„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
11.03.2026
ავტორი
საქართველოს მთავრობა
ინიციატორი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
ნომერი
#268/2-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 94 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-03-16
ბიუროს ნომერი 117

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) დაემატოს შემდეგი შინაარსის 6312 მუხლი: „მუხლი 6312. 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკთან დაკავშირებული გამონაკლისი 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყება, ამ კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული პირის გარდა, მშობლის გადაწყვეტილებით, ნებაყოფლობით შეუძლია იმ პირსაც, რომელსაც 6 წელი 2026 წლის 16 სექტემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2026 წლის 5 თებერვალს ძალაში შევიდა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონი (№1353-Vმს-XIმპ; 04/02/2026). ამდენად, ცვლილება შევიდა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტში და ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკად განისაზღვრა 6 წელი, რომელიც პირს უსრულდება 15 სექტემბრის ჩათვლით. მიღებული კანონი ეფუძნებოდა საქართველოს მთავრობის 2026 წლის 26 იანვრის №174 განკარგულებით დამტკიცებულ „ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნულ კონცეფციას“. საკანონმდებლო ცვლილება ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე. ამასთან, 2025-2026 სასწავლო წელს სასკოლო მზაობის ჯგუფებში მყოფი არაერთი ბავშვის მშობელმა მიმართა საქართველოს პარლამენტს, მთავრობას და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თხოვნით, რომ 2026-2027 სასწავლო წელს დაშვებულიყო გამონაკლისი და იმ ბავშვებსაც, რომლებიც დაბადებულნი არიან 2026 წლის 16 სექტემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, 2026-2027 სასწავლო წელსვე შესძლებოდათ პირველ კლასში სწავლის დაწყება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2026-2027 სასწავლო წლისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შემუშავებული აქვს ახალი კურიკულუმი. ამასთან, სკოლამდელი განათლება არ არის სავალდებულო და ამავდროულად, სკოლამდელი განათლების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება უფლებამოსილია თავად აირჩიოს კურიკულუმი, რომელსაც განახორციელებს. შესაბამისად, რჩება რისკი იმისა, რომ 2026 წლის 16 სექტემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულმა ბავშვებმა 2026-2027 სასწავლო წელსაც იგივე აქტივობებში მიიღონ მონაწილეობა, რაშიც უკვე მონაწილეობდნენ 2025-2026 სასწავლო წელს, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მათ მოტივაციაზე. ამდენად, ბავშვის საუკეთესო ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, გამონაკლისის სახით, 2026-2027 სასწავლო წელს, მშობლის გადაწყვეტილებით, ნებაყოფლობით, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე, პირველ კლასში სწავლის დაწყების შესაძლებლობა მიეცეს იმ პირსაც, რომელსაც 6 წელი უსრულდება 2026 წლის 16 სექტემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საკითხის მოწესრიგების მიზნით, კანონპროექტი ითვალისწინებს გარდამავალი დებულებების ნაწილში დაემატოს შემდეგი შინაარსის საგამონაკლისო რეგულაცია და 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყება, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული პირის გარდა, მშობლის გადაწყვეტილებით, ნებაყოფლობით შეუძლია იმ პირსაც, რომელსაც 6 წელი 2026 წლის 16 სექტემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შედეგად, 2026-2027 სასწავლო წელს, მშობლის გადაწყვეტილებით, ნებაყოფლობით ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე, პირველ კლასში სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნება იმ პირსაც, რომელსაც 6 წელი უსრულდება 2026 წლის 16 სექტემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად, მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნება თითოეული ბავშვის საუკეთესო ინტერესი და 2026-2027 სასწავლო წელს, მშობლის გადაწყვეტილებით, ნებაყოფლობით, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე პირველ კლასში სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნება პირს, რომელსაც 6 წელი უსრულდება 2026 წლის 16 სექტემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): აღსანიშნავია, რომ ამჟამად პირველკლასელთა რეგისტრაცია უკვე გამოცხადებულია და მიმდინარეობს რეგისტრაციის პირველი ეტაპი. იმისათვის, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა დროულად განახორციელონ წინამდებარე კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების თავიანთ საქმიანობაში ასახვა და მიმდინარე სასწავლო/სარეგისტრაციო პროცესის შეუფერხებლად ჩატარება, მიზანშეწონილია კანონპროექტი მიღებულ იქნეს დაჩქარებული წესით. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: იქედან გამომდინარე, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს კერძო ბაღებისა და სკოლების შემოსავლების ცვლილება, აღნიშნული აისახება შესაბამისი დონის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე მათ მიერ გადახდილი გადასახადების ცვლილების სახით. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება მოსწავლეთა რაოდენობასა და მათ მიერ გადახდილ სწავლის საფასურზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, 2026 წელს პირველკლასელთა რაოდენობა გაიზრდება (საშუალოდ 8,000 მოსწავლით, როგორც ეს იყო წინა წლებში. აღნიშნული მაჩვენებელი აღებულია მაქსიმალური ოდენობით. 2025-2026 სასწავლო წელს პირველკლასელთა რეგისტრაციის მაჩვენებელი საჯარო და კერძო სკოლებს შორის ნაწილდება შემდეგნაირად, საჯარო სკოლაში რეგისტრირებულია დაახლოებით 86%, ხოლო კერძოში 14%), რაც გამოიწვევს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას, ვინაიდან გაიზრდება ერთ მოსწავლეზე გათვლილი ვაუჩერული დაფინანსების, სასკოლო სახელმძღვანელოებითა და „ჩემი პირველი კომპიუტერით“ უზრუნველყოფის ხარჯები. კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ, 2026-2027 სასწავლო წელს, 6 წლის ასაკის, 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვთა პირველ კლასში მიღების შემთხვევაში, პირველკლასელთა რაოდენობა გაიზრდება საშუალოდ 8000 მოსწავლით. აღნიშნულიდან გამომდინარე, 20262027 სასწავლო წელს საჭირო გახდება სკოლების დამატებითი ვაუჩერული დაფინანსება, კერძოდ, 2026 წლისთვის - 7,560.6 ათასი ლარი, რომელიც მოიცავს: ვაუჩერულ დაფინანსებას - 504.0 ათასი ლარი, სკოლების აღჭურვას დამატებითი საგანმანათლებლო რესურსებით: საშუალოდ 8000 ბუკს მოსწავლეებისთვის და საშუალოდ 200 კომპიუტერს პირველი კლასის დამრიგებლისთვის (კომპიუტერები ყოველ წელს გადაეცემათ პირველი კლასის დამრიგებლებს, რომლებიც სადამრიგებლო კლასს მიყვებიან V კლასამდე) ერთეულის ღირებულება 738 ლარი - ბიუჯეტი 6,051.6 ათასი ლარი. სახელმძღვანელოების კომპლექტი - 320.0 ათასი ლარი, მერხი და სკამი (მერხები და სკამების შესყიდვა ხორციელდება დანაკლისისა და ცვეთის შესაბამისად. ვინაიდან, 2025 წლის ბოლოსთვის უკვე ცნობილი იყო, რომ სკოლაში მხოლოდ 6 წლის ბავშვები მოვიდოდნენ, შევსების საჭიროება დაითვალა ამ მოცემულობით) – 685.0 ათასი. აღნიშნული დეტალური ჩაშლა მოიცავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ასიგნებებში ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას და არ გამოიწვევს დამატებით საბიუჯეტო ასიგნებების გამოყოფას. ამასთან, ნაწილობრივ შემცირდება მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, ვინაიდან იმ ბავშვებისთვის, რომლებიც აღარ ივლიან 9 საათიანი მომსახურების მქონე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებაში, არ იქნება საჭირო კვების ხარჯის გაწევა. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: აღნიშნული კანონპროექტის მიღება ზეგავლენას მოახდენს კერძო ბაღების და კერძო სკოლების შემოსავლის ნაწილზე და გამოიწვევს მათი შემოსავლების ცვლილებას. ის ბავშვები, რომლებსაც მიეცემათ სკოლაში წასვლის შესაძლებლობა, შესაძლოა კერძო ბაღში დადიოდნენ და სკოლაში წასვლის შემდეგ აღარ გადაიხდიან ბაღის საფასურს. გარდა ამისა, შესაძლოა იმ 8000 ბავშვიდან, რომლებსაც მიეცემათ სკოლაში წასვლის შესაძლებლობა, ნაწილი კერძო სკოლებში ჩაირიცხოს, რაც გაზრდის კერძო სკოლების შემოსავლებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახდელის შემოღებას. გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება იქონიებს პოზიტიურ ზეგავლენას იმ ბავშვების უფლებრივ მდგომარეობაზე, რომელთაც მოლოდინი ჰქონდათ, რომ 2026-2027 სასწავლო წლიდან სწავლას დაიწყებდნენ ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.