საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ანგარიში - კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებათა დაცვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-11-20
კომიტეტის სხდომის ნომერი 20
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა
თარიღი
20 ნოემბერი 2025 12:00
2025 წლის 20 ნოემბერი, 12:00 საათი
საქართველოს პარლამენტი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N417
(C კორპუსი, IV სართული)
დღის წესრიგი
1. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ანგარიში კონკურენციისა
და
მომხმარებლის
უფლებათა
დაცვის
მიმართულებით
განხორციელებული რეფორმების შესახებ;
მომხსენებელი: საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს
თავმჯდომარე - ირაკლი ლექვინაძე.
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა
ოქმი N20
2025 წლის 20 ნოემბერი, 12:00 საათი
საქართველოს პარლამენტი
ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზ. N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი
(C კორპუსი, IV სართული, N417 )
სხდომის თავმჯდომარე: ლევან მახაშვილი
სხდომას ესწრებოდნენ: ვახტანგ თურნავა, ლევან მაჭავარიანი (ვიქტორ სანიკიძის
უფლებამონაცვლე), ეკა სეფაშვილი, ლიკა შარტავა, გიორგი ჩაკვეტაძე, სალომე კობალაძე
და გენრიეტა წიწავა (გიორგი ხახუბიას უფლებამონაცვლე).
სხდომის მდივანი: ნინო ხუციშვილი
ასევე, სხდომას ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლები და
მედიის წარმომადგენლები.
დღის წესრიგი:
1. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ანგარიში კონკურენციისა
და
მომხმარებლის
უფლებათა
დაცვის
მიმართულებით
განხორციელებული რეფორმების შესახებ.
მომხსენებელი: საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს
თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.
სხდომის მსვლელობა:
სხდომის თავმჯდომარემ დაადასტურა სხდომის უფლებამოსილებისთვის საჭირო
კვორუმი და კომიტეტის წევრებს სხდომის დღის წესრიგი გააცნო. კომიტეტის წევრებმა
კომიტეტის სხდომის დღის წესრიგს მხარი დაუჭირეს.
სხდომის მსვლელობა:
ირაკლი ლექვინაძემ კონკურენციის პოლიტიკის კანონმდებლობის გაუმჯობესებაზე
ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის
სააგენტო 2014 წელს ჩამოყალიბდა, როგორც დამოუკიდებელი უწყება. 2017-2020 წლებში
სააგენტოში ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტი - „საქართველოს
კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ მიმდინარეობდა, რომელიც კანონმდებლობის
დახვეწასა
და
ევროკავშირის
სამართლებრივ
სტანდარტებთან
დაახლოებას
1
ითვალისწინებდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2020 წელს „კონკურენციის შესახებ“
საქართველოს კანონში მასშტაბური ცვლილებები განხორციელდა, რომლის შედეგად
ქართული კონკურენციის კანონმდებლობა ევროკავშირში არსებულ სტანდარტებსა და
წესებს უფრო მეტად დაუახლოვდა, ხოლო სააგენტოს უფლებამოსილებები დაიხვეწა და
გაძლიერდა.
2022-2024 წლებში სააგენტოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტვინინგის
(TWINNING) პროექტი „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს შესაძლებლობების
გაძლიერება“ მიმდინარეობდა, რომელიც როგორც კონკურენციის, ასევე, მომხმარებლის
უფლებების დაცვის მიმართულებას ეხებოდა. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა,
ტვინინგის პროექტის საწყის ეტაპზე ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან
თავსებადობა დაახლოებით 61% იყო, ხოლო პროექტის დასრულების შემდგომ 75%-მდე
გაუმჯობესდა. მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით კი 70% იყო და 85%-ს მიაღწია.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში კანონში არსებული მთელი რიგი დებულებები
დაიხვეწა, მათ შორის:
1) საჩივრის ფორმა, მისი წარდგენის წესი და საჩივრის დასაშვებობასთან
დაკავშირებული პროცედურები და ვადები;
2) საქმის მოკვლევის წესი და პროცედურა;
3) კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესი;
4) ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებები;
5) თანამშრომლობის პროგრამის პირზე გავრცელებისა და პირის „კონკურენციის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევისთვის ჯარიმის
დაკისრებისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების გამოყენების წესი;
6) „კონკურენციის შემზღუდველი აკრძალვიდან ჯგუფური გამონაკლისების
შესახებ“ საქართველოს მთავრობის №526 დადგენილება.
ასევე, ტვინინგის პროექტის ფარგლებში 2022-2024 წლებში გამოიცა შემდეგი გზამკვლევი
დოკუმენტები, ე.წ. „გაიდლაინები“:
1) კონკურენციის საქმეების განხილვისას პროცედურული სამართლიანობის
შესახებ;
2) შესაბამისი ბაზრის განსაზღვრის სახელმძღვანელო მითითებები;
3) სახელმძღვანელო მითითებები ჰორიზონტალური კონცენტრაციის შეფასების
თაობაზე;
4) დომინანტური მდგომარეობისა და საბაზრო ძალაუფლების განსაზღვრის
სახელმძღვანელო მითითებები;
5) სახელმძღვანელო მითითებები არაჰორიზონტალური კონცენტრაციის შეფასების
თაობაზე;
6) სახელმძღვანელო მითითებები კონცენტრაციების კონტროლთან დაკავშირებით;
7) სტრუქტურული და ქცევითი ხასიათის ღონისძიებები კონცენტრაციების
კონტროლის პროცესში.
მომხსენებლის თქმით, ევროკავშირის დახმარების კიდევ ერთი ინსტრუმენტის - ტაიექსის
(TAIEX) ფარგლებში ევროკავშირის ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს სააგენტოს,
როგორც კონკურენციის პოლიტიკის აღმასრულებელი უწყების, ინსტიტუციური
დამოუკიდებლობა და სიძლიერე. განსაკუთრებული ყურადღება კონცენტრაციების
2
კონტროლის პროცესში სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელებული კონცენტრაციების
მონიტორინგისა და ეფექტიანი რეაგირების მექანიზმებზე გამახვილდა.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ „კონკურენციის შესახებ“ კანონში განხორციელებული
რეფორმებით, აღსრულების მექანიზმები გაძლიერდა და ბიზნეს სექტორში არსებულ
დარღვევებზე
ეფექტიანი
რეაგირება
გახდა
შესაძლებელი.
გარდა ევროკავშირის დახმარების პროგრამებით განხორციელებული სხვადასხვა
სამართლებრივი აქტების განახლებისა, სააგენტომ, მისი ინიციატივითა და ევროკავშირის
საუკეთესო პრაქტიკასთან მეტად დაახლოების მიზნით, 2022-2025 წლებში დამატებით
რამდენიმე გზამკვლევი დოკუმენტი განაახლა:
1) თანამშრომლობის პროგრამა - გზამკვლევი დოკუმენტი ეკონომიკური
აგენტებისათვის;
2) საჩივრის შევსების წესი და მისი დასაშვებობის პროცედურა;
3) სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონკურენტულ გარემოზე
ზეგავლენის შეფასებისა და განსახილველად სავალდებულო რეკომენდაციების
შესრულების მონიტორინგის შესახებ;
4) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლზე სააგენტოს მიერ
მიღებული გადაწყვეტილებების მიმოხილვა;
5) საერთო სასამართლოების განმარტებები სააგენტოს კანონიერ ძალაში შესულ
გადაწყვეტილებებზე;
6) კანონის მე-6 მუხლის რიგი დებულებების განმარტება ევროკავშირის
აღმასრულებელი და სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე(განახლდა);
7) კანონის მე-7 მუხლის რიგი დებულებების განმარტება ევროკავშირის
აღმასრულებელი და სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე(განახლდა);
8) კონკურენციის
სამართლებრივ
მოკვლევებში
დროებითი(შუალედური)
ღონისძიებების შესახებ.
მომხსენებლის თქმით, სააგენტოს ძალისხმევით ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგი
განხორციელდა, რის შედეგადაც ელექტრონული რეცეპტების სისტემა და რეფერენტული
ფასწარმოქმნის მოდელი დაინერგა.
ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, რომ 2022 წელს საქართველოს პარლამენტმა „მომხმარებლის
უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი მიიღო. კანონის მიღებას წინ უძღვოდა ბიზნეს
სექტორთან რამდენიმეწლიანი სამუშაო პროცესი. დღეს მომხმარებლის სფეროში
არსებული
კანონმდებლობა
დაბალანსებულია.
ძირითადი
ცვლილებები
ამ
მიმართულებით შემდეგ კანონებში შევიდა: „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“
კანონი, „ტურიზმის შესახებ“ კანონი და „ელექტრონული კომერციის შესახებ“ კანონი.
მომხსენებელმა ისაუბრა აღსრულების მიმართულებითაც და აღნიშნა, რომ 2022 წლიდან
დღემდე შემოსული განცხადებების რაოდენობამ 2600, ხოლო ცხელ ხაზზე შემოსული
ზარების რაოდენობამ 16000 შეადგინა, პირობითი ვალდებულება გაფორმდა 393
შემთხვევაში, დარღვევა დადასტურდა 303 შემთხვევაში, ჯარიმა კი 135 მოვაჭრეს
დაეკისრა. ჯარიმების საერთო მოცულობამ 200 000 ლარი შეადგინა.
ასევე, მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა სააგენტოს მიერ ცნობიერების ამაღლების
მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაზე, რომელიც მომხმარებლის უფლებებისა
3
და კონკურენციის პოლიტიკის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების გაზრდას
ემსახურებოდა. აღინიშნა, რომ 2025 წელს სააგენტომ ქ. თბილისისა და რეგიონების
სკოლებში, მათ შორის, შშმ მოსწავლეებთან 50-მდე შეხვედრა გამართა.
ირაკლი ლექვინაძემ სააგენტოს საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეულ წარმატებებზეც
გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის
სააგენტო ზედიზედ ორჯერ გახდა მსოფლიო ბანკისა და მომხმარებლის დაცვისა და
აღსრულების საერთაშორისო ქსელის - აისიპიიენის (ICPEN) გლობალური ჯილდოს
მფლობელი.
მისი ხაზი გაუსვა, რომ საქართველო 2026-2027 წლებში აისიპიიენის პრეზიდენტად
აირჩიეს. მომხსენებლის შეფასებით, გაძლიერებული საკანონმდებლო ბაზა და
გაუმჯობესებული აღსრულების მექანიზმები მყარ საფუძველს ქმნის საქართველოს
ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის, გამჭვირვალობისა და მომხმარებელთა დაცვის
მაღალი ხარისხის სტანდარტების ჩამოყალიბებისთვის.
კომიტეტის სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სხდომის ფარგლებში დაისვა
კითხვები, რომლებიც შეეხებოდა დიდი კომპანიების გაერთიანების საკითხებს,
სადაზღვევო ორგანიზაციების საქმიანობას, სამედიცინო და საფინანსო ბაზარზე
გამოვლენილ
დარღვევებსა
და
ჯარიმებთან
დაკავშირებულ
სასამართლო
გადაწყვეტილებებს, ასევე, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ცნობიერების
ამაღლების მიმართულებით სააგენტოს მხრიდან განხორციელებულ აქტივობებს.
ირაკლი ლექვინაძემ დიდი კომპანიების გაერთიანებისა და სადაზღვევო ორგანიზაციების
საქმიანობის შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხა. მომხსენებლის განცხადებით,
მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით სააგენტო აქტიურად ახორციელებს
საინფორმაციო კამპანიებს სკოლებში, აკადემიურ წრეებსა და სხვა დაინტერესებულ
ჯგუფებთან, რაც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
სხდომის დასასრულს, ლევან მახაშვილმა კომიტეტის სახელით მზადყოფნა გამოხატა,
მხარი დაუჭიროს ყველა საჭირო ნაბიჯს, რომელიც მომხმარებლის უფლებების დაცვის
შემდგომ განვითარებასა და საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებზე იქნება
ორიენტირებული.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა ცნობად მიიღო საქართველოს კონკურენციისა და
მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ანგარიში - კონკურენციისა და მომხმარებლის
უფლებათა დაცვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების შესახებ.
კომიტეტის ვებგვერდზე სხდომის ოქმთან ერთად იხილეთ კომიტეტის აუდიოჩანაწერი.
4