საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს 2025 წლის ეროვნული ანგარიშის პროექტთან“ (№1-9089/25, 13.10.2025) დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-11-19
კომიტეტის სხდომის ნომერი 28
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა
თარიღი
19 ნოემბერი 2025 13:00
2025 წლის 19 ნოემბერი, 13:00 საათი
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი
(A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)
დღის წესრიგი
1.
ადამიანის
უფლებათა
დაცვისა
და
სამოქალაქო
ინტეგრაციის
კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილის არჩევა;
მომხსენებელი: კომიტეტის თავმჯდომარე - რატი იონათამიშვილი;
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს
კანონების
პროექტები:
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საგზაო მოძრაობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (192/2-XIმპ; 12.11.2025);
მომხსენებელი: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე
დარახველიძე;
3. საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ გორდულაძის, თორნიკე ჭეიშვილის,
რატი
იონათამიშვილის,
ალუდა
ღუდუშაურის,
დავით
მათიკაშვილის,
გურამ
მაჭარაშვილის, აკაკი ალადაშვილის, თენგიზ შარმანაშვილისა და ალექსანდრე ტაბატაძის
მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული
კანონების პროექტები: „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „რეფერენდუმის შესახებ“
საქართველოს
ორგანულ
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„საქართველოს
ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის
შესახებ“, საქართველოს კანონის პროექტი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების
შესახებ“
საქართველოს
პარლამენტის
კანონში
რეგლამენტის
ცვლილების
პროექტი
შეტანის
„საქართველოს
თაობაზე“
და
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტში
ცვლილების შეტანის შესახებ“ (200/3-XIმპ; 12.11.2025);
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - დავით მათიკაშვილი;
4.
საქართველოს
მთავრობის
მიერ
წარმოდგენილი
„გაერთიანებული
ერების
ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში
საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს 2025
წლის ეროვნული ანგარიშის პროექტი“ (1-9089; 13.10.2025);
მომხსენებელი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ხათუნა თოთლაძე.
დასკვნა
2-15664/25
19-11-2025
საქართველოს პარლამენტის აპარატის
იურიდიული დეპარტამენტის უფროსს
ბატონ ალექსანდრე ტაბატაძეს
დასკვნა
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ
ერების
„გაერთიანებული
ორგანიზაციის
უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR)
მე-4
ციკლის
ფარგლებში
საქართველოში
ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის
შესახებ საქართველოს 2025 წლის ეროვნული
ანგარიშის“ პროექტზე (№1-9089/25; 13.10.2025)
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტმა 2025 წლის 19 ნოემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს
მთავრობის
მიერ
უნივერსალური
წარმოდგენილი
პერიოდული
„გაერთიანებული
მიმოხილვის
(UPR)
მე-4
ერების
ორგანიზაციის
ციკლის
ფარგლებში
საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს
2025 წლის ეროვნული ანგარიშის“ პროექტი.
ანგარიშის პროექტი შედგება ორი ნაწილისგან: ზოგადი ნაწილი და ანგარიშის
მიერ მხარდაჭერილი რეკომენდაციების შესრულების ამსახველი ცხრილი. ანგარიშის
ორივე ნაწილი მოიცავს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების
მიზნით შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ გატარებულ ღონისძიებებს.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
მნიშვნელოვანია აღნიშნულ იყოს, რომ 2021 წელს UPR-ის მე-3 ციკლის
ფარგლებში საქართველომ მიიღო 285 რეკომენდაცია და მხარი დაუჭირა 257
რეკომენდაციას. აქვე, ანგარიში მომზადდა ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების
ჩართულობით და ის ასევე წარედგინა სახალხო დამცველის აპარატს მოსაზრებებისა
და კომენტარებისთვის.
1. ძირითადი ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმები
ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოცემულ პერიოდში ადამიანის უფლებათა დაცვის
სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქნა მიღებული.
2022 წლის 5 სექტემბერს საქართველოს მთავრობამ N1627 განკარგულებით,
შესაბამისი უწყებებისა და ორგანიზაციების ჩართულობით შეიმუშავა საქართველოს
ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022-2030 წლებისათვის,
რომელიც 2023 წელს დაამტკიცა პარლამენტმა. ამავე წლის 28 დეკემბერს კი
საქართველოს
მთავრობის
N528
დადგენილებით,
დამტკიცდა
საქართველოს
ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც ასევე
ინკლუზიურ და მრავალპროფილურ ფორმატში შემუშავდა.
აღსანიშნავია, 2022 წელს დამტკიცებული ორი მნიშვნელოვანი სამოქმედო გეგმა
ქალთა უფლებებისა და თავისუფლების განმტკიცების კუთხით, კერძოდ - ქალთა
მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა
(დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2022-2024 წლების
სამოქმედო გეგმა და ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების
საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა.
საყურადღებოა ის, რომ 2022 წელი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი წელი
იყო საქართველოსთვის ევროკავშირთან დაახლოების კუთხითაც. დასახელებულ
წელს საკანონმდებლო ორგანომ აქტიურად იმუშავა ევროკავშირის მიერ წარდგენილ
12 რეკომენდაციის შესრულებაზე, რისთვისაც შეიქმნა 9 საპარლამენტო სამუშაო
ჯგუფი, გაიმართა 60-მდე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა და მიღებულ იქნა 82 კანონი.
აღნიშნული პროცესი წარიმართა დაინტერესებული მხარეების, მათ შორის მთავრობის,
სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით.
გატარებული
რეფორმები
მოიცავდა
ყველა
მნიშვნელოვან
სფეროს,
რომელიც
ემსახურება ქართული საკანონმდებლო ჩარჩოს ევროპულთან ჰარმონიზაციას.
2023 წელს საქართველოს პარლამენტში მიღებულ იქნა „პერსონალურ მონაცემთა
დაცვის შესახებ“ ახალი კანონი და მისი თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებები.
ამასთან,
2022
წელს
წინააღმდეგ
„კორუფციის
ბრძოლის
შესახებ“
კანონში
განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც შეიქმნა
დამოუკიდებელი უწყება სსიპ - ანტიკორუფციული ბიურო.
2024 წელს საქართველოს პარლამენტმა სოციალური მუშაკების რაოდენობის
კრიზისის დასაძლევად საკანონმდებლო რეფორმა გაატარა, კერძოდ გაგრძელდა
სოციალურ მუშაკად საქმიანობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი. ამით ხელი
შეეწყობა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის რეკომენდაციის შესრულებას.
ხაზგასასმელია, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში 2025 წელს
პარლამენტის დადგენილებით შეიქმნა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე
პარლამენტის დროებითი კომისია, რომლის მიზანიცაა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე
სისტემური მუშაობა, ხოლო მუნიციპალურ დონეზე კი შეიქმნა ქალთა და ბავშვთა
საკითხებზე
მომუშავე
საბჭოები,
რომლებიც
თანამშრომლობენ
საქართველოს
მთავრობის შესაბამის კომისიასთან.
2024 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო ის ერთ-ერთი უწყება,
რომელშიც
ძირეული
ცვლილებები
განხორციელდა,
კერძოდ,
გაფართოვდა
სამინისტროში შემავალი ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მანდატი და
მისი კომპეტენცია ასევე გავრცელდა სამინისტროში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების
მონიტორინგზე. ამასთან, ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა მოწმისა
და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური.
განხორციელდა
კრიმინალური
პოლიციის
2023 წელს კი სამინისტროში
რეფორმა,
რომლის
ფარგლებშიც
სამინისტროს ყველა ტერიტორიულ ორგანოში სრულიად გაიმიჯნა ოპერატიული,
საგამოძიებო და საუბნო მიმართულებები და გამომძიებლის ფუნქცია-მოვალეობებად
განისაზღვრა მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება.
2021-2024
წლებში
საქართველოში
სამი
მნიშვნელოვანი
საერთო,
შვიდი
შუალედური და ორი რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა, რომელთა ორგანიზება მაღალ
დონეზე უზრუნველყო საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო).
2023-2026 წლებისთვის კი შექმნილი სტრატეგიული გეგმის შემუშავებისას ცესკომ
გამოიყენა
ახალი
მიდგომა,
რაც
გულისხმობდა
საქმიანობაში
ნაკლებად
წარმოდგენილი ჯგუფების საჭიროებების გათვალისწინებას ყველა აქტივობაში,
შესაძლებლობის ფარგლებში.
2. ადამიანის უფლებების მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე
რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და
ცხინვალში,
ადამიანის
ყოველდღიურად
უფლებებისა
უარესდება.
და
საოკუპაციო
ჰუმანიტარული
ძალა
აგრძელებს
მდგომარეობა
მილიტარიზაციას,
მავთულხლართებისა და ბარიერების აღმართვას, რაც იწვევს ფუნდამენტური
უფლებების დარღვევას: სიცოცხლის ხელყოფას, წამებას, უკანონო დაკავებებს,
ეთნიკურ დისკრიმინაციასა და გადაადგილების შეზღუდვას.
ეთნიკური წმენდის შედეგად ათასობით იძულებით გადაადგილებული პირი ვერ
ბრუნდება საკუთარ სახლებში. ხშირია საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის
შემთხვევები (თამაზ გინტური, ვიტალი კარბაია), რაც მიუთითებს დაუსჯელობის
სინდრომზე. 2021 წლიდან დაფიქსირდა 320-ზე მეტი ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტი და
ასობით უკანონო დაკავება.
ამასთან, ოკუპირებულ რეგიონებში მკაცრად იზღუდება გადაადგილება და
სამედიცინო დახმარებაზე წვდომა, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა. ქართველ მოსახლეობას
ავალდებულებენ უცხოელებად რეგისტრაციას და უკრძალავენ განათლების მიღებას
მშობლიურ ენაზე.
აღსანიშნავია, რომ რუსეთი საერთაშორისო დამკვირვებლებს ტერიტორიებზე არ
უშვებს, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასაც.
საყურადღებოა,
რომ
საქართველოს
მთავრობა
აგრძელებს
მშვიდობიანი
მოგვარების პოლიტიკას, მონაწილეობს ჟენევის მოლაპარაკებებსა და IPRM-ის
ფორმატში, თუმცა რუსეთი აფხაზეთის მიმართულებით შეხვედრებს ბლოკავს.
დამატებით,
მთავრობა
წარმატებით
ახორციელებს
მომავლისკენ“ ინიციატივას, მათ შორის „მშვიდობის ფონდს“.
„ნაბიჯი
უკეთესი
3. დისკრიმინაციული ნიშნით/სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის
წინააღმდეგ ბრძოლა
შინაგან საქმეთა სამინისტრო დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის
მოტივით
ჩადენილ
დანაშაულებზე
გამოძიების
ხარისხის
მონიტორინგს
პრიორიტეტულად ასრულებს. 2023 წელს განახლდა შსს-ს, პროკურატურის, უზენაესი
სასამართლოსა და საქსტატის მემორანდუმი, რომელიც უზრუნველყოფს მსგავსი
დანაშაულების შესახებ მონაცემთა ერთიან სისტემას. შსს-ის აკადემიაში ადამიანის
უფლებების სწავლებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დისკრიმინაციისა და
სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების საკითხებს.
პროკურატურის
წლების
2022-2027
სტრატეგიით,
შეუწყნარებლობით
მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ მთავარ ამოცანად
რჩება. 2020 წლიდან ამ საქმეებზე მუშაობენ სპეციალიზებული პროკურორები.
ამასთან, 2024 წელს დამტკიცდა სპეციალური სახელმძღვანელო პროკურორებისა და
გამომძიებლებისთვის
მონიტორინგისას
გამოვლენილი
ხარვეზების
აღმოსაფხვრელად, ხოლო 2024 წლიდან პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის
კოორდინატორები
სავალდებულოდ
ერთვებიან
ძალადობის,
ტრეფიკინგის
და
დისკრიმინაციული დანაშაულების საქმეებში.
4. ქალისა და მამაკაცის თანასწორობა
საქართველოს მთავრობამ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა
ქალთა უფლებების დაცვისა და მათი ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით.
2024 წლის 22 იანვრის N14 დადგენილებით დამტკიცდა „ქალთა მიმართ ძალადობის
ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და
რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურები“, რომლის მიზანია უწყებებს
შორის
სწრაფი
და
ეფექტური
კოორდინაციის
უზრუნველყოფა,
მსხვერპლთა
მხარდაჭერის გაძლიერება და განმეორებითი ძალადობის პრევენცია.
გარდა ამისა, 2022 წელს დამტკიცდა ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის
მსხვერპლთათვის კომპენსაციის გაცემის წესი, რაც მათ საშუალებას აძლევს
სახელმწიფოსგან
მიიღონ
ფინანსური
დახმარება.
იმავე
წელს,
საქართველოს
მთავრობამ დაამტკიცა მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების 2021-2025
წლების სტრატეგია, სადაც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ქალთა
მეწარმეობის წახალისებაზე და მისი განვითარების ხელშეწყობაზე. ამასთან, 2023
წელს მიღებულ იქნა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია.
5. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრა
2022
წელს
ძალადობისა
განხორციელებული
და
დაზარალებულებს
ოჯახური
მიენიჭათ
საკანონმდებლო
დანაშაულის
უფასო
ცვლილებებით,
საქმეებზე
იურიდიული
ოჯახში
გადახდისუუნარო
დახმარების
უფლება.
ეს
მომსახურება ვრცელდება იმ დაზარალებულებზეც, რომლებიც ფორმალურად არ
მიიჩნევიან
გადახდისუუნაროდ,
თუმცა
იმყოფებიან
მძიმე
ეკონომიკურ
მდგომარეობაში და ვერ ახერხებენ კერძო ადვოკატის მომსახურებით სარგებლობას.
იგივე წელს, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის,
ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონში შეტანილი
ცვლილებებით გაუქმდა მსხვერპლის სტატუსის არსებობის მოთხოვნა მხარდაჭერის
სერვისების მისაღებად, მათ შორის თავშესაფრისა და კრიზისული ცენტრის
მომსახურებისთვის. მომსახურების მიღება აღარ არის დამოკიდებული მსხვერპლის
მზადყოფნაზე ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან. მნიშვნელოვანია
აღინიშნოს, რომ ქვეყანაში მოქმედებს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის
მსხვერპლთა,
დაზარალებულთა
თავშესაფარი
და
7
დახმარების
კრიზისული
სააგენტოს
ცენტრი.
ამასთან,
ბაზაზე
შექმნილი
6
მოსახლეობისათვის
ხელმისაწვდომია ორი ცხელი ხაზი: ძალადობის მსხვერპლთათვის და ბავშვთა
დახმარების ხაზი, რომლებიც მუშაობენ 24/7 რეჟიმში, 9 ენაზე და სრულიად უფასოდ.
ქალთა მიმართ და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს
პროკურატურის 2022-2027 წლების სტრატეგიის პრიორიტეტულ მიმართულებად
რჩება. ამ სფეროში საპროცესო ხელმძღვანელობასა და სახელმწიფო ბრალდების
მხარდაჭერას ახორციელებენ სპეციალიზებული პროკურორები. ამასთან, 2024 წელს
დამტკიცდა სახელმძღვანელო მითითება ფემიციდის საქმეების მონიტორინგისას
გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
შინაგან
საქმეთა
სამინისტრო
აქტიურად
მონაწილეობს
ქალთა
მიმართ
ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების გამოძიებაში. 2020 წლიდან შემაკავებელი
ორდერების
აღსრულების
კონტროლისთვის
დანერგილია
ელექტრონული
ზედამხედველობის სისტემა (ელექტრონული სამაჯური). 2023 წელს ამოქმედდა
განახლებული რისკების შეფასების ინსტრუმენტი, რომელიც პოლიციელს საშუალებას
აძლევს დროულად გამოავლინოს განმეორებითი ძალადობის საფრთხე.
გარდა ამისა, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ
მიმართულ დანაშაულებზე პრევენციის მიზნით, სამინისტროში შეიქმნა სპეციალური
ელექტრონული პროგრამა და რეესტრი, რომელიც მოიცავს აღნიშნული დანაშაულების
ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირთა მონაცემებსა და მათ მიმართ გამოყენებულ
სამართლებრივ შეზღუდვებს.
6. ბავშვთა უფლებები
ბავშვთა
უფლებების
უმნიშვნელოვანეს
დაცვა
მიმართულებად
საქართველოს
რჩება
და
ეროვნული
ბოლო
წლებში
სტრატეგიის
ამ
სფეროში
განხორციელდა რიგი რეფორმები, საკანონმდებლო ცვლილებები და პროგრამები.
დასრულდა ბავშვთა დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის
პროცესი.
2024
წელს
საქართველოს
პარლამენტმა
მიიღო
კანონი
„ოჯახური
ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“.
ბავშვთა
პრიორიტეტად
სექსუალური
ძალადობის
რჩება.
წლიდან
2022
წინააღმდეგ
თბილისში
ბრძოლა
ამოქმედდა
სახელმწიფოს
ფსიქოლოგიურ-
სოციალური მომსახურების ცენტრი „ბარნაჰუსი“. 2023 წელს დამტკიცდა ბავშვთა
სექსუალური
ძალადობის
შემთხვევებზე
რეაგირების
პროტოკოლი,
რომელიც
განსაზღვრავს ძალადობის ნიშნების ამოცნობისა და შესაბამისი რეაგირების წესებს.
პარალელურად,
„ბავშვზე
ზრუნვისა
და
ახალგაზრდების
მხარდაჭერის
სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, ხორციელდება ქვეპროგრამა „მიუსაფარ ბავშვთა
თავშესაფრით უზრუნველყოფა“, რომლის მიზანია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე
ბავშვების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია.
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“
ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება და პროგრამის ფარგლებში მომსახურებები უფრო
მრავალფეროვანი ხდება. ამასთან,
ქვეპროგრამა:
„სახელმწიფო
პროგრამას დაემატა ორი მნიშვნელოვანი
ზრუნვის
სისტემიდან
გასული
18-21
წლამდე
ახალგაზრდების მხარდაჭერა“ და „სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21
წლამდე ახალგაზრდების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“.
ბავშვთა მართლმსაჯულების სფეროში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება
სპეციალიზაციის ხარისხს. აღნიშნულ მიმართულებაში ჩართული პირები გადიან
სპეციალურ გადამზადებას და რეგულარულად იღებენ პროფესიულ განვითარებას,
რათა უზრუნველყოფილი იყოს ბავშვის ინტერესებზე მორგებული მიდგომა.
2020 წლიდან სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულებისა
და
პრობაციის
ეროვნულ
სააგენტოში
ფუნქციონირებს
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი.
საგანმანათლებლო სფეროში, 2021 წლიდან სკოლებში დაიწყო სოციალური
მუშაკების დანერგვა. ამჟამად ისინი წარმოდგენილნი არიან 80 საჯარო სკოლაში. 2023
წელს კი საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში შეიქმნა
ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრი, რომლის მიზანია
ინკლუზიური განათლების სისტემის გაძლიერება და სპეციალური საჭიროებების
მქონე ბავშვების მხარდაჭერა.
7. სამართლიანი სასამართლოს უფლება
2021-2024
წლებში
საქართველომ
განაგრძო
მუშაობა
სასამართლოს
დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების, ეფექტიანობის, გამჭვირვალეობისა და
ხელმისაწვდომობის განმტკიცების მიზნით. ყველა ინსტანციის მოსამართლეთა
კანდიდატების
შერჩევის/დანიშვნის/არჩევის
პროცესი
არის
სრულიად
ღია.
დასახელებული რეფორმები დადებითადაა შეფასებული GRECO-ს 2024 წლის
ანგარიშში.
მნიშვნელოვანია
ხაზი
გაესვას
2022
წელს
პარლამენტში
შემუშავებულ
სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას და, ასევე, 2021 წლის
ოქტომბრიდან ამოქმედებულ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის განახლებულ
სამოსამართლეო ეთიკის წესებს.
საყურადღებოა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
როლიც. კერძოდ, 2011 წლისთვის, თუ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ იქნა 3045
საქმე, 2024 წლისთვის ეს მაჩვენებელი 198-მდე შემცირდა, რაც დადებითი
მანიშნებელია.
მინისტრთა
კომიტეტის
რეზოლუციებით
საქართველოსთან
მიმართებით დახურულია ჯამში 118 საქმე; მოცემული საქმეების მნიშვნელოვანი
ნაწილი (100 საქმე) დაიხურა 2013 წლიდან, ხოლო 18 საქმე დახურულია 2013 წლამდე.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციების საფუძველზე,
ზედამხედველობა
დაიხურა
18
საქმეზე,
რაც
საქართველოსთან
მიმართებით
საუკეთესო მაჩვენებელია.
8. რეფორმები პენიტენციურ სისტემაში
საქართველოს პენიტენციური სისტემა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად განახლდა
და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოვდა.
2021, 2022
კანონით
და 2024 წლებში მიღებული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს
რამდენიმე
დანაშაულზე
ბრალდებული
და
მსჯავრდებული
პირები
გათავისუფლდნენ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან.
2022 წელს მიღებული „ამნისტიის შესახებ“ კანონი განსაკუთრებულ ყურადღებას
იმსახურებს მისი შინაარსის გამო, რადგან აღნიშნულის მიზანი იყო COVID-19-ის დროს
დაწესებული შეზღუდვების კომპენსაცია, პატიმრებისთვის სასჯელის დღეების
შემცირების გზით.
2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ახალი პენიტენციური კოდექსი, რომელმაც
გააუმჯობესა
როგორც
პენიტენციური
სამსახურის
თანამშრომელთა
სამუშაო
პირობები და სოციალური გარანტიები, ასევე ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა
უფლებების დაცვა. ყველა ტიპის პაემანი გახდა უფასო, განსაკუთრებული რისკის
დაწესებულებებში შემოიღეს ვიდეო პაემნის უფლება, არასრულწლოვან პატიმრებს
დაემატათ თვეში 60 წუთი უფასო სასაუბრო დრო, ხოლო ყველა მსჯავრდებულს მიეცა
უმაღლესი განათლების მიღების უფლება.
2023 წელს დაბა ლაითურში გაიხსნა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი
№1
პენიტენციური
ადაპტირებულია
შშმ
დაწესებულება
700
პირთათვის
აკმაყოფილებს
და
პატიმარზე,
რომელიც
ევროპის
სრულად
წამებისა
და
არაადამიანური მოპყრობის კომიტეტის რეკომენდაციებს.
რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიმართულებით დანერგილია 21 ფსიქოსოციალური პროგრამა და ტრენინგი, მიმდინარეობს პროფესიული გადამზადება
სხვადასხვა
მიმართულებით.
ამასთან,
2022
წლიდან
დაიწყო
ციფრული
უნივერსიტეტის
ეტაპობრივი
დანერგვა,
რაც
პატიმრებს
საშუალებას
აძლევს
დისტანციურად ჩაერთონ საუნივერსიტეტო სწავლებაში. 2024 წლის ახალი კოდექსით
უმაღლესი განათლების მიღების უფლება ყველას მიენიჭა, ხოლო ციფრული სწავლება
უკვე მიმდინარეობს №1, №2, №5, №8, №11 და №16 დაწესებულებებში.
2023
წელს
პირველად
გაიხსნა
იუსტიციის
სახლი
პენიტენციურ
დაწესებულებაში, სადაც პატიმრებისთვის ხელმისაწვდომია 50-ზე მეტი სერვისი,
ხოლო თანამშრომლებს სრული მომსახურება.
პენიტენციური ჯანდაცვა ინტეგრირებულია საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში,
ყველა
სამედიცინო
სერვისი
იგივე
პროტოკოლებით
ხორციელდება,
როგორც
სამოქალაქო სექტორში. ამასთან, 2023 წელს დაინერგა ინოვაციური სერვისი „ონლაინ
კლინიკის“ მოდელი, რომელიც პატიმრებს აძლევს შესაძლებლობას, მოკლე დროში
მიიღონ სამოქალაქო კლინიკის სპეციალისტის ონლაინ კონსულტაცია.
9. ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკა
საქართველოში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლა 2021
წლიდან მნიშვნელოვნად გაძლიერდა როგორც საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციური
ცვლილებებით.
2021 წელს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიზანი იყო
ტრეფიკინგის
მსხვერპლთა
და
დაზარალებულთა
რეაბილიტაციის
პირობების
გაუმჯობესება.
2023 წელს თბილისში გაიხსნა ახალი თავშესაფარი ტრეფიკინგისა და ძალადობის
მსხვერპლთათვის.
ბავშვთა დაცვის მიმართულებით, იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით,
შემუშავდა 2025 - 2030 წლების სახელმწიფო სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს
ქუჩაში
მცხოვრები
ან
მომუშავე
ბავშვების
ყველა
სახის
ძალადობისა
და
ტრეფიკინგისგან დაცვას და მათ საზოგადოებაში რეინტეგრაციას.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2016–2024
წლების ანგარიშებით, საქართველო მუდმივად ინარჩუნებს უმაღლეს შეფასებას პირველ კალათას, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგის
წინააღმდეგ ბრძოლის სტანდარტებს.
10.
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალურ მონაცემთა
დაცვა
საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სისტემა მნიშვნელოვნად
განვითარდა და დღეს მოქმედებს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისად.
2022 წლის 1 მარტიდან გაძლიერებული უფლებამოსილებით საქმიანობა
განაგრძო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, რომელიც წარმოადგენს
ინსტიტუციურად დამოუკიდებელ ზედამხედველ ორგანოს. სამსახურის შემდგომი
გაძლიერებისთვის შემუშავდა 2025–2028 წლების სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს
მის განვითარებისა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და მონაცემთა დაცვის სტანდარტების
გასაძლიერებლად კი 2024 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა ახალი კანონი „პერსონალურ
მონაცემთა დაცვის შესახებ“. მისი ეფექტიანი დანერგვის მიზნით, სამსახურმა
შეიმუშავა იმპლემენტაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
11.
რელიგიის, გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე არ
არის, სახელმწიფო რელიგიურ გაერთიანებებს ეტაპობრივად უბრუნებს საბჭოთა
პერიოდში ჩამორთმეულ საკულტო ნაგებობებს და ზიანს სიმბოლურად ანაზღაურებს.
2021–2024 წლებში რელიგიური თემებისთვის (მუსლიმი თემი, რომაულ-კათოლიკური
თემი, სომხური სამოციქულო თემი, იუდეური თემი) გამოყოფილი ფინანსური
დახმარება გაიზარდა და ჯამში შეადგინა 22 მილიონი ლარი.
12.
ჯანმრთელობის დაცვა/სოციალური დაცვა
2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაწყების შემდეგ, 2024 წლის
ნოემბრის ჩათვლით 3.3 მილიონ მოქალაქეს 13.1 მილიონი სამედიცინო შემთხვევა
დაუფინანსდა, საერთო ჯამში 8.8 მილიარდი ლარის ოდენობით. პროგრამამ
მნიშვნელოვნად შეამცირა მოსახლეობის ფინანსური ტვირთი, კერძოდ, 2023 წლიდან
დაწესდა
თანაგადახდის
ზედა
ზღვარი,
რომლის
მაქსიმალური
ოდენობა
პენსიონერებისთვის არის 500 ლარი, ბავშვებისა და შშმ პირებისთვის 1000 ლარი,
ხოლო სხვა ბენეფიციარებისთვის 1500 ლარი.
ონკოლოგიური
პაციენტებისთვის
2024
წლიდან
მკურნალობა
სრულად
დაფინანსდა, ყოველგვარი ლიმიტის გარეშე ხელმისაწვდომია ყველა მოქალაქისთვის.
ამასთან, მოიხსნა თანაგადახდა ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების
სამკურნალო მედიკამენტებზე. მედიკამენტების ფასების შემცირების მიზნით, 2023
წელს ამოქმედდა რეფერენტული ფასწარმოქმნის პოლიტიკა, რამაც საშუალოდ 40%ით გააიაფა 7,000-ზე მეტი პრეპარატი.
განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა,
რომელიც 2015 წელს დაიწყო. 2024 წლისთვის გამოკვლეულია 2.8 მილიონი ადამიანი.
2024 წლიდან ამოქმედდა B ჰეპატიტის დიაგნოსტიკისა და მართვის პროგრამაც.
დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით, 2023 წელს გაიზარდა
მშობიარობის დაფინანსება. 2024 წლიდან დაემატა მშობიარობის შემდგომი ვიზიტისა
და ფსიქოლოგის კონსულტაციის დაფინანსება. ამასთან, დედათა სიკვდილიანობა
შემცირდა 32.2-დან 22.4-მდე, ხოლო ჩვილთა სიკვდილიანობა - 8.6-დან 8.2-მდე.
სოციალური დაცვის მიმართულებით, 2021 წლიდან ამოქმედდა სახელმწიფო
პენსიის ინდექსაციის წესი, რომლის საფუძველზეც პენსია ყოველწლიურად იზრდება.
მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონრები პენსიის 20%-იან დანამატს იღებენ.
13.
შრომა და დასაქმება
2021 წლის 1 იანვრიდან შრომის ინსპექციის სამსახურს მიენიჭა სრული მანდატი
შრომითი ნორმების ზედამხედველობის განხორციელებაზე. ხოლო, 2022 წლიდან
ამოქმედდა საკონსულტაციო ცენტრი და ცხელი ხაზი. 2023 წლის 1 სექტემბრიდან კი,
ინსპექციის მანდატი გაფართოვდა შრომითი მიგრაციის მიმართულებითაც.
შრომის უსაფრთხოების სფეროში განხორციელებული რეფორმების შედეგად,
2018 წელთან შედარებით 2023 წელს სამუშაო ადგილზე გარდაცვლილთა რაოდენობა
42%-ით
შემცირდა.
2022-2023
წლებში
შემუშავდა
და
დამტკიცდა
შრომის
უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ოთხი ტექნიკური რეგლამენტი.
მნიშვნელოვანია, რომ 2023 წლის 1 იანვრიდან ორსულობისა და მშობიარობის,
ასევე ბავშვის მოვლის შვებულების პერიოდში გასაცემი დახმარება გაორმაგდა და
შეადგინა 2000 ლარი.
გარდა ამისა, 2024 წელს ძალაში შევიდა ახალი კანონი „მეზღვაურთა შრომის
შესახებ“,
რომელიც
არეგულირებს
საქართველოს
დროშით
მცურავ
გემებზე
მეზღვაურთა შრომით ურთიერთობებს, მათ დასაქმების პირობებს, ჯანმრთელობისა
და უსაფრთხოების სტანდარტებს და სხვა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები
14.
წლიდან
2021
საქართველოში
მნიშვნელოვნად
გაძლიერდა
შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა (შშმ პირთა) უფლებების დაცვის სამართლებრივი და
ინსტიტუციური ჩარჩო. ამ წელს ძალაში შევიდა ახალი კანონი „შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“, რომელიც სახელმწიფო და
ადგილობრივ
ორგანოებს
ავალდებულებს
ყოველწლიურად
შეიმუშაონ
და
განახორციელონ შშმ პირთა უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმები. საქართველომ
ასევე
რატიფიცირება
მოახდინა
გაეროს
შშმ
პირთა
უფლებების
კონვენციის
ფაკულტატური ოქმის, ამასთან, შექმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელიც აერთიანებს
სახელმწიფო უწყებებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და შშმ
პირთა თემს.
2022 წლიდან გაიზარდა შშმ პირთა სოციალური პაკეტის ოდენობა, დაიწყო
დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი, შეიქმნა პერსონალური ასისტენტისა და
შინმოვლის
მომსახურება.
2023-2024
წლებში
განხორციელდა
მნიშვნელოვანი
საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც შშმ პირებს სამართალწარმოების პროცესში
ჩართვისა
და
დარღვევის
შემთხვევაში
ფულადი
კომპენსაციის
მოთხოვნის
საშუალებას აძლევს. დამატებით, 2024 წელს პარლამენტმა გააუქმა საკანონმდებლო
დებულებები, რომლებიც მოწმისა და ახსნა-განმარტების მიმცემი პირის სტატუსის
მიღების
შესაძლებლობიდან
ბლანკეტურად
გამორიცხავდა
ფსიქიკური
და
ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირებს.
საყურადღებოა ასევე ისიც, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი
ცვლილებებით
განისაზღვრა
სტანდარტები
და
შშმ
პირთა
სურდოთარგმანის
ინფორმაციის
ვალდებულება,
ხელმისაწვდომობის
ხოლო
კომუნიკაციების
ეროვნულმა კომისიამ დაამტკიცა შშმ პირთათვის უწყვეტი და პროგრესული წვდომის
და სხვა
შესაბამისი სტანდარტები. 2024 წელს საქართველო ასევე შეუერთდა
მარაკეშის ხელშეკრულებას.
იუსტიციის, შინაგან საქმეთა, თავდაცვის და პროკურატურის სისტემებში
შემუშავდა შშმ პირთა უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმები და თანამშრომელთა
გადამზადების პროგრამები. იუსტიციის სამინისტრომ ყველა ახალი იუსტიციის სახლი
მოარგო მისაწვდომობის სტანდარტებს და 100-მდე შშმ პირი დაასაქმა.
ასევე უზრუნველყოფილია შშმ და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების
მქონე სტუდენტთა სწავლების სრული დაფინანსება და დამატებითი კვოტები.
15.
ეთნიკური უმცირესობების უფლებები
საქართველოში ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების მხარდაჭერა
სახელმწიფოს
ერთ-ერთ
მნიშვნელოვან
პრიორიტეტად
რჩება.
სამოქალაქო
თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021–2030 წლების სტრატეგია და მისი ორწლიანი
სამოქმედო
გეგმები
მიზნად
ისახავს
თანასწორობაზე
დაფუძნებული,
დემოკრატიული და ინკლუზიური საზოგადოების გაძლიერებას.
ეთნიკური
უმცირესობების
წარმომადგენლებს
უზრუნველყოფილი
აქვთ
განათლების ყველა საფეხურზე წვდომა. საქართველოში ფუნქციონირებს 100-მდე
არაქართულენოვანი საბავშვო ბაღი და 300-მდე არაქართულენოვანი საჯარო სკოლა,
რომელთაგან ნაწილში სწავლება ბილინგვური მეთოდით მიმდინარეობს. მცირე
ეთნიკური ჯგუფების ენები (ოსური, ასურული, ჩეჩნური, უდიური, ხუნძური)
ისწავლება 12 საჯარო სკოლაში.
უმცირესობებისათვის
ხელმისაწვდომია
პროფესიული
და
უმაღლესი
განათლების სპეციალური პროგრამები. მათ შორის, აღსანიშნავია, „1+4“ საშეღავათო
პროგრამა, რომელშიც 2020-2024 წლებში 6400-ზე მეტი სტუდენტი ჩაერთო.
სახელმწიფო უზრუნველყოფს ქართული ენის სწავლების ინტეგრირებულ კურსებს,
რაც პროფესიულ განათლებაში ჩარიცხულთა რაოდენობის ზრდას შეუწყო ხელი.
ეთნიკური
უმცირესობების
სამოქალაქო
ჩართულობის
გასაძლიერებლად
ტარდება სხვადასხვა პროგრამები და საინფორმაციო კამპანიები. საჯარო სექტორში
მოქმედებს სტაჟირების სპეციალური პროგრამა „1+4“ ბენეფიციარებისთვის, რომელიც
უკვე 400-მდე ახალგაზრდამ წარმატებით დაასრულა.
ამასთან,
მნიშვნელოვანია,
რომ
ცენტრალური
საარჩევნო
კომისია
უზრუნველყოფს უმცირესობების თანაბარ მონაწილეობას არჩევნებში, კერძოდ,
საარჩევნო დოკუმენტაცია და საინფორმაციო მასალები მზადდება სომხურ და
აზერბაიჯანულ ენებზე.
ამასთან, მაუწყებლობა და მედია ასევე ინარჩუნებს მრავალენოვან ფორმატს:
საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-პორტალი მუშაობს შვიდ ენაზე, რეგიონულ
არხებზე გადაიცემა ეთნიკური უმცირესობების ენებზე საინფორმაციო გადაცემები და
სხვ.
დამატებით, სახელმწიფო აგრძელებს ეთნიკური უმცირესობების კულტურის
მხარდაჭერას — ფინანსდება მათი თეატრები და მუზეუმები, ტარდება ფესტივალები,
კონცერტები, გამოფენები და ახალგაზრდული ბანაკები.
უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება
16.
საქართველოში სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი მოქალაქეებისთვის
უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფაა. ამ მიზნით, ბოლო წლებში
განხორციელდა რიგი მნიშვნელოვანი რეფორმები გარემოსდაცვით პოლიტიკაში.
2021 წელს მიღებულმა კანონმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“
დააწესა პრინციპი „დამბინძურებელი იხდის“, რაც გარემოს დაზიანების პრევენციასა
და მისი აღდგენის ვალდებულებას გულისხმობს.
2022 წელს დამტკიცდა ნარჩენების მართვის ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმა
(2022-2026) და განახლდა სტრატეგია (2016-2030). ამასთან, 2023 წელს მიღებულ იქნა
კანონი
„სამრეწველო
ემისიების
შესახებ“,
რომელიც
არეგულირებს
მსხვილი
საწარმოების მიერ ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურების პრევენციას და
კონტროლს. იმავე წელს დამტკიცდა „გრძელვადიანი დაბალემისიიანი განვითარების
სტრატეგიაც“.
2024 წელს პარლამენტმა დაამტკიცა „საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა“
და მისი დანართი, ხოლო მთავრობამ დაამტკიცა „კლიმატის ცვლილების სტრატეგია
2030“ შესაბამისი სამოქმედო გეგმებით (2021-2023 და 2024-2025).
დასკვნა
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტი აღნიშნავს, რომ გაერო-ს უნივერსალური პერიოდული
მიმოხილვის
მექანიზმით
გათვალისწინებული
რეკომენდაციების
შესრულება
მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სახელმწიფოში არსებული გამოწვევების აღმოფხვრასა
და, შესაბამისად, სხვადასხვა ძირითადი უფლების დაცვის განმტკიცებას.
გარდა ამისა, კომიტეტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანო
ანგარიშის მომზადების პროცესში აქტიურად და მჭიდროდ თანამშრომლობდა
საქართველოს
მთავრობასთან,
საგარეო
საქმეთა
სამინისტროსთან,
რაც
უზრუნველყოფდა წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტესა და მრავალფეროვნებას.
აღნიშნული პრაქტიკა ხელს უწყობს ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავებას
და
წარმოადგენს
კარგი
მმართველობის
ეფექტურ
მაგალითს,
რომელიც
მიზანშეწონილად მიიჩნევა, რომ მომავალშიც შენარჩუნდეს და განმტკიცდეს.
ამავდროულად, წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით, ანგარიშის პროექტის
აღწერილობით ნაწილთან მიმართებით, კომიტეტს გააჩნია შემდეგი რეკომენდაციები:
ანგარიშში დეტალურად მიეთითოს 2025 წლის საკანონმდებლო ცვლილება
(საკანონმდებლო პაკეტი N07-3/332/10; 857-IIმს-XIმპ), რომელიც შეეხება
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართებით არსებული
დისკრიმინაციული ტერმინების აღმოფხვრას;
ანგარიშში მიეთითოს 2025 წლის საკანონმდებლო ცვლილება (N07-3/43/11;
507-IIმს-XIმპ), რომელიც შეეხება საქართველოს სახალხო დამცველისა და
მისი აპარატის თანამშრომლებისთვის სოციალური დაცვის გარანტიების
გაუმჯობესებას;
ანგარიშში მიეთითოს, რომ 2024 წელს მიღებული საკანონმდებლო
ცვლილებების შედეგად, საქართველომ აღასრულა გაეროს შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირთა
უფლებების
კომიტეტის
(CRPD)
რეკომენდაცია, რომელიც მოითხოვდა ეროვნულ დონეზე ყველა იმ
სამართლებრივი
ნორმის
გაუქმებას,
რომლებიც
გაუმართლებლად
ზღუდავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობას
მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში;
ანგარიშში
მიეთითოს
ინფორმაცია
შშმ
პირებისთვის
განკუთვნილი
პროგრამების ბიუჯეტის ყოველწლიური ზრდის შესახებ ინკლუზიური
პოლიტიკის პრიორიტეტულობის ხაზგასასმელად.
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტმა დადებითად შეაფასა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
უნივერსალური
პერიოდული
მიმოხილვის
(UPR)
მე-4
ციკლის
ფარგლებში
საქართველოში ადამიანის უფლებების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული
ღონისძიებები
და
აღნიშნული
უფლებების
დაცვის
საქართველოს 2025 წლის ეროვნული ანგარიშის პროექტი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
რატი იონათამიშვილი
მდგომარეობის
შესახებ
ოქმი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის სხდომა N28
2025 წლის 19 ნოემბერი, 13:00 სთ.
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი,
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი
(A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)
დღის წესრიგი
1. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის
მოადგილის არჩევა;
მომხსენებელი: კომიტეტის თავმჯდომარე - რატი იონათამიშვილი
2. საქართველოს
მთავრობის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N 192/2-XIმპ; 12.11.2025);
მომხსენებელი: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე
3. საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ გორდულაძის, თორნიკე ჭეიშვილის, რატი
იონათამიშვილის, ალუდა ღუდუშაურის, დავით მათიკაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, აკაკი
ალადაშვილის, თენგიზ შარმანაშვილისა და ალექსანდრე ტაბატაძის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „საქართველოს
საარჩევნო კოდექსი“,
„რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, საქართველოს კანონის პროექტი „მაღალმთიანი რეგიონების
განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების
შეტანის შესახებ“ (N 200/3-XIმპ; 12.11.2025);
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - დავით მათიკაშვილი
4. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის
უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს 2025 წლის ეროვნული ანგარიშის
პროექტი“ (N 1-9089; 13.10.2025).
მომხსენებელი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ხათუნა თოთლაძე
2025 წლის 19 ნოემბრის კომიტეტის სხდომაზე დადასტურდა სხდომის ჩატარებისთვის საჭირო
კვორუმი. კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი და დაამტკიცეს წარმოდგენილი სხდომის
დღის წესრიგი.
სხდომას თავმჯდომარეობდა - რატი იონათამიშვილი. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები:
ალუდა ღუდუშაური, სავალან მირზოევი, სუმბატ კიურეღიანის უფლებამონაცვლე - იმედა ნიკურაძე,
ირაკლი ჭეიშვილის უფლებამონაცვლე - ზურაბ რურუა, თორნიკე ფაღავას უფლებამონაცვლე გენრიეტა წიწავა, სოფიო ხორგუანი.
კომიტეტმა პირველ საკითხად განიხილა:
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს
კანონების პროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე.
საკანონმდებლო ცვლილებები კომიტეტს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ,
ალექსანდრე დარახველიძემ წარმოუდგინა.
შემოთავაზებული
ცვლილებების
თანახმად:
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ნორმები, რომელთა საფუძველზეც საგზაო მოძრაობის
უსაფრთხოების სფეროში განისაზღვრება პასუხისმგებლობა ახალი ქმედებებისათვის და ახლებურად
ყალიბდება ზოგიერთი სამართალდარღვევის შინაარსი;
მკაცრდება ადმინისტრაციულსამართლებრივი პასუხისმგებლობა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის სფეროში არსებული
ზოგიერთი სამართალდარღვევებისათვის. გამკაცრება გულისხმობს სახდელის სახით დაწესებული
ჯარიმების ზრდას;
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ცალკეული
სამართალდარღვევებისთვის, ახლებურად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების მართვის
მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა შესამცირებელი რაოდენობა.
საკითხის განხილვის პროცესში, კომიტეტის მხრიდან ყურადღება გამახვილდა საკანონმდებლო
პაკეტით წარმოდგენილ რამდენიმე ცვლილებაზე და გარემოებაზე, რაზეც გამოითქვა მოსაზრებები
და კომიტეტს მათი გათვალისწინება მიზანშეწონილად მიაჩნია.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
სხდომაზე გამოთქმულ მოსაზრებებზე მითითებით, კომიტეტმა კენჭისყრით მომხრე - 5, წინააღმდეგი
- 1, მხარი დაუჭირა
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილ
საქართველოს
კანონების პროექტებს: „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
კომიტეტმა განიხილა:
საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ გორდულაძის, თორნიკე ჭეიშვილის, რატი
იონათამიშვილის, ალუდა ღუდუშაურის, დავით მათიკაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, აკაკი
ალადაშვილის, თენგიზ შარმანაშვილისა და ალექსანდრე ტაბატაძის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „საქართველოს
საარჩევნო კოდექსი“, „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, საქართველოს კანონის პროექტი „მაღალმთიანი რეგიონების
განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების
შეტანის შესახებ“.
საკანონმდებლო ცვლილებები კომიტეტს, ერთ-ერთმა ინიციატორმა, საქართველოს პარლამენტის
წევრმა, დავით მათიკაშვილმა გააცნო.
აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს ახალი საარჩევნო კოდექსის მიღებას.
კოდექსის ახალი რედაქციის მიხედვით: განისაზღვრება არჩევნებში ეტლით მოსარგებლე
ამომრჩევლის მონაწილეობის წესი. ზუსტდება ზოგიერთი ტერმინის განმარტება, მათ შორის
არჩევნების, რეფერენდუმის/პლებისციტის საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებში გამართვის
კუთხით;
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნით ზუსტდება ფოტო-ვიდეოგადაღების წესები. იცვლება სხვა
სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის წესები და მუნიციპალიტეტის
ორგანოთა არჩევნების მსგავსად, საქართველოს პარლამენტის არჩევნები მხოლოდ საქართველოს
სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება.
არჩევნების სათანადოდ ორგანიზების ხელშეწყობის მიზნით განისაზღვრება სახელმწიფო
ორგანოებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლობის სამართლებრივი საფუძვლები;
საარჩევნო პერიოდში საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების სრულად დაკომპლექტებისა და
პოტენციური კადრების მოძიების პროცესის წახალისების მიზნით, იცვლება საქართველოს საარჩევნო
ადმინისტრაციის მოხელეთა თანამდებობრივი შეუთავსებლობისა და შრომით ურთიერთობასთან
დაკავშირებული საკითხები;
კენჭისყრის პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით იცვლება კენჭისყრის დღეს შენობიდან
გაძევების საკითხები. მარტივდება კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურები. იცვლება და
ერთგვაროვანი ხდება კანდიდატების წარდგენისა და რეგისტრაციაზე უარის/რეგისტრაციის
გაუქმების საფუძვლები.
წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით ცვლილებები გათვალისწინებულია, აგრეთვე
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“. ამასთანავე,
ტექნიკური ხასიათის ცვლილებები განხორციელდება „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს
ორგანულ კანონში, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონსა და
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
კომიტეტმა დადებითად შეაფასა შემოთავაზებული ცვლილებები და კენჭისყრით, მომხრე - 5
წინააღმდეგი - 1, მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ გორდულაძის,
თორნიკე ჭეიშვილის, რატი იონათამიშვილის, ალუდა ღუდუშაურის, დავით მათიკაშვილის, გურამ
მაჭარაშვილის, აკაკი ალადაშვილის, თენგიზ შარმანაშვილისა და ალექსანდრე ტაბატაძის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს ორგანული კანონების პროექტებს:
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„საქართველოს
ორგანულ
კანონში
„ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, საქართველოს კანონის პროექტს
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტს „საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“.
კომიტეტის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს წარმოუდგინა ინფორმაცია, ადამიანის უფლებათა
დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ასარჩევად,
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ მიერ, კომიტეტის წევრის ზურაბი ქადაგიძის,
კანდიდატურის წარდგენის შესახებ.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
კომიტეტმა კენჭისყრით მომხრე - 5, წინააღმდეგი - 1, მხარი დაუჭირა კომიტეტის თავმჯდომარის
მოადგილედ, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წარდგინებით, კომიტეტის
წევრის ზურაბ ქადაგიძის არჩევას.
სხდომის დასასრულს კომიტეტმა განიხილა:
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის
უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს 2025 წლის ეროვნული ანგარიშის
პროექტი“.
მოხსენება, საქართველოს
წარმოადგინა.
საგარეო
საქმეთა
მინისტრის
მოადგილემ,
ხათუნა
თოთლაძემ
წარმოდგენილი ანგარიშის პროექტი შედგება ორი ნაწილისგან: ზოგადი ნაწილი და ანგარიშის მიერ
მხარდაჭერილი რეკომენდაციების შესრულების ამსახველი ცხრილი. ანგარიშის ორივე ნაწილი
მოიცავს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი
სახელმწიფო უწყებების მიერ გატარებულ ღონისძიებებს.
წარმოდგენილ ანგარიშში მითითებულია, მოცემულ პერიოდში ადამიანის უფლებათა დაცვის
სფეროში მიღებული არაერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის შესახებ, შემდეგი მიმართულებებით:
ადამიანის უფლებების მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დისკრიმინაციული
ნიშნით/სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ქალისა და მამაკაცის
თანასწორობა; ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრა; ბავშვთა უფლებები; სამართლიანი
სასამართლოს უფლება;
რეფორმები პენიტენციურ სისტემაში; ადამიანით ვაჭრობასთან
(ტრეფიკინგთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკა; პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და
პერსონალურ მონაცემთა დაცვა; რელიგიის, გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება;
შრომა და დასაქმება;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები; ეთნიკური
უმცირესობების უფლებები; უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება;
განხილვის შემდგომ საკითხზე მსჯელობისას კომიტეტის მხრიდან აღინიშნა, რომ გაერო-ს
უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მექანიზმით გათვალისწინებული რეკომენდაციების
შესრულება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სახელმწიფოში არსებული გამოწვევების აღმოფხვრასა და,
შესაბამისად, სხვადასხვა ძირითადი უფლების დაცვის განმტკიცებას.
ამავდროულად, წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით, კომიტეტის მიერ გაიცა რეკომენდაციები,
რომლებიც აისახება კომიტეტის დასკვნაში.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
კომიტეტმა, კენჭისყრით მომხრე - 5, წინაღმდეგი - 0, თავი შეიკავა - 1, საქართველოს დადებითად
შეაფასა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR)
მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების გაუმჯობესების მიზნით
განხორციელებული ღონისძიებები და აღნიშნული უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ
საქართველოს 2025 წლის ეროვნული ანგარიშის პროექტი.
(კომიტეტის ვებგვერდზე, სხდომის ოქმთან ერთად იხილეთ სხდომის აუდიო ჩანაწერი)
სხდომის თავმჯდომარე: რატი იონათამიშვილი
სხდომის მდივანი: მაკა ლაშხია