„კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
10.12.2025
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცული ტერიტორიების სააგენტო.
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#245/2-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-12-15
ბიუროს ნომერი 101

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
აპროექტი საქართველოს კანონი „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 1998 წელი, მუხ. 51) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) რიონის აღკვეთილი.“. 2. მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „91“ მუხლი: „მუხლი 91. რიონის აღკვეთილის მდებარეობა, ფართობი და საზღვრები რიონის აღკვეთილი მდებარეობს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებში. მისი საერთო ფართობია 558 ჰექტარი და იგი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს: № X Y № X Y № X Y № X Y 1 279857 466655 23 282088 4669953 45 285720 4669501 67 284032 4670110 2 2 280513 466653 24 282296 4670007 46 285753 4669292 68 283774 4670174 9 3 280604 466677 25 282454 4670465 47 285760 4669188 69 283265 4670250 1 4 280651 466678 26 282812 4670626 48 285820 4669005 70 282805 4669984 5 5 280329 466758 27 283237 4670746 49 285976 4668865 71 282610 4669553 2 6 280062 466875 28 283681 4670653 50 285968 4668757 72 282717 4669351 2 7 280138 466890 29 283780 4670734 51 286028 4668706 73 282684 4668864 8 8 280578 466897 30 284273 4670747 52 285876 4668622 74 282581 4668328 4 9 280811 466913 31 284819 4670763 53 285685 4668914 75 282263 4668241 0 10 280866 466910 32 285142 4670866 54 285677 4668875 76 281521 4668094 4 11 280927 466921 33 285495 4670839 55 285613 4668876 77 281519 4668181 4 12 281384 466911 34 285922 4670961 56 285545 4668987 78 281491 4668180 13 281599 466905 35 286133 4671003 57 285371 4669341 79 281471 4668347 6 14 282348 466814 36 286298 4670741 58 285462 4669411 80 281287 4668472 9 15 281781 466879 37 286226 4670490 59 285569 4669895 81 281040 4668633 2 16 281861 466877 38 286234 4670474 60 285537 4670021 82 280611 4668552 6 17 281990 466944 39 286322 4670479 61 285536 4670083 83 280456 4668288 18 281911 466948 40 286340 4670462 62 285300 4670175 84 280561 4667613 2 19 281905 466954 41 286292 4670324 63 285090 4670039 85 280937 4666803 1 20 282029 466970 42 286226 4670375 64 284936 4670038 86 280861 4666512 8 21 22 282107 466970 9 282117 466982 6 43 285859 44 285802 4670328 4669942 65 284787 4670156 66 284331 4670016 87 88 280374 4666312 279857 4666276 3. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. ამ კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ზღვის აკვატორიაში დაშვებულია კვლევების ჩატარების მიზნით თხევად საწვავზე მომუშავე წყალმცურავი საშუალებებით გადაადგილება, ასევე 500 ტონამდე ტვირთამწეობის თევზსაჭერი წყალმცურავი საშუალების გადაადგილება არანაკლებ 4 კვანძი და არაუმეტეს 9 კვანძი სიჩქარით კოლხეთის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით დადგენილი წესით.“. 4. 25-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „251“ მუხლი: „მუხლი 251. რიონის აღკვეთილში დაშვებული საქმიანობის განვითარების ინტეგრალური პროგრამები რიონის აღკვეთილში დაშვებული საქმიანობა ხორციელდება სამენეჯმენტო გეგმით განსაზღვრული დაშვებული საქმიანობის განვითარების ინტეგრალური პროგრამების ფარგლებში.“. 5. 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კოლხეთის ეროვნული პარკის, ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალის, ქობულეთის აღკვეთილის და რიონის აღკვეთილის მართვა ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. მუხლი 2. 1. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიებზე ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული ქონებრივი ურთიერთობების ფარგლებში დასაშვებია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში (საკუთრება, უზუფრუქტი, აღნაგობა, სერვიტუტი, იპოთეკა, ქირავნობა და სხვ.). 2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიებზე ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ: ა) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, მათ შორის, ისეთ ურთიერთობებზე, როდესაც ლიცენზიის გაცემის მიზნით დაწყებულია საქმის წარმოება; ბ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით ან/და გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრულ ურთიერთობებზე. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიღება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ საქართველოში გავრცელებულია ზუთხისებრთა ექვსი სახეობა: სვია (Huso huso), რუსული ზუთხი (Acipenser gueldenstaedtii), ტარაღანა (Acipenser stellatus), ჯარღალა (Acipenser nudiventris), ევროპული (ატლანტური) ზუთხი ანუ ფორონჯი (Acipenser sturio) და კოლხური ზუთხი (Acipenser persicus colchicus)1. საქართველოში გავრცელებული ზუთხისებრთა ექვსივე სახეობა შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“. მათგან ფორონჯი (A. sturio) შეტანილია გადაშენების კრიტიკული საფრთხის წინაშე მყოფი (CR) სტატუსით, ხოლო დანარჩენი ხუთი სახეობა - გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი (EN) სტატუსით. ზუთხისებრთა სახეობებს გადაშენების საფრთხე ემუქრებათ არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელი ნუსხის მიხედვით, საქართველოში გავრცელებული ზუთხისებრთა ყველა სახეობა გლობალურად გადაშენების კრიტიკული საფრთხის წინაშე იმყოფება. შესაბამისად, ზუთხისებრნი წარმოადგენენ ყველაზე მოწყვლად და საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების ჯგუფს საქართველოში. ზუთხისებრთა რიცხოვნობა კრიტიკულად შემცირებულია, რისი ძირითადი მიზეზებიცაა წყალსაცავებისა და კაშხლების მშენებლობის გამო მდინარეთა რეგულირება, ჰაბიტატების ფრაგმენტაცია და სატოფო (საქვირითე) ადგილების განადგურება, ბრაკონიერობა და ახალმოზარდეული ინდივიდების თანჭერა. სპეციალური დაცვითი ღონისძიებების გატარების გარეშე მოსალოდნელია ზუთხისებრთა სამუდამო გაქრობა საქართველოს მდინარეებსა და სანაპირო წყლებში. 2022 წლის 26 ივნისს „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი იქნა ცვლილება და მისი ფართობი გაიზარდა 671,5 ჰექტრით, რომლის შედეგად შავი ზღვის და მდინარე რიონის შესართავს მიენიჭა ეროვნული პარკის სტატუსი (ზღვის აკვატორია და ხმელეთის ნაწილი). მსოფლიოში ზუთხისებრთა სახეობების გასამრავლებლად საჭირო ბუნებრივი სატოფო ადგილები საკმაოდ შეზღუდულია. მდინარე რიონი ერთ-ერთია მსოფლიოს იმ რამდენიმე მდინარიდან, სადაც შემორჩენილია ზუთხისებრთა სატოფო ადგილები და, შესაბამისად, ჯერ კიდევ ხდება მათი ბუნებრივ გარემოში გამრავლება. აღსანიშნავია, რომ ამჟამად შავი ზღვის აუზის მხოლოდ ორ მდინარეში რიონსა და დუნაიში ხდება ზუთხისებრთა ბუნებრივად გამრავლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, იქმნება რიონის აღკვეთილი სამტრედიის მუნიციპალიტეტში. აღკვეთილის ფართობი შეადგენს 558 ჰა-ს. აღკვეთილის ტერიტორია მოიცავს მდინარე რიონის იმ მონაკვეთს, სადაც ხდება ზუთხისებრთა ქვირითობა. შესაბამისად, რიონის აღკვეთილის შექმნა კიდევ უფრო გაზრდის ზუთხისებრთა პოპულაციის დაცვის და აღდგენის შესაძლებლობას. ასევე აღსანიშნავია, რომ „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია ეროვნული პარკის სხვადასხვა ზონებში უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება და დაშვებულია კვლევების ჩატარება, თუმცა რეალობიდან გამომდინარე ზღვის აკვატორიაში კვლევების განხორციელება ასეთი ტრანსპორტით ფაქტიურად შეუძლებელია. შესაბამისად, ხდება კვლევების ჩატარების მიზნით თხევად საწვავზე მომუშავე წყალმცურავი საშუალებებით მოძრაობის დაშვება ზღვის აკვატორიაში. აგრეთვე კოლხეთის ეროვნული პარკის საზღვაო მონაკვეთზე დაშვებული იქნება 500 ტონამდე ტვირთამწეობის წყალმცურავი საშუალებების გადაადგილება არანაკლებ 4 კვანძი და არაუმეტეს 9 კვანძი სიჩქარით. ამასთანავე, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის №2235 განკარგულების საფუძველზე „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში 2019 წლის 4 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყულევში მდებარე სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე არსებულ ძველი ნავმისადგომს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და დღეის მდგომარეობით ხდება თევზსაჭერი და დამხმარე გემების მიღება. იმ პირობებში, როდესაც თევზჭერის ლიცენზიანტებისთვის თევზჭერის ყოველ სეზონზე დგას ნავმისადგომის პრობლემა, ნავმისადგომის საკუთრების, სარგებლობის ან მომსახურების ხელშეკრულების ფორმით ფლობა კი წარმოადგენს სალიცენზიო ვალდებულებას, აღნიშნული ნავმისადგომის ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია თევზჭერის ყველა ლიცენზიანტისთვის. ვინაიდან, ნავმისადგომი მდებარეობს კოლხეთის ეროვნული პარკის მიმდებარედ, დღეის მდგომარეობით, იმისთვის რომ თევზსაჭერმა გემმა არსებული/ნებადართული კორიდორის (ზღვიდან ყულევის ნავმისადგომის მიმართულებით) საშუალებით შეძლოს ზღვიდან მდინარე ხობისწყალში შესვლა და ნავმისადგომამდე მისვლა, როგორც ფოთიდან, ასევე ანაკლიის მიმართულებიდან მოძრავ გემებს უწევთ გვერდი აუარონ კოლხეთის ეროვნული პარკის საზღვაო რაიონს. აღნიშნული არამხოლოდ მნიშვნელოვნად ზრდის გადაადგილების მანძილს/ხარჯს, ასევე კრიტიკულად ახანგრძლივებს ნავმისადგომამდე მისვლისა და გადმოტვირთვის დროს, როდესაც თევზი მალფუჭებადი პროდუქტია და არსებობს მოპოვებული რესურსის გაფუჭების მნიშვნელოვანი რისკი. „შავი ზღვის ვეშაპისნაირთა კონსერვაციის გეგმა საქართველოს ტერიტორიული წყლებისთვის“ კვლევის თანახმად, შავ ზღვაში ადამიანის მიერ გამოწვეული ვეშაპისნაირთა სახეობებზე ზეგავლენის მიზეზებიდან აღნიშნულია თანჭერა, მცურავი საშუალებების ტიპი, სიჩქარე (განსაკუთრებით მაღალი სიჩქარე). სამივე სახეობა, Tursiops truncates, Delphinus delphis, Phocoena phocoena შემთხვევითად ხვდება სათევზაო ბადეებში, მაგრამ ყველაზე დიდი ოდენობით ზღვის ღორები (Phocoena phocoena) არიან თანჭერის მსხვერპლნი. აღნიშნულიდან გამომდინარე, წესდება პარკის ზღვის აკვატორიის ნაწილში სიჩქარის მინიმალური ზღვარი 4 კვანძი. ამ სიჩქარით მოძრაობისას შეუძლებელია თენჭერის განხორციელება რაც გამორიცხავს ძუძუმწოვრების თანჭერილში შემთხვევით მოხვედრას. ტონაჟობის განსაზღვრით იზღუდება დიდი გაბარიტების მქონე გემების გადაადგილება, ხოლო არაუმეტეს 9 კვანძი სიჩქარის ზღვარის დადგენა იმ გარემოებითაა განპირობებული, რომ 10 კვანძამდე სიჩქარის შეზღუდვა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს და ეს ყველაზე ეფექტური მეთოდია. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილებით თევსაჭერ გემებსაც ექნებათ უფლება გადაადგილდნენ კოლხეთის ეროვნული პარკის საზღვაო მონაკვეთში არანაკლებ 4 კვანძი და არაუმეტეს 9 კვანძი სიჩქარით, დაწესებული ზღვრებით მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ზემოქმედება შავი ზღვის აკვატორიაში გავრცელებული ზღვის ძუძუმწოვრებზე. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, საქართველოში დაცული ტერიტორიების შექმნის, ტერიტორიული გაფართოებისა და დაცვითი კატეგორიის ამაღლების გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი. შესაბამისად, ახალი დაცული ტერიტორიის დასაარსებლად და არსებული გასაფართოებლად საჭიროა მიღებული იქნეს კანონი. ასევე ცვლილებები უზრუნველყოფს ზღვის აკვატორიაში კვლევების განხორციელების მიზნით წყალმცურავი საშუალებების და თევზსაჭერი გემების მოძრაობას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად შეიქმნება რიონის აღკვეთილი 558 ჰა ტერიტორიაზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში. ასევე ცვლილებები უზრუნველყოფს ზღვის აკვატორიაში გემების მოძრაობას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით განისაზღვრება ახალი დაცული ტერიტორიის რიონის აღკვეთილის დაარსება, წესრიგდება ზღვის აკვატორიაში გემების მოძრაობის საკითხი. ასევე, დარეგულირებულია რიონის აღკვეთილის ტერიტორიაზე ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებასთან, ასევე წიაღის და ნავთობის/გაზის ლიცენზიებთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ: ● სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შეიქმნება ახალი დაცული ტერიტორია - რიონის აღკვეთილი და მისი ფართობი განისაზღვრება 558 ჰექტარით. ● წესრიგდება ზღვის აკვატორიაში გემების მოძრაობის საკითხი, კერძოდ: კოლხეთის ეროვნული პარკის საქართველოს ტერიტორიული ზღვის აკვატორიაში დაშვებული იქნება კვლევების ჩატარების მიზნით თხევად საწვავზე მომუშავე წყალმცურავი საშუალებებით გადაადგილება; ასევე, შესაძლებელი იქნება 500 ტონამდე ტვირთამწეობის თევზსაჭერი წყალმცურავი საშუალების გადაადგილება არანაკლებ 4 კვანძი და არაუმეტეს 9 კვანძი სიჩქარით, კოლხეთის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით. ● რიონის აღკვეთილის მართვა განხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ასევე, რიონის აღკვეთილში დაშვებული საქმიანობა განხორციელდება სამენეჯმენტო გეგმით განსაზღვრული დაშვებული საქმიანობის განვითარების ინტეგრალური პროგრამების ფარგლებში. ● რიონის აღკვეთილის ტერიტორიაზე არ გავრცელდება ამ კანონის მოქმედება, კანონის ამოქმედებამდე არსებულ: სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, მათ შორის, ისეთ ურთიერთობებზე, როდესაც ლიცენზიის გაცემის მიზნით დაწყებულია საქმის წარმოება; „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით ან/და გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრულ ურთიერთობებზე. ● რიონის აღკვეთილის ტერიტორიაზე კანონის ამოქმედებამდე არსებული ქონებრივი ურთიერთობების ფარგლებში დასაშვები იქნება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში უფლებათა (საკუთრება, უზუფრუქტი, აღნაგობა, სერვიტუტი, იპოთეკა, ქირავნობა და სხვ.) რეგისტრაცია. ● კანონი ამოქმედდება 2026 წლის 1 იანვრიდან. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება 2026 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან, უნდა მოწესრიგდეს ზღვის აკვატორიაში გემების მოძრაობისა და რიონის აღკვეთილისათვის დაცული ტერიტორიების სტატუსის მინიჭების საკითხი. ამასთან, გაზაფხულიდან იწყება ზუთხისებრთა სახეობების ტოფობის პერიოდი და ამ დროისთვის დაწყებული უნდა იყოს ტერიტორიის დაცვაპატრულირება. შესაბამისად, სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტომ 2026 წლის 1 იანვრიდან უნდა უზრუნველყოს კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის შესაბამისი კადრებით დაკომპლექტება და მათი აღჭურვა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი განხილული უნდა იქნეს დაჩქარებული წესით, ვინაიდან, „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის“ (ბერნის კონვენცია) ფარგლებში მიღებულ ზუთხისებრთა დაცვის პან-ევროპულ სამოქმედო გეგმის თანახმად (მიღებული იქნა კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის 38-ე შეხვედრაზე, 27-30 ნოემბერი 2018 წ.) საქართველო და კერძოდ, მდინარე რიონი განიხილება ზუთხისებრთა დაცვისთვის/გადარჩენისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კრიტიკულ ჰაბიტატად. გეგმის პერიოდად განსაზღვრულია 2019-2029 წლები, თუმცა ეს გეგმა მოიცავს ბევრი ტიპის ღონისძიებებს და შესაბამისად, დაცული ტერიტორიის შექმნა განიხილება როგორც ერთერთი პირველი პრიორიტეტი. ზუთხისებრთა ტოფობის პერიოდი იწყება ყოველ გაზაფხულზე, როდესაც ისინი შემოდიან მდინარე რიონში და გადაადგილდებიან მდინარე რიონში სამტრედიის მიმართულებით, სადაც მათი ტოფობის ადგილია. ამასთანავე, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილებით Decision: 44 COM 8B.8 (313-316 გვ. მიღებულ იქნა 2021 წლის 16-31 ივლისის პერიოდში, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 44-ე სესიაზე), საქართველოს კოლხურ ტყეებსა და ჭარბტენიან ტერიტორიებს იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. ამ სტატუსის განსაზღვრის და აღიარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იყო ამ ტერიტორიაზე განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნების არსებობა და მათ შორის ზუთხისებრთა სახეობები გამოკვეთილად ხაზგასმულია. ასევე, ეს გადაწყვეტილება მხარეს/საქართველოს ავალებს, რომ უზრუნველყოს აღნიშნულისათვის შესაბამისი ზომების მიღება. ზუთხისებრთა დაცვა და შესაბამისად, სასურველია კანონი მიღებული იქნეს დაჩქარებული წესით, რათა სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტომ 2026 წლის გაზაფხულამდე შეძლოს შესაბამისი კადრებით დააკომპლექტოს კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია და ზუთხისებრთა ტოფობის დაწყებამდე უზრუნველყოს რიონის აღკვეთილის ტერიტორიის მკაცრი კონტროლი. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N423 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ყოველი წლის 1 მაისიდან 1 ივლისამდე პერიოდში აკრძალულია შავ ზღვაში თევზჭერა. შესაბამისად, ყოველი წლის 1 ივლისიდან 1 მაისამდე არის ლიცენზიანტების მიერ შავ ზღვაში თევზჭერის აქტიური პერიოდი, რომლის დროსაც ხდება ლიცენზიით განსაზღვრული რესურსის მოპოვება. ვინაიდან, ნავმისადგომი მდებარეობს კოლხეთის ეროვნული პარკის მიმდებარედ, დღეის მდგომარეობით, იმისათვის რომ თევზსაჭერმა გემმა არსებული/ნებადართული კორიდორის (ზღვიდან ყულევის ნავმისადგომის მიმართულებით) საშუალებით შეძლოს ზღვიდან მდინარე ხობისწყალში შესვლა და ნავმისადგომამდე მისვლა, როგორც ფოთიდან, ასევე ანაკლიის მიმართულებიდან მოძრავ გემებს უწევთ გვერდი აუარონ კოლხეთის ეროვნული პარკის საზღვაო რაიონს. აღნიშნული არამხოლოდ მნიშვნელოვნად ზრდის გადაადგილების მანძილს/ხარჯს, ასევე, კრიტიკულად ახანგრძლივებს ნავმისადგომამდე მისვლისა და გადმოტვირთვის დროს, როდესაც თევზი მალფუჭებადი პროდუქტია და არსებობს მოპოვებული რესურსის გაფუჭების მნიშვნელოვანი რისკი. აღნიშნულიდან გამომდინარე სასურველია კანონი მიღებული იქნეს დაჩქარებული წესით, რათა შესაძლებელი იყოს თევზჭერის ლიცენზიით განსაზღვრული თევზის დროულად ჩამოტვირთვა ნავმისადგომში. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი და სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკუთარი შემოსავლები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტს, კანონპროექტი იქონიებს მასზე გავლენას. კერძოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალი გაიზრდება დაცული ტერიტორიების 9 ახალი თანამშრომლის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადით (12606,72 ლარი - საშემოსავლო გადასახადი). ასევე, კანონპროექტმა გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე შეიძლება მოახდინოს იმ თავლსაზრისითაც, რომ დაცულ ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა გაზრდის ვიზიტორების რაოდენობას, რაც ასევე გაზრდის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლებსაც. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ რიონის აღკვეთილის ტერიტორიაზე არ გავრცელდება დაცული ტერიტორიის შექმნიდან გამომდინარე შეზღუდვები ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ ქონებრივ, წიაღით სარგებლობის და „ნავთობისა და გაზის ოპერაციებით“ გათვალისწინებულ ურთიერთობებზე, სარგებლობის ლიცენზიებზე და შესაბამისად, კანონპროექტი ამ მხრივ გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტო 2026 წელს საკუთარი შემოსავლებიდან განახორციელებს კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დაფინანსებას რიონის აღკვეთილის დაცვის მიზნით. ხოლო 2027-2029 წლებში ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოსაყოფი იქნება თანხა. ჯამურად 2027-2029 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტებიდან გამოყოფილი უნდა იქნას არანაკლებ 1 025 400 ლარი (2027 წ.– 421 800 ლარი, 2028 წ.– 371800 ლარი, 2029 წ. – 231800 ლარი), რომელიც საჭირო იქნება დაცული ტერიტორიების სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის. 2026 წლის პირველი იანვრიდან დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ საკუთარი შემოსავლებიდან გამოყოფილი თანხის განაწილება (ცხრ. N1): ცხრილი N1 კოლხეთის ეროვნული პარკის დამატებითი ბიუჯეტი 2026 წლის 1 იანვრიდან სულ მ.შ. შრომის ანაზღაურება საქონელი და მომსახურება არაფინანსური აქტივების ზრდა ლარი 421800 196800 25000 200 000 2027-2029 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის განაწილება (ცხრ. N2): ცხრილი N2 კოლხეთის ეროვნული პარკის დამატებითი ბიუჯეტი 2027 წლის 1 იანვრიდან ლარი სულ 421800 მ.შ. შრომის ანაზღაურება 196800 საქონელი და მომსახურება 25000 არაფინანსური აქტივების ზრდა 200 000 კოლხეთის ეროვნული პარკის დამატებითი ბიუჯეტი 2028 წლის 1 იანვრიდან ლარი სულ 371800 მ.შ. შრომის ანაზღაურება 196800 საქონელი და მომსახურება 25000 არაფინანსური აქტივების ზრდა 150 000 კოლხეთის ეროვნული პარკის დამატებითი ბიუჯეტი 2029 წლის 1 იანვრიდან ლარი სულ 231800 მ.შ. შრომის ანაზღაურება 196800 საქონელი და მომსახურება 35000 არაფინანსური აქტივების ზრდა 0 რიონის აღკვეთილის მართვას განახორციელებს სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია, რისთვისაც ადმინისტრაციაში დამატებით საჭირო იქნება 9 საშტატო ერთეული (ცხრ. N3). ცხრილი N3 № თანამდებობა რაოდენობა თანამდებობრივი სარგო (ლარი) 1 ბუნებრივი რესურსების უფროსი სპეციალისტი 1 1,600 სულ წლის განმავლობაში 2027 წლის 1 იანვრიდან (ლარი) 19200 2 უბნის უფროსი რეინჯერი 1 1,920 23040 3 რეინჯერი 7 1,840 154560 სულ წლიური შრომის ანაზღაურება 196800 სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ასევე გავლენას იქონიებს საშტატო ერთეულის რაოდენობის მიხედვით საპენსიო შენატანების კუთხითაც. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართულ პირთა რაოდენობასა და მათ შრომის ანაზღაურებაზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. მხრიდან ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზეც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი იქონიებს გავლენას იმ 9 პირის მიმართ, რომლებიც დასაქმდებიან კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში, ამ კანონით განსაზღვრული ტერიტორიის დაცვის მიზნით. ვინაიდან, რიონის აღკვეთილის ტერიტორიაზე არ გავრცელდება დაცული ტერიტორიის შექმნიდან გამომდინარე შეზღუდვები ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ ქონებრივ, წიაღით სარგებლობის და „ნავთობისა და გაზის ოპერაციებით“, სარგებლობის ლიცენზიებით გათვალისწინებულ ურთიერთობებზე, შესაბამისად ამ კანონის მიღება გავლენას არ მოხდენს მათ საქმიანობაზე. ამასთან, კანონპროექტის მიღებამ შეიძლება დადებითად იმოქმედებს იმ პირებზე, რომელთა მიწის ნაკვეთებიც დაცული ტერიტორიის საზღვრებთან ახლოს აღმოჩნდება, რადგან არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, დაცული ტერიტორიის სიახლოვე გაზრდის მათი უძრავი ქონების ფასს. კანონპროექტი დადებით ფინანსურ გავლენას იქონიებს იმ პირებზე რომლებსაც აქვთ თევზჭერის ლიცენზია შავ ზღვაში, ვინაიდან შეუმცირდებათ ნავმისადგომამდე მისვლისა და გადმოტვირთვის დროს, შესაბამისად მოიხსნება თევზის გაფუჭების რისკი, რომელიც მალფუჭებადი პროდუქტია. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ კანონპროექტი მიემართება „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციას“ (კონვენციას საქართველო შეუერთდა საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 30 დეკემბრის N940 - რს დადგენილებით). აღნიშნული კონვენციის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მუდმივმოქმედი კომიტეტი პასუხისმგებელია წინამდებარე კონვენციის შემდგომ შესრულებაზე. მას, კერძოდ, შეუძლია: გაუწიოს რეკომენდაცია ხელშემკვრელ მხარეებს წინამდებარე კონვენციის მიზნების განხორციელებისთვის მისაღები ზომების თაობაზე. კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის 38-ე შეხვედრაზე (27-30 ნოემბერი, 2018) მიღებული ზუთხისებრთა დაცვის პან-ევროპულ სამოქმედო გეგმის თანახმად, საქართველოს შემთხვევაში, მდინარე რიონის ტერიტორიის დაცვა არის ერთ-ერთი რეკომენდაცია. ამასთან, „მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ კონვენციის (საქართველო არის კონვენციის მხარე) მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტს შეუძლია ობიექტს მიანიჭოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 44-ე სესიაზე (16-31 ივლისი, 2021), რომლის ფარგლებშიც საქართველოს დაევალა ზუთხისებრთა დაცვა. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცული ტერიტორიების სააგენტო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.