„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-04-14
ბიუროს ნომერი 125
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96)
შეტანილ იქნეს ცვლილება და 371 მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 20 000 ლარს;“;
ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ –
10 000 ლარს;“;
გ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 10 000
ლარს;“;
დ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელის
მიმართ − 10 000 ლარს;“;
ე) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების
ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების
ორგანიზების
ნებართვის,
სისტემურ-ელექტრონული
ფორმით
ტოტალიზატორის
თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელთა მიმართ − 20 000 ლარს;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
სათამაშო ბიზნესის სფეროში პრაქტიკაში გამოვლენილი პრობლემების ეფექტიანი
გადაჭრის
აუცილებლობამ
განაპირობა
შესაბამისი,
ქმედითი
და
შედეგზე
ორიენტირებული სამართლებრივი ნორმების შემუშავების საჭიროება. კანონპროექტის
მომზადების წინაპირობას წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევების
გახშირება და არსებული სანქციების არასაკმარისი ეფექტიანობა.
ამჟამად მოქმედი ჯარიმების ოდენობა ვერ ასრულებს რეალურ შემაკავებელ ფუნქციას, ვერ
უზრუნველყოფს რისკების ეფექტიან პრევენციას და შესაბამისად, ნებართვის
მფლობელებისთვის (ორგანიზატორებისთვის) ხშირ შემთხვევაში უფრო ეკონომიკურად
მიზანშეწონილია სანებართვო პირობების დარღვევა და შემდგომ ჯარიმის გადახდა, ვიდრე
დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვა.
აღნიშნულიდან
გამომდინარე,
წარმოდგენილი
კანონპროექტის
მიზანია
სათამაშო
ბიზნესის სფეროში რეგულაციების აღსრულების გამკაცრება და სამართლებრივი
პასუხისმგებლობის გაზრდა. ამასთანავე, ცვლილება მიმართულია მომხმარებელთა
უფლებების დაცვის გაძლიერებისკენ.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, მოქმედი ჯარიმების ოდენობა მრავალი წლის
განმავლობაში უცვლელი რჩებოდა, ბიუჯეტის შემოსულობები სანქციებიდან (ჯარიმები
და საურავები) სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების დარღვევის გამო
წლიდან წლამდე მზარდია.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონის მიღების აუცილებლობა განპირობებულია სათამაშო ბიზნესის სფეროში მოქმედი
რეგულაციების
დახვეწისა
და
გაუმჯობესების
აუცილებლობით.
საკითხის
სრულყოფილად დარეგულირების მიზნით, აუცილებელია სათამაშო ბიზნესის სფეროში
სანებართვო პირობების დარღვევისთვის შესაბამისი, უფრო ქმედითი სანქციების
განსაზღვრა, რაც უზრუნველყოფს მათი პრევენციული და შემაკავებელი ფუნქციის
გაძლიერებას. აღნიშნული მიზნის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ კანონში შესაბამისი
ცვლილებების შეტანის გზით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, გაიზრდება სანებართვო პირობების დარღვევისთვის
განსაზღვრული ჯარიმების ოდენობები, რაც უზრუნველყოფს სათამაშო ბიზნესის სფეროში
დადგენილი რეგულაციების უფრო ეფექტიან დაცვას და გააძლიერებს კონტროლის
მექანიზმებს.
ცვლილებების შედეგად დაწესდება სანებართვო პირობების დარღვევისთვის ადეკვატური
და
პროპორციული
სანქციები,
დარღვევის
შესაძლო
შედეგებისა
და
რისკების
გათვალისწინებით, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათი პრევენციული და შემაკავებელი
ფუნქციის ეფექტიანობას.
აღნიშნული, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სანებართვო პირობების კეთილსინდისიერ
შესრულებას და უზრუნველყოფს მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაძლიერებას,
განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების მიმართ.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
იზრდება სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის
დაწესებული ჯარიმები. კერძოდ, სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ
ჯარიმის ოდენობა - 7 000 ლარის ნაცვლად, განისაზღვრება - 20 000 ლარით. სათამაშო
აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა – 1 000
ლარის ნაცვლად, განისაზღვრება - 10 000 ლარით. აზარტული კლუბის მოწყობის
ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა
– 2 000 ლარის ნაცვლად,
განისაზღვრება - 10 000 ლარით. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების
ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა – 2 000 ლარის ნაცვლად,
განისაზღვრება - 10 000 ლარით, ხოლო სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის,
სათამაშო აპარატების და ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის
მფლობელთა მიმართ დაწესებული ჯარიმის ოდენობა
- 7 000 ლარის ნაცვლად,
განისაზღვრება - 20 000 ლარით.
მიუხედავად იმისა, რომ ჯარიმის ოდენობები განისაზღვრება თამაშობათა სახეების
მიხედვით იმავე ოდენობით, რაც ამავე თამაშობების ნებართვის მფლობელებისთვის
სანებართვო მოსაკრებლის ვადის დარღვევისთვისაა დაწესებული, მიზანშეწონილად იქნა
მიჩნეული შესაბამისი რეგულაციების გამიჯვნა და მათი ჩამოყალიბება (დატოვება) ცალკე
ქვეპუნქტებად.
აღნიშნული
მიდგომა
განპირობებულია
იმ
გარემოებით,
რომ
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თითოეულ
კონკრეტულ დარღვევაზე ვრცელდება განსხვავებული სამართლებრივი პასუხისმგებლობა
სამართალდარღვევის
განმეორებით
ჩადენის
შემთხვევებზე
(„ლიცენზიებისა
და
ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 4 პუნქტი).
1
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. ვინაიდან, აღნიშნული ვადა
აუცილებელია სათამაშო ბიზნესის სფეროში ჩართული სუბიექტების ინფორმირებისათვის
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების თაობაზე. ამასთან, კანონპროექტი არ
ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დაფინანსების საჭიროებას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
ზრდის მიმართულებით, ვინაიდან პროექტის შესაბამისად იზრდება სანებრათვო
პირობების დარღვევისათვის დაწესებული ჯარიმების ოდენობა, კერძოდ, სამორინეს
მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა 7 000 ლარის ნაცვლად
განისაზღვრება 20 000 ლარით; სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის
მფლობელთა მიმართ – 1 000 ლარის ნაცვლად - 10 000 ლარი; აზარტული კლუბის მოწყობის
ნებართვის მფლობელთა მიმართ – 2 000 ლარის ნაცვლად - 10 000 ლარი; აზარტული ან/და
მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელთა მიმართ – 2 000 ლარის
ნაცვლად - 10 000 ლარი; ხოლო სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის, სათამაშო
აპარატების და ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელთა
მიმართ დაწესებული 7 000 ლარის ნაცვლად - 20 000 ლარით. გავლენის ოდენობა
დამოკიდებული იქნება ნებართვის სახეობასა და სანებართვო პირობების დარღვევის
რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე,
რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება, კერძოდ, იმ პირების ფინანსურ
მდგომარეობაზე,
რომლებიც
ამ
კანონის
ამოქმედების
შემდგომ
დაეკისრება
პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევაზე. კერძოდ, სამორინეს მოწყობის
ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა 7 000 ლარის ნაცვლად განისაზღვრება
20 000 ლარით; სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ
– 1 000 ლარის ნაცვლად - 10 000 ლარი; აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის
მფლობელთა მიმართ – 2 000 ლარის ნაცვლად - 10 000 ლარი; აზარტული ან/და მომგებიანი
თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელთა მიმართ – 2 000 ლარის ნაცვლად - 10 000
ლარი; ხოლო სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის, სათამაშო აპარატების და
ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელთა მიმართ
დაწესებული 7 000 ლარის ნაცვლად - 20 000 ლარით. გავლენის ოდენობა დამოკიდებული
იქნება ნებართვის სახეობასა და სანებართვო პირობების დარღვევის რაოდენობაზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
აღნიშნული ცვლილება ითვალისწინებს ჯარიმის ოდენობის გაზრდას სანებართვო
პირობების დაღვევის შემთხვევებზე. ჯარიმის ოდენობები განსხვავებულია აზარტული და
მომგებიანი თამაშობების სახეების მიხედვით და განისაზღვრება იმ ოდენობით, რომელიც
დაწესებულია აზარტული და მომგებიანი თამაშობების სახეების მიხედვით სანებართვო
მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში. კერძოდ, მოქმედი კანონით,
სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევაზე ჯარიმის თანხა შეადგენს:
სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელთა პირთა მიმართ − 20 000 ლარს. სათამაშო
აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 10 000 ლარს,
აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიმართ – 10 000 ლარს, აზარტული
ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელის მიმართ − 10 000 ლარს,
სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის,
სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების
ნებართვის,
სისტემურ-ელექტრონული
ფორმით
ტოტალიზატორის
თამაშობების
ორგანიზების ნებართვის მფლობელთა მიმართ − 20 000 ლარს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.