„ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-11-17
ბიუროს ნომერი 91
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ
მუხლი 1
ამ კანონის მიზანია ამავე კანონში აღნიშნული ადმინისტრაციული სახდელის −
ჯარიმის ან/და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან ერთჯერადი
ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით იმ პირის
გათავისუფლება, რომლის მიმართაც უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული
ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება 2025 წლის პირველ
ნოემბრამდე არ აღსრულებულა.
მუხლი 2
1. პირი გათავისუფლდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის
1354
მუხლით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებული ადმინისტრაციული სახდელის −
ჯარიმის (მათ შორის გასამმაგებული
და გასამმაგებულის გასამმაგებული
ჯარიმის) ან/და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან, თუ მან ეს
ქმედება/ქმედებები 2025 წლის პირველ ნოემბრამდე ჩაიდინა, მის მიმართ
ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება გამოსცა
უფლებამოსილმა პირმა და ეს დადგენილება/დადგენილებები 2025 წლის პირველ
ნოემბრამდე არ აღსრულებულა.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით შეფარდებული ჯარიმა ან/და
საურავი, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღსრულებულია,
დაბრუნებას არ ექვემდებარება.
მუხლი 3
პირი გათავისუფლდეს „საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ
საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის
სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის, ნებართვის მოქმედების ვადის,
ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის, სანებართვო მოწმობის ფორმის,
სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში
„A” კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობის ან/და
მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილების და
პირობების, მომხმარებლის პირადი სივრცის უზრუნველყოფის, ნებართვის მქონე
პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და
დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებით განსაზღვრული
საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია)
გადაყვანის „A“ კატეგორიის ნებართვის გაცემის ფასის გადახდის საქმეში
არსებული დავალიანებისგან, რომლის საფუძველზეც მას დაედო საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1354 მუხლის პირველი
ნაწილით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელი 2025 წლის პირველ ნოემბრამდე.
მუხლი 4
1. შესაბამისმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა განახორციელონ ამ კანონის
აღსასრულებლად საჭირო ყველა ღონისძიება.
2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამოსცეს შესაბამისი
სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც საქართველოს დედაქალაქში
მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის „A” კატეგორიის
ნებართვის მფლობელები გათავისუფლდებიან ნებართვის გაცემის ფასის
დავალიანებისგან, რომლის საფუძველზეც მათ დაედოთ საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1354 მუხლის პირველი
ნაწილით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელები 2025 წლის პირველ ნოემბრამდე.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა
საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ამ
კანონის საფუძველზე შეწყვიტოს მის წარმოებაში არსებული, ამავე კანონის
რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული საქმეების აღსრულება.
4. ამ კანონით განსაზღვრულ პირს, ადმინისტრაციული სახდელის − ჯარიმის (მათ
შორის გასამმაგებული და გასამმაგებულის გასამმაგებული ჯარიმის) ან/და
შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან ან/და ნებართვის გაცემის ფასის
დავალიანებისაგან გასათავისუფლებლად, არ მოეთხოვება ამ მუხლის პირველი-მე3 პუნქტებით გათვალისწინებული ორგანოებისა და თანამდებობის პირებისთვის
მიმართვა.
მუხლი 5
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წინამდებარე კანონპროექტი ეხება ადმინისტრაციული სახდელის − ჯარიმის
ან/და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან ერთჯერადი ხასიათის
დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით იმ პირის გათავისუფლებას,
რომლის მიმართაც საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს და ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს
მიერ უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემულია ადმინისტრაციული სახდელის
დადების შესახებ დადგენილება და 2025 წლის პირველ ნოემბრამდე არ
აღსრულებულა.
კანონპროექტის
შესაბამისად
პირი
თავისუფლდება
„საქართველოს
დედაქალაქის
ადმინისტრაციულ
საზღვრებში
მსუბუქი
ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების,
ნებართვის გაცემის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და
მისი გადახდის, სანებართვო მოწმობის ფორმის, სამარშრუტო სატრანსპორტო
საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში „A“ კატეგორიის მსუბუქი
ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომაგადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილების და პირობების, მომხმარებლის
პირადი სივრცის უზრუნველყოფის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი
საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის
შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის
№24-80 დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი
ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის „A“ კატეგორიის ნებართვის
გაცემის ფასის გადაუხდელობისთვის
საქართველოს ადმინისტრაციულ
4
სამართალდარღვევათა
კოდექსის
135
მუხლის
პირველი
ნაწილით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის
დადებული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმის (მათ შორის
გასამმაგებული ჯარიმის) ან/და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი
ნაწილისგან, ასევე
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
4
კოდექსის 135 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებული ადმინისტრაციული სახდელისგან
− ჯარიმის (მათ შორის გასამმაგებული ჯარიმის) ან/და შესაბამისი საურავის
აღუსრულებელი ნაწილისგან, თუ მან ეს ქმედება 2025 წლის პირველ ნოემბრამდე
ჩაიდინა, მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ
დადგენილება გამოსცა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანომ და ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი
ორგანოს
მიერ
უფლებამოსილმა
პირმა
და
მის
მიმართ
ეს
დადგენილება/დადგენილებები
2025
წლის
პირველ
ნოემბრამდე
არ
აღსრულებულა.
ამასთან, საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1
კატეგორია) გადაყვანის „A“ კატეგორიის ნებართვის მფლობელების მიერ
სანებართვო პირობების დაცვის აუცილებლობაზე ინფორმაციის არ ცოდნის გამო,
დაგროვილი
ნებართვის
გაცემის
ფასი
და
მასთან
დაკავშირებული
ადმინისტრაციული სახდელები მათ მძიმე ფინანსურ ტვირთად დააწვათ.
წარმოდგენილი კანონპროექტი წარმოადგენს ამ პრობლემის გადაჭრის გზას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ფიზიკურ პირს, რომელიც 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2023 წლის 20
მარტამდე პერიოდში ნებისმიერ დროს ახორციელებდა საქართველოს
დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით
(M1 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანას „A“ კატეგორიის ნებართვით, პრინციპით
„ერთ პირს – ერთი ნებართვა“, უსასყიდლოდ გადაეცა საქართველოს დედაქალაქის
ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (კატეგორია)
გადაყვანის „A“ კატეგორიის უვადო ნებართვა იმ პირობით, რომ ნებართვას 2023
წლის პირველი აპრილიდან 2024 წლის პირველ აპრილამდე გააქტიურებდა.
მიუხედავად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ არაერთხელ
საჯაროდ გაჟღერებული ყოვლისმომცველი საინფორმაციო პოლიტიკისა,
არაერთმა პირმა, იმისთვის, რომ ზემოაღნიშნული ვადა არ გაეშვა, ისე გააქტიურა
ნებართვები, რომ არ იყო გაცნობიერებული ნებართვის გაცემის ფასების თაობაზე,
მისი გადახდის ვადებზე, პირობებზე და გადაუხდელობის შემთხვევაში შესაძლო
აღსრულების იძულებით ღონისძიებებზე. შესაბამისად ყოველთვიურად
ნებართვის გაცემის ფასის გადაუხდელობისთვის არაერთი ნებართვის
მფლობელის მიმართ დგებოდა საჯარიმო ქვითრები, რამაც ჯამში მნიშვნელოვან
თანხებს მიაღწია. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კანონპროექტის
ინიციატორებმა მიიღეს პოლიტიკური და ამავე დროს ჰუმანური გადაწყვეტილება
კერძოდ, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული იმ პირების ადმინისტრაციული
სახდელისაგან ერთჯერადად გათავისუფლება, რომლებმაც 2025 წლის პირველ
ნოემბრამდე დაარღვიეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 135⁴ მუხლის პირველი ნაწილი - კონკრეტულად, არ გადაიხადეს ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80
დადგენილებით დადგენილი „A“ კატეგორიის ნებართვის გაცემის ფასი; ასევე, იმ
პირებისაც
რომლებიც
საქართველოს
დედაქალაქის
ადმინისტრაციულ
საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) მგზავრთა
გადაყვანას „A“ კატეგორიის ნებართვის გარეშე ანხორციელებდნენ და
რომელთათვის
ადმინისტრაციულ
სამართლებრივ
პასუხისმგებლობას
ითვალისწინებს
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსის 135⁴ მუხლის მეორე ნაწილი.
ეს პირები გათავისუფლდებიან როგორც დარიცხული ჯარიმის (მათ შორის,
გასამმაგებული ჯარიმის და გასამმაგებულის გასამმაგებული ჯარიმის) და
შესაბამისი საურავის, ისე თავად ნებართვის გაცემის (ნებართვის არსებობის
შემთხვევაში) ფასის გადაუხდელობის გამო წარმოშობილი დავალიანებისგან, იმ
შემთხვევაში, თუ მათ მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ
დადგენილება მიღებული იყო 2025 წლის პირველ ნოემბრამდე.
2025 წლის ოქტომბრის სტატისტიკური მონაცემებით, ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის მიერ დარიცხულმა სანქციებმა მნიშვნელოვანი მასშტაბი
შეიძინა. კერძოდ: 135⁴ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ნებართვის
მფლობელებზე, ნებართვის გაცემის ფასის გადაუხდელობის მიზეზით შედგენილი
და აღუსრულებელია: ა) გადაუხდელი ჯარიმა – 6832 საქმე, 656 542 ლარი; ბ)
გადაუხდელი ჯარიმა + საურავი – 15 400 საქმე, 4 865 000 ლარი; გ) აღსასრულებლად
გადაცემული და ჯერ არ აღსრულებული – 3394 საქმე, 1 115 942 ლარი;
დ)
გასაჩივრებულია 814 საქმე, 178 840 ლარი. ხოლო 135⁴ მუხლის მეორე ნაწილის
მიხედვით შედგენილი და აღუსრულებელია: ა) გადაუხდელი ჯარიმა – 787 საქმე,
157 400 ლარი; ბ) გადაუხდელი ჯარიმა + საურავი – 417 საქმე, 250 200 ლარი; გ)
აღსასრულებლად გადაცემული და ჯერ არ აღსრულებული – 834 საქმე, 500 400
ლარი; დ) გასაჩივრებულია 722 საქმე, 218 600 ლარი.
აღნიშნული მონაცემები აჩვენებს, რომ ჯამურად საუბარია ათასობით
ადმინისტრაციულ
საქმეზე, რომელთა ჯამური ვალდებულება 8 მილიონ
ლარამდეა. ეს ფაქტობრივი მოცემულობა ამყარებს არგუმენტს, რომ ერთჯერადი
სამართლებრივი შეღავათი მიზანშეწონილია როგორც სოციალურ-ეკონომიკური,
ისე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი თვალსაზრისით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით ის პირები, ვისაც სახდელი აქვთ დადებული,
გათავისუფლდებიან ადმინისტრაციული სახდელისაგან ან/და ნებართვის გაცემის
ფასის
დავალიანებისგან,
თუ
მათ
საქართველოს
ადმინისტრაციული
4
სამართალდარღვევათა
კოდექსის
135
მუხლით
გათვალისწინებული
სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2025 წლის პირველ ნოემბრამდე და მათ მიმართ
ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ან/და შესაბამისი
საურავი 2025 წლის პირველ ნოემბრამდე არ აღსრულებულა. ამასთან
გაუმჯობესდება მათი ფინანსური მდგომარეობა, შემცირდება სასამართლო და
აღსრულების სისტემის ტვირთი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
აღნიშნული კანონის პროექტი ითვალისწინებს, ამავე კანონში აღნიშნული
ადმინისტრაციული სახდელის - ჯარიმის ან/და შესაბამისი საურავის
აღუსრულებელი
ნაწილისგან
ერთჯერადი
ხასიათის
დროებითი
და
განსაკუთრებული ღონისძიების სახით იმ პირის გათავისუფლებას, რომლის
მიმართაც უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული
სახდელის დადების შესახებ დადგენილება 2025 წლის პირველ ნოემბრამდე არ
აღსრულებულა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ კანონპროექტთან
მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის
მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტის
მიხედვით
მისი
ამოქმედება
გათვალისწინებულია
გამოქვეყნებისთანავე, რათა შესაბამისმა პირებმა დროულად ისარგებლონ
კანონპროექტით გათვალისწინებული შეღავათით. რაც შეეხება კანონის უკუძალას,
ამნისტიის აქტის თავისებურებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მისი ნორმები
მოქმედებას იწყებს ძალაში შესვლის შემდეგ, შესაბამისად კანონპროექტი არ
ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა გათვალისწინებული არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება დამატებით ხარჯებთან დაკავშირებული არ არის. ამ
კანონის აღსრულება მოხდება უფლებამოსილი ორგანოების მიერ, არსებული
ადამიანური და ფინანსური რესურსების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
პირებს, რომლებმაც არ გადაიხადეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებით დამტკიცებული
საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია)
გადაყვანის „A” კატეგორიის ნებართვის გაცემის ფასი და აღნიშნულზე სახდელი
დაედოთ 2025 წლის პირველ ნოემბრამდე საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 1354 მუხლის პირველი ნაწილით, ამასთან
საჯარიმო ქვითრები ან/და საურავების დარიცხვის შესახებ დადგენილებები 2025
წლის პირველი ნოემბრისათვის არ აღსრულებულა, მათ მიერ შესაბამის სახაზინო
კოდზე გადაუხდელი თანხა შეადგენს დაახლოებით 7 942 924 (შვიდი მილიონ
ცხრაას ორმოცდაორი ათას ცხრაასოცდაოთხი) ლარს (რაც მოიცავს დაახლოებით 26
000 საჯარიმო ქვითარს და დაახლოებით 20 000 საურავის დარიცხვის შესახებ
დადგენილებას), რომელიც ამ კანონის მიღების შემდგომ აღარ ჩაირიცხება
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, ამასთან აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მონაცემი
შესაძლებელია შეიცვალოს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 2025 წლის
პირველი ნოემბრიდან კანონის ამოქმედების დღემდე განხორციელდეს ჯარიმების
ან/და საურავების აღსრულება, რომლებიც კანონპროექტის შესაბამისად
დაბრუნებას არ ექვემდებარება. ამასთან კანონპროექტის მიღებით თბილისის
ბიუჯეტში არ ჩაირიცხება საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით –
ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის „A” კატეგორიის ნებართვის გაცემის ფასი,
რომელიც შედგენს დაახლოებით 1 766 299 (ერთი მილიონ შვიდასსამოცდაექვსი
ათას ორასოთხმოცდაცხრამეტ) ლარს, აღნიშნული მონაცემიც შესაძლებელია
შეიცვალოს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 2025 წლის პირველი
ნოემბრიდან კანონის ამოქმედების დღემდე ნებართვის მფლობელების მიერ
განხორციელდეს ნებართვის გაცემის ფასის დავალიანების გადახდა.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ამ კანონის აღსასრულებლად, დამატებითი ფინანსური რესურსების გარეშე,
საჭირო ღონისძიებებს გაატარებენ შემდეგი უფლებამოსილი ორგანოები: საერთო
სასამართლოები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის
იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო, ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო და
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირი ,,მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“.
კანონპროექტის ამოქმედება შეამცირებს შესაბამისი ადმინისტრაციული და
აღსრულებითი ორგანოების სამართლებრივ და ლოჯისტიკურ დატვირთვას, რაც
შექმნილი იყო ათასობით დაუმთავრებელი საქმეების მოცულობით.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიხედვით
ვალდებულებები.
სახელმწიფოს
არ
ეკისრება
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტის მოქმედება ვრცელდება იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2025 წლის პირველ ნოემბრამდე
ახორციელებდნენ მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) მგზავრთა
გადაყვანას „A“ კატეგორიის ნებართვის საფუძველზე, ან ნებართვის გარეშე და არ
ჰქონდათ გადახდილი ნებართვის გაცემის ფასი, რის გამოც მათ მიმართ
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135⁴ მუხლის
საფუძველზე დაკისრებული იყო ადმინისტრაციული სახდელი – ჯარიმა და/ან
შესაბამისი საურავი.
2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, მთლიანობაში შვიდ მილიონ ლარზე მეტია
დაუფარავი სანქციები, რაც მოიცავს როგორც გადაუხდელ ჯარიმებსა და
საურავებს, ისე გასაჩივრებულ და აღსასრულებლად გადაცემულ, მაგრამ ჯერ
კიდევ განუხორციელებელ სამართალწარმოებებს.
კანონპროექტის ამოქმედების შედეგად ეს პირები გათავისუფლდებიან
დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელის – ჯარიმის და საურავისგან.
ფინანსურად მნიშვნელოვანი ტვირთის მოხსნა მათთვის შეამსუბუქებს სოციალურ
მდგომარეობას, განსაკუთრებით იმ პირებისთვის, რომლებსაც ამ დავალიანების
დაფარვა უჭირდათ ან არ ჰქონდათ ინფორმაცია გადახდის ვალდებულების
შესახებ. ამრიგად, კანონპროექტი ითვალისწინებს ერთჯერად, გამონაკლის და
ჰუმანურ მიდგომას იმ პირების მიმართ, ვინც მოცემულ პერიოდში გარკვეული
ობიექტური ან სუბიექტური მიზეზების გამო ვერ შეასრულა სანებართვო
ფინანსური ვალდებულება. შედეგად, პირდაპირი ფინანსური სარგებელი ექნებათ
კანონპროექტის ბენეფიციარ პირებს, რაც მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე
პოზიტიურად აისახება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს ახალი გადასახადების, მოსაკრებლების ან
ფულადი შენატანების დაწესებას და, შესაბამისად, არ განსაზღვრავს მათ ოდენობას
ან შემოსავლის წყაროს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი ზეგავლენას არ მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება:
მდგომარეობაზე
კანონპროექტით
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ
უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადების ეტაპზე ინიციატორებმა გაიარეს სამართლებრივი
კონსულტაციები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოსთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი ქადაგიშვილი, მაია ბითაძე, შოთა
ხაბარელი, დიმიტრი სამხარაძე, ნიკა ელისაშვილი, სალომე ჯინჯოლავა, ზურაბ
რურუა, გიორგი ვოლსკი, დავით კაჭარავა, აკაკი ალადაშვილი, ირაკლი ხელაძე,
ვლადიმერ ბოჟაძე, რამინა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, ნოდარ ტურძელაძე, ლევან
მაჭავარიანი, ირაკლი ზარქუა.