„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (193/3-XIმპ, 12/11/2025) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-11-17
ბიუროს ნომერი 91
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) შეტანილ იქნეს ცვლილება და დანართს
(შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის
განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით) დაემატოს შემდეგი შინაარსის
323-ე გრაფა:
„
323
სამშენებლო
სამართალდამრღვევის
მიერ აღიარების
შემთხვევაში,
უნებართვოდ ან
სამშენებლო
დოკუმენტაციის
მოთხოვნების
დარღვევით
ნაწარმოები
მშენებლობის
თაობაზე აქტის
გამოცემის
დაჩქარებული
მომსახურების
მოსაკრებელი
100
“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს ამ კანონის გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
აღნიშნულ
საკანონმდებლო
პაკეტში
შემავალი
„ადგილობრივი
მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს, მოსაკრებლის ახალ
სახეს - „სამშენებლო სამართალდამრღვევის მიერ აღიარების შემთხვევაში,
უნებართვოდ ან სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევით
ნაწარმოები მშენებლობის თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების
მოსაკრებელს“.
შესაბამისად, აღნიშნული ცვლილების მიზანია, რომ საქართველოს კანონი
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ შესაბამისობაში მოვიდეს აღნიშნულ
საკანონმდებლო პაკეტში შემავალ კანონის პროექტებთან.
რამდენადაც, წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით ემატება
ახალი მოსაკრებელი - „სამშენებლო სამართალდამრღვევის მიერ აღიარების
შემთხვევაში, უნებართვოდ ან სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნების
დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული
მომსახურების მოსაკრებელი“, აუცილებელია საბიუჯეტო კოდექსში დაზუსტდეს
თუ სად მიემართება აღნიშნული შემოსულობით მიღებული თანხები.
შესაბამისად, კანონპროექტი წარმოადგენს საკანონმდებლო პაკეტის
შემადგენელ ნაწილს. იგი მიზნად ისახავს პროექტით გათვალისწინებულ ახალ
სამართლებრივ
რეგულაციებთან
საქართველოს
საბიუჯეტო
კოდექსის
შესაბამისობაში მოყვანას.
ა.ა.ბ)
არსებული
პრობლემის
გადასაჭრელად
კანონის
მიღების
აუცილებლობა
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტში
შემავალ კანონებთან, შესაბამისობაში მოყვანისთვის საჭიროა, კანონში შეტანილი
იქნას შესაბამისი ცვლილება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველოს
კანონი „საბიუჯეტო კოდექსი“ შესაბამისობაში მოვა, საკანონმდებლო პაკეტით
გათვალისწინებულ საქართველოს კანონებთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
წარმოდგენილი პროექტით ცვლილება შედის საქართველოს კანონი
„საბიუჯეტო კოდექსის“ დანართში (შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო,
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და
მუნიციპალიტეტების
ბიუჯეტებს
შორის
განაწილება
პროცენტული
3
მაჩვენებლების მიხედვით) კერძოდ, დანართს ემატება 32 -ე გრაფა, რომლის
მიხედვითაც განისაზღვრება, რომ სამშენებლო სამართალდამრღვევის მიერ
აღიარების შემთხვევაში, უნებართვოდ ან სამშენებლო დოკუმენტაციის
მოთხოვნების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის თაობაზე აქტის გამოცემის
დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლიდან შემოსული თანხის 100%
მიემართება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის
სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში
(საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
წარმოდგენილ კანონპროექტზე არ ვრცელდება განმარტებითი ბარათის
აღნიშნული პუნქტი, რადგან იგი არ არის საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს, რადგან
მნიშვნელოვანია, აღნიშნული კანონის ამოქმედება თანხვედრაში იყოს
საკანონმდებლო პაკეტში შემავალი კანონპროექტების ამოქმედების თარიღთან.
ამავდროულად, არ არის გათვალისწინებული კანონისთვის უკუძალის მინიჭების
საკითხი.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას)
ინიციატორის მიერ არ მოითხოვება კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვა,
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი)
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი
ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
აღნიშნული კანონპროექტი გავლენას იქონიებს მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. „სამშენებლო სამართალდამრღვევის მიერ
აღიარების შემთხვევაში, უნებართვოდ ან სამშენებლო დოკუმენტაციის
მოთხოვნების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის თაობაზე აქტის გამოცემის
დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი“ სრულად აისახება შესაბამისი
მუნიციპალიტეტის მუნიციპალურ ბიუჯეტში.
გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება შესაბამისი შემთხვევების
რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები)
მითითებით
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ
ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების
მიერ მისაღებ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს
პირდაპირი გავლენა
წინამდებარე კანონპროექტი
იქონიებს გავლენას იმ პირებზე, ვინც
უნებართვოდ ან სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევით
ნაწარმოები მშენებლობის თაობაზე აქტის გამოცემისათვის მოითხოვს
დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელს. მას აღნიშნული მოსაკრებელი
სრულად ექნება გადასახდელი ბიუჯეტში, იმ ოდენობით, რა ოდენობითაც
მუნიციპალიტეტის საკრებულო დაადგენს კანონით გათვალისწინებულ ზღვრულ
ფარგლებში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი
წინამდებარე კანონის პროექტის მიხედვით, განისაზღვრება ახალი
მოსაკრებელი, კერძოდ, უნებართვოდ ან სამშენებლო დოკუმენტაციის
მოთხოვნების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის თაობაზე აქტის გამოცემის
დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის
შეფასება
კანონპროექტი არ გამომდინარეობს ბავშვის უფლებათა კოდექსიდან.
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე, რადგან
იგი არ ეხება ბავშვთა უფლებებს.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის ინიციატორის მოსაზრებით, კანონპროექტის მიღებით
ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა
მოსალოდნელი არ არის.
გ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ
უკავშირდება საქართველოს მიერ დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი,
რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ,
საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტი შემუშავდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის
ჩართულობით.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება
კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი ქადაგიშვილი, მაია ბითაძე,
შოთა ხაბარელი, დიმიტრი სამხარაძე, ნიკა ელისაშვილი, სალომე ჯინჯოლავა,
ზურაბ რურუა, გიორგი ვოლსკი, დავით კაჭარავა, აკაკი ალადაშვილი, ირაკლი
ხელაძე, ვლადიმერ ბოჟაძე, რამინა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, ნოდარ
ტურძელაძე, ლევან მაჭავარიანი, ირაკლი ზარქუა.