„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (191/2-XIმპ, 12/11/2025) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-11-17
ბიუროს ნომერი 91
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 28.10.2013, სარეგისტრაციო კოდი: 140030000.05.001.017194) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 50-ე მუხლის პირველი და 11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
სამსახურებრივი
მოვალეობის
შესრულებისას,
გარდა
ამ
მუხლის
11
პუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევებისა, პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს
(მემკვიდრეს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, მინისტრის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე
ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარისა და
დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 2 000 (ორი ათასი)
ლარის ოდენობით. პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.
11. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, ამ კანონით გათვალისწინებული
პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას,
დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას, საზოგადოებრივი წესრიგის
დაცვისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან
დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების
გადარჩენისას პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების
შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, მინისტრის მიერ
გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 (ასი ათასი)
ლარის ოდენობით და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა
2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო
ანაზღაურებს.“.
2. 51-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 51. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის ჯანმრთელობის
დაზიანება
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის ჯანმრთელობის დაზიანების
შემთხვევაში,
დაზიანების
ხარისხის
შესაბამისად,
მინისტრის
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მას ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება
შემდეგი ოდენობით:
ა) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 20 000 (ოცი ათასი) ლარი;
ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი;
გ) ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას – 10 000 (ათი ათასი) ლარი.
2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის ჯანმრთელობის დაზიანების
შემთხვევაში, თუ ეს დაზიანება შეუძლებელს ხდის მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის
ჯეროვნად შესრულებას, სამინისტრო უზრუნველყოფს ამ პოლიციელის სამინისტროს
სისტემაში, მისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლებისა და ჯანმრთელობის
მდგომარეობის შესაბამის თანამდებობაზე დასაქმებას.
3.
პოლიციელის
ჯანმრთელობის
დაზიანების
ხარისხი
დგინდება
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 511 მუხლი:
„მუხლი 511. სამინისტროს სისტემის მოსამსახურის სამედიცინო მომსახურება
1. სამინისტროს სისტემის მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მათ
შორის, ამ კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას,
სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას,
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას,
სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის,
ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში,
სამინისტროში შექმნილი შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს
ანაზღაურებადი შვებულება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომლის დროსაც
მოსამსახურის ჯანმრთელობის დაცვასთან (მათ შორის, მის რეაბილიტაციასთან), მისთვის
გაწეულ სამედიცინო მომსახურებასთან, საჭიროებისამებრ, ტრანსპორტირებასთან, მოვლის
უზრუნველყოფასთან და სხვა საჭიროებებთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება
მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო
შვებულების ხანგრძლივობა განისაზღვრება სხეულის დაზიანების სიმძიმის ან დაავადების
ხასიათის გათვალისწინებით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს. აღნიშნული ვადის
გაგრძელება სამინისტროში შექმნილი შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე
დასაშვებია მინისტრის მიერ დადგენილი წესით და ვადით. ჯანმრთელობის მდგომარეობის
გამო შვებულების დროს ანაზღაურდება ფულადი სარგო და დანამატები.
2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა, სამინისტროს სისტემის
მოსამსახურეს ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ანაზღაურებადი შვებულება
შეიძლება მიეცეს 4 თვის ვადით, რომელიც დაავადების ხასიათის გათვალისწინებით
სამედიცინო დასკვნის საფუძველზე შეიძლება გაგრძელდეს მინისტრის მიერ დადგენილი
წესითა
და
პირობებით.
ჯანმრთელობის
მდგომარეობის
გამო
შვებულების
დროს
ანაზღაურდება ფულადი სარგო და დანამატები.
3. ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური
გარანტიები მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში შეიძლება გავრცელდეს:
ა) სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირის ოჯახის წევრზე;
ბ)
შრომისუუნარობის
გამო
სამინისტროდან/სამინისტროს
სისტემიდან
გათავისუფლებულ/დათხოვნილ პირზე.
4. მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება სამინისტროს სისტემის მოსამსახურის ან/და მისი
ოჯახის
წევრის,
შრომისუუნარობის
გამო
სამინისტროს
სისტემიდან
გათავისუფლებული/დათხოვნილი პირის ჯანმრთელობის დაცვასთან, ჯანმრთელობის
მდგომარეობის გამო შვებულებასთან, გაწეულ სამედიცინო მომსახურებასათან და შესაბამისი
ხარჯების ანაზღაურების წესთან, დაფინანსების მეთოდოლოგიასთან, მატერიალური
დახმარების გაცემასთან და მატერიალური დახმარების მაქსიმალური ოდენობის
განსაზღვრასთან, სამედიცინო მიზნით დახმარების მოთხოვნასთან და ამ მოთხოვნის
განხილვის წესთან დაკავშირებული საკითხები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის ინიციირების საფუძველია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
(შემდგომ − სამინისტრო) სისტემის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის გარანტიების
გაუმჯობესება.
აღსანიშნავია, რომ პოლიციის ძირითადი ფუნქციაა, უზრუნველყოს საზოგადოებრივი
უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათვის საფრთხის თავიდან აცილება. ვინაიდან
საზოგადოებრივი მშვიდობისა და სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფა წარმოადგენს
ქვეყნის სტაბილური განვითარების აუცილებელ წინაპირობას, ამიტომ პოლიციელის მიერ
მისი ფუნქციების ეფექტურად განხორციელება აუცილებელია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.
საგულისხმოა, რომ პოლიციელის პროფესიული მოვალეობების შესრულება, საქმიანობის
ბუნებიდან გამომდინარე, დაკავშირებულია მუდმივ საფრთხესა და რისკებთან. კერძოდ,
პროფესიული ვალდებულების შესრულებისას ხშირია ისეთი გარემოებები, როდესაც მაღალია
ჯანმრთელობის დაზიანების ალბათობა, რაც შესაძლოა გამოიხატოს, მათ შორის მძიმე
ფიზიკური ტრავმებით, სხვადასხვა დაავადებით და ა.შ. ამდენად, შესაძლოა მნიშვნელოვნად
შესუსტდეს პოლიციელის პროფესიული უნარ-ჩვევები, შედეგად კი საფრთხე შეექმნას მის
ჯანმრთელობასა და მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვან შესრულებას.
იმდენად, რამდენადაც პოლიციელის საქმიანობა მაღალი სოციალური მნიშვნელობის
მატარებელია, ამიტომ აუცილებელია სახელმწიფომ პოლიციელისთვის უზრუნველყოს
სათანადო სოციალური გარანტიები. დასახელებული გარანტიები ემსახურება არა მხოლოდ
პოლიციელთა
ინდივიდუალური
უფლებებისა
და
ინტერესების
საზოგადოების უსაფრთხოების შენარჩუნებასაც, რადგან
განახორციელებს მისთვის დაკისრებულ უფლებამოსილებას.
დაცვას,
პოლიციელი
არამედ
ეფექტურად
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე
განისაზღვროს პოლიციელისთვის სათანადო სოციალური გარანტიები. კერძოდ, შეიქმნას
სამართლებრივი საფუძველი პოლიციელის სამედიცინო მომსახურების, რეაბილიტაციის,
ტრანსპორტირების, მოვლისა და შესაბამისი ანაზღაურების რეგულირებისთვის, აგრეთვე
განისაზღვროს პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შვებულებისა
და შემდგომი სოციალური უზრუნველყოფის წესები. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია,
საკანონმდებლო დონეზე შეიქმნას ისეთი მექანიზმი, რაც უზრუნველყოფს სოციალური
გარანტიების გავრცელებას პოლიციელის ოჯახის წევრებზეც, განსაკუთრებით იმ პირობებში,
როდესაც პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა პირდაპირ ზემოქმედებს მათი
ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობის ხარისხზე.
ყოველივე
ზემოაღნიშნულის
გათვალისწინებით,
მომზადდა
„პოლიციის
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველო კანონის პროექტი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
იმის გათვალისწინებით, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, მათ შორის,
განსაზღვრავს პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს, ამიტომ
სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვისა და სოციალური
გარანტიების უზრუნველყოფისთვის აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილება შევიდეს
დასახელებულ კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი კანონის პროექტით მოწესრიგდება პოლიციელის სოციალური დაცვის
გარანტიები, მათ შორის, ახლებურად განისაზღვრება სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულებისას პოლიციელის ჯანმრთელობის დაზიანებისას ერთჯერადი ფულადი
დახმარების ოდენობა. ამასთან, დარეგულირდება სამინისტროს სისტემის მოსამსახურისთვის
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულების საკითხები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონის პროექტით, ცვლილება შედის „პოლიციის შესახებ“ საქართველოს
კანონის 50-ე მუხლის პირველ და 11 პუნქტებში და სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულებისას, პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს მიეცემა ერთჯერადი
ფულადი დახმარება 30 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 15 000 ლარისა, ხოლო დაკრძალვის
(საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრება 2 000 ლარის
ოდენობით, ნაცვლად 500 ლარისა. ამასთან, პოლიციელის მიერ კერძოდ, ზემოხსენებული
კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, პოლიციელის
დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის
(საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრება 2 000 (ორი ათასი)
ლარის ოდენობით, ნაცვლად 500 ლარისა.
ცვლილება შედის ამავე კანონის 51-ე მუხლში და იცვლება სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულებისას პოლიციელის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში მისთვის მისაცემი
ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა. კერძოდ, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას,
აღნიშნული ფულადი დახმარება 7 000 ლარის ნაცვლად იქნება 20 000 ლარი, ჯანმრთელობის
ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 15 000 ლარი, ნაცვლად 4 000 ლარისა, ხოლო ჯანმრთელობის
მსუბუქი დაზიანებისას – 10 000 ლარი, ნაცვლად 2 000 ლარისა.
ასევე, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება 511 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს
სამინისტროს სისტემის მოსამსახურის სამედიცინო მომსახურების გაწევის საკითხებს.
კერძოდ, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას
მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო შეიძლება მიეცეს ანაზღაურებადი შვებულება,
რომლის დროსაც მოსამსახურის ჯანმრთელობის დაცვასთან (მათ შორის, მის
რეაბილიტაციასთან), მისთვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებასთან, საჭიროებისამებრ,
ტრანსპორტირებასთან,
მოვლის
უზრუნველყოფასთან
და
სხვა
საჭიროებებთან
დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულების ხანგრძლივობა განისაზღვრება სხეულის
დაზიანების სიმძიმის ან დაავადების ხასიათის გათვალისწინებით, რომელიც არ უნდა
აღემატებოდეს 1 წელს. აღნიშნული ვადის გაგრძელება სამინისტროში შექმნილი შესაბამისი
სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე დასაშვები იქნება საქართველოს შინაგან
საქმეთა მინისტრის (შემდგომ − მინისტრი) მიერ დადგენილი წესით და ვადით.
გარდა ამისა, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს ჯანმრთელობის
მდგომარეობის გამო ანაზღაურებადი შვებულება 4 თვის ვადით, რომელიც დაავადების
ხასიათის გათვალისწინებით სამედიცინო დასკვნის საფუძველზე შეიძლება გაგრძელდეს
მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით.
ამასთან,
წარმოდგენილი
პროექტის
თანახმად,
ანაზღაურებას დაექვემდებარება
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულების დროს ფულადი სარგო და დანამატები.
გარდა ამისა, სოციალური გარანტიები შეიძლება გავრცელდეს სამინისტროს სისტემაში
დასაქმებული
პირის
ოჯახის
წევრზე
და
შრომისუუნარობის
გამო
სამინისტროდან/სამინისტროს
სისტემიდან
გათავისუფლებულ/დათხოვნილ
პირზე.
აგრეთვე, მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება სამინისტროს სისტემის მოსამსახურის ან/და
მისი
ოჯახის
წევრის,
შრომისუუნარობის
გამო
სამინისტროს
სისტემიდან
გათავისუფლებული/დათხოვნილი პირის ჯანმრთელობის დაცვასთან, ჯანმრთელობის
მდგომარეობის გამო შვებულებასთან, გაწეულ სამედიცინო მომსახურებასათან და შესაბამისი
ხარჯების ანაზღაურების წესთან,
დაფინანსების მეთოდოლოგიასთან,
მატერიალური
დახმარების გაცემასთან და მატერიალური დახმარების მაქსიმალური ოდენობის
განსაზღვრასთან, სამედიცინო მიზნით დახმარების მოთხოვნასთან და ამ მოთხოვნის
განხილვის წესთან დაკავშირებული საკითხები.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი
პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთან,
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
წარმოდგენილი კანონის პროექტით გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსება მოხდება
სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
წარმოდგენილი კანონპროექტის განხორციელება უშუალოდ უკავშირდება სახელმწიფო
ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდას, არა მხოლოდ კანონპროექტის ამოქმედების წელს,
არამედ მომდევნო 3 წლის განმავლობაში.
წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას,
პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს მიეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 30
000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 15 000 ლარისა, ხოლო დაკრძალვის (საფლავის მოწყობის)
ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრება 2 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 500
ლარისა. ასევე, პოლიციელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ,
„პოლიციის
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული
პრევენციული
ღონისძიების განხორციელებისას, პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების
შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში, მისი დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების
ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრება 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, ნაცვლად 500
ლარისა.
ამასთან,
იცვლება
სამსახურებრივი
მოვალეობის
შესრულებისას
პოლიციელის
ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში მისთვის მისაცემი ერთჯერადი ფულადი
დახმარების ოდენობა. კერძოდ, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შემთხვევაში, აღნიშნული
ფულადი დახმარება 7 000 ლარის ნაცვლად იქნება 20 000 ლარი, ჯანმრთელობის ნაკლებად
მძიმე დაზიანებისას – 15 000 ლარი, ნაცვლად 4 000 ლარისა, ხოლო ჯანმრთელობის მსუბუქი
დაზიანებისას ფულადი დახმარება 2 000 ლარის ნაცვლად განისაზღვრება 10 000 ლარის
ოდენობით.
ვინაიდან, წარმოდგენილი ცვლილებებით პოლიციელის დაღუპვისა და ჯანმრთელობის
დაზიანების შემთხვევაში ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა მნიშვნელოვნად
იზრდება, ამიტომ თითოეული პოლიციელის ჯანმრთელობის დაზიანების ან დაღუპვის
შემთხვევაზე სახელმწიფოს ბიუჯეტიდან გასაცემი თანხა იქნება გაზრდილი ოდენობის,
ვიდრე მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციით იყო გათვალისწინებული. დასახელებული
ხარჯების დაფინანსება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსთვის გამოყოფილი
ასიგნებების ფარგლებში, ხოლო ზუსტი ოდენობა დამოკიდებული იქნება, მათ შორის
ქვეყანაში კრიმინოგენური გარემოს ცვლილებაზე, პოლიციელთა ფიზიკური დაზიანებების
სიხშირესა და დაზიანების სიმძიმეზე.
აღსანიშნავია, რომ სამინისტროს მიერ 2025 წლის იანვარი–სექტემბრის დროის პერიოდში
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაზიანდა 115 თანამშრომელი, რომელთა
მკურნალობის უზრუნველსაყოფად სამინისტროს ბიუჯეტიდან გადაირიცხა ფულადი თანხა
121 588,62 ლარის ოდენობით.
ამასთან,
წარმოდგენილი
კანონპროექტით
განსაზღვრულია
ისეთი
სახის
ხარჯების
ანაზღაურება, რომელიც დაკავშირებულია მოსამსახურის ჯანმრთელობის დაცვასთან (მათ
შორის, მის რეაბილიტაციასთან), მისთვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებასთან,
საჭიროებისამებრ, ტრანსპორტირებასთან, მოვლის უზრუნველყოფასთან და სხვა
საჭიროებებთან. საგულისხმოა, რომ სხვა საჭიროებები შეიძლება გულისხმობდეს: მოვლის
ხარჯებს იმ შემთხვევაში, როდესაც სამინისტროს მოსამსახურეს დაზიანების ხარისხიდან
გამომდინარე საჭიროებს მომვლელს და მუდმივი მეთვალყურეს. ასევე, მედიკამენტების
ხარჯების დაფარვას ისევე, როგორც სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობის შეძენას.
საჭიროებიდან გამომდინარე, შეიძლება ხარჯებმა მოიცვას ფსიქოლოგის მომსახურების
ხარჯებიც. ამასთან, ანაზღაურდება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულების დროს
ფულადი სარგო და დანამატები. დასახელებული ხარჯების ოდენობა დამოკიდებული იქნება
სამინისტროს მოსამსახურის სამედიცინო მომსახურების სახეზე, ასევე ჯანმრთელობის
დაზიანების ხარისხზე (მძიმე ან ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი დაზიანება), ხოლო პოლიციელის
გარდაცვალების შემთხვევაში, ფულადი დახმარების ზუსტი ოდენობა დამოკიდებული იქნება
წლის განმავლობაში გარდაცვლილ პოლიციელთა რაოდენობაზე. ამასთან, დასახელებული
ხარჯების დაფინანსება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსთვის გამოყოფილი
ასიგნებების ფარგლებში.
აღსანიშნავია,
რომ
წარმოდგენილი
პროექტით
სამედიცინო
მომსახურებასთან,
საჭიროებისამებრ, ტრანსპორტირებასთან, მოვლის უზრუნველყოფასთან და სხვა
დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და
პირობებით, შესაბამისად, დასახელებული ხარჯების ოდენობა დამოკიდებული იქნება
მინისტრის მიერ დადგენილ წესსა და პირობებზე.
გარდა ამისა, წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად, კანონის აღსრულებისთვის
აუცილებელია ცალკეული სამართლებრივი აქტების მიღება, რაც დაკავშირებული იქნება
ადმინისტრაციულ
ხარჯებთან,
ხოლო
ხარჯების
დაფინანსება
განხორციელდება
სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ამასთან, დასახელებული ხარჯები გაწეულ იქნება წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებისა
და მისი ძალაში შესვლის წელს, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ მინისტრის ბრძანების
გამოცემა მხოლოდ ერთჯერადი ხარჯის გაწევას გულისხმობს, მას არ ექნება ზეგავლენა
მომდევნო სამი წლის ბიუჯეტზე.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება ფინანსურ გავლენას მოახდენს იმ პირებზე, რომლებსაც მიემართებათ
აღნიშნული ცვლილება. კანონპროექტი ითვალისწინებს ჯანმრთელობის დაცვის ხარჯების
დაფინანსებას იმ პოლიციელებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ სამედიცინო მომსახურება,
რეაბილიტაცია ან შესაბამისი სამკურნალო რესურსები. ეს მექანიზმი მნიშვნელოვნად
ამცირებს მათ პირად ხარჯებს და უადვილებს აუცილებელი სამედიცინო დახმარების
მიღებას.
ამასთან, წარმოდგენილი პროექტით სამედიცინო მომსახურებასთან, საჭიროებისამებრ,
ტრანსპორტირებასთან, მოვლის უზრუნველყოფასთან და სხვა დაკავშირებული ხარჯები
ანაზღაურდება მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები შეეხება როგორც
პოლიციელის დაღუპვის, ასევე ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში ერთჯერადი
ფულადი დახმარების ოდენობებს.
წარმოდგენილი
პროექტით
განისაზღვრება,
რომ
სამსახურებრივი
მოვალეობის
შესრულებისას, პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს მიეცემა ერთჯერადი
ფულადი დახმარება 30 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 15 000 ლარისა, ხოლო დაკრძალვის
(საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრება 2 000 ლარის
ოდენობით, ნაცვლად 500 ლარისა.
ამასთან, პოლიციელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, ამ
კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, პოლიციელის
დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში, მისი
დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრება 2 000
(ორი ათასი) ლარის ოდენობით, ნაცვლად 500 ლარისა.
ასევე, იზრდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის ჯანმრთელობის
დაზიანების
შემთხვევაში
ერთჯერადი
ფულადი
დახმარების
ოდენობა.
კერძოდ,
ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას, აღნიშნული ფულადი დახმარება 7 000 ლარის ნაცვლად
იქნება 20 000 ლარი, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 15 000 ლარი, ნაცვლად
4 000 ლარისა, ხოლო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას ფულადი დახმარება 2 000
ლარის ნაცვლად განისაზღვრება 10 000 ლარის ოდენობით.
წარმოდგენილი ცვლილებები მიზნად ისახავს პოლიციელისთვის ღირსეული სოციალური
გარანტიების შექმნას, ხოლო ერთჯერადი ფულადი დახმარების ზემოაღნიშნული ოდენობები
განისაზღვრა პოლიციელის
პროპორციულად.
საქმიანობის
მნიშვნელობისა
და
თანმდევი
რისკების
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ
მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
წარმოდგენილი კანონის პროექტით, დარეგულირდება სამინისტროს სისტემის მოსამსახურის
ჯანმრთელობის დაცვასთან (მათ შორის, მის რეაბილიტაციასთან), მისთვის გაწეულ
სამედიცინო
მომსახურებასთან,
უზრუნველყოფასთან
და
საჭიროებისამებრ,
შესაბამის
ტრანსპორტირებასთან,
ანაზღაურებასთან,
აგრეთვე
მოვლის
ჯანმრთელობის
მდგომარეობის გამო შვებულებასთან დაკავშირებული საკითხები.
საგულისხმოა, რომ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მოქმედებს ნორმები, რომელიც
ეხება
ჯანმრთელობის
შვებულება/კომპენსაციის
დაზიანების
გაცემის
საფუძვლით
საკითხებს.
პოლიციელთა
წარმოდგენილი
კანონის
მიმართ
პროექტის
მომზადებისას გაზიარებულ იქნა ევროპის ცალკეული ქვეყნების კანონმდებლობა.
იტალია
იტალიაში პოლიციელთა (Polizia di Stato) სოციალური დაცვის სისტემა, სამსახურებრივი
მოვალეობის შესრულებისას დაზარალებულთათვის (Vittime del Dovere − მოვალეობის
მსხვერპლნი) ითვალისწინებს სპეციალური სტატუსის მინიჭებას. საგულისხმოა, რომ
იტალიაში, სამსახურებრივი დაზიანებისას ძირითადად არის ორი სახის კომპენსაცია და
სოციალური გარანტიები, კერძოდ:
1. სამართლიანი ანაზღაურება (Equo Indennizzo) − ერთჯერადი კომპენსაცია, რომელიც
გაიცემა იმ შემთხვევაში თუ დაზიანებამ გამოიწვია მუდმივი შრომისუუნარობა.
დასახელებული კომპენსაციის ოდენობა დამოკიდებულია დაზიანების კატეგორიასა
და პოლიციელის ხელფასზე.1
2. სპეციალური შეღავათები „მოვალეობის მსხვერპლთათვის“ (Vittime del Dovere) − თუ
დაზიანება მიღებულია განსაკუთრებით საშიშ პირობებში (მაგ. ტერორიზმთან ან
ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისას), პოლიციელს ენიჭება სპეციალური
სტატუსი, რაც ითვალისწინებს მნიშვნელოვან დამატებით შეღავათებს, მათ შორის,
სპეციალურ ერთჯერად დახმარებას (€200,000-მდე),2 სპეციალურ უვადო ყოველთვიურ
დახმარებას (€500) და საგადასახადო პრივილეგიებს.
ამასთან,
სამსახურებრივი
დაზიანების
გამო,
პოლიციელს
შეუძლია
იმყოფებოდეს
სამედიცინო შვებულებაში (congedo straordinario) მაქსიმუმ ორი წლის განმავლობაში, სრული
ხელფასის შენარჩუნებით.3 ამ პერიოდში სახელმწიფო სრულად ფარავს დაზიანებასთან
დაკავშირებულ ყველა სამედიცინო და სარეაბილიტაციო ხარჯს, ხოლო იმ პირებს, რომლებსაც
ესაჭიროებათ მუდმივი დახმარება, დამატებით ენიშნებათ მომვლელის დახმარება (assegno di
accompagnamento).
გასათვალისწინებელია, ისიც რომ თუ სამედიცინო კომისია (Commissione Medica Ospedaliera)
დაადგენს,
რომ
პოლიციელი
მუდმივად
და
სრულად
შრომისუუნაროა
პოლიციის
სამსახურისთვის (inabilità permanente e assoluta), აღნიშნული პირი გათავისუფლდება
სამსახურიდან (dispensa dal servizio).4 თუ შრომისუუნარობა სამსახურებრივი მიზეზითაა
გამოწვეული, პოლიციელს ენიშნება უვადო პრივილეგირებული პენსია (Pensione Privilegiata).
დასახელებული პენსია გულისხმობს, რომ ეს უკანასკნელი არ იბეგრება და შეიძლება
ხელფასის 100%-საც აღწევდეს.5 გარდა ამისა, როგორც „მოვალეობის მსხვერპლს“, ასევე მისი
ოჯახის წევრებს უნარჩუნდებათ დამატებითი პრივილეგიები, როგორიცაა დასაქმების
კვოტები სახელმწიფო სექტორში.
გარდა აღნიშნულისა, იტალიის კანონმდებლობა ითვალისწინებს, პოლიციელის მიერ
სამედიცინო
შვებულებით
შრომისუუნარობა
არ
არის
სარგებლობის
შესაძლებლობას
დაკავშირებული
იმ
სამსახურებრივი
შემთხვევაშიც,
თუ
უფლებამოსილების
რესპუბლიკის პრეზიდენტის 2001 წლის 29 ოქტომბრის ბრძანებულება, № 461
https://www.normattiva.it/uri-res/N2Ls?urn:nir:stato:decreto.del.presidente.della.repubblica:2001-10-29;461
(წვდომის ბოლო თარიღი:12.09.2025).
2 იხ. კანონი №266 (2005 წლის 23 დეკემბერი) https://www.normattiva.it/uri-res/N2Ls?urn:nir:stato:legge:200512-23;266; (წვდომის ბოლო თარიღი: 12.09.2025).
3 იხ. რესპუბლიკის პრეზიდენტის 1957 წლის 3 მაისის ბრძანებულება, № 686 https://www.normattiva.it/urires/N2Ls?urn:nir:presidente.repubblica:decreto:1957-05-03;686 (წვდომის ბოლო თარიღი: 12.09.2025).
4 საჯარო მოხელეების ინვალიდობის პენსიები (ყოფილი INPDAP) https://siulp.it/pensioniinabilitadipendenti-pubblici-ex-inpdap/ (წვდომის ბოლო თარიღი: 12.09.2025).
5 მუხლი 37. ავადმყოფობის გამო არყოფნა https://shorturl.at/c8UbE (წვდომის ბოლო თარიღი: 12.09.2025).
1
შესრულებასთან.
პოლიციელს
უფლება
აქვს
აღნიშნული
სამედიცინო
შვებულებით
ისარგებლოს მაქსიმუმ 18 თვემდე ვადით, რა დროსაც პირველი 12 თვე სრულად
უნაზღაურდება, ხოლო მომდევნო 6 თვე − 90%-ით. თუ 18 თვის შემდეგ, პირი კვლავ
შრომისუუნაროა, ის შეიძლება დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან. დათხოვნის შემთხვევაში,
მას ენიშნება ჩვეულებრივი შრომისუუნარობის პენსია (pensione di inabilità), თუ აკმაყოფილებს
სტაჟის თვის გათვალისწინებულ მოთხოვნებს (მინიმუმ 5 წელი), ასეთ დროს სახელმწიფო არ
ფარავს მკურნალობის ხარჯებს.6
საფრანგეთი
სამსახურებრივი
მოვალეობის
შესრულებისას
მიღებული
დაზიანების
საფუძველზე,
პოლიციელებს შეიძლება მიეცეთ კომპენსაცია სხეულის დაზიანებისთვის. ანაზღაურება
განისაზღვრება ინდივიდუალურად, თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში და შეიძლება
მოიცავდეს ეკონომიკურ დანაკარგებს (შემოსავლის დაკარგვას), ემოციურ/ფიზიკურ ტანჯვას,
ქმედუნარიანობის დაკარგვას და სხვა.7
გარდა
ამისა,
თუ
სამართალდამცავი
დაზიანდება
სამსახურებრივი
მოვალეობის
შესრულებისას და ამასთან დაკავშირებით არ არსებობს ეჭვი, სამართალდამცავს ადამიანური
რესურსების განყოფილება უგზავნის სამსახურებრივი დაზიანების დაფარვის ფორმას.
აღნიშნული
ფორმა
განკუთვნილია
თითოეული
სამედიცინო
დაწესებულებისთვის.
სამედიცინო დაწესებულება ავსებს მას და აბრუნებს შესაბამის საპოლიციო დანაყოფის
ადამიანური რესურსების განყოფილებაში.8
საგულისხმოა, რომ საფრანგეთში დროებითი შრომისუუნარობის შვებულება შედარებით
ახალი ტიპის შვებულებაა, რომელიც შეიქმნა 2017 წლის 19 იანვრის ბრძანებით. იგი გაიცემა
იმ შემთხვევაში, როდესაც უბედური შემთხვევის ან ავადმყოფობის შედეგად გამოწვეული
დროებითი
შრომისუუნარობა
დაკავშირებულია
სამსახურებრივი
მოვალეობის
შესრულებასთან. ამასთან, თუ სამსახურთან დაკავშირებული უბედური შემთხვევის შემდეგ
პირი დროებით ვერ ასრულებს სამსახურებრივ უფლებამოსილებებს, მას ეძლევა შვებულება
მანამ,
სანამ არ შეეძლება სრულფასოვნად დაბრუნდეს სამსახურში.
გარდა
ამისა,
დასახელებულ შვებულებაში მყოფი პირი ინარჩუნებს სრულ ხელფასს, თუ:
ესწრება ადმინისტრაციის ან სამედიცინო კომიტეტის მიერ მოთხოვნილ შემოწმებებს;
საჯარო მოხელეების ინვალიდობის პენსია (მუხლი 2, პუნქტი 12, კანონი 335/95)
https://www.inps.it/it/it/dettaglio-scheda.it.schede-servizio-strumento.schede-servizi.Pensione-di-inabilitper-idipendenti-pubblici-art-2-comma-12-legge-335-95.html (წვდომის ბოლო თარიღი: 12.09.2025).
7 იხ: https://www.legifrance.gouv.fr/codes/texte_lc/LEGITEXT000025503132/ (წვდომის ბოლო თარიღი:
12.09.2025).
8
იხ:
https://www.alternativepn.fr/medias/tract/4699-guide-de-procedure-accompagnement-des-blesses.pdf
(წვდომის ბოლო თარიღი: 12.09.2025).
6
შეწყვეტს ყველა პროფესიულ საქმიანობას;
აცნობებს ადმინისტრაციას საცხოვრებელი მისამართის ნებისმიერი ცვლილების
შესახებ.
ამასთან, დროებითი შრომისუუნარობის შვებულება გაიცემა შესაბამისი უფლებამოსილი
ექიმის მიერ მას შემდეგ, რაც დადასტურდება, რომ ტრავმა მიღებულია სამსახურებრივი
მოვალეობის შესრულებისას. ამასთან, დროებითი შრომისუუნარობის შვებულების პერიოდში
და სამსახურში დაბრუნებამდე, პირს უტარდება სამედიცინო მონიტორინგი ჯანდაცვის
სპეციალისტების მიერ. წინამდებარე მონიტორინგი საშუალებას იძლევა, თანამშრომელი
შემხებლობაში იყოს ადმინისტრაციასთან და მოემზადოს სამსახურში დაბრუნებისთვის.
სამსახურებრივი ექიმის მიერ პირველადი გასინჯვის შემდეგ სისტემატურად ტარდება
სამსახურებრივი დაზიანების სამედიცინო გადამოწმება. შესაძლოა პირს შესთავაზონ
ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და, ამ მიზნით, მოითხოვონ ოპერატიული ფსიქოლოგიური
დახმარების სამსახურის ჩართვა.
მნიშვნელოვანია, რომ საფრანგეთის რეგულაციებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირად აღიარება გულისხმობს კონკრეტული სტატუსის მინიჭებას, რაც პირს აძლევს წვდომას
პროგრამებზე, რომლებიც ხელს უწყობს პროფესიულ ინტეგრაციას, დასაქმების გაგრძელებას
და სხვადასხვა ტიპის დახმარების მიღებას (ჰუმანიტარული, სატრანსპორტო, ტექნიკური და
სხვა).9 თანამშრომლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარება შეიძლება
მოხდეს სამსახურებრივი ტრავმის შემდეგ, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ავტონომიის კომისია
(C.D.A.P.H). აღიარების შემთხვევაში, პირს ენიჭება შემდეგი უფლებები:
ნახევარ
განაკვეთზე
მუშაობა
და
ეძლევა
ანაზღაურება
სამუშაო
საათების
პროპორციულად;
ვადამდელი პენსია;
ინდივიდუალური სამუშაო გრაფიკი;
დისტანციური მუშაობის შესაძლებლობა.
საყურადღებოა, რომ პირს შეუძლია მიიღოს დროებითი შრომისუუნარობის შემწეობა,
რომელიც გაიცემა დაზიანების მიღებიდან ხუთი წლის განმავლობაში. ხუთი წლის შემდეგ,
შემწეობის
გაგრძელების
საკითხს
განიხილავს
შესაბამისი
კომისია,
რომელიც
გადაწყვეტილებას იღებს ქმედუუნარობის მაჩვენებლის (10%-ზე ნაკლები) გათვალისწინებით.
იხ: https://www.defense.gouv.fr/sga/au-service-agents/soutien-aux-blesses/guide-du-blesse/je-suis-militaire-blessemalade-service/mesdemarches#:~:text=Les%20modalit%C3%A9s%20de%20demande%20:,de%20la%20blessure/maladie%20concern
%C3%A9e. (წვდომის ბოლო თარიღი: 12.09.2025).
9
გარდა აღნიშნულისა, ავადმყოფობის გამო შვებულების საერთო ხანგრძლივობა შეიძლება
გაგრძელდეს ზედიზედ 12 თვის განმავლობაში.
სლოვაკეთი
პოლიციის თანამშრომელს, რომელიც დაზიანდა ან დაავადდა სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულებისას, ენიჭება:
დაკარგული ხელფასის კომპენსაცია, თუ იგი გადაყვანილია დაბალანაზღაურებად
პოზიციაზე;
შშმ სტატუსის აღიარების შემთხვევაში − კომპენსაცია, რომელიც ავსებს მისი არსებული
შემოსავლის (დაზღვევის, პენსიის, შრომითი შემოსავლის) სხვაობას წინა ხელფასთან
შედარებით;
ერთჯერადი კომპენსაცია ტკივილისა და სოციალური ფუნქციის დაქვეითებისთვის;
მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება.
ამასთან, სლოვაკეთის კანონმდებლობის შესაბამისად, მომსახურების ორგანო იღებს რიგ
ვალდებულებებს, კერძოდ:
უზრუნველყოფს სრულ ანაზღაურებას დროებითი შრომისუუნარობის პერიოდში
(100% ხელფასი);
ანაზღაურებს მკურნალობის ხარჯებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ფარავს
რეაბილიტაციის ხარჯებს;
შვებულების მიმდინარეობისას, უზრუნველყოფს თანამშრომლის სოციალური და
საპენსიო სტატუსის შენარჩუნებას.
აღსანიშნავია, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული
ჯანმრთელობის დაზიანების გამო ბიულეტენზე ყოფნის მაქსიმალური ვადა შესაძლოა,
განისაზღვროს 2 წლის ვადით. ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, პოლიციის
თანამშრომელი ანაზღაურებად შვებულებაში რჩება ერთი წლის ვადით („მხარდაჭერის
პერიოდი“), რაც შესაძლოა გახანგრძლივდეს დამატებით ერთ წლამდე პერიოდით თუ
სამედიცინო დასკვნის საფუძველზე ირკვევა, რომ თანამშრომელი დამატებით განსაზღვრულ
პერიოდში აღიდგენს შრომისუნარიანობას.
ამასთან, მუდმივი შრომისუუნარობის შემთხვევაში, სამედიცინო კომისიის დასკვნის
საფუძველზე, თანამშრომელი გათავისუფლებულ იქნება სამსახურიდან. წინამდებარე
შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ თანამშრომელს ენიჭება:
შშმ სტატუსის შემთხვევაში − საპენსიო უზრუნველყოფა;
ანაზღაურება ან საპენსიო შემწეობა, სტაჟის შესაბამისად;
ხელფასის დანაკარგის კომპენსაცია, თუ შემოსავალი შემცირდა სამსახურიდან
გათავისუფლების შემდეგ;
სამედიცინო დახმარება და პროფესიული მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება;
გარდაცვალების შემთხვევაში, საჭირო ხარჯების დაფარვა, ხოლო გადარჩენის
შემთხვევაში შესაბამისი კომპენსაცია და პენსია;
სოციალური დაზღვევით სარგებლობის უფლება და კომპენსაცია.
საგულისხმოა, რომ თანამშრომელს, რომელსაც დაზიანება არ მიუღია სამსახურებრივი
მოვალეობის შესრულებისას, თუმცა დაავადების შედეგად ვერ ასრულებს თავის მოვალეობას.
სარგებლობს ავადმყოფობის დაზღვევით: პირველ 10 დღემდე ინარჩუნებს ანაზღაურებას,
შემდგომ − 100%-იან კომპენსაციას 30-ე დღემდე და შემდგომ სრული ხელფასის 70%-ს
ერთწლიანი მხარდაჭერის პერიოდის ფარგლებში. თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა,
სამედიცინო კომისიის საფუძველზე, იგი შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან.10
გერმანია
გერმანიის კანონმდებლობის მიხედვით, დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს საჯარო
მოხელეების სპეციალური დაცვა და მათი მოვალეობების შესრულების თანმდევი რისკებიდან
გამომდინარე ზიანის დაზღვევა. ფედერალური საჯარო მოხელეების და მოსამართლეების
უზრუნველყოფის შესახებ კანონი (Gesetz über die Versorgung der Beamten und Richter des Bundes
(Beamtenversorgungsgesetz − BeamtVG) სამუშაო ინციდენტს განსაზღვრავს, როგორც უეცარ,
სივრცესა და დროში განსაზღვრებად მოვლენას, რომელიც გამოწვეულია გარე ფაქტორებით
და იწვევს ფიზიკურ დაზიანებას და ხდება სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების
დროს ან მის შედეგად. სამსახურებრივი მოვალეობები მოიცავს როგორც მივლინებებს, ისე
სამსახურებრივ მოვალეობებს დანიშნულების ადგილზე, ოფიციალურ ღონისძიებებში
მონაწილეობასა და მეორად საჯარო სამსახურებრივ საქმიანობას, რისი შესრულების
ვალდებულებაც საჯარო მოხელეს აქვს. კანონით დაფარულია ასევე საცხოვრებელ სახლსა და
სამუშაო ადგილს შორის გადაადგილებისას მომხდარი შემთხვევები.
ზემოაღნიშნული კანონი ასევე ეხება სამართალდამცავებსაც, რომლებიც წარმოადგენენ
საჯარო მოხელეებს. შესაბამისად, მათზე ვრცელდება საჯარო მოხელეებისთვის განკუთვნილი
სპეციალურ უფლებები, მოვალეობები და სარგებელი, რიგ შემთხვევებში მათზე ვრცელდება
განსაკუთრებული პირობები.
გერმანიის კანონმდებლობის თანახმად, თუ პოლიციელი სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულებისას დაშავდა (Dienstunfall), მას და მის ოჯახს ეძლევა უბედური შემთხვევის
იხ. https://natlex.ilo.org/dyn/natlex2/natlex2/files/download/83785/SVK-83785.pdf (წვდომის ბოლო თარიღი:
19.09.2025).
10
შემწეობა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს სამედიცინო მკურნალობის ხარჯებს, უბედური
შემთხვევის კომპენსაციას, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი − ზიანის ანაზღაურებას.
მნიშვნელოვანია, რომ საგანგებო ოპერაციის დროს (Einsatzunfall), (მაგალითად საპოლიციო
ღონისძიება) მომხდარი შემთხვევისას სპეციალურ „საოპერაციო“ შემწეობის საკითხები
განსხვავებულად რეგულირდება. გარდა ამისა, თუ საჯარო მოხელე სამსახურებრივი
მოვალეობის შესრულების შედეგად სამსახურისთვის შეუსაბამოა და პენსიაზე გადის, ამ
დრომდე მიღებული პენსიის ოდენობა BeamtVG-ის მიხედვით იზრდება 20%-ით და შეადგენს
საპენსიო ხელფასის (უბედური შემთხვევის პენსია) სულ მცირე ორ მესამედს, მაგრამ
არაუმეტეს 75%-ისა.11
აღსანიშნავია ისიც, რომ თუ საჯარო მოხელე, თავისი სამსახურის ბუნებიდან გამომდინარე
არის დაავადების განვითარების რისკის ქვეშ და თუ იგი დაავადდა, აღნიშნული ჩაითვლება
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებულ დაზიანებად. დაზიანებად ასევე
ჩაითვლება საჯარო მოხელის მიერ მისი მოვალეობის შესრულებისას ან მისი სტატუსის გამო
მიღებული დაზიანება. აგრეთვე, თუ სახელმწიფო მოხელე სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულებისას მიყენებული ზიანის შედეგად გახდა შრომისუუნარო, მას ენიშნება
კომპენსაცია. ეს წესი ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ:
მოხელე
გავიდა
პენსიაზე
სამსახურებრივი
ჯანმრთელობის დაზიანების გამო;
მოვალეობის
შესრულებისას
პენსიაზე გასვლის მომენტისთვის მისი შრომისუნარიანობა მინიმუმ 50%-ით არის
შემცირებული.
ზემოაღნიშნულ შემთხვევაში კომპენსაცია განისაზღვრება იმ თანამდებობისთვის
გათვალისწინებული ანაზღაურების 80%-ით, რომელიც მიეკუთვნება მეორე ყველაზე მაღალი
ანაზღაურების
ჯგუფის
ბოლო
საფეხურს.
გარდა
ამისა,
პენსიის
გამოსათვლელი
ანაზღაურების მინიმალური ზღვარი განისაზღვრება სახელმწიფო მოხელეების ჯგუფების
მიხედვით:
რიგითი მოხელეებისთვის: მინიმუმ A6 გადახდის მარჟა;
საშუალო მოხელეებისთვის: მინიმუმ A9 გადახდის მარჟა;
მაღალი მოხელეებისთვის: მინიმუმ A12 გადახდის მარჟა;
იხ. კანონი ფედერალური საჯარო მოხელეებისა და მოსამართლეების პენსიების შესახებ (საჯარო
მოხელეთა პენსიების შესახებ კანონი − BeamtVG) https://www.gesetze-im-internet.de/beamtvg/__31.html
(წვდომის ბოლო თარიღი: 12.09.2025).
11
უმაღლესი მოხელეებისთვის: მინიმუმ A16 გადახდის მარჟა.12
ეს დანაწილება ასევე ვრცელდება პოლიციის თანამშრომლებზე, სამართალდამცავი
ორგანოების სხვა წარმომადგენლებზე და პროფესიული სახანძრო სამსახურის ოპერატიულ
თანამშრომლებზე. ამასთან, საჯარო მოხელე, რომელსაც მუდმივი თანამდებობა აქვს,
სამსახურისთვის შეუსაბამოდ ითვლება, თუ ფიზიკური მდგომარეობის ან ჯანმრთელობის
მიზეზების გამო სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება მუდმივად არ შეუძლია.13
ჩეხეთი
ჩეხეთის შრომითი კანონმდებლობის თანახმად, ნებისმიერ დასაქმებულს, მათ შორის
პოლიციელებს, უფლება აქვს დამსაქმებლისგან (სახელმწიფოსგან) მიიღოს კომპენსაცია,
სამუშაო დროს მიღებული დაზიანებებისთვის. კომპენსაცია შესაძლოა მოიცავდეს:
შრომისუუნარობის დროს დაკარგულ შემოსავალს და სამომავლო სახელფასო
დანაკარგს (სხვაობა ტრავმამდელ საშუალო შემოსავალსა და ავადმყოფის შემწეობას ან
ტრავმის შემდგომ შემოსავალს შორის);
ტკივილისა და ტანჯვის კომპენსაციას (არამატერიალური ზიანი), მათ შორის
ემოციური სტრესისა და რეაბილიტაციის ხარჯებს;
სამედიცინო
და
რეაბილიტაციის
ხარჯებს,
რომლებიც
არ
არის
დაფარული
ჯანმრთელობის დაზღვევით (მაგ. სპეციალური მოწყობილობები, მგზავრობა, კერძო
მკურნალობა);
დაზიანებასთან დაკავშირებულ ქონებრივ ზიანს (დაზიანებული ტანსაცმელი, პირადი
ნივთები, სატრანსპორტო საშუალება და სხვა);
კომპენსაციას 12 თვის ხელფასის ოდენობით, თუ დაზიანება პირის სამსახურიდან
დათხოვნას იწვევს (დამსაქმებლის გადაწყვეტილებით).14
ამასთან,
სამსახურებრივი
მოვალეობის
შესრულებისას
მიღებული
ტრავმის
შემდეგ
ბიულეტენზე ყოფნის ხანგრძლივობა განისაზღვრება 1 წლამდე ვადით, რომელიც გამონაკლის
სამედიცინო შემთხვევებში, შესაძლოა 1 წლით გახანგრძლივდეს. ოფიცერი იღებს თავისი
რეგულარული შემოსავლის 100%-ს. ამასთან, სამედიცინო პერსონალი აკონტროლებს
დასაქმებულის დაზიანების ხარისხს, რის საფუძველზეც პირი შესაძლოა:
გამოცხადდეს ვარგისად და დაბრუნდეს სამსახურში;
წარმოდგენილი სარგოს კლასი განისაზღვრება კარიერის დონისა და პოლიციის წოდების მიხედვით.
იხ. https://www.dbb.de/lexikon/themenartikel/d/dienstunfaehigkeit.html; (წვდომის ბოლო თარიღი:
12.09.2025).
14 იხ. დასაქმებულის უფლებები − სამუშაო ადგილზე მიღებული ტრავმა და მუდმივი შედეგები
https://www.pravozamestnance.cz/en/blog/102/workplace-injury-and-permanent-consequences?
(წვდომის
ბოლო თარიღი: 12.09.2025).
12
13
გადაინიშნოს დაბალ თანამდებობაზე;
გავიდეს შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის განკუთვნილ პენსიაზე.
გარდა ამისა, თუ ოფიცერი ხანგრძლივი ტრავმის გამო ვერ ბრუნდება სამსახურში, მას უფლება
აქვს მიიღოს სამსახურიდან გამოწვეული შეზღუდული შესაძლებლობის პენსია. ასევე, იმ
შემთხვევაში თუ პოლიციელს ჯანმრთელობის დაზიანება უშუალოდ სამსახურებრივი
მოვალეობის შესრულების დროს არ მიუღია, მას ენიჭება ავადმყოფობის შვებულება (sick
leave), რომლის მაქსიმალური ხანგრძლივობა
1
წელია,
აღნიშნული ექვემდებარება
სამედიცინო საბჭოს შეფასებას.
გარდა ამისა, სამსახურს მიღმა მიღებული დაზიანებების შემთხვევაში, პოლიციელს უფლება
აქვს მიიღოს ავადმყოფობის ანაზღაურება (nemocenská) საშუალო ხელფასის 60%–70%-ის
ოდენობით.
ამასთან,
დაზიანებებისგან
სამსახურებრივი
განსხვავებით,
მოვალეობის
სამსახურებრივი
შესრულებისას
მოვალეობის
გარეშე
მიღებული
მიღებული
დაზიანებების შემთხვევაში:
ოფიცერი არ იღებს კომპენსაციას;
არ აუნაზღაურდება სამედიცინო ან რეაბილიტაციის ხარჯები;
მისთვის გაუმჯობესებული საპენსიო სისტემა არ არის ხელმისაწვდომი, თუ
დაზიანების შემდეგ არ ხდება სამსახურისთვის შეუსაბამო.15
ნიდერლანდები
ნიდერლანდებში ძალოვან სტრუქტურებში მომუშავე პირთა სოციალურ გარანტიებს, მათ
შორის, ჯანმრთელობასთან თუ შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები
რეგულირდება:
პოლიციის სამართლებრივი სტატუსის აქტი (Wet rechtspositie politie) − აღნიშნული
სამართლებრივი აქტი აწესრიგებს შრომით ურთიერთობებს ნიდერლანდების ძალოვან
უწყებებში, განმარტავს თანამშრომელთა უფლება-მოვალეობებს და სამსახურის ზოგად
პირობებს;16
დადგენილება პოლიციის ზოგადი სამართლებრივი სტატუსის შესახებ (Besluit algemene
rechtspositie politie) − ადგენს პოლიციელის სამართლებრივ სტატუსსა და არეგულირებს
იხ. კანონი №361/2003 https://www.e-sbirka.cz/sb/2003/361?zalozka=text (წვდომის ბოლო თარიღი:
12.09.2025).
16 იხ. https://wetten.overheid.nl/BWBR0006516/2025-05-13; (წვდომის ბოლო თარიღი: 12.09.2025).
15
პოლიციელის ავადმყოფობის, მათ შორის, სამსახურებრივი უფლებამოსილებისას მიღებული
ფიზიკური დაზიანების კომპენსირების საკითხებს.17
გარდა ამისა, ნიდერლანდების კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ დამსაქმებელი
ვალდებულია
დასაქმებულს,
ავადმყოფობის
ორ
წლამდე
პერიოდის
განმავლობაში,
ბიულეტენზე ყოფნისას, გადაუხადოს თანამდებობრივი სარგოს 70%-ის ოდენობით, ამასთან,
პირველი წლის განმავლობაში, არ უნდა იყოს მინიმალურ ხელფასზე ნაკლები.18
საყურადღებოა, რომ ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებს, რომლებმაც ჯანმრთელობის
მძიმე დაზიანება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღეს, საჭიროების
შემთხვევაში, ორ წლამდე პერიოდის განმავლობაში, ხელფასი სრულად აუნაზღაურდებათ.19
ამასთან, კომპენსაცია გაიცემა არაფინანსური დანაკარგების შემთხვევაშიც, როგორიცაა,
სამსახურებრივი
მოვალეობის
შესრულებისას
მიღებული
ტრავმისაგან
გამოწვეული
ფიზიკური ტკივილი, ემოციური სტრესი, დასახიჩრება. ყველა ფინანსური დანაკარგი,
რომელიც დაკავშირებულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებულ
ჯანმრთელობის დაზიანებასთან, ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ. მათ შორისაა,
მკურნალობის ხარჯები, რომელსაც არ ფარავს სტანდარტული ჯანმრთელობის დაზღვევის
პაკეტი, საშემოსავლო დანაკარგები და სხვა ხარჯები (მაგ: საყოფაცხოვრებო დახმარების
ხარჯები).20
აგრეთვე, თუ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დასახიჩრებულმა პოლიციელმა
ვერ მოახერხა სრულად გამოჯანმრთელება 2 წლის განმავლობაში, მას შეუძლია მიიღოს
„შრომისა
და
შემოსავლის
გათვალისწინებული
ბენეფიტი.
(შრომისუნარიანობის)
აღნიშნულით
შესახებ“
სარგებლობას
კანონით
შეძლებენ
(WIA)
მხოლოდ
ის
დასაქმებულები, რომლებიც 2 წლის შემდეგ, 35%-ზე ნაკლებად იქნებიან შრომისუუნარო.
არსებობს ორი ტიპის ბენეფიტი:
შემოსავლის
უზრუნველყოფა
სრულად
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირთათვის (IVA) − როცა დასაქმებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ
ის სულ მცირე 80%-ით შრომისუუნაროა;
იხ. https://wetten.overheid.nl/BWBR0006516/2025-05-13#HoofdstukVII_Paragraaf2_Artikel53e; (წვდომის
ბოლო თარიღი: 12.09.2025).
18 იხ. https://worksuite.com/glossary/dutch-civil-code-article-7629-sickness-leave; (წვდომის ბოლო თარიღი:
12.09.2025).
19 იხ. https://wetten.overheid.nl/BWBR0006516/2025-05-13; (წვდომის ბოლო თარიღი: 12.09.2025).
20 იხ. Artikel 54a Besluit algemene rechtspositie politie; (წვდომის ბოლო თარიღი:12.09.2025).
17
(WGA)
ნაწილობრივ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამსახურში დაბრუნება
−
აღნიშნულით
სარგებლობენ
დასაქმებულები,
რომლებიც
ნაწილობრივ
შრომისუნარიანობის მქონე არიან და მათი სამსახურში დაბრუნების პერსპექტივა რეალურია.
დასაქმებულთა
დაზღვევის
სააგენტო
(UWV),
დაზარალებული
დასაქმებულის
ჯანმრთელობის
მდგომარეობის
ისარგებლებს ბენეფიციარი.
შეფასების
საფუძველზე
წყვეტს,
რომელი
სქემით
21
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იხ. https://business.gov.nl/staff/health-and-safety/the-wia-benefit-for-your-employee/ (წვდომის ბოლო
თარიღი:12.09.2025)
21