„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 82 ✗ 8
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 10
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 10
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-02-02
ბიუროს ნომერი 107
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი
1.
„ზოგადი
განათლების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის:
ა) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) ზოგადი განათლება – განათლება, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქის აღზრდა და
ზოგადი განათლების შემდგომი პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის
მომზადება. ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის სწავლის შედეგები შეესაბამება
ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-2 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ
სწავლის შედეგებს, ხოლო ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის/სრული ზოგადი
განათლების სწავლის შედეგები − ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-4 დონისათვის
განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს. საქართველოში სრული ზოგადი
განათლება მოიცავს არანაკლებ 11 წელს და არაუმეტეს 12 წელს;“;
ბ) „მ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ ქვეპუნქტი:
„მ1) ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი/ზოგადი განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტი - სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტი - ატესტატი; საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ატესტატი.“;
გ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) ზოგადი განათლების საფეხურები – სრული ზოგადი განათლების 3 საფეხური
საქართველოში: დაწყებითი (6 წელი − I−VI კლასები), საბაზო (3 წელი − VII− IX კლასები) და
საშუალო (2 წელი − X და XI კლასები და ნებაყოფლობითი 1 წელი − XII კლასი);“;
დ) „ჰ6“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-6 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X და XI კლასების დაძლევას, რის საფუძველზეც
გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;“;
ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სრული ზოგადი განათლების
საშუალო საფეხურის/საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის
შემდეგ, ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ნებაყოფლობითი XII კლასის გავლას, რის
საფუძველზეც გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.“;
ბ) მე-6 და 61 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი, რომელიც
პირს უსრულდება 15 სექტემბრის ჩათვლით.
61. ზოგადი განათლების დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე უცხოურ ენაზე (მათ
შორის, ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 და 41 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში)
განხორციელებული
ზოგადსაგანმანათლებლო
პროგრამა/პროგრამები
შეიძლება
ითვალისწინებდეს ზოგადი განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურებისთვის
ამ კანონის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასწავლო წლებისგან განსხვავებულ
წლებს იმ პირობით, რომ ზოგადი განათლების დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე
უცხოურ
ენაზე
(მათ
შორის,
ამ
კანონის
მე-4
მუხლის
მე-4
და
41 პუნქტებით
გათვალისწინებულ
შემთხვევებში)
განხორციელებული
ზოგადსაგანმანათლებლო
პროგრამის/პროგრამების სწავლების წლების ჯამური რაოდენობა 11-ზე ნაკლები ან 12-ზე
მეტი არ იქნება.“.
3. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ზოგადი განათლების მიღება შეიძლება ექსტერნატის ფორმით. ექსტერნს უფლება აქვს,
ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი მიიღოს ექსტერნატის
ფორმით ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის დაძლევის
შემთხვევაში.“.
4. მე-14 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საჯარო სკოლას (ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურზე) და კერძო სკოლას
უფლება აქვს, დააწესოს სასკოლო ფორმა ისე, რომ არ შეზღუდოს მოსწავლის და
მასწავლებლის გამოხატვის თავისუფლება. მოსწავლეს და მასწავლებელს უფლება აქვთ
დასაბუთებული უარი თქვან ამ პუნქტით გათვალისწინებული სასკოლო ფორმის ტარებაზე.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული სასკოლო ფორმის დაწესებისას, სკოლამ
უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის ფინანსური შესაძლებლობები და თუ მას არ შეუძლია
ფორმის შეძენა, სკოლამ უნდა უზრუნველყოს იგი ფორმით.“.
5. მე-19 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 მუხლი:
„მუხლი 191. საჯარო სკოლაში მოსწავლის სასკოლო ფორმის ტანსაცმელი
1. მოსწავლე საჯარო სკოლაში, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე, ატარებს სასკოლო
ფორმის ტანსაცმელს.
2. ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე საჯარო სკოლის მოსწავლისთვის სასკოლო
ფორმის ტანსაცმლის ტარება სავალდებულოა.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ტარების
ვალდებულებისგან, საჯარო სკოლის მოსწავლე შეიძლება გათავისუფლდეს ჯანმრთელობის
მდგომარეობის გამო, სამინისტროსთან საჯარო სკოლის წერილობით შეთანხმებული
გადაწყვეტილებით.“.
6. 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.დ“
ქვეპუნქტი:
„ბ.დ)
სკოლის
მოსწავლეების
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების
სახელმძღვანელოებითა და ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის
ტანსაცმლით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივ პროგრამებს.“.
7. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ნ“ და „ნ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით, აფუძნებს
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, ამტკიცებს მის წესდებას, ასევე, ნებაყოფლობით XII
კლასში მოსწავლეთა/პირთა რეგისტრაციის შედეგების მიხედვით, ინდივიდუალურადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით განუსაზღვრავს მას ზოგადი განათლების
საშუალო
საფეხურის
ხანგრძლივობას.
უფლებამოსილია
განახორციელოს
მისი
რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში ამ
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებებს სამინისტრო ახორციელებს შესაბამისი
ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სფეროში უფლებამოსილი სამინისტროს
წარდგინების საფუძველზე;
ნ1) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით, აფუძნებს კერძო
სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, ამტკიცებს მის წესდებას,
ასევე, ნებაყოფლობით XII კლასში მოსწავლეთა/პირთა რეგისტრაციის შედეგების მიხედვით,
ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით განუსაზღვრავს მას ზოგადი
განათლების საშუალო საფეხურის ხანგრძლივობას.“.
ბ) „ნ2“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ3“ ქვეპუნქტი:
„ნ3) უფლებამოსილია ამ კანონით განსაზღვრული მიზნებისთვის დააფუძნოს სამეწარმეო
იურიდიული პირი ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. სამინისტროს
მიერ
დაფუძნებულმა
სამეწარმეო
იურიდიულმა
პირმა
ან/და
არასამეწარმეო
(არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა, მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე,
შეიძლება აგრეთვე, განახორციელოს საქმიანობა/პროექტი, რომელიც აუცილებელია
საქართველოს კანონმდებლობით სამინისტროს სისტემისთვის განსაზღვრული სხვა მიზნების
მისაღწევად.“.
გ) „ფ“ და „ფ1“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
დ) „ჰ18“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ19“ –„ჰ22“ ქვეპუნქტები:
„ჰ19) ადგენს საჯარო სკოლების ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა
სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უზრუნველყოფის ღონისძიებებს, მათ შორის, სასკოლო
ფორმის ტანსაცმლის ნიმუშს, საფასურს, რეალიზებისა და გადაცემის წესს;
ჰ20) ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად ან/და
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის ან კაცობრიობის არამატერიალური
მემკვიდრეობის რეპრეზენტაციულ სიაში შეტანილი არამატერიალური კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლის საფუძველზე, ქმნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების
სახელმძღვანელოს, უზრუნველყოფს მის ბეჭდვასა და მოსწავლეებისთვის უსასყიდლოდ,
დროებით სარგებლობაში გადაცემის მიზნით, სკოლებისთვის ამ კანონის 25-ე მუხლის მე-2
პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნობრივი პროგრამის
შესაბამისად მიწოდებას;
ჰ21) ამტკიცებს ამ პუნქტის „ჰ20“ ქვეპუნქტის საფუძველზე შექმნილი სახელმძღვანელოს
საფასურს, მისი რეალიზების, მოვლა-შენახვისა და ამოცვლის წესს;
ჰ22) ამტკიცებს საჯარო სკოლებში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების (მათ შორის,
მობილური ტელეფონის) გამოყენების ზოგად წესს.“.
8. 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა განახორციელოს სამინისტროს მიერ შექმნილი
ან/და სამინისტროსთან შეთანხმებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების
სახელმძღვანელოებით. სახელმძღვანელოს სამინისტროსთან შეთანხმების წესი და ვადები
განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.
9. 331 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 331. პერსონალისთვის დადგენილი შეზღუდვა
1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი
თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის
შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და
ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი,
მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა.
2. მოსწავლის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო შრომითი ხელშეკრულების
შეწყვეტის შემთხვევაში, მასწავლებელს/ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა
თანამშრომელს 3 წლის განმავლობაში არ აქვს უფლება დასაქმდეს ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში.“.
10. 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ითანხმებს პედაგოგიური საბჭოს მიერ შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმასა და
სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელ სასწავლო მასალის ნუსხას;“.
11. 46-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით, ზოგადი განათლების საფეხურებისა და საგნების
შესაბამისად ამტკიცებს სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სასწავლო მასალის
ნუსხას;“.
12. 621 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „622“ მუხლი:
„მუხლი 622. 2026 წლიდან ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ხანგრძლივობისა და
საშუალო საფეხურის ხანგრძლივობის ცვლილებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი
ღონისძიებები
1. იმ პირებზე, რომლებიც 2025-2026 სასწავლო წლიდან დაძლიეს/დაძლევენ ზოგადი
განათლების საბაზო საფეხურის IX კლასისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ
მიღწევის დონეს, გაიცეს საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ატესტატი.
2. იმ პირებზე, რომლებიც 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლიეს/დაძლევენ ზოგადი
განათლების საბაზო საფეხურის X კლასისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ
მიღწევის დონეს, გაიცეს საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ატესტატი.
3. იმ პირებს, რომლებიც 2025-2026 სასწავლო წელს სწავლობენ ზოგადი განათლების საბაზო
საფეხურის X კლასში და ვერ დაძლევენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის X
კლასისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონეს, ასევე იმ პირებს,
რომელთაც 2025-2026 სასწავლო წელს მოსწავლის სტატუსი შეუჩერდათ ზოგადი განათლების
საბაზო საფეხურის X კლასში - დაძლეულად ჩაეთვალოთ ზოგადი განათლების საბაზო
საფეხური და მათზე გაიცეს საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ატესტატი, ხოლო ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე სწავლის გაგრძელების
შემთხვევაში, ჩაირიცხონ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასში.
4. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატის მისაღებად,
2028-2029 სასწავლო წლამდე, სავალდებულოა XII კლასის დაძლევა, გარდა, იმ პირებისათვის,
ვინც 2026-2027 სასწავლო წელს სწავლას დაიწყებენ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის
X კლასში.
5. ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის XII კლასის გავლა ნებაყოფლობითია 2028-2029
სასწავლო წლიდან.
6. იმ პირებისთვის, რომელთაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე სწავლა დაიწყეს
2006-2007 სასწავლო წელს ან შემდგომ და 2028-2029 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლეული
აქვთ ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხური, საბაზო საფეხური და საშუალო საფეხურის
X და XI კლასები, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატის
მისაღებად სავალდებულოა XII კლასის დაძლევაც. 2028 წლიდან აღნიშნული პირებისთვის
სამინისტრო ყოველწლიურად უზრუნველყოფს ექსტერნატის გამოცდების ორგანიზებას.
7. იმ პირებისთვის, რომელთაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე სწავლა დაიწყეს
2006-2007 სასწავლო წელს ან შემდგომ და 2028-2029 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლეული
აქვთ ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხური, საბაზო საფეხური და საშუალო საფეხურის
X კლასი, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატის
მისაღებად სავალდებულოა XI და XII კლასის დაძლევაც. 2028 წლიდან აღნიშნული
პირებისთვის სამინისტრო ყოველწლიურად უზრუნველყოფს ექსტერნატის გამოცდების
ორგანიზებას.
8. ის პირები, რომლებიც 2025-2026 სასწავლო წელს დაძლიეს/დაძლევენ ზოგადი განათლების
X კლასს და ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე 2026-2027 სასწავლო წლიდან ან
მომდევნო პერიოდებში აგრძელებენ სწავლას, ჩაირიცხებიან ზოგადი განათლების საშუალო
საფეხურის XI კლასში.
9. ამ მუხლით გათვალისწინებულისგან განსხვავებულ შემთხვევებში, ზოგადი განათლების
საბაზო და საშუალო საფეხურის დაძლევასთან და ზოგადი განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე, გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი,
ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
მუხლი 2.
1. საქართველოს მთავრობამ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
სამინისტროს წარდგინებით:
ა) 2026 წლის 1 ივნისამდე, უზრუნველყოს საჯარო სკოლის მოსწავლეების ზოგადი
განათლების
დაწყებით
საფეხურზე
სასკოლო
ფორმის
ტანსაცმლით
უსასყიდლოდ
უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის დამტკიცება;
ბ) 2027 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს მოსწავლეების ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების სახელმძღვანელოებით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი
პროგრამის დამტკიცება.
2. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ:
ა) 2026 წლის 1 ივნისამდე, უზრუნველყოს ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის
მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უზრუნველყოფის ღონისძიებების, მათ შორის,
სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ნიმუშის, საფასურის, რეალიზებისა და გადაცემის წესის
დადგენა;
ბ) 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე, უზრუნველყოს საჯარო სკოლებში ელექტრონული
საკომუნიკაციო საშუალებების (მათ შორის, მობილური ტელეფონის) გამოყენების ზოგადი
წესის დამტკიცება;
გ) 2027-2028 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოს:
გ.ა)
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების
სახელმძღვანელოს
საფასურის,
მისი
რეალიზების, მოვლა-შენახვისა და ამოცვლის წესის დამტკიცება;
გ.ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს შექმნა, მისი ბეჭდვა და
მოსწავლეებისთვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემის მიზნით,
„მოსწავლეების
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების
სახელმძღვანელოებით
უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის“ შესაბამისად მიწოდება.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა, მე-4 და
მე-5 პუნქტებისა, მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-8, მე-10 და მე-11 პუნქტებისა, ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
2 ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ამოქმედდეს 2026 წლის პირველი
სექტემბრიდან.
3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი
და მე-8, მე-10 და მე-11 პუნქტები ამოქმედდეს 2027 წლის პირველი სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 26 იანვრის №174 განკარგულებით დამტკიცებული
„ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციით“ განსაზღვრულია ის
გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ზოგადი განათლება.
კანონპროექტი შემუშავებულ იქნა ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული
კონცეფციის საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი განათლების სისტემა კომპლექსური გამოწვევების წინაშე დგას.
არსებული სისტემა სრულად ვერ უზრუნველყოფს ისეთი განათლების მიწოდებას, რომელიც
მოსწავლეს ჩამოაყალიბებს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პასუხისმგებლობის მქონე,
კონკურენტუნარიან მოქალაქედ.
2024 წელს, ზუსტად 20 წლის შემდეგ, განახლდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების
დოკუმენტი. ის ასახავს იმ ღირებულებებსა და საკვანძო პრინციპებს, რომელთა საფუძველზეც
უნდა განხორციელდეს განათლების სისტემის განვითარება. აღნიშნული მიზნების თანახმად,
სკოლამ, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების გათვალისწინებით, უნდა
უზრუნველყოს ისეთი მოქალაქის აღზრდა, რომელიც უპასუხებს თანამედროვე, სწრაფად
ცვალებადი სამყაროს გამოწვევებს.
კერძოდ, ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი.
საქართველოში ზოგადმა განათლებამ ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში მრავალი
ცვლილება განიცადა: ეროვნულ დონეზე პირველად შეიქმნა ზოგადსაგანმანათლებლო
სტანდარტები - ეროვნული სასწავლო გეგმა; სასწავლო პროგრამას დაემატა ახალი
სავალდებულო და არჩევითი საგნები, დაინერგა ინოვაციური მოდულები, ბავშვის
უფლებებზე ორიენტირებული მიდგომები, პროექტზე დაფუძნებული სწავლება და სხვა.
თუმცა, განათლების მთავარი მისია – სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პასუხისმგებლობის
მქონე და აქტიური მოქალაქის აღზრდა – გამოწვევად დარჩა. სწავლა-აღზრდის ერთიან
პროცესში, პრაქტიკულად, ნაკლები დრო რჩება აღმზრდელობითი კომპონენტისთვის.
გადატვირთული საგნობრივი პროგრამების და საათობრივი ბადის, განმსაზღვრელი
აკადემიური შეფასების დომინირების ფონზე, სკოლას აღარ რჩება რესურსი ბავშვის
პიროვნული, ღირებულებითი და სამოქალაქო განვითარების უზრუნველსაყოფად.
დღეს გამოწვევად რჩება სასწავლო შინაარსების არათანაბარი გადანაწილება, ჭარბი
აკადემიური დატვირთვა, ნაკლები ინტერაქცია და პრაქტიკული გამოცდილება. სკოლის
საბაზო საფეხური ყოველთვის ვერ ქმნის ისეთ გარემოს, სადაც მოსწავლე იღებს აუცილებელ
ცოდნასა და ზოგად უნარებს. ვერ ხდება მოსწავლის პროფესიული ორიენტაცია, შესაბამისად,
მოსწავლეს უჭირს საშუალო საფეხურზე საკუთარი ინტერესებისა და საჭიროებების სწორად
იდენტიფიცირება, რაც ხელს უშლის სკოლის მხრიდან მისი პროფესიული ან აკადემიური
არჩევანის მხარდაჭერას.
საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული ზოგადი განათლების რეფორმა შეეხო
საბაზო და საშუალო საფეხურის ხანგრძლივობას.
ამასთან, განათლების სისტემის ერთ-ერთი გამოწვევაა ურთიერთკავშირის ნაკლებობა
განათლების სხვადასხვა საფეხურს - სკოლამდელ და ზოგად განათლებას, ზოგადსა და
პროფესიულ თუ უმაღლეს განათლებას შორის. ეს ქმნის ფრაგმენტულ სისტემას, სადაც
განათლება აღარ არის უწყვეტი პროცესი.
ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრობლემას წარმოადგენს სკოლამდელ და ზოგადი
განათლების დაწყებით საფეხურებს შორის უწყვეტობის დარღვევა. მიუხედავად იმისა, რომ
განათლების პროცესი იწყება სკოლის ეტაპამდე და მოითხოვს ბავშვის ინდივიდუალური
საჭიროებების გათვალისწინებით სასკოლო მზაობის უზრუნველყოფას, პრაქტიკაში ეს
მიდგომა ხშირად ვერ ხორციელდება. ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ
სკოლაში სწავლას იწყებენ 6 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთაც შესაძლოა, არ ჰქონდეთ
საკმარისი სოციო-ემოციური და ყურადღების კონცენტრაციის სათანადო დონეზე
განვითარებული უნარი. ეს ფაქტორი კიდევ უფრო ართულებს სწავლა-სწავლების პროცესს,
აფერხებს მოსწავლის ადაპტაციას სკოლაში, აქვეითებს მის თვითშეფასებას და ზრდის
სწავლისადმი უარყოფითი დამოკიდებულებების ჩამოყალიბების რისკს.
ზოგადი განათლების რეფორმა შეეხება სკოლაში სწავლის დაწყების ასაკს. კერძოდ,
კანონპროექტის თანახმად, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების
ასაკი განისაზღვრება 6 წლით, რომელიც პირს შესაბამისი წლის 15 სექტემბრის ჩათვლით
შეუსრულდება.
2026-2027 სასწავლო წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებითი
საფეხურის (I-VI კლასები) მოსწავლეებისთვის სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმის
ტარება. სასკოლო ფორმა ხელს შეუწყობს სწავლაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას,
სასწავლო დაწესებულების მიმართ მიკუთვნებულობის განცდას, მოსწავლეთა შორის
სოციალური და ეკონომიკური განსხვავებების ვიზუალურად გამოხატვის შესაძლებლობის
შემცირებას.
აგრეთვე გამოწვევაა სასწავლო რესურსები. თავისუფალმა და კონკურენციის ხელშეწყობის
პოლიტიკამ ვერ უზრუნველყო ისეთი მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოების შექმნა,
რომლებიც მოსწავლეს მისცემს თითოეული საგნისთვის აუცილებელ საბაზო ცოდნას,
განუვითარებს სისტემური აზროვნებისა და ღრმა გაგების უნარს. დღეს სახელმძღვანელოთა
ნაწილი მოსწავლეს მხოლოდ ფრაგმენტულად აწვდის სასწავლო მასალას. სასწავლო
რესურსები მოკლებულია შინაარსობრივ მთლიანობასა და სისტემურ თანმიმდევრობას, რაც
ვლინდება საფეხურებსა და საგნებს შორის სუსტი კავშირებით და ინტეგრაციის დაბალი
ხარისხით. სახელმძღვანელოები უმეტესწილად ჩამოშორებულია სახელმწიფოებრივი
ხედვისა და ეროვნული იდენტობის ღირებულებით საფუძვლებს. ამასთან, ერთსა და იმავე
კლასში, ერთსა და იმავე საგანში გვაქვს რამდენიმე სახელმძღვანელო, რაც ვერ
უზრუნველყოფს ვერც ერთიან მიდგომას და ვერც სწავლის თანაბარ ხარისხს.
კანონპროექტის თანახმად, სამინისტრო იქნება უფლებამოსილი ამ კანონით განსაზღვრული
მიზნების განსახორციელებლად დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
პირი. ასევე, სამინისტროს მიერ დაფუძნებულმა არასამეწარმეო (არაკომერციულმა)
იურიდიულმა პირმა, მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება განახორციელოს
საქმიანობა/პროექტი, რომელიც აუცილებელია სამინისტროს სისტემის კანონმდებლობით
გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად.
კანონპროექტით, საქართველოს მთავრობის ახალ უფლებამოსილებად განისაზღვრება
საჯარო და კერძო სკოლის შესაბამისი მოსწავლეების ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში სასკოლო სახელმძღვანელოებით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის
მიზნობრივი პროგრამის დამტკიცება. ამასთან, ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას სკოლა
განახორციელოს სამინისტროს მიერ შექმნილი ან/და სამინისტროსთან შეთანხმებული
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოებით.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
სამინისტრო ატარებს თანმიმდევრულ პოლიტიკას ზოგადი განათლების სისტემაში ბავშვის
ყოველგვარი ძალადობისგან დაცვის მიზნით. აღნიშნულ პროცესში იდენტიფიცირდა
შემდეგი სახის გამოწვევა:
მასწავლებელს, რომელიც მოსწავლის მიმართ ძალადობის ფაქტის გამო გათავისუფლდა
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან, არ აქვს შეზღუდვა დასაქმდეს სხვა
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.
საკანონმდებლო ინციატივით, მასწავლებელს/ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების
სხვა თანამშრომელს, რომელსაც შრომითი ურთიერთობა შეუწყდა მოსწავლის მიმართ
განხორციელებული ძალადობის გამო, შეეზღუდება სკოლაში საქმიანობის უფლება
გათავისუფლებიდან 3 წლის განმავლობაში, ვინაიდან, მოსწავლის მიმართ ფიზიკური
ძალადობა წარმოადგენს მასწავლებლის პროფესიული ეთიკისა და სკოლის შინაგანაწესის
უხეშ დარღვევას და ეჭვქვეშ აყენებს მის უნარს, უზრუნველყოს უსაფრთხო და მხარდამჭერი
საგანმანათლებლო გარემო. მსგავს შემთხვევებში მასწავლებლის/ზოგად საგანმანათლებლო
დაწესებულების სხვა თანამშრომლის სასკოლო სივრცეში დაუყოვნებლივ დაბრუნება ქმნის
მოსწავლეთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების რისკებს და უარყოფითად
აისახება სკოლისადმი საზოგადოების ნდობაზე.
სამწლიანი შეზღუდვა არ წარმოადგენს სადამსჯელო ღონისძიებას, არამედ არის
პრევენციული ხასიათის მექანიზმი, რომელიც მიზნად ისახავს მსგავსი ქმედებების თავიდან
აცილებას და ამავდროულად მასწავლებლისთვის ქცევის კორექციისა და პროფესიული
პასუხისმგებლობის გააზრების შესაძლებლობის მიცემას.
აღნიშნული მიდგომა ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო სივრცეში უსაფრთხოების მაღალი
სტანდარტის დამკვიდრებას, შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკასა და განათლების
სფეროში
დამკვიდრებულ
სტანდარტებს,
რომლებიც
ძალადობის
შემთხვევებში
ითვალისწინებს დროებით პროფესიულ დისკვალიფიკაციას, როგორც ბავშვის უფლებების
დაცვის ეფექტიან ინსტრუმენტს.
ამასთან, სწავლაზე ორიენტირებული გარემოს უზრუნველსაყოფად საქართველოს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო დაამტკიცებს საჯარო სკოლებში
მოსწავლეთა მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების (მათ შორის, მობილური
ტელეფონის) გამოყენების ზოგად წესს, რომლის მიზანია მოსწავლეთა კონცენტრაციის
გაძლიერება, კომუნიკაციისა და ქცევის უფრო ჯანსაღი მოდელის ჩამოყალიბება და სასწავლო
პროცესის უწყვეტობის დაცვა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ზემოხსენებული საკითხების გადაჭრის მიზნით, ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის
განსახორციელებლად, „ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციით“
განისაზღვრა შესაბამისი ამოცანები.
კონცეფციის ერთ-ერთი ამოცანაა ფუნდამენტურ ცოდნასა და ღირებულებებზე დამყარებული
სასწავლო შინაარსი. ზოგადი განათლების შინაარსის განვითარების პროცესში სასწავლო
პროგრამების რეფორმის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება იქნება ფუნდამენტური
საგნების სწავლების გაძლიერება.
განსაკუთრებული ყურადღება
გამახვილდება
ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე, ვინაიდან ისინი ასრულებენ ძირეულ როლს ეროვნული
თვითმყოფადობის, ისტორიული მეხსიერებისა და სახელმწიფოებრივი ცნობიერების
ჩამოყალიბებაში. სახელმწიფო ენის სწავლება გახდება არა მხოლოდ ლინგვისტური უნარების,
არამედ კულტურული აზროვნებისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების განმტკიცების
მექანიზმი. საკვანძო მიმართულება ასევე იქნება ზუსტი და საბუნებისმეტყველო
მეცნიერებების – მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის – სწავლების გაძლიერება.
სკოლის დაწყებით საფეხურზე (I-VI კლასები) მოსწავლეებში ჩამოყალიბდება კითხვის,
წერისა და მათემატიკური აზროვნების საფუძვლები. სკოლის საბაზო საფეხურზე (VII-IX
კლასები) სწორად გადანაწილდება სასწავლო პროგრამის შინაარსი და ჭარბი აკადემიური
დატვირთვა ჩანაცვლდება ინტერაქციური სწავლითა და მრავალფეროვანი გამოცდილების
მიღებით, რაც 9 წლის განმავლობაში სრულად უზრუნველყოფს ფუნდამენტური
კომპეტენციების განვითარებას. სკოლის საშუალო საფეხურზე (X-XI კლასები) სასწავლო
პროგრამები გახდება მიზანმიმართული, პროფილური სწავლების პრინციპზე დაფუძნებული
და სინქრონიზებული აკადემიურ და პროფესიულ მოთხოვნებთან.
ეროვნული გამოცდები სრულ თანხვედრაში მოვა ეროვნული სასწავლო გეგმის სასწავლო
შინაარსთან. ამ პროცესის მხარდასაჭერად, XI კლასში უზრუნველყოფილი იქნება სკოლაში
ორგანიზებული რეპეტიტორიუმი, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, სრულფასოვნად
მოემზადონ ეროვნული გამოცდებისთვის. აღნიშნული სიახლე შეეხება იმ მოსწავლეებს,
რომლებიც XI კლასს დაასრულებენ 2027-2028 სასწავლო წელს.
ამასთან, XII კლასის შესაძლებლობა დარჩება ნებაყოფლობითი იმ მოსწავლეებისთვის,
რომლებიც დამატებით მოისურვებენ აკადემიური მზადყოფნის განმტკიცებას. XII კლასში
სწავლა წარიმართება წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს პროცესის
მორგებას მოსწავლეთა ინტერესებსა და საჭიროებებზე, ხოლო სკოლებს მისცემს
შესაძლებლობას, ეფექტიანად დაგეგმონ საგანმანათლებლო და ადამიანური რესურსი.
კონცეფციის შემდეგი ამოცანაა, განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფა. განახლებული
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები უფრო
მკაფიოდ განსაზღვრავს ბავშვის განვითარების იმ მინიმალურ კომპეტენციებსა და უნარებს,
რომლებიც სასკოლო პროცესში ჩართვისთვის აუცილებელია. ამასთანავე, ბავშვის საუკეთესო
ინტერესების, მისი სოციალურ-ემოციური მზაობისა და განვითარების ტემპის
გათვალისწინებით, დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი განისაზღვრება 6 წლით.
ეს გულისხმობს მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას 15
სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდა 6 წელი.
აგრეთვე, ამოცანას წარმოადგენს სისტემური და განახლებადი რესურსები. ცვლილების
თანახმად, განხორციელდება სასკოლო სახელმძღვანელოების ძირეული გადახედვა, რაც
გულისხმობს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
მიერ სახელმძღვანელოების შემუშავებას, იმ პრინციპით, რომ უზრუნველყოფდეს ცოდნის
სიღრმეს, სისტემურ აზროვნებასა და ეროვნული და მოქალაქეობრივი ღირებულებების
გააზრებას. გარდა ამისა, სახელმძღვანელო იქნება მუდმივად განახლებადი და მოქნილი, რაც
საშუალებას მისცემს განათლების სისტემას დროულად უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს.
ერთი სახელმძღვანელოს პრინციპის შემოღება უზრუნველყოფს რამდენიმე მნიშვნელოვან
შედეგს ქვეყნის ზოგადი განათლების სისტემისთვის – გარანტირებულად გაზრდის ხარისხიან
საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას, გაამარტივებს მოსწავლის
ადაპტაციას მობილობის პროცესში, უზრუნველყოფს განათლების საფეხურებსა და საგანთა
შორის ძლიერ კავშირებს. ეს, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ეროვნულ დონეზე მიღწეული
შედეგების შედარებითობას.
ვინაიდან ცოდნის მოცულობა და ტექნოლოგიები დინამიკურად იცვლება, სასწავლო პროცესი
უფრო მეტად შეიძენს ინტერაქტიურ, შემოქმედებით და მრავალმხრივ კომუნიკაციურ
ხასიათს. გამოყენებული იქნება არა მხოლოდ ბეჭდური სახელმძღვანელო, არამედ ვიდეო
რესურსები, ციფრული სიმულაციები, კვლევითი ამოცანები, მონაცემთა რეალური ანალიზი,
ვირტუალური პლატფორმები და სხვა თანამედროვე შესაძლებლობები.
2026-2027 სასწავლო წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებითი
საფეხურის (I-VI კლასები) მოსწავლეებისთვის სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმის
ტარება. სასკოლო ფორმა ხელს შეუწყობს სწავლაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას,
სასწავლო დაწესებულების მიმართ მიკუთვნებულობის განცდას, მოსწავლეთა შორის
სოციალური და ეკონომიკური განსხვავებების ვიზუალურად გამოხატვის შესაძლებლობის
შემცირებას.
იმისათვის, რომ ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში მიღწეულ იქნეს ზოგადი
განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციით გათვალისწინებული მიზნები,
მნიშვნელოვანია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდეს
შესაბამისი ცვლილება.
ასევე, კანონპროექტის თანახმად, სამინისტრო იქნება უფლებამოსილი ამ კანონით
განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად დააფუძნოს სამეწარმეო იურიდიული პირი
ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. ასევე, სამინისტროს მიერ
დაფუძნებულმა სამეწარმეო იურიდიულმა პირმა ან/და არასამეწარმეო (არაკომერციულმა)
იურიდიულმა პირმა, მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება განახორციელოს
საქმიანობა/პროექტი, რომელიც აუცილებელია სამინისტროს სისტემის კანონმდებლობით
გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად.
გარდა აღნიშნული ამოცანებისა, აღსანიშნავია, რომ მასწავლებელს, რომელიც მოსწავლის
მიმართ
ძალადობის
ფაქტის
გამო
გათავისუფლდა
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებიდან, არ აქვს შეზღუდვა დასაქმდეს სხვა ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში. შესაბამისად, აუცილებელია, საკანონმდებლო ინციატივით მასწავლებელს,
რომელსაც შრომითი ურთიერთობა შეუწყდა მოსწავლის მიმართ განხორციელებული
ძალადობის გამო შეეზღუდება სკოლაში მასწავლებლად საქმიანობის უფლება
გათავისუფლებიდან 3 წლის განმავლობაში.
ამასთან, სწავლაზე ორიენტირებული გარემოს უზრუნველსაყოფად საქართველოს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აუცილებელია დაამტკიცოს
საჯარო სკოლებში მოსწავლეთა მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების (მათ
შორის, მობილური ტელეფონის) გამოყენებისა და შენახვის ზოგადი წესი, რომლის მიზანია
მოსწავლეთა კონცენტრაციის გაძლიერება, კომუნიკაციისა და ქცევის უფრო ჯანსაღი
მოდელის ჩამოყალიბება და სასწავლო პროცესის უწყვეტობის დაცვა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შედეგად:
საქართველოში სრული ზოგადი განათლება გახდება არანაკლებ 11 წელი და
არაუმეტეს 12 წელი. ზოგადი განათლების საფეხურები კვლავ სამი იქნება. დაწყებითი
(6 წელი − I−VI კლასები), საბაზო (3 წელი − VII− IX კლასები) და საშუალო (2 წელი − X
და XI კლასები და ნებაყოფლობითი 1 წელი − XII კლასი).
ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი იქნება 6 წელი,
რომელიც პირს 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება;
მოსწავლისათვის სკოლაში, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე, სასკოლო
ფორმის ტანსაცმელის ტარება გახდება სავალდებულო;
სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესი გაუქმდება, ვინაიდან სამინისტრო შექმნის
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო სასკოლო სახელმძღვანელოს,
უზრუნველყოფს მის ბეჭდვასა და მოსწავლეებისთვის უსასყიდლოდ, დროებით
სარგებლობაში გადაცემის მიზნით, შესაბამისი სკოლებისთვის მიწოდებას;
მოსწავლის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო შრომითი ხელშეკრულების
შეწყვეტის შემთხვევაში, მასწავლებელს/ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების
სხვა
თანამშრომელს
3
წლის
განმავლობაში
შეეზღუდება
დასაქმდეს
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
სამინისტრო დაამტკიცებს საჯარო სკოლებში მოსწავლეთა მიერ ელექტრონული
საკომუნიკაციო საშუალებების (მათ შორის, მობილური ტელეფონის) გამოყენებისა
ზოგად პირობებს;
საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს მოსწავლეების ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების სახელმძღვანელოებით, ასევე, ზოგადი განათლების დაწყებით
საფეხურზე სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის
მიზნობრივ პროგრამებს;
სკოლას ექნება უფლება ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა განახორციელოს
სამინისტროს
მიერ
შექმნილი
ან/და
სამინისტროსთან
შეთანხმებული
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოებით;
სამინისტრო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით
დააფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ან კერძო სამართლის
არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, დაამტკიცებს წესდებას, ასევე,
ნებაყოფლობით XII კლასში მოსწავლეთა/პირთა რეგისტრაციის შედეგების მიხედვით,
ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით განუსაზღვრავს მას
ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ხანგრძლივობას;
სამინისტრო იქნება უფლებამოსილი ამ კანონით განსაზღვრული მიზნების
განსახორციელებლად
დააფუძნოს
სამეწარმეო
იურიდიული
პირი
ან/და
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. ასევე, სამინისტროს მიერ
დაფუძნებულმა
სამეწარმეო
იურიდიულმა
პირმა
ან/და
არასამეწარმეო
(არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა, მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე,
აგრეთვე, შეიძლება განახორციელოს საქმიანობა/პროექტი, რომელიც აუცილებელია
საქართველოს კანონმდებლობით სამინისტროს სისტემისთვის განსაზღვრული სხვა
მიზნების მისაღწევად.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად, ზოგადი განათლების სისტემაში არსებული
გამოწვევების გადაჭრის მიზნით, ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული
კონცეფციის შესაბამისად, ცვლილება შედის „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში. კერძოდ, წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად:
სრული ზოგადი განათლება მოიცავს არანაკლებ 11 და არაუმეტეს 12 წელს. რომელიც
გადანაწილდება შემდეგნაირად: დაწყებითი (6 წელი − I−VI კლასები), საბაზო (3 წელი
− VII− IX კლასები) და საშუალო (2 წელი − X და XI კლასები და ნებაყოფლობითი 1 წელი
− XII კლასი). აღსანიშნავია ისიც, რომ მოსწავლის მიერ 11 კლასის პროგრამის დაძლევის
შედეგად გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ატესტატი, ხოლო ნებაყოფლობითი XII კლასის დასრულების შედეგად, პირი
დამატებით მიიღებს 12 წლიანი სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ
დოკუმენტს - ატესტატს. XII კლასის შესაძლებლობა დარჩება ნებაყოფლობითი იმ
მოსწავლეებისთვის, რომლებიც დამატებით მოისურვებენ აკადემიური მზადყოფნის
განმტკიცებას. XII კლასში სწავლა წარიმართება წინასწარი რეგისტრაციის
საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს პროცესის მორგებას მოსწავლეთა ინტერესებსა და
საჭიროებებზე, ხოლო სკოლებს მისცემს შესაძლებლობას, ეფექტიანად დაგეგმონ
საგანმანათლებლო და ადამიანური რესურსი;
კანონიდან
ამოღებული
იქნება
სახელმძღვანელოების
გრიფირებასთან
დაკავშირებული ნორმები და გაიწერება, რომ სამინისტრო უზრუნველყოფს
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს შექმნას, მის ბეჭდვასა
და მოსწავლეებისთვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემის მიზნით,
საჯარო სკოლებისთვის მის მიწოდებას. სამინისტრო დაამტკიცებს სახელმძღვანელოს
საფასურს, მისი რეალიზების, მოვლა-შენახვისა და ამოცვლის წესს. ერთი
სახელმძღვანელოს პრინციპის შემოღება უზრუნველყოფს რამდენიმე მნიშვნელოვან
შედეგს ქვეყნის ზოგადი განათლების სისტემისთვის – გარანტირებულად გაზრდის
ხარისხიან
საგანმანათლებლო
რესურსებზე
თანაბარ
ხელმისაწვდომობას,
გაამარტივებს მოსწავლის ადაპტაციას მობილობის პროცესში, უზრუნველყოფს
განათლების საფეხურებსა და საგანთა შორის ძლიერ კავშირებს. ეს, თავის მხრივ,
უზრუნველყოფს ეროვნულ დონეზე მიღწეული შედეგების შედარებითობას. სკოლა
ვალდებულია ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა განახორციელოს სამინისტროს
მიერ შექმნილი ან სამინისტროსთან შეთანხმებული ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების
სახელმძღვანელოებით.
სახელმძღვანელოს
სამინისტროსთან
შეთანხმების წესი და ვადები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით. წარმოდგენილ ცვლილებასთან
შესაბამისობაში მოდის ასევე სამეურვეო საბჭოს ფუნქციებიც;
ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე, მოსწავლეებისთვის სავალდებულო
გახდება სასკოლო ფორმის ტარება, რომლის ნიმუშსაც დაამტკიცებს სამინისტრო. აქვე
აღსანიშნავია, რომ სკოლას უფლება აქვს, ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო
საფეხურზე დააწესოს სასკოლო ფორმა ისე, რომ არ შეზღუდოს მოსწავლის და
მასწავლებლის გამოხატვის თავისუფლება. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მოსწავლეს და
მასწავლებელს უფლება აქვთ დასაბუთებული უარი თქვან სასკოლო ფორმის
ტარებაზე. ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურზე, სასკოლო ფორმის
დაწესებისას,
სკოლამ
უნდა
გაითვალისწინოს
მოსწავლის
ფინანსური
შესაძლებლობები და თუ მას არ შეუძლია ფორმის შეძენა, სკოლამ უნდა
უზრუნველყოს იგი ფორმით;
სამინისტრო უფლებამოსილია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული
მიზნების
განსახორციელებლად
დააფუძნოს
სამეწარმეო
იურიდიული პირი ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
სამინისტროს მიერ დაფუძნებულმა სამეწარმეო იურიდიულმა პირმა ან/და
არასამეწარმეო
(არაკომერციულმა)
იურიდიულმა
პირმა,
მინისტრის
გადაწყვეტილების
საფუძველზე,
აგრეთვე,
შეიძლება
განახორციელოს
საქმიანობა/პროექტი, რომელიც აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობით
სამინისტროს სისტემისთვის განსაზღვრული სხვა მიზნების მისაღწევად. აღნიშნული
შესაძლებლობას მისცემს სამინისტროს, უზრუნველყოს ზოგადი განათლების
დაწყებით საფეხურზე, მოსწავლეების ფორმებით უზრუნველყოფა. ამასთან, ხშირია
შემთხვევები, როდესაც სამინისტროს კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნების
მისაღწევად, ესაჭიროება სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება, რომელიც
დაკავშირებულია ცალკეული ტიპის ეკონომიკურ აქტივობასთან. მაგალითად,
მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროცესი, სასკოლო ფორმით
უზრუნველყოფის პროცესი (შესაბამისი შეკვეთები, ტრანსპორტირება, დასაწყობება,
მიწოდება, შენახვა, მოვლა-პატრონობა და სხვა);
სამინისტრო დაამტკიცებს საჯარო სკოლებში მოსწავლეთა მიერ ელექტრონული
საკომუნიკაციო საშუალებების (მათ შორის, მობილური ტელეფონის) გამოყენების
ზოგად პირობებს;
ზემოხსენებული მიზნების მისაღწევად, საქართველოს მთავრობა, სამინისტროს
წარდგინებით დაამტკიცებს ზემოხსენებული საკითხების განხორციელების მიზნით,
საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და კერძო სკოლის შესაბამისი მოსწავლეების
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოებით, ასევე, ზოგადი
განათლების
დაწყებით
საფეხურზე
სასკოლო
ფორმით
უსასყიდლოდ
უზრუნველყოფის მიზნობრივ პროგრამას.
მოსწავლის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო შრომითი ხელშეკრულების
შეწყვეტის შემთხვევაში, მასწავლებელს/ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების
სხვა
თანამშრომელს
3
წლის
განმავლობაში
შეეზღუდება
დასაქმდეს
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.
წარმოდგენილი კანონპროექტით, ასევე გათვალისწინებული იქნება გარდამავალი
დებულებები, რომელიც მოაწესრიგებს 2026 წლიდან საბაზო საფეხურის ხანგრძლივობისა და
საშუალო საფეხურის ხანგრძლივობის ცვლილებასთან დაკავშირებით განსახორციელებელ
ღონისძიებებს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ გარდა კანონპროექტის პირველი მუხლის
პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა, მე-4 და მე-5 პუნქტებისა, მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა
და მე-8, მე-10 და მე-11 პუნქტებისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი
ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია
მისი დროული ამოქმედება.
კანონპროექტის პირველი მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ამოქმედდება 2026 წლის პირველი
სექტემბრიდან, ხოლო პირველი მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, მე-7 პუნქტის „გ“
ქვეპუნქტი და მე-8, მე-10 და მე-11 პუნქტები ამოქმედდება 2027 წლის პირველი
სექტემბრიდან. ზემოხსენებული ნორმების განსხვავებული თარიღით ამოქმედების
აუცილებლობა გამომდინარეობს მათი შინაარსიდან. საქართველოს განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და მის სისტემაში მოქმედ იურიდიულ
პირებს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ კანონპროექტით განსაზღვრული ცვლილებების
თავიანთ საქმიანობაში იმპლემენტაციისათვის გონივრული ვადა და საამისოდ შესაბამისი
ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობა. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის თებერვლიდან ცხადდება პირველკლასელთა
რეგისტრაცია.
იმისათვის,
რომ
სამინისტრომ,
სამინისტროს
სისტემამ
და
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა განახორციელონ წინამდებარე კანონპროექტით
გათვალისწინებული ცვლილებების თავიანთ საქმიანობაში ასახვა და მიმდინარე
სასწავლო/სარეგისტრაციო პროცესების შეუფერხებლად ჩატარება, მიზანშეწონილია
კანონპროექტი მიღებულ იქნეს დაჩქარებული წესით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა
შესაბამისი წლის სახელმწიფო და მუნიციპალური ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
აღნიშნული კანონპროექტით იცვლება სრული ზოგადი განათლების ხანგრძლივობა და
განისაზღვრება არანაკლებ 11 და არაუმეტეს 12 წლით. ამ ნაწილში გასათვალისწინებელია,
რომ 2028 წელს შესაძლოა XII და XI კლასები გარკვეული რაოდენობის მოსწავლეებმა
ერთდროულად დაასრულონ, რაც აბიტურიენტთა რაოდენობის ზრდას გამოიწვევს.
შესაბამისად, გაიზრდება სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების მსურველთა
შორის კონკურენცია. ასევე მოიმატებს კერძო უნივერსიტეტებში სწავლის მსურველთა
რაოდენობაც. აღნიშნული ცვლილება გამოიწვევს კერძო უნივერსიტეტების შემოსავლების
ზრდას და, შესაბამისად, გაიზრდება მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო გადასახადების
ოდენობა, რაც თავის მხრივ აისახება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდაზე.
აღნიშნული კანონპროექტით ასევე იცვლება საბაზო საფეხურის დასრულების ხანგრძლივობა.
მოქმედი რედაქციის მიხედვით, საბაზო საფეხური მოიცავს VII-X კლასებს, ხოლო
კანონპროექტის თანახმად იგი განისაზღვრება VII-IX კლასებით. საბაზო საფეხურის
დასრულება პირდაპირ არის დაკავშირებული პროფესიულ განათლებაში ჩართვასთან.
აღნიშნული ცვლილება, 2026 წელს გამოიწვევს პროფესიულ განათლებაში შემსვლელთა
რაოდენობის ზრდას როგორც
კერძო,
ისე საჯარო პროფესიულ
საგანმანათლებლო
დაწესებულებებში. შედეგად გაიზრდება კერძო პროფესიული საგანმანათლებლო
დაწესებულებების შემოსავლები და, შესაბამისად, მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო
გადასახადების ოდენობა, რაც დადებითად აისახება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილის ზრდაზე.
ასევე, გასათვალისწინებელია რომ სამინისტრო დაადგენს სასკოლო ფორმებისა და
სახელმძღვანელოების საფასურს. რამაც, ასევე შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელმწიფო
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე (ზუსტი ოდენობა დამოკიდებულია რეალიზებული
სახელმძღვანელოებისა და სასკოლო ფორმების ოდენობაზე).
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
აღნიშნული კანონპროექტით სავალდებულო ხდება დაწყებით საფეხურზე მოსწავლეების
მიერ სასკოლო ფორმის ტარება. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაწყებით
საფეხურზე მოსწავლეთა გარკვეული ნაწილისთვის სასკოლო ფორმით უსასყიდლოდ
უზრუნველყოფას განახორციელებს სახელმწიფო ცენტრალიზებული წესით. აღნიშნული
ცვლილება დაკავშირებული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდასთან
(გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება თითოეული სასკოლო ფორმის ღირებულებაზე
და იმ მოსწავლეთა წრეზე, რომელთა ფორმით უზრუნველყოფას მოახდენს სამინისტრო.
ხარჯების ზუსტი ოდენობის განსაზღვრა დაკავსირებული იქნება საქართველოს მთავრობის
მიერ კანონპროექტით გათვალისწინებული მიზნობრივი პროგრამის დამტკიცებასთან, იმ
მოსწავლეებისათვის, რომლებიც უსასყიდლოდ იქნებიან უზრუნველყოფილი სასკოლო
ფომებით).
აღნიშნული კანონპროექტით იცვლება საბაზო საფეხურის დასრულების ხანგრძლივობაც.
მოქმედი რედაქციის მიხედვით, საბაზო საფეხური მოიცავს VII-X კლასებს, ხოლო
კანონპროექტის თანახმად განისაზღვრება VII-IX კლასებით. საბაზო საფეხურის დასრულება
პირდაპირ არის დაკავშირებული პროფესიულ განათლებაში ჩართვასთან. აღნიშნული
ცვლილება გამოიწვევს პროფესიულ განათლებაში შემსვლელთა რაოდენობის ზრდას
(შესაძლოა ეს რიცხვი გაორმაგდეს), რაც გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე, ვინაიდან პროფესიული სტუდენტების რაოდენობის ზრდასთან ერთად გაიზრდება
პროფესიული განათლების დაფინანსების ხარჯიც.
კანონპროექტის თანახმად, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატი
გაიცემა XI კლასის დასრულებისთანავე, ხოლო XII კლასში სწავლა ნებაყოფლობითი იქნება.
აღნიშნული ცვლილება გამოიწვევს XII კლასში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირებას, რაც
გავლენას მოახდენს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგაკვეთილო ბადეზე.
შედეგად, სრული ზოგადი განათლების დაფინანსების ნაწილში სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯვითი ნაწილი შემცირდება (გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება ნებაყოფლობით
XII კლასში მსურველთა რაოდენობაზე, რაც წინასწარ არ არის ცნობილი). ამასთან, აღნიშნული
ცვლილების ზეგავლენა გასათვალისწინებელია ინტეგრირებული კლასების შემცირების
კუთხითაც. კერძოდ, ამ ეტაპზე 100 საჯარო სკოლაში ზოგადი განათლების პარალელურად
ხორციელდება პროფესიული განათლება IX-XII კლასებში. ვინაიდან XII კლასი
სავალდებულო აღარ იქნება, ამ მიმართულებით ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი დაახლოებით
1/3-ით შემცირდება (ვინაიდან, სამწლიანი ინტეგრირებული სწავლების ნაცვლად ორწლიანი
სწავლება განხორციელდება). სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის
განმახორციელებელი საჯარო სკოლების წლიური დაფინანსება შეადგენს - 8,160,0 ათასი
ლარს, 1/3 შემცირების შემთხვევაში დაახლოებით შემცირდება 2,720.0 ათასი ლარით.
აღნიშნული კანონპროექტით უქმდება სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი
და სახელმძღვანელოების შემუშავებაზე პასუხისმგებელი იქნება სამინისტრო. აღნიშნული
ცვლილების გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე შესაძლოა შეფასდეს
როგორც პოზიტიურ, ასევე ნეგატიურ კონტექსტში. კერძოდ, გრიფირების პროცესის გაუქმება
გამოიწვევს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებას, ხოლო ახალი სახელმძღვანელოების
შემუშავება დამატებით ფინანსურ რესურსს მოითხოვს.
აღნიშნული კანონპროექტის თანახმად სასკოლო ასაკი განისაზღვრება 6 წლით (15 სექტემბრის
ჩათვლით ვისაც შეუსრულდება). ამ კანონის ამოქმედებისთანავე, სასწავლო წლის დასაწყისში
პირველკლასელთა რაოდენობა შემცირდება, ვინაიდან დღეს არსებული რედაქციის
მიხედვით პირველ კლასში შედის ბავშვი, რომელსაც 6 წელი უსრულდებოდა 31 დეკემბრის
მდგომარებით. შესაბამისად, პირველკლასელთა შემცირებული ნაკადი გამოიწვევს ბიუჯეტის
ხარჯვითი ნაწილის შემცირებას, ვინაიდან შემცირდება სასკოლო სახელმძღვანელოებითა და
„ჩემი პირველი კომპიუტერით“ უზრუნველყოფის ხარჯები. ბავშვთა რაოდენიობის შემცირება
მოხდება 2026-2027 სასწავლო წლის მიღებისას, თუმცა ეს რაოდენობა შემდეგი სასწავლო წლის
მიღებაზე გადანაწილდება, სულ დააკლდება 8 000 ბავშვი. „ჩემი პირველი კომპიუტერით“
უზრუნველყოფის ხარჯები შემცირდება 5,9 მლნ ლარით, ვაუჩერული დაფინანსება
საშუალოდ 4 მლნ (8,000 X 500 ლარზე (ვაუჩესის საშუალო ღირებულება)) ლარით, ხოლო რაც
შეეხება სასკოლო სახელმძღვანელოების ხარჯს აღნიშნულის ოდენობა დამოკიდებულია ისეთ
ფაქტორებზე, როგორიცაა მაგალითად სახელმძღვანელოების ცვეთა.ნაწილობრივ გაიზრდება
ადგილობრივი თვითმმართველობების ხარჯები, ვინაიდან ბავშვები მიმდინარე წელს ვერ
ჩაირიცხებიან პირველ კლასში, (დაახლოებით 8000 ბავშვი) ჩაერთვებიან სასკოლო მზაობის
პროგრამებში, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებას
წარმოადგენს. ამასთან აღსანიშნავია, რომ ბაღი არ არის სავალდებულო და აღნიშნული
ხარჯების ოდენობა დაკავშირებულია სასკოლო მზაობის პროგრამებში ჩასართვად
მიმართვიანობის ოდენობასთან.
წარმოდგენილი კანონპროექტით, გათვალისწინებულია სამინისტროს მიერ სამეწარმეო
იურიდიული პირის ან და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის
დაფუძნების შესაძლებლობა. აღნიშნული იურიდიული პირის ფუნქცია იქნება ზოგადი
განათლების დაწყებით საფეხურზე, მოსწავლეების ფორმებით უზრუნველყოფა. ამასთან,
ხშირია შემთხვევები, როდესაც სამინისტროს კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნების
მისაღწევად,
ესაჭიროება
სხვადასხვა
ღონისძიების
განხორციელება,
რომელიც
დაკავშირებულია ცალკეული ტიპის ეკონომიკურ აქტივობასთან. მაგალითად, მოსწავლეების
სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროცესი, სასკოლო ფორმით უზრუნველყოფის
პროცესი (შესაბამისი შეკვეთები, ტრანსპორტირება, დასაწყობება, მიწოდება, შენახვა, მოვლაპატრონობა და სხვა). აღნიშნული იურიდიული პირის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს
შესაბამისი სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებები და კანონმდებლობით
დართული სხვა შემოსავლები.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას
არ ითვალისწინებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
აღნიშნული კანონპროექტით სავალდებულო ხდება დაწყებით საფეხურზე მოსწავლეების
მიერ სასკოლო ფორმის ტარება. იმ მოსწავლეებს, რომელთაც სახელმწიფო არ უზრუნველყოფს
სასკოლო ფორმებით, დაეკისრებათ ვალდებულება, საკუთარი სახსრებით შეიძინონ
აღნიშნული
ფორმები.
შესაბამისი
მოსწავლეების
ფორმებით
უზრუნველყოფას
განახორციელებს სამინისტრო.
აღნიშნული კანონპროექტით იცვლება სრული ზოგადი განათლების ხანგრძლივობა და
განისაზღვრება არანაკლებ 11 და არაუმეტეს 12 წლით. ამ მხრივ გასათვალისწინებელია, რომ
2026 წელს შესაძლოა XI და XII კლასები გარკვეული რაოდენობის მოსწავლეებმა
ერთდროულად დაასრულონ, რაც აბიტურიენტთა რაოდენობის ზრდას გამოიწვევს.
შესაბამისად, გაიზრდება კერძო უნივერსიტეტებში სწავლის მსურველთა რაოდენობა, რაც
კერძო უნივერსიტეტების შემოსავლების ზრდასაც გამოიწვევს.
აღნიშნული
კანონპროექტით
იცვლება
საბაზო
საფეხურის
ხანგრძლივობა.
მოქმედი
რედაქციის მიხედვით, საბაზო საფეხური მოიცავდა VII-X კლასებს, ხოლო კანონპროექტის
თანახმად განისაზღვრება VII-IX კლასებით. საბაზო საფეხურის დასრულება პირდაპირ არის
დაკავშირებული პროფესიულ განათლებაში ჩართვასთან. აღნიშნული ცვლილება გამოიწვევს
კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესიულ განათლებაში
შემსვლელთა რაოდენობის ზრდას, რაც, თავის მხრივ, კერძო პროფესიული საგანმანათლებლო
დაწესებულებების შემოსავლების ზრდას განაპირობებს.
აღნიშნული კანონპროექტით უქმდება სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი
და სასკოლო სახელმძღვანელოების შემუშავებაზე პასუხისმგებელი იქნება სამინისტრო.
აღნიშნული ცვლილება ფინანსურ ზეგავლენას მოახდენს სახელმძღვანელოების ავტორებსა
და გამომცემლობებზე. კანონპროექტის ძალაში შესვლით, საავტორო ჰონორარს მიიღებს
სამინისტროს მიერ დაქირავებული ერთი საავტორო ჯგუფი, ნაცვლად რამდენიმესი (რასაც
იღებდნენ რამდენიმე სახელმძღვანელოსთვის გრიფის მინიჭების შემთხვევაში).
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებლს ან სხვა სახის გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება
მდგომარეობაზე.
იქონიებს
პოზიტიურ
ზეგავლენას
ბავშვის
უფლებრივ
2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში
დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მოსწავლეებისთვის სავალდებულო გახდება სასკოლო
ფორმის ტანსაცმლის ტარება. სასკოლო ფორმა ხელს შეუწყობს სწავლაზე ორიენტირებული
გარემოს შექმნას, სასწავლო დაწესებულების მიმართ მიკუთვნებულობის განცდას,
მოსწავლეთა შორის სოციალური და ეკონომიკური განსხვავებების ვიზუალურად გამოხატვის
შესაძლებლობის შემცირებას.
ამასთან, სამინისტრო დაამტკიცებს საჯარო სკოლებში მოსწავლეთა მიერ ელექტრონული
საკომუნიკაციო საშუალებების (მათ შორის, მობილური ტელეფონის) გამოყენების ზოგად
წესს, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლის გაკვეთილზე ჩართულობას და გაკვეთილების
ინტერაქციულ რეჟიმში განხორციელებას.
ამასთან, მოსწავლის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო შრომითი
ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მასწავლებელს/სკოლაში დასაქმებულ პირს 3 წლის
განმავლობაში შეეზღუდება დასაქმდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რაც
პირველ რიგში ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვას და მისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო
გარემოს შექმნას ემსახურება.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.