„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (192/2-XIმპ, 12/11/2025) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (4)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (5)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-11-17
ბიუროს ნომერი 91
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს
სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. 116-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. იმ პირის მიერ, რომელსაც დადებული აქვს ამ ნაწილით ან ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე7 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი, ამ მუხლის პირველი ან მე-2
ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სატრანსპორტო
საშუალების მართვის უფლების შეჩერების პერიოდში ჩადენა −
გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას
5 დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების
ვადის 1 წლით გაზრდას.“.
2. 118-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ფაქტზე
შემთხვევის
ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ეს
ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლით განსაზღვრული ჯარიმა
გადაიხდება ამ კოდექსის 2681 და 2901 მუხლებით დადგენილი წესით.“.
3. 1181 და 1182 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1181. ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ
უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა
ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის
მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა –
გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
შენიშვნა:
1. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება იმ ავტოსატრანსპორტო
საშუალების მძღოლს, რომლის კონსტრუქციაც არ ითვალისწინებს უსაფრთხოების ღვედებს.
2. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი
ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული
სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის
ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით
განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება
ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით.
3. ჯარიმის გადახდა ან ჯარიმის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების
შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.
4. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლით
გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს
საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე
დაფიქსირდება, ამ მუხლით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება ამ კოდექსის 2681 და 2901
მუხლებით დადგენილი წესით.
მუხლი 1182. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ
მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური
კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
შენიშვნა:
1. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, რომელიც
მოქმედებდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ
გამონაკლის შემთხვევაში.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ
კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს
დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500
ლარისა, ხოლო ამ კოდექსის 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან
საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების
მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით.
3. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების
მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.
4. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლით
გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს
საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე
დაფიქსირდება, ამ მუხლით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება ამ კოდექსის 2681 და 2901
მუხლებით დადგენილი წესით.“.
4. 1183 მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ფაქტზე
შემთხვევის
ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ეს
ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლით გათვალისწინებული
ჯარიმა გადაიხდება ამ კოდექსის 2681 და 2901 მუხლებით დადგენილი წესით.“.
5. 119-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც თან არ აქვს მართვის მოწმობა
(გარდა საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ 2006 წლის 31 მარტის შემდეგ
გაცემული
მართვის
მოწმობისა),
სატრანსპორტო
საშუალების
რეგისტრაციის
დამადასტურებელი დოკუმენტები (გარდა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის
მოწმობისა, როცა სატრანსპორტო საშუალება მძღოლის საკუთრებაა), ან სატრანსპორტო
საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც თან არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის
დროებითი ნებართვა, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
2. იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც აქვს გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა,
საჭის სამართავი მექანიზმი ან მისაბმელი მოწყობილობა, ანდა მწყობრიდანაა გამოსული
ფარები, უკანასაგაბარიტო მაშუქები დღე-ღამის ბნელ დროს, ან მინის საწმენდი მექანიზმი
წვიმის ან თოვლის დროს, ანდა დარღვეულია ძრავის კვების სისტემის ჰერმეტულობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.“.
6. 120-ე მუხლის შენიშვნის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლის მე-2, მე3 და 31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის
ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე
ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება ამ
კოდექსის 2681 და 2901 მუხლებით დადგენილი წესით.“.
7. 122-ე მუხლის შენიშვნის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის
ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე
ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა
გადაიხდება ამ კოდექსის 2681 და 2901 მუხლებით დადგენილი წესით.“.
8. 123-ე მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ფაქტზე
შემთხვევის
ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე
ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა
გადაიხდება ამ კოდექსის 2681 და 2901 მუხლებით დადგენილი წესით.“.
9. 125-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
სატრანსპორტო
საშუალების
მძღოლის
მიერ
მოძრაობის
დადგენილი
სიჩქარის
გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ისა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.“;
ბ) მე-6 − 62 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის,
ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით
სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების,
სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო
ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
61. სატრანსპორტო საშუალებით/საშუალებებით წინასწარი შეცნობით გზის გადაკეტვა ან
ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, როდესაც გზის სავალი ნაწილი სრულად არის
დაკავებული, ან სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც
აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის
უფლების 1 წლის ვადით შეჩერებას.
62. გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების
ან/და მანევრირების წესების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.“;
გ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის
დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის
დაუცველობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით, ხოლო ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში, ქ. ბათუმში,
ქ. მცხეთაში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. თელავში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში ან/და საქართველოს
კურორტებზე − 50 ლარის ოდენობით.“;
დ) 81 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 82 ნაწილი:
„82. სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება −
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.“;
ე) მე-12 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 ნაწილი:
„121. გზის სავალი ნაწილის საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სამარშრუტო
სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE“)
სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა
−
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.“;
ვ) შენიშვნის:
ვ.ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ჩადენისას, კერძოდ, ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“
მოთხოვნის დაუცველობისას, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე
მუხლის მოთხოვნათა დაუცველობისას, აგრეთვე ამ მუხლის 61 და მე-9−მე-11 ნაწილებით
გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ
სამართალდამრღვევი არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს აცხადებს
სატრანსპორტო საშუალების ადგილიდან გაყვანაზე, ხოლო სატრანსპორტო საშუალება
აფერხებს მოძრაობას ან შეიძლება შეაფერხოს მოძრაობა, ქმნის საავარიო ვითარებას ან საცობს
ან შეიძლება შექმნას საავარიო ვითარება ან საცობი, შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალება
გადაყვანილ იქნეს სპეციალურ დაცულ სადგომზე ან სატრანსპორტო საშუალების თვლებს
სპეციალური საშუალებით გაუკეთდეს ბლოკირება. სატრანსპორტო საშუალება ამკრძალავი
ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოქმედების ადგილიდან
სპეციალურ დაცულ სადგომზე იქნება გადაყვანილი ან სატრანსპორტო საშუალების თვლებს
სპეციალური საშუალებით გაუკეთდება ბლოკირება, თუ ამკრძალავ ნიშანს შესაბამისი
მინიშნება ახლავს. ამ მუხლის მე-8, 82 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენისას, კერძოდ, ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან
„დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობისას, „საგზაო მოძრაობის შესახებ“
საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მოთხოვნათა დაუცველობისას სატრანსპორტო
საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე გაჩერების ან დგომის შემთხვევაში,
თუ სამართალდამრღვევი არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს აცხადებს
სატრანსპორტო
საშუალების
ადგილიდან
გაყვანაზე,
სატრანსპორტო
საშუალება
ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას, მიუხედავად იმისა, არის თუ არა
ამის შესახებ შესაბამისი მინიშნება. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ
განსაზღვრული
მუნიციპალიტეტის
მერიის
სტრუქტურული
ერთეული
ან
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი ვალდებულია უზრუნველყოს
სპეციალურ
დაცულ
სადგომზე
გადაყვანილი
სატრანსპორტო
საშუალების
ადგილმდებარეობის ან სატრანსპორტო საშუალების თვლების ბლოკირების შესახებ
ინფორმაციის „ცხელი ხაზითა“ და ელექტრონული ტექსტური შეტყობინებით დაუყოვნებლივ
მიღების შესაძლებლობა. სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე
ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასურის ან სატრანსპორტო საშუალების თვლებისთვის
ბლოკირების
მოხსნის
მუნიციპალიტეტის
საფასურის
გადახდა
წარმომადგენლობითი
სამართალდამრღვევს
ორგანო
უფლებამოსილია
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
მუნიციპალიტეტის
მიკუთვნებულ სფეროში ჩადენის შემთხვევაში სპეციალურ
დაეკისრება.
განსაზღვროს
კომპეტენციისთვის
დაცულ სადგომზე
გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ
სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასური, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების
თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასური. სატრანსპორტო საშუალება მის
მესაკუთრეს/მფლობელს დაუბრუნდება სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ
სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი
დოკუმენტის ან სატრანსპორტო საშუალების თვლებისთვის ბლოკირების მოხსნის საფასურის
გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის
მოწმობის
ან
მინდობილობის,
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და პირადობის დამადასტურებელი
დოკუმენტის წარდგენისთანავე.“;
ვ.ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლით
გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს
საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე
დაფიქსირდება, ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება ამ
კოდექსის 2681 და 2901 მუხლებით დადგენილი წესით.“.
10. 134-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გზის, რკინიგზის გადასასვლელის ან სხვა საგზაო ნაგებობის მოვლა-შენახვის და
სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დადგენილი წესების დარღვევა, ანდა ზომების
მიუღებლობა გზის ცალკეულ უბნებზე მოძრაობის დროულად ასაკრძალად, შესაზღუდად ან
აღსადგენად, როცა ამ გზით სარგებლობა ზღუდავს ან საფრთხეს უქმნის მოძრაობას, ან გზის,
რკინიგზის გადასასვლელის ან სხვა საგზაო ნაგებობის ან საგზაო მოძრაობის რეგულირების
ტექნიკური საშუალების დაზიანება, გზის საფრის გაჭუჭყიანება, გზის სავალ ნაწილზე,
ტროტუარზე ან გვერდულაზე სამშენებლო ან სხვა მასალის დაყრა, გარე ვაჭრობის მოწყობა, ან
არსებულ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
უფლებამოსილი
თანამდებობის
პირის
მიერ
მიცემული
წერილობითი
მითითების
შეუსრულებლობა −
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული
პირის დაჯარიმებას − 5 000 ლარის ოდენობით.“;
ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა,
რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის
ან სხვა ქონების დაზიანება, −
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული
პირის დაჯარიმებას - 7 000 ლარის ოდენობით.“.
11. 1741 მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის მე-3, მე-4, მე-6, მე-8- მე-10 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენისთვის უცხოელის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს
უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა 3
წლამდე ვადით.“.
12.250-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. იმ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია, რომელსაც აქვს გაუმართავი სამუხრუჭე
სისტემა ან საჭის სამართავი მექანიზმი, ანდა დარღვეულია ძრავის კვების სისტემის
ჰერმეტულობა, ანდა რომელიც გადაკეთებულია შესაბამისი ნებართვის გარეშე, რაც
საშიშროებას უქმნის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას, აკრძალულია საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ.“.
13. 2681 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4.
სამართალდამრღვევის
მიერ
ჯარიმის
ამ
მუხლის
მე-3
ნაწილის
შესაბამისად,
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების/საჯარიმო
ქვითრის თაობაზე ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან/და საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით მიღებიდან 10
კალენდარული დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 20 პროცენტით
მცირდება. ჯარიმის აღნიშნულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევი
კარგავს ამ მუხლით განსაზღვრული შეღავათით სარგებლობის უფლებას. ეს შეღავათი არ
ვრცელდება საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე,
აგრეთვე ამ კოდექსის 1141 მუხლზე.“.
14. 272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა1) ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება ჯარიმის სახით ადმინისტრაციული
სახდელის ან სხვაგვარი ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, მიღებული ამ
კოდექსის 157-ე მუხლით ან 1771 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე, − ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის
პირთან), რომლის გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში;“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული გამოწვევები სახელმწიფოს
მხრიდან ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს. ამგვარი გამოწვევების საპასუხოდ, ძალზედ
მნიშვნელოვანია არსებობდეს კანონმდებლობა, რომელიც მომეტებული საზოგადოებრივი
საშიშროების მქონე ქმედებებს სამართალდარღვევად მიიჩნევს და ადგენს შემაკავებელი
ეფექტის მქონე სანქციებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემუშავდა წინამდებარე
პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მარეგულირებელი
საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესებას და პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების
აღმოფხვრას.
თავდაპირველად, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული
ცვლილებებით განისაზღვრება პასუხისმგებლობა იმ ქმედებათათვის, რომლებიც თავიანთი
მომეტებული საშიშროებიდან გამომდინარე, წარმოადგენენ სამართალდარღვევებს.
გარდა აღნიშნულისა, საგულისხმოა ისიც, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით
(შემდგომ − სამართალდარღვევათა კოდექსი) გათვალისწინებული ზოგიერთი ქმედებისთვის
დაწესებული სანქცია ვერ ქმნის შემაკავებელ ეფექტს სამართალდამრღვევთათვის და ვერ
ასრულებს ადმინისტრაციული სახდელის პრევენციულ დანიშნულებას. ამდენად,
წარმოდგენილი
პროექტით,
ზემოაღნიშნული
ქმედებებისთვის
წესდება
ისეთი
პასუხისმგებლობა, რაც ხელს შეუწყობს სამართალდარღვევის პრევენციული ფუნქციის
განხორციელებას.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწას და
ამ
სფეროში
არსებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევების
პრევენციული მექანიზმების გაუმჯობესებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
წინააღმდეგ
იმის
გათვალისწინებით,
რომ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსი
ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას აწესებს ტრანსპორტის, საგზაო მეურნეობისა და
კავშირგაბმულობის
დარგში
არსებულ
დარღვევებზე,
საგზაო
უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად ამა თუ იმ სამართალდარღვევებისათვის სანქციების გამკაცრებისა და ამ
დარგში
ცალკეული
ქმედებებისათვის
პასუხისმგებლობის
განსაზღვრის
მიზნით,
აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილება შევიდეს დასახელებულ კოდექსში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, ერთი მხრივ, დაწესდება პასუხისმგებლობა საგზაო
მოძრაობის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი ცალკეული ქმედებებისათვის, მეორე
მხრივ
კი,
გამკაცრდება
სამართალდარღვევებისათვის,
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
რომელთათვისაც
პასუხისმგებლობა
გათვალისწინებული
სანქცია
იმ
ვერ
უზრუნველყოფს პრევენციული ფუნქციის შესრულებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტით მკაცრდება პასუხისმგებლობა და იზრდება არსებული
სანქციები შემდეგი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის:
ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ
უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის
ოდენობით (ნაცვლად 40 ლარისა);
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური
კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის
ოდენობით (ნაცვლად 30 ლარისა);
სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც თან არ აქვს მართვის
მოწმობა (გარდა საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ 2006 წლის 31 მარტის
შემდეგ გაცემული მართვის მოწმობისა), სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის
დამადასტურებელი
დოკუმენტები
(გარდა
სატრანსპორტო
საშუალების
რეგისტრაციის მოწმობისა, როცა სატრანსპორტო საშუალება მძღოლის საკუთრებაა), ან
სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც თან არ აქვს
სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა − გამოიწვევს დაჯარიმებას
100 ლარის ოდენობით (ნაცვლად 10 ლარისა);
იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც აქვს გაუმართავი სამუხრუჭე
სისტემა, საჭის სამართავი მექანიზმი ან მისაბმელი მოწყობილობა, ანდა მწყობრიდანაა
გამოსული ფარები, უკანასაგაბარიტო მაშუქები დღე-ღამის ბნელ დროს, ან მინის
საწმენდი მექანიზმი წვიმის ან თოვლის დროს, ანდა დარღვეულია ძრავის კვების
სისტემის ჰერმეტულობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით (ნაცვლად
15 ლარისა);
სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის
გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ისა – გამოიწვევს
დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით (ნაცვლად 50 ლარისა);
სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის,
ბუქსირების,
გარე
სანათი
ხელსაწყოთი,
ხმოვანი
სიგნალით
ან
საავარიო
შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო
მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის
პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა − გამოიწვევს
დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით (ნაცვლად 20 ლარისა);
გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების
ან/და მანევრირების წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის
ოდენობით (ნაცვლად 50 ლარისა);
ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის
დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა
მოთხოვნის დაუცველობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით,
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით, ხოლო ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში, ქ.
ბათუმში, ქ. მცხეთაში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. თელავში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში
ან/და საქართველოს კურორტებზე – 50 ლარის ოდენობით (ნაცვლად არსებული
რეგულირებისა, რომლის თანახმადაც ქმედება რეგიონებში სახდელის სახედ და
ზომად ითვალისწინებს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით, ხოლო თბილისში – 50
ლარის ოდენობით);
გზის, რკინიგზის გადასასვლელის ან სხვა საგზაო ნაგებობის მოვლა-შენახვის და
სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დადგენილი წესების დარღვევა, ანდა ზომების
მიუღებლობა გზის ცალკეულ უბნებზე მოძრაობის დროულად ასაკრძალად,
შესაზღუდად ან აღსადგენად, როცა ამ გზით სარგებლობა ზღუდავს ან საფრთხეს
უქმნის მოძრაობას, ან გზის, რკინიგზის გადასასვლელის ან სხვა საგზაო ნაგებობის ან
საგზაო მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალების დაზიანება, გზის საფარის
გაჭუჭყიანება, გზის სავალ ნაწილზე, ტროტუარზე ან გვერდულაზე სამშენებლო ან სხვა
მასალის დაყრა, გარე ვაჭრობის მოწყობა, ან არსებულ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის
შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის
პირის მიერ მიცემული წერილობითი მითითების შეუსრულებლობა − გამოიწვევს
ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის
დაჯარიმებას − 5 000 ლარის ოდენობით (ნაცვლად არსებული რეგულირებისა,
რომელიც ითვალისწინებს იურიდიული პირის ან პასუხისმგებელი ფიზიკური პირის
დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით);
სამართალდარღვევათა კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით
გათვალისწინებული
სამართალდარღვევა,
რომელსაც
მოჰყვა
სატრანსპორტო
საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის ან სხვა ქონების დაზიანება −
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო
იურიდიული პირის დაჯარიმებას − 7 000 ლარის ოდენობით (ნაცვლად არსებული
რეგულირებისა, რომელიც ითვალისწინებს იურიდიული პირის ან პასუხისმგებელი
ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით).
გარდა აღნიშნულისა, წარმოდგენილი კანონპროექტით, სამართალდარღვევათა კოდექსს
ემატება ნორმები, რომელთა საფუძველზეც განისაზღვრება პასუხისმგებლობა შემდეგი
ქმედებებისათვის:
სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომაგაჩერება − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით;
გზის
სავალი
ნაწილის
საპირისპირო
მიმართულებით
მოძრავ
სამარშრუტო
სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში („BUS
LANE“) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სატრანსპორტო
საშუალების მოძრაობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
აქვე, საგულისხმოა ისიც, რომ სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა
გადასასვლელზე გაჩერების ან დგომის შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი არ იმყოფება
სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს აცხადებს სატრანსპორტო საშუალების ადგილიდან
გაყვანაზე, სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე
გადაყვანას, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ამის შესახებ შესაბამისი მინიშნება.
ამავდროულად, წარმოდგენილი პროექტით ახლებურად განისაზღვრება სატრანსპორტო
საშუალებებით
ორგანიზებულად
გზის
გადაკეტვის
სამართალდარღვევა.
კერძოდ,
სახდელდადებული იქნება არა ორგანიზებულად და ჯგუფურად გზის გადაკეტვა, არამედ
გზის წინასწარი შეცნობით გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, როდესაც გზის
სავალი ნაწილი სრულად არის დაკავებული, ან სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ
მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის
მოძრაობის უსაფრთხოებას. ამასთან აღნიშნული ქმედება სამართალდარღვევად იქნება
მიჩნეული არ მხოლოდ ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში მისი ჩადენის შემთხვევაში,
არამედ ნებისმიერ გზაზე ჩადენისას.
გარდა ზემოაღნიშნულისა, პროექტით გათვალისწინებული ცვლილებებით, 20%-იანი
შეღავათი არ გავრცელდება საქართველოს კონტინენტური შელფის, ტერიტორიული წყლების
ან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისთვის
დაკისრებული ფულადი სანქციის გადახდისას.
ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს სხვა, ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი
პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი)
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის
მიღებით
გამოწვეული
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსება
განხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებებიდან და შესაბამისი
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ან/და შესაბამისი
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რაც გამოწვეული იქნება
სამართალდარღვევათა
კოდექსის
ცალკეული
მუხლებით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის გაზრდილი ფულადი სანქციისა და
პროექტით განსაზღვრული ახალი სამართალდარღვევებისთვის დაწესებული ფულადი
სანქციის სახელმწიფო/მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მიმართვით.
წარმოდგენილი ცვლილებით ფულადი სანქციები იზრდება შემდეგი ქმედებებისათვის:
ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ
უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის
ოდენობით (ნაცვლად 40 ლარისა);
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური
კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის
ოდენობით (ნაცვლად 30 ლარისა);
სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც თან არ აქვს მართვის
მოწმობა (გარდა საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ 2006 წლის 31 მარტის
შემდეგ გაცემული მართვის მოწმობისა), სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის
დამადასტურებელი
დოკუმენტები
(გარდა
სატრანსპორტო
საშუალების
რეგისტრაციის მოწმობისა, როცა სატრანსპორტო საშუალება მძღოლის საკუთრებაა), ან
სატრანსპორტო
საშუალების
მართვა
პირის
მიერ,
რომელსაც
თან
არ
აქვს
სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა − გამოიწვევს დაჯარიმებას
100 ლარის ოდენობით (ნაცვლად 10 ლარისა);
იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც აქვს გაუმართავი სამუხრუჭე
სისტემა, საჭის სამართავი მექანიზმი ან მისაბმელი მოწყობილობა, ანდა მწყობრიდანაა
გამოსული ფარები, უკანასაგაბარიტო მაშუქები დღე-ღამის ბნელ დროს, ან მინის
საწმენდი მექანიზმი წვიმის ან თოვლის დროს, ანდა დარღვეულია ძრავის კვების
სისტემის ჰერმეტულობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით (ნაცვლად
15 ლარისა);
სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის
გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ისა, – გამოიწვევს
დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით (ნაცვლად 50 ლარისა);
სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის,
ბუქსირების,
გარე
სანათი
ხელსაწყოთი,
ხმოვანი
სიგნალით
ან
საავარიო
შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო
მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის
პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა - გამოიწვევს
დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით (ნაცვლად 20 ლარისა);
გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების
ან/და მანევრირების წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის
ოდენობით (ნაცვლად 50 ლარისა);
ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის
დაუცველობა,
აგრეთვე
დგომა-გაჩერების
წესებით
გათვალისწინებული
სხვა
მოთხოვნის დაუცველობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით,
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით, ხოლო ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში, ქ.
ბათუმში, ქ. მცხეთაში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. თელავში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში
ან/და საქართველოს კურორტებზე − 50 ლარის ოდენობით (ნაცვლად არსებული
რეგულირებისა, რომლის თანახმადაც ქმედება რეგიონებში სახდელის სახედ და
ზომად ითვალისწინებს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით, ხოლო თბილისში - 50
ლარის ოდენობით);
გზის, რკინიგზის გადასასვლელის ან სხვა საგზაო ნაგებობის მოვლა-შენახვის და
სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დადგენილი წესების დარღვევა, ანდა ზომების
მიუღებლობა
გზის
ცალკეულ
უბნებზე
მოძრაობის
დროულად
ასაკრძალად,
შესაზღუდად ან აღსადგენად, როცა ამ გზით სარგებლობა ზღუდავს ან საფრთხეს
უქმნის მოძრაობას, ან გზის, რკინიგზის გადასასვლელის ან სხვა საგზაო ნაგებობის ან
საგზაო მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალების დაზიანება, გზის საფარის
გაჭუჭყიანება, გზის სავალ ნაწილზე, ტროტუარზე ან გვერდულაზე სამშენებლო ან სხვა
მასალის დაყრა, გარე ვაჭრობის მოწყობა, ან არსებულ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის
შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის
პირის მიერ მიცემული წერილობითი მითითების შეუსრულებლობა − გამოიწვევს
ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის
დაჯარიმებას − 5 000 ლარის ოდენობით (ნაცვლად არსებული რეგულირებისა,
რომელიც ითვალისწინებს იურიდიული პირის ან პასუხისმგებელი ფიზიკური პირის
დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით);
სამართალდარღვევათა კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით
გათვალისწინებული
სამართალდარღვევა,
რომელსაც
მოჰყვა
სატრანსპორტო
საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის ან სხვა ქონების დაზიანება −
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, ხოლო
იურიდიული პირის დაჯარიმებას - 7000 ლარის ოდენობით (ნაცვლად არსებული
რეგულირებისა, რომელიც ითვალისწინებს იურიდიული პირის ან პასუხისმგებელი
ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით).
გარდა აღნიშნულისა, წინამდებარე კანონპროექტით, სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება
ახალი ნორმები, რომელთა საფუძველზეც, მათ შორის, განისაზღვრება პასუხისმგებლობა
სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომაგაჩერებისთვის, აღნიშნული გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. ამასთან,
სახდელდადებული იქნება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის
განკუთვნილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE“) სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის
საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის
ოდენობით.
აქვე, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან
ქვეითთა გადასასვლელზე გაჩერების ან დგომის შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი არ
იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს აცხადებს სატრანსპორტო საშუალების
ადგილიდან გაყვანაზე, სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სპეციალურ დაცულ
სადგომზე გადაყვანას, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ამის შესახებ შესაბამისი მინიშნება.
გასათვალისწინებელია, რომ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის
სფეროში
მოქმედი
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
−
საზოგადოებრივი
უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660
დადგენილებით საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ დაცულ
სადგომზე სატრანსპორტო საშუალების დგომის საფასური განისაზღვრება შემდეგი ცხრილის
შესაბამისად: დაცულ სადგომზე შეყვანისა და 1 – 5 დღე-ღამის ჩათვლით დგომის პერიოდში
ტრიციკლისთვის, მოპედისთვის, კვადროციკლისთვის და მოტოციკლისთვის - 8 ლარს,
მსუბუქი ავტომანქანისთვის - 10 ლარს, ავტობუსისთვის (M2 და M3 კატეგორია), სატვირთო
ავტომანქანისთვის და ტრაქტორისთვის - 30 ლარს, ხოლო დაცულ სადგომზე 5 დღე-ღამის
შემდეგ დგომის პერიოდში ტრიციკლისთვის, მოპედისთვის, კვადროციკლისთვის და
მოტოციკლისთვის - 4 ლარს, მსუბუქი ავტომანქანისთვის - 5 ლარს, ავტობუსისთვის (M2 და
M3 კატეგორია), სატვირთო ავტომანქანისთვის და ტრაქტორისთვის - 15 ლარს. ხოლო
დასახელებული
შემოსავლების
ზუსტი
ოდენობა
დამოკიდებული
იქნება
სამართალდარღვევის ყოველწლიურ რაოდენობაზე. რამდენადაც საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი
უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,
ვალდებულია შემოსავლის არანაკლებ 10% გადარიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში, მისი
შემოსავლების ზრდა პროპორციულად გაზრდის მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში
გადასარიცხი თანხის ოდენობასაც. საგულისხმოა, რომ აღნიშნული შემოსავლების მიღებაც
დამოკიდებული იქნება კანონის ამოქმედების შემდეგ იმ სამართალდამრღვევთა
რაოდენობაზე, რომელთა სატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება სპეციალურ დაცულ
სადგომზე გადაყვანას.
საგულისხმოა
ისიც,
რომ
ცვლილებით
ახლებურად
განისაზღვრება
სატრანსპორტო
საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვის სამართალდარღვევა, რის შედეგადაც,
სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო
მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000
ლარის ოდენობით (ნაცვლად 20 ლარისა).
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული ცვლილებებით 20%-იანი
შეღავათი არ გავრცელდება საქართველოს კონტინენტური შელფის, ტერიტორიული წყლების
ან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისთვის
დაკისრებული ფულადი სანქციის გადახდისას.
აღნიშნულის
გათვალისწინებით,
წარმოდგენილი
ცვლილება
გავლენას
მოახდენს
სახელმწიფო ბიუჯეტისა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე. კერძოდ, ზემოაღნიშნული დარღვევებისთვის დაწესებული ჯარიმის გადახდისას,
სამართალდამრღვევის მიერ თანხის ჩარიცხვა განხორციელდება სახელმწიფოს შესაბამისი
დონის
ბიუჯეტში/ბიუჯეტებში,
ხოლო
დასახელებული
შემოსავლების
ოდენობა
დამოკიდებული იქნება სამართალდარღვევის ყოველწლიურ რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
წარმოდგენილი კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ან/და შესაბამისი
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რაც გამოწვეული იქნება ახალი
სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებით. კერძოდ,
კანონპროექტით,
განისაზღვრება
პასუხისმგებლობა
სატრანსპორტო
წინამდებარე
საშუალების
ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერებისთვის, აღნიშნული გამოიწვევს
დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. ამასთან, სახდელდადებული იქნება სამარშრუტო
სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE“)
სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა, რაც
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
საგულისხმოა, რომ შესაბამისი სამართალდარღვევის განხილვისა და ოქმის შედგენის უფლება
ექნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა ან/და მუნიციპალიტეტის ორგანოს.
ამავდროულად,
წარმოდგენილი
ახალი
სამართალდარღვევების
ადმინისტრირება
განხორციელდება არსებული ადამიანური რესურსის გამოყენებით. ამასთან, ქმედებისთვის
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოწერა, დაკავშირებული იქნება
ადმინისტრაციულ
ხარჯებთან,
ხოლო
ხარჯების
ოდენობა
დამოკიდებული
იქნება
სამართალდარღვევათა ყოველწლიურ რაოდენობაზე.
გარდა ზემოაღნიშნულისა, წარმოდგენილი ცვლილებით სატრანსპორტო საშუალების
ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე გაჩერების ან დგომის შემთხვევაში, თუ
სამართალდამრღვევი არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს აცხადებს
სატრანსპორტო
საშუალების
ადგილიდან
გაყვანაზე,
სატრანსპორტო
საშუალება
ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას, მიუხედავად იმისა, არის თუ არა
ამის შესახებ შესაბამისი მინიშნება. შესაბამისად, აღნიშნული გამოიწვევს სატრანსპორტო
საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვასთან
დაკავშირებულ ხარჯებს. გასათვალისწინებელია, რომ „საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების სახეების,
საფასურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30
დეკემბრის №660 დადგენილებით საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“
დაცულ სადგომზე სატრანსპორტო საშუალების დგომის საფასური განისაზღვრება შემდეგი
ცხრილის შესაბამისად: დაცულ სადგომზე შეყვანისა და 1 – 5 დღე-ღამის ჩათვლით დგომის
პერიოდში ტრიციკლისთვის, მოპედისთვის, კვადროციკლისთვის და მოტოციკლისთვის - 8
ლარს, მსუბუქი ავტომანქანისთვის - 10 ლარს, ავტობუსისთვის (M2 და M3 კატეგორია),
სატვირთო ავტომანქანისთვის და ტრაქტორისთვის - 30 ლარს, ხოლო დაცულ სადგომზე 5
დღე-ღამის შემდეგ დგომის პერიოდში ტრიციკლისთვის, მოპედისთვის, კვადროციკლისთვის
და მოტოციკლისთვის - 4 ლარს, მსუბუქი ავტომანქანისთვის - 5 ლარს, ავტობუსისთვის (M2
და M3 კატეგორია), სატვირთო ავტომანქანისთვის და ტრაქტორისთვის - 15 ლარს. თუმცა,
გასათვალისწინებელია
ისიც,
რომ
ამ
ხარჯებს
საბოლოოდ
სამართალდამრღვევი
აანაზღაურებს.
ზემოხსენებული ხარჯები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის
მუნიციპალიტეტის ორგანოსთვის გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში დაიფარება.
და
ამავდროულად, წარმოდგენილი ცვლილებით, სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის
მე-10 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის უცხოელის მიმართ
შეიძლება გამოყენებულ იქნეს უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის
საქართველოში შემოსვლის აკრძალვა 3 წლამდე ვადით.
აღსანიშნავია, რომ სახდელის სახით დაკისრებული უცხოელის საქართველოდან გაძევების
ან/და
უცხოელის
საქართველოში
შემოსვლის
აკრძალვის
შესახებ
დადგენილების
აღსრულებისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოები
გამოიყენებენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის
შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ წესებს. ამ კანონის შესაბამისად, უცხოელის
გაძევებისთვის
აუცილებელ
ხარჯებს,
მათ
შორის,
გამგზავრების
ხარჯებს
გაიღებს
სახელმწიფო. აღნიშნული ხარჯების ოდენობა დამოკიდებული იქნება იმ უცხოელთა
რაოდენობაზე, რომლებსაც სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევაში სახდელი სახით
დაეკისრებათ საქართველოდან გაძევება. გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ ცალკეულ
ქვეყანაში გამგზავრების ხარჯი სხვადასხვაა, დასახელებული ხარჯი განისაზღვრება
გამგზავრების მარშრუტის შესაბამისად. აღნიშნული ხარჯების დაფინანსება მოხდება
სამინისტროს ასიგნებებიდან.
გასათვალისწინებელია,
რომ
უცხოელის
საქართველოდან
გაძევების
და
უცხოელის
საქართველოში შემოსვლის აკრძალვის საქმის განხილვისა და მიღებული გადაწყვეტილების
აღსრულებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს არსებული
ადამიანური რესურსის გამოყენებით და დამატებით თანამშრომელთა გამოყოფა არ არის
აუცილებელი,
ხოლო
ადმინისტრაციული
ხარჯის
დაფინანსება
განხორციელდება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებებიდან.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე
სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა
მიმართაც გავრცელდება წარმოდგენილი კანონის პროექტი. კერძოდ, წარმოდგენილი
ცვლილებით ფულადი სანქცია იზრდება ცალკეული ქმედებებისთვის (იხ. განმარტებითი
ბარათის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი).
ამასთან, წინამდებარე კანონპროექტით, სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ახალი
ნორმები, რომელთა საფუძველზეც განისაზღვრება პასუხისმგებლობა საგზაო მოძრაობის
უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი ცალკეული ქმედებებისთვის. კერძოდ,
სახდელდადებული იქნება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის
განკუთვნილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE“) სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის
საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის
ოდენობით.
ამავდროულად,
ადმინისტრაციულსამართლებრივი
პასუხისმგებლობა
დგინდება
სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომაგაჩერებისთვის, აღნიშნული გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. საგულისხმოა
ისიც, რომ აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ სამართალდამრღვევი არ
იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს აცხადებს სატრანსპორტო საშუალების
ადგილიდან გაყვანაზე, სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სპეციალურ დაცულ
სადგომზე გადაყვანას, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ამის შესახებ შესაბამისი მინიშნება.
გასათვალისწინებელია, რომ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის
სფეროში
მოქმედი
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
−
საზოგადოებრივი
უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019
წლის 30
დეკემბრის №660
დადგენილებით საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ დაცულ
სადგომზე სატრანსპორტო საშუალების დგომის საფასური განისაზღვრება შემდეგი ცხრილის
შესაბამისად: დაცულ სადგომზე შეყვანისა და 1 – 5 დღე-ღამის ჩათვლით დგომის პერიოდში
ტრიციკლისთვის, მოპედისთვის, კვადროციკლისთვის და მოტოციკლისთვის - 8 ლარს,
მსუბუქი ავტომანქანისთვის - 10 ლარს, ავტობუსისთვის (M2 და M3 კატეგორია), სატვირთო
ავტომანქანისთვის და ტრაქტორისთვის - 30 ლარს, ხოლო დაცულ სადგომზე 5 დღე-ღამის
შემდეგ დგომის პერიოდში ტრიციკლისთვის, მოპედისთვის, კვადროციკლისთვის და
მოტოციკლისთვის - 4 ლარს, მსუბუქი ავტომანქანისთვის - 5 ლარს, ავტობუსისთვის (M2 და
M3 კატეგორია), სატვირთო ავტომანქანისთვის და ტრაქტორისთვის - 15 ლარს. აღნიშნული
ხარჯების გადახდის ვალდებულება კი, სამართალდამრღვევს დაეკისრება.
გარდა აღნიშნულისა, წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული ცვლილებებით 20%იანი შეღავათი არ გავრცელდება საქართველოს კონტინენტური შელფის, ტერიტორიული
წყლების
ან
განსაკუთრებული
ეკონომიკური
ზონის
შესახებ
კანონმდებლობის
დარღვევისთვის დაკისრებული ფულადი სანქციის გადახდისას.
შესაბამისად,
წარმოდგენილი
ცვლილებები
გავლენას
მოახდენს
იმ
ფიზიკური
და
იურიდიული პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლებიც, ამ კანონის ამოქმედების
შემდეგ დაჯარიმდებიან პროექტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის ან/და
რომელთა ავტოსატრანსპორტო საშუალებებიც დაექვემდებარება სპეციალურ დაცულ
სადგომზე გადაყვანას. ამავდროულად,
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
წარმოდგენილი კანონპროექტი, ერთი მხრივ, განსაზღვრავს პასუხისმგებლობას ახალი
სამართალდარღვევებისათვის, ხოლო მეორე მხრივ, ითვალისწინებს ფულადი სანქციის
გაზრდას ცალკეული სამართალდარღვევებისთვის. წარმოდგენილი ცვლილებით ჯარიმა
განისაზღვრება შემდეგი სახით:
ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ
უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის
ოდენობით (ნაცვლად 40 ლარისა);
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური
კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის
ოდენობით (ნაცვლად 30 ლარისა);
სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც თან არ აქვს მართვის
მოწმობა (გარდა საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ 2006 წლის 31 მარტის
შემდეგ გაცემული მართვის მოწმობისა), სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის
დამადასტურებელი
დოკუმენტები
(გარდა
სატრანსპორტო
საშუალების
რეგისტრაციის მოწმობისა, როცა სატრანსპორტო საშუალება მძღოლის საკუთრებაა), ან
სატრანსპორტო
საშუალების
მართვა
პირის
მიერ,
რომელსაც
თან
არ
აქვს
სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა − გამოიწვევს დაჯარიმებას
100 ლარის ოდენობით (ნაცვლად 10 ლარისა);
იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც აქვს გაუმართავი სამუხრუჭე
სისტემა, საჭის სამართავი მექანიზმი ან მისაბმელი მოწყობილობა, ანდა მწყობრიდანაა
გამოსული ფარები, უკანასაგაბარიტო მაშუქები დღე-ღამის ბნელ დროს, ან მინის
საწმენდი მექანიზმი წვიმის ან თოვლის დროს, ანდა დარღვეულია ძრავის კვების
სისტემის ჰერმეტულობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით (ნაცვლად
15 ლარისა);
სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის
გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ისა, – გამოიწვევს
დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით (ნაცვლად 50 ლარისა);
სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის,
ბუქსირების,
გარე
სანათი
ხელსაწყოთი,
ხმოვანი
სიგნალით
ან
საავარიო
შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო
მოძრაობის
წესების,
სამარშრუტო
სატრანსპორტო
საშუალების
მოძრაობის
პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა - გამოიწვევს
დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით (ნაცვლად 20 ლარისა);
გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების
ან/და მანევრირების წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის
ოდენობით (ნაცვლად 50 ლარისა);
გზის, რკინიგზის გადასასვლელის ან სხვა საგზაო ნაგებობის მოვლა-შენახვის და
სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დადგენილი წესების დარღვევა, ანდა ზომების
მიუღებლობა გზის ცალკეულ უბნებზე მოძრაობის დროულად ასაკრძალად,
შესაზღუდად ან აღსადგენად, როცა ამ გზით სარგებლობა ზღუდავს ან საფრთხეს
უქმნის მოძრაობას, ან გზის, რკინიგზის გადასასვლელის ან სხვა საგზაო ნაგებობის ან
საგზაო მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალების დაზიანება, გზის საფარის
გაჭუჭყიანება, გზის სავალ ნაწილზე, ტროტუარზე ან გვერდულაზე სამშენებლო ან სხვა
მასალის დაყრა, გარე ვაჭრობის მოწყობა, ან არსებულ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის
შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის
პირის მიერ მიცემული წერილობითი მითითების შეუსრულებლობა − გამოიწვევს
ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის
დაჯარიმებას − 5 000 ლარის ოდენობით (ნაცვლად არსებული რეგულირებისა,
რომელიც ითვალისწინებს იურიდიული პირის ან პასუხისმგებელი ფიზიკური პირის
დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით);
სამართალდარღვევათა კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით
გათვალისწინებული
სამართალდარღვევა,
რომელსაც
მოჰყვა
სატრანსპორტო
საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის ან სხვა ქონების დაზიანება −
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, ხოლო
იურიდიული პირის დაჯარიმებას - 7000 ლარის ოდენობით (ნაცვლად არსებული
რეგულირებისა, რომელიც ითვალისწინებს იურიდიული პირის ან პასუხისმგებელი
ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით).
გარდა აღნიშნულისა, წინამდებარე კანონპროექტით, სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება
ნორმები,
რომელთა
ქმედებებისათვის:
საფუძველზეც
განისაზღვრება
პასუხისმგებლობა
შემდეგი
სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომაგაჩერება - გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით;
სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ სპეციალურ
ზოლში („BUS LANE“) სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საპირისპირო
მიმართულებით მოძრაობა - გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ პროექტით ახლებურად განისაზღვრება სატრანსპორტო
საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვის სამართალდარღვევა, რის შედეგადაც,
სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო
მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000
ლარის ოდენობით (ნაცვლად 20 ლარისა).
საგულისხმოა, რომ ზემოხსენებული სამართალდარღვევებისათვის ფულადი სანქციის
ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული იყო ცალკეული ქმედების ხასიათი და მისგან
მომდინარე საფრთხე, ამასთან, წარმოდგენილი ჯარიმის ოდენობები დადგინდა საგზაო
უსაფრთხოებასთან ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის სამართალდარღვევათა
კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმების ანალიზის საფუძველზე, რადგან დაწესებული
სანქცია ვერ ქმნის შემაკავებელ ეფექტს სამართალდამრღვევთათვის და ვერ ასრულებს
ადმინისტრაციული
სახდელის
პრევენციულ
დანიშნულებას.
ახალი
ოდენობები
თანაზომადია ანალოგიური სახის სხვა სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებულ
ფულად სანქციებთან.
ამავდროულად, ცალკე უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ ცვლილებით ამკრძალავი ნიშნის
„გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობისთვის, აგრეთვე
დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობისთვის 50
ლარამდე იზრდება სახდელის სახედ განსაზღვრული ჯარიმის ზომა ქ. ქუთაისში, ქ. ბათუმში,
ქ. მცხეთაში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. თელავში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში ან/და საქართველოს
კურორტებზე
(ნაცვლად
არსებული
რეგულირებისა,
რომლის
თანახმადაც
ქმედება
რეგიონებში სახდელის სახედ და ზომად ითვალისწინებს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით,
ხოლო თბილისში - 50 ლარის ოდენობით).
ხსენებული სამართალდარღვევისათვის სანქციის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში
იქნა მიღებული ზემოჩამოთვლილ ქალაქებში დგომა-გაჩერებასთან დაკავშირებული
პრაქტიკული პრობლემები და ჭარბი სატრანსპორტო ნაკადის ეფექტიანი მართვის
აუცილებლობა.
შედეგად,
სამართალდარღვევის
პრაქტიკაში გამოვლენილი საჭიროებებიდან
წინააღმდეგ
პრევენციული
ფუნქციის
გამომდინარე,
გასაუმჯობესებლად,
ზემოჩამოთვლილ ქალაქებში, პროპორციულობის პრინციპის დაცვითა და ანალოგიური სახის
სხვა სამართალდარღვევებისთვის დადგენილი ფულადი სანქციების მხედველობაში
მიღებით, გაიზარდა ჯარიმის ზომა დგომა-გაჩერების წესების დარღვევისათვის.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.