საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის − საქართველოს კანონის პროექტის „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ და მისი თანამდევი საქართველოს კანონების პროექტების (№07-2/359; 29.12.2023) საქართველოს მთავრობის 2026 წლის 23 მარტის №592 განკარგულების შესაბამისად გამოთხოვის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
23.03.2026
ავტორი
საქართველოსმ მთავრობის საპარლამენტო მდივანი ვახტანგ ბაჩიაშვილი
ნომერი
#1-2677/26/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-03-24
ბიუროს ნომერი 119

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომის ოქმიდან ამონაწერი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომის ოქმიდან ამონაწერი 2-3441/26 24-03-2026 საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2026 წლის 24 მარტის №119 სხდომა ბიუროს სხდომის თავმჯდომარე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბიუროს სხდომის დღის წესრიგის საკითხი – ,,III. საორგანიზაციო საკითხები“, №2 ბიუროს მიერ განხილული საკითხი (ბიუროს სხდომის ოქმი №119-XⅠმპ): „საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მომართვა (№1-2677/26, 23.03.2026) საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის − საქართველოს კანონის პროექტის „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ და მისი თანამდევი საქართველოს კანონების პროექტების (№07-2/359; 29.12.2023) საქართველოს მთავრობის 2026 წლის 23 მარტის #592 განკარგულების შესაბამისად გამოთხოვის შესახებ“. ბიუროს გადაწყვეტილება: „ბიურომ ცნობად მიიღო საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის − საქართველოს კანონის პროექტის „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ და მისი თანამდევი საქართველოს კანონების პროექტების (№07-2/359; 29.12.2023) საქართველოს მთავრობის 2026 წლის 23 მარტის №592 განკარგულების შესაბამისად გამოთხოვის შესახებ.“. საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომის ოქმიდან ამონაწერს ვადასტურებ: იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ტაბატაძე
წერილი
*GOV42600009353* GOV 4 26 00009353 23/03/2026 საქართველოს პარლამენტს როგორც თქვენთვის ცნობილია, 2023 წლის 29 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტს წარმოედგინა საქართველოს კანონების პროექტები: „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პონტოს მუხის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№40385; 29.12.2023; საქართველოს პარლამენტში რეგისტრაციის №07-2/359/10; 29.12.2023). აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის საქართველოს პარლამენტში წარმოდგენის შემდგომ, ეროვნულ დონეზე შემუშავდა/დამტკიცდა ახალი სტრატეგიული დოკუმენტები, სექტორული სამოქმედო გეგმები და სამთავრობო პროგრამები, რომლებიც განსაზღვრავს როგორც შესაბამისი სფეროს, ასევე სახელმწიფოს განვითარების განახლებულ ხედვასა და პრიორიტეტებს. ამასთან, განვითარდა შესაბამისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების პროცესი და გაღრმავდა სექტორთა შორის კოორდინაციის საჭიროება. შესაბამისად, შემდგომი გადახედვისა და გადამუშავების მიზნით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ზემოაღნიშნული კანონპროექტების სრული შესაბამისობა განახლებულ პოლიტიკურ ჩარჩოსა და მიმდინარე რეფორმების პროცესთან, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მათი საქართველოს პარლამენტიდან გამოთხოვის თაობაზე. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 23 მარტის №592 განკარგულების შესაბამისად, გამოვითხოვთ საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტს (№40385; 29.12.2023; საქართველოს პარლამენტში რეგისტრაციის №07-2/359/10; 29.12.2023). საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ვახტანგ ბაჩიაშვილი