საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა და თანდართული დოკუმენტაცია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობებზე ასარჩევად წარმოდგენილ ლევან ნემსაძის (№1-6586/25; 10.07.2025) და მიხეილ ჯინჯოლიას (31-8040/25; 01.09.2025) კანდიდატურებთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
13.10.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-13320/25/11
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა და თანდართული დოკუმენტაცია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობებზე ასარჩევად წარმოდგენილ ლევან ნემსაძის (№1-6586/25; 10.07.2025) და მიხეილ ჯინჯოლიას (31-8040/25; 01.09.2025) კანდიდატურებთან დაკავშირებით

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-10-15
ბიუროს ნომერი 78

📜 ტექსტი

წერილი
2-13320/25 13-10-2025 საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსს, ბატონ ალექსანდრე ტაბატაძეს ბატონო ალექსანდრე, 2024 წლის 10 ივლისსა და 1 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგინა (№1-6586/25; 10.07.2025; №1-8040/25; 01.09.2025) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები: ლევან ნემსაძე და მიხეილ ჯინჯოლია. გიგზავნით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნასა და და თანდართულ დოკუმენტაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
2-13276/25 13-10-2025 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ (1-6586/25; 10.07.2025; №18040/25; 02.09.2025;) 2025 წლის 10 ივლისსა და 1 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგინა (1-6586/25; 10.07.2025; №1-8040/25; 02.09.2025;) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები ლევან ნემსაძე და მიხეილ ჯინჯოლია. 2025 წლის პირველ სექტემბერსა და 2 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებები და თანდართული მასალები საქართველოს პარლამენტის ბიუროს №69/12-ХIმპ და №71/2-ХІმპ გადაწყვეტილებებით გადაეცა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. I. კომიტეტის სამუშაო ჯგუფი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მისთვის წარდგინებებისა და თანდართული მასალების გადაცემიდან 3 დღის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 181-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად შექმნა სამუშაო ჯგუფი. კომიტეტმა სამუშაო ჯგუფში წარმომადგენლის დასახელება და ამ ჯგუფში მონაწილეობის მიღება შესთავაზა საპარლამენტო ფრაქციას, ყველა საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორსა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს. აღნიშნულმა სუბიექტებმა წარადგინეს წარმომადგენელი სამუშაო ჯგუფის წევრად და, შესაბამისად, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ შემდეგი წევრები:  რატი იონათამიშვილი − (სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი); თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge არჩილ გორდულაძე − (იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი);  დავით მათიკაშვილი (საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი);  თორნიკე ჭეიშვილი (იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი);  აკაკი ალადაშვილი (საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი);  გურამ მაჭარაშვილი (საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე);  ნიკა ელისაშვილი (საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის მოადგილე);  დავით სიმონია (საჯარო სამართლის იურიდიული პირის  იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი);  თამარ ზარანდია (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი). სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა 2025 წლის 10 ოქტომბერს. შეხვედრის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების თაობაზე. ამასთანავე, სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ სამუშაო ჯგუფის წევრების შემაჯამებელი მოსაზრება და სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელი სხდომის ოქმი.  სამუშაო ჯგუფის წევრთა აზრით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები შეესაბამებიან კანონით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს. II. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კომიტეტის საჯარო სხდომაზე მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2025 წლის 10 ოქტომბრის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 181-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომიტეტთან შეთანხმებით განსაზღვრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის კომიტეტის საჯარო სხდომაზე მოსმენის პროცედურა; კერძოდ, თითოეულ კანდიდატს განესაზღვრა 5-წუთიანი დრო კომიტეტისთვის თავის წარსადგენად, ხოლო საპარლამენტო და არასაპარლამენტო სუბიექტებს თითოეულ კანდიდატთან კომიტეტის სხდომაზე გასაუბრებისთვის განესაზღვრათ შემდეგი დრო: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 106-ე მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურის მსგავსად, თითოეულ საპარლამენტო ფრაქციასა და საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს კანდიდატთან გასაუბრებისთვის განესაზღვრა იმდენი წუთი, პარლამენტის რამდენი წევრიც არის გაერთიანებული აღნიშნულ ფრაქციაში/საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფში, მაგრამ არანაკლებ 15 და არაუმეტეს 75 წუთისა. ამასთანავე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 106-ე მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურის მსგავსად. კანდიდატისთვის შეკითხვების დასმისა და მისგან პასუხების მიღების შესაძლებლობა მიეცათ აგრეთვე არასაპარლამენტო სუბიექტების − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იურიდიული დახმარების სამსახურის და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს. ამ არასაპარლამენტო სუბიექტებიდან თითოეულს კანდიდატისთვის შეკითხვების დასმისა და მისგან პასუხების მიღებისთვის 15 წუთი განესაზღვრა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საჯარო სხდომაზე მოსმენა ღიად, გამჭვირვალედ, საჯაროობის უმაღლესი სტანდარტითა და საქართველოს კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვით წარიმართა. ამასთანავე, უზრუნველყოფილ იქნა კომიტეტის სხდომის პროცესში ყველა შესაბამისი სუბიექტის მონაწილეობის შესაძლებლობა. კანდიდატების იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საჯარო სხდომაზე მოსმენის პროცესი ე.წ. live stream-ით გადაიცემოდა საქართველოს პარლამენტის ვებგვერდისა და შესაბამისი youtube-გვერდის მეშვეობით. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ამავე სხდომაზე მოუსმინა. III. კენჭისყრის შედეგები საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები შეფასდნენ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად. მათი შეფასებისას გათვალისწინებულ იქნა კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმები. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2025 წლის 10 ოქტომბრის სხდომაზე კენჭისყრისას დაფიქსირდა შემდეგი შედეგი: კანდიდატები საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისად მიიჩნია კომიტეტის 8 წევრმა (კანდიდატმა მოიპოვა კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა). IV. რეკომენდაცია საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მის მიერ ჩატარებული კენჭისყრის შედეგად გასცა რეკომენდაცია, რომ ლევან ნემსაძე და მიხეილ ჯინჯოლია არჩეულ იქნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად. ამასთანავე, კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის აღნიშნულ კანდიდატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე ეყაროთ კენჭი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე