„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (191/2-XIმპ, 12/11/2025) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-11-17
ბიუროს ნომერი 91
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
06.07.2018,
სარეგისტრაციო
კოდი:
140070000.05.001.018915) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 50-ე მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.“;
ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
„8. მოსამსახურეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულება ეძლევა კანონის 651
მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“.
2. 65-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 65. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის ჯანმრთელობის
დაზიანება
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების
შემთხვევაში,
დაზიანების
ხარისხის
შესაბამისად,
მინისტრის
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მას ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება
შემდეგი ოდენობით:
ა) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 20 000 (ოცი ათასი) ლარი;
ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი;
გ) ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას – 10 000 (ათი ათასი) ლარი.
2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
მეხანძრე-მაშველის
ჯანმრთელობის
დაზიანების
შემთხვევაში,
თუ
ეს
დაზიანება
შეუძლებელს ხდის მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას,
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უზრუნველყოფს ამ მეხანძრე-მაშველის
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის,
პიროვნული და საქმიანი თვისებებისა და განათლების შესაბამის სხვა თანამდებობაზე
დასაქმებას.
3.
მოსამსახურის
ჯანმრთელობის
დაზიანების
ხარისხი
დგინდება
კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 651 მუხლი:
„მუხლი 651. მოსამსახურისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევა
საქართველოს
1. მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, უშუალოდ ხანძრის
ჩაქრობისას ან/და სამაშველო სამუშაოების/საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების
დროს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას, სამსახურებრივ
საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში,
სამინისტროში შექმნილი შესაბამისი სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე შეიძლება
მიეცეს შვებულება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომლის დროსაც მოსამსახურის
ჯანმრთელობის დაცვასთან (მათ შორის, მის რეაბილიტაციასთან), მისთვის გაწეულ
სამედიცინო
მომსახურებასთან,
საჭიროებისამებრ,
ტრანსპორტირებასთან,
მოვლის
უზრუნველყოფასთან და სხვა საჭიროებებთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება
მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო
შვებულების ხანგრძლივობა განისაზღვრება სხეულის დაზიანების სიმძიმის ან დაავადების
ხასიათის გათვალისწინებით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს. აღნიშნული ვადის
გაგრძელება
სამინისტროში
შექმნილი
შესაბამისი
სამედიცინო
კომისიის
დასკვნის
საფუძველზე დასაშვებია მინისტრის მიერ დადგენილი წესით და ვადით. ჯანმრთელობის
მდგომარეობის გამო შვებულების დროს ანაზღაურდება ფულადი სარგო და დანამატები.
2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა, მოსამსახურეს ასევე
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ანაზღაურებადი შვებულება შეიძლება მიეცეს 4 თვის
ვადით,
რომელიც
დაავადების
ხასიათის
გათვალისწინებით
სამედიცინო
დასკვნის
საფუძველზე შეიძლება გაგრძელდეს მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულების დროს ანაზღაურდება ფულადი სარგო და
დანამატები.
3. ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური
გარანტიები მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში შეიძლება გავრცელდეს:
ა) მოსამსახურის ოჯახის წევრზე;
ბ)
შრომისუუნარობის
გამო
საგანგებო
სიტუაციების
მართვის
სამსახურიდან
გათავისუფლებულ/დათხოვნილ პირზე.
4. მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება მოსამსახურის ან/და მისი ოჯახის წევრის,
შრომისუუნარობის
გამო
სამსახურიდან
გათავისუფლებული/დათხოვნილი
პირის
ჯანმრთელობის დაცვასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულებასთან, გაწეულ
სამედიცინო მომსახურებასთან და შესაბამისი ხარჯების ანაზღაურების წესთან, დაფინანსების
მეთოდოლოგიასთან, მატერიალური დახმარების გაცემასთან და მატერიალური დახმარების
მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრასთან, სამედიცინო მიზნით დახმარების მოთხოვნასთან
და ამ მოთხოვნის განხილვის წესთან დაკავშირებული საკითხები.“.
4. 66-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, უშუალოდ ხანძრის ჩაქრობისას
ან/და სამაშველო სამუშაოების/საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების დროს ადამიანის
სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას, საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურის
მეხანძრე-მაშველის
დაღუპვის
ან
მიღებული
დაზიანების
შედეგად
გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან,
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული სამართლებრივი
აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 (ასი ათასი) ლარის
ოდენობით და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 2 000
(ორი ათასი) ლარის ოდენობით. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრემაშველის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო (საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური)
ანაზღაურებს.
2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევებისა) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრემაშველის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან,
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული სამართლებრივი
აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 30 000 (ოცდაათი
ათასი) ლარისა და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 2
000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრემაშველის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის ინიციირების საფუძველს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მიერ შემუშავებული „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი. დასახელებული პროექტით, წესრიგდება
პოლიციელის სოციალური დაცვის გარანტიები, მათ შორის ახლებურად განისაზღვრება
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის ჯანმრთელობის დაზიანებისას
ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა. ამასთან, რეგულირდება სამინისტროს სისტემის
მოსამსახურისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულების საკითხები.
საგულისხმოა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში
შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურის (შემდგომ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) მოსამსახურის
(შემდგომ − მოსამსახურე) საქმიანობა დაკავშირებულია სამოქალაქო უსაფრთხოებასთან,
რომელიც, მათ შორის, მოიცავს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, გარემოსა და
ქონების დაცვის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებში მონაწილეობას, ასევე ხანძრის
ჩაქრობას, ლოკალიზაციასა და ლიკვიდაციას.
იმის გათვალისწინებით, რომ საგანგებო შემთხვევებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება
წარმოადგენს საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ქვეყნის
სტაბილური განვითარების აუცილებელ წინაპირობას, ამიტომ აუცილებელია, „პოლიციის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტით პოლიციელისთვის გათვალისწინებული სოციალური გარანტიების მსგავსად,
მოსამსახურეთათვისაც შეიქმნას ღირსეული სოციალური დაცვის გარანტიები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თანმდევი საკანონმდებლო ცვლილების
სახით მომზადდა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველო კანონის პროექტი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
იმის გათვალისწინებით, რომ „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი,
მათ შორის, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივი და სოციალური დაცვის
გარანტიებს, ამიტომ აუცილებელია, მათი უფლებრივი მდგომარეობის დაცვისა და
სოციალური გარანტიების უზრუნველყოფისთვის საკანონმდებლო ცვლილება შევიდეს
დასახელებულ კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი კანონის პროექტით წესრიგდება მოსამსახურის სოციალური დაცვის
გარანტიები, მათ შორის, ახლებურად განისაზღვრება სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულებისას მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანებისას ერთჯერადი ფულადი
დახმარების ოდენობა. ამასთან, დარეგულირდება მოსამსახურისთვის ჯანმრთელობის
მდგომარეობის გამო შვებულების საკითხები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ცვლილება შედის „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლში
და მოსამსახურისთვის ანაზღაურებადი შვებულების მიცემის საფუძვლად ასევე
განისაზღვრება ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ცვლილება
შედის
ამავე
კანონის
65-ე
მუხლში,
რომლის
საფუძველზეც,
იცვლება
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების
შემთხვევაში მისთვის მისაცემი ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა. კერძოდ,
ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შემთხვევაში, აღნიშნული ფულადი დახმარება 7 000
ლარის ნაცვლად იქნება 20 000 ლარი, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 15 000
ლარი, ნაცვლად 4 000 ლარისა, ხოლო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას ფულადი
დახმარების ოდენობა განისაზღვრება 10 000 ლარის ოდენობით.
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება 651 მუხლი, რომელიც
განსაზღვრავს მოსამსახურისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევის საკითხებს. კერძოდ,
მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მიღებული ჯანმრთელობის
დაზიანების
გამო
შეიძლება
მიეცეს
ანაზღაურებადი
შვებულება
რომლის
დროსაც
მოსამსახურის ჯანმრთელობის დაცვასთან (მათ შორის, მის რეაბილიტაციასთან), მისთვის
გაწეულ სამედიცინო მომსახურებასთან, საჭიროებისამებრ, ტრანსპორტირებასთან, მოვლის
უზრუნველყოფასთან და სხვა საჭიროებებთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომ − მინისტრი) მიერ დადგენილი წესითა
და
პირობებით.
ჯანმრთელობის
მდგომარეობის
გამო
შვებულების
ხანგრძლივობა
განისაზღვრება სხეულის დაზიანების სიმძიმის ან დაავადების ხასიათის გათვალისწინებით,
რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს. აღნიშნული ვადის გაგრძელება სამინისტროში
შექმნილი შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე დასაშვები იქნება მინისტრის მიერ
დადგენილი წესით და ვადით. ამასთან, ანაზღაურებას ექვემდებარება ჯანმრთელობის
მდგომარეობის გამო შვებულების დროს ფულადი სარგო და დანამატები.
გარდა ამისა, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს ჯანმრთელობის
მდგომარეობის გამო ანაზღაურებადი შვებულება 4 თვის ვადით, რომელიც დაავადების
ხასიათის გათვალისწინებით სამედიცინო დასკვნის საფუძველზე შეიძლება გაგრძელდეს
მინისტრის
მიერ
დადგენილი
წესითა
და
პირობებით.
ამასთან,
ანაზღაურებას
დაექვემდებარება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულების დროს ფულადი სარგო
და დანამატები.
წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად, ცვლილება ასევე ეხება „სამოქალაქო
უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის
თანახმადაც, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას (უშუალოდ ხანძრის ჩაქრობისას
ან/და სამაშველო სამუშაოების/საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების დროს ადამიანის
სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას), დაკრძალვის (საფლავის
მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრა 2 000 ლარის ოდენობით,
ნაცვლად
500
ლარისა,
ხოლო
ამავე
მუხლის
მე-2
პუნქტით
გათვალისწინებული
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში მის
ოჯახს მიეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 30 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 15 000
ლარისა, ხოლო დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა
განისაზღვრება 2 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 500 ლარისა.
ამასთან, მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება მოსამსახურის ან/და მისი ოჯახის წევრის
შრომისუუნარობის გამო სამინისტროს სისტემიდან გათავისუფლებული/დათხოვნილი პირის
ჯანმრთელობის დაცვასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულებასთან, გაწეულ
სამედიცინო მომსახურებასთან და შესაბამისი ხარჯების ანაზღაურების წესთან, დაფინანსების
მეთოდოლოგიასთან, მატერიალური დახმარების გაცემასთან და მატერიალური დახმარების
მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრასთან, სამედიცინო მიზნით დახმარების მოთხოვნასთან
და ამ მოთხოვნის განხილვის წესთან დაკავშირებული საკითხები.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტის ამოქმედების ვადასთან. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
წარმოდგენილი კანონის პროექტით გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსება მოხდება
სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსათვისა და საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
წარმოდგენილი კანონპროექტის განხორციელება უშუალოდ უკავშირდება სახელმწიფო
ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდას არა მხოლოდ კანონპროექტის ამოქმედების წელს,
არამედ მომდევნო 3 წლის განმავლობაში.
წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“
საქართველოს კანონის 66-ე მუხლის მე-2 პუქტით გათვალისწინებული სამსახურებრივი
მოვალეობის შესრულებისას, მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს მიეცემა
ერთჯერადი ფულადი დახმარება 30 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 15 000 ლარისა, ხოლო
დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 2 000 (ორი ათასი)
ლარის
ოდენობით,
შესრულებისას,
ნაცვლად
კერძოდ,
500
ლარისა.
უშუალოდ
ასევე,
ხანძრის
სამსახურებრივი
ჩაქრობისას
ან/და
მოვალეობის
სამაშველო
სამუშაოების/საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების დროს ადამიანის სიცოცხლის,
ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
მეხანძრე-მაშველის დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა
განისაზღვრა 2 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 500 ლარისა.
ამასთან,
იცვლება
სამსახურებრივი
მოვალეობის
შესრულებისას
მოსამსახურის
ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში მისთვის მისაცემი ერთჯერადი ფულადი
დახმარების ოდენობა. კერძოდ, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შემთხვევაში, აღნიშნული
ფულადი დახმარება 7 000 ლარის ნაცვლად იქნება 20 000 ლარი, ჯანმრთელობის ნაკლებად
მძიმე დაზიანებისას – 15 000 ლარი, ნაცვლად 4 000 ლარისა, ხოლო ჯანმრთელობის მსუბუქი
დაზიანებისას ფულადი დახმარების ოდენობა განისაზღვრება 10 000 ლარის ოდენობით.
ვინაიდან წარმოდგენილი ცვლილებებით მოსამსახურის დაღუპვისა და ჯანმრთელობის
დაზიანების შემთხვევაში ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა მნიშვნელოვნად
იზრდება, თითოეული მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების ან დაღუპვის შემთხვევაზე
სახელმწიფოს ბიუჯეტიდან გასაცემი თანხა იქნება გაზრდილი ოდენობის, ვიდრე მოქმედი
საკანონმდებლო რეგულაციით იყო გათვალისწინებული. ხოლო ხარჯების ზუსტი ოდენობა
დამოკიდებული იქნება, მათ შორის, მოსამსახურეთა ფიზიკური დაზიანებების სიხშირესა და
დაზიანების სიმძიმეზე.
ამასთან
წარმოდგენილი
კანონპროექტით
განსაზღვრულია
ისეთი
სახის
ხარჯების
ანაზღაურება, რომელიც დაკავშირებულია მოსამსახურის ჯანმრთელობის დაცვასთან (მათ
შორის,
მის
რეაბილიტაციასთან),
საჭიროებისამებრ,
მისთვის
ტრანსპორტირებასთან,
გაწეულ
მოვლის
სამედიცინო
მომსახურებასთან,
უზრუნველყოფასთან
და
სხვა
საჭიროებებთან. საგულისხმოა, რომ სხვა საჭიროებები შეიძლება გულისხმობდეს: მოვლის
ხარჯებს იმ შემთხვევაში, როდესაც მოსამსახურეს დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე
საჭიროებს მომვლელს და მუდმივი მეთვალყურეს. ასევე, მედიკამენტების ხარჯების
დაფარვას ისევე, როგორც სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობის შეძენას. საჭიროებიდან
გამომდინარე,
შეიძლება
ხარჯებმა
მოიცვას
ფსიქოლოგის
მომსახურების
ხარჯებიც.
დასახელებული ხარჯების ოდენობა დამოკიდებული იქნება მომსახურების სახეზე, ასევე
მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხზე (მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი
დაზიანება), ხოლო მოსამსახურის გარდაცვალების შემთხვევაში, ფულადი დახმარების
ზუსტი ოდენობა დამოკიდებული იქნება წლის განმავლობაში გარდაცვლილ მოსამსახურეთა
რაოდენობაზე. დასახელებული ხარჯების დაფარვა მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვრიდან დღემდე შვიდმა მოსამსახურემ მიიღო სხეულის
დაზიანება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ჯანდაცვის სამსახურის მიერ
ანაზღაურებული თანხა შეადგენს ჯამში – 20 436 ლარს, ხოლო გარდაცვლილია 1 მოსამსახურე.
აღსანიშნავია,
რომ
წარმოდგენილი
პროექტით
სამედიცინო
მომსახურებასთან,
საჭიროებისამებრ, ტრანსპორტირებასთან, მოვლის უზრუნველყოფასთან და სხვა
დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და
პირობებით, შესაბამისად, დასახელებული ხარჯების ოდენობა დამოკიდებული იქნება
მინისტრის მიერ დადგენილ წესსა და პირობებზე.
ასევე,
წარმოდგენილი
კანონის
პროექტის
თანახმად,
კანონის
აღსრულებისთვის
აუცილებელია ცალკეული სამართლებრივი აქტების მიღება, რაც დაკავშირებული იქნება
ადმინისტრაციულ ხარჯებთან, ხოლო ხარჯების დაფინანსება განხორციელდება
სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ამასთან, დასახელებული ხარჯები გაწეულ იქნება წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებისა
და მისი ძალაში შესვლის წელს. გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ მინისტრის
ბრძანების გამოცემა მხოლოდ ერთჯერადი ხარჯის გაწევას გულისხმობს, მას არ ექნება
ზეგავლენა მომდევნო სამი წლის ბიუჯეტზე.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება ფინანსურ გავლენას მოახდენს იმ პირებზე, რომლებსაც მიემართებათ
აღნიშნული ცვლილება. კანონპროექტი ითვალისწინებს ჯანმრთელობის დაცვის ხარჯების
დაფინანსებას იმ მოსამსახურეებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ სამედიცინო მომსახურება,
რეაბილიტაცია ან შესაბამისი სამკურნალო რესურსები. ეს მექანიზმი მნიშვნელოვნად
ამცირებს მათ პირად ხარჯებს და უადვილებს აუცილებელი სამედიცინო დახმარების
მიღებას.
აღსანიშნავია,
რომ
წარმოდგენილი
პროექტით
სამედიცინო
მომსახურებასთან,
საჭიროებისამებრ, ტრანსპორტირებასთან, მოვლის უზრუნველყოფასთან და სხვა
დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და
პირობებით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
წარმოდგენილი
კანონპროექტი
ითვალისწინებს
ცვლილებებს,
რაც
განპირობებულია
მოსამსახურეთა პროფესიული საქმიანობის მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობითა და
თანმდევი საფრთხეებით. ცვლილებები შეეხება როგორც მოსამსახურეების დაღუპვის, ასევე
ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევებში ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობებს,
კერძოდ, განისაზღვრება რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მოსამსახურის
დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს მიეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 30 000 ლარის
ოდენობით, ნაცვლად 15 000 ლარისა, ხოლო დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების
ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრება 2 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 500 ლარისა.
ასევე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, უშუალოდ ხანძრის ჩაქრობისას
ან/და სამაშველო სამუშაოების/საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების დროს ადამიანის
სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას, საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურის
მეხანძრე-მაშველის
დაკრძალვის
(საფლავის
მოწყობის)
ხარჯების
ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრა 2 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 500 ლარისა.
ასევე,
განისაზღვრება
სამსახურებრივი
მოვალეობის
შესრულებისას
მოსამსახურის
ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში მისთვის მისაცემი ერთჯერადი ფულადი
დახმარების ოდენობა. კერძოდ, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შემთხვევაში, აღნიშნული
ფულადი დახმარება 7 000 ლარის ნაცვლად იქნება 20 000 ლარი, ჯანმრთელობის ნაკლებად
მძიმე დაზიანებისას – 15 000 ლარი, ნაცვლად 4 000 ლარისა. ხოლო ჯანმრთელობის მსუბუქი
დაზიანებისას ფულადი დახმარების ოდენობა განისაზღვრება 10 000 ლარის ოდენობით.
წარმოდგენილი ცვლილებები მიზნად ისახავს მოსამსახურისთვის ღირსეული სოციალური
გარანტიების შექმნას, ხოლო ერთჯერადი ფულადი დახმარების ზემოაღნიშნული ოდენობები
განისაზღვრა
მოსამსახურის
საქმიანობის
მნიშვნელობისა
და
თანმდევი
რისკების
პროპორციულად.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ
მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.