საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნა საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (პირველი წარდგენა, №07-2/320; 19/09/2023). (წერილი №2-17613/23; 01/11/2023)

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.09.2023
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/320/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

კომიტეტების სხდომებზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-11-01

📜 ტექსტი

წერილი
2-17613/23 01-11-2023 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოსაქვეყნებლად გიგზავნით: - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნას საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (პირველი წარდგენა, №07-2/320; 19.09.2023). - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და სხვა კომიტეტების დასკვნებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო გთხოვთ, მისცეთ შესაბამისი მსვლელობა. კომიტეტის აპარატის უფროსი ირინა ლომია წარმოდგენილ ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვაზე" (№1-10744; 31.07.2023). პატივისცემით, მიერ
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-15415/23 02-10-2023 დასკვნა საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/320 19.09.2023). წარმოდგენილი ცვლილება განპირობებულია მიმდინარე წლის მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგების გათვალისწინებით მაკროეკონომიკური და ფისკალური მაჩვენებლების დაზუსტების საჭიროებით. კერძოდ, დამატებით მობილიზებული რესურსები ხმარდება სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების სრულყოფილად დაფინანსებისა და ქვეყნის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ხელშემწყობ, როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური ხასიათის პროგრამებს, მათ შორის რაჭასა და გურიაში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებისა და სტიქიით დაზარალებულთათვის სხვადასხვა კომპენსაციების დაფინანსებას. საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრები დაზუსტებულია შესაბამისად. კორექტირებული იზრდება ბიუჯეტის მაკროეკონომიკური როგორც პარამეტრების შემოსულობები, ისე გადასახდელები. კერძოდ, კანონპროექტით 2023 წელს მშპ-ს რეალური ზრდის ტემპი განსაზღვრულია 6.5%-ით, ნაცვლად მოქმედი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge გეგმით გათვალისწინებული 5%-ისა, ხოლო ნომინალური მშპ განსაზღვრულია 78 787.2 მლნ ლარით. წარმოდგენილი პროექტით 2023 წლის ნაერთი ბიუჯეტის მიხედვით განსაზღვრული მოდიფიცირებული დეფიციტის (სსფ-ის პროგრამით) მაჩვენებელი არ იცვლება და შენარჩუნებულია 2.8%-ის დონეზე. 2023 წლის ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი კანონით განსაზღვრულ ანუ მშპ-ის 3%-ის ნიშნულზეა. მთავრობის ვალის მაჩვენებელი კვლავაც 40%-ზე დაბალ ნიშნულზეა და მშპ-ს 38.4%-ის დონეზე იგეგმება. მნიშვნელოვანია, რომ ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი - 5.3%, მცირდება და 2.6%-ს დონეზე იგეგმება. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მოცულობა დაგეგმილთან შედარებით იზრდება 256.7 მლნ ლარით და ნაცვლად 21 914.2 მლნ ლარისა შეადგენს 22 170.9 მლნ ლარს. აღნიშნული ზრდა განპირობებულია გადასახადებიდან მისაღები შემოსავლებისა და სხვა შემოსავლების ზრდით. კერძოდ, გადასახადებიდან მისაღები შემოსავლები იზრდება 420.0 მლნ ლარით, მათ შორის ზრდა იგეგმება ყველა გადასახადის მიხედვით, გარდა მოგების გადასახადისა, რომლის ოდენობა შენარჩუნებულია გეგმის დონეზე. სხვა შემოსავლების ზრდა იგეგმება 200 მლნ ლარის ოდენობით. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ 363.2 მლნ ლარით მცირდება 2023 წლისთვის დაგეგმილი ვალდებულებების ზრდის, ანუ ასაღები ახალი სესხის მოცულობა. წარმოდგენილი ცვლილებით მოქმედ გეგმასთან შედარებით ბიუჯეტის გადასახდელების ოდენობა იზრდება 431.2 მლნ ლარით და მიაღწევს 22 311.3 მლნ ლარს. დამატებით მობილიზებული რესურსები ხმარდება სხვადასხვა მხარჯავი დაწესებულებების მიერ განსახორციელებელ ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ, ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ პროგრამებს, მათ შორის რაჭასა და გურიაში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებისა და სტიქიით დაზარალებულთათვის სხვადასხვა კომპენსაციების დაფინანსებას. კერძოდ, დამატებითი რესურსების განაწილება ხდება შემდეგი უწყებებისა და პროგრამების მიხედვით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 250.0 მლნ ლარით და განისაზღვრა 7 108.4 მლნ ლარით. მომატებული თანხის ძირითადი ნაწილი დასაფინანსებლად, გათვალისწინებულია მათ შორის ჯანდაცვის გათვალისწინებულია პროგრამების ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსების ხარჯებიც. ამასთან, თანხები მიიმართული იქნება მიზნობრივი სოციალური ჯგუფების დახმარებების, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები მოქალაქეების კანონით განსაზღვრული დანამატის დასაფინანსებლად და ა.შ.; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება იზრდება 47.0 მლნ ლარით და შეადგენს 2 077.8 მლნ ლარს. დამატებული თანხიდან დაფინანსდება საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის, მოსწავლეების ტრანსპორტირების ხარჯები. ასევე, გაზრდილია დაფინანსება განათლების სფეროს სხვა დანარჩენი მიმართულებები; საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 34 მლნ ლარით და განისაზღვრება 465.2 მლნ ლარით. მომატებული თანხა მოხმარდება სპორტსმენთათვის მიღწეული შედეგების მიხედვით დაწესებული ჯილდოების ანაზღაურებისა, რაგბსა და კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატებზე საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები განსაზღვრულია 581.2 მლნ ლარის ოდენობით, ანუ გაზრდილია 23.0 მლნ ლარით, რომელიც ძირითადად მოხმარდება ანაკლიის პორტისთვის საჭირო წყლის ნაგებობის მშენებლობის დაწყებას; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 20 მლნ ლარით და განისაზღვრება 3 350.9 მლნ ლარით. სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში ძირითადად ხორციელდება პროექტებს შორის დამატებული 20 მლნ ლარი სტიქიური მოვლენების თანხების გადანაწილება, ხოლო გამოიყოფა რაჭასა და გურიაში მომხდარი შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების დაფინანსებისათვის; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებები იზრდება 40.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 1 146.0 მლნ ლარის ოდენობით. აღნიშნული მატება მიიმართება სამინისტროს თანამშრომელთა უნიფორმისა და აღჭურვილობის, ასევე, სპეციალური საშუალებების შეძენას, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სასერვერო ინფრასტრუქტურის განახლებას და ა.შ.; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 10.0 მლნ ლარით, რომელიც განკუთვნილია თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლის ბოლომდე საჭირო შესყიდვების სრულყოფილად დასაფინანსებლად. სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 1 270.0 მლნ ლარით; ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება იზრდება 21.2 მლნ ლარის ოდენობით, რაც დაკავშირებულია 2024 წელს საპარლამენტო არჩევნების ელექტრონულად ჩატარებისთვის საჭირო აპარატურისა და მომსახურების ხარჯების ნაწილობრივ დაფინანსებასთან; სახალხო დამცველის აპარატს ახალი შენობის მშენებლობის ხარჯების დასაფინანსებლად, დამატებით გამოეყოფა 2.5 მლნ ლარი; საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების ფარგლებში: - საგარეო ვალდებულებების დაფარვისათვის გამოყოფილი თანხები მცირდება 100.0 მლნ ლარით, რაც გამოწვეულია გაცვლითი კურსის სხვაობით მიღებულ ეკონომიასთან; - დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსების ფარგლებში, სახელმწიფო მიერ აღებული ვალდებულებების დასაფინანსებლად დამატებით გამოიყოფა 65.0 მლნ ლარი. რამდენადაც საპენსიო სქემის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი თანხის მოცულობა დაკავშირებულია ქვეყანაში გაცემულ ხელფასებთან, ხოლო მიმდინარე წელს დასაქმებულთა ანაზღაურება მოსალოდნელთან შედარებით მეტად გაიზარდა, საპენსიო სქემის დასაფინანსებლად საჭირო გახდა დამატებითი თანხის გამოყოფა. - საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის მოცულობა იზრდება 40.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 100 მლნ ლარით. გათვალისწინებულია სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების დაფინანსება, ასევე, სტიქიით დაზარალებულთა სხვადასხვა კომპენსაციების დაფინანსება; - საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მოცულობა იზრდება 100.0 მლნ ლარით, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება როგორც ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მომხდარი სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო სამუშაოები და ა.შ. გაზრდილი გამომდინარე საგადასახადო შემოსავლების პროგნოზებიდან მუნიციპალიტეტები, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დღგ-ის გაზრდის შედეგად მიიღებენ 1 596.0 მლნ ლარს, რაც 31.4 მლნ ლარით აღემატება დამტკიცებულ გეგმას. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ მოხდა კომიტეტში შემოსული დასკვნების განხილვა და შეფასება. ამასთან, კომიტეტის სხდომაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის მიერ დაისვა საკითხი საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დასაქმებულთა რაოდენობის 3 საშტატო ერთეულით გაზრდასთან დაკავშირებით, რაზედაც დაეთანხმა მომხსენებელი. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მთავრობის მიერ წარმოდგენილ მხარს უჭერს საქართველოს საქართველოს კანონის პროექტს „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე