„თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
02.12.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გია ბენაშვილი, ირაკლი ხელაძე, ზვიად შალამბერიძე
ნომერი
#230/3-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-12-08
ბიუროს ნომერი 97

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. თავდაცვის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.10.2023, სარეგისტრაციო კოდი: 120000000.05.001.021033) შეტანილ იქნეს ცვლილება და 70-ე მუხლის: ა) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის შემადგენლობა, უფლებამოსილება, მისი შექმნისა და საქმიანობის წესი, აგრეთვე სამედიცინო შემოწმების, მათ შორის დამატებითი სამედიცინო გამოკვლევების, ორგანიზებისა და ჩატარების წესი სამინისტროს წარდგინებით განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“. ბ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,8. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირისთვის (წვევამდელისთვის) ჩატარებული დამატებითი სამედიცინო გამოკვლევა და მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ შესრულებული სამუშაოები ფინანსდება მხარჯავი დაწესებულების - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევამდე პირი (წვევამდელი) გადის სამედიცინო შემოწმებას, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს დამატებით სამედიცინო გამოკვლევებსაც. აღსანიშნავია, რომ პირის სამედიცინო შემოწმებას ახორციელებს მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია, რომელიც შექმნილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის (შემდგომ სამხედრო ჰოსპიტალი) ბაზაზე. დამატებით სამედიცინო გამოკვლევებში იგულისხმება ისეთი გამოკვლევები, რომლებიც შესაძლოა არ ტარდებოდეს სამხედრო ჰოსპიტალში. შესაბამისად, პირი აღნიშნული გამოკვლევებისათვის უნდა წარიგზავნოს სხვა სამედიცინო დაწესებულებაში. დღეს მოქმედი თავდაცვის კოდექსის 70-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირისთვის (წვევამდელისთვის) ჩატარებული დამატებითი სამედიცინო გამოკვლევა და მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ შესრულებული სამუშაოები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან. საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირის სამედიცინო შემოწმებასთან (მათ შორის დამატებითი სამედიცინო გამოკვლევები) დაკავშირებული ხარჯები უნდა დაფინანსდეს მხარჯავი დაწესებულების - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიღების შემდგომ იგი წინააღმდეგობაში იქნება თავდაცვის კოდექსის ნორმასთან, შესაბამისად, ცვლილება განხორციელდება თავდაცვის კოდექსის 70-ე მუხლის მე-8 ნაწილში და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნაცვლად მიეთითება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. თავდაცვის კოდექსის 70-ე მუხლის მე-8 ნაწილში განსახორციელებელი ცვლილების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია ცვლილება განხორციელდეს 70-ე მუხლის მე-5 ნაწილშიც. კერძოდ, თავდაცვის კოდექსის 70-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, - „მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი, აგრეთვე სამედიცინო შემოწმების ორგანიზებისა და ჩატარების წესი სამინისტროს წარდგინებით განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით“. აღნიშნულ ნორმაში, ასევე მიეთითება, რომ მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის შექმნის, დამატებითი სამედიცინო გამოკვლევების ორგანიზებისა და ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რომლითაც დეტალურად განისაზღვრება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, წვევამდელის სამედიცინო შემოწმებისათვის და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების ორგანიზებისათვის საჭირო პროცედურები. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირის სამედიცინო შემოწმებისა (მათ შორის დამატებითი გამოკვლევების) და მისი დაფინანსების საკითხები განსაზღვრულია თავდაცვის კოდექსით. შესაბამისად აღნიშნული საკითხების ახლებურად განსაზღვრა საჭიროებს თავდაცვის კოდექსში შესაბამისი ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: დაზუსტდება, რომ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირის დამატებითი სამედიცინო გამოკვლევების ორგანიზების საკითხი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ასევე წვევამდელისთვის ჩატარებული დამატებითი სამედიცინო გამოკვლევა და მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ შესრულებული სამუშაოების დაფინანსება განხორციელდება მხარჯავი დაწესებულების - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით განისაზღვრა, რომ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირისთვის (წვევამდელისთვის) ჩატარებული დამატებითი სამედიცინო გამოკვლევა და მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ შესრულებული სამუშაოები დაფინანსდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან, თავდაცვის კოდექსის 70-ე მუხლის მე-8 ნაწილში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნაცვლად მიეთითება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ამასთან, 70-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, წვევამდელის სამედიცინო შემოწმებისათვის და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების ორგანიზებისათვის საჭირო პროცედურები. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ამოქმედდება 2026 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ამოქმედდება 2026 წლის 1 იანვრიდან. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი საჭიროებს მისი დაჩქარებული წესით განხილვას, ვინაიდან ,,საქართველოს 2026 წლის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ითვალისწინებს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირის (წვევამდელის) სამედიცინო შემოწმების მიზნით, მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ შესრულებული სამუშაოებისა და ჩატარებული დამატებით სამედიცინო გამოკვლევების დაფინანსებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან, ამოქმედდება 2026 წლის 1 იანვრიდან. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი, კერძოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ამასთანავე აღსანიშნავია რომ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირისთვის (წვევამდელისთვის) ჩატარებული დამატებითი სამედიცინო გამოკვლევა და მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ შესრულებული სამუშაოები დაფინანსდება თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან, ნაცვლად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსი. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. აგრეთვე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. ბ ) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: 1 კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გია ბენაშვილი, ირაკლი ხელაძე, ზვიად შალამბერიძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გია ბენაშვილი, ირაკლი ხელაძე, ზვიად შალამბერიძე