასთან, ვანო მერაბიშვილის
განკარგულებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან იფარებოდა აგარაკზე მომუშავე დამხმარე
პერსონალის სახელფასო ანაზღაურება, რომელმაც 25 784 ლარი შეადგინა. ასევე, აგარაკის
რემონტისთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიხარჯა 131 554 ლარი. რემონტის მიმდინარეობას
ზედამხედველობდა ვანო მერაბიშვილის მეუღლე. 710
საგამოძიებო
კომისიის
წინაშე
გამოკითხული
თამაზ
წულაია
ზუგდიდის
მუნიციპალიტეტში, ანაკლიის ცენტრში 600 მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე იყო, რომელსაც
2
გალავანი ჰქონდა შემოვლებული და 20 000 აშშ დოლარამდე ღირებულების მასალა ჰქონდა
განთავსებული.
როლანდ
ახალაიამ
და
სამეგრელო-ზემო
სვანეთში
სახელმწიფო
რწმუნებულმა, ზაზა გოროზიამ დაუკითხავად მიითვისეს ბიზნესმენის საკუთრებაში
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 14 ივლისის N45 სხდომაზე დავით ჯიჯიეშვილის ახსნა-განმარტების
სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი (გამოკითხვა კომისიის სამი წევრის მიერ, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 67-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად); განცხადებები N1-2132/25 და N1-6703/25.
710 ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 თებერვლის N1/585-13 განაჩენი; ქუთაისის სააპელაციო
სასამართლოს 2014 წლის 21 ოქტომბრის N1/ბ-287-2014 განაჩენი.
709
238
არსებული მიწა, მასზე განთავსებული ნაგებობა და მასალები, ტრაქტორებით მოანგრიეს
გალავანი და ნაკვეთზე სასტუმრო ააშენეს.711
ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელმა და, 2006 წლის ნოემბრიდან, საქართველოს
თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა თავისი საწვავის ბიზნესის ასაწყობად არაერთ
პირს ჩამოართვა ბიზნესი და უძრავ-მოძრავი ქონება. მაგალითისთვის, 2010 წლის ნოემბრის
ბოლოს, უკვე ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა შეხვედრაზე მიიწვია შპს
„ბემონისა“ და „სენტა პეტროლიუმის“ მესაკუთრეები დავით მიმინოშვილი და ზაალ იაკობიძე
და კატეგორიული ტონით მოსთხოვა, რომ ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული მათი
ბიზნესი, უძრავ-მოძრავი ქონების ჩათვლით, მისთვის გადაეცათ, რის სანაცვლოდაც
გადაუხდიდა 25 000 000 აშშ დოლარს და გაყიდვის შედეგად წარმოქმნილი გადასახადების
დასაფარად დაუმატებდა 3 000 000 აშშ დოლარს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაპატიმრებით და
ბიზნესის წართმევით დაემუქრა. დავით კეზერაშვილმა, ასევე, განუცხადა მათ, რომ საკითხი
შეთანხმებული იყო მიხეილ სააკაშვილთან, ზურაბ ადეიშვილთან და ივანე მერაბიშვილთან.
განმეორებითი შეხვედრის დროს, დავით მიმინოშვილმა და ზაალ იაკობიძემ დავით
კეზერაშვილს სთხოვეს, ბიზნესის გადაცემის სანაცვლოდ, გადასახდელი თანხის საბაზრო
ფასთან მიახლოება, რაზეც დავით კეზერაშვილმა უპასუხა, რომ ვინაიდან ისინი სათანადოდ
არ აფასებდნენ მის წინადადებას, მათთვის წინა დღეს შეთავაზებულ თანხას, 28 000 000
მილიონ აშშ დოლარს, 3 000 000 აშშ დოლარი მოაკლდებოდა. საბოლოოდ, დავით
მიმინოშვილმა და ზაალ იაკობიძემ, იძულებისა და ზეწოლის შედეგად, თანხმობა განაცხადეს
ბიზნესის, მთელი უძრავ-მოძრავი ქონების ჩათვლით, დავით კეზერაშვილისთვის 25 000 000
აშშ დოლარად გადაცემაზე. მიუხედავად თანხმობისა, ბიზნესმენებზე დაიწყო ზეწოლა
თანხის შემცირების მიზნით და, საბოლოოდ, შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიასთან“, შპს „სან
პეტროლიუმ
ექვითიზისთან“
ხელშეკრულებებში,
ნასყიდობის
და
შპს
ფასი,
„სან
დავით
ოილ
ჯორჯიასთან“
კეზერაშვილის
მიერ
გაფორმებულ
თვითნებურად
შემცირებული თანხა – 22 200 000 აშშ დოლარი მიეთითა. აღნიშნული თანხიდან სახელმწიფო
ბიუჯეტში გადახდილ იქნა ქონების გაყიდვიდან წარმოშობილი მოგების გადასახადი,
დაახლოებით, 3 000 000 აშშ დოლარი. ამასთან, ბიზნესმენებს მოუწიათ, მიღებული თანხით
სრულად დაეფარათ ბანკებისადმი და სხვა კრედიტორებისადმი არსებული დავალიანებები,
დაახლოებით, 12 000 000 აშშ დოლარი, რის შედეგადაც დავით კეზერაშვილისათვის
გადაფორმებული ყველა ქონება გათავისუფლდა იპოთეკისგან. 712
ბიზსნესმენ ბესარიონ ხარძიანისა და ხელისუფლების ურთიერთობა 2006 წელს დაიწყო,
როდესაც საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა ბიზნესმენი თავის
კაბინეტში დაიბარა და განუცხადა, რომ უნდა გადაეხადა 5 000 000 აშშ დოლარი. ბესარიონ
ხარძიანი იძულებული გახდა, თანხა გადაეხადა, რისთვისაც კერძო კომპანიისგან სესხი აიღო.
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 15 მაისის N24 სხდომაზე თამაზ წულაიას ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი; განცხადება N1-5282/25.
712 განცხადება N1-3252/25; საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
711
239
იმავე პერიოდში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ხარძიანების
ოჯახს ჩამოართვა სასტუმრო „აფხაზეთი“.
2011 წლის მდგომარეობით, ბესარიონ ხარძიანი, „ნაციონალური მოძრაობის“
წარმომადგენელ გიორგი უდესიანთან ერთად, ფლობდა შპს „კუს ტბა კალას“ და შპს „კუს ტბა
პალასს“.
2011 წლის 16 თებერვალს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა
ვარაზისხევის აღმართზე გააჩერეს ბიზნესმენი, იძულებით პირში ჩაასხეს ნარკოტიკული
საშუალება და დააკავეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენის, შენახვის და
გასაღების ფაქტზე. 18 თებერვალს ბესარიონ ხარძიანი გლდანის №8 დაწესებულებაში
შეასახლეს, სადაც, გიორგი უდესიანის დავალებით და მისი მეგობრის, დაწესებულების
დირექტორის,
ალექსანდრე
მუხაძის
ხელშეწყობით,
ბიზნესმენზე
ფიზიკური
და
ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა, კუს ტბის წილების დათმობის მიზნით. იგი
არაერთი დღის განმავლობაში მოთავსებული იყო კარანტინში, ასევე, ე.წ. ფუქსშიც, სადაც
სისტემატურად ხორციელდებოდა მისი წამება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის
გზით. ბიზნესმენს აიძულებდნენ, მიეწერა წერილი გიორგი უდესიანისათვის მისი კუთვნილი
წილების ყიდვის თხოვნით. საბოლოოდ, მას გაუპატიურებითაც დაემუქრნენ.
ამასთან, ბესარიონ ხარძიანთან ერთად საკანში ისეთი პატიმარი მოათავსეს, რომელიც,
ადმინისტრაციის დავალებით, ბინძური მეთოდებით, მის პროვოცირებას ცდილობდა. ერთერთი ასეთი პროვოკაციის შედეგად, რაც აზარტულ თამაშში ბესარიონ ხარძიანის ჩამბას
გულისხმობდა, ბესარიონ ხარძიანს ფიზიკური პირის, თეიმურაზ ჭიჭინაძის მიმართ ვალი
აღიარებინეს 120 000 აშშ დოლარის ოდენობით და ვალის გადასახდელად „თიბისი“ ბანკში
სესხი ააღებინეს.713
ბესარიონ ხარძიანთან დაწესებულებაში, შესაბამისი წესების დარღვევით, ნებისმიერ
დროს, მათ შორის, უქმე დღეებში, უკანონოდ შედიოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ნდობით
აღჭურვილი პირი, ადვოკატი დავით კვაჭანტირაძე, რომელიც ბიზნესმენს არწმუნებდა, რომ
კუს ტბის წილი დაეთმო.
ხანგრძლივი ზეწოლის, წამებისა და მისი ციხეში ლიკვიდაციის მცდელობის შემდეგ,
ბესარიონ ხარძიანმა დავით კვაჭანტირაძის მიერ წარდგენილ მინდობილობას 2011 წლის 20
აპრილს ხელი მოაწერა, რომლითაც წილების გასხვისების უფლებამოსილება ბიძაშვილს,
ილია ხარძიანს გადასცა. იმავე დღეს შპს „კუს ტბა პალასსა“ და შპს „კუს ტბა კალაში“ ბესარიონ
ხარძიანის და მისი ოჯახის წევრების კუთვნილი წილები გადაფორმდა პანამის კუნძულებზე
არსებულ ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული სს „უოლმილ სერვისის“ სახელზე.
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 21 მარტის N3 სხდომაზე ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის შვილის, ბესარიონ
ხარძიანის, ლამარა კობალაძისა და დავით კვაჭანტირაძის ახსნა-განმარტებების სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
713
240
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, სასამართლომ
ბათილად ცნო მინდობილობა და წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც იძულებით
დადებული ხელშეკრულება. 714
უცხოეთში ქართულ დიასპორასა და ქართულ კულტურაზე მზრუნველი, წარმატებული
ბიზნესმენი, ქველმოქმედი და პროფესორი ბესარიონ ხვინთელიანი 2010 წლის 9 მარტს
დააკავეს თაღლითობის ბრალდებით.
ბესარიონ
ხვინთელიანს, თავად
წარმატებულ
ბიზნესმენსა და როგორც საქართველოში, ასევე, უცხოეთში არაერთი ობიექტის მფლობელს,
დაპატიმრების მომენტისათვის, საქართველოში სხვადასხვა პროექტის ფარგლებში 750 000 აშშ
დოლარის ღირებულების სხვადასხვა ინვესტიცია ჰქონდა მოზიდული. სწორედ ამ
მოცულობის ინვესტიციის შესახებ ხელმოწერის აღსანიშნავად გამართულ ბანკეტზე,
უცხოელი ინვესტორების თვალწინ, ბესარიონ ხვინთელიანი დააპატიმრეს ათეულობით
სპეცრაზმელის მონაწილეობითა და მოწვეული მედიის კამერების წინ.
გლდანის
№8
დაწესებულებაში
11
დღე
კარანტინში
ამყოფეს.
სიცხისა
და
გადატვირთულობისგან, პატიმრებს სხეულზე წყლულები ჰქონდათ. საათობით ფეხზე
უწევდა დგომა, რადგან ჩამოჯდომისთვის, პატიმრები რიგში იდგნენ. მოათავსეს ე.წ. ფუქსშიც,
სადაც 4-5 საათი ფეხზე იდგა და გისოსებიდან ახალგაზრდა კაცის წამებას ძალით აყურებინეს.
შემდეგ გადაიყვანეს საკანში, სადაც იყო ნესტი, საკვებად მხოლოდ პურს აძლევდნენ,
უყურებდა პატიმრების უმოწყალოდ ცემასა და ყოველ კვირა ციხიდან გარდაცვლილი
პატიმრების გვამების გატანას. ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მასაც, რა დროსაც
ლოცულობდა, რადგან ყოველ მესამე დღეს მის თვალწინ პატიმრები კვდებოდნენ. ცემა და
შეურაცხყოფა გაგრძელდა რუსთავის №16 დაწესებულებაშიც.
ამჟამად „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აქტივისტი, ადვოკატი გიორგი
მშვენიერაძე ბიზნესმენ ბესარიონ ხვინთელიანს, 5 000 000 აშშ დოლარის გადახდისა და
ქონების დათმობის სანაცვლოდ, საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლებას პროკურატურის
სახელით ჰპირდებოდა. თუმცა, მიუხედავად გაუსაძლისი პირობებისა, გიორგი მშვენიერაძეს
ყოველ ჯერზე უარს ეუბნებოდა თანხის გადახდაზე. ბესარიონ ხვინთელიანმა ასევე უარი თქვა
მიხეილ სააკაშვილის ინიციატივაზე მისი შეწყალების შესახებ.715
2013 წელს, ბესარიონ ხვინთელიანს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირის
სტატუსი მიენიჭა. 716 მან მხოლოდ გათავისუფლების შემდეგ გაიგო, რომ ციხეში ხელის
მყესები ჰქონია გაწყვეტილი, რისთვისაც ოპერაცია დასჭირდა.
ბიზნესის რეკეტს პოლიტიკური თანამდებობის პირების სახელს ამოფარებული, მათთან
დაახლოებული პირები და ოჯახის წევრებიც ახორციელებდნენ. მაგალითად, „ვარდების
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 21 მარტის N3 სხდომაზე ადვოკატ ლამარა კობალაძის ახსნა-განმარტების
სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
715 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 15 მაისის N24 სხდომაზე ბესარიონ ხვინთელიანის ახსნა-განმარტების
სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
716 საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის N76-Iს დადგენილება „პოლიტიკური ნიშნით
დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“.
714
241
რევოლუციად“ წოდებული სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ახალმა ხელისუფლებამ და
მასთან დაახლოებულმა პირებმა ინტერესი გამოხატეს ქალაქ ზესტაფონში გიორგი ნიკოლაძის
სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნის მიმართ, რომლის აქციების 51% 2003 წლის აგვისტოში
სახელმწიფოსგან 7 100 000 აშშ დოლარად შეიძინეს გიორგი კაპანაძემ და ილია კოკაიამ,
ავსტრიულ კომპანია „დისიემთან“ ერთად. დანარჩენი აქციების 20%-ს ფლობდა კომპანია „ვეი
ბრიჯი“, რომლის წარმომადგენელიც იყო დავით შალიკაშვილი, 25%-ს – კომპანია „პრომ
ინვესტი“, რომლის წარმომადგენელიც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველი და
ერთ-ერთი ლიდერი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე კობა ნაყოფია, ხოლო დანარჩენი 4%დან 1%-ს ფლობდა კომპანია „რონლი“ და 3%-ს – ფეროშენადნობთა ქარხნის მუშათა
კოლექტივი (მოგვიანებით, გიორგი კაპანაძემ და ილია კოკაიამ ერთად შეიძინეს კომპანია „ვეი
ბრიჯისა“ და კომპანია „პრომ ინვესტის“ აქციებიც).
ხელისუფლებამ დაიწყო ქარხნის მენეჯმენტის სხვადასხვა გზით შევიწროება – 3 თვით
დააკავეს ქარხნის დირექტორის მოადგილე, ცდილობდნენ სს „ფეროსთვის“ ნედლეულის
მიწოდების შეწყვეტას და ა.შ. ხელისუფლებასთან ურთიერთობის მოსაგვარებლად, ილია
კოკაიამ და გიორგი კაპანაძემ დასახმარებლად მიმართეს მიხეილ სააკაშვილის დედის ძმას –
თემურ ალასანიას და მის მეგობარს, მიხეილ სურგულაძეს, რომლებიც ილია კოკაიას
შეპირდნენ არსებული პრობლემების მოგვარებას, სანაცვლოდ კი მოითხოვეს 2 000 000 აშშ
დოლარი. ილია კოკაია დათანხმდა აღნიშნულ შემოთავაზებას და გიორგი კაპანაძესთან
ერთად დაიწყო ნაწილ-ნაწილ თანხის გადარიცხვა ლიეტუვაში, თემურ ალასანიას მიერ
მითითებული კომპანიის ანგარიშზე. 2004 წლის 18 მარტს და 21 მაისს გადარიცხული თანხები,
ჯამში 1 000 000 აშშ დოლარი, იმავე დღეს დანაწევრდა და მცირე რაოდენობის თანხებად
გადარიცხულ იქნა 15 სხვადასხვა ქვეყანაში. თანხის მიღების მიუხედავად, თემურ ალასანიას
დაპირება არ შეუსრულებია. 717
მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილი ფიგურირებს ნანა ქადაგიშვილის ოჯახის
უფლებების დარღვევის საქმეში. 718 ნანა ქადაგიშვილის მეუღლე ამირან ქადაგიშვილი იყო
უცხოელი ინვესტორების წარმომადგენელი სს „გამა ბანკში“.
„ვარდების რევოლუციად“ წოდებულ სახელმწიფო გადატრიალებამდე 2-3 თვით ადრე,
ამირან ქადაგიშვილს დაუკავშირდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი (გივი)
თარგამაძე და რევოლუციური საქმიანობის დაფინანსება მოსთხოვა, რაზეც ამირან
ქადაგიშვილმა უარი განუცხადა. აღნიშნულის გამო, ამირან ქადაგიშვილის ოჯახი ე.წ. შავ
სიაში აღმოჩნდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ზეწოლის
შედეგად, ამირან ქადაგიშვილს მიხეილ სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა, თავისი
საადვოკატო ფირმის იურისტები დაასაქმებინა სს „გამა ბანკში“. დავით სააკაშვილის
იურისტებმა ბანკის სასამართლო დავები ჩაიბარეს, ისინი განზრახ წააგეს, რამაც ბანკში
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
განცხადებები N1-1556/25 და N1-2593/25; საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 14 მაისის N23 სხდომაზე ნანა
ქადაგიშვილის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
717
718
242
დროებითი მმართველის შეყვანა გამოიწვია და, საბოლოოდ, 2007 წელს ბანკის ლიკვიდაცია
განხორციელდა.
2004 წლის 20 ივლისს საქართველოს გენერალური პროკურატურის უკანონო
შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლის სამართლებრივი დევნის სპეციალური სამსახურის
საგამოძიებო ჯგუფი ერთდროულად შევიდა სს „გამა ბანკში“ და რამდენიმე თანამშრომლის
ბინაში, მათ შორის, ქადაგიშვილების სახლში, ვითომდა, გადაუდებელი აუცილებლობის
მოტივით. აღმოჩნდა, რომ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე უკანონო შემოსავლის
ლეგალიზაციის ფაქტზე. ჩხრეკის დასრულების შემდეგ, ამირან ქადაგიშვილი ე.წ. მოდულის
შენობაში გადაიყვანეს.
მიუხედავად იმისა, რომ ბრალდება იყო აბსურდული და საქმის მიმდინარეობის დროს
არაერთ დარღვევას ჰქონდა ადგილი, 2006 წლის 18 აპრილის განაჩენით, ამირან ქადაგიშვილს
მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მის 22 წლის შვილს, არჩილ ქადაგიშვილს,
რომელიც დაკავებამდე 3 თვით ადრე დაინიშნა ბანკში საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე – 9
წლით თავისუფლების აღკვეთა. მეორე ვაჟი გიორგი ქადაგიშვილი, რომლის გაფრთხილებაც
დედამ მოასწრო, დაკავებას გადაურჩა, დარჩა უცხოეთში, სადაც იმ დროს იმყოფებოდა და 8
წლისა და 6 თვის განმავლობაში ძებნილი იყო. 2013 წელს, მას პოლიტიკური ნიშნით დევნილი
პირის სტატუსი მიენიჭა. 719
მეუღლის და შვილის დაკავების შემდეგ, ნანა ქადაგიშვილს შეუთვალეს, რომ თუ 20 000
000 აშშ დოლარს გადაიხდიდა, საქმეს დახურავდნენ და მათ გამოუშვებდნენ. თავად ნანა
ქადაგიშვილიც, რომელიც იყო დიასახლისი და ცდილობდა საკუთარი ოჯახის წევრების
უდანაშაულობის დამტკიცებას, 2004 წლის 21 სექტემბერს დააკავეს გამოძიებისთვის „ხელის
შეშლის“ მოტივით (მან მოიძია საბუთები, რომლითაც დგინდებოდა სს „გამა ბანკის“ და მისი
თანამშრომლების უდანაშაულობა). 5-თვიანი პატიმრობის შემდეგ, მას აღკვეთის ღონისძიება
შეეცვალა და გირაოს გადახდის შემდეგ, სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. 2006
წლის 18 აპრილის განაჩენით ნანა ქადაგიშვილს 5-წლიანი პირობითი სასჯელი მიესაჯა.
ამირან ქადაგიშვილის გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, ქადაგიშვილების
ოჯახს, ფაქტობრივად, მთელი ქონება ჩამოართვეს. ბოლო, ერთადერთი საცხოვრებელი
ბინიდან ოთხ მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად 2012 წლის იანვარში გამოასახლეს,
ვინაიდან ნანა ქადაგიშვილმა სტრასბურგის სასამართლოდან საჩივარი არ გამოიტანა.
საგამოძიებო
კომისიის
სხდომაზე
ნანა
ქადაგიშვილმა
აღნიშნა,
რომ
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შიმშილობის დროს რეჟიმის უფროსმა უთხრა, რომ
შეეწყვიტა შიმშილობა, თორემ თირკმელი გაეთიშებოდა და მის გვამს „17 თეთრად
ჩამოწერდნენ“. საკანში -10°C იყო, რადგან, დეკემბერ-თებერვლის თვეებში, ფანჯარაში მინა არ
იყო. ამიტომ პატიმრები პალტოთი და ფეხსაცმელებით იძინებდნენ. „საჭმელს ჩვენ არ
გვაძლევდნენ, წყალს ჩვენ არ გვაძლევდნენ, ტუალეტი ჩვენ არ გვქონდა, დაბანის საშუალება
საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის N76-Iს დადგენილება „პოლიტიკური ნიშნით
დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“.
719
243
არ გვქონდა, მედიკამენტი არ გვქონდა. ჩვენ შიმშილით ვკვდებოდით იქ იმ ცივ გაყინულ
ოთახში. (...). აი, ამიტომ ვღირდით 17 თეთრი, რა პრობლემა იყო მათთვის ჩვენი სიცოცხლე,
არაფერი.“ - განაცხადა ნანა ქადაგიშვილმა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.
მანვე აღწერა, რა გაუსაძლის მდგომარეობაში იყო მისი ქმარ-შვილიც, რომლებიც
ორთაჭალის №5 დაწესებულებაში, 20-25 მ2 ფართობის საკანში 80 პატიმართან ერთად
მოათავსეს. საწოლში სულ ექვსი ორსართულიანი საწოლი იდგა და მორიგეობით იძინებდნენ.
შემდგომ წლებში, კარდიოლოგიური პრობლემების მქონე, დიაბეტით დაავადებულ 61 წლის
ამირან ქადაგიშვილს, რომელიც გლდანის №8 დაწესებულებაში კარანტინის დაშლის უკანონო
რიტუალში მოაყოლეს, სასტიკად სცემეს. ასევე, დიაბეტით დაავადებულ კაცს საჭმელს არ
აძლევდნენ. ნანა ქადაგიშვილის თქმით, მის მეუღლესთან და შვილთან საკანში სხვადასხვა
ციხეებიდან
გადმოყვანილი
ქადაგიშვილს
ფულს
„კანონიერი
სთხოვდნენ,
ქურდები“
წინააღმდეგ
მოათავსეს,
შემთხვევაში,
რომლებიც
შვილის
ამირან
მოკვლით
ემუქრებოდნენ. არაერთი მუქარის გამო, ოჯახმა რამდენიმე ათასი ლარი შეაგროვა და
გადაიხადა.
ნანა
ქადაგიშვილმა,
ასევე,
გაიხსენა,
როგორ
ეხვეწებოდა
ორთაჭალის
სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელ ალექსანდრე მუხაძეს, რომ შვილისთვის,
რომელსაც კენჭის გავლა ჰქონდა, საკუთარი ხარჯით, ოპერაცია გაეკეთებინა. 22 წლის შვილი
– არჩილ ქადაგიშვილი ციხეში B ჰეპატიტით დაავადდა, რაც, 2009 წელს გათავისუფლების
შემდეგ, მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა. ციხეში უკანონოდ გატარებული 9 წლის
შედეგად, გათავისუფლების შემდეგ, მეუღლე ამირან ქადაგიშვილიც გარდაიცვალა.
საქართველოს გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის ძმამ, დავით
ადეიშვილმა, რომელიც კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იყო, 2005 წლის
ივლისში, მუქარის საშუალებით, შესყიდვის უპირატესი უფლების მქონე თელავის ბაზრის
შრომითი
კოლექტივი
აიძულა,
თავისი
ქონებრივი
უფლებები
ვინმე
ჯაბრაილ
ხანგოშვილისთვის დაეთმო.
1998 წელს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობამ აუქციონის წესით გასაყიდად
გაიტანა თელავის ბაზარი. ბაზრის თანამშრომლებმა გამგეობას მიმართეს ბაზრის შესყიდვის
თაობაზე. ბაზრის შესყიდვაზე განცხადება შეიტანა თენგიზ დარჩიაშვილმაც, რომელიც
მოქმედებდა ჯაბრაილ ხანგოშვილთან ერთად. გამგეობამ ბაზარი 140 000 ლარად მიჰყიდა
თენგიზ დარჩიაშვილს, რაც გასაჩივრდა და საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ბათილად
ცნო გადაწყვეტილება, ბაზარი კი გადაეცა „ცეკავშირს“, რომლის 2004 წლის 01 ივლისის N11/2
დადგენილებითაც კოლექტივს მიეცა 140 000 ლარად ბაზრის უპირატესი შესყიდვის უფლება.
მიუხედავად ამისა, თენგიზ დარჩიაშვილი მათ არ უშვებდა ბაზარში, რის გამოც, თელავის
ბაზრის შრომითმა კოლექტივმა დავით ადეიშვილს სთხოვა დახმარება. დახმარების ნაცვლად,
დავით ადეიშვილმა ცინიკურად უპასუხა – „თქვენ რომ ბაზარს ყიდულობთ, ჩვენ აქ ბრინჯს
კი არ ვარჩევთო“, შემდეგ კი დაემუქრა ძმით, ზურაბ ადეიშვილით და უთხრა, რომ ბაზარი
ჯაბრაილ ხანგოშვილს უნდა დარჩენოდა და ურჩია, ამისთვის მინდობილობები გაეცათ.
მათზე
განხორციელებული
კოლექტივის
წევრები
ფიზიკური
იძულებულები
მოსპობის
გახდნენ,
მუქარის
საფუძველზე,
მინდობილობები
მიეცათ
შრომითი
ჯაბრაილ
ხანგოშვილისთვის, რომ მას უფლება ჰქონოდა კოლექტივის სახელით შეესყიდა ბაზარი.
244
შედეგად, ჯაბრაილ ხანგოშვილმა შეისყიდა ბაზარი, რომლის 20%, ფორმალურად,
დაარეგისტრირა შრომითი კოლექტივის რამდენიმე წევრზე, ხოლო 80% - თავის შვილზე,
თეიმურაზ ხანგოშვილზე.
მოცემულ საქმეზე, 2013 წელს, დავით ადეიშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი. 720
პოლიტიკური თანამდებობის პირთან დაახლოებული პირის მიერ განხორციელებული
ბიზნესის რეკეტის კიდევ ერთი მაგალითია შპს „ბარდნალა“, რომელიც 1996 წელს დაარსდა
და რომლის 60%-იან წილს ფლობდა ემზარ ლიპარტელიანი, ხოლო 40%-ს – სხვადასხვა
ფიზიკური პირი. კომპანიამ 2005 წელს მიიღო სასმელი წყლის ჩამოსხმის 10-წლიანი
ლიცენზია. იმავე წელს ემზარ ლიპარტელიანმა ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმში
შეიძინა 3 998 მ2 მიწის ნაკვეთი, რომელზეც შპს „ბარდნალას“ წყლის ჩამოსასხმელი ქარხანა
უნდა განეთავსებინა. 2005 წლის ბოლოს შპს „ბარდნალის“ 49,02%-იანი წილის მესაკუთრე
გახდა რეზო ქურასბედიანი, რომელსაც წყლის ქარხნის მშენებლობაში ინვესტიცია უნდა
ჩაედო. შედეგად, წილები გადანაწილდა შემდეგნაირად: ემზარ ლიპარტელიანი – 50,98% და
რეზო ქურასბედიანი – 49,02 %.
2007 წელს ემზარ ლიპარტელიანს დაუკავშირდა რეზო ქურასბედიანის ნდობით
აღჭურვილი პირი, „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. ზონდერის, გიორგი უდესიანის ცოლის
ძმა, ზაზა გუგავა, რომლის მითითებით, ემზარ ლიპარტელიანმა, დამატებით, 20,98%-იანი
წილი გადაუფორმა რეზო ქურასბედიანს. ამის შემდეგ, კომპანიის 30%-იანი წილის მფლობელ
ემზარ ლიპარტელიანს აღარ უშვებდნენ ქარხანაში. იგი მიხვდა, რომ დარჩენილი წილის
წართმევასაც უპირებდნენ და მიმალვა დაიწყო. პარალელურად, ემუქრებოდნენ მის ცოლშვილს.
2009 წლის 9 ნოემბერს თბილისში აფთიაქიდან გაიტაცეს ემზარ ლიპარტელიანი და
უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. მიიყვანეს ზაჰესში მდებარე საბაჟო ტერმინალში, სადაც
გიორგი უდესიანი და ზაზა გუგავა იარაღის მუქარითა და ზეწოლით მისგან ითხოვდნენ
ქონების დათმობას. გიორგი უდესიანმა ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა და განუცხადა, რომ
შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან დაახლოებული პირი იყო. ზეწოლის
შედეგად დათრგუნული ემზარ ლიპარტელიანი დათანხმდა ქონების გადაფორმებას და 2009
წლის 11 ნოემბერს შპს „ბარდნალაში“ დარჩენილი, კუთვნილი 30%-იანი წილი და
საკუთრებაში არსებული ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმში მდებარე 3998 მ2 მიწის
ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე,
გადაუფორმა მისთვის უცნობ პირს – მალხაზ ცარციძეს.
დანაშაულებრივი მოქმედებების შედეგად, ემზარ ლიპარტელიანს დიდი ოდენობით
მატერიალური ზარალი მიადგა.
720
თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 02 სექტემბრის N1/43-12 განაჩენი.
245
მოცემულ საქმეზე, 2023 წელს, გიორგი უდესიანი და ზაზა გუგავა დამნაშავეებად იქნენ
ცნობილნი.721
ბიზნესის რეკეტი მამუკა ხაზარაძისა და „თიბისი“ ბანკის მეშვეობით
საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს ბიზნესის
რეკეტში სხვადასხვა ფორმით ხელს უწყობდა სს „თიბისი“ ბანკი და მისი მფლობელები –
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. მაგალითისთვის, „თიბისი“ ბანკისა და მისი
მფლობელების ხელშეწყობით, ბიზნესმენ ჯემალ ლეონიძეს საწვავის ბიზნესი ჩამოერთვა და
საქართველოს თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილს გადაეცა.
ჯემალ ლეონიძემ ბიზნესსაქმიანობა 90-იან წლებში დაიწყო. იგი დაკავებული იყო
საწვავის გაყიდვით და დააფუძნა შპს „მაგნატი 2006“, რომელშიც 75%-იან წილს ფლობდა.
კომპანია წარმატებით ოპერირებდა – იძენდა ქონებებს, აფართოებდა ბიზნესს, მატულობდა
თანამშრომლების რიცხვი.
2008 წლის აგვისტოს ომამდე ჯემალ ლეონიძემ საწვავის რუმინეთიდან შემოტანა
განიზრახა. მასთან ერთად საწვავის შემოტანაში თანხობრივად მონაწილეობდა მისი
ახლობელი ბიზნესმენი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა ჯემალ
ლეონიძეს შეუთვალა, რომ „მას მისი ბიზნესი არ უნდოდა“, მაგრამ ძირითადი შემომტანი
ხუთი კომპანიის საწვავი უნდა გაეყიდა და შემოტანის ნაწილში თავი დაენებებინა სხვებთან
ურთიერთობისთვის. აღნიშნულზე ბიზნესმენმა უარი განაცხადა.
2008 წლის სექტემბერში „თიბისი“ ბანკმა შპს „მაგნატი 2006-ისგან“ სესხის თანხის - 3 000
000 აშშ დოლარის დაფარვა მოითხოვა 4 თვის ვადაში, მიუხედავად იმისა, რომ
ვალდებულების შესრულება, დაახლოებით, 12-15 თვის შემდეგ უწევდა. კომპანია უმძიმეს
მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ დეკემბრის ბოლოს თანხა დაფარა. 30 დეკემბერს ჯემალ
ლეონიძე ბადრი ჯაფარიძემ დაიბარა და უთხრა, რომ „თიბისი“ ბანკმა შპს „მაგნატი 2006-ის“
წილის ყიდვა გადაწყვიტა, რადგან კომპანიის ფერები – თეთრი და ლურჯი მოსწონდათ.
ბადრი ჯაფარიძე ჯემალ ლეონიძეს ბიზნესის განვითარებაში მონაწილეობასა და ფინანსურ
ხელშეწყობას დაპირდა.
„თიბისი“ ბანკის ჯგუფმა შეაფასა შპს „მაგნატის“ პროფილური ქონებები, რამაც შეადგინა
29 600 000 აშშ დოლარი. „თიბისი“ ბანკს სურდა კომპანიის 25%-იანი წილის ყიდვა, თუმცა
ჯემალ ლეონიძეს შეჰპირდნენ, რომ ნაცვლად 7 500 000 აშშ დოლარისა, გადაიხდიდნენ 3 000
000 აშშ დოლარს, ისიც − 5 წლის შემდეგ, რაც დღემდე გადახდილი არ აქვთ.
2009 წლის 27 მარტს მხარეებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელშიც მიეთითა შპს
„მაგნატის“ პროფილური ქონებები და მათი საერთო ღირებულება. დოკუმენტში აისახა, რომ 3
000 000 აშშ დოლარი უნდა მიეღო კომპანიის დამფუძნებელს 5 წლის შემდეგ, როცა კომპანია
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 ივნისის N1/270-20 განაჩენი; თბილისის სააპელაციო
სასამართლოს 2023 წლის 8 დეკემბრის N1ბ/1551-23 განაჩენი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 4
ივლისის N39აპ-24 განჩინება.
721
246
განვითარდებოდა, ან ჯემალ ლეონიძეს უნდა ეყიდა ის 25% წილი, რისი შესყიდვის სურვილიც
ჰქონდა „თიბისი“ ბანკს, ან მთლიანად უნდა გაეყიდათ უცხოელზე. ასევე, მემორანდუმის
ერთ-ერთი პირობის თანახმად, კომპანიის რებრენდინგისთვის, განვითარებისა და ახალი
ავტოგასამართი სადგურების ყიდვისთვის, „თიბისი“ ბანკს პირველ ეტაპზე 20 მილიონი აშშ
დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. მიღებული შემოსავლებიდან ჯემალ
ლეონიძე 25%-ს აიღებდა, რომლითაც უზრუნველყოფდა სესხების დაფარვას.
„თიბისი“ ბანკის თხოვნით, 2009 წლის 30 აპრილს შეიქმნა სს „ნავთობპროდუქტების
სადისტრიბუციო კომპანია“, რომელშიც მენეჯმენტურ პოზიციებზე დასაქმდნენ „თიბისი“
ბანკის წარმომადგენლები. ახლად შექმნილ კომპანიაში უნდა გადასულიყო შპს „მაგნატის“
ყველა ქონება, რისთვისაც დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. ბადრი ჯაფარიძის თხოვნით,
გადასახადების შემცირების მიზნით, ხელშეკრულებაში, ნაცვლად 29 600 000 აშშ დოლარისა,
გადასაცემი ქონების - 4 ნავთობბაზის და 52 მოქმედი ავტოგასამართი სადგურის
ღირებულებად მიეთითა 11 000 000 აშშ დოლარი. თუმცა, აღნიშნული თანხა შპს „მაგნატს 2006ს“ არ გადაუხადეს, რამაც შემდგომში მისი გაკოტრება გამოიწვია. სააქციო საზოგადოებაში
ჯემალ ლეონიძეს ჰქონდა 25%-იანი წილი, რომელიც, შენარჩუნების მიზნით, სხვა
პიროვნებაზე გააფორმა.
ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ჯემალ ლეონიძემ დაიწყო შპს „მაგნატის“
ქონების სააქციო საზოგადოებაში გადატანა, რამაც
გარკვეული დრო მოითხოვა. ბოლო
ავტოგასამართი სადგურის გადაცემის დღესვე, 2009 წლის 13 აგვისტოს, თაღლითობისა და
ყალბი დოკუმენტების დამზადების ბრალდებით იგი დააკავეს და მიუსაჯეს 10 წლითა და 6
თვით თავისუფლების აღკვეთა. აღსანიშნავია, რომ მის დაკავებამდე, აბსურდული
ბრალდებით დააკავეს მისი ვაჟი და, ფაქტობრივად, მძევლად ჰყავდათ, სანამ ჯემალ
ლეონიძეს დააკავებდნენ. მამის დაკავების შემდეგ, შვილის მიმართ ინტერესი გაქრა და
გაათავისუფლეს. ჯემალ ლეონიძის თქმით, მისი პატიმრობის დროს, შპს „მაგნატი 2006-ის“
მიმართ გაკოტრების საქმისწარმოება დაიწყო და კომპანია გააკოტრეს. ასევე, სააქციო
საზოგადოებაში მისი 25%-იანი წილიდან 20%-ის დათმობასაც სთხოვდნენ. მისი სხვა
ქონებები – რესტორნები, საცხოვრებელი სახლი, მეფრინველეობის ფაბრიკა – გაყიდეს.
ჯემალ ლეონიძის მიერ სს „ნავთობპროდუქტების სადისტრიბუციო კომპანიისთვის“
გადაცემული ქონება კომპანიამ წელიწად-ნახევრის შემდეგ, დავით კეზერაშვილის შპს „სან
პეტროლიუმ ჯორჯიას“ ვითომ 13 000 000 აშშ დოლარად მიჰყიდა. დღეის მდგომარეობით, 52
ავტოგასამართი ობიექტი და ნავთობბაზები კვლავ შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიის“ („გალფი“)
საკუთრებაა. როგორც ბადრი ჯაფარიძემ ციხიდან გამოსულ ჯემალ ლეონიძეს განუცხადა, მათ
ვეღარ შეძლეს ბიზნესის გაგრძელება, გამოჩნდა „ღმერთი“ კეზერაშვილი და მიჰყიდეს მას.
ჯემალ ლეონიძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება 2013 წლის 13 იანვარს ამნისტიის
შესახებ კანონის საფუძველზე დატოვა. 722 ასევე, მას პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული
პირის სტატუსი მიენიჭა. ჯემალ ლეონიძემ გათავისუფლების შემდეგ აღმოაჩინა, რომ მამუკა
საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის N76-Iს დადგენილება „პოლიტიკური ნიშნით
დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“.
722
247
ხაზარაძემ და „თიბისი“ ბანკმა სს „ნავთობპროდუქტების სადისტრიბუციო კომპანიას“ 5 000
000 აშშ დოლარი ვალი დაუტოვეს.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, კომისიამ მოუსმინა ადვოკატ როინ მიგრიაულს,
რომელიც ჯემალ ლეონიძის კომპანიებს საადვოკატო მომსახურებას უწევდა. 723 შპს „მაგნატი
2006-თან“ დაკავშირებით მან დამატებით განაცხადა, რომ ისე მალე დასრულდა გაკოტრების
საქმისწარმოება, რომ კომპანიის ქონება სრულად არ იქნა მოძიებული. სასამართლომ 2012
წლის 27
ივნისს მიიღო
გადაწყვეტილება/განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების
დასრულებისა და შპს „მაგნატი 2006-ის“ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. მისივე თქმით, შპს
„მაგნატი 2006“ სხვადასხვა კომპანიაში ფლობდა წილებს, თუმცა, გაკოტრების მმართველს არც
ამ კომპანიების მოძიება და შეფასება განუხორციელებია. აღნიშნული პროცესი ნათლად
მოწმობს,
რომ
საკუთარი
სარგებლის
მიღების
შემდეგ,
„ნაციონალური
მოძრაობა“
მიზანმიმართულად ანადგურებდა კომპანიებს, რათა ბიზნესმენებს ფეხზე დადგომის
შესაძლებლობა აღარ დარჩენოდათ.
გათავისუფლების დღიდან, ჯემალ ლეონიძემ არაერთი სამართლებრივი დავა წამოიწყო,
რაც დღემდე გრძელდება. ერთ-ერთი მათგანი შპს „მაგნატი-2006-ის“ მეწარმეთა და
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში აღდგენას ისახავდა
მიზნად, რაც, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით
დაკმაყოფილდა. 724
პოლიტიკური
თანამდებობის
პირებთან
და
სამართალდამცავი
უწყების
წარმომადგენლებთან ერთად, „თიბისი“ ბანკი და მამუკა ხაზარაძე ფიგურირებენ ბიზნესმენ
რამაზ ახვლედიანისთვის ლისის ტბის წილის წართმევის საქმეშიც. ლისის ტბის ირგვლივ
მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა:
1998 წელს გამოცხადდა სახელმწიფო კონკურსი ლისის ტბის გამაჯანსაღებელი
კომპლექსის ბაზაზე რიცხული ქონების პრივატიზების მიზნით.
1999 წლის 13 აპრილს საქართველოს ქონების მართვის სამინისტროსა და რამაზ
ახვლედიანს შორის გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, რამაზ
ახვლედიანს გადაეცა ლისის ტბის გამაჯანსაღებელი კომპლექსის ბალანსზე რიცხული
შენობა-ნაგებობები, გამოსყიდვის უფლებით. ხელშეკრულების მიხედვით, იჯარით აღებული
ქონების ღირებულების გამოსასყიდი თანხის 51%-ის გადახდა რამაზ ახვლედიანს დაევალა
ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის განმავლობაში, ხოლო დანარჩენი თანხის − მომდევნო
5 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად. მასვე დაევალა ყოველ 6 თვეში სახელმწიფოსთვის
ინფორმაციის წარდგენა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულების თაობაზე.
იჯარით გაცემული ქონება დარჩა სახელმწიფო საკუთრებად, ხოლო საიჯარო ქონების
გამოყენებით მიღებული შემოსავლის მესაკუთრედ განისაზღვრა რამაზ ახვლედიანი.
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 25 მარტის N4 სხდომაზე ადვოკატ როინ მიგრიაულის ახსნა-განმარტების
სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
724 თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 27 მარტის N2ბ/5654-24 გადაწყვეტილება.
723
248
კონკურსის შედეგად რამაზ ახვლედიანს იჯარით გადაეცა მხოლოდ შენობა-ნაგებობები,
შესაბამისი მიწის ნაკვეთის გარეშე. 725
2000 წლის შემოდგომამდე რამაზ ახვლედიანმა მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა
ლისის ტბის გადასარჩენად, ვინაიდან იმ პერიოდში დაიწყო ტბის დონის კლება და მიმდებარე
ტერიტორიაზე მწვანე საფარის გახმობა. დიდი ძალისხმევის შედეგად, ტბის წყლის სარკის
ზედაპირი
მის ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდა და ტბა გადარჩა. ეკოლოგიური
მდგომარეობის გამოსწორება-გაჯანსაღებისთვის რამაზ ახვლედიანმა, დაახლოებით, 500 000
ლარი გაიღო. 726
2001 წელს რამაზ ახლედიანის კომპანიამ – შპს „ტურისტულ-გამაჯანსაღებელი
კომპლექსი ლისის ტბა“ – მიმართა თბილისის მერიას და შესთავაზა კომპლექსის
განვითარების გეგმა, რომელიც მერიამ მოიწონა. 2002 წელს თბილისის მთავრობის
დადგენილებით, კომპანიას მიეცა ნება, დაემუშავებინა კომპლექსის განვითარებისა და
კეთილმოწყობის დეტალური დაგეგმარების პროექტი.727
აღსანიშნავია, რომ რამაზ ახვლედიანმა სახელმწიფოს წინაშე პირნათლად შეასრულა
ნაკისრი ვალდებულება და 2004 წლისთვის უკვე გადახდილი ჰქონდა გამოსასყიდი თანხა − 30
500 აშშ დოლარი და იჯარა – 13 962 ლარი. 728
2004 წლის ივნისში რამაზ ახვლედიანი თბილისის მერიაში დაიბარა ვიცე-მერმა თემურ
ქურხულმა,
რომელმაც
უთხრა,
რომ
„პირველი“,
ანუ
მიხეილ
სააკაშვილი
იყო
დაინტერესებული, რომ ჰოლანდიელ ინვესტორებთან ერთად, განეხორციელებინა ლისის
ტბის განვითარება. თან მიანიშნეს, რომ უარის თქმის შემთხვევაში, საქმე გენერალურ
პროკურორთან, ირაკლი ოქრუაშვილთან აღმოჩნდებოდა. თემურ ქურხულის კაბინეტში
განმეორებით შეხვედრაზე მისულ რამაზ ახვლედიანს ოთახში დახვდა მამუკა ხაზარაძე და
კომპანია „ჯიარდისის“ (GRDC) წარმომადგენელი ირაკლი კილაურიძე. რამაზ ახვლედიანის
განმარტებით, მამუკა ხაზარაძეს 2001-2002 წელსაც ჰქონდა სურვილი მასთან ერთად ლისის
ტბის ბიზნესში მონაწილეობისა, თუმცა, მიუღებელი შეთავაზების გამო, რამაზ ახვლედიანმა
უარი უთხრა. ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად, გადაწყდა, რომ შეექმნათ სააქციო
საზოგადოება, რის შემდეგაც უცხოელებთან ერთად დაიწყეს ახალი გეგმის დამუშავება.
გეგმის განსახორციელებლად, კომპლექსზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი არ აღმოჩნდა
საკმარისი. ვინაიდან ტბის ტერიტორიის მიმდებარედ მცხეთის მუნიციპალიტეტის სატყეო
მეურნეობის ტყეები იყო, სააქციო საზოგადოებამ წინადადებით მიმართა საქართველოს
მთავრობას სახელმწიფო ტყის ფონდიდან მიწის ფართობის ამორიცხვის თაობაზე, რაც
დაკმაყოფილდა. 729
„ახალგაზრდა ადვოკატების“ კვლევა „სისტემა მოქალაქის წინააღმდეგ“, ლისის ტბის საქმე, 2015 წ., გვ. 8-9.
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 3 აპრილის N10 სხდომაზე რამაზ ახვლედიანის სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
727 „ახალგაზრდა ადვოკატების“ კვლევა „სისტემა მოქალაქის წინააღმდეგ“, ლისის ტბის საქმე, 2015 წ., გვ. 10.
728 იქვე, გვ. 13.
729 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 3 აპრილის N10 სხდომაზე რამაზ ახვლედიანის ახსნა-განმარტების
სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
725
726
249
2006 წლის 14 ივლისს მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა განკარგულება, რომლის
საფუძველზეც 63,5 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, პირდაპირი
განკარგვის წესით, საკუთრებაში გადაეცა რამაზ ახვლედიანს, ხოლო 267 ჰა არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი − სს „ლისის ტბას“. ამავე განკარგულებით რამაზ
ახვლედიანს განესაზღვრა 2014 წლამდე შესასრულებელი ვალდებულებები – ტერიტორიის
დასუფთავება, განვითარების გეგმის პროექტის მომზადება და პროექტის შეთანხმების
შემდეგ, მშენებლობის დაწყება. 730
2006 წლის ოქტომბერში რამაზ ახვლედიანს ფინანსური პოლიციიდან დაურეკეს და
მისვლა მოსთხოვეს. მოთხოვნისამებრ, მან რამდენიმე დღის შემდეგ ყველანაირი დოკუმენტი
წარადგინა და შეხვდა განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველოს მე-2 განყოფილების უფროსს,
გიორგი ხიზანიშვილს, რომელმაც უთხრა, რომ სახელმწიფოს სასარგებლოდ ბიზნესი უნდა
დაეთმო. მასვე განუცხადეს, რომ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე და კარგად უნდა
დაფიქრებულიყო. რამაზ ახვლედიანთან დაიწყო სისტემატური სატელეფონო კომუნიკაცია −
2-3 თვის განმავლობაში ახორციელებდნენ ზეწოლას, უხსენებდნენ შვილებს, ოჯახს და
ემუქრებოდნენ. 731
საგამოძიებო კომისიის სხდომაზე რამაზ ახვლედიანმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც
მასზე ზეწოლა დაიწყო, დახმარება თავის ბიზნესპარტნიორს, მამუკა ხაზარაძეს, ვინაიდან
იცოდა, რომ მაღალი თანამდებობის პირებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. აღნიშნულზე
მამუკა ხაზარაძემ უპასუხა, რომ ეჩივლა და კონსტიტუცია დაიცავდა. 732
2006 წლის 4 ნოემბერს, შაბათ დღეს, დაახლოებით, დილის 10 საათზე, რამაზ
ახვლედიანს მოსთხოვეს ფინანსურ პოლიციაში მისვლა. მას 3-4 საათის განმავლობაში
კითხავდნენ, რა დროსაც ოთახში ფინანსური პოლიციის უფროსის, დავით კეზერაშვილის
მოადგილე მერაბ გელოვანი შევიდა და რომ გაიგო, ბიზნესმენი ქონების დათმობის შესახებ
განცხადებას ხელს არ წერდა, გვერდით ოთახში შესვლა მოსთხოვა. მერაბ გელოვანმა რამაზ
ახვლედიანს წინ ნათესავების სია დაუდო და მათი დაპატიმრებით დაემუქრა. ასევე, უთხრა,
რომ თუ 23:00 საათამდე განცხადებას არ დაწერდა, დააკავებდნენ. რამაზ ახვლედიანი მიხვდა,
რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და მათი კარნახით დაწერა განცხადება, რომელშიც იჯარის
ხელშეკრულების
გაუქმებას
ითხოვდა
პრეზიდენტის
განკარგულებით
დადგენილი
ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მიუხედავად იმისა, რომ შესრულების ვადა 2014
წლამდე იყო განსაზღვრული. მან, ასევე, უარი განაცხადა პრეზიდენტის 14 ივლისის
განკარგულებით გადაცემული 63,5 ჰა მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღებაზე. აღნიშნული
განცხადება, ღამის 01:00-02:00 საათის შუალედში, მხარეებმა ნოტარიუს ციური ბერიძესთან
დაამოწმეს, რომელმაც გიორგი ხიზანიშვილს ხუმრობითაც კი ჰკითხა, „სად პოულობდა ამდენ
პატრიოტ ადამიანს“, რომლებიც საკუთარ უფლებებს სახელმწიფოს უთმობდნენ. რამაზ
„ახალგაზრდა ადვოკატების“ კვლევა „სისტემა მოქალაქის წინააღმდეგ“, ლისის ტბის საქმე, 2015 წ., გვ. 15.
იქვე, გვ. 16-17.
732 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 3 აპრილის N10 სხდომაზე რამაზ ახვლედიანის ახსნა-განმარტების
სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
730
731
250
ახვლედიანი სანოტარო ბიუროდან კვლავ ფინანსურ პოლიციაში წაიყვანეს და გააფრთხილეს,
რომ არ მიემართა ტელევიზიებისა და ოპოზიციისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში,
დაიჭერდნენ.
2006 წლის 10 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა 14 ივლისის განკარგულება, რომლის
საფუძველზეც რამაზ ახვლედიანს 63,5 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
ნაკვეთი გადაეცა, ძალადაკარგულად გამოაცხადა. 733
2007 წლის 17 მაისს გაიმართა აუქციონი ლისის ტბის მიმდებარედ, 3 538 347 მ2 მიწის
ნაკვეთის პრივატიზების მიზნით, რომელშიც გაიმარჯვა შპს „ლისი-2007-მა“ (დირექტორი
ირაკლი კილაურიძე, წარმომადგენელი მამუკა ხაზარაძე) და გასაყიდ ფასად დაფიქსირდა 182
000 000 აშშ დოლარი. აღნიშნულ მიწის ნაკვეთში შედიოდა რამაზ ახვლედიანისთვის და სს
„ლისის ტბისთვის“ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთებიც. 2007 წლის 10 ოქტომბერს აღნიშნული
აუქციონის შედეგები გაუქმდა, რადგან კომპანიამ არ გადაიხადა აუქციონზე დასახელებული
თანხა. 734
ვალდებულების შეუსრულებლობის მიუხედავად, პრეზიდენტის 2008 წლის 12 მარტის
განკარგულებით, ლისის ტბის მიმდებარედ 1 101 798 მ2 მიწის ნაკვეთი 45 000 000 აშშ
დოლარად, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, გადაეცა შპს „ფროფერთი დეველოპმენტ
ჰოლდინგს“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელიც კვლავ მამუკა ხაზარაძესთან
დაკავშირებული პირი ირაკლი კილაურიძე იყო. 735
2010 წლის 21 მაისის ორი განკარგულების საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის ფორმით,
დარჩენილი 2 436 549 მ2 მიწის ნაკვეთი, ლისის ტბის მიმდებარედ, 11 466 133 აშშ დოლარად
გადაეცა შპს „ლისი ლეიქ დეველოპმენტს“, რომლის პარტნიორები იყვნენ მამუკა ხაზარაძე,
ბადრი ჯაფარიძე და ბობ მეიერი. 736
ჯამში, ლისის ტბის მიმდებარედ, 3 538 347 მ2 მიწის ნაკვეთი, რომლის ფასადაც
განსაზღვრული იყო
182 000 000 აშშ დოლარი, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო
სტრუქტურების ხელშეწყობით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ 56 466 133 აშშ
დოლარად ჩაიგდეს ხელში.
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ხელშეწყობით გახდა „თიბისი“ ბანკი სს
„ბანკი
კონსტანტას“
მფლობელიც.
კერძოდ,
მიკროსაფინანსო
ორგანიზაცია
ფონდი
„კონსტანტა“ 2005 წლის 31 მარტს დარეგისტრირდა არასამეწარმეო იურიდიული პირის
სტატუსით და წარმოადგენდა 1997 წლის 31 იანვარს დაფუძნებული ასოციაცია „კონსტანტას“
უფლებამონაცვლეს. ფონდი „კონსტანტა“ გრანტის მიმცემი დონორი ორგანიზაციების
დახმარებით შეიქმნა და მისი მიზანი იყო, სიღარიბის დაძლევის მიზნით, მიკროსესხების
გაცემა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ კვლევა „სისტემა მოქალაქის წინააღმდეგ“, ლისის ტბის საქმე, 2015 წ., გვ. 18.
იქვე, გვ. 52-53.
735 „ახალგაზრდა ადვოკატების“ კვლევა „სისტემა მოქალაქის წინააღმდეგ“, ლისის ტბის საქმე, 2015 წ., გვ. 54.
736 იქვე, გვ. 54-55.
733
734
251
2007 წელს დაფუძნდა სს „კონსტანტა“ და მის საწესდებო კაპიტალში შეტანილ იქნა
ფონდი „კონსტანტას“ აქტივები, რაც, დაახლოებით, 15 000 000 ლარს შეადგენდა. შემდგომ, სს
„კონსტანტა“ საქართველოს ეროვნულ ბანკში დარეგისტრირდა როგორც ბანკი, ნაცვლად
მიკროსაფინანსო ორგანიზაციად რეგისტრაციისა.
2011 წლის მარტში, ფონდი „კონსტანტას“ დამფუძნებლების მიერ ორგანიზაციის
ინტერესების
საწინააღმდეგოდ,
ხელმძღვანელობითი
უფლებამოსილების
ბოროტად
გამოყენებისა და დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით,
დააკავეს სს „ბანკი კონსტანტას“ დირექტორი ლევან ლებანიძე. იგი მიიყვანეს პროკურატურის
შენობაში, სადაც უთხრეს, რომ ჩადენილი დანაშაულისთვის საპროცესო შეთანხმების პირობა
იყო ჯარიმის – 12 000 000 ლარის ბიუჯეტში ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამგეობის
ყველა თანამშრომელს დააკავებდნენ. პროკურატურის მიერ მოფიქრებული იყო ფულის
შოვნის გეგმაც – სს „ბანკი კონსტანტას“ 80% კაპიტალის უზრუნველყოფით მოხდებოდა
„თიბისი“ ბანკიდან 12 000 000 ლარის ოდენობის სესხის აღება, რითაც დაიფარებოდა
საპროცესო შეთანხმების ჯარიმა. მართლაც, ღამის საათებში, „თიბისი“ ბანკის ოფისში
ნოტარიუსმა გააფორმა სესხის ხელშეკრულება. სესხის თანხა უნდა დაფარულიყო 2 თვეში.
ვალდებულების შეუსრულებლობის შემდგომ, „თიბისი“ ბანკი გახდა სს „ბანკი კონსტანტას“
საკონტროლო პაკეტის 80%-იანი წილის მფლობელი, ხოლო მოგვიანებით, წილი 100%-მდე
გაზარდა და 2015 წელს სს „ბანკი კონსტანტა“ სს „თიბისი“ ბანკს შეერწყა.
ამ მაგალითიდან კიდევ ერთხელ ნათლად ჩანს, რომ „თიბისი“ ბანკი და მისი
მფლობელები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ხელშეწყობით, სხვა პირთა
უფლებების შელახვის ხარჯზე აფართოებდნენ.737
ბორჯომში მდებარე კუთვნილი შენობა იძულებით დაათმობინეს საქართველოს
სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირის (ცეკავშირის) ბორჯომის რაიონულ
კოოპერატივს, რომელსაც 2003 წელს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე,
საკუთრებაში არსებული, ბორჯომში, რუსთაველის ქუჩა N121-ში მდებარე 543 მ2 ფართი
გაქირავებული ჰქონდა „თიბისი ბანკზე“ და იღებდა ყოველთვიურ შემოსავალს.
2006 წლის მარტში ახალციხეში ჩატარდა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ სამცხეჯავახეთის
რეგიონში
შემავალი
რაიონული
კოოპერატივების
თავმჯდომარეები,
მუნიციპალიტეტის გამგებლები, პრივატიზების სამსახურის უფროსები, პროკურატურისა და
ფინანსური
პოლიციის
თავმჯდომარეებს
მოსთხოვეს.
თანამშრომლები.
საკუთრებაში
არსებული
შეხვედრაზე
ქონებების
რაიონული
კოოპერატივების
სახელმწიფოსთვის
გადაცემა
2006 წლის 28 აპრილს ბორჯომის რაიონული კოოპერატივის თავმჯდომარემ ომარ
სუდაძემ მოიწვია კოოპერატივის მეპაიეთა კრება, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა მათ
საკუთრებაში არსებული ქონების – ბორჯომში, რუსთაველის ქუჩა N121-ში მდებარე ყოფილი
უნივერმაღის შენობის სახელმწიფოსთვის გადაცემის საკითხი. კრების აბსოლუტურმა
737
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
252
უმრავლესობამ საკითხზე უარყოფითი პოზიცია გამოხატა, რის შემდეგაც ფინანსური
პოლიციისა და პროკურატურის თანამშრომლებმა ომარ სუდაძეს, მუქარის შედეგად, კრების
ხელახლა ჩატარება აიძულეს. 2006 წლის 15 მაისს, კოოპერატივის ადმინისტრაციის შენობაში
შედგა კოოპერატივის მეპაიეთა საერთო კრება, რომელსაც 102 წევრიდან მხოლოდ 11
ესწრებოდა.
შესაბამისად,
კრება
არ
იყო
უფლებამოსილი
მიეღო
გადაწყვეტილება.
მიუხედავად ამისა, კოოპერატივის თავმჯდომარემ, მის მიმართ განხორციელებული
ზეწოლის გამო, ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება ქონების სახელმწიფოსთვის
უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე.
2007 წელს სახელმწიფოსთვის იძულების წესით გადაცემული ქონება – ბორჯომში,
რუსთაველის ქუჩა N121-ში მდებარე 543 მ2 არასაცხოვრებელი ფართი (2 სართულიანი შენობანაგებობა) კონკურსის გზით, 105 500 აშშ დოლარად შეიძინა „თიბისი ბანკმა“. 738
„თიბისი“ ბანკის არაკეთილსინდისიერი ქმედებები გამოიკვეთა მარიამ რატიანის
ოჯახის უფლებების დარღვევის საქმეშიც. 739
2011 წლის 22 ივნისს, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის გამოყენების ბრალდებით,
დააკავეს შპს „კოპალა-1898-ის“ დამფუძნებლები და დირექტორები – ვაჟა ლეშკაშელი და
სოლომონ ჟურული, რომლებიც ეთერზეთებს აწარმოებდნენ. ამ მიზნით, ლოპოტის ტბის
მიმდებარედ, საკუთარ მიწის ნაკვეთზე გააშენეს ვარდების პლანტაცია. ლოპოტის ტბაზე
გამართული მთავრობის ერთ-ერთი სხდომის დროს, მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ
ადეიშვილს თვალში მოხვდათ მათი წარმატებული ბიზნესი. ვაჟა ლეშკაშელისა და სოლომონ
ჟურულის ცრუ ბრალდებით დაკავების შემდეგ, ლეშკაშელის მეუღლეს, ლია ლეშკაშელს
მოსთხოვეს შპს „კოპალა-1898-ის“ მთლიანი ქონების გაყიდვა. კომპანიის მყიდველი მალევე
გამოჩნდა – შპს „ლოპოტა“, რომელიც დაკავშირებული იყო „თიბისი“ ბანკთან და მამუკა
ხაზარაძესთან. მიუხედავად იმისა, რომ შპს „კოპალა-1898-ის“ ქონების ღირებულება 2 000 000
ლარზე მეტი იყო, იძულებით, 405 858 ლარად გაიყიდა. „თიბისი“ ბანკის მიერ თანხის
ჩარიცხვის დღესვე, დაკავებულები გვიან ღამით სასამართლოში მიიყვანეს და სხდომის
დარბაზიდან გაათავისუფლეს. 740
მიხეილ სააკაშვილმა მამუკა ხაზარაძე 2010 წელს ბრწყინვალების საპრეზიდენტო
ორდენით, 741 ხოლო 2012 წელს წმინდა ნიკოლოზის ორდენით 742 დააჯილდოვა. 743
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
განცხადება N1-2429/25; საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 31 მარტის N8 სხდომაზე მარიამ რატიანის ახსნაგანმარტების სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
740 განცხადება N1-5603/25.
741 შედარებისთვის, 2010 წელს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით ასევე დაჯილდოვდნენ სრულიად
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის
მიტროპოლიტი ილია ΙΙ, ცნობილი მომღერალი ნანი ბრეგვაძე, პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი და სხვები.
742 წმინდა ნიკოლოზის ორდენით ჯილდოვდებიან პირები ქველმოქმედებისათვის, ქვეყნისა და ხალხის უანგარო
სამსახურისათვის.
743 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ საგამოძიებო კომისიისთვის წარმოდგენილი ინფორმაცია,
წერილები: N1-6459/25; N1-6598/25.
738
739
253
ბიზნესის რეკეტი სახელმწიფო, პარტიული ან სხვა საჭიროებისთვის თანხების
მობილიზების მიზნით
2011-2012 წლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე არსებული 11
ერთეული უძრავი ქონება, აუქციონის გზით, ბიზნესმენებს არარეალურად მაღალ ფასად
შეაძენინეს იმის გამო, რომ სახელმწიფოს „რაბათის ციხის“ რეაბილიტაციისთვის თანხები
სჭირდებოდა.
კერძოდ,
2011
წლის
ზაფხულში,
შინაგან
საქმეთა
მინისტრმა
ვანო
მერაბიშვილმა, რომელიც წარმოშობით ახალციხიდან (სოფ. უდე) იყო და მოცემულ
მუნიციპალიტეტში რეკონსტრუქციის სხვადასხვა პროექტის კურატორობდა, ახალციხის
მუნიციპალიტეტის გამგებელს დაავალა, სასწრაფოდ მოეძიებინა მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში არსებული ისეთი უძრავი ქონება, რომლის საბაზრო ღირებულება იქნებოდა
უმნიშვნელო და აღნიშნული ობიექტები გაეტანა აუქციონზე, რომლებსაც ცალკეული
ფიზიკური და იურიდიული პირები განსაკუთრებით დიდ თანხებად შეიძენდნენ.
აუქციონების
ჩატარებამდე,
გამგებელმა
ვანო
მერაბიშვილისგან
წინასწარ
იცოდა,
კონკრეტულად ვის და რა ფასად უნდა შეეძინა ესა თუ ის ობიექტი.
მაგალითად, სოფელ აწყურში, 20 000 მ2 მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ყოფილი
მეცხოველეობის კომპლექსი აუდიტის მიერ შეფასებული იყო 14 400 ლარად. თუმცა,
აუქციონზე ის შპს „ჯორჯიან ინვესტმენტმა“ შეისყიდა 4 949 500 ლარად. აღნიშნული ქმედების
სანაცვლოდ, კომპანიის მფლობელის, ილია კოკაიას ქალიშვილი, რომელიც ტრანსპორტის
მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის გამო, ციხეში იმყოფებოდა,
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ციხიდან გათავისუფლდა.
სოფელ ტატანისში მდებარე 11 000 ლარად შეფასებული კულტურის სახლი 409 200
ლარად შეიძინა ფიზიკურმა პირმა ეფრაიმ გურიმ, რომლის შვილი მკვლელობის მომზადების
ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში იყო მიცემული. ხაზგასასმელია ის ფაქტი,
რომ
გამომძიებლები,
პროკურორები
და
მათთან
დაახლოებული
ადვოკატები
არ
ერიდებოდნენ ბიზნესმენებთან დაუფარავდ იმის თქმას, რომ სისხლის სამართლის საქმეების
შეწყვეტის სანაცვლოდ, სახელმწიფო აუქციონზე მათ კონკრეტული უძრავი ქონებები უნდა
შეეძინათ.
სოფელ ჭვინთაში მდებარე 8 000 ლარად შეფასებული კლუბი-ბიბლიოთეკა აუქციონზე
შეიძინა შპს „ბემონმა“ 1 900 000 ლარად, რომელსაც მანამდე საწვავის ბიზნესი ჩამოართვეს და
რომლის
დირექტორი
დავით
მიმინოშვილი
ბიზნესპარტიორებთან
ერთად
ციხეში
იმყოფებოდა. გათავისუფლების სანაცვლოდ, მათ ზემოხსენებული ქონება შეიძინეს.
არსებობდა მეორე სქემაც – შესაბამისი უწყებები კომპანიების შემოწმებას იწყებდნენ და
გარკვეულ ფინანსურ დარღვევებზე „თვალის დახუჭვის“ სანაცვლოდ, მათ აუქციონებზე
ქონების შეძენას აიძულებდნენ.
საერთო ჯამში, მეტწილად „რაბათის ციხის“ რეაბილიტაციის მიზნით, 11 ობიექტის
რეალიზაციის შედეგად, ზეწოლისა და მუქარის გზით, ბიზნესმენების მიერ გადახდილ იქნა 9
254
632 000 ლარი იმ უძრავი ქონებების შესაძენად, რომელთა ჯამური საბაზრო ღირებულება 161
000 ლარს შეადგენდა. 744
კახეთის რეგიონში რეკონსტრუქციის სხვადასხვა პროექტს წარმოშობით კახელი,
საქართველოს გენერალური პროკურორი, შემდგომ - იუსტიციის მინისტრი, ზურაბ
ადეიშვილი კურატორობდა.
სოფელ
გრემის
კულტურის
სახლი
პროკურატურამ
აუქციონზე
გაზრდილი
ღირებულებით ბიზნესმენ ვალერი შოშიაშვილს შეაძენინა. 745 კერძოდ, 2012 წლის 11 აპრილს
ვალერი შოშიაშვილი გენერალურ პროკურატურაში დაიბარა გამომძიებელმა ბექა ბასილაიამ
და 2 დღის ვადაში კომპანიის ყველა ფინანსური დოკუმენტის მიტანა მოსთხოვა.
დოკუმენტების მიტანიდან 1 კვირაში ვალერი შოშიაშვილი კვლავ დაიბარა ბექა ბასილაიამ და
ოჯახის წევრების ქონებების კონკრეტულ პიროვნებაზე გადაფორმება მოსთხოვა, რაზეც
ბიზნესმენმა უპასუხა, რომ ოჯახის წევრების ქონებას ვერ შეეხებოდა, ხოლო მისი უძრავი
ქონება იპოთეკით იყო დატვირთული. ბექა ბასილაიამ უთხრა, რომ დაუკავშირდებოდა
რამდენიმე დღეში და თანხის გადახდის მეთოდს ეტყოდა. მართლაც, 2012 წლის 17 მაისს
ვალერი შოშიაშვილმა ბექა ბასილაიასგან მიიღო რამდენიმე მოკლეტექსტური შეტყობინება,
საიდანაც ირკვეოდა, რომ კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში იმართებოდა აუქციონი
სოფელ გრემში არსებული კულტურის სახლის პრივატიზების მიზნით, საწყისი ფასით 100 000
ლარი. ამავე შეტყობინებებში ახსნილი იყო მონაწილეობის მიღების პროცედურები. აუქციონი
ელექტრონული არ იყო და ბიზნესმენმა ვერ მოასწრო აუქციონის დაწყებამდე ყვარელში,
ადგილზე ჩასვლა. თუმცა, ამის მიუხედავად შეადგინეს ყალბი ოქმი, რომელშიც მიეთითა:
„აღნიშნულ აუქციონთან დაკავშირებით შემოსულია მხოლოდ ერთი განაცხადი, კერძოდ, შპს
„ენკა მოლის“ მიერ, რომელსაც წარმოადგენს გენერალური დირექტორი ვალერი შოშიაშვილი.
აღნიშნული ობიექტის საწყისი გასაყიდი ფასი ბიჯის დამატებით შეადგენს 105 000 ლარს,
მაგრამ
შპს „ენკა მოლის“ გენერალურმა დირექტორმა ვალერი შოშიაშვილმა კომისიას
შესთავაზა 700 000 ლარი.“ შედეგად, 2012 წლის 17 მაისს, ვალერი შოშიაშვილმა, მისივე ნების
საწინააღმდეგოდ, კუთვნილი კომპანია შპს „ენკა მოლის“ სახელით, 700 000 ლარად შეიძინა
ყვარლის მუნიციპალიტეტის მიერ აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი სოფელ გრემის
კულტურის სახლი (ს/კ 57.10.02.127, 1877 მ2 მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 1071 მ2
ფართის შენობა-ნაგებობა), რომლის ღირებულებაც 2009 წელს შპს „აუდიტი 2002-ის“ მიერ
შეფასებული იყო 9 322 ლარად.
საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ვალერი შოშიაშვილმა წარმოადგინა აუქციონზე
შეძენილი უძრავი ქონების სურათები და აღნიშნა, რომ გრემის კულტურის სახლის ნანგრევები
2012 წლის იანვარში აუქციონზე ჰქონდა გატანილი მერიას 8 130 ლარად და ვერ გაიყიდა,
ხოლო მას იძულებით შეაძენინეს 700 000 ლარად. მანვე აღნიშნა, რომ ქონების შესაძენად თანხა
https://www.youtube.com/watch?v=kctaBySVpVQ; საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 6 ივნისის N34 სხდომაზე ვალერი შოშიაშვილის ახსნა-განმარტების
სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
744
745
255
არ ჰქონდა და მის სახელზე ბექა ბასილაიამ „საქართველოს ბანკს“ სესხი ისე დაამტკიცებინა,
რომ მას განცხადებაც კი არ დაუწერია.
გარდა აღნიშნულისა, ვალერი შოშიაშვილი მანამდეც გახდა რეკეტის მსხვერპლი.
შემუშავებული სქემა გულისხმობდა საბაჟოზე არასაჭირო დოკუმენტის მოთხოვნას, რის
გამოც, იმპორტიორები ვეღარ ანბაჟებდნენ ტვირთს, რის შემდეგაც, ფინანსური პოლიცია
პრობლემის მოსაგვარებლად მათ გარკვეული „ხარკის“ გადახდას ითხოვდა.
2006 წელს, ირაკლი შოშიაშვილის ოჯახური ბიზნესისთვის შეძენილი ჭურჭლისა და
ელექტროტექნიკის პროდუქცია, გამოგონილი საბაბით (ექსპერტიზის დასკვნის არარსებობა),
ხელოვნურად გააჩერეს საბაჟოზე. ვალერი შოშიაშვილი დაიბარა „ნაციონალური მოძრაობის“
ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის ძმამ, ფინანსური პოლიციის თბილისის ერთ-ერთი
სამმართველოს უფროსმა ირაკლი კირკიტაძემ და, პროდუქციის განბაჟების სანაცვლოდ,
თითოეულ კონტეინერზე 1 500 აშშ დოლარის ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვა.
ბიზნესმენი იძულებული გახდა, 2006-2012 წლებში, ყოველთვე, კონვერტში მოთავსებული
ფულის
ბანკნოტები
ხელზე
გადაეცა
ირაკლი
კირკიტაძისთვის.
როგორც
ვალერი
შოშიაშვილმა აღნიშნა, ირაკლი კირკიტაძემ აუხსნა, რომ თანხები, საბოლოოდ, შინაგან
საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილთან იყრიდა თავს.
ირაკლი კირკიტაძემ ვალერი შოშიაშვილს, ასევე, მოსთხოვა 2008 წლის საპარლამენტო
არჩევნებისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ, 100 000 ლარის შემოწირულობის
განხორციელება. ზეწოლის და მუქარის გამო, ბიზნესმენს მოუწია სესხის აღება და
მოთხოვნილი თანხის ჩარიცხვა.
გარდა ამისა, 2010 წელს, ვალერი შოშიაშვილს მოსთხოვეს ტელეკომპანია „იმედის“
ყოფილი
წარმომადგენლის,
ჟურნალისტ
გიორგი
თარგამაძის
მიერ
დაარსებული
ფსევდოოპოზიციური პარტიის - „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისთვის“ საეთერო
დროის შესყიდვა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ში“ – ჯამში 50 000 ლარის ოდენობით. 746
„ნაციონალური მოძრაობა“ არაერთ სხვა ბიზნესმენს იძულებით არიცხინებდა თანხებს
პარტიის სასარგებლოდ. მაგალითად, 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის
არჩევნების წინ, აგვისტოში, შპს „ამაღლება 98-ის“ დამფუძნებელსა და დირექტორს დავით
სიხარულიძეს ფინანსურმა პოლიციამ „ნაციონალური მოძრაობისთვის“, შემოწირულობის
სახით, 50 000 ლარი მოსთხოვა. მან თანხა ისესხა და 2006 წლის 11 სექტემბერს მხოლოდ 20 000
ლარის ჩარიცხვა მოახერხა, რის გამოც, 28 ოქტომბერს დააკავეს. 747 პარტიის სასარგებლოდ,
წელიწადში რამდენჯერმე თანხას ახდევინებდნენ
სს „თბილმრეწვმშენი-3-სა“ და სს
„ინჟმშენსაც“. წინააღმდეგობის გამოხატვის შემთხვევაში, კომპანიებს პრობლემებს უქმნიდნენ
და, საბოლოოდ, ხელოვნურად აკოტრებდნენ. 748
https://www.youtube.com/watch?v=VsYsZ9JPOcE
განცხადება N1-1027/25.
748 https://www.youtube.com/watch?v=H1cdKQD6Suk&t=70s
746
747
256
სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის მაგალითები
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 2012 წლის 1 ოქტომბრის
საპარლამენტო
არჩევნებში
მოქალაქეთა
პოლიტიკური
გაერთიანება
„ნაციონალური
მოძრაობის“ სასარგებლოდ, ამომრჩეველთა მოსყიდვის, აგრეთვე, დასახელებული პარტიის
სახელმწიფო
სახსრებით
ფარული
დაფინანსების
მიზნით,
საქართველოს
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ზურაბ ჭიაბერაშვილსა და სხვა პირებთან
ერთად
დაგეგმა
და
განახორციელა
თვალთმაქცური
სქემა,
რომლის
მიხედვითაც
საქართველოში უმუშევართა აღრიცხვისა და დასაქმების სახელმწიფო პროგრამისთვის
გამოყოფილი საბიუჯეტო თანხებიდან 5 240 880 ლარი უკანონოდ ჩაერიცხა, დაახლოებით, 22
000 პირს, რომლებიც, რეალურად, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული აქტივისტები
იყვნენ. აღნიშნული პირებს აფორმებდნენ შტატგარეშე თანამშრომლებად. სინამდვილეში,
ისინი არანაირ სამუშაოს არ ასრულებდნენ, თანხას კი იღებდნენ „ნაციონალური მოძრაობის“
ხმის მიცემისა და საარჩევნო აგიტაციის წარმოების სანაცვლოდ.
მოცემულ საქმეზე, 2014 წელს, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი ცნობილ
იქნენ დამნაშავეებად.749
2025 წლის 12 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით მიხეილ სააკაშვილს
9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქმეზე, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“
დამცინავად „პიჯაკების“ საქმეს უწოდებდა, დადგინდა, რომ მიხეილ სააკაშვილი საკუთარი
ქვეყნის ბიუჯეტიდან პირადი ფუფუნებისა და კომფორტისთვის მილიონობით ლარს
ფლანგავდა.750
2009 წლის მარტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ცნობილი გახდა, რომ
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მასაჟისტი დოროთი შტეინი, ე.წ. დოქტორ დოტი
მოიწვია
და
მისთვის
გაწეული
მომსახურების
ანაზღაურება
პრეზიდენტის
წარმომადგენლობითი ხარჯებიდან განხორციელდა. თუმცა, ხელისუფლების ცვლილებამდე,
ხარჯების თაობაზე მეტი ინფორმაციის მოპოვება ვერ მოხერხდა. აღმოჩნდა, რომ მიხეილ
სააკაშვილმა
სახელმწიფო
დასაკმაყოფილებლად
საიდუმლოებად
შექმნილი
აქცია
დანაშაულებრივი
მისი
მატერიალური
სისტემა.
კერძოდ,
სურვილების
საქართველოს
პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოსთვის
საქმის გაადვილების მიზნით, 2009-2013 წლებში, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა გრიფით
„საიდუმლო“ განკარგულებები და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაავალა
ისეთი სახის ხარჯების ანაზღაურება, რომელთა დაფინანსებაც კანონს არ შეესაბამებოდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 თებერვლის N1/585-13 განაჩენი; ქუთაისის სააპელაციო
სასამართლოს 2014 წლის 21 ოქტომბრის N1/ბ-287-2014 განაჩენი.
750 https://pog.gov.ge/news/prokuraturis-mier-tsardgenili-mtkitsebulebebis-safudzvelze-koruftsiuli-danashaulistvis-mikheilsaakashvils-9-tslit-tavisuflebis-aghkveta-miesaja-kholo-teimuraz-janashias-sasjelis-sakhit-ganesazghvra-jarima-300-000laris-odenobit-4731
749
257
შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის დავალებითა და ორგანიზებით, საქართველოს
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, თეიმურაზ ჯანაშიას,
ჩართულობით, 2009 წლის მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის
პირადი კომფორტისა და ფუფუნებისთვის დანაშაულებრივად გაიფლანგა სახელმწიფო
ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367 ლარი. მათ შორის, სასტუმროს მომსახურებისთვის
გახარჯულია სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 2 000 000 ლარზე მეტი, სამგზავრო
ბილეთების შესაძენად – 1 000 000 ლარამდე, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიხეილ
სააკაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და სხვა პირების კვებით მომსახურებაზე – 1 400 000
ლარზე მეტი, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ტრანსპორტით მომსახურებაზე – 2 000
000 ლარზე მეტი, საცხოვრებელი ფართის დაქირავებისთვის – 300 000 ლარამდე, ტანსაცმლის
შესაძენად – 100 000 ლარზე მეტი, საჩუქრებისა და სუვენირების შესაძენად – 250 000 ლარამდე,
კოსმეტიკური პროცედურებისთვის – 700 000 ლარზე მეტი, გამაჯანსაღებელ ცენტრში
გასახდომი პროცედურებისთვის – 114 682 ლარი, დაქირავებული ესპანელი მზარეულის −
სერხიო
კალდერონ
დაქირავებისთვის,
ლატასას
მისი
შრომის
თარჯიმნის
ანაზღაურებისთვის,
შრომის
საცხოვრებელი
ანაზღაურებისთვის
და
ფართის
ესპანეთში
მგზავრობისთვის – 191 643 ლარი.
მედიის თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებები
„ტელევიზიის წარმომადგენლებს და ოპერატორებს არ ევალებათ,
შეეკვეხონ მაინცდამაინც იქ, სადაც მათი ადგილი არ არის.“
საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი ოქრუაშვილი
2004 წლის 19 თებერვალი,
ტელეკომპანია „იბერიაში“ სპეცრაზმის შეჭრის დღე
გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრეს
საფუძველსა და განვითარების წინაპირობას წარმოადგენს (ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ,
§ 41). 751 გამოხატვის თავისუფლება მედიისა და ინფორმაციის გავრცელების თავისუფლებასაც
გულისხმობს. მედიის თავისუფლება საზოგადოებას აძლევს საშუალებას, საკუთარი აზრი
ჩამოიყალიბოს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, აზრი შეიქმნას მისთვის საინტერესო
საკითხებისა და ინდივიდების, მათ შორის, პოლიტიკური ლიდერების შესახებ. შესაბამისად,
მედიის მოვალეობა პოლიტიკურ და საზოგადოებისთვის საინტერესო თემებზე სანდო და
გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელებაა. იმ შემთხვევაში, როცა საზოგადოებაში
არსებულ ძლიერ ეკონომიკურ ან პოლიტიკურ ჯგუფს ეძლევა საშუალება, ზეწოლა
ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ (Lingens v. Austria, no. 9815/82, A103), https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-57523
751
258
განახორციელოს მედიაზე და საბოლოოდ შეზღუდოს მისი სარედაქციო თავისუფლება, ძირი
ეთხრება გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ როლს დემოკრატიულ საზოგადოებაში
(მანოლი და სხვები მოლდოვის წინააღმდეგ, § 98). 752
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მასობრივი
ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. სახელმწიფოს ან
ცალკეულ პირებს არ აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა
მონოპოლიზაციის უფლება. აღნიშნული ნორმა იცავს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს,
იმუშაონ მთავრობის კონტროლის, შეზღუდვებისა და ცენზურის გარეშე, დროულად მოიძიონ
და მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია და იდეები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან
საკითხებზე, სახელმწიფო ორგანოებისა თუ თანამდებობის პირების ჩაურევლად და
სახელმწიფო
საზღვრების
გუშაგის“ ფუნქცია.
საგამოძიებო
მიუხედავად.
შესაბამისად,
შეასრულონ
„საზოგადოებრივი
753
კომისიამ,
თავისი
უფლებამოსილების
ფარგლებში,
შეისწავლა
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას მედიის თავისუფლების წინააღმდეგ
გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც ორ ძირითად მიმართულებად დაიყო: 1.
დამოკიდებულების მდგომარეობა, რომელშიც ხელისუფლებამ მოაქცია თავისუფალი მედია;
2. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული პირების მიერ მედიაკომპანიების წილების
სრულად ან ნაწილობრივ მითვისება.
მედიის მდგომარეობა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის
წლებში
2004 წლამდე ქართული მედია იყო მრავალფეროვანი და მწვავედ რეაგირებდა
საზოგადოებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე, რაც თავისუფლების შედარებით მაღალ
ხარისხზე
მიუთითებდა.
„ვარდების
რევოლუციად“
წოდებული
სახელმწიფო
გადატრიალების შემდეგ, ეს მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. წინამდებარე ქვეთავში,
წლების მიხედვით არის წარმოჩენილი არაერთი მაგალითი იმისა, რომ „ნაციონალურმა
მოძრაობამ“, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, სხვადასხვა მეთოდით დაიწყო მედიის
თავისუფლების უსაფუძვლო შეზღუდვა და მედიაკომპანიების სარედაქციო პოლიტიკაში
ჩარევა. საგამოძიებო კომისიის მუშაობისას გამოვლინდა, რომ ეს მისწრაფება მიხეილ
სააკაშვილმა ჯერ კიდევ თავისი პოლიტიკური კარიერის ადრეული წლებიდან გამოავლინა.
2001 წელს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის რანგში, ის რედაქციაში სტუმრად ეწვია
ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ გაზეთ „ასავალ-დასავალს“ და შეეცადა, ის
მანოლი და სხვები მოლდოვის წინააღმდეგ (Manole and others v. Moldova, no. 13936/02, ECHR 2009 (extracts)),
https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-94075
753 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის N3/7/1483 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს
საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, https://www.constcourt.ge/ka/judicialacts?legal=14415
752
259
თავისი სამომავლო, დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის ნაწილად ექცია. მან გაზეთის
მთავარ რედაქტორს, ლაშა ნადარეიშვილს, იუსტიციის სამინისტროში სადილზე მიწვევის
სურვილი გააცნო და შესთავაზა, „მათი გამხდარიყო“, სანაცვლოდ კი გრანტებითა და ყველა
სიკეთით უზრუნველყოფას დაჰპირდა, მაგრამ უარი მიიღო. 754
მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში დემოკრატიული
რეფორმების გატარების დაპირებით მოვიდა, პრესასთან ხანმოკლე თბილი ურთიერთობის
შემდეგ, მან და მისმა გუნდმა კრიტიკისა და ნებისმიერი განსხვავებული აზრის მიმართ
შეუწყნარებელი დამოკიდებულება
გამოამჟღავნეს.
კრიტიკულმა
გადაცემებმა,
მწვავე
შეკითხვებმა და ჟურნალისტურმა გამოძიებამ 2004 წელსვე დაიწყო გაქრობა, 755 ხოლო
ზოგიერთმა ოპოზიციურმა მედიამ, მსგავსად სახელმწიფო მედიისა, მთავრობის მხარდაჭერა
დაიწყო. 756 ყოველივე ამას ხელს უწყობდა მედიის მფლობელებისა და ხელისუფლების
ურთიერთობები. მედიასაშუალებების მესაკუთრეებს არა მხოლოდ კარგი ურთიერთობა
ჰქონდათ ხელისუფლებასთან, არამედ „ხელისუფლების ნაწილი“ გახდნენ, რამაც მათ
მფლობელობაში არსებული მედიაკომპანიები „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენის ქვეშ
მოაქცია. 757
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირველი საზიანო ნაბიჯები სატელევიზიო რეპორტაჟების
– ქვეყანაში ინფორმაციის ყველაზე პოპულარული და გავლენიანი წყაროს წინააღმდეგ
გადადგა.
758
ტელეეკრანებიდან
ნელ-ნელა
გაქრა
პოლიტიკური
დებატები
და
ტელეკომპანიებმა ერთმანეთის მიყოლებით დახურეს პოლიტიკური შინაარსის გადაცემები.
დარჩა მხოლოდ საინფორმაციო პროგრამები 3-4-წუთიანი „რბილი“ სიუჟეტებით. საინტერესო
იყო, ასევე, ის ფაქტი, რომ საინფორმაციო გამოშვებები, ძირითადად, ხელისუფლების
საქმიანობას აშუქებდნენ. ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები ხშირად
მართავდნენ
ბრიფინგებსა
და
პრესკონფერენციებს,
რომლებიც
პირდაპირ
ეთერში
გადაიცემოდა. ჟურნალისტები არ ამოწმებდნენ ფაქტებს და არ სვამდნენ კრიტიკულ
შეკითხვებს. შესაბამისად, საზოგადოებამ იცოდა მხოლოდ ის, რასაც ხელისუფლება ჰყვებოდა
თავის თავზე. აღნიშნულმა სისტემამ ხელისუფლებას საშუალება მისცა, საზოგადოებრივი
აზრი წარემართა იმ მიმართულებით, საითაც თავად მიაჩნდა საჭიროდ. 759
გამოხატვის თავისუფლების ხარისხის შემცირების თვალსაჩინო პროცესი „ვარდების
რევოლუციად“ წოდებული სახელმწიფო გადატრიალებიდან მალევე, 2004 წლის პირველ
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 6 ივნისის N34 სხდომაზე არნო ხიდირბეგიშვილის ახსნა-განმარტების
სტენოგამა და ვიდეოჩანაწერი (გამოკითხვა კომისიის სამი წევრის მიერ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
67-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად).
755 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2004 წ. წ., გვ. 60.
756
ჰიუმან
რაითს
უოჩი
(Human
Rights
Watch),
მსოფლიო
ანგარიში
2005,
გვ.
382,
https://www.hrw.org/sites/default/files/world_report_download/wr2005.pdf
757 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2004 წ. წ., გვ. 59.
758 ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი, თავდასხმა პრესაზე 2007: საქართველო, Attacks on the Press 2007: Georgia Committee to Protect Journalists.
759 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2004 წ. წ., გვ. 58.
754
260
ნახევარში განვითარდა და ის რამდენიმე მედიასაშუალების – ტელეკომპანიების („მე-9 არხი“,
„იბერია“), გაზეთების („მთავარი გაზეთი“, „დილის გაზეთი“, „ახალი ეპოქა“, „ტრიბუნა“),
ჟურნალის („ომეგა“) და საინფორმაციო სააგენტოს („მედია-ნიუსი“) დახურვით დასრულდა. ეს
გადაწყვეტილება, როგორც მედიამფლობელების უმეტესი ნაწილი აცხადებდა, თავად მიიღეს.
თუმცა, ტელეკომპანია „იბერიის“, გაზეთი „ახალი ეპოქისა“ და ჟურნალი „ომეგას“
დახურვას წინ დიდი ხმაური და საპროტესტო აქციები უძღოდა, რაც ხელისუფლების მხრიდან
მედიასაშუალებების საქმიანობაში ჩარევამ გამოიწვია. სამივე საინფორმაციო საშუალება
ბიზნესჯგუფ
„ომეგა
ჯგუფს“
ეკუთვნოდა,
რომელსაც
ხელისუფლება
სიგარეტის
კონტრაბანდაში სდებდა ბრალს. 760
ტელეკომპანია „იბერიაში“ შეჭრა 761 და მისი დახურვა ერთ-ერთი პირველი მაგალითი
იყო იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი თავისუფალი მედიის წინააღმდეგ
ბრძოლას ძალისმიერი მეთოდითაც არ მოერიდებოდა. „ვარდების რევოლუციად“ წოდებული
სახელმწიფო გადატრიალების შემდგომ, „იბერია“ იყო ერთ-ერთი ტელეკომპანია, რომელიც
მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ქმედებებს ობიექტურად აშუქებდა და არც კრიტიკას
ერიდებოდა. ჟურნალისტმა ვახტანგ ხუზმიაშვილმა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე
აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ გამოიგონა მედიასაშუალებაში შეჭრის საბაბი, თითქოს „ომეგა
ჯგუფის“ თამბაქოს ფაბრიკის ოფისებსა და ტელეკომპანია „იბერიაში“ ინახებოდა სიგარეტის
აქციზური მარკების საბეჭდი კლიშეები. შესაბამისად, 2004 წლის 19 თებერვალს, ყოველგვარი
სასამართლო
გადაწყვეტილების
გარეშე,
ტელეკომპანიის
შენობაში
შეიჭრა
მძიმედ
შეიარაღებული ნიღბიანი სპეციალური დანიშნულების რაზმი (შემდგომ - სპეცრაზმი), ხოლო
მისი გასვლის შემდეგ, შენობა დაიკავა საქართველოს შინაგანმა ჯარმა, ჩატარდა ჩხრეკა,
სიგარეტის აქციზური მარკების საბეჭდი კლიშეები აღმოჩენილი ვერ იქნა, მაგრამ, რამდენიმე
თვეში, ტელეკომპანია დაიხურა. 762 „დაპატიმრებული“ ნომრის გამოსატანად „ომეგა ჯგუფის“
სტამბაში მისულ გაზეთ „ახალი ეპოქის“ მომიტინგე თანამშრომლებს შინაგან საქმეთა
სამინისტროს შენაერთებმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს, რა დროსაც დაზიანდა
გაზგაყვანილობის მილი და გაიხვრიტა ერთ-ერთი თანამშრომლის დროშა, რომელზეც „ომეგა
ჯგუფის“ ლოგო იყო გამოსახული. საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი
მთავარსარდლის, მიხეილ სააკაშვილის, ოპერატიული სამსახურის უფროსმა, იოსებ (სოსო)
თოფურიძემ მოცემულ გასროლას „ჰაერში გამაფრთხილებელი“ უწოდა და აღნიშნა, რომ
კომპანიის თანამშრომლებისთვის არავის უსროლია. მისი განცხადებით, „ომეგა ჯგუფის“
ოფისებს იცავდა შეიარაღებული ძალები მიმდინარე გამოძიების მიზნებისათვის. შინაგან
საქმეთა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ
კი ეს მოქმედება შეაფასა, როგორც „კარგი“
გადაწყვეტილება. 763
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2004 წ. წ., გვ. 58.
https://www.youtube.com/watch?v=vyqOl8NFgBk
762 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 20 მაისის N26 სხდომაზე ვახტანგ ხუზმიაშვილის ახსნა-განმარტების
სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი, ასევე, მომდევნო ქვეთავი „მედიასაშუალებების საკუთრების უფლების ხელყოფა“.
763 https://www.youtube.com/watch?v=BoFZD9wJpqM
760
761
261
„ნაციონალური მოძრაობა“, გარდა ტელეკომპანიებისა, თავს ესხმოდა ჟურნალისტებსაც.
მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, არაერთი ჟურნალისტი გახდა მუქარის, ზეწოლისა
და ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი. მაგალითად, 2004 წლის 2 აგვისტოს გორის
ადგილობრივი გაზეთის, „ხალხის გაზეთის“ რედაქტორი რევაზ ოქრუაშვილი ნარკოტიკების
მოხმარებისა და რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს. თუმცა, არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი,
რომ რევაზ ოქრუაშვილის პატიმრობის მიზეზი „ხალხის გაზეთის“ ბოლოდროინდელი
პუბლიკაციები იყო – გაზეთი მწვავედ აკრიტიკებდა შიდა ქართლში პრეზიდენტის
სახელმწიფო რწმუნებულს, მიხეილ ქარელს და პოლიციაში არსებულ დარღვევებზე წერდა. 764
რევაზ ოქრუაშვილის დაკავებისას არ იყო წარდგენილი ოფისის ჩხრეკის ნებართვა და არავის
მიეცა უფლება დასწრებოდა ჩხრეკას. აღიარებითი ჩვენების ხელმოწერის შემდეგ, რევაზ
ოქრუაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. რედაქტორი აცხადებდა, რომ
სცემეს და აიძულეს, ხელი მოეწერა აღიარებით ჩვენებაზე. 765 ნარკოტიკული ნივთიერების
მოხმარება გახდა გაზეთ „ბათუმელების” ორი ჟურნალისტის – მზია ამაღლობელისა და ეთერ
თურაძის 2004 წლის 31 მარტს დაკავების საფუძველიც. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტების
დაკავება ტელევიზიებით გაშუქდა, დაკავებულები იმავე საღამოს გაათავისუფლეს. 766
აღსანიშნავია, ასევე, 2004 წლის 14 ივლისს ფინანსური პოლიციის შესვლა გაზეთ „ჯორჯიან
თაიმსის“ ოფისში. პოლიცია გაზეთის შენობაში სასამართლოს ნებართვის გარეშე შეიჭრა და
სრული ფინანსური დოკუმენტაცია ამოიღო. ჟურნალისტები და გამომცემლები ფინანსური
პოლიციის
შესვლას
თბილისის
პროკურორის,
ვალერი
გრიგალაშვილის
სახელს
უკავშირებდნენ, რომლის შესახებაც უარყოფით მასალები ამ გაზეთის რამდენიმე ნომერში
ქვეყნდებოდა. შემოწმება სექტემბერში დასრულდა და დარღვევები ვერ იქნა აღმოჩენილი.767
გარდა დაკავებებისა, 2004 წელს აღინიშნა გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტებისთვის და
ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ კორესპონდენტ ვახტანგ კომახიძისთვის მიყენებული
ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებიც. 768
2004 წლის დეკემბერში ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა წამების საწინააღმდეგო
ვიდეორგოლების სატელევიზიო ეთერში გაშვება შინაგან საქმეთა სამინისტროს მითითებით
აკრძალა. ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“
დაკვეთით
დამზადებული
ხუთი
ვიდეორგოლი,
ანტიმონოპოლიური
სამსახურის
მოთხოვნით, ტელეკომპანიების ეთერიდან მოიხსნა, რაც აიხსნა იმით, რომ მსგავსი სარეკლამო
რგოლები საზოგადოებაში პოლიციისადმი უნდობლობას აჩენდა. 769 მოცემული ფაქტი
აღმოჩნდა ბევრად მეტი, ვიდრე მხოლოდ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მაგალითი,
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2004 წ. წ., გვ. 135-136.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2004 წლის ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკაზე, ნაწილი I,
პიროვნების ხელშეუხებლობა, თვითნებური დაკავება, https://2009-2017.state.gov/j/drl/rls/hrrpt/2004/41682.htm
766 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2004 წ. წ., გვ. 133.
767 იქვე, გვ. 136-138.
768 იქვე, გვ. 133.
769 იქვე, გვ. 61.
764
765
262
მაგრამ მისი ავისმომასწავებელი ხასიათი ცოტამ თუ ამოიცნო „ნაციონალური მოძრაობის“
მმართველობის პირველ საზეიმო წელს.
მომდევნო წლებში, ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
უკვე აქტიურად აცხადებდნენ, რომ მთავრობა წარმატებით ბლოკავდა საინფორმაციო
გადაცემებიდან და თოქშოუებიდან სამხედრო და უსაფრთხოების საკითხების შემცველ
ინფორმაციებს. სამთავრობო უწყებები ზღუდავდნენ საჯარო ინფორმაციაზე წვდომას იმ
ჟურნალისტებისთვის, რომლებიც თემებს კრიტიკულად აშუქებდნენ და უზრუნველყოფდნენ
პრივილეგირებულ
საქართველოს
წვდომას
თავდაცვის
ლოიალური
სამინისტრომ
ჟურნალისტებისთვის.
უარი
თქვა
770
ინფორმაციის
მაგალითად,
მიწოდებაზე
იმ
ჟურნალისტებისთვის, რომლებიც მის საქმიანობას არახელსაყრელად აშუქებდნენ. შინაგან
საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების მხრიდან, ტელეკომპანია „რუსთავი 2“, როგორც წესი,
უპირატესობით
სარგებლობდა,
ვიდრე
ოპოზიციურად
განწყობილი
ტელეკომპანია
„იმედი“. 771
ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის რეპრესიები
შეეხო, ასევე, სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდია „რაკურსს“ და
მის დირექტორს, დავით ცინცაძეს. აღნიშნულის მიზეზი „რაკურსის” დამფუძნებლებისა და
თანამშრომლების
საზოგადოებრივ-პოლიტიკური
პოზიციები
და
სტუდიის
მიერ
ჟურნალისტურ-დოკუმენტური გამოძიების დარგში განხორციელებული საქმიანობა იყო.
კერძოდ, კინოჟურნალის - „ადამიანი და კანონის“ ფარგლებში, სტუდია „რაკურსი“
სახელმწიფო მოხელეების მიერ ჩადენილი დარღვევების შესახებ დოკუმენტალურ მასალას
აგროვებდა და საზოგადოებას აწვდიდა. გარდა ამისა, სტუდია „რაკურსის“ ყოველკვირეული
გადაცემა - „თბილისის დროით“ 1999 წლიდან ყოველკვირეულად გადიოდა საზოგადოებრივი
მაუწყებლის ეთერში. „ვარდების რევოლუციის“ სახელით ცნობილი გადატრიალების შემდეგ,
2003 წელს, ერთ-ერთი ასეთი გადაცემის ფარგლებში, საზოგადოებრივი არხის ეთერში
გადიოდა „რაკურსის“ მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიება „კორუფცია წითელ
ჯვარში“ 772, რომელშიც საუბარი იყო „საქართველოს წითელ ჯვარში“ მიხეილ სააკაშვილისა და
მისი მეუღლის, სანდრა რულოვსის, შესაძლო კორუფციული საქმიანობის შესახებ. გადაცემის
დაწყებიდან 5 წუთში, ეთერი მოულოდნელად შეწყდა და ტელევიზიით გამოვიდა მიხეილ
სააკაშვილი, რომელმაც „საქართველოს წითელ ჯვარს“ მადლობა გადაუხადა „ვარდების
რევოლუციაში“ დახმარებისთვის. გადაცემა „თბილისის დროით“ კი იმავე დღეს დახურეს. 773
ფრიდომ ჰაუსი (Freedom House), ქვეყნები გარდამავალ პერიოდში 2006 - საქართველო, თავი - დამოუკიდებელი
მედია, https://www.refworld.org/reference/annualreport/freehou/2006/en/50850
771 ფრიდომ
ჰაუსი (Freedom House), ქვეყნები გარდამავალ პერიოდში 2007 - საქართველო, გვ. 288,
https://www.refworld.org/reference/annualreport/freehou/2007/en/33577
772 https://www.youtube.com/watch?v=9HoRAWxEuc8&list=PLFMl9cZMLdUhnB9JVeBCJ4ABuGLNPRKYV&index=5
773 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 14 ივლისის N45 სხდომაზე დავით და ბექა ცინცაძეების ახსნა-განმარტებების
სტენოგრამები და ვიდეოჩანაწერები (გამოკითხვა კომისიის სამი წევრის მიერ, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 67-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად); განცხადებები N1-2592/25, N1-6188/25 და N1-6276/25.
770
263
2007 წელს იძულებით დახურეს სტუდია „რაკურსისა“ და „მეტეხი მედია ჰოლდინგის“
ერთობლივი პროექტი - საინფორმაციო-სარეკლამო ჟურნალი „ცნობის ფურცელი“, რომელსაც,
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ნიკოლოზ (ნიკა) გილაურის გადაწყვეტილების
საფუძველზე, დაეკისრა 300 000 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა, რამაც გამოიწვია
38 თანამშომლისგან შემდგარი რედაქციის საქმიანობის შეწყვეტა.
გარდა აღნიშნულისა, 2007 წელს, დავით ცინცაძე საქართველოს შოთა რუსთაველის
თეატრისა
და
კინოს
სახელმწიფო
უნივერსიტეტში
დაკავებული
პოზიციიდანაც
გაათავისუფლეს. თუმცა, რეპრესიები ამით არ დასრულებულა. 2011 წელს, თბილისში,
მარჯანიშვილის ქ. N9ა-ში (ყოფილი მარჯანიშვილის ქ. N11) სტუდია „რაკურსის“ მიერ, 1990იან წლებში, საკუთარი სახსრებით აშენებული სამსართულიანი ოფისი თბილისის მერიის
ხელმძღვანელობით ბულდოზერებით დაანგრია ააიპ „თბილისის განვითარების ფონდმა“.
დავით ცინცაძის თქმით, ტერიტორიით დაინტერესებულები იყვნენ მიხეილ სააკაშვილი და
თბილისის მერი გიგი უგულავა. ნგრევის პროცესი დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში
გრძელდებოდა და, შენობასთან ერთად, განადგურდა უნიკალური კულტურული და
ისტორიული ღირებულების ვიდეომასალები. შენობის ნგრევის პროცესში, მათ მუდმივად
ახსენებდნენ იმ ფაქტს, რომ სტუდია „რაკურსმა“ გაბედა და ჩაატარა დოკუმენტური გამოძიება
მერიაში არსებული კორუფციის შესახებ. 774
მედიის თავისუფლების კუთხით ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე საუბრობდნენ
საერთაშორისო ორგანიზაციებიც. ფრიდომ ჰაუსის შეფასებით, მედიის დამოუკიდებლობასა
და საზოგადოების ადეკვატურ ინფორმირებას ხელს უშლიდა საქართველოში არსებული
პრობლემები,
კერძოდ,
არასაკმარისი
პროფესიული
სტანდარტები;
სუსტი
ინფრასტრუქტურული და ფინანსური შესაძლებლობები, რაც მედიას მოწყვლადს ხდიდა
ზეწოლისა
და
თვითცენზურის
მიმართ;
ძალადობის
პერიოდული
ეპიზოდები
ჟურნალისტებზე; ხელისუფლების ნაკლებად კეთილგანწყობილი დამოკიდებულება მედიის
მიმართ;
ინფორმაციაზე
წვდომის
სირთულე;
და
ჟურნალისტების
სარედაქციო
დამოუკიდებლობის ნაკლებობა. მედიასექტორში არსებული პრობლემების საილუსტრაციო
მაგალითებად ფრიდომ ჰაუსს 2005 წლის ანგარიშში დასახელებული ჰქონდა: 2004 წლის
თებერვალში „იბერია ტვ-ში“ ჩატარებული ჩხრეკა და 2004 წლის თებერვალში „რუსთავი 2-ის“
და „მზის“ ეთერში იმ ორი პოპულარული თოქშოუს გათიშვა, რომლებშიც „ნაციონალური
მოძრაობის“ მიერ შემუშავებული კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის კრიტიკული
განხილვა მიმდინარეობდა. თუმცა, ორივე მედიასაშუალება ამტკიცებდა, რომ ეს
გადაწყვეტილება მხოლოდ პროგრამების ხარისხის გაუმჯობესების სურვილით იყო
მოტივირებული. 2005 წლის ზაფხულში იგივე სცენარი განმეორდა ტელეკომპანია „მზეზე“
სხვა პოლიტიკური თოქშოუს მიმართ - გადაცემა ეთერიდან გათიშეს ყოველგვარი
განმარტებების გარეშე მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი,
გიორგი (გიგა) ბოკერია, ღიად დაესხა თავს ტელევიზიას, სავარაუდო ანტისამთავრობო
774
https://www.youtube.com/watch?v=cYjEeYa2wXs&list=PLFMl9cZMLdUhnB9JVeBCJ4ABuGLNPRKYV&index=4
264
მიკერძოების გამო. ამის შემდგომ, სხვა პოლიტიკური თოქშოუ არ გაუშვიათ ტელეკომპანია
„მზეზე“. ქართულ მედიაში, ასევე, იშვიათი გახდა საგამოძიებო ჟურნალისტიკა. 775 ქართული
მედიის
საქმიანობა
„თვითცენზურული“.
776
პოსტრევოლუციურ
პერიოდში
ფასდებოდა
როგორც
ჰიუმან რაითს უოჩის მოსაზრებით, მთავრობა იყენებდა თავის
გავლენას მთავარი სატელევიზიო არხების მფლობელებზე შესაბამისი გადაცემების შინაარსის
გასაკონტროლებლად. ტელეკომპანიის მესაკუთრეები, თავის მხრივ, პერსონალს მხოლოდ
მცირე სარედაქციო დამოუკიდებლობას აძლევდნენ. არასამთავრობო და საერთაშორისო
ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაცია პირდაპირ
უკავშირდებოდა მთავარ რედაქტორებს და უთითებდა მათ, როგორ გაეშუქებინათ
გარკვეული საკითხები. 777 თვითცენზურის ფართოდ გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი იყო
ისიც, რომ ჟურნალისტებს სამსახურის დაკარგვის ეშინოდათ.
პოსტრევოლუციური
პერიოდის
პირველივე
წლებში
შესამჩნევი
გახდა,
რომ
„ნაციონალური მოძრაობისთვის“ სიტყვისა და ინფორმაციის თავისუფლება ერთ-ერთი
პირველი სამიზნე გახდებოდა. მოვლენების შემდგომმა განვითარებამ ცხადყო, რომ
ხელისუფლებამ ძალადობის, დაშინებისა და სხვა მექანიზმების გამოყენებით, ეტაპობრივად,
მოახერხა მედიასაშუალებებზე კონტროლის დამყარება, რამაც ქვეყანაში ალტერნატიული
აზრის ჩახშობა გამოიწვია და, საბოლოოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ტოტალიტარულ
რეჟიმად ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. სიტყვისა და ინფორმაციის თავისუფლების
წინააღმდეგ დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანიაზე თავიდანვე მიანიშნებდა ის ფაქტიც, რომ
მედიასივრცის წარმომადგენლები ღიად საუბრისგან თავს იკავებდნენ და მხოლოდ პირად
საუბრებში ლაპარაკობდნენ ამ მიმართულებით არსებული პრობლემებისა და გამოწვევების
შესახებ. 778 საბოლოოდ, უკვე 2005 წლისთვის, მედიაზე ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა
ზეწოლამ გამოიწვია მოსაზრებების მრავალფეროვნების შემცირება და მთავრობისთვის მეტი
ხელსაყრელი ინფორმაციის გაშუქება. 779
რეგიონული მედიასაშუალებები, ხშირ შემთხვევაში, ადგილობრივი მმართველობისა და
თვითმმართველობის კუთვნილებას წარმოადგენდა, რაც სერიოზულ გავლენას ახდენდა ამა
თუ იმ მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობის ხარისხზე. ადგილობრივი მაღალჩინოსნების
ან მათთან დაახლოებული პირების მფლობელობაში არსებული მედიასაშუალებები კი,
ფრიდომ ჰაუსი (Freedom House), ქვეყნები გარდამავალ პერიოდში 2006 - საქართველო, თავი - დამოუკიდებელი
მედია, https://www.refworld.org/reference/annualreport/freehou/2006/en/50850
776 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2005 წლის პირველი ნახევარი, გვ. 95.
777 ჰიუმან რაითს უოჩი (Human Rights Watch), მსოფლიო ანგარიში 2006, თავი - მედიის თავისუფლება,
https://www.hrw.org/world-report/2006/country-chapters/georgia
778 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2005 წლის პირველი ნახევარი, გვ. 95.
779 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2005 წლის ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკაზე, ნაწილი II,
სამოქალაქო
უფლებები,
გამოხატვის
და
მედიის
თავისუფლება,
https://20092017.state.gov/j/drl/rls/hrrpt/2005/61649.htm
775
265
ცხადია, მაქსიმალურად ცდილობდნენ ადგილობრივ დონეზე არსებული პრობლემების,
განსაკუთრებით, ფინანსური გარიგებებისა და კორუფციის ფაქტების მიჩქმალვას. 780
ინფორმაციის თავისუფლების ხარისხზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა, აგრეთვე, ის
გარემოება, რომ მედიასივრცეში არ არსებობდა კონტრაქტების სისტემა, რაც მედიის
მფლობელს საშუალებას აძლევდა, ნებისმიერ დროს გაეთავისუფლებინა რეჟიმისთვის
არასასურველი ჟურნალისტი. 781
დროსთან ერთად, მედია დიდწილად ხელისუფლების ნაწილი გახდა. ამის ერთ-ერთი
თვალსაჩინო მაგალითია გენერალ კობა კობალაძის სრულიად უსაფუძვლო დაკავების ფაქტი.
2005 წლის 5 მაისს გენერალს „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტები დაუკავშირდნენ და ინტერვიუს
ჩაწერის მიზნით დ. გურამიშვილის გამზირზე, კინოთეატრ „საქართველოსთან“ მისვლა
სთხოვეს. სინამდვილეში, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა
ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა მას მახე დაუგეს: დათქმულ ადგილზე მისულმა გენერალმა
შეამჩნია, რომ ინტერვიუს მიცემისას გამზირზე მოძრაობა გადაიკეტა და ცაში ვერტფრენი
გამოჩნდა. ეს მისი დაკავების სპეცოპერაცია აღმოჩნდა. 782
2005 წლის პირველ ნახევარში მედიის საქმიანობაში ჩარევის ორი ფაქტი განსაკუთრებით
გახმაურდა. აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნატო იმედაიშვილმა,
ხელმძღვანელობის მხრიდან ზეწოლის ფაქტის გამო, პროტესტის ნიშნად ტელევიზია დატოვა.
მასთან ერთად, სამსახურზე უარი თქვა აჭარის ტელევიზიის რამდენიმე ჟურნალისტმა. მეორე
შემთხვევა ტელეკომპანია „იმედს“ უკავშირდებოდა – სატელევიზიო გადაცემა „დროების“
ავტორმა გიორგი თარგამაძემ საჯაროდ გამოთქვა პროტესტი იმის გამო, რომ ტელეკომპანიის
მფლობელმა ბადრი პატარკაციშვილმა არ მისცა უფლება, „დროების“ ერთ-ერთი
ჟურნალისტის მიერ მომზადებული სიუჟეტი ფინანსური პოლიციის უფროსის, დავით
კეზერაშვილის საქმიანობის შესახებ ეთერში გაეშვა. 783 თუმცა, წლების შემდეგ, გიორგი
თარგამაძის მოცემული ქმედება უცნაურ გამოხდომად შეფასდა და გამოითქვა ვარაუდი, რომ
გიორგი
თარგამაძემ
მიზანშეწონილობიდან
გამოიყენა. 784
ეს
უპრეცედენტო
გამომდინარეობდა,
თხოვნა,
ბადრი
რომელიც
კონკრეტული
პატარკაციშვილზე
დარტყმისთვის
გარდა გახმაურებული შემთხვევებისა, სახალხო დამცველი ახერხებდა სააშკარაოზე
გამოეტანა
ადგილობრივი
ჟურნალისტებისა
და
რედაქტორების
წინააღმდეგ
განხორციელებული ზეწოლის, დაშინების, ფიზიკური ანგარიშსწორებისა და ფინანსური
სანქციების სხვა ფაქტებიც. ის ჟურნალისტები თუ რედაქტორები, რომლებიც ადგილობრივი
ხელისუფლების წარმომადგენლების ან მათთან დაახლოებული პირების კორუფციული
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2005 წლის პირველი ნახევარი, გვ. 97.
იქვე, გვ. 97.
782 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 11 ივნისის N36 სხდომაზე კობა კობალაძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
783 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2005 წლის პირველი ნახევარი, გვ. 95.
784 საგამოძიებო კომისიისათვის ტელეკომპანია „იმედის“ მაშინდელი მთავარი რეჟისორის, დავით კიკვაძის მიერ
მიწოდებული ინფორმაცია, განცხადება N1-7335/25.
780
781
266
საქმიანობის გამოაშკარავებას ცდილობდნენ, ზოგჯერ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასადაც
კი მუშაობდნენ. ხშირი იყო შიდა ქართლში სხვადასხვა ფორმით ჟურნალისტებზე ზეწოლა.
მაგალითად,
2005
წლის
10
მარტს
ადგილობრივი
გაზეთის,
„თრიალეთის“
ფოტოკორესპონდენტ ლადო ბიჭაშვილს სპეცრაზმის წევრებმა არ მისცეს უფლება, გადაეღო
გორის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე მოვაჭრეების დაშლის სპეცოპერაცია. ამავე
გაზეთის ჟურნალისტ საბა წიწიკაშვილსა და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ
მიხეილ ქარელს შორის ურთიერთობა ისე დაიძაბა, რომ ერთ-ერთი მოვლენის გასაშუქებლად
სოფელ უფლისციხეში ჩასულ ჟურნალისტს სახელმწიფო რწმუნებულმა სიტყვიერი და
ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულ ფაქტს წინ უძღოდა ჟურნალისტის მიერ
გამოქვეყნებული სტატიების სერია, რომელშიც სახელმწიფო რწმუნებული სხვადასხვა
სფეროში
თანამდებობრივი
უფლებამოსილების
ბოროტად
გამოყენებაში
იყო
დადანაშაულებული. ამის შემდეგ, მიხეილ ქარელი ჟურნალისტს ურეკავდა და ემუქრებოდა,
ასევე, ითხოვდა გაზეთიდან მის გათავისუფლებას. მიხეილ ქარელის სახელი ფიგურირებდა
სხვა ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ზეწოლის შემთხვევებშიც.785
2005 წელს რამდენიმე ინციდენტი მოხდა გურჯაანის რაიონული გაზეთ „იმედის“
რედაქციაშიც: 7 იანვარს უცნობმა პირებმა რედაქციის ოფისი დაარბიეს; 15 აპრილს ამავე
გაზეთის კორესპონდენტს, მარინა გოგოლაძეს, მისი საქმიანობის გამო „ნაციონალური
მოძრაობის“ ადგილობრივმა წევრმა მიხეილ კაკალაშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა;
22 ივნისს გაზეთის მთავარ რედაქტორ გელა მთივლიშვილს დაუდგენელმა პირმა სცემა, 15
ივლისს კი, უცნობმა პირმა ღამით ეზოში ხელყუმბარა აუფეთქა. 786
ჟურნალისტებზე ზეწოლისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვის არაერთი ფაქტი
აღინიშნა 2005 წლის მეორე ნახევარშიც: გაზეთ
„კახეთის ხმის“ რედაქტორ
მაია
მამულაშვილზე გურჯაანის გამგეობის მხრიდან ხორციელდებოდა ზეწოლა და მუქარა მას
შემდეგ, რაც გაზეთში გამოქვეყნდა ჟურნალისტური გამოძიების მასალა, რომელიც ეხებოდა
ათასობით ლარის მითვისებას და წიგნების გაყიდვის ფაქტს გურჯაანის ბიბლიოთეკაში.
ჟურნალისტის მეუღლეც კი, რომელიც საჯარო სამსახურში მუშაობდა, აიძულეს სამსახური
დაეტოვებინა; ხშირად ყოფილა დაშინებისა და ზეწოლის მცდელობები გაზეთ „სპექტრის“
მთავარ რედაქტორ მაია ყალაბეგაშვილზეც, რათა ესა თუ ის მასალა არ გამოქვეყნებულიყო;
დაიბლოკა ამავე გაზეთის ერთი ნომრის მთელი ტირაჟი თელავში, რადგან მასში გამოქვეყნდა
კონტროლის
პალატის
მასალები
თელავის
მუნიციპალიტეტის
გამგებლის
შესახებ;
ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე აცხადებდა, რომ შინაგან
საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ხელმძღვანელი გურამ დონაძე მის მიერ მომზადებული
სიუჟეტებით უკმაყოფილო იყო და ერთხელ იარაღითაც კი დაემუქრა, რის შემდეგაც იგი
სამსახურიდან გაათავისუფლეს; გაზეთ „ჯორჯიან თაიმსის“ ჟურნალისტ ეკა სეხნიაშვილს
ემუქრებოდა საქართველოს პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, კობა
785
786
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2005 წლის პირველი ნახევარი, გვ. 102-104.
იქვე, გვ. 106.
267
ბექაური, რომლის შესახებაც ჟურნალისტმა სტატია გამოაქვეყნა სათაურით „ფერმიდან
პარლამენტამდე“ და სხვ. 787
2005 წლის სექტემბერში სოფელ ნაფარეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეკომპანია
„ენ-ტე-ვეს" (NTV) რამდენიმე რუს ჟურნალისტს, რომლებიც სოფლის მაცხოვრებლებს
ეკითხებოდნენ აზრს რუსულ პორნოგრაფიულ ფილმ „იულიაზე“, რომელიც მიხეილ
სააკაშვილისა და უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს პაროდიას
წარმოადგენდა. 788 20 ნოემბრის გამოსვლაში მიხეილ სააკაშვილმა გაამართლა ეს თავდასხმა,
როგორც „ეროვნული სიამაყის გრძნობის“ მაჩვენებელი.
2005 წლის განმავლობაში ჟურნალისტებზე ზეწოლის ზოგიერთი ფაქტი საერთაშორისო
ყურადღების ქვეშაც მოექცა. მაგალითად, 1 დეკემბერს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა
აკაკი ბობოხიძემ, ადგილობრივი ტელევიზია „რიონის“ ეთერში, ჟურნალისტ ირაკლი
იმნაიშვილს ცხვირი გაუტეხა იმის გამო, რომ ჟურნალისტმა ხელისუფლება გამოხატვის
თავისუფლების შეზღუდვაში დაადანაშაულა. აკაკი ბობოხიძემ გადადგომის შესახებ
განცხადება დაწერა, თუმცა თანამდებობაზე მაინც დატოვეს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თავის ანგარიშში აღნიშნავდა, ასევე, ტელეკომპანია
„202-ის“ ერთ-ერთი მეწილის, ჟურნალისტ შალვა რამიშვილის დაკავების თაობაზე, რომელიც
2005 წლის 27 აგვისტოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ კობა ბექაურისთვის თანხის
გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. ანგარიშში შალვა რამიშვილი მოხსენიებული იყო,
როგორც იმ დროის ერთადერთი წამყვანი, რომელიც პოლიტიკურ თოქშოუ „დებატებში“
მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილ ფიგურებს იწვევდა. 789
2012 წლის ნოემბერში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, კობა ბექაური შალვა
რამიშვილს დაუკავშირდა და მას ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ინტერვიუ მისცა. მან
აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯით „ერთხელ და სამუდამოდ ტვირთის მოხსნა სურდა“. ვინაიდან კობა
ბექაური 2005 წლის მაისიდან აგვისტომდე პერიოდში, განუწყვეტლივ უკავშირდებოდა შალვა
რამიშვილს და უშედეგოდ სთხოვდა, რომ მისი ბიზნეს საქმიანობის შესახებ შექმნილი ფილმი
ეთერში არ გაეშვა, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების
დეპარტამენტის უფროსის, დავით (დათა) ახალაიას კაბინეტში დაიბარეს. როგორც კობა
ბექაურმა აღნიშნა, „მაშინ ყველას უსმენდნენ“ და ფილმთან დაკავშირებული მისი მოთხოვნის
შესახებაც იცოდნენ. დათა ახალაიას გარდა, დეპუტატ კობა ბექაურს შეხვედრაზე
საქართველოს გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და საქართველოს შინაგან
საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი დახვდნენ. მას უთხრეს, რომ შალვა რამიშვილისთვის,
ფილმის ეთერიდან ამოღების სანაცვლოდ, ფული უნდა გადაეცა და ჟურნალისტის ფაქტზე
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2005 წლის მეორე ნახევარი, გვ. 113-118.
ფრიდომ ჰაუსი (Freedom House), ქვეყნები გარდამავალ პერიოდში 2006 - საქართველო, თავი - დამოუკიდებელი
მედია, https://www.refworld.org/reference/annualreport/freehou/2006/en/50850
789 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2005 წლის ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკაზე, ნაწილი II,
სამოქალაქო
უფლებები,
გამოხატვის
და
მედიის
თავისუფლება,
https://20092017.state.gov/j/drl/rls/hrrpt/2005/61649.htm
787
788
268
დაკავებაში მიეღო მონაწილეობა. კობა ბექაურმა თავიდან უარი თქვა, მაგრამ მას ზურაბ
ადეიშვილი დაემუქრა, რომ „ან ფულს გადასცემდა ან მას დააპატიმრებდნენ და
გაანადგურებდნენ“. კობა ბექაური იძულებული გახდა, დავალება შეესრულებინა, რისთვისაც
ის ფარული ვიდეოკამერით იქნა აღჭურვილი. ფულის გადაცემისთანავე, ჟურნალისტი
დააპატიმრეს. კობა ბექაურის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ჟურნალისტ შალვა რამიშვილისა და
ტელეკომპანია „202-ის“ გაჩერება მაშინ „ყველაზე მეტად სურდა“. 2014 წლის 1 ივლისს,
ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „პოლიტიკის დროში“ კობა ბექაურმა დაადასტურა, რომ
ფარული ჩანაწერი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის შენობაში მყოფ ქ.
თბილისის მერს, გიგი უგულავას იმ დღესვე მიუტანა, ხოლო 30 000 აშშ დოლარი, რომელიც
ჟურნალისტ შალვა რამიშვილს გადასცა, მას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ამირან
მესხელმა გადასცა.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ არასასურველი
ჟურნალისტის წინააღმდეგ დაგეგმილი და განხორციელებული ამ სპეცოპერაციის შედეგად,
შალვა რამიშვილმა ოთხი წელი სხვადასხვა საპატიმროში, მათ შორის, ორთაჭალის №5
დაწესებულების სამარტოო საკანში გაატარა. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მის
მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლები, უკანონო პატიმრობისა და
არაადამიანური საპატიმრო პირობების გამო. 790
2005 წლის ივლისში ტელეკომპანია „მზემ“ გააუქმა გადაცემა „არჩევანის ზღვარზე“,
პოპულარული სატელევიზიო თოქშოუ, რომელიც ხშირად აკრიტიკებდა მთავრობის
პოლიტიკას. ეს შედეგი მოჰყვა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის,
პარლამენტის წევრის, გიგა ბოკერიას თოქშოუში სტუმრობასა და მის მიერ გადაცემის
წამყვანის კომენტარების კრიტიკას. 791
მიხეილ სააკაშვილმა 2005 წელს განაცხადა, რომ ქართულ ბეჭდურ პრესას არ ეცნობოდა,
რადგან მასში ღირებული ინფორმაცია საერთოდ არ იყო. 792 ფაქტია, რომ მის მიერ ღირებულ
ინფორმაციად არ მიიჩნეოდა კრიტიკული ანდა განსხვავებული აზრი. აგრესიას ისიც იწვევდა,
რომ გაზეთების ტოტალური კონტროლი უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ქვეყანაში მოქმედ
რამდენიმე მსხვილ სამაუწყებლო მედიასაშუალებაზე გავლენის მოპოვება.
2006 წლის დასაწყისისთვის, სამაუწყებლო მედია უკვე თითქმის აღარ იყო კრიტიკული
ხელისუფლების მიმართ. ეს დამოკიდებულება მეტ-ნაკლებად შეიცვალა სამართალდამცავი
სტრუქტურების წარმომადგენლების მიერ ახალგაზრდა ბანკირის, სანდრო გირგვლიანის
მკვლელობის შემდეგ, რომელიც საკმაოდ ფართოდ გაშუქდა. თუმცა, ტელეკომპანია „იმედს“,
მის მფლობელზე განხორციელებული ზეწოლის გამო, დაახლოებით, ოთხი კვირა დასჭირდა
რამიშვილი და კოხრეიძე საქართველოს წინააღმდეგ (Ramishvili and Kokhreidze v. Georgia, no. 1704/06),
https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-90941
791 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2005 წლის ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკაზე, ნაწილი II,
სამოქალაქო
უფლებები,
გამოხატვის
და
მედიის
თავისუფლება,
https://20092017.state.gov/j/drl/rls/hrrpt/2005/61649.htm
792 ქართული პრესის ელექტრონული არქივი, https://www.nplg.gov.ge/opentext/index.php?m=12&y=2009&art=4739
790
269
მომზადებული
სიუჟეტის
მედიაში
გასაშვებად.
ტელეკომპანიას
ხელისუფლების
მაღალჩინოსნები მწვავედ აკრიტიკებდნენ, როგორც ოპოზიციურ ტელევიზიას. 793
2006 წელსაც გაგრძელდა მასმედიის წარმომადგენლების ფიზიკური შეურაცხყოფა და
მათზე ზეწოლა. მაგალითად, თავდასხმის ობიექტი გახდა გაზეთ „ღია ბოქლომის“
რედაქტორი
ილია
ჩაჩიბაია,
რომელსაც
სამეგრელო-ზემო
სვანეთში
სახელმწიფო
რწმუნებულის, ზაზა გოროზიას აპარატის თანამშრომლებმა თავისუფლება უკანონოდ
აღუკვეთეს და რწმუნებულის კაბინეტში გაზეთის დახურვითა და სიცოცხლის მოსპობით
ემუქრებოდნენ. ამავე გაზეთის ჟურნალისტებს ხელს უშლიდნენ 2006 წლის დეკემბერში
ზუგდიდის N2 საჯარო სკოლაში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის გაშუქებაში. 794
მედიის თავისუფლების კუთხით 2007 წელი ერთ-ერთი მძიმე წელი გამოდგა.
„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან აღინიშნა მედიასაშუალებების წინააღმდეგ ძალისმიერი
მეთოდების გამოყენების არაერთი შემთხვევა, ასევე, მათი ქონების განადგურებისა და,
კანონიერი
საფუძვლის
გარეშე,
მაუწყებლობის
შეწყვეტის
ფაქტები.
გამოვლინდა
პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტურ საქმიანობაში უხეში ჩარევისა და განზრახ ხელის
შეშლის შემთხვევებიც – მედიასაშუალების წარმომადგენლებს გაუნადგურეს როგორც
გადაღებული მასალა, ასევე ვიდეოკამერები. უფრო მეტიც, ჟურნალისტების მიმართ
ხორციელდებოდა არაადამიანური მოპყრობა, მუქარა, რეზინის ხელკეტებით ცემა და
ცრემლსადენი გაზის გამოყენება.
2007 წლის მეორე ნახევარში, „რუსთავი 2-ის“ გენერალურმა დირექტორმა კობა
დავარაშვილმა ჟურნალისტებს ახალი კონცეფცია წარუდგინა, რომლის მიხედვითაც
ტელევიზიას თავისი მაყურებლისგან „ახალი ადამიანი“ უნდა შეექმნა. ცხადია, რომ ამ
ყველაფრის უკან ხელისუფლების ინტერესები იკვეთებოდა, ვინაიდან „ახალი ადამიანის“
კონცეფცია ჟურნალისტების მხრიდან ოპტიმისტური სიუჟეტების მომზადებას მოითხოვდა
და რეალობის იმგვარი სცენარით თხრობასაც მოიაზრებდა, როგორიც ხელისუფლებისთვის
იქნებოდა სასურველი. ადვილი მისახვედრია, რომ „ახალი ადამიანის“ კონცეფცია ცენზურასა
და განსხვავებული აზრის იგნორირებასაც გულისხმობდა. თავად ჟურნალისტების აზრით, ამ
ყველაფრის შედეგად, შეუძლებელი ხდებოდა ობიექტური და დაბალანსებული სიახლეების
მიწოდება საზოგადოებისთვის. ეს შემთხვევა კარგი ილუსტრაციაა იმისა, თუ რა დოზით
ერეოდა „ნაციონალური მოძრაობა“ კერძო მედიის სარედაქციო პოლიტიკაში იმისთვის, რომ
გავლენა მოეხდინა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე. 795
2007 წელს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმა დაარბიეს
გამომცემლობა „სამშობლო“. 10 აგვისტოს, დაახლოებით, ღამის 4 საათზე, თბილისში,
კოსტავას ქ. N14-ში მდებარე შენობიდან გამოასახლეს იქ განთავსებული ტელეკომპანიები -
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2006 წლის ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკაზე, ნაწილი II,
სამოქალაქო
უფლებები,
გამოხატვის
და
მედიის
თავისუფლება,
https://20092017.state.gov/j/drl/rls/hrrpt/2006/78813.htm
794 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2006 წლის მეორე ნახევარი, გვ. 252-255.
795 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2006 წლის მეორე ნახევარი, გვ. 92-93.
793
270
„კავკასია“ და „მირი“, 80-მდე რედაქცია და გამომცემლობა, სტამბები, მათ შორის იყო გაზეთ
„ასავალ-დასავალის“ რედაქციაც, რომელზე გავლენის მოპოვებასაც მიხეილ სააკაშვილი ჯერ
კიდევ 2001 წლიდან ცდილობდა. გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობაში, ძირითადად, ისეთი
გამოცემები და ჟურნალისტები მუშაობდნენ, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“
ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად იყვნენ განწყობილნი. გამოსახლებამდე, მათ
სხვადასხვა მეთოდით უშლიდნენ ხელს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში,
აკავებდნენ, ელექტროენერგიას და წყალს უწყვეტდნენ, ლიფტს უთიშავდნენ და ა.შ.
გამოსახლების ღამეს კი, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა ჟურნალისტები
მოტყუებით, თითქოს ბომბი იყო, შენობიდან გაიყვანეს. უთხრეს, რომ ოფისების კარები არ
დაეკეტათ, პირადი ნივთებიც შენობაში დაეტოვებინათ და ნახევარ საათში უკან
დააბრუნებდნენ. თუმცა, ეს ტყუილი აღმოჩნდა. სამართალდაცველებს ადგილზე მიყვანილი
ჰყავდათ შემდუღებლები, რომლებიც იმ ოფისების კარებს ჭრიდნენ, რომლებიც დაკეტილი
დახვდათ, შედიოდნენ სამუშაო სივრცეებში, ყველაფერს ყრიდნენ ტომრებში და ფანჯრიდან
ქუჩაში აგდებდნენ. გაანადგურეს არქივიც. „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი ასეთი
მეთოდებით ცდილობდა, „გაეჩუმებინა, აეკრძალა მედიასაშუალებები, დაეთრგუნა და ჩაეხშო
თავისუფალი სიტყვა“. 796
გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობაზე განხორციელებული შტურმი კიდევ უფრო დიდი
მასშტაბის ძალადობის რეპეტიცია აღმოჩნდა.
2007 წლის 7 ნოემბერს დედაქალაქის ქუჩები მორიგმა მასობრივმა პროტესტმა მოიცვა. 797
საღამოს, დაახლოებით, 20:40 საათზე, სპეცრაზმი ოპოზიციურად განწყობილ ტელეკომპანია
„იმედში“ შეიჭრა 798 და მაუწყებლობა იძულებით შეაწყვეტინა. მაყურებელმა პირდაპირ
ეთერში იხილა როგორც ტელევიზიაში სპეცრაზმის შევარდნის, ასევე, ტელეკომპანიის
მხარდასაჭერად მისული მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევის საშინელი კადრები. 799
სპეცრაზმის წევრებმა ჟურნალისტები და სხვა პერსონალი აიძულეს, თავს უკან
დაწყობილი ხელებით დაწოლილიყვნენ იატაკზე. განზრახ ამცირებდნენ მათ იარაღის
მიშვერითა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით, წაართვეს მობილური ტელეფონები.
სპეცრაზმის წარმომადგენლები შემდეგნაირად მიმართავდნენ ჟურნალისტებს: „თქვენ ხართ
რუსეთის აგენტები. თქვენ ხართ ბადრი პატარკაციშვილის მონები. თქვენ ცდილობთ, შექმნათ
ქაოსი ქვეყანაში“; „არ გაინძრე! ერთი სიტყვა და დაგასრულებ“; „ერთი ნაბიჯი მარცხნივ ან
796 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 20 მაისის N26 სხდომაზე ბონდო მძინარაშვილის ახსნა-განმარტების
სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი, ასევე, 2025 წლის 6 ივნისის N34 სხდომაზე არნო ხიდირბეგიშვილის ახსნაგანმარტების სტენოგამა და ვიდეოჩანაწერი (გამოკითხვა კომისიის სამი წევრის მიერ საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 67-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად).
797 იხ. წინამდებარე დასკვნის თავი „სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილი მკვლელობები და
ძალადობა“.
798 https://www.youtube.com/watch?v=_jBwyyo-J0I&t=4s
799 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2007 წლის მეორე ნახევარი, გვ. 61, 78-79.
271
მარჯვნივ და ჩვენ არ გაძლევთ თქვენი სიცოცხლის გარანტიას“. 800 შეიარაღებულმა პირებმა
ტელეკომპანია აიძულეს, ეთერი გაეთიშა, ხოლო პერსონალს დაატოვებინეს ტელევიზიის
შენობა, თავად კი დააზიანეს და დაამტვრიეს ტელევიზიის აღჭურვილობა და ვიდეოარქივი. 801
სპეცრაზმის წევრებმა და სხვა საპოლიციო ძალებმა ტელევიზიის შენობის გარშემო შეკრებილ
ჟურნალისტების ახლობლებსა და ტელევიზიის მხარდამჭერებს დაუშინეს რეზინის ტყვიები,
გაუშვეს ცრემლსადენი გაზი და დაიწყეს გაქცეული მოქალაქეების დევნა მიმდებარე ქუჩებში,
თავს ესხმოდნენ მათ ხელკეტებით, მუშტებითა და რეზინის ტყვიებით. 802
„ნაციონალური მოძრაობა“ ირწმუნებოდა, რომ სამართალდამცავ სტრუქტურებს
„იმედში“ სპეცოპერაციის ჩასატარებლად სასამართლოს განჩინება ჰქონდათ. თუმცა,
ტელევიზიაში შეჭრამდე განჩინება ტელეკომპანიის არც ერთი უფლებამოსილი პირისთვის არ
წარუდგენიათ. განჩინება, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბრით თარიღდებოდა, რამდენიმე დღის
დაგვიანებით იქნა წარმოდგენილი და მხოლოდ მაშინ გაირკვა, რომ ტელეკომპანიის ქონებას
ყადაღა დაედო და მაუწყებლობას ლიცენზია სამი თვით შეუჩერდა. 803 განჩინების ტექსტის
თანახმად, ბადრი პატარკაციშვილმა, „როგორც შეთქმულებაში მონაწილემ, 2007 წლის 7
ნოემბერს, მის მიერ ფაქტობრივად კონტროლირებადი „ტელეიმედის“ საშუალებით გააკეთა
განცხადება, რომელმაც უკიდურესად გამწვავებული ვითარების ფონზე შექმნა მყისიერი და
რეალური საფრთხე ვითარების კიდევ უფრო მეტად ესკალაციისა და სახელმწიფო
ხელისუფლების დამხობისა.“ ტელეკომპანიის ქონებას ყადაღა დაედო, რადგან, განჩინების
თანახმად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ეს ქონება გამოყენებული იქნებოდა
ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად. თუმცა, საქართველოს სახალხო
დამცველის მიერ საკითხის შესწავლის შედეგად გამოირკვა, რომ განჩინება მოკლებული იყო
საკმარის ფაქტობრივ და ფორმალურ საფუძვლებს, ვინაიდან ის არ შეიცავდა არცერთ ფაქტს
იმის დასტურად, რომ ბადრი პატარკაციშვილი ტელეკომპანია „იმედის“ ქონების გამოყენებით
ამზადებდა ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით, მოსამართლე კი
მხოლოდ და მხოლოდ გამომძიებლის ვარაუდებს ეყრდნობოდა.804
2007 წლის 15 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ განცხადება გაავრცელა,
რომელშიც აღნიშნა, რომ 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის მონაწილეების ხელში
ტელეკომპანია „იმედი“ მთავარი იარაღი იყო და მისი აქტივები შესაძლოა, გამოყენებული
ყოფილიყო შეიარაღებული გზით მთავრობის დასამხობად. გარდა ამისა, სასამართლომ ნება
დართო შემოსავლების სამსახურს, შეემოწმებინა ტელეკომპანიის ფინანსური მხარე, რაც
ჰიუმან რაითს უოჩი (Human Rights Watch), ზღვრის გადაკვეთა, საქართველოს მომიტინგეების ძალადობრივი
დარბევა
და
რეიდი
ტელეკომპანია
„იმედში““,
ტომი
19,
N8(D),
2007,
გვ.
68,
70,
https://www.hrw.org/sites/default/files/reports/georgia1207web.pdf
801 იქვე, გვ. 71.
802 იქვე, გვ. 4-5.
803 ჰიუმან რაითს უოჩი (Human Rights Watch), ზღვრის გადაკვეთა, საქართველოს მომიტინგეების ძალადობრივი
დარბევა
და
რეიდი
ტელეკომპანია
„იმედში““,
ტომი
19,
N8(D),
2007,
გვ.
93,
https://www.hrw.org/sites/default/files/reports/georgia1207web.pdf
804 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2007 წლის მეორე ნახევარი, გვ. 69-73.
800
272
დროში დაემთხვა ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელის, ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის
სხვა საქმიანობებთან მიმართებაში გამოძიების დაწყებას. 805
ტელეკომპანიაში სპეცრაზმის შესვლის გასამართლებლად, ხელისუფლება ამტკიცებდა,
რომ ტელეკომპანია „იმედი“ ქმნიდა გარდაუვალ საფრთხეს ქვეყანაში სტაბილურობისათვის,
რადგან მან გადასცა, რომ „პოლიცია აპირებდა შტურმს თბილისის სამების საკათედრო
ტაძარზე. ქვეყანაში, სადაც მართლმადიდებელი ქრისტიანების აბსოლუტური უმრავლესობაა,
ეს, ფაქტობრივად, მოუწოდებდა ასიათასობით მოქალაქეს ქუჩაში გამოსვლისკენ, რათა
დაეცვათ თავიანთი ეკლესია.“ 806 თუმცა, ამ ინფორმაციის გადაცემასა და „იმედში“ შეჭრას
შორის 15-წუთიანი შუალედი იყო და განჩინების მიღება ამ პერიოდში ვერ მოესწრებოდა.
შესაბამისად, „იმედში“ შეჭრა უფრო ადრე იყო გადაწყვეტილი. ჰიუმან რაითს უოჩი
აცხადებდა, რომ ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებები იყო
ცალსახად არათანაზომიერი და მიზნად ისახავდა გამოხატვის თავისუფლების ჩახშობას. 807
„იმედში“ შეჭრისა და დარბევის რეალური მიზეზი კი ის იყო, რომ იმ დროისთვის
ტელეკომპანია ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მასშტაბური მაუწყებელი იყო, რომელიც
ღიად აკრიტიკებდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას. 2006-2007 წლებში ,,იმედის“
გადაცემა ,,დროებაში“ შუქდებოდა სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ბუტა რობაქიძის,
სანდრო გირგვლიანის, ზურაბ ვაზაგაშვილისა და სხვა მოქალაქეების მკვლელობის საქმეები,
ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების
საქმეზე დანაშაულის ჩამდენ პირებად ხელისუფლების მაღალჩინოსნები სახელდებოდნენ.
გარდა ამისა, ტელეკომპანიის მფლობელი, ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი 2006
წლებიდან ღიად დაუპირისპირდა მიხეილ სააკაშვილს და პოლიტიკურად გააქტიურდა.
როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ 2006 წლის აგვისტოში, შინაგან საქმეთა სამინისტროს
კონსტიტუციური
უსაფრთხოების
დეპარტამენტის
მიერ
დაბა
ურეკში
პატარკაციშვილის სახლზე ე.წ. გამაფრთხილებელი თავდასხმა დაიგეგმა.
808
ბადრი
აქედან
გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი მთავარი ოპოზიციური მაუწყებლობის
ჩახშობა იყო საკუთარი თავის გადასარჩენად და არა - საზოგადოებრივი უსაფრთხოების
უზრუნველყოფა.
ბადრი
პატარკაციშვილის
პარტნიორმა,
ტელეკომპანია
„იმედის“
ამჟამინდელმა
მფლობელმა ირაკლი რუხაძემ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე აღნიშნა, რომ „იმედის“
პირველი სერიოზული დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ 2006 წელს მოხდა. 2006
წლის
28
იანვრის
ღამეს,
კონსტიტუციური
უსაფრთხოების
დეპარტამენტის
წარმომადგენლებმა ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლეს ახალგაზრდა
ბანკირი სანდრო გირგვლიანი. აღმოჩნდა, რომ ოქროყანის გზაზე მდებარე ბადრი
პატარკაციშვილის საცხოვრებელი სახლის ვიდეოსამეთვალყურეო კამერებზე აღბეჭდილი
იქვე, გვ. 82-83.
იქვე, გვ. 94.
807 იქვე, გვ. 95.
808 იხ. წინამდებარე დასკვნის თავი „პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების ხელყოფის უხეში ფაქტები“.
805
806
273
იყო გამტაცებლების მანქანებით გადაადგილება. ეს კი უკიდურესად საზიანო იყო
ხელისუფლებისთვის, რომელიც ცხედრის აღმოჩენის მომდევნო წუთებიდანვე აცხადებდა,
რომ თითქოსდა სანდრო გირგვლიანი „სვანურ გარჩევას“ ემსხვერპლა. ირაკლი რუხაძის მიერ
საგამოძიებო კომისიისთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ხელისუფლების
წარმომადგენლები ყველანაირი მეთოდებით – თხოვნით, ხვეწნით, მუქარით ეცადნენ, რომ
„იმედს“ არ ეჩვენებინა ზემოხსენებული ვიდეოჩანაწერები, რითაც სანდრო გირგვლიანის
ოქროყანის სასაფლაოზე აყვანა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მანქანებით
დასტურდებოდა. მიუხედავად მუქარისა, ბადრი პატარკაციშვილის გადაწყვეტილებით,
კადრებმა დღის სინათლე იხილა და ტელეკომპანია „იმედის“ მეშვეობით საზოგადოებამ
სიმართლე შეიტყო. „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა ბადრი პატარკაციშვილს და
ტელეკომპანიას მსგავსი რამ არ აპატია. ირაკლი რუხაძემ დაადასტურა, რომ 2007 წლის 7
ნოემბერს,
დილიდან,
ბადრი
პატარკაციშვილის
ბიზნესზე
ყველა
მიმართულებით
ორკესტრირებული შეტევა დაიწყეს საგამოძიებო ორგანოებმა, ხოლო დღის ბოლოს
ტელეკომპანია „იმედიც“ დაარბიეს. 809
„იმედის” პოლიტიკური თოქშოუს პროდუსერმა სოფიო ნიკოლაიშვილმა საგამოძიებო
კომისიის წინაშე აღწერა 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანიის დარბევის დეტალები,
რომლის მოწმეც თავად იყო. დაახლოებით, 20:40 საათზე სპეცრაზმი შენობაში შეიჭრა,
დაამტვრია
ყველაფერი,
თანამშრომლებს
იარაღს
უმიზნებდნენ,
შემდგომ
შენობა
ტუსაღებივით დაატოვებინეს და, როცა გარეთ დარბევა დაიწყო, მათი თავი მეზობელ
კორპუსებში შეაფარეს. სოფიო ნიკოლაიშვილის შეფასებით, სპეცოპერაციის მიზანი არხის
გათიშვა, ტელეკომპანიის ჟურნალისტების სამაგალითოად დასჯა და სხვა ჟურნალისტებში
შიშის ჩანერგვა იყო, რომ წინააღმდეგობის გაწევის სურვილი აღარასდროს არავის გასჩენოდა.
სოფიო ნიკოლაიშვილმა საგამოძიებო კომისიას მიაწოდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმის
თაობაზე, რომ დარბევის შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „იმედის” განადგურება
ტელეკომპანიის თანამშრომლების გადაბირების გზით გააგრძელა. ზოგმა ჟურნალისტმა
შიშის, ზოგმა ზეწოლის შედეგად და ზოგმაც კი ფულის სანაცვლოდ დატოვა ტელეკომპანია.
ჟურნალისტების მოსყიდვის ფაქტებს ადასტურებს, ასევე, „იმედის“ მაშინდელი მთავარი
რეჟისორი დავით კიკვაძე. ამას დაემატა ბადრი პატარკაციშვილსა და შინაგან საქმეთა
სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) დირექტორ ერეკლე კოდუას
შორის გამართული შეხვედრის ფარული აუდიოჩანაწერის არასრული, გაყალბებული ვერსიის
გავრცელება, 810 რამაც ტელეკომპანიის ზოგიერთი ჟურნალისტი დაარწმუნა, რომ თითქოს
ბადრი პატარკაციშვილი ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებულ გადატრიალებას
გეგმავდა. საბოლოოდ კი ტელეკომპანია პატარკაციშვილების ოჯახს წაართვეს. 811
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 21 მაისის N27 სხდომაზე ირაკლი რუხაძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
810 https://www.youtube.com/watch?v=ffM62ILWyR8
811 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 23 მაისის N29 სხდომაზე სოფიო ნიკოლაიშვილის ახსნა-განმარტების
სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
809
274
საგამოძიებო
კომისიამ
მოუსმინა
საქართველოს
პარლამენტის
წევრს,
ვიქტორ
ჯაფარიძეს, რომელიც ტელეკომპანიის დარბევის დროს შენობაში იმყოფებოდა სხვა
დეპუტატებთან ერთად. დეპუტატები „დროების“ ეთერში იყვნენ მიწვეულნი და გადაცემის
დაწყებამდე, გადაცემის წამყვანის, ჟურნალისტ გიორგი თარგამაძის სამუშაო ოთახში
მიმოიხილავდნენ 7 ნოემბერს დედაქალაქის ქუჩებში განვითარებულ მოვლენებს –
მომიტინგეების დარბევას, ცემას და შიშობდნენ, რომ ხელისუფლებას ტელეკომპანიაზეც არ
მიეტანა იერიში. გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს
ვესაუბრე და მან პირობა მომცა, რომ „იმედს“ არ შეეხებიანო. გადაცემის დაწყებამდე
ტელეკომპანიაში სპეცრაზმი შეიჭრა. მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატები საპარლამენტო
იმუნიტეტით სარგებლობდნენ, სპეცრაზმის წარმომადგენლებმა გარკვეული პერიოდით
მათაც შეუზღუდეს თავისუფლება. 812
საგამოძიებო კომისიის მიერ გამოკითხულ პირთა ახსნა-განმარტებებიდან ირკვევა,
რომ ტელეკომპანიაში მომუშავე ჟურნალისტებისთვის 2007 წლის 7 ნოემბრის დილიდან უკვე
გაჩნდა ეჭვი ტელეკომპანია „იმედში“ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა
შესვლასთან დაკავშირებით. ამას მოწმობს გიორგი თარგამაძის დავალებაც, რომ დერეფნებში
შტატივებზე დამაგრებული კამერები ჩაერთოთ, რათა სპეცრაზმის შემოსვლის შემთხვევაში,
პირდაპირი ეთერი ჰქონოდათ უზრუნველყოფილი. თუმცა, მან, მოგვიანებით, დაახლოებით,
5 საათზე გასცა საპირისპირო განკარგულება – გაეთიშათ კამერები. შესაძლებელია, ეს
განკარგულება გიორგი თარგამაძის მიერ მას შემდეგ გაიცა, რაც ამერიკის შეერთებული
შტატების ელჩის მხრიდან დამამშვიდებელი გზავნილი მიიღო. სპეცრაზმი საინფორმაციო
სტუდიაში კარიდან ვერ შევიდა, მათ კედელი შეანგრიეს და ისე შევიდნენ, სტუდიაში
დაგლიჯეს კაბელები, რითიც მაუწყებლობა გათიშეს. უხეშად ექცეოდნენ თანამშრომლებს,
მათ შორის, ფეხმძიმე ჟურნალისტს, დიანა ტრაპაიძეს, ხელჯოხიან პაატა კაკაურიძეს.
თანამშრომლები ძალით ჩაიყვანეს ქვედა სართულზე მდებარე ე.წ. ნიუსრუმში, სადაც იატაკზე
იმდენი ადამიანი იწვა, ადგილი აღარ იყო. 813
საგამოძიებო კომისიის წინაშე გამოკითხულმა თვითმხილველებმა - „იმედის“
პროდიუსერმა სოფიო ნიკოლაიშვილმა, დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ და „იმედის“
საინფორმაციო გამოშვების მაშინდელმა ტექნიკურმა პროდიუსერმა თამარ ჯანელიძემ, ასევე,
თავის
მომართვაში
„იმედის“
მაშინდელმა
მთავარმა
რეჟისორმა
დავით
კიკვაძემ
დაადასტურეს, რომ სპეცრაზმელებმა, რომლებიც ჟურნალისტებს უხეშად ექცეოდნენ და
ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, არ ინდობდნენ ფეხმძიმე ქალებს, არავის არ აძლევდნენ
შენობიდან პირადი ნივთების გამოტანის საშუალებას, გიორგი თარგამაძეს დერეფანი
გაუკეთეს და საკიდებზე პიჯაკებით, ქოლგით შენობიდან გამოაცილეს, თავისივე მანქანაში
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 23 მაისის N29 სხდომაზე ვიქტორ ჯაფარიძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და ვიდეოჩანაწერი.
813 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 4 ივნისის N33 სხდომაზე თამარ ჯანელიძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და ვიდეოჩანაწერი (გამოკითხვა კომისიის სამი წევრის მიერ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 67-ე
მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად).
812
275
ჩასვეს და ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გაიყვანეს. 814 ეს ინფორმაცია და ამ დასკვნაში
მოყვანილი სხვა ფაქტები ემთხვევა საზოგადოებაში იმ დროს გავრცელებულ აზრს იმის
თაობაზე, რომ გიორგი თარგამაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებასთან უკვე
მოცემულ პერიოდში თანამშრომლობდა. ამასთან, საგამოძიებო კომისია განსაკუთრებულ
ყურადღებას მიაქცევს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ ბადრი პატარკაციშვილსა და
ერეკლე კოდუას შორის გამართული შეხვედრის ფარული აუდიოჩანაწერის არასრული,
გაყალბებული ვერსიის გავრცელების ფაქტს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ, 815 რამაც
„იმედის“ ჟურნალისტების გადაბირებასა და დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ჩამოშლის
პროცესში განსაკუთრებული როლი შეასრულა. როგორც ირაკლი რუხაძემ საგამოძიებო
კომისიის წინაშე განაცხადა, 816 „იმედის“ დარბევიდან მალევე, ერეკლე კოდუა ლონდონში
მყოფ ბადრი პატარკაციშვილთან ჩავიდა. 2007 წლის დეკემბრის თვეში, ირაკლი რუხაძე ბადრი
პატარკაციშვილს თავისი სახლის სახურავიდან სატელიტური ტელეფონის მეშვეობით
ესაუბრა, რა დროსაც, ბადრი პატარკაციშვილმა მას სთხოვა, ენახა გიორგი თარგამაძე და
ეკითხა, თუ რატომ არ იყო „იმედის“ ეთერში გაშვებული ის ძალზედ მნიშვნელოვანი ჩანაწერი,
რაც ბადრი პატარკაციშვილს მისთვის ორი დღით ადრე მიწოდებული ჰქონდა. ირაკლი
რუხაძემ თხოვნა შეასრულა და მეორე დღესვე გიორგი თარგამაძე მოინახულა. გიორგი
თარგამაძემ მოუცლელობა მოიმიზეზა და ირაკლი რუხაძეს საღამოს მისვლა და მოცემული
ჩანაწერის ერთად მოსმენა შესთავაზა, რომელიც, მისი თქმით, ბადრისთვის საზიანო და
თანამშრომლებისთვის საშიში იყო, რის გამოც, არ უშვებდა მას ეთერში. თუმცა, საღამოს
შეხვედრა აღარ შედგა, რადგან დღის განმავლობაში, მოცემული ჩანაწერის დამონტაჟებული
ვერსია ხელისუფლებამ „რუსთავი 2“-ის ეთერით გაავრცელა. ბადრი პატარკაციშვილის
პოზიციის გაყალბებისა და მისი რეპუტაციის შელახვისთვის იქნა გამოყენებული. იმავე
საღამოს „იმედის“ საინფორმაციო ჯგუფმა გაავრცელა განცხადება, რომ მოსმენილის შემდეგ,
ისინი წყვეტდნენ არხთან თანამშრომლობას. ირაკლი რუხაძის შეფასებით, „თუკი რამემ
მოკლა ბადრი, ის მოკლა სწორედ ამან, რადგან ამის მერე, ის არავის აღარ ხვდებოდა, ჩაიკეტა,
ბევრს ეწეოდა, გული აწუხებდა, მაგრამ ექიმთან არ მიდიოდა და 2008 წლის თებერვალში
ლონდონში გარდაიცვალა. ვიქტორ ჯაფარიძის განცხადებით, 2007 წლის დეკემბრის დღეებში,
ბადრი პატარკაციშვილმა მას და მის კოლეგას, ვალერი გელბახიანს ტელეფონით აცნობა, რომ
ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო
გამოშვებაში გავიდოდა მის
მიერ
გიორგი
თარგამაძისთვის მიწოდებული, ერეკლე კოდუასთან შეხვედრის ფარული ჩანაწერი, რაც
მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავდა. თუმცა, არც ერთ საინფორმაციო გადაცემაში არანაირი
ჩანაწერი არ გასულა. მორიგ სატელეფონო საუბარში, ჩანაწერის ეთერში გაუშვებლობით
იმედგაცრუებულმა ბადრი პატარკაციშვილმა მას უთხრა: „ამას ღალატი ჰქვიაო“. 817
განცხადება N1-7335/25.
https://www.youtube.com/watch?v=ffM62ILWyR8
816
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 21 მაისის N27 სხდომაზე ირაკლი რუხაძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და ვიდეოჩანაწერი.
817 https://www.youtube.com/watch?v=k6TjtyPDBBg
814
815
276
ტელეკომპანია „იმედიდან“ წასულმა გიორგი თარგამაძემ დააფუძნა ფსევდოოპოზიციური
პარტია - „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, რომლის დაფინანსებასაც „ნაციონალური
მოძრაობის“ რეჟიმი სხვადასხვა ბიზნესმენს მუქარის ქვეშ აიძულებდა. 818
2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის“ დარბევამ საერთაშორისო კრიტიკა
გამოიწვია. ფრიდომ ჰაუსმა განაცხადა, რომ ქართულ მედიაში არსებული გარემო ვერ
აკმაყოფილებდა დემოკრატიულ სტანდარტებს. 2007 წლის 7 ნოემბერს დემონსტრანტებზე
ძალადობა და იმავე დღეს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, 819 რასაც შედეგად
მოჰყვა
დამოუკიდებელი
მედიასაშუალებების
საქმიანობის
შეჩერება,
რეგრესის
ინდიკატორად იქნა მიჩნეული. 820 ყოველივე ზემოაღნიშნული მოხვდა აშშ-ის სახელმწიფო
დეპარტამენტის ანგარიშშიც. 821
„იმედის“ დარბევიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, გაითიშა ოპოზიციურად განწყობილი
ტელეკომპანია „კავკასიის“ მაუწყებლობაც, ხოლო მოგვიანებით, იგივე ბედი გაიზიარა
ბათუმის დამოუკიდებელმა ტელეკომპანია „ტვ 25-მა“. ცხადია, რომ „იმედის“, „კავკასიის“ და
„ტვ 25-ის“ მაუწყებლობის გათიშვას პოლიტიკური მიზეზები ჰქონდა და მათ მიმართ იმ
პერიოდში არსებული დისკრიმინაციული
მაუწყებლობა შეწყვიტა რადიო „იმედმაც“.
დამოკიდებულება
გაოცებას
არ
იწვევდა.
მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბერს „ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და არეულობის
თავიდან აცილების მიზნით“, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა
გამოაცხადა შემდეგი მოტივით:
„ქ. თბილისში არსებული ვითარება უკიდურესად გამწვავებულია. ადგილი აქვს სახელმწიფო
ხელისუფლების დამხობის აშკარა მცდელობას, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების
კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობას და მათთვის ძალადობრივი წინააღმდეგობის
გაწევას, რამაც მასობრივი ხასიათი მიიღო.“ 822
მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი დეკრეტის თანახმად, გარდა საზოგადოებრივი
მაუწყებლისა,
ყველა მაუწყებელს აეკრძალა ინფორმაციის მიღება და გავრცელება,
818
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 6 ივნისის N34 სხდომაზე ვალერი შოშიაშვილის ახსნა-განმარტების
სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
819 საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის
გამოცხადებასთან
დაკავშირებით
გასატარებელ
ღონისძიებათა
შესახებ“
https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/20116?publication=0
820 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2007 წლის მეორე ნახევარი, გვ. 60.
821 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2007 წლის ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკაზე, ნაწილი II,
სამოქალაქო
უფლებები,
გამოხატვის
და
მედიის
თავისუფლება,
https://20092017.state.gov/j/drl/rls/hrrpt/2007/100560.htm
822 საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 7 ნოემბრის N621 ბრძანებულება „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“, https://matsne.gov.ge/ka/document/view/1263093?publication=1
277
შეზღუდულ მაუწყებლობას მაინც განაგრძობდნენ ხელისუფლების მიმართ ლოიალურად
განწყობილი ტელეკომპანიები „რუსთავი 2“ და „მზე“. 823
2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციების ძალისმიერი მეთოდებით დაშლის შემდეგ,
ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, მიხეილ სააკაშვილმა ვადამდე, 16
ნოემბერს, გააუქმა საგანგებო მდგომარეობა, 824 25 ნოემბერს თანამდებობიდან გადადგა და
რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის კამპანია დაიწყო. 825
მედიის თავისუფლების კუთხით, წინასაარჩევნო პერიოდში გამოიკვეთა ისეთი
დარღვევები,
როგორიცაა:
მედიასაშუალებების
მიერ
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
დაფინანსებული
კონკრეტული
პოლიტიკური
ძალების
და
კერძო
პრივილეგირებულ
მდგომარეობაში ჩაყენების შემთხვევები, მედიასივრცის არათანაბარი განაწილება საარჩევნო
სუბიექტებს შორის და წინასაარჩევნო კამპანიების მიკერძოებულად გაშუქება. საგანგებო
მდგომარეობის მოქმედების პერიოდში (7-16 ნოემბერი), ოპოზიციურ პარტიებს არ ჰქონდათ
საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის სატელევიზიო ეთერის გამოყენების შესაძლებლობა,
მაშინ როცა საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში სრულად გადასცემდა მიხეილ
სააკაშვილის შეხვედრებს ბიზნესმენებთან, მევენახეებთან, პედაგოგებთან, მედიკოსებთან და
სხვ. 826
იმავდროულად, მედიასაშუალებებით („საზოგადოებრივი მაუწყებელი“, „რუსთავი 2“,
„მზე“, „აჭარა“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არხი „საქართველო“) და სოციალურ
ქსელებში ვრცელდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს გენერალური
პროკურორის მოადგილის, ნიკა გვარამიას მიერ შექმნილი დოკუმენტური ფილმი „ნოემბრიდან ნოემბრამდე“, 827 რომელშიც გამოყენებული იყო ზოგიერთი ოპოზიციონერი
პოლიტიკოსის სატელეფონო საუბრების ფარული აუდიოჩანაწერები და მათი თვალთვალისას
გადაღებული ვიდეოკადრები. მათ ფილმში ბრალს სდებდნენ რუსეთის სპეცსამსახურებთან
თანამშრომლობაში, კრიმინალური დაჯგუფებების შექმნასა და შეიარაღებული სახელმწიფო
გადატრიალების მცდელობაში. ფილმში ასახული არცერთი ფაქტი სასამართლოს მიერ
განხილული და დადასტურებული არ ყოფილა.828
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2007 წლის მეორე ნახევარი, გვ. 81-82.
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის
ვადამდე გაუქმების შესახებ“, https://matsne.gov.ge/document/view/1263165?publication=0
825 ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო
მისიის
შუალედური
ანგარიში
N1,
რიგგარეშე
საპრეზიდენტო
არჩევნები,
2008,
გვ.
1-2,
https://www.osce.org/files/f/documents/c/3/29942.pdf
826 „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“, 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დროს
ადმინისტრაციული რესურსის წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის გამოყენების მონიტორინგი, გვ. 2,
https://www.transparency.ge/ge/post/report/saprezidento-archevnebi-–administratsiuli-resursebis-tsinasaarchevnokampaniis-miznebist
827 https://www.youtube.com/watch?v=og1zc2UTcrU
828 „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“, 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დროს
ადმინისტრაციული რესურსის წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის გამოყენების მონიტორინგი, გვ. 2-3,
https://www.transparency.ge/ge/post/report/saprezidento-archevnebi-–administratsiuli-resursebis-tsinasaarchevnokampaniis-miznebist
823
824
278
ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამაც (ეუთო) დაადასტურა
საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს მედიის მიერ მოვლენების მიკერძოებული
გაშუქება. სადამკვირვებლო მისიამ აღნიშნა, რომ მედია თავისი მესაკუთრეებისა და
პოლიტიკური პატრონების ძლიერი გავლენის ქვეშ იყო მოქცეული. 829
2007 წლის ნოემბერში ქართულ მედიაში შექმნილი კრიზისი უცვლელად გაგრძელდა
2008 წლის პირველ ნახევარშიც.
ტელეკომპანია „იმედის“ დარბევისა და 2007 წლის 26
დეკემბერს მისი ჟურნალისტების მიერ მაუწყებლობის შეჩერების გადაწყვეტილების ფონზე,
მედიასივრცეში
იშვიათი
გახდა
პლურალისტური
აზრი.
მოცემულ
ვითარებაში,
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ, რომელიც ჩამოყალიბდა პოლიტიკური
კონსენსუსის საფუძველზე, გარკვეულწილად დადებითი როლი შეასრულა საარჩევნო
კამპანიის პერიოდში მრავალფეროვანი ინფორმაციის მიწოდების საქმეში. ევროპის საბჭოს
საპარლამენტო
ასამბლეის
საპარლამენტო
არჩევნებზე
დამკვირვებელი
სპეციალური
კომიტეტის მოხსენებაში აღინიშნა, რომ სხვა ელექტრონულ მედიასთან შედარებით,
საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთ-ერთი სრულყოფილი მედია იყო, რომელიც მოქალაქეებს
აძლევდა საშუალებას, გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი 2008 წლის 21 მაისის
საპარლამენტო არჩევნებისთვის. თუმცა, არჩევნების დასრულების შემდეგ, საზოგადოებრივ
მაუწყებელზე პოლიტიკური დებატები შეწყდა და საინფორმაციო გამოშვებებში კვლავ გაჩნდა
დაუბალანსებული ინფორმაცია. რუსეთ-საქართველოს საომარი დაპირისპირების დროს,
საზოგადოებრივი მაუწყებელი, ისევე, როგორც „რუსთავი 2“, ფაქტობრივად, პროპაგანდის
ინსტრუმენტად იქცა.830
„ნაციონალური მოძრაობის“
პოლიტიკური
ინტერესების
მსახურების
გამო,
ტელეკომპანიები – „რუსთავი 2“ და „მზე“ ხშირად ხდებოდნენ ოპოზიციის კრიტიკის საგანი.
გაერთიანებული ოპოზიცია ამ ტელეკომპანიებსა და მათ ჟურნალისტებს მიკერძოებულობასა
და ხელისუფლების შეკვეთების შესრულებაში ღიად ადანაშაულებდა და ბოიკოტს
უცხადებდა. 831
2008 წლის 2 ივლისს ფრიდომ ჰაუსმა გამოაქვეყნა გლობალური ანგარიში „თავისუფლება
მსოფლიოში“. საქართველო კვლავ რჩებოდა „ნაწილობრივ თავისუფალ“ ქვეყნად, მაგრამ
მედიის
თავისუფლების
კუთხით,
მისი
მდგომარეობა
წინა
წელთან
შედარებით
გაუარესებული იყო: 2007 წელს, მედიის თავისუფლების ხარისხი შეფასებული იყო 4,00
ქულით, ხოლო 2008 წელს ეს მაჩვენებელი 4,25 ქულით შეფასდა. 832
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო
მისიის
დასკვნითი
ანგარიში,
რიგგარეშე
საპრეზიდენტო
არჩევნები,
2008,
გვ.
22,
https://www.osce.org/files/f/documents/c/e/30960.pdf
830 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2008 წლის პირველი ნახევარი, გვ. 64.
831 „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“, ადმინისტრაციული რესურსების წინასაარჩევნო კამპანიის
მიზნებისთვის გამოყენების მონიტორინგის შედეგები, 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნები, გვ. 17,
https://www.transparency.ge/sites/default/files/post_attachments/TI%20Georgia%20-%20PreElection%20Monitoring%20Report%20-%202008%20Parliamentary%20Elections%20GEO.pdf
832 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2008 წლის პირველი ნახევარი, გვ. 65.
829
279
გარდა აღნიშნულისა, მედიის თავისუფლების სფეროში მომუშავე ავტორიტეტულმა
ორგანიზაციამ – „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ – გამოაქვეყნა მსოფლიოში მედიის
თავისუფლების რეიტინგი, რომლის თანახმადაც, საქართველომ 31,25 ქულით მსოფლიოში
120-ე ადგილი დაიკავა. ეს მონაცემი უკუსვლის მაჩვენებელი იყო, რადგან 2007 წელს
საქართველოს, იმავე რეიტინგის მონაცემებით, 66-ე ადგილი ეკავა. 833
2008 წელს მედიის შევიწროების ერთ-ერთი მაგალითი იყო შემოსავლების სამსახურის
მიერ
ოპოზიციური
ტელეკომპანია
„კავკასიის“
ხუთი
პარტნიორი
კომპანიის
წარმომადგენლების დაბარება და ტელეკომპანიასთან ურთიერთობის შეწყვეტის მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები ამტკიცებდნენ, რომ „კავკასია“ ხელს უწყობდა
ქვეყნის დესტაბილიზაციას და, ამის გამო, სარეკლამო შეკვეთები უნდა შეწყვეტილიყო. უარის
შემთხვევაში, მეწარმეებს საგადასახადო შემოწმებებითა და სანქციებით ემუქრებოდნენ.
შეხვედრას ესწრებოდა ქ. თბილისის ფინანსური პოლიციის წარმომადგენელი, ქვემო
ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, დავით კირკიტაძის ძმა, ირაკლი კირკიტაძეც.
შეხვედრის
შემდეგ
ხუთივე
კომპანიამ,
მართლაც,
გააუქმა
სარეკლამო
შეკვეთები
„კავკასიასთან.“ ზეწოლის ფაქტები ფიქსირდებოდა პრესაშიც – კახეთში სახელმწიფო
რწმუნებულზე, ლევან ბეჟაშვილზე გაზეთ „პროგრესში“ კრიტიკული სტატიის გამოქვეყნების
შემდეგ, რწმუნებულის მოადგილის, გიორგი ბოტკოველის მოთხოვნით, ბიზნესმენებმა
გაზეთის ფინანსური ხელშეწყობა შეწყვიტეს. 834
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობდან“ მათ
მიმართ მტრულ ქმედებად აღიქვამდნენ ისეთ რიგით ჟურნალისტურ საქმიანობას,
როგორიცაა საყოფაცხოვრებო პრობლემების თაობაზე მოქალაქეთა კომენტარების ჩაწერა.
ჟურნალისტის უფლება, მოიპოვოს და გაავრცელოს საზოგადოებრივი ინტერესის სფეროში
არსებული ინფორმაცია, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ხმიადაშვილმა აღიქვა
პროვოკაციად, ჟურნალისტის მიერ მოსახლეობის მის წინააღმდეგ წაქეზებად. ამ ფაქტს
,,ხალხის გაზეთის“ ჟურნალისტთან, თამარ ოქრუაშვილთან შეკამათება მოჰყვა. გამგებელი
ჟურნალისტისგან
ითხოვდა. 835
პროფესიული
საქმიანობის
განხორციელებისგან
თავის
შეკავებას
2008 წელს მედიის თავისუფლება შეაფასა ჰიუმან რაითს უოჩმაც. უფლებადამცველი
ორგანიზაციის შეფასებით, მედიასივრცე კვლავ არაერთგვაროვანი იყო – ბეჭდვითი მედია
აქტიური იყო, მაგრამ საინფორმაციო ტელემაუწყებლობა სულ უფრო იზღუდებოდა. წლის
განმავლობაში მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი და ხელისუფლების მხარდამჭერი
კომპანია „რუსთავი 2“ მაუწყებლობდნენ ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო პროგრამებით.836
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2008 წლის მეორე ნახევარი, გვ. 151.
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2008 წლის პირველი ნახევარი, გვ. 96-97.
835 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2008 წლის მეორე ნახევარი, გვ. 165.
836 იქვე, გვ. 165.
833
834
280
გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით ქვეყანაში მდგომარეობა არც 2009 წელს
შეცვლილა. უფრო მეტიც, 2009 წლიდან, საზოგადოებრივ მაუწყებელსა და „რუსთავი 2-თან“
ერთად, სახელისუფლებო მედიათა რიგს ტელეკომპანია „იმედიც“ შეუერთდა. 837
მსგავსად წინა წლებისა, 2009 წელსაც ჟურნალისტებზე ზეწოლის,
მათთვის
პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლისა და სიტყვიერი ან ფიზიკური
შეურაცხყოფის არაერთი ფაქტი მოხდა. ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება
სირთულეებთან იყო დაკავშირებული რეგიონებშიც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მედიის
წარმომადგენლები რეჟიმის ძალადობრივი პოლიტიკის ამსახველი ფაქტების გაშუქებას
ცდილობდნენ. მაგალითად, ჟურნალისტი ნათია როყვა შინაგან საქმეთა სამინისტროს
სპეციალური
ოპერატიული
დეპარტამენტის
(სოდ)
რეგიონული
განყოფილების
თანამშრომლებმა 23 იანვარს მხოლოდ იმის გამო დააკავეს, რომ იგი ამავე დეპარტამენტის
მიერ ორგანიზებულ სპეცოპერაციას ფოტოკამერით იღებდა. 838 ჟურნალისტებზე ზეწოლის
მორიგი მაგალითი იყო „გურია ნიუსის“ ჟურნალისტების, გიორგი გირკელიძისა და ნატო
გოგელიას მიმართ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ანტონ
ხუნდაძის მხრიდან, 26 იანვარს განხორციელებული სატელეფონო მუქარა, გურიის
ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირების პროცესთან დაკავშირებული საგაზეთო პუბლიკაციის
გამო. 839
მაღალჩინოსნების მიერ ჟურნალისტების მიმართ სატელეფონო მუქარის ფაქტების
გარდა, 2009 წლის განმავლობაში ჟურნალისტებზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის
არაერთი ფაქტი აღინიშნა.
ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა 2009 წლის 15 ივნისს თბილისის
დროებითი მოთავსების იზოლატორთან მშვიდობიანი აქციის დარბევის გასაშუქებლად
მისული,
ოპოზიციურად
განწყობილი
რამდენიმე
ჟურნალისტი.
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს წარმომადგენლებმა მათ აპარატურა დაუმტვრიეს და სცემეს ერთ-ერთ
პოლიციელს,
რომელიც,
დაცვის
მიზნით,
ჟურნალისტს
გადაეფარა.
„ნაცონალური
მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ეს მშვიდობიანი მოქალაქეების ერთ-ერთი ყველაზე
ძალადობრივი და სისხლიანი დარბევა იყო. ხაზგასასმელია, რომ სამთავრობო მედია
ადგილზე არ იმყოფებოდა, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ისინი წინასწარ იყვნენ
გაფრთხილებულები და ხელისუფლებას არ სურდა, კადრებზე აღბეჭდილიყო მშვიდობიანი
აქციის დარბევისა და აქციის მონაწილეებისთვის სასტიკად გასწორების ფაქტები.840
ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და განათლების საქალაქო
სამსახურის უფროსის, გიზო თავაძის მიერ ჟურნალისტ ზვიად ხუჯაძის მიმართ 16 მაისს
ჰიუმან რაითს უოჩი (Human Rights Watch), მსოფლიო ანგარიში 2010, თავი - მედიის თავისუფლება,
https://www.hrw.org/world-report/2010/country-chapters/georgia
838 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2009 წლის პირველი ნახევარი, გვ. 139.
839 იქვე, გვ. 140.
840 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 16 ივნისის N37 სხდომაზე დაჩი ცაგურიასა და მერაბ ჭიქაშვილის ახსნაგანმარტებების სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
837
281
განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მორიგი ნათელი მაგალითია
თანამდებობის პირთა მხრიდან ზღვარგადასულობისა, რომელსაც, როგორც ჩანს, სისტემური
ხასიათი ჰქონდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. 841
2009 წლისთვის, ფაქტობრივად, აღარ არსებობდა კრიტიკული მედიასაშუალება და
განსხვავებული აზრი, გარდა მცირე მასშტაბის ისეთი მაუწყებლებისა, როგორიც იყო
„მაესტრო“ და „კავკასია“. ხოლო იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ბედავდნენ და ცდილობდნენ,
მოსახლეობისთვის
ქვეყანაში
არსებულ
მდგომარეობაზე
რეალური
ინფორმაცია
მიეწოდებინათ, დევნიდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
სწორედ ამ დროს მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) ტელეკომპანია „მაესტროს“
ეთერში 2009 წლის დასაწყისში წამოიწყო პროექტი, რომელსაც, მიხეილ სააკაშვილის
„ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკისა და „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო
ნომრიდან გამომდინარე, „საკანი N5“ დაარქვა. 842 ის „ჩაჯდა“ და ცხოვრება დაიწყო სტუდიაში,
რომელსაც ციხის იმპროვიზებული საკნის ფორმა ჰქონდა. როგორც უცნობმა განაცხადა, ეს იყო
საპროტესტო აქციის არასტანდარტული ფორმა. საკანში მიდიოდნენ სტუმრები, საუბრობდნენ
ქვეყანაში შექმნილ გაუსაძლის ვითარებაზე, მსჯელობდნენ გამოსავალზე და ზოგიერთი
სტუმარი საკანში ღამითაც რჩებოდა. გადაცემა ეთერში გადიოდა 24-საათიან რეჟიმში.
რეალურად, ეს გადაცემა იყო „ის პატარა ხვრელი, საიდანაც შეიძლებოდა ადამიანს რაღაც
სიმართლე მაინც გაეგო“. ვინაიდან ტელეკომპანია „მაესტრო“ მხოლოდ საკაბელო არხით
მაუწყებლობდა, ადამიანები გადაცემის საყურებლად დადიოდნენ ისეთ ნაცნობებთან, ვისაც
საკაბელო ტელევიზია ჰქონდა ჩართული. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ
გარკვეული დროის შემდეგ ვეღარ აიტანა საზოგადოებისათვის ალტერნატიული აზრის
მიწოდების მსგავსი ფორმა და 25 მაისს, ტელეკომპანია „მაესტროს“ შენობის შესასვლელ
კართან ხელყუმბარა ისროლეს, რაც გადაცემის მიმდინარეობისას ეთერშიც გაისმა. დაზიანდა
ტელეკომპანიის შენობა. 843
2009 წლის განმავლობაში ჟურნალისტების უფლებების ხელყოფაზე, მათ შორის,
ზემოაღნიშნულ ფაქტებზე მიუთითებდნენ თავიანთ ანგარიშებში საერთაშორისო
ორგანიზაციებიც, კერძოდ, 2009 წლის 15 ივნისს „მაესტროსა“ და „კავკასიის“ ჟურნალისტებზე
თავდასხმასა და მათი ტექნიკის კონფისკაციაზე; ოქტომბერში „ტვ 25-ისთვის“ ჯარიმის
დაკისრებაზე; 844 მაისში უცნობი პირების მიერ ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანია
„მაესტროს“ ოფისში ხელყუმბარის სროლაზე, რამაც შენობის დაზიანება გამოიწვია; 15 ივნისს
თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორთან, პოლიციის თანამშრომლების მხრიდან,
რამდენიმე ჟურნალისტის ცემაზე. 15 ივნისს ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2009 წლის პირველი ნახევარი, გვ. 140.
https://www.youtube.com/watch?v=nsjTlSH2eE8
843 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 23 მაისის N29 სხდომაზე გიორგი გაჩეჩილაძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და ვიდეოჩანაწერი.
844 ჰიუმან რაითს უოჩი (Human Rights Watch), მსოფლიო ანგარიში 2010, თავი - მედიის თავისუფლება,
https://www.hrw.org/world-report/2010/country-chapters/georgia
841
842
282
სისხლიანი დარბევის გამო, პროტესტის ნიშნად ორმა ტელეარხმა, „მაესტრომ“ და „კავკასიამ“
მაუწყებლობა 24 საათის განმავლობაში შეაჩერეს. 845
ჟურნალისტთა და მედია საშუალებების მესაკუთრეთა უფლებები, წინა წლების
მსგავსად, 2010 წელსაც ხშირად ირღვეოდა, როგორც ხელისუფლების ზეწოლით და მუქარით,
ასევე სახელმწიფო ორგანოების უმოქმედობით, რაც ხშირად გამოძიების ჩაუტარებლობასა და
ფაქტებზე რეაგირების არარსებობაში გამოიხატებოდა. 846
ხელისუფლების მხრიდან მუქარის გამო გამომძიებელმა ჟურნალისტმა ვახტანგ
კომახიძემ 2010 წლის ივლისში შვეიცარიაში თავშესაფარი მიიღო. მის მიმართ მუქარა მას
შემდეგ გაძლიერდა, რაც ჟურნალისტმა, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით,
საგამოძიებო ფილმზე მუშაობა დაიწყო. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების
მხრიდან
მუქარა
დისტრიბუტორებზე.
ხორციელდებოდა,
847
ასევე,
გაზეთ
„გურია
ნიუსის“
გაზეთების
გარდა ჟურნალისტების ფიზიკური შეურაცხყოფის და მუქარისა,
ხელყოფის ობიექტს მედია ორგანიზაციების ინფრასტრუქტურაც წარმოადგენდა. მაგალითად,
2010 წლის 26 ოქტომბერს გაზეთ „გურია ნიუსის“ ჩოხატაურის ოფისის შენობაზე თავდასხმა
განხორციელდა. 848
საერთაშორისო კვლევისა და გაცვლის საბჭოს (IREX) თანახმად, ქვეყნის მმართველი
ელიტა მნიშვნელოვან კონტროლს ახორციელებდა მედიის ნარატივზე. ამასთან, მედიის
მფლობელობის შესახებ გამჭვირვალობის ხარისხი იყო დაბალი, რადგან ძირითადი
ტელევიზიების მფლობელთა ვინაობა დაფარული რჩებოდა.849
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მედიის მართვისა და კონტროლის ერთ-ერთ შემზარავ
მაგალითად მოდელირებული „ქრონიკის“ ეთერში გაშვება ითვლება, რამაც მოსახლეობაში
პანიკა და რამდენიმე ადამიანის გულის შეტევით გარდაცვალება გამოიწვია. კანონიერი
მესაკუთრისთვის წართმეული ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 2010 წლის 13 მარტს გავიდა
ჟურნალისტ ნათია კობერიძის გადაცემა „სპეციალური რეპორტაჟი“, რომელშიც აჩვენეს, თუ
როგორი იქნებოდა, მათი წარმოსახვით, „იმედის“ საინფორმაციო გადაცემა „ქრონიკა“ იმ
დღეს, როდესაც საქართველოში რუსეთი შემოიჭრებოდა. ამ მიზნით მოდელირებულ
„ქრონიკაში“ მოთხრობილი იყო გამოგონილი რეალობა და ნაჩვენები იყო დამონტაჟებული
კადრები, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს ომიდან. 850 მოდელირებული „ქრონიკის“ წამყვანმა,
ჟურნალისტმა ლაშა ხარაზიშვილმა ყალბი საინფორმაციო გამოშვების დასაწყისში განაცხადა,
ფრიდომ ჰაუსი (Freedom House), ქვეყნები გარდამავალ პერიოდში 2010 - საქართველო, გვ. 223-224,
https://www.refworld.org/reference/annualreport/freehou/2010/en/77436
846 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2010, გვ. 297.
847 ჰიუმან რაითს უოჩი (Human Rights Watch), მსოფლიო ანგარიში 2011, თავი - მედიის თავისუფლება,
https://www.hrw.org/world-report/2011/country-chapters/georgia
848 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2010, გვ. 299.
849 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2010 წლის ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკაზე, ნაწილი II,
სამოქალაქო
უფლებები,
გამოხატვის
და
მედიის
თავისუფლება,
https://20092017.state.gov/j/drl/rls/hrrpt/2010/eur/154425.htm
850 https://www.youtube.com/watch?v=4NHit2BkPJI
845
283
რომ „ქრონიკა“ საგანგებო რეჟიმში განაგრძობდა მუშაობას და დასძინა – „რამდენიმე წუთის
წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული ახალგორის რაიონში დისლოცირებულმა
რუსეთის რეგულარული არმიის დაჯგუფებამ და სატანკო ბატალიონმა სრული საბრძოლო
მზადყოფნა გამოაცხადა. არ არის გამორიცხული, მათ გეზი დედაქალაქისკენ აიღონ“. ამ
საგანგაშო ტყუილის შემდეგ, მთელი 30 წუთის განმავლობაში, გადაცემის წამყვანი სხვადასხვა
ვიდეოკადრებს სთავაზობდა მაყურებელს და მთელი სიმძაფრით გადმოსცემდა ინფორმაციას
ქვეყანაში ვითომ მიმდინარე საომარი მოქმედებების შესახებ. კერძოდ, ის აცხადებდა, რომ
დაიბომბა თბილისის აეროპორტი, 31-ე ქარხნის დასახლება, ფოთის პორტი, გორისა და
სენაკის სამხედრო ბაზები; მიხეილ სააკაშვილი იყო მოკლული; მცხეთის მისადგომებთან
რუსულ სამხედრო შენაერთებთან პირველი შეტაკებები მოხდა და თბილისზე ტოტალური
შეტევა ხორციელდებოდა. ბოლოს კი დასძინა, რომ ცდილობდნენ საგანგებო რეჟიმში
მუშაობის გაგრძელებას, თუმცა, შეძლებდნენ თუ არა ეთერში გასვლას, არ იცოდნენ.
აღნიშნულის შემდეგ კადრში კვლავ „სპეციალური რეპორტაჟის“ სტუდია დაბრუნდა.
მართალია, გადაცემის დაწყებამდე ჟურნალისტმა ნათია კობერიძემ განაცხადა, რომ
„ქრონიკა“ მოდელირებული იყო, მაგრამ მომდევნო 30 წუთის განმავლობაში ამის შესახებ
მაყურებლისთვის დამატებით არავის უცნობებია. ასევე, გადაცემას თან არ ახლდა ტიტრები,
რაც მაყურებელს ამცნობდა გადაცემის მოდელირების შესახებ, ხოლო 2008 წლის აგვისტოს
ომის ამსახველი საარქივო მასალები ამის თაობაზე მითითების გარეშე იყო გამოყენებული და
რეალობად გასაღებული. ყოველივე აღნიშნულმა შეცდომაში შეიყვანა მაყურებელთა
უდიდესი ნაწილი, განსაკუთრებით ისინი, ვისაც გადაცემის დასაწყისში ჟურნალისტ ნათია
კობერიძის შესავალი სიტყვა არ მოუსმენია. 2010 წლის 25 მარტს, საქართველოს
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დაადგინა, რომ ჟურნალისტმა ნათია კობერიძემ
დაარღვია „საქართელოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ პირველი მუხლი, რომლის
თანახმად, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. 851
იმიტირებულმა გადაცემამ საზოგადოებას დიდი მორალური ზიანი მიაყენა. უფრო
მეტიც, გამოვლინდა სამი ოჯახი, რომლებმაც განაცხადეს, რომ მათი ოჯახის წევრის
სიცოცხლე მოდელირებულ „ქრონიკას“ ემსხვერპლა. 852
„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე შურისძიების
ნათელი მაგალითი იყო ე.წ. ფოტოგრაფების საქმე. 2011 წლის 7 ივლისს, ღამის საათებში,
ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს ევროპის პრესფოტოსააგენტო „ეპას“ (EuropeaNPressphoto
Agency) ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს
ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს 2010 წლის 25 მარტის N001 გადაწყვეტილება საქმეზე „რ.
ფ. ნათია კობერიძის წინააღმდეგ“, https://www.qartia.ge/ka/gadatsyvetilebebis-dzebna/article/29640-natia-koberidzemdaargvia-qartiis-pirveli-principi
852 http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=8170&lang=geo
851
284
ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე, რედაქცია „პრაიმ თაიმის“
ფოტორეპორტიორი ნათელა გედენიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის
ტერიტორიული სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით დევნოზაშვილი დროებითი
მოთავსების იზოლატორში, არაოფიციალურად, შეხვდა ცოლ-ქმარ ირაკლი და ნათელა
გედენიძეებს, რომლებსაც აშანტაჟებდა შვილების მომავლით და ნათელა გედენიძის
ინტიმური ხასიათის ფოტოს გავრცელებით. 853 ფსიქოლოგიური ზეწოლისა და დაშინების
შედეგად, მან ფოტორეპორტიორებისგან მიიღო წინასწარ შეთხზული აღიარებითი ჩვენებები
ჯაშუშურ ქსელში
გაათავისუფლეს.
მონაწილეობის
შესახებ,
რის
შედეგადაც,
ნათელა
გედენიძე
2011 წლის 9 ივლისს ზურაბ ქურციკიძე, გიორგი აბდალაძე და გიორგი გედენიძე
შესახლებულ იქნენ გლდანის №8 დაწესებულებაში, სადაც არაოფიციალურად, შეხვედრების
წესის უგულებელყოფით, დაწესებულების დირექტორ ალექსანდრე მუხაძის (მეტსახელად „კილერა“) ხელშეწყობით, დავით დევნოზაშვილი ხვდებოდა ზურაბ ქურციკიძესა და გიორგი
აბდალაძეს. ჯაშუშობის გამოგონილი ისტორიის ასახვის მიზნით, დავით დევნოზაშვილი
რამდენიმე საათის განმავლობაში აზეპირებინებდა შეთხზულ ჩვენებას. ფსიქოლოგიურ
ზეწოლის შედეგად, მათაც „აღიარეს“ ჯაშუშურ ქსელში მონაწილეობა – თითქოს ისინი
რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ და ინფორმაციას აწვდიდნენ მათ. როგორც
მოგვიანებით გიორგი აბდალაძემ განაცხადა, მას ემუქრებოდნენ, რომ „მის თვალწინ
გააუპატიურებდნენ პატიმრებს და შემდეგ მათთან საკანში ჩასვამდნენ.“ 854 მას ასევე
ემუქრებოდნენ შვილის მოკვლით, რომელზეც უკანონო თვალთვალი ჰქონდათ დაწესებული.
გიორგი
აბდალაძის
თქმით,
უფურთხებდნენ, რომ არ ეჭამათ.
გლდანის
№8
დაწესებულებაში
პატიმრებს
საჭმელში
855
ფოტორეპორტიორები დაკავებულნი იქნენ იმის გამო, რომ მათ გადაიღეს 2011 წლის 26
მაისის ღამეს რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევა, დასახიჩრებული, დაბორკილი და ძირს
დაყრილი მომიტინგეები და იმ ღამესვე ფოტომასალა თავიანთ დამსაქმებელს, ევროპის
პრესფოტოსააგენტო „ეპას“ გადაუგზავნეს. ამ გზით „ნაციონალური მოძრაობის“
ფსევდოდემოკრატიული იმიჯისთვის საზიანო ფოტოები საერთაშორისო მედიაში ელვის
სისწრაფით გავრცელდა. ფოტოგრაფების სისხლის სამართლის საქმე რომ ხელისუფლების
მხრიდან
უდანაშაულო
ადამიანებზე
შურისძიების
მაგალითი
იყო,
ამის
შესახებ
საერთაშორისო ორგანიზაციებმაც აღნიშნეს. ჰიუმან რაითს უოჩი აცხადებდა, რომ
ფოტოგრაფების მიმართ წაყენებული ბრალი პოლიტიკურად მოტივირებული იყო და
იხ. წინამდებარე დასკვნის თავი „პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების ხელყოფის უხეში ფაქტები“.
https://imedinews.ge/ge/samartali/11813/abdaladze-memuqrebodnen-rom-chem-tvaltsin-gaaupatiurebdnen-patimrebsda-mattan-chamsvamdnen
855
https://1tv.ge/news/giorgi-abdaladze-sakanshi-iyo-fsiqologiuri-wnekhi-rom-shvils-mogiklavo-machvenebdnen-chemidzmebis-suratebs-rom-es-ukve-samsakhuridan-gagdebulia-icode-gaganadgurebt-ojakhis-wevrebianado/
853
854
285
გამოთქვამდა ვარაუდს, რომ მათი დაპატიმრება 26 მაისის მოვლენების გაშუქებისთვის
სამაგიეროს გადახდას ისახავდა მიზნად. 856
მოცემულ საქმეზე, 2017 წელს, დავით დევნოზაშვილი და ალექსანდრე მუხაძე ცნობილ
იქნენ დამნაშავეებად. 857 2018 წლის 22 ნოემბერს კი, საქმის ხელახალი გამოძიების შედეგად,
ოთხივე ფოტორეპორტიორი ჯაშუშობის საქმეზე გამართლდა და უდანაშაულოდ იქნა
ცნობილი.
2012
წელი
უპრეცედენტო
მედიასაშუალებების
სიმრავლით
წარმომადგენელთა
გამოირჩეოდა,
რის
უფლებების
უმთავრეს
მიზეზსაც
დარღვევების
დაძაბული
წინასაარჩევნო პერიოდი წარმოადგენდა.
საარჩევნო წელს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, პირველ რიგში, ბიძინა
ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „ქართული ოცნების“ ფინანსური კონტროლის მიზნით,
საქართველოს კონტროლის პალატაში, საგანგებოდ, თავმჯდომარის 2011 წლის 30 დეკემბრის
N195/42
ბრძანებით,
858
შეიქმნა
პოლიტიკური
პარტიების
ფინანსური
საქმიანობის
მონიტორინგის სამსახური (შემდგომ - პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური),
რომლის ხელმძღვანელადაც მთავარი პროკურატურიდან საქართველოს იუსტიციის
მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის სანდო პირი, პროკურორი ნათია მოგელაძე გადაიყვანეს. 859
სახალხო დამცველმა 2012 წელს ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევისა და ხელშეშლის,
დაახლოებით, 50-მდე შემთხვევა შეისწავლა. განცხადებებისა და ფაქტების სიმრავლე,
განსაკუთრებით, 2012 წლის გაზაფხულიდან აღინიშნა, როდესაც საარჩევნო სუბიექტების
წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შევიდა. 860
გარდა
ჟურნალისტებისა,
წინასაარჩევნოდ
შეტევა
მიმდინარეობდა
თავად
ტელეკომპანიებზეც. 2012 წლის 18 მაისს თავდასხმის ობიექტი აღმოჩნდა ტელეკომპანია
„სტერეო პლუსი“, 861 რომლის მეწილე და დირექტორი დავით ზილფიმიანი იყო. კომპანიის
საქმიანობის სფეროს ჯერ კიდევ 2002 წლიდან 862 საერთო საეთერო მაუწყებლობა
წარმოადგენდა. თავდასხმის მიზეზი გახდა „სტერეო პლუსის“ მიერ მიხეილ სააკაშვილის
რეჟიმის მთავარი მოწინააღმდეგის, „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის
კუთვნილ ტელეკომპანია „მეცხრე არხთან“ 15 მაისს დადებული ხელშეკრულება, რომლის
თანახმადაც, „სტერეო პლუსს“ „მეცხრე არხის“ მაუწყებლობის გავრცელება საქართველოს
მთელ ტერიტორიაზე უნდა უზრუნველეყო.
ჰიუმან რაითს უოჩი (Human Rights Watch), მსოფლიო ანგარიში 2012, თავი - მედიის თავისუფლება,
https://www.hrw.org/world-report/2012/country-chapters/georgia
857 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის N1/834-17 განაჩენი; თბილისის სააპელაციო
სასამართლოს 2018 წლის 8 იანვრის N1/ბ-779-17 განაჩენი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 29
ივნისის N63აპ-18 განჩინება.
858 https://matsne.gov.ge/ka/document/view/1546800?publication=0
859 https://www.youtube.com/watch?v=DkLTuZQZS58
860 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2012 წ., გვ. 493.
861 https://www.youtube.com/watch?v=BVeUrtPXZYw
862 შპს „სტერეო+, ს/კ 204986408, https://enreg.reestri.gov.ge/main.php?m=new_index
856
286
თავად ტელეკომპანია „მეცხრე არხი“, არაერთი წლის პაუზის შემდეგ, ეთერში 2012 წლის
12 აპრილს გავიდა, მაგრამ მას მხოლოდ საკაბელო და სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზია
ჰქონდა და ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის მცირე ოდენობისთვის იყო ხელმისაწვდომი.
შესაბამისად, „სტერეო პლუსთან“ გაფორმებული ხელშეკრულება „მეცხრე არხის“
მოსახლეობის ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომობას ნიშნავდა, რაც „ნაციონალური
მოძრაობის“ გეგმებში არ შედიოდა. 9-წლიანი მმართველობის მანძილზე, მიხეილ სააკაშვილის
რეჟიმი მიზნად მუდამ იმას ისახავდა, რომ საზოგადოებას მხოლოდ ის ინფორმაცია მიეღო,
რომელიც
მისი
პოლიტიკური
მიზნებისთვის
ხელსაყრელი
და
ყალბი
რეალობის
ტირაჟირებისთვის აუცილებელი იყო.
შესაბამისად, „მეცხრე არხის“ ხელშეწყობისთვის „სტერეო პლუსის“ დასჯა გადაწყდა,
რისთვისაც ხელისუფლებამ გამოიყენა შპს „ტელეკომპანია I სტერეო“, რომელიც იმავე
შენობაში მდებარეობდა, რომელშიც „სტერეო+“ (თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N1, გეოფიზიკის
ინსტიტუტის შენობა) და რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი, ასევე, დავით
ზილფიმიანი იყო. აღსანიშნავია, რომ 2006 წელს „ტელეკომპანია I სტერეოს“ 65%-ის
მფლობელი გახდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, გელა ბეჟუაშვილისა და
საქართველოს პარლამენტის წევრის, დავით ბეჟუაშვილის მამის, რობერტ ბეჟუაშვილის
კომპანია შპს „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული კომპანია“. 863 ბეჟუაშვილებმა
კუთვნილი წილი 2011 წლის 30 დეკემბერს ვინმე ვასილ კობაიძეზე გაასხვისეს. 864
2012 წლის 18 მაისს დავით ზილფიმიანი, წესების დარღვევით, შეუთანხმებლად,
გადაყენებულ იქნა „ტელეკომპანია I სტერეოს“ დირექტორის პოზიციიდან და მის ნაცვლად
ბეჟუაშვილების წარმომადგენელი, ვასილ კობაიძე დაინიშნა. ვასილ კობაიძესა და შპს „დაცვის
სამსახურ მგლებს“ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც შპს „დაცვის სამსახურმა
მგლებმა“ იკისრა ვალდებულება, ანაზღაურების სანაცვლოდ, დაეცვა შპს „ტელეკომპანია I
სტერეოს“ შენობა. იმავე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის, ასევე, ამავე
სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებსა და შპს
„დაცვის სამსახური მგლების“ დირექტორს შორის შედგა შეთანხმება, თბილისში, მ. ალექსიძის
ქ. N1-ში მდებარე შენობის ბლოკირებასთან დაკავშირებით - შენობაში ნებისმიერი ადამიანის
შესვლა უნდა აკრძალულიყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციისა და
კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის შესაბამის თანამშრომლებს
გადაეცემოდათ შპს „დაცვის სამსახური მგლების“ უნიფორმა, ისინი დაცვის თანამშრომლების
სტატუსით შედიოდნენ შენობაში და ზღუდავდნენ ადამიანების შესვლას. 865
შენობაში არ შეუშვეს, ასევე, დავით ზილფიმიანი, რომელმაც შენობის ბლოკირებასთან
დაკავშირებით მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, მაგრამ ადგილზე მისული საპატრულო
პოლიციის თანამშრომლების მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2008 წლის მეორე ნახევარი, გვ. 173.
შპს „ტელეკომპანია I სტერეო“, ს/კ 211345613, https://enreg.reestri.gov.ge/main.php?m=new_index
865 https://www.youtube.com/watch?v=N4EgJvZv9cg
863
864
287
პარალელურად, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის, დათა
ახალაიას დავალების საფუძველზე, 2012 წლის 19 მაისს, დაახლოებით, 03:45 საათზე ტელერადიოცენტრის
დეპარტამენტის
ტექნიკურმა
დირექტორმა,
კონსტიტუციული
უფროსის მოადგილის, ვასილ ლელუაშვილის
უსაფრთხოების
მონაწილეობით,
სატელევიზიო ანძაზე ტელეკომპანია „სტერეო პლუსის“ სატელევიზიო სიგნალი გათიშა,
რამაც, ბუნებრივია, ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ მაუწყებლობის შეწყვეტაც გამოიწვია.
შენობის ბლოკირების პერიოდში, უცხო პირებს, რომლებსაც შპს „დაცვის სამსახური
მგლების“ დირექტორი შენობაში შესვლის ნებართვას აძლევდა, ტელეკომპანია „სტერეო
პლუსის“ მიერ დაკავებული ფართიდან პერიოდულად გაჰქონდათ სხვადასხვა ტექნიკური
საშუალებები. დაახლოებით 2 კვირის შემდეგ, შენობას ბლოკი მოეხსნა და აღმოაჩინეს, რომ
„სტერეო პლუსის“ ფართიდან დაკარგული იყო მთელი რიგი ტექნიკური საშუალებები,
დაზიანებული იყო დარჩენილი აპარატურა და ფართი.866
გარდა ამისა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სასწრაფო წესით
დაიწყო
ადმინისტრაციული
საქმისწარმოება
და
2012
წლის
7
ივნისის
N390/18
867
ტელეკომპანია
„სტერეო
პლუსი“
ადმინისტრაციულ
გადაწყვეტილებით
სამართალდამრღვევად ცნო. მას დაეკისრა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და მთაწმინდის
სატელევიზიო ანძაზე გათიშეს ტელეკომპანიის სიხშირე.
მაუწყებლობის
მიუხედავად,
განხორციელებაში
ტელეკომპანია
მსგავსი
„სტერეო
უხეში
პლუსმა“,
მეთოდებით
ხელშეშლის
შემაღლებულ
ადგილებზე
ავტოსატრანსპორტო საშუალებებში მოწყობილი მოძრავი გადამცემი სადგურების მეშვეობით,
მცირე შეფერხებებით, მაგრამ მაინც მოახერხა 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებამდე ფართო
საზოგადოებისთვის ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ მაუწყებლობის მიწოდება.
ტელეკომპანია „მეცხრე არხზე“ სხვა ფორმითაც მიმდინარეობდა ზეწოლა. მაგალითად,
სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დილიდან ღამემდე აყოვნებდნენ ტელეკომპანიის ტექნიკით
დატვირთულ სატვირთო მანქანებს, 868 ასევე, განბაჟების დროს შეგნებულად აზიანებდნენ
ძვირადღირებულ აპარატურას. 869
პოლიტიკური პარტიების
ფინანსური
მონიტორინგის
სამსახურის
მოთხოვნის
საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 2012 წლის 20 ივნისს დაიწყო
გამოძიება შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ (შემდგომში - „გლობალ ტვ“) მიერ
ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე, რასაც, ნათია მოგელაძის აზრით, კომპანია ახორციელებდა
საარჩევნო მიზნით, მის ბალანსზე რიცხული სატელიტური ანტენებითა და რესივერებით.
„გლობალ ტვ-ის“ დევნის რეალური მიზეზი კი ის იყო, რომ კომპანია რეგიონებში
სატელიტური ანტენების მეშვეობით ავრცელებდა „მეცხრე არხის“ სიგნალს და მასთან ერთად
ოპოზიციურ გზავნილებს. გამოძიების ფარგლებში, 2021 წლის 21 ივნისს დააყადაღეს
https://www.youtube.com/watch?v=Be-lIpmxTow
https://comcom.ge/ge/legal-acts/solutions/2012-390-18.page
868 https://www.youtube.com/watch?v=2iuhCjJkWk0
869 https://www.youtube.com/watch?v=q9CjQbIRLkI
866
867
288
„გლობალ ტვ-ის“ დაუმონტაჟებელი ანტენები, რესივერები, მიმღების თავაკები, რომლებიც
სხვადასხვა კომპანიის საწყობებსა და რეგიონებში ინახებოდა. 870
„გლობალ ტვ“ რეგიონებში არიგებდა სატელიტურ ანტენებს იმგვარი ხელშეკრულებების
საფუძველზე, რომ მოსახლეობას ერთი წლის შემდეგ უნდა დაეწყო 4 ლარის გადახდა
ყოველთვიურად, 871 რაც, გამოძიების თანახმად, შეიცავდა ამომრჩევლის მოსყიდვის
დანაშაულის ნიშნებს. გამოძიების ფარგლებში, „გლობალ ტვ-ის“ გარდა, 2012 წლის 11, 14 და
22 ივლისს ყადაღა დაედო ტელეკომპანია „მაესტროს“ მიერ საქართველოში შემოტანილ
ტექნიკურ საშუალებებსაც (სატელიტური ანტენები, რესივერები, მიმღების თავაკები). 872
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე განსაკუთრებით გახშირდა
ჟურნალისტების შეურაცხყოფისა და დაშინების შემთხვევები რეგიონებში. იმის ნაცვლად,
რომ გამოეძიებინათ საქმეები, განეხორციელებინათ სისხლისსამართლებრივი დევნა და
პასუხისგებაში მიეცათ პირები, რომლებიც ჟურნალისტების მუშაობას ხელს უშლიდნენ და
მედიის წარმომადგენლებს აშინებდნენ ან თავს ესხმოდნენ, სამართალდამცავი ორგანოების
ნებადართულმა გულგრილობამ მედიაზე თავდასხმისთვის დაუსჯელობის გარემო შექმნა.
2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რეგიონულ მედიას შეზღუდული
ჰქონდა პოლიტიკური მოვლენების სრულყოფილად გაშუქების შესაძლებლობა. 873
წინასაარჩევნოდ გამოიკვეთა რამდენიმე ტენდენცია: ჟურნალისტთა პროფესიულ
საქმიანობაში ჩარევა და ხელშეშლა, ჟურნალისტთა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა,
არათანაბარი დაშვება სხვადასხვა ღონისძიებაზე. მაგალითად, ოპოზიციურად განწყობილი
საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9-ის“ ჟურნალისტები 2012 წლის 4 ივლისს იმყოფებოდნენ
გორში პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად. სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა
ორმა პირმა მათ ვიდეოგადაღების შეწყვეტა მოსთხოვა და ვიდეოკამერის წართმევა სცადა.
ადგილობრივი მოსახლეობის განმარტებით, ერთ-ერთი პირი, რომელიც ვიდეოკამერის
წართმევას ცდილობდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი სამსონ ვანიშვილი
იყო. 874
მსგავს ფაქტს ჰქონდა ადგილი 2012 წლის 11 მაისსაც. კერძოდ, სტუდია „ჯი-ენ-ესის“
ჟურნალისტები, ზურაბ პატარიძე და ბელა ზაქაიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის
შენობასთან გამგებელთან გასაუბრების მიზნით მივიდნენ. ზურაბ პატარიძემ 20-30 მეტრის
რადიუსიდან გამგეობის შენობის კადრების გადაღება სცადა, რასაც დაცვის პოლიციის
თანამშრომლების მხრიდან აგრესია მოჰყვა. კერძოდ, მათ ზურაბ პატარიძეს გადაღება
აუკრძალეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკური შეურაცხყოფით დაემუქრნენ.
აღნიშნული დასტურდება ვიდეომასალით, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ უშლიან ხელს
https://www.youtube.com/watch?v=0rd4faV-oUE
https://civil.ge/ka/archives/150532
872 https://www.youtube.com/watch?v=qakP7vfNfkU
873 „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, საქართველოს რეგიონული მედია - ადგილობრივი
მეთვალყურე ზეწოლის ქვეშ, 2012, გვ. 3, 7, https://www.transparency.ge/ge/post/report/sakartvelos-regionuli-mediazetsola-ad
874 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2012 წ., გვ. 496.
870
871
289
დუშეთის გამგეობის დაცვის პოლიციის თანამშრომლები ზურაბ პატარიძესა და ბელა
ზაქაიძეს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში. 875
2012 წლის 15 ივნისს გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ასახული იყო კასპის
მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის რწმუნებული გიორგი იანვარაშვილის მიერ
საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9-ის“ ჟურნალისტების, შორენა ხაბალაშვილისა და გიორგი
ხუციშვილის, სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი. სოფლის რწმუნებული უცენზურო
სიტყვებით
მიმართავს
ჟურნალისტებს
და ოპერატორს
ვიდეოკამერის
დამტვრევით
ემუქრება.876
მუქარის ფაქტს ჰქონდა ადგილი ტელეკომპანია „მე-9 არხის“ ჟურნალისტ ნოდარ ჩაჩუას
მიმართაც. კერძოდ, 2012 წლის 23 ივლისს თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე, უცნობმა
პირებმა ჟურნალისტს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, აჩვენეს პირადი ცხოვრების
ამსახველი ვიდეოჩანაწერი და განუცხადეს, რომ მათი დავალებების შეუსრულებლობის
შემთხვევაში, ჩანაწერს გაასაჯაროებდნენ. 877
გარდა სიტყვიერი შეურაცხყოფის და მუქარისა, არ ერიდებოდნენ ჟურნალისტებისთვის
ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასაც. მაგალითისთვის, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი
2012 წლის 20 მაისს თიანეთში პოლიციამ იმ დროს დააკავა და მოგვიანებით სცემა, როცა იგი
თიანეთის პოლიციის განყოფილებას სურათებს უღებდა. გაზეთ „პ.ს.-ის“ ჟურნალისტ ირაკლი
ვაჩიბერაძეს სამთავრობო დაცვის თანამშრომლებმა სცემეს მას შემდეგ, რაც 2 მაისს ის შეეცადა,
გადაეღო სცენა, თუ როგორ ცდილობდნენ დაცვის თანამშრომლები ძალის გამოყენებით
ოპოზიციურად განწყობილი ქალბატონის გაყვანას ქუთაისის ოპერის თეატრის შენობიდან,
სადაც მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოდიოდა. მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და
ვიდეოკამერიდან
ყველა
სურათის
წაშლა
აიძულეს.
მიხეილ
სააკაშვილის
დაცვის
თანამშრომლებმა დააკავეს ჟურნალისტი ნათია დანელიშვილიც, რომელიც 2 მაისს ყვარლის
მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში პრეზიდენტის სტუმრობის გაშუქებას ცდილობდა. 878
მიხეილ სააკაშვილის დაცვამ ხელჩანთა და კამერა ჩამოართვა სააგენტო ,,თი-ეს-პრესის“
ჟურნალისტ იზა სალაყაიას მაშინ, როცა ის 3 მაისს ფოთში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის
გაშუქებას ცდილობდა. მას ხელს უშლიდნენ გადაადგილებასა და კადრების გადაღებაში, რის
შემდეგაც, მასთან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები მივიდნენ და ტერიტორიიდან, მისი
ნების საწინააღმდეგოდ, გაიყვანეს. 879
მსგავს ფაქტებს 2012 წლის გაზაფხულიდან მრავლად ჰქონდა ადგილი. თუმცა, როგორც
ჟურნალისტები აღნიშნავდნენ, მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხრიდან მხოლოდ სამთავრობო
იქვე, გვ. 496.
იქვე, გვ. 497.
877 იქვე, გვ. 497.
878 საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, საქართველოს რეგიონული მედია - ადგილობრივი მეთვალყურე
ზეწოლის ქვეშ, 2012 წ., გვ. 7, 9-10, https://www.transparency.ge/ge/post/report/sakartvelos-regionuli-media-zetsola-ad
879 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2012 წ., გვ. 498.
875
876
290
ტელევიზიებს - „რუსთავის 2-ს“, „იმედსა“ და საზოგადოებრივ მაუწყებელს არ ჰქონდა
ხელშეშლა. 880
უპრეცედენტოდ ჩაითვალა ფაქტები, როცა 2012 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში,
ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელს თავიანთივე კოლეგები
უშლიდნენ. მსგავსი ქმედებები, როგორც წესი, ახლად შექმნილი, უცნობი საინფორმაციო
სააგენტოების (მაგ., სააგენტო „მედია-ჯგუფი“) ჟურნალისტების მიერ ხორციელდებოდა.
გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ასეთი საინფორმაციო სააგენტოები ხელისუფლებისთვის
მიუღებელი ჟურნალისტების საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით იქმნებოდა. 881
ხელისუფლებისთვის
მიუღებელი
მედიის
წარმომადგენლების
გარდა,
მუქარის
მსხვერპლი ხდებოდა ის ადგილობრივი მოსახლეობაც, რომელიც კრიტიკულად განწყობილ
მედიასაშუალებებთან თანამშრომლობდა. მაგალითად, 2012 წლის აპრილში „კახეთის
საინფორმაციო ცენტრმა“ ინტერვიუ ჩაწერა ახმეტის მოსახლეობასთან. მოქალაქეს, რომელმაც
ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა აღდგენოდა თუ არა ბიძინა ივანიშვილს საქართველოს
მოქალაქეობა, რომელიც მას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წინასაარჩევნოდ შეუწყვიტა,
დადებითი პასუხი გასცა, ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა შეუთვალეს, რომ თავი
შეეკავებინა საჯარო პოლიტიკური განცხადებებისგან. არაერთმა მოქალაქემ დაადასტურა
მედიასთან საუბრის შიში, ზოგმა კი თავი შეიკავა პასუხის გაცემისაგან. გარდა ამისა, კახეთის
რეგიონში დაფუძნებული რადიო „ჰერეთის“
ინფორმაციით,
თელავის
წარმომადგენლის, გიორგი ალადაშვილის
მუნიციპალიტეტის
სოფელი
ჯუგაანის
მოსახლეობას,
ადგილობრივი ხელისუფლების შიშით, ეშინოდა ინტერვიუს მიცემა. 882
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თავის 2012 წლის ანგარიშში აღნიშნავდა, რომ
არაერთმა საკაბელო ტელევიზიის პროვაიდერმა თავი შეიკავა მათი მომსახურების პაკეტებში
ოპოზიციის მხარდამჭერი არხების დამატებისგან, მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვები ამ
არხების მიმართ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს აჩვენებდა.883
მედიის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში „ნაციონალურ მოძრაობას“ აქტიურად
უწყობდა ხელს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომ კომუნიკაციების კომისია). 884 „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 885 მე-5 მუხლის
მე-3 პუნქტის თანახმად, სხვა ფუნქციებთან ერთად, კომისიის ფუნქციებია: სალიცენზიო
პირობების დადგენა, ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება, ლიცენზიების მოქმედების
იქვე, გვ. 499.
იქვე, გვ. 500.
882 „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, საქართველოს რეგიონული მედია - ადგილობრივი
მეთვალყურე ზეწოლის ქვეშ, 2012, გვ. 17-18, https://www.transparency.ge/ge/post/report/sakartvelos-regionuli-mediazetsola-ad
883 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2012 წლის ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკაზე, ნაწილი II,
სამოქალაქო
უფლებები,
გამოხატვის
და
მედიის
თავისუფლება,
https://20092017.state.gov/documents/organization/204499.pdf
884 https://comcom.ge/ge/the-commission/about-commission
885 https://matsne.gov.ge/document/view/32866?publication=82
880
881
291
შეჩერება და განახლება, ლიცენზიების გაუქმება, სალიცენზიო პირობების შესრულებაზე
ზედამხედველობა და მისი კონტროლი, სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში,
ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება; სახელმწიფო
საკუთრებაში არსებული სიხშირული სპექტრის დადგენა და განაწილება კანონით
განსაზღვრული წესით; სიხშირეების მინიჭება. მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაციების
კომისია დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოა და არცერთ სახელმწიფო უწყებას არ
ექვემდებარება, გამოირკვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ის არათუ
დამოუკიდებელი არ იყო, პირდაპირ პოლიტიკური თანამდებობის პირთა ნების ასრულებას
ემსახურებოდა, რაც, უმეტესად, კანონმდებლობის დარღვევის ხარჯზე ხდებოდა.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად,
კომუნიკაციების კომისიას ევალებოდა, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, საზოგადოებრივი
აზრის შესწავლის საფუძველზე, განესაზღვრა ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტები,
რაც სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემის ან მოდიფიკაციისას საზოგადოების მოთხოვნების
გათვალისწინების
საფუძველი
უნდა
გამხდარიყო.
ტელერადიომაუწყებლობის
პრიორიტეტები ბოლოს 2004 წელს იყო განსაზღვრული და მას შემდეგ კვლევები არ
ტარდებოდა. უცაბედად, 2008 წლის 22 მაისს, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ
სამაუწყებლო ლიცენზიების გაცემისა და მოდიფიკაციის პროცესი შეჩერებულიყო იმ
მოტივით,
რომ
ტელერადიომაუწყებლობის
პრიორიტეტების
დადგენა
იყო
საჭირო.
გადაწყვეტილების მიღებიდან მხოლოდ 5 თვის შემდეგ, 2008 წლის 23 ოქტომბერს,
საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით, კომისიამ ხელშეკრულება სოციოლოგიური
კვლევის ცენტრ „ბი-სი-ჯი კვლევასთან“ გააფორმა. მიუხედავად ხელშეკრულებით გაწერილი
ვალდებულების შესრულების 6-თვიანი ვადისა, კომისიამ შესაბამისი კვლევის შედეგები 2010
წლის 15 სექტემბერს ჩაიბარა, ხოლო ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტები 2011 წლის
18 აპრილს დაამტკიცა. ამ პროცესში გამოიკვეთა მარეგულირებელი ორგანოს მიერ დროის
განზრახ გაჭიანურების არაერთი ფაქტი. 886
როგორც 2013 წელს საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობის
შედეგად აღმოჩნდა, კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით, „ბი-სი-ჯი კვლევას“ ჯერ კიდევ
2007 წელს ჰქონდა ჩატარებული კვლევა, რომლის თანახმადაც, მოსახლეობა უპირატესობას
ანიჭებდა საინფორმაციო და პოლიტიკურ გადაცემებს. ქვეყანაში, სადაც „ნაციონალური
მოძრაობის“ რეჟიმი პოლიტიკური გადაცემების ერთმანეთის მიყოლებით დახურვას უწყობდა
ხელს, მარეგულირებელი ორგანოსთვის მიუღებელი აღმოჩნდა კვლევის შედეგები და უარი
თქვა მასზე, გააუქმა კომპანია „ბი-სი-ჯი კვლევასთან“ ხელშეკრულება და არ მიიღო მისი
დასკვნა. 887
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, 2013 წ. (შემდგომ - საგამოძიებო კომისიის 2013 წლის დასკვნა), გვ. 3334.
887 საგამოძიებო კომისიის 2013 წლის დასკვნა, გვ. 38.
886
292
კომინუკაციების კომისიის ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად, 2011 წლამდე
შეჩერდა არა მხოლოდ სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემა, არამედ მოდიფიცირებაც.
შესაბამისად, შეჩერდა ლიცენზიით მოსარგებლე პირთა განვითარება, რამაც დიდი გავლენა
იქონია მედიის თავისუფლების ხარისხზე.
საბოლოოდ,
კომუნიკაციების
კომისიამ
2011
წელს
ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტები, რომლის თანახმადაც,
დაამტკიცა
მოსახლეობისთვის
პრიორიტეტული გასართობი გადაცემები იყო. აღნიშნული გადაწყვეტილება მაშინვე გახდა
მედიაექსპერტებისა და სამოქალაქო სექტორის კრიტიკის მიზეზი და საფუძვლიანადაც,
რადგან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ასევე, 2009-2011 წლებში საზოგადოებაში
არსებული უკმაყოფილების ფონზე, რთულად დასაჯერებელი ჩანდა, რომ მოსახლეობას
მხოლოდ გასართობი გადაცემების მოთხოვნილება ჰქონდა. 888
კანონმდებლობის მნიშვნელოვანი დარღვევა იყო ისიც, რომ კომუნიკაციების კომისია
სარგებლობდა ტელერადიომაუწყებლობის დამტკიცებული პრიორიტეტების არარსებობით
და თვითნებურად, საკუთარი შეხედულებით და ხშირად პოლიტიკური გადაწყვეტილების
შესაბამისად წყვეტდა ვისთვის მიეცა ან არ მიეცა ლიცენზია ან მოდიფიცირებაზე თანხმობა.
მაგალითად, 2008 წლის 16 მაისს ტელეკომპანია „ალანიაზე“ გაიცა კერძო საეთერო
მაუწყებლობის ლიცენზია, ხოლო იმავე ლიცენზიაზე 12 აპრილს ტელეკომპანია „მაესტროს“
უარი ეთქვა. ბუნებრივია, არცერთ შემთხვევაში დასაბუთებული გადაწყვეტილება არ
არსებობდა. 889
კერძოდ, ტელეკომპანია „მაესტროს“ 2007 წლის დეკემბერში შეტანილი ჰქონდა
განაცხადი ახალი ლიცენზიის მოპოვებაზე. კომუნიკაციების კომისიამ ამ მოთხოვნის
განხილვისთვის 30-დღიან ვადაში ტელეკომპანიას პასუხი არ შეატყობინა. 2008 წლის 20
მარტს, კომისიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემა „პროფესია ჟურნალისტის“ ეთერში
გასვლის გამო სანქცია დააკისრა (გაფრთხილება) და ამის საფუძველზე უთხრა უარი ახალი
ლიცენზიის გაცემაზე. 890 „პროფესია ჟურნალისტი“ 4 ჟურნალისტის ყოველდღიური
ცხოვრების ამსახველი გადაცემა იყო, რომელშიც გარკვეული დრო ცნობილ ადამიანებთან
ინტერვიუს ეთმობოდა. გადაცემა ეთერში გადიოდა ორი თვის განმავლობაში და
„მაესტროსთვის“ არავის მიუმართავს იმის შესახებ, რომ კანონს არღვევდა. ერთ დღეს კი
მოულოდნელად მიიღეს შეტყობინება, რომ ადმინისტრაციული საქმისწარმოება იყო
დაწყებული.
აღნიშნულის
საპირისპიროდ,
ტელეკომპანია
„ალანიამ“,
რომელიც
წლების
განმავლობაში ხელისუფლების ნებითა და ხელშეწყობით, ყველა წესის დარღვევით
მაუწყებლობდა,
უპრობლემოდ
მიიღო
ლიცენზია.
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
ინიციატივით, „ალანიამ“ 2005 წლიდან დაიწყო სიხშირული სპექტრით მაუწყებლობა და
დაფუძნების დღიდან სახელმწიფო სახსრებით ფინანსდებოდა. მას მხოლოდ 2008 წლის 16
იქვე, გვ. 39.
საგამოძიებო კომისიის 2013 წლის დასკვნა, გვ. 41-42.
890 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2008 წლის მეორე ნახევარი, გვ. 176.
888
889
293
მაისს მიენიჭა საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზია. შესაბამისად, ტელეკომპანია
სამართლებრივი
ჩარჩოს
მიღმა
ისე
მაუწყებლობდა,
რომ,
წლების
განმავლობაში,
კომუნიკაციების კომისიას არანაირი რეაგირება არ ჰქონია და ლიცენზიაც პირველი
მიმართვისთანავე მიაღებინა. ლიცენზიის მიღების შემდეგაც არ შეწყვეტილა ტელეკომპანია
„ალანიის“ მხრიდან კანონდარღვევები, რაზეც კომუნიკაციების კომისია ასევე თვალს
ხუჭავდა.891
სხვადასხვა მაგალითის შესწავლის შედეგად
გამოიკვეთა, რომ „ნაციონალური
მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში კომუნიკაციების კომისია იყო პოლიტიკურად
მიკერძოებული და მისი გადაწყვეტილებები - დისკრიმინაციული. კერძოდ, ერთსა და იმავე
დარღვევაზე
ზოგიერთი
ტელეკომპანიის
მიმართ
ხორციელდებოდა
შესაბამისი
ღონისძიებების გატარება, ხოლო ხელისუფლებასთან დაახლოებული და მისი ინტერესების
გამტარებელი ტელეკომპანიების დარღვევებზე რეაგირება არ ხდებოდა.
კომუნიკაციების
მმართველობის
კომისიის
წლებში
მედია,
ქმედებებმა
განაპირობა,
ფაქტობრივად,
სრულად
რომ
მიხეილ
სააკაშვილის
მონოპოლიზებული
იყო,
დამკვიდრებული იყო თვითცენზურა, მუდმივად ირღვეოდა კონსტიტუციით დაცული
გამოხატვისა და ჟურნალისტური თავისუფლება, ასევე, ინფორმაციის მიღების უფლება. 892
საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“
არ აღიარებდა დემოკრატიულ საზოგადოებაში მედიის თავისუფლების ფუნდამენტურ
პრინციპს, მიმღეობა არ ჰქონდა კრიტიკისა და ნებისმიერი განსხვავებული აზრისადმი, რის
გამოც, მან ჯერ კიდევ „ვარდების რევოლუციად“ წოდებული სახელმწიფო გადატრიალების
მოწყობამდე დაიწყო მუშაობა სხვადასხვა მედიასაშუალების ხელში ჩასაგდებად, რაც
წარმატებით განახორციელდა კიდეც. მედიის მონოპოლისტური კონტროლი „ნაციონალური
მოძრაობისა“ და მისი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის იმიჯისა და ხელისუფლების
შენარჩუნების საშუალება იყო. სანამ ინტერნეტზე წვდომა იყო დაბალი და მოსახლეობის
უმრავლესობისთვის ტელევიზია ინფორმაციის მიღების ძირითად წყაროს წარმოადგენდა,
მთავარი დარტყმა სწორედ სატელევიზიო მაუწყებლობის მესაკუთრეებმა და ჟურნალისტებმა
მიიღეს. შემდეგ, როცა
ინტერნეტგამოცემები გააქტიურდა და გაჩნდა კრიტიკული
ინტერნეტტელევიზიებიც, მათ მიმართ ცენზურის დაწესებისა და ფინანსური დასუსტების
ღონისძიებებმა, საბოლოოდ, ამ გამოცემების საზოგადოებრივ აზრზე გავლენის შემცირება
გამოიწვია. 893 გარდა ამისა, როგორც ზევით აღინიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა
ყურადღების მიღმა არც ბეჭდური მედია დატოვა, რომლის წარმომადგენლებიც მიხეილ
საგამოძიებო კომისიის 2013 წლის დასკვნა, გვ. 68-78.
საგამოძიებო კომისიის 2013 წლის დასკვნა, გვ. 12-13.
893 მძლავრი ინტერნეტგამოცემების, „presa.geსა“ და „აი-ტივი.ჯის“ მაგალითები მიმოხილულია მომდევნო
ქვეთავში.
891
892
294
სააკაშვილისა და მმართველობის მისეული მეთოდებისადმი ადრეული პერიოდიდანვე
სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი. 894
მედიასაშუალებების საკუთრების უფლების ხელყოფა
ტრადიციულ მედიასაშუალებებს შორის, საზოგადოებრივ აზრზე ყველაზე დიდ
გავლენას აუდიოვიზუალური მედია (რადიო, ტელევიზია) ახდენს, ვინაიდან მას ბევრად
უფრო სწრაფი და ძლიერი ეფექტი აქვს, ვიდრე ბეჭდურ პრესას (პედერსენი და ბაადსგაარდი
დანიის წინააღმდეგ, § 79). 895 გასაკვირი არ არის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“
ხელისუფლებაში მოსვლისთანავე სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის, მუქარით, დაიწყო
ლიცენზიის მფლობელი სატელევიზიო კომპანიების მესაკუთრეთა ჩანაცვლება მათი
ინტერესების გამტარებელი პირებით.896
ტელეკომპანიების მფლობელობის გაუმჭვირვალე ხასიათი არაერთხელ გახდა
საერთაშორისო ორგანიზაციების განხილვის საგანი. მაგალითად, ფრიდომ ჰაუსი ერთ-ერთ
ანგარიშში მიუთითებდა, რომ 2004 წელს ორი მაუწყებლის – „რუსთავის 2-სა“ და „მზის“
მფლობელების ცვლილება სახელისუფლებო ზეწოლის შედეგი იყო. მითითებული იყო, ასევე,
იმის შესახებ, რომ ბოლნისში მოქმედი „ტელეარხი 5-ის“ მფლობელი სახელმწიფო გახდა მას
შემდეგ, რაც მისმა ყოფილმა მეპატრონემ დათმო წილები. 897 ფრიდომ ჰაუსი ტელევიზიების
მესაკუთრეთა საკითხს პრობლემურად მიიჩნევდა სხვა ანგარიშშიც, სადაც აღნიშნავდა, რომ
კომპანიებში წილების მფლობელებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ურთიერთობების
შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა აჩენდა ეჭვს მაუწყებლების დამოუკიდებლობაზე.898
ტელეკომპანია „რუსთავი 2“
ტელეკომპანია „რუსთავი 2“ 899 დარეგისტრირდა 1996 წლის 27 აგვისტოს სამი
დამფუძნებლის – ეროსი კიწმარიშვილის, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მიერ.
2004 წლის განმავლობაში ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა და მისმა კუთვნილმა კომპანია
შპს „პანორამამ“ შეიძინეს „რუსთავი 2-ის“ წილები (60%-იანი წილის მფლობელი იყო ქიბარ
ხალვაში, ხოლო 40%-ის მფლობელი – შპს „პანორამა“).
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 20 მაისის N26 სხდომაზე ბონდო მძინარაშვილის ახსნა-განმარტების
სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
895 პედერსენი და ბაადსგაარდი დანიის წინააღმდეგ (Pedersen and Baadsgaard v. Denmark, [GC], no. 49017/99, ECHR
2004-XI), https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-67071
896 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2008 წლის პირველი ნახევარი, გვ. 85.
897 ფრიდომ ჰაუსი, ქვეყნები გარდამავალ პერიოდში 2006 - საქართველო, თავი - დამოუკიდებელი მედია,
https://www.refworld.org/reference/annualreport/freehou/2006/en/50850
898
ფრიდომ
ჰაუსი,
ქვეყნები
გარდამავალ
პერიოდში
2010
საქართველო,
გვ.
222,
https://www.refworld.org/reference/annualreport/freehou/2010/en/77436
899 შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“, ს/კ 211352016, https://enreg.reestri.gov.ge/main.php?m=new_index
894
295
2005 წლის 26 დეკემბერს ქიბარ ხალვაშმა კუთვნილი წილის 22% გაასხვისა შპს
„საქცემენტზე“, რომლის დამფუძნებელი იყო რობერტ ბეჟუაშვილი, საგარეო საქმეთა
მინისტრის, გელა ბეჟუაშვილისა და დეპუტატ დავით ბეჟუაშვილის მამა. აღნიშნული წილი
შპს „საქცემენტისგან“ 2006 წლის 13 სექტემბერს ისევ რობერტ ბეჟუაშვილის კომპანიამ – შპს
„ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიულ კომპანია“ 900 – შეიძინა.
2006 წლის 17 ნოემბერს, ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, ქიბარ ხალვაშმა
ტელეკომპანია „რუსთავი 2-ში“ დარჩენილი 38%-იანი წილი და შპს „პანორამამ“ კუთვნილი
40%-იანი წილი გაასხვისეს შპს „გეო-ტრანსზე“. ნასყიდობის ხელშეკრულებების თანახმად,
ქიბარ ხალვაშისა და შპს „პანორამის“ მიერ ტელეკომპანია „რუსთავი-2-ის“ წილები
გასხვისებულ იქნა 264 997 აშშ დოლარად (გაყიდვის მომენტისთვის 464 439 ლარად), რეალური
ღირებულება კი 7 323 689 ლარი იყო.
შპს „გეო-ტრანსმა“ 2006 წლის 29 ნოემბერს შპს „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიულ
კომპანიაზე“ გაასხვისა წილის 22%, რის შედეგადაც, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ში“ შპს „გეოტრანსის“ წილმა შეადგინა 55%, ხოლო შპს „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული
კომპანიის“ წილმა – 45%. 2006 წლის 1 დეკემბერს შპს „გეო-ტრანსსა“ და ბრიტანეთის
ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ კომპანია „Delgado Resources-ს“ (წარმომადგენელი
– ლევან ყარამანიშვილი) შორის გაფორმდა ტელეკომპანიის 55%-იანი წილის ნასყიდობის
ხელშეკრულება, ხოლო 2007 წლის 2 თებერვალს ხსენებული 55%-იანი წილი შეიძინა
მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებულმა კორპორაცია „გეომედია გრუპმა“.
წლების განმავლობაში ტელეკომპანიის წილების მფლობელები არაერთხელ
შეიცვალნენ. საბოლოოდ, 2011-2012 წლიდან „რუსთავი 2-ის“ წილების დიდი ნაწილი ძმები
ყარამანიშვილების ხელში აღმოჩნდა, კერძოდ, წილის 22%-ს ლევან ყარამანიშვილი ფლობდა,
18%-ს – მისი ძმა, გიორგი ყარამანიშვილი, 9%-ს – ნინო ნიჟარაძე (გიორგი გეგეშიძის ქვრივი),
ხოლო 51%-ს – ტელეკომპანია „საქართველო“ (ამ უკანასკნელს, ასევე, ფლობდნენ გიორგი და
ლევან ყარამანიშვილები).
აღსანიშნავია, რომ 2006 წლის შემდეგ, „რუსთავი 2-ის“ წილებზე საკუთრების უფლებას
ასხვისებდნენ მისი შეძენიდან მოკლე დროში (12 დღე, 14 დღე, 2 თვე, 5 დღე). წილის შემძენები
ერთმანეთთან დაკავშირებული კომპანიები ან პირები იყვნენ. რიგ შემთხვევაში, წილი
გასხვისებული იყო უსასყიდლოდ, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, წილის ნასყიდობის ფასთან
დაკავშირებით
ხელშეკრულებებში
ურთერთგამომრიცხავი
მითითებები
არსებობდა.
შესაბამისად, წილების ყოველი მორიგი გასხვისება მოჩვენებით ხასიათს ატარებდა და მიზნად
ისახავდა იძულებით ჩამორთმეული საკუთრების ნამდვილი მესაკუთრისთვის დაბრუნების
გართულებას.
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, 2015 წლის 4 აგვისტოს
„რუსთავი 2“-ის ყოფილმა მესაკუთრემ, ქიბარ ხალვაშმა სამოქალაქო დავა დაიწყო იმ
საფუძვლით, რომ 2005-2006 წლებში, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, შინაგან საქმეთა
შპს
„ჰოლდინგი
საქართველოს
https://enreg.reestri.gov.ge/main.php?m=new_index
900
ინდუსტრიული
კომპანია“,
ს/კ
205138493,
296
მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა აიძულეს,
გაესხვისებინა კუთვნილი წილები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში, რადგან არ მოსწონდათ
ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით 901
დიდმა პალატამ ერთხმად მიიჩნია, რომ 2005 წლის 26 დეკემბერსა და 2006 წლის 17 ნოემბერს
დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები იძულებით დადებული გარიგებები იყო. ქიბარ
ხალვაშის მიმართ განხორციელებული იძულება საჯაროდ არაერთხელ გაცხადდა, მათ შორის,
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2009 წლის ანგარიშშიც აისახა. 2009 წლის 21 აპრილს მას
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში პოლიტიკური თავშესაფარი მიეცა, ხოლო 2012 წლის
5 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირის
სტატუსი მიენიჭა. 902 საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გააუქმა სსიპ საჯარო რეესტრის
ეროვნულ სააგენტოში მანამდე განხორციელებული წილის რეგისტრაციები და ტელეკომპანია
„რუსთავი 2-ის“ 60%-იანი წილის მესაკუთრედ ცნობილ იქნა ქიბარ ხალვაში, ხოლო 40%
წილის მესაკუთრედ – შპს „პანორამა“.
ამ პერიოდში, მიტაცებული „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი იყო
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს გენერალური პროკურორის
ყოფილი მოადგილე და ყოფილი იუსტიციის მინისტრი, ნიკა გვარამია, რომელიც ტელეარხის
ეთერით გადასცემდა ინფორმაციას, თითქოს „ქართული ოცნება“ ორკესტრირებულ კამპანიას
ახორციელებდა „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ და კრიტიკული მედიასაშუალების გაჩუმება
სურდა. ტელეკომპანიამ, ძმებ ყარამანიშვილებთან და „ტელეკომპანია საქართველოსთან“
ერთად, 2017 წლის 3 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება
ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრეს. თუმცა, სტრასბურგის სასამართლომ არ გაიზიარა
მათი მოსაზრებები და 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება
არ არღვევდა კონვენციით დაცულ, სამართლიანი სასამართლოსა და საკუთრების უფლებებს.
მან სრულად გაიზიარა ქიბარ ხალვაშის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტის
დამადასტურებელი მტკიცებულებები. ევროპულმა სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ
ტელეკომპანიის
დირექტორი
მოსამართლეებს,
ისე
მართლმსაჯულების
ნიკა
გვარამია
თავს
ესხმოდა
როგორც
საქართველოს
სასამართლო
სისტემას,
რაც
განხორციელების
ხელშეშლის
მცდელობად
კონკრეტულ
მიჩნეულ
და
იქნა
სასამართლო
შუამდგომლობების შეტანის უფლების ბოროტად გამოყენებად (შპს „სამაუწყებლო კომპანია
რუსთავი 2“ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, §§ 299, 347, 353, 357, 363).
საქართველოს უზენაესის სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-664635-2016, https://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/didi-palata-02.03.2017.pdf
902 იხ. საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილება N76-Iს პოლიტიკური ნიშნით
დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ.
901
297
ტელეკომპანია „იმედი“
როგორც უკვე აღინიშნა, სახელისუფლებო გავლენისგან თავისუფალ, ყველაზე მსხვილ
ტელეკომპანია „იმედზე“ შტურმი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2007 წლის 7 ნოემბერს
განახორციელა.
პატარკაციშვილსა
ამის
შემდეგ,
25
დეკემბერს,
და
შინაგან
საქმეთა
ხელისუფლებამ
სამინისტროს
გაავრცელა
სპეციალური
ბადრი
ოპერატიული
დეპარტამენტის დირექტორ ერეკლე კოდუას შორის გამართული შეხვედრის ფარული
აუდიოჩანაწერის არასრული, გაყალბებული ვერსია, რაც იყო ტელეარხის დაშლისა და
საზოგადოებაში
ბადრი
პატარკაციშვილის
რეპუტაციისთვის
ზიანის
მიყენებისაკენ
მიმართული ქმედება. არაერთი ჟურნალისტი წამოეგო ამ პროვოკაციას და „იმედი“ დატოვა.
26 დეკემბერს ტელეკომპანიამ მაუწყებლობა შეაჩერა.
საბოლოოდ, 2008 წლის თებერვალში, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების
შემდეგ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტელეკომპანიის ხელში ჩაგდება გადაწყვიტა. მოცემული
დროისთვის, ტელეკომპანია „იმედის“ 903 100%-იანი წილის მესაკუთრე სს „ი-მედია“ იყო,
რომლის 65%-იანი წილი ეკუთვნოდა სს „GMGG-ს”, ხოლო ამ უკანასკნელის 70%-იანი წილის
მფლობელი იყო გიორგი ჯაოშვილი. გიორგი ჯაოშვილი აღიარებდა, რომ სინამდვილეში ის
აქციების ნომინალური მფლობელი იყო და საკუთრება რეალურად ბადრი პატარკაციშვილს
ეკუთვნოდა. 904
2008 წლის 19 თებერვალს გიორგი ჯაოშვილი ნოტარიუსთან მოტყუებით მიიყვანეს,
სადაც მას შეიარაღებული პირები დახვდნენ. ზეწოლის შედეგად, მან ხელი მოაწერა
ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც სს „GMGG-ში“ კუთვნილი წილი 450
000 ლარად ბადრი პატარკაციშვილის ნათესავს, ჯოზეფ ქეის (იგივე სოსო კაკიაშვილი)
მიჰყიდა. 905 ჯოზეფ ქეის მეშვეობით კი, 2008 წლის ბოლოს, ტელეკომპანია „იმედის“ წილები
„ნაციონალური მოძრაობისთვის“ სასურველ პირებზე გადაფორმდა. 906
2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ქ. თბილისის მერის, გიგი უგულავას,
შუამავლობით, და მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით, ტელეკომპანიის გენერალურმა
დირექტორმა, საქართველოს ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი არველაძემ ირაკლი
რუხაძეს ტელეკომპანიის მართვა დაუბრუნა და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრები 17
ოქტომბერს ტელეკომპანიაში შევიდნენ. 907
შპს „ტელეიმედი“, ს/კ 202188612, https://enreg.reestri.gov.ge/main.php?m=new_index
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2008 წლის მეორე ნახევარი, გვ. 177.
905 https://www.youtube.com/watch?v=z1QVusDPqdM
906 https://www.youtube.com/watch?v=42PNK3DbluM
907 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 21 მაისის N27 სხდომაზე ირაკლი რუხაძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
903
904
298
ტელეკომპანია „იბერია ტვ“
2004 წელს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა და მისმა
მოადგილე გიორგი ლაცაბიძემ ტელეკომპანია „იბერია ტვ-ის“ მესაკუთრეებს წილები
იძულებით დაათმობინეს და დავით კაკაურიძეს გადასცეს.
კერძოდ, პროკურატურაში 2004 წლის 26 იანვრიდან მიმდინარეობდა გამოძიება,
რომლის ფარგლებშიც საგამოძიებო ორგანო სწავლობდა „ომეგა ჯგუფში“ შემავალი
კომპანიების სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორებისა და საბაჟო კონტროლის წესების
დარღვევის საკითხებს; დალუქული იყო კომპანიების ინვენტარი და პროდუქცია, ხოლო
ტერიტორიაზე განლაგებული იყო სპეცრაზმი.
2004 წლის შემოდგომაზე გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი ლაცაბიძემ
თავის სამუშაო ოთახში, „ომეგა ჯგუფის“ კომპანიების მიმართ შექმნილი პრობლემების
დასრულებისა
და
საგადასახადო
რევიზიით
დაკისრებული
გადასახადების
რესტრუქტურიზაციის პირობით, „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენელ ლევან აღდგომელაშვილს
კატეგორიულად მოსთხოვა „იბერია ტვ-ის“ სამაუწყებლო ლიცენზიის დათმობა. ლევან
აღდგომელაშვილმა შეხვედრის დეტალების შესახებ აცნობა კომპანიის დამფუძნებლებს –
ნიკოლოზ ასანიძესა და ალექსანდრე ლაცაბიძეს, რომლებმაც საკითხი „ომეგა ჯგუფის“
მფლობელთან, ზაზა ოქუაშვილთან შეათანხმეს. ვინაიდან აღნიშნული პირობის შესრულება
„ომეგა ჯგუფის“ ბიზნესის გადარჩენისა და საქმიანობის გაგრძელების ერთადერთი გზა იყო,
ისინი იძულებულები გახდნენ, ლიცენზია დაეთმოთ.
პარალელურად, იმავე პერიოდში, ზურაბ ადეიშვილმა დაიბარა კომუნიკაციების
კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი ქიტოშვილი და განუცხადა, რომ „იბერია ტვ-ის“
მაუწყებლობის შეწყვეტის მიზნით, მისი ლიცენზია ხელისუფლებისთვის სანდო პირზე უნდა
გადაფორმებულიყო
და
დაავალა
გადაფორმებასთან
დაკავშირებული
იურიდიული
საკითხების მოგვარება. 2004 წლის 7 დეკემბერს ლევან აღდგომელაშვილი და „იბერია ტვ-ის“
დამფუძნებლები – ნიკოლოზ ასანიძე, ალექსანდრე ლაცაბიძე და ქეთევან ფანქველაშვილი
დაიბარეს ნოტარიუს ნუნუ გინტურთან, სადაც ხელი მოეწერა დიმიტრი ქიტოშვილის მიერ
წინასწარ მომზადებულ დოკუმენტებს. შედეგად, შპს „ილიონმა“ (დირექტორი ქეთევან
ფანქველაშვილი) შპს „იბერია ტვ-ში“ თავისი 25%-იანი წილი 500 ლარად მიჰყიდა დავით
კაკაურიძეს. იმავე დღეს, პარტნიორთა კრების ოქმით, შპს „იბერია ტვ“ ორ სუბიექტად დაიყო
და სამართალმემკვიდრეებად გამოცხადდნენ შპს „ტელეკომპანია აისი“ – ტელელიცენზიის
ნაწილში, რომელსაც გადაეცა ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზია და შპს „იბერია ტვ“ –
დანარჩენი ქონების ნაწილში. „ტელეკომპანია აისის“ დირექტორი, 100%-იანი წილის
მფლობელი და ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის მესაკუთრე გახდა დავით კაკაურიძე.
აღნიშნულის შემდეგ, მთავრობის დადგენილებით „ომეგა ჯგუფში“ შემავალ კომპანიებზე
დარიცხული 21 503 569 ლარის რესტრუქტურიზაცია განხორციელდა 5 წლის პერიოდზე,
ხოლო სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა დატოვეს „ომეგა ჯგუფის“
ტერიტორია.
299
2006 წლის 24 თებერვალს, დიმიტრი ქიტოშვილის მითითებითვე, დავით კაკაურიძემ
შპს „ტელეკომპანია აისის“ 100%-იანი წილი დიმიტრი ქიტოშვილის მეორე მეგობარ ბიძინა
ნიჟარაძეზე გაასხვისა. 2007 წლის 12 სექტემბერს კი, ზურაბ ადეიშვილის მითითებით,
დიმიტრი ქიტოშვილმა „ტელეკომპანია აისი“ ბიძინა ნიჟარაძეს ზურაბ ადეიშვილთან
დაკავშირებულ პირზე, იოსებ მგელაძეზე გადააფორმებინა, რომელმაც, თავის მხრივ, 2012
წლის 21 თებერვალს შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშნ გრუპს“ გადასცა. ლიცენზიის იძულებით
დათმობას შედეგად მოჰყვა დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ფუნქციონირების შეწყვეტა და
1 000 000 ლარი ზარალი.
მოცემულ საქმეზე, 2020 წელს, ზურაბ ადეიშვილი და გიორგი ლაცაბიძე ცნობილ იქნენ
დამნაშავეებად უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. 908
ტელეკომპანია „202“
არასასურველი მედიასაშუალების მაუწყებლობის აღკვეთის ერთ-ერთი თვალსაჩინო
მაგალითი იყო, ასევე, ტელეკომპანია „202-ის“ ეთერიდან გაქრობა. ტელეკომპანია „202“ „ტვ
33“-ის სიხშირით მაუწყებლობდა. როგორც უკვე აღინიშნა, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა
მინისტრების მიერ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად და „ნაციონალური მოძრაობის“
დეპუტატის, კობა ბექაურის ძალისხმევით, 2005 წლის 27 აგვისტოს, დაპატიმრებულ იქნენ
„202-ის“ დამფუძნებლები და მფლობელები, შალვა რამიშვილი და დავით კოხრეიძე. „202-ის“
მაუწყებლობის საბოლოოდ შესაჩერებლად კი, 2006 წელს, „ტვ 33“-ის მესაკუთრემ,
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ვარლამ (ვაჟა) კილაძემ კომპანია ვინმე ჰანს
ალტენბურგს მიჰყიდა. 2007 წლის 12 თებერვლიდან არხის 100%-იანი მეწილე გახდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის მეგობარი და გიგა ბოკერიას
ქვისლი კახაბერ ნინუა, რომელმაც კომპანია ჰანს ალტენბურგისგან 560 000 აშშ დოლარად
შეიძინა. კახაბერ ნინუას სახელი ფიგურირებდა ტელეკომპანია „ობიექტივი 2-ის“ საქმეშიც –
ტელევიზიის ბოლო მესაკუთრის, გურამ კვირიკაშვილის განცხადებით, სწორედ კახაბერ
ნინუას
რეკომენდაციითა
და
შუამდგომლობით
მოხდა
გურამ
კვირიკაშვილზე
ტელეკომპანიის წილის გადაფორმება. ამის შემდეგ „ტვ 33-ს“ მფლობელი რამდენჯერმე
შეეცვალა. 2007 წლის 7 აგვისტოს, კახაბერ ნინუას მიერ ტელევიზიის გასხვისების შემდეგ,
კომპანიას შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა ტელეკომპანია „საქართველო“. მის მთავარ
დამფინანსებლად თავდაცვის სამინისტრო იქცა - სწორედ სამინისტროსთან ფორმდებოდა
ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც, ტელეკომპანიას უნდა გამოეყო საეთერო დრო
სამხედრო-პატრიოტული
სულისკვეთების
ამაღლების,
შეიარაღებული
ძალების
აღმშენებლობის პროცესის ხელშეწყობის, სამხედრო სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და
წინსვლაზე საზოგადოების ფართო ფენების უკეთ ინფორმირებულობის მიზნით. 2008 წლის
908 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 5 მარტის N1/29021-16 განაჩენი; თბილისის სააპელაციო
სასამართლოს 2021 წლის 4 მარტის N1ბ/1032-20 განაჩენი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 11
ნოემბრის N408აპ-21 განჩინება.
300
თებერვალში 560 000 აშშ დოლარად კომპანია შეიძინა გიორგი გეგეშიძემ, რომელიც
იმავდროულად სარეკლამო კომპანია შპს „მაგი სტილი მედიის“ დამფუძნებელი და „რუსთავი
2-ის“ დირექტორის, ირაკლი ჩიქოვანის ბიზნესპარტნიორი იყო. მოგვიანებით, 2009 წლის 19
მარტს გიორგი გეგეშიძეს დირექტორის პოსტზე ჩაენაცვლა თამარ სტეფანიშვილი –
ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული შპს „დენტალ იუნიონის“ წარმომადგენელი,
რომელიც 2009 წლიდან კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა. დირექტორის
ცვლილება გამოწვეული იყო გიორგი გეგეშიძის ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დირექტორად
დანიშვნით მას შემდეგ, რაც ირაკლი ჩიქოვანი კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე
გახდა. 2011 წელს ტელეკომპანია „საქართველოს“ 100%-იანი წილის მფლობელი გახდა
მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ცეზარ ჩოჩელის ძმა, იაგო ჩოჩელი.
საბოლოოდ, 2012 წელს ტელეკომპანია აღმოჩნდა ძმები ყარამანიშვილების ხელში, რომლებიც
2006
წელს
ბიზნესმენ
ქიბარ
ხალვაშისთვის
წართმეული
„რუსთავი
2-ის“
წილის
მნიშვნელოვანი ნაწილის მესაკუთრეებიც იყვნენ. 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნების
შემდეგ, ტელეკომპანია „საქართველომ“ „რუსთავი 2-ში“ იყიდა 51%-იანი წილი, ხოლო მისი
ლიცენზიები
სხვა
ტელევიზიის
საკუთრება
გახდა.
შესაბამისად,
ტელეკომპანია
„საქართველო“, რომელიც სრულად სახელმწიფოს მიერ იყო შექმნილი და დაფინანსებული
მოსახლეობაში სამხედრო-პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მიზნით, საერთოდ
გაქრა და სხვა, ზოგადი მაუწყებლობის მქონე კერძო კომპანიის ნაწილი გახდა. ამასთანავე,
ტელევიზიამ უარი თქვა საკუთარ ლიცენზიებზეც და ისინი სხვას გადასცა, ხოლო ქონება,
რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით იყო შეძენილი, სრულად
გადასცა „რუსთავი 2-ს“, რომელიც, მოცემულ დროს, კვლავ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა
მიტაცებული. 909
ტელეკომპანია „მზე“
ტელეკომპანია „მზე“ 910 2002 წლის 16 ივლისს დააფუძნეს ზურაბ ზედგინიძემ, ლევან
ყუბანეიშვილმა, კახი ბექაურმა და ელდარ მდინარაძემ. მოგვიანებით, 2003 წლის 18
სექტემბერს და 18 დეკემბერს, ტელეკომპანიის 15,2%-იანი წილი ივანე ჩხარტიშვილმა
შეისყიდა. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 19 სექტემბრის
დადგენილებით, შპს „მზეს“ შეეცვალა სახელწოდება და გახდა შპს „ტელეკომპანია მზე“.
აღნიშნულის შემდეგ, წილთა გადანაწილება არაერთხელ განხორციელდა. 2004 წლიდან კი
დაიწყო ტელეკომპანიის წილების შესყიდვა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებასთან
დაკავშირებული პირების/კომპანიების მიერ.
2004 წლის 28 მაისსა და 2005 წლის 16 სექტემბერს შპს „ტელეკომპანია მზის“ 93%-იანი
წილი შეიძინა შპს „საქცემენტმა“, რომლის დამფუძნებელი იყო რობერტ ბეჟუაშვილი, საგარეო
909
910
საგამოძიებო კომისიის 2013 წლის დასკვნა, გვ. 85-92.
შპს „ტელეკომპანია მზე“, ს/კ 206119387, https://enreg.reestri.gov.ge/main.php?m=new_index
301
საქმეთა მინისტრის, გელა ბეჟუაშვილისა და დეპუტატ დავით ბეჟუაშვილის მამა. 2005 წლის
26 დეკემბერს შპს „საქცემენტისგან“ შპს „ტელეკომპანია მზის“ 78%-იანი წილი შეიძინა
ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა. 2006 წლის 13 სექტემბერს, შპს „საქცემენტმა“ ტელეკომპანიაში
დარჩენილი 15% გაასხვისა რობერტ ბეჟუაშვილის შპს „ჰოლდინგ საქართველოს
ინდუსტრიულ კომპანიაზე“. იმავე დღეს, იმავე კომპანიამ შპს „ტელეკომპანია მზის“ 7%-იანი
წილი შეისყიდა გელა კობაიძისგან. თუმცა, ქიბარ ხალვაშს აიძულეს, 2006 წლის 17 ნოემბერს,
მისი კუთვნილი წილი გაესხვისებინა შპს „გეო-ტრანსზე“. შპს „გეო-ტრანსმა“ კუთვნილი 78%იანი წილიდან 55% 2006 წლის 29 ნოემბერს გაასხვისა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე
რეგისტრირებულ კომპანია „Delgado Resources-ზე“ (წარმომადგენელი – ლევან
ყარამანიშვილი), ხოლო 1 დეკემბერს დარჩენილი 23% – შპს „ჰოლდინგი საქართველოს
ინდუსტრიულ კომპანიაზე“. კომპანია „Delgado Resources-მა“ 2007 წლის 2 თებერვალს
ტელეკომპანიის
კუთვნილი
55%-იანი
წილი
გაასხვისა
მარშალის
კუნძულებზე
რეგისტრირებულ კორპორაცია „გეომედია გრუპზე“.
ოფშორულმა კომპანია „გეომედია გრუპმა“ და ბეჟუაშვილების კომპანია შპს „ჰოლდინგი
საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ ტელეკომპანია „მზეში“ წილები გადაინაწილეს
ზუსტად იმავე პროპორციით, როგორც „რუსთავი 2-ში“ – 55% და 45%.
„ტელეკომპანია მზესთან“ მიმართებაშიც ნათლად ჩანდა სახელმწიფო რეკეტის კვალი,
მით უმეტეს, რომ გამოყენებული მეთოდებისა და მოქმედი პირების მხრივ, ყველაფერი იყო
უცვლელი. 911
„ტელეკომპანია ობიექტივი 2“
2001 წლის 9 თებერვალს შპს „ტვ 33-ის“ ნატურით გაყოფის შედეგად შეიქმნა, მოიპოვა
N499 ლიცენზია და დაიწყო მაუწყებლობა 35-ე სატელევიზიო არხზე. მისი პროგრამები,
ძირითადად, მხატვრულ ფილმებს მოიცავდა. 2004 წლის 3 სექტემბერს შპს „ობიექტივს“
ნატურით გამოეყო შპს „ტელეკომპანია ობიექტივი 2“, 912 რომელსაც გადაეცა სამაუწყებლო
სიხშირეც. კომუნიკაციების კომისიაში შპს „ტელეკომპანია ობიექტივი 2-ის“ 100%-იანი წილის
მფლობელს, ქეთევან ასათიანს მოსთხოვეს წილის დათმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში,
პრობლემების შექმნით დაემუქრნენ. ქეთევან ასათიანმა 2004 წლის 24 სექტემბერსა და 2
ნოემბერს ტელეკომპანიის 51% წილი გადააფორმა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის,
დიმიტრი ქიტოშვილის მეგობარსა და მეზობელზე, დავით კაკაურიძეზე. 2005 წლის 13
აპრილს შპს „ტელეკომპანია ობიექტივი 2-მა“ განცხადებით მიმართა კომუნიკაციების
კომისიას და მოითხოვა ლიცენზიის სახეობის მოდიფიცირება. მისი მოთხოვნა 2005 წლის 17
ივნისის N385/2 გადაწყვეტილებით 913 დაკმაყოფილდა და საერთო სახეობის ლიცენზია
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2008 წლის მეორე ნახევარი, გვ. 172.
შპს „ტელეკომპანია ობიექტივი 2“, ს/კ 205046065, https://enreg.reestri.gov.ge/main.php?m=new_index
913 https://comcom.ge/ge/legal-acts/solutions/2005-385-2.page
911
912
302
მოდიფიცირდა სპეციალიზებულ (ტელეშოპინგი) სახეობად. ამის შემდეგ, 35-ე არხით არათუ
საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური, არამედ ტელეშოპინგის გარდა სხვა
თემატიკის პროგრამები აღარ გადიოდა.914
ტელეკომპანიის მეწილეების შემდგომი ცვლილება 2007 წლის 13 სექტემბერს
განხორციელდა, როცა დავით კაკაურიძემ თავისი წილი ნოდარ ჭარხალაშვილს მიჰყიდა,
რომელმაც, თავის მხრივ, 2008 წლის 13 თებერვალს წილი გადასცა ბიზნესმენ გურამ
კვირიკაშვილს. მანამდე კი კომუნიკაციების კომისიას 2008 წლის 5 თებერვალს და 12
თებერვალს განცხადებებით მიმართა დავით კაკაურიძემ და მოითხოვა შპს „ტელეკომპანია
ობიექტივი 2-ის“ საეთერო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაუქმება. კომუნიკაციების
კომისიის 2008 წლის 21 მარტის N158/4 გადაწყვეტილებით, 915 „ტელეკომპანია ობიექტივი 2-ის“
N499 ლიცენზია გაუქმდა; შესაბამისად, ლიცენზია კომუნიკაციების კომისიას დაუბრუნდა და
მოგვიანებით, იგი შინაგან საქმეთა სამინისტროზე დამოკიდებულმა ტელეკომპანია „ალანიამ“
შეიძინა. 916
შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანია“
შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანია“ 917 1995 წლის 29 დეკემბერს დაფუძნდა და მისი
მიზანი ტელე-რადიოპროდუქციის წარმოება იყო. 2007 წლის 24 იანვრის მდგომარეობით,
ტელეკომპანიის წილები შემდეგნაირად იყო გადანაწილებული: ოთარ ჩხარტიშვილი – 20%,
ნაირა კვესელავა – 14%, ილია ინჯია – 66%. 2007 წლის 22
იანვარს,
„ევრიკა
ტელერადიოკომპანიამ“, რომელსაც მოპოვებული ჰქონდა როგორც სატელევიზიო, ისე
რადიომაუწყებლობის ლიცენზია, ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების
საფუძველზე, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას
გადასცა
არხის
შინაარსობრივი
უფლებამოსილება.
თუმცა,
მხარისა
და
კომუნიკაციების
სარეკლამო
პოლიტიკის
განსაზღვრის
კომისიის
თავმჯდომარის,
დიმიტრი
ქიტოშვილის მოთხოვნით, 2007 წლის 24 იანვარს ილია ინჯიამ ტელეკომპანიაში კუთვნილი
66%-იანი წილიდან 51% 1 000 ლარად იძულებით გაასხვისა დიმიტრი ქიტოშვილის მეგობარ
ბიძინა ნიჟარაძეზე. ამ უკანასკნელმა 2007 წლის 13 სექტემბერს ტელეკომპანიაში კუთვნილი
51%-იანი წილი აჩუქა ბექა პაატაშვილს, ხოლო აღნიშნული წილი ბექა პაატაშვილმა 2008 წლის
13 თებერვალს 1 020 ლარად დაუთმო გიორგი გეგეშიძეს, რომელიც იმავდროულად
სარეკლამო კომპანია შპს „მაგი სტილი მედიის“ დამფუძნებელი და „რუსთავი 2-ის“
დირექტორის, ირაკლი ჩიქოვანის ბიზნესპარტნიორი იყო.
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2008 წლის პირველი ნახევარი, გვ. 398-399.გენ
https://comcom.ge/ge/legal-acts/solutions/2008-158-4.page
916 საგამოძიებო კომისიის 2013 წლის დასკვნა, გვ. 79-84.
917 შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანია“, ს/კ 203844723, https://enreg.reestri.gov.ge/main.php?m=new_index
914
915
303
ინტერნეტგამოცემები „PRESA.GE“ და „ITV.GE“
როგორც უკვე აღინიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა უმთავრესი დარტყმა
სატელევიზიო მაუწყებლობის კომპანიებზე განახორციელა. თუმცა, როგორც კი მედია
სივრცეში ოპოზიციური ინტერნეტგამოცემები გაჩნდა, ბრძოლა მათ წინააღმდეგაც დაიწყო.
მაგალითისთვის, გამოცდილმა ჟურნალისტმა და რედაქტორმა გიორგი იაკობაშვილმა
(ფსევდონიმები - დიტო გელოვანი, გიგი მესვეტე) 2007 წელს დააარსა ერთ-ერთი პირველი
ინტერნეტგამოცემა საქართველოში - საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „presa.ge“,
რომელიც
იყო
თავისუფალი
და
მწვავედ
აკრიტიკებდა
ხელისუფლებას.
გარდა
კვალიფიციური სტატიებისა, პორტალს „არნახული პოპულარობა“ მოუტანა სტატიამ,
რომელშიც საზოგადოებას მიეწოდა ექსკლუზიური ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 2007
წლის ნოემბერში მიხეილ სააკაშვილმა გადადგომის გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული
შტატების ელჩის ზეწოლის შედეგად მიიღო.
2008 წელს შპს „კავკასუს ონლაინის“ დირექტორმა და 80%-ის მფლობელმა მამია
სანადირაძემ,
რომელმაც
თავისი
საქმიანობით
ბევრი
რამ
გააკეთა
საქართველოში
ინტერნეტისა და ინტერნეტინფრასტრუქტურის განვითარებისათვის, თავის მეგობარ გიორგი
იაკობაშვილს „presa.ge-ს“ შპს „კავკასუსის ინტერნეტ მედია ჯგუფში“ გაერთიანება შესთავაზა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ „presa.ge“ შპს „კავკასუს ონლაინს“ დაუთმობდა თავის დომენს,
მთლიან სარეკლამო-საბანერო სივრცეს, საიდან მიღებული შემოსავლებიც შპს „კავკასუს
ონლაინის“ იქნებოდა, ხოლო ჰონორარებსა და ხელფასებს „presa.ge-ს“ თანამშრომლებისთვის
შპს „კავკასუს ონლაინი“ გადაიხდიდა. ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება
მიზანმიმართულად
ბლოკავდა
სარეკლამო
რესურსებზე
წვდომას
ოპოზიციურად
განწყობილი მედიისათვის და არც საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ფონდები და
არასამთავრობო
ორგანიზაციები
გასცემდნენ
გრანტებს
იმ
მედიასაშუალებათა
განვითარებისთვის,
რომლებიც
ხელისუფლებას
მწვავედ
აკრიტიკებდნენ,
გიორგი
იაკობაშვილისთვის წინადადება მისაღები იყო. შესაბამისად, „presa.ge-მ“ გააგრძელა აქტიური
საქმიანობა და ოპოზიციურ ამომრჩეველში, რომლისთვისაც საინფორმაციო ველი ძალზედ
შეზღუდული იყო, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გამოცემად იქცა. მით უმეტეს, რომ
ყოველი სტატიის ქვეშ, პორტალი აზრის გამოთქმის, დებატის საშუალებას იძლეოდა და
კრიტიკული აზრის საკმაოდ მაღალი დონის ფორუმი იყო.
განვითარებისდა კვალდაკვალ, გიორგი იაკობაშვილმა დააფუძნა და განავითარა
ინტერნეტტელევიზია „Itv.ge“, რომელიც, ზემომითითებული მიზეზების გამო, ასევე, შპს
„კავკასუს ონლაინის“ საკუთრება იყო. მათი ჟურნალისტები იყვნენ ყველგან, სადაც
„ნაციონალური მოძრაობა“ ადამიანის უფლებებს უხეშად არღვევდა. მაგალითად, 2009 წლის
15 ივნისს თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორთან ახალგაზრდების მიერ
მოწყობილი
მშვიდობიანი
აქციის
სისხლში
ჩახშობის
კადრები
მათ
გადაიღეს
და
საერთაშორისო პრესასაც მიაწოდეს.
იმ დროს, როცა შპს „კავკასუს ონლაინს“ საქართველოს ინტერნეტბაზრის 80% ეკავა, ქ.
თბილისის მერიასთან თანამშრომლობით, მისმა კონკურენტმა კომპანიამ „სილქნეტმა“
304
დაიწყო დივერსია და ნაჯახით ჭრიდნენ მაცხოვრებლებთან შეყვანილ შპს „კავკასუს
ონლაინის“
კაბელებს.
სანაცვლოდ
კი
„სილქნეტის“
მომსახურებას
სთავაზობდნენ.
პარალელურად, მიმდინარეობდა სახელმწიფოს მიერ შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ დიდი
ოდენობის ჯარიმების დაკისრება სხვადასხვა გამოგონილ დარღვევებთან დაკავშირებით.
საბოლოოდ, 2010 წლის დეკემბერში, შვილებთან მიმართებით განხორციელებული
მუქარების ფონზე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მამია სანადირაძეს აიძულა, საბაზრო
ღირებულებაზე ბევრად ნაკლებ ფასად გაეყიდა შპს „კავკასუს ონლაინის“ მისთვის კუთვნილი
80%-იანი წილი. მეორე მეწილეს კი, რომელიც დიდი ბრიტანეთის მოქალაქე იყო, 20%-იან
წილში, გიორგი იაკობაშვილის ინფორმაციით, გადაუხადეს 29 მლნ აშშ აშშ დოლარი, რაც
მამია სანადირაძისთვის გადახდილ თანხაზე ბევრად მეტი იყო.
ყოველივე ეს გიორგი იაკობაშვილისთვის „presa.ge-ს“ და „Itv.ge-ს“ დომენების, ასევე,
ყველანაირი ფინანსური რესურსის დაკარგვის ტოლფასი იყო. 2010 წლის 19 დეკემბერს
გამოქვეყნდა თავისუფალი „presa.ge-ს“ ბოლო სტატია, რის შემდეგაც „presa.ge-ს“ დაეპატრონა
„ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრი გიორგი კაპანაძე და პორტალი ხელისუფლების
მეხოტბე მედიასაშუალებად იქცა.
უსახსროდ დარჩენილი „presa.ge-ს“ ჟურნალისტები და პერსონალი შეიფარა მიხეილ
სააკაშვილთან მებრძოლმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ქართული აკადემია“, რომლის
ოფისის ერთ ოთახშიც, გიორგი იაკობაშვილმა და მისმა კოლეგებმა დააფუძნეს ახალი
პორტალი, რომელმაც გააგრძელა „დამოკლეს მახვილივით სააკაშვილის თავზე ყოფნა“, მაგრამ
ფინანსური პრობლემების გამო, განვითარება ვერ შეძლო. 918
ტელეკომპანია „ოდიში”
„ნაციონალური მოძრაობა“ ზემოაღწერილი მეთოდებით რეგიონული ტელევიზიების
დასაკუთრებითაც იყო დაკავებული, რისთვისაც ადგილობრივ ხელისუფლებაში მყოფ
პარტიის თანამდებობის პირებს იყენებდა. მაგალითად, 2010 წლის 29 მარტს, მოქალაქე კიმ
კიმს, რომელიც განსხვავებულ დამოკიდებულებას გამოხატავდა „ნაციონალური მოძრაობის“
მიმართ, ტელეკომპანია „ოდიშის” კუთვნილი 10%-იანი წილი, მუქარისა და ზეწოლის
შედეგად, ზუგდიდის გამგებელმა ალექსანდრე ქობალიამ დედამისის სასარგებლოდ
დაათმობინა. გამგებლის დედა, ემმა გრიგოლია ამავე კომპანიის 70%-ის მფლობელი იყო. 2010
წლის თებერვალში, კიმ კიმის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსსკ-ის 299-ე
მუხლის შესაბამისად (წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე). ალექსანდრე
ქობალია მას ეუბნებოდა, რომ თუ წილს დედამისზე 919 არ გადააფორმებდა, ტელეკომპანიას
ყადაღა დაედებოდა და პირდებოდა, რომ სისხლის სამართლის საქმის დასრულების შემდეგ,
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 20 მაისის N26 სხდომაზე გიორგი იაკობაშვილის ახსნა-განმარტების
სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
919
შპს
„დამოუკიდებელი
ტელე-რადიო
კომპანია
„ოდიში“,
ს/კ
219995600,
https://enreg.reestri.gov.ge/main.php?m=new_index
918
305
კუთვნილ წილს უკან დაუბრუნებდა. თუმცა, 5-თვიანი პატიმრობიდან გათავისუფლების
შემდეგ, გამგებელმა კიმ კიმს ურჩია, დაევიწყებინა ეს საკითხი და არსებულ ვითარებას
შეგუებოდა. 920
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო პროცესის
წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებები
2008 წლის აგვისტოს ომი - წინაპირობები და შედეგები
შესავალი
920
N1-3454/25 განცხადება.
306
საგამოძიებო კომისიამ 2008 წლის აგვისტოს ომთან და მის წინაპირობებთან
დაკავშირებით არაერთი პირი გამოჰკითხა. წინამდებარე ქვეთავში წარმოდგენილია ის
ფაქტები, რომლებიც ომის მონაწილეებმა ან თვითმხილველებმა მის წინაშე წარმოადგინეს.
2021 წლის 21 იანვარს, 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ, ევროპული სასამართლოს
დიდმა პალატამ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ
(no. 38263/08)921 და დავა საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა. საქმის განხილვა 13 წლის
განმავლობაში მიმდინარეობდა, მათ შორის, 9 წელი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების
პერიოდში. ისედაც კომპლექსური დავის წარმოება „ძალზედ გართულებული“ იყო იმის გამო,
რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ევროპული სასამართლოს წინაშე საკმარისი დოკუმენტური
მასალა და სხვა, მნიშვნელოვანი მტკიცებულებები დროულად არ წარადგინა, 922 რასაც რუსეთი
საქართველოს წინააღმდეგ იყენებდა.
თუმცა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დიდი ძალისხმევის, არაერთი
დაკარგული დოკუმენტისა და მატერიალური მტკიცებულების მოძიების, მოწმეთა ჩვენებების
მოპოვებისა და ანალიზის შედეგად, საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ისტორიული
გამარჯვება მოიპოვა. ევროპულმა სასამართლომ, 17 მოსამართლის შემადგენლობით,
დაადგინა, რომ:
ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია
და ოკუპირებულია რუსეთის მიერ;
2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური
წმენდა;
2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში, რუსეთმა დაარღვია ევროპული კონვენციით
დაცული არაერთი უფლება და:
1. რუსეთი პასუხისმგებელია როგორც ქართველი სამხედრო ტყვეების (გიორგი
ანწუხელიძე, უშანგი სოფრომაძე, კახაბერ ხუბულური) წამებისთვის, ისე,
დაახლოებით, 160 ქართველი სამოქალაქო პირის დაკავებისა და ცხინვალის
იზოლატორში არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისთვის (კონვენციის მე-3
მუხლი);
2. რუსეთის სამხედრო ძალებისა და მათ მიერ კონტროლირებული ცხინვალის რეგიონის
დე ფაქტო ხელისუფლების ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო
დაკავებამ გამოიწვია თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევა
(კონვენციის მე-5 მუხლი);
3. რუსეთი პასუხისმგებელია ცხინვალის რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე
მიზანმიმართულად ქართული სოფლების გადაწვის, ძარცვის და განადგურებისთვის.
ეთნიკური წმენდის შედეგად და განგრძობადი ოკუპაციის პირობებში, ათასობით
921
საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II), (Georgia v. Russia (II), no. 38263/08), https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-207757
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 17 თებერვლის სხდომაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა
ძამაშვილის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
922
307
ქართველი იძულებით იქნა გამოძევებული საკუთარი საცხოვრებელი სახლებიდან და
მათ დღემდე ეზღუდებათ მიმოსვლის თავისუფლება, საკუთრებით სარგებლობისა და
ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებები (კონვენციის მე-4 დამატებითი ოქმის მე2 მუხლი, კონვენციის მე-8 მუხლი, კონვენციის პირველი ოქმის პირველი მუხლი);
4. რუსეთი
პასუხისმგებელია
სიცოცხლის
უფლების
პროცედურული
ნაწილის
დარღვევისთვის, რადგან არ გამოიძია ომის დროს და მას შემდეგ საქართველოს
მოსახლეობის მკვლელობები (კონვენციის მე-2 მუხლი).
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, რომელიც, თავის მხრივ,
არაერთ საერთაშორისო დოკუმენტს, მათ შორის, ე.წ. ტალიავინის დასკვნასა და მოწმეების
მიერ მისთვის წარდგენილ ფაქტებსა და ინფორმაციას ეფუძნება, 2008 წლის 6 აგვისტოს
შემდგომ საქართველოში განვითარებული მოვლენების მოკლე ქრონოლოგია ასეთია:
„7-8 აგვისტოს ღამით, უპრეცედენტოდ მაღალი ხარისხის ხანგრძლივი დაძაბულობისა და
ინციდენტების შემდეგ, ქართულმა არტილერიამ ცხინვალს შეუტია. 8 აგვისტოდან, რუსეთის
სახმელეთო ჯარები საქართველოში შემოვიდნენ, გაიარეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები და
ქვეყნის სხვა ნაწილებშიც შეიჭრნენ. სახმელეთო ჯარს ეხმარებოდნენ რუსეთის საჰაერო ძალები და შავი
ზღვის ფლოტი. 10 აგვისტოდან, საქართველოს შეიარაღებული ძალები ცხინვალის რეგიონიდან და
გორიდან გავიდნენ. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა თანდათან დაიკავეს საქართველოს
ტერიტორიები: ცხინვალის რეგიონი; „მცირე წინააღმდეგობის“ შემდეგ, აფხაზეთში კოდორის ხეობა,
რომელიც მანამდე საქართველოს კონტროლის ქვეშ იყო; ახალგორის მუნიციპალიტეტი, რომელიც
მანამდე საქართველოს კონტროლის ქვეშ იყო; საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელი პერევი (რომელიც
მხოლოდ 2010 წლის 18 ოქტომბერს დატოვეს). მათ გადაკეტეს საქართველოს აღმოსავლეთი და
დასავლეთი ნაწილების დამაკავშირებელი მთავარი მაგისტრალი, შევიდნენ ფოთში დასავლეთით,
ხოლო აღმოსავლეთით, გაჩერდნენ დედაქალაქ თბილისთან.
12 აგვისტოს, ევროკავშირის ეგიდით, საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის
მედიატორობით გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად,
ითვალისწინებდა, რომ მხარეები თავს შეიკავებდნენ ძალის გამოყენებისგან; დაუყოვნებლივ
შეწყვეტდნენ
საომარ
მოქმედებებს;
უზრუნველყოფდნენ
ჰუმანიტარული
დახმარების
ხელმისაწვდომობას; საქართველოს სამხედრო ძალები დაბრუნდებოდნენ თავიანთ ბაზებზე, ხოლო
რუსეთის სამხედრო ძალები - საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზებზე.
26 აგვისტოს, რუსეთმა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.
17 სექტემბერს რუსეთმა სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ხელი მოაწერა „მეგობრობისა და
თანამშრომლობის“ შეთანხმებებს, რომლებიც ითვალისწინებდა საქართველოს ხსენებულ რეგიონებში
სამხედრო ბაზების შექმნასა და თითოეულ მათგანში 3800-მდე რუსი ჯარისკაცის განლაგებას.
2008 წლის 8 სექტემბერს, ხელი მოეწერა დამატებით შეთანხმებას (ე.წ. სარკოზი-მედვედევის
შეთანხმება) 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აღსრულების მიზნით. იგი, სხვა
საკითხებთან ერთად, ითვალისწინებდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმდებარე
ზონებიდან რუსეთის მიერ ჯარების გაყვანას, ამავე ზონებში, 1 ოქტომბერს, ევროკავშირის
სადამკვირვებლო მისიის განლაგებიდან 10 დღის ვადაში.
10 ოქტომბერს რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმდებარე ზონებიდან (გარდა
პერევისა) გაიყვანა საკუთარი ჯარი.
308
2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, განადგურდა არაერთი სოფელი და ქალაქი. დიდი იყო
ადამიანური დანაკარგი. საქართველოს ხელისუფლების ინფორმაციით, დაიღუპა 170 სამხედრო
მოსამსახურე, 14 პოლიციელი და 228 მშვიდობიანი მოქალაქე, ხოლო დაიჭრა 1 747 ადამიანი. რუსული
მხარის განცხადებით, მათი მხრიდან დაიღუპა 67 სამხედრო მოსამსახურე და დაიჭრა 283 ადამიანი.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ხელისუფლებამ დაღუპულად გამოაცხადა ჯამში 365
ადამიანი. 100 000-ზე მეტმა მშვიდობიანმა მოქალაქემ საკუთარი სახლები დატოვა, რომელთაგან 35 000ზე მეტი პირი დღესაც დევნილობაში იმყოფება. 923“
სამშვიდობო პროცესის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებათა მაგალითები
ომის წინაპირობების წარმოშობა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში
2004 წელს, როცა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში ახლად დანიშნული
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გიორგი (გოგა) ხაინდრავა, ცხინვალის რეგიონში
ვითარების შესაფასებლად მძღოლთან ერთად გაემგზავრა, როკის გვირაბამდე ისე ჩავიდა,
გზად არავის გაუჩერებია. მისთვის ცხადი იყო, რომ ხალხებს შორის კონფლიქტი
ხელოვნურად იყო შექმნილი და რეალური დაპირისპირება მოსახლეობაში არ არსებობდა.924
მისი თქმით, რეგიონის მოსახლეობის 90%-ზე მეტს შერეული ოჯახები შეადგენდა და
ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ქართველი ფორმიანი და შეიარაღებული სამშვიდობოების
თავისუფალი გადაადგილება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა. ამასთან, ცხინვალსა და
გორს შორის მიმართულებას თავისუფლად ემსახურებოდა რეგულარული საზოგადოებრივი
ტრანსპორტი. სახელმწიფო მინისტრის პოზიციაზე მუშაობის პერიოდში, გოგა ხაინდრავა
ხშირად ჩადიოდა ცხინვალში, ღამითაც რჩებოდა, ქუჩებში დაცვის გარეშე დადიოდა და
ადგილობრივ მოსახლეობასთან უშუალო კონტაქტი ჰქონდა, რაც ცენტრალური
ხელისუფლების წარმომადგენლისადმი ნდობის დასტური იყო.
მოცემული მშვიდი ფონი და დიალოგის შესაძლებლობა კონტრასტს ჰქმნიდა იმ
პოლიტიკასთან, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების შიგნით არსებული რადიკალური
ჯგუფი ემხრობოდა. გოგა ხაინდრავას თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობაში ორი
პარალელური ცენტრი არსებობდა: ერთი - ოფიციალური, „დღის მთავრობა“, რომელსაც
პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია ხელმძღვანელობდა და რომელიც სამშვიდობო კურსის
ერთგული იყო. გოგა ხაინდრავას თანამდებობაზე დანიშვნაც სწორედ მისი ინიციატივა
გახლდათ. მეორე კი, ჩრდილოვანი, ე.წ. „ღამის მთავრობა“, რომელიც მიხეილ სააკაშვილის
კრწანისის რეზიდენციაში იკრიბებოდა და ქვეყნისათვის საკვანძო გადაწყვეტილებებს
სწორედ ამ დროს იღებდნენ. მის შემადგენლობაში იყვნენ: ვანო მერაბიშვილი, ზურაბ
ადეიშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი და გიგა ბოკერია.
923 საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიის
ანგარიში
(ე.წ.
ტალიავინის
დასკვნა),
2009
წლის
სექტემბერი,
https://www.echr.coe.int/documents/d/echr/hudoc_38263_08_Annexes_eng https://www.mpil.de/files/pdf4/IIFFMCG_Volume_II1.pdf ,
https://www.mpil.de/files/pdf4/IIFFMCG_Volume_III1.pdf
924 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 28 მარტის N7 სხდომაზე გოგა ხაინდრავას ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
309
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი, რომელიც იმ
დროს სახელმწიფო მინისტრის, გოგა ხაინდრავას მოადგილე იყო, ადასტურებს, რომ 2004-2006
წლებში, ერთი მხრივ, არსებობდა სამშვიდობო პროცესის განვითარების უნიკალური
შესაძლებლობა, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლების დიდი ნაწილის ქმედებები
მიზანმიმართულად უშლიდა ხელს ამ პროცესს და ძაბავდა ვითარებას. 925
გიორგი ვოლსკის განცხადებით, ხელისუფლებაში მყოფი, სამშვიდობო პროცესის
მომხრე გუნდის მთავარ მიზანს ამ პროცესში რუსეთის ცალმხრივი ლიდერობის დასრულება
და საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის ეუთოს, ევროკავშირისა და გაეროს, აქტიური
ჩართვა წარმოადგენდა, რაც იქნა კიდეც მიღწეული.
კერძოდ, ეუთოს წარმომადგენელთან, როი რივთან, ერთად შემუშავდა ე.წ. „საგზაო
რუკა“, რომელიც მოგვიანებით ეუთოს მუდმივმა საბჭომ მოიწონა. დოკუმენტი
ითვალისწინებდა ნდობის აღდგენასა და ერთობლივი ეკონომიკური პროექტების
განხორციელებას, როგორც სრულმასშტაბიანი პოლიტიკური მოგვარების ფუნდამენტს.
დაიწყო კიდეც მუშაობა 40-მდე სხვადასხვა პროექტზე, რომლებიც მოიცავდა
ინფრასტრუქტურის (გზები, სარწყავი არხები, გაზსადენი), ენერგეტიკისა და სოფლის
მეურნეობის სფეროებს. ამ პროექტებს მხარს უჭერდნენ და აფინანსებდნენ საერთაშორისო
დონორები, მათ შორის აშშ, კანადა, ავსტრია და სხვა ქვეყნები, რომლებმაც ექსპერტებიც კი
გამოგზავნეს. გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ცხინვალში ბიზნესცენტრის გახსნა, რომელიც საერთაშორისო დაფინანსებით შეიქმნა და მიზნად ისახავდა
ქართულ-ოსური ერთობლივი ბიზნეს-პროექტების ხელშეწყობას (დაახლოებით, 5 მილიონი
აშშ დოლარი). ამავდროულად, აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობდა ოკუპირებული
ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებასთან. ოსური მხარის წარმომადგენლები, მათ შორის, ბორის
ჩოჩიევი და ანატოლი ბიბილოვი თბილისშიც კი ჩამოდიოდნენ.
ამასთან, 2006 წლის 15 მაისს, თბილისში ჩამოვიდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.
ხელისუფლების დელეგაცია სერგეი შამბას ხელმძღვანელობით, სადაც ხელი მოეწერა
შეთანხმებას ერთობლივი ეკონომიკური საბჭოს შექმნისა და ცხინვალში წამოწყებული
მსგავსი პროექტების განხორციელების შესახებ.
თუმცა, 2006 წლისთვის, ხელისუფლების შიგნით სამშვიდობო და კონფრონტაციულ
კურსებს შორის დაპირისპირება უკვე აშკარა გახდა. 2005 წლის თებერვალში პრემიერმინისტრ ზურაბ ჟვანიას საეჭვო ვითარებაში დაღუპვის შემდეგ, გოგა ხაინდრავა, გიორგი
ვოლსკი და ყველა ის ადამიანი, ვინც სამშვიდობო პოლიტიკის მომხრე იყო, პოლიტიკური
მხარდაჭერის გარეშე დარჩა. ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ, „ნაციონალური
მოძრაობის“ ხელისუფლების „ქორებს“, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, ხელ-ფეხი
საბოლოოდ გაეხსნათ და, გოგა ხაინდრავას აზრით, სწორედ მათ მიერ 2004-2008 წლებში
გატარებულმა პოლიტიკამ მიიყვანა ქვეყანა 2008 წლის აგვისტოს ომამდე და რუსეთის მიერ
კიდევ მეტი ქართული ტერიტორიის ოკუპაციამდე.
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 28 მარტის N7 სხდომაზე გიორგი ვოლსკის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
925
310
არაერთ სხვა მაგალითთან ერთად, გოგა ხაინდრავამ მოიყვანა სახელმწიფო ინტერესის
დამაზიანებელი ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო შემთხვევა. 2006 წლის 15 ივლისს, სანქტპეტერბურგში დაგეგმილი „დიდი რვიანის“ შეხვედრის წინ, თავდაცვის მინისტრის, ირაკლი
ოქრუაშვილის
ბრძანებით,
საქართველოს
ცენტრალური
ხელისუფლების
მიერ
კონტროლირებად ტერიტორიაზე გააჩერეს დიპლომატიური მანქანა, რომელშიც რუსეთის
სახმელეთო ჯარების მეთაურის მოადგილე, სამშვიდობო ოპერაციების კურატორი, გენერალი
ევნევიჩი, სამშვიდობო ძალების სარდალი რუსეთის მხრიდან, ეუთოს წარმომადგენელი და
საინფორმაციო სააგენტოს, იტარ-ტასის სპეციალური კორესპონდენტი საქართველოში ნატაშა
რატიანი იმყოფებოდნენ. მანქანას ალყა შემოარტყეს და მასში მყოფ ადამიანებს სიტყვიერი და
ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ
დარღვევას წარმოადგენდა. ჟურნალისტმა აქტიურად გააშუქა ინციდენტი, რასაც
საერთაშორისო სკანდალი მოჰყვა. მომხდარი ფაქტის გამო, საქართველოს საკითხი „დიდი
რვიანის“ ფარგლებში, ბუში-პუტინის შეხვედრის ოფიციალური დღის წესრიგიდან მოიხსნა
და საქართველოს შესახებ საუბარი მხოლოდ ცხინვალის რეგიონში შექმნილი დაძაბულობის
კონტექსტში გაიმართა. 926
გარდა ამისა, 2006 წლის 14 ივნისს, ბრიუსელში გაიმართა დონორთა კონფერენცია,
სადაც, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ძალისხმევით, 40-ზე მეტი ქართულ-ოსური
პროექტისთვის 10 მილიონ აშშ დოლარამდე შეგროვდა, რაც მრავალთვიანი მუშაობის დიდი
შედეგი იყო. შეთანხმების თანახმად, პროექტების დაწყებას სიმბოლურად „მწვანე შუქი“
თბილისში 20 ივლისს უნდა ანთებოდა. თუმცა, ირაკლი ოქრუაშვილის ბრძანებით
განხორციელებული ზემოაღწერილი პროვოკაციის გამო, ოსურმა მხარემ უსაფრთხოების
მოტივით უარი თქვა თბილისში ჩამოსვლაზე, რითაც საბოლოოდ ჩაიშალა ბრიუსელის
შეთანხმება.927
მსგავსი ქმედებების დაგმობის, ასევე, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე
შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილთან დაპირისპირების გამო, 2006 წლის ივლისში,
მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების პროცესში, გოგა ხაინდრავა სახელმწიფო
მინისტრის თანამდებობაზე აღარ წარადგინეს.
გოგა ხაინდრავას ინფორმაციით, მისი შემდგომი სახელმწიფო მინისტრები − მერაბ
ანთაძე, დავით ბაქრაძე და თემურ იაკობაშვილი, 2006-2008 წლებში, ცხინვალში თითქმის არც
ერთხელ არ ჩასულან, გაუქმდა მოლაპარაკებების ყველა ფორმატი, მათ შორის, შერეული
საკონტროლო კომისია, რამაც რუსეთს კონფლიქტის ზონებში სრული კონტროლის
დამყარების საშუალება მისცა. 928
გიორგი ვოლსკის შეფასებით, სამშვიდობო პროცესის სრული ჩაშლით,
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საბოლოოდ აიღო კურსი სამხედრო კონფრონტაციისკენ, 929 რასაც
https://civil.ge/ka/archives/138531
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 28 მარტის N7 სხდომაზე გიორგი ვოლსკის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
928
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 28 მარტის N7 სხდომაზე გოგა ხაინდრავას ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
929 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 28 მარტის N7 სხდომაზე გიორგი ვოლსკის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
926
927
311
თან ახლდა მიხეილ სააკაშვილის აგრესიული რიტორიკაც. მოცემულ პერიოდს განეკუთვნება,
ასევე, თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მიერ 2006 წელს გაკეთებული ცნობილი
განცხადება - „ახალ წელს ცხინვალში თუ არ შევხვდებით, მე არ ვიქნები თავდაცვის
მინისტრი“. როგორც ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელმა, დიმიტრი სანაკოევმა
საგამოძიებო კომისიის წინაშე აღნიშნა, ირაკლი ოქრუაშვილის ამ განცხადების გამო, ოსურ
მოსახლეობაში „ძალიან დიდი ზიზღი“ გაჩნდა. 930
ერგნეთის ბაზრობა, 1990-იანი წლების კონფლიქტის შემდგომ, ეკონომიკური
კავშირების შენარჩუნებისა და ადამიანებს შორის დიალოგის ხელშემწყობ ადგილად
მიიჩნეოდა. 2004 წელს ის ქართულმა მხარემ დახურა. კონფლიქტების მოგვარების საკითხებში
ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, გოგა ხაინდრავას შეფასებით, ერგნეთის ბაზრობის
დახურვა პირდაპირი დარტყმა იყო სამშვიდობო პროცესისთვის, ვინაიდან ბაზრობა 3-4
ათასამდე ადამიანს და მათ ოჯახებს ასაქმებდა და პრაქტიკულად მთელი ცხინვალის
რეგიონის მოსახლეობისთვის შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა.
თუმცა, საგამოძიებო კომისიის წინაშე, საქართველოს ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა
(2000-2001 წწ., 2003-2005 წწ.) და საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა (2005-2007 წწ.),
ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ მოცემული ბაზრობა, საგადასახადო კუთხით, „შავ
ხვრელს“ წარმოადგენდა და ქვეყანაში კონტრაბანდის ერთ-ერთი უმსხვილესი კერა იყო. 931
მისი თქმით, ბაზრობის დახურვის გადაწყვეტილება მისი მინისტრობის პირველივე დღეებში
იქნა მიღებული და იგი დღესაც ღრმად არის დარწმუნებული ამ გადაწყვეტილების
სისწორეში, ვინაიდან წარმატებული სახელმწიფო თავად არ უნდა უწყობდეს ხელს
კონტრაბანდას ან თვალს ხუჭავდეს მასზე. კომპლექსური ზომების მიღების, მათ შორის,
ბაზრობის დახურვის შედეგად, 2004 წლის იანვარ-დეკემბერში, საბიუჯეტო შემოსავლები
მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-დან 23%-მდე გაიზარდა, რაც, მისი აზრით, ამ
გადაწყვეტილების ფინანსურ ეფექტიანობაზე მეტყველებს. თუმცა, გოგა ხაინდრავას აზრით,
ერგნეთის ბაზრობის დახურვამ კონტრაბანდა კი არ აღმოფხვრა, არამედ ის ჩრდილში
გადაიყვანა, სამაგიეროდ კი დააზარალა რიგითი ადამიანები, რომელთა ეკონომიკური
ინტერესიც რეგიონში მშვიდობიანი თანაცხოვრების საფუძველი იყო. ზურაბ ნოღაიდელი
იზიარებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ბაზრობის დახურვას უნდა მოჰყოლოდა
ალტერნატიული მექანიზმებისა და ადგილების შექმნა, რომლებიც ადამიანებს შორის
ურთიერთობის პროცესის გაგრძელებას შეუწყობდა ხელს, მით უმეტეს, რომ იმ დროისთვის,
დიალოგის გაუმჯობესების შესაძლებლობა არსებობდა და ასეთი მექანიზმები შედეგის
მომტანი იყო. კითხვაზე, თუ რატომ ვერ მოხერხდა სასურველი ალტერნატივების შექმნა იმ
ფონზე, როდესაც მთავრობაში არსებობდა მშვიდობისმყოფელი განწყობები, მაგალითად,
პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას სახით, ზურაბ ნოღაიდელმა კონკრეტული პასუხი ვერ
გასცა.
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 27 მაისის N30 სხდომაზე დიმიტრი სანაკოევის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
931 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 26 მარტის N5 სხდომაზე ზურაბ ნოღაიდელის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
930
312
შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის (2004-2007 წწ.), მიხეილ ქარელის თქმით,
ბაზრობის დახურვას კონფლიქტის ზონაში ვითარების მკვეთრი გაუარესება მოჰყვა. 932
მიუხედავად იმისა, რომ მთელ რიგ შემთხვევებში, ბაზრობა კრიმინალური სამყაროს
თავშესაფარს წარმოადგენდა, სადაც ხდებოდა ნარკოტიკებით, იარაღითა და მოპარული
მანქანებით ვაჭრობა, მიხეილ ქარელმა დაადასტურა, რომ, მეორე მხრივ, ბაზრობა
მნიშვნელოვან სამშვიდობო ფუნქციას ასრულებდა. ის ხელს უწყობდა ქართველ და ოს
მოსახლეობას შორის თბილი და მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნებას, ნათესაური
კავშირების აღდგენასა და თავისუფალ მიმოსვლას. ამასთან, ბაზრობა ადგილობრივ გლეხებს
საკუთარი პროდუქციის რეალიზაციის საშუალებას აძლევდა, რაც, მძიმე სოციალურეკონომიკური ვითარების ფონზე, ოჯახებისთვის გარკვეული შეღავათი იყო. 2004 წელს,
მიხეილ სააკაშვილმა მიხეილ ქარელს პირადად დაავალა, ბაზრობის კრიმინალური
ელემენტებისგან გაწმენდისა და ბაზრობის დადებითი ფუნქციების შენარჩუნებისათვის
საჭირო გეგმა შეემუშავებინა. თუმცა, ეს ინიციატივა „საპნის ბუშტივით გასკდა“, როცა,
დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, 2004 წლის აპრილში, სააკაშვილმა მოულოდნელად მიიღო
ბაზრობის სრული გაუქმების გადაწყვეტილება, რაც, მიხეილ ქარელისთვისაც კი,
მოულოდნელი აღმოჩნდა.
2004 წლიდანვე გამოიკვეთა, რომ კონფლიქტის ზონაში, მიხეილ სააკაშვილის
პოლიტიკა დაძაბულობის ესკალაციითა და ავანტიურისტული ნაბიჯებით იქნებოდა
გაჯერებული. 2004 წლის მაისში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაგეგმა აქცია „ჰუმანიტარული
შტურმი“ და, ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებასთან კომუნიკაციის გარეშე, საჩუქრებით
დატვირთული მანქანებით ცხინვალში შესვლა სცადა, რამაც დიდი დაძაბულობა გამოიწვია.
ამას მოჰყვა მიხეილ სააკაშვილის მეუღლის, სანდრა რულოვსის მცდელობა, გაემართა
კონცერტი ქართულ სოფლებში ცხინვალის გავლით, ასევე, გორი-ცხინვალის რკინიგზის
შეუთანხმებელი აღდგენის დაწყება და სხვა. ყოველ ჯერზე, ვითარების განმუხტვა მხოლოდ
საერთაშორისო პარტნიორებისა და პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას ძალისხმევით
ხერხდებოდა.933
2004 წლის ზაფხულიდან, მიხეილ სააკაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების
შედეგად, ცხინვალის რეგიონში დაიხურა ეუთოს ეგიდით მიმდინარე
ჯანდაცვის,
სოციალური, ჰუმანიტარული, კულტურული არაერთი პროგრამა, რაც რეგიონში მცხოვრები
ქართველებისა და ოსების ერთიანობისათვის დამატებითი დარტყმა აღმოჩნდა.
2004 წლის მაისში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში „ნაციონალური მოძრაობის“
დიქტატის დამყარების შემდეგ, როგორც მიხეილ ქარელი იხსენებს, მიხეილ სააკაშვილი
ხშირად იმეორებდა სიტყვებს: „შემდეგი ცხინვალია“. მიხეილ სააკაშვილს რომ მსგავსი
შემაშფოთებელი მოსაზრება ჰქონდა, ამის შესახებ წუხილს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი
კონდოლიზა რაისიც გამოხატავდა, რაც მან თავის მემუარებში 934 აღწერა კიდეც, სადაც
ვკითხულობთ: „ჩვენ ვშიშობდით, რომ ეს [აჭარის] პრეცედენტი მას აიძულებდა, ეფიქრა, რომ
932
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 26 მარტის N5 სხდომაზე მიხეილ ქარელის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
933 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 28 მარტის N7 სხდომაზე გიორგი ვოლსკის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
934 Condoleezza Rice. No Higher Honor: A Memoir of My Years in Washington. Simon&Schuster UK Ltd. 2011.
313
მსგავსი პერფორმანსის“ განხორციელება პუტინის მიერ ოკუპირებულ სხვა ტერიტორიაზეც
შეეძლო.
2004 წლის ზაფხულში მიხეილ სააკაშვილის კაბინეტში გამართულ ერთ-ერთ
შეხვედრაზე, მიხეილ ქარელს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ცხინვალის რეგიონზე ძალისმიერი
მეთოდით კონტროლის აღდგენა უკვე გადაწყვეტილი, უფრო მეტიც - შეთანხმებული,
საკითხი იყო, რადგან მიხეილ სააკაშვილმა მას პირდაპირ უთხრა: „ამერიკელები მიხედავენ
რუსებს“. 935 კონდოლიზა რაისის მოგონებების ფონზე იკვეთება, რომ მიხეილ სააკაშვილს აშშში, კონდოლიზა რაისისგან განსხვავებული, კონკრეტული „ქორი“ პოლიტიკოსების ან სხვა
პირების იმედი უნდა ჰქონოდა, რის გამოც, 2004 წლიდან, მიზანმიმართულად მიჰყავდა
ქვეყანა დაპირისპირებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარების კიდევ მეტად
დამძიმებისკენ.
მიხეილ სააკაშვილი რომ აჭარის მაგალითით ხელმძღვანელობდა და მას ცხინვალის
რეგიონთან მიმართებით მცდარად იყენებდა, ამის დასტურია საგამოძიებო კომისიის წინაშე
გოგა ხაინდრავას ახსნა-განმარტებაც. კერძოდ, 2004 წლის ზაფხულში, ვლადიმერ პუტინმა
მიხეილ სააკაშვილი დოღზე მიიწვია, სადაც, არაფორმალურ გარემოში, „დამოუკიდებელ
სახელმწიფოთა თანამეგობრობის“ (შემდგომ - დსთ) ლიდერები იმყოფებოდნენ. ვლადიმერ
პუტინთან მიხეილ სააკაშვილი პირისპირ დიდხანს საუბრობდა. შეხვედრის შემდეგ, მან გოგა
ხაინდრავასა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან გელა ბეჟუაშვილს
უთხრა, რომ პუტინმა მას აჭარაში ვითარების მშვიდობიანად გადაწყვეტა შეახსენა და ურჩია,
რომ „თუ ჩვენ ურთიერთობებს ისე დავალაგებთ, როგორც საჭიროა, ცხინვალის რეგიონის
პრობლემებსაც ზუსტად ისევე მოვაგვარებთო.“ ვლადიმერ პუტინის თქმით, ამისათვის დრო დაახლოებით ერთი წელი, იყო საჭირო. გოგა ხაინდრავას თქმით, მიხეილ სააკაშვილი
გაღიზიანებული იყო და ამბობდა, რომ ერთი წელი ბევრი დრო იყო და მოცემულ საკითხს
„დავალაგებთ ახლავე, როცა დავბრუნდებითო“. „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ძალის
გამოყენებაზე ჯერ კიდევ 2004 წლიდან სერიოზულად ფიქრობდა, ამის დასტურია თავდაცვის
მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის 2004 წლის 13 სექტემბრის ინტერვიუც, სადაც მან აღნიშნა,
რომ ცხინვალის რეგიონზე ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის აღდგენა „რამდენიმე
თვის ამბავი“ იყო. 936
როგორც საქართველოს პარლამენტის წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ საგამოძიებო
კომისიის წინაშე განაცხადა, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში საკუთარი
მიზნების განხორციელების პროცესში, მიხეილ სააკაშვილი დეპუტატების მიმართ მუქარასაც
კი არ ერიდებოდა. შეხვედრაზე მისულ ოცამდე დეპუტატს, რომლებიც ყოფილი სამხრეთ
ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ე.წ. სანაკოევის ადმინისტრაციის შექმნის
მიზნით შემუშავებულ კანონპროექტს ეწინააღმდეგებოდნენ, მიხეილ სააკაშვილმა განუცხადა:
„მე მაქვს ახლა ისეთი ტყვიები შემოტანილი, ერთი ასეთი ტყვია რომ მოგხვდებათ, ექვსი-რვა
თვე ფეხზე ვერ დადგებითო.“ ვიქტორ ჯაფარიძე და პარლამენტის სხვა წევრები მიიჩნევდნენ,
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 26 მარტის N5 სხდომაზე მიხეილ ქარელის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
935
https://kvirispalitra.ge/article/20890-qckhinvalze-kontrolis-damyareba-ramdenime-thvis-ambaviaq-ras-iqadneboda-irakli-oqruashvilieqskluzivi/
936
314
რომ მსგავსი ადმინისტრაციის შექმნა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის
აღდგენას ნიშნავდა. ვიქტორ ჯაფარიძის თქმით, როცა მან კანონპროექტით გამოწვეული
შეშფოთება საპარლამენტო ოპოზიციიდან თავის ერთ-ერთ კოლეგას, დავით გამყრელიძეს
გაუზიარა, მიიღო პასუხი, რომ ამას „ამერიკელების მხარდაჭერით ვაკეთებთ“, რადგან მათთან
შეთანხმებულიაო. 937
2005-2008 წლებში სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ვასილ
მაღლაფერიძემ საგამოძიებო კომისიის წინაშე განაცხადა, 938 რომ ახალი ტერიტორიულადმინისტრაციული ერთეულის შექმნის თაობაზე მან, შემთხვევით, 2007 წლის გაზაფხულზე
შეიტყო, როცა საქართველოს პარლამენტის ცირკულარს ეცნობოდა მოსალოდნელი
საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ. ვინაიდან მოცემული ცვლილებით, მცხეთამთიანეთის მხარის ნაწილი - ახალგორის მუნიციპალიტეტი, ახალ ტერიტორიულადმინისტრაციულ ერთეულს უნდა შეერთებოდა, ვასილ მაღლაფერიძემ ინფორმაცია ჯერ
ახალგორის იმჟამინდელ გამგებელთან, ზურაბ ფიცხელაურთან, რამდენიმე დეპუტატთან და
მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონებთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელ პირთან
გადაამოწმა. ვინაიდან არავინ არაფერი იცოდა, დაურეკა პარლამენტის იურიდიული
კომიტეტის თავმჯდომარეს, პავლე (პალიკო) კუბლაშვილს, რომელმაც განუცხადა, რომ
დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილების შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა. თუმცა, ცოტა
ხანში, პავლე კუბლაშვილმა თავად დაურეკა ვასილ მაღლაფერიძეს, ინფორმაცია
დაუდასტურა და აღნიშნულ საკითხზე პირადად მიხეილ სააკაშვილთან საუბარი ურჩია.
მიხეილ სააკაშვილთან სატელეფონო კომუნიკაციისას, ვასილ მაღლაფერიძე შეეცადა, აეხსნა,
თუ რა მძიმე შედეგებს გამოიწვევდა მსგავსი გადაწყვეტილება. ვასილ მაღლაფერიძეს დარჩა
შთაბეჭდილება, რომ მიხეილ სააკაშვილი თემაში ღრმად გარკვეული არ იყო და ვინაიდან მას
არგუმენტირებული პასუხი არ ჰქონდა, საუბარიც მალევე დასრულდა. თუმცა, დაახლოებით
ხუთ წუთში, მიხეილ სააკაშვილმა მას დაურეკა და ხუმრობით უთხრა: „კაი, ახლა შენ,
ფეოდალის ისინი ნუ გაგიჩნდაო“. როდესაც დარწმუნდა, რომ ვასილ მაღლაფერიძის პოზიცია
ამ საკითხზე პრინციპული იყო, მიხეილ სააკაშვილმა ურჩია, დეტალების გასარკვევად
არასამთავრობო სექტორის ერთ-ერთ წარმომადგენელს, თემურ იაკობაშვილს გასაუბრებოდა.
ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ თემურ იაკობაშვილი მალევე გახდა
„ნაციონალური მოძრაობის“ სახე - 2008 წლის იანვარში დაინიშნა რეინტეგრაციის საკითხებში
საქართველოს სახელმწიფო მინისტრად და 2011 წლიდან - საქართველოს საგანგებო და
სრულუფლებიან ელჩად აშშ-ში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2008 წლის იანვრიდან,
„კონფლიქტების მოგვარების საკითხებში“ სახელმწიფო მინისტრის დასახელება შეიცვლა
დასახელებით „რეინტეგრაციის საკითხთა“ სახელმწიფო მინისტრი, რაც კონფლიქტების
მოლაპარაკებით მოგვარებზე უარის თქმის დამატებით მინიშნებას წარმოადგენდა. 939
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 23 მაისის N29 სხდომაზე ვიქტორ ჯაფარიძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
938 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 28 მაისის N31 სხდომაზე ვასილ მაღლაფერიძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
939
„ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული საპარლამენტო დროებითი
კომისიის მიერ განიხილული გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების
მოკლე ანალიზი, რომელიც ახასიათებს 2005-2009 წლის პერიოდში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესებს“,
2025 წლის 28 თებერვალი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის მიერ
937
315
2007 წლის 13 აპრილს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი 940 „ყოფილ სამხრეთ
ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სათანადო
პირობების შექმნის შესახებ,“ რომლის საფუძველზეც, ყოფილი ავტონომიური ოლქის
ტერიტორიაზე შემოღებულ იქნა სახელმწიფოს დროებითი მმართველობა სახელმწიფოს
იურისდიქციის სრულად აღდგენამდე. კანონის ძირითად ამოცანებად განისაზღვრა
კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ყოფილი ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე
კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის ხელშეწყობა.
საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 8 მაისის N4735 Iს დადგენილებით კი, ყოფილი
სამხრეთ
ოსეთის
ავტონომიური
ოლქის
ტერიტორიაზე
შეიქმნა
დროებითი
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული (შემდგომ - დროებითი ადმინისტრაცია). 941
ვასილ მაღლაფერიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ
განხორციელებული ეს აქტი იყო 1991 წელს ლეგიტიმურად გაუქმებული საბჭოთა კავშირის
დროინდელი ავტონომიის აღდგენა, რამაც სრულიად მშვიდობიანი და 1992 წლიდან
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ახალგორის
მუნიციპალიტეტი ხელოვნურად მოაქცია კონფლიქტის ზონაში და საქართველოს
ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ახალი საფრთხეები შექმნა. როგორც ახალგორის
მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გელა შერმადინმა საგამოძიებო კომისიის წინაშე განაცხადა,
ახალგორში ვითარება რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“
ხელისუფლებამ, მოსახლეობასთან შეუთანხმებელი და მოულოდნელი გადაწყვეტილებით,
ახალგორის მუნიციპალიტეტი მცხეთა-მთიანეთისგან გამოაცალკევა და ახლად შექმნილ
დროებით ადმინისტრაციას დაუქვემდებარა. აღნიშნულმა ფაქტმა მოსახლეობაში
სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია, რაც ხელისუფლებამ სხვადასხვა მეთოდით ჩაახშო.
მოსახლეობას არავინ არ აუხსნა, თუ რისთვის კეთდებოდა ეს.942
ახლად
ჩამოყალიბებული
ადმინისტრაციული
ერთეულის
ტერიტორიაზე,
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაატარა არჩევნები და მის ხელმძღვანელად ოკუპირებული
ცხინვალის რეგიონის მკვიდრი, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული ხელისუფლების
ყოფილი მაღალჩინოსანი, 2006 წლიდან თბილისში მცხოვრები დიმიტრი სანაკოევი დანიშნა.
თუმცა, ვასილ მაღლაფერიძის თქმით, თვით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დიმიტრი
სანაკოევის მმართველობა არ აღიქმებოდა, როგორც სერიოზული მოვლენა და ისინი ამ
პროექტს მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდნენ.
საგამოძიებო
კომისიის
წინაშე,
დროებითი
ადმინისტრაციის
ყოფილმა
ხელმძღვანელმა, დიმიტრი სანაკოევმა განაცხადა, რომ 2006 წელს ოკუპირებული
ტერიტორიიდან მისი თბილისში გადმოსვლა დაკავშირებული იყო რწმენასთან, რომ
ცხინვალის რეგიონის მომავალი ერთიან საქართველოშია. მისი თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის
ხელისუფლების მეთაური ედუარდ კოკოითი და მისი გარემოცვა არასოდეს მალავდნენ, რომ
საგამოძიებო კომისიისთვის წარმოდგენილი ინფორმაცია, წერილი N2-2770/25 (შემდგომ - ტერიტორიული მთლიანობის
აღდგენის კომისიის დოკუმენტი).
940
https://matsne.gov.ge/document/view/24280?publication=1
941
https://matsne.gov.ge/ka/document/view/44410?publication=0
942 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 28 მაისის N31 სხდომაზე გელა შერმადინის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
316
შეიარაღებული კონფლიქტის მომხრენი იყვნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ ამით რუსეთის
მხრიდან მათი დამოუკიდებლობის აღიარებას დააჩქარებდნენ. დიმიტრი სანაკოევი კი
მშვიდობიანი პოლიტიკის შენარჩუნების მომხრე იყო, რომელიც 1992 წლის 24 ივნისის სოჭის
(დაგომისის) შეთანხმებას 943 ეფუძნებოდა.
დიმიტრი სანაკოევმა დაადასტურა, რომ 2007 წელს შექმნილი დროებითი
ადმინისტრაციის იურისდიქცია ვრცელდებოდა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური
ოლქის მთლიან ტერიტორიაზე (ცხინვალის, ზნაურის, ახალგორისა და ჯავის ყოფილი
რაიონები), ხოლო ადმინისტრაციის ცენტრი სოფელ ქურთაში იყო განთავსებული. დროებითი
ადმინისტრაციის შექმნის იდეა, მას შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა გააცნო
და აუხსნა, რომ ჩანაფიქრი აღმშენებლობასა და განვითარებას, ცხინვალის რეგიონის
სოფლებისკენ დაფინანსების მიმართვას ეხებოდა და კონფლიქტის გაღვივებასთან კავშირი არ
ჰქონდა. მიუხედავად ამისა, დროებითი ადმინისტრაციის კურატორი ცენტრალური
ხელისუფლებიდან სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრო, კონკრეტულად კი - მინისტრის
მოადგილე ამირან მესხელი იყო. დიმიტრი სანაკოევმა განაცხადა, რომ მას მუდმივად
დაძაბულ ვითარებაში უწევდა მუშაობა და ხშირად სთხოვდა ამირან მესხელს, რომ სხვადასხვა
ინციდენტის დროს, ქართულ მხარეს ცეცხლის საპასუხო გახსნისგან თავი შეეკავებინა, რადგან
ეს ანგრევდა ადგილობრივ მოსახლეობასთან ნდობის აღდგენის პროცესს. დიმიტრი
სანაკოევმა,
ედუარდ კოკოითთან მისი დაპირისპირების მიუხედავად, მკვეთრად
უარყოფითად შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2008 წელს წამოწყებული სრულიად
გაუაზრებელი კამპანია სახელწოდებით „კოკოითი, ფანდარასტ!“ 944 , რაც ოსურად „კოკოით,
წადი, კეთილ მგზავრობას გისურვებთ“ ნიშნავს, მაგრამ ქართულად გადმოტანილი
სახელწოდებიდან და კამპანიის შინაარსიდან გამომდინარე, შეურაცხმყოფელ პროექტად იქცა.
დიმიტრი სანაკოევმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა საგამოძიებო კომისიას
2008 წლის ივლისი-აგვისტოს პერიოდთან დაკავშირებით. მისი თქმით, სიტუაცია უკვე
ივლისიდან იყო უკიდურესად დაძაბული. 2008 წლის 4 და 5 აგვისტოს, მას ქართულმა მხარემ
ქურთაში შესვლის საშუალება არ მისცა, მიზეზად კი უკონტროლო და დაძაბული ვითარება
დაუსახელა. 7 აგვისტოს, 17 საათზე, ის მიხეილ სააკაშვილმა გამოიძახა და უთხრა, რომ
არსებული სიტუაციის დაწყნარებას ცდილობდა და სთხოვა, თავადაც გაეკეთებინა მიმართვა
ოსი ხალხისადმი, თუმცა, იქვე დაამატა: „თუ დღეს კიდევ რამე დარღვევა მოხდება, ეგრევე
უნდა შევიდეთ, მაშინო“. დიმიტრი სანაკოევმა მიხეილ სააკაშვილს უპასუხა: „რუსები სწორედ
ამას ელოდებიანო“, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა, რომ „ნუ ნერვიულობ, ყველაფერი
შეთანხმებულიაო“. საგამოძიებო კომიისიის კითხვაზე, თუ რას გულისხმობდა დიმიტრი
სანაკოევი ნათქვამში, რომ რუსები სწორედ ამას ელოდნენ, მან ახსნა, რომ ოსებმა იცოდნენ,
რომ საჭიროების შემთხვევაში, ერთი დღე უნდა გაეძლოთ, რადგან რუსებს ჰქონდათ მათთვის
ნათქვამი, ამასობაში „ჩვენც ჩამოვალთო.“
https://peacemaker.un.org/sites/default/files/document/files/2024/05/ge20ru920624agreemenonprinciplesofsettlementgeorgianossetiancon
flict.pdf
944 https://www.youtube.com/watch?v=Cy-7dbN53EY&list=RDCy-7dbN53EY&start_radio=1
943
317
მიხეილ სააკაშვილის თხოვნის შესაბამისად, მან იქვე, სპეციალურად ამ მიზნით
დაბარებული მედიის წარმომადგენლების წინ, მშვიდობისა და დამშვიდებისკენ მოწოდება
გააკეთა.
2008 წლის 8 აგვისტოს დილით დიმიტრი სანაკოევი გორში ჩავიდა და სამხედრო
შტაბში შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრს, ვანო მერაბიშვილსა და თავდაცვის მინისტრს,
დავით კეზერაშვილს. მან ვანო მერაბიშვილს სთხოვა, ცეცხლი დროებით შეეჩერებინათ, რათა
მშვიდობიან მოსახლეობას კონფლიქტის ზონიდან გამოსვლის საშუალება მისცემოდა. მისი
თქმით, მერაბიშვილი ამ იდეას დაეთანხმა და დაახლოებით სამი საათის განმავლობაში
ცეცხლი მართლაც შეწყდა. დიმიტრი სანაკოევი იხსენებს, რომ შეხვედრაზე დავით
კეზერაშვილი „არაადეკვატური“ ჩანდა და უჭირდა გააზრებული გადაწყვეტილებების
მიღება. 945
აღსანიშნავია, რომ დიმიტრი სანაკოევმა საგამოძიებო კომისიის სხდომიდან მიმართა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას და თავისი გამოსვლა ოსურად
დაასრულა: 946
„ძვირფასო ხალხო! მინდა გითხრათ, რომ შექმნილი სიტუაცია, რომელშიც
დღევანდელ დღეს იმყოფებით, არ არის თქვენთვის სწორი გზა. სწორი გზაა
ჩვენი თანაცხოვრება საქართველოსთან ერთ სახელმწიფოში, და ეს უნდა
მივიღოთ კაცურად, წესითა და გაგებით. შეცდომები ბევრი იყო, ბევრი
სირთულეები გავიარეთ, მივაყენეთ ტკივილი ერთმანეთს, მაგრამ ხვალ, ისევ,
ომს მივუბრუნდეთ, ჩავრთოთ ახალგაზრდები ომში არ იქნება სწორი. დღეს თუ
ხვალ, ეს საკითხი უნდა მოგვარდეს მშვიდობიანი გზით და ღმერთმა მოგვცეს
იმედი და ძალა იმისთვის, რომ ამ გადაწყვეტილებამდე ერთად მივიდეთ.“ 947
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქართული პოზიციების დასუსტება კოდორის ხეობაში
საქართველოს უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, საქართველოს
პარლამენტის ყოფილი წევრი, ირაკლი ბათიაშვილი აფხაზეთში, კოდორის ხეობაში,
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2006 წლის ივლისში გადადგმულ ნაბიჯებს პირდაპირ
უკავშირებს 2008 წლის აგვისტოს ომის ფაქტსა და მის კატასტროფულ შედეგებს.
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, კოდორის ხეობა იმ
დროისთვის იყო ერთადერთი ტერიტორია, რომელსაც საქართველოს ცენტრალური
ხელისუფლება აკონტროლებდა. კოდორის ხეობის ოკუპაციისგან დაცვა, ირაკლი
ბათიაშვილის განმარტებით, ადგილობრივი მოსახლეობისგან დაკომპლექტებული ბატალიონ
„მონადირისა“ და მისი პირველი მეთაურის, ემზარ კვიციანის, უდიდესი დამსახურება იყო.
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 27 მაისის N30 სხდომაზე დიმიტრი სანაკოევის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
946
თარგმანი ოსურიდან ქართულად უზრუნველყო საგამოძიებო კომისიამ.
947 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 27 მაისის N30 სხდომაზე დიმიტრი სანაკოევის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
945
318
აფხაზეთში ჯერ კიდევ 1990-იან წლებში განვითარებული დაძაბულობის ფონზე,
კოდორის ხეობის სოფელ ჩხალთაში, 80-მა ადგილობრივმა მცხოვრებმა 1992 წლის 3 აგვისტოს
სამშობლოს ერთგულების ფიცი დადო და ჩამოაყალიბა რაზმი „მონადირე“, რომლის
მეთაურად ემზარ კვიციანი აირჩიეს. როგორც ემზარ კვიციანმა საგამოძიებო კომისიის წინაშე
განაცხადა, „მონადირის“ მთავარი ამოცანა სტრატეგიული უღელტეხილების (მარუხის,
ქლუხორის, გვანდარას და სხვ.) გაკონტროლება იყო, რათა ჩრდილოეთიდან „ბოევიკების“
შემოსვლა აღეკვეთათ. 948 ირაკლი ბათიაშვილის შეფასებით, ადგილობრივი მოსახლეობა
იმდენად ბრძოლისუნარიანი და თავდადებული იყო, რომ მათ წლების განმავლობაში,
არაერთი თავდასხმის, მათ შორის, რუსული დესანტის მოგერიება შეძლეს და აფხაზეთის ეს
ტერიტორია ოკუპაციას გადაარჩინეს. მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ
შევარდნაძის გადაწყვეტილებით, „მონადირე“ თავდაცვის ძალების ნაწილი გახდა და
ბატალიონად ჩამოყალიბდა, რამაც ადგილობრივ მებრძოლთა ქმედებები და აღჭურვილობის
საკითხები თავდაცვის ერთიან სისტემაში მოაქცია.
მიხეილ სააკაშვილის, ირაკლი ოქრუაშვილისა და ვანო მერაბიშვილის ჩანაფიქრმა,
რომელიც „მონადირის“ დაშლასა და კოდორის ხეობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს
შეიარაღებული ძალების შეყვანას გულისხმობდა, საქართველოს ეს ტერიტორია
რუსეთისთვის ადვილად მოსაპოვებელი და დაუცველი გახადა. აღნიშნულ ქმედებას ირაკლი
ბათიაშვილი „დანაშაულებრივსა“ და „მოღალატეობრივს“ უწოდებს, რადგან საკუთარი
მოსახლეობის განიარაღება სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში „მხოლოდ ქვეყნის
მტერს თუ შეეძლო.“ 949
მოცემულ გადაწყვეტილებას ის მაშინვე ღიად დაუპირისპირდა და მედიის წინაშე
განცხადებებიც გააკეთა. ასევე, ჰქონდა სატელეფონო კავშირი კოდორში ემზარ კვიციანთანაც,
რის გამოც, ირაკლი ბათიაშვილი, 2006 წლის 29 ივლისს, დააპატიმრეს. მას ემზარ
კვიციანისთვის ტელეფონში ნათქვამი სიტყვები „გამაგრდი, გამაგრდი“ ამბოხში
ინტელექტუალურ დახმარებად ჩაუთვალეს. როგორც უკვე აღინიშნა, 950 ევროპულ
სასამართლოში ირაკლი ბათიაშვილის საქმის განხილვისას, „ნაციონალური მოძრაობის“
ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ ვერც ერთი სხვა სამხილი, გარდა ზემოაღნიშნული
სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერისა, ვერ წარმოადგინა. 951 თუმცა, „ნაციონალურმა
მოძრაობამ“ თავის მიზანს მაინც მიაღწია, რადგან ირაკლი ბათიაშვილის დაპატიმრებით იმ
ეტაპზე განეიტრალებულ იქნა კოდორის ხეობის რუსეთისთვის ჩაბარების ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი და კომპეტენტური მოწინააღმდეგე.
როგორც საგამოძიებო კომისიის წინაშე ირაკლი ბათიაშვილმა აღნიშნა, 2006 წელს
მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა
რუსეთს „საჩუქრად მიართვა“ ორი მთავარი წინაპირობა, რამაც 2008 წელს კოდორის ხეობის
ოკუპაცია გააადვილა: 1. ხეობის დამცველი, ბრძოლისუნარიანი ადგილობრივი მოსახლეობის
948 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 31 მარტის N8 სხდომაზე ემზარ კვიციანის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
949
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 28 მარტის N7 სხდომაზე ირაკლი ბათიაშვილის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
950 იხ. წინამდებარე დასკვნის თავი „პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების ხელყოფის უხეში ფაქტები“.
951 ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ (Batiashvili v. Georgia, no. 8284/07), https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-196374
319
განიარაღება, რომელთა წინააღმდეგობამ და მედეგობამ ბევრ აგრესიას გაუძლო; 2. ხეობაში
მძიმედ შეიარაღებული დანაყოფების შეყვანით, სახელმწიფომ დაარღვია 1994 წლის 14 მაისის
ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, რომელიც ამას კრძალავდა. 952 რუსეთმა მოცემული
ფაქტი დაუყოვნებლივ გამოიყენა, გაეროს უშიშროების საბჭოზე დააყენა ქართული მხარის
მიერ ხელშეკრულების დარღვევის საკითხი და შესაბამისი რეზოლუციაც მოიპოვა. ამით
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსეთს შეუქმნა ის სამართლებრივი საბაბიც, რაც რუსეთმა
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის 2008 წელს გამოიყენა.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2006 წელს ზემოხსენებული ორი წინაპირობის
შექმნის შედეგად, 2008 წლის აგვისტოში რუსულმა და სეპარატისტულმა ძალებმა კოდორის
ხეობა თითქმის წინააღმდეგობის გარეშე დაიკავეს. ხეობაში განლაგებულმა შინაგან საქმეთა
სამინისტროს დანაყოფებმა და მათ მხარდასაჭერად განკუთვნილმა მე-5 ბრიგადის
ბატალიონებმა, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური თანამდებობის პირებისგან
მიღებული ბრძანების საფუძველზე, ისე რომ ერთი ტყვიაც არ გაისროლეს, უკან დაიხიეს,
ადგილზე დატოვეს უზარმაზარი ოდენობის სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება, რომელიც არც
კი გაანადგურეს. საბოლოო ჯამში, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა თანამდებობის
პირებმა, თავიანთი ქმედებების შედეგად, „ხონჩით მიართვეს მტერს კოდორის ხეობა“. 953
ამ აზრს იზიარებს „მონადირის“ ყოფილი მეთაურის, გარდაცვლილი ზურაბ
გერლიანის, ვაჟი
− თორნიკე გერლიანიც, რომელიც კოდორის ხეობაში 2006 წელს
განვითარებული მოვლენების თვითმხილველია. 954 მისი აზრით, მიხეილ სააკაშვილი
მიზანმიმართულად უწყობდა ხელს ხეობის დაკარგვას, რისთვისაც ადგილობრივ
მოსახლეობას ატერორებდა. მისი თქმით, ჯერ კიდევ 2006 წლის ივლის-აგვისტოში
განვითარებულ მოვლენებამდე რამდენიმე თვით ადრე, „ნაციონალური მოძრაობა“
ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ „მონადირე“ განიარაღებულიყო და, შემდგომში,
„დაუმორჩილებლობის“ საბაბით, „ბანდფორმირებად“ გამოცხადებულიყო.
თორნიკე გერლიანის თქმით, „მონადირის“ მოქმედმა მეთაურმა ზურაბ გერლიანმა
ბატალიონის გაუქმების შესახებ სატელეფონო ზარის მეშვეობით შეიტყო. მას თავდაცვის
სამინისტროდან ესაუბრა მაღალჩინოსანი და უთხრა, რომ „ბატალიონი გაუქმებული იყო“ და
სამი დღის ვადაში იარაღის ჩაბარების ბრძანება მისცა. ბრძანების მიხედვით, შეიარაღება
ხელმძღვანელებს უნდა შეეგროვებინათ და ვაზიანში (თბილისი) ჩაებარებინათ ისე, რომ
თავდაცვის სამინისტრო შეიარაღების გადასატანად საჭირო ვერტმფრენის გაგზავნაზე უარს
აცხადებდა, რაც იმთავითვე საეჭვო იყო. სამი დღის ვადაში, თანაც საკუთარი ძალებით,
„მონადირე“ შეიარაღების თბილისში ჩატანას, თუნდაც დიდთოვლობის გამო, ვერ შეძლებდა.
ამას ემატებოდა ისიც, რომ ყოველგვარი ახსნისა და შეთანხმების გარეშე მიღებული
გადაწყვეტილება „მონადირის“ გაუქმების შესახებ დიდ უკმაყოფილებასა და შეშფოთებას
იწვევდა ადგილობრივ მოსახლეობასა და საკუთრივ „მონადირის“ ხელმძღვანელობასა და
წევრებში.
952 https://peacemaker.un.org/sites/default/files/document/files/2024/05/ge940514agreementceasefireseparationofforces.pdf
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 28 მარტის N7 სხდომაზე ირაკლი ბათიაშვილის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
954 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 30 მაისის N32 სხდომაზე თორნიკე გერლიანის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
953
320
საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ დაგეგმილ სპეცოპერაციას, რომელიც
„მონადირის“ განიარაღებასა და კოდორის ხეობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს
დანაყოფების შეყვანას ისახავდა მიზნად, თორნიკე გერლიანის თქმით, „კოდორის ხეობის
გათავისუფლება“ უწოდეს, რასაც თან ახლდა სისასტიკე. მოცემული სპეცოპერაციის დროს,
სახელმწიფომ ვერტმფრენიდან მისი 49 წლის მამიდა, რუსიკო გერლიანი, საკუთარი სახლის
ეზოში ჩაცხრილა. თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა, განაცხადა, რომ ეს
„გათვალისწინებული მსხვერპლი“ იყო. უფრო მეტიც, თორნიკე გერლიანის ცნობით, ირაკლი
ოქრუაშვილმა დანა ამოიღო და ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს, მცირე წინააღმდეგობის
გაწევის შემთხვევაშიც კი, ყელის გამოჭრით დაემუქრა. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს
მიერ ხეობის გასაკონტროლებლად მივლენილმა ხვიჩა გუჯეჯიანმა მისი მამის, ზურაბ
გერლიანის, ლიკვიდაციის ბრძანება გასცა: „როგორც კი ნახავთ, მაშინვე იქსი მკერდზეო“.
გარდა ამისა, 2006 წლის აგვისტოში, კოდორის სპეცოპერაციის დროს არაერთი
ადამიანი დააკავეს. მათ შორის იყო რომეო მარგველანი, რომელიც 2007 წლის თებერვალში
გარდაცვლილი ჩაასვენეს ხეობაში. თორნიკე გერლიანის განცხადებით, გარდაცვლილ რომეო
მარგველანს იგივე ტანსაცმელი ეცვა, რაც დაკავების დროს და მისი წონა დაახლოებით 35-40
კგ. იქნებოდა, ყველა ძვალი მოტეხილი ჰქონდა, ხერხემალი კი - ჩაშლილი. თორნიკე
გერლიანი ვარაუდობს, რომ ხერხემლის მალები იარაღის ტარის ან რაიმე ბლაგვი საგნის
ზემოქმედების შედეგად უნდა ყოფილიყო ნამსხვრევებად ქცეული, ცხვირი მოტეხილი
ჰქონდა, დამტვრეულ ფრჩხილებში კი სისხლი ჰქონდა ჩამჯდარი. ეს სისხლი არ იყო ერთი ან
ორი დღის, როგორც ჩანს, რომეო მარგველანს თვეების განმავლობაში აწამებდნენ. 955
როგორც საგამოძიებო კომისიის წინაშე ემზარ კვიციანმა განაცხადა, მან 2006 წლის
ზაფხულში მიიღო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თავდაცვის მინისტრი ირაკლი
ოქრუაშვილი ორფოლოს პოლიგონზე სწავლებას ატარებდა, რომლის დასრულების შემდეგაც,
თავდაცვის შეიარაღებული ძალები კოდორისკენ დაიძვრებოდნენ. აღნიშნული ინფორმაცია
მისთვის დაუჯერებელი იყო, ვინაიდან იცოდა, რომ ირაკლი ოქრუაშვილის ძირითადი
ძალისხმევა იმ დროს ცხინვალის რეგიონისკენ იყო მიმართული. 956
საგამოძიებო კომისიის წინაშე, თავდაცვის სამინისტროს ესკადრილიის მფრინავმა,
იმედო მაისურაძემ 2006 წლის ივლისში კოდორის ხეობაში განხორციელებული
სპეცოპერაციის დეტალების შესახებ ყურადსაღები ინფორმაცია წარმოადგინა. 2006 წლის
ივლისის ბოლოს, სენაკის ბაზაზე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა და შინაგან
საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა თათბირი გამართეს, სადაც ირაკლი ოქრუაშვილმა
იმედო მაისურაძესა და სხვა მფრინავებს კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანისა და მისი დის,
ნორა კვიციანის სახლების ცეცხლით განადგურება დაავალა. მფრინავებმა იკითხეს, ხალხი თუ
იყო ევაკუირებული, რაზეც დადებითი პასუხი მიიღეს. დავალების შესასრულებლად, 15
ეკიპაჟისგან შემდგარი 5 ვერტმფრენი გაემართა, რომლებიც აღჭურვილნი იყვნენ 80 რაკეტითა
და 80 მმ-იანი 400 ჭურვით. მიზნების ძებნისას, მფრინავებმა დაინახეს აქეთ-იქით მორბენალი
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 30 მაისის N32 სხდომაზე თორნიკე გერლიანის ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და ვიდეოჩანაწერი.
956 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 31 მარტის N8 სხდომაზე ემზარ კვიციანის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
955
321
ბავშვები და ქალები, რომლებიც თეთრი ზეწრებით მათ მშვიდობის სიგნალებს უგზავნიდნენ.
დარწმუნდნენ, რომ მოსახლეობის ევაკუაცია არ იყო განხორციელებული. ამიტომ, მოძებნეს
ცარიელი რიყე ადგილი, სადაც დაახლოებით 60 ჭურვი ჩამოაგდეს და უკან დაბრუნდნენ.
საერთოდ რომ არ ესროლათ, ეს კატასტროფა იქნებოდა, რადგან, იმედო მაისურაძის თქმით,
მათ სენაკის ბაზაზე „კაციჭამიები“ ელოდებოდნენ.
დავალების შეუსრულებლობის გამო, ირაკლი ოქრუაშვილმა მფრინავებს სიტყვიერი
შეურაცხყოფა მიაყენა და დავალების შესასრულებლად მაშინვე მეორედ გაუშვა. ამჯერად
მხოლოდ ორი მფრინავი - იმედო მაისურაძე და ესკადრილიის მეთაური სოსო ოსურაული.
მეორე შესვლაზეც დარწმუნდნენ, რომ მოსახლეობა ისევ იქ იყო. რაკი სასწავლო პროცესი არ
მიმდინარეობდა, სოსო ოსურაულმა სკოლის ეზოში ჩამოყარა ჭურვები. სენაკის ბაზაზე
დაბრუნების შემდეგ, იმედო მაისურაძე დააკავეს და ისე, რომ ბრალიც კი არ წაუყენებიათ,
დაახლოებით 10 დღის განმავლობაში ჰყავდათ ფოთში დაკავებული, შემდეგ კი
გაათავისუფლეს. მას აბრალებდნენ, თითქოს ემზარ კვიციანისგან თანხა ჰქონდა აღებული და
სახლს იმიტომ არ ესროლა. 957
საგამოძიებო კომისიის წინაშე მოწვეულმა სიმონ გასვიანმა, რომელიც კოდორის
ხეობის სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა, განაცხადა,
რომ სახელმწიფოს მხრიდან ხეობაში დაგეგმილი ღონისძიებები იყო მიზანმიმართული
ქმედება, რომლის მიზანსაც ხეობის მოსახლეობისგან დაცლა და მტრისთვის გადაბარება
წარმოადგენდა. 958
საბოლოოდ, 2006 წლის 25 ივლისიდან კოდორის ხეობაში დაწყებული სპეცოპერაციის
შედეგად, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური თანამდებობის პირებმა ადგილობრივი
მოსახლეობა გაანეიტრალეს და დაასუსტეს, რამაც, 2008 წლის აგვისტოში რუსების მიერ
ხეობის ოკუპაცია გააადვილა. როგორც ემზარ კვიციანმა განაცხადა, 2008 წლის აგვისტოს ომის
დროს, ის, რაც 13 წლის განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობის გმირული ძალისხმევით
იყო შენარჩუნებული, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ ერთი ტყვიის გაუსროლელად
ჩააბარა მტერს.959
2008 წლის აგვისტოს ომის ზოგიერთი ფაქტისა და გარემოების შესახებ
2008 წლის აგვისტოს ომის ზოგიერთი ფაქტისა და გარემოების დასაზუსტებლად,
საგამოძიებო კომისიამ მოუსმინა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ყოფილ
პოლიტიკური თანამდებობის პირებსა და ომის უშუალო მონაწილეებს.
საგამოძიებო კომისიამ გამოჰკითხა გრიგოლ ვაშაძე, რომელიც, 2008 წლის აგვისტოს
ომის დროს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.
სამინისტროში ის უშუალოდ კურირებდა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებს და,
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 2 ივლისის N43 სხდომაზე იმედო მაისურაძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და ვიდეოჩანაწერი.
957
958
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 30 მაისის N32 სხდომაზე სიმონ გასვიანის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
959 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 31 მარტის N8 სხდომაზე ემზარ კვიციანის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
322
ამავდროულად, ამ საკვანძო პერიოდში, თავად იყო რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.
საგამოძიებო კომისიის წინაშე, გრიგოლ ვაშაძემ ეს ინფორმაცია დაადასტურა და განმარტა,
რომ ორმაგი მოქალაქეობის საკითხი წინასწარ იყო განხილული მიხეილ სააკაშვილთან.
თავდაპირველად არსებობდა მოსაზრება, რომ ეს ფაქტი შესაძლოა ერთგვარ რესურსად
ქცეულიყო რუსულ მხარესთან არაფორმალური კონტაქტების დასამყარებლად. თუმცა, 2009
წლისთვის, როდესაც ცხადი გახდა, რომ ეს მხოლოდ ხელისშემშლელ ფაქტორს
წარმოადგენდა, მან რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის პროცედურა დაიწყო, რასაც 11 თვე
დასჭირდა. მისივე განმარტებით, მის მიერ გადაწყვეტილების მიღებას ბიძგი მისცა რუსეთის
დუმაში ერთ-ერთი დეპუტატის მოთხოვნამ, დაეწყოთ მის წინააღმდეგ გამოძიება.
საგამოძიებო კომისიის წინაშე, გრიგოლ ვაშაძემ დეტალურად აღწერა ომის
მომასწავებელი დიპლომატიური მოვლენები. 960 მისი თქმით, გარდამტეხი მომენტი 2008 წლის
21 თებერვალს, მიხეილ სააკაშვილისა და რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ
პუტინის შეხვედრაზე დადგა, რომელსაც თავადაც ესწრებოდა. ამ შეხვედრაზე ვლადიმერ
პუტინმა, ყოველგვარი დიპლომატიური შენიღბვის გარეშე, პირდაპირ განუცხადა ქართულ
მხარეს: „ჩვენ ადეკვატურად, თქვენ ხარჯზე ვუპასუხებთ კოსოვოს დამოუკიდებლობის
აღიარებას. ეს თქვენი ბრალი არ არის, თქვენი გეოგრაფიის ბრალია.“ 961 ვლადიმერ პუტინმა
დაამატა, ასევე, რომ საქართველოს ნატო-ში „შეათრევდნენ, დააყენებდნენ რაკეტებს და
დაუმიზნებდნენ რუსეთის ფედერაციას“. გრიგოლ ვაშაძის თქმით, ამ მუქარის შემდეგ,
პუტინმა საუბრის მიმართ ინტერესი სრულად დაკარგა და ქართული დელეგაციისთვის
ცხადი გახდა, რომ რუსეთი კონფრონტაციისთვის ემზადებოდა.
მიუხედავად ამისა, ქართული მხარე კონფლიქტის თავიდან არიდებას
დიპლომატიური გზებით ცდილობდა. გრიგოლ ვაშაძემ გაიხსენა 2008 წლის 21 ივნისს
მოსკოვში მისი ვიზიტი, რა დროსაც, მან რუსულ მხარეს გადასცა მიხეილ სააკაშვილის
წერილი სამშვიდობო ინიციატივებით. ეს ინიციატივები, რომლებიც „მოკავშირეებთან იყო
შეთანხმებული,“ ითვალისწინებდა კონფლიქტის მოგვარების კომპლექსურ გეგმას, მათ
შორის, ერთობლივი სამართალდამცავი ორგანოებისა და ადმინისტრაციის შექმნას. რუსეთის
საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავდაპირველად დიდი ინტერესი გამოხატა, მაგრამ მალევე ეს
დოკუმენტი გაზეთ „კომერსანტში“ გამოქვეყნდა, რაც თბილისმა მოლაპარაკებების
დასრულების სიგნალად მიიღო. მოგვიანებით, რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი
მედვედევმა მიხეილ სააკაშვილს წერილობით უპასუხა, სადაც აღნიშნავდა, რომ ერთობლივი
ადმინისტრაციების შექმნა ნაადრევი იყო, ქართულ მხარეს რიტორიკის შეცვლისკენ
მოუწოდებდა და ბუნდოვნად მიუთითებდა, რომ კონფლიქტის მოგვარებაში „გადამწყვეტი
როლი“ საქართველოს პრეზიდენტს ეკუთვნოდა. გრიგოლ ვაშაძემ ეს პასუხი
არასერიოზულად შეაფასა, რადგან, მისი თქმით, მედვედევმა მანამდე თავი აარიდა ასტანაში
დაგეგმილ შეხვედრას, სადაც ამ საკითხების განხილვა უნდა მომხდარიყო.
საგამოძიებო კომისიის წევრებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში რამდენიმე სადავო
საკითხი გამოიკვეთა. კითხვაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ ინტერვიუს
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 26 მარტის N5 სხდომაზე გრიგოლ ვაშაძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
აუდიოჩანაწერი.
961 სერბეთისგან გამოყოფილი კოსოვოს დამოუკიდებლობა აშშ-მა 2008 წლის 18 თებერვალს აღიარა.
960
323
ეფუძნებოდა, 962 შესთავაზა თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთს ნატო-ზე უარის
თქმა, გრიგოლ ვაშაძემ კატეგორიულად უარყო: „არასოდეს, არსად, არც ერთ საუბარში
პრეზიდენტ სააკაშვილს ფიქრადაც არ გაუვლია ჩვენი სუვერენიტეტის ნაწილზე უარის თქმა...
თავში არ მოსვლია ეს იდიოტური აზრი“.
საგამოძიებო კომისიის კითხვაზე, ხომ არ იყო 2008 წლის აგვისტოს ომი „ნაციონალური
მოძრაობის“ მიერ 2004-2007 წლებში წარმოებული პოლიტიკის შედეგი, გრიგოლ ვაშაძემ
მტკიცედ უპასუხა, რომ ომი რუსეთის დიდი ხნის იმპერიალისტური პოლიტიკის
გარდაუვალი შედეგი იყო და არა - საქართველოს ხელისუფლების ქმედებების პირდაპირი
რეაქცია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის გეგმები, ჯერ კიდევ 2007 წელის 10
თებერვალს, ვლადიმერ პუტინის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლიდან 963
გახდა ნათელი. გრიგოლ ვაშაძის აზრით, სწორედ ამიტომ აფრთხილებდნენ საქართველოს
მოკავშირეები, მათ შორის, კონდოლიზა რაისი, და ეუბნებოდნენ „პროვოკაციაში არ ჩაებათო“,
მაგრამ „თავი არ დაიცვათო“, არავის უთქვამს.
რუსეთის იმპერიალისტური ისტორია და პოლიტიკა, საქართველოსთან მისი
დამოკიდებულება, ასევე, ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან დაწყებული საქართველოს
ტერიტორიების ოკუპაცია და ქართველების ეთნიკური წმენდის ფაქტები დამტკიცებულია,
მათ შორის, 2021-2025 წლებში ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი არაერთი
გადაწყვეტილების შედეგად. ამჟამად, საგამოძიებო კომისიის კვლევის საგანი კი, სხვებს
შორის, ის ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ, როგორც სამხედრო
ექიმმა, ლაშა ქოიავამ განაცხადა, ჯერ კიდევ 2007 წლის შემოდგომაზე დაიწყო მზადება
გარკვეული გეგმის განსახორციელებლად. 964
ლაშა ქოიავას ინფორმაციით, ის 2007 წლის ოქტომბერ-ნოემბერში გენერალური შტაბის
უფროსის მოადგილესთან დაიბარეს და აუხსნეს, რომ სამხედრო დაზვერვაში მის ფუნქციებს
სხვაც შეასრულებდა, ხოლო საველე ჰოსპიტლის შექმნის ამოცანას მასსავით გამოცდილი
კადრი სჭირდებოდა. შესაბამისად, ის სახმელეთო ჯარების დაქვემდებარებაში ახლად
ჩამოყალიბებულ სამედიცინო სამსახურში გადაიყვანეს და საველე ჰოსპიტლის აწყობა
დაავალეს, რომლის დისლოკაციის ადგილად საგურამო განისაზღვრა. 2008 წლის
თებერვალში კი მან მიიღო პირდაპირი დავალება, რომ ჰოსპიტალი მაისის ბოლოსთვის სრულ
მზადყოფნაში ყოფილიყო, რადგან საბრძოლო მოქმედებები გარდაუვალი იყო. 2008 წლის 6
აგვისტოს, 23 საათზე, მან მიიღო ბრძანება, მოემზადებინა ჰოსპიტალი მარშისთვის და
გამთენიისას 5 საათზე მინისტრთან თათბირზე გამოცხადებულიყო. 965
7 აგვისტოს დილის თათბირი თავდაცვის სამინისტროში
საგამოძიებო კომისიის მიერ ფაქტების დადგენის პროცესში განსაკუთრებით
მნიშვნელოვანი იყო სამხედრო აკადემიის რექტორის, 2008 წელს თავდაცვის სამინისტროს
962
https://tabula.ge/ge/news/555080-saakashvili-mzad-viqavi-uari-metkva-nato-zets
https://www.youtube.com/watch?v=hQ58Yv6kP44
964 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 27 მარტის N6 სხდომაზე ლაშა ქოიავას ახსნა-განმარტების სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
965 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 27 მარტის N6 სხდომაზე ლაშა ქოიავას ახსნა-განმარტების სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
963
324
სახმელეთო ჯარების სარდლის, ბრიგადის გენერლის, მამია ბალახაძის მიერ წარმოდგენილი
ფაქტები და ინფორმაცია. 966
მამია ბალახაძემ განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონში ვითარება საგრძნობლად
დაიძაბა 2008 წლის 6 აგვისტოს, როდესაც ქართველი მშვიდობისმყოფელების რიგებში გაჩნდა
პირველი მსხვერპლი, დაჭრილები, დაზიანებული ჯავშანტექნიკა და მიმდინარეობდა
ინტენსიური სროლა ქართული სოფლების მიმართულებით. შეუძლებელი იყო
გარდაცვლილებისა და დაჭრილების გამოყვანა. თუმცა, თიღვის მუნიციპალიტეტის
გამგებელი, გიორგი (გონერი) კაპანაძე ეწინააღმდეგება საგამოძიებო კომისიის წინაშე
გენერლების, ბალახაძის, გოგავასა და ყურაშვილის, მიერ დასახელებულ 6 აგვისტოს თარიღს
და, როგორც თვითმხილველი, ამბობს, რომ მის სოფელში, ავნევში, ორი ქართველი
მშვიდობისმყოფელი 7 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში დაიღუპა. 967 ვითარება რომ აგვისტოს
დასაწყისიდანვე დაძაბული იყო, ამ ფაქტს ადასტურებს გენერალი მამუკა ყურაშვილიც,
რომლის განცხადებითაც, კონფლიქტის ზონაში, ჯერ კიდევ 1 აგვისტოდან ადგილი ჰქონდა
ინტენსიურ სროლებს, მათ შორის, მსხვილკალიბრიანი საზენიტო ზარბაზნიდან. 968
მამია ბალახაძის ცნობით, შექმნილმა ვითარებამ 7 აგვისტოს გამთენიისას შექმნა
თავდაცვის სამინისტროში საგანგებო თათბირის ჩატარების საჭიროება, რომელიც ჩაატარა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა, ხოლო მომხსენებელი იყო
გაერთიანებული შტაბების უფროსი, გენერალი ზაზა გოგავა. მამია ბალახაძის ინფორმაციით,
მოცემული თათბირი დილის 5 საათზე დაიწყო, სამხედრო ექიმის, ლაშა ქოიავას განცხადებით
კი, 5 საათზე ჩანიშნული თათბირი მხოლოდ 8 საათზე დაიწყო. თათბირს ესწრებოდნენ
შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ზაზა გოგავას მოადგილეები, აღმოსავლეთ
მიმართულების რამდენიმე მეთაური, გენერალური შტაბის რამდენიმე დეპარტამენტის
ხელმძღვანელები და სხვა შესაბამისი პირები. ლაშა ქოიავას ინფორმაციით კი, მოცემულ
თათბირს ესწრებოდა, ასევე, იუსტიციის მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი.
თათბირზე მამია ბალახაძემ მიიღო დავალება, რომ გამოეცხადებინა „სრული განგაში“
და შეიარაღებული ძალები ნომერ პირველ საბრძოლო მზადყოფნაში მოეყვანა. საზაფხულო
პერიოდიდან გამომდინარე, პირადი შემადგენლობის 50%-მდე შვებულებაში იყო გაშვებული,
რის გამოც, მამია ბალახაძის მიერ გაიცა ბრძანება მათი დისლოკაციის ადგილებზე სასწრაფოდ
დაბრუნების თაობაზე. მისი თქმით, აღნიშნული თათბირი იყო ხანმოკლე, სადაც მიიღეს
გადაწყვეტილება სახმელეთო ჯარების შტაბი გარდაქმნილიყო ოპერატიული დაჯგუფების
შტაბად, რაც განლაგდა სოფელ კარალეთთან ე.წ. „კაკლების“ ტერიტორიაზე. ამავე თათბირზე,
ზაზა გოგავამ დაავალა მამია ბალახაძეს სამოქმედო გეგმის დროულად წარმოდგენა.
მამია ბალახაძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროში თათბირის დროს, უკვე
ცნობილი იყო სადაზვერვო სამსახურებიდან, რომ როკის გვირაბი გამოიარეს რუსულმა
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 2 ივლისის N44 სხდომაზე მამია ბალახაძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
966
967 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 31 მარტის N8 სხდომაზე გიორგი კაპანაძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და ვიდეოჩანაწერი.
968 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 28 მარტის N7 სხდომაზე, მამუკა ყურაშვილის ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და აუდიოჩანაწერი.
325
დანაყოფებმა და რომ ქ. ცხინვალი იცლებოდა მშვიდობიანი მოსახლეობისგან. შესაბამისად,
სანამ ქართული მშვიდობიანი მოსახლეობა „დარჩებოდა ბედის ანაბარა“, და სანამ სიტუაცია
უკონტროლი გახდებოდა, „უნდა მიგვესწრო.“ დავალებისამებრ, გამოძახებულ იქნა
სახმელეთო ჯარების შემადგენლობა და დაიწყო საბრძოლო მზადყოფნის მისაღწევად ყველა
საჭირო პროცედურის განხორციელება.
7 აგვისტოს შუადღის თათბირი „კაკლებში“
7 აგვისტოს 10 საათიდან მამია ბალახაძე იმყოფებოდა „კაკლებში“ მოწყობილ შტაბში,
სადაც 14-დან 18 საათამდე ჩატარდა რიგით მეორე თათბირი-მოხსენება. საველე შტაბში
შეიკრიბნენ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები (დავით კეზერაშვილი და ივანე
მერაბიშვილი), გაერთიანებული შტაბების უფროსი ზაზა გოგავა, შინაგან საქმეთა მინისტრის
მოადგილე შალვა ჯანაშვილი, სარდლები, სახმელეთო ჯარების 6 ბრიგადის მეთაური (მე-2
ბრიგადის (სენაკის) გარდა) და 7 ცალკეული ბატალიონის მეთაური (მათ შორის, სამედიცინო),
შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე დეპარტამენტის ხელმძღვანელები, ადგილობრივი
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. თათბირს ესწრებოდა გენერალი ყურაშვილიც. მასთან
ყველაზე მეტი კითხვა დაისვა, რადგან სამმხრივი ფორმატის ფარგლებში, ის რუსეთისა და დე
ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ცხინვალში, ე.წ. „ნიჟნი გარადოკში“
განთავსებულ შტაბში საქმიანობდა.
თათბირზე მომხსენებელი იყო მამია ბალახაძე, რომელმაც დეტალურად,
დაახლოებით, ორი საათის განმავლობაში, დასამტკიცებლად მოახსენა სავარაუდო სამოქმედო
გეგმის დეტალები, რომელიც ზაზა გოგავასთვის სიახლე, რასაკვირველია, არ ყოფილა. გეგმაში
ჩართული იყო მე-4 ბრიგადა (მარცხენა ფლანგი - ძარის გზა/ჯავა) და მე-3 ბრიგადა (მარჯვენა
ფლანგი - გერის გზა) - რომლებსაც უნდა გადაეკეტათ როკის გვირაბი და ფაქტიურად ალყაში
მოექციათ ცხინვალი. აღნიშნული გეგმით, ქალაქ ცხინვალში შესვლა გათვალისწინებული იყო
მხოლოდ ამ ძირითად მიმართულებებზე მიღწეული სამხედრო წარმატებების შემდეგ. მე-2
ბრიგადა რჩებოდა დისლოკაციის ადგილას, სენაკში, და, აფხაზეთის მიმართულებიდან
შემოტევის შემთხვევაში, მდ. ენგურზე უნდა გასულიყო და შეკავების ოპერაცია
განეხორცილებინა.
მამია ბალახაძის ინფორმაციით, მან არაერთხელ ითხოვა გადაწყვეტილება საბრძოლო
მოქმედებაზე გადასვლასთან დაკავშირებით, მაგრამ თავდაცვის მინისტრისა და ზაზა
გოგავასგან იყო უარი, რადგან, მათი თქმით, პროვოკატორი ქართული მხარე არ უნდა
ყოფილიყო. პრაქტიკულად, სანამ „სახეს სახესთან“ ვინმე არ მოგვიტანდა, ჩვენ არ უნდა
გვემოქმედა, მათ შორის, არც მოგერიების რეჟიმში, სანამ არ იქნებოდა „საერთო პოლიტიკური
გადაწყვეტილება.“
მიუხედავად ამისა, სამხედრო პირებისთვის სრულიად მოულოდნელად, ზაზა გოგავას
მიერ წამოიჭრა წინადადება, რომ ე.წ. ძირითად მიმართულებად შერჩეულიყო ქ. ცხინვალი,
რაც, მამია ბალახაძის განცხადებით, როგორც მისთვის, ასევე მეთაურებისთვისაც, იყო
სიურპრიზი. საგამოძიებო კომისია დაინტერესდა, თუ რა იყო ზაზა გოგავას მხრიდან მსგავსი
იდეის უცაბედად გამოცხადების მიზეზი, რაზეც მამია ბალახაძემ აღნიშნა, რომ არ იცოდა,
თუმცა, ზაზა გოგავას მეტი ინფორმაცია ჰქონდა მისი ზემდგომებისგან და შესაძლოა, რაღაც
326
„სხვა მოლოდინი“ ან სხვა „დავალება-ამოცანა“ იყო. ზაზა გოგავას ამ მოსაზრებასთან
დაკავშირებით კითხვები დაუსვა თავდაცვის მინისტრმა. სახმელეთო ჯარების მოსაზრებით,
ქ. ცხინვალის ძირითად მიმართულებად ქცევა ჯარისთვის დროის კარგვა და მარცხის შანსის
გაზრდა იყო. უპრიანი იყო, ფლანგების განვითარება, ჯავის მიმართულებით დაწინაურება და
რუსეთის საზღვართან სწრაფად მისვლა, ვიდრე ქალაქისკენ გზის გაკვლევა და ქალაქში
დროის კარგვა. ხოლო, თუ ფლანგებზე წარმატებით განვითარდებოდა პროცესი, საბოლოო
მიზანი ისედაც ქ. ცხინვალი იქნებოდა.
მამია ბალახაძის თქმით, ძირითადი მიმართულება იმიტომაა ძირითადი, რომ მან
უნდა მოიპოვოს წარმატება და ამაზეა მთელი საბრძოლო პროცესი აგებული. თუ ძირითადი
მიმართულება დამარცხდა, მისი გადატანა სხვა ფლანგზე შესაძლებელია, მაგრამ ამას დრო და
შესაბამისი გათვლა სჭირდება.
ჯარის უარყოფითი პოზიცია რომ შეამჩნია, ლაშა ქოიავას ინფორმაციით, ვანო
მერაბიშვილი შეეცადა, ეთქვა, რომ „თუ სამხედროები წინააღმდეგნი არიანო ...“, მაგრამ აზრი
ვერ დაასრულა, რადგან დავით კეზერაშვილმა მოუჭრა, „რასაც ვეტყვით, იმას გააკეთებენო.“ 969
ძირითად მიმართულებად ქ. ცხინვალის განსაზღვრის შემდეგ, პირველ მხარდამჭერ
მიმართულებად განისაზღვრა მაცხენა ფლანგი (მე-4 ბრიგადა), მეორე მხარდამჭერ
მიმართულებად - მარჯვენა ფლანგი (მე-3 ბრიგადა), მესამე მხარდამჭერ მიმართულებად კვაისიდან ჯავაზე გასვლა, რისთვისაც სახმელეთო ჯარებს რესურსი აღარ ჰყავდათ, გარდა
რეზერვისა, ხოლო მეოთხე მხარდამჭერ მიმართულებად - ერწოს უღელტეხილი რაჭიდან.
რესურსის ნაკლებობის გამო, მესამე მხარდამჭერ მიმართულებაზე შინაგან საქმეთა
სამინისტროს ქვედანაყოფების დახმარება გადაწყდა.
საყურადღებოა, რომ „კაკლებში“ გამართულ თათბირზე, ძირითად მიმართულებაზე
„პასუხისმგებელ პირად“ განისაზღვრა არა თავდაცვის ძალების წარმომადგენელი, არამედ
ვანო მერაბიშვილის მოადგილე შალვა ჯანაშვილი, რომელსაც სამხედრო საქმეში
გამოცდილება არ ჰქონდა. მასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ
დავალებათა სამმართველოს, თავდაცვის ძალების სპეცდანიშნულების რამდენიმე ასეულს,
რომელიც, მამია ბალახაძის თქმით, სხვა ტიპის ამოცანების შესრულებას ემსახურებოდა,
სახმელეთო ჯარების ბათუმში დისლოცირებულ ერთ ქვეით ბატალიონსა და ჯავშანსატანკო
ბატალიონს, შეტევის მიმართულების ხელმძღვანელის სტატუსით, უნდა გაჰყოლოდა მამუკა
ყურაშვილი, რომლის კანდიდატურაც დავით კეზერაშვილს ზაზა გოგავამ შესთავაზა. მამია
ბალახაძის თქმით, მან შესთავაზა ახალ ძირითად მიმართულებაზე სხვა ძალების გამოყენება,
რაც უარყოფილი იქნა ზაზა გოგავას მიერ იმ მოტივით, რომ სპეცდანიშნულების რაზმებს
უფრო მეტი გამოცდილება ჰქონდათ ქალაქის ტიპის დასახლებასთან დაკავშირებით
განსახორციელებელ ოპერაციაზე.
საგამოძიებო კომისიის მიერ დასმული კითხვების შედეგად, მამია ბალახაძემ
განაცხადა, რომ ზემომოყვანილი გადაწყვეტილებების შედეგად, სახმელეთო ჯარების
სარდალი მხოლოდ ქაღალდზე დარჩა ძირითადი მიმართულების ოპერაციების
ხელმძღვანელად, რეალურად კი, ამ მიმართულებას ზაზა გოგავა ჩაუდგა სათავეში. ასევე,
„კაკლებში“ გამართულ თათბირზე დადასტურდა, რომ ეროვნულ გვარდიაზე, მათ შორის,
969
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 27 მარტის N6 სხდომაზე ლაშა ქოიავას ახსნა-განმარტების სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
327
რეზერვზე და ლოგისტიკურ მიმართულებაზე პასუხისმგებელი იყო ზაზა გოგავა, რაც
შესაბამისი ბრძანებებით ისედაც ამგვარად იყო გათვალისწინებული. მამია ბალახაძის
დაქვემდებარებაში
დარჩა
სახმელეთო
ჯარების
ქვედანაყოფები,
ავიაცია
და
სპეცდანიშნულების ძალები, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიამაგრეს.
საგამოძიებო კომისიის კითხვაზე, გაანალიზდა თუ არა რომელიმე ზემოაღნიშნულ
შეხვედრაზე, რუსული ჯარის შესაძლებლობები და მათი შესაძლო რეაქცია იმ გეგმის
განხორციელებაზე, რომელიც ძირითად მიმართულებად ქ. ცხინვალს მოიაზრებდა, მამია
ბალახაძემ უპასუხა, რომ მოცემულ საკითხზე მანაც დასვა კითხვა, რაზეც დავით
კეზერაშვილისა და ზაზა გოგავასგან მიიღო პასუხი, რომ არსებული ინფორმაციის მიხედვით,
„რუსები სავარაუდოდ არ ჩაერევიანო“. საგამოძიებო კომისიის კითხვაზე, ხომ არ იყო ეს
ფამილარულ საუბარში წამოსროლილი პასუხი ან, თუნდაც, ხუმრობა, მამია ბალახაძემ
განაცხადა, რომ საუბრის ამ ნაწილის ტონიც იყო ოფიციალური და სერიოზული. მისი თქმით,
მით უფრო გამორიცხულად ჩაითვალა რუსი სამშვიდობოების ჩარევა, განსაკუთრებით,
პირველ ეტაპზე.
მამია ბალახაძის თქმით, „კაკლებში“ გამართული შეკრების სულისკვეთება
მდგომარეობდა სწრაფად მოქმედებაში, დასწრებაში და გარკვეული წარმატებების მიღწევაში,
რა დროსაც საერთაშორისო პარტნიორებისგან მოსალოდნელი იყო მხარდაჭერა, რაც რუსეთის
შეტევაზე გადმოსვლას შეაკავებდა.
ვინაიდან ძირითად მიმართულებაზე ამოცანის შესასრულებლად ორი სხვადასხვა
სისტემის დანაყოფები დაიძრნენ, გაურკვეველი დარჩა, ვინ იძლეოდა ბრძანებებს - შინაგან
საქმეთა თუ თავდაცვის სამინისტრო. გეგმის განხორციელებაში ერთმანეთის გვერდიგვერდ
ჩართულნი აღმოჩნდნენ ისეთი შენაერთები და პირები, რომლებსაც ცოდნა და მომზადება
სრულიად განსხვავებული ფუნქციების განსახორციელებლად ჰქონდათ მიღებული და,
თუნდაც ერთობლივი სწავლებების გზით, თავსებადობის არავითარი ტესტი წინასწარ
გავლილი არ ჰქონდათ.
7 აგვისტოს საღამო
„კაკლებში“ თათბირის დასრულების შემდეგ, ყველა მეთაური დაბრუნდა თავისი
შეკრების რაიონში და მოიყვანა ვითარება მზადყოფნაში. თუმცა, დაღამებამდე, მოქმედებაზე
გადასვლის ბრძანება არ შემოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ქართული სამშვიდობო
ბატალიონებისა და ქართული სოფლების მიმართ ხანგამოშვებით სროლა კვლავ
ხორციელდებოდა. მამია ბალახაძისგან მოცემული ბატალიონები და „ხალხი“ დახმარებას
ითხოვდა, მაგრამ მას არ ჰქონდა მიღებული ბრძანება, რომ „ცეცხლი ჩაერთო“.
მამიას ბალახაძემ ისიც კი დაამატა, რომ მთელი დღის განმავლობაში, ის როგორც
დავით კეზერაშვილს, ასევე ზაზა გოგავას, დაჟინებით სთხოვდა უფლებას, მინიმუმ მსუბუქი
საშუალებებიდან, „ჩამხშობი ცეცხლი“ გაეხსნა, რასაც, მისი თქმით, შემაკავებელი ზომის
ფორმა უნდა ჰქონოდა და თავიდან აერიდებინა უფრო მეტი დაჭრილი და დაღუპული.
„ცეცხლი, ცეცხლი, ცეცხლი, მომეცით ნებართვა.“ - ითხოვდა ის. თუმცა, იყო უარი იმ
მოტივით, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება ჯერ არ იყო მიღებული.
328
ლაშა ქოიავამ საგამოძიებო კომისიას მიაწოდა ახსნა იმისა, თუ რატომ არ ხდებოდა
დამტკიცებული გეგმის მიხედვით მოქმედების დაწყება. მისი ინფორმაციით, ადგილზე
ჩამოტანილი იყო ტრიბუნა, დროშები და ელოდებოდნენ ჟურნალისტებს, რომ მიხეილ
სააკაშვილს, „ბლიცკრიგის“ შედეგად გამარჯვების შესახებ განცხადება გაეკეთებინა. მისი
აზრით, სწორედ პიარული გეგმის გამო დაგვიანდა სამხედრო გეგმის ამოქმედება.
საგამოძიებო კომისია მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის მართვის სტილიდან
გამომდინარე, მსგავსი ახსნა გამოსარიცხი არ არის, თუმცა, უნდა ვივარაუდოთ, რომ
დაყოვნების მიზეზი, შესაძლოა, იმავდროულად მრავალ სხვა ფაქტორთან, მაგალითად,
პარტნიორებთან კონსულტაციების გაჭიანურებასთან, სადაზვერვო ინფორმაციების
ცვლილებასთან ყოფილიყო დაკავშირებული.
ბოლოს, დაახლოებით 23 საათსა და 30 წუთზე, ზაზა გოგავამ მიიღო შემომავალი ზარი,
რა დროსაც გვერდზე გავიდა სასაუბროდ. როცა მობრუნდა, განაცხადა, რომ ის ესაუბრა
უმაღლეს მთავარსარდალს (მიხეილ სააკაშვილს) და მიღებულია გადაწყვეტილება ოპერაციის
დაწყებაზე. ამის შემდეგ, მამია ბალახაძემ გასცა ყველა საჭირო ბრძანება და განკარგულება, რის
შემდეგაც, ბრძანება შეტევაზე ანუ „საარტილერიო ცეცხლის დაწყებაზე“ გაიცა 7 აგვისტოს 11
საათსა და 45 წუთსა და 8 აგვისტოს 00 საათსა და 5 წუთს შორის. არტილერიამ ცეცხლი გახსნა
11-14 სხვადასხვა მიმართულებიდან წინასწარ დადგენილ ათეულობით საცეცხლე წერტილზე,
რომელიც განსაზღვრული იყო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით. ამ დროს
ქვედანაყოფების შეტევაზე გადასვლაზე ბრძანება არ გაცემულა. თუმცა, მამია ბალახაძის
თქმით, ქ. ცხინვალის მიმართულებით ცეცხლი არ გახსნილა ღამის განმავლობაში, ხოლო ის
ცეცხლი, რომელიც ტელევიზიით საქართველომ და მსოფლიომ იხილა, იყო ცეცხლი,
რომელიც ღამით გუფთის მიმართულებით ე.წ. გრადითა და გრადლარით განხორციელდა.
მამია ბალახაძემ კატეგორიულად უარყო მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ
საცეცხლე წერტილებს შორის იყო ქ. ცხინვალი. მან ისიც გამორიცხა, რომ ზაზა გოგავას მისი
გვერდის ავლით გაეცა ცხინვალზე საარტილერიო შეტევის ბრძანება, რადგან ნებისმიერი
ასეთი დაქვემდებარებული პირი მამია ბალახაძესთან ე.წ. უკუგადამოწმებას გააკეთებდა.
მამია ბალახაძემ ისიც კი განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია ზაზა გოგავას განცხადება
იმასთან დაკავშირებით, რომ მან ცხინვალში საცეცხლე წერტილები ჩაახშო, რადგან ასეთი
ცეცხლი მამია ბალახაძის ბრძანებით და მისი მეთაურების ბრძანებით არ გაცემულა და იმ
ღამით, ის ძალები, რომლებიც მამია ბალახაძეს ექვემდებარებოდნენ „ცხინვალს არ შეხებიან“
საარტილერიო ცეცხლით.
მამია ბალახაძემ სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ 8 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში,
მისი გვერდის ავლით გასცა ზაზა გოგავამ ბრძანება მე-4 ბრიგადის შემობრუნებასთან
დაკავშირებით. მან ამის შესახებ მე-4 ბრიგადის შტაბის უფროსისგან შეიტყო, როდესაც ამ
უკანასკნელმა სახმელეთო ჯარების შტაბს გადმოსცა იმის თაობაზე, რომ მე-4 ბრიგადის
შეტევის მიმართულება გაჩერდა და ახალი ამოცანა მიიღო, რომ მისი ერთი ქვეითი ბატალიონი
ქ. ცხინვალზე უნდა წასულიყო. მამია ბალახაძე ამ ბრძანების შესრულების პროცესში ჩაერთო,
მაგრამ იმ მიზნით, რომ მე-4 ბრიგადის კონკრეტული ნაწილის შემოტრიალებისას, ქართული
ჯარის სხვადასხვა დანაყოფები ერთმანეთის ცეცხლის ქვეშ არ მოხვედრილიყვნენ.
რაც შეეხება ე.წ „ვერხნი გარადოკზე“ ანუ რუსების ბაზაზე, ცეცხლის გახსნას, ის იყო
უკვე დაცლილი, რადგან „მათი ე.წ. სამშვიდობოები იყვნენ გარეთ გამოსულები მთელი
329
თავიანთი ტექნიკით“ და ინკორპორირებულები სეპარატისტულ და სხვა მებრძოლ
დაჯგუფებებში და „ფაქტიურად ბრძოლაში ჩაბმულები.“ მათი 82-მილიმეტრიანი სისტემის
ნაღმმტყორცნების 1-2 ბატარეა აზიანებდა მარცხენა ფლანგს, რის გამოც, ზაზა გოგავასთან
შეთანხმებით, მამია ბალახაძის ბრძანებით გაიხსნა საპასუხო ცეცხლი. ცეცხლი რომ
ნამდვილად „ვერხნი გარადოკიდან“ მოდიოდა, ეს გადამოწმებულ იქნა არაერთხელ როგორც
ადგილზე მყოფ დანაყოფებთან, ასევე მეწინავე მეთვალთვალეებთან და დაზვერვის
ელემენტებთან.
მიხეილ სააკაშვილის 10 აგვისტოს ბრძანება
2008 წლის 10 აგვისტოს შუადღეზე, ჯარების გორამდე გამოსვლის შესახებ მიხეილ
სააკაშვილის მიერ გაცემული ბრძანების შესაბამისად, მამია ბალახაძე უკვე გორში
იმყოფებოდა, რის შემდეგაც, მიღებულ იქნა ბრძანება გორის დატოვების შესახებ და იმ დღესვე
დატოვეს გორიც. ამოცანად იგოეთთან შეკავების ზღუდის აღმართვა და საბოლოო ამოცანად
დედაქალაქის დაცვა განისაზღვრა.
ომის დასრულებიდან ერთ კვირაში, 19 აგვისტოს, დავით კეზერაშვილმა სახმელეთო
ჯარების სარდალი მამია ბალახაძე თავის კაბინეტში დაიბარა და მას თანამდებობიდან
გადადგომა მოსთხოვა „წაგებული ომის გამო.“ ბალახაძის კითხვაზე, მარტო მე ვარ ამ ომში
წაგებულიო, მინისტრმა მიუგო, რომ ფაქტია, შედეგი არის მარცხი და გადაწყვეტილებაც შესაბამისიო.
მოპყრობა ომის დროს მშვიდობიანი მოსახლეობისადმი
საგამოძიებო კომისია დაინტერესდა ომამდე და ომის მიმდინარეობისას სახელმწიფოს
მხრიდან მშვიდობიან მოსახლეობასთან კომუნიკაციისა და მათი დაცვის მიზნით
განხორციელებული ღონისძიებებით. გამოკითხული პირების მიერ წარმოდგენილი
ინფორმაციით დასტურდება, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაზე პასუხისმგებელი
უწყება იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო.
მიუხედავად იმისა, რომ კოდორის ხეობაში 2006 წლიდან შინაგან საქმეთა
სამინისტროს შენაერთები იყო ჩაყენებული, მოსახლეობისათვის მოსალოდნელი
საფრთხეების შესახებ არაფერი იყო ცნობილი. საგამოძიებო კომისიის წინაშე, ხეობის
მკვიდრმა, თორნიკე გერლიანმა განაცხადა, რომ 9 აგვისტოს, ერთ-ერთი ადგილობრივი
მაცხოვრებლის დაკრძალვაზე შეკრებილმა მოსახლეობამ სახალხო დამცველის, სოზარ
სუბარის მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარის მეშვეობით მიიღო ინფორმაცია იმის
თაობაზე, რომ ხეობა საფრთხის წინაშე იდგა. იმავე დღეს, ხეობაში შესულმა გაეროს მისიის
წარმომადგენლებმა მოსახლეობას უთხრეს, რომ სამი საათის განმავლობაში, სანამ ისინი იქ
იქნებოდნენ, ტერიტორია არ დაიბომბებოდა, თუმცა, მათი წასვლის შემდეგ, უსაფრთხოების
გარანტიას ვერ მისცემდნენ. ყოველივე ამის შემდეგ, მოსახლეობამ საკუთარი ძალებით
დაიწყო ევაკუაცია. თორნიკე გერლიანის თქმით, ჯარმა მოსახლეობაზე ადრე დატოვა ხეობა.
უფრო მეტიც, მას შემდეგ, რაც თორნიკე გერლიანმა 11 აგვისტოს ხეობა დატოვა, გზად,
330
უღელტეხილზე, 20-30 მიტოვებულ ჯარისკაცს წააწყდა, რომლებიც ხელმძღვანელობამ
ტრანსპორტის გარეშე დატოვა და მათი გამოყვანა მშვიდობიან მოსახლეობას მოუწია. 970
რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, საგამოძიებო კომისიას მნიშვნელოვანი ინფორმაცია
წარმოუდგინა დროებითი ადმინისტრაციის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა, თამაზ ბესტაევმა,
რომელიც, აგვისტოს ომის დროს, დროებითი ადმინისტრაციის ჯანდაცვისა და სოციალური
უზრუნველყოფის მინისტრის პოზიციაზე მსახურობდა. აღნიშნული სამინისტროს ძირითად
მიზანს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებზე
ხელმისაწვდომობა, მათ შორის, თბილისში მკურნალობის უზრუნველყოფა წარმოადგენდა.
დროებითი ადმინისტრაციის საქმიანობის ამ კომპონენტს დღემდე განსაკუთრებული
მნიშვნელობა ენიჭება ნდობის აღდგენისა და სამშვიდობო პროცესებში. თუმცა, აგვისტოს ომმა
მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი მოცემული პროგრამის განხორციელებას. თამაზ ბესტაევის
მიერ წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2007 წლიდან 2008 წლის
აგვისტოს ომამდე, ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოსული იყო 300-მდე პაციენტი,
რომელთაც შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გაეწია. აგვისტოს ომის შემდეგ, 2011
წლამდე, ცხინვალიდან მათთვის არცერთ პაციენტს აღარ მოუმართავს. 2011 წელს, წითელი
ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელშეწყობით, 20 პაციენტს გადაუდებელი სამედიცინო
დახმარება აღმოუჩინეს, რის შემდეგაც, წლებთან ერთად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე
მცხოვრებ პაციენტთა მომართვიანობამ იმატა.
თამაზ ბესტაევის ინფორმაციით, ჯერ კიდევ 2008 წლის ივლისის შუა რიცხვებიდან,
ედუარდ კოკოითმა ცხინვალიდან ბავშვებისა და ქალების ევაკუაცია დაიწყო, რისი მიზეზიც
მისთვის უცნობი იყო. 2008 წლის 7 აგვისტოს, მან ჰუმანიტარული ტვირთი ახალგორში წაიღო,
მაგრამ ქურთაში ვეღარ მიბრუნდა, რადგან, ბოლო დღეებში გახშირებული სროლების გამო,
ღამით სიარული საფრთხის შემცველი იყო. 8 აგვისტოს, თბილისიდან ქურთაში,
დაახლოებით, 10 საათზე გაემგზავრა, გზად ტყვიავის საავადმყოფოში შეიარა და, სოფელ
ერედვის გავლით, სამსახურში მივიდა. მოცემული დროისთვის, ტერიტორიის თავზე უკვე
ბომბდამშენები დაფრინავდნენ და სოფლებში ავისმომასწავებელი სიჩუმე იდგა. 16-დან 17
საათამდე პერიოდში, დიმიტრი სანაკოევის მოადგილემ, ვასილ სანებლიძემ უთხრა, რომ
გორში უნდა წასულიყო უშიშროების საბჭოს სხდომაზე და წაყოლა შესთავაზა. გორისაკენ
მიმავალ გზაზე ის ხედავდა, რომ გორის ტერიტორიები იბომბებოდა. სხდომაზე ვასილ
სანებლიძე შევიდა. მან სპონტანურად მიიღო გადაწყვეტილება, ქურთის საავადმყოფოში
დარეკა და თავის თანამშრომლებს დაავალა, რომ სოფლის დაცლა დაეწყოთ. მისი თქმით, იმ
დროს, მხოლოდ სამედიცინო პერსონალს შეეძლო მოსახლეობის გამოყვანა სასწრაფო
დახმარების მანქანებით, რადგან სხვა ტრანსპორტი ხელმისაწვდომი არ იყო. ასევე, დაურეკა
სოფელ ავნევის გამგებელს და მასაც სოფლის მოსახლეობის გამოყვანა ურჩია. მიუხედავად
ამისა, მოსახლეობის ნაწილმა უარი განაცხადა სახლის დატოვებაზე, ზოგიერთმა კი
ფიზიკურად ვერ მოახერხა გამოსვლა, რის შედეგადაც, დიდი ლიახვის, პატარა ლიახვისა და
ფრონეს ხეობებში, დაბომბვის, დახვრეტისა და ჩამოხრჩობის შედეგად, 70 ადამიანი დაიღუპა
(1 პირი კი ახალგორში).
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 30 მაისის N32 სხდომაზე თორნიკე გერლიანის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
970
331
თამაზ ბესტაევის მიერ საგამოძიებო კომისიისთვის წარმოდგენილი ოფიციალური
სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, აგვისტოს ომის შედეგად, ცხინვალის რეგიონში
რუსეთის მიერ მანამდე ოკუპირებულ 363 დასახლებულ პუნქტს, 111 ოკუპირებული
დასახლებული პუნქტი შეემატა. 971
თამაზ ბესტაევის ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, რომ მას არ მიუღია არავითარი
ინსტრუქცია თანამშრომლების ან მოსახლეობის გამოყვანის თაობაზე, რის გამოც, მას მოუწია,
საკუთარი ინიციატივით ემოქმედა და ისეთი გადაწყვეტილება მიეღო, რაც, შექმნილი
ვითარებიდან გამომდინარე, მოსახლეობის საუკეთესო ინტერესის შესაბამისი ჩანდა.
სოფელ ერედვის მკვიდრმა ნონა ყაულაშვილმა საგამოძიებო კომისიას მოახსენა, რომ
მან სოფელი 2008 წლის 9 აგვისტოს დატოვა. მას არ სურდა საკუთარი სახლის დატოვება
მეორედ, რადგან 1990-იან წლებში დევნილობის მწარე ხვედრი იწვნია. მხოლოდ დედის
დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ დატოვა სოფელი, რადგან დედამ მას უთხრა, რომ თავს არ
იცოცხლებდა. თუმცა, სოფლის დატოვებამდე, მან სამსახურში შეიარა, ერედვის სამოქალაქო
რეესტრის არქივი წამოიღო და თბილისში ჩააბარა, რითაც მნიშვნელოვანი დოკუმენტები
განადგურებას გადაარჩინა. დღემდე ის სახლში ვეღარ ბრუნდება.
ნონა ყაულაშვილის თქმით, მოსახლეობა წლების განმავლობაში მიჩვეული იყო
სროლის ხმას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, 8 აგვისტოს დილით, ისინი გაუგებრობამ შეიპყრო
და არ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ. დილით პოლიციელებს ეკითხებოდნენ, რამდენად
რთული ვითარება იყო და ბავშვები სოფლიდან გაეყვანათ თუ არა, რაზეც ისინი პასუხობდნენ,
რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა. დაახლოებით 14 საათის შემდეგ, სოფელი
დაიბომბა. პირველი ჭურვის ჩამოვარდნის შედეგად, სოფლის მაცხოვრებელი, ლოგინად
ჩავარდნილი მოხუცი ქალი და მისი მომვლელი შვილი დაიღუპნენ. მოსახლეობამ
თვითდინებით დაიწყო სოფლიდან გაქცევა და თავის გადარჩენა, რაც ყველამ ვერ მოახერხა.
ზოგიერთ მაცხოვრებელს არჩევანის გაკეთება მოუწია, შვილი გამოეყვანა თუ მოხუცი მამა. 972
თბილისში ჩამოსვლისას, მათ სახელმწიფომ არავითარი ყურადღება არ მიაქცია, რის
გამოც, დევნილმა მოსახლეობამ თვითნებურად სხვადასხვა მიტოვებულ შენობებში, სკოლებსა
თუ ბაღებში დაიწყო თავშესაფრის ძებნა. ნონა ყაულაშვილის თქმით, „ნაციონალური
მოძრაობის“ ხელისუფლება არ დაინტერესებულა მათი მდგომარეობით და ელემენტარული
საყოფაცხოვრებო პირობების შეთავაზებაზეც კი არ უზრუნვია. იგივე დაადასტურა თიღვის
მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გონერი კაპანაძემ და აღნიშნა, რომ ვინაიდან თბილისში
ჩამოსულ დევნილებს ყურადღებას არავინ აქცევდა, ამიტომ დაიწყეს შენობების
თვითნებურად დაკავება. თავადაც სატყეო სააგენტოს ერთ-ერთი შენობა დაიკავა, სადაც
რამდენიმე თვის განმავლობაში იცხოვრა. 973
ნონა
ყაულაშვილის
თქმით,
სხვადასხვა
შენობაში
შესულ
დევნილებს
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაუწყეს თვალთვალი.
ისინი ინტერესდებოდნენ, ცხინვალის რეგიონიდან წამოსვლის თაობაზე მოსახლეობა ვინ
971 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 26 მარტის N5 სხდომაზე თამაზ ბესტაევის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
972
https://www.youtube.com/watch?v=yaZ6KzUrJYs 1:32 წუთიდან
973 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 31 მარტის N8 სხდომაზე გიორგი კაპანაძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
332
გააფრთხილა. მოგვიანებით კი, როდესაც დევნილებისთვის გორის მუნიციპალიტეტში
დასახლებები აშენდა და ისინი კომპაქტურად ჩაასახლეს, ზედამხედველის ფუნქცია ე.წ.
მამასახლისებმა გადაიბარეს, რომლებიც თითოეულ ოჯახს, მათთან მისულ სტუმრებსა და
ოჯახის წევრების გადაადგილებას აკონტროლებდნენ. მათ არ აძლევდნენ უფლებას, რომ
საკუთარ პრობლემებზე ღიად ესაუბრათ. 974
ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გელა შერმადინის მიერ მოწოდებული
ინფორმაციის თანახმად, პანიკაში მყოფი ახალგორის მოსახლეობა, 8 აგვისტოდან 15
აგვისტომდე, ყოველ ღამე ტყეში გადიოდა, გაჰყავდათ მოხუცები და ბავშვები და იქ
აფარებდნენ თავს. ოკუპანტების შესვლა ახალგორში 14-15 აგვისტოდან დაიწყო, რამაც
ქართული მოსახლეობის აყრა და დევნილად გადაქცევა გამოიწვია.
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ეკა ზღულაძის ცნობილი
განცხადება, რომელმაც საზოგადოებას „მიულოცა“ რუსული ტანკების ორჭოსანთან
გადახვევა, გელა შერმადინისა და ახალგორელებისთვის იმის ნიშანი იყო, რომ
ხელისუფლებამ ისინი გაწირა. მართლაც, რუსული ტანკები ახალგორისკენ წავიდნენ. გელა
შერმადინის აზრით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალგორის მუნიციპალიტეტი რუსებს
ჩააბარა, რის შემდეგაც, საოკუპაციო რეჟიმი ადგილზე უფრო მეტად გაძლიერდა, რუსეთმა
ქსნის ხეობაში რამდენიმე დიდი სამხედრო ბაზა ააშენა და ცხინვალთან დამაკავშირებელი
ახალი სამხედრო გზა გაიყვანა. 975 გელა შერმადინმა გულისწყრომა გამოხატა მიხეილ
სააკაშვილის მიმართ, რომელმაც რუსების მიერ 2008 წელს ოკუპირებულ ტერიტორიას „ქვების
გროვა“ უწოდა. 976
თიღვის მუნიციპალიტეტის 977 გამგებლის, გიორგი (გონერი) კაპანაძის განცხადებით, 978
2 აგვისტოს, დილის 6 საათზე, ყუმბარმტყორცნებით, სახლებზე დამიზნებით, სოფელ ნულზე
შეტევა დაიწყო, რა დროსაც, სოფლის რწმუნებული ნოდარ ჟამერაშვილი დაიჭრა. 3 აგვისტოს
სიმშვიდე იყო. 4 აგვისტოს კვლავ გაგრძელდა სროლები, საიდანაც მან დაასკვნა, რომ ვითარება
აღარ განეიტრალდებოდა, როგორც ეს მანამდე არაერთხელ მომხდარა. 5 აგვისტოს, დილის
საათებში, ხეობას საქართველოში აკრედიტებული ელჩები ეწვივნენ, მათ შორის იყო რუსეთის
ელჩი ვიაჩესლავ კოვალენკოც. გონერი კაპანაძემ ელჩს მაღლობებზე ასვლა შესთავაზა, რათა
ერთად ენახათ ის სანგრები, საიდანაც მოწინააღმდეგე სოფლის მოსახლეობას აწიოკებდა.
ელჩმა მიუგო, რომ ის დიპლომატი იყო და ყაჩაღებს დევნას ვერ დაუწყებდა, მან ხელი
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 30 მაისის N32 სხდომაზე ნონა ყაულაშვილის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
975 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 28 მაისის N31 სხდომაზე გელა შერმადინის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
976 „A lot of the area they have taken are piles of rocks. There is zero value, the only value would be if they used it launch attacks.“ („რაც
წაიღეს, იმ არეალის დიდი ნაწილი ქვების გროვაა. მისი ფასი ნულის ტოლია, ერთადერთი ფასი, რაც შეიძლება ჰქონდეს, არის ის,
რომ მათ [რუსებმა] ჩვენზე თავდასხმისთვის გამოიყენონ) - ამონარიდი მიხეილ სააკაშვილის მიერ 2011 წლის თებერვალში
ბრიტანული
გამოცემა
„ინდიფენდენტისთვის“
მიცემული
ინტერვიუდან.
https://www.independent.co.uk/news/world/europe/mikheil-saakashvili-the-land-they-took-is-rocky-its-only-use-is-for-attacking-us2215085.html
977 მუნიციპალიტეტი დაყოფილია 6 ადმინისტრაციულ ერთეულად (ახალშენი, თიღვა, ოქონა, ლოპანი, ავნევი, ნული).
მუნიციპალიტეტის ცენტრია სოფელი ავნევი.
978
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 31 მარტის N8 სხდომაზე გიორგი კაპანაძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
974
333
გაიშვირა გენერალი მამუკა ყურაშვილისკენ და თქვა, რომ ყაჩაღების დევნა მისი
მოვალეობააო.
6 აგვისტოს ხეობაში იმყოფებოდა სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში, ლადო
ვარძელაშვილი და პოლიციის სამმართველოს უფროსი დათო ტაბუცაძე, რომლებმაც
საკუთარი თვალით ნახეს დაზიანებული სახლები. რწმუნებულმა იგი მეორე დღეს გორში
დაიბარა, რათა მისთვის პროდუქტის მარაგი გაეტანებინა, რაც ინტენსიური სროლების გამო
ვეღარ მოხერხდა. 7 აგვისტოს, გონერი კაპანაძემ ბავშვებისა და ქალების ევაკუაციის
გადაწყვეტილება თავად მიიღო. 7 აგვისტოს, დაახლოებით, 12-დან 13 საათამდე პერიოდში,
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით, ავნევიდან და ნულიდან მხოლოდ
ქალებისა და ბავშვების ევაკუაცია მოხერხდა, რის შემდეგაც ავნევი-ნიქოზის გზა დაიკეტა და
სოფლები ალყაში მოექცა.
7 აგვისტოს, სამშვიდობო ძალების ქართველ წარმომადგენლებს, რომლებსაც სოფელ
ავნევში ყველაზე მაღალი ადგილი ეკავათ, მაგრამ სათანადო შეიარაღება არ ჰქონდათ,
მოწინააღმდეგე მხარე 5 სხვადასხვა ადგილიდან უტევდა. გონერი კაპანაძის თქმით, სწორედ
ამ დღეს დაიღუპა სამშვიდობო ძალების 2 წარმომადგენელი და არა 6 აგვისტოს, როგორც ეს
საგამოძიებო კომისიას გენერლებმა განუცხადეს. როგორც მან აღნიშნა, რამდენი სოფლის
მაცხოვრებელიც არ უნდა გამოიკითხოს, იმდენი მათგანი დაადასტურებს, რომ ორი
მშვიდობისმყოფელი სწორედ 7 აგვისტოს, დაახლოებით, 16-დან 17 საათამდე დაიღუპა. გარდა
ამისა, იყო ერთი დაჭრილი და რამდენიმე კონტუზირებული, რომლებიც ვეღარც ხედავდნენ
და აღარც ესმოდათ. დაჭრილები და მიცვალებულები ადგილობრივებმა ჩაიყვანეს ავნევის
ამბულატორიაში, მაგრამ მათი მდგომარეობის შესატყვისი სამედიცინო დახმარება ვერ
აღმოუჩინეს. მათი ტერიტორიიდან გაყვანის თხოვნით, გონერი კაპანაძე ურეკავდა მამუკა
ყურაშვილს, რომელიც მას ღამით მოქმედებას ურჩევდა. დაახლოებით, 23:15 საათზე,
სასწრაფო დახმარების მანქანამ შეძლო ორი მიცვალებულისა და დაჭრილების
ტერიტორიიდან გაყვანა.
8 აგვისტოს, გამთენისას, 5 საათზე, სოფელ ავნევში ტანკებით შევიდა მე-4 ბრიგადა და
სოფელში დაახლოებით 3 საათის განმავლობაში გაჩერდა. შესაბამისი ბრძანების მიღების
შემდეგ, მათ ქ. ცხინვალისკენ მოძრაობა დაიწყეს, რისთვისაც 9-კილომეტრიანი გზა და
სოფლები - ხეთაგუროვი და ტბეთი უნდა გაევლოთ. სოფლებში მათ წინააღმდეგობა არ
შეხვედრიათ. თუმცა, ბრიგადა ცხინვალში შესვლამდე, დაახლოებით 3 საათის განმავლობაში,
კვლავ გაჩერდა, რა დროსაც, რუსულმა ბომბდამშენებმა მას დიდი ზიანი მიაყენეს.
აღნიშნულის გამო, ბრიგადამ საღამოს, დაახლოებით, 19 საათზე უკან ჩამოიარა და წავიდა. 979
ვინაიდან ავნევსა და ნულში აღარც ჯარი იყო და აღარც სამშვიდობო ძალები, გონერი კაპანაძემ
დარჩენილ მოსახლეობას სოფლების დატოვებისკენ მოუწოდა. ასევე, 9 აგვისტოს, სასკოლო
ავტობუსით გამოიყვანა მოხუცები, რომლებიც გამოსვლას დათანხმდნენ. ჯამში, ავნევსა და
ნულში, 50-მდე მოხუცი დარჩა, რომლებმაც წამოსვლაზე უარი განაცხადეს. ისინი 11-12
აგვისტოდან სოფლებში შესულმა სეპარატისტებმა დახოცეს. ზოგი თავიანთ სახლში ჩაწვეს,
ზოგიც ძროხის გულისთვის დახვრიტეს. თავისივე ეზოში დამარხეს შ.ჯ. როცა სოფელში
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 31 მარტის N8 სხდომაზე გიორგი კაპანაძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
979
334
საძარცვად სხვა ჯგუფი შევიდა, საფლავი ღირებული ნივთების სამალავი ეგონათ, ამოთხრეს
და მიცვალებულს შემდეგ მიწა აღარ მიაყარეს. გონერი კაპანაძემ აღნიშნა, რომ 9 აგვისტოს,
სოფელ ავნევში, გამთენიისას შევიდა სენაკის (მე-2) ბატალიონი, რომელმაც კარგად იბრძოლა,
მაგრამ 10 აგვისტოს, დილით, მიღებული ბრძანების შესაბამისად, ყველა შენაერთმა დატოვა
ფრონის ხეობა. თავად გონერი კაპანაძემ სოფელი ავნევი 10 აგვისტოს დატოვა და, რამდენიმე
მამაკაცთან ერთად, ფეხით, დამშრალი სარწყავი არხის მეშვეობით, სოფელ ყელქცეულამდე
მივიდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის ფონზე, კიდევ უფრო სავალალო ჩანს გრიგოლ ვაშაძის
მიერ საგამოძიებო კომისიისთვის წარმოდგენილი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ
ხელისუფლებამ მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ, ყველაზე გვიან, 31 ივლისიდან იცოდა,
მაგრამ საომარი მოქმედებების არეალიდან მოსახლეობის დროული ევაკუაცია არ
განახორციელა იმის გამო, რომ „სრული შთაბეჭდილება შეიქმნებოდა, რომ ჩვენც ომისთვის
ვემზადებოდით და მოსახლეობა გაგვყავდა.“ 980
უცნაურად გამოიყურება მამუკა ყურაშვილის მიერ საგამოძიებო კომისიის წინაშე
გაკეთებული განმარტება იმის თაობაზე, რომ მისი ცნობილი განცხადება „კონსტიტუციური
წესრიგის“ აღდგენის შესახებ არ გულისხმობდა რეალურად კონსტიტუციური წესრიგის
აღდგენის პროცესის დაწყებას, არამედ მინიშნებას ადგილობრივი სამოქალაქო
საზოგადოებისთვის, რომელიც მას კარგად იცნობდა, რომ საცხოვრებელი ადგილები უნდა
დაეტოვებინათ. 981 საგამოძიებო კომისია ვერ გაიზიარებს მოცემულ ახსნას, რომელიც უნდა
ჩაითვალოს, რომ განცხადების გაკეთების შემდგომ შემუშავებული არგუმენტია განცხადების
გაკეთების მომენტში არსებული რეალობის დასაფარად.
შინდისის გმირები
2008 წლის 11 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში შემდგარი
ბრძოლის ცოცხლად გადარჩენილმა, საშტაბო ასეულის საკომენდანტო ოცეულის მეთაურმა
უჩა გუგუჩიამ საგამოძიებო კომისიას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა. 2008 წლის 7
აგვისტოს სამხედრო ნაწილში განგაში გამოცხადდა, მომზადების ბრძანება გაიცა და საშტაბო
ასეულებმა, რომლებსაც მნიშვნელოვანი სამხედრო გამოცდილება არ ჰქონდათ, დაახლოებით
19:00 საათზე სამხედრო ბაზა დატოვეს. 8 აგვისტოს, დაახლოებით 05:00 საათზე, გორში
დაბანაკდნენ, სადაც მიიღეს დავალება, რომ 53-ე ბატალიონს უნდა შეერთებოდნენ და
ერგნეთის მიმართულებით დაძრულიყვნენ. წინ 53-ე ბატალიონი უნდა წასულიყო და საშტაბო
ასეულები უკან გაჰყოლოდნენ.
მამია ბალახაძის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება მან მიიღო, რადგან მე-5 ბრიგადის
ჯავშანსატანკო 53-ე ბატალიონი და ეროვნული თავდაცვის აკადემიის გარკვეული
დანაყოფები მისი ოპერატიული დაჯგუფების ძირითადი რეზერვი იყო და 53-ე ბატალიონს იმ
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 26 მარტის N5 სხდომაზე გრიგოლ ვაშაძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
აუდიოჩანაწერი.
981 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 28 მარტის N7 სხდომაზე, მამუკა ყურაშვილის ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და აუდიოჩანაწერი.
980
335
მიმართულებით შესვლა დაევალა, რომელიც მარჯვენა ფლანგზე მე-3 ბრიგადას უკვე
გავლილი ჰქონდა და იქ არანაირი საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობდა. ამასთან, მისი
განცხადებით, ყველას ჰქონდა „შესაბამისი გარკვეული მინიმუმი დონის მომზადება.“ მამია
ბალახაძემ დასძინა, ასევე, რომ სამოქმედო გეგმის ცვლილების შემდეგ, მან მის ხელთ
არსებული სამხედრო ძალები მაქსიმალურად მოიზიდა მთელი ქვეყნიდან და გადაანაწილა
ამოცანების შესასრულებლად სხვადასხვა ოპერაციაში. 982
2008 წლის 8 აგვისტოს 10:00 საათზე, ერგნეთის საგუშაგოსთან მივიდნენ, რა დროსაც, უჩა
გუგუჩიას თქმით, სოფელი უკვე ცეცხლის ალში იყო გახვეული. ერგნეთის საგუშაგოსთან
მისვლის შემდეგ, 53-ე ბატალიონის მეთაურ მაიორ ჭედიასთან გაწყდა კონტაქტი და, როგორც
შემდეგ გაირკვა, იგი უკვე დაღუპული ყოფილა. ამასობაში, ბომბდამშენმა მათი
მიმართულებით ჭურვი ისროლა, დაიღუპა 3 ჯარისკაცი, დაიჭრა დაახლოებით 65 კაცი.
„ატყდა პანიკა“ და მათ უკან, ტყვიავამდე დაიხიეს, თან დაღუპულები და დაჭრილები
წამოიყვანეს. ტყვიავში მათთან „პრადოს“ მარკის ავტომანქანით თავდაცვის მინისტრი დავით
კეზერაშვილი და გენერალი ზაზა გოგავა მივიდნენ, უკან დახევის გამო ჩხუბი დაუწყეს და
კვლავ ერგნეთისკენ წასვლა უბრძანეს. ისინი ერგნეთში შებრუნდნენ და თანამებრძოლების
დაღუპვის ადგილზე დაბანაკდნენ. ჩამობნელების შემდეგ, წვერიახოს მიმართულებიდან
მოწინააღმდეგის კოლონა გამოჩნდა, რამაც პანიკა გამოიწვია, ვინაიდან მებრძოლებს
სათანადო შეიარაღება არ ჰქონდათ და მიიღეს გადაწყვეტილება, უკან გამოსულიყვნენ.
შედეგად, დაახლოებით 60 კაცი სოფელ შინდისში დაბანაკდა.
მამია ბალახაძემ განაცხადა, რომ მან გამოკითხვისას საგამოძიებო კომისიისგან შეიტყო
იმის თაობაზე, რომ ერგნეთიდან უკან წამოსულსაშტაბო ასეულებს გზად
„ჯიპით“
შემოხვდათ დავით კეზერაშვილი და ზაზა გოგავა და ისინი ერგნეთში უკან მიაბრუნეს.
როგორც მან ახსნა, მსგავსი ბრძანების გაცემას თავდაცვის მინისტრს ვერავინ აუკრძალავდა,
მაგრამ, როგორც მინუმუმ, მას ამის შესახებ უნდა სცოდნოდა.
9 აგვისტოს, დილით, ბრძანების შესაბამისად, საშტაბო ასეულები სოფელ ავნევისკენ
დაიძრნენ, სადაც სენაკიდან ჩამოსული მე-2 ბრიგადა იყო დაბანაკებული. საშტაბო ასეულის
პირადი შემადგენლობა დანარჩენ მანქანებს ჩამორჩა, თან კავშირი იყო ჩახშობილი. გზად
გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ოსეფაიშვილი შემოხვდათ,
რომელმაც უთხრა, რომ ნიქოზის სკოლასთან 21-ე ბატალიონი იყო და მას შეერთებოდნენ,
ვინაიდან ისინი ნიქოზის მხრიდან, ცხინვალის მიმართულებით, ე.წ. შანხაის დასახლებაში
უნდა შესულიყვნენ. სამხედროები ნიქოზის სკოლაში დაბანკდნენ, სადაც გენერალი მამუკა
ყურაშვილი დახვდათ და სიტუაციას ის განაგებდა. დაიწყეს ცხინვალის მიმართულებით
მოძრაობა, რა დროსაც, მოწინააღმდეგე მხარემ ცეცხლი გაუხსნათ და ამ დროს გენერალი
მამუკა ყურაშვილი, რომელიც მანამდე „წინ! წინ!“ იძახოდა, ავტომანქანაში ჩაჯდა და გორის
მიმართულებით წავიდა, ჯარისკაცები კი მიატოვა. მიტოვებულმა ჯარისკაცებმა უკან
დაიხიეს, ეკლესიას შეაფარეს თავი და შემდეგ ავნევამდე მივიდნენ, სადაც მე-2 ბრიგადის
შტაბი და საბრძოლო ბატალიონი იყო დაბანაკებული.
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 2 ივლისის N44 სხდომაზე მამია ბალახაძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
982
336
სახმელეთო ჯარების სარდალმა მამია ბალახაძემ განაცხადა, რომ მთელი ფრონტის ხაზი
იყო მის დაქვემდებარებაში და მისთვის სიახლე იყო ცნობა იმის შესახებ, რომ გენერალური
შტაბის უფროსის მოადგილემ მისი გვერდის ავლით მსგავსი ბრძანება გასცა და ავნევისკენ
მიმავალ დანაყოფს ნიქოზისკენ შეუცვალა გეზი.
10 აგვისტოს, დაახლოებით 05:00 საათზე გამოცხადდა განგაში, რადგან მოწინააღმდეგე
მხარემ შეამჩნია დაბანაკებულები. შესაბამისად, ტერიტორიის დატოვება მოუწიათ და
დაახლოებით 11 საათისთვის ავნევიდან ჩამოვიდნენ სოფელ ყელქცეულში, სადაც
ვაშლიჯვრის სპეცდანიშნულების რაზმს პოზიციები ჰქონდა დაკავებული. საღამოს,
დაახლოებით, 19-დან 20 საათამდე, დაზვერვამ ინფორმაცია მიიტანა, რომ შინდისში
რკინიგზის სადგურთან (შინდისი და ყელქცეული მეზობელი სოფლებია) მოწინააღმდეგე
მხარის გადაადგილება შეიმჩნეოდა. ამის შემდეგ, სოფელ ყელქცეულიდან ვაშლიჯვრის
სპეცდანიშნულების რაზმი გაიყვანეს და დარჩნენ მე-2 ბრიგადის შტაბი და საშტაბო
ასეულები. მოწინააღმდეგე მხარემ ღამით მათი ალყაში მოქცევა დაიწყო.
11 აგვისტოს დილით, ბრიგადის მეთაურმა, ზეზვა ლიპარტელიანმა, ოფიცრებს
მოუწოდა არ დაპანიკებულიყვნენ და ალყაში მყოფებს მოწინააღმდეგის მიმართულებით
სროლის ბრძანება მისცა. თვითონ კი ავტომანქანაში ჩაჯდა და ტერიტორიიდან გასვლა
დაიწყო, უკან მიჰყვა შტაბის უფროსიც. აღნიშნულმა ფაქტმა ჯარისკაცებში პანიკა გამოიწვია,
თავადაც მანქანებში ჩასხდნენ და კოლონამ, დაახლოებით 200-მა ჯარისკაცმა, ტერიტორია
დატოვა. სოფელ ყელქცეულიდან გასვლის შემდეგ, გზად რუსული ტანკები შეხვდათ, რის
გამოც, იძულებულები გახდნენ, შინდისისკენ წასულიყვნენ, სადაც რუსებმა ჩასაფრება
მოუწყეს. როგორც შემდგომში გაირკვა, მეთაურმა ლიპარტელიანმა სხვა გზით დატოვა
ტერიტორია და ის შინდისში არ აღმოჩნდა. შინდისის სადგურთან ორმხრივი სროლა დაიწყო.
მოგვიანებით, მოწინააღმდეგე მხარემ 15 წუთით სროლა შეწყვიტა და დრო მისცა ქართველ
მებრძოლებს ტერიტორიის დასატოვებლად. ნაწილმა მოახერხა კიდეც გასვლა, დარჩა ოციოდე
ჯარისკაცი. ამ დროს, უჩა გუგუჩიამ ერთ-ერთ დაჭრილს ტელეფონი გამოართვა, მეთაურ
ლიპარტელიანს დაურეკა და ვითარება აუხსნა, რაზეც მეთაურმა უპასუხა, რომ თავისთვის
ეშველა. ალექსადრე ონიანმა იკითხა - „რაო, გუგუჩ, მოვლენო?“, რაზეც უჩა გუგუჩიამ
ტყუილად დადებითი პასუხი გასცა და დააიმედა. თუმცა, ალექსანდრე ონიანმა თქვა - „მეტი
არ არის ჩემი მტერიო“ და რომან ზოიძესთან ერთად, თავი აიფეთქა. უჩა გუგუჩიამ მოახერხა
და ორი დაჭრილი ტერიტორიიდან გამოიყვანა, თვითონ კი ისევ შებრუნდა იმ იმედით, რომ
ვინმე იქნებოდა კიდევ გადარჩენილი. თავად ღამით მოახერხა და 200 მეტრი ხოხვა-ხოხვით
გაიარა. 12 აგვისტოს დილით, კვლავ სროლის ხმები მოესმა, სავარაუდოდ, დაჭრილების
დახოცვის მიზნით. მოგვიანებით, ის ადგილობრივმა მოსახლემ გივი საბაშვილმა იპოვა და
ნუკრი ლაგურაშვილის ოჯახში მიიყვანა, სადაც 20 აგვისტომდე დაჰყო. მან თბილისში
ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომ სამშვიდობოზე იყო, მაგრამ კოორდინატები არ გაანდო.
ამ პერიოდის განმავლობაში, ის ნუკრი ლაგურაშვილის შვილთან, გიორგისთან ერთად,
ქართველი ჯარისკაცების ცხედრებთან მიდიოდა, უვლიდა და ძაღლებისგან იცავდა.
2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისის სარკინიგზო სადგურთან საქართველოს
შეიარაღებული ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა:
ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ
ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე,
337
მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე,
ფელიქს კაკაურიძე, შმაგი კუპატაძე. 983
შინდისის გმირის, რომან ზოიძის ძმამ, ფრიდონ ზოიძემ საგამოძიებო კომისიის
სხდომაზე აღნიშნა, რომ მისმა 20 წლის ძმამ, სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის
შემდეგ, 2008 წლის მაისიდან, კონტრაქტის საფუძველზე, სენაკის მე-2 ბრიგადაში დაიწყო
მსახურება. მანამდე კი, სულ რაღაც 15-20 დღის განმავლობაში, გაიარა სპეციალური სწავლება
კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე, 3 თვეში კი, 2008 წლის აგვისტოს ომში გაიწვიეს, ფაქტობრივად
გაწირეს და საბრძოლველად წინა ხაზზე გაუშვეს. მისივე განმარტებით, „ნაციონალური
მოძრაობის“ ხელისუფლება ომამდეც და ომის პერიოდშიც შეგნებულად ეწეოდა ჯარის
დემორალიზაციას - მთვრალი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი მიდიოდა
სამხედრო ნაწილში და ჯარისკაცებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.
ფრიდონ ზოიძემ ასევე აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ომში
„გამარჯვებას“ ზეიმობდა, იგი, ოჯახთან ერთად, რესპუბლიკური საავადმყოფოს
პროზექტურაში, საძილე ტომრებში ჩასვენებულ გვამებს შორის, ძმის ცხედრის ამოცნობას
ცდილობდა, მაგრამ გმირების ცხედრები იმდენად დასახიჩრებული და გახრწნილი იყო, რომ
ამოცნობა ვერ შეძლეს. ოჯახი დნმ-ის ანალიზის შედეგებს 30 სექტემბრამდე ელოდებოდა, რის
შემდეგაც, რომან ზოიძის ცხედარი მუხათგვერდის სასაფლაოზე მდებარე „უცნობი
ჯარისკაცის“ საძვალედან ამოასვენეს.
რეზერვისტები
საგამოძიებო კომისიამ გამოკითხულ პირებს ომის დროს რეზერვის მართვასთან
დაკავშირებული კითხვებიც დაუსვა. ზაზა გოგავამ დაადასტურა, რომ რეზერვის მართვაზე
პასუხისმგებელი იყო თავად. 984 მამია ბალახაძემ აღნიშნა, რომ ვინაიდან ეროვნულ გვარდიას
და, შესაბამისად რეზერვს, ის არ მართავდა, მისთვის უცნობია, თუ როგორ იყო ზურგში
მოცემული პროცესები ორგანიზებული. ვინაიდან სახმელეთო ჯარები მოცემულ რესურსს
უკვე „აღებული ტერიტორიების დასაცავად“ იყენებს, რაც, აგვისტოს ომში, სახმელეთო ჯარებს
არ ჰქონია, მას ეროვნული გვარდიის მეთაურის, დავით აფციაურისთვის, საბრძოლო
მოქმედებათა თეატრში ჯარების მხარდასაჭერად რეზერვის შემოყვანა არ მოუთხოვია. თუმცა,
კონფლიქტის ზონის გარკვეულ ზღუდემდე რეზერვის შემოყვანა სწორი პროცესია.
მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში, მუსიკოსმა მირიან ტორონჯაძემ აღნიშნა, რომ
2008 წლის აგვისტოში 23 წლის იყო და, მიუხედავად იმისა, რომ სულ 2-ჯერ ჰქონდა
გასროლილი და სროლა არ იცოდა, იგი, როგორც რეზერვისტი, ომში გაიწვიეს. გორში
ჩასვლისას უკვე იგრძნობოდა ქაოსი, მისცეს მხოლოდ იარაღი. წყლის და საკვების საყიდლად
თავად რეზერვისტებს მოუწიათ ხურდების შეგროვება. უკან დახევის შემდეგ, მეგობრის
მანქანით თბილისისკენ წამოვიდნენ და მისი შეგრძნებით, „სამარცხვინო“ იყო, როდესაც
983 http://kartuli.kvira.ge/2023/08/11/შინდისის-ბრძოლა/
984
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 27 მარტის N6 სხდომაზე ზაზა გოგავას ახსნა-განმარტების სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
338
სიგნალებით აცილებდა ხალხი, როგორც „გამარჯვებულ ჯარს“, რადგან იცოდა, რომ
გამარჯვებული არ იყო.985
ექიმმა ჯაბა ზარქუამ, რომელიც აგვისტოს ომის დროს 20 წლის სტუდენტი იყო, აღნიშნა,
რომ თავიდან ვერ იაზრებდა, სად მიდიოდა, მაგრამ ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ
აბრევში მიყვანის შემდეგ, სამხედროების მიერ სანგრების მოწყობის დანახვისას, გააცნობიერა,
რომ „მართლა ომში იყო“. როგორც მან აღნიშნა, მისთვის დღემდე გაუგებარია, „ქვეყანას რაში
გამოადგა“, რადგან ქაოტურად, ერთი სოფლიდან მეორე სოფელში გადაჰყავდათ და
ფუნქციები გაწერილი არ ჰქონდათ. 986
ფილოსოფიის ლექტორმა ლევან შატბერაშვილმა აღნიშნა, რომ აგვისტოს ომის დროს 24
წლის იყო. გამოძახების შემდეგ, ვაზიანში მისვლისას, იარაღის აღების პროცესში უკვე
შეიმჩნეოდა ქაოსი და არეულობა. გორში წაიყვანეს და ადგილზე ჩასულ რეზერვისტებს არც
ერთი სამხედრო პირი არ დახვდათ, რომელიც რაიმე მითითებას და ბრძანებას მისცემდა.
შემდეგ აგარაში გადაიყვანეს, ზოგიერთი ახალგაზრდა დამამშვიდებელ აბებს იღებდა, რადგან
იცოდნენ, რომ ცხინვალისკენ უნდა დაძრულიყვნენ, თუმცა, საბოლოოდ, უკან დახევის გამო,
თბილისში დაბრუნდნენ. 987
2008 წლის აგვისტოს ომში, დაბომბვის შედეგად, 10 რეზერვისტი დაიღუპა. 988
მედიის მოქმედებები და ჯარის დაზიანება ზურგიდან
„კაკლებში“ გამართულ შეხვედრაზე მამია ბალახაძემ დასვა კითხვა, თუ ვინ იქნებოდა
მედიაზე პასუხისმგებელი, რაზეც ზაზა გოგავამ უპასუხა, რომ ის იქნებოდა პასუხისმგებელი,
ვინაიდან ეს საკითხი გენერალური შტაბის პრეროგატივა იყო. ზაზა გოგავას თქმით,
არსებობდა შესაბამისი ჯგუფები, ვინც მედიასთან იმუშავებდა და ინფორმაციის
დამუშავებაში მიიღებდა მონაწილეობას.
ომის პირობებში მედიის დამაზიანებელი საქმიანობის შესახებ, მამია ბალახაძემ ახსენა
რამდენიმე მაგალითი, როცა ტელევიზიით გადაიცემოდა, რომ „ქარხანას რუსებმა ვერ
დაარტყეს“, ან კიდევ „მე-4 ბრიგადას ვერ მოარტყეს“, რის შედეგადაც, რუსეთის ავიაცია
ტრიალდებოდა და რეალურად აღწევდა მიზანს.
გარდა ამისა, არ არსებობდა სამხედრო პირების მიერ მედიასთან ურთიერთობისა და
კოორდინაციის გაწერილი წესი. მამია ბალახაძემ აღნიშნა, რომ მამუკა ყურაშვილის
განცხადება „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის“ თაობაზე, ომის დასრულების შემდეგ
ტელევიზიით შეიტყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, შოთა
უტიაშვილის, რეგულარული ჩართვები, როდესაც ის ღია ეთერში რუკაზე მიუთითებდა და
ამით ამჟღავნებდა, თუ რას აკეთებდა ქართული ჯარი ბრძოლის ველზე, ზაზა გოგავამ
985 ყოფილი რეზერვისტი მირიან ტორონჯაძე, რეზერვისტები აგვისტოს ომში, https://www.youtube.com/watch?v=K3wLGvyhIvE
ყოფილი რეზერვისტი ჯაბა ზარქუა, რეზერვისტები აგვისტოს ომში, https://www.youtube.com/watch?v=K3wLGvyhIvE
ყოფილი რეზერვისტი ლევან შატბერაშვილი, რეზერვისტები აგვისტოს ომში, https://www.youtube.com/watch?v=K3wLGvyhIvE
988 რეზერვისტები აგვისტოს ომში, https://www.youtube.com/watch?v=K3wLGvyhIvE
986
987
339
უარყოფითად შეაფასა, 989 რადგან მოცემული პიარ ღონისძიება ფაქტიურად
მოწინააღმდეგისთვის ცეცხლის კორექტირების ფუნქციას ასრულებდა. თუმცა, მას არ
აუხსნია, თუ რატომ იქნა მსგავსი ზიანის მომტანი ღონისძიების განხორციელება დაშვებული
მისი, როგორც მედიაზე პასუხისმგებელი პირის, მხრიდან. სახმელეთო ჯარების სარდალმა
მამია ბალახაძემ განაცხადა, შოთა უტიაშვილის ქმედებები ქართული ჯარისთვის ზურგში
განხორციელებული „ხელშეშლა“ და „კატასტროფა“, რომელიც ხელს უწყობს მსხვერპლის
გაზრდას, მათ შორის, მშვიდობიან მოსახლეობაში. 990
გარდა ამისა, სატელევიზიო სივრცეში სისტემატური ადგილი ჰქონდა მოწინააღმდეგის
წინაშე ქართული სამხედრო პოზიციების „გაშიშვლებას“ პირდაპირი ეთერებით, ასევე,
მოსახლეობის დეზინფორმაციას არაკომპეტენტურად მომზადებული სიუჟეტებით და
ტოტალურ სიცრუეს იმის თაობაზე, რომ, თითქოს, საქართველოს საერთაშორისო მეგობრები
არ დაუშვებდნენ ქვეყანაში კატასტროფას და შეაჩერებდნენ რუსეთის აგრესიას. 991 უფრო
მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კონტროლირებულმა მედიამ განსაკუთრებით
აქტიური როლი შეასრულა კატასტროფული შედეგების მქონე წაგებული ომის „გამარჯვებად“
გასაღებაში. 992
დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გადმოსვენება
საგამოძიებო კომისიის წინაშე, ფრიდონ ზოიძემ აღნიშნა, რომ „ნაციონალურმა
მოძრაობამ“ შინდისის გმირების გადმოსვენებაში მონაწილეობა არ მიიღო და არაერთი
დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი ბრძოლის ველზე რჩებოდა. მათი გადმოსვენება მოხდა
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის,
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია ΙΙ-ის მიერ, მას შემდეგ, რაც ის
მეუფეებთან და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად, ცხინვალის
რეგიონში შევიდა და გარდაცვლილთა ცხედრებს უპატრონა.
საგამოძიებო კომისიის კითხვაზე, თუ რატომ გახდა აუცილებელი სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საომარ არეალში შესვლა ქართველი
ჯარისკაცების ცხედრების გადმოსასვენებლად და რა იყო იმის მიზეზი, რომ ეს არ გააკეთა
თავად ჯარმა ან შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მამია ბალახაძემ განაცხადა, რომ დადგენილი
წესით, შესაბამის ფლანგზე მებრძოლი ბრიგადის ვალდებულებაა დაჭრილებისა და
დაღუპულების გამოყვანა, მაგრამ არის შემთხვევებიც, როცა ეს ვერ ხერხდება. გვქონდა თუ არა
საქმე მიტოვებასთან, ამის შესახებ მხოლოდ და მხოლოდ ჯარის შიგნით განხილვის შედეგად
უნდა დადგინდეს ფაქტები და გაკეთდეს შეფასებები, რაც დღემდე არ მომხდარა.
989
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 27 მარტის N6 სხდომაზე ზაზა გოგავას ახსნა-განმარტების სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
990
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 2 ივლისის N44 სხდომაზე მამია ბალახაძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
340
2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან
დაკავშირებული პირების მიერ განხორციელებული ქმედებები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია N1633
2008 წლის 2 ოქტომბერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, 93 ხმით 29-ის
წინააღმდეგ, მიიღო რეზოლუცია N1633, რომელიც შეეხებოდა საქართველოსა და რუსეთს
შორის ომის შედეგებს. 993
რეზოლუცია N1633-ის მე-5 პუნქტის თანახმად:
„2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის
გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ, ღია და სრულმასშტაბიანი საომარი
მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ჭურვების გამოყენება, რამაც
სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის
არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხდებოდა
მისი ტერიტორიის ფარგლებში და, ასევე, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საქართველოს
მიერ
აღებული
ვალდებულების
დარღვევას,
კონფლიქტები
გადაწყვიტოს
მშვიდობიანი
საშუალებებით.“ 994
ამავე რეზოლუციის მე-11 პუნქტის მიხედვით კი:
„ასამბლეა შეშფოთებულია ორივე მხარის მიერ ომის მიმდინარეობისას ჩადენილი ადამიანის
უფლებებისა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის ისეთი ფაქტების გამო, როგორიცაა მშვიდობიან
მოქალაქეთა განზრახი ან თავიდან აცილებადი მოკვდინება ან დაჭრა, ისევე როგორც საკუთრების
განადგურება. კერძოდ, განურჩეველი ძალისა და შეიარაღების გამოყენება სამოქალაქო დასახლებებში,
როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის სამხედრო ძალების მიერ, შესაძლოა მიჩნეულ იქნეს, როგორც
ომის დანაშაულები, რაც საჭიროებს საფუძვლიან გამოძიებას.“ 995
საქართველოს მხრიდან რეზოლუციას ხმა მისცეს საპარლამენტო დელეგაციის შემდეგმა
წევრებმა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი კანდელაკმა, დავით დარჩიაშვილმა,
გიორგი (გოკა) გაბაშვილმა და ჩიორა თაქთაქიშვილმა, ხოლო „ქრისტიან-დემოკრატიული
მოძრაობიდან“ - გიორგი თარგამაძემ. 996
993 https://pace.coe.int/en/files/17681/html
„(...) the initiation of shelling of Tskhinvali without warning by the Georgian military, on 7 August 2008, marked a new
level of escalation, namely that of open and fully fledged warfare. The use of heavy weapons and cluster munitions, creating
grave risks for civilians, constituted a disproportionate use of armed force by Georgia, albeit within its own territory, and as
such a violation of international humanitarian law and Georgia’s commitment to resolve the conflict peacefully.“
995 „The Assembly is concerned about the human rights and humanitarian law violations committed by both sides in the
context of the war, such as the intentional or avoidable killing or wounding of civilians, as well as destruction of property. In
particular, the use of indiscriminate force and weapons by both Georgian and Russian troops in civilian areas can be considered
as war crimes that need to be fully investigated.“
996 https://pace.coe.int/en/votes/1113
994
341
ვინაიდან საქართველოს ზემოხსენებულმა წარმომადგენლებმა რეზოლუციის ისეთ
ტექსტს დაუჭირეს მხარი, რომელშიც ქართული ჯარი ომის შესაძლო დანაშაულის ჩადენაში
იყო უსაფუძვლოდ დადანაშაულებული, საგამოძიებო კომისია ახსნა-განმარტების მისაღებად
ყოფილ დეპუტატს, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ სახესა და ამჟამად არასამთავრობო
სექტორიდან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიურ მხარდამჭერს, გიორგი კანდელაკს
დაუკავშირდა.
გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ რეზოლუცია N1633 „სინამდვილეში,
წარმოადგენდა მნიშვნელოვან წარმატებას რთულ ისტორიულ მომენტში (...)“ ამგვარ შეფასებას
არ იზიარებს ზაზა გოგავა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის გაერთიანებულ შტაბებს
ხელმძღვანელობდა და 2023 წელს „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაერთიანდა. 997 მან არც ის
გამორიცხა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რაღაც „გამოევაჭრა“ სანაცვლოდ. 998 რაც შეეხება
გიორგი კანდელაკს, მისი ახსნა-განმარტებითი წერილის თანახმად, რეზოლუცია იქცა პირველ
და პრეცედენტულ საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტად, რომელშიც მკაფიოდ
აღინიშნა, რომ რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი, ევროპის საბჭოს
ფუძემდებლური პრინციპები და მისი ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე წარმოადგენს
სამხედრო ოკუპაციას; რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა; რუსეთს
დაეკისრა პასუხისმგებლობა როგორც დევნილთა დაბრუნებაზე, ასევე მათი ქონებრივი
უფლებების აღდგენაზე; რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის აღიარება
უკანონოა და აუცილებლად უკან უნდა იყოს გაწვეული. რეზოლუციაში, ასევე, ჩაიწერა
აფხაზეთსა და ცხინვალში საერთაშორისო სამშვიდობო ძალების შეყვანის და რუსეთის ჯარების
საქართველოს მთელი ტერიტორიიდან გაყვანის იმპერატიული მოთხოვნები.
გიორგი კანდელაკის მიერ საგამოძიებო კომისიის წინაშე მოტანილი არგუმენტები
ადასტურებს, რომ დელეგაციის წევრებს გათვითცნობიერებული ჰქონდათ, რა შინაარსის
ნორმებს უჭერდნენ მხარს, რადგან, მისივე თქმით, რეზოლუციის მე-5 პუნქტთან დაკავშირებით
დააყენეს შინაარსის ცვლილების საკითხი, მაგრამ „არახელსაყრელი ფორმულირების“
რეზოლუციის ტექსტიდან ამოღება ვერ შეძლეს. აქვე, ხაზგასასმელია ისიც, რომ, როგორც
გიორგი კანდელაკის ახსნა-განმარტებითი წერილიდან ირკვევა, საქართველოს საპარლამენტო
დელეგაციას პრეტენზია მხოლოდ მე-5 პუნქტთან დაკავშირებით ჰქონდა და მათ უაპელაციოდ
მიიღეს მე-11 პუნქტის ჩანაწერი, რითაც ქართული ჯარის მიერ ომის დანაშაულების ჩადენის
შესაძლებლობა დაუშვეს და არ გამორიცხეს.
აღსანიშნავია, რომ მოცემული რეზოლუციის ზემომითითებულმა ჩანაწერებმა
არამხოლოდ სირთულე შეჰქმნა რუსეთის წინააღმდეგ 2013 წლიდან წარმოებულ
საერთაშორისო დავებსა და პროცედურებში, არამედ განაპირობა ისიც, რომ რეზოლუცია N1633
რამდენჯერმე იქნა მოხსენიებული ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომდევნო წლების
რეზოლუციებში, სადაც, დადგენილი წესის შესაბამისად, წინამორბედი რეზოლუციების
არსებობის ფაქტი აღნიშვნას ექვემდებარება. 999
https://1tv.ge/news/levan-khabeishvilma-nacionaluri-modzraobis-akhali-wevrebi-waradgina/
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 27 მარტის N6 სხდომაზე ზაზა გოგავას ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
997
998
999 საქართველოს და რუსეთს შორის ომი: ერთი წლის შემდეგ, https://pace.coe.int/en/files/17774/html
342
საპარლამენტო დროებითი კომისიის შექმნა აგვისტოს ომთან დაკავშირებით
2008 წელს საქართველოს პარლამენტში შეიქმნა „რუსეთის ფედერაციის მხრიდან
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული
სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი 2008 წლის საქართველოს პარლამენტის
დროებითი კომისია“ (შემდგომ - დროებითი კომისია), რომელსაც დეპუტატი პაატა დავითაია
ხელმძღვანელობდა.
როგორც პაატა დავითაიამ საგამოძიებო კომისიის წინაშე განმარტა, 1000 2008 წელს,
საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ, საპარლამენტო ოპოზიციამ (უმცირესობამ)
დააყენა საკითხი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე, თუმცა, საპარლამენტო
უმრავლესობასთან („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) კონსულტაციების შედეგად,
უმრავლესობის „კეთილი ნებით“, შეიქმნა არა დროებითი საგამოძიებო, არამედ დროებითი
კომისია. 1001 პაატა დავითაიას შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან „კომპრომისი
მოხდა“ და დროებითი კომისიის შექმნა იყო „სერიოზულად წინ გადადგმული ნაბიჯი.“ 1002
დროებითი კომისიის დასკვნაში გარკვეული ადგილი ეთმობა „სამშვიდობო
ინიციატივებს“, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ომის წინაპირობები და სამშვიდობო
ინიციატივებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიყენებული ზიანის საკითხი
გაანალიზებული არ არის. 1003 არ გამოკითხულან ის პირები, ვინც, იმ დროს, აქტიურად
მუშაობდნენ ამ მიმართულებით, მაგალითად, კონფლიქტების მოგვარების საკითხებში
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდარავა და მისი მოადგილე გიორგი ვოლსკი,
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და პრეზიდენტის
მრჩეველი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში ირაკლი ალასანია და სხვ. პაატა დავითაიას
არგუმენტი იმის შესახებ, რომ დაბარების შემთხვევაში, ისინი სხდომაზე არ მივიდოდნენ,
დამაჯერებლად არ გამოიყურება. 1004
საგამოძიებო კომისიის წევრთა კითხვაზე, დროებითმა კომისიამ გამოიკვლია თუ არა
აგვისტოს ომის პერიოდში მოსახლეობის გაფრთხილების, ევაკუაციისა და უშიშროების საბჭოს
წევრთა ღია ეთერში გაკეთებული განცხადებების საკითხები, პაატა დავითაიმ განაცხადა, რომ
მათ დასკვნაში აღინიშნა შემდეგი ხარვეზი – „ქვეყანაში არსებობს ნორმატიული აქტი –
საქართველოს მთავრობის დადგენილება საგანგებო მდგომარეობის დროს სპეციალური
1000 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 26 მარტის N5 სხდომაზე პაატა დავითაიას ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
1001 დროებითი კომისიის შემადგენლობა: 1. პაატა დავითაია - თავმჯდომარე 2. ნიკოლოზ ლალიაშვილი; 3. ლევან ვეფხვაძე; 4.
აკაკი მინაშვილი; 5. გია გოგუაძე; 6. რამაზ თედორაძე; 7. დიმიტრი ლორთქიფანიძე; 8. გიორგი გაბაშვილი; 9. ხათუნა
გოგორიშვილი; 10. გიორგი თარგამაძე, იხ.: საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 7 ოქტომბრის N324-IIს დადგენილება.
1002
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 26 მარტის N5 სხდომაზე პაატა დავითაიას ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
1003 „რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული
სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი 2008 წლის საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნა“,
2008 წლის 18 დეკემბერი (ფონდი N1165, ამონაწერი N33, საქმე N26).
1004 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 26 მარტის N5 სხდომაზე პაატა დავითაიას ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
343
სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც განსაზღვრავს საომარ და საგანგებო
სიტუაციებში მთავრობის წევრთა ფუნქციებსა და მოქმედებებს. ასეთი ტიპის კომისია აგვისტოს
მოვლენებთან დაკავშირებით არ შექმნილა, რამაც გამოიწვია მთავრობის წევრთა
არაკოორდინირებული მოქმედება.“ შესაბამისად, მოსახლეობის გაფრთხილებისა და
მთავრობის წევრთა კოორდინირებული მოქმედების მექანიზმები გაწერილი არ ყოფილა და არც
არსებობდა.
აღსანიშნავია, ასევე, რომ დროებითი კომისიის დასკვნაში სათანადოდ არაა
გამოკვლეული შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის,
შოთა უტიაშვილის ქმედება – პირდაპირ ეთერში რუკაზე სამხედრო ქვედანაყოფების
განლაგებისა და გადაადგილების ჩვენება და ამით ჯარისთვის ზურგიდან ზიანის მიყენება.
საგამოძიებო კომისიამ პაატა დავითაიას აჩვენა ღია წყაროებში მოპოვებული ვიდეო,
რომელშიც ის აცხადებს: „ომი დაიწყეს ამათმა, რა უნდა გაარკვიონ, დაიწყეს იმის გამო, რომ
მთელი ამ წლების განმავლობაში პოლიტიკა იყო არასწორი.“ 1005 საგამოძიებო კომისია
დაინტერესდა, რას გულისხმობდა პაატა დავითაია მის განცხადებაში, რომელიც, როგორც
გამოირკვა, 2008 წლის ბოლოს ჩაწერილ იქნა ტელეკომპანია „კავკასიის“ ჟურნალისტის მიერ
არაფორმალურ ვითარებაში. პაატა დავითაიამ საგამოძიებო კომისიის წინაშე დაადასტურა,
რომ ნამდვილად თქვა ზემოაღნიშნული სიტყვები და განმარტა, რომ სიტყვებში „ომის
დაწყება“ იგულისხმა ცხინვალში შესვლა. 1006
რუსეთისთვის დახმარება ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ საჩივრების
შეტანის საქმეში
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის ორგანიზებით და დახმარებით, ეთნიკური
ოსების მიერ 3 300 საჩივარი შევიდა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ. ერთერთ საქმეზე, სიპოლსი საქართველოს წინააღმდეგ, მომჩივანს სამართლებრივ დახმარებას
უწევდა ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაცია (შემდგომში - საია). 1007 მომჩივანი ალან სიპოლსი ამტკიცებდა, რომ საქართველოს
შეიარაღებული ძალების მიერ გასროლილმა ჭურვმა მისი დედის და დეიდის სიცოცხლე
შეიწირა (ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, Bekoyeva and Others v. Georgia, nos.
48347/08, 8336/09, 13508/09, 34945/09, §20). 1008
თამარ ხიდაშელმა, რომელიც საიას 2008-2010 წლებში ხელმძღვანელობდა, დაადასტურა,
რომ მისი თავმჯდომარეობის პერიოდში გაიგზავნა საჩივარი ევროპულ სასამართლოში და
განაცხადა, რომ ადამიანის უფლებებს ეთნიკურობა არა აქვს და 2008 წელს საქართველოს
https://civil.ge/ka/archives/145481
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 27 მაისის N30 სხდომაზე პაატა დავითაიას ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი (გამოკითხვა კომისიის სამი წევრის მიერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 67-ე მუხლის მე-9 პუნქტის
შესაბამისად).
1007
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 17 თებერვლის N2 სხდომაზე ბექა ძამაშვილის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
1008 ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (Bekoyeva and Others v. Georgia, nos. 48347/08, 8336/09, 13508/09, 34945/09),
https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-212877
1005
1006
344
მხრიდან ადგილი ჰქონდა თანამოქალაქეების უფლებების დარღვევას. 1009 აქვე, აღსანიშნავია,
რომ საიას თავმჯდომარედ 2014 წელს დაინიშნა ანა ნაცვლიშვილი, 1010 რა დროსაც ალან
სიპოლსის საქმეზე კვლავ მიმდინარეობდა დავა სტრასბურგის სასამართლოში. არც ამ
პერიოდში, საიას ქართული ჯარისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული,
ზემოხსენებული დავის წარმოებაზე უარი არ უთქვამს.
გარდა ამისა, როგორც 2018 წლის 16 თებერვალს გამოირკვა, 1011 2008 წლის აგვისტოოქტომბრის პერიოდში, ამჟამად პარტიის „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე
მუშაობდა ნიდერლანდებში რეგისტრირებული რუსული არასამთავრობო ორგანიზაციის,
„რუსეთის სამართლებრივი ინიციატივის“ 1012 კონსულტანტად და 2008 წლის აგვისტოს
თემაზე, საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში შესატანი საჩივრების
მომზადებაში იღებდა მონაწილეობას. სწორედ აღნიშნული ორგანიზაცია იყო ალან სიპოლსის
ერთ-ერთი წარმომადგენელი სტრასბურგის სასამართლოში (ბეკოიევა და სხვები
საქართველოს წინააღმდეგ, Bekoyeva and Others v. Georgia, nos. 48347/08, 8336/09, 13508/09,
34945/09, §1). ზემოხსენებულ არხზე გავრცელებული ინფორმაციის გამო, ანა დოლიძემ
სასამართლოს მიმართა და მოითხოვა პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის
უარყოფა, მაგრამ მისი სარჩელი არცერთი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იქნა
დაკმაყოფილებელი.
2019 წელი - სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსება და მისი შედეგები
2008 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (European Union Monitoring Mission in
Georgia, EUMM) 1013 ხელმძღვანელს, ჰანსიორგ ჰაბერს შორის გაფორმდა ტექნიკური შეთანხმება
„კონფლიქტების პრევენციისა და მოგვარების დროებითი მექანიზმის“ თაობაზე (Provisional
Mechanism for the Prevention and Settlement of Disputes). შეთანხმების მიხედვით, შინაგან
საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას აცნობოს
ნებისმიერი ძალის შესახებ, რომლის განთავსებასაც გეგმავს საოკუპაციო ხაზების მიმდებარე
ზონებში და მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია ამ ტერიტორიებზე უკვე განთავსებული
პოლიციის ნაწილების შესახებ. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს: ძალების ზუსტ რაოდენობას
1009
https://ghn.ge/news/149440-khidasheli-adasturebs-enm-is-braldebas-saia-s-mier-sakartvelos-sakhelmtsifos-tsinaaghmdeg-sarchelisshetanis-shesakheb
1010 https://gyla.ge/who-we/former-chairmen
1011 https://www.youtube.com/watch?v=EoWbyKtMlhw&t=423s
1012 არასამთავრობო ორგანიზაცია „Stichting Russian Justice Initiative“ (SRJI) 2001 წელს ნიდერლანდებში დარეგისტრირდა და
ოფისი მოსკოვში მდებარეობს, https://www.devex.com/organizations/russian-justice-initiative-stichting-justice-initiative-114007
ევროკავშირის შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია ევროკავშირის მიერ 2008 წლის 15
სექტემბერს დაარსდა და თავისი საქმიანობა საქართველოში 2008 წლის 1 ოქტომბერს ცხინვალის რეგიონიდან და
აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან რუსული შეიარაღებული ძალების გაყვანის პროცესზე დაკვირვებით
დაიწყო. მას შემდეგ იგი აქტიურად ახორციელებს 24-საათიან პატრულირებას საოკუპაციო ხაზების მიმდებარე
ტერიტორიებზე.
მისიაში
ევროკავშირის
სხვადასხვა
წევრი
ქვეყნის
200-მდე
დამკვირვებელია,
https://www.eumm.eu/ge/about_eumm
1013
345
კონკრეტული ლოკაციების მიხედვით; გამოყენებული იარაღის ტიპს; როგორც ჩვეულებრივი,
ისე სპეციალური პოლიციის დანაყოფების მონაცემებს; ყველა შეიარაღებული
არარეგულარული ჯგუფის არსებობას აღნიშნულ ზონებში.
2015 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელდა რეფორმა,
რომლის ფარგლებშიც სამინისტროს კომპეტენციას გამოეყო სახელმწიფო უსაფრთხოების
სფერო და გადაეცა ახლად შექმნილ, დამოუკიდებელ უწყებას - საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურს. 1014 ზემოაღნიშნულ, 2008 წლის 10 ოქტომბრის შეთანხმებაში 2015
წლის 21 დეკემბერს შევიდა ტექნიკური ხასიათის ცვლილება და ოკუპირებულ
ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების პოლიტიკის განმსაზღვრელ
მთავარ უწყებად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩამოყალიბდა. 1015 შესაბამისად, ამ
პერიოდიდან
აღნიშნული
უწყების
საინფორმაციო-ანალიტიკური
დეპარტამენტის
წარმომადგენელი იყო მთავარი მომლაპარაკებელი ინციდენტების პრევენციისა და მათზე
რეაგირების მექანიზმის (IPRM) 1016 შეხვედრებში. ამასთან, ხსენებულ შეხვედრებზე უნდა
გაკეთდეს განცხადებები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაგეგმილი ნებისმიერი ახალი
აქტივობის შესახებ.
ამასთან, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ერთ-ერთი
ინსტრუმენტია „ცხელი ხაზი“, რომელიც უზრუნველყოფს ოკუპაციის ხაზის ორ მხარეს შორის
დროულ კომუნიკაციას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დაკავება, გადაუდებელი სამედიცინო
დახმარების მიღება, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე
ღობეების, მავთულხლართებისა და საინფორმაციო ნიშნების აღმართვის ზეგავლენა
ადგილობრივ მოსახლეობაზე, და სხვ.
2019 წლის 24 აგვისტოს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანის მიმდებარედ,
საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, საქართველოს შინაგან
საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, დაიწყო პოლიციის სტანდარტული
საგუშაგოს აღმართვა. აღნიშნულის შესახებ 14:42 საათზე ოკუპირებული ცხინვალის
წარმომადგენელმა ე.კ.-ევმა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს „ცხელი
ხაზით“ 1017 შეატყობინა და აღნიშნა, რომ „ტალკის ქარხნის“ მიმდებარედ აღმართული იყო
ქართული დროშა, მიმდინარეობდა გზის გაყვანა და ადგილზე მობილიზირებულნი იყვნენ
შეიარაღებული პირები.
1014
საქართველოს
კანონი
„საქართველოს
სახელმწიფო
უსაფრთხოების
სამსახურის
შესახებ“,
https://matsne.gov.ge/document/view/2905260?publication=22
1015 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ერთერთ ამოცანად განისაზღვრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესების მონიტორინგი,
ანალიზი და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შემუშავება და განხორციელება.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის N385 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს
სახელმწიფო
უსაფრთხოების
სამსახურის
დებულების“
მე-7
მუხლის
„ე“
ქვეპუნქტი,
https://matsne.gov.ge/ka/document/view/2930985?publication=13
1016 ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის მიმართულებით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების
მექანიზმი (IPRM) 2009 წლის თებერვალში, ჟენევის მოლაპარაკებებზე მიღწეული შეთანმების შედეგად შეიქმნა,
რომლის მიზანია ყოველდღიური ინციდენტების განხილვა და ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფა,
https://smr.gov.ge/ge/page/27/incidentebis-prevenciisa-da-matze-reagirebis-meqanizmi
1017 https://eumm.eu/data/file/6458/The_EUMM_Monitor___6_GEO.pdf
346
მოწოდებული ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შინაგან საქმეთა
სამინისტროში გადაამოწმა, რის შემდეგაც „ცხელი ხაზი“ გაააქტიურა და მეორე მხარეს 15:00
საათზე აცნობა, რომ ქმედებები ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად
ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდებოდა.
2019 წლის 24 აგვისტოს ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვის თაობაზე შინაგან საქმეთა
სამინისტროს მიერ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისა და საერთაშორისო
პარტნიორების ინფორმირებასთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიამ გიორგი გახარიას
კითხვები დაუსვა. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „ყველამ ყველაფერი იცოდა“, მათ შორის,
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და სახელმწიფო უსაფრთოების
სამსახურმა. მანვე აღნიშნა, რომ ნებისმიერ საკითხს უშუალო ხელმძღვანელს, საქართველოს
პრემიერ-მინისტრს უთანხმებდა, თუმცა, ვერ გაიხსენა, ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვის თემა
რა ფორმატით შეათანხმა. 1018 აღნიშნული უარყო საგამოძიბო კომისიის მიერ გამოკითხულმა
გიორგი ჭოლაძემ, რომელიც იმ პერიოდში იკავებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის,
მამუკა ბახტაძის აპარატის ხელმძღვანელის პოზიციას და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრი
საგუშაგოს მოწყობის თაობაზე წინასწარ ინფორმირებული არ ყოფილა. 1019
საგამოძიებო კომისიამ 2025 წლის 1 ივლისს გიორგი გახარიას წერილობით მოსთხოვა
შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლებიც დაადასტურებდა მისი მხრიდან,
ყველა საჭირო პროცედურის დაცვით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურისა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმირებას, თუმცა,
მას რაიმე სახის მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვის შემდეგ, 29 აგვისტოს, გორის მუნიციპალიტეტის
სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 95-ე
შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის
ხელმძღვანელმა ერიკ ჰოგმა განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა „ცხელი ხაზის“ გააქტიურება და
მსგავსი სამუშაოების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გაზიარება. მან უკმაყოფილება გამოხატა
საგუშაგოზე საცეცხლე წერტილების არსებობასთან დაკავშირებით. ამავე შეხვედრაზე
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ულტიმატუმის სახით მოითხოვეს აღმართული
პოლიციის საგუშაგოს გაუქმება. 1020
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში,
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ თუ
საქართველოს ხელისუფლება საგუშაგოს არ გააუქმებდა, ისინი კანონიერ ზომას
გამოიყენებდნენ. 1021
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საგამოძიებო კომისიისთვის
მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამავე შეხვედრაზე გამოცხადებული შესვენების დროს,
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 14 აპრილის N14 სხდომაზე გიორგი გახარიას ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და ვიდეოჩანაწერი.
1019 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 19 ივნისის N39 სხდომაზე გიორგი ჭოლაძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და ვიდეოჩანაწერი.
1020
https://ssg.gov.ge/news/512/ergnetshi-IPRM-is-rigit-95-e-shexvedra-saokupacio-rejimis-destruqciuli-qmedebisshedegad-chaishala
1021 https://cominf.org/node/1166524933
1018
347
სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჟენევის საერთაშორისო
დისკუსიების თანათავმჯდომარემ, რუდოლფ მიხალკამ და ევროკავშირის სადამკვირვებლო
მისიის ხელმძღვანელმა ერიკ ჰოგმა ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს
კატეგორიულად მოსთხოვეს საგუშაგოს მშენებლობის შეჩერება.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა
ცენტრალურ ხელისუფლებას საგუშაგოს დასაშლელად ვადა 30 აგვისტოს 06:00 საათამდე
მისცეს. 1022 30 აგვისტოს ადგილზე ჩასულმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის
უფროსმა კახაბერ ქემოკლიძემ აღნიშნა, რომ „ბლოკპოსტი ასრულებს იმ მისიას, რომ ადგილზე
მაქსიმალური უსაფრთხოება იქნეს ყველასთვის უზრუნველყოფილი. შესაბამისად,
ბლოკპოსტი დარჩება იქ, სადაც არის.“1023
საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მან იხელმძღვანელა
„დასწრების პრინციპით“ და მიიღო გადაწყვეტილება სოფელ ჩორჩანაში პოლიციის საგუშაგოს
აღმართვის თაობაზე, ვინაიდან არსებობდა საგანგაშო ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ძალებს
მომზადებული ჰქონდათ ყველაფერი სოფლის მიმდებარედ არსებული ტყის მასივის
ტერიტორიაზე ბორდერიზაციისთვის, ვინაიდან ტყეში ხეებზე გაჩნდა საღებავით მონიშვნები
და „მოსახლეობას აკავებდნენ“. 1024 თუმცა, ინფორმაციის გადამოწმების შედეგად, გამოირკვა,
რომ ჩორჩანის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავების არცერთი ფაქტი არ ყოფილა. გარდა ამისა,
როგორც საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოირკვა, საგუშაგოს აღმართვამდე შინაგან
საქმეთა სამინისტროს გარკვეული სახის კონსულტაციები ჰქონდა სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურთან, თუმცა, ეს უკანასკნელი საგუშაგოს მოწყობის კატეგორიული
წინააღმდეგი იყო და საოკუპაციო ძალების მხრიდან შესაძლო პროვოკაციული ქმედებების
პრევენციის მიზნით, მიზანშეწონილად მიიჩნევდა, საგუშაგოს აღმართვის ნაცვლად, შინაგან
საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მიერ რეგულარული
პატრულირების განხორციელებას.
აღმართული საგუშაგოს საპასუხოდ, საოკუპაციო ძალებმა იმავე წლის სექტემბრიდან
დაიწყეს სოფელ ჩორჩანის გარშემო არსებულ ტყეში, საქართველოს ცენტრალური
ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხაზიდან თითქმის
კილომეტრ-ნახევრის სიღრმეში გზების შემოყვანა, საგუშაგოებისა და სამხრეთ ოსეთის
დროშების აღმართვა. 1025 გათხარეს 2 კმ.-მდე ტრანშეები, 1 კილომეტრზე მეტ მანძილზე
ჩაარჭვეს მწვანე ბოძები და დაიწყეს მავთულხლართების გავლება. შედეგად, საოკუპაციო
ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა 100 ჰექტარამდე ტყე და საქართველოს ცენტრალური
ხელისუფლების მიერ მანამდე კონტროლირებად ტერიტორიაზე 5 ახალი რუსული საგუშაგო
აღიმართა.
გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ამტკიცებდა, რომ საოკუპაციო ხაზი
არ შეცვლილა და სოფელ ჩორჩანისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა ტყის მასივით
https://www.radiotavisupleba.ge/a/30136568.html
https://1tv.ge/news/kakha-qemoklidze-sofel-chorchanas-sagushagostan-vitareba-aris-stabiluri-adgilze-simshvidea-fotovideo/
1024 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 14 აპრილის N14 და 2 ივლისის N44 სხდომებზე გიორგი გახარიას ახსნაგანმარტებების სტენოგრამები და ვიდეოჩანაწერები.
1025 https://www.youtube.com/watch?v=Jq9Jm0Lduv4
1022
1023
348
ბევრად უფრო „ეფექტურად“ სარგებლობს, ვიდრე საგუშაგოს აღმართვამდე. უფრო მეტიც, მან
2024 წლის 15 ოქტომბერს ინგა გრიგოლიასთან, გადაცემა „რეაქციაში“ თქვა - „ჩორჩანა არის
ისტორია და ქეისი, რომლითაც მე ვამაყობ და ვიამაყებ ყოველთვის.“ 1026
გიორგი გახარიას მიერ მოწოდებული ინფორმაციის საპირისპიროდ, საგამოძიებო
კომისიის მიერ გამოკითხულმა, სოფელ ჩორჩანიდან, დაახლოებით, 3 კილომეტრის მანძილზე
მდებარე სოფელ წაღვლში მცხოვრებმა ელგუჯა ხარაზიშვილმა განაცხადა, რომ საგუშაგოს
აღმართვიდან მალევე მოსახლეობა ვეღარ შედიოდა იმ ტყეში, სადაც მანამდე, სამშენებლო
მიზნით, კარიერული წესით ინერტულ მასალებს მოიპოვებდნენ, პირუტყვიც დაჰყავდათ, შეშა
და ჯონჯოლიც კი გამოჰქონდათ. მანვე აღნიშნა, რომ საოკუპაციო ძალების მიერ საპასუხოდ
მოწყობილი საგუშაგოები შემაღლებულ ადგილებზე მდებარეობს და, ფაქტობრივად, მთელი
ტერიტორიები კონტროლდება, რაც ადრე ასე არ იყო. 1027 საგამოძიებო კომისიის მხრიდან
დასმულ კითხვაზე, საგუშაგოს ჩადგმამდე, ხომ არ შეუმჩნევია ტყეში ხეებზე საღებავით
გაკეთებული ნიშნულები ან რაიმე სხვა ნიშანი იმისა, რომ საოკუპაციო რეჟიმი ტერიტორიაზე
ბორდერიზაციას ამზადებდა, ელგუჯა ხარაზიშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი რამ მას არ
შეუმჩნევია.
საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხელმეორედ მოწვეულმა გიორგი გახარიამ
ადგილობრივი მცხოვრების, ელგუჯა ხარაზიშვილის მიერ მოწოდებული ფაქტობრივი
გარემოებების საპირწონე ინფორმაცია ვერ წარმოადგინდა და განაცხადა, რომ საგამოძიებო
კომისია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობდა. 1028
გარდა აღნიშნულისა, საგამოძიებო კომისიას მომართა შპს „სერპანტინიტის“
დირექტორმა, ზვიად გუჩმაზაშვილმა, 1029 რომელმაც აღნიშნა, რომ 2015 წელს სოფელ ჩორჩანის
მიმდებარედ, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე,
საღორღე მასალის მოპოვების ლიცენზია აუქციონზე 5 წლის ვადით შეიძინა. თავისივე
ფინანსებით გააკეთა კარიერამდე მისასვლელი 5-კილომეტრიანი გზა და ყოველგვარი
შეფერხების გარეშე ამუშავებდა კარიერს. 2019 წლის აგვისტოში, საგუშაგოს მოწყობისას,
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ კარიერთან ტექნიკის
გადაადგილება უნდა შეთანხმებულიყო სამინისტროში. შედეგად, მას შეეზღუდა საქმიანობა
და კარიერზე სამუშაოები შეჩერდა. მას შემდეგ, იგი ყოველწლიურად ითხოვს ლიცენზიის
ვადის გაგრძელებას, თუმცა უშედეგოდ.
ზვიად გუჩმაზაშვილმა განცხადებაში, ასევე, მიუთითა, რომ 2019 წლის ივლისში
სახელმწიფოს მიერ სოფელ ჩორჩანაში საგზაო ინფრაქტრუქტურის მოწყობისას, ტენდერში
გამარჯვებული კოპანია შპს „ელისი“ საღორღე მასალას მისი კარიერიდან ეზიდებოდა. იმ
დროს, როდესაც შპს „ელისის“ კუთვნილი ტექნიკა იყო კარიერში შესული, მოძრაობამ
ინტერვიუ გიორგი გახარიასთან „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“, 2024 წლის 15 ოქტომბერი,
https://www.youtube.com/watch?v=_RsaQHbHbyw&t=3520s
1027 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 11 ივნისის N36 სხდომაზე ელგუჯა ხარაზიშვილის ახსნა-განმარტების
სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
1028 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 2 ივლისის N44 სხდომაზე გიორგი გახარიას ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და ვიდეოჩანაწერი.
1029 განცხადება N1-6739/25.
1026
349
„ანტისაოკუპაციო მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ (ხელმძღვანელი - დავით ქაცარავა), 1030
რომელიც აღნიშნულ არეალში 2017 წლიდან აქტიურობდა, დრონით გადაიღო კადრები და
გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს კარიერში რუსული მძიმე ტექნიკა მუშაობდა. გარდა
ამისა, როგორც განმცხადებელი ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციაზე დაყრდნობით
აღნიშნავს, ჩორჩანის ტყეში ხეებზე საღებავით მონიშვნებს თავად აღნიშნული მოძრაობა
აკეთებდა.
2019 წლის 13 სექტემბერს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჟენევის დისკუსიების
თანათავმჯდომარეს, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ტოივო კლაარს შეხვდა.
შეხვედრაზე მთავარი თემა იყო ოკუპირებულ ახალგორში ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვა და
ხაშურის
მუნიციპალიტეტის
სოფელ
ჩორჩანაში
განვითარებული
მოვლენები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩორჩანაში ცენტრალური ხელისუფლების მიერ
კონტროლირებად ტერიტორიაზე სტანდარტული საპოლიციო საგუშაგოს მოწყობას და
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების ქმედებებს. 1031 ასევე, ხაზი
გაესვა საკითხების მაღალი დონის დიპლომატიურ ფორმატში განხილვისა და ევროკავშირის
დედაქალაქებისთვის დროული ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობას.
მიხეილ სააკაშვილის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათთან
დაკავშირებული პირების პოლიტიკურ ოპოზიციაში ყოფნის
პერიოდი (2012-2025 წწ.)
ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების
შეუძლებლობა
„[ეს საგამოძიებო პროცესი „ნაციონალური მოძრაობის“] ცოტა გვიან დაწყებული დასასრულია.“ 1032
„ყინწვისის სპეცოპერაციის“ მსხვერპლი ნიკოლოზ გოგუაძე
შესავალი
„ვარდების რევოლუციამ“ საქართველო მსოფლიო რუკის კაშკაშა ვარსკვლავად აქცია“.
მიხეილ სააკაშვილი
ა(ა)იპ „ანტისაოკუპაციო მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ (ს/ნ 42003070) 2017 წელს დაარსდა და მისი ლიდერია
დავით ქაცარავა.
1031 https://www.gov.ge/index.php?lang_id=-&sec_id=520&info_id=73333
1032 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 9 ივნისის N35 სხდომაზე ნიკოლოზ გოგუაძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და ვიდეოჩანაწერი.
1030
350
2013 წლის 23 ნოემბერი 1033
საგამოძიებო კომისია მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის, „ნაციონალური მოძრაობისა“
და მათთან დაკავშირებული პარტიებისა თუ პირების პოლიტიკურ ოპოზიციაში ყოფნის
პერიოდის სრულფასოვანი გააზრებისა და მათი მიზნების მარტივად ამოსაცნობად, პირველ
რიგში, იმ პერიოდის მოვლენების შეხსენებაა საჭირო, რომელიც წინ უძღოდა 2004 წელს
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლას, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც,
ასაკის გამო, ამ მოვლენებს არ შესწრებია.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პოსტსაბჭოთა სივრცეზე უცხო ძალების წვდომა და
ინტერესი გაიზარდა. ზოგიერთ ქვეყანას ე.წ. ფერადი რევოლუციების ტალღამ გადაუარა
(„ვარდების რევოლუცია“ საქართველოში - 2003 წელი, „ნარინჯისფერი რევოლუცია“
უკრაინაში - 2004 წელი, „ტიტების რევოლუცია“ ყირგიზეთში - 2005 წელი), რომელსაც,
ოფიციალურად გაცხადებული დემოკრატიზაციის მიზნების გარდა, გეოსტრატეგიული
ექსპანსიის განზომილებაც ჰქონდა და გარედან მართული, რუსეთთან კონფრონტაციაში
მყოფი ქვეყნების ერთიანი ბანაკის ჩამოყალიბებას ისახავდა მიზნად. 1034
„ფერადი რევოლუცია“ ორკესტრირებული მოვლენების განვითარების წინასწარ
შემუშავებული
თარგია,
რომლის
გამოყენებაც
ხდება
ყველა
იმ
ქვეყანაში,
სადაც
ხელისუფლების დემონტაჟი უცხო ძალების მიერ არის გადაწყვეტილი. მისი დროში
ამოქმედება, როგორც წესი, არჩევნების პერიოდს ემთხვევა და ყველგან ერთი სცენარით
მიმდინარეობს: პირველ ეტაპზე ხდება გარე ძალების მიერ დაფინანსებული და მართული
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის საშუალებებით არჩევნების გაყალბების
მოლოდინის შექმნა, ხოლო არჩევნების დასრულების შემდეგ, შედეგების „არნახული
მასშტაბით“ გაყალბების ილუზიის გაძლიერება. მომდევნო ეტაპზე ერთვებიან საერთაშორისო
ორგანიზაციები და უცხო ქვეყნის საელჩოები, რომელთა წარმომადგენლებიც არჩევნების
პროცესს ერთხმად აფასებენ, როგორც უსამართლოს. ახლად არჩეული პარლამენტი ცხადდება
არალეგიტიმურად და, ბოლოს, იწყება მასობრივი პროტესტი, რომელსაც უნდა მოჰყვეს
ხელისუფლების ცვლილება.
სწორედ რევოლუციის ამ ტექნოლოგიის გამოყენებითა და წინასწარ შემუშავებული
სცენარით მომზადდა და წარიმართა 2003 წლის ნოემბრის „ვარდების რევოლუციის“ სახელით
ცნობილი სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში.
უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო გადატრიალების ამ პროექტს საქართველოში
ნოყიერი ნიადაგი დახვდა, ვინაიდან ძალზედ მაღალი იყო საზოგადოების უკმაყოფილება
https://netgazeti.ge/news/27401/
Mark R. Beissinger, „Structure and Example in Modular Political Phenomena: The Diffusion of the Colored Revolutions“,
Perspectives on Politics, Vol. 5, Issue 2, June 2007, pp. 259–276; Richard Sakwa, „Frontline Ukraine: Crisis in the Borderlands“,
London: I.B. Tauris, 2015; John J. Mearsheimer, „Why the Ukraine Crisis Is the West's Fault“, Foreign Affairs, Vol. 93, No. 5,
September/October 2014, pp. 77-84, 85-89.
1033
1034
351
ხელისუფლების მიმართ როგორც კორუფციის, სოციალ-ეკონომიკური სირთულეების, 1035
ასევე, კრიმინალთან ბრძოლის არაეფექტურობის გამო. ამასთან, საქართველოს რუსეთთან
არაერთი სამხედრო დაპირისპირება ჰქონდა გამოვლილი როგორც აფხაზეთში, ასევე,
ცხინვალის რეგიონში. მისი ტერიტორიის გარკვეული ნაწილები უკვე 1990-იანი წლებიდან
იყო რუსეთის მიერ ოკუპირებული. ქვეყანამ გამოიარა სამოქალაქო ომიც. საზოგადოების
თითქმის ყველა ფენაში არსებულმა უპერსპექტივობის განცდამ „ფერადი რევოლუციის“
წარმატება საკმაოდ მარტივი გახადა, რამაც დაამკვიდრა მცდარი აზრი იმის შესახებ, რომ
საქართველოში არა სახელმწიფო გადატრიალება, არამედ „ხავერდოვანი“ რევოლუცია მოხდა.
რეალურად კი, სახეზე იყო შიდა და გარე ფაქტორების თანხვედრა, მიუხედავად იმისა, რომ
ქართულ საზოგადოებასა და გარე ძალებს თავ-თავიანთი მიზნები და სამომავლო
მოლოდინები ჰქონდათ.
მეცნიერისა და პოლიტოლოგის, ლინკოლნ მიტჩელის ცნობით, „ვარდების
რევოლუციად“ წოდებული მოვლენები ხანგრძლივი და კომპლექსური პროცესის კულმინაცია
იყო, რომელშიც გადამწყვეტი როლი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების
ქსელმა შეასრულა. ამ პროცესში საკვანძო ადგილი ეკავა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების
სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, როგორებიცაა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური
ინსტიტუტი (IRI). 1036 თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივი არასამთავრობო
ორგანიზაციების როლიც, რომლებიც, ლინკოლნ მიტჩელის თქმით, დასავლური, მათ შორის
ამერიკული, დაფინანსებით არსებობდნენ. კერძოდ, გამორჩეული როლი შეასრულა
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED, შემდგომ
- ისფედი), რომლის ძალისხმევასაც მხარს უჭერდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების
სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (შემდგომ საია). საიას დაფინანსება (დაახლოებით 230 000 აშშ დოლარი) აშშ-ში დაფუძნებული
ორგანიზაცია IRIS-ის გავლით მიეწოდებოდა, ხოლო ისფედს 250 000 აშშ დოლარს აშშ-ის
საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის
(NDI) გავლით უხდიდა. 1037
ჰოლანდიური ფონდი „კორდეიდის“ (Cordaid) დაფინანსებით, ერთ-ერთმა
არასამთავრობო ორგანიზაციამ - „კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო
კვლევითმა ცენტრმა“, რომლის სამეთვალყურეო საბჭო საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი
და რევოლუციურ პროცესთან ახლოს მყოფი ან მასში უშუალოდ ჩართული პირებით იყო
დაკომპლექტებული, 1038 ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი ხუციშვილის საერთო
ცენტრალიზებული, გეგმიური ეკონომიკიდან თავისუფალი ბაზრის კაპიტალისტურ სისტემაზე სწრაფი და
ყოვლისმომცველი გადასვლით გამოწვეული მწვავე პრობლემები. იხ. Naomi Klein, „The Shock Doctrine: The Rise of
Disaster“, Knopf Canada, 2007; სტივენ ჯონსი, „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის
გამოცხადების შემდეგ“, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, თბილისი, 2013 წ.
1036 Lincoln Mitchell – „Uncertain Democracy: U.S. Foreign Policy and Georgia's Rose Revolution“ (University of
Pennsylvania Press, 2008), შესავალი ნაწილი, გვ. viii.
1037 იქვე, გვ. 45, 77.
1038 „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგები - გიგი თევზაძე, გია ნოდია, გიორგი მარგველაშვილი, თინათინ
(თინა) ხიდაშელი და სხვ.
1035
352
რედაქციით, 1039 2008 წელს გამოაქვეყნა ანალიტიკური ნაშრომი სახელწოდებით - „სამოქალაქო
საზოგადოების როლი „ვარდების რევოლუციაში“. 1040 მასში დეტალურად იქნა აღწერილი 2003
წლის მოვლენების არქიტექტურა, წარმოჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის სათავე და
აღინიშნა, რომ ამ მოვლენების ფინანსური უზრუნველყოფა საზღვარგარეთიდან ხდებოდა.
დადასტურდა „სოროსის ფონდის“ 1041 მიერ მოძრაობა „კმარას“ მიზნობრივი დაფინანსება,
ასევე, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ისა“ და არასამთავრობო ორგანიზაციების - „თავისუფლების
ინსტიტუტისა“ და საიას მნიშვნელოვანი როლი რევოლუციის პროცესის დაგეგმვასა და
განვითარებაში. მოძრაობა „კმარა“ 2003 წელს სერბული „ოტპორის“ 1042 მოდელის მიხედვით
ჩამოყალიბდა. მომდევნო წელს იგივე მოძრაობა, სახელწოდებით „Пора!“ („დროა!“),
ჩამოყალიბდა უკრაინაშიც და „ნარინჯისფერ რევოლუციაში“ მიიღო მონაწილეობა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ავტორები ხაზს უსვამენ უცხო ქვეყნების მიერ გაწეულ
მორალურ და მატერიალურ დახმარებასა და „ვარდების რევოლუციად“ წოდებულ
სახელმწიფო
გადატრიალებაში
„სოროსის
ფონდის“,
ეროვნულ-დემოკრატიული
ინსტიტუტის (NDI), დემოკრატიის ეროვნული ფონდისა (NED) და აშშ-ის საერთაშორისო
განვითარების სააგენტოს (USAID) განსაკუთრებულ წვლილს. 1043
ზემოხსენებული ნაშრომი სოციოლოგიურ კვლევასაც მოიცავს, რომლის ფარგლებშიც
1 000 მოქალაქე გამოიკითხა საქართველოს მასშტაბით. საზოგადოების აზრით, მოვლენების
რევოლუციურ განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია: უცხო სახელმწიფოთა
ჩარევამ (85,3%), ეკონომიკურმა ფაქტორებმა (85,1%), ხელისუფლების უუნარობამ (83,8%),
კორუფციამ (77,9%). 1044 ამავე კვლევის მიხედვით, რევოლუციურ პროცესებში ყველაზე
აქტიური როლი მასმედიამ (87,8%), უცხო ქვეყნების ჩართულობამ (86,3%), პოლიტიკურმა
პარტიებმა და მოძრაობებმა (80,7%), საერთაშორისო ორგანიზაციებმა (76,6%) და
არასამთავრობო სექტორმა (63,4%) შეასრულეს. ეს მაჩვენებლები მიუთითებს როგორც შიდა,
ისე გარე აქტორების კოორდინირებულ მონაწილეობაზე რევოლუციური პროცესების
ფორმირებაში, რომლის დროსაც, საზოგადოებრივი აღქმის მიხედვით, მედიამ და უცხო
ქვეყნებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს. მსგავსი შედეგები არც არის გასაკვირი, ვინაიდან,
ამავე კვლევის მიხედვით, რევოლუციის წინა პერიოდში, მედიას კრიტიკაზე აქცენტის
გადატანის სტრატეგია და ნეგატივიზმის სასარგებლოდ „დიდი დისბალანსი“ ჰქონდა და
ზოგიერთი გაზეთი, რევოლუციის გაშუქებისას, „კმარას“ უფრო ხშირად მოიხსენიებდა, ვიდრე
რევოლუციის ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს. 1045
ავტორები: ფრანსუაზ ჟ. კომპანიენი, რუსუდან მშვიდობაძე, ზურაბ მხეიძე, გიორგი ნიჟარაძე, ჰაიკო ნოვაკი,
ზაზა ფირალიშვილი, თინათინ ღოღელიანი, გიორგი ხუციშვილი.
1040
სამოქალაქო
საზოგადოების
როლი
„ვარდების
რევოლუციაში“,
თბილისი,
2008
წ.
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/251535
1041 იგივე
„ღია საზოგადოება საქართველო (OSF)“. ამჟამად - „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“.
https://netgazeti.ge/life/703695/
1042
1998-2004 წლებში სერბეთში მოქმედმა ახალგაზრდულმა მოძრაობამ „Отпор!“ („წინააღმდეგობა!“)
მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სლობოდან მილოშევიჩის მმართველობის დასრულებაში, 2000 წლის
საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.
1043 სამოქალაქო საზოგადოების როლი „ვარდების რევოლუციაში“, თბილისი, 2008 წ., გვ. 61.
1044 იქვე, გვ. 207-209.
1045 იქვე, გვ. 190-191.
1039
353
ლინკოლნ მიტჩელის ინფორმაციით, „კმარას“ წევრებს კონსულტაციებს უწევდა
„თავისუფლების ინსტიტუტი“, ხოლო ორივე მათგანი დაფინანსებას იღებდა ჯორჯ სოროსის
მიერ დაფუძნებული „ღია საზოგადოების ინსტიტუტისგან“ (OSI). „ღია საზოგადოების
ინსტიტუტი“ (OSI) და „კმარა“ მობილიზაციასა და საზოგადოებრივი აზრის რადიკალიზაციას
ახდენდნენ. „ღია საზოგადოების ინსტიტუტმა“ (OSI) დაფარა ხარჯები 2003 წლის თებერვალში
სერბეთში გამგზავრებისთვის, სადაც ქართველი პოლიტიკოსები - ზურაბ ჟვანია, მიხეილ
სააკაშვილი და დავით გამყრელიძე შეხვდნენ რამდენიმე პოლიტიკურ და სამოქალაქო
ლიდერს, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს სლობოდან მილოშევიჩის
დამარცხებაში 2000 წელს. 1046
ამერიკელი ისტორიკოსი, პროფესორი სტივენ ჯონსი წერს, რომ არასამთავრობო
ორგანიზაციები განსაკუთრებით აქტიურობდნენ ედუარდ შევარდნაძის დროს, იმდენად, რომ
ზოგჯერ სახელმწიფო სამსახურის როლსაც ასრულებდნენ, „ვარდების რევოლუციის“
მიმდინარეობისას კი გადამწყვეტი როლი ითამაშეს მის წარმატებაში. მაგალითად, 2003 წლის
ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები მათ გააპროტესტეს და ხალხის მობილიზებაც
შეძლეს. 1047 ამაზე მიუთითებს, ასევე, 2003 წელს საქართველოში არასამთავრობო
ორგანიზაციებში მოხალისედ თანამშრომლობის მკვეთრი ზრდაც. 1048
ამასთან, კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 45,3% ამბობდა, რომ
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გატარებული ღონისძიებებიდან მათზე ყველაზე
მეტად საპროტესტო აქციებმა იმოქმედა, ხოლო დასახელებულ 200-მდე არასამთავრობო
ორგანიზაციას შორის, მათი აზრით, „ვარდების რევოლუციაში“ ყველაზე დიდი წვლილი,
ძირითადად, სამმა მათგანმა - „კმარამ“, „თავისუფლების ინსტიტუტმა“ და „სოროსის ფონდმა“
შეიტანა, ხოლო ინდივიდებიდან - გიორგი (გიგა) ბოკერიამ („თავისუფლების ინსტიტუტი“),
თინათინ (თინა) ხიდაშელმა („საია“) და თეა თუთბერიძემ („კმარა“). 1049
საქართველოში საზოგადოებრივი აზრის მოსამზადებლად არასამთავრობო სექტორმა
და მედიამ ნიადაგის მოსინჯვა, ჯერ კიდევ, 90-იანი წლების ბოლოდან დაიწყეს.
ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“ რევოლუციური საკომუნიკაციო
სივრცის კონსტრუირებას შეუდგა. 1050 როგორც ზემოხსენებული კვლევის შედეგებიც მოწმობს,
რევოლუციის პერიოდში ყველაზე დიდი გავლენა საზოგადოებაზე სწორედ „რუსთავი 2-ის“
საინფორმაციო გადაცემა „კურიერმა“ მოახდინა (გამოკითხულთა 52,30%). 1051
„რუსთავი 2-ის“ მიერ ქვეყანაში სიტუაცია ჯერ ფასდებოდა როგორც წინა
რევოლუციური, შემდეგ – რევოლუციური, ბოლოს კი – პოსტრევოლუციური. სწორედ ამ
ბოლო ეტაპზე „რუსთავი 2-მა“ საკუთარი თავი „გამარჯვებული ხალხის ტელევიზიად“
გამოაცხადა. მანამდე კი, მისი დახმარებით, თანდათან მკვიდრდებოდა საქართველოს,
Lincoln Mitchell – „Uncertain Democracy: U.S. Foreign Policy and Georgia's Rose Revolution“ (University of
Pennsylvania Press, 2008) გვ. 53-54, 124.
1047 სტივენ ჯონსი, „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“, სოციალურ
მეცნიერებათა ცენტრი, თბილისი, 2013 წ., გვ. 193.
1048 სამოქალაქო საზოგადოების როლი „ვარდების რევოლუციაში“, თბილისი, 2008 წ., გვ. 226.
1049 იქვე, გვ. 210-211.
1050 იქვე, გვ. 252.
1051 იქვე, გვ. 213.
1046
354
როგორც „არშემდგარი სახელმწიფოს“ იმიჯი. 1052 ამ გზავნილის ემოციურ უზრუნველყოფას
ემსახურებოდა
რევოლუციამდე,
დაახლოებით,
წელიწად-ნახევრის
განმავლობაში
ტელეეკრანებზე ახალგაზრდა მიხეილ სააკაშვილის მუდმივი გამოჩენა სახელმწიფო
ატრიბუტიკის ფონზე. მას უნდა განესახიერებინა ქართული სახელმწიფოებრიობის ხსნის გზა
და მისი მომავალი. პესიმიზმი და მარცხი, რომელიც „რუსთავი 2-ის“ მხრიდან მუდმივად
უკავშირდებოდა ძველი თაობის, მხოლოდ ქართულად და რუსულად მოსაუბრე შევარდნაძის
სახელს, „რამდენიმე ევროპულ ენაზე მოსაუბრე“ ახალგაზრდა სააკაშვილის შემთხვევაში,
ოპტიმიზმითა და ბრძოლის სურვილით იცვლებოდა. 1053 2000-იანი წლების დასაწყისში,
გარკვეული როლი შეასრულა არასამთავრობო ორგანიზაციების იმ პროექტმაც, რომელმაც
სხვადასხვა წელს „წლის პოლიტიკოსად“ მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ჟვანია დაასახელა. 1054
მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილი ედუარდ შევარდნაძის გუნდის აქტიური
წევრი იყო და სახელისუფლებო პარტიის - „მოქალაქეთა კავშირის“ ერთ-ერთ წამყვან სახეს
წარმოადგენდა. 1055 პარლამენტის წევრის სტატუსით ის არაერთი რეფორმის წამოწყებასა და
განხორციელებას იქადნიდა. ის ხშირად აქებდა პრეზიდენტ შევარდნაძეს 1056 და,
იმავდროულად, მასთან წინააღმდეგობისთვის აქტიურად ემზადებოდა.
1999 წელს, საპარლამენტო არჩევნების წინ, „მოქალაქეთა კავშირის“ ყრილობაზე 32 წლის
დეპუტატმა სააკაშვილმა არაერთი სხვა ადამიანის მრავალწლიანი შრომა და მიღწევა მხოლოდ
თავის წარმატებად გაასაღა და განაცხადა:
„ჩვენ ჩავიბარეთ წაგებული, დამცირებული, ფეხქვეშ გათელილი საქართველო,
რომლის არსებობაც ცოტა ვინმემ თუ იცოდა გარე სამყაროში და ისინიც ეჭვის თვალით
უყურებდნენ. ჩვენ შევაჩერეთ ნგრევა, ჩვენ შევქმენით ახალი სახელმწიფო დემოკრატიული
ინსტიტუტები, ჩვენ შევქმენით ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი კანონმდებლობა
და ჩვენ მივეცით ხალხს ის ინსტრუმენტი, რომლითაც უნდა დაიცვას თავისი უფლებები ამ
კანონმდებლობის მიხედვით, ჩვენ მივეცით ხალხს ახალი სასამართლო სისტემა. ჩვენ
კარგად გვახსოვს, როგორ გვაძახებდნენ ოპონენტები, რომ ბოლომდე ვერ
მივიყვანდით სასამართლო სისტემას. ჩვენ ჩავატარეთ გამოცდები, ჩვენ ავამუშავეთ
ახალი სისტემა. ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორ გვაძახებდნენ, რომ ვერ შევინარჩუნებდით
ეროვნული ვალუტის სტაბილურობას და ვერ შევაჩერებდით ლარის ვარდნას. დღეს
ქართული ლარი არის აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი სტაბილური ვალუტა. ჩვენ
გვეუბნებოდნენ, რომ ნავთობსადენი ვერასოდეს გავა საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ
ნავთობსადენი უკვე აქ არის და ეს რეალობაა (...) ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ საქართველოს
არასოდეს შეასუნინებდნენ ევროპაში, მაგრამ მე მქონდა პატივი, ვმდგარიყავი პრეზიდენტის
სამოქალაქო საზოგადოების როლი „ვარდების რევოლუციაში“, თბილისი, 2008 წ., გვ. 253.
იქვე, გვ. 254.
1054 იქვე, გვ. 86.
1055 საქართველოს პარლამენტის წევრი 1995-1999 და 1999-2002 წლებში პარტიიდან „საქართველოს მოქალაქეთა
კავშირი“, საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის თავმჯდომარე; 2000-2001 წლებში
- საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
1056 „მოქალაქეთა კავშირის“ რიგებში ყოფნის დროს, მიხეილ სააკაშვილი ხშირად აღნიშნავდა ედუარდ შევარდნაძის
განსაკუთრებულ წვლილს სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში, მოიხსენიებდა მას როგორც ახალი
ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელს, აყენებდა ჯორჯ ვაშინგტონისა და ქემალ ათათურქის გვერდით.
https://geworld.ge/ge/1648/
1052
1053
355
გვერდით სტრასბურგში, [ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრებისადმი
ღონისძიებაზე] საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონიალის დროს.“ 1057
მიძღვნილ
2001 წლიდან, „მოქალაქეთა კავშირის“ წიაღიდან გამოსული ე.წ. ახალგაზრდა
რეფორმატორების ჯგუფი, რომელთაც სათავეში ედგა მიხეილ სააკაშვილი, დაუპირისპირდა
ხელისუფლებას. სექტემბერში მიხეილ სააკაშვილმა დატოვა რა საქართველოს იუსტიციის
მინისტრის პოსტი, მოირგო მთავარი ოპოზიციონერის როლი და, „რუსთავი 2-ის“
მხარდაჭერით, ენერგიულად წამოიწყო ანტისახელისუფლებო კამპანია. ნოემბერში,
პარლამენტის თავმჯდომარეობაზე უარი განაცხადა დეპუტატმა ზურაბ ჟვანიამ. თუმცა, ე.წ.
ახალგაზრდა რეფორმატორების ჯგუფის სხვა წევრები, მათ შორის, საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, ხელისუფლებაში რჩებოდნენ და,
თანამდებობების გამოყენებითა და დასავლეთთან მოლაპარაკებებით, შევარდნაძისა და წინა
თაობის პოლიტიკოსების ხელისუფლებიდან განდევნაში მიხეილ სააკაშვილს შიგნიდან
ეხმარებოდნენ. 1058
2003 წლის გაზაფხულზე მოძრაობა „კმარამ“ მოაწყო პირველი გამოსვლა და
ნოემბრისთვის დანიშნული არჩევნების შედეგების მიმართ ქუჩის საპროტესტო მუხტის
შექმნას დაუდო სათავე.
არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, 2003 წლის 29 სექტემბერს, 1996 წელს გიორგი
(გიგა) ბოკერიას, დავით ზურაბიშვილის, გიორგი (გივი) თარგამაძის, ლევან რამიშვილისა და
ნიკოლო პროსტოსერდოვის მიერ დაარსებულმა კავშირმა - „თავისუფლების ინსტიტუტმა“
(ხელმძღვანელი - ლევან რამიშვილი) 1059 ფონდი „თავისუფლების ინსტიტუტი“ დააფუძნა
(ხელმძღვანელი - აკაკი (აკო) მინაშვილი). 1060 ფონდის საქმიანობად საგრანტო პროექტების
განხორციელება და ადამიანის უფლებების, პირველ რიგში, აღმსარებლობის, გამოხატვისა და
ასოციაციის თავისუფლების დაცვა განისაზღვრა.
არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, 2003 წლის 7 ოქტომბერს, „საერთაშორისო
გამჭვირვალობამ“ თავისი წლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველო ყველაზე
კორუმპირებულ ქვეყანათა შორის დასახელდა (127-ე ადგილზე 133-დან). 1061
მიუხედავად იმისა, არჩევნებში ექნებოდა თუ არა ადგილი მნიშვნელოვან დარღვევებს
ანდა გაყალბებას, ხელოვნურად და წინასწარ უნდა შექმნილიყო მასობრივი და ტოტალური
გაყალბების სურათი, რომელიც მოსახლეობაში მასშტაბურ პროტესტს შეუწყობდა ხელს. 1062 ამ
პროცესის მთავარ ინსტრუმენტად გამოყენებულ იქნა „ეგზიტპოლები“, რომელსაც
ზედამხედველობდა ლევან თარხნიშვილი (კავკასიის კვლევების რესურსების ცენტრი - CRRC),
https://www.youtube.com/watch?v=qqhTUrE9EoA
სამოქალაქო საზოგადოების როლი „ვარდების რევოლუციაში“, თბილისი, 2008 წ., გვ. 130.
1059 გამგეობის წევრები: გიორგი (გოგი) გვახარია, ზაზა თევზაძე, ზურაბ კიკნაძე, მერაბ ბასილაია, ვახტანგ კომახიძე,
გიგი თევზაძე, კონსტანტინე კუბლაშვილი, ლევან ბერძენიშვილი, ზაალ სამადაშვილი, გიორგი (გიგი) უგულავა.
1060 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ საგამოძიებო კომისიისთვის წარდგენილი მასალა, წერილი N3204.
1061 სამოქალაქო საზოგადოების როლი „ვარდების რევოლუციაში“, თბილისი, 2008 წ., გვ. 281.
1062 იქვე, გვ. 21.
1057
1058
356
და ხმების პარალელური დათვლა (PVT), რომლის სათავეშიც ისფედის აღმასრულებელი
დირექტორი ზურაბ ჭიაბერაშვილი1063 იდგა.
2003 წლის 2 ნოემბერს გაიმართა საპარლამენტო არჩევნები. „ეგზიტპოლების“ შედეგები
მუდმივად გადაიცემოდა „რუსთავი 2-ის“ მორბენალი სტრიქონით.
2003 წლის 3 ნოემბერს, ეუთოსა და ევროპარლამენტის დამკვირვებლებმა საარჩევნო
პროცედურის მასობრივ დარღვევებზე ისაუბრეს. ისფედმა თავისი მონაცემები 4 ნოემბერს
გამოაქვეყნა, რასაც მოჰყვა წინასწარ ორგანიზებული საპროტესტო აქციები – საქართველოს
ცენტრალური საარჩევნო კომისია (შემდგომ - ცესკო) მწვავედ გააკრიტიკეს სერიოზული
ხარვეზებით ჩატარებული საარჩევნო პროცესის გამო.
2003 წლის 5 ნოემბერს აშშ-ის საელჩომ საქართველოში გამოთქვა წუხილი იმის გამო, რომ
ცესკო, მისი აზრით, აჭიანურებდა ხმათა დათვლის სრული და ზუსტი შედეგების
გამოქვეყნებას. 1064
2003 წლის ნოემბრის შუა რიცხვებამდე პროტესტს კრიტიკული დონისთვის არ
მიუღწევია, ბრძოლის შედეგი გაურკვეველი იყო, მაგრამ კვანძის ნაადრევად გახსნაში
გადამწყვეტი როლი ოფიციალური ვაშინგტონის დამოკიდებულებამ შეასრულა. აშშ-ის
სახელმწიფო დეპარტამენტთან დაახლოებულმა ექსპერტმა ზეინო ბარანმა (სახელმწიფო
მდივნის მოადგილის თანაშემწის, მეთიუ ბრაიზას მეუღლე) მოგვიანებით დაადასტურა, რომ
2003 წლის ნოემბრის მეორე ნახევრიდან, ოფიციალურმა ვაშინგტონმა ფსონი ცალსახად
ტრიუმვირატ ჟვანია-ბურჯანაძე-სააკაშვილზე დადო და მოვლენების ბედიც, ამგვარად,
საბოლოოდ გადაწყდა. 1065
2003 წლის 18 ნოემბერს თბილისს ეწვია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ლინ პასკო, რომელიც შეხვდა პრეზიდენტსა და
ოპოზიციის ლიდერებს. მან საქართველოს პრეზიდენტს ოპოზიციის მოთხოვნები გადასცა.
„ამჟამად მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ამერიკა დაინტერესებული იყო საქართველოში
არჩევნების ნორმალურად ჩატარებით. ამით იყო გამოწვეული არჩევნებამდე რამდენიმე თვით
ადრე თბილისში აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჯეიმს ბეიკერის ვიზიტი” - განაცხადა
მან და დაპირისპირებულ მხარეებს კომპრომისისკენ მოუწოდა. 1066 სტუმრის გამგზავრების
შემდეგ, მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდს „მეტი თავდაჯერება მიეცათ“. 1067
2003 წლის 20 ნოემბერს ცესკომ გამოაცხადა არჩევნების საბოლოო შედეგები, რომლის
მიხედვითაც, ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკურ ძალას („ახალი საქართველოსთვის“) ჰქონდა
პირველი ადგილი (21,3%), ხოლო მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალურ მოძრაობას“ - მეორე
(18,8%). 1068 ხმების პარალელური დათვლისა და „ეგზიტპოლების“ შედეგების მიხედვით,
ISFED საქართველოში მოქმედებს 1995 წლიდან. 2003 წლის შემდგომ, მან 2020 და 2024 წლების საპარლამენტო
არჩევნების ფარგლებშიც სცადა, ეთამაშა გადამწყვეტი როლი ახალი „რევოლუციის“ მოწყობის მცდელობაში (იხ.
ქვევით).
1064 სამოქალაქო საზოგადოების როლი „ვარდების რევოლუციაში“, თბილისი, 2008 წ., გვ. 283.
1065 იქვე, გვ. 21.
1066 https://civil.ge/ka/archives/130941
1067 https://www.radiotavisupleba.ge/a/1532351.html
1068 https://old.civil.ge/geo/article.php?id=5392&search=?id=5392&search=
1063
357
„ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა 26,3% (26,4%), ედუარდ შევარდნაძის გუნდს კი - 18,9%
(19%). 1069 „ბურჯანაძე-დემოკრატებმა“, ცესკოს მონაცემების მიხედვით, ხმების 8,79% მიიღეს.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ბურჯანაძე-დემოკრატებმა“ ახალ პარლამენტს
ბოიკოტი გამოუცხადეს და მასში შესვლაზე უარი განაცხადეს. მათ ახალი არჩევნების ჩატარება
მოითხოვეს.
2003 წლის 20 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, აშშ-ის სახელმწიფო
დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ადამ ერელიმ საქართველოში არჩევნების
შედეგები გაყალბებულად გამოაცხადა და თქვა, რომ ოფიციალური ვაშინგტონის აზრით,
არჩევნების შედეგები „არ ასახავდა ზედმიწევნით ქართველი ხალხის ნებას“. მან აღნიშნა, რომ
„ღრმად იმედგაცრუებულები“ იყვნენ როგორც შედეგებით, ასევე, საქართველოს
ხელმძღვანელობით, რადგან რეპუტაციის მქონე დამოუკიდებელი ორგანიზაციების მიერ
ჩატარებული ხმების პარალელური დათვლა და „ეგზიტპოლი“ მნიშვნელოვნად
განსხვავდებოდა ცესკოს მიერ გამოქვეყნებული შედეგებისგან. მათი აზრით, ეს
შეუსაბამობები წარმოადგენდა ან ავლენდა ხმების დათვლის ფართომასშტაბიან
მანიპულირებას. მან ასევე განაცხადა, რომ მუდმივ დიალოგში იყვნენ მაღალ დონეზე
თბილისთან და შეაფასებდნენ შემდგომ ნაბიჯებს. 1070
2003 წლის 22 ნოემბერს ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა, საქართველოს
კანონმდებლობის დაცვით, გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
თუმცა, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილი, წითელი ვარდით ხელში,
მომიტინგეებთან ერთად სხდომის დარბაზში შეიჭრა „გადადექის“ ყვირილით. 1071
პრეზიდენტმა სიტყვის წარმოთქმა გააგრძელა, მაგრამ აგრესიულად განწყობილი
დემონსტრანტების შემომატებისა და არეულობის ფონზე, ის დარბაზიდან დაცვამ გაიყვანა.
მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ჯგუფმა დარბაზი, მათ შორის, პრეზიდიუმი დაიკავეს. მიხეილ
სააკაშვილი ტრიბუნაზე ავიდა და, გამარჯვების ნიშნად, ედუარდ შევარდნაძის ჭიქიდან ჩაი
დალია. მან განაცხადა, რომ მოცემული პარლამენტი „არალეგიტიმური“ იყო და რაკი ეს
„ნაძირლები“ უკვე გაყრილები იყვნენ, საქართველოს წინა მოწვევის პარლამენტის
თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს მოუწოდა, „მისულიყო და სხდომა ჩაეტარებინა“.
ედუარდ შევარდნაძე ქუჩაში მის მხარდასაჭერად გამართული აქციის მონაწილეებთან
გავიდა და მათ მადლობა გადაუხადა.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტად გამოაცხადა ნინო ბურჯანაძე, მაგრამ
მოცემული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძველი არ განუმარტავს. ნინო
ბურჯანაძემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ საკუთარ თავზე იღებდა შესაბამის ფუნქციებს.
იმავე საღამოს, პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ, უშედეგობისთვის წინასწარ
განწირული, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მან მედიის წინაშე მადლობა გადაუხადა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელსაც შეიარაღებული შენაერთები ჰყავდა
გამოყვანილი და, მისი თქმით, სრული უფლება ჰქონდა, ძალა გამოეყენებინა, მაგრამ ეს არ
გააკეთა. ასეთ შემთხვევაში, ედუარდ შევარდნაძის თქმით, სამოქალაქო ომი იქნებოდა
https://shorturl.at/q30aT
https://civil.ge/?p=104626
1071 https://www.youtube.com/watch?v=co4ikx-QUks&t=19s
1069
1070
358
გარდაუვალი. „როცა კვორუმი შედგა, როცა პარლამენტის სხდომა გახსნილია, ძველი
პარლამენტი აღარ არსებობს და ახალი პარლამენტი შეკრებილია, პრეზიდენტი საუბრობს, რა
უნდა დაერქვას ამ ყველაფერს, თუ არა სახელმწიფო გადატრიალება?!“ - განაცხადა მან. „ჩემი
ბრალია, რომ ამდენი რამ ვაპატიეთ, ყოველგვარი სიტყვიერი შეურაცხყოფა, რა ტერმინებს
ხმარობენ, რა შეფასებებს აკეთებენ, გავათამამე (...)“ - დასძინა ედუარდ შევარდნაძემ. მან
ხალხს მოუწოდა, ის შეფასება მიეცა მომხდარისთვის, რა შეფასებასაც თავად აძლევდა, „თორემ
მერე იქნებოდა გვიანი“. 1072
ქვეყანაში ხელისუფლების მიტაცების ზემოაღწერილი პროცესი 2003 წლის 22 ნოემბერს
განვითარდა და იმავე დღეს მოინათლა „ვარდების რევოლუციად“. 1073 თუმცა, კეთილის
ბოროტზე გამარჯვების ნიშნად, რევოლუციის თარიღად 23 ნოემბერი, გიორგობა,
გამოცხადდა. რამდენიმე წლის შემდეგ, ბიზნესის რეკეტისა და არაერთი კერძო მესაკუთრის
უფლებების უხეში დარღვევების ხარჯზე აგებული პრეზიდენტის სასახლის ფასადზე მიხეილ
სააკაშვილმა დააწერა რუსთაველის აფორიზმი - „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი
გრძელია“, რასაც „ვარდების რევოლუციად“ წოდებული სახელმწიფო გადატრიალების
თარიღის აღნიშვნისას სიამაყით იხსენებდა ხოლმე. 1074 აფორიზმს „ნაციონალური მოძრაობა“
დღემდე იყენებს ახალ-ახალი რევოლუციური მცდელობების დროს. 1075
2003 წლის 23 ნოემბერს, დილის საათებში, საქართველოს რუსეთის ფედერაციის საგარეო
საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი ეწვია, რომელიც შეხვდა როგორც ოპოზიციის ლიდერებს,
ასევე, ედუარდ შევარდნაძეს, სიტყვით გამოვიდა ოპოზიციის მხარდამჭერ მრავალათასიან
მიტინგზე, 1076 შემდეგ კი ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურ ასლან
აბაშიძესთან შესახვედრად გაემგზავრა.
ედუარდ შევარდნაძემ, რომელსაც საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე 2 წელი ჰქონდა
დარჩენილი, 2003 წლის 23 ნოემბრის დღის ბოლოს განაცხადა, რომ „მიდიოდა სახლში“ 1077 ისე,
რომ დღემდე არ არსებობს მისი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გამოცემული აქტი.
თუმცა, არც ამ დროს და არც შემდგომ, რეალობასა და დოკუმენტებს არც „ნაციონალური
მოძრაობისთვის“ ჰქონია რამე მნიშვნელობა და არც მისი დამხმარე გარე ძალებისთვის.
გადადგომის თაობაზე განცხადების გაკეთებისას, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის შეხვდა
მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ჟვანიას და უკვე ხედავდა, რომ „ეს ყველაფერი უსისხლოდ არ
ჩაივლიდა“, თუკი ის გამოიყენებდა ძალას, რომლის გამოყენების უფლებაც ჰქონდა და ჯობდა,
რომ გადამდგარიყო, რათა მიმდინარე პროცესები მშვიდობიანად დასრულებულიყო.
2003 წლის 24 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა, ნინო
ბურჯანაძესთან სატელეფონო საუბრისას, მხარდაჭერა აღუთქვა „ვარდების რევოლუციის“
https://www.youtube.com/watch?v=co4ikx-QUks&t=19s
პარლამენტში განვითარებული მოვლენების ტრანსლირებისას, მიმდინარე პროცესს „ვარდების რევოლუცია“
პირველად „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტმა ნათია ზამბახიძემ უწოდა. „ვარდების რევოლუციად“ მონათლა ეს
მოვლენა ზურაბ ჟვანიამაც, იმავე საღამოს პარლამენტთან გამართულ მიტინგზე გამოსვლისას.
https://shorturl.at/Lm828
1074 https://ghn.ge/news/99148-mikheil-saakashvili-gadamtsqveti-brdzola-sakartvelostvis-grdzeldeba
1075 https://www.facebook.com/share/v/158jPDjPhPN/?mibextid=wwXIfr
1076 https://civil.ge/ka/archives/131001
1077 https://www.youtube.com/watch?v=NwVwEJhkUz4
1072
1073
359
ლიდერებს. 1078 2003 წლის 3 დეკემბერს კი თბილისში ვიზიტით კვლავ ლინ პასკო ჩამოვიდა.
„ჩემი წინა ჩამოსვლის შემდეგ, ორი კვირის მანძილზე მრავალი რამ შეიცვალა. პრეზიდენტმა
ბუშმა და მდივანმა პაუელმა თავიდანვე მიულოცეს გამარჯვება ახალ ხელისუფლებას“ განაცხადა მან. 1079
საქართველოში სრულიად ახალი, იმედებით სავსე პერიოდი დაიწყო.
„საგზაო რუკა“, რომლითაც სამოქალაქო საზოგადოებას რევოლუციის შემდეგ
ხელისუფლება უნდა ეკონტროლებინა, ჯერ კიდევ 2003 წლის ზაფხულში ჩამოაყალიბა
თოთხმეტმა
არასამთავრობო
ორგანიზაციამ
„სოროსის
ფონდის“
ინიციატივით,
1080
სახელწოდებით - „კმარა! ანუ ათი ნაბიჯი თავისუფლებისაკენ“.
მოცემულ დოკუმენტს,
როგორც ხელშეკრულებას, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რევოლუციის მონაწილე სხვა
ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ხელი მოაწერა. თუმცა, მათი შესრულების მდგომარეობის
შემოწმება, განსაკუთრებით – კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის გარანტიების
გაძლიერების, ბიზნესგარემოს გაუმჯობესების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის
აღდგენისთვის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების,
ადამიანის უფლებების დაცვისა და ა.შ. მიმართულებით, შემდგომ წლებში ამ არასამთავრობო
ორგანიზაციებს არც გახსენებიათ. უფრო მეტიც, მიხეილ სააკაშვილის 9-წლიანი
მმართველობის პერიოდში, არც მათ და არც დანარჩენ, პატიმართა უფლებებზე მომუშავე
არასამთავრობო ორგანიზაციებს, 2012 წლის 18 სექტემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ
მართული ციხეებიდან პატიმართა წამების, გაუპატიურებისა და არაადამიანური მოპყრობის
შესახებ კადრების გავრცელებამდე, როგორც თავადვე განაცხადეს, თურმე ბევრი არაფერი
სმენოდათ. 1081
„ვარდების რევოლუციად“ წოდებული სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ,
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღარ მოინდომა ზედმეტად თავისუფალ, „გამარჯვებული
ხალხის ტელევიზიასთან“ თანაარსებობა და, როგორც ტელეკომპანიის დამფუძნებლები –
დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე აცხადებდნენ, 2004 წელს ისინი აიძულეს, ტელეკომპანია
ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისთვის მიეყიდათ. 1082 „რუსთავი 2-ის“ არხზე, ერთი მეორის
მიყოლებით, დაიხურა მწვავე პოლიტიკური გადაცემები, შეწყდა ჟურნალისტური
გამოძიებები, აიკრძალა კრიტიკული სიუჟეტების ეთერში გაშვება და ა.შ.
2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების შედეგების გაუქმების მიზნით, სასამართლო დავა
დაიწყო. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2003 წლის 23 ნოემბერს ისფედის სარჩელი
არჩევნების შედეგების პროპორციული ნაწილის გაუქმების შესახებ დააკმაყოფილა, მაგრამ
ძალაში დატოვა მაჟორიტარული სისტემით გამართული არჩევნებისა და არჩევნებთან ერთად
ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები (235 დეპუტატიდან 150-მდე შემცირების თაობაზე).
სამოქალაქო საზოგადოების როლი „ვარდების რევოლუციაში“, თბილისი, 2008 წ., გვ. 286.
https://www.radiotavisupleba.ge/a/1532351.html
1080 დავით პაიჭაძე, „რევოლუციის წლისთავი - აწმყო განგრძობითი დრო“, თემატური კატალოგი თავისუფლება
N11(35), თავისუფლების ინსტიტუტი, 2004 წლის ნოემბერი, https://shorturl.at/lQl5z
1081 2014 წელს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევის შესავალი ნაწილი. https://issageorgia.com/files/publications/პატიმრები/OSGF_Report_GEO_PRINT_8.pdf
1082
https://1tv.ge/news/jarji-aqimidze%e2%80%8b-da-davit-dvali-dghes-chvensa-da-chven-mier-dafudznebul-televiziasshoris-erti-adamiani-dgas-da-is-ar-aris-qibar-khalvashi/
1078
1079
360
2003 წლის 30 ნოემბერს ისფედის ხელმძღვანელი ზურაბ ჭიაბერაშვილი საქართველოს
პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ აირჩია. 1083
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ
საპრეზიდენტო არჩევნები 2004 წლის 5 იანვრისთვის დანიშნა, ხოლო საპარლამენტო
არჩევნები 2004 წლის 28 მარტისთვის გადაიდო. 1084
2003 წლის 5 დეკემბერს ერთდღიანი ვიზიტით საქართველოს აშშ-ის თავდაცვის
მდივანი, დონალდ რამსფელდი ეწვია და „ვარდების რევოლუციის“ სამივე ლიდერს შეხვდა.
ამით, „ამერიკამ მსოფლიოს დაანახვა, რომ თეთრი სახლი რევოლუციის შემდგომ
ხელისუფლებას ლეგიტიმურად აღიარებდა“. 1085
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, 2004 წლის 28 მარტის
საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვან პროგრესს წარმოადგენდა და საქართველოს
დამოუკიდებლობის შემდეგ, იმ დროისთვის ჩატარებულ დანარჩენ არჩევნებს შორის,
ყველაზე დემოკრატიულად შეფასდა. 1086 ანგარიშში არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, რომ,
დაახლოებით, 60 000 ამომრჩეველს (რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 2,5%) საერთოდ არ
მიეცა ხმის მიცემის შესაძლებლობა 1087 და ამით წაერთვათ არჩევნებში მონაწილეობის –
კონსტიტუციით უზრუნველყოფილი უმნიშვნელოვანესი უფლება.
ცესკოს 2004 წლის 18 აპრილის სხდომაზე, 2004 წლის 28 მარტის ხელახალ საპარლამენტო
არჩევნებში გამოვლენილ უხეშ დარღვევათა გამო, ხულოსა და ქობულეთის საარჩევნო
ოლქების ყველა უბნის შედეგები სრულად გაუქმდა. 1088 მიუხედავად ამისა, ცესკოს
თავმჯდომარისა და ისფედის ყოფილი ხელმძღვანელის, ზურაბ ჭიაბერაშვილის პოზიცია
გაიზიარეს კომისიის სხვა წევრებმაც და საპარლამენტო არჩევნების შედეგები შეაჯამეს.
ლეიბორისტულმა პარტიამ ცესკოს გადაწყვეტილება ევროპულ სასამართლოში
გაასაჩივრა, 1089 ვინაიდან თვლიდა, რომ ხულოსა და ქობულეთში მნიშვნელოვანი მხარდაჭერა
ჰქონდა და არჩევნების შედეგად მიღებული ხმებისა (6,01%) და მოცემული ორი ოლქიდან
მისაღები ხმების შეკრების შემთხვევაში, მოქმედი 7%-იანი ბარიერის გადალახვას შეძლებდა.
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ორ ოლქში შედეგების გაბათილებით
ცესკომ არათუ გადაამეტა თავის უფლებამოსილებას, არამედ იმოქმედა სათანადო
სამართლებრივი საფუძვლის ან სათანადო პროცესების უზრუნველყოფის გარეშე. ევროპული
https://civil.ge/archives/104749
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 17 თებერვლის N2 სხდომაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისიის წარმომადგენლის, გიორგი სანტურიანის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი;
„საქართველოს არჩევნების ისტორია, 1990-2018“, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია, 2020 წ., გვ. 142
https://history.cec.gov.ge/PDF/ElectoralHistoryOfGeorgia.pdf
1085 https://www.radiotavisupleba.ge/a/1532421.html
1086 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2005 წლის ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკაზე,
https://2009-2017.state.gov/j/drl/rls/hrrpt/2005/61649.htm
1087 საქართველოს არჩევნების ისტორია, 1990-2018, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია, 2020, გვ. 161.
1088 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 17 თებერვლის N2 სხდომაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისიის წარმომადგენლის, გიორგი სანტურიანის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი, ასევე,
წარმოდგენილი მასალა.
1089 საქართველოს ლეიბორისტული პარტია საქართველოს წინააღმდეგ (Georgian Labour Party v. Georgia, no. 9103/04),
https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-87446
1083
1084
361
სასამართლოს წინაშე არც მოპასუხე სახელმწიფოს და არც ცესკოს არ წარუდგენიათ შესაბამისი
და საკმარისი მიზეზები იმის განსამარტავად, საარჩევნო დოკუმენტაციის შესწავლისა და
მოწმეთა მოსმენის გარეშე, რატომ მივიდა ცესკო დასკვნამდე, რომ ამ ორი ოლქის ყველა
შედეგი გაბათილებას იმსახურებდა. ევროპულმა სასამართლომ ცესკოს ქმედება
თვითნებობად შეაფასა და ევროპული კონვენციის შესაბამისი დებულებების დარღვევა
ერთხმად დაადგინა.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაშვებული ეს და სხვა დარღვევები არასოდეს
გამხდარა 2004 წლის 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად
გამოცხადების მიზეზი. უფრო მეტიც, „საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს“ (IREX)
წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ბობ ევანსი, რომელიც საქართველოში არაერთი წლის
მანძილზე აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ უმსხვილეს მედიაპროგრამას ხელმძღვანელობდა,
აღწერდა „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ აშშ-ის შეცვლილ მიდგომას ხელისუფლების
საქმიანობისადმი: „ბევრჯერ გვითხრეს, რომ სრულად დაგვეჭირა მხარი და არ გაგვესვა ხაზი
ახალი მთავრობის ნაკლოვანებებისთვის. „გუშაგი ძაღლი“ (Watchdog) იქცა „ცუდ ძაღლად“
(Bad dog).“ ბობ ევანსის თქმით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID)
განაცხადა, რომ საქართველოში მედიის განვითარება საჭირო აღარ იყო და მათ
მედიაპროგრამა აღარ სჭირდებოდათ, ვინაიდან საქართველოში რევოლუცია მოხდენილი
იყო. 1090
მიხეილ სააკაშვილი, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, სახელმწიფოს სათავეში 9
წლის განმავლობაში იმყოფებოდა. მისი მმართველობა საზოგადოებაზე, პირველ რიგში კი მისთვის არასასურველ ადამიანებზე, 1091 ტერორის დამყარების, ადამიანის უფლებების
მასობრივი დარღვევებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ
გადადგმული ნაბიჯების გამო რამდენიმე წელიწადში გახდა ქვეყნის შიგნით მიუღებელი.
თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნების გზით შეცვლა ერთადერთმა ძალამ,
„ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ შეძლო, რომელიც ქველმოქმედმა
ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის 21 აპრილს დააარსა. 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო
არჩევნებში 5%-იანი საარჩევნო ბარიერი მხოლოდ ორმა პარტიამ - „ქართულმა ოცნებამ“
(54,97%) და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ (40,34%) გადალახა. 1092
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა
გააგრძელა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობა. 2013 წლის 4 ნოემბერს,
უფლებამოსილების
ამოწურვამდე
რამდენიმე
დღით
ადრე,
მან
შეიწყალა
სასჯელაღსრულების სისტემის ყოფილი ხელმძღვანელი ბაჩო ახალაია, რომელიც 2006 წელს
ორთაჭალის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მის მიერ პროვოცირებული ციხის
ბუნტისთვის იხდიდა სასჯელს. 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში,
„ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა ხმათა დიდი უპირატესობით
Lincoln Mitchell – „Uncertain Democracy: U.S. Foreign Policy and Georgia's Rose Revolution“ (University of
Pennsylvania Press, 2008) გვ. 130.
1091 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 14 ივლისის N45 სხდომაზე ლალი მოროშკინას ახსნა-განმარტების
სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
1092 https://cesko.ge/static/res/docs/shemajamebeli2012.pdf
1090
362
(62,12%) დაამარცხა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, საქართველოს პარლამენტის
ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე (21,72%). 1093
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა და აქტიურმა წევრებმა, საქართველოს
საკანონმდებლო ორგანოს გარდა, რამდენიმე მიმართულებით გააგრძელეს მუშაობა.
უკრაინაში „ევრომაიდნის“ სახელით ცნობილი მეორე „ფერადი რევოლუციის“ შემდეგ,
მიხეილ სააკაშვილმა 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, რის საფუძველზეც,
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მას საქართველოს მოქალაქეობა
შეუწყდა. ის მალევე უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად, შემდგომ კი, ოდესის ოლქის
გუბერნატორად დაინიშნა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მას მსჯავრი დაედო
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენისთვის და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა,
უკრაინის მთავრობამ მიხეილ სააკაშვილი 2020 წელს უკრაინის რეფორმების საბჭოს
აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშნა. მიხეილ სააკაშვილთან ერთად,
უკრაინაში „ქართველი რეფორმატორების“ სახელით ცნობილმა „ნაციონალური მოძრაობის“
ყოფილმა პოლიტიკური თანამდებობის პირებმაც დაიწყეს საქმიანობა:
- ზურაბ ადეიშვილი, საქართველოს მიერ ძებნილი მთელ რიგ სისხლის სამართლის
საქმეებზე, მუშაობდა უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩევლად;
- ეკატერინე ზღულაძე, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
(2014-2016 წწ.), ხელმძღვანელობდა უკრაინის საპატრულო პოლიციის რეფორმას;
- ხატია დეკანოიძე, უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელი (2015-2016 წწ);
- დავით საყვარელიძე, უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე (2015-2016 წწ.),
იმავდროულად - ოდესის ოლქის პროკურორი;
- ალექსანდრე (სანდრო) კვიტაშვილი, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი (2014-2016 წწ);
- გიორგი (გია) ლორთქიფანიძე, ოდესის ოლქის პოლიციის მთავარი სამმართველოს
უფროსი (2015-2016 წწ.), უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილე (20212022 წწ.);
- გია გეწაძე, უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე (2015-2018 წწ.);
- გიორგი ვაშაძე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)
ხელშეწყობით, უკრაინაში ახორციელებდა სახელმწიფო სერვისების განვითარების
პროექტს.
უკრაინის გარდა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საქართველოში არასამთავრობო
სექტორსა და აკადემიურ წრეებში გადანაწილდნენ:
-
1093
შოთა უტიაშვილი - საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
ელენე ხოშტარია - საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
სერგი კაპანაძე - საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
გიორგი კანდელაკი - საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (SovLab);
თემურ იაკობაშვილი - რონდელის ფონდი;
https://cesko.ge/static/res/docs/shemajamebeli2013president.pdf
363
-
ბათუ ქუთელია - საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი; და ა.შ. 1094
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის 8 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც პარტია „ევროპული
საქართველო“ დატოვა, ელენე ხოშტარიამ დააფუძნა პოლიტიკური პარტია „დროა“, 1095
რომლის სახელწოდება პირდაპირ იქნა გადმოღებული 2004 წლის „ნარინჯისფერ
რევოლუციაში“ მონაწილე უკრაინული ორგანიზაციის სახელიდან („პორა“ - Пора).
საქართველოში რევოლუციის მორიგი მცდელობისას, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში,
„დროამ“ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თბილისის საპროტესტო აქციების ძალადობაში
გადაზრდასა და სამართალდამცველებთან აქციის მონაწილეების დაპირისპირებაში.
საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად, „დროას“ ოფისიდან ამოღებულ იქნა
პიროტექნიკა, ლაზერული მოწყობილობები და სხვადასხვა საშუალება, რომლებიც აქციების
დროს სამართალდამცველთა წინააღმდეგ გამოიყენებოდა. 1096
რაც შეეხება აკადემიურ საქმიანობას, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი
პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და ლიდერების მთავარ მიმღებ სახელმწიფო
ორგანიზაციებად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ზურაბ ჭიაბერაშვილი, სერგი კაპანაძე,
სერგო რატიანი, გიორგი პაპუაშვილი, ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, ზაზა მეიშვილი), ხოლო კერძო
უნივერსიტეტებიდან კი - თავისუფალი და კავკასიის უნივერსიტეტები და შავი ზღვის
საერთაშორისო უნივერსიტეტი იქცნენ (ბათუ ქუთელია, რომან გოცირიძე, გიორგი ქადაგიძე,
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ხათუნა გოგორიშვილი).
კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობები
2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის შტურმით აღების მცდელობა
SOVLAB-ის დონორები და პარტნიორები არიან: DVV International, ჰაინრიხ ბიოლის ფონდი, Bundesstiftung zur
Aufarbeitung, „ფონდი ღია საზოგადოება − საქართველო“, გოეთეს ინსტიტუტი, ეროვნული ფონდი
დემოკრატიისთვის (NED), Sigrid Rausing Trust, ევროპის დემოკრატიის ფონდი (EED), https://sovlab.ge/about
საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) დონორები არიან: აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო
(USAID), ევროპის დემოკრატიის ფონდი (EED), ნიდერლანდების სამეფო, აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდი
(GMF), https://grass.org.ge/en
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდი)
დონორები არიან: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში,
ეროვნული ფონდი დემოკრატიისთვის (NED), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და სხვ.,
https://gfsis.org/%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/
1095 https://civil.ge/ka/archives/436426
1096 https://1tv.ge/news/samartaldamcvelebs-droas-ofisidan-piroteqnika-lazerebi-da-skhvadaskhva-nivti-gaaqvt-foto/
1094
364
2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 1097 26-ე სესია 1098 გაიხსნა.
საქართველოს მოქალაქეთა სამართლიანი უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ სესიის
თავმჯდომარეს, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მიჰყავდა სხდომა.
იმავე საღამოს, გაიმართა საპროტესტო აქცია სახელწოდებით „სირცხვილია“. 1099 უნდა
აღინიშნოს, რომ მაშინ ახლად დაფუძნებულმა მოძრაობამ „სირცხვილია“ 1100 მომდევნო
წლებშიც გამოიჩინა თავი, როდესაც უცხოური დაფინანსების მეშვეობით გააგრძელა
საპროტესტო აქციების ორგანიზება, მათ შორის, 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდში და 20232024 წლებში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის წინააღმდეგ.
დაახლოებით, 17:00 საათისთვის, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის
შენობის წინ, დაიწყეს შეკრება მოქალაქეებმა, რომელთა მთავარი მოთხოვნა საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების გადადგომა, ასევე,
საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარება იყო.
დაძაბულობის სწრაფი ესკალაციის ფონზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ
დაამტკიცა გრიფით საიდუმლო „ქ. თბილისში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და
საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის ღონისძიებების უზრუნველყოფის გეგმა“ (შემდგომ ღონისძიების გეგმა), 1101 რომლის მთავარი ამოცანა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს
კანონისა და „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული
უფლებამოსილების ფარგლებში, აქციის მიმდინარეობისას საზოგადოებრივი წესრიგის
დაცვის/აღდგენის უზრუნველყოფა იყო.
ღონისძიების გეგმის შესავალ ნაწილში ნახსენები იყო, რომ პარლამენტის შენობის წინ
აქციის დაწყება 19:00 საათისთვის იგეგმებოდა და მისი გაგრძელება მომდევნო დღეებშიც იყო
მოსალოდნელი. შესაბამისად, გეგმა მოიცავდა „აქციების დასრულებამდე გასატარებელ
ღონისძიებებსაც.“ ღონისძიებაში 5 110 მოსამსახურეს უნდა მიეღო მონაწილეობა, რაც,
ადგილზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უნდა დაკორექტირებულიყო. ღონისძიებაში
მონაწილეობდნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, ქ. თბილისის პოლიციის
დეპარტამენტი, საქართველოს სასაზღვრო პოლიცია („უეცრად წამოჭრილი ამოცანის“
შესასრულებლად), ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, განსაკუთრებულ
დავალებათა დეპარტამენტი (შემდგომ - სპეცრაზმი), დაცვის პოლიციის დეპარტამენტი და 11
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა 1994 წელს საბერძნეთის ინიციატივით დაფუძნდა და
მასში 25 მართლმადიდებელი სახელმწიფოა გაწევრიანებული. ასამბლეა უზრუნველყოფს წევრი ქვეყნების
საპარლამენტო დელეგაციებს შორის საქმიან თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით. შეხვედრებს რიგრიგობით მასპინძლობენ წევრი სახელმწიფოს პარლამენტები როტაციის პრინციპით. https://eiao.org/
1098 https://www.parliament.ge/media/news/tbilisi-martlmadideblobis-saparlamenttashoriso-asambleas-maspindzlobs
1099 საპროტესტო აქციის დაშლის შედეგად განვითარებულ მოვლენებს ოპოზიციამ „გავრილოვის ღამე“ შეარქვა.
1100 https://shame.ge/sm-campaigns/sirtskhvilia-93-dghiani-utsqhveti-protesti
1101 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 12 სექტემბრის N1/407 ბრძანებით გეგმას გრიფი მოეხსნა.
იხ. წინამდებარე დასკვნის დანართი.
1097
365
სხვა დეპარტამენტი, მათ შორის, საქართველოს ყველა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტები.
ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად განსაზღვრული იყო: 2 წყალსატყორცნი მანქანა, 2
ჯავშანმანქანა, 2 დაჯავშნილი მანქანა ხმის გამაძლიერებლით, 2 სახანძრო მანქანა. მოცემული
სპეციალური ტექნიკისთვის ლოდინის არეალად განისაზღვრა საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაციის შენობის ეზო.
საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის გარდა, სპეცრაზმის
დამატებით ფუნქციად განისაზღვრა, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური საშუალებების
გამოყენებით საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის ღონისძიებების განხორციელება. ასეთი
საჭიროების შემთხვევაში კი, მიზნად განისაზღვრა საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენა
რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე და გაფანტული მოქალაქეებისთვის
უკან დაბრუნებისა და პარლამენტის შენობაში შეჭრის შესაძლებლობის აღკვეთა.
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის სპეციფიკურ დავალებად განისაზღვრა
პარლამენტის შესასვლელის ბლოკირება რუსთაველის გამზირის მხრიდან და, საჭიროების
შემთხვევაში, სპეციალური საშუალებების გამოყენება აქციის მონაწილეების პარლამენტში
შეჭრის თავიდან აცილების მიზნით.
ღონისძიების გეგმაში მონაწილე არც ერთი დეპარტამენტის შემთხვევაში, დასახული
ამოცანის შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი განსაზღვრული არ იყო (შესაბამისი გრაფა იყო
ცარიელი). მხოლოდ მითითებული იყო, რომ ღონისძიებაში მონაწილე დანაყოფების მართვა
ხორციელდებოდა დანაყოფის ხელმძღვანელი პირების მიერ. თუმცა, ღონისძიებაში მონაწილე
ხელმძღვანელი პირების სახმისების გრაფები ყველგან ცარიელი იყო.
რაც შეეხება აღჭურვილობას, ღონისძიების გეგმა მხოლოდ მითითებას აკეთებდა
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლზე, რომელიც მოიცავს სპეციალური
პასიური და აქტიური საშუალებების ზოგად ჩამონათვალს, არალეტალური ჭურვის
ჩათვლით, და მის შესაბამის კანონქვემდებარე აქტზე (შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის
31 დეკემბრის N1006 ბრძანება).
გეგმა ითვალისწინებდა სახანძრო და სამედიცინო ბრიგადების გამოძახების წესს.
აქცია, თავდაპირველად, მშვიდობიან ხასიათს ატარებდა და 21:50 საათამდე ძალადობის
გარეშე მიმდინარეობდა. 21:08 საათზე პარლამენტის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“,
ნიკა მელიამ მოქალაქეებს მოუწოდა, რომ თუ ერთი საათის განმავლობაში მოთხოვნები არ
დაკმაყოფილდებოდა, ერთად უნდა შესულიყვნენ პარლამენტის შენობაში. 1102 ადგილზე
ვითარების დაძაბვა სწორედ ერთსაათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ დაიწყო. დაახლოებით,
21:50 საათისთვის, ნიკა მელიას უშუალო ხელმძღვანელობითა და აქციაზე მყოფი
მოქალაქეების ერთი ნაწილის (ევროპული სასამართლოს მიხედვით - რამდენიმე ასეული)
მონაწილეობით,
1102
პარლამენტის
შენობის
წინა
პერიმეტრზე
განლაგებული
https://pog.gov.ge/news/saqarTvelos-generalur-prokuraturashi-gamotanilia-dadgenileba-nikanor-melias-braldebis-
shesaxeb
366
სამართალდამცველების მიმართ ადგილი ჰქონდა ძალადობასა და მათზე სხვადასხვა
ნივთების გამოყენებით თავდასხმას. 1103
საპასუხოდ, სამართალდამცველებმა ძალა და სპეციალური საშუალებები, მათ შორის,
რეზინის ტყვიები გამოიყენეს. როგორც საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გახარიამ
განაცხადა,
სპეციალური
საშუალებები
შემდეგი
რიგითობით
იქნა
გამოყენებული:
ცრემლსადენი გაზი, არალეტალური ჭურვებისა (შემდგომ - რეზინის ტყვია) და წყლის ჭავლი.
ძალისა და რეზინის ტყვიების გამოყენების შედეგად, რამდენიმე ათეულმა დემონსტრანტმა
მიიღო მძიმე დაზიანება, ხოლო რამდენიმე მათგანმა დაკარგა თვალი. 1104
ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, დესტრუქციული პოლიტიკური ოპოზიცია
და მის მიერ მართული მედიასაშუალებები აცხადებდნენ, რომ 20 ივნისის აქციის დარბევა
საქართველოს მთავრობას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაავალა.1105
საგამოძიებო კომისიის წინაშე გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ისეთი სპეციალური
საშუალებების გამოყენების თაობაზე, როგორიცაა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი,
თავად გასცა ბრძანება, ხოლო სხვა სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება არც მას
და არც მის მოადგილეებს არ გაუციათ. თუმცა, რეზინის ტყვიების გამოყენებასთან
დაკავშირებით, რის შედეგადაც არაერთმა მოქალაქემ მიიღო მძიმე ფიზიკური დაზიანება, მან
განაცხადა, რომ „მოგერიების რეჟიმში, ცალკეულ შემთხვევებში, პოლიციელებმა გამოიყენეს
რეზინის ტყვიები. ეს ნიშნავს იმას და აქამდეც ვთქვი და, კიდევ ერთხელ, ვიმეორებ, რომ არც
მე და არც ჩემს მოადგილეებს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაგვიცია.“ 1106
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წლის 11 ივლისს, „TV პირველთან“ ინტერვიუში,
როცა წამყვანმა დაუსვა შემდეგი კითხვა: „თქვენ ახლა მე პირდაპირ ეთერში დამიდასტურეთ,
რომ იქ რაც ხდებოდა, ყველაფერზე ბრძანება გაეცით თქვენ? პირველივე წუთიდან ბოლო
წუთამდე?”, გიორგი გახარიამ უპასუხა − „რა თქმა უნდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ
აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი. მანამდე, უბრალოდ, მე იქ არ ვიყავი. მე ვიმოქმედე
საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში. სწორედ ამ კონსტიტუციისა
და კანონმდებლობის ფარგლებში გავეცი ის ბრძანება, რომ პოლიციას გამოეყენებინა
სპეციალური საშუალებები, რომლებიც კანონმდებლობით არის აბსოლუტურად სრულად
გაწერილი. პოლიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითადი ვალდებულებაა, დაიცვას
ინსტიტუტები და დაიცვას მართლწესრიგი და სამოქალაქო წესრიგი ამ ქვეყანაში.“
ჟურნალისტის მიერ დასმულ კიდევ ერთ შეკითხვაზე − „თქვენ გაეცით ბრძანება იმ საშინელი
ტყვიების გამოყენებაზე?” − გიორგი გახარიამ შემდეგი პასუხი გასცა: „მე მესმის თქვენი. სიტყვა
„საშინელი“ თქვენთვის მისაღებია, ჩემთვის არ არის მისაღები. იმიტომ, რომ ის ტყვია არის
1103
https://pog.gov.ge/news/saqarTvelos-generalur-prokuraturashi-gamotanilia-dadgenileba-nikanor-melias-braldebis-
shesaxeb
1104 https://www.radiotavisupleba.ge/a/31906490.html
1105
https://fsi.stanford.edu/news/what%E2%80%99s-going-georgia-democracy-activist-explains-nation%E2%80%99scurrent-political-crisis-and
1106 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 14 აპრილის N14 სხდომაზე გიორგი გახარიას ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და ვიდეოჩანაწერი.
367
არალეტალური და ის მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში, კანონით არის
გათვალისწინებული სამართალდამცავი სისტემისთვის გამოსაყენებლად”. 1107
საგამოძიებო
კომისიამ
გამოკითხა
2018-2019
წლებში
საქართველოს
პრემიერ-
მინისტრის, მამუკა ბახტაძის აპარატის უფროსი გიორგი ჭოლაძე, რომელმაც განაცხადა, რომ
2019 წლის 20 ივნისის საღამოს საათებში, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ის
საქართველოს მთავრობის კანცელარიიდან პარლამენტის შენობაში გადავიდა. მან ნახა, რომ
შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას სამუშაო სივრცე დეპუტატ ზვიად ძიძიგურის
კაბინეტში ჰქონდა მოწყობილი და იქიდან მართავდა აქციის დაშლის პროცესს. იმავე
კაბინეტში იჯდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ჰუბერტ კნირში. გიორგი
ჭოლაძის კითხვაზე, თუ როგორ აღმოჩნდა უცხო ქვეყნის ელჩი ღამით პარლამენტის შენობის
იმ ოთახში, სადაც უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები მიიღებოდა, გიორგი გახარიამ
უპასუხა, რომ „რუსთაველზე სეირნობდა და ჩემებმა ამოიყვანესო“. 1108 გარდა იმისა, რომ
პარლამენტის შენობაზე შტურმის მცდელობის პროცესში უცხო ქვეყნის ელჩის შენობაში
ყოფნა მნიშვნელოვან რისკებს უკავშირდება, აღნიშნული გარემოება სერიოზულ კითხვას
აჩენს მოცემული ღამის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებში ელჩის როლთან
დაკავშირებით. საგამოძიებო კომისიის წინაშე ხელმეორედ გამოკითხულმა გიორგი გახარიამ
მასთან ერთად ოთახში ელჩის ყოფნის ფაქტი კვლავ დაადასტურა, მაგრამ აღნიშნა, რომ „მას
წარმოდგენა არ ჰქონდა, ვინ შემოიყვანა ბატონი ელჩი პარლამენტის შენობაში.“ 1109
საგამოძიებო კომისიის კითხვაზე, თუ რატომ არ იყო ღონისძიების გეგმა უფრო
დეტალური, რატომ იყო დოკუმენტის არაერთი გრაფა ცარიელი და რატომ არ იყო გეგმაში
რეზინის ტყვიები ნახსენები, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ყველა ამ საკითხს „პოლიციის
შესახებ“ კანონი ითვალისწინებდა. კითხვაზე, რატომ ისროდნენ ტყვიებს დისტანციიდან იმ
მოქალაქეებისადმი, რომელთაც მართლწესრიგი არ დაურღვევიათ, მან პასუხი ვერ გასცა.
სამაგიეროდ, გიორგი გახარიამ ნიშნისმოგებით ჰკითხა კომისიის წევრებს, თუ რატომ მიიღო
საქართველოს პარლამენტმა ამნისტიის კანონი 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან
დაკავშირებით (იხ., ქვევით, შარლ მიშელის გეგმა). საგამოძიებო კომისიამ ვერც იმაზე მიიღო
პასუხი, თუ რატომ იყო პოლიციის კორდონი განთავსებული პარლამენტის შენობის
შესასვლელის რკინის მსუბუქი ღობის წინ და არა - უკან, რატომ არ იქნა მოტანილი რკინის
მასიური ბარიერები, რაც შენობის შესასვლელებს უკეთესად დაიცავდა და რატომ არ იქნა
წყლის ჭავლი უფრო ადრე გამოყენებული. თუმცა, გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ წყლის
სატყორცნი მანქანის გამოყვანის ოპერაცია დროულად ვერ შედგა, რამაც ღონისძიების სწორად
განხორციელებას ზიანი მიაყენა.
https://www.youtube.com/watch?v=_ZKdgNa9NNI
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 19 ივნისის N39 სხდომაზე გიორგი ჭოლაძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და ვიდეოჩანაწერი.
1109 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 2 ივლისის N44 სხდომაზე გიორგი გახარიას ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და ვიდეოჩანაწერი.
1107
1108
368
2019 წლის 22 ივნისს საქართველოს პროკურატურამ მყისიერად დაიწყო 2019 წლის 20-21
ივნისის მოვლენების გამოძიება, ერთი მხრივ, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და
აღდგენაში
მონაწილე
ცალკეულ
სამართალდამცველთა
მიერ
სამსახურებრივი
უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, ხოლო, მეორე მხრივ, ნიკა მელიას წინააღმდეგ,
რომელსაც, სსსკ-ის 225-ე მუხლის შესაბამისად, ბრალად ედებოდა ჯგუფური მოქმედების
ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთების დაზიანებაგანადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა
და მასზე თავდასხმა. 2019 წლის 25 ივნისს ნიკა მელია ჯგუფური მოქმედების
ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულად იქნა ცნობილი, ხოლო 27
ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო (30 000) შეეფარდა და 3 ივლისიდან, დამატებითი
შემზღუდველი ღონისძიების სახით, მასზე
სამაჯურის მეშვეობით ელექტრონული
ზედამხედველობა დაწესდა.
2019 წლის 20 ივნისის საქმეზე (ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ) 2024 წლის 7
მაისს ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომლითაც დაადგინა
ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში. 1110 სასამართლომ
დაადგინა, რომ აქცია ძალადობრივი იყო და მიზნად პარლამენტის შტურმით აღებას ისახავდა
(§ 240). თუმცა, აღნიშნა, რომ გამოძიება იყო გაჭიანურებული და არაეფექტური, რადგან
ჭეშმარიტება ჯერ კიდევ არ იყო დადგენილი რეზინის ტყვიებით მიყენებულ დაზიანებებსა
და დემონსტრანტებისადმი სხვაგვარი არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით.
ევროპულმა სასამართლომ მოუწოდა საქართველოს მთავრობას, თავისივე ინიციატივით და
მოკლე ვადაში, განეახლებინა საქმის გამოძიება (§226) და დასძინა, რომ უკვე გატარებული
საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, რამდენიმე რიგითი სამართალდამცველის გარდა,
„მაღალჩინოსანთა პოტენციური პასუხისმგებლობის საკითხი საკმარისად გამოკვლეული არ
ყოფილა“. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 26 მომჩივნიდან 25 მათგანი
მშვიდობიანად იქცეოდა და საზოგადოებრივი წესრიგი არ დაურღვევია, ხოლო მათთან
მიმართებით რეზინის ტყვიებისა და სხვა საშუალებების გამოყენება მოხდა დისტანციიდან იმ
სამართალდამცველების მიერ, რომლებიც შემაღლებულ ადგილზე, პოლიციის კორდონის
უკან იმყოფებოდნენ. ევროპულმა სასამართლომ მომჩივნებს (ჯამში - 26) მორალური
კომპენსაცია მიანიჭა. გადაწყვეტილების აღსრულების ზედამხედველობა ევროსაბჭოს
მინისტრთა კომიტეტს არ დაუწყია, რადგან მომჩივნებმა პალატის გადაწყვეტილება დიდ
პალატაში გაასაჩივრეს.
20 ივნისს განვითარებული მოვლენებისა და პოლიტიკური დაძაბულობის გამო, 21
ივნისს
საქართველოს
კობახიძემ,
1111
ხოლო
პარლამენტის
თავმჯდომარის
მართლმადიდებლობის
თანამდებობა
დატოვა
საპარლამენტთაშორისო
ასამბლეაში
ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (Tsaava and others v. Georgia, no.
https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-233412
1111 https://www.parliament.ge/media/news/irakli-kobakhidze-has-resigned ; https://civil.ge/ka/archives/309693
1110
ირაკლი
13186/20),
369
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, საპარლამენტო უმრავლესობის
წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა უარი განაცხადა თავის სადეპუტატო მანდატზე. 1112
საგამოძიებო კომისიის კითხვაზე, თუ რატომ არ აიღი პასუხისმგებლობა თავად გიორგი
გახარიამ, თუკი იმ დროს უცხოეთში მივლინებით მყოფმა საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარემ და პარლამენტის შესაბამისმა წევრმა გადადგომის გადაწყვეტილებები
მიიღეს, გიორი გახარიას ვალიდური პასუხი არ გაუცია.
2025 წლის 16 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ
ტელეინტერვიუში განაცხადა, რომ 20 ივნისის შემდეგ, გიორგი გახარიას გადადგომა
პოლიტიკური გუნდის შიგნით, პრაქტიკულად, გადაწყვეტილი იყო, რის შესახებაც მას ეცნობა
კიდეც. გიორგი გახარიამ ითხოვა 10-15 წუთი. სწორედ ამ პერიოდში, „ქართული ოცნების“
ერთ-ერთ ლიდერს, ქვეყნის გარედან, საკმაოდ მაღალი თანამდებობის ოფიციალური პირი,
„დიფ სთეითის“ წარმომადგენელი, ტელეფონით დაუკავშირდა და უთხრა, რომ „გახარიას
გადაყენება არ იყო მიზანშეწონილი.“ 1113
საარჩევნო პროცესის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები ხელისუფლების უკანონოდ
შეცვლის მიზნით
რევოლუციის მცდელობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში
2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებმა დღის წესრიგში დააყენა ოპოზიციური
პარტიების მიერ 13 ივნისს საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი მოთხოვნის
განხილვა საპარლამენტო მაჟორიტარული სისტემის გაუქმებისა და 2020 წლიდან სრულად
პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს
კონსტიტუციაში 2017 წელს შეტანილი ცვლილებების თანახმად, 2024 წლიდან საქართველოს
საარჩევნო სისტემა სრულად პროპორციულ სისტემაზე ისედაც გადადიოდა, შექმნილი
დაძაბულობიდან გამომდინარე, მმართველმა პარტიამ მოთხოვნა გაიზიარა და საქართველოს
კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები შეიმუშავა. 1114
თუმცა, მას შემდეგ, რაც 2019 წლის 14 ნოემბერს გამართულ კენჭისყრაზე პროპორციულ
სისტემაზე გადასვლის საკითხი ჩავარდა, რადგან მას მმართველი პარტიის ზოგიერთმა
მაჟორიტარმა დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო
აქციები განახლდა. 1115 დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, 2019 წლის დეკემბერსა და 2020
წლის იანვარში „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს („ერთიანი ნაციონალური
https://imedinews.ge/ge/politika/110580/qutsnashvilma-deputatis-mandatis-datoveba-opitsialurad-moitkhova
https://1tv.ge/news/irakli-kobakhidze-roca-gadawyda-rom-gakharias-unda-daetovebina-tanamdeboba-dif-steitidangaisma-zari-da-sakmaod-maghali-tanamdebobis-pirma-tqva-rom-mattvis-ar-iyo-misaghebi-gakh/
1114 https://rustavi2.ge/ka/news/137005
1115 https://imedinews.ge/ge/politika/121220/parlamenttan-proportsiul-sistemaze-tsvlilebebis-chagdebas-aprotesteben
1112
1113
370
მოძრაობა“,
„ევროპული
საქართველო“,
„ლეიბორისტული
პარტია“,
„სტრატეგია
აღმაშენებელი“, „გირჩი“, „პატრიოტთა ალიანსი“ და სხვ.) შორის მოლაპარაკებები გაიმართა.
საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა დიალოგში, ინიციატორებისა და მედიატორების
სტატუსით, აქტიურად ჩაერთვნენ აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, ევროკავშირის დელეგაციის
ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ჰუბერტ
ქნირში, ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე და კელი დეგნანის მოადგილე
ელიზაბეტ რუდი. 1116 აღნიშნული მოლაპარაკებები ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია იმისა,
თუ როგორ მონაწილეობდნენ უცხო ქვეყნების წარმომადგენლები საქართველოს შიდა
პოლიტიკურ პროცესებში, ხშირად მედიაციისა და მეგობრობით გამოწვეული დახმარების
სურვილის მოტივით, მაგრამ არსებითად - როგორც გარდამტეხი მნიშვნელობის მქონე
გადაწყვეტილებების ავტორები.
2020 წლის 8 მარტს, მოლაპარაკებების შედეგად, აშშ-ის საელჩოში ხელი მოეწერა
მემორანდუმს, 1117 რომლის მიხედვითაც, 2024 წელს სრულად პროპორციულ სისტემაზე
გადასვლამდე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით - 120/30-ზე
თანაფარდობით (პროპორციული/მაჟორიტარული) და 1%-იანი საარჩევნო ბარიერის
პირობებში უნდა ჩატარებულიყო. დოკუმენტი, ასევე, შეიცავდა ე.წ. ჩამკეტ მექანიზმს,
რომელიც გამორიცხავდა იმ პოლიტიკური სუბიექტის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის
მოპოვებას, რომელიც პროპორციული სისტემით ხმების 40%-ზე ნაკლებს მიიღებდა (შემდგომ
- 2020 წლის 8 მარტის შეთანხმება).
შეთანხმების შესაბამისად, მმართველმა პარტიამ შეიმუშავა შესაბამისი საკანონმდებლო
ცვლილებების პროექტი, მაგრამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“
დაარღვიეს
პირობა
და
საკონსტიტუციო
მონაწილეობაზე უარი თქვეს.
1118
ცვლილებების
მისაღებად
კენჭისყრაში
მათ უარს საფუძვლად „ნაციონალური მოძრაობის“
წარმომადგენლის, გიორგი რურუას პატიმრობაში ყოფნა დაედო, რასაც ისინი მმართველი
პარტიის მხრიდან 2020 წლის 8 მარტის შეთანხმების შინაარსობრივი სულისკვეთების
დარღვევად აფასებდნენ. მიუხედავად ამისა, 2020 წლის 29 ივნისს მმართველმა პარტიამ
უზრუნველყო საქართველოს პარლამენტში საჭირო ოდენობის ხმების მობილიზება და 2020
წლის 8 მარტის შეთანხმება ცალმხრივად შეასრულა.1119
ცესკომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები 1120 1 ნოემბერს
ღამის საათებში გამოაქვეყნა: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – 48,22%,
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 27,18%,
„ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ –
3,79%, „ლელო - მამუკა ხაზარაძე“ – 3,15%, ბლოკი „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“
1116
https://parl.leavingstone.club/media/news/statement-of-the-independent-members-of-parliament-fraction-on-thepolitical-agreement-reached-on-march-8-2020
1117 https://civil.ge/ka/archives/341390
1118 https://www.radiotavisupleba.ge/a/30686166.html
1119 https://civil.ge/ka/archives/357543
1120 https://cesko.ge/static/res/docs/AnnualParliament-20211.pdf
371
– 3,15% „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ –
3,14%, „გირჩი“ – 2,89%, „ალეკო ელისაშვილი -მოქალაქეები“ – 1,33%.
თუმცა, სწორედ ისე, როგორც ეს მოხდა 2003 წლის ნოემბერში, ისფედმა 1 ნოემბერს
განაცხადა, რომ ხმების პარალელური დათვლის შედეგები ცესკოს მონაცემებს არ
ემთხვეოდა. 1121 მის მიერ გამოქვეყნებული შედეგები ასე გამოიყურებოდა: „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ – 45,8%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -გაერთიანებული
ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 26,4%, „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო
- მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 3,7%, „ლელო - მამუკა ხაზარაძე“ – 3,1%, „დავით თარხანმოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 3,1%, ბლოკი „გიორგი
ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3,0%, „გირჩი“ – 2,8%, „ალეკო ელისაშვილი მოქალაქეები“ 1,3%.
ისფედის ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ოპოზიციამ არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი
გამოუცხადა. 1122 მმართველი
პარტიის
მხრიდან
არაერთი
საჯარო
ლეგიტიმური კითხვების მიუხედავად, ისფედმა, რამდენიმე
მიმართვისა
და
კვირის განმავლობაში,
უზუსტობა არ აღიარა.
2020 წლის 11 დეკემბერს ისფედმა გაავრცელა განცხადება, საიდანაც გამოირკვა, რომ
ორგანიზაციამ ხარვეზიანი ფორმულის შესახებ ჯერ კიდევ ნოემბრის შუა რიცხვებიდან
იცოდა, რის გამოც შიდა აუდიტი ჩაატარა. შიდა აუდიტის შედეგებმა კი, ერთი მხრივ,
დაადასტურა
ხმების
პარალელური
დათვლის
მეთოდოლოგის
სიზუსტე
და
დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა, ხოლო, მეორე მხრივ,
დაადგინა ხარვეზიც. კერძოდ, გამოვლენილ იქნა „ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ
მიღებული
ხმების
გამოსათვლელ
ფორმულაში“,
1123
რომელიც
„სერბულ
მოდელს“
ეფუძნებოდა და ბათილი ბიულეტენებიც მხედველობაში იყო მიღებული. მოცემულ ხარვეზს,
რომელმაც ქვეყანაში დაძაბულობის მნიშვნელოვანი კერა გააჩინა, ისფედმა „ადამიანური
შეცდომა“ უწოდა. კითხვაზე, თუ რატომ დააგვიანა ორგანიზაციამ საზოგადოებისთვის
ინფორმაციის მიწოდება, ისფედის გამგეობის წევრმა ბაბუცა (ბაია) პატარიამ ასეთი პასუხი
გასცა:
„მენეჯმენტი აცნობიერებდა ცდომილების საზოგადოებისთვის გაცნობის აუცილებლობას, ისინი
ხვდებოდნენ, რომ აბსოლუტურად აუცილებელი იყო ეს, მაგრამ ისინი თვლიდნენ, რომ, ვინაიდან,
https://www.isfed.ge/geo/presrelizebi/201101022808khmebis-paraleluri-datvlis-PVT-shedegebi
https://1tv.ge/news/samartliani-archevnebis-khmebis-paraleluri-datvlis-shedegebit-cdomilebis-gatvaliswinebit-qartuliocnebis-maqsimaluri-shedegia-46-5-nacionaluri-modz/
1122 https://civil.ge/ka/archives/380168
1123 https://www.isfed.ge/geo/presrelizebi/samartliani-archevnebis-gamgeoba-miichnevs-rom-khmebis-paraleluri-datvlisasdashvebuli-kharvezi-adamianuri-shetsdomaa-tumtsa-am-shetsdomis-sazogadoebistvis-dagvianebit-gatsnobispasukhismgebloba-aghmasrulebel-direqtors-ekisreba
1121
372
ცდომილება იყო 1,7%, მათი აზრით, ეს გავლენას არ ახდენდა მანდატების განაწილებაზე, გადაწყვიტეს,
აუდიტის დასრულებამდე გადაედოთ კომუნიკაცია და გადაემოწმებინათ ყველა სხვა მონაცემი.“ 1124
ხარვეზის გასწორების შედეგად გამოქვეყნებული ისფედის საბოლოო შედეგები ცესკოს
ოფიციალურ მონაცემებს დაემთხვა: 1125 „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ –
47,6%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ –
27,4%,
„ბაქრაძე,
უგულავა,
ბოკერია
-
ევროპული
საქართველო
–
მოძრაობა
თავისუფლებისთვის“ – 3,8%, „ლელო – მამუკა ხაზარაძე“ – 3,2%, „დავით თარხან-მოურავი,
ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 3,2%, ბლოკი „გიორგი ვაშაძე –
სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3,1%, „გირჩი“ – 3,0%, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,3%.
ისფედის აღნიშნული განცხადებისა და 2020 წლის 25 დეკემბერს მისი აღმასრულებელი
დირექტორის, ელენე ნიჟარაძის გადადგომის შედეგად, ოპოზიციის მთავარ არგუმენტს
საყრდენი გამოეცალა და დაგეგმილი ესკალაცია დროებით შეფერხდა.1126
2020 წლის დეკემბერში, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში, ელენე ნიჟარაძემ
განაცხადა, რომ ორგანიზაციამ აუდიტი 10 ნოემბერს დაიწყო და დათვლის სისტემაში
არსებული ხარვეზის შესახებ თავის დონორს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს
(USAID), ნოემბრის ბოლოს აცნობა. 1127 მიუხედავად ამისა, აშშ-ის საერთაშორისო
განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლები, როგორც საჯარო, ისე პირადი
შეხვედრების დროს, საქართველოს ხელისუფლებას საარჩევნო პროცესისა და არჩევნების
შედეგების შესახებ საყვედურს ეუბნებოდნენ და, დესტრუქციულ ოპოზიციასთან ერთად,
ისფედის ყალბ მონაცემებსა და ინფორმაციებს 1128 იშველიებდნენ. 1129
ყოველივე ამან აჩვენა, რომ ოპოზიციური პარტიებისთვის, საარჩევნო პროცესის
დისკრედიტაციის მიზნით, ვირტუალური რეალობაც საკმარის საბაბს წარმოადგენდა.
მოგვიანებით
კი,
აშშ-ის
ადმინისტრაციის
მიერ
გამოქვეყნებულმა
დოკუმენტებმა
დაადასტურა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური
რესურსები გამოიყენებოდა არა მხოლოდ საარჩევნო მონიტორინგისა და ადმინისტრაციული
მხარდაჭერისთვის, არამედ საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე მიზანმიმართული
ზემოქმედებისთვის. 1130
https://publika.ge/kharvezi-isfed-is-pvt-shi-vis-ekisreba-pasukhismgebloba-da-ratom-datova-tanamdeboba-nidjaradzem/
https://1tv.ge/news/samartliani-archevnebis-paraleluri-datvlis-dazustebuli-shedegebi-cdomilebis-khariskhisgatvaliswinebit-cesko-s-saboloo-shedegebs-emtkhveva/
1126 https://www.isfed.ge/geo/gantskhadebebi/ISFED-is-khmebis-paraleluri-datvlis-PVT-shedegebis-shesakheb-dazustebuliinformatsia1127 https://netgazeti.ge/news/505643/
1128
https://www.isfed.ge/geo/gantskhadebebi/saqartvelos-parlamentis-2024-tslis-26-oqtombris-archevnebis-dghisdakvirvebis-shemadjamebeli-gantskhadeba
1129 https://www.interpressnews.ge/ka/article/811865-shalva-papuashvili-chven-dges-danamdvilebit-vicit-usaid-iscarmomadgenlebma-icodnen-rom-paraleluri-datvlis-shedegebi-iqo-mcdari-da-amas-gvimalavdnen-mat-shoris-piradshexvedrebzec/
1130 https://www.youtube.com/watch?v=gdTP4uiKpus
1124
1125
373
მიუხედავად ზემოაღწერილი ფაქტებისა, რეალური სურათის აღდგენა ვერ გახდა
პოლიტიკური სტაბილიზაციის საფუძველი, რადგან ოპოზიცია დესტრუქციულ პროცესებს
ანიჭებდა უპირატესობას.
2021 წლის 17 თებერვალს საქართველოს პარლამენტის N238-IVმს-Xმპ დადგენილების
საფუძველზე შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია, 2020 წლის 31 ოქტომბრის
საპარლამენტო არჩევნებზე შესაძლო დარღვევების გამოვლენის მიზნით. 1131 კომისიის მიზანი
ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილის მიერ გავრცელებული იმ
მოსაზრებების გამოკვლევა იყო, რომლებიც არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებდა.
კომისიის ფარგლებში განხორციელდა შეხვედრები დიპლომატიური კორპუსისა
და
ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. კომისიამ ახსნაგანმარტებები მიიღო საარჩევნო უბნების (ვაკე, ნაძალადევი, გურჯაანი, მარნეული) კომისიის
წევრების, საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებისა და ცესკოს თავმჯდომარისგან,
არასამთავრობო ორგანიზაციების – საიას, ისფედის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა –
საქართველოსა“
და
საერთო-სამოქალაქო
მოძრაობა
„მრავალეროვანი
საქართველოს“
წარმომადგენლებისგან, ასევე, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებისგან.
კომისიის მუშაობის შედეგად, გადათვლილ იქნა 20 შერჩევითი საარჩევნო უბნის
ბიულეტენები.
საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნის1132 თანახმად, არ არსებობდა მტკიცებულება,
რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების სისტემურ ან მიზანმიმართულ
გაყალბებაზე მიუთითებდა. ოპონენტების მიერ წარმოდგენილი მასალები, ძირითადად,
ეფუძნებოდა სუბიექტურ აღქმებს და მანიპულაციური ხასიათის ინტერპრეტაციებს, რაც ვერ
ცვლიდა არჩევნების შედეგების სანდოობას. დასკვნაში, ასევე, ხაზგასმული იყო, რომ
არჩევნების
ადმინისტრირება
სტანდარტებს,
რაც
და
საერთაშორისო
პროცედურები
შეესაბამებოდა
სადამკვირვებლო
მისიების
საერთაშორისო
შეფასებებითაც
დასტურდებოდა.
გარდა ამისა, საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ ისფედმა ხმების პარალელური
დათვლის შედეგები გვიან გამოაქვეყნა; მათ მიერ გამოყენებული ფორმულა იყო ხარვეზიანი,
რამაც ცდომილებები გამოიწვია, მნიშვნელოვანი უნდობლობა გააჩინა საარჩევნო პროცესის
მიმართ და გავლენა იქონია პოლიტიკური პროცესების ესკალაციაზე. კომისიის დასკვნით,
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული არასწორი მონაცემები ოპოზიციური პარტიების მიერ
იქნა გამოყენებული როგორც ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი არჩევნების გაყალბების
მტკიცებისას, რამაც ქვეყანას სერიოზული რეპუტაციული ზიანი მიაყენა და თავად
ორგანიზაციის იმიჯიც დააზიანა.1133 საბოლოოდ, ისფედის მიერ ჩატარებული შიდა აუდიტის
საფუძველზე დადგინდა, რომ პარალელური დათვლის მონაცემები არ ემთხვეოდა
https://web-api.parliament.ge/storage/files/shares/komisia/archevnebi-31.10.2020/dadgenileba.pdf
https://parliament.ge/en/legislation/22687
1133
https://isfed.ge/geo/gantskhadebebi/ISFED-is-khmebis-paraleluri-datvlis-PVT-shedegebis-shesakheb-dazustebuliinformatsia1131
1132
374
ოფიციალურ შედეგებს და მხოლოდ კორექტირების შემდეგ დაემთხვა ცესკოს მონაცემებს.
საგამოძიებო კომისიის შეფასებით, ისფედის ქმედებები ეწინააღმდეგებოდა 2020 წლის 31
ოქტომბრის არჩევნების წინ ხელმოწერილ ქცევის (ეთიკის) კოდექსს და ქმნიდა ეჭვს, რომ
მონაცემთა დამახინჯება, შესაძლოა, არ ყოფილიყო მხოლოდ ტექნიკური ხასიათის
ხარვეზი.1134
2021 წლის 9 იანვარს „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს
პატრიოტთა ალიანსის“ პროპორციული სიით პარლამენტში გასულმა ოთხმა წევრმა ალიანსი
დატოვა, ახალი პარტია – „ევროპელი სოციალისტები” დააფუძნა და პარლამენტში შევიდა.
2021 წლის 29 იანვარს პარლამენტში შევიდა „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილის” პარტიიდან
არჩეული ორი დეპუტატი. 2021 წლის 19 აპრილსა და 18 მაისს შორის პერიოდში, პარლამენტში
შევიდნენ „გირჩის“, 1135 „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ევროპული საქართველოსა“ 1136
და „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიებიდან არჩეული დეპუტატების მნიშვნელოვანი
ნაწილი. 1137
2020 წელს ჩავარდნილი რევოლუციის კორექტირების მცდელობა
2020 წლის 1 ნოემბერს, არჩევნების შედეგების გაპროტესტების მიზნით, რუსთაველის
გამზირზე
შეკრებილ
აქციაზე
სიტყვით
გამოსვლისას,
„ნაციონალური
მოძრაობის“
თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხრიდან ადგილი ჰქონდა პროვოკაციას – მან განაცხადა, რომ
აღარ აპირებდა ელექტრონული ზედამხედველობის მიზნით დამაგრებული სამაჯურის
ტარებას. მან სამაჯური გადაჭრა და ხალხში ისროლა, 1138 რასაც ხალხმრავალი აქციის
მონაწილეების მხრიდან ოვაციები მოჰყვა. „ნახვამდის, სამაჯურო!“ – დაიძახა მან.
საქართველოს
ელექტრონული
კანონმდებლობის
ზედამხედველობის
შესაბამისად,
ღონისძიების
პროკურატურამ
სხვა,
უფრო
სასამართლოს
მკაცრი
აღკვეთის
ღონისძიებით, გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართა (100 000 ლარი), რაც 2020 წლის
3 ნოემბერს ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ნიკა მელიას განესაზღვრა აღკვეთის ღონისძიების
სახით გირაოს გადახდა, ჯამში, 70 000 ლარის ოდენობით და შეეზღუდა ქვეყნის დატოვების
უფლება. ვინაიდან ნიკა მელიამ გირაოს გაზრდილი თანხა (40 000 ლარი) დადგენილ ვადაში
(12 თებერვალი) პროტესტის ნიშნად არ გადაიხადა, 12 თებერვალს პროკურატურამ
საქართველოს პარლამენტს მიმართა და, საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი
საგამოძიებო კომისიის დასკვნა და რეკომენდაციები, 2021 წლის 26 ივლისი, გვ. 75-76.
1135 https://www.radiotavisupleba.ge/a/31211131.html
1136 https://civil.ge/ka/archives/416446
1137 https://1tv.ge/video/nacionaluri-modzraoba-parlamentshi-shevida/
1134
https://www.radiotavisupleba.ge/a/30924199.html
https://www.youtube.com/watch?v=DwvYMH9P3O0
1138
375
პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის
შეჩერება მოითხოვა. 1139
2021 წლის 13 თებერვალს პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართა
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა დეპუტატ ნიკა
მელიასთვის
იმუნიტეტის
შეჩერების
თაობაზე
პროკურატურის
შუამდგომლობა.
1140
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებისა და წევრების გარდა, შეხვედრას ესწრებოდნენ
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრები აღმასრულებელი ხელისუფლებიდან, მათ
შორის, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. მსჯელობისას, დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრს
დაუსვეს კითხვა, თუ რამდენად იყო გამართლებული დასავლეთთან ურთიერთობების
გამწვავება ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების გამო და, თუ სასამართლო
გადაწყვეტილების აღსრულება საჭირო გახდებოდა, რამდენად იყო მზად სამართალდამცავი
სისტემა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან ფიზიკური წინააღმდეგობის
შემთხვევაში, დაკავება ზიანის გარეშე განეხორციელებინა. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ
რისკები იყო გათვლილი და დაასაბუთა, რომ კანონის წინაშე ყველა იყო თანასწორი და ნიკა
მელიას მიერ ჩადენილ დარღვევებზე რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან გარდაუვალი
აუცილებლობა იყო. საბოლოოდ, მოისმინეს რა გამოთქმული მოსაზრებები, კანონიერების
პრიმატიდან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები შეთანხმდნენ, რომ მხარს
დაუჭერდნენ პროკურატურის შუამდგომლობის დაკმაყოფილებას.
2021 წლის 16 თებერვლის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტმა ნიკა
მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა. 1141
ზემოაღნიშნული პროცედურების პარალელურად, ნიკა მელიამ თავი „ნაციონალური
მოძრაობის“ შტაბ-ბინას შეაფარა, სადაც დაიწყო პარტიის მომხრეთა და ლიდერთა
მობილიზება.
2021 წლის 17 თებერვალს მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა
შეუფარდა.
2021 წლის 18 თებერვალს დილით გიორგი გახარიამ ჩაატარა ბრიფინგი და განაცხადა,
რომ ის საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებდა, რადგან, ნიკა მელიას
დაპატიმრების საკითხთან დაკავშირებით, თავის გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. 1142 ამის
გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნიკა მელიას მიმართ სასამართლო გადაწყვეტილების
აღსრულების გადავადება დასჭირდა.
https://pog.gov.ge/news/saqarTvelos-generalurma-prokuraturam-braldebul-nikanor-melias-mimarT-gamoyenebuliaRkveTis-RonisZieb
1139
1140
https://www.facebook.com/GeorgianDreamOfficial/posts/pfbid02KRtpkSWer1mbALJnMRiGEf4HqGdYEQ6uE48GXtrEYn
KMDNTKPrLcig9kZTJzLnSDl
1141 https://www.parliament.ge/media/news/saprotseduro-sakitkhta-da-tsesebis-da-iuridiul-sakitkhta-komitetebma-mkharidauchires-nikanor-meliasatvis-deputatis-imunitetis-shecherebis-sakitkhs
1142 https://www.facebook.com/GakhariaGiorgi/videos/261110462220142
376
საგამოძიებო კომისიამ გადადგომის რეალურ მიზეზებთან დაკავშირებით გიორგი
გახარიას
ახსნა-განმარტება
ჩამოართვა.
პასუხისთვის
თავის
არიდების
რამდენიმე
მცდელობის შემდეგ, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობასთან
შეხვედრასა და თანამდებობიდან გადადგომას შორის პერიოდში, მას ჰქონდა არაერთი
შეხვედრა უცხო ქვეყნების ელჩებთან, მათ შორის, აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან, სადაც
განხილვის ერთ-ერთ საგანს სწორედ ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხი წარმოადგენდა. 1143
საგამოძიებო კომისიის კითხვაზე, გაიყვანეს თუ არა ის „ქართული ოცნების“ გუნდიდან
უცხოურმა ძალებმა სახელისუფლებო ვერტიკალის ჩამოშლისა და მისი ოპოზიციაში
გადაყვანის მიზნით, გიორგი გახარიამ სერიოზული პასუხი არ გასცა. გიორგი გახარიას
თქმით, მისთვის მიუღებელი ის იყო, რომ დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილების
აღსრულება მის გარეშე და მისი უარყოფითი პოზიციის მიუხედავად იწყებოდა, რასაც ის
„ბიძინა ივანიშვილის მართვაში შემოსვლას“ უკავშირებდა. თუმცა, მან ვერ ახსნა, რატომ არ
ისაუბრა ამის თაობაზე მანამდე, ნებისმიერ დროს, თუნდაც გადადგომის მომენტში
გამართულ ბრიფინგზე. უფრო მეტიც, 2024 წლის 23 ივლისს „რადიო თავისუფლებისთვის“
მიცემულ ინტერვიუში ის აცხადებდა, რომ ის იყო გუნდში ერთადერთი, ვისაც ბიძინა
ივანიშვილი დავალებებით არ ზღუდავდა. 1144 საგამოძიებო კომისიის კითხვაზე, მისი
პოზიციის უცაბედი ცვლილება ხომ არ უკავშირდებოდა აშშ-ის ელჩთან შეხვედრას, მან
უარყოფითად უპასუხა და განაცხადა, რომ კელი დეგნანი ნიკა მელიას დაკავებას ქვეყნის შიდა
საკითხად მიიჩნევდა და წინააღმდეგი ვერ იქნებოდა.
ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ნიკა მელიას დაპატიმრებისთანავე, აშშ-ის
საელჩომ შემდეგი შინაარსის განცხადება გაავრცელა:
„დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში
უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე. ამერიკის შეერთებული
შტატების საელჩო ღრმად არის შეშფოთებული მთავრობის გადაწყვეტილებით
მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო ამ დილით პარტიის
სათავო ოფისში.“ 1145
შესაბამისად, საგამოძიებო კომისია გიორგი გახარიას მიერ მისთვის მოწოდებულ
არაერთ ერთმანეთთან შეუსაბამო ცნობასა და ინფორმაციას დამაჯერებლად არ მიიჩნევს.
2021 წლის 18 თებერვალს „ქართულმა ოცნებამ“ 1146 საქართველოს პრემიერ-მინისტრის
თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილი 1147 წარადგინა, რომელსაც პარლამენტმა 22 თებერვალს
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 14 აპრილის N14 სხდომაზე გიორგი გახარიას ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და ვიდეოჩანაწერი.
1144 https://www.youtube.com/watch?v=TfQRSnUuSPs
1145 https://www.radiotavisupleba.ge/a/31117008.html
1143
1146
1147
https://www.facebook.com/GeorgianDreamOfficial/videos/535288320750713
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (2012-2013 წწ.), საქართველოს პრემიერ-მინისტრი (2013-2015 წწ.).
377
ნდობა გამოუცხადა. მეორე დღეს, 23 თებერვალს, ნიკა მელიას დაკავების ოპერაცია
„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ექსცესების გარეშე განხორციელდა.
თუმცა, დაკავებამდე, 2021 წლის 16 თებერვალს ნიკა მელიამ, „ნაციონალური
მოძრაობის“ სახელით, ერთ-ერთ ლობისტურ კომპანიასთან (Cogent Strategies LLC) გააფორმა
ხელშეკრულება, 1148 რომელიც მიზნად ისახავდა „საქართველოში მზარდი ავტოკრატიის
ფონზე დემოკრატიული ძალების მხარდაჭერას“. გარდა ამისა, მომსახურებაში, რომლის
ღირებულებაც 150 ათას აშშ დოლარს შეადგენდა, შედიოდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯოზეფ
ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან კონტაქტების დამყარება და სხვადასხვა
მედიასაშუალებისთვის დამკვეთისათვის სასურველი შინაარსის ინფორმაციების მიწოდება.
აღნიშნული კომპანიის დაკვეთით დაიწერა და გამოქვეყნდა არაერთი კრიტიკული და, ასევე,
ნეგატიური სტატია საქართველოს შესახებ. ხელშეკრულება მოქმედებდა 2021 წლის 16
აგვისტოს ჩათვლით.
უცხო
ქვეყნის
ელჩებთან
კომუნიკაციის
შედეგად
პრემიერ-მინისტრ
გახარიას
გადადგომა, რამაც მმართველი პარტიის რიგებში გარკვეული დაძაბულობა გამოიწვია, და
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრება მის მიერვე
განხორციელებული პროვოკაციის შედეგად, დესტრუქციული ოპოზიციის მიერ
გამოყენებულ იქნა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების წინარე პერიოდში არეულობის
მოსამზადებლად.
რევოლუციის მცდელობა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების
კონტექსტში
შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობის პირობებში, მედიატორის როლი საკუთარ
თავზე ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა აიღო. მას 2021 წლის 1 მარტს
პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა სალომე ზურაბიშვილმა და პარტიებთან პირველი
შეხვედრაც იქვე გაიმართა.
2021 წლის 19-20 აპრილს „შარლ მიშელის დოკუმენტის“ სახელით ცნობილ
შეთანხმებას 1149 ხელი მოაწერეს „ქართულმა ოცნებამ“, 16-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა,
პარტია „მოქალაქეებმა“ და სხვა ოპოზიციურმა ძალებმა, მათ შორის, „გირჩმა“, „ლელომ“,
„ევროპულმა საქართველომ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ და
ცალკეულმა პოლიტიკოსებმა (შემდგომ – შარლ მიშელის გეგმა).1150
შარლ მიშელის გეგმა 1151 ხუთი პუნქტისაგან შედგებოდა და გულისხმობდა საარჩევნო და
სასამართლო რეფორმების გაგრძელებას, 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების
ჩატარებას იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ 2021 წლის თვითმმართველობის
https://efile.fara.gov/docs/6927-Exhibit-AB-20210223-1.pdf
https://www.eeas.europa.eu/sites/default/files/210418_mediation_way_ahead_for_publication.pdf
1150 https://1tv.ge/news/prezidentis-sasakhleshi-sharl-mishelis-dokumentze-khelmowera-gaformda/
1151 https://www.eeas.europa.eu/sites/default/files/210418_mediation_way_ahead_for_publication_0.pdf?utm_source=
https://www.eeas.europa.eu/sites/default/files/mediacia_samomavlo_gza_sakartvelostvis.pdf
1148
1149
378
არჩევნებში 43%-ზე ნაკლებ ხმებს მიიღებდა, 1152 ასევე, ხელმოწერიდან 1 კვირის განმავლობაში,
ევროკავშირისა და ოპოზიციის მიერ პოლიტიკურად აღქმულ ორ სისხლის სამართლის
საქმეზე (ნიკა მელიასა და გიორგი რურუას საქმეები) ამნისტიის გამოცემას ან სხვა ისეთი
ნაბიჯის გადადგმას, რომელსაც იგივე შედეგი ექნებოდა. ამასთან, შარლ მიშელის გეგმის
პირველივე პუნქტში მოთხოვნილი იყო, მისი ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში,
საქართველოს პარლამენტის მიერ ამნისტიის კანონის პროექტის დარეგისტრირება, რომელიც
შეეხებოდა „2019 წლის 19-21 ივნისის საპროტესტო აქციებიდან გამომდინარე ყველა
დარღვევასა და მსჯავრდებას“.
შარლ მიშელის გეგმაში მეორე პუნქტად მითითებული იყო ვრცელი სია იმ ნაბიჯებისა,
რომლებიც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებამდე მმართველ პარტიას
უნდა გადაედგა საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მიზნით და პირდაპირ
იყო მითითებული მისაღებ ნორმათა შინაარსიც (საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო
ბარიერის დაწესება 0%-2% პროცენტის ფარგლებში, საპარლამენტო ფრაქციის ჩამოყალიბების
შესაძლებლობა პარლამენტის 4 წევრის მიერ, ცესკოსა და სხვა დონის საარჩევნო კომისიების
შემადგენლობაში პროფესიონალ და პარტიულ წევრთა შორის კონკრეტული გადანაწილებები,
პარლამენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარის ახალი წესით არჩევა ხმათა ორი მესამედის
უმრავლესობით და მრავალი სხვა).
უნდა აღინიშნოს, რომ შარლ მიშელის გეგმაში მოხვდა ისეთი მოთხოვნებიც, რემლებსაც
არცერთი პარტია თუ არასამთავრობო ორგანიზაცია არ ითხოვდა. მაგალითად, უცხოელი
მედიატორების ინიციატივით, რომლებიც ცალსახად გასცდნენ თავიანთ ფუნქციებს,
დოკუმენტში ჩაიწერა, რომ უნდა შეცვლილიყო საქართველოს გენერალური პროკურორის
არჩევის წესი და პარლამენტის მიერ ამ თანამდებობაზე პირის არჩევა ხმათა კვალიფიციური
უმრავლესობით უნდა მომხდარიყო. პროკურატურის რეფორმა 2013 წლიდან ორ ტალღად
განხორციელდა და, მოცემული მომენტისთვის, მისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა
კანონის საფუძველზე უკვე უზრუნველყოფილი იყო. გენერალური პროკურორის არჩევაც
აღარ იყო მხოლოდ პრემიერ-მინისტრის ნებაზე დამოკიდებული, როგორც ეს ხდებოდა
„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში. ამიტომ, მოგვიანებით არაერთხელ
დაისვა კითხვა, თუ ვინ იყო შარლ მიშელის გეგმაში მოცემული საკითხის შეტანის
ინიციატორი, მაგრამ მედიატორებმა პასუხი არ გასცეს. 1153 შემდგომ განვითარებული
მოვლენების ფონზე, ნათელი გახდა, რომ დოკუმენტში არაერთი მოთხოვნა სწორედ გარე
ძალების ინიციატივით მოხვდა.
შარლ მიშელის გეგმის თანახმად, მმართველ პარტიას საქართველოს პარლამენტში
ოპოზიციისთვის 5 კომიტეტის თავმჯდომარისა და დასავლურ სტრუქტურებში ერთ-ერთი
საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის პოზიციები უნდა დაეთმო. „დანარჩენი
თანამდებობები“ კი მომავალში უნდა გადაებარებინა, რისთვისაც ისეთი მათემატიკური
ფორმულები უნდა გამოეყენებინა, როგორიც დ'ჰონდტის მეთოდია. 1154
შარლ მიშელის გეგმაში ეს პირობა „ქართული ოცნების“ ინიციატივით შევიდა.
https://www.parliament.ge/media/news/sakartvelos-parlamentis-tavmjdomare-shalva-papuashvilis-mokhsenebaparlamentis-sakmianobis-qoveltsliuri-angarishisa-da-momdevno-tslis-samokmedo-gegmis-taobaze
1154 https://www.europarl.europa.eu/RegData/etudes/BRIE/2019/637966/EPRS_BRI(2019)637966_EN.pdf
1152
1153
379
შარლ მიშელის გეგმის ხელმოწერით მხარეები აღიარებდნენ, რომ 2020 წლის
საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განსხვავებული შეფასებები ჰქონდათ და
იღებდნენ ვალდებულებას, რომ შევიდოდნენ პარლამენტში და მიიღებდნენ მონაწილეობას
მომდევნო არჩევნებში, შეთანხმებული საარჩევნო რეფორმის განხორციელების საფუძველზე.
შარლ მიშელის გეგმის შესრულების მიზნით, 2021 წლის 27 აპრილს საქართელოს
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუა შეიწყალა, 1155 ხოლო ნიკა მელიას
შემთხვევაში, გირაოს თანხის გადახდის ინიციატივით გამოვიდა „ევროპული ფონდი
დემოკრატიისთვის“ (EED - European Endowment for Democracy). მან გამოყოფილი თანხა საიას
ჩაურიცხა, რომელმაც გირაოს თანხა გადაიხადა. 1156 საქართველოს შიდა პოლიტიკურ
პროცესებზე ზეგავლენის მოსახდენად უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მიერ გამოყენებული
ეს ინსტრუმენტი უპრეცედენტო იყო.
შარლ მიშელის გეგმის ხელმოწერისთვის გახსნიდან 4 თვის შემდეგ, ოპოზიციის დიდ
უმრავლესობას მასზე ხელი მოწერილი არ ჰქონდა, ხოლო ხელმომწერად რჩებოდა ოპოზიციის
ის ნაწილი, რომლის ჯამური მხარდაჭერა 2020 წლის არჩევნებზე 10%-ს არ აღემატებოდა. ამის
გამო, 2021 წლის 28 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ შეთანხმება დატოვა. 1157
რეალურად, მეორე მხარისთვის სასურველი ორი პატიმრის გათავისუფლებით,
საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შემუშავებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს
მოსამართლეთა არჩევის პროცესის შეჩერებითა და 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან
დაკავშირებით ამნისტიის კანონის მიღებით, 1158 მმართველი პარტია შარლ მიშელის გეგმას
ცალმხრივად ასრულებდა ისე, რომ მეორე მხარე შეთანხმებას ხელს არ აწერდა. ამასთან, შარლ
მიშელის გეგმა ისევ „ქართულ ოცნებაზე“ გარედან ზეწოლის ბერკეტად გამოიყენებოდა,
ხოლო ოპოზიციას არავითარი პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდა. რაც მთავარია, უცხოელი
შუამავლები საჭიროდ არ თვლიდნენ, რადიკალური ოპოზიციისთვის დოკუმენტის
ხელმოწერა და მის აღსრულებაში მონაწილეობა მკაცრად მოეთხოვათ. 1159
გადადგომიდან 3 თვეში, 2021 წლის 29 მაისს გიორგი გახარიამ ოპოზიციური პარტია
„საქართველოსთვის“ დააფუძნა. 1160 „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მისი ეს ნაბიჯი
კეთილსაიმედოდ შეაფასა, რადგან, მათი აზრით, გიორგი გახარია „ქართულ ოცნებას“
წაართმევდა ხმებს და მმართველი პარტია დაპირებულ 43%-იან ბარიერს ვერ გადალახავდა. 1161
2021 წლის 28 სექტემბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ოთხი
დღით ადრე, „ნაციონალური მოძრაობის“ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო
მერაბიშვილის მოადგილის, იმხანად უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილის,
1155
1156
https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/politika/2777-prezidentma-giorgi-rurua-sheitskala
https://www.radiotavisupleba.ge/a/31244283.html
1157
https://www.facebook.com/GeorgianDreamOfficial/posts/pfbid02m8imypkzBNW9h73qxYSEHMk7yuk9CKnjVFkqJ9KjTmc
1M4RbEoSPnuB1oRhuYegql
1158 https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/266834
1159 https://netgazeti.ge/news/556482/
1160 https://imedinews.ge/ge/politika/203729/giorgi-gakhariam-politikuri-gaertianeba-opitsialurad-daapudzna
1161
https://imedinews.ge/ge/politika/203699/petre-tsiskarishvili-kargi-iqneba-tu-gakharia-khmebs-tsaartmevs-da-qartuliotsneba-43s-ver-gadalakhavs
380
გიორგი (გია) ლორთქიფანიძის ხელშეწყობითა და ხელმძღვანელობით, ძებნილი მიხეილ
სააკაშვილი უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის პორტში რძის პროდუქტებით
დატვირთული ტრანსპორტით შემოიყვანეს. 1162 გეგმის მიხედვით, ის უნდა ჩადგომოდა 2
ოქტომბრის არჩევნების შემდგომ განვითარებულ რევოლუციურ პროცესებს სათავეში,
როგორც ეს 2003 წლის ნოემბერში მოხდა.
2021 წლის 30 სექტემბრის ღამის საათებში, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო გაავრცელა
ბათუმის ქუჩებიდან და ხალხს 3 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ
მოუწოდა. „აგერა ვარ, თქვენთანა ვარ, ბათუმში ვარ, (...) 2 და 3 ოქტომბერს თბილისში
თქვენთან ერთად ვიქნები“ - განაცხადა მან. მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ 2 ოქტომბერს ხმებს
„ერთად დაითვლიდნენ“, 3 ოქტომბერს 100 000 კაცით თავისუფლების მოედანს გაავსებდნენ
და წინ ვერაფერი დაუდგებოდათ.1163
თუმცა, 1 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილი დააკავეს თბილისში, მოქ. ელგუჯა ცომაიას
ბინაში, რომელმაც ის უკრაინიდან საქართველოში უკანონოდ შემოიყვანა. 1164
იმავე ღამით, რუსთავის №12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულმა
მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და უკრაინის კონსულთან შეხვედრა მოითხოვა.
ცესკოს მიერ გამოცხადებული 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგების
მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 46,75% აიღო, რაც შარლ მიშელის გეგმაში
მითითებულ 43%-ზე ბევრად მეტი იყო. ოპოზიციური პარტიებიდან კი ყველაზე მეტი ხმა
მიიღო სამმა პარტიამ – „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ (30,67%), გიორგი გახარიას
პარტიამ (7,81%) და „ლელომ“ (2,71%), რომელთაც, არჩევნების შედეგად ჩამოყალიბებულ
არაერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოში, კოალიცია შეკრეს და წარმომადგენლობითი
ორგანოს თავმჯდომარეები ერთმანეთის მხარდაჭერით აირჩიეს (ჩხოროწყუ, 1165
წალენჯიხა, 1166 რუსთავი, 1167 ზუგდიდი 1168).
არჩევნებში დამარცხებულმა ოპოზიციურმა ძალებმა მიხეილ სააკაშვილის
დაპატიმრებას აქციებით უპასუხეს, 1169 რომელიც თბილისსა და სხვა ქალაქებში გაიმართა.
საპროტესტო აქციებს ხელმძღვანელობდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები,
რომლებმაც მთავრობის მოქმედებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს. პროტესტის
ნიშნად, დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტის შენობაში შიმშილობა დაიწყო.
ევროპარლამენტის წევრებმა, აშშ-ისა და ევროკავშირის დიპლომატებმა სააკაშვილის
გათავისუფლება მოითხოვეს, მისი ჯანმრთელობის გაუარესებისა და „შიმშილობით
https://shorturl.at/oEHgq
https://www.facebook.com/palitravideo.ge/videos/394080098887553/?rdid=m3LxATA7VvdpLefZ#
https://www.facebook.com/www.bm.ge/videos/1065681480834602/?rdid=rkzK4UAvaWFgnX4r#
1164 https://www.facebook.com/radiotavisupleba/videos/245260107544151/?t=28
2025 წელს, მოცემულ საქმეზე, მიხეილ სააკაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსსკ-ის 344-ე მუხლის (საქართველოს
სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა) შესაბამისად. სხვა პირებს, მათ შორის, გია ლორთქიფანიძესაც
(დაუსწრებლად), ბრალდება წარედგინათ. ამჟამად, მიმდინარეობს სასამართლო განხილვა.
1165 https://netgazeti.ge/life/583743/
1166 https://netgazeti.ge/life/587319/
1167 https://on.ge/story/97845-რუსთავის-საკრებულოს-თავმჯდომარე-გახარიას-პარტიის-წევრი-გახდა
1168 https://formulanews.ge/News/64506
1169 https://tabula.ge/ge/news/674553-mikheil-saakashvilis-gatavisuplebis-motkhovnit
1162
1163
381
სიკვდილის რისკის“ გამო. ზოგიერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა ქართული ხელისუფლება
პოლიტიკურ შურისძიებაშიც კი დაადანაშაულა. 1170
2021 წლის 8 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების №18 სამკურნალო
დაწესებულებაში მოათავსეს, ხოლო უცხოეთიდან ხელისუფლებაზე განხორციელებული
წნეხის შედეგად, 2021 წლის 20 ნოემბერს ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს,
სადაც მან შიმშილობა შეწყვიტა, ხოლო 2022 წლის 12 მაისს თბილისში, კერძო კლინიკა
„ვივამედში“ მოათავსეს, სადაც 2025 წლის 4 აგვისტოს მდგომარეობითაც იმყოფება. 2002 წლის
განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა რამდენჯერმე გამოაცხადა, ხოლო 2022 წლის
14 დეკემბერს ისევ შეწყვიტა, როგორც თავად აღნიშნა, ევროპარლამენტარების თხოვნით. 1171
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის
მდგომარეობის თაობაზე როგორც თავად პატიმრის, ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლებისა
და მათი უცხოელი პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერილი უსაფუძვლო ვერსიების
ტირაჟირება საქართველოზე საერთაშორისო ზეწოლის მორიგ ინსტრუმენტად იქცა. ისინი
საუბრობდნენ თალასემიაზე, მოწამვლაზე, 1172 რადიოელექტრონულ დასხივებასა და
ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე 1173, ასევე, სხვადასხვა დიაგნოზზე, რასაც არადამაკმაყოფილებელ
სამედიცინო მომსახურებას უკავშირებდნენ და მის გათავისუფლებასა და უცხოეთში
სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვდნენ.
ამ პროცესის პოლიტიკური მიზანი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
საერთაშორისო ზეწოლის მობილიზება იყო, რისთვისაც პოლონელი ექიმების ჯგუფიც
გამოიყენეს. კერძოდ, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პოლონური სამედიცინო მისია
საქართველოს ესტუმრა და მიხეილ სააკაშვილი 2023 წლის 12 ივლისს კლინიკა „ვივამედში“
მოინახულა. მიუხედავად იმისა, რომ ექიმებს სრული უფლება ჰქონდათ პაციენტისაგან
ნიმუშები აეღოთ, ერთ-ერთმა მათგანმა მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში
ფეხსაცმელში შეინახა და კლინიკიდან მის გატანას უკანონოდ ცდილობდა. 1174
საინტერესოა, ასევე, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და კიდევ ერთ ლობისტურ და
იურიდიულ კომპანიასთან (Akerman LLP) 2022 წლის ზაფხულში გაფორმებული
ხელშეკრულება, რომელსაც, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, მისი დედა, გიული ალასანია,
აწერს ხელს. 1175
დაქირავებული კომპანიის მოვალეობებში შედიოდა: დიპლომატიური ძალისხმევის
გაძლიერება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის;
რეზოლუციებში შესატანი
ტექსტების შედგენა და მიწოდება ევროპარლამენტისთვის; დახმარების მისაღებად
კომუნიკაცია ევროპარლამენტის წამების პრევენციის კომიტეტთან; ევროპარლამენტის
წევრებთან კომუნიკაცია; ევროპულ სასამართლოში მიმდინარე განხილვაში დახმარება;
https://www.radiotavisupleba.ge/a/31570229.html
https://civil.ge/ka/archives/518754
1172 https://www.radiotavisupleba.ge/a/32198615.html
1173
https://1tv.ge/news/giorgi-chaladze-saakashvilis-palatis-fanjarastan-ayenia-manqana-is-askhivebs-eleqtromagniturtalghebs-romelic-iwvevs-adamianis-fsiqikur-sheshlilobas-janmrtelobis-mospobas-dasikvdils/?fbclid=IwAR0ajmAp4wRGy669SWWtfQg6RqZHiRugm11Ot5lHQtRPmg9VQvxkU1CwHbg
1174 https://netgazeti.ge/news/680254/
1175 https://efile.fara.gov/docs/7227-Exhibit-AB-20230203-1.pdf
1170
1171
382
მაგნიტსკის სიაში მიხეილ სააკაშვილის საქმის შესახებ ჩანაწერის მომზადება და ამის თაობაზე
კომუნიკაცია შესაბამის პირებთან; მიხეილ სააკაშვილის შესახებ მასალების გაზიარების
მიზნით, კომუნიკაცია ოფიციალურ პირებთან – სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და
კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ მაკქოლთან; კომუნიკაცია
სხვადასხვა ოფიციალურ პირთან, რათა მათ დაერწმუნებინათ ენტონი ბლინკენი და მაიკ
მაკქოლი საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებაში; სტრატეგიის შემუშავება
ამერიკელი სენატორების დასარწმუნებლად, საქართველოს წინააღმდეგ სანქციების
დაწესების მიზნით; საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრები
მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით; კომუნიკაცია აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ
პირთან თბილისში და პოლონეთის ოფიციალურ პირებთან, რათა პოლონელ ექიმებს მიხეილ
სააკაშვილის მკურნალობის შესაძლებლობა მისცემოდათ; სტატიების მომზადება
„პოლიტიკოსა“ (Politico) და „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნების მიზნით; მიხეილ
სააკაშვილის საკითხის ლობირება ჰიუმან რაითს უოჩთან (HRW), როიტერსთან (Reuters),
ამერიკელი ადვოკატის, მასიმო დ`ანჯელოს ინტერვიუს მოწყობა სი-ენ-ენთან (CNN) და
სტატიების მომზადება სხვადასხვა საერთაშორისო გამოცემებისთვის, ასევე, ვიდეორგოლების
გავრცელება
საქართველოში
„მიხეილ
სააკაშვილის
წამებასთან“
დაკავშირებით.
მომსახურების ღირებულებამ, რომელიც 2023 წლის თებერვლის ჩათვლით გრძელდებოდა,
ჯამში, 1,9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
მოცემული ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული თითოეული ქმედება
თუ გამოქვეყნებული სტატია საქართველოში შიდა დაძაბულობის გასაზრდელად
გამოიყენებოდა და ყოველდღიურად ქმნიდა პოლიტიკური აჟიოტაჟის საფუძველს. 1176
მოგვიანებით, 2024 წლის 23 მაისს ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ორ
საჩივარზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა არც ერთი
სასარჩელო მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის სისხლის
სამართლის საქმეებზე საქართველოში წარმართული სასამართლო პროცედურები არ
შეესაბამებოდა ევროპული კონვენციის მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და მე7 (არავითარი სასჯელი კანონის გარეშე) მუხლებს. 1177
რევოლუციის მცდელობა 2023 წელს გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის გამო
„(...) [გარედან] თუ გვითხრეს, ერთი კვირა ცალ ფეხზე უნდა იდგეთო, უნდა ვიდგეთ და ყველაფერი
გავაკეთოთ.“
საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ბურჯანაძე
2023 წლის 2 მარტი
1176
1177
https://civil.ge/archives/525202
სააკაშვილი
საქართველოს
წინააღმდეგ
(Saakashvili
v.
Georgia,
nos. 6232/20,
22394/20),
https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-233761
383
ქვეყანაში მიმდინარე არაჯანსაღ პოლიტიკურ პროცესებზე გარე გავლენების
შემცირების მიზნით, 2023 წლის 14 თებერვალს პოლიტიკურმა პარტია „ხალხის ძალამ“
საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი
დაარეგისტრირა. კანონპროექტი საქართველოში უცხოური დაფინანსების მიმღები
არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციასა და ყოველწლიური
ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას ითვალისწინებდა. 1178
იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რომელთაც სიახლე უშუალოდ
ეხებოდათ, კანონპროექტის განხილვის პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ საერთაშორისო
არასამთავრობო ორგანიზაციები, 1179 უცხო ქვეყნები, 1180 მათი ელჩები და საერთაშორისო
ორგანიზაციები. განსაკუთრებით მკაფიო იყო ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის,
ჯოზეფ ბორელის კრიტიკული განცხადება, რომელმაც კანონპროექტი დაგმო. 1181 ჯოზეფ
ბორელის ამ შეფასებას საპარლამენტო კომიტეტის ერთ-ერთ ხმაურიან სხდომაზე დაეყრდნო
საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ბურჯანაძე,
რომელმაც განაცხადა, რომ თუ ქვეყანას სურს ევროკავშირში ინტეგრაცია, ის უნდა
დაემორჩილოს ბრიუსელიდან წამოსულ ყველა მითითებას. „ბორელი როცა გვეუბნება, ეს
ნიშნავს, რომ არ უნდა გავაკეთოთ... თუ გვითხრეს, ერთი კვირა ცალ ფეხზე უნდა იდგეთო,
უნდა ვიდგეთ.“ 1182 გარედან მიღებული პოლიტიკური დირექტივების უპირობო შესრულების
ხალხისთვის დავალდებულებამ1183 ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტისგან, როგორიც სახალხო
დამცველია, კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩინა ღრმა ფესვები, რომელიც გარე ძალებსა და მათ
წარმომადგენლობას ჰქონდათ საქართველოში გადგმული.
უცხო ძალების როგორც პირდაპირმა, ასევე, შუამავალი რგოლების მეშვეობით
აქტიურმა ჩარევამ საკანონმდებლო პროცესში, მედიის მძლავრმა მობილიზებამ და, რაც
მთავარია, კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში ახალგაზრდა
მონაწილეების აგრესიულმა ჩართულობამ, საბოლოოდ, 2023 წლის 9 მარტს კანონპროექტის
უკან გაწვევა განაპირობა. 1184
საპროტესტო აქციების ტალღამ თვალსაჩინო გახადა „ნაციონალური მოძრაობის“
დროინდელი განათლებისა და მეცნიერების დარგში განხორციელებული „რეფორმების“
შედეგები, რომელიც, თითქოს, ევროპული ღირებულებების დამკვიდრებას ისახავდა მიზნად.
რეალურად კი, არაერთ შემთხვევაში, საგანმანათლებლო ორგანიზაციების მითვისების, მათში
პარტიულად მიკერძოებული აკადემიური პერსონალის ჩანერგვისა და „ნაციონალური
მოძრაობის“ დანაშაულებრივი რეჟიმის ყოფილი პოლიტიკური თანამდებობის პირების
ლექტორებად დანიშვნის გზით, ახალგაზრდა თაობის ერთ ნაწილში ჩამოყალიბდა
https://parliament.ge/legislation/25787
https://www.reuters.com/world/europe/eus-borrell-condemns-georgia-foreign-influence-law-2023-03-07/
1180
https://www.interpressnews.ge/ka/article/746819-mark-kleitoni-ucxouri-gavlenis-gamchvirvalobis-shesaxebkanonproektze-gaertianebuli-samepo-seriozulad-aris-sheshpotebuli-es-ar-sheizleba-iqos-scori/
1181 https://www.reuters.com/world/europe/eus-borrell-condemns-georgia-foreign-influence-law-2023-03-07/
1182
https://imedinews.ge/ge/politika/282631/giorgi-burjanadze-rom-gvitkhran-erti-kvira-tsal-pekhze-unda-idgeto-undavidget-da-gavaketot-kvelaperi
1183
https://ombudsman.ge/geo/akhali-ambebi/sakartvelos-sakhalkho-damtsvelis-aparatis-gantskhadeba-utskhouri-gavlenisgamchvirvalobis-shesakheb-sakartvelos-kanonproekts-taobaze
1184 https://1tv.ge/video/qartuli-ocnebisa-da-khalkhis-dzalis-gadawyvetileba/
1178
1179
384
რადიკალურად მოაზროვნეთა ჯგუფი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ თავის
ქმნილებებად განიხილავს და „ახალ ადამიანებად“ მიიჩნევს.
სადავო კანონპროექტის უკან გაწვევის დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა
იდეოლოგმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა 2006-2013 წლებში,
ფილოსოფოსმა გიგი თევზაძემ სოციალურ ქსელში დაწერა:
„ქოცკლდეებო, ვერ გათვალეთ ხომ სტუდენტები და მათი ევროპულობა? კი, ეგ
გავაკეთეთ იმ 9 წელს: 2003-2007 წლების რეფორმების მერე, საქართველოში
სტუდენტი თუ ხარ, რაც არ უნდა დებილი ლექტორი/პროფესორი
გასწავლიდეს, ევროპული გარემოა, ევროპული მიზნებია, ცოდნაზე და პირად
მიღწევაზე დამოკიდებული. ეგაა იდენტობა, რომელიც ვაკონსტრუირეთ იმ 9
წლის განმავლობაში და რომლის არსებობაც გამოგრჩათ. ვერ დაანგრიეთ,
იმიტომ რომ არ იცოდით მისი არსებობა. თორე, რომ გცოდნოდათ,
დაანგრევდით, ცხადია. რაც არ უნდა გააკეთოთ, ამ რეალობას უკვე ვეღარ
შეცვლით. სულ ეჭვი მეპარებოდა აქამდე, გამოგვივიდა თუ არა, და ახლა
შემიძლია სრული თვითკმაყოფილებით ვთქვა, რომ გამოგვივიდა. მადლობა
მათ, ვინც ამაზე ვმუშაობდით. იცით, ვისაც გგულისხმობთ და ვისაც არ
გგულისხმობთ. მგონი დავბრუნდით ევროპაში. 323 წლის მერე. რას
იტყვით?“ 1185
2003-2007 წლების განათლების ე.წ. „რეფორმებთან“ დაკავშირებით, საგამოძიებო
კომისიას მნიშვნელოვანი მოსაზრებები გაუზიარეს აკადემიკოსმა ავთანდილ არაბულმა,
პროფესორმა, მეცნიერებათა დოქტორმა, გიორგი გოგოლაშვილმა და აკადემიკოსმა ლია
მელიქიშვილმა. ავთანდილ არაბულის განმარტებით, 2004 წლიდან, „ნაციონალურმა
მოძრაობამ“ „რეფორმა“ უწოდა მიზანმიმართულ შეტევას ქართული მეცნიერებისა და ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომ - თსუ)
წინააღმდეგ.
ეს პროცესი ანტიქართულ ხასიათს ატარებდა: თსუ-ში გაუქმდა შოთა
რუსთაველის, ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას, ივანე ჯავახიშვილისა და გალაკტიონის
სახელობის კაბინეტები, რომლებიც როგორც სამუზეუმო, ასევე, სასწავლო ფუნქციას
ასრულებდა. მისი თქმით, უნივერსიტეტის ისტორიული მეხსიერების წაშლის ეს მცდელობა
იყო „დიდი დანაშაული ისტორიის წინაშე“ და მიზნად ეროვნული იდენტობისა და
სახელმწიფოებრიობის საყრდენების დასუსტებას ისახავდა. მიზანმიმართულად განადგურდა
სამეცნიერო ინფრასტრუქტურაც: ფიზიკისა და ქიმიის ლაბორატორიებიდან გადაყარეს
მილიონნახევარი ლარის ღირებულების აპარატურა, დაიშალა რევაზ სირაძის მიერ შექმნილი
უნიკალური ქრისტიანული კვლევის ლაბორატორია. გაერთიანების შედეგად, 22
ფაკულტეტიდან შეიქმნა 6 ფაკულტეტი, რამაც უმართავი პროცესები გამოიწვია. გაუქმდა
კათედრები. მიმდინარეობდა პატრიოტულად განწყობილი პროფესურის განდევნა უკანონო
არჩევნებით, რასაც თან ახლდა ზეწოლა და დევნა. პროტესტის გამომხატველი პროფესორები
თსუ-ს სააქტო დარბაზში ჩაკეტეს და მათ ხანგრძლივი დროის განმავლობაში უნივერსიტეტის
https://www.facebook.com/gigi.tevzadze.2025/posts/pfbid0heF1Nwyz27DAX8erfg2s9PxHCFYecTQ4pvm9Q1HiXnydPsu
axec6bVvFDST8wkbBl
1185
385
სხვა სივრცეებში გამოსვლის საშუალება არ მისცეს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“
პრაქტიკულად დაშალა უდიდესი ტრადიციების მქონე საქართველოს მეცნიერებათა აკადემია,
რომლის სამეცნიერო ინსტიტუტებიც გაუქმდა, ზოგიერთი მათგანი უნივერსიტეტებს
მექანიკურად მიუერთეს, რის შედეგადაც, სამეცნიერო ინფრასტრუქტურა განადგურდა. ეს
ნაბიჯები, რომელთაც „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგმა გიგი თევზაძემ „რეფორმები“
უწოდა, აკადემიკოს ავთანდილ არაბულის აზრით, ეროვნული ინსტიტუტების ნგრევას
წარმოადგენდა - ბრძოლას ქართული იდენტობისა და ქვეყნის ინტელექტუალური
საყრდენების წინააღმდეგ. 1186
პროფესორ გიორგი გოგოლაშვილის ახსნა-განმარტების მიხედვით, მას შემდეგ, რაც
„ნაციონალურმა მოძრაობამ“, ე.წ. ბოლონიის პროცესის სახელით, მიზანმიმართულად შეუტია
თსუ-ს და მთლიანად ქართულ მეცნიერებას, 2004 წელს, უნივერსიტეტის რექტორი, როინ
მეტრეველი იძულებული გახდა, გადამდგარიყო. ხელისუფლებამ კი დაიწყო უნივერსიტეტის
შიდა საქმეებში უხეში ჩარევა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა,
ალექსანდრე (კახა) ლომაიამ საჯაროდ დაიქადნა, რომ უნივერსიტეტს „ნაჯახით
ამოძირკვავდა“. თუ სხვა უნივერსიტეტებში პროფესორ-მასწავლებელთა შემცირება 3–4%-ს არ
აღემატებოდა, თსუ-ში პროფესორ-მასწავლებელთა რიცხვი შემცირდა 82%-ით. დაიშალა
ტრადიციული მეცნიერული სკოლები, გაუქმდა კათედრები და სპეციალობები,
უნივერსიტეტს წაერთვა სამეცნიერო დაფინანსება, რის შედეგადაც დაიხურა ასზე მეტი
ლაბორატორია. პარალელურად, ხელისუფლებამ გააუქმა ქართული ენის დაცვის
სტრუქტურები და პროგრამები – ქართული ენის სახელმწიფო პალატა, საქართველოს
პარლამენტის შესაბამისი ქვეკომიტეტი; გაუქმდა ქართული ენის სავალდებულო სწავლება
უმაღლეს სასწავლებლებში, დაიხურა ქართული ენის რადიო- და ტელეგადაცემები და
ჟურნალები. სკოლებში ქართული ენის საათები შეამცირეს და ინგლისური ენის სასარგებლოდ
დათმეს. გიორგი გოგოლაშვილის ინფორმაციით, 2005 წელს, განათლების სამინისტროში
გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე, სამინისტროს მაღალჩინოსანმა გიგი თევზაძემ გამოთქვა
მოსაზრება საქართველოში სახელმწიფო ენად ინგლისური ენის შემოღების შესახებ.
განათლებისა და მეცნიერების სფეროში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ
განხორციელებული პოლიტიკის საზიანო შედეგებთან დაკავშირებით, იგივე მოსაზრებები
გამოთქვა აკადემიკოსმა ლია მელიქიშვილმა, 1187 რომელმაც დასძინა, რომ „რეფორმის“
სახელით განხორციელებულ ღირსების შემლახველ მოპყრობას ვერ გაუძლო ბევრმა
ღვაწლმოსილმა მეცნიერმა. უმეტეს შემთხვევაში, მათ არც კი აფრთხილებდნენ, ისე
ათავისუფლებდნენ სამსახურიდან. ამის ნათელი მაგალითია თსუ-ს პროფესორის,
ისტორიკოს თამარ კეკელიძის მაგალითი, რომელმაც უნივერსიტეტის ფინანსური
განყოფილების სალაროსთან, ხელფასის რიგში შეიტყო, რომ ის სამსახურიდან
გათავისუფლებული იყო. ნერვიულობის ნიადაგზე, გვიან ღამით, ის გულის შეტევით
გარდაიცვალა.
1186
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 4 ივნისის N33 სხდომაზე ავთანდილ არაბულის ახსნა-განმარტების
სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
1187 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 4 ივნისის N33 სხდომაზე ლია მელიქიშვილის ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და ვიდეოჩანაწერი.
386
„ნაციონალურმა მოძრაობამ“, პროფესორების გარდა, მიზანმიმართული შეტევა
განახორციელა შემოქმედებით კავშირებზეც, რომლებიც წარსულის გადმონაშთებად
მოინათლა. საგამოძიებო კომისიამ მოისმინა ინფორმაცია მწერალთა კავშირის შესახებ,
რომელსაც მისი თავმჯდომარის, მაყვალა გონაშვილის განცხადებით, ჩამოართვეს შენობები
(მაჩაბლის ქ. N11 და N13), რომლებიც 1920 წლიდან ქართველ მწერალთა საკუთრება იყო,
შეუწყვიტეს დაფინანსება და ხელფასები. მწერალთა და კულტურის მუშაკთა წინააღმდეგობის
საპასუხოდ, რომლებიც 2004 წლიდან სასამართლოს წესით ცდილობდნენ თავიანთ
უფლებების დაცვას, 2007 წლის 21 აგვისტოს მწერალთა კავშირის კუთვნილი შენობა დაარბიეს
სპეცრაზმის დახმარებით, რა დროსაც განადგურდა მწერალთა კავშირის არქივი, ბიბლიოთეკა,
ავეჯისა და სხვა უძრავი ქონების ნაწილი. ქართველ მწერლებს აეკრძალათ შენობაში შესვლა,
რომელსაც მათგან დასაცავად რკინის ღობე შემოავლეს. მაყვალა გონაშვილის განცხადებით,
საქართველოს კულტურის მინისტრებს, გიორგი (გოკა) გაბაშვილს, ნიკოლოზ რურუას,
გრიგოლ ვაშაძეს, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის კომიტეტის თავმჯდომარეს, ნოდარ გრიგალაშვილს არათუ გულთან ახლოს არ
მიუტანიათ ქართველ მწერალთა გასაჭირი, არამედ სათავეში ედგნენ მწერლების წინააღმდეგ
დაწყებულ კამპანიას. 1188 სპეცრაზმის მიერ მწერალთა კავშირის დარბევიდან რამდენიმე
თვეში, შენობა (მაჩაბლის ქ. N13) ახლად ჩამოყალიბებულ სსიპ მწერალთა სახლს 1189 გადაეცა,
რომლის დირექტორად დანიშნულმა ნატა ლომოურმა მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს და
მის მოადგილეს შენობაში ერთი ოთახის გამოყოფაზეც კი უარი უთხრა.1190
ზემოაღნიშნული რამდენიმე მაგალითიც ცხადყოფს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“,
ხელისუფლებაში მოსვლის დღიდანვე, აგრესიული პოლიტიკის გატარებით ცდილობდა
საზოგადოების გარდაქმნას – ისტორიული, კულტურული, სულიერი ფასეულობებისაგან
დაცლილი, ლიბერალურ-დემოკრატიული იდეოლოგიით გამსჭვალული „ახალი ადამიანის“
ჩამოყალიბებას, წინა თაობებისა და მათი მიღწევების სტიგმატიზებას, ისტორიის გაყალბებით
ახალგაზრდობის ცნობიერების შეცვლას, ყოველგვარი უკანონო და უსამართლო ხერხებით
ქონების დაგროვებასა და საზოგადოებაში ტოტალური შიშის დათესვას. მიხეილ სააკაშვილის
უშუალო ხელშეწყობით, საზოგადოებიდან გაირიყა უფროსი თაობის პატრიოტულად
განწყობილი, ღვაწლმოსილი ნაწილი, რომელთაც „ჩარეცხილები“ უწოდეს. 1191 ახალგაზრდა
თაობის წიაღში კი, ფესვებს მოწყვეტილი ადამიანის ახლებური იდენტობის ჩამოყალიბებას,
გიგი თევზაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ 9 წლის განმავლობაში „აკონსტრუირებდა“.
დღემდე, „ნაციონალური მოძრაობა“ ძალისხმევას არ იშურებს, რათა საქართველოში
სტაბილურობისა და მშვიდობის წინააღმდეგ მიმართულ საკუთარ დესტრუქციულ
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 29 აპრილის N18 სხდომაზე მაყვალა გონაშვილის ახსნა-განმარტების
სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
1189 https://matsne.gov.ge/ka/document/view/103810
1190 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 29 აპრილის N18 სხდომაზე მაყვალა გონაშვილის ახსნა-განმარტების
სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
1188
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 4 ივნისის N33 სხდომაზე გიორგი გოგოლაშვილის ახსნა-განმარტების
სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
1191
387
ქმედებებში ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები აქტიურად ჩართოს და საფრთხის წინაშე
დააყენოს მათი განვითარება და მომავალი.
რევოლუციური მზადება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის
„საქართველოს ჰქონდა ერთი [რევოლუცია], (...) ახლა საქართველო არის კიდევ ერთ გზაჯვარედინზე, როგორც
უკრაინა იყო 2014 წელს. ეს ოქტომბრის აჩევნებია. თუ ეს არჩევნები გაყალბდება, მაშინ, როგორც უკრაინაში,
შეიძლება მოხდეს კიდევ ერთი „ფერადი რევოლუცია“ საქართველოში.“ 1192
უილიამ კორტნი
აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში
2023 წლის 18 სექტემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა
(სუს-ი) გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2023 წლის შემოდგომაზე საქართველოში
ძალადობრივი სცენარის განხორციელების საფრთხე იკვეთებოდა. გეგმა შექმნილი იყო
უცხოეთში, კერძოდ კი – უკრაინაში და მისი სისრულეში მოყვანა საქართველოში შიდა
აქტორების მეშვეობით უნდა განხორციელებულიყო. სცენარის განვითარება დროში უნდა
დამთხვეოდა
ევროკავშირის
მიერ
საქართველოსთვის
კანდიდატის
სტატუსთან
დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, რაც, შესაძლოა, გადამწყვეტ ფაქტორად
ქცეულიყო პროცესის ესკალაციისთვის.
სუს-ის ცნობით, პროცესის უკან იდგნენ როგორც უკრაინული სამხედრო-სამოქალაქო
სტრუქტურების
წარმომადგენლები,
ისე
„ნაციონალური
მოძრაობის“
ყოფილი
მაღალჩინოსნები. დასახელდა უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილე გია
ლორთქიფანიძე, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ყოფნისას მისი დაცვის წევრი მიხეილ
ბატურინი და უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი.
უწყების ინფორმაციით, მოცემული პირები პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე დივერსიული
ჯგუფების მომზადებაში მონაწილეობდნენ, რაც საქართველოში ორგანიზებული
არეულობისთვის უნდა გამოყენებულიყო. სუს-ის განცხადებით, რევოლუციური სცენარის
მიზანს ქვეყანაში დესტაბილიზაცია და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა
წარმოადგენდა.
სუს-ის განცხადებაში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სპეციალურად ამ
მიზნისთვის შეგროვებული აქტივისტების გადამზადებაზე, რასაც მხარს უჭერდნენ
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის, სერბული წარმოშობის „კანვასი“
და „ოტპორი“, რომლებიც წარსულში აღმოსავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში „ფერადი
რევოლუციების“ განხორციელებაში მონაწილეობდნენ. 1193
როგორც უკვე აღინიშნა, სერბული „ოტპორის“ („Otpor!“) მოდელზე ჩამოყალიბდა
საქართველოში ორგანიზაცია „კმარა“, რომელმაც 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ წინარე
არეულობაში ერთ-ერთი წამყვანი როლი შეასრულა. 2005 წელს „ოტპორის“ ლიდერებმა, სრდა
1192
1193
https://www.youtube.com/watch?v=tccX514DChY (1:24:42 წუთიდან)
https://ssg.gov.ge/news/873/saxelmtsifo-usafrtxoebis-samsaxuris-gancxadeba
388
პოპოვიჩმა და სლობოდან ჯინოვიჩმა დააარსეს ორგანიზაცია „კანვასი“ („Canvas“ არაძალადობრივი ქმედებებისა და გამოყენებითი სტრატეგიების ცენტრი), რომელიც
აქტიურია 52 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, 1194 და მიზნად ისახავს მსოფლიოში
ბრძოლის „არარევოლუციური ნოუ-ჰაუს“ გავრცელებას.
დივერსიული
ჯგუფების
გადამზადების,
არასამთავრობო
ორგანიზაციების
ჩართულობისა და მეომრების მობილიზების გარდა, სუს-მა იმ შესაძლო სცენარებზეც
ისაუბრა, რომელიც საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლისა და
უკრაინის მაღალჩინოსნის, გია ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით მუშავდებოდა. კერძოდ,
ევროკავშირში
კანდიდატი
წევრის
სტატუსთან
დაკავშირებული
ნეგატიური
გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, იგეგმებოდა ე.წ. კარვების ქალაქის მოწყობა და
სტრატეგიული ობიექტების ბლოკირება. საპროტესტო ტალღის მასობრივ არეულობაში
გადაყვანის მიზნით, გია ლორთქიფანიძე თავისივე მომხრეების კარვის აფეთქებასაც კი
აპირებდა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოცემული გეგმის არსებობა ოფიციალურად არ უარყო,
თავი აარიდა გია ლორთქიფანიძეზე საუბარს და დაადასტურა, რომ ევროკავშირის ნეგატიური
გადაწყვეტილების შემთხვევაში, მზად იყვნენ, მიემართათ პროტესტის რადიკალური
ფორმისთვის. 1195
სუს-ის განცხადებიდან რამდენიმე დღეში, 2023 წლის 25 სექტემბერს აშშ-ის
საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის ფარგლებში, აღმოსავლეთდასავლეთის მართვის ინსტიტუტის (East-West Management Institute) მოწვევით,
საქართველოში ჩამოვიდნენ სერბეთის მოქალაქეები – სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და
სლობოდან ჯინოვიჩი. მოცემული პირების შესახებ სუს-ის განცხადებაში ხაზგასმით იყო
აღნიშნული, რომ ისინი წარსულში აქტიურად იყვნენ დაკავშირებულნი როგორც 2003 წელს
საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში, მათ შორის, სერბეთსა და უკრაინაში განვითარებულ
რევოლუციურ პროცესებთან. 1196
საქართველოში
ვიზიტის
გაცხადებული
მიზანი
კულტურის
სფეროს
წარმომადგენლებისთვის „სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის“ შესახებ ტრენინგების
ჩატარება იყო. თუმცა, გამოძიებით დადგინდა, რომ მათი ჩამოსვლის რეალური ამოცანა
სცილდებოდა მხოლოდ მსგავსი ტიპის განათლებას, ვინაიდან ვიზიტის დროს მათ ჰქონდათ
მიზანმიმართული კომუნიკაცია იმ ახალგაზრდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების
წარმომადგენლებთან, რომლებიც 2023 წლის შემოდგომიდან დესტრუქციული და
კანონსაწინააღმდეგო მოქმედებების მთავარი ორგანიზაციული ბირთვი უნდა გამხდარიყვნენ.
2023 წლის 26-29 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო „იბისში“ ჩატარდა დახურული
ტიპის ტრენინგები, სადაც მსმენელებს ასწავლიდნენ ძალადობრივი პროტესტის ტექნიკას:
პიკეტირებისა და ხელოვნური ბლოკადების მოწყობას, სტრატეგიულ სახელმწიფო
ინსტიტუტებზე ზეწოლის გზებს, მათ შორის, ძალოვანი სტრუქტურების დემორალიზაციისა
და ადმინისტრაციულ შენობებზე შეტევის მეთოდებს. გარდა ამისა, სტუმრებმა ტრენინგების
https://canvasopedia.org/
https://www.rustavi2.ge/ka/news/264794https://www.rustavi2.ge/ka/news/264794
1196 https://ssg.gov.ge/news/881/saxelmtsifo-usafrtxoebis-samsaxuris-gancxadeba
1194
1195
389
მონაწილეებს კონსულტაცია ჩაუტარეს, დაკავების დროს წინააღმდეგობის გაწევისა და
მასობრივი მღელვარების მეშვეობით, ხელისუფლების დამხობის სცენარებზე, მათ შორის,
პარლამენტში შეჭრისა და მაუწყებლობის წერტილების პარალიზების მექანიზმებზე.
ტრენინგებზე ხშირი იყო პარალელები სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ
პროცესებთან.
2024 წლის 3 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული და 28 მაისს მიღებული
კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ 1197 დესტრუქციულმა ოპოზიციამ
შიდა
პოლიტიკური დაპირისპირების
გაღრმავების,
ასევე,
საგარეო
ზეწოლის
1198
ინტენსიფიკაციის
ინსტრუმენტად
გამოიყენა.
კანონპროექტის
ხელმეორედ
დარეგისტრირება განაპირობა იმან, რომ უცხოური ფონდებიდან გამოყოფილი ფინანსური
რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ მიემართებოდა რადიკალური ჯგუფებისა და იმ
არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდასაჭერად, რომლებიც პოლიტიკური პარტიების
ხელში ინსტრუმენტის როლს ასრულებდნენ. მართალია, საქართველოს კანონმდებლობა
კრძალავს პოლიტიკური პარტიების უცხოურ დაფინანსებას, მაგრამ არასამთავრობო
ორგანიზაციებისთვის არ არსებობდა ფინანსების გამჭვირვალობის არანაირი ვალდებულება.
კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობის ნაცვლად,
რისთვისაც გამოყენებული უნდა ყოფილიყო მიღებული თანხები, ისინი ხმარდებოდა
შუღლის გაღვივებასა და ძალადობრივ მოქმედებებს. ეს, განსაკუთრებით, ეხებოდა ისეთ
ფონდებსა და დონორ ორგანიზაციებს, რომლებიც უარს აცხადებდნენ ფინანსური საქმიანობის
გამჭვირვალობაზე და, ამასთან, პასუხისმგებლობას არ იღებდნენ მათ მიერ დაფინანსებული
ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ ჩადენილ ექსტრემისტულ აქტებზე. 1199 საყურადღებო
იყო ის ფაქტიც, რომ ზოგიერთი დონორი ორგანიზაციის მმართველობაში, მიუხედავად
ინტერესთა კონფლიქტისა, მონაწილეობდნენ ის ევროპარლამენტარები (მაგ., ანდრიუს
კუბილიუსი, ანა ფოტიგა, ვიოლა ფონ კრამონი, პეტრას აუსტრევიჩიუსი, მირიამ ლექსმანი და
სხვ.), რომლებიც ყოველდღიურად იყვნენ ჩართულნი საქართველოს შიდა პოლიტიკურ
პროცესებში და მოვლენების განვითარებაზე ზეგავლენას ახდენდნენ.
უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ ხელმეორედ დარეგისტრირებული
კანონპროექტის განხილვის პარალელურად განახლდა საპროტესტო მობილიზაცია, რომლის
ორგანიზაციულ მხარდაჭერას უცხოეთიდან დაფინანსებული პირები და ორგანიზაციები
უზრუნველყოფდნენ. ამ პროცესებში ჩართულნი იყვნენ ახალგაზრდული ჯგუფები,
რომელთა მონაწილეობა არა სპონტანურად, არამედ წინასწარი გადამზადებისა და
საინფორმაციო ქსელების მეშვეობით მობილიზაციის საფუძველზე ხდებოდა. კანონპროექტის
ხელმეორედ განხილვის ინიციატივა უმწვავესად გააკრიტიკეს უცხო ქვეყნების მაღალი
თანამდებობის პირებმა, უცხოურმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ინსტიტუტებმა. 1200
უფრო მეტიც, 2024 წლის 15 მაისს თბილისს ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა
მინისტრები - მარგუს ცაჰკნა (ესტონეთი), თორდის კოლბრუნი (ისლანდია) და გაბრიელიუს
https://matsne.gov.ge/ka/document/view/6171895?publication=0
https://1tv.ge/news/uckhouri-gavlenis-gamchvirvalobis-shesakheb-sakanonmdeblo-iniciativa-parlamentshi-dainicirda/
1199 https://civil.ge/ka/archives/565547
1200 https://civil.ge/ka/archives/589841
1197
1198
390
ლანდსბერგისი (ლიეტუვა) საკუთარი ინიციატივით ესტუმრნენ, პარლამენტის წინ
მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ და იქ შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით
მიმართეს. 1201 ეს ნაბიჯი, რომელიც აშკარად გასცდა სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების
დადგენილ წესსა და დიპლომატიური ნეიტრალიტეტის პრინციპს, საქართველოში
პოლიტიკური დაპირისპირების გამწვავების საფუძვლიანი მცდელობა გამოდგა.
მანამდე კი, 2024 წლის 14 მაისს, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის თავმჯდომარემ, მიქაელ როთმა საქართველოს მოსახლეობის ის ნაწილი
გააკრიტიკა, რომელიც საპროტესტო აქციებს მხარს არ უჭერდა: „როგორ შეძლებთ, შექმნათ
ნათელი მომავალი ახალგაზრდა თაობის გარეშე? მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით,
რომელიც მმართველი პარტიის უახლოესი მოკავშირეა? კარგი, სცადეთ.“ 1202 ქართველი
ერისთვის სულიერად, კულტურულად და ისტორიულად მნიშვნელოვანი ინსტიტუტის
უდიერად მოხსენიებამ საზოგადოებაში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.
კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული პროცესის ერთ-ერთ მთავარ
ფიგურად ჩამოყალიბდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც
უფლებამოსილების ვადა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეწურებოდა. 2024 წლის 26 მაისს,
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებაზე, მან წარადგინა
ინიციატივა სახელწოდებით „ქართული ქარტია“ 1203 და „ტექნიკური მთავრობის“ შექმნის იდეა
გაახმოვანა. აღნიშნულმა ქმედებამ კვლავ გააჩინა სამართლებრივი კითხვები მის მიერ
პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის პრინციპთან დაკავშირებით, რასაც პრეზიდენტს
საქართველოს კონსტიტუცია ავალდებულებს. თუმცა, ეს არ ყოფილა პრეზიდენტის მიერ
კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლის პირველი პრეცედენტი. 1204 როგორც ცნობილია, 2023
წლის 16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის
პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. 1205 საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ სხდომებზე,
სალომე ზურაბიშვილის ინტერესებს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ერთ-ერთი
პოლიტიკური თანამდებობის პირი - იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე და,
მოგვიანებით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, მაია კოპალეიშვილი წარმოადგენდა.
თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, საქართველოს
პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი ვერ შედგა, რადგან „ნაციონალური
მოძრაობის“ წინააღმდეგობის გამო, საჭირო ოდენობის 100 ხმა ვერ შეგროვდა. 1206
2024 წლის 18 მაისს მსოფლიოში ცნობილმა საერთაშორისო პოლიტიკის
თეორეტიკოსმა ფრანსის ფუკუიამამ, საქართველოში სტუმრობის შემდეგ, გამოაქვეყნა სტატია
https://1tv.ge/news/estonetis-islandiisa-da-lietuvis-sagareo-saqmeta-ministrebma-rustavelis-gamzirze-aqciismonawileebs-mimartes/
1202
https://1tv.ge/news/mikhael-roti-rogor-shedzlebt-sheqmnat-nateli-momavali-akhalgazrda-taobis-gareshe-mkholodmartlmadidebeli-eklesiit-romelic-mmartveli-partiis-ert-erti-ukhloesi-mokavshirea-kargit-scadet/
1203 https://www.radiotavisupleba.ge/a/ტექნიკური-მთავრობა-და-პრეზიდენტის-პოზიცია/33158355.html
1204 საქართველოს პარლამენტის წევრების (ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და
სხვების, სულ 80 წევრის) კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს
კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხზე - https://www.constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=15923
1205 https://www.constcourt.ge/ka/media/news/საქართველოს-საკონსტიტუციო-სასა.html-193
1206 https://civil.ge/ka/archives/564232
1201
391
სახელწოდებით „ქართული კოშმარი“, რომელშიც იმეორებდა იმას, რაც უცხოეთიდან
დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მოისმინა თბილისში და დღემდე
დასავლეთში მოდურად ითვლება – ის ამბობდა, რომ, ხალხის აზრის საპირისპიროდ,
საქართველოს ხელისუფლება ნელ-ნელა მოსკოვისკენ იხრებოდა. თუმცა, იმავე სტატიაში
დასძენდა, რომ არა მხოლოდ რომელიმე პატარა ოპოზიციური პარტია, „ნაციონალური
მოძრაობაც“ კი ნაკლებად პოპულარული იყო საქართველოში, ვიდრე „ქართული ოცნება“. 1207
ხალხსა და მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას შორის ბზარის გაჩენის ამდაგვარი,
თუნდაც ლოგიკას მოკლებული, მცდელობები გახშირდა და ქართული საზოგადოებრივი
აზრის ხელისუფლებასთან დაპირისპირებას ისახავდა მიზნად. ამავდროულად, დღემდე
არავინ დაინტერესებულა იმით, თუ რატომ უნდა ირჩევდეს დასავლური ორიენტაციის ხალხი
ანტიდასავლური
ორიენტაციის
ხელისუფლებას,
ან
დაშვებული
შეცდომის
გამოსასწორებლად რატომ არ უნდა გამოდიოდეს ქუჩაში იმდენად მასობრივად, რომ
რევოლუციის მოხდენა შესაძლებელი იყოს.
2024 წლის 18 მაისს სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო „უცხოური გავლენის
გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს. 1208 თუმცა, 2024 წლის 28 მაისს საქართველოს პარლამენტმა
ვეტო დაძლია. 1209 საგულისხმოა, რომ კანონის ამოქმედებიდან, 2025 წლის 23 ივლისის
მდგომარეობით, საქართველოში უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა
რეესტრში დარეგისტრირდა 385 სუბიექტი, მათ შორის, 383 არასამეწარმეო იურიდიული პირი
და 2 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება.1210
2024 წლის 4 ივნისს აშშ-ის ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიამ
(ჰელსინკის კომისია) კონგრესში საქართველოს შესახებ მოსმენა გამართა. 1211 მოწმეებად
მიწვეულნი იყვნენ ივანე ჩხიკვაძე, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის (სოროსის ფონდი)
პროგრამის მენეჯერი და საქართველოს საკითხებზე დემოკრატიის ევროპული ფონდის (EED)
კონსტულტანტი ნატალი საბანაძე, ჩეთჰამ ჰაუსის (Chatham House) უფროსი მკვლევარი და
უილიამ კორტნი, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში (1995-1997 წწ.). სხდომაზე უილიამ
კორტნიმ განაცხადა:
„ჯერ იყო „ვარდების რევოლუცია“ საქართველოში, შემდეგ, დაახლოებით, ერთი წლის მერე,
„ნარინჯისფერი რევოლუცია“ უკრაინაში, შემდეგ, 2014 წელს მეორე რევოლუცია უკრაინაში, „მაიდანი“.
რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ უკრაინაში, არის ძლიერი დემოკრატია. უკრაინამ ისარგებლა ორივე ამ
სახალხო რევოლუციით და რა მოხდა საქართველოში? საქართველოს ჰქონდა ერთი [რევოლუცია],
მაგრამ საქართველოს აქვს განსხვავებული ტრადიციები, ნაკლებად დასავლური ტრადიციები, ვიდრე
უკრაინას ჰქონდა და ამიტომ ავტორიტარულად მოაზროვნე ადამიანებს გაუადვილდათ საქართველოს
გზიდან გადაყვანა. (...) ახლა საქართველო არის კიდევ ერთ გზაჯვარედინზე, როგორც უკრაინა იყო 2014
https://www.persuasion.community/p/georgian-nightmare
https://civil.ge/ka/archives/608115
1209 https://matsne.gov.ge/ka/document/view/6171895?publication=0
1210 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ საგამოძიებო კომისიის წინაშე წარმოდგენილი ინფორმაცია,
წერილი № 8289.
1211 https://civil.ge/ka/archives/611534
1207
1208
392
წელს. ეს ოქტომბერში აჩევნებია. თუ ეს არჩევნები გაყალბდება, მაშინ, როგორც უკრაინაში, შეიძლება
მოხდეს კიდევ ერთი „ფერადი რევოლუცია“ საქართველოში.“ 1212
2024 წლის 16 სექტემბერს, საქართველოს კონსტიტუციის უგულებელყოფით, სალომე
ზურაბიშვილი ღიად ჩაერთო საარჩევნო კამპანიაში. მან ორი ოპოზიციური პარტიის
ლიდერები, მამუკა ხაზარაძე („ლელო“) და გიორგი გახარია („საქართველოსთვის“)
მოლაპარაკების მაგიდასთან მიიწვია „პოზიტიური მესამე ცენტრის“ შესაქმნელად, რასაც
„საზოგადოებაში სრული მობილიზაციის საჭირო მუხტი“ უნდა გაეჩინა და პროცესი მიეყვანა
„გამარჯვებამდე“. 1213
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები დესტრუქციულმა ოპოზიციამ ერთგვარ
„რეფერენდუმად“ გამოაცხადა. პარტიებმა და მათთან დაახლოებულმა არასამთავრობო
ორგანიზაციებმა, ძირითადად, არა წინასაარჩევნო კამპანიაზე, არამედ არჩევნების შემდგომი
ეტაპისთვის მზადებაზე გააკეთეს აქცენტი. ამჯერად, წარსული პრაქტიკისგან განსხვავებით,
ხელისუფლების უკანონოდ ცვლილების მცდელობა მეტად ღია და დაუფარავი ფორმებით
წარიმართა. გარე პოლიტიკური მხარდაჭერის ფონზე, მკვეთრად გაძლიერდა რევოლუციური
სცენარის მომზადების ნიშნები. 1214 ოთხი პოლიტიკური გაერთიანების („კოალიცია
ცვლილებებისთვის“,
„ერთიანი
ნაციონალური
მოძრაობა“,
„ლელო“,
„გახარია
საქართველოსთვის“) გარდა, სტრატეგიის განხორციელებაში ჩაერთვნენ რადიკალური
მოძრაობები, მათ მფლობელობაში არსებული და მათ მიერ კონტროლირებული
მედიასაშუალებები, წინასწარ დატრენინგებულ დემონსტრანტთა ჯგუფები, უცხო ქვეყნების
დიპლომატები, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი
დონორები.
საარჩევნო პროცესში მონაწილეობის ნაცვლად, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები
ბოიკოტს უცხადებდნენ წინასაარჩევნო დიალოგისთვის, ჯერ კიდევ, 2009 წელს შექმნილ
უწყებათაშორის პლატფორმას. 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოს
იუსტიციის სამინისტროსთან არსებულმა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების
უზრუნველყოფის უწყებათაშორისმა კომისიამ ხუთი სხდომა გამართა, რომელთაც მხოლოდ
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები
ესწრებოდნენ, ხოლო ოპოზიციიდან არცერთ პარტიას არცერთ შეხვედრაში მონაწილეობა არ
მიუღია. 1215
პარალელურად, საგრძნობლად იზრდებოდა ზეწოლა საქართველოს მიმართ, რაც
სხვადასხვა ფორმით უკავშირდებოდა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის სტატუსის
შესაძლო გადახედვას და პირდაპირ იყო დაკავშირებული ქვეყნის შიდა პოლიტიკურ
პროცესებთან. 1216
https://www.youtube.com/watch?v=tccX514DChY (1:24:42 წუთიდან).
https://tabula.ge/ge/news/723050-prezidentma-gakharia-khazaradze-gaertianebis
1214
https://1tv.ge/news/shalva-papuashvili-archevnebidan-eqvsi-tvis-shemdeg-parlamenti-srulad-akhorcielebs-dakisrebulmovaleobas-kholo-boikotma-tu-vinme-politikur-samareshi-chaiyvana-tavad-radikaluri-opoziciaa
1215
https://info.imedi.ge/en/politics/2989/parliament-official-claims-domestic-radical-opposition-prepares-fordestabilisation-right-after-upcoming-parliamentary-elections
1216 https://shorturl.at/ZZ1Wp
1212
1213
393
2024 წლის 12 სექტემბერს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში
საქართველოს თაობაზე გაიმართა მოსმენა. 1217 განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონზე. მოწმეებად
მიწვეულნი იყვნენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი
დირექტორი ეკა გიგაური და ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი პროგრამის მენეჯერი ალექსანდრე
(სანდრო) ბარამიძე. სიტყვით გამოსვლისას ეკა გიგაურმა დამსწრე საზოგადოებას მოახსენა,
რომ საქართველოს ხელისუფლება დასავლური ღირებულებებისა და ინსტიტუტების
დისკრედიტაციას ეწეოდა და „იქ ცხოვრება ისეთივე საშინელი იყო, როგორც რუსეთში.“
სხდომაში მონაწილეობდა საქართველოში ხელისუფლების უკანონოდ ცვლილების მუდმივი
მომხრე, სენატორი ჯიმ რიში, რომელიც ჯერ კიდევ 2013 წელს მიხეილ სააკაშვილმა
ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. 1218 მან იმედი გამოთქვა, რომ
საქართველოს მოსახლეობის „დიდ უმრავლესობას არჩევნის სწორად გაკეთება უნდოდა
(...)“. 1219
არიზონის შტატის უნივერსიტეტის „მაკკეინის ინსტიტუტმა“ 1220 2024 წლის 17
სექტემბერს საქართველოს შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში, 1221 რომელსაც თან ახლავს ისეთი
რეკომენდაციები, როგორიცაა „ქართული ოცნების“ ლიდერებზე ევროკავშირის სანქციების
დაწესება, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება, მედიის
დამატებითი დაფინანსება, გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონის იგნორირება და,
საპარლამენტო არჩევნების შედეგების არაღიარების შემთხვევაში, საერთაშორისო ზეწოლის
გაძლიერება, მათ შორის, ხმების გადათვლა, ახალი არჩევნების მოთხოვნა და ევროკავშირის
წევრი სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსის შეჩერება.
26 სექტემბერს სოციალურ ქსელებში გავრცელდა უკრაინაში მებრძოლი მოხალისის,
ნადიმ ხმალაძის საჯარო მიმართვა, რომლითაც, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში,
პირდაპირ მოუწოდებდა მოსახლეობას ფიზიკური წინააღმდეგობისკენ და ქვეყნის
„დაბრუნებისთვის ბრძოლისკენ“. 1222 ნადიმ ხმალაძის განცხადება შეიცავდა ღია მოწოდებებს
მმართველი პარტიის წინააღმდეგ, რომელსაც ის „რუსების ქართულ ფილიალს“ უწოდებდა.
ამგვარი რიტორიკა არჩევნების შედეგების წინასწარ დისკრედიტაციას ისახავდა
მიზნად და საზოგადოებაში ამძაფრებდა არჩევნების შემდგომ პერიოდში ქვეყანაში
დესტაბილიზაციის საფრთხესთან დაკავშირებულ განცდას.
https://1tv.ge/video/mowme-eka-gigauri-mosmena-senatshi/
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ საგამოძიებო კომისიისთვის წარმოდგენილი ინფორმაცია,
წერილები: N1-6459/25; N1-6598/25.
1219 https://www.radiotavisupleba.ge/a/33117723.html
1220 ინსტიტუტის გაცხადებული მიზანია ისეთი პროგრამების განხორციელება, რომლებიც მხარს უჭერენ
დემოკრატიას, ხელს უწყობენ ადამიანის უფლებების დაცვასა და ღირებულებებზე დაფუძნებული ლიდერობის
განვითარებას. https://www.mccaininstitute.org/about/leadership/
1221
https://www.mccaininstitute.org/resources/press-releases/assessment-ahead-of-georgian-parliamentaryelection/?fbclid=IwY2xjawFaoS5leHRuA2FlbQIxMQABHZS29OayYUlLp5pgARqnSZIo1ttzDY8NlCJMBgploFVyMQz78Nx
gzImgog_aem_4vfWcXN0F0zg0wK9ULIkFA
1222
https://1tv.ge/news/nadim-khmaladze-darwmunebuli-var-26-oqtombers-chvens-gamarjvebashi-qocma-tu-gaayalbarasac-vfiqrob-gaaketebs-vin-khart-mzad-brdzolistvis/
1217
1218
394
2024 წლის 3 ოქტომბერს ესტონელმა დეპუტატმა, უშიშროების ყოფილმა
ხელმძღვანელმა, ერიკ-ნიილეს კროსმა, რომელიც 2013 წელს მიხეილ სააკაშვილმა
ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა, 1223 ევროსაბჭოს საპარლამენტო
ასამბლეაში ინიციირება გაუკეთა დეკლარაციას სახელწოდებით – „არჩევნები საქართველოში
– საგანგაშო განვითარება“, რომელსაც 612 დეპუტატიდან ლიბერალთა ჯგუფის 24-მა
დეპუტატმა მოაწერა ხელი. 1224 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში ერიკ-ნიილეს კროსი
მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი იყო და უცხოელ მრჩეველთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა. 1225
2024 წლის 8 ოქტომბერს ევროპარლამენტში 14 დეპუტატის მიერ ინიციირებულ იქნა
რეზოლუციის პროექტი, 1226 რომელშიც ღიად იყო გამოთქმული მოწოდება, რომ საქართველოს
დაუყოვნებლივ დაეწესებინა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რაც ქვეყანაში ეკონომიკური და
უსაფრთხოების გამოწვევების გაღრმავების საფრთხეს შექმნიდა. რეზოლუცია მოითხოვდა
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ უკვე არსებობდა ევროპული
სასამართლოს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამართულ სასამართლო
პროცესთან დაკავშირებით. 1227 რეზოლუცია მოუწოდებდა საქართველოს პოლიტიკური
ლიდერებისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას, მიღებული კანონების უკან გაწვევას
და ა. შ. მთლიანობაში, რეზოლუცია იმეორებდა საქართველოში მოქმედი რადიკალური
პოლიტიკური ოპოზიციის დღის წესრიგს.
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 2024 წლის 22 ოქტომბერს, განცხადება
გაავრცელა უკრაინაში მებრძოლმა კიდევ ერთმა ქართველმა მოხალისემ, ორგანიზაცია
„თავისუფალი კავკასიის მრგვალი მაგიდის“ დამფუძნებელმა ლადო გამსახურდიამ.
„ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში, მან რევოლუციისკენ მოწოდება გააკეთა: „ეს
იქნება რევოლუცია და დემოკრატიულმა სამყარომ მხარი უნდა დაუჭიროს მას. ჩვენ არ
გვეშინია სისხლის, როცა დგება სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხი. კრემლს საქართველოს
არავინ აჩუქებს და მე მზად ვარ ნებისმიერი მეთოდისთვის“. 1228
2024 წლის 22 ოქტომბერს განცხადება გააკეთა, ასევე, ევროკავშირის ელჩმა პაველ
ჰერჩინსკიმ, რომელმაც ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა და განაცხადა:
„მე ვნახე ახალგაზრდები, თქვენი შვილები, რომლებიც უკეთეს მომავალს იმსახურებენ, მათ
უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობები აქ, საქართველოში და არ უნდა ეძებდნენ უკეთეს ცხოვრებას
სხვაგან (...)“. 1229
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ საგამოძიებო კომისიისთვის წარმოდგენილი ინფორმაცია,
წერილები: N1-6459/25; N1-6598/25.
1224 https://1tv.ge/lang/en/news/eerik-kross-statement-serves-to-mislead-our-partners-mp-tsilosani-says/
1225 https://ekspress.delfi.ee/artikkel/27680857/eesti-sojakook-loob-gruusias-korda-majja
1226
https://1tv.ge/news/sanqciebi-rusetis-winaaghmdeg-ivanishvilisa-da-skhva-pirebis-sanqcireba-saakashvilisgatavisufleba-ojakhur-ghirebulebata-kanonis-gawveva-ra-motkhovnebia-14-evrodeputatisproeqtshi/?fbclid=IwY2xjawFx5x1leHRuA2FlbQIxMAABHfhXuJ7o2yxBXvs_lTAL6kaeZYXyDJk3HcBu1gfLVtzlFIqJxczFDDwhA_aem_jLU4tuTAYQJ8OSLNGPXAYQ
1227
https://pog.gov.ge/news/strasburgis-sasamarTlom-daadgina-rom-mixeil-saakashvilis-mimarT-ganxorcielebulimarTlmsajuleba-sand
1228 https://rustavi2.ge/ka/news/295673
1229 https://bm.ge/news/gtkhovt-tsadit-archevnebze-tqveni-shvilebi-uketes-momavals-imsakhureben-pavel-herchinski
1223
395
ელჩის მხრიდან საარჩევნო პროცესში მსგავსი პირდაპირი, უხეში
ევროკავშირის მიმართ კრიტიკული შეფასებების გაძლიერების საფუძველი გახდა.
ჩარევა
რევოლუციის მცდელობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში
„არჩევნები და არჩევნების შედეგად დამდგარი ინსტიტუციონალური მოწყობა არ უნდა იყოს ლეგიტიმური.“
გიორგი გახარია
2024 წლის 8 დეკემბერი
2024 წლის 26 ოქტომბერს, პირველად საქართველოს ისტორიაში, არჩევნები
ელექტრონული წესით ჩატარდა, რაც მნიშვნელოვან განვითარებას წარმოადგენდა როგორც
საარჩევნო პროცესის ადმინისტრირების, ასევე, ამომრჩეველთა მონაწილეობის პრაქტიკაში.
ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩეველთა 90%-ზე მეტმა სწორედ ელექტრონულად მისცა ხმა, რაც
სამ მილიონზე მეტ მოქალაქეს მოიცავდა. 1230
არჩევნების პროცესში ხმის მიცემა ხორციელდებოდა ქვეყნის მასშტაბით არსებულ 3
111 საარჩევნო უბანზე, რასაც აკვირდებოდა 1 700-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი 76
სხვადასხვა ორგანიზაციიდან და, დაახლოებით, 23 000 ადგილობრივი დამკვირვებელი 111
ადგილობრივი ორგანიზაციიდან. ამასთან, მედიის მხრიდან პროცესს თვალყურს ადევნებდა
2 800-ზე მეტი წარმომადგენელი 199 მედიასაშუალებიდან, რაც მაღალ საჯაროობასა და
გამჭვირვალობას უზრუნველყოფდა.
გამოყენებული ელექტრონული ტექნოლოგიების სანდოობა და ფუნქციური
შესაბამისობა დადასტურებულ იქნა დამოუკიდებელი აუდიტის შედეგად, რომელიც
ამერიკულმა საერთაშორისო კომპანიამ (Pro V&V) ჩაატარა, რომლის დასკვნის თანახმად,
ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა სრულად შეესაბამებოდა როგორც საქართველოს
კანონმდებლობის მოთხოვნებს, ისე – საერთაშორისო ტექნიკურ და დემოკრატიულ
სტანდარტებს. 1231
არჩევნების დასრულებიდან მეოთხე დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე
ზურაბიშვილმა არჩევნების შედეგებს „ტოტალურად გაყალბებული“ უწოდა, რაც მასზე
დაკისრებულ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპს კიდევ ერთხელ ეწინააღმდეგებოდა.
პრეზიდენტმა მოქალაქეებს პირდაპირ მოუწოდა რუსთაველის გამზირზე გამოსვლისა და
არჩევნების შედეგების არაღიარებისკენ. 1232 ამ განცხადებას მალევე შეუერთდა
https://cesko.ge/static/file/202501213954-დანართი-საქართველოს-პარლამენტის-2024-წლის-26-ოქტომბრისარჩევნების-ანგარიში.pdf
1231
https://1tv.ge/news/giorgi-kalandarishvili-pro-vv-is-daskvnam-pasukhi-gasca-yvela-usafudzvlo-braldebas-romelicukavshirdeboda-siebshi-dublirebas-momzadebis-khariskhs-teqnologiuri-sashualebebis-gamartulobas/
1232 https://1tv.ge/news/salome-zurabishvili-me-var-instituti-romelic-warmoadgens-saqartvelos-mosakhloebas-chven-ertadunda-davdget-da-gamovackhadot-rom-ar-vaghiarebt-am-archevnebs/
1230
396
დესტრუქციული ოპოზიცია, რომელმაც ახლად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ
დააყენა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ
გამოძიება დაიწყო საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, სსსკ-ის 164³-ე
მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 1233 31 ოქტომბერს გამოკითხვაზე
დაბარებულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პროკურატურის ეს ქმედება „მედვედევის
მითითებას“ ჰგავდა და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. 1234
2024 წლის 31 ოქტომბერს ოპოზიციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, 1235 რათა
შეემუშავებინათ მომდევნო ბრძოლის გეგმა, რომლის მიზანიც, ანა დოლიძის განცხადებით,
„ქართველი ხალხის გაბრაზება“ იყო (პარტიამ „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ 2021 წლის
თვითმმართველობის არჩევნებში ხმების 0,85% მოიპოვა). 1236
2024 წლის 1 ნოემბერს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია −
დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR, შემდგომ
– ეუთო-ოდირი), ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (შემდგომ –
ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA), ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE),
ნატოს (NATO) საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპარლამენტის ერთობლივი
სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოქვეყნდა საარჩევნო პროცესის პირველადი შეფასებები.
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის თანახმად, არჩევნების დღეს ხმის მიცემის
პროცესი ორგანიზებულად და წესრიგის დაცვით წარიმართა, ხოლო წინასაარჩევნო გარემო
კონკურენტული და, მთლიანობაში, თავისუფალი იყო. წინასაარჩევნო პოლიტიკური გარემო
კვლავ პოლარიზებული რჩებოდა, თუმცა პარტიებისა და კანდიდატებისთვის საარჩევნო
კამპანიის წარმოების შესაძლებლობა, საერთო ჯამში, უზრუნველყოფილი იყო. ცესკო
საქმიანობას გამჭვირვალედ ახორციელებდა, მათ შორის, რეგულარული პირდაპირი
ტრანსლაციებითა და მნიშვნელოვანი მასალების დროული გამოქვეყნებით. ცესკომ, ასევე,
მოაწყო ფართომასშტაბიანი საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანია ელექტრონული
ხმის მიცემის ახალი ტექნოლოგიების შესახებ, რაც პოზიტიურად შეფასდა. 1237
ლიეტუველმა დეპუტატმა ემანუელის ზინგერისმა 2025 წლის 27 ივნისს დადებითი
შეფასებების ავტორ ეუთოს წარმომადგენლებს უწოდა „კრიმინალები, რომლებიც ყალბ
ანგარიშებს აქვეყნებენ“, თან დაიმუქრა: „ლიეტუვა იქნება თავმჯდომარე 2027 წელს და ჩვენ არ
ვიქნებით დადებითად განწყობილი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ“. 1238
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის 2024 წლის 1 ნოემბრის შეფასების
გამოცხადების შემდეგ, დესტრუქციული ოპოზიცია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის
https://www.radiotavisupleba.ge/a/33179301.html
https://www.interpressnews.ge/ka/article/818699-salome-zurabishvili-aravin-elodeba-prokuraturisgan-dges-amsituaciashi-rom-prezidentze-daicqos-ashkarad-politikuri-procesebi-romelic-ucnaurad-emtxveva-medvedevis-gacemulmititebebs-me-ar-meshinia-da-tkvenc-nu-geshiniat/
1235 https://1tv.ge/news/ana-dolidze-vapirebt-ganvakhorcielot-qartveli-khalkhis-gabrazeba/
1236 https://archiveresults.cec.gov.ge/results/20211030/#/ka-ge/election_45/dashboard
1237 https://www.youtube.com/watch?v=xGqSk3s3JL4&t=6s
1238
https://1tv.ge/news/lietuveli-deputati-emanuelis-zingerisi-euto-s-gundshi-myofi-kriminalebi-aqveyneben-yalbangarishebs-sadac-weria-rom-saqartveloshi-gasuli-wlis-archevnebi-tavisufali-da-samartliani-iyo/
1233
1234
397
საქმიანობის კრიტიკას შეუდგა და განაცხადა, რომ გაყალბებული არჩევნების შედეგების
აღიარება არ შეიძლებოდა. ამჯერად, ისფედმა ხმების პარალელური დათვლის შედეგები არ
გამოაქვეყნა. 1239 მან განაცხადა, რომ მისი მონაცემები ცესკოს მონაცემებს ემთხვეოდა, მაგრამ
ისინი, მისი თქმით, ხალხის ნებას არ ასახავდა, უსამართლო წინასაარჩევნო პროცესების
გამო. 1240 ამიტომაც, „ისფედის ორგანიზაციის ისტორიაში პირველად“, არჩევნების შედეგებთან
დაკავშირებული ხმების პარალელური დათვლის მონაცემებს ის არ გამოაცხადებდა, ვინაიდან
იგი ვერ იქნებოდა გამოყენებული 2024 წლის საარჩევნო პროცესის „ვალიდურობის
საზომად.“ 1241
ისფედის მონაცემების ნაცვლად, 2024 წლის არჩევნების შედეგების გაყალბებასთან
დაკავშირებული საპროტესტო განცხადებები ტელეკომპანია „ფორმულის“ დაკვეთით
„ედისონ რისერჩის“ (Edison Research) მიერ ჩატარებული „ეგზიტპოლის“ შედეგებს დაეყრდნო,
რომელიც საარჩევნო უბნების დახურვიდან მალევე იქნა გავრცელებული: 1242 „ქართული
ოცნება“ – 40,9%, „კოალიცია ცვლილებებისთვის – გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროა“ – 16,7%,
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 16,7%, „ძლიერი საქართველო – ლელო,
ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ – 10,3%, „გახარია საქართველოსთვის“ – 8,2%, „გირჩი“ –
2,3%.
29 და 30 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ ისფედს უშედეგოდ მოუწოდა, ხმების
პარალელური დათვლის შედეგები გამოექვეყნებინა. 1243
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით 62 სარჩელი შევიდა
სასამართლოებში, საიდანაც 57 არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იქნა შეტანილი და
მხოლოდ 5 – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ მიერ. 1244 ამ შემთხვევაშიც,
პოლიტიკური პროცესის მონაწილეები, რომლებიც არჩევნების გაყალბებასა და ძალაუფლების
მიტაცებაზე საუბრობდნენ, სამართლებრივი ბერკეტების გამოყენების ნაცვლად, ბრძოლის
წინა ხაზზე არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის იმედად იყვნენ, რომელთაც
უცხოეთიდან დაფინანსება სწორედ არჩევნების შედეგების დელეგიტიმაციისა და ქვეყნის
შიდა სტაბილურობაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით ჰქონდათ.
2024 წელსაც დესტრუქციულმა ოპოზიციამ იმავე წარუმატებელ მეთოდებს –
არჩევნების შედეგების გაყალბებაზე საუბარს, ახლად არჩეული პარლამენტის
არალეგიტიმურად გამოცხადებასა და მის ბოიკოტს, ქუჩის აქციებსა და საერთაშორისო
https://imedinews.ge/ge/archevnebi-2024/359789/isfed--is-mier-khmebis-paraleluri-datvlis-veripikatsia-sheesabamebatseskos-mier-gamotskhadebul-shedegebs
1240 https://accentnews.ge/ka/article/125239-isfed-kvlav-ganmartavs-ratom-ar-akveqnebs-paralel
1239
1241
https://www.facebook.com/isfed.official/posts/pfbid0n6K7LrJ92X7FSWgtmpciDNXDvQtMh1e8AQLGsxu7PKXXySmU8GF
Aqbp6o2T572ZWl
1242 https://formulanews.ge/News/119082
1243
https://imedinews.ge/ge/archevnebi-2024/359969/levan-machavariani-movutsodebt-isfeds-rats-sheidzleba-malegaasajaroon-angarishi
https://newshub.ge/news/politika/levan-machavariani-gvakvs-saphudzvliani-echvi-rom-isfed-is-khelmdzghvaneli-seriozulibulingis-kvesh-imkopheba
1244 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საგამოძიებო კომისიის წინაშე წარმოდგენილი
ინფორმაცია, წერილი N01-02/697.
398
ზეწოლის მობილიზებას მიმართა. ვინაიდან, ქვეყნის შიგნით საპროტესტო მუხტის
მობილიზება 1245 და, შესაბამისად, არჩევნების შედეგების უარყოფა „გაბრაზებული ხალხის“
მეშვეობით ვერ ხერხდებოდა, აქცენტი გადატანილი იყო საპროტესტო საქმიანობის გარე
ლეგიტიმაციის მოპოვებასა და ქვეყნის შიდა პროცესებში უცხოელთა ჩართვაზე. მათ
დასახმარებლად, უცხო ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები თავად ჩამოდიოდნენ და
კონსტიტუციური წყობილების ცვლილების მიზნით, საქართველოს პარლამენტის შენობის
წინ მიმდინარე ქუჩის პროტესტში მონაწილეობდნენ.
2024 წლის 11 ნოემბერს ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტების საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები – ჯუკა კოპრა (ფინეთი), ერიკ ოტოსონი
(შვედეთი), ფრედერიკ პეტი (საფრანგეთი), ჟიგიმანტას პავილიონისი (ლიეტუვა), ინარა
მურნიეზე (ლატივია), მარკო მიკელსონი (ესტონეთი), მიხალ კამინსკი (პოლონეთი) და მიქაელ
როთი (გერმანია) თავიანთი ინიციატივით თბილისს ესტუმრნენ ვიზიტით, რომლის
ერთადერთ მიზანს საპროტესტო აქციაში მონაწილეობა და პროტესტის მხარდაჭერა
წარმოადგენდა.
8 ნოემბერს მიქაელ როთმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ დელეგაციის ვიზიტი
ქართველი ხალხის სიყვარულით იყო განპირობებული. „საქართველო და მისი ხალხი ძალიან
ძვირფასია ჩვენთვის. ჩვენ თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს ერთგული ვართ
ევროპის გულში. გაყალბებული არჩევნების შემდეგ ჩვენ შეშფოთებულები ვართ მიმდინარე
მოვლენებით“ – წერდა მიქაელ როთი. 1246
უცხოელი დეპუტატების ქვეყნის მთავარ გამზირზე გამოჩენა და გამარჯვებულ
სახელისუფლებო პარტიასთან პოლიტიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა სხვა არაფერს
ჰგავდა, თუ არა მოძველებული სცენარის განხორციელების მცდელობას, რომელსაც
საზოგადოება „ფერადი რევოლუციების“ სახელით იცნობდა. ამას ადასტურებს ერთ-ერთი
სტუმრის, შვედეთის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ერიკ ოტოსონის
განცხადებაც „მაიდნისკენ“ მოწოდების შესახებ. 1247 კერძოდ, მან ქართველ ხალხს
ტელევიზიით მიმართა და განაცხადა:
„(...) ჩვენ ვეცდებით, მხარი დაგიჭიროთ, როგორც საქართველოს მეგობრებმა,
რომ სწორი გზით იაროთ, მაგრამ თქვენ უნდა დაანახოთ მსოფლიოს თქვენი
აღშფოთება, გადით ქუჩებში, მშვიდობიანი პროტესტები უნდა გაფართოვდეს,
თუ სახლში სხედხართ და უყურებთ ამ პროგრამას, იცოდეთ, რომ უნდა
გაფართოვდეს პროტესტები. ყოველდღე უნდა მიმდინარეობდეს. გახსოვთ
„მაიდნის რევოლუცია“ უკრაინაში? ხალხი იყო, ძალიან დიდი პროტესტი იყო
მაიდანზე და ხდებოდა რევოლუციური ღონისძიებები, (...) მშვიდი ძალადობით
მოხდა ხელისუფლების ხელში ჩაგდება, მაგრამ თქვენ არასდროს არ უნდა
მიმართოთ ძალადობას. თუ გწამთ ევროდემოკრატიის, ევროპული იდეების,
უნდა იყოთ ქუჩებში, რომ თქვენი ხმა გაიგონ, (...) ათი კაცი ვართ დელეგაციაში,
https://tia.ge/274449-100-atasi-kaci-tu-gamova-quchashi-xelisuphleba-sxdomas-ver-chaatarebs-roman-gociridze.html
https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/sazogadoeba/85287-11-noembers-tbiliss-eu-is-tsevri-8-qveknis-delegatsia-etsveva-roti
1247 https://mtavari.tv/news/169416-arasdros-danebdet-ar-danebdet-rats-ar-unda
1245
1246
399
ჩვენ ბევრის გაკეთება შეგვიძლია, მაგრამ როდესაც ყველანი ერთად ვიქნებით,
გაცილებით მეტს შევძლებთ.“ 1248
ვიზიტის რეალური შედეგი კი ის იყო, რომ უცხო ქვეყნების მაღალი თანამდებობის
პირები ეწვივნენ საქართველოს და, მეგობრის სტატუსით, ქართველ ხალხს მოუწოდეს
დაპირისპირებისკენ. 1249
შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უარი
განაცხადა მათ მიღებაზე და აღნიშნა, რომ ჩამოსული დელეგაციის ზოგიერთი წევრი
ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის გავრცელებით იყო
დაკავებული. დეზინფორმაციის მხარდაჭერამ, როგორც ეს, მაგალითად, მოხდა მიხეილ
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ატეხილი საერთაშორისო
სკანდალის გამო, თავმჯდომარის თქმით, იმიჯი შეულახა საქართველოს საზღვარგარეთ და
დასავლელი პარტნიორების კეთილმოსურნეობას – საქართველოში. 1250 „შეუძლებელია,
ევროპას მშვიდობის პროექტად წარმოაჩენდე და, იმავდროულად, ევროპის სახელით,
ქვეყანაში არეულობას თესდე“ – დასძინა მან. პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე, შეახსენა
უცხოელ სტუმრებს, რომ საქართველოს კონსტიტუცია და საარჩევნო კანონმდებლობა
კრძალავდა უცხოურ ჩარევას არჩევნებში, რაც, ამ შემთხვევაში, უხეშად იყო დარღვეული. 1251
სტუმრები შეხვდნენ პროტესტში ჩართული პოლიტიკური ოპოზიციისა და
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. საუბარი ღიად შეეხო საქართველოს
ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებასა და საქართველოს
მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხებს. პირველი
მათგანი კონკრეტული ინდივიდების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებაა და მიზნად
ისახავს
ისეთი
შემზღუდველი
გარემოს
შექმნას,
რაც
მოცემულ
პირს
პოლიტიკურ/პროფესიულ საქმიანობაში წინაღობებს შეუქმნის, რამაც, სანქციის დამწესებლის
აზრით, მოცემულ პირს საქმიანობის გაგრძელება უნდა გადააფიქრებინოს; ხოლო მეორე
მათგანი ინსტრუმენტია, რომლის გამოყენებაც ქართველი ხალხის წინააღმდეგ უნდა მოხდეს
იმ გათვლით, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გაუქმებით გაღიზიანებული მოქალაქეები
საკუთარი სახელმწიფოს ხელისუფლებას მიუტრიალდებიან და მას თავადვე დაამხობენ.
ხოლო, თუ ამ მაღალი შედეგის მიღწევა მაინც ვერ მოხერხდება, უვიზო მიმოსვლის რეჟიმის
გაუქმება საზოგადოებაში დაძაბულობისა და პროტესტის ხარისხის გაზრდის საშუალება
მაინც გახდება, რაც, თავის მხრივ, სხვა ინტრუმენტებთან ერთობლიობაში, შესაძლოა,
სასურველი მაღალი შედეგის – ხელისუფლების კანონგარეშე ცვლილების – მომტანი იყოს.
სტუმრების პოლიტიკოსებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის
შემდეგ გაკეთებულმა განცხადებებმა ცხადყო, რომ ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებმა
ქართველი ხალხისთვის საზიანო არაერთი მოთხოვნა დააყენეს განხილვაზე. კერძოდ, თინა
https://www.youtube.com/watch?v=CB1a0Ba5G48
https://1tv.ge/news/shalva-papuashvili-shvedetis-khelisuflebis-warmomadgenelma-pirdapir-mouwoda-aqciismonawileebs-maidnis-scenarisken-vinmes-maidani-tu-unda-daidgas-tavis-qveyanashi-saqartveloshi-areulobas-sheesvan/
1250 https://civil.ge/ka/archives/634758
1251 https://x.com/shpapuashvili/status/1855866409336602713
1248
1249
400
ბოკუჩავამ ისაუბრა უვიზო მიმოსვლის „დროებით შეჩერებაზე“ მანამდე, სანამ საქართველოში
ევროპული მისწრაფებების მხარდამჭერი ხელისუფლება არ მოვიდოდა. 1252 მანვე აღნიშნა, რომ
განიხილებოდა ევროპარლამენტის რეზოლუციით საგამოძიებო მისიის შექმნა, გაყალბებული
არჩევნების გამოსაძიებლად, ასევე, სტუდენტური სასწავლო პროგრამებისა და სხვა
სიკეთეების „სასწორზე დადება.“ 1253 გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ არჩევნებს არც მათგან და
არც ქვეყნის გარედან არ ექნება აღიარება და მნიშვნელოვანია სანქციების დაწესება და
ფინანსური მხარდაჭერის გადასინჯვა. 1254 ანა დოლიძემ ხაზი გაუსვა „სისტემურ გაყალბებას“
და აღნიშნა, რომ ევროკავშირთან საუბარი ცესკოს თანამშრომლებისა და მაღალი რანგის
თანამდებობის პირების პასუხისგებაში მიცემაზე, სანქციების დაწესებაზე მიმდინარეობდა. 1255
ელენე ხოშტარიამ და ბადრი ჯაფარიძემ ხაზი გაუსვეს „მოპარულ არჩევნებს“ და „სრულ
ურთიერთგაგებას“ ევროპელ პარტნიორებთან. 1256
2024 წლის 16 ნოემბერს გამართულ სხდომაზე ცესკომ 2024 წლის 26 ოქტომბერს
ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები მედიისა და დამკვირვებლების
თანდასწრებით შეაჯამა. სხდომის მიმდინარეობისას, დავით კირთაძე, ცესკოს წევრი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ყავის ჭიქით ხელში ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი
კალანდარიშვილს მიუახლოვდა და ჭიქაში ჩასხმული შავი მელანი სახეში შეასხა. 1257 ცესკოს
თავმჯდომარეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მიუხედავად ცესკოს საქმიანობის
შეფერხების მცდელობისა, სხდომა გაგრძელდა და, კანონმდებლობით დადგენილ ვადებში,
არჩევნების შედეგები დამტკიცდა: 1258 „ქართული ოცნება“ – 53,93%, „კოალიცია
ცვლილებებისთვის – გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროა“ – 11,03%, „ერთიანობა – ნაციონალური
მოძრაობა“ – 10,17%, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ –
8,81%, „გახარია საქართველოსთვის“ – 7,78%, „გირჩი“ – 3,00%.
შესაბამისად, ახლად არჩეულ პარლამენტში ოპოზიციიდან 61 წევრი შევიდა: პარტია
„ლელომ“ („ძლიერი საქართველო“) 14 მანდატი მიიღო, პარტია „ახალმა“ („კოალიცია
ცვლილებისთვის“) – 19, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ – 12, ხოლო „ნაციონალურმა
მოძრაობამ“ – 16.
2024 წლის ნოემბერში დიდი ძალისხმევა განხორციელდა ახლად არჩეული
პარლამენტის პირველი სხდომის დელეგიტიმაცისთვის, რომელიც 25 ნოემბერს გაიმართა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს 2024 წლის 18 ნოემბრის სხდომის მიზნებისთვის,
ოთხმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ („კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანი
ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „გახარია საქართველოსთვის“) საგარეო საქმეთა და
უსაფრთოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელსა და
https://www.youtube.com/watch?v=S7I5hBQWQZM (02:13 წუთიდან).
https://www.youtube.com/watch?v=Hf2-Nt5rsd0 (00:50 წუთიდან).
1254 https://www.youtube.com/watch?v=S7I5hBQWQZM (02:35 წუთიდან).
1255 https://www.youtube.com/watch?v=Z9nKj_fieyI (01:14 წუთიდან).
1256 https://www.youtube.com/watch?v=Z9nKj_fieyI (07:50 წუთიდან).
1257 მოგვიანებით, სასამართლომ დავით კირთაძე სამართალდამრღვევად ცნო.
https://www.interpressnews.ge/ka/article/821033-sasamartlom-davit-kirtaze-romelmac-giorgi-kalandarishvils-shavisagebavi-sheasxa-500-larit-daajarima/
1258
https://cesko.ge/static/file/202411160819-26.10.2024-პპარლამენტის-არჩევნების-შედეგების-შემაჯამებელი-ოქმი1.pdf
1252
1253
401
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს გაუგზავნეს წერილი 1259 და
მოითხოვეს:
- 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადება;
- 30 დღეში სპეციალური საგამოძიებო მისიის შექმნის საკითხის განხილვა „შიდა და გარე
ჩარევების“ შესწავლის მიზნით;
- ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დელეგიტიმაცია;
- ევროკავშირში საქართველოს გაწევრების პროცესის შეჩერება;
- ევროკავშირსა და საქართველოს შორის ყველა დონის თანამშრომლობის შეჩერება, მათ
შორის, ასოცირებული საბჭოს შეხვედრების გაუქმება;
- მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგების დაყოვნება;
- საქართველოსთვის აღმოჩენილი ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმების გაყინვა;
- საქართველოსთვის გამოყოფილი, დაახლოებით, 120 მილიონი ევროს ოდენობის
ფინანსური დახმარების არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ მიერ დამოუკიდებელ
მედიად შერაცხულ ორგანიზაციებზე გადანაწილება;
- სპეციალური დაფინანსების მექანიზმების შექმნა, მათ შორის, დემოკრატიის
გაძლიერებისა და „სამართლიანი არჩევნების“ ხელშეწყობის მიზნით.
2024 წლის 25 ნოემბერს საქართველოს ახლად არჩეული პარლამენტი კანონმდებლობის
დაცვით შეიკრიბა და მუშაობას შეუდგა.
26 ნოემბერს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიღებულ იქნა რეზოლუცია,
რომელიც არსებითად ასახავდა თბილისში კომიტეტების თავმჯდომარეების ვიზიტის
ფარგლებში გამართული შეხვედრების შინაარსს. რეზოლუციის თანახმად:
- არჩევნების ლეგიტიმურობა სერიოზულადაა შელახული დარღვევების გამო, ამიტომ
საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა აღიაროს შედეგები და ხელახალი არჩევნები
ერთ წელიწადში უნდა ჩატარდეს;
-
ევროკავშირის მიერ უნდა დაწესდეს სანქციები საქართველოს პოლიტიკური
ხელისუფლების კონკრეტულ წარმომადგენლებსა და, ასევე, მოსამართლეებზე,
რომლებიც, ევროპარლამენტის აზრით, პოლიტიკურად მოტივირებულნი არიან და
პასუხს აგებენ ქვეყნის დემოკრატიულ უკანდახევასა და საარჩევნო დარღვევებზე;
-
ევროკავშირმა უნდა გადახედოს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს და
განიხილოს მისი შეჩერება. 1260
2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ სახელით განცხადება 1261 გააკეთა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელშეც ხაზგასმული იყო
ქართველი ხალხისა და მისი ხელისუფლების მისწრაფება ევროპისკენ და ის პრობლემები,
რომელთაც ორმხრივი ურთიერთობების ბოლო წლებში აწყდებოდა:
1259
chromeextension://efaidnbmnnnibpcajpcglclefindmkaj/https://cdn.imedi.ge/new/imedinews/U3/files/Letter%20to%20EU%20Foreig
n%20Ministers.pdf
1260 https://www.europarl.europa.eu/doceo/document/RC-10-2024-0179_EN.html
1261 https://www.imedi.ge/ge/video/176691/irakli-kobakhidzis-gantskhadeba
402
„ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანაა საქართველო 2030 წელს გახდეს ევროკავშირის
წევრი ქვეყანა, რისთვისაც ძალისხმევას არ დავიშურებთ. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, თავისი შინაარსით, ორმხრივია და მხოლოდ
ორმხრივი შეიძლება იყოს. ჩვენ ვართ ამაყი და თავმოყვარე ერი დიდი ისტორიით.
შესაბამისად, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ევროკავშირში ინტეგრაცია
განვიხილოთ როგორც მოწყალება, რომელიც ევროკავშირმა ჩვენთვის უნდა გაიღოს.
მეტიც, მიგვაჩნია, რომ საქართველოს, თავისი მდიდარი კულტურითა და პოტენციალით,
ზუსტად ისევე შეუძლია გაამდიდროს ევროკავშირი, როგორც ევროკავშირს შეუძლია
გაამდიდროს საქართველო. ამ ფონზე, ქართველი ხალხისთვის კატეგორიულად
მიუღებელია ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების ნაწილის მცდელობა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ცალმხრივ მოვლენად წარმოაჩინონ. კიდევ
უფრო მიუღებელია შეურაცხყოფების მთელი კასკადი, რომლებსაც მთელი ამ წლების
განმავლობაში ამ ადამიანებისგან ვისმენთ. ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა
ევროპარლამენტი აქციეს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის შიშველ იარაღად, რაც
ევროკავშირის უდიდესი სირცხვილია. ევროპარლამენტმა გასული სამი წლის მანძილზე
მიიღო სიცრუითა და შეურაცხყოფით სავსე ხუთი რეზოლუცია, რომლებიც, არათუ
ქართულმა საზოგადოებამ, ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომაც კი არ გაიზიარა. (...)
იგივე ადამიანები ლეგიტიმურ არჩევნებს თავს ესხმიან, მეტიც, ისინი ზუსტად ისეთივე
შემართებით ესხმიან თავს ეუთო-ოდირის არჩევნების შემფასებელ მისიას, რომელმაც
არჩევნები კონკურენტულად შეაფასა, როგორც ამას საქართველოში რადიკალური
ოპოზიციის ლიდერები აკეთებენ.
ასევე, ხედავთ, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები გამოყოფილ
გრანტებსა და სესხებს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟისთვის იყენებენ. ყველას
გვახსოვს, როგორ გეგმავდნენ 2021 წლის არჩევნებამდე ორიოდე კვირით ადრე,
საქართველოსთვის 75 მილიონი ევროს მოცულობის სესხის გაუქმებას, რათა ამით
არჩევნებზე არალეგიტიმური გავლენა მოეხდინათ. მსგავსი ნაბიჯი გადაიდგა 2024 წლის
საპარლამენტო არჩევნების წინაც, თუმცა, ამან ქართველი ხალხის არჩევანზე ვერავითარი
გავლენა ვერ იქონია. ფულის შანტაჟისთვის გამოყენებაც არის შეურაცხმყოფელი პრაქტიკა,
რომელიც თავმოყვარე ქართველი ხალხისთვის არასოდეს გახდება მისაღები. ყველას
გვახსოვს ისიც, თუ როგორ იქნა გამოყენებული კანდიდატის სტატუსის საკითხი
საქართველოს დასაშანტაჟებლად, ქვეყანაში არეულობის შემოსატანად და საზოგადოების
გასახლეჩად. უკრაინაში ომის დაწყების ფონზე, იმ დროს, როდესაც საქართველოს ყველაზე
მეტად ესაჭიროებოდა სიმშვიდე, ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების
ნაწილმა კანდიდატის სტატუსის თემა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობისთვის
გამოიყენა. აღნიშნულ რევოლუციის მცდელობაში ღიად იყვნენ ჩართული ორგანიზაციები,
რომლებიც ევროკავშირიდან იღებენ დაფინანსებას. (...) კანდიდატის სტატუსის თემა
გამოიყენებოდა საქართველოში რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის გაღვივების
მთავარ ინსტრუმენტად, (...) ახლა კი ვხედავთ, რომ ამ ადამიანებმა კანდიდატის სტატუსი
მოლაპარაკების გახსნით ჩაანაცვლეს. მოლაპარაკებების გახსნა დღეს ზუსტად ისევე
გამოიყენება ჩვენი ქვეყნის დაშანტაჟების და საზოგადოების გახლეჩის ინსტრუმენტად,
როგორც მანამდე კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა. (...) მთავარია არა ის, თუ როდის
გავხსნით მოლაპარაკებებს, არამედ ის, თუ როდის დავხურავთ მას. როგორც მოგეხსენებათ,
საქართველომ უკრაინაზე და მოლდოვაზე გვიან დაიწყო მოლაპარაკებები ასოცირების
შეთანხმების ხელმოწერასთან, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებასა და
უვიზო რეჟიმის მიღებასთან დაკავშირებით. თუმცა, სამივე შემთხვევაში, წარმატებას ამ
403
ქვეყნებზე ადრე ან ამ ქვეყნების თანადროულად მიაღწია. იმასაც შეგახსენებთ, რომ
მონტენეგრომ და სერბეთმა, შესაბამისად, 2012 და 2014 წელს გახსნეს მოლაპარაკებები
ევროკავშირთან, თუმცა ამას მათი ევროინტეგრაცია ოდნავადაც არ დაუჩქარებია.
თურქეთს კი ევროკავშირმა 2005 წელს გახსნილი მოლაპარაკებები 2016 წელს საერთოდაც
შეუწყვიტა. ტექნიკური თვალსაზრისით, მოლაპარაკებების გახსნიდან ევროკავშირში
გაწევრიანებამდე მხოლოდ წელიწად-ნახევარი – ორი წელიწადი არის საჭირო, 2030
წლამდე კი ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოება არავის აქვს დაგეგმილი. აქედან
ჩანს, თუ რამდენად ხელოვნური და შესაბამისად უკიდურესად შეურაცხმყოფელია ის
შანტაჟი, რომელსაც ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების ნაწილი
მოლაპარაკებების გახსნის თემით საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ აწარმოებენ.
ამასთან, ამ ფონზე, საქართველოს სთხოვენ არა რეფორმებს, არამედ მხოლოდ ისეთ
ნაბიჯებს, რომლებიც ღირსებაზე უარის თქმას ნიშნავს. ეს არის გამჭვირვალობის შესახებ
კანონის გაუქმება, LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის გაუქმება, სანქციების დაწესება
და საქართველოს ეკონომიკის ჩვენივე ხელით ჩამოშლა, მიხეილ სააკაშვილის
გათავისუფლება და სხვა. ჩვენ მხოლოდ ღირსებით ვივლით წინ ევროკავშირისკენ, ეს არის
ქართველი საზოგადოების, იმ 1 200 000 ამომრჩევლის დაკვეთა, რომელმაც „ქართულ
ოცნებას“ და „ქართული ოცნების“ კურსს მყარი ნდობა გამოუცხადა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება,
2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების
გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო
გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. 2028 წლის ბოლო არის ის დრო, როდესაც საქართველო
იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ მომზადებული, რათა გახსნას
მოლაპარაკებები 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ჩვენ არ ვჩერდებით და
განვაგრძობთ ასოცირების დღის წესრიგითა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით
გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას და, როგორც დღეს დამტკიცებულ
სამთავრობო პროგრამაშია აღნიშნული, 2028 წლისთვის ამ ვალდებულებების 90%-ზე მეტი
გვექნება შესრულებული. ამასთან, ყველა ამ ვალდებულებას შევასრულებთ საკუთარი
დაფინანსებით, ევროკავშირის ყოველგვარი ფინანსური დახმარების გარეშე. ჩვენ ვაპირებთ
არა მათხოვრობით და ცალ ფეხზე დგომით ევროკავშირში შესვლას, არამედ ევროკავშირში
ღირსეულად გაწევრიანებას, გამართული დემოკრატიული სისტემითა და ძლიერი
ეკონომიკით. ჩვენ განვაგრძობთ სვლას ევროკავშირისკენ, თუმცა არავის მივცემთ
საშუალებას დაგვტოვონ მუდმივი შანტაჟისა და მანიპულაციის რეჟიმში, რაც ჩვენი
ქვეყნისა და საზოგადოებისთვის სრულიად შეურაცხმყოფელია. მიგვაჩნია, რომ ჩვენი
დღევანდელი გადაწყვეტილება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ურთიერთობების
გაჯანსაღებაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის. შესაბამის ევროპელ
პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებს, რომლებიც სრულად არიან დაცლილი ევროპული
ღირებებულებისგან, ჩვენ მკაფიოდ უნდა დავანახოთ, რომ ისინი საქართველოს არა
შანტაჟის და შეურაცხყოფით, არამედ ღირსეულად უნდა ელაპარაკონ. საზოგადოების
გახლეჩისა და მანიპულაციის ინსტრუმენტად მოლაპარაკებების გახსნის საკითხის
გამოყენება ევროკავშირს საქართველოში სერიოზულ რეპუტაციულ ზიანს აყენებს.“
პრემიერ-მინისტრის განცხადება დესტრუქციულმა ძალებმა საქართველოს ევროპული
გზიდან გადახვევად, ევროკავშირთან ინტეგრაციის შეჩერებად, საქართველოს ევროპულ
მომავალზე უარის თქმად გაასაღეს და რევოლუციური სცენარი ახალი ენერგიით
გაააქტიურეს.
404
2024 წლის 29 ნოემბერს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) პრეზიდენტმა პია
კაუმამ „ევრონიუსთან“ ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში 2024 წლის 26
ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც 42 სხვადასხვა ქვეყნის 500-ზე
მეტი დამკვირვებელი აკვირდებოდა, პარტიებს შორის არსებული მწვავე დაპირისპირების
მიუხედავად, უზრუნველყოფდა პარტიათა ფართო არჩევანსა და კანდიდატებისთვის
თავისუფალი საარჩევნო კამპანიის წარმართვის შესაძლებლობას. 1262
მიუხედავად ამისა, დესტრუქციული ოპოზიცია აგრძელებდა ბრძოლას პარლამენტის
ლეგიტიმაციის უსაფუძვლოდ ეჭვქვეშ დასაყენებლად, რასაც ხელს უწყობდა უცხო ქვეყნების
ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებებიც.
2024 წლის 30 ნოემბერს აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის
ინაუგურაციამდე, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული
სტრატეგიური პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამის მიზეზად, აშშ-ის
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა „ქართული ოცნების“ მხრიდან
ანტიდემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღება დაასახელა. 1263
აღნიშნული გადაწყვეტილება გამოცხადდა საქართველოში არსებული დაძაბულობის
ფონზე, რამაც დამატებითი საპროტესტო მუხტი გააჩინა, რადგან დესტრუქციულმა
ოპოზიციამ საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილება საკუთარ გამარჯვებად გაასაღა და
თავისი გეგმების ლეგიტიმაციის წყაროდ და სახელმწიფო ინსტიტუტებზე ზეწოლისთვის
გამოიყენა. უნდა აღინიშნოს, რომ მეთიუ მილერის განცხადებაში ქუჩაში გამართული
პროტესტი „სამართლიანად“ იყო შეფასებული კონსტიტუციის იმ „ღალატის“ ფონზე,
რომელსაც, მისი თქმით, „ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების“ შესახებ „ქართული
ოცნების“ გადაწყვეტილება უდრიდა.
2024 წლის 30 ნოემბერს ოთხმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ („კოალიცია
ცვლილებებისთვის“,
„ერთიანი
ნაციონალური
მოძრაობა“,
„ლელო“,
„გახარია
საქართველოსთვის“), კონსულტაციების შედეგად, გამოაქვეყნა საერთო განცხადება,
რომელშიც ეწინააღმდეგებოდნენ, მათი თქმით, „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურ
მმართველობას, ასევე, მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ
განხორციელებულ
სისტემურ
ძალადობას.
ისინი
მოითხოვდნენ
დაკავებული
დემონსტრანტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და საერთაშორისო თანამეგობრობას
მოუწოდებდნენ მკაფიო განცხადებების გაკეთების, მიტაცებული არჩევნების შედეგების
არაღიარებისა და ქმედითი საპასუხო ნაბიჯების გადადგმისაკენ. 1264
2024 წლის 1 დეკემბერს დესტრუქციულ ოპოზიციასთან დაახლოებულმა
ევროპარლამენტარებმა რასა იუკნევიჩიენემ და მიჰალ შჩერბამ ევროკავშირის უმაღლეს
წარმომადგენელს, კაია კალასს, საქართველოს საკითხზე ვრცელი წერილით მიმართეს.
https://www.euronews.com/2024/11/29/as-the-european-security-architecture-turns-50-we-need-dialogue-andleadership
1263 https://civil.ge/ka/archives/639989
1264
https://mtavari.tv/news/171061-otkhi-politikuri-koalitsiapartiebiertobliv?fbclid=IwY2xjawJVO7tleHRuA2FlbQIxMQABHZSmp_gELQGBJO4hPZAmSzPLQZTCplE3kZaXsTdu6itHkjwnfO
RTnPPQSw_aem_C5q5nbBrW4vDSAE9Wb1BTw
1262
405
აღნიშნულ წერილში ღიად მოითხოვდნენ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს
ხელისუფლების მიმართ სანქციების დაწესებას. 1265
2024 წლის დეკემბერში საქართველოში განსაკუთრებით გააქტიურდა შეტევები
სამაუწყებლო კომპანია „იმედისა“ და მისი ჟურნალისტების წინააღმდეგ, როგორც
ინდივიდუალური პირების, ასევე, სამოქალაქო ორგანიზაციების მხრიდან. იმის გამო, რომ
კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლას არ გულშემატკივრობდა, ისფედმა
„იმედს“ პროპაგანდისტული ტელევიზია უწოდა. 1266 გარდა იმისა, რომ აქციების გაშუქებისას
ველზე მყოფ ჟურნალისტებს თავს ესხმოდნენ ვერბალურად და ფიზიკურად, დაიგეგმა
ინდივიდუალური ჟურნალისტებისადმი ზიზღის კამპანია, რასაც რამდენიმე ჟურნალისტმა
ვერ გაუძლო და სამსახური დატოვა. 1267 „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერმა
ჟურნალისტმა დავით პაიჭაძემ კი საჯაროდ დაწერა: “მე ვუშვებ, რომ მომდევნო
ხელისუფლება სააკაშვილს გაასამართლებს იმის გამო, რომ 2007 წლის ნოემბერში არ მიაყენა
ბულდოზერები და მიწასთან არ გაასწორა „ტვ იმედის“ შენობა თავისი ტექნიკით”. 1268
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა დესტრუქციული
ოპოზიციის „გამარჯვების სცენარებზე“ საუბრისას განაცხადა, რომ „იმედის“ ტელევიზიის
არსებობა მათთვის ხელშემშლელი ფაქტორი იყო და საჭიროდ მიიჩნია სანქციების დაწესება
არხის მფლობელების წინააღმდეგ. 1269
საპასუხოდ, ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა განცხადება, სადაც არხის
თანამშრომლებზე ზეწოლა და ბულინგი შეაფასა როგორც დესტრუქციული ოპოზიციის,
მათთან აფილირებული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან
განხორციელებული კოორდინირებული თავდასხმა. ტელეკომპანიის თქმით, ეს ქმედებები
სცდებოდა ყოველგვარ ეთიკურ და დემოკრატიულ ზღვარს და მიზნად ისახავდა „იმედის“
დისკრედიტაციასა და ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვას. 1270
ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ საგამოძიებო კომისიის წინაშე
აღნიშნა, რომ „იმედი“ წარსულში „ნაციონალური მოძრაობის“ თავდასხმის ობიექტი იყო და ეს
დღესაც გრძელდება. მის მიერ საგამოძიებო კომისიისთვის წარდგენილი ინფორმაციის
თანახმად, ოპოზიციაში გადასული „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული
პირები ახორციელებენ კოორდინირებულ მცდელობებს არხის დასახურად. მაგალითად,
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორი ეკა გიგაური ოფიციალურად
მიმართავს ჰოლანდიის მთავრობას და სთხოვს ტელეკომპანიისთვის მაუწყებლობის
შეჩერების მიზნით, ზომების მიღებას იმ მოტივით, რომ, თითქოს, „იმედი“ ანტიევროპულ
რიტორიკას ეწევა. 1271
https://mtavari.tv/news/171228-sanktsiebi-daucesdet-otsnebis-liderebs-aseve
https://www.isfed.ge/geo/blogi/qartuli-otsnebis-propaganda-protestis-chasakhshobad1267 https://www.google.com/amp/s/www.radiotavisupleba.ge/amp/33294961.html;
https://mtavari.tv/news/171949-imedizhurnalistma-levan-morchiashvilma-datova; https://www.google.com/amp/s/netgazeti.ge/news/755120/%3famp=1
1268 https://www.facebook.com/david.paitchadze/posts/10161293565434541?ref=embed_post
1269
https://imedinews.ge/ge/politika/368094/zaza-bibilashvili-gamarjvebis-gza-archevnebze-ar-gadis-amistvis-sachiroarejimis-chamoshla-an-qotsebis-gakra-ristvisats-ar-arsebobs-dzala-da-neba
1270 https://imedinews.ge/ge/politika/365722/teleimedis-gantskhadeba
1271 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 21 მაისის N27 სხდომაზე ირაკლი რუხაძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი, ასევე, წარმოდგენილი მასალა.
1265
1266
406
ევროკავშირისა და აშშ-ის რეზოლუციებმა და გადაწყვეტილებებმა, ასევე, 2024 წლის 2
დეკემბერს ლიეტუვის, ესტონეთისა და ლატვიის მიერ ქართველი ოფიციალური პირებისა და
მაღალჩინოსნების მიმართ დაწესებულმა სანქციებმა 1272 ქვეყნის შიგნით კონფრონტაციული
ფონის ზრდას შეუწყო ხელი.
2024 წლის 2 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილმა საჯაროდ მოუწოდა სკოლებს აქციებში
ჩართვისკენ, 1273 რამაც არასრულწლოვანთა უფლებების პოლიტიკური მიზნით
მანიპულირების მცდელობის გამო, საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია. 1274
2024 წლის 28 ნოემბრის საღამოდან 4 დეკემბრის დილამდე რუსთაველის გამზირზე
ძალადობრივი ხასიათის საპროტესტო აქციები გაიმართა:
28 ნოემბერი – 29 ნოემბერი
00:10 – აქციის მონაწილეებმა დაიწყეს პოლიციისთვის პიროტექნიკის სროლა;
01:14 – შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოსცა გაფრთხილება;
02:11 – სპეცრაზმმა დაიწყო წყლის ჭავლის გამოყენება და დაშლის მოწოდება.
29 ნოემბერი
21:30 – აქციის მონაწილეებმა დაიწყეს პოლიციისთვის ქვებისა და ბოთლების სროლა,
შეურაცხყოფის მიყენება და პარლამენტის მიმდებარედ ინვენტარის დაზიანება;
22:05 – შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოსცა გაფრთხილება;
23:02 – აქციის მონაწილეებმა განაგრძეს პიროტექნიკის სროლა;
23:03 – სპეცრაზმმა დაიწყო წყლის ჭავლის გამოყენება და დაშლის მოწოდება;
23:45 – მოწოდების დაუმორჩილებლობის გამო, სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო.
30 ნოემბერი – 1 დეკემბერი
23:17 – აქციის მონაწილეებმა დაიწყეს პოლიციისთვის ქვებისა და პიროტექნიკის
სროლა;
00:10 – შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოსცა გაფრთხილება, რომ პროტესტი გასცდა
კანონის ფარგლებს და მოუწოდა მომიტინგეებს, თავი შეეკავებინათ კანონის
დარღვევისგან;
00:55 – სპეცრაზმმა დაიწყო სპეციალური საშუალებების გამოყენება;
https://civil.ge/ka/archives/640620
https://1tv.ge/news/salome-zurabishvili-universitetebis-shemdeg-akhla-skolebis-droa-mteli-saqartvelos-masshtabitgamokhaton-solidaroba-saprotesto-aqciebis-mimart/სხვადასხვა
ქვეყანაში,
რევოლუციური
სცენარის
განხორციელებისას, ახალგაზრდების, მათ შორის, არასრულწლოვნების, ჩართვა ხშირად გამოიყენება
პოლიტიკური დაპირისპირების გასამწვავებლად.
1274 https://vc.bridgew.edu/cgi/viewcontent.cgi?article=1728&context=jiws
1272
1273
407
02:10 – მოწოდების დაუმორჩილებლობის გამო, სპეცრაზმმა დაიწყო აქციის დაშლა
და რუსთაველის გამზირის გაწმენდა.
1 დეკემბერი – 2 დეკემბერი
20:18 – აქციის მონაწილეებმა დაიწყეს ქვებისა და პიროტექნიკის სროლა პარლამენტის
მიმართულებით;
21:01 – სპეცრაზმმა დაიწყო სპეციალური საშუალებების გამოყენება;
23:34 – შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოსცა გაფრთხილება ფეისბუკზე (Facebook);
01:35 – შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოსცა ხმოვანი გაფრთხილება;
01:40 – სპეცრაზმმა დაიწყო აქციის დაშლა და რუსთაველის გამზირის გაწმენდა.
2 დეკემბერი – 3 დეკემბერი
19:10 – აქციის მონაწილეებმა დაიწყეს პოლიციისთვის ქვებისა და პიროტექნიკის
სროლა;
19:13 – სპეცრაზმმა დაიწყო წყლის ჭავლის გამოყენება;
19:32: შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოსცა გაფრთხილება;
21:44: მოწოდების დაუმორჩილებლობის გამო, სპეცრაზმმა დაიწყო აქციის დაშლა და
რუსთაველის გამზირის გაწმენდა.
3 დეკემბერი – 4 დეკემბერი
20:30 – აქციის მონაწილეებმა დაიწყეს პოლიციისთვის ქვებისა და პიროტექნიკის
სროლა;
22:40 – შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოსცა გაფრთხილება და სპეცრაზმმა დაიწყო
წყლის ჭავლის გამოყენება;
23:30 – მოწოდების დაუმორჩილებლობის გამო, სპეცრაზმმა დაიწყო აქციის დაშლა.
საერთო ჯამში, 577-მა მოქალაქემ მიმართა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას,
რომელთაგანაც 160-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, მათ შორის იყო 142 აქციის მონაწილე და
10 მედიის წარმომადგენელი. დაშავდა 171 პოლიციელი, მათგან 55-ს ჰოსპოტალიზაცია
დასჭირდა. 2 პოლიციელი დაშავდა მძიმედ, 107 – საშუალო სიმძიმით, 62 – მსუბუქად. 1275
მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, საიდანაც გაირკვა, რომ
29 ნოემბერს აქციის მონაწილეების მიერ ნასროლი ბლაგვი საგნის მოხვედრის შედეგად, ერთ-
https://1tv.ge/news/shss-samartaldamcvelebis-diskreditaciis-miznit-arasamtavrobo-organizaciebis-politikuri-jgufebiswarmomadgenelta-mkhridan-aqciebze-gatarebuli-ghonisdziebebis-taobaze-cru-braldebebi-vrceldeba/
1275
408
ერთმა პოლიციელმა თვალის არეში მძიმე დაზიანება მიიღო და მარჯვენა თვალში
მხედველობა დაკარგა. 1276
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ძალადობრივი პროტესტის მიუხედავად,
დესტრუქციული ოპოზიცია კვლავ პროტესტის ლეგიტიმურ და მშვიდობიან ხასიათზე
საუბრობდა და ამბობდა, რომ „ის, რაც ხდებოდა რუსთაველზე, ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა
გაგრძელებულიყო“. 1277 მსგავსი მიდგომები ართულებდა პროცესების სამართლებრივ ჩარჩოში
მოქცევას. ოპოზიციური ლიდერები არა მხოლოდ ამართლებდნენ ძალადობას, არამედ
გარედან მხარდაჭერას, ფინანსურ დახმარებასა და ხელისუფლების წინააღმდეგ კონკრეტული
ნაბიჯების გადადგმას საჯაროდ ითხოვდნენ. ამის მაგალითია „ნაციონალური მოძრაობის“
ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებაც.1278
უშედეგო აქციებმა დესტრუქციულ ოპოზიციაში ეროვნული დაუმორჩილებლობის
შესახებ ახალი სტრატეგიის იდეა გააჩინა, რომელიც ქვეყანაში საყოველთაო გაფიცვის
მიღწევას ისახავდა მიზნად. „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა მაღალჩინოსანმა გიორგი
ვაშაძემ განაცხადა: „ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმ ეტაპს, სადაც არა მხოლოდ გავაგრძელებთ
პროტესტს, არამედ მოვუწოდებთ ზოგად დაუმორჩილებლობას, გაფიცვას მთელ
საქართველოში.“ 1279 ამ მოწოდებას მხარი დაუჭირა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა
ლიდერმა ლაშა ბაქრაძემაც, რომელმაც აღნიშნა: „რაც უფრო მეტად გაიზრდება ძალადობა,
მით უფრო სერიოზული იქნება დასავლეთის ზეწოლა.“ 1280 პროტესტის რადიკალურ ბუნებაზე
მეტყველებს მოძრაობა „დაფიონის“ წარმომადგენლის, ზვიად ცეცხლაძის მოწოდებაც. მან
ღიად ისაუბრა საქართველოში რევოლუციური სცენარების განვითარების შესაძლებლობაზე
და პროტესტის მონაწილეებს ძალადობრივი ქმედებებისკენ მოუწოდა. 1281 8 დეკემბერს
ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა სოციალურ მედიაში გაავრცელა ვიდეოკადრები,
რომლითაც დადასტურდა ნიღბიანი არაფორმალური ჯგუფების – ე.წ. თავდაცვის რაზმების
არსებობა სამართალდამცავთა წინააღმდეგ ქმედებების ჩასადენად და შემდგომ დამნაშავის
იდენტიფიკაციის გასართულებად. „ამიერიდან ეს მხოლოდ გაიზრდება“, 1282 მიუთითებდნენ
ორგანიზატორები.
8 დეკემბერს დესტრუქციული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გახარიამ
საჯაროდ განაცხადა:
„ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით გეგმას, რომელსაც ჰქვია პირველი ფაზა და ეს ფაზა,
მერწმუნეთ, ჩვენ თუ არ დავასრულეთ ახალ წლამდე, ყოველ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებულ
https://www.facebook.com/watch/?v=1202320368134685
https://1tv.ge/news/zurab-jafaridze-protestma-shesadzloa-skhvadaskhvanairi-forma-miighos-tumca-is-rac-khdebarustavelze-nebismier-shemtkhvevashi-unda-gagrdzeldes/
1278 https://1tv.ge/news/giorgi-vashadze-unda-velodot-konkretul-qmedebebs-evrokavshiris-mkhridan-garda-amisa-pirdapirvtkhovet-finansuri-mkhardachera-schirdeba-khalkhs-samoqalaqo-seqtors-mediasashualebebs/
1279
https://www.interpressnews.ge/en/article/135705-giorgi-vashadze-we-must-reach-the-point-where-we-not-onlycontinue-the-protest-but-also-cause-general-disobedience-and-a-strike-throughout-georgia/
1280
https://www.interpressnews.ge/ka/article/823458-lasha-bakraze-rac-upro-gaizrdeba-zaladoba-mit-upro-seriozuliikneba-dasavletidan-cnexi-da-am-zaladobaze-ara-marto-kveqnis-shignit-kveqnis-garetac-moucevt-pasuxi-agon/
1281 https://www.youtube.com/watch?v=CEVtbo3sC18
1282 https://x.com/Mikiashvili_M/status/1865833815408570840
1276
1277
409
შტატებში პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, იცოდეთ, რომ შემდგომ უკვე, ეს ძალიან გვიან იქნება.
ამიტომ ჩვენ ახლა კონცენტრირებულად ვმუშაობთ იმაზე, რომ ლეგიტიმაცია არ მოხდეს ამ
ინსტიტუტების. (...) არჩევნები და არჩევნების შედეგად დამდგარი ინსტიტუციონალური მოწყობა არ
უნდა იყოს ლეგიტიმური. 1283
2024 წლის 11 დეკემბერს, სუს-მა გამოაქვეყნა განაცხადება იმის შესახებ, რომ
იგეგმებოდა 14 დეკემბრისთვის დანიშნული საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების ჩაშლა.
ადგილობრივი აქტორები, უცხოური სპეცსამსახურების კოორდინაციით, ცდილობდნენ
სიტუაციის ხელოვნურ გამწვავებასა და ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობას.
განცხადების მიხედვით, არსებობდა ინფორმაცია ორი-სამი მსხვერპლის ხელოვნურად
გამოწვევის სცენარზე, რაც გამოყენებული იქნებოდა პროტესტის ესკალაციისა და
სამთავრობო კრიზისის შესაქმნელად. როგორც სუს-ის განცხადებაში იყო აღნიშნული,
მიმდინარე გეგმა „ფერადი რევოლუციების“ სცენარს მიჰყვებოდა და ითვალისწინებდა
თანმიმდევრულ ძალადობრივ ფაზებს, რომელსაც კულმინაციისთვის მშვიდობიანი
მოქალაქეების გარდაცვალებით უნდა მიეღწია.1284
საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სამართალდამცველებმა ოპოზიციური
პარტიებისა და ორგანიზაციების („დროა“, „გირჩი“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ჯიუტი“)
ოფისებში ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ფოიერვერკები, „მოლოტოვის კოქტეილები“,
ჩაფხუტები, რესპირატორები და სხვა აღჭურვილობა. 1285
2024 წლის ნოემბერში საქართველოში პიროტექნიკის გაყიდვის 90%-იანი ზრდა
აღინიშნა, 1286 რაც, მეტწილად, პოლიციის წინააღმდეგ იქნა აქციების დროს გამოყენებული.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, 2024 წლის დეკემბერში
განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები, 1287 რომლითაც მოწესრიგდა პიროტექნიკის
იმპორტთან, წარმოებასა და გაყიდვასთან დაკავშირებული საკითხები და აიკრძალა
პიროტექნიკისა და ლაზერული მოწყობილობების ქონა აქციების დროს. 1288 ასევე, აიკრძალა
დემონსტრაციაზე ნიღბის ტარება და სახის დაფარვა.
2024 წლის 25 ნოემბერს ახლად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის
მეორე დღიდან, ოპოზიციურ პარტიებს არჩევნებში მიღებული შედეგების მიხედვით,
სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება გაუჩნდათ. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების
შედეგებსა და ახლად არჩეულ პარლამენტს არ აღიარებდნენ და კონსტიტუციური
წყობილების ძალადობით ცვლილებას ქუჩიდან ცდილობდნენ, ცესკოს ოფიციალური
ინფორმაციის თანახმად, ოთხი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიიდან სამმა
არჩევნების შედეგად მიღებული ხმების შესაბამისი დაფინანსების მიღებაზე თანხმობა
https://rustavi2.ge/ka/news/300634
https://ssg.gov.ge/news/964/saqartvelos-saxelmtsifo-usafrtxoebis-samsaxuris-gancxadeba
1285 https://rustavi2.ge/ka/news/300165
1286
https://www.interpressnews.ge/ka/article/824757-irakli-kobaxize-sharshandel-noembertan-shedarebit-90-it-iqogazrdili-piroteknikis-gaqidvis-machvenebeli-es-nishnavs-imas-rom-konkretuli-zalebi-imaragebdnen-masalebszaladobistvis/
1287
https://1tv.ge/news/kanonproeqtis-mikhedvit-saqartveloshi-piroteqnikuri-nawarmis-importi-eqsporti-warmoeba-darealizacia-specialuri-nebartva-licenziis-safudzvelze-iqneba-shesadzlebeli/
1288 https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/31678?publication=25
1283
1284
410
განაცხადა („ნაციონალური მოძრაობა“, „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო“ – „ძლიერი
საქართველო“). 1289 „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა –
„საბიუჯეტო
დაფინანსებას არ აქვს კავშირი პარლამენტის ლეგიტიმაციასთან.“ „გვარამია, მელია, გირჩი,
დროას“ კოალიციამ დაფინანსებაზე უარი განაცხადა.
2025 წლის 15 იანვარს პროკურატურამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების
სავარაუდო გაყალბების საქმეზე მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგები გაასაჯაროვა.
გამოძიების ფარგლებში, დალუქულ იქნა ცესკოს შესაბამისი საცავები, სადაც განთავსებული
იყო ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები. აპარატებიდან ინფორმაციის მოსაპოვებლად
მოწვეულ იქნენ უცხოელი ექსპერტები, აშშ-ში ლიცენზირებული კომპანიის წამომადგენლები.
გარდა ამისა, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით ჩატარებული ექსპერიმენტების
შედეგად, გამოირიცხა ერთი ამომრჩევლის მიერ როგორც ერთსა და იმავე, ისე სხვადასხვა
უბანზე განმეორებით ხმის მიცემის შესაძლებლობა. გამოძიების ფარგლებში, დაახლოებით,
800 საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება განხორციელდა, გამოიკითხა 400-მდე ფიზიკური
პირი. 1290 უწყების ინფორმაციით, გამოკითხულმა პირებმა ვერ წარადგინეს ვერანაირი
მტკიცებულება 2024 წლის არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე. ჩატარდა ქიმიური ექსპერტიზა,
რომლის შედეგების თანახმად, არჩევნების დღეს გამოყენებული მარკირების სითხე
ულტრაიისფერი სხივებით დანათებისას ნათებას ინარჩუნებს, არანაკლებ, 12 საათის
განმავლობაში, ხელის მრავალჯერადი დაბანის შემთხვევაშიც კი. 1291
მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, ოთხმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ უარი
განაცხადა სადეპუტატო
მანდატების მიღებაზე. კოალიციამ „ძლიერი საქართველო“
(პარტიები – „ლელო“, „ანა დოლიძე – ხალხისთვის“, „მოქალაქეები“), „კოალიციამ
ცვლილებისთვის“ (პარტიები - „ახალი“, „გირჩი“, „დროა“) და „ნაციონალურმა მოძრაობამ“
ცესკოს მიმართეს რეგისტრირებული სიების გაუქმების მოთხოვნით, რაც, კანონით
დადგენილი წესითა და ვადაში, 2024 წლის 26 ნოემბერს დაკმაყოფილდა. ასევე, ამ საარჩევნო
სუბიექტებიდან არჩეულმა 49 დეპუტატმა საქართველოს პარლამენტისგან სადეპუტატო
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა ინდივიდუალურად მოითხოვა, რაც, დადგენილი
პროცედურების დაცვით, 2025 წლის 5 თებერვალს დაკმაყოფილდა.1292 რაც შეეხება „გახარია
საქართველოსთვის“, ამ პარტიიდან არჩეული 12 დეპუტატი პარლამენტის საგაზაფხულო
სესიის განმავლობაში გამართული 26 სხდომიდან არცერთს არ დაესწრო არასაპატიო
მიზეზით, რის გამოც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ 2025 წლის 2 ივლისს
სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდათ. 1293 პარტიას არ მიუმართავს
1289
https://cesko.ge/ge/siakhleebi/pres-relizebi/singleview/11035691-saparlamento-archevnebis-shedegebis-safudzvelzedafinansebas-6-politikuri-gaertianeba-miighebs
1290
https://pog.gov.ge/news/saqartvelos-generaluri-prokuraturis-gantskhadeba-archevnebis-shesadzlo-gakalbebis-faqttandakavshirebit-mimdinare-gamodziebis-shualedur-shedegze-4707
1291 საქართველოს პროკურატურის მიერ საგამოძიებო კომისიის წინაშე წარმოდგენილი ინფორმაცია.
1292
https://www.parliament.ge/media/news/parlamentma-sami-politikuri-gaertianebis-tsevr-49-deputats-uflebamosilebavadamde-sheutsqvita
1293 საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის გ) ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება
ვადამდე შეუწყდება თუ იგი მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების
411
ცესკოსთვის რეგისტრირებული სიების გაუქმების მოთხოვნით, რაც მას საშუალებას აძლევს,
სიაში მითითებული მომდევნო 12 კანდიდატი საკანონმდებლო ორგანოში შეიყვანოს.
2025 წელი – სოციალური შუღლის გაღვივებისა და საქართველოს საერთაშორისო
ასპარეზიდან გარიყვის განახლებული მცდელობები
„ჩვენ გვყავს (...) არაოფიციალური დანაყოფები, როგორც „მაიდანზე“ უკრაინაში. ესენი არიან სამოქალაქო
პირები ნიღბებით, მაგრამ ასევე არიან ადამიანები კერძო დაცვის კომპანიებიდან და ისინი შეიარაღებულები
არიან.“ 1294
უჩა ნანუაშვილი, არასამთავრობო სექტორის წევრი, საპროტესტო მოძრაობის მონაწილე
2025 წლის აპრილი
საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით
გამართული საპროტესტო აქციები, მართალია, შემცირებული მასშტაბით, მაგრამ 2025 წელსაც
გაგრძელდა და 4 აგვისტოს მდგომარეობით კვლავ მიმდინარეობს. გრძელდება, ასევე,
აქციების ფონის უზრუნველყოფა უცხოური ძალების დახმარებით.
2025 წლის 6 მაისს კონგრესმენების, ჯო უილსონის, სტივ კოენისა და მარკ ვისის
ინიციატივით წარდგენილ „მეგობარი აქტს“ (MEGOBARI Act) 1295 აშშ-ის კონგრესის
წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო, 1296
„საქართველოში ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის
გავლენის შესაკავებლად“. დოკუმენტი ითვალისწინებს არაერთი კატეგორიის სანქციას
საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. 1297 თუმცა, 2025 წლის 24 ივლისს აქტის მიღების
პროცესი შეფერხდა კონგრესის სენატში, რადგან მას სამმა სენატორმა − მარკვეინ მალინმა, მაიკ
ლიმ და რენდ პოლმა მხარი არ დაუჭირეს.1298
2025 წლის 12 იანვარს ქართულ სოციალურ ქსელებში გავრცელდა კამპანია
სახელწოდებით „ჩაუფურთხე ქოცს“ 1299 , რომლის გამართლებასაც არაერთი „ნაციონალური
მოძრაობის“ ყოფილი პოლიტიკური თანამდებობის პირი, მათ შორის, გიორგი კანდელაკი
შეეცადა. 1300 მიუხედავად მცდელობისა, რომ სოციალური დაძაბულობისა და შუღლის
გაღვივების მიზნით წამოწყებული კამპანია საბჭოთა დროის წინააღმდეგობის მოძრაობასთან
დაეკავშირებინათ, ძალისხმევამ შედეგი ვერ გამოიღო, რადგან შეფურთხებისა და საკვებში
ნახევარზე
მეტს.
https://parliament.ge/media/news/parlamentma-partia-sakartvelostvis-12-tsevris-sadeputatouflebamosilebis-vadamde-shetsqvetis-sakitkhs-mkhari-dauchira
1294 https://rumble.com/v6sgp99-prank-with-ucha-nanuashvili.html?e9s=src_v1_ucp_a
1295 https://joewilson.house.gov/media/press-releases/congressmen-wilson-cohen-hudson-veasey-re-introduce-megobari-act
1296 ანგარიშვალდებულების, მედეგობისა და დამოუკიდებლობის ასაშენებლად საქართველოს შესაძლებლობების
მობილიზებისა და გაძლიერების აქტი (Mobilizing and Enhancing Georgia's Options for Building Accountability,
Resilience, and Independence Act).
1297 https://www.congress.gov/bill/119th-congress/house-bill/36/text
1298 https://www.facebook.com/a.raufoglu/posts/the-megobari-act-a-vital-bipartisan-bill-that-mandates-sanctions-on-putinspawns/10239220028344728/
1299 მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ან მხარდამჭერი.
1300 https://shorturl.at/SRVLQ
412
ჩაფურთხების გამოყენება ყველაზე ხშირად „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის
პერიოდში განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების, განსაკუთრებით კი, პარტიმრების
მიმართ ხდებოდა.
საგამოძიებო კომისიის წინაშე გამოცხადებულმა არაერთმა პირმა მსგავსი პრაქტიკის
არსებობა დაადასტურა. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში
დაკავებულმა ყოფილმა პატიმარმა გოჩა კაკოიშვილმა საგამოძიებო კომისიის წინაშე
განაცხადა, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში პატიმრებს ორ-სამ დღეში ერთხელ
აწვდიდნენ ძეხვსა და პურს, რომელსაც ხანდახან ზედ აფურთხებდნენ. 1301 „ყინწვისის
სპეცოპერაციის“ მსხვერპლმა ზაზა გვიმრაძემ აღნიშნა, რომ ცემისას ოფიცერი აფურთხებდა
მას და მის ყელზე დაკიდებულ ჯვარსაც. ყოფილი პატიმარი გიორგი ხოჭავა იხსენებდა, რომ
წამებისას მას დასცინოდნენ, აფურთხებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. პოლიტიკური
აქტივისტი, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს არაერთხელ დაკავებული
დაჩი ცაგურია აღნიშნავს, რომ სასამართლოს შენობაში ცემისას მას აგინებდნენ და
აფურთხებდნენ, ხოლო პატიმრის საკვებში ჩაფურთხება „ცნობილი ამბავი“ იყო, რის გამოც
პატიმრები ჭამისგან თავს იკავებდნენ. პოლიტიკური აქტივისტი, „ნაციონალური მოძრაობის“
მმართველობის დროს დევნილი მერაბ ჭიქაშვილი აღწერს, რომ დროებითი მოთავსების
იზოლატორში ის დააყენეს მუხლებზე, აფურთხებდნენ და ვიდეოს უღებდნენ. პოლიტიკური
აქტივისტი, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს არაერთხელ დაკავებული
მიხეილ მესხი ჰყვება, რომ მას რუსეთის აგენტს უწოდებდნენ და აფურთხებდნენ.
პოლიტიკური აქტივისტი გიორგი ჩითარიშვილი ამბობს, რომ აქციის დარბევის შემდეგ მათ
სპეცრაზმი ცემის დერეფანში ატარებდა, სადაც ყოველი მხრიდან ურტყამდნენ და
აფურთხებდნენ, ასევე, ხშირი იყო პატიმრის საკვებში ჩაფურთხებაც. ფოტოგრაფი გიორგი
აბდალაძე იხსენებს, რომ გლდანის №8 დაწესებულებაში მის თანასაკნელ პატიმარს საკვებში
ჩაუფურთხეს, ასევე, ოფიცრები ნიძლავს დებდნენ, ვინ გაარტყამდა ფურთხს სასეირნო
სივრცეში გამოსულ პატიმარს, რის გამოც პატიმრები სასეირნოდ წასვლას თავს არიდებდნენ.“
2025 წლის 11-12 თებერვალს დესტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლები ნიკა
გვარამია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სტრასბურგში ვიზიტით იმყოფებოდნენ. 11 თებერვალს
ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ამბობდა: „წამოღებული
გვაქვს სხვადასხვა სიები იმ ადამიანების, ვინც უნდა დასანქცირდნენ, იქ არის ყველანაირი
ტიპის ხალხი; 3 პროექტია ამ რეზოლუციის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მიერ
შემუშავებული და მას გადავხედავთ, (...) სავარაუდოდ, ამ სამი პროექტიდან (...) ერთი
პროექტი გავა დასამტკიცებლად.“ 1302 12 თებერვალს, ევროპარლამენტში გაიმართა
ერთობლივი პრესკონფერენცია, სადაც ნიკა გვარამიამ და ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ თავიანთი
პოზიციები წარმოაჩინეს მხარდამჭერ ევროპარლამენტარებთან ერთად. 1303
ევროპარლამენტმა 2025 წლის 13 თებერვალს მიიღო რეზოლუცია „საქართველოში
პოლიტიკური ვითარების შემდგომი გაუარესების შესახებ“. ევროპარლამენტმა მოუწოდა
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 30 აპრილის, 5 მაისის, 9, 13, 16 და 18 ივნისის N19, N21, N22, N35, N37 და N38
სხდომებზე გიორგი აბდალაძის, გოჩა კაკოიშვილის, ზაზა გვიმრაძის, გიორგი ხოჭავას, დაჩი ცაგურიას, მერაბ
ჭიქაშვილის, მიხეილ მესხის, გიორგი ჩითარიშვილი, ახსნა-განმარტებების სტენოგრამები და ვიდეოჩანაწერები.
1302 https://www.youtube.com/watch?v=jEJhA9b0ybw
1303 https://mtavari.tv/news/176957-nika-gvaramias-zurab-girchi-japaridzisa
1301
413
ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებს, არ აღიაროს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება,
სანქციები დაუწესოს „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ხელისუფლების მაღალჩინოსნებს,
მოსამართლეებსა და „რეჟიმთან დაკავშირებულ მედიის მფლობელებს“ და შეზღუდოს
საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტები, სანამ 2026 წელს ის საპარლამენტო არჩევნებს
ხელახლა არ ჩაატარებს. 1304
2025 წლის თებერვალში „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის
პროგრამების დირექტორმა, წარსულში საქართველოში ეროვნულ-დემოკრატიული
ინსტიტუტის (NDI) ხელმძღვანელმა ლორა თორნტონმა ქართველ ფერმერებს მოუწოდა,
მაგალითი აეღოთ ფრანგებისგან და თბილისში სამთავრობო შენობებთან ნაკელი დაეყარათ
სატვირთო მანქანებით. მან საუკუნის ყველაზე არაჩვეულებრივი მეთოდი უწოდა ჰონგკონგის
„ქოლგის მოძრაობას“ და დანანებით აღნიშნა, რომ ამან, სამწუხაროდ, ვერ დაამარცხა
ჩინეთი. 1305
2025 წლის მარტში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, წევრები და მათთან
დაკავშირებული პირები (ზურაბ ჭიაბერაშვილი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, გიორგი
ბუტიკაშვილი, გრიგოლ გეგელია და სხვ.) ბალტიისპირეთის ქვეყნებს ეწვივნენ,
კონსულტაციები გამართეს სამი ქვეყნის ოფიციალურ პირებთან და პოლიტიკური წრეების
წარმომადგენლებთან. გიორგი ბუტიკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო
სათაურით – „ცეცხლი ოლიგარქიას რიგიდან! სანქციები ლოუდინგ;“ 1306 მისი შეფასებით,
ბალტიისპირეთის ქვეყნებს არ სჭირდებათ დამატებითი ახსნა ივანიშვილის რეჟიმის ბუნების
გასაგებად (...). 1307 „ჩვენს შეხვედრებზე გაჟღერდა სანქციების მნიშვნელობა და გვთხოვეს მათ,
რომ კიდევ უფრო გაფართოებული სია მიგვეწოდებინა (...).1308
2025 წლის 3 მარტს ლიეტუვამ 74 ქართველი ოფიციალური პირი და მაღალჩინოსანი
დაამატა სანქციების სიას, ლატვიამ – 16, ხოლო ესტონეთმა – 55, მათ ამ ქვეყნებში შესვლა
აეკრძალათ. 1309
2025 წლის აპრილის ბოლოს გავრცელდა რუსი პრანკერების 1310 („ვოვანი და ლექსუსი“)
ვიდეოჩანაწერი, საიდანაც ჩანს, რომ ისინი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, სალომე
ზურაბიშვილს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელს, საპროტესტო აქციის
მონაწილეს, უჩა ნანუაშვილს 1311 ესაუბრნენ.
https://www.europarl.europa.eu/news/en/press-room/20250204IPR26689/meps-georgia-s-self-proclaimed-authoritieshave-nolegitimacy?fbclid=IwY2xjawIawcBleHRuA2FlbQIxMAABHX1xyM3xKlHQ9WEuMIIBzpijiLQXe7TfneadD_s8bHdLYrl8qT
QqPxGr5w_aem_Fyy3kmTFR8Xp0b17i4YzKg
1305
https://1tv.ge/news/lora-torntoni-protestis-nishnad-qartvel-fermerebs-samtavrobo-shenobebtan-nakelis-dayriskenmouwodebs/
1306 https://www.facebook.com/giobutik/posts/pfbid02SuB4i5w786XeGc4KrM341pdsKtKTGmuQ6HCTqJnSeQRgxSiF8C2Aa
GBBgMEnkBLLl?rdid=WJCOLzNHCBi2IIng#
1307 https://www.facebook.com/giobutik/posts/pfbid03xT91WJjtTM1xvBeJM8UCGTh7efRJfshd4HQ8sPnND18KdVtANWJch
xMZGHiR8oWl?rdid=ZjUM6Eax6YEjfCsz#
1308 https://www.facebook.com/Ahaliparty/videos/1681331575837509/?rdid=manZuOoO329b0UAE#
1309
https://1tv.ge/news/lietuvam-latviam-da-estonetma-qartvel-tanamdebobis-pirebs-agretve-alt-infos-warmomadgenlebsqveyanashi-shesvla-aukrdzales/
1310 ინგლისური სიტყვიდან „prank“ - გახუმრება, მოტყუებით განხოციელებული მიზანმიმართულ ხუმრობა.
1311 ყოფილი საქართველოს სახალხო დამცველი (2012-2017 წწ.).
1304
414
საუბარში სალომე ზურაბიშვილი ხაზგასმით მოითხოვს დამატებით ფინანსურ
მხარდაჭერას ოპოზიციურად განწყობილი მედიასაშუალებების, პროფკავშირებისა და
სოციალურ საკითხებზე მომუშავე იმ მცირე ზომის არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის,
რომელთაც, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, აღარ აქვთ დაფინანსება
აშშ-ში მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად. „უფრო პოლიტიკურმა“ არასამთავრობო
ორგანიზაციებმა, მისი თქმით, მოასწრეს და გახსნეს უცხოეთში ანგარიშები. დანარჩენები კი
ევროკავშირის მოლოდინში არიან, რომელიც „ნელია“ და ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებს იმ
თანხების არასამთავრობო სექტორისკენ მიმართვას, რომლებიც მანამდე სახელმწიფო
პროგრამებს ხმარდებოდა. პრანკერმა სალომე ზურაბიშვილს მის მიერ მითითებული
არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური დახმარება აღუთქვა და ურჩია, რომ
„საქართველოსთვის საუკეთესო სცენარი უკრაინული „მაიდანი“ იქნებოდა.“ სალომე
ზურაბიშვილი დაეთანხმა, მაგრამ აღნიშნა, რომ საქართველო, მისი ზომიდან გამომდინარე,
არ ფლობდა იმხელა „ადამიანურ რესურსს“, როგორსაც უკრაინა. ამასთან, სალომე
ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ქუჩის პროტესტი არ გაჩერდებოდა, საქართველოში შექმნილი
კრიზისი იყო „ძალიან ღრმა“, რომელიც „მშვიდობიანი გზით ვერ გადაწყდებოდა.“ 1312
უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საპროტესტო მოძრაობის
დასაფინანსებლად სახსრებს აშშ-ის საელჩოდან, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების
სააგენტოდან (USAID) და დემოკრატიის ეროვნული ფონდიდან (NED - National Endowment for
Democracy) იღებდნენ, რაც, აშშ-ში პრეზიდენტ ტრამპის არჩევის შემდეგ ცნობილი
გადაწყვეტილებების შედეგად, მნიშვნელოვნად გართულდა. მისი თქმით, 2025 წელს, აშშ-ის
საელჩოს შემთხვევაში, „ნათელი არ იყო, დახმარების პროცესი როგორ გაგრძელდებოდა“,
მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ის საპროტესტო მოძრაობას „ფინანსურად და მორალურად“
ეხმარებოდა. ამის გამო, ორგანიზაციები უფრო კერძო ფონდებისა და ევროკავშირის
დახმარების იმედზე იყვნენ. უჩა ნანუაშვილმა უარყოფითად შეაფასა ის ფაქტი, რომ
რადიკალურ ოპოზიციას არ ჰყავდა „ერთი ლიდერი“, რაც ესოდენ საჭირო იყო. ამიტომაც,
გამაერთიანებლის ფუნქციის შესრულებას სალომე ზურაბიშვილი ცდილობდა. მისი აზრით,
სასურველი იყო მეტი ხალხის ჩართულობა საპროტესტო მოძრაობაში და, თბილისის გარდა,
სხვა ქალაქებშიც. უჩა ნანუაშვილმა საუბრისას აღნიშნა: „ჩვენ გვყავს, ასევე, არაოფიციალური
დანაყოფები, როგორც მაიდანზე უკრაინაში. ესენი არიან სამოქალაქო პირები ნიღბებით,
მაგრამ ასევე არიან ადამიანები კერძო დაცვის კომპანიებიდან და ისინი შეიარაღებულები
არიან.“ 1313
2025 წლის 17 ივნისს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ
კონსტიტუციური წყობილების დამხობა მის მიზანს წარმოადგენდა. კერძოდ, პარტიის ერთერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მისი რეცეპტი იყო - დამხობა და 2025
წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე მომხრეებს „ივანიშვილის რეჟიმის
დამხობისკენ“ მოუწოდა. 1314 მოგვიანებით, 17 ივლისს, ლევან ხაბეიშვილმა „მშვიდობიანი
https://rumble.com/v6sglgp-prank-with-salome-zurabishvili.html?e9s=src_v1_ucp_a
https://rumble.com/v6sgp99-prank-with-ucha-nanuashvili.html?e9s=src_v1_ucp_a
1314 https://1tv.ge/news/levan-khabeishvili-chemi-receptia-redjimis-damkhoba-4-oqtombers-dedaqalaqshi-mteli-saqartvelochamovides-da-qalaqi-davikavot-sachiro-tu-gakhdeba-konkretuli-zomebic-mivighot/
1312
1313
415
დამხობის“ აუცილებლობაზე ისაუბრა. 1315 მანვე, 2025 წლის 1 აგვისტოს, განმარტა, რომ
„მშვიდობიანი“ დამხობა გულისხმობდა იმის გაკეთებას, რაც მოხდა საქართველოში 2003
წელს. 1316
ომის პროპაგანდა
„წარსულში იყო ავღანეთი და იქ ერთად ვიბრძოდით. (...) როცა პატარა ქვეყნის მთავრობა ხარ, პატარა
ქვეყნებმა უნდა გამონახონ გზა, სადაც შეუძლიათ წვლილის შეტანა იმისთვის, რომ მოიპოვონ ადგილი
მაგიდასთან. დღეს ამას [საქართველოში] ვერ ვხედავ.“ 1317
მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ეველინ ფარკასი 1318
2022 წლის სექტემბერი
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, გარე
ძალების მთავარ პრიორიტეტად საომარი არეალის გაფართოება და რუსეთის ფედერაციის
სამხედრო რესურსების იმგვარად დაფანტვა იქცა, რომ აგრესიის პირდაპირი სამიზნე
ჩრდილოატლანტიკური, პირველ რიგში კი, ევროკავშირის სივრცე არ გამხდარიყო. ვინაიდან
ამგვარ პოტენციურ, უპირველეს სამიზნეს ბალტიის ქვეყნები ან/და პოლონეთი
წარმოადგენდნენ, გარე ძალების გეგმის ყველაზე აგრესიულ გამხმოვანებლებად, უკრაინის
ხელისუფლებასთან ერთად, სწორედ ამ სახელმწიფოთა ოფიციალური წარმომადგენლები
იქცნენ. გეგმა კი ე.წ. „მეორე ფრონტის“ გახსნის ერთ-ერთ ხელსაყრელ ვარიანტად რუსეთის
მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიას განიხილავდა.
2022 წლის 22 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთმა 21 თებერვალს უკრაინის
ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა, აშშ-მა,
ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის ბანკებსა და სხვა იურიდიულ პირებს,
დეპუტატებს, მაღალჩინოსნებსა და ბიზნესმენებს სხვადასხვა სანქციები დაუწესეს, ხოლო
გერმანიამ, აშშ-თან კონსულტაციების შედეგად, ბალტიის ზღვაში გამავალი ახლად
აშენებული გაზსადენის ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის სერტიფიცირება შეაჩერა.
2022 წლის 23 თებერვლიდანვე, საქართველოს ხელისუფლებისადმი ოპოზიციური
ძალების წამყვან მოთხოვნად იქცა დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან
მიერთება 1319 და უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეებისთვის ლოგისტიკური
https://www.interpressnews.ge/ka/article/844102-levan-xabeishvili-4-oktombers-unda-davamxot-bizina-ivanishvilisrezhimi-opoziciashia-qopili-premieri-sus-is-uprosebi-da-shs-ministri-es-unda-gamoiqenos-xalxma-radgan-shignit-isetidachma-akvt-gonze-kidev-kai-xans-ver-movlen/
1316 https://1tv.ge/news/levan-khabeishvili-chemi-receptia-redjimis-damkhoba-4-oqtombers-dedaqalaqshi-mteli-saqartvelochamovides-da-qalaqi-davikavot-sachiro-tu-gakhdeba-konkretuli-zomebic-mivighot/
1317 https://www.youtube.com/watch?v=6ALE8QAb3yo
1318 2012-2015 წლებში, ეველინ ფარკასი მსახურობდა ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში, კერძოდ კი, რუსეთის,
უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილედ.
1319 https://tabula.ge/ge/news/680633-kutelia-autsilebelia-sakartvelom-ghiad
1315
416
მხარდაჭერის აღმოჩენა, მათ შორის – სამხედრო ტრანსპორტის გამოყოფის გზით. 1320 ორივე
ინიციატივა მკვეთრად ზრდიდა რუსეთთან ომში ჩართვის რეალურ რისკებს.
2022
წლის
25
თებერვალს
საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა
ირაკლი
1321
ღარიბაშვილმა
მკაფიო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველო გაეცნო
საერთაშორისო პარტნიორების გადაწყვეტილებებს ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებთან
დაკავშირებით, რომელიც მოჰყვა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებას, მაგრამ,
ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, საქართველო არ აპირებდა მონაწილეობის
მიღებას ამ პროცესში და რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. მისი შეფასებით, აღნიშნული
მხოლოდ მნიშვნელოვნად დააზიანებდა საქართველოსა და მის ხალხს.
მეორე დღესვე, საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საპასუხოდ
განაცხადა: „ხანდახან დგება მომენტი, რომ შეიძლება, რაღაც ბომბებისგან მიღებული ცეცხლი
ჯობდეს იმ სირცხვილს და იმ წვას, რაც ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვების მოსმენის შემდეგ
ბევრმა ქართველმა ვიგრძენით“. 1322 ეს განცხადება ომის მაძიებლობის ერთ-ერთი ყველაზე
ადრეული მაგალითია, ხოლო მასში ბომბების სასარგებლოდ გაცხადებული არჩევანი –
ქვეყნისთვის სერიოზული საფრთხის შემცველი ომის პროპაგანდა. ამასთან, საქართველოს
სახალხო დამცველის მსგავსი განცხადება სცილდებოდა მისთვის კანონმდებლობით
განსაზღვრულ ფუნქციებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორმა ეკა გიგაურმა კი
განაცხადა, რომ დასავლეთის სანქციების ფონზე, საქართველოს მხრიდან რუსეთთან
ეკონომიკური ურთიერთობები არა მხოლოდ საქართველოს ინტერესებს, არამედ
საქართველოს დასავლელი პარტნიორების ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა და ეს იყო ყოვლად
„მიუღებელი და დაუშვებელი.“ მისი თქმით, საქართველო თუ გააგრძელებდა რუსეთთან
ეკონომიკურ ურთიერთობებს:
„აბსოლუტურად ყველანაირ მხარდაჭერასა და დახმარებას დასავლეთისგან დავკარგავთ. (...)
უკრაინა ამ ომს მოიგებს, დასავლეთი ამ ომს მოიგებს და მერე ჩვენი ხელისუფლება რას შვრება? როგორ
უყურებს თვალებში უკრაინელ ხალხს, როგორ ჩახედავს თვალებში დასავლელ პარტნიორებს ან
საკუთარ ხალხს?! ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო, რაც ხდება. (...) გმირობას საქართველოს
მთავრობას არავინ არ სთხოვს, სთხოვს, რომ იყონ სოლიდარულები დასავლეთის მიმართ,
დემოკრატიის მიმართ, თავისუფლების მიმართ. (...) და ესენი რას აკეთებენ?! (...) აქ უკვე ღირსებაზეც
აღარ არის საუბარი, (...) ელემენტარული ჭკუა უნდა გქონდეს, რომ ასეთი რამეები არ აკეთო (...)“ 1323
ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებული
სანქციების მიუხედავად, 2022 წელს ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან 2,3%-ით,
1320
https://formulanews.ge/News/65616?fbclid=IwAR1gD36qz5kymQ4EittuWE-
nbGIxVYd5LI4jBbAf1ItVMiODKsT_uaZtfXA
1321
https://1tv.ge/news/irakli-gharibashvili-saqartvelo-chveni-erovnuli-da-khalkhis-interesebis-gatvaliswinebit-ar-apirebsmonawileoba-miighos-finansur-da-ekonomikur-sanqciebshi-aghnishnuli-mkholod-daazianebs-gacilebit/
1322
https://1tv.ge/news/nino-lomjaria-khandakhan-dgeba-momenti-rom-sheidzleba-raghac-bombebisgan-mighebuliceckhli-jobdes-im-sirckhvils-da-wvas-rac-irakli-gharibashvilis-sityvebis-mosmenis-shemdeg-bevrma-qartvelma-vigrdz/
1323 https://www.facebook.com/tigeorgia/videos/1010603759812462
417
თითქმის 6 მლრდ. ევროთი გაიზარდა და 258 მლრდ. ევროს გადააჭარბა, რაც რუსეთისა და
საქართველოს სავაჭრო ბრუნვას 110-ჯერ აღემატება.
2022 წლის 28 თებერვლის საღამოს საქართველოს მთავრობამ არ გასცა ნებართვა იმ
საერთაშორისო ფრენებზე, რომლებსაც ქართველი მოხალისეები უკრაინაში საბრძოლველად
უნდა გადაეყვანა, რადგან მიიჩნია, რომ ეს ომში ჩართვის ტოლფასი ქმედება იყო. მოხალისეებს
უკრაინაში წასასვლელად საქართველოში უკრაინის საელჩო აგროვებდა, ომში წასვლის
მსურველებიდან კი, პირველ რიგში, იმ კანდიდატებს არჩევდა, ვისაც საომარი გამოცდილება
ჰქონდა. მეომრები სხვადასხვა ჩარტერული რეისით საქართველოდან პოლონეთში უნდა
ჩაფრენილიყვნენ და იქიდან მატარებლით შესულიყვნენ უკრაინაში. ამ ინიციატივის თაობაზე
უკრაინის ელჩს საქართველოსგან, როგორც მასპინძელი ქვეყნისგან, თანხმობა არ
მოუპოვებია. 1324
2022 წლის 28 თებერვალს საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ოფიციალური
შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. 1325
საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა
რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და უკრაინაში მიმდინარე საომარ
მოქმედებებზე. პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა „ფრთხილ“
პოლიტიკაზე, რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთის პროვოცირების თავიდან აცილებას.
როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე დაყენებულ საკითხებზე მსჯელობის
გასაგრძელებლად, ელჩმა შეხვედრა ითხოვა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა
ივანიშვილთან, რომელიც, იმ დროისთვის, აღარ იყო პოლიტიკაში ჩართული. მხარეებს
შეხვედრის თაობაზე განცხადებები არ გაუვრცელებიათ. თუმცა, საქართველოს ომში
ჩართვისკენ მიმართული ძალისხმევა იზრდებოდა და კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს
შორის გამართული შეხვედრის თაობაზე ინფორმაციამაც გაჟონა. საქართველოს პარლამენტის
წევრებმა პოლიტიკური ჯგუფიდან „ხალხის ძალა“ კითხვების საჯაროდ დასმა დაიწყეს.1326
2022 წლის 19 ივლისს კელი დეგნანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის თაობაზე
გავრცელებული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ვერ დაადასტურებდა „ვიღაცის
ჭორებს“, რადგან არ იცოდა, რაზე იყო საუბარი. 1327 ბიძინა ივანიშვილმა კი თავის 27 ივლისის
განცხადებაში შეხვედრის ფაქტი დაადასტურა და საზოგადოებას აუხსნა, რომ მასსა და კელი
დეგნანს შორის შეხვედრა 2022 წლის 21 მარტს შედგა, ელჩის ინიციატივით და სამ საათს
გაგრძელდა. შეხვედრის შინაარსზე საუბრის დეტალები ბიძინა ივანიშვილს არ გაუხმაურებია.
თუმცა, განაცხადა, რომ საქართველოს წინა თვეების განმავლობაში ძალზედ მტკივნეული
პროცესების გავლა მოუწია, რადგან გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას
აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს სურვილი და მცდელობა, განცხადების გავრცელების
მომენტისთვის, კვლავაც აქტუალური იყო. მან აღნიშნა, რომ ხელისუფლებასა და
საზოგადოებას მართებდათ მაქსიმალური სიფრთხილე, რათა საბედისწერო ომი თავიდან
საბოლოოდ აეცილებიანათ. ბიძინა ივანიშვილის აზრით, ვინაიდან, მოცემულ მომენტში ომის
https://formulanews.ge/News/65540
https://1tv.ge/news/irakli-gharibashvili-ashsh-is-elchs-keli-degnans-shekhvda/
1326 https://1tv.ge/news/mikheil-yavelashvili-keli-degnans-ghia-werilit-mimartavs/
1327 https://formulanews.ge/News/74445
1324
1325
418
უშუალო საფრთხე მაქსიმალურად იყო განეიტრალებული, არსებობდა შესაძლებლობა, რომ
ხელისუფლებას თავისი ყურადღება, მეტწილად, კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი
პრიორიტეტისთვის დაეთმო, კერძოდ, ეზრუნა, რომ საქართველოს სტრატეგიულ
პარტნიორთან, აშშ-თან, და ევროკავშირთან ურთიერთობები არ დაზიანებულიყო. რაც
შეეხება მისი, როგორც ბიზნესმენის კუთვნილ თანხებსა და შვეიცარიული ბანკის წინააღმდეგ
სასამართლო დავას, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამ საკითხს თავის პირად საკითხად
დაიტოვებდა.1328
ამ განცხადებამ საზოგადოებაში მწვავე პოლემიკა გამოიწვია, 1329 მაგრამ მრავალ
სირთულეგამოვლილმა საზოგადოებამ მისი ქვეტექსტი და, ასევე, შესაბამისი მოწოდება
სიფრთხილისკენ, სათანადოდ გაიგო. კელი დეგნანს მოუწია აღიარება, რომ მართლაც იყო
ბიძინა ივანიშვილთან სასაუბროდ მისული. მისი განმარტებით, შეხვედრა შეეხებოდა
ორმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობას, უსაფრთხოებასა და დემოკრატიულ განვითარებას.
მან უარყო მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თითქოს ის საქართველოს ომში ჩართვის
მცდელობას ან, შვეიცარიულ ბანკთან დავიდან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის შანტაჟს
ახორციელებდა. 1330
სირთულეების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ ანტიმილიტარისტული პოლიტიკა
და, ამასთან, უკრაინელი ხალხის ჰუმანიტარული დახმარების გზა აირჩია. კერძოდ,
საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 2 მარტს გამოსცა N387 განკარგულება, რომლის
საფუძველზეც, საქართველოში შემოსულ უკრაინის მოქალაქეებს დღემდე აქვთ
შესაძლებლობა, უფასოდ მიიღონ ჯანდაცვის სერვისები. პროგრამის ბენეფიციარები არიან
უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო 2022 წლის 1 თებერვლიდან
საქართველოში შემოსული და საქართველოში უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეები. 2025
წლის მეორე კვარტალის ბოლოს მდგომარეობით, დაფინანსებულია 2000-მდე შემთხვევა.
გარდა ამისა, საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეებისთვის ყველაზე
მწვავედ იდგა საცხოვრისის პრობლემა. საკითხის გადაწყვეტის მიზნით, გამოცემულ იქნა
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივლისის N1254 განკარგულება, რომლის
საფუძველზეც, დღემდე ფინანსდება საცხოვრებლის ქირა და ყოველთვიური შემწეობის
გაცემა. უკრაინელ მოქალაქეებზე გაცემული თანხის ოდენობები იდენტურია იმ თანხებისა,
რასაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი პირები იღებენ. ამასთან,
უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომელთაც გადმოლახეს საზღვარი და არსად აქვთ წასასვლელი,
ზემომითითებული ფინანსური დახმარების დანიშვნამდე, საქართველოს ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაციისა და შესაბამისი მუნიციპალიტეტების ხელშეწყობით,
სახელმწიფო უფინანსებს სასტუმროში განთავსებას კვებით. მოცემული პროგრამით
ისარგებლა 6 000-მდე ოჯახმა და 10 000-ზე მეტმა პირმა.
https://1tv.ge/news/bidzina-ivanishvili-ganckhadebas-avrcelebs-2/
https://kvirispalitra.ge/article/94843-sakmaod-saxipatod-tamashobs-ivanishvili-tquilad-cdilobs-kulisebidan-martoskveqana/
1330
https://1tv.ge/news/keli-degnani-bidzina-ivanishvilma-rogorc-daadastura-mas-bolos-21-marts-shevkhvdishekhvedrebze-arasodes-yofila-saubari-saqartvelos-chartvaze-ukrainis-winaaghmdeg-rusetis-omshi-an-shantad/;
https://www.radiotavisupleba.ge/a/31963364.html
1328
1329
419
ჯამში, 2025 წლის 21 ივლისის მდგომარეობით, ზემოაღნიშნული ორი პროგრამის
ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა 29 მილიონ ლარზე მეტი. 1331
გარდა ამისა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (შემდგომ – ჯანდაცვის სამინისტრო),
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) დაფინანსებით (გრანტის მოცულობაა 1,5 მლნ. ლარი), ამ
ეტაპისთვის, ერთჯერადი ფინანსური დახმარება გასცა 3 137 ლტოლვილ უკრაინელ ბავშვზე.
ჯანდაცვის სამინისტროს გარდა, არაერთმა სახელმწიფო უწყებამ დანერგა სერვისები
უკრაინელი ლტოლვილებისთვის. კერძოდ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტრომ სასკოლო სისტემაში შექმნა უკრაინული ჯგუფები, სადაც
სწავლა უკრაინული სასწავლო პროგრამით მიმდინარეობდა, ხოლო უკრაინის სრულწლოვან
მოქალაქეებს შეეთავაზათ ქართული ენის უფასო კურსები. საქართველოს მუნიციპალიტეტები
აქტიურად ჩაერთვნენ უკრაინელი დევნილი ბავშვების სკოლამდელი აღზრდის
უზრუნველყოფის საქმეში და მათთვის დანერგეს უფასო მუნიციპალური ტრანსპორტით
მომსახურებაც. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურებმა
უკრაინის მოქალაქეებისთვის შემოიღეს ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების დაჩქარებული
და გამარტივებული პროცედურები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს
ინიციატივითა და ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, უკრაინელ მოქალაქეებს
საქართველოში უვიზოდ ყოფნის უფლება აქვთ უკვე მეოთხე წელია, რაც მათ აღარ უბიძგებს
თავშესაფრის მოსაპოვებლად აუცილებელი პროცედურები წამოიწყონ.
საქართველომ მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო უკრაინაში ჰუმანიტარული
ტვირთის გაგზავნის საკითხსაც. ომის დაწყების დღიდანვე უკრაინაში გაიგზავნა 1 000
ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი, რაც მოიცავდა მედიკამენტებს, სისხლს, ჟანგბადის
კონცენტრატებს,
ჰიგიენურ
საშუალებებს,
საკვებს,
ტანსაცმელსა
და
1332
ელექტროგენერატორებს.
თუმცა, საქართველოს ანტიმილიტარისტული პოლიტიკით უკმაყოფილო უკრაინის
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ელჩი, იგორ დოლგოვი 2022 წლის 1 მარტს
საქართველოდან გაიწვია, სანქციებთან დაკავშირებით საქართველოს „ამორალური“
პოზიციისა და მოხალისეებისთვის ხელშეშლის გამო. 1333 საქართველოს ელჩი გიორგი
ზაქარაშვილი და საელჩოს ყველა თანამშრომელი კი კიევში დარჩნენ და საქმიანობა არ
შეაჩერეს 1334 მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის თებერვლიდან სხვა ქვეყნებმა, ერთი მეორის
მიყოლებით, კიევში საელჩოები დახურეს ან სხვა ქვეყნებში გადაიტანეს (საფრანგეთი,
გერმანია, ნიდერლანდები, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, საბერძნეთი და სხვ. ასევე,
ჯერ კიდევ 2022 წლის 14 თებერვალს აშშ-მა კიევში საელჩო დახურა და ლვოვში გადაიტანა).1335
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს მიერ საგამოძიებო კომისიისთვის წარმოდგენილი ინფორმაცია, წერილი N82500831568.
1332 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს მიერ საგამოძიებო კომისიისთვის წარმოდგენილი ინფორმაცია, წერილი N82500831568.
1333 https://netgazeti.ge/opinion/595786/
1334 https://rustavi2.ge/ka/news/312455
1335 https://ua.usembassy.gov/operations-at-u-s-embassy-kyiv/
1331
420
უკრაინის პრეზიდენტი ამით არ შემოიფარგლა. 2023 წლის 3 ივლისს მან უკრაინაში
საქართველოს ელჩს 48 საათში ქვეყნის დატოვება შესთავაზა და საქართველოს
ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების მიზნით, კონსულტაციების
გამართვისკენ მოუწოდა. 1336
2022 წლის 2 მარტს საქართველომ, მსოფლიოს 38 ქვეყანასთან ერთად, რომის
სტატუტის მე-14 მუხლის შესაბამისად, ჰააგის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების
სასამართლოში, რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების მიერ ომის დანაშაულების
ჩადენის სავარაუდო ფაქტებზე წარდგინება შეიტანა. 1337 საერთაშორისო ორგანიზაციებში
უკრაინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის
მიღებულ ყველა რეზოლუციასა და გადაწყვეტილებას საქართველომ მხარი დაუჭირა.1338
თუმცა, საქართველოს გარე ძალები მაინც უბიძგებდნენ უფრო „მეტი“ დახმარებისკენ.
2002 წლის სექტემბერში, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, ბარაკ ობამას
ადმინისტრაციის ყოფილი წევრი, ეველინ ფარკასი აცხადებდა, რომ აშშ-ს სურდა, ეხილა
საქართველოს მთავრობა უფრო აქტიურად ჩართული რუსეთის სანქცირებაში.“ ჟურნალისტის
რეპლიკაზე, რომ „რუსეთს მაინც აქვს საკმარისი რესურსი, რომ პრობლემები გაზარდოს
საქართველოში“, ეველინ ფარკასი პასუხობდა:
„მერე რა? მერე რა? მაინც ვერ გაიმარჯვებს. კი, ვიცი, რომ საგუშაგოებს სწევს სამხრეთ
ოსეთთან საზღვარზე. კი, შეუძლია ეს ყოველდღე აკეთოს. მაგრამ ის ვერ
გააკონტროლებს საქართველოს, დასავლეთი და საერთაშორისო საზოგადოება
საქართველოს მხარეს არის და დავრჩებით საქართველოს მხარეს ზუსტად ისე,
როგორც უკრაინის მხარეს ვართ. გვჯერა, რომ საქართველოსაც აქვს თავდაცვის
უფლება. შეიძლება, შეგვეკამათოთ, ამიტომ თავად ვიტყვი, რომ საქართველოს მეტად
უნდა დავხმარებოდით 2008 წლის შემდეგ. ჩვენ ვისწავლეთ გაკვეთილი და ახლა
ვეხმარებით უკრაინას.“ 1339
მიუხედავად დიდი სირთულეებისა, საქართველოს აღმასრულებელმა და
საკანონმდებლო ორგანოებმა ფრთხილი და გონივრული საგარეო პოლიტიკის შედეგად და,
იმავდროულად, უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის გამოხატვით, თავი აარიდეს
სამხედრო დაპირისპირებას საქართველოს ტერიტორიაზე, მიუხედავად დესტრუქციული
პოლიტიკური ოპოზიციის მიერ განხორციელებული ომის პროპაგანდისა და გარე ძალების
მოწოდებებისა, რომ რუსეთისთვის სანქციები დაწესებულიყო, საჰაერო სივრცე ჩაკეტილიყო
და სახელმწიფოს უკრაინაში ქართველი მოხალისეების გაგზავნა დაეწყო.
მხოლოდ მოგვიანებით, 2024 წლის ოქტომბერში, „ქართული ოცნების“ საპატიო
თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ თავს უფლება მისცეს, მხოლოდ ნაწილობრივ გაემჟღავნებინათ ინფორმაცია იმ
მძიმე დღეებთან დაკავშირებით, რაც საქართველომ გამოიარა 2022 წლის თებერვალსა და
https://www.radiotavisupleba.ge/a/32487579.html
https://www.icc-cpi.int/news/statement-icc-prosecutor-karim-aa-khan-qc-situation-ukraine-receipt-referrals-39-states
1338 https://www.facebook.com/share/p/1CVWKj23W3/
1339 https://www.radiotavisupleba.ge/a/32026179.html
1336
1337
421
მარტში, როცა საქართველოს ხელისუფლებაზე მიმდინარეობდა ზეწოლა ომში ჩართვის
მიზნით. კერძოდ, დასავლეთის მხრიდან შეთავაზება მდგომარეობდა იმაში, რომ
საქართველოს დაპირისპირება წამოეწყო, გაეძლო ომში 3-4 დღის განმავლობაში და შემდეგ
პარტიზანულ ბრძოლაზე გადასულიყო, ხოლო ყველა ამ პროცესში დასავლეთი შესაბამის
ლოგისტიკურ ხელშეწყობას აღმოუჩენდა:
„ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყანა შევინარჩუნოთ და გვინდა ამ ქვეყანაში გვეცხოვრებოდეს,
გვინდა ჩვენმა შვილებმა ამ ქვეყანაში ცხოვრება შეძლონ, აი, ეს არის ჩვენი სურვილი, მარტივი.
ჩვენ არავის თავს არ ვესხმით და არავისზე აგრესია არ გვაქვს, ჩვენ აგრესიულად ვიცავთ უკვე
საკუთარ თავს. ხედავთ, რამდენად დიდი ძალა გვებრძვის გარედან?“ - განაცხადა ბიძინა
ივანიშვილმა. 1340
საქართველოს ხელისუფლებისგან მეორე ფრონტის საქართველოში გახსნასა და
ზემოაღნიშნული ნაბიჯების გადადგმაზე უარი, რაც ერის გადარჩენის სასიცოცხლო
ინტერესით იყო ნაკარნახევი, დესტრუქციული პოლიტიკური ოპოზიციის, უცხო ძალების
მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ მიერ მართული
მედიასაშუალებებისა
და
დასავლეთის
პოლიტიკური
წრეების
ზოგიერთი
წარმომადგენლისგან ავტომატურად იღებდა „ანტიევროპულისა“ და „პრორუსულის“
კვალიფიკაციას. დესტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლები იმასაც არ ერიდებოდნენ,
ეთქვათ, რომ საქართველოს მთავრობა „მშიშარა“, „ლაჩარი“, „ბუჩქებში შემძვრალი“ და
„მოღალატე“ იყო (პაატა მანჯგალაძე („სტრატეგია აღმაშენებელი“), დავით უსუფაშვილი
(„ლელო“) და სხვ.).
საქართველოს მიერ ღიად გაცხადებულმა ანტიმილიტარისტულმა პოლიტიკამ, მაშინ
როცა ქვეყნის შიგნით, დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან მძვინვარებდა ომის
პროპაგანდა, 1341 აჩვენა, რომ ერის უზენაესი ინტერესის დაცვისას, საქართველოს
ხელისუფლებას შესწევდა უნარი, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მაღალი ხარისხი
ეჩვენებინა. ეს კი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარედან მოქმედი ძალებისთვის,
გარკვეულწილად, სიახლე აღმოჩნდა.
https://www.interpressnews.ge/ka/article/817192-bizina-ivanishvili-irakli-garibashviltan-erti-kveqnis-magalitanamdebobis-piri-aseti-tipis-saubars-acarmoebda-3-milioni-xart-da-3-4-dgeshi-qvelas-ver-amogxocaven-shegizliatpartizanuli-mozraobit-tqeshi-gaxvidet-chven-dagexmarebit-da-ikidan-iometo/
https://www.interpressnews.ge/ka/article/817289-irakli-kobaxize-irakli-garibashvilma-miigo-gzavnili-konkretuliadamianisgan-amaze-mets-ver-getqvit-chven-zalian-seriozuli-cnexis-gazleba-mogvicia-imistvis-rom-gadagverchinachveni-kveqana-omisa-da-ganadgurebisgan
1340
1341
https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=381996613753840
https://1tv.ge/news/zurab-chiaberashvili-roca-gabraleben-aba-omi-gindat-tu-sachiroa-unda-utkhra-rom-qveynistavisuflebistvis-tu-omi-sachiroa-diakh-omi-minda-ise-damoukidebloba-ar-arsebobs/
https://www.interpressnews.ge/ka/article/699980-davit-usupashvili-es-ukve-chirgvebshi-damalvis-politikaa-sanamsheuberaven-manamde-cakceulebi-arian-tanki-tu-daikokeba-sakartvelosgan-araperi-darchebao-mashin-cavidnen-saxlshida-iseti-mtavroba-mqavdes-romelic-itqvis-chven-vibrzolebt/
https://fortuna.ge/foto-nika-melia-ukrainashi-qartvel-mebrdzolebtan-ertad-es-istoria-iwereba-gmirebis-siskhlit-mat-shorisqartveli-gmirebis-siskhlit/
422
სწორედ ამ პერიოდიდან გამძაფრდა პროცესი, რომელიც დღემდე მიმდინარეობს და
რომელსაც, ბოლო წლებში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოს სადამსჯელო
ოპერაცია შეიძლება ეწოდოს. ამ პროცესში სასჯელებად მოიაზრება საქართველოს
ხელისუფლების წარმომადგენლების, პირველ რიგში კი ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების
დაწესება და საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან და ევროპულ სივრცესთან
ურთიერთობის გართულება.
„ქართული ოცნება“, ქვეყნის წარსული გამოცდილების, განსაკუთრებით კი – 2008 წლის
რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების ფონზე, ყოველთვის ფრთხილად ეკიდებოდა
რუსეთთან ურთიერთობის საკითხს. 2012 წლის ოქტომბრიდან საქართველოს მთავრობის
პოლიტიკა იყო თანმიმდევრული და უცვლელი – დასავლურ სტრუქტურებში
ინტეგრაციისკენ სწრაფვის პარალელურად, საქართველოს თავი უნდა აერიდებინა რუსეთთან
სამხედრო დაპირისპირებისთვის, უნდა უზრუნველეყო ქვეყანაში მშვიდობა და
სტაბილურობა, ქვეყნის განვითარება და, შესაბამის მომენტში, საქართველოს ტერიტორიის
მშვიდობიანი გზით დეოკუპაცია. 1342
უკრაინის ომის მძიმე რეალობის მიუხედავად, დესტრუქციული პოლიტიკური
ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის, ზოგად ემოციურ ფონს აყოლილი ზოგიერთი
საზოგადოებისთვის ცნობილი პირი, საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ ე.წ. მეორე
ფრონტის გახსნის აუცილებლობას ამართლებდნენ. მათ მიერ წარმოებული ომის პროპაგანდა,
ზოგჯერ პირდაპირი, ზოგჯერ შეფარული ფორმით, მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი
განწყობის ფორმირებას ისე, რომ საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვა წარმოდგენილი
ყოფილიყო არა როგორც ერის არსებობის წინააღმდეგ განხორციელებული ავანტიურა, არამედ
როგორც პატრიოტიზმის გამოვლინება და ისტორიული საჭიროება, რომელიც მსხვერპლის
გაღებას ითხოვდა.
უკრაინელი ხალხის, მართლაც, თავგანწირული ბრძოლის ფონზე საქართველოს
ანტიმილიტარისტული პოზიციის დაკნინებასა და კრიტიკულად შეფასებაში გარე ძალებიც
აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას და ამით დესტრუქციული პოლიტიკური ოპოზიციის
ომის პროპაგანდას უწყობდნენ ხელს. მიმდინარეობდა მიზანმიმართული კამპანია, რომლის
ფარგლებშიც, რუსეთის მიერ ისედაც ოკუპირებული საქართველოს მხრიდან საკუთარ
ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკა სამარცხვინოდ იყო წარმოჩენილი და მუდმივად
დარდებოდა უკრაინის ხელისუფლების „საამაყო“ პოზიციებს.
უკრაინის ხელისუფლებას კი არასოდეს აღუნიშნავს საქართველოს მიერ მეგობარი
უკრაინელი ხალხისთვის გაწეული მხარდაჭერა და დახმარება. პირიქით, 2022 წლის მარტში
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების კიევში განხორციელებული მორიგი
ვიზიტის შემდეგ, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი
ალექსეი დანილოვი პირდაპირ და საჯაროდ აცხადებდა, რომ საქართველოს სამშვიდობო
პოზიცია „არაკორექტული“ იყო. ის ამბობდა: „დნესტრისპირეთი, საქართველო და ყველა
დაკავებული რომ იყვნენ საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებით, ეს აუცილებლად
1342
https://www.palitravideo.ge/video/22087-bidzina-ivanishvili-natosa-da-ruseththan-urthierthobaze/
423
დაგვეხმარებოდა, რადგან იმათ [რუსებს] ექნებოდათ სხვა საქმეც, გარდა იმისა, რომ
ენადგურებინათ ჩვენი ქალაქები და სოფლები და ეხოცათ ჩვენი ბავშვები და ქალები.” 1343
რეალურად, ალექსეი დანილოვი გარე ძალების სურვილების გამხმოვანებელი იყო, რაც
საქართველოში უფრო მეტად მისაღები იყო დესტრუქციული პოლიტიკური ოპოზიციისთვის,
ვიდრე საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების პოზიციები.
ალექსეი დანილოვის პროვოკაციულ განცხადებას მკაფიოდ გაეცა პასუხი ქართული
მხრიდან. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ
საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებდა აფხაზ და ოს ძმებთან სამხედრო
დაპირისპირებასა და ქვეყნის ომში ჩათრევას. 1344
გარე ძალების გეგმა საქართველოსთან მიმართებით ასახავს დასავლურ, უფრო
გლობალურ ხედვას, რომლის მიხედვითაც, ძლიერ პოლიტიკურ დაჯგუფებებს შორის
სამხედრო დაპირისპირება მოშორებით, სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე უნდა
მიმდინარეობდეს, რუსეთის დასასუსტებლად კი მათ მხოლოდ ფინანსური სახსრები და
იარაღი უნდა გაიღონ, ხოლო ადამიანურ მსხვერპლთან, ნგრევასა და ტერიტორიების
დაკარგვასთან შეგუება საომარი ველის ქვეყნების ვალდებულებაა. აღსანიშნავია, რომ
უკრაინის ომში, რომელიც დღემდე მიმდინარეობს, არცერთ დასავლურ ქვეყანას
დასახმარებლად თავისი შეიარაღებული ძალები არ გაუგზავნია. არც ის ყოფილა დაფარული,
რომ უკრაინელი ხალხი არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვა სახელმწიფოებისთვისაც
ომობდა 1345 და ამისთვის თავის ტერიტორიას უთმობდა დაპირისპირებულ მხარეებს.
მაგალითად, მაკკეინის ინსტიტუტის 1346 აღმასრულებელმა დირექტორმა ეველინ
ფარკასმა 2022 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ აშშ-ში პოლიტიკის მწარმოებლების,
ექსპერტებისა და „ისტებლიშმენტის“ პერსპექტივიდან მკაფიო გაგებაა, რომ უკრაინა იბრძვის
ყველა ჩვენგანისთვის და თუკი უკრაინა დამარცხდება ბრძოლის ველზე, ეს კატასტროფა
იქნება და, მეორე დღეს, პრეზიდენტი პუტინი მიიტაცებს საქართველოს, რომლის
გაკონტროლებასაც ახლა რბილი ძალით ცდილობს, მიიტაცებს მოლდოვას. ის მიადგება ყველა
ადგილს, სადაც შეეძლება რუსეთის იმპერიის ხელახლა შექმნა. შემდეგ ის მიადგება ნატოსაც,
https://www.unian.net/war/danilov-danilov-zayavil-chto-otkrytie-drugih-frontov-dlya-rf-ochen-by-pomoglo-ukrainenovosti-vtorzheniya-rossii-na-ukrainu-11760943.html
1344
https://www.interpressnews.ge/ka/article/702997-irakli-kobaxize-chveni-xelisupleba-cin-agudgeba-qvela-provokaciasromelic-apxaz-da-os-zmebtan-samxedro-dapirispirebis-eskalacias-isaxavs-miznad-ar-davushvebt-sakartvelos-chatrevassamxedro-konpliktshi/
1345 https://pace.coe.int/en/verbatim/2025-01-27/pm/en
1346 მაკკეინის ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან: ჯონ მაკკეინის მეუღლე და ვაჟი, სინდი და ჯეკ
მაკკეინები, აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივანი (2019-2020 წწ.) მარკ თ. ესპერი, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო
სააგენტოს ყოფილი დირექტორი (2011-2012 წწ.), ცენტრალური სარდლობის ყოფილი მეთაური (2008-2010 წწ.),
გენერალი დევიდ ჰ. პეტრესი, საგარეო ურთიერთობათა საბჭოს (აშშ), ჩეთჰემ ჰაუსის (დიდი ბრიტანეთი), აზიის
სახლის საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს (დიდი ბრიტანეთი), სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო
ინსტიტუტისა (დიდი ბრიტანეთი) და საგარეო პოლიტიკის ასოციაციის (აშშ) წევრი ლედი ლინ ფორესტერ დე
როტშილდი, რეიგანის ადმინისტრაციის სამი სამთავრობო უწყების წევრი, თეთრ სახლში პრეზიდენტის საშინაო
პოლიტიკის საბჭოს სპეციალური ასისტენტი რიკ დევისი (Rick Davis); ყოფილი სენატორი ჩრდილოეთ დაკოტიდან
ჰაიდი ჰაიტკამპი (2013-2019 წწ.) და სხვა.1346
https://www.mccaininstitute.org/about/leadership/
1343
424
(...) ნატო არის ერთადერთი პოლიტიკურ-სამხედრო ალიანსი მსოფლიოში, რომელსაც
შეუძლია წინ აღუდგეს მას. ფაქტობრივად, კიდეც ვუპირისპირდებით – ჩვენი ფასეულობები
ჩვენგან მოითხოვს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვას ევროპის სხვა ნაწილში.
„პუტინს თუ არ შევაჩერებთ, შეიძლება ჩვენ მოგვიწიოს რუსეთთან შებრძოლება“ – აცხადებდა
ის. 1347
მოცემული განცხადება დასავლეთის კოლექტიურ პოზიციას ასახავს და ის
მეტისმეტად მკაფიოა. მასში ნათლადაა ნაჩვენები ის რეალობა, რომელშიც საქართველო და
მისი ხალხი აღმოჩნდა: ნატო-ს ბრძოლა სამომავლო საფრთხეების თავიდან ასაცილებლად,
ალიანსის მიღმა ევროპულ სივრცეებში ბრძოლას გულისხმობს; ამ ბრძოლას ყველამ უნდა
შეუწყოს ხელი; საქართველოს მსგავსმა ქვეყნებმა კი, რომელთაც ალიანსში მიღებაზე დღემდე
უარს ეუბნებიან, თუ სურთ, რომ არ გაირიყონ და არ დაისაჯონ, ნატო-ს ბრძოლაში სამხედრო
მონაწილეობა უნდა მიიღონ და საომარი არეალი თავიანთ ქვეყანაშიც გადაიტანონ.
უკრაინელი პოლიტიკოსი დავით არახამია ღიად მოუწოდებდა საქართველოს
ხელისუფლებას, სანქციები დაეწესებინა რუსეთისთვის და, ამავდროულად, აცხადებდა, რომ
საქართველოს წინაშე ისტორიული შესაძლებლობა იდგა დაკარგული ტერიტორიების
დასაბრუნებლად. იგი აღნიშნავდა, ასევე, რომ ამ მიზნის მისაღწევად, საქართველოში
ხელისუფლების შეცვლა იყო აუცილებელი. 1348
მათი სიმრავლის გამო, წინამდებარე თავში ადგილი ვერ დაეთმო იმ „წვრილმან“
პროვოკაციებს, რომლებსაც დესტრუქციული პოლიტიკური ოპოზიცია მუდმივად
ახორციელებდა საქართველოში დაძაბულობის კერის შესაქმნელად და გარე ძალების მიერ
გაცემული დავალებების შესასრულებლად. მაგალითად, 2022 წლის 28 სექტემბერს პარტია
„დროას“ ლიდერმა ელენე (ლიაკა) ხოშტარიამ საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ლარსის
გამშვებ პუნქტთან, აქცია მოაწყო და გააპროტესტა რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში
შემოსვლა. საზოგადოებაში საპროტესტო მუხტის შემოსატანად, ის არც უპასუხისმგებლო
განცხადებებს მოერიდა და ქართული სპეცსამსახურები საქართველოს საზიანოდ რუსეთის
ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა.1349
2022 წლის 8 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია
დეკანოიძემ კიდევ მეტი სიზუსტე შემოიტანა გარე ძალების მიერ საქართველოსთვის
განსაზღვრული ბედის სცენარში. მან განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობა
საქართველოში იყო დიდი საშიშროება უკრაინის გამარჯვებისთვის, რადგან „უსაფრთხოების
სარტყელში“, რომელიც უნდა შემოჰკვროდა უკრაინას, საქართველო იყო „ამოვარდნილი“.
მისი აზრით, ეს იყო „ხელიდან გაშვებული გეოპოლიტიკური შანსი“. 1350
ომის პროპაგანდის წარმოებისას, საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მისი
მხარდამჭერი მოქალაქეებისთვის „რუსის აგენტის“, „რუსეთის ფილიალის“, „პრორუსის“,
https://shorturl.at/fBmzv
https://1tv.ge/news/davit-arakhamia-qartvelebma-unda-miighon-brdznuli-gadawyvetileba-archevnebze-aucilebladunda-shecvalon-khelisufleba-da-es-ukve-radikalurad-shecvlis-situacias/
1349 https://bm.ge/news/dges-larsis-sabajo-gamshveb-punqttan-saprotesto-aqcia-gaimarteba/117346
1350 https://1tv.ge/news/khatia-dekanoidze-ivanishvilis-mmartveloba-aris-didi-sashishroeba-ukrainis-gamarjvebistvis-radganusafrtkhoebis-sartyelshi-romelic-unda-shemoekras-ukrainas-saqartvelo-amovardnilia-es-aris-khelid/
1347
1348
425
„რუსეთუმეს“, „გამყიდველის“, „მოღალატისა“ 1351 და სხვა მსგავსი იარლიყის მიწებების გარდა,
განსაკუთრებული ადგილი ე.წ. „შავი ხვრელის“ თეორიის ტირაჟირებას დაეთმო. მაგალითად,
მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა ეველინ ფარკასმა „რადიო
თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთისთვის დასავლეთის
მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციების ფონზე, საქართველო გამოიყენებოდა როგორც
„არხი რუსეთისკენ საქონლის გასატარებლად“, რომელიც [რუსეთში] სამხედრო წარმოებაში
გამოიყენებოდა და ხელს უწყობდა „გენოციდურ საგარეო პოლიტიკას“. 1352
2022 წლის 24 მარტს, საფრანგეთის ელჩმა საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას
განაცხადა, რომ საფრანგეთს, ასევე, „დიდი იმედი და მოლოდინი ჰქონდა, რომ კომპლექსურ
გარემოში საქართველო ყურადღებით დააკვირდებოდა, რომ არ გამხდარიყო „შავი ხვრელი“
ბიზნესის საწარმოებლად, როგორიც იყო ტაჯიკეთი.“1353
მართალია, საქართველოს რუსეთისთვის სანქციები, საკუთარი ეროვნული
უსაფრთხოების ინტერესიდან გამომდინარე, არ დაუწესებია, მაგრამ დასავლეთის მიერ
დაწესებული სანქციების შესრულებას თავიდანვე აქტიურად ზედამხედველობდა. 2022 წლის
თებერვალში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში შეიქმნა სანქციების შესრულების
სპეციალური ჯგუფი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ცნობით, სანქციების შესრულების
მიზნით, საქართველოს საბაჟო საზღვრიდან უკან გაბრუნებისა და საბაჟო პროცედურების
განხორციელებაზე უარის რამდენიმე ათასი შემთხვევა აღირიცხა. 1354 თუმცა, საქართველოს
მთავრობის ამ საქმიანობასთან დაკავშირებულ, ფაქტებზე დაფუძნებულ განცხადებებს
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები (გიგა ბოკერია, გიორგი ქადაგიძე) ღიად
უპირისპირებოდნენ და, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, უცხოურ პრესაში
აცხადებდნენ, რომ სინამდვილეში, საქართველო „შავი ხვრელის“ ფუნქციას ასრულებდა. 1355
2024 წლის მაისში დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების
შესრულების ინსპექტირების მიზნით, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო
მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო’ბრაიენი საქართველოს ეწვია 1356 და სანქციების გვერდის ავლის
პრაქტიკის არსებობა არ დაადასტურა. მან აღნიშნა, რომ არ არსებობდა მტკიცებულება,
რომელიც მიუთითებდა დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების
საქართველოს ტერიტორიაზე შერბილების მექანიზმების არსებობას. 1357 2024 წლის 26 ივლისს
მან აშშ-ის სენატში მოხსენება გააკეთა და აღნიშნა, რომ ამბები საქართველოდან იყო
გამამხნევებელი და ამ უწყვეტ სამუშაო პროცესში საქართველოს ხელისუფლება გამჭვირვალე
იყო. 1358 თუმცა, იქვე დასძინა, რომ ყურადღება იყო საჭირო იმისთვის, რომ რუსეთთან
პირდაპირი ფრენები აკრძალული საქონლის გადასაზიდად არ გამოყენებულიყო, რაც
https://formulanews.ge/News/65540
https://shorturl.at/fBmzv
1353 https://netgazeti.ge/news/601638/
1354 https://1tv.ge/news/lasha-khucishvili-gasul-wels-vikhilet-dezinformaciisa-da-yalbi-ambebis-gavrcelebis-shemtkhvevebisanqciebis-aghsrulebastan-dakavshirebit-dezinformaciis-winaaghmdeg-brdzola-chveni-samushaos-naw/
1355 https://jam-news.net/lack-of-political-will-why-georgia-does-not-join-anti-russian-sanctions/
1356 https://civil.ge/ka/archives/606429
1357 https://www.youtube.com/watch?v=r0aRC9yCA20
1358 https://rustavi2.ge/ka/news/261524
1351
1352
426
დესტრუქციულმა პოლიტიკურმა ოპოზიციამ „შავი ხვრელის“ შესახებ დეზინფორმაციის
გასავრცელებლად, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ, წარმატებით გამოიყენა.
საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის განზრახ დაზიანება
„ამომრჩევლის განრისხებისა“ და ხელისუფლების უკანონოდ შეცვლის
მიზნით
2012 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველომ წარმატებით გააგრძელა სვლა ევროპული
ინტეგრაციის გზაზე და ამ მიზნით არაერთი მნიშვნელოვანი და გაბედული რეფორმა
განახორციელა.
2013 წლის 15 თებერვალს, სავიზო დიალოგის გახსნიდან 8 თვეში, საქართველოს
გადმოეცა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა (VLAP), რომლის
მოთხოვნების შესრულებაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების მთავარ
წინაპირობას წარმოადგენდა. 1359 გეგმით
გათვალისწინებული ვალდებულებების
შესასრულებლად, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, მიღებულ იქნა 130-ზე
მეტი საკანონმდებლო აქტი, 8 ეროვნული სტრატეგია, რატიფიცირება გაუკეთდა 7
საერთაშორისო კონვენციას, სახელმწიფო სისტემაში შეიქმნა ახალი სტრუქტურული
ერთეულები, დაინერგა ახალი სერვისები, შემუშავდა ახალი მექანიზმები. აღმასრულებელი
ხელისუფლების უწყებებისა და საკანონმდებლო ორგანოს უზარმაზარი ძალისხმევის
შედეგად, ევროკაშირის სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მიღწეულ იქნა
ისტორიული მიზანი: 2017 წლის 8 მარტს ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა
ევროკავშირის საბჭოს N539/2001 რეგულაციის ცვლილება, რომლის თანახმად, საქართველომ
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლა. რეგულაცია
ძალაში შევიდა 2017 წლის 28 მარტს. 1360
გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 8 თვეში წარმატებით
დაასრულა საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2010 წელს დაწყებული მოლაპარაკებები
ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე, რაც, ასევე, ძალზედ რთული პროცესი იყო. შეთანხმების
პარაფირება მოხდა 2013 წლის 29 ნოემბერს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის
სამიტის ფარგლებში. ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა, მისი ეკონომიკური ნაწილის
ჩათვლით, შედგა ბრიუსელში, 2014 წლის 27 ივნისს, ძალაში კი 2016 წლის 1 ივლისიდან შევიდა.
ამასთან, საქართველოს მთავრობამ შეთანხმების ძალაში შესვლამდე მისი ამოქმედების
გადაწყვეტილება მიიღო. ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესში, საქართველომ
განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა შეთანხმებით გათვალისწინებულ
სფეროებში.
სამოქმედო
გეგმის
(VLAP)
შესრულება
გათვალისწინებული
იყო
ორ
ეტაპად/ფაზად
(საკანონმდებლო/დაგეგმვის და საიმპლემენტაციო ფაზები) და მოიცავდა 4 ბლოკს (1. დოკუმენტების
უსაფრთხოება, ბიომეტრიული მონაცემების ჩათვლით. 2. საზღვრის ინტეგრირებული მართვა, მიგრაცია და
თავშესაფარი 3. საჯარო წესრიგი და უსაფრთხოება; 4. საგარეო ურთიერთობები და ძირითადი უფლებები).
1360 https://www.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=462&info_id=60302
1359
427
თავის არაერთ რეზოლუციაში, ევროპარლამენტი საქართველოსთან მიმართებაში
იყენებდა ისეთ შეფასებებს, როგორიცაა: „ევროკავშირის საკვანძო პარტნიორი რეგიონში“ (key
partner of the EU in the region), „ევროკავშირის სანდო პარტნიორი“ (reliable partner of the EU),
ლიდერი („front runner“) ევროინტეგრაციის მიმართულებით. 1361
მიუხედავად ამისა, „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებდა, რომ სწორედ „ქართულმა
ოცნებამ“ „მოსპო და აღგავა მიწისაგან პირისა“ ის მიღწევა, რომელიც მათ „ვარდების
რევოლუციის“ შემდეგ გატარებული რეფორმების შედეგად მოიპოვეს. 1362
ჯერ კიდევ მაშინ, როცა საქართველო უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მოპოვებას
ცდილობდა, „ნაციონალური მოძრაობა“ მოცემულ პროცესს აქტიურად უშლიდა ხელს. ამის
თვალსაჩინო მაგალითია 2016 წლის აპრილში ბრიუსელში გამართული ასოცირების
კომიტეტის რიგით მეორე სხდომა. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, 1363 რომლის
უმრავლესობასაც „ქართული ოცნების“ დეპუტატები წარმოადგენდნენ, საქართველოს
მთავრობის შესაბამის წევრებთან ერთად, ბრიუსელში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის თაობაზე
დადებითი რეკომენდაციის მოსაპოვებლად გაემგზავრნენ. ასოცირების კომიტეტის სხდომაზე
საქართველოსათვის ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის დადებითად გადაწყვეტას მხარი არ
დაუჭირეს საქართველოს დელეგაციის წევრებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ – გიორგი
კანდელაკმა და ტარიელ ლონდარიძემ. ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ზოგიერთ წევრთან
ერთად, მათ სცადეს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია ჩაეგდოთ. 1364 ევროპის სახალხო
პარტიის ფრაქციის თავმჯდომარემ, სირიუშ ვოლსკიმ საქართველოს მოქალაქეებისთვის
ევროპაში უვიზო გადაადგილების უფლების სანაცვლოდ, „ქართულ ოცნებას“ რამდენიმე
პირობა წაუყენა, მათ შორის იყო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ საქმე. 1365 სხდომაში მონაწილე
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, განსაკუთრებით კი გიორგი კანდელაკი, აცხადებდნენ,
რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, საქართველოს უვიზო მიმოსვლის
რეჟიმი არ უნდა მიეღო. გიორგი კანდელაკისა და ტარიელ ლონდარიძის ქართველი ხალხისა
და საკუთარი ქვეყნისათვის საზიანო და პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებების
მიუხედავად, ასოცირების კომიტეტმა კენჭი უყარა და დაამტკიცა დოკუმენტი, რომლითაც
საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭების შესახებ დადებითი რეკომენდაცია
გაიცა. დოკუმენტს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ხმა არ მისცეს. 1366
საგამოძიებო კომისიის წინაშე 2014-2016 წლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ
სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ
European Parliament resolution of 16 September 2020 on the implementation of the EU Association
Agreement with Georgia - https://www.europarl.europa.eu/doceo/document/TA-9-2020-0221_EN.pdf
European Parliament resolution of 13 February 2025 on the further deterioration of the political situation
in Georgia - https://www.europarl.europa.eu/doceo/document/TA-10-2025-0019_EN.pdf
1362 https://netgazeti.ge/life/771589/?amp=1
1363 დელეგაციის ხელმძღვანელი - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე.
1364 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 23 ივნისის N40 სხდომაზე დავით ბაქრაძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და ვიდეოჩანაწერი.
1365 https://rustavi2.ge/ka/news/45338
1366 https://for.ge/view/107534/nacionaluri-moZraobis-da-evropis-saxalxo-partiis-ramdenime-deputatis-antiqarTuli-gegmaCavarda.html
1361
428
განაცხადა, რომ სხვადასხვა მაღალი რანგის შეხვედრებზე დამსწრე ევროპელი წევრებისთვის
გაუგებარი იყო, თუ რატომ აფერხებდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს
„ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც, იმავდროულად, თავადვე ჰქონდა ევროპული კურსი
გაცხადებული.
დავით ბაქრაძის მოსაზრებით, „ნაციონალური მოძრობა“ მხოლოდ და მხოლოდ
თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა და სხვადასხვა
საერთაშორისო ტრიბუნიდან საქართველოს შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებდა,
რისთვისაც აქტიურად იყენებდა ლობისტებსა და ლობისტურ ორგანიზაციებს. ბუნებრივია,
რომ ამგვარი მიზანმიმართული დეზინფორმაციის კამპანია დასავლურ პოლიტიკურ
ელიტაში ნეგატიური აღქმების ჩამოყალიბებას უწყობდა ხელს. 1367
2016-2017 წლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის
საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ საგამოძიებო კომისიის წინაშე
აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების – დავით დარჩიაშვილის, ჩიორა
თაქთაქიშვილის, გიორგი კანდელაკის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, თინათინ ბოკუჩავასა და
სხვათა მიერ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე ნეგატიური გავლენის მოხდენის
მცდელობები ხშირი იყო. მოცემული რეალობის დასაძლევად, სხვადასხვა ოფიციალურ თუ
არაოფიციალურ შეხვედრებზე, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლები
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოჰაბიტაციისა
და შეგუების აუცილებლობაზე მიუთითებდნენ, რასაც თავიანთი ქვეყნების წარსული
გამოცდილებით უსაბუთებდნენ. 1368
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს 2024 წლისთვის ჰქონდა გაცხადებული
ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანა, 2022 წლის 3 მარტს საქართველოს მთავრობამ,
ქვეყნისათვის საფრთხის შემცველი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე,
ოფიციალურად მიმართა ევროკავშირს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თხოვნით. 1369
იმავე შუამდგომლობით მიმართეს ევროკავშირს უკრაინამ და მოლდოვამ, შესაბამისად, 28
თებერვალსა და 3 მარტს.
ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ განაცხადზე
პასუხის მოლოდინი და ბრიუსელიდან მიღებული პირველი, ნეგატიური გადაწყვეტილება
დესტრუქციულმა ოპოზიციურმა ძალებმა ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნის მორიგი
მცდელობისთვის გამოიყენეს.
2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ, ევროკომისიის 2022 წლის 17 ივნისის
რეკომენდაციის საფუძველზე, გამოაქვეყნა თავისი გადაწყვეტილება, რომლითაც კანდიდატი
ქვეყნის სტატუსი მიენიჭა უკრაინასა და მოლდოვას, ხოლო საქართველოს ეთქვა უარი.
სანაცვლოდ, საქართველოს მიენიჭა „ევროპული პერსპექტივის მქონე“ ქვეყნის სტატუსი.
უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ გარკვეული პირობებით,
რომლებიც უნდა შეესრულებინათ გაწევრებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების გახსნის
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 23 ივნისის N40 სხდომაზე დავით ბაქრაძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და ვიდეოჩანაწერი.
1368 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 30 ივნისის N43 სხდომაზე ვიქტორ დოლიძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა
და ვიდეოჩანაწერი.
1369 https://www.eeas.europa.eu/georgia/evrokavshiri-da-sakartvelo_ka
1367
429
მიზნით. საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებას კი თან დაერთო 12-პუნქტიანი გეგმა,
რომლის შესრულებაც ევროკავშირში გაწევრების გზაზე შემდგომი პროგრესის პირობად
განისაზღვრა:1370
1. პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება;
2. სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირება, საპარლამენტო
ზედამხედველობა, საარჩევნო კანონმდებლობა;
3. სასამართლო რეფორმა;
4. ანტიკორუფციული ღონისძიებები;
5. დეოლიგარქიზაცია;
6. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და სამართალდამცავი ორგანოების
ზედამხედველობა;
7. თავისუფალი
და
პლურალისტური
მედიაგარემოს
უზრუნველყოფა,
ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება;
8. ადამიანის უფლებების, მათ შორის, მოწყვლადი ჯგუფების დაცვა;
9. გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობა;
10. გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა;
11. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიური გათვალისწინება
ქართული სასამართლოს მიერ;
12. სახალხო დამცველის არჩევა.
თავდაპირველად, ევროკავშირის მიერ მიღებული ეს უთანასწორო მიდგომა ქართულ
საზოგადოებაში აღქმულ იქნა როგორც ევროპული ორმაგი სტანდარტის გამოვლინება, მით
უმეტეს, რომ ევროკავშირის მიერვე დაწესებული კრიტერიუმების მიხედვით, საქართველო
ორი დანარჩენი ქვეყნის ტოლფას მოპყრობას იმსახურებდა.
საზოგადოებაში გაძლიერდა განცდა, რომ ევროკავშირის წევრობის მიღწევა არა
მხოლოდ „კლუბში გაწევრიანების“ ობიექტური პირობების შესრულებაზე, არამედ
პოლიტიკურ კონიუნქტურაზე იყო დამოკიდებული. რეალურად კი, საქმე ის იყო, რომ
საქართველოს ხალხს სჯიდნენ იმ იმედით, რომ ის საკუთარ ხელისუფლებას
აუმხედრდებოდა. საგამოძიებო კომისიას ამ მხრივ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, რომელიც მოცემულ დროს
საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტს ხელმძღვანელობდა. მან აღნიშნა,
რომ პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის რანგში არაერთ ვიზიტს ახორციელებდა
ბრიუსელში და ცდილობდა, საქართველოს მიერ ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნის
სტატუსის მინიჭების თაობაზე შეტანილი შუამდგომლობა დადებითად გადაწყვეტილიყო.
მისი თქმით, ის ხვდებოდა ყველა მაღალჩინოსანს თუ დეპუტატს, მათ შორის, ყველაზე
კრიტიკულად განწყობილ წარმომადგენლებსაც. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს,
ევროპარლამენტის გავლენიანმა წევრმა ევროპის სახალხო პარტიიდან ანდრიუს
1370
https://www.eeas.europa.eu/georgia/evrokavshiri-da-sakartvelo_ka
430
კუბილიუსმა 1371 მას ღიად უთხრა: „ჩვენ არ მოგცემთ სტატუსს და მერე ვნახოთ, როგორ
იმოქმედებს მოსახლეობის ის 85% 1372, ვინც საქართველოში ევროკავშირს უჭერს მხარს“. 1373
ცნობილი დიპლომატის, კონსტანტინე ჟღენტის შეფასებით, ამჟამად, გარე ძალების
მთავარი სურვილია, რომ საქართველოს მართავდეს ისეთი მთავრობა, რომელიც არა საკუთარ
ეროვნულ პოლიტიკას, არამედ მათ ინტერესებს გაატარებს, ხოლო ოპოზიცია ყველა
საშუალებას მიმართავს იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს. 1374 სწორედ ამით აიხსნება
უცხო ქვეყნის წარმომადგენლებსა და დესტრუქციულ ოპოზიციას შორის ბოლო წლებში
გაძლიერებული თანამშრომლობა,
ვინაიდან მათ საერთო ინტერესები და მიზნები
ამოძრავებთ.
საგაოძიებო კომისიის წინაშე, მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა, ასევე,
დესტრუქციული ოპოზიციური ძალების მიერ წამოწყებულ საინფორმაციო კამპანიაზე
სახელწოდებით – „საქართველო მაჩანჩალა ქვეყანა“. საქართველოს წარუმატებელ ქვეყნად
წარმოჩენას, ერთი მხრივ, ქართველი ხალხი საკუთარი ქვეყნის მთავრობაზე უნდა
„გაებრაზებინა“, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდით ცვლილების
დასაბუთებისთვის უნდა შეეწყო ხელი. როგორც ზევით აღინიშნა, მსგავსი კამპანია
„არშემდგარი სახელმწიფოს“ შესახებ „ვარდების რევოლუციად“ წოდებულ სახელმწიფო
გადატრიალებასაც უძღოდა წინ. მაკა ბოჭორიშვილის დაკვირვებით, „მაჩანჩალა
საქართველოს“ კამპანიაში, რომელიც პარტია „ლელომ“ წამოიწყო, არა მხოლოდ
დესტრუქციული პოლიტიკური ოპოზიცია, არამედ გარე აქტორებიც იყვნენ ჩართული და ის
საეჭვოდ დაემთხვა ბრიუსელში საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების
თაობაზე მსჯელობის პროცესს. კერძოდ, პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი
ჯაფარიძის განცხადებით: “პასუხისმგებლიანი მთავრობა აქამდე ქვეყანას არ მიიყვანდა,
სადამდეც მიიყვანეს, რომ ლიდერიდან გავხდით მაჩანჩალა და აუტსაიდერი (...)“. 1375
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ კამპანიას მხარი აუბა
და განაცხადა: „ტრიოში, სადაც საქართველო იყო მოწინავე, აღმოჩნდა ბოლო, მაჩანჩალა
პოზიციაზე (...)“.1376 2022 წლის 9 ივნისს ევროპარლამენტის დეპუტატმა მარინა კალიურანდმა
საქართველოს შესახებ განაცხადა: „ეს ქვეყანა რამდენიმე წლის წინ იყო ლიდერი აღმოსავლეთ
ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, 2024 წლის 1 დეკემბრიდან დღემდე ევროკავშირის კომისარი
თავდაცვის საკითხებში.
1372 2023 წლის 2 თებერვალს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევა, chromeextension://efaidnbmnnnibpcajpcglclefindmkaj/https://www.ndi.org/sites/default/files/NDI%20Georgia%20press%20release
_December%202022%20poll_GEO_final_0.pdf
1373
საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 25 ივნისის N41 სხდომაზე მაკა ბოჭორიშვილის ახსნა-განმარტების
სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
1374 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 30 ივნისის N42 სხდომაზე კონსტანტინე ჟღენტის ახსნა-განმარტების
სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
1375 https://formulanews.ge/News/72691
1376
https://fortuna.ge/saqartvelo-aghmochnda-machanchala-adgilze-mzad-vart-shansi-mivcet-ertmanets-da-daviwyotmolaparakebis-procesi-evrointegraciis-gzastan-dakavshirebit-paata-manjgaladze/
1371
431
პარტნიორებს შორის, მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლო წლების შემდეგ, საქართველო გახდა
მაჩანჩალა (...)“. 1377
მიუხედავად ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა სამუშაო ჯგუფები და, საქართველოს
პარლამენტის ეგიდით, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას შეუდგა. მიღებულ იქნა არაერთი
მნიშვნელოვანი კანონი და განხორციელდა ძალისხმევა პროცესის ინკლუზიურობისთვის,
რასაც ოპოზიციის ბოიკოტი ხელს უშლიდა.
12-პუნქტიანი გეგმის შესრულების შეფასების 1378 საფუძველზე, 2023 წლის 8 ნოემბერს
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისიამ
საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია
გასცა. რეკომენდაციას თან ახლდა 9 პუნქტისაგან შემდგარი დათქმები:
1. ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან, უცხოურ
საინფორმაციო მანიპულაციებთან და უცხოურ ჩარევასთან ბრძოლა;
2. ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს
საგარეო პოლიტიკის თანხვედრის მაჩვენებლის გაუმჯობესება;
3. პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის შემდგომი გადაჭრა, მათ შორის, უფრო
ინკლუზიური გზით;
4. თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის
უზრუნველყოფა – განსაკუთრებით, 2024 წელს – და ეუთო-ოდირის რეკომენდაციების
სრულად გათვალისწინება;
5. საპარლამენტო
ზედამხედველობის
შემდგომი
გაუმჯობესება,
განსაკუთრებით,
უსაფრთხოების სამსახურებზე;
6. ყოვლისმომცველი
და
ეფექტური
სასამართლო
რეფორმის
დასრულება
და
განხორციელება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის
ყოვლისმომცველი რეფორმა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად
შესრულება გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის გზით;
7. სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის
სამსახურის
ეფექტიანობისა
და
ინსტიტუციური
დამოუკიდებლობისა
და
მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა;
8. დეოლიგარქიზაციის შესახებ არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება, რათა
დეოლიგარქიზაცია განხორციელდეს მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით,
ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური
პროცესის შედეგად, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების
ჩართულობით;
1377 https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/politika/21252-saqartvelo-gakhda-machanchala-shetskvitet-ertmanetis-dachma-marinakaliurandi
1378
https://enlargement.ec.europa.eu/document/download/388e01b7-e283-4bc9-9d0a5600ea49eda9_en?filename=SWD_2023_697%20Georgia%20report.pdf
432
9. ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესება, მათ შორის, ადამიანის
უფლებების ამბიციური სტრატეგიის მიღებითა და შეკრებისა და გამოხატვის
თავისუფლების უზრუნველყოფით.1379
იმის ნაცვლად, რომ მოცემული დათქმების შესრულებაზე მმართველ პარტიასთან
ერთად ემუშავათ, დესტრუქციულმა ოპოზიციურმა ძალებმა დათქმების დოკუმენტი მორიგ
ჯერზე გარდაქმნეს პოლიტიკურ ინსტრუმენტად, რომელსაც ხელისუფლების კრიტიკისა და
საერთაშორისო პარტნიორების ყურადღების მობილიზების მიზნით იყენებდნენ. ოპოზიციის
სტრატეგია მიზნად ისახავდა 9-პუნქტიანი პირობების არასაკმარისი შესრულების
დემონსტრირებას, რაც კანდიდატის სტატუსზე უარის შემთხვევაში, ხელისუფლების
წინააღმდეგ პროცესების ასაგორებლად გამოადგებოდა.
2023 წლის 14 დეკემბერს ევროკავშირის ევროპულმა საბჭომ გაიზიარა ევროკომისიის
რეკომენდაცია და საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე
გადაწყვეტილება მიიღო, ასევე, გახსნა გაწევრების მოლაპარაკებები უკრაინასა და
მოლდოვასთან.
„მაკკეინის ინსტიტუტმა“ 1380 2024 წლის 17 სექტემბერს საქართველოს შესახებ
გამოაქვეყნა ანგარიში, 1381 რომელსაც თან ახლავს ისეთი რეკომენდაციები, როგორიცაა
ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება, სანქციების დაწესება
„ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის და სხვ. ანგარიშში აღნიშნულია, რომ რამდენიმე
ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ თავად მოითხოვა საქართველოსთვის უვიზო
მიმოსვლის რეჟიმის შეჩერება, რათა ამომრჩეველს „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგები
„რეალურად“ დაენახა.
2025 წლის 27-31 იანვარს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე
საქართველოს დელეგაციის საქმიანობისთვის ხელშეშლისა და საქართველოსთან
დაკავშირებით ნეგატიური რეზოლუციის ხელშეწყობის მიზნით, სტრასბურგში ჩავიდნენ:
- „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა,
- „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი,
- „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი, 1382
- „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, 1383
- ისფედის აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე,
- საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე,
1379 https://enlargement.ec.europa.eu/news/commission-adopts-2023-enlargement-package-recommends-open-negotiationsukraine-and-moldova-grant-2023-11-08_en , https://ec.europa.eu/commission/presscorner/detail/en/qanda_23_5626
1380 ინსტიტუტის გაცხადებული მიზანია ისეთი პროგრამების განხორციელება, რომლებიც მხარს უჭერენ
დემოკრატიას, ხელს უწყობენ ადამიანის უფლებების დაცვასა და ღირებულებებზე დაფუძნებული ლიდერების
განვითარებას.
ინსტიტუტის
სამეთვალყურეო
საბჭოს
წევრები
არიან:
https://www.mccaininstitute.org/about/leadership/
1381
https://www.mccaininstitute.org/resources/press-releases/assessment-ahead-of-georgian-parliamentaryelection/?fbclid=IwY2xjawFaoS5leHRuA2FlbQIxMQABHZS29OayYUlLp5pgARqnSZIo1ttzDY8NlCJMBgploFVyMQz78Nx
gzImgog_aem_4vfWcXN0F0zg0wK9ULIkFA
1382 https://www.youtube.com/watch?v=N1hkDn_np9Y
1383 https://www.youtube.com/watch?v=N1hkDn_np9Y
433
-
„სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ წევრი, სახალხო დამცველის ყოფილი
მოადგილე გიორგი ბურჯანაძე,
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის წარმომადგენელი გიორგი კანდელაკი,
„საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველოს“ წარმომადგენელი გიორგი ონიანი,
„სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი,
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი უჩა ნანუაშვილი. 1384
საგამოძიებო კომისიის წინაშე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ყოფილმა
ხელმძღვანელმა და 2025 წლიდან დელეგაციის წევრმა, გივი მიქანაძემ დეტალურად აღწერა
საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები, რომლებიც ზემოხსენებულმა
პირებმა განახორციელეს იმისთვის, რომ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია
დაეზიანებინათ, თავიანთი ქვეყანა ასამბლეაზე წარმომადგენლობის გარეშე დაეტოვებინათ
და საქართველოსთვის საზიანო რეზოლუციის მიღებისთვის ხელი შეეწყოთ. გივი მიქანაძის
თქმით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცის წევრები და საქართველოდან ჩასული
ზემოხსენებული პირები პარალელურად აწარმოებდნენ შეხვედრებს ევროსაბჭოს
საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებთან როგორც
პირისპირ შეხვედრების, ასევე, ღია და დახურული სხდომების ფორმატით. „ნაციონალური
მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პირები მიზნად ისახავდნენ, საქართველოს დელეგაცია
არ ყოფილიყო დაშვებული ასამბლეაზე მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ ახალი არჩევნების
ჩატარებას, დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებასა და სხვა ნაბიჯების გადადგმას
არ დათანხმდებოდა. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ყველა შეხვედრაზე ღიად
აცხადებდა, რომ ახალი არჩევნების ჩატარება არ იგეგმებოდა, რადგან არ არსებობდა უკვე
ჩატარებული არჩევნების გაყალბების არანაირი მტკიცებულება.
ასამბლეის 27 იანვრის პლენარულ სხდომას სიტყვით მიმართა ევროსაბჭოს მინისტრთა
კომიტეტის თავმჯდომარემ, ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქსავიე ბეტელმა,
რომელმაც საქართველოს საკითხზე საუბრისას, მწვავედ გააკრიტიკა უცხოური
გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების ფაქტი, მაგრამ აღნიშნა, რომ მას ვერავინ
წარუდგინა მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგები
გაყალბდა. შესაბამისად, კითხვაზე, ვაღიაროთ თუ არ ვაღიაროთ ხელისუფლება, მისი პასუხი
იყო, რომ არც საქართველოს და არც რომელიმე სხვა ქვეყნის შემთხვევაში, ის არ დაგმობდა
არჩევნებს მხოლოდ იმიტომ, რომ მისი შედეგები არ მოსწონდა.1385
ამასთან, როგორც გივი მიქანაძის ახსნა-განმარტებიდან გამოირკვა, სოციალისტების
პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ფრანკ შვაბე ესაუბრა იმ უცხოურ კომპანიებს,
რომელთაც საქართველოში ელექტრონული არჩევნების აუდიტი ჩაატარეს და, მისივე თქმით,
იცოდა, რომ არჩევნებზე მანიპულაციის შესაძლებლობა არ არსებობდა. მიუხედავად ამისა,
სოციალისტების პოლიტიკურმა ჯგუფმა ქართული დელეგაციის უფლებამოსილების
უპირობოდ ცნობას მხარი არ დაუჭირა. გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ მისი დელეგაციაში
1384 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 25 ივნისის N41 სხდომაზე გივი მიქანაძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
1385 https://pace.coe.int/en/verbatim/2025-01-27/pm/en
434
საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში, საქართველოს მიმართ ყველაზე აგრესიულები
ესტონელი და ლიეტუველი დეპუტატები იყვნენ.
ასამბლეის პირველ პლენარულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან
დაკავშირებული პირების ინიციატივის გამხმოვანებელი შვედეთის საპარლამენტო
დელეგაცია აღმოჩნდა, რომელსაც აქტიურად დაუჭირეს მხარი უკრაინის საპარლამენტო
დელეგაციამ, ევროპის სახალხო პარტიისა (EPP) და ლიბერალებისა და დემოკრატების
ჯგუფის (ALDE) დეპუტატებმა, რის შედეგადაც, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის
უფლებამოსილების დოკუმენტები დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ და, დადგენილი წესის
თანახმად, დაიწყო საკომიტეტო მოკვლევა.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს დახურული საკომიტეტო მოსმენა,
რომელზეც თინათინ ბოკუჩავამ საქართველოს ხელისუფლება რუსულ რეჟიმად მოიხსენია და
საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგო არაერთი განცხადება გააკეთა. 1386
2025 წლის 29 იანვრის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო ასამბლეამ იმსჯელა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილების საკითხზე. კენჭი ეყარა
დელეგაციის უფლებამოსილების დოკუმენტების რატიფიკაციაზე უარს, რასაც 83-მა
დეპუტატმა არ დაუჭირა მხარი, 43-მა – მხარი დაუჭირა, ხოლო 8 დეპუტატმა თავი შეიკავა. 1387
ამით დესტრუქციული ოპოზიციის გეგმის ძირითადი ნაწილი ჩავარდა. თუმცა, ასამბლეამ
დადებითად უყარა კენჭი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილების
კონკრეტული ვადით – 2025 აპრილამდე ცნობის საკითხს, არაერთი დათქმით, მათ შორის, იმ
პირობით, რომ საქართველო „მომდევნო თვეებში“ ახალ საპარლამენტო არჩევნებს ჩაატარებდა
(RES2585).1388
საქართველოსთვის მიუღებელი შინაარსის მქონე რეზოლუციის ფონზე, რომელიც
საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა და 1 120 000 ამომრჩევლის ნებას
უგულებელყოფდა, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ მიიღო გადაწყვეტილება და
ასამბლეა იმ დღესვე დატოვა. მოცემული გადაწყვეტილება არ ნიშნავდა საქართველოს,
როგორც სახელმწიფოს, გასვლას ასამბლეის შემადგენლობიდან, მაგრამ დროებით,
საქართველოს პარლამენტი ასამბლეაში წარმომადგენლობის გარეშე დარჩა. ამ
გადაწყვეტილებამ საქართველოსთვის დღის წესრიგიდან მოხსნა 2025 წლის აპრილამდე მისი
სუვერენიტეტის შემლახავი დათქმების შესრულების ვალდებულება და დესტრუქციულ
პოლიტიკურ ოპოზიციას 2025 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში საქართველოს შიდა
პროცესებში დამატებითი ნეგატიური ენერგიის შეტანის საშუალება არ მისცა. 1389
მიუხედავად ამისა, საქართველოში დაძაბულობა გაგრძელდა, ძირითადად,
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის საკითხთან დაკავშირებით. დესტრუქციული
1386 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 25 ივნისის N41 სხდომაზე გივი მიქანაძის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და
ვიდეოჩანაწერი.
1387 https://pace.coe.int/en/files/34080/compendium#amdt-34102
1388 https://pace.coe.int/en/files/34147/html
1389 საგაზაფხულო სესიაზე, 2025 წლის 10 აპრილს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მწვავედ გააკრიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ასამბლეის დატოვების შესახებ გადაწყვეტილების გამო და მოუწოდა
საქართველოს, შეესრულებინა ის პირობები, რაც 29 იანვრის რეზოლუციაში იყო მოცემული (RES2600),
https://pace.coe.int/en/files/34293
435
ოპოზიცია მოითხოვდა უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერებას საქართველოსთვის, რა
შემთხვევაშიც, „რისხვა მხოლოდ „ოცნებისკენ“ უნდა მიმართულიყო.“ 1390
2025 წლის იანვარში ევროკავშირმა ნაწილობრივ შეაჩერა ვიზის გამარტივების
შეთანხმება და, საქართველოსთან მიმართებით, გააუქმა უვიზო რეჟიმი დიპლომატიური და
სამსახურებრივი პასპორტებისთვის, რაც არაერთმა წევრმა სახელმწიფომ მალევე გაიზიარა.
ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა 2025
წლის ივნისში აღნიშნა, „საქართველოში სიტუაცია უარესდება, ისევ დავაყენებ სანქციების
საკითხს. განვიხილავთ, კიდევ რისი გაკეთება შეიძლება, რადგან საქართველო არასწორ გზაზე
დგას.“ 1391
2025 წლის 14 ივლისს ევროკავშირის საშინაო საქმეთა და მიგრაციის დეპარტამენტის
გენერალურმა დირექტორმა საქართველოს სამთავრობო უწყებებს ოფიციალური წერილით
მიმართა და რამდენიმე პუნქტის მოკლე ვადაში შესრულება მოითხოვა. მოთხოვნებს შორის
იყო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის გაუქმება,
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქათველოს კანონის 1392
გაუქმება, ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიაში ისეთი ცვლილებების შეტანა,
რომელიც LGBTIQ თემის წევრთა უფლებების სრულად დაცვას უზრუნველყოფდა და ა. შ.
მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის
რეჟიმის შეჩერების მექანიზმის განხილვა გარდაუვალი იქნებოდა. 1393
2025 წლის 18 ივლისს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ხელი
მოაწერა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც კიდევ 19 ქართველ მაღალჩინოსანს
სანქციები დაუწესდათ. სანქცირებულთა სიას შეემატნენ: იუსტიციის მინისტრი, გენერალურ
პროკურორი, პარლამენტის წევრები, პროკურორები და მოსამართლეები. 1394 28 ივლისს
ლიეტუვის მხრიდან სანქციების სიას კიდევ 10 ქართველი მაღალჩინოსანი შეემატა და მათ
ლიეტუვაში შესვლა 2030 წლამდე აეკრძალათ. 1395
შემაჯამებელი შეფასებანი
1. „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ განხორციელებული წამება და არაადამიანური
მოპყრობა
საგამოძიებო კომისიამ, მისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში,
განიხილა და შეაფასა მის ხელთ არსებული ინფორმაცია და, წინამდებარე დასკვნაში
მოყვანილი
ფაქტების
გაანალიზების
შედეგად,
დაადგინა
რომ,
2004-2012
წლებში,
https://netgazeti.ge/life/771589/?amp=1
https://www.facebook.com/share/v/1Ebesiokhu/
1392 https://www.matsne.gov.ge/document/view/6283110?publication=0
1393 https://cdn.1tv.ge/app/uploads/2025/07/1752661554-European-Commision-1.pdf
1394 https://vm.ee/en/list-subjects-sanction-government-republic-ensure-following-human-rights
1395 https://civil.ge/ka/archives/694688
1390
1391
436
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „ნულოვანი ტოლერანტობის“ სისხლის სამართლის
პოლიტიკის განხორციელების შედეგად:
-
საქართველოს
შინაგან
სასჯელაღსრულების
საქმეთა
სისტემაში
სამინისტროს
დაკავებულ
სტრუქტურებსა
პირთა
და
და
პატიმართა
(ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა) მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა
იყო სისტემატური და სისტემური;
-
დაკავებულ პირთა და პატიმართა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა
ატარებდა საყოველთაო ხასიათს და იყო პოლიტიკური თანამდებობის პირების,
პირველ რიგში კი - მიხეილ სააკაშვილის მიერ დამკვიდრებული და სახელმწიფო
პოლიტიკის რანგში აყვანილი ქმედება; ზემოაღწერილი დანაშაულები იყო არა
ერთეულ
პირთა
გადაცდომა,
თანამონაწილეობაზე
არამედ
დაფუძნებული
-
კარგად
ტერორი,
ორგანიზებული
რომელშიც
და
მონაწილეობდნენ
სხვადასხვა რანგის მაღალი თანამდებობის პირები, რაც მათ ძალადობრივ რეჟიმად
აქცევდა;
-
სასჯელაღსრულების
სისტემაში
არსებული
პატიმრობის
პირობები
(საყოფაცხოვრებო პირობები, ადეკვატური კვებისა და სამედიცინო დახმარების
არარსებობა, პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელყოფა, დაცვის უფლების ხელყოფა,
გარე სამყაროსთან კონტაქტის აკრძალვა, ძალადობის ფაქტების გახმაურების
აკრძალვა და მრავალი სხვა), ცალკე აღებული, უტოლდებოდა წამებასა ან
არაადამიანურ მოპყრობას;
-
პატიმართა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სხვადასხვა, სასტიკი
მეთოდების გამოყენებას ჰქონდა თითქმის ყოველდღიური ხასიათი;
-
დაკავებულ პირთა და პატიმართა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა,
რომელიც გამოიყენებოდა ცალკე ან საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან
კომბინაციაში, ისახავდა სხვადასხვა მიზანს, მათ შორის, კონკრეტულ სისხლის
სამართლის საქმეზე სასურველი შედეგის მიღწევას, ქონების უკანონოდ
ჩამორთმევას, პოლიტიკურ ანგარიშსწორებასა და სხვ.;
-
მიმდინარეობდა ციხეში მყოფი პატიმრების შენიღბული და მიზანმიმართული
განადგურება,
რასაც
მოწმობს:
ერთი
მხრივ,
ის
ფაქტი,
რომ
ციხეებში
ყოველწლიურად ტუბერკულოზის 2 000-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა და
ჯანმრთელი და გადამდები დაავადების მქონე პატიმრების ერთ საკანში განთავსება
დამკვიდრებული პრაქტიკა იყო, ზოგჯერ მიზანმიმართულადაც - ჯანმრთელი
პატიმრის დათრგუნვის ან მასზე შურისძიების მიზნით; მეორე მხრივ, C ჰეპატიტის
მკურნალობის ხელოვნურად შეფერხება, მეტიც, ამ დაავადების სკრინინგის
აკრძალვა, რათა საზოგადოებისათვის დაფარული ყოფილიყო ციხეებში მისი ფართო
გავრცელება;
-
პროკურატურა, როგორც წამყვანი სამართალდამცავი ორგანო, არამცთუ არ
ასრულებდა მისთვის კანონით დაკისრებულ მოვალეობებს და არ ატარებდა
437
სრულყოფილ და ობიექტურ გამოძიებას წამებისა და არაადამიანური მოპყრობის
ფაქტებზე, პირდაპირ იყო ჩართული პატიმართა მიმართ ადამიანის უფლებების
-
დარღვევაში;
დაუსჯელობის სინდრომი და მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა სამართალდამცავ
სტრუქტურებში ძალადობის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. ამას მოწმობს ისიც,
რომ, მიუხედავად იმ ფაქტებისა, რაც წინამდებარე დასკვნაშია მოყვანილი, მიხეილ
სააკაშვილმა არაერთი პირი, რომელიც თავად სჩადიოდა წამებას ან არაადამიანურ
მოპყრობას ან სათავეში ედგა ძალადობრივ სისტემას, საპრეზიდენტო ორდენებით
დააჯილდოვა.
საქართველოს
საგამოძიებო კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, ეთხოვოს
პრეზიდენტს, სხვა შესაბამისი ორგანოების ხელშეწყობით,
უზრუნველყოს 2004-2013 წლებში გაცემული ჯილდოების საკითხის გადასინჯვა,
განსაკუთრებით კი, იმ პირების შემთხვევაში, რომელთაც ადამიანის წინააღმდეგ
დანაშაული აქვთ ჩადენილი;
-
სასამართლო ხელისუფლება არ რეაგირებდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის
ფაქტებზე, რითაც უხეშად არღვევდა საქართველოს კანონმდებლობასა და ევროპულ
კონვენციას;
-
ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მასობრივი საინფორმაციო საშუალებები
უარს ამბობდნენ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გაშუქებაზე;
-
ბევრ სხვა მტკიცებულებასთან ერთად, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, პავლე კუბლაშვილის 2012 წლის 19 ივნისის
საპარლამენტო გამოსვლის სულისკვეთება და შინაარსი ცალსახა დასტურია იმისა,
რომ
მიხეილ
სააკაშვილის
მიერ
2006
წელს
გამოცხადებული
„ნულოვანი
ტოლერანტობის“ სისხლის სამართლის პოლიტიკა 2012 წელსაც ურყევი იყო და
„ნაციონალურ
მოძრაობას“
მის
მიერ
საქართველოში
დამკვიდრებული
სასჯელაღსრულების არაადამიანური სისტემის შეცვლის, გამრუდებული სისხლის
სამართლის მართლმსაჯულების გამოსწორებისა და გაჰუმანურების არავითარი ნება
და სურვილი არც მომავალში არ გააჩნდა.
ნიშანდობლივია, რომ პატიმრებს, რომლებსაც მოუწიათ ფსიქოლოგიური შემოწმების
გავლა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, მრავალი
წლის მერეც პრაქტიკულად უცვლელი დარჩათ მათთვის მიყენებული მორალური ზიანის და
ტკივილის კვალი. 1396
2004-2009 წლებში, სახალხო დამცველის აპარატი იყო ერთადერთი სახელმწიფო
სტრუქტურა, რომელიც სწრაფად რეაგირებდა საჩივრებზე, გამოავლენდა წამებისა და
არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს და სისტემატურად ითხოვდა მათზე სათანადო
რეაგირებას. საგამოძიებო კომისიის მუშაობისას ნათლად დადასტურდა, რომ, სახელმწიფო
მაგალითისთვის, იხ. საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 30 აპრილის 19 სხდომაზე ნათია გედენიძის ახსნაგანმარტების სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი.
1396
438
სტრუქტურებს შორის, მსხვერპლებს მხოლოდ ამ ინსტიტუტის იმედი ჰქონდათ, რაც, 20102012 წლებში, მნიშვნელოვნად შესუსტდა.
რაც შეეხება საერთაშორისო ინსტიტუტებს, 2004 წლიდანვე საგრძნობლად გაიზარდა
მიმართვიანობა ევროპული სასამართლოსადმი და, არაერთ შემთხვევაში, მძიმედ ავადმყოფი
პატიმრისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა სწორედ სტრასბურგის სასამართლოს
ჩარევით
მოხერხდა.
აღსანიშნავია,
რომ
ევროპულ
სასამართლოს,
საქართველოდან
გაგზავნილი, ავადმყოფი პატიმრების საჩივრების განხილვამდე, არ გააჩნდა სამოსამართლო
პრეცედენტი
სასამართლოს
რეგლამენტის
39-ე
მუხლის
სამედიცინო
შემთხვევებში
გამოყენების შესახებ. ამასთან, სტრასბურგის სასამართლო იყო ერთადერთი საერთაშორისო
ინსტიტუტი,
რომლის
წინაშეც,
„ნაციონალური
მოძრაობის“
ხელისუფლება
ანგარიშვალდებულების პრინციპის დაცვას ცდილობდა. თუმცა, ზოგჯერ, ეს ფასადური იყო.
ადამიანის
უფლებათა
სხვა
საერთაშორისო
საზედამხედველო
ორგანოების
მიმართ,
ხელისუფლება სერიოზულ დამოკიდებულებას არ ამჟღავნებდა. ასე, მაგალითად, გაეროს
ადამიანის უფლებათა საზედამხედველო ორგანოებისადმი 2004-2012 წლებში წარსადგენი 12
ანგარიშიდან, სახელმწიფოს მხრიდან წარდგენილი იქნა მხოლოდ 7. 1397
რაც შეეხება ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტს, მან 2003-2012 წლებში 4
პერიოდული
და
ინფორმაციების
ad
hoc
ვიზიტები
შეგროვებისა
და
განახორციელა.
ფასდაუდებელი
მიუხედავად
მუშაობის
მნიშვნელოვანი
შედეგად
გაცემული
რეკომენდაციებისა, კომიტეტის ვერც ერთ ანგარიშში ვერ იქნა ასახული ადამიანზე
ძალმომრეობის ის განუზომელი სისასტიკე და მასშტაბი, რომელიც საქართველოს შინაგან
საქმეთა სტრუქტურებსა და სასჯელაღსრულების სისტემაში სუფევდა. 2012 წლის 18
სექტემბერს ციხის კადრების გავრცელების შემდეგ, კომიტეტი საქართველოს მალევე,
ნოემბრის თვეში ეწვია.
„ნულოვანი
ზემოხსენებული
ტოლერანტობის“
შედეგები
მოიტანა,
სისხლის
სამართლის
პოლიტიკა,
რომელმაც
მიზნად
ისახავდა
საზოგადოებაში
ტერორის
დამკვიდრებას, საზოგადოების არასასურველი წევრების განეიტრალებასა და, დაუცველობის
ტოტალური განცდის პირობებში, ღირსებაშელახული ადამიანების ხელისუფლებისადმი
უსიტყვო მორჩილებას.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური თანამდებობის პირები და პოლიტიკოსები
სრულად იყვნენ ინფორმირებული ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შესახებ,
მაგრამ არ იღებდნენ არავითარ ზომას, რადგან თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების
მასობრივი დარღვევა, მათ მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა მათთვის
აღმოსაფხვრელი პრობლემა კი არ იყო, არამედ - მართვის მეთოდი.
2.
„ნაციონალური
მოძრაობის“
რეჟიმის
წარმომადგენლების
მიერ
ჩადენილი
მკვლელობები და ძალადობა
1397
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2025 წლის 2 აპრილის N01/9234 წერილი.
439
განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, საგამოძიებო კომისიამ გააანალიზა
მის ხელთ არსებული დოკუმენტები და ინფორმაცია, რის შედეგადაც დაადგინა რომ, 20042012 წლებში, სახელმწიფო ინსტიტუტების ოფიციალური წარმომადგენლები, რომლებიც,
სამართლებრივი
სახელმწიფოს
პრინციპების
შესაბამისად,
ვალდებულნი
არიან,
უზრუნველყონ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, სიცოცხლის უფლების,
დაცვა, თვითონვე განზრახ არღვევდნენ ამ უფლებებს, რასაც არაერთი, სრულიად
უდანაშაულო პირის სიცოცხლე შეეწირა. ძალაუფლების დემონსტრირების, დაშინებისა და
დამორჩილების მიზნით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პოლიტიკური
თანამდებობის პირები და სხვა მაღალჩინოსნები ადამიანებს თავისუფლებას უკანონოდ
აღუკვეთდნენ, აწამებდნენ, არაადამიანურად ეპყრობოდნენ, აუპატიურებდნენ და კლავდნენ.
პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და სხვა მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილი ან
ორგანიზებული მკვლელობისა და ძალმომრეობის თითქმის ყველა საქმეზე, „ნაციონალურმა
მოძრაობის“ რეჟიმმა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები გააყალბა, საქმის
შესახებ მისთვის ხელსაყრელი ვერსია გაავრცელა ან/და განზრახ არასწორად მიმართა
გამოძიების პროცესი, რის გამოც, ზოგიერთ საქმეზე დღემდე შეუძლებელია ჭეშმარიტების
დადგენა. მკვლელობის ზოგიერთ საქმეზე, რეჟიმმა ვერ მოახერხა ფაქტობრივ გარემოებებთან
დაკავშირებით მისთვის სასურველი ვერსიის საზოგადოებისთვის მიწოდება მოკლულთა
მშობლების, ოჯახების წევრების, მეგობრებისა და უფლებადამცველთა აქტიურობის შედეგად.
მიხეილ სააკაშვილი და რეჟიმის სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირები განუხრელად
ხელს აფარებდნენ დამნაშავეებს, უზრუნველყოფდნენ მათ ფინანსებითა და სხვა
პრივილეგიებით და უფლებააყრილ მდგომარეობაში ამყოფებდნენ მოკლულთა მშობლებს,
მეუღლეებს, შვილებსა და ოჯახის წევრებს.
ევროპულ სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი საჩივრების სტატისტიკური
მონაცემები ნათლად აჩვენებს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში
ადამიანის უფლებების მდგომარეობას საქართველოში:
საერთო ჯამში, 1999 წლიდან დღემდე, ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს
მიმართ დარღვევა დადგენილია 284 საჩივარზე, რომელთაგან, დაახლოებით, 80% (227 საქმე)
ეხება 2004-2012 წლებში მომხდარ ფაქტებს. აღნიშნული 227 საქმის ფარგლებში, ყველაზე
ხშირად დადგენილია ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების
აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-6 (საქმის სამართლიანი
განხილვის უფლება) მუხლებისა და დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის (საკუთრების დაცვა)
დარღვევა. 2025 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ
დარღვეული უფლებების გამო, ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს სახელმწიფოს
მომჩივნების სასარგებლოდ დაეკისრა, ჯამში, დაახლოებით, 2 029 743 ევროს გადახდა,
როგორც მატერიალური და მორალური ზიანის კომპენსაციის, ისე ხარჯების ანაზღაურების
მიზნით.
წინამდებარე დასკვნაში აღწერილ, საზარელი წამებისა და მკვლელობის არაერთ
შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ მსხვერპლად ქცეულ, განსხვავებული აზრის
440
ადამიანებს „ჯაშუშობას“, „რუსეთის აგენტობასა“ და „სამშობლოს ღალატს“ უსაფუძვლოდ
აბრალებდა, რაც დღესაც ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების უცვლელ ხელწერად
რჩება. ზოგიერთ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წარმომადგენლები
შემთხვევითობის პრინციპით ირჩევდნენ ნებისმიერ პირს მსხვერპლად ადამიანზე
ძალადობის წყურვილის მოკვლის მიზნით.
აღსანიშნავია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულებიდან რამდენიმე დღეში,
„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა წამოიწყო აბსურდული ბრალდებებით დაკავებების
ტალღა და სასტიკი ანგარიშსწორება მათ მიმართ, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა საბრძოლო
მოქმედებებში, ან შეესწრო საომარ ანდა ომის შემდგომ ვითარებას და რეჟიმის მიერ მიღებული
გადაწყვეტილებების სისწორე რაიმე ფორმით ეჭვქვეშ დააყენა.
მის ხელთ არსებული ფაქტების, დოკუმენტებისა და ინფორმაციის გაანალიზების
შედეგად, საგამოძიებო კომისია ადგენს, რომ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური
მოძრაობის“ რეჟიმის მიერ საქართველოსა და უცხოეთში გავრცელებული ცნობები იმასთან
დაკავშირებით, რომ პოლიციის გამჭვირვალე შენობების აგებისა და სხვა ნოვატორული
ნაბიჯების გადადგმის შედეგად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოში შესაძლებელი
გახადა პოლიციის ხელში მოხვედრილი პირის უფლებების მაღალი სტანდარტით დაცვა
წარმოადგენდა მხოლოდ რეჟიმის პროპაგანდასა და მითს. წინამდებარე დასკვნაში აღწერილი
საზარელი მკვლელობებისა და ძალმომრეობის თითქმის ყველა საქმე დაკავშირებულია
სწორედ
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
პოლიტიკურ
თანამდებობის
პირებთან
და
მაღალჩინოსნებთან, რომლებიც, დანაშაულის ჩადენისას, მოქმედებდნენ ცალკე ან თავდაცვის
სამინისტროს, სასჯელაღსრულების სისტემის ან/და პროკურატურის წარმომადგენლებთან
კოორდინაციაში.
3. პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების ხელყოფა
შესწავლილი ფაქტებისა და ინფორმაციების საფუძველზე, საგამოძიებო კომისია ადგენს,
რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი სისტემატურად და მასობრივად არღვევდა პირადი
ცხოვრების დაცულობის უფლებას. მის მიერ ფარულად და უკანონოდ შეგროვებული
მასალები (პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო- და ფოტოკადრები, სატელეფონო საუბრის
ჩანაწერები, პატიმრებზე სექსუალური ძალადობის ფირზე აღბეჭდვა და ა.შ.) მოიცავდა
საზოგადოების თითქმის ყველა სეგმენტს: ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების
ლიდერებს, წევრებს, აქტივისტებს; განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე
საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს; საპატიმრო დაწესებულებებში მოთავსებულ
პირებს; კულტურის სფეროს წარმომადგენლებს; სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციის
თანამშრომლებს/საჯარო
მოხელეებს;
სხვადასხვა
სახის
გასართობი
დაწესებულების
მომხმარებლებს; ტრანსპორტის სფეროს წარმომადგენლებს და სხვ. უკანონო ფარული
თვალთვალი, მიყურადება და ჩაწერა/გადაღება კი ხორციელდებოდა ყველგან, მათ შორის,
ოფისებსა და საცხოვრებელ სახლებში.
441
ამასთანავე, მონაცემების უკანონო მოპოვება არ ხორციელდებოდა ერთი რომელიმე
მიზნისთვის.
ისინი
მოპოვებული
იყო
„ნაციონალური
მოძრაობის“
მმართველობის
სხვადასხვა მონაკვეთში და ზოგად მიზნად ისახავდა განსხვავებული აზრის მქონე
ადამიანების გეგმების, მიზნების, პოლიტიკური კავშირების იდენტიფიცირებასა და
კონტროლს, აგრეთვე, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა რეპუტაციის
დამაზიანებელი მასალების შეგროვებას. ფარული მიყურადებისა და თვალთვალის პროცესი
ატარებდა ფართომასშტაბიან ხასიათს და წარმოადგენდა კარგად ორგანიზებულ, სახელმწიფო
დონეზე ინსტიტუციონალიზებულ დანაშაულებრივ სისტემას. არა მხოლოდ შინაგან საქმეთა
სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი, არამედ, ფაქტობრივად,
მთელი „სახელმწიფო მანქანა“ იყო მიმართული იმისკენ, რომ სხვადასხვა პირის,
განურჩევლად
სქესისა,
ასაკისა,
პროფესიული
საქმიანობისა
თუ
პოლიტიკური
კუთვნილებისა, რეპუტაციის დამაზიანებელი მონაცემები შეგროვებულიყო და შანტაჟისთვის
გამოყენებულიყო. განსაკუთრებულად კონტროლდებოდა პოლიტიკური ოპონენტებისა და
მათთან დაახლოებული პირების მიმოწერები და სატელეფონო საუბრები. აღნიშნული
განპირობებული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ შიშით, მათ ძალადობრივ რეჟიმსა და
ხელისუფლებაში დიდხანს ყოფნის ილუზიას საფრთხე არ შექმნოდა. თუმცა, როგორც
საგამოძიებო კომისიის მუშაობისას გამოვლინდა, „ნაციონალური მოძრაობა“ პირადი
ცხოვრების ხელყოფის მეთოდებს საკუთარი დანაშაულების გადასაფარად, გამოძიებისას
სასურველი ჩვენების მისაღებად, ან სხვა ნებისმიერი მიზნისთვისაც იყენებდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, მოქალაქეები ერიდებოდნენ
ტელეფონით მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაცემას. უფრო მეტიც, პირისპირ
შეხვედრებისას, მობილურ ტელეფონებს რთავდნენ ან საერთოდ შლიდნენ. ვრცელდებოდა
ინფორმაცია, რომ გამორთული ტელეფონის მეშვეობითაც იყო შესაძლებელი საუბრის
მოსმენა, ამიტომ აპარატიდან კვების წყაროს იღებდნენ.
2012 წლის სექტემბერში პატიმართა წამების კადრების გავრცელებით მხილებულ იქნა
სისტემური დანაშაული – გარდა იმისა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში
ადგილი ჰქონდა პატიმრების სისტემატურ ცემას, წამებას, მათზე სექსუალურ ძალადობას,
ღირსებისა და პატივის შემლახველ მდგომარეობაში ჩაყენებას, დამცირებასა და არაადამიანურ
მოპყრობას, მათი მორალურად ბოლომდე განადგურების მიზნით, ამ პროცესის გადაღებაც
მიმდინარეობდა.
წინამდებარე დასკვნაში მოყვანილი ფაქტებისა და ინფორმაციის ანალიზი საკმარისი
საფუძველია იმისათვის, რომ საგამოძიებო კომისიამ დადგენილად მიიჩიოს შემდეგი:
„ნაციონალურმა
მოძრაობამ“
საქართველოში
დაამკვიდრა
მოქალაქეთა
უკანონო
თვალთვალისა და მიყურადების, პირადი ცხოვრების ამსახველი აუდიო- და ვიდეოკადრების
ფარულად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შექმნის, შენახვისა და
სხვადასხვა უკანონო მიზნით გამოყენების მავნებლური და საყოველთაო პრაქტიკა. ყოველივე
ეს კი ხელს უწყობდა ადამიანებში შიშისა და დაუცველობის განცდის დამკვიდრებას, რამაც
ზოგიერთი მათგანის ფსიქიკაზე წარუშლელი კვალი დატოვა. ამასთან, საზოგადოებაში
დღემდე არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა ფლობდეს
442
მათ მიერ ხელისუფლებაში ყოფნისას უკანონოდ დამზადებული ჩანაწერების ასლებისგან
შემდგარ ე.წ. შავ არქივს, რომელსაც, ნებისმიერ დროს, კვლავ მსხვერპლების წინააღმდეგ ან
პოლიტიკური მიზნით გამოიყენებს.
4. კორუფცია, ბიზნესის რეკეტი და საკუთრების უფლების ხელყოფის უხეში ფაქტები
არაერთი საქმისა და ფაქტობრივი ინფორმაციის ანალიზის შედეგად, საგამოძიებო
კომისიამ დაადგინა, რომ 2004-2012 წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქვეყანაში
დამკვიდრებული არაჯანსაღი მართვის მოდელი კორუმპირებული იყო, ვინაიდან, მთელი
მმართველობის განმავლობაში, ადგილი ჰქონდა კანონგარეშე პროცესებს, რომელთა მიზანსაც
ბიზნესისა და სხვა კერძო მესაკუთრეების რეკეტი და ტერორი წარმოადგენდა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ბიზნესისა და სხვა კერძო მესაკუთრეების რეკეტის
სხვადასხვა სქემა ჰქონდა შემუშავებული. სქემებში მონაწილეობდა არაერთი სახელმწიფო
სტრუქტურის წარმომადგენელი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, დავალებას ამ
სტრუქტურის
ხელმძღვანელის
გვერდის
ავლითაც
იღებდა
და
ასრულებდა.
სამართალდამცავი და სხვა შესაბამისი სტრუქტურები სამართავად დანაწილებული ჰქონდა
„ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წარმომადგენელს, რომლებიც, ერთმანეთთან
კოორდინირებული მუშაობისა და ერთმანეთის ხელშეწყობის შედეგად, სახელმწიფო
რესურსის გამოყენებითა და ძალისმიერი მეთოდებით, მათ შორის, უკანონო დაკავების,
სისხლის სამართლის საქმის უსაფუძვლოდ აღძვრით და სხვ., ბიზნესის წარმომადგენლებსა
და სხვა კერძო მესაკუთრეებს აიძულებდნენ, უძრავი ან მოძრავი ქონება დაეთმოთ. ამასთან,
გადაწყვეტილებების მიღებისა და მათი აღსრულებისას, მნიშვნელობა არ ჰქონდა, მოცემული
საკითხი განმახორციელებელი პირის უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნებოდა თუ არა.
არსებობდა დასატერორებელ ბიზნესმენთა ე.წ. შავი სია და ბიზნესის რეკეტი პირადი ან
პოლიტიკური შურისძიებისთვისაც გამოიყენებოდა.
ბიზნესისა და სხვა კერძო პირებისთვის ძალისმიერი ან სხვა უკანონო მეთოდებით
წართმეული ქონება ან სახელმწიფოს საკუთრებაში მიიქცეოდა ან გამოიყენებოდა პარტიული
მიზნებისათვის ან კიდევ ხმარდებოდა მიხეილ სააკაშვილისა და სხვა ლიდერების ოჯახების
ან მათთან დაკავშირებული პირების კომერციულ მიზნებსა და პირად კეთილდღეობას.
მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერების ოჯახების ან
მათთან დაკავშირებული პირების კომერციული ინტერესების დასაკმაყოფილებლად, გარდა
კერძო
პირებისთვის
წართმეული
ქონების
მითვისებისა,
მიმართავდნენ
დიდძალი
სახელმწიფო ქონების განკარგვის მეთოდსაც, მათ შორის, პირად საკუთრებაში გადაცემის
ფორმით.
საგამოძიებო კომისიის მუშაობისას ნათლად გამოიკვეთა, რომ „ნაციონალური
მოძრაობის“ მიერ ხელშეწყობილ, ბიზნესის რეკეტის ერთ-ერთ სქემაში კერძო ბანკი „თიბისი“,
მისი ხელმძღვანელები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და ბანკის ზოგიერთი სხვა
თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.
443
საგამოძიებო კომისიის მუშაობის განმავლობაში, ქონებრივი უფლებების დარღვევის
ფაქტებთან
დაკავშირებით
კომისიას
რამდენიმე
ასეულმა
მოქალაქემ
მომართა.
ამ
განცხადებათა ოდენობა და შინაარსი კიდევ ერთხელ ცხადყოფს ბიზნესისა და სხვა კერძო
მესაკუთრეების წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ განხორციელებული ტერორის
მასშტაბს და, ამასთანავე, იმასაც, რომ მოცემული მიმართულებით, სამართლიანობის
აღდგენის პროცესი დასრულებული ჯერ კიდევ არ არის. მიუხედავად „ქართული ოცნების“
ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ პერიოდში საქართველოს მთავრობის, პროკურატურისა
და
სხვა
სახელმწიფო
სტრუქტურების/ორგანოების
მიერ
გაწეული
მნიშვნელოვანი
ძალისხმევისა, საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციაა, რომ საკუთრების უფლებების
აღდგენის მიმართულებით, სამუშაოები კვლავაც გაგრძელდეს. სწორედ ამ მიზნით, 2025 წლის
4 აგვისტოს სხდომაზე, საგამოძიებო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც,
მის
წინაშე
განსახილველად
წარმოდგენილი
განცხადებები
წინამდებარე
დასკვნის
განუყოფელ ნაწილად ჩაითვალა, რაც საქართველოს პარლამენტს საშუალებას მისცემს,
საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მიუხედავად, განცხადებებზე
მუშაობა გააგრძელოს შესაბამის უწყებებთან კოორდინაციაში.
5. მედიის თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებები
2004 წლამდე ქართული მედია იყო მრავალფეროვანი და მწვავედ რეაგირებდა
საზოგადოებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე, რაც თავისუფლების შედარებით მაღალ
ხარისხზე
მიუთითებდა.
„ვარდების
რევოლუციად“
წოდებული
სახელმწიფო
გადატრიალების შემდეგ, ეს მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. არაერთი საქმის
ანალიზის შედეგად, საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“,
ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, სხვადასხვა მეთოდით დაიწყო მედიის თავისუფლების
უსაფუძვლო შეზღუდვა და მედიაკომპანიების სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა. როგორც
საგამოძიებო კომისიის მუშაობისას გამოვლინდა, ეს მისწრაფება მიხეილ სააკაშვილმა ჯერ
კიდევ თავისი პოლიტიკური კარიერის ადრეული წლებიდან გამოავლინა. ის პირდაპირ
უკავშირდებოდა მისთვის სასურველ მედიაკომპანიას და სთავაზობდა, რომ „მისი
გამხდარიყო“, ხოლო სანაცვლოდ გრანტებსა და ხელშეწყობას ჰპირდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში დემოკრატიული
რეფორმების გატარების დაპირებით და მედიის მნიშვნელოვანი ხელშეწყობით მოვიდა,
პრესასთან ხანმოკლე თბილი ურთიერთობის შემდეგ, მან და მისმა გუნდმა ნებისმიერი
კრიტიკისა
და
გამოამჟღავნეს.
განსხვავებული
შესაბამისად,
აზრის
მიმართ
კრიტიკულმა
შეუწყნარებელი
გადაცემებმა,
მწვავე
დამოკიდებულება
შეკითხვებმა
და
ჟურნალისტურმა გამოძიებამ 2004 წელსვე დაიწყო გაქრობა, ხოლო ზოგიერთმა ოპოზიციურმა
მედიამ, მსგავსად სახელმწიფო მედიისა, მთავრობის მხარდაჭერა დაიწყო.
ხელისუფლებაში მოსვლის დღიდანვე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო ბაზარზე
მოქმედი მედიასაშუალებების მიტაცება, ხოლო პრიორიტეტული დარტყმები როგორც
ეროვნული,
ისე
რეგიონული
მასშტაბის
სატელევიზიო
მაუწყებლებზე
მიიტანა.
444
მედიასაშუალებებზე თავდასხმას ჰქონდა როგორც ტელევიზიებში სპეცრაზმით შევარდნისა
და დარბევის, ასევე, მესაკუთრეთა და ჟურნალისტთა შევიწროების, დაშინების, სიტყვიერი და
ფიზიკური შეურაცხყოფის, დაპატიმრების, ასევე საკუთრების უფლების ხელყოფის უხეში
ფორმა.
სანამ ინტერნეტზე წვდომა იყო დაბალი და მოსახლეობის უმრავლესობისთვის
ტელევიზია ინფორმაციის მიღების ძირითად წყაროს წარმოადგენდა, მთავარი დარტყმა
სწორედ სატელევიზიო მაუწყებლობის მესაკუთრეებმა და ჟურნალისტებმა მიიღეს. შემდეგ,
როცა ინტერნეტგამოცემები გააქტიურდა და გაჩნდა კრიტიკული ინტერნეტტელევიზიებიც,
მათ მიმართ ცენზურის დაწესებისა და ფინანსური დასუსტების ღონისძიებებმა, საბოლოოდ,
ამ გამოცემების საზოგადოებრივ აზრზე გავლენის შემცირება გამოიწვია.
მედიის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში „ნაციონალურ მოძრაობას“ აქტიურად
უწყობდა ხელს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. საგამოძიებო კომისიის
მიერ სხვადასხვა მაგალითის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ „ნაციონალური
მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში კომუნიკაციების კომისია იყო პოლიტიკურად
მიკერძოებული და მისი გადაწყვეტილებები - დისკრიმინაციული. კერძოდ, ერთსა და იმავე
დარღვევაზე
ზოგიერთი
ტელეკომპანიის
მიმართ
ხორციელდებოდა
შესაბამისი
ღონისძიებების გატარება, ხოლო ხელისუფლებასთან დაახლოებული და მისი ინტერესების
გამტარებელი ტელეკომპანიების დარღვევებზე რეაგირება არ ხდებოდა. საბოლოოდ,
„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ბოლო წლებში, მედიასივრცის მონოპოლისტად
მიხეილ სააკაშვილი ჩამოყალიბდა, რომელიც, მისი პოლიტიკური გუნდის წევრებისა და
მათთან დაკავშირებული პირების მეშვეობით, სრულად აკონტროლდებდა ქვეყანაში მედიის
მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის როგორც ფორმას, ასევე, შინაარსს. რეალურად,
თითქმის ყველა გავლენიანი მედიასაშუალება „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ნაწილად
იქცა. მედიის მარწუხებში მოქცევა საზოგადოებისთვის მოდელირებული ან ვირტუალური
რეალობის მიწოდებას უზრუნველყოფდა და „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ლიდერის,
მიხეილ სააკაშვილის იმიჯისა და ხელისუფლების შენარჩუნების საშუალება იყო.
6. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო პროცესის წინააღმდეგ
ჩადენილი ქმედებები
მის ხელთ არსებული ფაქტებისა და გამოკითხულ პირთა მიერ მოწოდებული
ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ 2004 წლიდანვე,
მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცხინვალის რეგიონსა და კოდორის
ხეობასთან მიმართებაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო
პროცესისთვის საზიანო ნაბიჯები გადადგეს. მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების
მილიტარისტული და უპასუხისმგებლო პოლიტიკა კიდევ უფრო გამძაფრდა საქართველოს
პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ.
კერძოდ, 2004 წლიდანვე გაუქმდა ერგნეთის ბაზრობა, რომელიც, საგამოძიებო
კომისიის მიერ გამოკითხული ყველა პირის ერთსულოვანი მოსაზრებით, კონფლიქტის
445
რეგიონში მცხოვრებ ქართველებსა და ოსებს შორის მნიშვნელოვან სამშვიდობო ფუნქციას
ასრულებდა, ასევე, ცხინვალის რეგიონში დაიხურა ეუთოს ეგიდით მიმდინარე ჯანდაცვის,
სოციალური, ჰუმანიტარული, კულტურული არაერთი პროგრამა, რაც რეგიონში მცხოვრები
ქართველებისა და ოსების ერთიანობისათვის დამატებითი დარტყმა აღმოჩნდა.
2004 წლის მაისში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში „ნაციონალური მოძრაობის“
დიქტატის დამყარების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი ხშირად იმეორებდა სიტყვებს: „შემდეგი
ცხინვალია“. მიხეილ სააკაშვილს რომ მსგავსი შემაშფოთებელი მოსაზრება ჰქონდა, ამის
შესახებ წუხილს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისიც გამოხატავდა, რაც მან
თავის მემუარებში აღწერა კიდეც. 2004 წლის ზაფხულში მიხეილ სააკაშვილის კაბინეტში
გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს, მიხეილ
ქარელს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ცხინვალის რეგიონზე ძალისმიერი მეთოდით
კონტროლის აღდგენა უკვე გადაწყვეტილი, უფრო მეტიც - შეთანხმებული, საკითხი იყო,
რადგან მიხეილ სააკაშვილმა მას პირდაპირ უთხრა: „ამერიკელები მიხედავენ რუსებს“.
კონდოლიზა რაისის მოგონებების ფონზე იკვეთება, რომ მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული
გარე ძალების იმედი უნდა ჰქონოდა, რის გამოც, 2004 წლიდან, მიზანმიმართულად მიჰყავდა
ქვეყანა დაპირისპირებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარების კიდევ მეტად
დამძიმებისკენ.
„ნაციონალური მოძრაობა“ რომ ძალის გამოყენებაზე ჯერ კიდევ 2004 წლიდან
სერიოზულად ფიქრობდა, ამის დასტურია თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის
2004 წლის 13 სექტემბრის ინტერვიუც, სადაც მან აღნიშნა, რომ ცხინვალის რეგიონზე
ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის აღდგენა „რამდენიმე თვის ამბავი“ იყო.
2007 წლის 8 მაისს, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე
დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნა „ნაციონალური
მოძრაობის“ მხრიდან 1991 წელს გაუქმებული საბჭოთა კავშირის დროინდელი ავტონომიური
ოლქის აღდგენისკენ მიმართული ნაბიჯი იყო, რამაც სრულიად მშვიდობიანი და 1992
წლიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ახალგორის
მუნიციპალიტეტი ხელოვნურად მოაქცია კონფლიქტის ზონაში, რაც, საბოლოოდ, რუსეთმა
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის 2008 წელს გამოიყენა.
როგორც საგამოძიებო კომისიის წინაშე ირაკლი ბათიაშვილმა აღნიშნა, 2006 წელს
მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა
რუსეთს „საჩუქრად მიართვა“ ორი მთავარი წინაპირობა, რამაც 2008 წელს კოდორის ხეობის
ოკუპაცია გააადვილა: 1. ხეობის დამცველი, ბრძოლისუნარიანი ადგილობრივი მოსახლეობის
განიარაღება, რომელთა წინააღმდეგობამ და მედეგობამ ბევრ აგრესიას გაუძლო; 2. ხეობაში
მძიმედ შეიარაღებული დანაყოფების შეყვანით, სახელმწიფომ დაარღვია 1994 წლის 14 მაისის
ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, რომელიც ამას კრძალავდა. რუსეთმა მოცემული ფაქტი
დაუყოვნებლივ გამოიყენა, გაეროს უშიშროების საბჭოზე დააყენა ქართული მხარის მიერ
ხელშეკრულების დარღვევის საკითხი და შესაბამისი რეზოლუციაც მოიპოვა. ამით
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსეთს შეუქმნა ის სამართლებრივი საბაბიც, რაც რუსეთმა
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის 2008 წელს გამოიყენა.
საგამოძიებო კომისიის წინაშე მოწვეულმა სიმონ გასვიანმა, რომელიც კოდორის
ხეობის სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა, და
446
კოდორის ხეობის მკვიდრმა პირებმა განაცხადეს, სახელმწიფოს მხრიდან ხეობაში
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჯერ კიდევ 2006 წლიდან დაგეგმილი ღონისძიებები იყო
განზრახი ქმედება, რომლის მიზანსაც ხეობის მოსახლეობისგან დაცლა და მტრისთვის
გადაბარება წარმოადგენდა.
საკუთრივ 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებთან დაკავშირებით გამოკითხულ პირთა
მიერ საგამოძიებო კომისიისთვის მოწოდებული ფაქტები და ინფორმაცია ცხადყოფს, რომ
პოლიტიკური თანამდებობის ორმა პირმა - თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა და
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, რომელთაც, არავითარი სამხედრო
განათლება და გამოცდილება არ გააჩნდათ, 2008 წლის 6 აგვისტოს, მიხეილ სააკაშვილთან
შეთანხმებით, უარყვეს პროფესიონალი სამხედრო პირების მიერ შემუშავებული სამოქმედო
გეგმა, რომელიც არაერთი წლის განმავლობაში ჩატარებულ სამხედრო, ოპერატიულ,
დაზვერვით და სხვა სახის მოსამზადებელ სამუშაოებს ეფუძნებოდა. სამხედრო პირთა მიერ
დასამტკიცებლად წარდგენილ სამოქმედო გეგმაში პოლიტიკოსების მიერ შეტანილი
ცვლილებების მიზანშეწონილობა და ამ ცვლილებების შესაბამისად განხორციელებული
ქმედებები მრავალ კითხვას აჩენს და საჭიროებს თავდაცვის სისტემის წარმომადგენელთა
მიერ დამატებით ანალიზს, რაც, როგორც გენერალ მამია ბალახაძის ახსნა-განმარტებიდან
გამოირკვა, დღემდე არ განხორციელებულა.
საგამოძიებო კომისიის მიერ გამოკითხულ პირთა მიერ მოწოდებული ცნობებიდან (იხ.
გენერალი ზაზა გოგავას, გენერალი მამუკა ყურაშვილის, გენერალი მამია ბალახაძის, შინაგან
საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის მოადგილის, შალვა ჯანაშვილის, სამხედრო ექიმის,
ლაშა ქოიავას ახსნა-განმარტებები) ცალსახად იკვეთება, რომ 2008 წლის აგვისტოში, ქართული
ჯარი სამხედრო საქმისგან შორს მყოფი პოლიტიკოსების მიერ მართულ ომში აღმოჩნდა,
რომლებმაც, გარე ძალების დახმარების იმედითა და ქართველი სამხედროების აზრის
უგულებელყოფით, ქ. ცხინვალზე შეტევა განახორციელეს და საომარ მოქმედებათა ძირითად
მიმართულებად სწორედ ეს დასახლება განსაზღვრეს.
ამასთან, საგამოძიებო კომისიის მიერ დადგენილ იქნა, რომ პოლიტიკოსების
გადაწყვეტილებით, ძირითად მიმართულებაზე სამხედრო ამოცანის შესრულება დაევალა
შინაგან საქმეთა სამინისტროს, რამაც თავდაცვის ძალებში დეზორიენტაცია და
დეზორგანიზაცია, ხოლო სამოქალაქო მოსახლეობაში გაურკვევლობა და დაუცველობა
გამოიწვია. გენერალ მამია ბალახაძის თქმით, ვინაიდან ძირითად მიმართულებაზე ამოცანის
შესასრულებლად ორი სხვადასხვა სისტემის დანაყოფები დაიძრნენ, გაურკვეველი დარჩა, ვინ
იძლეოდა ბრძანებებს - შინაგან საქმეთა თუ თავდაცვის სამინისტრო. გეგმის
განხორციელებაში ერთმანეთის გვერდიგვერდ ჩართულნი აღმოჩნდნენ ისეთი შენაერთები და
პირები, რომლებსაც ცოდნა და მომზადება სრულიად განსხვავებული ფუნქციების
განსახორციელებლად ჰქონდათ მიღებული და, თუნდაც ერთობლივი სწავლებების გზით,
თავსებადობის არავითარი ტესტი წინასწარ გავლილი არ ჰქონდათ. ამასთან, მიხეილ
სააკაშვილმა შეიარაღებულ ძალებს არ მისცა საშუალება, ემოქმედათ პროფესიონალურად,
ვინაიდან ის, სხვებს შორის, აყოვნებდა დამტკიცებული გეგმის მიხედვით მოქმედების
დაწყებას.
აღიქვამდა რა საომარ მოქმედებებს პიარკამპანიად, „ნაციონალური მოძრაობა“ ღია
ეთერით გადასცემდა ქართული ჯარის მოქმედებების შესახებ ინფორმაციას და მტერს
447
ცეცხლის კორექტირების საშუალებას აძლევდა, რაც, საგამოძიებო კომისიის მიერ
გამოკითხული თითოეული სამხედრო პირის მიერ ზურგიდან ხელშეშლად და ყოვლად
დაუშვებლად იქნა მიჩნეული. გარდა იმისა, რომ სატელევიზიო სივრცეში სისტემატურად
ჰქონდა ადგილი რუსეთის წინაშე ქართული სამხედრო პოზიციების „გაშიშვლებას“
პირდაპირი ეთერით, მიმდინარეობდა კონფლიქტის ზონაში დარჩენილი მოსახლეობის
დეზინფორმაცია არაკომპეტენტურად მომზადებული სიუჟეტებითა და ტოტალური სიცრუის
გავრცელებით იმის თაობაზე, რომ, თითქოს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება
კონფლიქტის ზონაში ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა და საერთაშორისო მეგობრები არ
დაუშვებდნენ ქვეყანაში კატასტროფას და შეაჩერებდნენ რუსეთის აგრესიას. უფრო მეტიც,
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კონტროლირებულმა მედიამ განსაკუთრებით აქტიური
როლი შეასრულა კატასტროფული შედეგების მქონე წაგებული ომის „გამარჯვებად“
გასაღებაში.
ზემომოყვანილმა და სხვა გარემოებებმა, ერთობლიობაში, განაპირობა სამდღიანი ომი,
მარცხი, დამატებითი ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთის მიერ, დევნილთა რიცხვის ზრდა,
გაუმართლებელი მსხვერპლი, როგორც შეიარაღებულ ძალებში, ასევე, სამოქალაქო
მოსახლეობაში, და მნიშვნელოვანი მატერიალური დანაკარგი.
2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, ცხინვალის რეგიონში რუსეთის მიერ მანამდე
ოკუპირებულ 363 დასახლებულ პუნქტს, 111 ოკუპირებული დასახლებული პუნქტი შეემატა.
რუსეთის ოკუპაციის ქვეშ აღმოჩნდა მანამდე ცენტრალური ხელისუფლების მიერ
კოტროლირებადი კოდორის ხეობაც.
როგორც საგამოძიებო კომისიის წინაშე შინდისის ბრძოლის გმირის ძმამ, ფრიდონ
ზოიძემ აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების
გადმოსვენებაში მონაწილეობა არ მიიღო და არაერთი ცხედარი ბრძოლის ველზე რჩებოდა.
როგორც საყოველთაოდ ცნობილია, მათი გადმოსვენება მოხდა სრულიად საქართველოს
კათალიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი ილია ΙΙ-ის მიერ, მას შემდეგ, რაც ის მეუფეებთან და
საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად, ცხინვალის რეგიონში შევიდა და
გარდაცვლილთა ცხედრებს უპატრონა.
საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად საბოლოოდ დადგინდა, რომ
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ, სულ ცოტა, 2008 წლის ივლისის ბოლოდან
იცოდა, რომ კონფლიქტის ზონაში დაძაბულობა უმაღლეს ნიშნულზე იყო, მაგრამ არავითარი
ზომა არ მიიღო იმისთვის, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა საომარი არეალიდან დროულად
გამოეყვანა. უფრო მეტიც, როგორც გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, მოსახლეობის დროული
ევაკუაცია რეჟიმის მიზანს არ წარმოადგენდა.
მოგვიანებით, რეჟიმის წარმომადგენლებმა ხმა მისცეს ევროსაბჭოს საპარლამენტო
ასამბლეის N1633 რეზოლუციას, რითაც დაადასტურეს, რომ „ესკალაცია ახალ, კერძოდ, ღია და
სრულმასშტაბიან საომარი მოქმედებების საფეხურზე“ 2008 წლის 7 აგვისტოს სააკაშვილის
რეჟიმის მიერ „ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით“ გადავიდა. ამით მათ
საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაული აღიარეს.
როგორც საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად გამოიკვეთა, 2008 წლის აგვისტოს
ომის შემდგომ პერიოდში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაირღვა 2019 წელს,
448
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ სოფ. ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვასთან
დაკავშირებით ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილების შედეგად. ჩორჩანის
საგუშაგოს აღმართვის საკითხზე საგამოძიებო კომისიის მიერ დადგენილი ფაქტები
ერთობლიობაში აჩენს არაერთ ლეგიტიმურ კითხვას იმასთან დაკავშირებით, ხომ არ ჰქონდა
კვლავაც ადგილი საქართველოში ცეცხლის კერის ხელოვნურად გაჩენის მცდელობას, როგორც
ეს მოხდა 2008 წელს, და რა როლს ასრულებდა მოვლენების განვითარებაში თავად ყოფილი
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ასევე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს
აპარატის უფროსი კახაბერ ქემოკლიძე, რომელიც, 2019 წლის ივლისამდე, სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურში საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა
და არაერთი წლის მანძილზე ასრულებდა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მთავარი
მომლაპარაკებლის ფუნქციას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის
შეხვედრებზე. ყურადღებას საჭიროებს, ასევე, დავით ქაცარავას („ანტისაოკუპაციო მოძრაობა
- ძალა ერთობაშია“) როლიც, რომლის საქმიანობასაც, მოცემულ გეოგრაფიულ არეალში
არაერთი პროვოკაცია და ადგილობრივ მოსახლეობასთან დაპირისპირების ინციდენტები
უკავშირდება (სოფ. ჩორჩანა, ატოცი, აბანო). 1398
7. მიხეილ სააკაშვილის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათთან დაკავშირებული
პირების საქმიანობა 2012-2025 წლებში
საგამოძიებო კომისიამ, მისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში,
განიხილა და შეაფასა ყველა ის ძირითადი ფაქტი და ინფორმაცია, რომელიც 2012 წლიდან
დღემდე დესტრუქციული ოპოზიციის – მიხეილ სააკაშვილის, „ნაციონალური მოძრაობისა“
და მათთან დაკავშირებული ფიზიკური თუ იურიდიული პირების საქმიანობას ეხება.
საგამოძიებო კომისიამ მოუსმინა კომპეტენტურ პირებს, რომლებსაც ახსნა-განმარტებები
ჩამოერთვათ და შეაფასა მის ხელთ არსებული არაერთი ინფორმაცია.
წინამდებარე დასკვნაში მოყვანილი ფაქტები მხოლოდ ნაწილია იმ მოვლენებისა,
რომლებიც საქართველოში 2012-2025 წლებში განვითარდა. თუმცა, ისინი საკმარის
საფუძველს იძლევა დასაბუთებული დასკვნისთვის, რომ 2012 წლიდან დღემდე, მიხეილ
სააკაშვილის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათთან დაკავშირებული ფიზიკური თუ
იურიდიული პირების დესტრუქციული საქმიანობის ფონზე, საქართველოში ჯანსაღი
პოლიტიკური სისტემა ვერ ჩამოყალიბდა.
2012-2025 წლებში, სახელმწიფოს მუდმივად უწევდა ისეთ გამოწვევასთან გამკლავება,
როგორიც იყო კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მრავალჯერადი
მცდელობა, რომლის ძირითად შემსრულებლად დესტრუქციული ოპოზიცია და უცხოეთიდან
დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები გვევლინებოდნენ. ამის გამო, 2012 წლიდან
დღემდე, საქართველოს არ მისცემია არცერთი პოლიტიკურად მშვიდი წელიწადი.
დესტრუქციულმა პოლიტიკურმა დღის წესრიგმა თითქმის სრულად დაიკავა ოპოზიციური
1398 https://youtu.be/94UDAxml82k?si=0qVup1_xL315lYc1
https://youtu.be/kcgodiIEtP4?si=zSuASTFoRUYPDW2v
https://youtu.be/jGYC0PP09vY?si=l49VdFBxVCY3-kPp
449
პოლიტიკური ველი, რამაც მიუკერძოებელი სამოქალაქო სექტორის გაძლიერება და
ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებისთვის ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების
ჩამოყალიბება შეაფერხა ან შეუძლებლად აქცია.
ვითარება, განსაკუთრებით, მას შემდეგ გამწვავდა, რაც 2022 წლის თებერვლიდან
სახელმწიფოს მოუწია ძალზედ მტკივნეული პროცესების დაძლევა და საქართველოს ომში
ჩათრევის განუწყვეტელი მცდელობების მოგერიება.
მის ხელთ არსებულ ფაქტებსა და ინფორმაციებზე დაყრდნობით, საგამოძიებო კომისია
მიიჩნევს, რომ საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების ხელშეშლას,
მიხეილ სააკაშვილთან და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, ახორციელებენ
წინამდებარე დასკვნაში მოხსენიებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც
უცხოეთიდან ფინანსდებიან, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდან გამოსული ისეთი
პოლიტიკური გაერთიანებები, როგორიცაა „კოალიცია ცვლილებებისთვის“, და „ნაციონალურ
მოძრაობასთან“ სრულ კოორდინაციასა და კოალიციურ მმართველობაში მყოფი „ძლიერი
საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“.
საგამოძიებო კომისია განსაკუთრებით შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ 2012 წლიდან
დღემდე პერიოდის კვლევამ ვერ გამოავლინა ვერც ერთი შემთხვევა, როდესაც
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან დაკავშირებულმა პირებმა, საქართველოს
სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე, მხარი დაუჭირეს თუნდაც მათთვის პოლიტიკურად
მიუღებელ მმართველ ძალას. პირიქით, მათ ყველა ზომას მიმართეს იმისთვის, რომ
საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ მოეპოვებინა, საქართველო
ევროკავშირის წევრობის კანდიდატი არ გამხდარიყო და სხვა, ქვეყნისა და მისი
მომავლისთვის სასიკეთო მიღწევები არ ჰქონოდა. უფრო მეტიც, გარე ძალების ნების
შესაბამისად, მათ აწარმოეს და მონაწილეობა მიიღეს ომის პროპაგანდაში, რომელიც 2022 წელს
მძვინვარებდა საქართველოში და დღესაც, გარკვეულწილად, აქტუალურია. ამით
დესტრუქციულმა ძალებმა საქართველო ეგზისტენციალური საფრთხისათვის გაწირეს და
არავითარი მონაწილეობა არ მიიღეს საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის
საქმეში.
შემაჯამებელი შეფასების სახით, უნდა აღინიშნოს, რომ არც ხელისუფლებაში ყოფნის
პერიოდში და არც შემდგომ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არ გადადგმულა არც ერთი
ნაბიჯი მის მიერ ხელისუფლებაში ყოფნისას ადამიანის სიცოცხლისა და ღირსების,
საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ
ჩადენილი ქმედებების აღიარების ან მონანიების მიზნით. პირიქით, ყველაფერი კეთდებოდა
და კვლავაც კეთდება იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“
მმართველობის პერიოდი განვითარების ეპოქად შეირაცხოს, „ნაციონალური მოძრაობის“
რეჟიმი ძალადობრივი წარსულისაგან განიბანოს და, გარე ძალებისა და მათ მიერ
დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობით, დაუბრკოლებლად
განაგრძოს კონსტიტუციური წყობილების, სტაბილურობისა და მშვიდობის წინააღმდეგ მის
მიერ ამჟამად წარმოებული საქმიანობა.
450
დანართების ნუსხა
საგამოძიებო კომისიის 46 სხდომის (2025 წლის 13 და 17 თებერვალი, 21, 25, 26, 27, 28
და 31 მარტი, 2, 3, 8, 10, 11, 14, 15, 16, 28, 29 და 30 აპრილი, 2, 5, 13, 14, 15, 19, 20, 21, 22, 23,
27, 28 და 30 მაისი, 4, 6, 9, 11, 16, 18, 19, 23, 25, 26 და 30 ივნისი, 2 და 14 ივლისი, 4 აგვისტო)
სტენოგრამები და ვიდეოჩანაწერები.
წინამდებარე დასკვნის სქოლიოებში მითითებული ვიდეო-, აუდიო- და სხვა მასალა
(გარდა დოკუმენტური მასალისა).
„ნაციონალური
მოძრაობის“ პოლიტიკური თანამდებობების პირებისა და
წარმომადგენლების არასრული სია და მათ მიერ სხვადასხვა დროს დაკავებული
თანამდებობების ნუსხა.
საქართველოს სახალხო დამცველი
საანგარიშო მოხსენებები საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის
მდგომარეობის შესახებ. 2004 წელი, 2005 წლის პირველი ნახევარი, 2005 წლის მეორე ნახევარი,
2006 წლის პირველი ნახევარი, 2006 წლის მეორე ნახევარი, 2007 წლის პირველი ნახევარი, 2007
წლის მეორე ნახევარი, 2008 წლის პირველი ნახევარი, 2008 წლის მეორე ნახევარი, 2009 წლის
პირველი ნახევარი, 2009 წლის მეორე ნახევარი, 2010 წელი, 2011 წელი, 2012 წელი.
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტის
სტენოგრაფიული ჩანაწერი.
2006
წლის
14
თებერვლის
პლენარული
სხდომის
საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 7 ოქტომბრის N324-IIს დადგენილება.
რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის
მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი
საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის მასალები. 11.10.2008 – 18.12.2008 წწ. 26
სხდომის ოქმი.
საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 8 და 11 ნოემბრის პლენარული სხდომების
სტენოგრაფიული ჩანაწერები.
საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 19 ივნისის პლენარული სხდომის სტენოგრაფიული
ჩანაწერი.
451
საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის N76-Iს დადგენილება „პოლიტიკური
ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“.
საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 1 მაისის დადგენილებით შექმნილი საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი
საგამოძიებო კომისიის დასკვნა.
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის დასკვნა „წარსულში (2004-2012 წლებში) ჩადენილი წამებისა და არაადამიანური
მოპყრობის სისტემური დანაშაულის შესახებ, 2016 წ.
საქართველოს პარლამენტის დადგენილება „2004-2012 წლებში წამებისა და არაადამიანური
მოპყრობის ფაქტების სამართლებრივი შეფასებისა და მათი განმეორების დაუშვებლობისა და
სრული პრევენციის შესახებ”. 10 ივნისი 2016 წ.
საქართველოს პარლამენტის დადგენილება 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო
არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის
შედეგების შესახებ.
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა და რეკომენდაციები. 26 ივლისი
2021 წ.
საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 5 თებერვლის N240-IIმს-XIმპ დადგენილება „20032012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების
საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის
შექმნის შესახებ. 5 თებერვალი 2025 წ.
2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების
საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის
დებულება. 17 თებერვალი 2025 წ.
საქართველოს პარლამენტის დადგენილება „2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის
პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს
პარლამენტის 2025 წლის 5 თებერვლის №240-IIმს-XIმპ დადგენილებაში ცვლილების შეტანის
თაობაზე. 01 აპრილი 2025 წ.
საქართველოს მთავრობა
452
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 აგვისტოს N206 დადგენილება „უკანონო
მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის შექმნისა
და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე“.
https://www.gov.ge/files/276_37974_104398_206150813.pdf
უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის
საქმიანობის საბოლოო ანგარიში. 2014 წელი.
https://www.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=459
საგამოძიებო კომისიის წინაშე სახელმწიფო უწყებებისა და კერძო ორგანიზაციების
მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია:
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაცია 2004–2013
წლებში საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაცემული სახელმწიფო ჯილდოების შესახებ.
წერილები N1-6459/25, 6598/25.
საქართველოს იუსტიციის სამინსიტროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია 2003-2012 წლებში
საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი
მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპულ კომიტეტსა და ევროსაბჭოს ადამიანით
ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფში (GRETA) წარსადგენი
ანგარიშების შესახებ. წერილი N1-3074/25;
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ საჯარო
რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული დოკუმენტაცია 2004–2012 წლებში
უძრავი ქონების რეგისტრაციის თაობაზე. წერილი N1-5966/25;
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს
მიერ მომზადებული ინფორმაცია (წერილი N1-2409/25):
დანართი № 1 – 2004-2024 წლებში პატიმართა გარდაცვალების სტატისტიკური
მაჩვენებელი და ამავე პერიოდში ერთი პატიმრის კვებაზე გამოყოფილი თვიური
თანხის თაობაზე მონაცემები;
დანართი № 2 – არასამთავრობო ორგანიზაცია „კმარას“ სარეგისტრაციო
დოკუმენტაცია, მათ შორის, სადამფუძნებლო აქტი;
დანართი № 3 – არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტის“
სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, მათ შორის, სადამფუძნებლო აქტი;
საქართველოს იუსტიციის სამინსიტროს წერილი 2025 წლის 1 ივლისის მდგომარეობით
პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სხვადასხვა
კატეგორიის ჯამურო რაოდენობებისა და გარდაცლილ პატიმართა რაოდენობის შესახებ;
2004–2012 წლებში, ახლად გახსნილი სასაჯელაღსრულების დაწესებულებების შესახებ; სსიპ
აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე სისხლის სამართლის საქმეებზე პროკურატურის
453
მიერ გაფორმებული საპროცესო შეთანხმების შედეგად ჩარიცხული თანხების, ევროპულ
სასამართლოში შესული ახალი საქმეებისა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მომჩივნებისთვის
გადახდილი თანხის ოდენობის შესახებ. წერილი N 1-6534/25.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია 2004–2012 წლების
პერიოდში საწესდებო კაპიტალში მესაკუთრეთა წილების ოდენობის შესახებ. წერილი N16865/25.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია „უცხოური
გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლიდან დღემდე
რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციების რაოდენობის შესახებ. წერილი N17026/25.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ
საქართველოს ეროვნული არქივის მიერ მოწოდებული 1999–2001 წლებში, საქართველოს
კონტროლის პალატის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა
დროს განხორციელებული ნებისმიერი სახის შემოწმების შესაბამისი ასლები. წერილი N15818/25.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ევროპულ სასამართლოში რუსეთის
წინააღმდეგ წარმოებული სხვადასხვა დავის, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს ომთან
დაკავშრეიბული საქმეების მასალების ელექტრონული ასლები. ასევე, ჰააგაში, სისხლის
სამართლის მართლმსაჯულების სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით
წარმოებული სისხლის სამართლის საქმის მასალების ელექტრონული ასლები. წერილი N15037/25.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მოწოდებული
ინფორმაცია საპრივატიზაციო ნუსხის დამტკიცების შესახებ. წერილი N1-6535/25.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული გაეროს ადამიანის
უფლებათა დაცვის საზედამხედველო სახელშეკრულებო ორგანოების წინაშე 2004-2012
წლებში წარსადგენი/წარდგენილი ანგარიშები. წერილი N1-2630/25.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია 2008 წლიდან
დღემდე ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ გავლილი ეტაპების შესახებ.
წერილი N1-7068/25.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ
მომზადებული დოკუმენტაცია საქართველოს სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის
(ამჟამად საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის) ქონებასა და მის გასხვისებასთან
დაკავშირებით. წერილი N1-5184/25.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული, უკრაინაში საომარი
მოქმედებების გამო საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის
სერვისით, საცხოვრებლის ქირითა და ყოველთვიური შემწეობით უზრუნველყოფისათვის
454
2022 წლის 24 თებერვლიდან გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია, ასევე, უკრაინისათვის
გაწეული ჰუმანიტარული დახმარების თაობაზე მონაცემები. წერილი N1-7030/25.
საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ მოწოდებული 2003–2012 წლების საქმეების
დასრულებული/მიმდინარე განაჩენების ასლები; წერილი N1-2421/25.
საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ მოწოდებული
ინფორმაცია 2025 წლის 1 ივლისის მდგომარეობით. წერილი N1-6593/25.
სტატისტიკური
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. 2004 წელს ჩატარებული
საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის ხელახალი არჩევნებისა და 2008 წლის 5
იანვრის საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების შემაჯამებელი ოქმების ასლები.
წერილი N1-1052/25.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია 2024 წლის არჩევნებთან
დაკავშირებით, სასამართლოებში შესული სარჩელების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია.
წერილი N1-6947/25.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი - 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული
ვიდეომასალების ასლები. პერიოდი: 2008 წლის 6 აგვისტოდან 17 აგვისტომდე.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი - 2004 წლის 20 თებერვალს საქართველოს
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული დაჯილდოების ცერემონიალის ამსახველი
ვიდეომასალა.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი - 2007 წლის 8 დეკემბერს გლდანის
სასჯელაღსრულების დაწესებულებისა და 2005 წლის 20 დეკემბერს ქუთაისის
სასჯელაღსრულების დაწესებულების გახსნის ვიდეომასალა.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი - 2004 წელს მოქ. ბონდო შალიკიანის დაკავების,
2006 წელს მოქ. გია თელიას დაკავებისა და 2003 წლის 23 დეკემბერს გორში ჩატარებული
სპეცოპერაციის თაობაზე ვიდეომასალა.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი - 2003 წლის 12 დეკემბერს სულხან მოლაშვილის
მიერ გამართული პრესკონფერენციის ამსახველი ვიდეომასალა.
ტელეკომპანია „იმედი“ - 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული ვიდეო მასალის
ასლები. პერიოდი: 2008 წლის 6 აგვისტოდან 17 აგვისტომდე.
ტელეკომპანია
„იმედი“
მიხეილ
სააკაშვილის
მმართველობის
პერიოდში
განხორციელებული ფარული ჩანაწერების თაობაზე 2013–2025 წლებში მომზადებული
სიუჟეტები.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“ – 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული ვიდეომასალის
ასლები. პერიოდი: 2008 წლის 6 აგვისტოდან 17 აგვისტომდე.
455
საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ – 2008 წლის აგვისტოს ომთან
დაკავშირებული ვიდეომასალის ასლები. პერიოდი: 2008 წლის 6 აგვისტოდან 17 აგვისტომდე.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ადამიანის უფლებათა კომისარი:
The consequences of the war between Georgia and Russia, Resolution 1633 (2008), Parliamentary
Assemby, Council of Europe. https://pace.coe.int/en/files/17681/html
Human rights in areas affected by the South Ossetia conflict. Special mission to Georgia and Russian
Federation, by Thomas Hammarberg, Council of Europe Commissioner for Human Rights
(Vladikavkaz, Tskhinvali, Gori, Tbilisi and Moscow) 22–29 August. Strasbourg, 8 September 2008.
CommDH (2008)22.
Special Follow-Up Mission to the Areas Affected by the South Ossetia Conflict: Implementation of the
Commissioner’s six principles for urgent human rights and humanitarian protection, by Thomas
Hammarberg, Commissioner for Human Rights of the Council of Europe; 25-27 September 2008 (Tblisi,
Tskhinvali and Gori), Strasbourg, 21 October 2008. CommDH (2008)33.
Special Follow-Up Mission to the Areas Affected by the South Ossetia Conflict: Implementation of the
Commissioner’s six principles for urgent human rights and humanitarian protection, by Thomas
Hammarberg, Commissioner for Human Rights of the Council of Europe; 12–14 November 2008
(Tblisi, Tskhinvali and Gori), 16 December 2008. CommDH (2008)37.
Report on Human Rights issues following the August 2008 armed conflict By Thomas Hammarberg
Commissioner for Human Rights of the Council of Europe. Tbilisi, Sukhumi and Gali 8-12 February
2009. Strasbourg, 15 May 2009. CommDH (2009)22.
Monitoring of Investigations into cases of missing persons during and after the August 2008 armed
conflict in Georgia, Strasbourg, 29 September 2010 CommDH(2010)35.
Report on human rights issues following the August 2008 armed conflict in Georgia by Thomas
Hammarberg Commissioner for Human Rights of the Council of Europe. Strasbourg, 7 October 2010.
CommDH(2010)40.
Report by Thomas Hammarberg, Commissioner for Human Rights of the Council of Europe, Following
his visit to Georgia from 18-20 April 2011. Administration of Justice and protection of human rights in
the justice system in Georgia. Strasbourg, 30 June 2011. CommDH(2011)22.
Parliamentary Assembly. The consequences of the war between Georgia and Russia. Committee on the
honouring of Obligations and Comitments by member States of the Council of Europe (Monitoring
Committee) AS/MON (2013) 14 rev. 27 June 2013.
ევროსაბჭოს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ
დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (Committee for the Prevention of Torture and
456
Inhuman or Degrading Treatment or Punishment (CPT) საქართველოში ვიზიტის
ანგარიშები (2003-2012 წწ.)
ევროკავშირი
თომას ჰამარბერგი. ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი საქართველოში სამართლებრივი
და საკონსტიტუციო რეფორმისა და ადამიანის უფლებების საკითხებში. რა ღონისძიებები
უნდა გატარდეს უკანონო ფარული ჩანაწერების შედეგად მოპოვებულ მასალასთან
დაკავშირებით.
წინასწარი
რეკომენდაცია.
20
ივლისი,
2013
წელი;
https://transparency.ge/post/general-announcement/piradi-tskhovrebis-amsakhvel-parulchanatserebtan-dakavshirebit
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საინფორმაციო ბიულეტენი, გამოცემა N6, 2018 წლის
აგვისტო;https://eumm.eu/data/file/6458/The_EUMM_Monitor___6_GEO.pdf
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკის შესახებ საქართველოს ანგარიშები (2004-2012 წწ.)
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის ბიუროს
(Bureau of Democracy, Human Rights, and Labor) ანგარიში საქართველოში 2004 წელს არსებული
ვითარების შესახებ, თებერვალი 2005 წ.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია
Economic and Social Council. Civil and political Rights, Including: The Questions of Torture and
Detention. Report of the Special Rapporteur on torture and other cruel, inhuman or degrading
treatment or punishment, Manfred Nowak. Mission to Georgia. Comission on human raights, Sixty
second session, Item 11 (a) of the provisional agenda. E/CN.4/2006/6ADD.3. 23 September 2005.
Convention against Torture and Other Cruel, Inhuman or Degrading Treatment or Punishment.
Thirty-sixth session 1-19 May 2006. CONSIDERATION OF REPORTS SUBMITTED BY STATES
PARTIES UNDER ARTICLE 19 OF THE CONVENTION. Conclusions and recommendations of the
Committee against Torture. CAT/C/GEO/CO/3. 25 July 2006.
Convention on the Rights of the Child (CRC). CONSIDERATION OF REPORTS SUBMITTED BY
STATES PARTIES UNDER ARTICLE 44 OF THE CONVENTION; Georgia, 23 June 2008,
CRC/C/GEO/CO/3.
სპეციალური მომხსენებლის ანგარიში მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების
თავისუფლების შესახებ, მაინა კიაი, მისია საქართველოში, 2012 წლის 6-13 თებერვალი.
457
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სამუშაო ჯგუფის საქართველოში 2011 წლის ივნისის
ვიზიტის ანგარიში, „სამუშაო ჯგუფის მოხსენება უკანონო პატიმრობის შესახებ“, 2012 წლის 27
იანვარი.
ფრიდომ ჰაუსი (Freedom House)
Freedom In the World 2005, The Annual Survey of Political Rights And Civil Liberties, The findings
of Freedom in the World 2005 events from December 1, 2003 through November 30, 2004.
Freedom In the World 2006, The Annual Survey of Political Rights And Civil Liberties, The findings
of Freedom in the World 2006 events from December 1, 2004 through November 30, 2005.
Nations in Transit – Georgia (2006).
Freedom In the World 2007, The Annual Survey of Political Rights And Civil Liberties, The findings
of Freedom in the World 2007 include events from December 1, 2005, through December 31, 2006.
Nations in Transit – Georgia (2007).
Freedom In the World 2008, The Annual Survey of Political Rights And Civil Liberties, The findings
of Freedom in the World 2008 include events from January 1, 2007 through December 31,2007.
Freedom In the World 2009, The Annual Survey of Political Rights And Civil Liberties, The findings
of Freedom in the World 2009 include events from January 1, 2008, through December 31, 2008.
Nations in Transit – Georgia (2009).
Nations in Transit – Georgia (2010).
Freedom In the World 2011, The Annual Survey of Political Rights And Civil Liberties, The findings
of Freedom in the World 2011 include events from January 1, 2010, through December 31, 2010.
Nations in Transit – Georgia (2012).
General Assembly. Human Rights Council Nineteenth session Agenda item 3 Promotion and protection
of all human rights, civil, political, economic, social and cultural rights, including the right to
development. Report of the Working Group on Arbitrary Detention Addendum, Mission to Georgia.
27 January 2012.
General Assembly. Human Rights Council Twentieth session Agenda item 3 Promotion and protection
of all human rights, civil, political, economic, social and cultural rights, including the right to
development. Report of the Special Rapporteur on the rights to freedom of peaceful assembly and of
association, Maina Kiai, 8 June 2012.
საერთაშორისო ამნისტია (Amnesty International)
Europe and Central Asia: Summary of Amnesty International’s Concerns in the Region: January – June
2004. Amnesty International AI Index: EUR 01/005/2004.
458
Georgia: Torture and ill-treatment. Still a concern after the “Rose Revolution”. AI Index: EUR
26/001/2005, Amnesty International Report November 2005.
Europe and Central Asia: Summary of Amnesty International’s Concerns in the Region: July-December
2004. Amnesty International September 2005 AI Index: EUR 01/002/2005.
Europe & Central Asia: Summary of Amnesty International’s Concerns in the Region: January-June
2005. Amnesty International AI Index: EUR 01/012/2005.
Europe and Central Asia: Concerns in Europe & Central Asia, July-December 2005. Amnesty
International, Ai Index: EUR 01/007/2006.
Europe and Central Asia: Concerns in Europe & Central Asia. January-June 2006.
Europe and Central Asia: Summary of Amnesty International’s Concerns in the Region: July –
December 2006. April 2007, AI Index: EUR 01/001/2007.
Europe and Central Asia: Summary of Amnesty International’s Concerns in the Region: January – June
2007. 1 December 2007, AI Index: EUR 01/010/2007.
Anti-Torture Body Criticizes Georgia. Rights Groups Urge Tbilisi to End Torture. AI Index: EUR
26/007/2007, News Service No: 205, 25 october 2007 (Public Statement).
Georgia: Authorities must promptly investigate police actions in dispersing demonstrators. Public
Statement. AI Index: EUR 56/011/2007, News Service No 217, 8 November 2007 (Public Statement).
Georgia: Stop impunity and introduce badges to ensure police accountability, AI Index: EUR
56/002/2008. Date 11 March 2008 (Public Statement).
Georgia: Police reportedly use excessive force against the demonstrators. AI Index: EUR 26/001/2009,
23 June 2009 (Public Statement).
Georgia must investigate ‘excessive use of force’ against protesters, AI Index : PRE 01/271/2011, 26 May
2011, (Press release).
Georgia: Authorities must ensure justice for detained protestors, AI Index: EUR 26/002/2011, 1 June
2011, (Public Statement).
ჰიუმან რაითს უოჩი (Human Rights Watch)
World reports 2005, 2006, 2007, 2008, 2009, 2010, 2011, 2012.
Undue Punishment, Abuses against Prisoners in Georgia. September, 2006, Volume 18, No. 8(D).
Crossing the Line, Georgia’s Violent Dispersal of Protestors and Raid on Imedi Television. December
2007, Volume 19, No. 8(D).
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
459
სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივაციის მქონე სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეები. სამართლებრივი ანალიზი. თბილისი, 2011 წ. ავტორები:
ეკატერინე ფოფხაძე, ეკატერინე ხუციშვილი, გიორგი ბურჯანაძე. რედაქტორი: ხათუნა
ყვირალაშვილი .
„26 მაისი – აქციის დაშლის დროს და მასთან კავშირში ადამიანის უფლებათა დარღვევის
ფაქტების ანალიზი“, 2011 წ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მონიტორინგის
ანგარიში. მონიტორინგის ანგარიში N1. ოქტომბერი-დეკემბერი 2011 წ., აპრილი 2012 წ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მონიტორინგის
ანგარიში. მონიტორინგის ანგარიში N2. იანვარ-მარტი, 2012 წ., მაისი 2012 წ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ალტერნატიული მოსაზრებები
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების/განჩინებების
აღსრულების შესახებ, 2020 წ.
გამოყენებული ლიტერატურა
Naomi Klein, „The Shock Doctrine: The Rise of Disaster“, Knopf Canada, 2007.
გაკოტრების „ნაციონალური“ ფორმულა. ავტორი: შოთა მაჭარაშვილი. რედაქტორი: ანზორ
დონდუა. გამომცემლობის რედაქტორი: გია პლატონიშვილი. თბილისი, 2013 წ.
დანაშაული და გადამეტებული სასჯელი: საქართველოს საპატიმროებში ადამიანის
უფლებების დარღვევის მასშტაბი და მიზეზები. ანალიტიკური ანგარიში, 2014 წ. ფინანსური
მხარდამჭერი - ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“. კვლევაში მონაწილე
ორგანიზაციები: ადამიანის უფლებათა ცენტრი, ახალგაზრდები სამართლიანობისთვის,
კონსტიტუციის 42-ე მუხლი, საზოგადოებრივი დამცველი, საქართველოს ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაცია, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი, ციხის
საერთაშორისო რეფორმა, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო
რეაბილიტაციის ცენტრი.
Mark R. Beissinher, „Structure and Example in Modular Political Phenomena: The Defussion of the
Colored Revolutions”, perspectives on politics, Vol. 5, Issue 2, June 2007.
Richard Sakwa, „Frontline Ukraine: Crisis in the Bordelands”, London I.B. Tauris, 2005.
სტივენ ჯონსი, „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების
შემდეგ“, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, თბილისი, 2013 წ.
John J. Mearsheimer, „Why the Ukraine Crisis Is the West Fault”, Foreign affairs, Vol 93, No.5,
September/October 2014.
460
სამოქალაქო საზოგადოების როლი „ვარდების რევოლუციაში“, გიორგი ხუციშვილის საერთო
რედაქციით, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, ICCN,
Cordaid; საავტორო უფლებები დაცულია (c) 2008 by ICCN.
Uncertain Democracy U.S. Foreign Policy and Georgia’s Rose Revolution, Lincoln A. Mitchell, PENN,
University of Pennsylvania Press, Philadelphia.
„საქართველოს არჩევნების ისტორია, 1990-2018“, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია,
2020 წ.
საგამოძიებო
კომისიის
მიერ
გამოკითხული
პირების
მიერ
წარმოდგენილი
დოკუმენტები
ინფორმაცია 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად ოკუპირებული
ქალაქი/დაბა/სოფლების რაოდენობის შესახებ.
ინფორმაცია 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად გარდაცვლილთა
შესახებ.
კორუფციული „რვაფეხა“. პრეზიდენტის ოჯახის ქონება (2004 წელი). პრეზენტაცია. ქართული
დასი.
„რვაფეხა“. პრეზიდენტის უკანონო შემოსავლები და უკანონო ქონება. ქართული დასი.
კორუფციული „რვაფეხა“ - განათლების სისტემა. ქართული დასი.
მამუკა (ივერი) ზერეკიძის გვამის გარეგანი დათვალიერების შესახებ სპეციალისტის დასკვნა
N20. ექსპერტიზის ცენტრი „ვექტორი“. 2011 წლის 23 აგვისტო.
„მეხსიერების ბარათი“, ავტორი დიტო გელოვანი, გამომცემლობა აზრი, თბილისი, 2020 წელი;
„ღალატი“, ეთერ ზაქარაიძე, გამომცემლობა „მწიგნობარი“, თბილისი 2025 წელი;
„ქართული ეკონომიკის მკვლელები“, თეიმურაზ ჭიჭინაძე, თბილისი 2014 წელი;
დავით ჯიჯიეიშვილის მიერ წარმოდგენილი გაზეთ „ივერიის“ საგაზეთო სტატია: „კავკასიის
უნივერსიტეტის“ პრეზიდენტს კახა შენგელიას იძულებითა და მუქარით ბიზნესის
წართმევაში ადანაშაულებენ“, N88(437) 27-28 სექტემბერი, 2010 წელი. ასევე, 1 ცალი
მეხსიერების ბარათი.
ბესარიონ ხვინთელიანის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და სხვადასხვა საგაზეთო
სტატიების ქსეროასლები.
461
ალექსანდრე მეგუთნიშვილის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია.
გიორგი მამაცაშვილის მიერ მოწოდებული გაზეთ „დაიჯესტის“ საგაზეთო სტატია: 26 მაისის
მთავარი დამნაშავეები, გვახსოვდეს! არ დასჯილან“, N8, 19 მაისი, 2025 წელი.
თამაზ წულაიას მიერ მოწოდებული გაზეთი „კვირის პალიტრა“ საგაზეთო სტატია:
„ახალაიები მითვლიდნენ, 50-პროცენტიან წილში ჩაგვსვი და თქვენი მფარველები
ვიქნებითო“, 14-20 იანვარი, 2008 წ.
გიორგი გოგოხიას მიერ მოწოდებული დოკუმენტაცია და გაზეთი „საქართველოს
რესპუბლიკა“, საგაზეთო სტატია: „სიმართლეს ვერსად დაემალებით ... უკურნებელი სენი
დავამარცხე, იმედია, ნაციონალებსაც დავამარცხებ“, N199. 8 ოქტომბერი 2019 წ.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ კვლევა „სისტემა მოქალაქის წინააღმდეგ“, ლისის ტბის საქმე,
2015 წ. და რამაზ ახვლედიანის მიერ მოწოდებული დოკუმენტაცია.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ მოწოდებული დოკუმენტაცია და 1 ცალი
მეხსიერების ბარათი.
სტუდია „რაკურსი“ - დავით და ბექა ცინცაძეების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, 1
ცალი მეხსიერების ბარათი და CD დისკი.
Beacon of Democracy (Myth and reality). Compilers: Nana kakabadze, Gela Nikolaishvili, Tbilisi 2009.
ჟურნალი
„ბურჯი
ეროვნებისა“,
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/454060
2004_N7-9,
წიბახაშვილი
გ.,
დედაუნივერსიტეტის ძნელბედობის ჟამი (2004-2013), ავტორ-შემდგენელი გიორგი
გოგოლაშვილი, ავთანდილ არაბულის რედაქციით, თბილისი 2016 წ., ივანე ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტი არნოლდ ჩიქობავას სახელობის
ენათმეცნიერების ინსტიტუტი, 2016;
ბედი ქართული უნივერსიტეტისა ათასწლეულის კარიბჭესთან (ანუ სიმართლისათვის
ყვირილს ყოველთვის აქვს აზრი), ავტორ-შემდგენელი გიორგი გოგოლაშვილი, ბესარიონ
ჯორბენაძის საზოგადოება თბილისი 2006, რედაქტირება - პროფესორი ავთანდილ არაბული,
პროფესორი მარიამ ცაცანაშვილი.
დე, იცოდეს ისტორიამ, „ხულიგანი პროფესორის“ ჩანაწერები, რედაქტორი - თეა ბურჭულაძე,
თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, 2025 წ.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს 2010 წლის 25 მარტის N001
გადაწყვეტილება
საქმეზე
„რ.ფ.
ნათია
კობერიძის
წინააღმდეგ“.
https://www.qartia.ge/ka/gadatsyvetilebebis-dzebna/article/29640-natia-koberidzem-daargvia-qartiispirveli-principi
462