„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-04-14
ბიუროს ნომერი 125
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს ცვლილება
და 34-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, დადგენილ ვადაში ნებართვის
მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა (გარდა სათამაშო
აპარატების სალონის, სამორინის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს მოწყობის
ნებართვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის ან სისტემურელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით
სათამაშო
აპარატების
თამაშობების,
სისტემურ-ელექტრონული
ფორმით
ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო
მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისა) გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის
გასამმაგებას. ნებართვის მფლობელს ჯარიმის დაკისრებისას განესაზღვრება ვადა და
შესაბამისი პირობები სანებართვო პირობების შესრულებისთვის.“;
ბ) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„41. თუ ნებართვის მფლობელმა, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების
მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „ბ“, „დ“, „ვ“, „თ“, „კ“, „ო“, „ჟ“ ან „ს“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, არ შეასრულა
სანებართვო პირობები, ნებართვის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის
გაუქმების შესახებ.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა.) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წარმოდგენილი კანონპროექტის შემუშავება განაპირობა „ლატარიების, აზარტული და
მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებამ,
რომლის მიზანსაც წარმოადგენს სათამაშო ბიზნესის სფეროში მოქმედი რეგულაციების
დახვეწა და გაუმჯობესება. საკითხის სრულყოფილად დარეგულირების მიზნით,
აუცილებელია სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების დარღვევისთვის
შესაბამისი, უფრო ქმედითი სანქციების განსაზღვრა, რაც უზრუნველყოფს მათი
პრევენციული და შემაკავებელი ფუნქციის გაძლიერებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
არსებული სამართლებრივი მდგომარეობის პირობებში, „ლიცენზიებისა და ნებართვების
შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რეგულაცია ვერ უზრუნველყოფს
სანებართვო პირობების დარღვევაზე ეფექტიან და პროპორციულ რეაგირებას. კერძოდ,
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელის მიერ
სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში
პასუხისმგებლობის გამკაცრება მხოლოდ ჯარიმის გასამმაგებით არ ქმნის საკმარისად ძლიერ
პრევენციულ და შემაკავებელ მექანიზმს და ვერ უზრუნველყოფს ნებართვის მფლობელთა
მხრიდან კანონით დადგენილი ვალდებულებების კეთილსინდისიერ შესრულებას.
შესაბამისად, პრობლემის ეფექტიანად გადაწყვეტა მოითხოვს კანონში შესაბამისი
ცვლილებების შეტანას, რომლითაც დაზუსტდება და გამკაცრდება პასუხისმგებლობის
ზომები. აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს სამართლებრივი რეგულირების
ერთგვაროვნებას, გააძლიერებს სანქციების პრევენციულ ეფექტს და შექმნის უფრო ეფექტიან
მექანიზმს სანებართვო პირობების დაცვის უზრუნველსაყოფად.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების
ნებართვის, ასევე სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების, სისტემურელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული
ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელს, სანებართვო
მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისათვის ჯარიმის დაკისრების მიუხედავად,
სანებართვო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გაუქმდება შესაბამისი ნებართვა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
განისაზღვრება, რომ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის გამო
პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, დადგენილ ვადაში აზარტული ან/და
მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო მოსაკრებლის
გადახდის ვადის დარღვევა, ნაცვლად დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებისა, გამოიწვევს
შესაბამისი ნებართვის გაუქმებას. შესაბამისი ცვლილებები ხორციელდება კანონის 34-ე
მუხლის მე-2 და 41 პუნქტებში.
წარმოდგენილი ცვლილება ეხმიანება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონის 34-ე მუხლით განვითარებულ პრინციპს, რომლის მიხედვითაც,
ცალკეული ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის
დარღვევის შემთხვევაში, თუ ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, პირმა არ შეასრულა
სანებართვო პირობები, ჯარიმის გასამმაგების ნაცვლად, შესაბამისი ნებართვა უქმდება.
სწორდება კანონში არსებული ხარვეზი, კერძოდ, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანხმად, პასუხისმგებლობის დაკისრების
მიუხედავად, დადგენილ ვადაში ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების
შეუსრულებლობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას, გარდა
სათამაშო
აპარატების სალონის, სამორინის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს მოწყობის ნებართვის
ან სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული
ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით
ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო
მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისა. ხოლო ამავე მუხლის 41 პუნქტი, რომელიც
რეგულაციას აწესებს ზემოაღნიშნული გამონაკლისი ნებართვებისთვის, ნაცვლად სისტემურელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით
სათამაშო აპარატების თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის
თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო მოსაკრებლის
გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევისა, მითითებას აკეთებს სისტემურ-ელექტრონული
ფორმით სამორინის თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების
თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების
ორგანიზების ნებართვის მფლობელის მიერ ზოგადად სანებართვო პირობების დარღვევაზე.
შედეგად, დღეის მდგომარეობით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს
კანონის 34-ე მუხლის 41 პუნქტის შესაბამისად, თუ ნებართვის მფლობელმა, სისტემურელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის, სისტემურელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის,
სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების
ნებართვის მფლობელთა მიმართ სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის ჯარიმის
დაკისრების მიუხედავად, არ შეასრულა სანებართვო პირობები, ნებართვის გამცემმა უნდა
მიიღოს გადაწყვეტილება ნებართვის გაუქმების შესახებ. თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა,
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი
ჯარიმის გასამმაგების შემთხვევებიდან გამონაკლისს აკეთებს არა სისტემურ-ელექტრონული
ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის, სისტემურელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის
მფლობელთა მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობაზე, არამედ სანებართვო
მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევაზე, რაც გათვალისწინებულია „ლატარიების,
აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371
მუხლის „ს“ ქვეპუნქტით.
სწორდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 41
პუნქტით განსაზღვრული მითითებითი დებულება და აღნიშნულ პუნქტში, ნაცვლად
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონის 371 მუხლის „რ“ ქვეპუნქტისა, მითითება კეთდება აღნიშნული მუხლის „ს“
ქვეპუნქტზე.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 41 პუნქტი ასევე
შესაბამისობაში მოდის ამავე მუხლის მე-2 პუნქტთან.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. მისი ამოქმედება დაკავშირებულია
საქართველოს კანონის „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის
შესახებ“ პროექტით გათვალისწინებულ ამოქმედების ვადასთან. ამასთან, კანონპროექტი არ
ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტით დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დაფინანსების საჭიროებას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების,
სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების, სისტემურელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის
მფლობელთა მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევებთან
მიმართებაში პროექტით გათვალისწინებული ცვლილების ნაწილში, იქონიებს გავლენას
სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან, ნებართვის მფლობელთა მიერ
სანებართვო მოსაკრებლის გადაუხდელობაზე მოქმედი რედაქციით არ არის დადგენილი არც
დაკისრებული ჯარიმის გასამმაგება და არც ნებართვის გაუქმება, შესაბამისად, პროექტით
გათვალისწინებულ ცვლილებით, მოცემული ნებართვის მფლობელების მიერ სანებართვო
მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის გამო პასუხისმგებლობის დაკისრების
მიუხედავად, დადგენილ ვადაში მოსაკრებლის გადაუხდელობა გამოიწვევს ნებართვის
გაუქმებას. მოცემული ნებართვების გაუქმების შემთხვევაში, ხელახალი ნებართვის ასაღებად,
ნებართვის მაძიებელს, მოუწევს „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ზ“-„ლ“ ქვეპუნქტებით დადგენილი
სანებართვო მოსაკრებლის გადახდა, რომელიც სისტემურ-ელექტრონული ფორმით
სამორინის თამაშობების ორგანიზებისათვის შეადგენს (გარდა სამორინის მოწყობის
ნებართვის საფუძველზე გაცემული ნებართვისა) წელიწადში 5 000 000 ლარს; სისტემურელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზებისათის, რომლის ნებართვა
გაიცემა სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე − წელიწადში 100 000 ლარს; სისტემურელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზებისათვის (გარდა
სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული ნებართვისა) −
წელიწადში 1 000 000 ლარს; სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების
თამაშობების ორგანიზებისათვის, რომლის ნებართვა გაიცემა სათამაშო აპარატების სალონის
მოწყობის ნებართვის საფუძველზე − წელიწადში 100 000 ლარი; სისტემურ-ელექტრონული
ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზებისათვის − წელიწადში 100 000 ლარს.
ბიუჯეტზე გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება ნებართვის რამდენი მფლობელი
პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად არ გადაიხდის სანებართვო მოსაკრებელს.
პროექტით გათვალისწინებული ცვლილების თანახმად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით
სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით
სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული
ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელთა მიერ
სანებართვო პირობების შეუსრულებლობის (გარდა სანებართვო მოსაკრებლის გადახდის
ვადის
დარღვევისა)
შემთხვევებთან
დაკავშირებით,
სანებართვო
პირობების
შეუსრულებლობის (გარდა სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისა) გამო
პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, დადგენილ ვადაში ნებართვის მფლობელის
მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა, ნაცვლად ნებართვის გაუქმებისა, გამოიწვევს
დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. (მოცემულიხარვეზის მოქმედების პერიოდში,
სანებართვო
პირობების
შეუსრულებლობის
გამო,
აღნიშნული
ნებართვების
მფლობელებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, მათ მიერ დადგენილ
ვადაში სანებართვო პირობების შეუსრულებლობაზე ნებართვის გაუქმების ფაქტი არ
დამდგარა). „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“
საქართველოს კანონის 371 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად სანებართვო პირობების
შეუსრულებლობისათვის ჯარიმის ოდენობა სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის
თამაშობების ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო
აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით
ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელთა მიმართ შეადგენს 7
000 ლარს, აღნიშნული ჯარიმის სამმაგი ოდენობა კი - 21 000 ლარს. ხოლო წარმოდგენილი
საკანონმდებლო პაკეტის („ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი 371 მუხლის „რ“ ქვეპუნქტი) თანახმად აღნიშნული
ჯარიმის ოდენობა ცვლილების შემდეგ იქნება 20 000 ლარი, შესაბამისად გასამმაგებული
ოდენობა 60 000 ლარი. აღნიშნული ცვლილების ნაწილში ბიუჯეტზე გავლენა
დამოკიდებული იქნება, თუ რამდენი ნებართვის მფლობელი პასუხისმგებლობის დაკისრების
მიუხედავად, არ შეასრულებს სანებართვო პირობებს.
რაც შეეხება პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებას, აზარტული ან/და მომგებიანი
თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელთა მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის
ვადის დარღვევის შემთხვევებთან დაკავშირებით, ცვლილება იქონიებს გავლენას
სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე იმდენად, რამდენადაც სანებართვო
მოსაკრებელი და ჯარიმები სანებართვო პირობების დარღვევისათვის მიემართება
სახელმწიფო ბიუჯეტში.
პროექტით გათვალისწინებული ცვლილების თანახმად, აზარტული ან/და მომგებიანი
თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელთა მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის
ვადის დარღვევის გამო პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, დადგენილ ვადაში
სანებართვო მოსაკრებლის გადაუხდელობა, ნაცვლად დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებისა,
გამოიწვევს შესაბამისი ნებართვის გაუქმებას, შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება, თავის
მხრივ, გამოიწვევს სანებართვო მოსაკრებლის დროულად გადახდის პროვოცირებას და
სტიმულს მისცემს გადამხდელებს, კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადონ კუთვნილი
სანებართვო მოსაკრებელი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების
ნებართვისათვის, რომელიც „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 1011 პუნქტის თანახმად შეადგენს წელიწადში 100 000
ლარს. დღეის მდგომარეობით მოქმედია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების
51 ნებართვა.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას
არ ითვალისწინებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლების
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
პროექტით გათვალისწინებული ცვლილება, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების
მიწოდების ნებართვის მფლობელთა მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის
დარღვევის შემთხვევებთან დაკავშირებით, იქონიებს გავლენას აღნიშნული ნებართვის
მფლობელებზე, ვინაიდან სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის გამო
პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, დადგენილ ვადაში აზარტული ან/და
მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო მოსაკრებლის
გადახდის ვადის დარღვევა, ნაცვლად დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებისა, გამოიწვევს
შესაბამისი ნებართვის გაუქმებას. ჯარიმის ოდენობა კი აზარტული ან/და მომგებიანი
თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელის მიმართ, მის მიერ სანებართვო მოსაკრებლის
გადახდის ვადის დარღვევისათვის „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების
მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, შეადგენს −
10 000 ლარს, რომლის გასამმაგებული ოდენობაა 30 000 ლარი. აღნიშნული ჯარიმის ნაცვლად
ნებართვის მფლობელს გაუუქმდება ნებართვა.
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის ხელახლა მისაღებად,
ნებართვის მაძიებელმა უნდა გადაიხადოს სანებართვო მოსაკრებელი 100 000 ლარის
ოდენობით, ასევე, ნებართვის აღების სასურველი ვადის გათვალისწინებით, აღნიშნულს
შესაძლებელია დაემატოს სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისთვის
განსაზღვრული საფასური: 5 სამუშაო დღე - 10 000 ლარი; 10 სამუშაო დღე - 5 000 ლარი; 20
სამუშაო დღე - უფასო.
ამასთან, პროექტით გათვალისწინებული ცვლილება, სისტემურ-ელექტრონული ფორმით
სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით
სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული
ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელთა მიერ
სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევებთან დაკავშირებით,
იქონიებს გავლენას აღნიშნული ნებართვის მფლობელებზე, ვინაიდან სანებართვო
მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის გამო პასუხისმგებლობის დაკისრების
მიუხედავად, დადგენილ ვადაში სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის
თამაშობების ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო
აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით
ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელთა მიერ სანებართვო
მოსაკრებლის გადაუხდელობაზე მოქმედი რედაქციით არ არის დადგენილი არც
დაკისრებული ჯარიმის გასამმაგება და არც ნებართვის გაუქმება, შესაბამისად, პროექტით
გათვალისწინებულ ცვლილებით, მოცემული ნებართვის მფლობელების მიერ სანებართვო
მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის გამო პასუხისმგებლობის დაკისრების
მიუხედავად, დადგენილ ვადაში მოსაკრებლის გადაუხდელობა გამოიწვევს ნებართვის
გაუქმებას. აღნიშნული ნებართვებისთვის სანებართვო მოსაკრებლის ოდენობები
განსაზღვრულია „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის
მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ზ“-„ლ“ ქვეპუნქტებით:
„ზ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზება, გარდა ამ
პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, − წელიწადში 5 000 000 ლარი;
თ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზება, რომლის
ნებართვა გაიცემა სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე, − წელიწადში 100 000 ლარი;
ი) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზება,
გარდა ამ პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, − წელიწადში 1 000 000
ლარი;
კ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზება,
რომლის ნებართვა გაიცემა სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის
საფუძველზე, − წელიწადში 100 000 ლარი;
ლ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზება −
წელიწადში 100 000 ლარი.“.
რაც შეეხება, მოცემული ნებართვების გაუქმების შემთხვევაში, პირის მიერ ხელახალი
ნებართვის აღებას, ნებართვის მაძიებელს, ზემოთ აღნიშნული „სალიცენზიო და სანებართვო
მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სანებართვო მოსაკრებლის
ღირებულებასთან ერთად, ნებართვის აღების სასურველი ვადის გათვალისწინებით,
შესაძლებელია მოუწიოს სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისთვის
განსაზღვრული საფასურის გადახდა:
ა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების
ნებართვის გაცემა (მათ შორის, სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე, სისტემურელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის გაცემა): 20
სამუშაო დღე - უფასო; 10 სამუშაო დღე - 25 000 ლარი; 5 სამუშაო დღე - 30 000 ლარი.
ბ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების
ნებართვის გაცემა (მათ შორის, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის
საფუძველზე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების
ორგანიზების ნებართვის გაცემა): 20 სამუშაო დღე - უფასო; 10 სამუშაო დღე - 25 000 ლარი; 5
სამუშაო დღე - 30 000 ლარი.
გ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების
ნებართვის გაცემა: 20 სამუშაო დღე - უფასო; 10 სამუშაო დღე - 5 000 ლარი; 5 სამუშაო დღე - 10
000 ლარი.
თუმცა, ამავე დროს, პროექტით შემოთავაზებული ცვლილებები დადებით გავლენას იქონიებს
იმ სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის,
სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების
ნებართვის,
სისტემურ-ელექტრონული
ფორმით
ტოტალიზატორის
თამაშობების
ორგანიზების ნებართვის მფლობელებზე, რომლებიც ჯარიმის დაკისრების მიუხედავად არ
შეასრულებენ სანებართვო პირობებს (გარდა სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის
დარღვევისა). დღეს მოქმედი პასუხისმგებლობის - ნებართვის გაუქმება - ნაცვლად, აღნიშნულ
შემთხვევაში ნებართვის მფლობელები დაჯარიმდებიან პირველადი ჯარიმის სამმაგი
ოდენობით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
ცვლილება ეხმიანება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე
მუხლით განვითარებულ პრინციპს, რომლის მიხედვითაც, ცალკეული ნებართვის
მფლობელის მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, თუ
ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, პირმა არ შეასრულა სანებართვო პირობები, ჯარიმის
გასამმაგების ნაცვლად, შესაბამისი ნებართვა უქმდება.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და
შეთანხმებებს.
აგრეთვე,
კანონპროექტი
არ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.