„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“
- „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ (196/3-XIმპ; 12/11/2025) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ გამომდინარე „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან (196/3-XIმპ, 12/11/2025). (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 83 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 7
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-11-17
ბიუროს ნომერი 91
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. VII9 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადმინისტრაციული სამართალწარმოება არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა
რეფერირების დაწესებულებაში და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის
არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გაგზავნასთან
დაკავშირებულ საქმეებზე“.
2. 2135 მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სასამართლო ამ თავით დადგენილი წესით განიხილავს:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის −
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის (შემდგომ − არასრულწლოვანთა რეფერირების
ცენტრი) სპეციალისტთა ჯგუფის (შემდგომ − სპეციალისტთა ჯგუფი) შუამდგომლობას
არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ ან
არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში ყოფნის ვადის
გაგრძელების შესახებ;
ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა
რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის (შემდგომ − რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის
ცენტრი) მულტიდისციპლინური ჯგუფის (შემდგომ − მულტიდისციპლინური ჯგუფი)
შუამდგომლობას კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა
რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების თაობაზე ან კანონთან
კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და
მხარდაჭერის სახლში ყოფნის ვადის გაგრელების შესახებ.“;
ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილის:
„3. მულტიდისციპლინური ჯგუფის შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება
„კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის
შესახებ“ საქართველოს კანონის V თავით განსაზღვრული წესით.“.
3. 2137 მუხლის:
ა) მე-2 და 21 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მოსამართლე საქმეს დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილავს. ამ კოდექსის 2135
მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დახურულ
სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ: არასრულწლოვანს, არასრულწლოვნის
მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს
წარმომადგენელს, სპეციალისტთა ჯგუფის წევრებს, არასრულწლოვანთა რეფერირების
ცენტრის სხვა წარმომადგენელს, სოციალურ მუშაკს, არასრულწლოვნის ადვოკატს, აგრეთვე
სასამართლოს მიერ მოწვეულ სხვა პირებს, ხოლო, იმავე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით
განსაზღვრულ შემთხვევაში − კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს,
არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს
წარმომადგენელს, მულტიდისციპლინური ჯგუფის წევრებს, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის
ცენტრის სხვა წარმომადგენელს, სოციალურ მუშაკს, არასრულწლოვნის ადვოკატს, აგრეთვე
სასამართლოს მიერ მოწვეულ სხვა პირებს.
21. ამ კოდექსის 2135 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში საქმის განხილვისას მოსამართლე, საქმისთვის მნიშვნელოვან სხვა
გარემოებებთან ერთად, ხელმძღვანელობს არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების
ანგარიშით და მისი რთული ქცევის ან/და მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის
დამადასტურებელი
დოკუმენტებით,
რომლებიც
შუამდგომლობას
თან
ერთვის.
გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინება ისეთი გარემოებები, როგორებიცაა:
არასრულწლოვნის ან/და არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის არასრულწლოვანთა
რეფერირების ცენტრთან თანამშრომლობა; არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის მიერ
არასრულწლოვნისთვის შერჩეულ სერვისში/პროგრამაში არასრულწლოვნის მონაწილეობა და
მიღწეული შედეგები; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული
მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შემთხვევაში − მისი ხასიათი, სიმძიმე და სხვა
მნიშვნელოვანი გარემოებები.“;
ბ) 21 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 ნაწილი:
„22. ამ კოდექსის 2135 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში საქმის განხილვისას მოსამართლე, საქმისთვის მნიშვნელოვან სხვა
გარემოებებთან ერთად, ხელმძღვანელობს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის
ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით და მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის
დამადასტურებელი დოკუმენტებით, რომლებიც შუამდგომლობას თან ერთვის, აგრეთვე,
განიხილავს „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და
მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული
საფუძვლების არსებობას. გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინება ისეთი გარემოებები,
როგორებიცაა: კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ან/და არასრულწლოვნის
კანონიერი წარმომადგენლის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრთან თანამშრომლობა;
მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ არასრულწლოვნისთვის შერჩეულ სერვისში/პროგრამაში
არასრულწლოვნის მონაწილეობა და მიღწეული შედეგები; საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსით გათვალისწინებული სავარაუდოდ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების
ხასიათი, სიმძიმე და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წარმოდგენილი კანონის პროექტის მომზადება განპირობებულია „კანონთან კონფლიქტში
მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტით, რომელიც წარმოშობს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის
არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გაგზავნასთან დაკავშირებულ
საქმეებზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების დარეგულირების აუცილებლობას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
იმის გათვალისწინებით, რომ „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა
რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი ითვალისწინებს
კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და
მხარდაჭერის სახლში გაგზავნას სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აუცილებელია
განისაზღვროს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები და ცვლილება განხორციელდეს
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
პროექტით დარეგულირდება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის
არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გაგზავნასთან დაკავშირებულ
საქმეებზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების განხორციელების საკითხები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის თანახმად, ცენტრის მულტიდისციპლინური ჯგუფის შუამდგომლობა კანონთან
კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და
მხარდაჭერის სახლში გადამისამართების თაობაზე, აგრეთვე, კანონთან კონფლიქტში მყოფი
არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში ყოფნის
ვადის გაგრძელების შესახებ განიხილება სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული
სამართალწარმოების ფარგლებში.
საქმის განხილვისას მოსამართლე, საქმისთვის მნიშვნელოვან სხვა გარემოებებთან
ერთად,
იხელმძღვანელებს
კანონთან
კონფლიქტში
მყოფი
არასრულწლოვნის
ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით და არასრულწლოვნის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი
დანაშაულის დამადასტურებელი დოკუმენტებით (რომლებიც შესაბამის შუამდგომლობას
დაერთვის თან). მოსამართლე აგრეთვე, განიხილავს თუ რამდენად არსებობს კანონთან
კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და
მხარდაჭერის სახლში გადამისამართების საფუძველი. გადაწყვეტილების მიღებისას
მოსამართლის მიერ, ასევე გაითვალისწინება ისეთი გარემოებები, როგორებიცაა: კანონთან
კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ან/და არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის
რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრთან თანამშრომლობა; მულტიდისციპლინური
ჯგუფის მიერ არასრულწლოვნისთვის შერჩეულ სერვისში/პროგრამაში არასრულწლოვნის
მონაწილეობა და მიღწეული შედეგები; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით
გათვალისწინებული სავარაუდოდ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ხასიათი,
სიმძიმე და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები.
მოსამართლე საქმეს განიხილავს დახურულ სასამართლო სხდომაზე. დახურულ
სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება ექნებათ კანონთან კონფლიქტში მყოფ
არასრულწლოვანს, არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს, მეურვეობისა და
მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელს, მულტიდისციპლინური ჯგუფის წევრებს,
რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის სხვა წარმომადგენელს, სოციალურ მუშაკს,
არასრულწლოვნის ადვოკატს, აგრეთვე სასამართლოს მიერ მოწვეულ სხვა პირებს.
სასამართლოს გადაწყვეტილება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის
არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების ან მისი
ვადის გაგრძელების შესახებ საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში. გადაწყვეტილების
გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში
(კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
„კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის
შესახებ“ საქართველოს კანონის ძირითადი დებულებების ამოქმედების თარიღად
განსაზღვრულია 2026 წლის 1 იანვარი. შესაბამისად, იმავე თარიღიდან უნდა ამოქმედდეს
წარმოდგენილი კანონპროექტიც, ვინაიდან მისი შემუშავება განპირობებულია „კანონთან
კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტით.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ასეთი არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტს არ ექნება გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
რესპუბლიკის
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რესპუბლიკის
კანონპროექტს არ ექნება გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. საერთო
სასამართლოების მიერ კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხების განხილვა
განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საერთო სასამართლოებისთვის გამოყოფილი
არსებული ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტს არ ექნება ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე მოახდენს დადებით ზეგავლენას,
რამდენადაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო
ქმედების ჩამდენ არასრულწლოვანს „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა
რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიეცემა მის
ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული დახმარება, შესაბამის სერვისში/პროგრამაში
ჩართვისა და ქცევის კორექციის შესაძლებლობა. სახელმწიფოს მხრიდან არასრულწლოვნების
მიმართ შეიქმნება ქმედითი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ არასრულწლოვნის
რესოციალიზაციას, რეაბილიტაციას, დახმარებას, განათლებას და სხვა პოზიტიურ
ინტერვენციას.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი
მდგომარეობაზე.
გავლენას
არ
ახდენს
მდგომარეობაზე
ქალისა
და
მამაკაცის
კანონპროექტის
თანასწორობის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული
ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავების პროცესში კონსულტაციები გავლილ იქნა აღმასრულებელი
ხელისუფლების შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, არჩილ გორდულაძე,
თენგიზ შარმანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ზურაბ ქადაგიძე, თორნიკე ჭეიშვილი, სალომე
ჯინჯოლავა, ალუდა ღუდუშაური.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, არჩილ გორდულაძე,
თენგიზ შარმანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ზურაბ ქადაგიძე, თორნიკე ჭეიშვილი, სალომე
ჯინჯოლავა, ალუდა ღუდუშაური.