„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (192/2-XIმპ, 12/11/2025) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-11-17
ბიუროს ნომერი 91
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.01.2014, სარეგისტრაციო კოდი: 310150000.05.001.017312)
შეტანილ იქნეს ცვლილება და კანონის №5 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №5
სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობის
შემცირების ცხრილი
საქართველოს
საქართველოს ადმინისტრაციულ
ადმინისტრაციულ
შესამცირებელი
სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი
სამართალდარღვევათა
ქულის რაოდენობა
კოდექსის მუხლის ნაწილი
1151
118-ე
118
პირველი
30
მე-2
40
მე-3
40
პირველი
15
1
10
1182
15
118
5
3
119-ე
პირველი
5
მე-2
5
21
5
34
10
35
20
36
30
მე-5
30
მე-6
15
მე-7
5
71
10
7
2
20
მე-8
20
120-ე
121-ე
122-ე
1221
123-ე
125-ე
პირველი
15
1
1
20
მე-2
10
2
1
15
22
20
მე-3
10
3
1
20
მე-4
40
მე-2
15
მე-3
25
მე-4
30
პირველი
10
მე-2
20
მე-3
25
მე-4
30
მე-5
30
მე-6
35
პირველი
30
მე-2
30
მე-3
30
პირველი
15
მე-2
50
მე-3
20
მე-4
35
მე-5
40
პირველი
10
11
20
მე-2
25
მე-4
30
მე-5
40
5
1
10
52
15
მე-6
5
61
10
62
20
6
5
3
1271
129
1
მე-7
15
7
1
10
72
20
7
3
30
81
15
91
20
9
2
20
მე-10
25
მე-11
30
მე-17
30
მე-18
35
პირველი
10
11
20
1
4
10
15
15
მე-2
25
მე-6
20
61
20
6
2
25
მე-7
15
15
.“.
მუხლი 2
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული „საგზაო მოძრაობის
შესახებ“ საქართველოს კანონის №5 დანართის იმ გრაფებისა, რომლებშიც მითითებულია
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის 34, 35 და 36
ნაწილები, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული „საგზაო მოძრაობის შესახებ“
საქართველოს კანონის №5 დანართის ის გრაფები, რომლებშიც მითითებულია საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის 34, 35 და 36 ნაწილები,
ამოქმედდეს 2026 წლის 2 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წინამდებარე კანონპროექტის მომზადება მიზნად ისახავს საგზაო
უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწას.
მოძრაობის
გასათვალისწინებელია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან
მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა, ისევე როგორც გზის სავალ
ნაწილზე
სატრანსპორტო
საშუალებათა
განლაგების,
მოძრაობის
დაწყების
ან/და
მანევრირების წესების დარღვევა, მნიშვნელოვნად ზრდის საგზაო მოძრაობის მონაწილეთა
სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების დაზიანების რისკებს. აღნიშნულიდან
გამომდინარე მომზადდა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
პროექტი,
რომელიც,
სხვა
ცვლილებებთან ერთად, ითვალისწინებს სახდელის ზომის გამკაცრებას ზემოხსენებული
სამართალდარღვევებისათვის.
ამავდროულად,
დასახელებული
სამართალდარღვევების
სიმძიმიდან
გამომდინარე
მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამრღვევს ჯარიმის დაკისრებასთან ერთად შეუმცირდეს
სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობაც, რა
მიზნითაც თანმდევი საკანონმდებლო ცვლილების სახით მომზადდა „საგზაო მოძრაობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
იმის გათვალისწინებით, რომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში
განსაზღვრულია სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა
რაოდენობის შემცირების ცხრილი, ცალკეული სამართალდარღვევებისთვის სანქციის სახით
აღნიშნული ქულათა რაოდენობის შემცირებისთვის აუცილებელია ცვლილება შევიდეს
დასახლებულ კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი კანონის პროექტით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული
ცალკეული
სამართალდარღვევებისთვის,
ახლებურად
განისაზღვრება
სატრანსპორტო
საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა შესამცირებელი რაოდენობა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით
გათვალისწინებული
ცვლილების
საფუძველზე,
საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1181 მუხლით (ავტოსატრანსპორტო
საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის
გამოუყენებლობა) გათვალისწინებული ქმედების ჩადენის შემთხვევაში, პირს სატრანსპორტო
საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 10
ქულით, ნაცვლად 5 ქულისა.
ამავდროულად,
წარმოდგენილი
ცვლილებით,
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის 62 ნაწილით (გზის სავალ ნაწილზე
სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების
დარღვევა) გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, პირს სატრანსპორტო
საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 20
ქულით, ნაცვლად 10 ქულისა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი, გარდა კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული „საგზაო მოძრაობის შესახებ“
საქართველოს კანონის №5 დანართის იმ გრაფებისა, რომლებშიც მითითებულია
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის 34, 35 და 36
ნაწილები, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედების ვადასთან.
კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს
კანონის №5 დანართის ის გრაფები, რომლებშიც მითითებულია საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის 34, 35 და 36 ნაწილები,
ამოქმედდება 2026 წლის 2 იანვრიდან, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია „საგზაო
მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2025 წლის 2
ივლისის საქართველოს კანონის (N933-IIIრს-XIმპ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებულ ამოქმედების ვადასთან.
ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტ(ებ)იდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი ცალკეული სამართალდარღვევებისთვის ითვალისწინებს სატრანსპორტო
საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების შესამცირებელი ოდენობების
გაზრდას. შესაბამისად, სამართალდამრღვევს, რომელსაც ქულების შემცირების საფუძველზე
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეუჩერდება, ეს უფლება აღუდგება, თუ იგი
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩააბარებს სატრანსპორტო საშუალების
მართვის უფლების მისაღებ გამოცდას.
საგულისხმოა, რომ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული
საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონი საფუძველზე, სატრანსპორტო
საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდისთვის დადგენილია გარკვეული
საფასური, რომელიც გადაიხდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი კანონპროექტით მოსალოდნელია
გაიზარდოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკუთარი
შემოსავლები.
შესაბამისად,
მიმართული თანხის ოდენობა.
პროპორციულად
გაიზრდება
სახელმწიფო
ბიუჯეტში
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე
სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი ცალკეული სამართალდარღვევებისთვის ითვალისწინებს სატრანსპორტო
საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების შესამცირებელი ოდენობების
გაზრდას. შესაბამისად, სამართალდამრღვევს, რომელსაც ქულების შემცირების საფუძველზე
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეუჩერდება, ეს უფლება აღუდგება, თუ იგი
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩააბარებს სატრანსპორტო საშუალების
მართვის უფლების მისაღებ გამოცდას.
საგულისხმოა, რომ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული
საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონი საფუძველზე, სატრანსპორტო
საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდისთვის დადგენილია გარკვეული
საფასური, რომელიც გადაიხდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი კანონპროექტი გავლენას იქონიებს იმ
პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალების მართვის
უფლების აღდგენის მიზნით მოუწევთ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების
მისაღები გამოცდის ჩაბარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.