„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.11.2025
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#212/2-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-11-24
ბიუროს ნომერი 92

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 09.03.2010, მუხ. 25) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ზ1) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, სამსახურის სტრუქტურული ერთეულის - საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელსა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილეს ანიჭებს შესაბამის სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს;“. 2. 81 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. თანამდებობისა და წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის უფროსს, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილესა და სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს ენიჭებათ სახელმწიფო სპეციალური წოდებები. 2. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე სამსახურის უფროსის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილისა და სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის შრომის ანაზღაურება შედგება თანამდებობრივი სარგოსგან, სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოსგან, აგრეთვე სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსგან, წელთა ნამსახურობის დანამატისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატისგან.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. საქართველოს ფინანსთა მინისტრი ამტკიცებს: ა) სამსახურის უფროსის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილის და სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესს; ბ) სამსახურის უფროსის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილის და სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის შრომის ანაზღაურების, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობებს, მათი გაცემის წესსა და პირობებს.“. 3. მე-11 მუხლის: ა) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „31. სამსახურის მიერ სამსახურის თანამშრომლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულოა.“; ბ) მე-4 - მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სამსახურის თანამშრომელს, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელება სხვა მუნიციპალიტეტში უწევს, რაც დაკავშირებულია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან, საცხოვრებელი ფართობის დაქირავების უზრუნველყოფისთვის სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევა კომპენსაცია. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურის თანამშრომლის მიერ საცხოვრებელი ფართობის დაქირავების უზრუნველყოფის წესსა და პირობებს ამტკიცებს სამსახურის უფროსი. 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართობის დაქირავების უზრუნველყოფისთვის კომპენსაციის ოდენობას ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახური (შემდგომში: შემოსავლების სამსახური) მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახელმწიფოს ბიზნეს გარემოს ფორმირებაში, ინვესტიციური კლიმატის შექმნასა და ეკონომიკური ზრდისთვის ხელშემწყობი პირობების განვითარებაში, რაც განსაზღვრავს ქვეყნის კონკურენტუნარიანობას გლობალურ ეკონომიკურ სივრცეში. აღნიშნული უზრუნველყოფს ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და სამართლიანი, ეფექტური გადასახადების სისტემის ფუნქციონირებას. შემოსავლების სამსახური, დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირებას. შემოსავლების სამსახურის ძალისხმევის შედეგად მობილიზებული შემოსულობები შეადგენს ქვეყნის ბიუჯეტის 90%-ზე მეტს, რომლითაც ფინანსდება ჯანდაცვის, განათლების, თავდაცვის, ინფრასტრუქტურული და სახელმწიფო მმართველობის სხვა ფუნქციების განხორციელება. საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული მოცემულობის სამსახურის თანამშრომელი პირობებში, შემოსავლების დაზღვევასთან თავად ახორციელებს ჯანმრთელობის გადახდას. შესაბამისად, კანონპროექტი დაკავშირებული ხარჯების შემოსავლების სამსახურის მიზნად ისახავს, თანამშრომლის სოციალური დაცვის ღონისძიებების გაუმჯობესებას, კერძოდ, თანამშრომელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯების ანაზღაურებას შემოსავლების სამსახურის მიერ. აღსანიშნავია ასევე, რომ „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის (სამსახურის თანამშრომლის სოციალური დაცვა) მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,სამსახურის თანამშრომელს, რომელსაც უწევს სხვა მუნიციპალიტეტში სამსახურებრივი გადაადგილება, რაც დაკავშირებულია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან, საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფს სამსახური, რომელიც ამ მიზნით საცხოვრებელ ბინას ქირაობს.“ არსებული საკანონმდებლო ნორმის მიხედვით, შემოსავლების სამსახურს დადგენილი აქვს ვალდებულება, შესაბამის შემთხვევებში, უშუალოდ უზრუნველყოს ბინის შერჩევა და გააფორმოს ქირავნობის ხელშეკრულება საცხოვრებელი ბინის მესაკუთრესთან. აღნიშნული პროცედურები დაკავშირებულია სხვადასხვა მუნიციპალიტეტში შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელთა არაერთგზის ტრანსპორტირების ხარჯებთან და ადამიანური რესურსის გამოყენებასთან. ამასთან, აღნიშნულის მიუხედავად, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მხრიდან ფიქსირდება გარკვეული სახის უკმაყოფილება, მათ შორის, შემოსავლების სამსახურის მიერ დაქირავებულ ბინაში არსებულ საცხოვრებელ პირობებთან და სამუშაო ადგილამდე მანძილთან დაკავშირებით, რაც რიგ შემთხვევებში ხდება დამატებითი შესწავლის საგანი. შესაბამისად, დამატებით იზრდება სამსახურის წარმომადგენელთა ტრანსპორტირების ხარჯები და ხდება ადამიანური რესურსის არაეფექტურად გამოყენება. აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, პროექტის შესაბამისად, უშუალოდ თანამშრომელი უზრუნველყოფს საცხოვრებელი ფართობის შერჩევას და დაქირავებას. ამასთან, არსებული საკანონმდებლო რეგულაციების შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილესა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს ენიჭებათ სახელმწიფო სპეციალური წოდებები, თუმცა იმ პირობებში, როდესაც შემოსავლების სამსახურის უფროსი უშუალოდ ახორციელებს შემოსავლების სამსახურის საქმიანობის საერთო ზედამხედველობას, მათ შორის წარმოადგენს საბაჟო დეპარტამენტის კანონშესაბამის და ეფექტურ საქმიანობაზე პასუხისმგებელ პირს, ასევე საქმიანობაზე ზედამხედველი ახორციელებს ზედამხედველობას შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეზე, საკანონმდებლო რეგულაციები არ ითვალისწინებს შემოსავლების სამსახურის უფროსისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებას. აღნიშნული განაპირობებს გარკვეულ სამართლებრივ და შინაარსობრივ შეუსაბამობას არსებულ საკანონმდებლო რეგულაციებთან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტი ითვალისწინებს შემოსავლების სამსახურის უფროსისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებასთან დაკავშირებული რეგულაციების განსაზღვრას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტი განსაზღვრავს, როგორც შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვის ღონისძიებების გაუმჯობესებასთან, ისე სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებასთან დაკავშირებულ დებულებებს, რაც საჭიროებს ცვლილებას საკანონმდებლო აქტში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით, შემოსავლების სამსახურის ის თანამშრომელი, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას სხვა მუნიციპალიტეტში განახორციელებს, რაც დაკავშირებული იქნება ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან, საცხოვრებელი ფართობის შერჩევას და დაქირავებას უშუალოდ უზრუნველყოფს კომპენსაციის იმ ოდენობით, რომელიც დადგენილ იქნება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ. ასევე, კანონპროექტის მიღებით, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯები სავალდებულო იქნება ანაზღაურდეს შემოსავლების სამსახურის სახსრებით. კანონპროექტის მიღების შედეგად, შემოსავლების სამსახურის უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით მიენიჭება სახელმწიფო სპეციალური წოდება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტით, ,,შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (შემდგომში - კანონი) ხორციელდება შემდეგი სახის ცვლილება: კანონის 81 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ახალი რედაქციით ყალიბდება, რომლის თანახმად, განისაზღვრება, რომ თანამდებობისა და წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილესა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელთან ერთად, სახელმწიფო სპეციალური წოდება მიენიჭება შემოსავლების სამსახურის უფროსს. წოდების მქონე შემოსავლების ამასთან, დგინდება, რომ სახელმწიფო სპეციალური სამსახურის უფროსის შრომის ანაზღაურება შედგება თანამდებობრივი სარგოსგან, სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოსგან, აგრეთვე სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსგან, წელთა ნამსახურობის დანამატისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატისგან. ახალი რედაციით ყალიბდება კანონის 81 მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ასევე დაამტკიცებს შემოსავლების სამსახურის უფროსისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესს, აგრეთვე შემოსავლების სამსახურის უფროსის შრომის ანაზღაურების, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობებს, მათი გაცემის წესსა და პირობებს. შესაბამისი ცვლილება ხორციელდება ასევე კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ1“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად განისაზღვრება, რომ შემოსავლების სამსახურის უფროსი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, სამსახურის სტრუქტურული ერთეულის - საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელსა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილეს ანიჭებს შესაბამის სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს. კანონის მე-11 მუხლს ემატება 31 პუნქტი, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ სამსახურის თანამშრომლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულო იქნება. ახალი რედაქციით ყალიბდება „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის თანამშრომელს, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელება სხვა მუნიციპალიტეტში უწევს, რაც დაკავშირებულია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან, საცხოვრებელი ფართობის დაქირავების უზრუნველყოფისთვის შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევა კომპენსაცია. ამავე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში განსახორციელებელი ცვლილების მიხედვით, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის მიერ საცხოვრებელი ფართობის დაქირავების უზრუნველყოფის წესსა და პირობებს დაამტკიცებს შემოსავლების სამსახურის უფროსი, ხოლო, საცხოვრებელი ფართობის დაქირავების უზრუნველყოფისთვის კომპენსაციის ოდენობას დაადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება 2026 წლის 1 იანვრიდან, რაც დაკავშირებულია ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებასთან. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): მიზანშეწონილია, კანონპროექტი განხილულ იქნეს დაჩქარებული წესით, ვინაიდან, მნიშვნელოვანია, დროულად ამოქმედდეს წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული რეგულაციები. კერძოდ, შემოსავლების სამსახური მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახელმწიფოს ბიზნეს გარემოს ფორმირებაში, ინვესტიციური კლიმატის შექმნასა და ეკონომიკური ზრდისთვის ხელშემწყობი პირობების განვითარებაში, რაც განსაზღვრავს ქვეყნის კონკურენტუნარიანობას გლობალურ ეკონომიკურ სივრცეში. აღნიშნული უზრუნველყოფს ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და სამართლიანი, ეფექტური გადასახადების სისტემის ფუნქციონირებას. შემოსავლების სამსახური, დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირებას. შემოსავლების სამსახურის ძალისხმევის შედეგად მობილიზებული შემოსულობები შეადგენს ქვეყნის ბიუჯეტის 90%-ზე მეტს, რომლითაც ფინანსდება ჯანდაცვის, განათლების, თავდაცვის, ინფრასტრუქტურული და სახელმწიფო მმართველობის სხვა ფუნქციების განხორციელება. საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული მოცემულობის პირობებში, შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი თავად ახორციელებს ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებული შემოთავაზებულია ცვლილება, ხარჯების გადახდას. რომლის თანახმადაც, შესაბამისად, კანონპროექტით შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯები სავალდებულო იქნება ანაზღაურდეს შემოსავლების სამსახურის სახსრებით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, რომ კანონპროექტი განხილულ იქნეს დაჩქარებული წესით და მიღებულ იქნეს მიმდინარე წლის საშემოდგომო სესიაზე, რათა კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები ამოქმედდეს კანონპროექტით განსაზღვრულ დროს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა შემოსავლების სამსახურის საკუთარი სახსრები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: არსებული რეგულაციის პირობებში შემოსავლების სამსახურის მიერ ბინის ქირავნობისას წყაროსთან გადასახადის დაკავების ვალდებულება გააჩნია შემოსავლების სამსახურს, ხოლო, პროექტის მიხედვით საშემოსავლო გადასახადის დეკლარირებას და გადახდას უზრუნველყოფს ბინის მესაკუთრე. თანამშრომლისთვის კომპენსაციის გაცემა დაექვემდებარება წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, ისევე როგორც დღეს არსებული რედაქციის ფარგლებში თანამშრომლის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა წარმოადგენს თანამშრომლის სარგებელს და იბეგრება საშემოსავლო გადასახადით. განაპირობებს თუ არა გავლენას კანონპროექტის მიღება სადაზღვევო კომპანიების შემოსავალზე დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე. დღეის მდგომარეობით თანამშრომელთა ხარჯით დაზღვეულია შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა 52%, სამსახურის მიერ თანამშრომელთა დაზღვევის შედეგად, დაზღვევის პირობებში, გაიზრდება დაზღვეულ პირთა რაოდენობა. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ სადაზღვევო პაკეტის ღირებულება განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერის შედეგების შესაბამისად და გაიზრდება თუ არა სადაზღვეო კომპანიის შემოსავალი და შესაბამისად ბიუჯეტში შეტანილი გადასახადის ოდენობა დამოკიდებულია სადაზღვეო პაკეტის ღირებულებაზე სამსახურის უფროსის გაზრდილი შემოსავლიდან (სახელმწიფო სპეციალური წოდებისა და წელთა ნამსახურების დანამატი) საშემოსავლო გადასახადი 4 წლის მანძილზე ჯამში შეადგენს 8 272 ლარს. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი ფინანსურ გავლენას იქონიებს შემოსავლების სამსახურზე, ვინაიდან კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდება შემოსავლების სამსახურის საკუთარი სახსრებიდან. კერძოდ: სამსახურის უფროსზე გასაცემი სახელმწიფო სპეციალური წოდებისა და წელთა ნამსახურების დანამატი: დასახელება 2026 წ. 2027 წ. 2028 წ. 2029 წ. სახელმწიფო სპეციალური 300 ლ. 300 ლ. 360 ლ. 360 ლ. 8175 ლ. 16356 ლ. 16356ლ. 8475 ლ. 16716 ლ. 16716 ლ. წოდების დანამატი სახელმწიფო სპეციალური წოდებით წელთა ნამსახურების დანამატი სულ ჯამი 300 ლ. სახელმწიფო სპეციალური წოდების დანამატისა და წელთა ნამსახურების დანამატის ოდენობა გაანგარიშებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 1 დეკემბრის N395 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის შრომის ანაზღაურების, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობების, მათი გაცემის წესისა და პირობების“ მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად, რომლის თანახმადაც, ა) საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილისთვის მინიჭებული სპეციალური წოდებების შესაბამისი წოდებრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთი განისაზღვრება შემდეგი სახით: სპეციალური წოდება წოდებრივი სარგო (ლარი) გენერალ-მაიორი 100.00 პოლკოვნიკი 70.00 ვიცე-პოლკოვნიკი 60.00 მაიორი 50.00 კაპიტანი 40.00 უფროსი ლეიტენანტი 30.00 ლეიტენანტი 25.00 უმცროსი ლეიტენანტი 20.00 ბ) სპეციალური წოდების მქონე, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელსა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილეს თანამდებობრივ სარგოზე ყოველთვიურად ეძლევათ ნამსახურობის დანამატები სპეციალური წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით, შემდეგი პროცენტული ოდენობით: ა) 1 წლიდან 2 წლამდე ნამსახურობისთვის − 5%; ბ) 2 წლიდან 5 წლამდე ნამსახურობისთვის − 10%; გ) 5 წლიდან 10 წლამდე ნამსახურობისთვის − 15%; დ) 10 წლის ან მეტი ნამსახურობისთვის − 20%. წელთა ნამსახურობის დანამატი საშუალო, უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე – საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელსა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილეს დაუანგარიშდებათ თანამდებობრივი სარგოსა და სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოს ჯამიდან, ხოლო უმცროსი სპეციალური წოდების მქონე – საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელსა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილეს წელთა ნამსახურობის დანამატი დაუანგარიშდებათ თანამდებობრივი სარგოს თანხიდან. საცხოვრებელი ფართის დაქირავებასთან დაკავშირებული კომპენსაცია: შემოსავლების სამსახურის თანამშრომლისათვის საცხოვრებელი ფართის დაქირავების მიზნით 2024 წელს შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 224,2 ათასი ლარი, ხოლო 2025 წელს (9 თვე) 170,7 ათასი ლარი. თანამშრომელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა: დღეის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები ხელფასიდან უზრუნველყოფენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევისთვის საჭირო თანხის გადახდას. ამ ეტაპზე, შემოსავლების სამსახურში ფაქტობრივად დასაქმებულია 3945 თანამშრომელი. ერთ თანამშრომელზე, არსებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული მაქსიმალური სადაზღვევო პაკეტით გათვალისწინებული ყოველთვიური სადაზღვეო პრემია შეადგენს 190 ლარს. შესაბამისად, აღნიშნული სადაზღვევო პაკეტით გადასახდელი თანხის წლიური ოდენობა (ჯამურად) 3945 თანამშრომელზე შეადგენს 8 994 600 ლარს. აქვე აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სასახურის შტატით გათვალისწინებული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 4383 ერთეულს. შესაბამისად, ხსენებული სადაზღვევო პრემიის პირობებში, სადაზღვევო პაკეტით გადასახდელი თანხის წლიური მაქსიმალური ოდენობამ შესაძლოა შეადგინოს 9 993 240 ლარი. თუმცა, ვინაიდან სადაზღვევო პაკეტის ღირებულება განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერის შედეგების შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის ხარჯის ზუსტი ოდენობა დამოკიდებული იქნება სადაზღვეო პაკეტის ღირებულებაზე. გასათვალისწინებელია, რომ თანამშრომელთა სიცოცხლისა და ჯამრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებული ხარჯის ოდენობა დაზუსტდება აღნიშნული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების განორციელების პროცესში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფო მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება დადებით ფინანსურ გავლენას მოახდენს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებზე, რომლებიც ხელფასიდან უზრუნველყოფენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევისთვის საჭირო თანხის გადახდას. ამ ეტაპზე, შემოსავლების სამსახურში დასაქმებულია 3945 თანამშრომელი. ერთ თანამშრომელზე, მაქსიმალური სადაზღვევო პაკეტით გათვალისწინებული ყოველთვიური სადაზღვეო პრემია შეადგენს 190 ლარს. ამასთან, კანონპროექტმა შესაძლებელია გავლენა იქონიო სადაზღვეო კომპანიებზე, რადგან შემოსავლების სამსახურისთვის სავალდებულო გახდება თანამშრომლების დაზღვევა. თუმცა, ვინაიდან სადაზღვევო პაკეტის ღირებულება განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერის შედეგების შესაბამისად, ტენდერში გამარჯვებული სადაზღვეო კომპანიის შემოსავლის ზუსტი ოდენობა დამოკიდებული იქნება სადაზღვეო პაკეტის ღირებულებაზე. ასევე კანონპროექტის მიღების შედეგად შემოსავლების სამსახურის უფროსზე გაიცემა სახელმწიფო სპეციალური წოდებისა და წელთა ნამსახურების დანამატი, მოცემული გაანგარიშების შესაბამისად. ბ.ვ) კანონპროექტით გადასახდელის (ფულადი დადგენილი შენატანის) გადასახადის, ოდენობა მოსაკრებლის შესაბამის ბიუჯეტში ან სხვა სახის და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს რაიმე ტიპის გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. 1 ბ ) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.