„დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
01.04.2026
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#280/2-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-04-06
ბიუროს ნომერი 124

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 03.12.2007, მუხ. 384) მე-18 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შეიქმნას გარდაბნის აღკვეთილი 3776 ჰა ტერიტორიაზე. 2. გარდაბნის აღკვეთილი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 505806 507725 507941 509439.73 506662.4 506603 506219 506183 505999 505949 505949 506050 506031 505939 505724 505714 505846 505875 505832 505823 505832 505839 505806 504391 504403 504345 504584 504752 504904 505019 505050 505212 505225 4578673 4581444 4581249 4578551.1 4576949.6 4576969 4577552 4577727 4577753 4577853 4577854 4578056 4578138 4578112 4578176 4578224 4578427 4578518 4578534 4578553 4578629 4578633 4578673 4587136 4587164 4586965 4586561 4586494 4586253 4586002 4585571 4585480 4585705 95 96 97 98 99 100 101 102 103 104 105 106 107 108 109 110 111 112 113 114 115 116 117 118 119 120 121 122 123 124 125 126 127 503998 504194 503797 503631 503631 503587 503465 503449 503433 503258 503265 503253 503260 503293 503300 503287 503294 503370 503378 503367 503375 503207 503223 503192 503208 503041 503048 503035 504444 504423 504448 503581 503521 4586723 4586937 4586506 4586326 4586327 4586348 4588008 4587991 4588006 4588064 4588059 4588057 4588052 4588046 4588041 4588039 4588034 4588004 4588001 4587998 4587994 4587728 4587713 4587712 4587697 4587806 4587800 4587799 4587269 4587215 4587285 4586353 4586398 189 190 191 192 193 194 195 196 197 198 199 200 201 202 203 204 205 206 207 208 209 210 211 212 213 214 215 216 217 218 219 220 221 504182 504195 504316 504445 504448 502860 502557 502297 502040 501803 501584 501383 501207 501054 500916 500837 500804 500797 500819 500885 500962 501077 501138 501076 501114 501534 501842 502175 502176 502216 502781 502802 502810 4587109 4587047 4587175 4587309 4587285 4586501 4586973 4587123 4587278 4587462 4587666 4587889 4588132 4588389 4588655 4588944 4589242 4589542 4589841 4590132 4590418 4590696 4590982 4591229 4591645 4591666 4591412 4590962 4590675 4590390 4587226 4587195 4587201 283 284 285 286 287 288 289 290 291 292 293 294 295 296 297 298 299 300 301 302 303 304 305 306 307 308 309 310 311 312 313 314 315 508598 508864 509136 506552 506404 506219 505939 505890 503228.9 503048.4 502956.9 502890.9 502872.7 502755.5 502687.8 502592.9 502571.6 502499 502461.9 502366.6 502348.4 502338.6 502249.2 502143 502144.4 502064.8 502042.4 502073.3 502085.4 502262 502351.2 502375 502107.4 4580205 4579668 4579133 4577104 4577323 4577551 4578112 4578471 4588522 4588767 4588842 4588854 4588853 4588905 4589045 4589180 4589138 4589111 4589072 4589116 4589097 4589066 4589115 4589125 4589214 4589360 4589508 4589529 4589630 4589759 4589861 4589906 4589658 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 64 65 66 67 68 69 70 71 72 73 74 75 76 77 78 79 80 81 82 83 505136 505281 505302 505181 505679 505831 505372 505410 505504 503568 503605 503605 503568 503465 503478 503463 503476 503501 503515 503499 503512 503589 503597 503583 503590 503448 505517 505525 506565 506703 506731 506788 505799 505690 505602 505646 504686 504592 504562 504595 504525 504299 504273 504073 504045 503895 503897 503724 503615 503428 4585987 4586323 4586465 4586717 4586264 4585950 4585397 4584336 4583959 4588407 4588407 4588397 4588397 4588321 4588317 4588314 4588309 4588305 4588301 4588297 4588293 4588267 4588261 4588260 4588254 4588023 4583960 4583922 4582032 4581956 4581981 4581819 4578678 4578729 4579126 4579292 4579506 4579725 4580161 4580198 4580455 4580710 4581041 4581412 4581415 4581359 4581381 4581556 4581717 4582508 128 129 130 131 132 133 134 135 136 137 138 139 140 141 142 143 144 145 146 147 148 149 150 151 152 153 154 155 156 157 158 159 160 161 162 163 164 165 166 167 168 169 170 171 172 173 174 175 176 177 503437 503429 503151 503117 502736 502680 501380 501037 501076 501104 501028 501042 501073 501086 501049 501322 501729 501997 502069 502077 502208 502209 502162 502339 503042 503083 503090 503077 503084 503107 503113 503102 503108 503007 503024 502992 503008 502869 502879 502862 502872 502873 502882 502875 502866 502790 503260.5 503699 503696 503816 4586386 4586403 4586473 4586434 4586675 4586896 4587893 4591136 4591206 4591369 4591448 4591523 4591491 4591538 4591607 4591774 4591566 4591223 4591205 4591102 4590838 4590903 4590555 4590080 4587793 4587791 4587785 4587784 4587778 4587677 4587671 4587672 4587666 4587486 4587471 4587469 4587454 4587579 4587572 4587569 4587562 4587537 4587530 4587520 4587528 4587232 4588535 4588423 4588412 4588380 222 223 224 225 226 227 228 229 230 231 232 233 234 235 236 237 238 239 240 241 242 243 244 245 246 247 248 249 250 251 252 253 254 255 256 257 258 259 260 261 262 263 264 265 266 267 268 269 270 271 502633 502642 502625 502635 502652 502645 503616 503788 504222 504463 505202 505375 505593 505774 505390 505463 505396 505482 505436 505520 505723 505898 506059 506262 506434 507056 507330 507601 505649 505430 505136 504844 504525 503561 503502 503196 502655 502662 502754 502747 502751 502758 503613 503652 503612 503651 503135 503210 503294 503451 4587317 4587309 4587308 4587300 4587270 4587261 4588219 4587106 4587224 4586799 4586208 4586465 4586268 4586076 4585055 4584766 4584481 4584202 4583638 4583353 4583136 4582895 4582647 4582436 4582191 4581716 4581594 4581503 4578922 4579301 4579352 4579409 4580457 4581984 4582278 4582747 4587253 4587263 4587217 4587212 4587206 4587211 4586870 4586864 4586858 4586852 4583028 4583306 4583846 4584082 316 317 318 319 320 321 322 323 324 325 326 327 328 329 330 331 332 333 334 335 336 337 338 339 340 341 342 343 344 345 346 347 348 349 350 351 352 353 354 355 356 357 358 359 360 361 362 363 364 365 499750.2 499773.4 499914.8 500210.3 500360 500247.8 500376.9 500464.3 500280.5 501244.2 501125.6 501084.1 501106.8 500742.1 500531.7 500385.9 500283.5 499744.1 499614.6 499635.5 499677.7 499731.1 499913.5 500052.7 500611.6 500360.7 500960 501061.4 500711 500292.9 501767.3 502017.7 502132.2 502233.3 502360.4 502536.3 502648.7 502811.8 502996.8 503008.9 503045.7 503021.8 503114.7 503163.1 503120.3 503131.1 503197.7 503150.4 502705.4 502293.9 4597673 4597646 4597596 4597301 4597424 4597024 4597047 4596926 4596864 4596404 4596000 4595750 4595666 4595949 4595992 4596077 4596130 4596630 4597055 4597345 4597421 4597660 4596486 4596307 4595994 4596122 4595692 4595652 4595975 4596150 4596274 4596505 4596389 4596409 4596349 4596367 4596327 4596310 4596145 4596097 4596006 4595968 4595837 4595705 4595649 4595556 4595416 4595336 4595011 4595559 84 85 86 87 88 89 90 91 92 93 94 503261 503220 503317 503300 503260 503406 503708 503963 504168 504073 503639 4582643 4582746 4582625 4583561 4583586 4583945 4584593 4584718 4585143 4585358 4586323 178 179 180 181 182 183 184 185 186 187 188 503818 503694 503621 503445 503663 503705 503955 504085 504234 504325 504311 4588324 4588297 4588248 4587195 4586905 4587125 4587041 4586985 4587178 4587365 4587329 272 273 274 275 276 277 278 279 280 281 282 503510 503709 504083 503920 503812 503791 503801 504004 504197 508103 508368 4584371 4584594 4585007 4585468 4585738 4586036 4586499 4586718 4586928 4580950 4580639 366 367 368 369 370 371 372 373 374 502501.7 502342.1 502312.3 502239 502171.4 502007.3 502101.4 503192 502907.2 „ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 4595325 4595651 4595692 4595742 4595866 4595951 4595916 4595466 4596248
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ხდება გარდაბნის აღკვეთილის საზღვრის ცვლილება, კერძოდ აღკვეთილის ტერიტორიის ზრდა მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე წარმოდგენილი ჭალის ტყის ტერიტორიის ხარჯზე. აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენს ჭალის ტყის ეკოსისტემას. მტკვრის სანაპირო ზოლში, იქ სადაც მდინარე მტკვარი ემიჯნება ღია ფართობებს წარმოდგენილია ჭალის ტყის პირველი ტერასა. აქ გვხვდება იალღუნის, ტირიფისა და ვერხვის ერთეული ეგზემპლიარები, რაც წარსულში ტირიფისა და ვერხვის ნათელი ტყეების არსებობაზე მიუთითებს. ჭალის ტყის სამხრეთ ნაწილში მდინარისპირა ნათელი ტყეებია. აღნიშნული გამოწვეულია ღარიბი, ალუვიური, ჰუმუსოვან ფენას მოკლებული კალაპოტისპირა ქვიანი, კაჭარი და ქვიშიანი ნიადაგებით. მდინარე მტკვარის კალაპოტიდან ოდნავ მოშორებით, სანაპირო ზოლს მტკვრის ჭალის მე-2 ტერასაზე ჭალა-ბარის ტყეში გვხვდება მუხნარები ჭალის თელა და ვერხვნარები ერთეული სახით. ვერხვნარ კორომებში ზოგიერთ მონაკვეთზე ჯგუფებად არის წარმოდგენილი ჭალის მუხა, სადაც ჭალის მუხის გოლიათი ეგზემპლიარებიც გვხვდება, რომელთა დიამეტრი 80 სანტიმეტრს აღემატება. აღნიშნულ ჭალის ტყის ტერიტორიაზე, წარმოდგენილია, როგორც მეჩხერი ასევე დაბალი სიხშირის ტყეები, რომლის დაახლოებით 25% წარმოდგენს საშუალო სიხშირის ვერხვნარი, ქვეტყითა და ხვიარა მცენარეებით, სადაც გაუვალი მონაკვეთები იქმნება სუროს, კატაბარდას, მაყვლის და ეკალღიჭის სიჭარბის გამო. ვერხვებიდან ძირითადად პირველ იარუსში გვხვდება ხვალო და ოფი, რომელთა სიმაღლე აღწევს 28-30 მეტრს. მე-2 იარუსში გვხვდება თელა, კუნელი, თუთა, ფშატი, ჭალის მუხა. ზოგიერთ მონაკვეთზე ჭალის მუხა შესაძლებელია მიეკუთვნოს პირველ იარუსს, რომლის სიმაღლე აღწევს 19-21 მეტრს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ბუნებრივი განახლების ხელის შეწყობის და აქტიური ტყის აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების ხარჯზე შესაძლებელია სრულად აღდგეს ჭალის ტყის ეკოსისტემა (უპირატესად საქართველოს წითელი ნუსხით დაცული ჭალის მუხისა და თელის გამრავლების გათვალისწინებით). მნიშვნელოვანია ქალაქ რუსთავის მდ. მტკვრის სანაპირო ზოლთან და გარდაბნის აღკვეთილთან კავშირში ურბანული ტერიტორიების სიახლოვეს საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული ისეთი ძუძუმწოვართა საბინადრო გარემოს აღდგენის და მათი გამრავლებისთვის, როგორიც არის ფოცხვერი, წავი, ლელიანის კატა, კეთილშობილი ირემი და ხელფრთიანების წარმომადგენლები. ტერიტორია შესაძლოა ასევე ხელსაყრელი იყოს მობუდარი, (ქათმისებრთათვის) და გადამფრენი ფრინველებისთვის. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილ ტერიტორიას მიენიჭება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) კრიტერიუმების მიხედვით IV კატეგორია აღკვეთილის სტატუსი, რადგან - „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აღკვეთილი შეიძლება დაარსდეს ეროვნული მნიშვნელობის მქონე ცოცხალი ორგანიზმის ველური სახეობების, სახეობათა ჯგუფების, ბიოცენოზებისა და არაორგანული ბუნების წარმონაქმნების შესანარჩუნებლად საჭირო ბუნებრივი პირობების დასაცავად, რაც ადამიანის მიერ სპეციალური აღდგენითი და მოვლითი ღონისძიებების განხორციელებას მოითხოვს. აღკვეთილში მკაცრი კონტროლის პირობებში დაშვებულია ცალკეული განახლებადი რესურსების მოხმარება. აგრეთვე, აღკვეთილი საჭიროებს ეროვნულ და ცალკეულ შემთხვევებში, საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე სახმელეთო ტერიტორიას ან/და აკვატორიას, სადაც ცოცხალ ორგანიზმთა იშვიათი, უნიკალური, დამახასიათებელი და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობები და ეკოსისტემის ცალკეული მნიშვნელოვანი კომპონენტებია წარმოდგენილი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, საქართველოში დაცული ტერიტორიების შექმნის, ტერიტორიული გაფართოებისა და დაცვითი კატეგორიის ამაღლების გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი. შესაბამისად, ახალი დაცული ტერიტორიის დასაარსებლად აუცილებელია წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, გარდაბნის აღკვეთილის ფართობი გაიზრდება 42,3 ჰა-თი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: ცვლილება ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის (რომელიც აწესრიგებს გარდაბნის აღკვეთილის სტატუსს, ფართობსა და საზღვრებს) პირველ და მეორე პუნქტებში და გარდაბნის აღკვეთილის ფართობი იზრდება 42,3 ჰა-თი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი შეესაბამება 2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამას - „მხოლოდ მშვიდობით ღირსებით კეთილდღეობით ევროპისკენ“ (პროგრამის 2.11 ქვეთავის (გარემოს დაცვა): „განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება დაცული ტერიტორიების გაფართოებისა და განვითარების მიმართულებაზე. 2028 წლისათვის დაცული ტერიტორიების ფართობი დამატებით 100 000 ჰექტარით გაიზრდება". ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალო ვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი. კერძოდ, სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე. ვინაიდან შემოერთებული ტერიტორიის მართვასაც განახორციელებს სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს თბილისის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია, ყოველწლიურად დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. გარდაბნის აღკვეთილის მართვას ახორციელებს სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს თბილისის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია და შესაბამისად შემოერთებული ტერიტორიის (42.3 ჰა) მართვასაც განახორციელებს ეს ადმინისტრაცია არსებული ფინანსური და ადამიანური რესურსის ფარგლებში. დაფინანსება განხორციელდება სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის ყოველწლიურად დამტკიცებული ბიუჯეტიდან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს აღებას არ ითვალისწინებს. მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზეც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტს არ ექნება ფინანსური შედეგები იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები; დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.