„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-09-22
ბიუროს ნომერი 75
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი
„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“
საქართველოს
კანონში
(www.matsne.gov.ge),
(საქართველოს
12.06.2012,
საკანონმდებლო
სარეგისტრაციო
მაცნე
კოდი:
200020000.05.001.016788) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ჰ34“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის
„ჰ35“ და ჰ36 ქვეპუნქტები:
„ჰ35)
სავაჭრო
ობიექტის
საკომისიო
-
საკომისიო,
რომლის
სავაჭრო/მომსახურების ობიექტის, როგორც მიმღების მიერ უშუალოდ
ან/და ნებისმიერი შუამავალი პირის მეშვეობით მიმღების საგადახდო
მომსახურების პროვაიდერისთვის გადახდა ხდება კონკრეტული
საგადახდო ინსტრუმენტის საშუალებით მიღებული თითოეული
გადახდის ოპერაციისთვის;
ჰ36) სისტემური მნიშვნელობის კომერციული ბანკი - საქართველოს
ეროვნული ბანკის მიერ სისტემური მნიშვნელობის კომერციული
ბანკად განსაზღვრული კომერციული ბანკი.“.
2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კანონის მიზნებისთვის საზოგადოების ნდობის, საგადახდო
სისტემის, ფინანსური სისტემის სტაბილურობის შესანარჩუნებლად
ან/და
საგადახდო
სისტემის
სოციალური
ან
საზოგადოებრივი
მნიშვნელობის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი
უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით საგადახდო სისტემას
მიანიჭოს სისტემურად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის ან
გამორჩეულად
მნიშვნელოვანი
საგადახდო
სისტემის
სტატუსი,
აგრეთვე განსაზღვროს სისტემურად მნიშვნელოვანი საგადახდო
სისტემისა და გამორჩეულად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის
კრიტერიუმები და ამ სისტემის ან/და მისი ოპერატორის მიმართ, მათ
შორის, კაპიტალისა და აქტივების მიმართ, დაადგინოს მოთხოვნები,
განსაზღვროს
მნიშვნელოვანი
საგადახდო
სისტემის
ფარგლებში
გაწეული მომსახურების, მათ შორის, მომხმარებლისთვის გაწეული
მომსახურების საკომისიოს გაანგარიშების წესი ან/და საკომისიოს
(საკომისიოს შემადგენელი ცალკეული კომპონენტების) ზედა ზღვარი,
მათ
შორის,
მომხმარებლისთვის
გაწეული
მომსახურებისა
და
საგადახდო ინსტრუმენტის კატეგორიის მიხედვით.“.
3. კანონის მე-51 მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი
შინაარსის 51 პუნქტი:
“51. მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემა და მისი ოპერატორი
ვალდებულნი
არიან,
უზრუნველყონ
პროვაიდერებისათვის
არადისკრიმინაციული წვდომა ისეთ ტექნიკურ შესაძლებლობებზე,
რომლებიც აუცილებელია გადახდის ოპერაციების ალტერნატიულ
არხში
ან
პროცესში
გადამისამართების
(„სმარტ
რაუტინგის“)
განხორციელებისთვის.“.
4. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
„გ) გადახდის ოპერაციის განხორციელება საგადახდო ინსტრუმენტის
გამოყენებით,
მათ
შორის,
პირდაპირი
დებეტის
(მათ
ერთჯერადი დავალების), საკრედიტო გადარიცხვის
შორის,
(მუდმივი
დავალების ჩათვლით), საგადახდო ბარათის ან სხვა ელექტრონული
საშუალებით, მათ შორის საგადახდო მომსახურების პროვაიდერის
მიერ
უსაფრთხოდ
დაკავშირებული
საგადახდო
ანგარიშის
გამოყენებით, საგადახდო მომსახურების მომხმარებლის საკუთარი
ფულადი
სახსრების
ან
მისთვის
ხელმისაწვდომი
საკრედიტო
რესურსის ფარგლებში.“.
5. 201 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერსა და მიმღებს არ აქვთ
უფლება, უარი განაცხადონ საგადახდო ინსტრუმენტის მიღებაზე
ემიტენტის ან/და მომხმარებლის მიხედვით, გარდა საქართველოს
კანონმდებლობით ან/და საგადახდო ინსტრუმენტის სპეციფიკიდან,
ფინანსური სტაბილურობის, საგადახდო სისტემის ეფექტიანობის ან
უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე საქართველოს ეროვნული
ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა.“.
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საგადახდო მომსახურების პროვაიდერს არ აქვს უფლება, დააწესოს
ისეთი შეზღუდვა, რომელიც მიმღებს უკრძალავს, გადამხდელს
მიაწოდოს ინფორმაცია ურთიერთგაცვლის საკომისიოს,
ობიექტის
საკომისიოს
ან/და
საგადახდო
სავაჭრო
მომსახურებასთან
დაკავშირებული სხვა საკომისიოების შესახებ.“.
6. 222 მუხლის მე-4 პუნქტის:
ა) „ბ-გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ)
გადამხდელს
და
გადახდის
ინიციირების
მომსახურების
პროვაიდერს გადახდის ოპერაციის ინიციირებისას მიაწოდოს ან
ხელმისაწვდომი გახადოს შესაბამისი საგადახდო ანგარიშის ნომრის,
ნაშთის,
ვალუტის
შესახებ
ინფორმაცია
და
გადახდის
ინიციირებისათვის აუცილებელი სხვა ინფორმაცია იმგვარად, რომ
მომხმარებელმა
გადახდის
ინიციირების
მომსახურება
მიიღოს
დაბრკოლების გარეშე, ასევე გადახდის ინიციირების მომსახურების
პროვაიდერისგან
საგადახდო
დავალების
მიღებისთანავე
დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი გახადოს ან მიაწოდოს მას გადახდის
ოპერაციის ინიციირების შესახებ, აგრეთვე გადახდის ოპერაციის
შესრულებასთან დაკავშირებული მისთვის ხელმისაწვდომი ყველა
ინფორმაცია;
გ) არ დაუშვას დისკრიმინაციული მიდგომა გადახდის ინიციირების
მომსახურების პროვაიდერის საშუალებით
მიღებულ საგადახდო
დავალებასა და მის მიერ უშუალოდ გადამხდელისგან მიღებულ
საგადახდო დავალებას შორის, მათ შორის, საგადახდო დავალების
შესრულების
დროის,
პრიორიტეტულობის
ან
საკომისიოების
თვალსაზრისით.“.
ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) ერთგვაროვნად გამოიყენოს ამ კანონის 221 მუხლის მე-6 პუნქტის
„ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
დადგენილი გამონაკლისები გადახდის ინიციირების მომსახურების
პროვაიდერის საშუალებით მიღებული საგადახდო დავალებებისა და
მის
მიერ
უშუალოდ
გადამხდელისგან
მიღებული
საგადახდო
დავალებების მიმართ ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების
პროვაიდერის მიერ განსაზღვრული გადახდის ოპერაციის თანხის
ლიმიტებისა და გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერის
საშუალებით მომხმარებლის მიერ რეგისტრირებული ამ ქვეპუნქტში
აღნიშნული გამონაკლისების ფარგლებში.“.
7. 341 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 342 მუხლი:
„მუხლი 342. სავაჭრო ობიექტის საკომისიო და ურთიერთგაცვლის
საკომისიო
1. მიმღების საგადახდო მომსახურების იმ პროვაიდერს, რომელიც
წარმოადგენს
სისტემური
მნიშვნელობის
კომერციულ
ბანკს
ან
სისტემური მნიშვნელობის კომერციული ბანკის ჯგუფში შემავალ
საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, არ აქვს უფლება დაადგინოს
სავაჭრო ობიექტის საკომისიოს ისეთი ოდენობა გადახდის თითოეულ
ოპერაციაზე, რომელიც აღემატება გადახდის თითოეული ოპერაციის
თანხის 0,5 %-ს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საგადახდო
მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია განსაზღვროს სავაჭრო
ობიექტის საკომისიოს მინიმალური თვიური ჯამური ოდენობა
არაუმეტეს 30 ლარისა, თუ კონკრეტული სავაჭრო/მომსახურების
ობიექტიდან მიღებული სავაჭრო ობიექტის საკომისიოს თვიური
ჯამური ოდენობა არ აღემატება 30 ლარს.
3. თუ მიმღების საგადახდო მომსახურების ის პროვაიდერი, რომელიც
წარმოადგენს სისტემური მნიშვნელობის კომერციულ ბანკს, მიმღებს
მომსახურებას უწევს შუამავლის მეშვეობით, ამ შუამავლისთვის
დაწესებული
საკომისიოს
ოდენობაზე
ვრცელდება
ამ
მუხლის
პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები.
ამასთან, შუამავალი უფლებამოსილია მიმღებს სავაჭრო ობიექტის
საკომისიოზე
დამატებით
დაუწესოს
საკომისიო
არაუმეტეს
ურთიერთგაცვლის საკომისიოს ოდენობისა.
4. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება საქართველოს
ტერიტორიაზე განხორციელებულ ყველა გადახდის ოპერაციაზე, მათ
შორის, ადგილობრივი და უცხოური საგადახდო სქემით შესრულებულ
ოპერაციებზე, გარდა:
ა)
უცხოური
საგადახდო
გამოშვებული
საგადახდო
მომსახურების
პროვაიდერის
ინსტრუმენტით
მიერ
შესრულებული
ოპერაციებისა;
ბ) ისეთი საგადახდო სქემისა, რომლის ფარგლებში გამოშვებული
საგადახდო
ინსტრუმენტით
განხორციელებული
გადახდის
საქართველოს
ოპერაციების
ტერიტორიაზე
თანხის
ჯამური
მოცულობა წლიურად არ აღემატება სხვა საგადახდო სქემის იმავე
ტიპის საგადახდო ინსტრუმენტით საქართველოს ტერიტორიაზე
განხორციელებული გადახდის
მოცულობის 3 პროცენტს.
ოპერაციების
თანხის
ჯამური
5. საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს, საგადახდო სქემებს და
სხვა დაკავშირებულ მხარეებს არ აქვთ უფლება გამოიყენონ ისეთი
პრაქტიკა, რომელიც მიზნად ისახავს (ან/და აქვს ამგვარი ეფექტი)
სავაჭრო ობიექტის საკომისიოს, ურთიერთგაცვლის საკომისიოსა და
ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკომისიოსთვის
დაწესებული შეზღუდვის გვერდის ავლას, მათ შორის, საკომისიოების
გადაკლასიფიცირება, რამდენიმე საკომისიოდ ფორმირება, ახალი
ტიპის საკომისიოს დაწესება და სხვა.
6. მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერებმა საქართველოს
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით და პერიოდულობით უნდა
მიაწოდოს მიმღებს ინფორმაცია სავაჭრო ობიექტის საკომისიოს
გადახდილი
ოდენობის
შესახებ
ჩაშლილი
შემადგენელი
კომპონენტების
მიხედვით,
მათ
შორის,
ურთიერთგაცვლის
საკომისიოს, სქემის საკომისიოსა და სხვა ოდენობების შესახებ.
7. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია
აწარმოოს
ურთიერთგაცვლის საკომისიოს მონიტორინგი, რათა უზრუნველყოს,
რომ სავაჭრო ობიექტის საკომისიოს შემცირებას თან ახლდეს
ურთიერთგაცვლის
საქართველოს
საკომისიოს
ეროვნული
ბანკი
პროპორციული
უფლებამოსილია
შემცირება.
თავის
მიერ
დადგენილი წესით მიიღოს ინფორმაცია საგადახდო მომსახურების
პროვაიდერებისგან
ურთიერთგაცვლის
საკომისიოს,
საგადახდო
მომსახურებასთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯების
შესახებ, ასევე, დაადგინოს ურთიერთგაცვლის საკომისიოს ქვედა ან/და
ზედა ზღვრები.“.
8. 411 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4.
საჩივრის
შესახებ
საგადახდო
მომსახურების
პროვაიდერის
გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს საჩივარში აღნიშნულ ყველა
საკითხს. საგადახდო
მომსახურების
პროვაიდერი ვალდებულია
მომხმარებლის საჩივარი განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს
საჩივრის მიღებიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა. თუ საგადახდო
მომსახურების პროვაიდერისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო
აღნიშნულ ვადაში ვერ ხერხდება მის მიერ საჩივრის განხილვა და
გადაწყვეტილების მიღება, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი
ვალდებულია მომხმარებელს აცნობოს დაგვიანების დასაბუთებული
მიზეზი, ასევე საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების
საერთო/მთლიანი
ვადა.
საჩივარზე
გადაწყვეტილების
მიღების
საერთო/მთლიანი ვადა არ უნდა აღემატებოდეს საჩივრის მიღებიდან
35
სამუშაო
დღეს.
საგადახდო
მომსახურების
პროვაიდერი
ვალდებულია საჩივარში აღნიშნულ ყველა საკითხთან დაკავშირებით
მიღებული გადაწყვეტილება მომხმარებელს აცნობოს დაუყოვნებლივ
მომხმარებლის მიერ არჩეული
ელექტრონული ფორმით).“.
ფორმით
(მატერიალური
ან
9. 412 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საგადახდო მომსახურების მომხმარებელ ფიზიკურ პირს, ხოლო
მომხმარებელ იურიდიულ პირსა და იურიდიული პირის სტატუსის
არმქონე ორგანიზაციულ წარმონაქმნს იმ შემთხვევაში, თუ ისინი
აკმაყოფილებენ საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი
აქტით
დადგენილ
მომსახურების
კრიტერიუმებს,
პროვაიდერის
უფლება
წინააღმდეგ
აქვთ,
საგადახდო
საჩივრით
მიმართონ
საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ
კომისიას (შემდგომ − კომისია) მხოლოდ საგადახდო მომსახურების
პროვაიდერისთვის
წარდგენილი
საჩივრის
დადგენილ
ვადაში
დაუკმაყოფილებლობის (მათ შორის, პასუხის გაუცემლობის) ან
ნაწილობრივ
დაკმაყოფილების
გათვალისწინებული
მიმართოს,
თუ
შემთხვევაში.
მომხმარებელი
საჩივრით
ამ
პუნქტით
უფლებამოსილია
კომისიას
გათვალისწინებული
დავის
საგნის
ღირებულება 100 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 100 000 ლარის
ეკვივალენტს არ აღემატება. მომხმარებელს უფლება აქვს, მიმართოს
სასამართლოს კომისიისთვის მიმართვის გარეშე.“.
10. 414 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7.
კომისიის
წევრების
შრომის
ანაზღაურება,
ფინანსდება
საქართველოს ეროვნული ბანკის ბიუჯეტიდან. კომისიის წევრების
ჯანმრთელობის
დაზღვევის
(ასეთის
არსებობის
შემთხვევაში)
საფასური საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლებისთვის
მოქმედი პირობებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
თანადაფინანსების
საქართველოს
მოცულობის
ეროვნული
საქართველოს
უფლებამოსილებების
შესაბამისად
ბანკის
ასევე
ფინანსდება
ბიუჯეტიდან.
კომისიას
კანონმდებლობით
განხორციელებისთვის
გათვალისწინებული
საჭირო
შენობა-
ნაგებობებით, ტექნიკური საშუალებებით, ფინანსური სახსრებითა და
სხვა ქონებით უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული ბანკი.“.
11. 419 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. კომისიის გადაწყვეტილება მხარეებს ეგზავნებათ ელექტრონულად
ან/და, შესაბამისი მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, მატერიალურად.
გადაწყვეტილების ელექტრონულად გაგზავნის შემთხვევაში, იგი
ჩაბარებულად
მიიჩნევა
გადაწყვეტილების
გაგზავნის
ჩაბარება
დღეს.
თუ
კომისიის
ადრესატისთვის
ვერ
ხერხდება
მატერიალურად ან ელექტრონულად გაგზავნის შემთხვევაში, კომისიას
უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება მისი საჯაროდ გავრცელების
შესახებ.
გადაწყვეტილება,
ვებგვერდზე
განთავსდება
ეროვნული
ბანკის
ოფიციალურ
მაიდენტიფიცირებელი
მონაცემების
მითითებით და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის პრინციპის
გათვალისწინებით. საჯარო შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება მისი
საჯაროდ გავრცელებიდან მე-15 სამუშაო დღეს.“.
12. 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“
ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს
შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:
„ვ1) განსაზღვროს მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის ფარგლებში
გაწეული მომსახურების საკომისიოს გაანგარიშების წესი ან/და
განსაზღვროს საკომისიოს (მათ შორის საკომისიოს შემადგენელი
ცალკეული
კომპონენტების)
მომხმარებლისთვის
გაწეული
ზედა
ზღვარი,
მომსახურებისა
მათ
და
შორის
საგადახდო
ინსტრუმენტის კატეგორიის მიხედვით.“.
მუხლი 2
2028 წლის 1 იანვრამდე ამ კანონის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული
411 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული საგადახდო მომსახურების
პროვაიდერის
მიერ
მომხმარებლის
საჩივრის
განხილვის
და
გადაწყვეტის ვადა შეადგენს, შესაბამისად, არაუმეტეს 20 და 55 სამუშაო
დღეს.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით
გათვალისწინებული, კანონის მე-51 მუხლის 51 პუნქტისა და ამ კანონის
პირველი მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 342
მუხლისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული,
კანონის მე-51 მუხლის 51 პუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 1 აპრილიდან.
3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული
კანონის 342 მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის პირველი იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წარმოდგენილი ცვლილებებით, განისაზღვრება სავაჭრო ობიექტის
საკომისიოს ზედა ზღვარი, სისტემური მნიშვნელობის კომერციულ
ბანკების
ან/და
ასეთი
კომერციული
ბანკის
ჯგუფში
შემავალ
საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისთვის.
საგადახდო მომსახურების მომხმარებელთა ინტერესების დაცვის
მიზნით,
ზუსტდება
გადახდის
ოპერაციის
განხორციელებამდე
გასამჟღავნებელი ინფორმაციის ჩამონათვალი: საგადახდო ანგარიშის
ნომერი,
ნაშთი,
ვალუტის
ინიციირებისათვის
მომსახურების
შესახებ
აუცილებელი
სხვა
პროვაიდერებისთვის
არადისკრიმინაციული
მიდგომა
ინფორმაცია
და
გადახდის
ინფორმაცია.
საგადახდო
სავალდებულო
გამოიყენოს
ამ
ხდება
რომ
ოპერაციებთან
მიმართებაში. ცვლილებებით, საფინანსო სექტორში კონკურენციის
ხელშესაწყობად და სფეროს შემდგომი განვითარებისთვის ნათლად
განისაზღვრება ეროვნული ბანკის უფლებამოსილება დაადგინოს
სისტემურად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის ან გამორჩეულად
მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის სტატუსის მქონე საგადახდო
სისტემის ფარგლებში გაწეული მომსახურების საკომისიო ან/და მისი
დაანგარიშების წესი.
„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ”
საქართველოს კანონის შესაბამისად, ეროვნული ბანკი, საზოგადოების
ნდობის, საგადახდო სისტემის, ფინანსური სისტემის სტაბილურობის
შესანარჩუნებლად
ან/და
საგადახდო
სისტემის
სოციალური
ან
საზოგადოებრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით უფლებამოსილია
საგადახდო სისტემას მიანიჭოს მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის
სტატუსი და განსაზღვროს შესაბამისი კრიტერიუმები.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 3 ნოემბრის
№298/04 ბრძანებით „მნიშვნელოვანი სისტემის ქვეკატეგორიების
განსაზღვრისა და საგადახდო სისტემისთვის მნიშვნელოვანი სისტემის
სტატუსის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ განსაზღვრულია
მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის ქვეკატეგორიები: სისტემურად
მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემა და გამორჩეულად მნიშვნელოვანი
საგადახდო სისტემა. ამავე წესითაა განსაზღვრული ის კრიტერიუმები,
რომლის საფუძველზეც საგადახდო სისტემას მიენიჭება ესა თუ ის
სტატუსი.
სისტემურად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის სტატუსი ენიჭება
საგადახდო სისტემას, რომელსაც ჰყავს ორი ან მეტი მონაწილე და
დაკმაყოფილებულია შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთი:
საგადახდო სისტემაში დღიური საშუალო ბრუნვა აღემატება 200
მლნ ლარს;
საგადახდო სისტემაში ხორციელდება ლარით შესრულებული
უნაღდო საცალო გადახდების საერთო თანხის 75%-ზე მეტი;
საგადახდო სისტემა გამოიყენება სხვა საგადახდო სისტემების
(ფულადი
სახსრების
საგადახდო
სისტემების,
ქაღალდებით
ანგარიშსწორების
სისტემების,
სისტემების) ანგარიშსწორებისათვის.
ფასიანი
კლირინგის
გამორჩეულად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის სტატუსი ენიჭება
საგადახდო სისტემას, თუ დაკმაყოფილებულია შემდეგი პირობებიდან
ერთ-ერთი:
საგადახდო სისტემაში წლის განმავლობაში განხორციელებული
ტრანზაქციების
საშუალო
დღიური
თანხობრივი
ბრუნვა
აღემატება
ეროვნული
ბანკის
დროის
რეალურ
რეჟიმში
ანგარიშსწორების სისტემის შესაბამისი მაჩვენებლის 10%-ს;
შესაბამისი
ბაზრის
სეგმენტზე
საგადახდო
სისტემაში
განხორციელებული გადახდების წილი აღემატება 25%-ს;
საგადახდო სისტემას აქვს სოციალური და საზოგადოებრივი
მნიშვნელობა მის მიერ განხორციელებული მომსახურების, მათ
შორის გეოგრაფიული არეალის თვალსაზრისით.
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების ეკოსისტემაში
ფასების
გამჭვირვალობა,
არადისკრიმინაციული
მიდგომა
და
ეფექტიანობა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს პრინციპებს, რომლებიც
უზრუნველყოფენ როგორც გადამხდელების, ისე მიმღებების (მათ
შორის, სავაჭრო/მომსახურების ობიექტების) ინტერესების დაცვას და
ხელს უწყობენ უნაღდო გადახდების განვითარებას.
დღევანდელი მდგომარეობით, სავაჭრო/მომსახურების ობიექტების
მიერ საბარათე ინსტრუმენტით მიღებული გადახდებისას გადახდილი
სავაჭრო
ობიექტის
საკომისიო
არ
ექვემდებარება
ზღვრულ
რეგულირებას და მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვადასხვა ტიპის
სავაჭრო/მომსახურების ობიექტების, საგადახდო სქემის, საგადახდო
მომსახურების
პროვაიდერისა
და
საგადახდო
ინსტრუმენტის
მიხედვით. ეს ქმნის არაპროგნოზირებად საფასო გარემოს მცირე და
საშუალო ბიზნესისთვის.
ამასთანავე, სავაჭრო ობიექტის საკომისიოში ერთ-ერთი ძირითადი
კომპონენტია
ურთიერთგაცვლის
განსაზღვრულია
გადამხდელის
საკომისიო,
პროვაიდერსა
რომელიც
(მაგ.
ბარათის
ემიტენტი) და მიმღების (მაგ. სავაჭრო/მომსახურების ობიექტის)
პროვაიდერებს შორის არსებული ხელშეკრულებით. ამ საკომისიოს
ოდენობა, როგორც წესი, გაუმჭვირვალეა მიმღებისთვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილებები მიზნად ისახავს:
დაადგინოს სავაჭრო ობიექტის საკომისიოს დეფინიცია და
განისაზღვროს სავაჭრო ობიექტის საკომისიოს ზედა ზღვარი
თითოეული გადახდის ოპერაციის თანხიდან 0,5 % ოდენობით
იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერთათვის, რომლებიც
წარმოადგენენ სისტემური მნიშვნელობის კომერციულ ბანკს
ან/და ასეთი კომერციული ბანკის ჯგუფში შემავალ საგადახდო
მომსახურების პროვაიდერს;
დაწესდეს
ვალდებულება
პროვაიდერებისთვის,
მიაწოდონ
მიმღებს დეტალური ინფორმაცია საკომისიოს, მათ შორის მისი
შემადგენელი ნაწილების შესახებ;
ეროვნულ ბანკს მიენიჭება უფლებამოსილება მონიტორინგი
გაუწიოს
ურთიერთგაცვლის
უზრუნველსაყოფად,
შემცირებას
თან
რომ
სავაჭრო
სდევდეს
პროპორციული შემცირება.
უფლებამოსილი
საკომისიოს,
იქნება
იმის
ობიექტის
საკომისიოს
ურთიერთგაცვლის
საკომისიოს
ამასთან,
ეროვნული ბანკი
დაადგინოს
ურთიერთგაცვლის
საკომისიოს ზღვრები.
დამატებით ეროვნულ ბანკს მიეცემა უფლებამოსილება განსაზღვროს
მნიშვნელოვანი
საგადახდო
სისტემის
ფარგლებში
გაწეული
მომსახურების საკომისიოს გაანგარიშების წესი ან/და საკომისიოს, ან
მისი
შემადგენელი
ცალკეული
კომპონენტის
ზედა
ზღვარი.
ეროვნულმა ბანკმა, აღნიშნული საკომისიოს ზედა ზღვარი ან/და მისი
გაანგარიშების
წესი
მომხმარებლისთვის
შეიძლება
გაწეული
დაადგინოს
მომსახურებისა
მათ
და
შორის,
საგადახდო
ინსტრუმენტის კატეგორიის მიხედვით.
გასათვალისწინებელია,
რომ
ცვლილებების
რეგულირება
ბრიტანეთის
აქტით“,
მსგავსი
კანონმდებლობაში, სადაც
საგადახდო
მინიჭებული
კანონპროექტით
აქვს
სისტემების
წარმოდგენილია
„ფინანსური
რეგულატორს
უფლებამოსილება
შემოთავაზებული
სერვისების
57-ე
შეცვალოს
დიდი
მუხლით1
ნებისმიერი,
ხელშეკრულებით დადგენილი საკომისიო, მათ შორის, დაადგინოს
საკომისიოს ზედა ზღვარი. აღნიშნული უფლებამოსილება ვრცელდება
ნებისმიერ
1
ხელშეკრულებაზე,
რომელიც
გაფორმებულია
ფინანსური სერვისების აქტი, 57-ე მუხლი: https://www.legislation.gov.uk/ukpga/2013/33/section/57 ;
რეგულირებული საგადახდო სისტემის ოპერატორსა და საგადახდო
მომსახურების პროვაიდერს შორის, ნებისმიერ ხელშეკრულებაზე იმ
საგადახდო მომსახურების მომწოდებელსა და სხვა პირს შორის,
რომელსაც აქვს პირდაპირი წვდომა რეგულირებულ საგადახდო
სისტემასთან, იმ მიზნით, რომ ამ პირს გაუხსნას შესაძლებლობა გახდეს
საგადახდო მომსახურების მომწოდებელი, ნებისმიერ შეთანხმებაზე
რომელიც ეხება გადასახადებს ან/და საკომისიოებს, რომელთა გადახდა
განპირობებულია
რეგულირებულ
საგადახდო
სისტემაში
მონაწილეობიდან გამომდინარე, ან რეგულირებული საგადახდო
სისტემის მიერ გაწეული სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებით.
ა.ა.ბ)
არსებული
პრობლემის
გადასაჭრელად
კანონის
მიღების
აუცილებლობა:
„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“
საქართველოს
კანონი
განსაზღვრავს
საგადახდო
სისტემისა
და
საგადახდო მომსახურების რეგულირებისა და ზედამხედველობის
პრინციპებს,
საგადახდო
სისტემის
მონაწილეების,
საგადახდო
მომსახურების განხორციელებაში ჩართული მხარეების, საგადახდო
მომსახურების მომხმარებლების უფლებებს, ვალდებულებებსა და
პასუხისმგებლობებს.
ვინაიდან
კანონპროექტის
მიზანია
მნიშვნელოვანი
სისტემის
სტატუსის მქონე საგადახდო სისტემის ფარგლებში საკომისიოს
განსაზღვრისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერი სისტემური
მნიშვნელობის
ზღვრების
კომერციული
დადგენის
ბანკებისთვის
მიმართულებით
საკომისიოს
ზედა
ეროვნული
ბანკის
უფლებამოსილებების ფარგლების დაზუსტება, ასევე საკომისიოსთან
დაკავშირებული სხვადასხვა რეგულირებების შემოღება, გადახდის
ინიციირების
ცვლილება,
მომსახურებასთან
დაკავშირებული
ნორმების
დავის განმხილველ კომისიასთან დაკავშირებული
ნორმების დახვეწა, აუცილებელია, რომ ცვლილება განხორციელდეს
საქართველოს კანონში
მომსახურების შესახებ“.
„საგადახდო
სისტემისა
და
საგადახდო
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, დაზუსტდება ეროვნული ბანკის
უფლებამოსილება,
საგადახდო
მნიშვნელოვანი
სისტემის
სისტემის
ფარგლებში
სტატუსის
საკომისიოს
მქონე
განსაზღვრის
მიმართულებით. ეროვნულმა ბანკმა საკომისიოს ზედა ზღვარი/მისი
გაანგარიშების
წესი
მომხმარებლისთვის
შეიძლება
გაწეული
განსაზღვროს
მომსახურებისა
მათ
და
შორის
საგადახდო
ინსტრუმენტის კატეგორიის მიხედვით. ასევე, განისაზღვრება სავაჭრო
ობიექტის საკომისიოს ცნება და განისაზღვრება საკომისიოს ზედა
ზღვარი იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის რომელიც
ამასთანავე წარმოადგენს სისტემური მნიშვნელობის კომერციულ
ბანკს/ამ ბანკის ჯგუფში შემავალ სუბიექტს, გაჩნდება ამ საკომისიოს
რეგულირების სამართლებრივი საფუძვლები, დაიხვეწება დავების
განმხილველი
კომისიის
მარეგულირებელი
ნორმები,
გადახდის
ინიციირების მომსახურების განხორციელებისას, გადამხდელისა და
მომსახურების პროვაიდერისთვის ხელმისაწვდომი გახდება გადახდის
ინიციირებისთვის
აუცილებელი
ინფორმაცია,
აღნიშნული
ცვლილებების შედეგად მივიღებთ მეტად დახვეწილ საკანონმდებლო
ბაზას,
რომელიც
იცავს
მომხმარებლების
უფლებებს
და
უზრუნველყოფს კონკურენციას.
სავალდებულო არადისკრიმინაციული „სმარტ-რაუტინგის“ ჩარჩოს
შემოღება ხელს შეუწყობს ვაჭრობის განხორციელებისას ხარჯების
შემცირებას, დაიცავს კონკურენციას ადგილობრივ საგადახდო სქემებს
შორის.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი
კანონპროექტით
მნიშვნელოვანი ცვლილება:
ცვლილება
ხორციელდება
ხორციელდება
„საგადახდო
რამდენიმე
სისტემისა
და
საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2
მუხლში და ჩნდება ორი ახალი ცნება და მისი განმარტებები:
სავაჭრო ობიექტის საკომისიო და სისტემური მნიშვნელობის
კომერციული ბანკი;
ცვლილება
ხორციელდება
„საგადახდო
სისტემისა
და
საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4
მუხლის პირველ პუნქტსა და 42-ე მუხლის მე-2 პუნქტში და
ეროვნულ
ბანკს
ენიჭება
უფლებამოსილება,
განსაზღვროს
მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის ფარგლებში გაწეული
მომსახურების
საკომისიოს
გაანგარიშების
წესი
ან/და
განსაზღვროს საკომისიოს (მათ შორის საკომისიოს შემადგენელი
ცალკეული
კომპონენტების)
ზედა
ზღვარი,
მათ
შორის
მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურებისა და საგადახდო
ინსტრუმენტის კატეგორიის მიხედვით;
ცვლილება
ხორციელდება
„საგადახდო
სისტემისა
და
საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 51
მუხლში
და
საგადახდო
გადახდის
სისტემა
ოპერაციის
ვალდებული
განხორციელებისას,
იქნება
თანაბარი
საკომისიო/სხვა პირობები განსაზღვროს ნებისმიერი საგადახდო
მომსახურების პროვაიდერისთვის;
ცვლილება
ხორციელდება
„საგადახდო
სისტემისა
და
საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-201
მუხლში და საგადახდო მომსახურების პროვაიდერს აეკრძალება,
მიმღებს შეუზღუდოს უფლება გადამხდელს გაუსაჯაროოს
ინფორმაცია მათ შორის სავაჭრო ობიექტის საკომისიოს შესახებ;
ცვლილება
ხორციელდება
„საგადახდო
სისტემისა
და
საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 222
მუხლის
მე-4
პუნქტში
და
ნორმის
ერთგვაროვანი
ინტერპრეტირების მიზნით, ზუსტდება ანგარიშის მომსახურე
საგადახდო
მომსახურების
გადახდის
ოპერაციის
პროვაიდერის
ინიციირებისას
ვალდებულება
გადამხდელს
და
გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერს მიაწოდოს შესაბამისი საგადახდო ანგარიშის ნომრის, ნაშთის, ვალუტის
შესახებ
ინფორმაცია
და
გადახდის
ინიციირებისათვის
აუცილებელი სხვა ინფორმაცია იმგვარად, რომ მომხმარებელმა
გადახდის ინიციირების მომსახურება მიიღოს დაბრკოლების
გარეშე. აღნიშნული წესი „საგადახდო სისტემისა და საგადახდო
მომსახურების შესახებ“ კანონისა და „კომუნიკაციის ერთიანი და
უსაფრთხო
ღია
სტანდარტების
დამტკიცების
თაობაზე“
შესახებ
საქართველოს
დებულების
ეროვნული
ბანკის
პრეზიდენტის 2022 წლის 24 ოქტომბრის №145/04 ბრძანებიდან
ისედაც გამომდინარეობდა, ამასვე განმარტავს Euro Retail
Payments Board (ERPB) გადახდის ინიციირების მომსახურების
თაობაზე
თავის
შემაჯამებელ
ანგარიშში,
თუმცა
მიზანშეწონილად ჩაითვალა ამ საკითხის დაზუსტება კანონში;2
„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“
საქართველოს კანონს ემატება 342 მუხლი, რომლის თანახმადაც,
სავაჭრო ობიექტის საკომისიოს ზედა ზღვარი, იმ საგადახდო
მომსახურების პროვაიდერთათვის, რომლებიც წარმოადგენენ
სისტემურ კომერციულ ბანკებს ან/და ასეთი ბანკის ჯგუფში
შემავალ საგადახდო მომსახურების პროვაიდერს განისაზღვრა
0.5 %-ით;
ამავე მუხლით ეროვნულ ბანკს ენიჭება უფლებამოსილება
მუდმივი
მონიტორინგი
გაუწიოს
ურთიერთგაცვლის
საკომისიოებს და საჭიროების შემთხვევაში დაადგინოს ზღვრები
ურთიერთგაცვლის საკომისიოზე;
„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“
საქართველოს
კანონის
411
მუხლის
მე-4
პუნქტით
განსაზღვრული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ
მომხმარებლის საჩივრის განხილვის და გადაწყვეტის ვადა
შეადგენს 15 სამუშაო დღეს, რომელიც შესაძლებელია 35 სამუშაო
დღემდე გახანგრძლივდეს. 2025 წლის 1 იანვრამდე მოქმედებდა
კანონის
გარდამავალი
გარდამავალ
პერიოდში
დებულება,
რომლის
აღნიშნული
მიხედვითაც
ვადების
ნაცვლად
განსაზღვრული იყო შესაბამისად არაუმეტეს 20 და 55 სამუშაო
ევროპის ცენტრალური ბანკი. 2018. გადახდების ინიციაციის სერვისების (PIS) შესახებ სამუშაო
ანგარიში, გვ. 10–11.https://www.ecb.europa.eu/paym/groups/erpb/shared/pdf/8th-ERPBmeeting/PIS_working_group_report.pdf.
2
ჯგუფის
დღე.
პრაქტიკამ
პროვაიდერებს,
აჩვენა,
რომ
გარკვეულ
საგადახდო
მომსახურების
შემთხვევებში,
ჯერ
კიდევ
სჭირდებათ დამატებით ვადა, რათა მოიკვლიონ საჩივართან
დაკავშირებული სათანადო ინფორმაცია და მტკიცებულებები.
აქედან
გამომდინარე,
ხორციელდება
პროექტის
მოქმედ
დამაზუსტებელი
მუხლსა
გარდამავალი
და
ცვლილებები
დამატებით
დებულებებით.
კანონის
შესაბამისად
პროვაიდერის მიერ საჩივრის განხილვის ვადად 2028 წლის 1
იანვრამდე განისაზღვრება 20 და 55 სამუშაო დღე;
დავების
განმხილველ
კომისიასთან
დაკავშირებით
ხორციელდება რამდენიმე ცვლილება:
ა) იცვლება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების
შესახებ“ საქართველოს კანონის 412 მუხლის პირველი პუნქტი და
დავების
განმხილველი
კომისია
განიხილავს
საგადახდო
მომსახურების მომხმარებლების დავას, თუ დავის საგნის
ღირებულება არ აღემატება 100 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში
100 000 ლარის ეკვივალენტს, ნაცვლად მოქმედი 50 000 ლარისა.
პრაქტიკამ აჩვენა, რიგ შემთხვევაში კომისიისთვის წარდგენილი
საჩივრით განსაზღვრული დავის საგანი აღემატება კანონით
დადგენილ
ღირებულებას,
რა
შემთხვევაშიც
ვალდებულია
საჩივარი
წარმოებაში
არ
კომისია
მიიღოს,
ან
ალტერნატიულად მომხმარებელი უფლებამოსილია შეამციროს
მოთხოვნის მოცულობა.
ბ)
ცვლილება ეხება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო
მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 414 მუხლის მე-7
პუნქტს და განისაზღვრა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის
მიერ ასევე ანაზღაურდება დავების განმხილველი კომისიის
წევრების
ჯანმრთელობის
დაზღვევის
საფასური
(ასეთის
არსებობის შემთხვევაში), მსგავსად საქართველოს ეროვნული
ბანკის
თანამშრომლებისთვის
საქართველოს
მოცულობისა.
მოქმედი
ეროვნული ბანკის მიერ
პირობებისა
და
თანადაფინანსების
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 55-ე
მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
კანონით
გათვალისწინებულ
ეროვნული
ბანკის
დადგენილებით
ბანკთან
საბჭოს
გამოქვეყნდება
შემთხვევაში“.
2023
დამტკიცებული
არსებული
აქტი
დავების
წლის
საქართველოს
26
ივლისის
№2
„საქართველოს
ეროვნულ
განმხილველი
კომისიის
საქმიანობის წესის“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „თუ
კომისიის კორესპონდენციისა და გადაწყვეტილებების ჩაბარება
ადრესატისთვის ვერ ხერხდება მატერიალურად (ფოსტით) ან
ელექტრონულად გაგზავნის შემთხვევაში, კომისიას უფლება
აქვს მიიღოს გადაწყვეტილება მისი/მათი საჯაროდ გავრცელების
შესახებ,
საქართველოს
ეროვნული
ბანკის
ოფიციალურ
ვებგვერდზე განთავსებით, მაიდენტიფიცირებელი მონაცემების
მითითებით და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის
პრინციპის
გათვალისწინებით.
საჯარო
შეტყობინება
ჩაბარებულად ითვლება მისი საჯაროდ გავრცელებიდან მე-15
სამუშაო
დღეს“.
მიზანშეწონილია
აღნიშნული
უფლებამოსილება განისაზღვროს საკანონმდებლო დონეზეც. ამ
მიზნით
ცვლილება
შედის
„საგადახდო
სისტემისა
და
საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 419
მუხლის მე-7 პუნქტში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის
სფეროში
არსებულ
შემთხვევაში
სამოქმედო
(საქართველოს
გეგმასთან,
მთავრობის
ასეთის
მიერ
არსებობის
ინიციირებული
კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი,
ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის
თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი,
გარდა
ცალკეული
დებულებებისა
ამოქმედდება
გამოქვეყნებისთანავე და არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას.
კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული,
კანონის მე-51 მუხლის მე-51 პუნქტი ამოქმედდება 2026 წლის 1
აპრილიდან, რათა საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს მიეცეთ
დამატებითი დრო ცვლილებებთან ადაპტირებისთვის.
კანონის პირველი მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული
„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“
საქართველოს კანონის 342 მუხლი ამოქმედდება 2026 წლის პირველი
იანვრიდან, ვინაიდან წარმოდგენილი მუხლით დგინდება სავაჭრო
ობიექტის საკომისიოს ზედა ზღვარი, რასაც შეიძლება გავლენა
ჰქონდეს საგადახდო მომსახურების იმ პროვაიდერზე, რომელიც
წარმოადგენს
სისტემური
მნიშვნელობის
კომერციულ
ბანკს
ან
სისტემური მნიშვნელობის კომერციული ბანკის ჯგუფში შემავალ
საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, სასურველია, რომ მათ მიეცეთ
დრო
ცვლილებების
ამოქმედებამდე
საკუთარი
კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად.
საქმიანობის
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და
შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის
დაჩქარებული წესით განხილვას):
მოთხოვნილი არ არის კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან
პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი).
მასში აღინიშნება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს აუცილებელი ხარჯების გაწევას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტს
გავლენა
არ
ექნება
სახელმწიფო
ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური
ნაწილზე:
ან/და
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
ხარჯვით
კანონპროექტს გავლენა არ ექნება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ
მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო
ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალი ფინანსური
ვალდებულებებს.
ბ.ე)
კანონპროექტის
პირთათვის,
მოსალოდნელი
რომელთა
მიმართაც
ფინანსური
ვრცელდება
შედეგები
იმ
კანონპროექტის
მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით
განსაზღვრულ
ქმედებებს
ჰქონდეს
პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტი მოსალოდნელია რომ გავლენას მოახდენს შემდეგ პირთა
ჯგუფზე:
იმ
სუბიექტებზე,
სტატუსის
მქონე
რომლებიც
არიან
მნიშვნელოვანი
საგადახდო
სისტემის
ფარგლებში
სისტემის
გაწეული
საგადახდო მომსახურების მხარეები. გავლენის ზომის განსაზღვრა ამ
ეტაპზე შეუძლებელია, ის დამოკიდებულია კონკრეტული სუბიექტი
რა საკომისიოს განსაზღვრავს ამ ზედა ზღვრის ფარგლებში.
იმ
საგადახდო
მომსახურების
პროვაიდერებზე,
რომლებიც
წარმოადგენენ სისტემური მნიშვნელობის კომერციულ ბანკებს, ან
ასეთი ბანკის საგადახდო მომსახურების პროვაიდერებზე, ან სავაჭრო
ობიექტებზე, ვინაიდან მათთვის განისაზღვრა სავაჭრო ობიექტის
საკომისიოს ზედა ზღვარი. გავლენის ზომის წინასწარი შეფასება
შეუძლებელია.
გარდა
ამისა,
ვინაიდან
დავების
განმხილველი
კომისიისთვის
დასაშვებობის ზღვარი შეიცვალა და დავის საგნის ღირებულების 50 000
ლარიდან 100 000 ლარამდე გაიზარდა, გაიზრდება იმ პირთა
რაოდენობაც ვისაც შეეძლება დავა სასამართლო სისტემის ნაცვლად
აწარმოოს
საქართველოს
განმხილველ
ეროვნულ
კომისიაში.
ბანკთან
არსებულ
აღნიშნულიდან
დავების
გამომდინარე,
მომხმარებელთათვის შემცირდება სასამართლოსთან დაკავშირებული
ხარჯები. გავლენის ზომა დამოკიდებულია დავების რაოდენობასა და
დავის საგნის ღირებულებაზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა
ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
შესაბამის
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტი
გავლენას
მდგომარეობაზე.
არ
ახდენს
ბავშვის
უფლებრივ
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ
თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება
სტანდარტებთან. მასში აღინიშნება:
ახდენს
ქალისა
საერთაშორისო
და
მამაკაცის
სამართლებრივ
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის
შემთხვევაში,
რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი
ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი,
რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი
მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის
ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
მასში აღინიშნება:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც
მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება
კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც
მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი
მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ხელაძე,
რამინა ბერაძე, ბეჟან წაქაძე, ლევან მაჭავარიანი, ილია ინჯია, დავით
კოდუა, გიორგი ბარვენაშვილი, თორნიკე ფაღავა, იოსებ ჯორბენაძე,
აკაკი ალადაშვილი, მარიამ ლაშხი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ხელაძე,
რამინა ბერაძე, ბეჟან წაქაძე, ლევან მაჭავარიანი, ილია ინჯია, დავით
კოდუა, გიორგი ბარვენაშვილი, თორნიკე ფაღავა, იოსებ ჯორბენაძე,
აკაკი ალადაშვილი, მარიამ ლაშხი.