„კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
12.11.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, არჩილ გორდულაძე, თენგიზ შარმანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ზურაბ ქადაგიძე, თორნიკე ჭეიშვილი, სალომე ჯინჯოლავა, ალუდა ღუდუშაური
ნომერი
#196/3-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 83 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 7
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 2
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-11-17
ბიუროს ნომერი 91

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ თავი I. ზოგადი დებულებანი მუხლი 1. კანონის მიზანი ამ კანონის მიზანია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ინდივიდუალური საჭიროებების დადგენის გზით მათი რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია, მხარდაჭერა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის პრევენცია, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესისა და პროცესში ჩართული უწყებების/დაწესებულებების უფლება-მოვალეობების განსაზღვრა. მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო 1. ეს კანონი განსაზღვრავს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რეაბილიტაციის და მხარდაჭერის პროცესის წარმართვისა და მონიტორინგის წესს, პროცესში ჩართული უწყებების/დაწესებულებების უფლებამოსილებებსა და მათი კოორდინირებულად მუშაობის პროცედურებს. 2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება არასრულწლოვანზე, რომელთან მიმართებითაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება და ამ ქმედების ჩადენამდე არ შესრულებია თოთხმეტი წელი. 3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ არასრულწლოვანზე თუ მას პროკურორის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირ – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრში გადამისამართებამდე შეუსრულდა თვრამეტი წელი. მუხლი 3. ტერმინთა განმარტებანი ამ კანონის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) არასრულწლოვანი – თვრამეტ წლამდე ასაკის პირი; ბ) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი – არასრულწლოვანი, რომლის მიმართ პროკურორის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასტურდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა და ამ ქმედების ჩადენამდე არ შესრულებია თოთხმეტი წელი; გ) კანონიერი წარმომადგენელი – არასრულწლოვნის თვრამეტი წლის ასაკს მიღწეული ახლო ნათესავი, აგრეთვე მეურვე, მზრუნველი, რომელიც არასრულწლოვნის ინტერესების დასაცავად მონაწილეობს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში და სარგებლობს არასრულწლოვნის უფლებებით, გარდა იმ უფლებებისა, რომლებითაც, თვით ამ უფლებების ბუნებიდან გამომდინარე, შეიძლება მხოლოდ არასრულწლოვანმა ისარგებლოს; დ) ახლო ნათესავი − არასრულწლოვნის მშობელი, მშვილებელი, მინდობით აღმზრდელი, პაპა, ბებია, და, ძმა; ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი – ამ კანონით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის დებულებას ამტკიცებს და ხელმძღვანელს ნიშნავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი; ვ) მულტიდისციპლინური ჯგუფი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის (შემდგომ – ცენტრი) შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომელთაგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც, იღებს გადაწყვეტილებას კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით, მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების თაობაზე და ასრულებს ამ კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს; ზ) არასრულწლოვნის რესოციალიზაციისა და მხარდაჭერის პროცესი – იმ ღონისძიებების ერთობლიობა, რომლებიც მიმართულია არასრულწლოვნის ფიზიკური, გონებრივი და სოციალური განვითარებისკენ და ეხმარება მას საზოგადოებაში ინტეგრაციაში; თ) არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები – არასრულწლოვნის უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, რესოციალიზაციარეაბილიტაციისა და სხვა ინტერესები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებისა და არასრულწლოვნის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, აგრეთვე მისი აზრის გათვალისწინებით განისაზღვრება; ი) არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლი – ცენტრის სტრუქტურული ერთეული, სადაც ამ კანონის V თავის შესაბამისად ხორციელდება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ღონისძიებები. თავი II. კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პრინციპები მუხლი 4. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობა კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში, უპირველეს ყოვლისა, გაითვალისწინება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები. მუხლი 5. კანონთან განვითარების უფლება კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ჰარმონიული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს აქვს ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარების უფლება. მუხლი 6. თანაზომიერება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებული ზომა უნდა იყოს თანაზომიერი იმ ქმედებისა, რომლის ჩადენის თაობაზეც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი. აგრეთვე, გამოყენებული ზომა უნდა შეესაბამებოდეს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის პიროვნებას, ასაკს, საგანმანათლებლო, სოციალურ და სხვა საჭიროებებს. მუხლი 7. დისკრიმინაციის აკრძალვა აკრძალულია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის, აგრეთვე მისი კანონიერი წარმომადგენლის პირდაპირი და ირიბი დისკრიმინაცია „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ნიშნით/ნიშნებით. მუხლი 8. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში არასრულწლოვნის მონაწილეობა 1. კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს აქვს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში უშუალოდ ან/და კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობის უფლება. აგრეთვე, მას აქვს უფლება, მოუსმინონ და გაითვალისწინონ მისი მოსაზრებები ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად. 2. თუ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის და მისი კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, უპირატესობა ენიჭება იმ მოთხოვნას, რომელიც მეტად შეესაბამება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს. მუხლი 9. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის გაჭიანურების დაუშვებლობა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესი ყოველგვარი გაუმართლებელი გაჭიანურების გარეშე უნდა მიმდინარეობდეს. მუხლი 10. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნისადმი ინდივიდუალური მიდგომა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში არასრულწლოვნის მიმართ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინება მისი ინდივიდუალური მახასიათებლები: ასაკი, განვითარების დონე, ცხოვრების, აღზრდისა და განვითარების პირობები, განათლება, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური ვითარება და სხვა გარემოებები, რომლებიც არასრულწლოვნის ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასების და მისი საჭიროებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. მუხლი 11. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების დაცულობა 1. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე უზრუნველყოფილია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების დაცულობა. 2. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში არასრულწლოვნის მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია არ არის საჯარო. დაუშვებელია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემების გამჟღავნება, გარდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. თავი III. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სისტემა მუხლი 12. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის ეტაპები 1. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის ეტაპებია: ა) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ცენტრში გადამისამართება; ბ) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მდგომარეობისა და მისი ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება; გ) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის შესაბამის სერვისებში/პროგრამებში ჩართვა ან/და გადამისამართება; დ) კანონთან კონფლიქტში მყოფი სერვისებში/პროგრამებში მონაწილეობის მონიტორინგი; არასრულწლოვნის ე) შესაბამისი სერვისის/პროგრამის დასრულების მდგომარეობაზე მონიტორინგის განხორციელება; შემდეგ შესაბამის არასრულწლოვნის ვ) ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართება. 2. კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნის მიმართ შეწყდება ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურები, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე ეტაპზე გამოვლინდება ამ პირის ქრონიკული ან დროებითი ფსიქიკური აშლილობა, გონებრივი განვითარების შეფერხება ან სხვაგვარი ფსიქიკური აშლილობა, რის გამოც არ შეუძლია თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათის ან მართლწინააღმდეგობის გაცნობიერება ან მისთვის ხელმძღვანელობა. მუხლი 13. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სისტემაში მონაწილე უწყებები/დაწესებულებები და მათი ფუნქციები 1. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სისტემა აერთიანებს: ა) ცენტრს; ბ) საქართველოს პროკურატურას; გ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გამოძიების ორგანოებს; დ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო); ე) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, აგრეთვე, მისი მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს/სკოლებს. 2. ცენტრი: ა) წარმართავს და კოორდინაციას უწევს კანონთან არასრულწლოვნის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესს; კონფლიქტში მყოფი ბ) ამუშავებს კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთან დაკავშირებით მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, აფასებს კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთან დაკავშირებულ ინდივიდუალურ გარემოებებსა და საჭიროებებს; გ) კანონთან კონფლიქტში სერვისში/პროგრამაში; მყოფ არასრულწლოვანს რთავს შესაბამის დ) შეიმუშავებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სისტემის ეფექტიანობისთვის საჭირო სერვისების/პროგრამების კონცეფციებს; ე) ახორციელებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის მონიტორინგს, რომლის ფარგლებშიც ახდენს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მიერ სერვისის/პროგრამის შესრულების ზედამხედველობასა და არასრულწლოვნის მიერ მიღწეული შედეგების შეფასებას, აგრეთვე, სერვისის/პროგრამის შემდგომ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანზე დაკვირვებას; ვ) ახორციელებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში მიღებული მონაცემების ანალიზს, შესაბამისი ყოველწლიური ანგარიშების მომზადებასა და გამოქვეყნებას პერსონალური მონაცემების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაცვით; ზ) უზრუნველყოფს ამ კანონით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების შესრულებას. 3. პროკურორი: ა) უზრუნველყოფს გადამისამართებას; კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ცენტრში ბ) უზრუნველყოფს ამ კანონით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების შესრულებას. 4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გამოძიების ორგანოები უზრუნველყოფენ ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას. 5. სააგენტო: ა) ცენტრის მიმართვის საფუძველზე უზრუნველყოფს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნისთვის წარმომადგენლის დანიშვნას; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ალტერნატიული ზრუნვის მიზნით არასრულწლოვნის სახელმწიფო ზრუნვაში განთავსებას; გ) უზრუნველყოფს ამ კანონით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების შესრულებას. 6. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, აგრეთვე, მათი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები/სკოლები: ა) უზრუნველყოფენ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში განთავსებული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მიერ ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას; ბ) უზრუნველყოფენ ამ კანონით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების შესრულებას. თავი IV. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესი მუხლი 14. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის დაწყება 1. არასრულწლოვანს, რომლის მიმართ პროკურორის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასტურდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა და ამ ქმედების ჩადენამდე არ შესრულებია თოთხმეტი წელი, პროკურორი გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გადაამისამართებს ცენტრში. 2. პროკურორი კანონთან კონფლიქტში მყოფი გადამისამართების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს კანონიერ/საპროცესო წარმომადგენელს. არასრულწლოვნის არასრულწლოვანს ცენტრში და მის 3. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ცენტრში გადამისამართების თაობაზე ინფორმაციის მიღებიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს ინფორმაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღისა, ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომელი უკავშირდება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს მასთან შეხვედრის ან/და გასაუბრების მიზნით. 4. თუ ცენტრის მიერ ვერ ხერხდება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის ვინაობის ან/და მისი საკონტაქტო ინფორმაციის დადგენა, ცენტრი უფლებამოსილია კანონიერი წარმომადგენლის ვინაობის ან/და მისი საკონტაქტო ინფორმაციის დადგენის მიზნით მიმართოს სხვა კომპეტენტურ უწყებას. 5. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის ვინაობის ან/და მისი საკონტაქტო ინფორმაციის დაუდგენლობის შემთხვევაში, აგრეთვე, თუ კანონიერი წარმომადგენელი უარს ამბობს ცენტრთან კომუნიკაციაზე/თანამშრომლობაზე ან სხვაგვარად უშლის ხელს ცენტრს მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებაში, ცენტრი მიმართავს სააგენტოს, რის საფუძველზეც სააგენტო დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს წარმომადგენლის დანიშვნას. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში სააგენტოს მიერ დანიშნული წარმომადგენელი ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას არასრულწლოვნის სახელით და მისი საუკეთესო ინტერესების დასაცავად. წარმომადგენელი სარგებლობს იმავე უფლებებით, რომლებითაც კანონიერი წარმომადგენელი. 7. კანონიერი წარმომადგენლის მიერ ცენტრთან თანამშრომლობაზე უარი ან/და ცენტრისთვის კანონმდებლობით დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებაში სხვაგვარად ხელის შეშლა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. 8. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს ამ კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს, გარდა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართებისა. მუხლი 15. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის თაობაზე ინფორმაციის მიღება 1. ცენტრი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის თაობაზე ინფორმაციას იღებს პროკურორისგან, აგრეთვე არასრულწლოვნისგან და მისი კანონიერი წარმომადგენლისგან. ცენტრი უფლებამოსილია არასრულწლოვანთან/მის კანონიერ წარმომადგენელთან კომუნიკაცია განახორციელოს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, აგრეთვე, შეხვედრის მიზნით დაიბაროს ისინი ცენტრში ან/და განახორციელოს ვიზიტი მათ საცხოვრებელ ადგილას. 2. ცენტრი უფლებამოსილია ამ კანონით მისთვის დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესასრულებლად საჭირო ინფორმაციის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების, მიღების მიზნით მიმართოს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გამოძიების ორგანოს ან/და სხვა ისეთ პირს ან დაწესებულებას, რომელსაც შეიძლება ინფორმაცია გააჩნდეს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ცხოვრების, კრიმინალური ისტორიის, აღზრდისა და განვითარების პირობების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ოჯახური ვითარებისა და სხვა ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური თუ სოციალური მახასიათებლების შესახებ, რომლებიც მისი ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასების და საჭიროებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნულ შემთხვევაში შესაბამისი პირი/უწყება/დაწესებულება ვალდებულია მოთხოვნილი ინფორმაცია მიაწოდოს ცენტრს. 3. ამ კანონით ცენტრისთვის დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესასრულებლად საჭირო ინფორმაციის მიღების მიზნით ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს ვიზიტი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, გაესაუბროს დასახელებულ დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს, მათ შორის დაწესებულების დირექტორს, მასწავლებელსა და მანდატურს. მუხლი 16. კანონთან სერვისში/პროგრამაში ჩართვა კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის შესაბამის 1. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ცენტრში გადამისამართების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღეში ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მზადდება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიში, რომელიც განსაზღვრავს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ინდივიდუალურ მახასიათებლებსა და საჭიროებებს. 2. ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომელი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს წარუდგენს მულტიდისციპლინურ ჯგუფს, რომელიც დასახელებული ანგარიშის საფუძველზე, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, განსაზღვრავს არასრულწლოვნის საჭიროებებზე მორგებულ სერვისებს/პროგრამებს, მისი შესრულების დროში გაწერილ ინდივიდუალურ გეგმას და არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის სერვისში/პროგრამაში ჩართვის თაობაზე. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების პროცესში მულტიდისციპლინური ჯგუფი ასევე განიხილავს და წყვეტს თუ ვის მიერ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი შესაბამის სერვისში/პროგრამაში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მონაწილეობა. 4. იმ შემთხვევაში, თუ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს შეუძლია უზრუნველყოს სერვისში/პროგრამაში არასრულწლოვნის მონაწილეობა და აღნიშნული არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს, პრიორიტეტულად განიხილება კანონიერი წარმომადგენლის მიერ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის სერვისში/პროგრამაში მონაწილეობის უზრუნველყოფა. 5. იმ შემთხვევაში თუ კანონიერი წარმომადგენლის მიერ ვერ იქნება უზრუნველყოფილი არასრულწლოვნის სერვისში/პროგრამაში მონაწილეობა და კანონიერ წარმომადგენელთან ცხოვრება ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს, მულტიდისციპლინური ჯგუფი უფლებამოსილია მიმართოს სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალტერნატიული ზრუნვის მიზნით არასრულწლოვნის სახელმწიფო ზრუნვაში განსათავსებლად კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის სერვისის/პროგრამის შესრულებისთვის საჭირო ვადით. აღნიშნულ შემთხვევაში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მიერ სერვისის/პროგრამის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით სააგენტო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს ყველა შესაძლო ღონისძიებას. 6. მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ სერვისებში/პროგრამებში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მონაწილეობის საერთო ვადა არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები და 12 თვეზე მეტი. აღნიშნული ვადა, საჭიროების შემთხვევაში, მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილებით, ყოველ ჯერზე, შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 12 თვის ვადით. 7. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნისთვის შესაბამისი სერვისის/პროგრამის განსაზღვრისას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების, ინდივიდუალური საჭიროებებისა და მახასიათებლების გათვალისწინებით, მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილებით შესაძლოა, განისაზღვროს შერჩეულ სერვისში/პროგრამაში არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის ან ოჯახის სხვა წევრის ჩართულობა. 8. მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ მიღებულ ამ მუხლით განსაზღვრულ გადაწყვეტილებათა შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს, მის კანონიერ წარმომადგენელს და პირს/დაწესებულებას/უწყებას, რომლის მიერ ორგანიზებულ სერვისში/პროგრამაში უნდა ჩაერთოს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი, აგრეთვე სააგენტოს, თუ ის ჩართულია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში. 9. მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის სერვისში/პროგრამაში ჩართვის თაობაზე სავალდებულოა შესასრულებლად. 10. მულტიდიციპლინური ჯგუფის შექმნისა და ფუნქციონირების წესს, აგრეთვე, მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესსა და პროცედურას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. მუხლი 17. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის მონიტორინგი 1. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მიერ სერვისის/პროგრამის შესრულების ზედამხედველობასა და არასრულწლოვნის მიერ მიღწეული შედეგების შეფასებას ახორციელებს ცენტრი. 2. ნებისმიერი პირი/დაწესებულება/უწყება, რომლის მიერ ორგანიზებულ სერვისში/პროგრამაში მონაწილეობს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი უზრუნველყოფს ცენტრის მიერ დადგენილი პერიოდულობითა და ფორმით ცენტრის ინფორმირებას პროცესში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მონაწილეობისა და არასრულწლოვნის მიერ მიღწეული შედეგების შესახებ. 3. ცენტრი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის მონიტორინგს ახორციელებს შესაბამისი პირის/დაწესებულების/უწყების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომელი ესწრება სერვისის/პროგრამის მიმდინარეობის პროცესს, გაესაუბრება სერვისის/პროგრამის მიწოდებაზე პასუხისმგებელი პირს, დაწესებულების/უწყების წარმომადგენელს, არასრულწლოვანსა და მის კანონიერ წარმომადგენელს. 4. ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომელი არასრულწლოვნის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით სერვისის/პროგრამის დასრულებამდე, პერიოდულობით, მაგრამ არანაკლებ თვეში ერთხელ, ხვდება კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს, საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე მის კანონიერ წარმომადგენელს და განიხილავს სერვისის/პროგრამის მიმდინარეობას, არასრულწლოვნის მიერ მიღწეულ შედეგებს, შესაბამის სერვისში/პროგრამაში არასრულწლოვნის მონაწილეობისა და სხვა ჩართულ პირთა მიერ აღმოჩენილი დახმარების ეფექტიანობას, შესაძლო დამატებით საჭიროებებსა და სხვა შესაბამის საკითხებს. 5. განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომელი ამზადებს მონიტორინგის ყოველთვიურ და საბოლოო ანგარიშებს, რომელშიც აღიწერება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის სერვისში/პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე ინფორმაცია, მიღწეული შედეგი, სერვისის/პროგრამის გავლენა არასრულწლოვანზე, არასრულწლოვნის დამატებითი საჭიროებები და დამატებითი სერვისები/პროგრამები, რომლებში ჩართვასაც შესაძლოა საჭიროებდეს არასრულწლოვანი. 6. ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომელი ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ მონიტორინგის ანგარიშებს წარუდგენს მულტიდისციპლინურ ჯგუფს. მულტიდისციპლინური ჯგუფი უფლებამოსილია მონიტორინგის ანგარიშებისა და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთან გასაუბრების საფუძველზე, შეცვალოს სერვისი/პროგრამა და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი ჩართოს სხვა სერვისში/პროგრამაში. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს, მის კანონიერ წარმომადგენელს და პირს/დაწესებულებას/უწყებას, რომლის მიერ ორგანიზებულ სერვისში/პროგრამაში უნდა ჩაერთოს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი, აგრეთვე სააგენტოს, თუ ის ჩართულია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში. 7. ცენტრი კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანზე მონიტორინგს აგრძელებს შესაბამისი სერვისის/პროგრამის დასრულების შემდეგ ერთი წლის განმავლობაში. ცენტრი უფლებამოსილია მონიტორინგის განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაცია მოიპოვოს ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრული წესით. განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომელი ამზადებს მონიტორინგის კვარტლურ და საბოლოო ანგარიშებს, რომელსაც წარუდგენს მულტიდისციპლინურ ჯგუფს. 8. მულტიდისციპლინური ჯგუფი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში, ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, კვლავ უზრუნველყოს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ჩართვა შესაბამის სერვისში/პროგრამაში. მუხლი 18. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის სერვისში/პროგრამაში ჩართვის თაობაზე მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილების შეუსრულებლობა 1. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის მიერ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის სერვისში/პროგრამაში ჩართვის თაობაზე მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილების შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედების ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული კანონიერი წარმომადგენლის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. ამასთან, ცენტრის მიმართვის საფუძველზე, სააგენტო გამოყოფს თანამშრომელს, რომელიც სერვისის/პროგრამის შესრულების უზრუნველსაყოფად ცენტრთან ერთად აქტიურად იწყებს მუშაობს კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთან და მის კანონიერ წარმომადგენელთან. თუ აღნიშნულის მიუხედავად კვლავ არ ხდება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის სერვისში/პროგრამაში ჩართვის თაობაზე მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილების შესრულება, სააგენტო ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ალტერნატიული ზრუნვის მიზნით არასრულწლოვნის სახელმწიფო ზრუნვაში განსათავსებლად ან მიმართავს ცენტრს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასაწყებად. თავი V. არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლი მუხლი 19. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართება 1. არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის გადამისამართების მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია და მხარდაჭერა. 2. არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის გადამისამართება არ წარმოადგენს არასრულწლოვნის დასჯის ღონისძიებას. 3. არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში დასაშვებია 10-დან 18 წლამდე ასაკის კანონთან კონფლიქტში მყოფი იმ არასრულწლოვნის გადამისამართება, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩაიდინა 10-დან 14 წლამდე ასაკში. 4. არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის გადამისამართება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილებით. მუხლი 20. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების საფუძველი და წესი 1. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების საფუძველია: ა) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი ალტერნატიული ზრუნვის მიზნით განთავსებულია სახელმწიფო ზრუნვაში და ვერ ხორციელდება სერვისის/პროგრამის შესრულება; ბ) ამ კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომართვის არსებობის შემთხვევაში; გ) პროკურორის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასტურდება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის სერვისში/პროგრამაში ჩართვის შემდეგ მის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რომლის ჩადენისათვის გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას; დ) პროკურორის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასტურდება არასრულწლოვნის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რომლის ჩადენისათვის გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას (მიუხედავად იმისა, არასრულწლოვანი ჩართულია თუ არა სერვისში/პროგრამაში); 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას არ გამოიყენება ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული კანონთან კონფლიქტში მყოფი პირის სერვისში/პროგრამაში ჩართვა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული საფუძვლის არსებობის თაობაზე ინფორმაციის მიღებიდან არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადაში მულტიდისციპლინური ჯგუფი განსაზღვრავს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნისთვის საჭირო სერვისებს/პროგრამებს, მისი შესრულების დროში გაწერილ ინდივიდუალურ გეგმას და სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით წარუდგენს შუამდგომლობას. შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს ინფორმაცია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების საფუძვლის, საჭირო სერვისების/პროგრამებისა და მისი შესრულების დროში გაწერილი ინდივიდუალური გეგმის შესახებ. 4. სასამართლოს მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი ერთვება სერვისში/პროგრამაში ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული წესით. აღნიშნულ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესი. 5. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართება დასაშვებია 6 თვემდე ვადით. აღნიშნული ვადა მულტიდისციპლინური ჯგუფის მიმართვის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს საჭიროებისამებრ, ყოველ ჯერზე 6 თვემდე ვადით. ვადის გაგრძელების საჭიროებას მულტიდისციპლინური ჯგუფი განიხილავს ამ კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრული წესით. მუხლი 21. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება 1. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი, ხოლო კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ალტერნატიული ზრუნვის მიზნით სახელმწიფო ზრუნვაში განთავსების შეთხვევაში − სააგენტო. კანონიერი წარმომადგენლის მიერ გადაწყვეტილების აღუსრულებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს ცენტრის უფლებამოსილი პირი. 2. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებისას, გადაწყვეტილების აღმასრულებელი პირი, მისთვის ხელის შეშლის შემთხვევაში, უფლებამოსილია, ამ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული იძულების ღონისძიებები. მუხლი 22. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების ვადის გადასინჯვა და გაგრძელება 1. არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში არასრულწლოვნის ყოფნის ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა, არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლის უფლებამოსილი პირი, ცენტრის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად მიმართავს მულტიდისციპლინურ ჯგუფს და წარუდგენს ინფორმაციას არასრულწლოვნის მიერ მიღწეული დადებითი შედეგების, არსებული სირთულეებისა და საჭიროებების შესახებ. 2. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში ყოფნის პერიოდში ნებისმიერ დროს, თუ არასრულწლოვნის ამ სახლში ყოფნა აღარ არის აუცილებელი მისი რესოციალიზაციის, რეაბილიტაციის და მხარდაჭერის მიზნის მისაღწევად, არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლის უფლებამოსილი პირი შესაბამისი გარემოების გამოვლენისთანავე მიმართავს მულტიდისციპლინურ ჯგუფს არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. 3. არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლიდან მიღებული ინფორმაციის, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთან და სხვა პირებთან გასაუბრების საფუძველზე, მულტიდისციპლინური ჯგუფი აფასებს არასრულწლოვნის მიერ მიღწეულ დადებით შედეგებს, არსებულ სირთულეებს, არასრულწლოვნის საჭიროებებს, არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში ყოფნის აუცილებლობას და მისთვის მიმართვიდან გონივრულ ვადაში იღებს გადაწყვეტილებას: ა) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის დასრულების შესახებ; ბ) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში ყოფნის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის დასრულებისა და მის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვის შესახებ; გ) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის ვადის არაუმეტეს 6 თვის ვადით გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მულტიდისციპლინური ჯგუფი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით შუამდგომლობას წარუდგენს სასამართლოს. შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს ინფორმაცია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში ყოფნის ვადის გაგრძელების საჭიროების, საჭირო სერვისების/პროგრამებისა და მისი შესრულების დროში გაწერილ ინდივიდუალურ გეგმის შესახებ. მუხლი 23. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლის დატოვება მიერ 1. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი ტოვებს არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლს თუ გავიდა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა და სასამართლოს მიერ არ მოხდა აღნიშნული ვადის გაგრძელება. 2. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი ტოვებს არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლს თუ მას შეუსრულდა 18 წელი. მუხლი 24. არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლი 1. არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლს ხელმძღვანელობს დირექტორი. 2. არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლს შესაძლოა ჰქონდეს საკუთარი სერვისი/პროგრამა, რომლით სარგებლობის შესაძლებლობაც ექნება იმ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანსაც, რომლის გადამისამართებაც არ ხდება არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში. 3. არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში განთავსებული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი უფლებამოსილია თავისუფლად გადაადგილდეს დასახელებული სახლის ტერიტორიაზე. 4. სასამართლოს მიერ განსაზღვრული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების ვადის ამოწურვამდე დაუშვებელია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიერ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლის დირექტორის ან მის მიერ განსაზღვრული პირის თანხმობის გარეშე დასახელებული სახლის დატოვება. 5. არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში განთავსებული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ქცევისა და მის მიერ მიღწეული დადებითი შედეგების გათვალისწინებით, კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს კანონიერი წარმომადგენლის თანხლებით შეიძლება მიეცეს არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლის დროებით დატოვების უფლება. 6. არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში განთავსებული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მიერ დასახელებული სახლის დროებით დატოვების წესს, არასრულწლოვანთან ვიზიტის საათებს და პროცედურას, აგრეთვე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებებს განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი. 7. იუსტიციის მინისტრი, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით, ბრძანებით განსაზღვრავს არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში არასრულწლოვანთა ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარებისა და სხვა კანონიერი ინტერესების რეალიზებისა და დაცვის პირობებს. თავი VI. არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში მყოფი არასრულწლოვნის განათლება მუხლი 25. არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში მყოფი არასრულწლოვნის განათლება 1. არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლი ვალდებულია შექმნას პირობები ამავე სახლში მყოფი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მიერ ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მისაღებად. 2. კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს, რომელმაც არ იცის საქართველოს სახელმწიფო ენა, უნდა შეექმნას პირობები მის შესასწავლად. მუხლი 26. არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში მყოფი არასრულწლოვნის ზოგადი განათლება 1. არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში მყოფ არასრულწლოვანს უნდა ჰქონდეს საშუალება, მიიღოს სრული ზოგადი განათლება საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად. 2. არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში ზოგადი განათლების მიწოდება ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ დამტკიცებული საგანმანათლებლო პროგრამით. ეს პროგრამა უნდა უზრუნველყოფდეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევას. ამ პროგრამაზე არ ვრცელდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობები და საათობრივი ბადე. 3. არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში ზოგადი განათლების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ დამტკიცებული პროგრამით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილისგან განსხვავებული წესით. მუხლი 27. არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში მყოფი არასრულწლოვნის პროფესიული განათლება 1. არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში არასრულწლოვანს უნდა შეექმნას პირობები პროფესიული განათლების მისაღებად. მყოფ 2. არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში მყოფი არასრულწლოვნის მიერ პროფესიული განათლების მიღების დროს უპირატესობა ენიჭება იმ პროფესიებს, რომელთა შესწავლაც არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლშია შესაძლებელი. 3. არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში მყოფი არასრულწლოვნის მიერ პროფესიული განათლების მიღების წესი და შესაბამის სპეციალობათა ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. მუხლი 28. არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში მყოფი არასრულწლოვნის უმაღლესი განათლება 1. არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში მყოფ არასრულწლოვანს უფლება აქვს, ისარგებლოს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე განათლების მიღების უფლებით. არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში მყოფი არასრულწლოვნის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე განათლების მიღების წესი და შესაბამის სპეციალობათა ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 2. არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის არასრულწლოვანი აკადემიურ უმაღლეს განათლებას იღებს: სახლში მყოფი ა) ციფრული სწავლების ფორმით, რაც გულისხმობს არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში მყოფი არასრულწლოვნისთვის აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების უზრუნველყოფას პირდაპირი ტელეხიდით, სპეციალური ელექტრონული პლატფორმების მეშვეობით; ბ) კორესპონდენციული სწავლების ფორმით, რაც გულისხმობს არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში მყოფი არასრულწლოვნისთვის აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების უზრუნველყოფას საკონტაქტო პირის მეშვეობით, სასწავლო მასალის მიწოდებით და ურთიერთობის წერილობითი ფორმის გამოყენებით. 3. არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში მყოფი არასრულწლოვნის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების მიღება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს, რამდენადაც შესაძლებელია, ციფრული სწავლების ფორმით. 4. არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში მყოფი არასრულწლოვნის უმაღლესი განათლება ფინანსდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. თავი VII. არასრულწლოვნის რესოციალიზაციისა და მხარდაჭერის პროცესში მონაწილე პირი მუხლი 29. არასრულწლოვნის რესოციალიზაციისა და მხარდაჭერის პროცესში მონაწილე პირის სპეციალიზაცია 1. არასრულწლოვნის რესოციალიზაციისა და მხარდაჭერის პროცესში მონაწილე პირს გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური სწავლება არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკასა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში. 2. არასრულწლოვნის რესოციალიზაციისა და მხარდაჭერის პროცესში მონაწილე პირის სპეციალიზაციის სტანდარტი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ხოლო მოსამართლის შემთხვევაში – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. 3. პირს, ვისაც გავლილი აქვს ბავშვის უფლებათა კოდექსით ან/და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული სპეციალიზაცია, ამ კანონის მიზნებისთვის ჩაითვალოს სპეციალიზებულ პირად. თავი VIII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები მუხლი 30. გარდამავალი დებულებები 1. 2026 წლის 1 იანვრამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყოს: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის დებულების განსაზღვრა; ბ) მულტიდიციპლინური ჯგუფის შექმნისა და ფუნქციონირების, აგრეთვე, მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესისა და პროცედურის განსაზღვრა; გ) არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში განთავსებული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მიერ დასახელებული სახლის დროებით დატოვების წესის, არასრულწლოვანთან ვიზიტის საათების და პროცედურის განსაზღვრა. 2. 2026 წლის 1 იანვრამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ერთობლივი ბრძანებით დაადგინონ: ა) არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის არასრულწლოვანის მიერ სრული ზოგადი განათლების მიღების წესი; სახლში მყოფ ბ) პროფესიული განათლების მიღების წესი და შესაბამის სპეციალობათა ჩამონათვალი; გ) აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე განათლების მიღების წესი და შესაბამის სპეციალობათა ჩამონათვალი. 3. 2026 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღება. 4. 2026 წლის 1 იანვრამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების მიღება. 5. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 6. შესაბამისმა უწყებებმა უზრუნველყონ კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 31. დასკვნითი დებულებები 1. ეს კანონი, გამოქვეყნებისთანავე. გარდა ამ კანონის პირველი-29-ე მუხლებისა, ამოქმედდეს 2. ამ კანონის პირველი-29-ე მუხლები ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ შეერაცხება ბრალად იმას, ვისაც ამ ქმედების ჩადენამდე არ შესრულებია თოთხმეტი წელი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული დევნა უნდა შეწყდეს, თუ პირს არ მიუღწევია იმ ასაკისათვის, რომლიდანაც დგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს (14 წელი) მიუღწეველი პირის მიერ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შემთხვევაში, არ ხორციელდება სისხლისსამართლებრივი დევნა, ასევე, არ არსებობს ჩადენილ ქმედებაზე რეაგირების, აგრეთვე, ამგვარი ქმედების პრევენციის ეფექტიანი მექანიზმი. ქმედითი ბერკეტების არარსებობა, თავის მხრივ ახალისებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ პირებში კანონსაწინააღმდეგო ქცევას. აგრეთვე, მიუხედავად კანონმდებლობის მოთხოვნისა, დღემდე არ არსებობს დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს იმ არასრულწლოვანთა რესოციალიზაციასა და რეაბილიტაციას, რომელთა მიმართ სხვა, ნაკლებად ინტენსიური ღონისძიების გამოყენება არ იყო ეფექტური. აღნიშნულის გათვალისწინებით, შეუძლებელია მსგავსი არასრულწლოვნების მიმართ განხორციელდეს საჭირო მიზნობრივი სარეაბილიტაციო ღონისძიებები. სწორედ აღნიშნული გამოწვევის საპასუხოდ შემუშავდა „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებები. დასახელებული კანონის მოქმედება გავრცელდება არასრულწლოვანზე, რომელთან მიმართებითაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება და ამ ქმედების ჩადენამდე არ შესრულებია თოთხმეტი წელი. შემუშავებული კანონის პროექტის მიზანია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთა ინდივიდუალური საჭიროებების დადგენის გზით მათი რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია, მხარდაჭერა და დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობა. აგრეთვე, არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესისა და პროცესში ჩართული უწყებების/დაწესებულებების უფლება-მოვალეობების განსაზღვრა. კანონპროექტი ითვალისწინებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით მათ საჭირო სერვისში/პროგრამაში ჩართვას. აგრეთვე, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ გადამისამართებას არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში, სადაც არასრულწლოვნის რეაბილიტაციისა და დახმარების მიზნით, მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, უზრუნველყოფილი იქნება სტრუქტურირებული და მართვადი გარემო. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები არ წარმოადგენენ სისხლისსამართლებრივ ღონისძიებებს. ისინი მიმართულნი არიან არა არასრულწლოვნის დასჯისკენ, არამედ მისი დახმარებისკენ, დაცვისა და შესაბამისი სოციალური უნარების გამომუშავებისკენ. აღნიშნულ პროცესში მიღებული თითოეული გადაწყვეტილება დაეფუძნება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს და მიიღება მულტიდისციპლინური მიდგომით, რაც გულისხმობს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის საჭიროებების განსაზღვრაში სხვადასხვა სპეციალიზაციის მქონე (მაგალითად, ფსიქოლოგი, იურისტი, ექიმი და სხვა) პირების ჩართულობას. რაც შეეხება, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართებას, აღნიშნულ პროცესში ჩართული იქნება როგორც მულტიდისციპლინური ჯგუფი, ასევე სასამართლო, რომელიც გადაწყვეტს არასრულწლოვნის აღნიშნულ სახლში განთავსების საკითხს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: დღეის მდგომარეობით არ არსებობს საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც სრულყოფილად მოაწესრიგებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი პირის მიერ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან ეფექტიანი რეაგირების და არასრულწლოვნის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის საკითხებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს უზრუნველსაყოფად, აუცილებელია შემუშავდეს წინამდებარე საქართველოს კანონი. შექმნის ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: პროექტის მიღებით შეიქმნება საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი პირის მიერ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შემთხვევაში, ეფექტიანი რეაგირების მექანიზმების ფუნქციონირებას. წარმოდგენილი კანონის პროექტით დარეგულირდება კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის და მხარდაჭერის პროცესის წარმართვისა და მონიტორინგის წესი, პროცესში ჩართული უწყებების/დაწესებულებების უფლებამოსილებები, მათი კოორდინირებულად მუშაობის პროცედურები და სხვა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონის პროექტით, განისაზღვრება კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის და მხარდაჭერის პროცესის წარმართვისა და მონიტორინგის წესი, პროცესში ჩართული უწყებების/დაწესებულებების უფლებამოსილებები და მათი კოორდინირებულად მუშაობის პროცედურები. პროექტით, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი განიმარტება, როგორც არასრულწლოვანი, რომელთან მიმართებაშიც პროკურორის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასტურდება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა და რომელსაც ამ ქმედების ჩადენამდე არ შესრულებია თოთხმეტი წელი. პროექტის თანახმად, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესი დაეფუძნება მულტიდარგობრივ მიდგომას, რა დროსაც სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურა იმუშავებს კოორდინირებულად არასრულწლოვნის დახმარების მიზნითა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. პროექტით განსაზღვრული ამოცანების ეფექტიანად აღსრულებისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შეიქმნება ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი (შემდგომ − ცენტრი), რომელიც იქნება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის წარმმართავი და მაკოორდინირებელი ორგანო. კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სისტემაში გაერთიანდება: ცენტრი, საქართველოს პროკურატურა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გამოძიების ორგანოები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, აგრეთვე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირები და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები/სკოლები. პროექტით, ზემოაღნიშნულ ორგანოებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის ეფექტიანად წარმართვის უზრუნველსაყოფად განესაზღვრებათ რიგი უფლება-მოვალეობები. კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესი შედგება რამდენიმე ეტაპისგან, კერძოდ:       კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ცენტრში გადამისამართება; კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მდგომარეობისა და მისი ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება; კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის შესაბამის სერვისებში/პროგრამებში ჩართვა ან/და გადამისამართება; კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის შესაბამის სერვისებში/პროგრამებში მონაწილეობის მონიტორინგი; შესაბამისი სერვისის/პროგრამის დასრულების შემდეგ არასრულწლოვნის მდგომარეობაზე მონიტორინგის განხორციელება; კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართება. როგორც უკვე აღინიშნა, კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის პირველ ეტაპს წარმოადგენს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ცენტრში გადამისამართება. არასრულწლოვნის ცენტრში გადამისამართებას განახორციელებს პროკურორი. კერძოდ, პროკურორი არასრულწლოვანს, რომელთან მიმართებაშიც მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დადასტურდება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა და ამ ქმედების ჩადენამდე არ შესრულებია თოთხმეტი წელი, ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გადაამისამართებს ცენტრში. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ცენტრში გადამისამართების შემდეგ ცენტრი იწყებს არასრულწლოვნის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებას. აღიშნული მიზნით ცენტრი უფლებამოსილი იქნება ინფორმაცია მიიღოს არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლისგან, აგრეთვე, ინფორმაცია გამოითხოვოს სახელმწიფოს სხვადასხვა ორგანოდან ან/და სხვა ისეთი პირიდან ან დაწესებულებიდან, რომელსაც შეიძლება ინფორმაცია გააჩნდეს მასზე. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის ვინაობის ან/და მისი საკონტაქტო ინფორმაციის დაუდგენლობის შემთხვევაში, აგრეთვე, თუ კანონიერი წარმომადგენელი უარს ამბობს ცენტრთან კომუნიკაციაზე/თანამშრომლობაზე ან სხვაგვარად უშლის ხელს ცენტრს, მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებაში, ცენტრის მიმართვის საფუძველზე, არასრულწლოვანს დაენიშნება წარმომადგენელი, რომელიც განახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას არასრულწლოვნის სახელით და მისი საუკეთესო ინტერესების დასაცავად. აგრეთვე, ცენტრი მოამზადებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს, რომელიც განსაზღვრავს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ინდივიდუალურ მახასიათებლებსა და საჭიროებებს. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიში წარედგინება ცენტრის მულტიდისციპლინურ ჯგუფს, რომელიც დასახელებული ანგარიშის საფუძველზე, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, განსაზღვრავს არასრულწლოვნის საჭიროებებზე მორგებულ სერვისებს/პროგრამებს, მისი შესრულების დროში გაწერილ ინდივიდუალურ გეგმას და იღებს გადაწყვეტილებას კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის სერვისში/პროგრამაში ჩართვის თაობაზე. მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის სერვისში/პროგრამაში ჩართვის თაობაზე სავალდებულოა შესასრულებლად. აღსანიშნავია, რომ მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ ცენტრთან თანამშრომლობაზე უარი, ცენტრისთვის კანონმდებლობით დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებაში სხვაგვარად ხელის შეშლა ან კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის სერვისში/პროგრამაში ჩართვის თაობაზე მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილების შეუსრულებლობა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ სერვისებში/პროგრამებში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მონაწილეობის საერთო ვადა არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები და 12 თვეზე მეტი. აღნიშნული ვადა, საჭიროების შემთხვევაში, მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილებით, ყოველ ჯერზე, შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 12 თვის ვადით. საგულისხმოა, რომ არსებობს შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვნის ინდივიდუალური მახასიათებლების, საჭიროებებისა თუ მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსისა და სიმძიმის გამო, არასრულწლოვნის სერვისში/პროგრამაში ჩართვა არაეფექტიანია. აგრეთვე, არასრულწლოვნისგან მომავალი საფრთხის გათვალისწინებით, შეიძლება სერვისში/პროგრამაში ჩართვას იმთავითვე არ ჰქონდეს პოზიტიური შედეგების მიღწევის პოტენცია და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, თავიდანვე საჭირო იყოს უფრო ინვაზიური მეთოდების გამოყენება. სწორედ მსგავს შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით იქმნება არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლი, რომელში გადამისამართების მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია, მხარდაჭერა და იგი არ წარმოადგენს არასრულწლოვნის დასჯის ღონისძიებას. არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში დასაშვები იქნება 10-დან 18 წლამდე ასაკის კანონთან კონფლიქტში მყოფი იმ არასრულწლოვნის გადამისამართება, რომელმაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა 10-დან 14 წლამდე ასაკში. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართება მოხდება კანონით პირდაპირ განსაზღვრული შემდეგი საფუძვლების არსებობისას:     კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი ალტერნატიული ზრუნვის მიზნით განთავსებულია სახელმწიფო ზრუნვაში და ვერ ხორციელდება სერვისის/პროგრამის შესრულება; კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომართვის არსებობის შემთხვევაში; პროკურორის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასტურდება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის სერვისში/პროგრამაში ჩართვის შემდეგ მის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რომლის ჩადენისათვის გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას; პროკურორის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასტურდება არასრულწლოვნის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რომლის ჩადენისათვის გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას (მიუხედავად იმისა, არასრულწლოვანი ჩართულია თუ არა სერვისში/პროგრამაში). არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის გადამისამართება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილებით. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართება დასაშვებია 6 თვემდე ვადით. აღნიშნული ვადა მულტიდისციპლინური ჯგუფის მიმართვის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს საჭიროებისამებრ, ყოველ ჯერზე 6 თვემდე ვადით. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში ყოფნის პერიოდში ნებისმიერ დროს, თუ არასრულწლოვნის ამ სახლში ყოფნა აღარ არის აუცილებელი მისი რესოციალიზაციის, რეაბილიტაციის და მხარდაჭერის მიზნის მისაღწევად, არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლის უფლებამოსილი პირი შესაბამისი გარემოების გამოვლენისთანავე მიმართავს მულტიდისციპლინური ჯგუფს არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში განთავსებული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი უფლებამოსილი იქნება თავისუფლად გადაადგილდეს დასახელებული სახლის ტერიტორიაზე, თუმცა გადამისამართების ვადის ამოწურვამდე, შესაბამისი თანხმობის გარეშე, დაუშვებელი იქნება მის მიერ სახლის დატოვება. საგულისხმოა, რომ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში მყოფი არასრულწლოვანი უზრუნველყოფილი იქნება ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლებით. დასახელებული სახლი ორიენტირებული იქნება არასრულწლოვნის ინდივიდუალურ განვითარებაზე, განათლებასა და ქცევის კორექციაზე. შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტები არასრულწლოვანთან განახორციელებენ აღმზრდელობით, ფსიქოლოგიურ და თერაპიულ მუშაობას. არასრულწლოვანის ინტერესებზე მორგებული შესაბამისი გარემო და პერსონალი დაეხმარება მას არსებული გამოწვევების დაძლევაში. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით გათვალისწინებული რეგულაციების ამოქმედება საჭიროებს გარკვეული მოსამზადებელი ღონისძიებების განხორციელებას, აგრეთვე შესამუშავებელი და მისაღებია რიგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რაც ვერ განხორციელდება ზოგადი წესით (გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში. ამდენად, მიზანშეწონილია კანონპროექტის ძირითადი ნორმები ამოქმედდეს აღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისთვის საჭირო გონივრული ვადის შემდეგ - 2026 წლის 1 იანვრიდან, ხოლო გარდამავალი და დასკვნითი დებულებები ამოქმედდება კანონის გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ასეთი არ არსებობს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯები დაიფარება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან, ის პირები, რომლებიც დასაქმდებიან ამ კანონის საფუძველზე შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრში, აგრეთვე არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში, აიღებენ სათანადო შრომის ანაზღაურებას და ამდენად, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში აისახება მათ მიერ საშემოსავლო გადასახადის სახით გადახდილი თანხა. ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის გავლენის ზუსტი მოცულობა დამოკიდებულია დასაქმებულ პირთა რაოდენობასა და მათი საქმიანობის ანაზღაურების ოდენობაზე, რაც დარეგულირდება შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რესპუბლიკის კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე და ის დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ გამოყოფილი ასიგნებებიდან. საჯარო სამართლის იურიდიულ პირის – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის, აგრეთვე არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლის შექმნა, მათ შორის აღნიშნულ ცენტრსა და სახლში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურება მოითხოვს გარკვეულ ფინანსურ უზრუნველყოფას, რისი ზუსტი მოცულობა დამოკიდებული იქნება კანონის აღსრულების მიზნით გამოცემული შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შინაარსზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტს ექნება ფინანსური გავლენა იმ პირებზე, რომლებიც დასაქმდებიან ამ კანონის საფუძველზე შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრში, აგრეთვე არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში და აიღებენ სათანადო შრომის ანაზღაურებას. გავლენის მოცულობა დამოკიდებული იქნება მათი საქმიანობის ანაზღაურების ოდენობაზე, რაც დარეგულირდება შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე მოახდენს დადებით ზეგავლენას, რამდენადაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენ არასრულწლოვანს მიეცემა მის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული დახმარება, შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვისა და ქცევის კორექციის შესაძლებლობა. სახელმწიფოს მხრიდან არასრულწლოვნების მიმართ შეიქმნება ქმედითი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ არასრულწლოვნის რესოციალიზაციას, რეაბილიტაციას, დახმარებას, განათლებას და სხვა პოზიტიურ ინტერვენციას. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი მდგომარეობაზე. გავლენას არ ახდენს მდგომარეობაზე ქალისა და მამაკაცის კანონპროექტის თანასწორობის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავების პროცესში კონსულტაციები გავლილ იქნა აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: საგულისხმოა, რომ სახელმწიფოს მხრიდან არასრულწლოვანთა მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაზე ეფექტიანი რეაგირების ფარგლებში, სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულების ალტერნატიული მექანიზმების გამოყენება, მათ შორის, მათი ჩამოშორება არსებული სოციალური გარემოდან და მოთავსება შესაბამის დაწესებულებაში არ წარმოადგენს სიახლეს. აღნიშნული პრაქტიკა აქტიურად გამოიყენება მრავალი ქვეყნის მიერ. კერძოდ, არასრულწლოვანის ისეთ დაწესებულებაში მოთავსების ინსტიტუტი, საიდანაც მას არ გააჩნია თავისუფლად გასვლის უფლება, დანერგილია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ავსტრიისა და საფრანგეთის რესპუბლიკებში, ნიდერლანდების, ესპანეთის, შვედეთის, ნორვეგიისა და დანიის სამეფოებში და სხვა ქვეყნებში. ზემოაღნიშნული ქვეყნების გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი პირის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაზე სახელმწიფოს რეაგირება ორიენტირებულია არასრულწლოვანის დახმარებაზე, განვითარებასა და საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე. იმ შემთხვევაში თუ არასრულწლოვანი საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს ან/და სხვა პირებს ან/და თუ არასრულწლოვანის ინტერესების დაცვა სხვა საშუალებებით ვერ ხერხდება დასაშვებია მისი მოთავსება დახურული ტიპის დაწესებულებაში. ზემოაღნიშნული ქვეყნებიდან აღსანიშნავია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში არსებული მოდელი, რომელიც ითვალისწინებს არასრულწლოვანის დახმარებისკენ მიმართულ სხვადასხვა ღონისძიებას. კერძოდ, არასრულწლოვანის ოჯახის გაძლიერებას, მინდობით აღზრდაში აყვანასა და არასრულწლოვანის შესაბამის დაწესებულებაში მოთავსებას. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, არასრულწლოვანთა მოთავსების მიზნით, ფუნქციონირებს რამდენიმე დაწესებულება, რომლებიც გადანაწილებულია ფედერაციული რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე. დაწესებულებები გაყოფილია სქესის მიხედვით და ემსახურება სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის არასრულწლოვანებს. არასრულწლოვანის აღნიშნულ დაწესებულებაში მოთავსება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილებით. დაწესებულებაში არასრულწლოვანის მოთავსება ძირითადად ხდება მაშინ, როდესაც არასრულწლოვანი საფრთხეს უქმნის თავს ან/და სხვა პირებს. მოთავსებულ არასრულწლოვანებთან მუშაობა ხორციელდება ინდივიდუალური მიდგომის საფუძველზე, საჭირო ფსიქოლოგიური და თერაპიული დახმარების გაწევით. დაწესებულებაში განთავსების მიზანი არ არის არასრულწლოვანის დასჯა, არამედ მათი დახმარება და რეაბილიტაცია (პედაგოგიური მიზნები). განთავსებული არასრულწლოვანები დაწესებულების ტერიტორიაზე იმყოფებიან სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადით. მშობლებს შეუძლიათ მათი მონახულება და ასევე, დაწესებულებაში დარჩენა, რისთვისაც გამოყოფილია შესაბამისი სივრცე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შემუშავებული კანონპროექტი იზიარებს სხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებას და უკვე არსებული მოდელების მსგავსად არეგულირებს არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, არჩილ გორდულაძე, თენგიზ შარმანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ზურაბ ქადაგიძე, თორნიკე ჭეიშვილი, სალომე ჯინჯოლავა, ალუდა ღუდუშაური. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, არჩილ გორდულაძე, თენგიზ შარმანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ზურაბ ქადაგიძე, თორნიკე ჭეიშვილი, სალომე ჯინჯოლავა, ალუდა ღუდუშაური.