„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
12.11.2025
ავტორი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი ქადაგიშვილი, მაია ბითაძე, ირაკლი ზარქუა, ნიკა ელისაშვილი, ვლადიმერ ბოჟაძე, ირაკლი ხელაძე, ირმა ზავრადაშვილი, რამინა ბერაძე, სალომე ჯინჯოლავა, დიმიტრი სამხარაძე, დავით კაჭარავა, ნოდარ ტურძელაძე, აკაკი ალადაშვილი, შოთა ხაბარელი, ზურაბ რურუა, გიორგი ვოლსკი, ლევან მაჭავარიანი
ნომერი
#193/3-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-11-17
ბიუროს ნომერი 91

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 14.06.1998, გვ. 6) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 2 1. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 7 პუნქტი: 2 „7 . სამშენებლო სამართალდამრღვევის მიერ აღიარების შემთხვევაში, უნებართვოდ ან სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი.“. 2. მე-61 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი არ უნდა აღემატებოდეს 40000 ლარს.“ 3 3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 6 მუხლი: 3 „მუხლი 6 . სამშენებლო სამართალდამრღვევის მიერ აღიარების შემთხვევაში, უნებართვოდ ან სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი 1. სამშენებლო სამართალდამრღვევის მიერ აღიარების შემთხვევაში, უნებართვოდ ან სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადამხდელია მშენებლობადასრულებული ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციით განსაზღვრული მშენებლობის დამკვეთი ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან/და ამხანაგობა. 2. სამშენებლო სამართალდამრღვევის მიერ აღიარების შემთხვევაში, უნებართვოდ ან სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესსა და ოდენობას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო. 3. სამშენებლო სამართალდამრღვევის მიერ აღიარების შემთხვევაში, უნებართვოდ ან სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი არ უნდა აღემატებოდეს 40000 ლარს.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს ამ კანონის გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი წარმოდგენილი „ადგილობრივი კანონის პროექტის შესაბამისად, ცვლილება შედის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში, კერძოდ: აღნიშნული ცვლილებების თანახმად წესდება „სამშენებლო სამართალდამრღვევის მიერ აღიარების შემთხვევაში, უნებართვოდ ან სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი“, რომელიც, თავის მხრივ, გავრცელდება მშენებლობადასრულებული ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მშენებლობის დამკვეთ ფიზიკური პირზე, იურიდიულ პირზე ან/და ამხანაგობაზე. სამშენებლო სამართალდამრღვევის მიერ აღიარების შემთხვევაში, უნებართვოდ ან სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის ოდენობა ამავე კანონის თანახმად, განისაზღვრება, არაუმეტეს 40000 ლარით და მისი გადახდის წესსა და ოდენობას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება, მათ ექსპლუატაციაში მიღება. შორის, ასევე, მშენებლობადამთავრებული დარღვევით ნაწარმოები ობიექტების მშენებლობის დადასტურებას ახორციელებს საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოები. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებებით (მუხლი 1391) აიკრძალა ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობანაგებობების ფუნქციონირება, დაუშვებელი გახდა ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით მომარაგება. აღნიშნული მოთხოვნები დეველოპერებს/მშენებლებს უკვე ავალდებულებთ, რომ მშენებლობის პროცესი წარმართონ სანებართვო პირობების სრული დაცვით. შესაბამისად, სანებართვო პირობების მცირედი დარღვევის შემთხვევაშიც კი დეველოპერი ვალდებული ხდება დააკორექტიროს მშენებლობის ნებართვა იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება. სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში, მისი დაკორექტირების მიზნით ახალი ნებართვის აღება ცხადია დასაშვებია „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ (მუხლი 112 და 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი), თუმცა, აქვე, აუცილებელია ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ადასტურებს აღნიშნულთან დოკუმენტის/ქვითრის სანებართვო პირობების დაკავშირებით წარდგენაც, დარღვევით მომართვიანობა რაც, თავისი ნაწარმოებ იმდენადაა მხრივ, მშენებლობას. გაზრდილი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ძალიან დიდი რესურსი იხარჯება ამ კუთხით. ამასთან, სახელმწიფო აღმშენებლობის პროცესში ერთერთი უმთავრესი დემოკრატიული ინსტიტუტის – ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების მიზნით, ადგილობრივ დონეზე მდგრადი განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების რეალიზაციის მიზნების მისაღწევად შემუშავდა დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (2020-2025) დოკუმენტი, რომლის ძირითადი პრიორიტეტებია: ადგილობრივი თვითმმართველობის თვითმმართველობის უფლებამოსილებების მატერიალური და გაზრდა; ფინანსური ადგილობრივი გაძლიერება; სანდო, ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბება. აღნიშნული სტრატეგიის ერთ-ერთი ამოცანაა საერთაშორისო პრაქტიკისა და ადგილობრივი გამოწვევების გათვალისწინებით გაიზარდოს ადგილობრივი მოსაკრებლების სახეები. მუნიციპალიტეტებს მიეცეთ შესაძლებლობა, მოახდინონ საკუთარი შემოსავლების დივერსიფიკაცია, საკუთარ ტერიტორიაზე დააწესონ კანონით განსაზღვრული ადგილობრივი მოსაკრებლების სახეები და ამ მიზნით მომზადდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები. სტრატეგიის დოკუმენტით განსაზღვრულია ადგილობრივი თვითმმართველობების საერთო შემოსულობების წილი, რომელიც 2025 წლისთვის უნდა შეადგენდეს მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 7%-ს. სტრატეგიული მიზნის („ადგილობრივი მატერიალური და თვითმმართველობის ფინანსური რესურსებით“) უზრუნველყოფა მისაღწევად შესაბამისი განსაზღვრულია შესაბამისი ამოცანები და აღნიშნული ამოცანების შესრულებისთვის საჭირო აქტივობები, რომლებიც ასევე ითვალისწინებს ადგილობრივი მოსაკრებლების გადახედვას: საერთაშორისო, კარგი პრაქტიკისა და ადგილობრივი გამოწვევების გათვალისწინებით ადგილობრივი მოსაკრებლების სახეების გაზრდასა და მუნიციპალიტეტებისთვის შესაბამისი შესაძლებლობების მიცემის საკითხს, მოახდინონ საკუთარი შემოსავლების დივერსიფიკაცია და საკუთარ ტერიტორიაზე დააწესონ კანონით განსაზღვრული ადგილობრივი მოსაკრებლების სახეები. სწორედ არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პროცესის გაუმჯობესების, ადგილობრივ დონეზე მდგრადი განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე მოქალაქეთა, ფიზიკური, იურიდიული ან/და ამხანაგობის უფლებების რეალიზაციის მიზნების მისაღწევად და აღნიშნულიდან გამომდინარე ეფექტური და ქმედითი სისტემის შექმნის მოტივიდან გამომდინარე, წინამდებარე კანონში შესატანი ცვლილებების უმთავრეს მიზანს წარმოადგენს მუნიციპალიტეტებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის დადასტურების საკითხში, შეიქმნას ერთგვარი შესაძლებლობა, რათა ადგილობრივი მოსაკრებლის დაწესების გზით, მათ შეძლონ აღნიშნული ფუნქციის შესასრულებლად და სისტემის ეფექტურად ფუნქციონირებისთვის საჭირო რესურსის არსებობის უზრუნველყოფა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად კი, საჭიროა საკანონმდებლო დონეზე განისაზღვროს ფინანსური უზრუნველყოფის გარანტიები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მოხდეს შესაბამისი ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღება („სამშენებლო სამართალდამრღვევის მიერ აღიარების შემთხვევაში, უნებართვოდ ან სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი“; ოდენობა არაუმეტეს 40 000 ლარი), და ის მუნიციპალიტეტები სადაც დიდი ინტენსივობაა მშენებლობების პროცესის, თავად გადაწყვეტენ ამ მოსაკრებლის შემოღების და შესაბამისი ოდენობების დადგენის საკითხს. ანალოგიური საფუძვლებითაა აუცილებელი გაიზარდოს უკვე არსებული მოსაკრებლის („მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი“) ოდენობა, რაც დღეის მდგომარეობით, შეადგენს არაუმეტეს 4500 ლარს. უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას 2024 წელს შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე მიმართა 1107-მა სამშენებლო ობიექტმა, ხოლო საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 123-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სამშენებლო ობიექტზე დარღვევების აღიარებისა და შესაბამისი ზომების გატარების მოთხოვნით მიმართა 219 ობიექტმა. 2025 წლის 9 თვის (იანვარსექტემბერი) განმავლობაში ანალოგიური მოთხოვნებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა: შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება - 1124 სამშენებლო ობიექტმა, ხოლო სამშენებლო ობიექტზე დარღვევების აღიარებისა და შესაბამისი ზომების გატარების მოთხოვნით 217-მა ობიექტმა. შესაბამისად, ექსპლუატაციაში მიღების მოთხოვნით მომართვიანობის გაზრდილი ოდენობის გამო, აუცილებელია მოხდეს მოსაკრებლების ოდენობის ოპტიმიზაცია. აღნიშნულის გათვალისწინებითა და ბიუჯეტის შემოსავლების გაზრდის მიზნით, მიზანშეწონილია მითითებული მოსაკრებლის („მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი“) ოპტიმალურ ოდენობამდე, არაუმეტეს 40 000 ლარამდე გაზრდა, რაც უზრუნველყოფს ამ მიმართულებით უფრო მეტად პროპორციული ადმინისტრირების სისტემის შექმნას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა კანონპროექტის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხის გადაჭრა, პრობლემის აღმოფხვრა შესაძლებელია მხოლოდ კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანით, რადგან მასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, შესაბამის მუნიციპალიტეტებს, ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებლის („სამშენებლო სამართალდამრღვევის მიერ აღიარების შემთხვევაში, უნებართვოდ ან სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი“) დაწესების გზით, გაუჩნდებათ შესაძლებლობა საკუთარი ძალისხმევის ფარგლებში გააუმჯობესონ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პროცესი, რაც ხელს შეუწყობს ამ მიზნით ეფექტური და ქმედითი სისტემის ჩამოყალიბებას, უზრუნველყოფს უფრო მეტად ოპტიმალური, პროპორციული და პრევენციული ადმინისტრირების სისტემის შექმნას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად, ცვლილება შედის „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში, კერძოდ: ა) მე-5 მუხლს ემატება 72 პუნქტი, რომლის თანახმადაც ადგილობრივ მოსაკრებლად განისაზღვრება - „სამშენებლო სამართალდამრღვევის მიერ აღიარების შემთხვევაში, უნებართვოდ ან სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი“. ბ) მე-61 მუხლის მე-3 პუნქტში განხორციელებული ცვლილებით, მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის ოდენობა 4500 ლარის ნაცვლად არ უნდა აღემატებოდეს 40 000 ლარს. გ) კანონს ემატება 63 მუხლი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, თუ ვინ ითვლება სამშენებლო სამართალდამრღვევის მიერ აღიარების შემთხვევაში, უნებართვოდ ან სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადამხდელ პირად, აღნიშნული მოსაკრებლის მაქსიმალური ოდენობა, გარდა ამისა, კანონპროექტის მითითებული მუხლის შესაბამისად მოსაკრებლის გადახდის წესს და ოდენობას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): წარმოდგენილ კანონპროექტზე არ ვრცელდება განმარტებითი ბარათის აღნიშნული პუნქტი, რადგან იგი არ არის საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი კანონპროექტის ამოქმედდება ნორმათა გამოქვეყნებიდან შინაარსიდან გამომდინარე, 30-ე დღეს, საჭიროა რადგან, გარკვეული მოსამზადებელი პერიოდის არსებობა. არ არის გათვალისწინებული კანონისთვის უკუძალის მინიჭება. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ინიციატორის მიერ არ მოითხოვება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტი ითვალისწინებს ახალი ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღებას და ადგილობრივი კანონპროექტი მოსაკრებელი დადებით გავლენას მიიმართება მუნიციპალურ ბიუჯეტში, მოახდენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ზრდის მიმართულებით. შემოსულობების რაოდენობა დამოკიდებული იქნება როგორც სამშენებლო სამართალდამრღვევის მიერ აღიარების შემთხვევაში, უნებართვოდ ან სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების რაოდენობასა და მოსაკრებლის ოდენობაზე, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს თითოეულ შემთხვევაში 40 000 ლარს, ასევე, მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების რაოდენობასა და მოსაკრებლის ოდენობაზე, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს თითოეულ შემთხვევაში 40 000 ლარს. „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის 61 მუხლის მოქმედი რედაქციის გათვალისწინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, 2023 წლის მდომარეობით განხორციელდა დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის 106 400 ლარის ოდენობით ჩარიცხვა, 2024 წელს - 170 900 ლარის, ხოლო 2025 წლის მონაცემებით - 143 800 ლარის ოდენობით. უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას 2024 წელს შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე მიმართა 1107-მა სამშენებლო ობიექტმა, ხოლო საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 123-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სამშენებლო ობიექტზე დარღვევების აღიარებისა და შესაბამისი ზომების გატარების მოთხოვნით მიმართა 219 ობიექტმა. 2025 წლის 9 თვის (იანვარსექტემბერი) განმავლობაში ანალოგიური მოთხოვნებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა: შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება 1124 სამშენებლო ობიექტმა, ხოლო სამშენებლო ობიექტზე დარღვევების აღიარებისა და შესაბამისი ზომების გატარების მოთხოვნით 217-მა ობიექტმა. 61 მუხლის მე-3 პუნქტში განსახორციელებელი ცვლილებით, განისაზღვრება, რომ მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის ოდენობა 4500 ლარის ნაცვლად არ უნდა აღემატებოდეს 40 000 ლარს, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ კანონს ემატება ახალი მოსაკრებლის სახე (სამშენებლო სამართალდამრღვევის მიერ აღიარების შემთხვევაში, უნებართვოდ ან სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი, რომლის ოდენობა შეადგენს არაუმეტეს 40 000 ლარს), კანონპროექტი დადებით გავლენას მოახდენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ზრდის მიმართულებით. ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სავარაუდო თანხა, რომელიც მოსაკრებლების სახით შევა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეადგენს 1 100 000 ლარზე მეტს. ასევე არანაკლებ ამდენი თანხა შესაძლოა მიიღოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნების შემთხვევაში. ამასთანავე, ერთ შემთხვევაში ადგილობრივ ბიუჯეტზე გავლენა (თუ პირმა მოისურვა დაჩქარებული მომსახურების მიღება) გამოიხატება მოსაკრებლის არსებულსა და გაზრდილი ოდენობით სხვაობაში (ამასთან იმ ოდენობით, თუ როგორ იქნება მუნიციპალიტეტების მიერ დადგენილი მოსაკრებლის ოდენობები)), მეორე შემთხვევაში კი ახალი მოსაკრებლის შემოღებით (და აქაც იმ შემთხვევაში თუ მოისურვა დაჩქარებული მომსახურების მიღება პირმა). ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. თუმცა, აქვე გასათვალისწინებელია, რომ გაზრდილი მომართვიანობიდან გამომდინარე, თანამშრომელთა დიდი რესურსი (როგორც რაოდენობრივი ასევე დროის თვალსაზრისით) იხარჯება სწორედ ამ დარღვევების შემოწმებაზე. რაც შეეხება თუ ვინ განახორციელებს ამ ფუნქციას, როგორც დღეს, ამ ფუნქციას განახორციელებს ისევ საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო, თბილისის შემთხვევაში მუნიციპალური ინსპექცია. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც იურიდიულ პირებზე ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტს ფინანსური გავლენა ექნება იმ პირებზე, რომლებიც ჩაიდენენ შესაბამის სამართალდარღვევას. კერძოდ, მათ მოუწევთ შესაბამისი მოსაკრებლის გადახდა. იქიდან გამომდინარე, რომ წინამდებარე კანონპროექტის გათვალისწინებით, სამშენებლო სამართალდამრღვევის მიერ აღიარების შემთხვევაში, უნებართვოდ ან სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის ოდენობა კანონით იქნება განსაზღვრული და შეადგენს არაუმეტეს 40 000 ლარს, ხოლო მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის ოდენობა იზრდება და 4500 ლარის ნაცვლად შეადგენს 20000 ლარს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი წინამდებარე კანონის პროექტის მიხედვით, განისაზღვრება ახალი, კერძოდ, „სამშენებლო სამართალდამრღვევის მიერ აღიარების შემთხვევაში, უნებართვოდ ან სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი“. კანონის პროექტის თანახმად, აღნიშნული მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს თითოეულ შემთხვევაში 40 000 ლარს. ასევე იზრდება მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 40000 ლარს. აღნიშნული მოსაკრებლების ოდენობები, განსაზღვრულია ამ მომსახურების სპეციფიკის, თანამშრომლების კვალიფიკაციის, ასევე თანამშრომელთა რაოდენობის და სხვა გარემოებების გათვალისწინებით. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტი არ გამომდინარეობს ბავშვის უფლებათა კოდექსიდან. კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე, რადგან იგი არ ეხება ბავშვთა უფლებებს. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის ინიციატორის მოსაზრებით, კანონპროექტის მიღებით ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე, ისეთი რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საქართველოს მიერ დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტი შემუშავდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი ქადაგიშვილი, მაია ბითაძე, შოთა ხაბარელი, დიმიტრი სამხარაძე, ნიკა ელისაშვილი, სალომე ჯინჯოლავა, ზურაბ რურუა, გიორგი ვოლსკი, დავით კაჭარავა, აკაკი ალადაშვილი, ირაკლი ხელაძე, ვლადიმერ ბოჟაძე, რამინა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, ნოდარ ტურძელაძე, ლევან მაჭავარიანი, ირაკლი ზარქუა.