„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-04-14
ბიუროს ნომერი 125
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ2“ ქვეპუნქტი:
„ბ2) განახორციელოს უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარება
მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.“.
2. 341 მუხლის :
ა) მე-3 და მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3.
საზღვარგარეთ
აღიარებული
ზოგადსაგანმანათლებლო
პროგრამის
საქართველოში
განხორციელების უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილ
იურიდიულ
პირს,
რომელზეც
არ
ვრცელდება
ამ
კანონით
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებისთვის გათვალისწინებული მოთხოვნები, გარდა ამ კანონის II და XI1 თავებისა და 32-ე
მუხლისა. ამასთანავე, ამ პუნქტით განსაზღვრულ იურიდიულ პირზე ამ კანონის მე-9 და 21-ე მუხლების
მოქმედება ვრცელდება მათი შინაარსის გათვალისწინებით.
4. საქართველოში განხორციელებული საზღვარგარეთ აღიარებული შესაბამისი საფეხურის
ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად გაცემული განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტი გათანაბრებულია საბაზო ან სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან
და იძლევა განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას, ამასთანავე, აპოსტილით
დამოწმებას ან ლეგალიზაციას არ საჭიროებს.“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:
„5.
საზღვარგარეთ
აღიარებული
ზოგადსაგანმანათლებლო
პროგრამის
საქართველოში
განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ იმ იურიდიულ პირს, რომელსაც
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით ავტორიზაცია მოპოვებული აქვს ზოგადი განათლების იმ
საფეხურზე, რომელზეც ახორციელებს
საზღვარგარეთ აღიარებულ ზოგადსაგანმანათლებლო
პროგრამას. საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით შეიძლება განისაზღვროს
აღნიშნული იურიდიული პირისთვის ავტორიზაციის განსხვავებული პირობები.
6. საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის მოსწავლეს უფლება აქვს
კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს მობილობის უფლებით. მობილობის პროცესში
სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი
წესის შესაბამისად.“.
მუხლი 2.
1. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ამ კანონის ძალაში
შესვლიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი ცვლილების განხორციელება კანონქვემდებარე
აქტებში.
2. იმ იურიდიულმა პირებმა, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ახორციელებდნენ საზღვარგარეთ
აღიარებულ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას საქართველოში, ამ კანონის ამოქმედებიდან 24 თვის
ვადაში უზრუნველყონ კანონმდებლობით დადგენილი წესით ავტორიზაციის მოპოვება.
მუხლი 3.
1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტისა.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“
ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი), ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას. მათ
შორის, ცენტრის უფლებამოსილებაში შედის, სწავლის პერიოდში უცხოეთში მიღებული ზოგადი
განათლების აღიარება, რომელიც თავის მხრივ, წარმოადგენს, უცხოეთიდან საქართველოში ჩამოსული
მოსწავლეებისათვის ქართულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების მიღების გაგრძელების
წინაპირობას. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების პირობები და პროცედურა განსაზღვრულია
„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და
უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით
დამტკიცებული - „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის
დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესით“ (შემდგომ - წესი) (დანართი
№1). აღნიშნული წესის მე-6 მუხლის 21 პუნქტის მიხედვით, უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული
ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე ცენტრში წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს მიმღები
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლის) დასკვნა, უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული
ზოგადი განათლების შესაბამისობის შესახებ. ამავე წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, დასკვნის
შედგენის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ადგენს დაინტერესებული პირის მიერ
წარდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული საგნების შესაბამისობას ეროვნული სასწავლო გეგმით
გათვალისწინებულ სავალდებულო საგნებთან. დასკვნაში მიეთითება პირის მიერ უცხოეთში სწავლის
პერიოდში გავლილი საგნები, რომლებიც შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ
სავალდებულო საგნებს და ამ საგნებში მიღებული შეფასებების ეროვნული სასწავლო გეგმით
გათვალისწინებულ შეფასებებზე გადაყვანის შედეგად მიღებული შეფასებები.
აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას უცხოეთში სწავლის პერიოდში
მიღებული ზოგადი განათლების აღიარების ან აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე. ცენტრის
უფლებამოსილებაში არ შედის დასკვნის შემუშავების პროცესში მონაწილეობა, მისი კორექტირება ან მისი
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობის გადამოწმება. წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით,
იმ შემთხვევაში, თუ უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე
ცენტრში წარდგენილი განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებისათვის
განსაზღვრულ ვადაში, ცენტრში შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს ან/და საგანმანათლებლო
დოკუმენტის გამცემი დაწესებულების მიერ დადასტურებული არ არის უცხო ქვეყნის დაწესებულების
მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა, გამოიცემა პირობითი გადაწყვეტილება. ეს
გადაწყვეტილება ბათილია გამოცემის მომენტიდან, თუ არ დადასტურდება უცხო ქვეყნის დაწესებულების
მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო პრაქტიკით უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი
განათლების აღიარების უფლებამოსილება სკოლებს აქვთ მინიჭებული, შესაბამისად, ცენტრის
ჩართულობა აღნიშნულ პროცესში არ შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას. კერძოდ, ცენტრის მიერ
გამოკვლეულ იქნა შემდეგი სახელმწიფოების პრაქტიკა: ნიდერლანდები, გერმანია, აშშ, ესპანეთი,
საფრანგეთი,
სლოვაკეთი,
ისლანდია,
ხორვატია,
რუმინეთი,
ისრაელი,
ავსტრალია,
თურქეთი, მონაკო, სერბეთი, მოლდოვა, ბოსნია-ჰერცეგოვინა. ზემოაღნიშნულ სახელმწიფოებში სწავლის
პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარებას ახორციელებენ ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებები განათლების ხარისხის განვითარების შესაბამისი ეროვნული სააგენტოს ჩართულობის
გარეშე.
გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დაწყებითი და საბაზო
განათლება სავალდებულოა. შესაბამისად, ზოგადი განათლების უფლება კონსტიტუციით
გარანტირებული უფლებაა და მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ცენტრი, მოსწავლე
უფლებამოსილია საქართველოს კონსტიტუციისა და ზემოხსენებული წესის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის
შესაბამისად, გააგრძელოს სწავლა აღიარების/აღიარებაზე უარის თქმის დოკუმენტში მითითებულ
კლასში. იმ შემთხვევაში, თუ განათლების აღიარების/აღიარებაზე უარის თქმის დოკუმენტიდან არ
ირკვევა, თუ რომელ კლასში აქვს პირს მიღებული განათლება, იგი ირიცხება ასაკის შესაბამის ან, მისი
თანხმობის შემთხვევაში, უფრო დაბალ კლასში. შესაბამისად, ცენტრს აქვს ერთგვარად ფორმალური
როლი, რამდენადაც როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ცენტრმა (დადებითი თუ უარყოფითი),
მოსწავლე უფლებამოსილია გააგრძელოს განათლების მიღება შესაბამის კლასში. ამასთან, როგორც ზემოთ
აღინიშნა, ცენტრის პრაქტიკული ფუნქცია შემოიფარგლება უცხოეთში მოქმედ დაწესებულებასთან
კომუნიკაციითა და დაწესებულების მიერ დოკუმენტის გაცემის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე
ინფორმაციის მოძიებით. მაგალითად, სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის
ფარგლებში მიღებული განათლების შემთხვევაში, აღიარებაზე უარი ნიშნავს, რომ პირს ერთმევა უფლება
იღიაროს კრედიტები და შესაბამისად, ვალდებულია, რომ უცხოეთში მიღებული განათლების
გაუთვალისწინებლად სრულად გაიაროს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ყველა სასწავლო
კურსი. სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების შემთხვევაში, ცენტრის მიერ აღიარებაზე
უარის თქმისას, მოსწავლე უფლებამოსილია, რომ სწავლა გააგრძელოს დოკუმენტში მითითებულ ან ასაკის
შესაბამის კლასში.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ცენტრის მიერ საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემ
დაწესებულებასთან დაკავშირება დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით, სწავლის
პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარებასთან მიმართებით, არ შეესაბამება ზემოხსენებულ
საერთაშორისო პრაქტიკას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავებით პროფესიული და უმაღლესი
განათლებისგან, სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების შემთხვევაში, რისკები
მინიმალიზებულია, რამდენადაც სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლება არ არის პროფესიაში
შესვლის წინაპირობა, ამასთანავე, მოსწავლის უფლება, რომ მიიღოს დაწყებითი და საბაზო განათლება,
განსხვავებით უმაღლესი და პროფესიული განათლებისგან, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებას
წარმოადგენს გარდა ამისა, წესი ითვალისწინებს ერთგვარ დამზღვევ მექანიზმებს, რომლის მიხედვითაც პირი უფლებამოსილია ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგნები,
რომლებთან შესაბამისობაც არ იქნა დადგენილი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
დაძლიოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ან ექსტერნატის ფორმით. იმ შემთხვევაში, თუკი პირმა ვერ
შეძლო ზემოხსენებული საგნების დაძლევა სასწავლო წლის დასრულებამდე, ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულება არ არის უფლებამოსილი მოსწავლე გადაიყვანოს მომდევნო კლასში.
გარდა ზემოაღნიშნულისა, არსებული პროცედურა გულისხმობს დროითი და ფინანსურის რესურსის
გაწევას მოსწავლისა და მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ. შესაბამისად, პროცედურის დახვეწა და
გამარტივება ხელს შეუწყობს ბავშვთა ზოგად განათლებაზე ხელმისაწვდომობას. ამასთანავე, პროცედურის
გამარტივება და უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების სრულად
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციად განსაზღვრა, ხელს შეუწყობს სახელმწიფო
რესურსების დაზოგვას, რამდენადაც პროცესში არ იქნება ჩართული ორი ადმინისტრაციული ორგანო და
ერთი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იქნება
შესაძლებელი კანონით გათვალისწინებული შედეგის მიღწევა.
შესაბამისად, ზემოხსენებული საერთაშორისო პრაქტიკის, განმცხადებლებისა და სახელმწიფო
რესურსების ეფექტური გამოყენების, აგრეთვე ბავშვთა განათლებაზე სწრაფი და ეფექტური წვდომის
ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი
განათლების აღიარების საკითხი შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო სტანდარტებთან და
აღნიშნული
ფუნქცია
სრულად
გადაეცეს
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებს.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის მინისტრის მიერ დამტკიცდება უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი
განათლების აღიარების წესი. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ცვლილება არ ეხება უცხოეთში მიღებული
სრული ზოგადი განათლების აღიარებას. ზემოაღნიშნული კვლავაც ცენტრის უფლებამოსილება იქნება.
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 341 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
საქართველოში განხორციელებული საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის
დაძლევის შედეგად გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გათანაბრებულია სრული
ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან და იძლევა განათლების შემდგომ საფეხურზე
სწავლის გაგრძელების უფლებას, ამასთანავე, აპოსტილით დამოწმებას ან ლეგალიზაციას არ საჭიროებს.
მოქმედი კანონით განსაზღვრულია მხოლოდ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ
დოკუმენტთან გათანაბრების შესაძლებლობა და არ არის ჩანაწერი საბაზო ზოგადი განათლების
დამადასტურებელ დოკუმენტთან გათანაბრებაზე. აღნიშნული პრაქტიკაში პრობლემურ საკითხს
წარმოადგენს, კერძოდ, თუ ასეთი პროგრამის კურსდამთავრებული გადაწყვეტს პროფესიულ პროგრამაზე
სწავლის გაგრძელებას, მისი საბაზო განათლება ვერ იქნება აღიარებული მოქმედი საკანონმდებლო
ნორმების შესაბამისად.
გარდა ამისა, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 341 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,
საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში განხორციელების
უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილ იურიდიულ პირს,
რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის
გათვალისწინებული
მოთხოვნები,
გარდა
ამ
კანონში
საზღვარგარეთ
აღიარებულ
ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამაზე პირდაპირი მითითების შემთხვევისა და ამ კანონის II და XI1
თავებისა. ამასთანავე, ამ პუნქტით განსაზღვრულ იურიდიულ პირზე ამავე კანონის მე-9 და 21-ე მუხლების
მოქმედება ვრცელდება მათი შინაარსის გათვალისწინებით. მოსწავლეთა და კურსდამთავრებულთა
საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით, მიზანშეწონილია, ამავე კანონის 341 მუხლით განსაზღვრული
პროგრამის განმახორციელებელ იურიდიულ პირებზეც გავრცელდეს საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მიღება აუცილებელია, რათა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის
ჩანაწერი თანხვედრაში იყოს საერთაშორისო პრაქტიკასთან და გაუმჯობესდეს უცხოეთში სწავლის
პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების პირობები და პროცედურა, რაც თავის მხრივ ხელს
შეუწყობს პროცესის ეფექტიანობასა და ბავშვთა ზოგად განათლებაზე ხელმისაწვდომობას.
კანონპროექტის მიღება აგრეთვე აუცილებელია, რადგან გარდა სრული ზოგადი განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტისა, შესაძლებელი გახდეს მიღებული განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტის საბაზო განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან გათანაბრება. აგრეთვე,
აუცილებელია, რომ ზემოაღნიშნული პროგრამის სტუდენტებს ჰქონდეთ მობილობის უფლებით
სარგებლობის შესაძლებლობა. ამასთან, მოსწავლეთა და კურსდამთავრებულთა საუკეთესო ინტერესების
დაცვის მიზნით, მიზანშეწონილია, აღნიშნული პროგრამის განმახორციელებელ იურიდიულ პირებზეც
გავრცელდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზოგადი განათლების ხარისხის
უზრუნველყოფის მექანიზმები და ისინი დაექვემდებარონ ავტორიზაციას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების
აღიარება აღარ იქნება ცენტრის კომპეტენცია და სრულად განისაზღვრება ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების კომპეტენციად. შედეგად, საქართველოს კანონმდებლობა აღნიშნული ნაწილში
დაუახლოვდება საერთაშორისო პრაქტიკას და პროცედურის გამარტივებით, გაუმჯობესდება ბავშვთა
წვდომა ზოგად განათლებაზე. ამასთან, უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების
აღიარების პროცესი გახდება ბევრად უფრო სწრაფი და ეფექტური. განხორციელებული ცვლილებები ხელს
შეუწყობს როგორც ცენტრის, ისე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისა და უპირველეს ყოვლისა,
მოსწავლეების/მათი კანონიერი წარმომადგენლების დროისა და ფინანსური რესურსების დაზოგვას და
უზრუნველყოფს ერთი ადმინისტრაციული ორგანოს ფარგლებში კანონით გათვალისწინებული შედეგის
მიღწევას.
ასევე, კანონპროექტის მიღების შედეგად, გარდა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტისა, შესაძლებელი გახდება საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის
ფარგლებში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის საბაზო განათლების
დამადასტურებელ
დოკუმენტთან
გათანაბრება.
აგრეთვე,
საზღვარგარეთ
აღიარებული
ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით მობილობის უფლებით. ამასთან, იურიდიული პირები, რომლებიც საქართველოში
ახორციელებენ საზღვარგარეთ აღიარებულ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს, დაექვემდებარებიან
ავტორიზაციის პროცესს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის
პირველ პუნქტს ემატება ბ2 ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების
ვალდებულებად განისაზღვრება უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების
აღიარების განხორციელება მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. კანონპროექტი
აგრეთვე ითვალისწინებს ამ კანონის ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში კანონქვემდებარე აქტებში
ცვლილებების განხორციელების ვალდებულებას.
კანონპროექტით, აღნიშნული კანონის 341 მუხლის მე-4 პუნქტით განისაზღვრება, რომ საქართველოში
განხორციელებული საზღვარგარეთ აღიარებული შესაბამისი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო
პროგრამის დაძლევის შედეგად გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გათანაბრებულია
საბაზო ან სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან და იძლევა განათლების
შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას, ამასთანავე, აპოსტილით დამოწმებას ან
ლეგალიზაციას არ საჭიროებს. აღნიშნული ცვლილებით, გარდა სრული ზოგადი განათლების
დამადასტურებელი
დოკუმენტისა,
შესაძლებელი
გახდება
საზღვარგარეთ
აღიარებული
ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტის საბაზო განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან გათანაბრება.
კანონის 341 მუხლს ემატება მე-5 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, იურიდიული პირები, რომლებიც
საქართველოში ახორციელებენ საზღვარგარეთ აღიარებულ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს,
დაექვემდებარებიან ავტორიზაციის პროცესს (ავტორიზაცია მოპოვებული უნდა ჰქონდეთ ზოგადი
განათლების
იმ
საფეხურზე,
რომელზეც
ახორციელებს
საზღვარგარეთ
აღიარებულ
1
ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას). აღნიშნული მიზნით, ცვლილება შედის აგრეთვე 34 მუხლის მე-3
პუნქტში, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, რომ ამ კანონის II და XI1 თავებთან ერთად საზღვარგარეთ
აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ იურიდიულ პირებზე
გავრცელდება ამ კანონის 32-ე მუხლის მოქმედებაც, რომელიც, თავის მხრივ, აწესრიგებს ავტორიზაციის
საკითხს. ამასთან, იმ იურიდიულმა პირებმა, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ახორციელებდნენ
საზღვარგარეთ აღიარებულ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას საქართველოში, ამ კანონის
ამოქმედებიდან 24 თვის ვადაში უნდა უზრუნველყონ კანონმდებლობით დადგენილი წესით
ავტორიზაციის მოპოვება.
აგრეთვე, 341 მუხლს ემატება მე-6 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, საზღვარგარეთ აღიარებული
ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის მოსწავლეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით
ისარგებლოს მობილობის უფლებით. მობილობის პროცესში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების
აღიარება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო
გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის
შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტისა ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე,
ვინაიდან, მისი ამოქმედებისთვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია
მისი დროული ამოქმედება. კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდება 2026 წლის 1
სექტემბრიდან.
ვინაიდან, კანონპროექტით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს უჩნდებათ ახალი ვალდებულება,
მიზანშეწონილია ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან,
რათა შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონპროექტით
წარმოდგენილ ცვლილებებთან და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა შეუფერხებლად
უზრუნველყონ ამ კანონით მინიჭებული ვალდებულების სრულფასოვნად შესრულება. ამასთან,
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტით გათვალისწინებული ქმედებები/ღონისძიებები არ მოახდენს ზეგავლენას სახელმწიფო
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იწვევს
სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან
დამატებითი სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის N98/ნ ბრძანებით
დამტკიცებული - „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის
დადასტურების, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისა და ლიცენზირებულ უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების
სახელმწიფო აღიარების საფასურების“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ადგენს
უცხოეთში მიღებული განათლების (უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის
პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების, აკადემიური კვალიფიკაციის ან
სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების)
აღიარებისათვის საფასურებს (40 ლარი, 15 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის –
80 ლარი, 5 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 120 ლარი, ერთი სამუშაო დღის
განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 250 ლარი).
ცენტრის შემოსავლები ამ ნაწილში დიდწილად არ არის პროგნოზირებადი, რადგან უკავშირდება
მომართვიანობის მაჩვენებელს, რომელიც თავის მხრივ დამოკიდებულია მიგრაციის და სხვა მაჩვენებელზე
და პერმანენტულად იცვლება. ბოლო 3 წლის განმავლობაში აღნიშნული სერვისიდან მიღებული
შემოსავალი იყო წლიურად საშუალოდ 250 000 ლარი. წინა წლების მომართვიანობის სტატისტიკა
გაცილებით ნაკლებია და მისი ზრდა დიდწილად უკავშირდებოდა რეგიონში მიმდინარე მოვლენებს.
წინამდებარე ცვლილებების გათვალისწინებით, უცხოეთში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების
სერვისის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადატანის შემდგომ, ხსენებული სერვისის
მომსახურებისთვის აღარ იქნება გათვალისწინებული საფასურის გადახდა.
კანონპროექტის მიღება მცირედიდ შეამცირებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს, ცენტრი
აღნიშნული სერვისის გაწევის შედეგად მიღებული შემოსავლის 10% გადასახადის სახით იხდის
სახელმწიფო ბიუჯეტში. შემოსული თანხის ოდენობა დამოკიდებულია მომართვიანობაზე და შეადგენდა
დაახლოებით (25 000) ოცდახუთი ათას ლარს. იმის გათვალისწინებით, რომ საფასურის გაუქმება
დადებითად აისახება ბავშვთა კონსტიტუციური უფლების, განათლების უფლების რეალიზაციაზე,
რამდენადაც მათ უმარტივდებათ განათლებაზე ხელმისაწვდომობა, რადგან მათი დაშვება
საგანმანათლებლო პროცესში მოხდება მოკლე დროში, დამატებითი ბარიერის გადალახვის გარეშე.
საფასურის გაუქმება სახელმწიფოს მხრიდან პოზიტიურ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს. ამასთან, ხსენებული
თანხა არ წარმოადგენს იმ რაოდენობას, რომელმაც შეიძლება არსებითად უარყოფითი გავლენა იქონიოს
სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
რაც შეეხება, ავტორიზაციის საკითხს, დღეის მდგომარეობით ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში
ფუნქციონირებს სამი არაავტორიზებული დაწესებულება, რომელიც ახორციელებს საზღვარგარეთ
აღიარებულ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას და სამივე განთავსებულია ქ. თბილისში და
თითოეულისთვის ავტორიზაციის საფასური განისაზღვრება 9 162.00 ლარის ოდენობით. შესაბამისად,
აღნიშნული სკოლების მიერ ავტორიზაციის პროცესის გავლას დადებითი გავლენა ექნება სახელმწიფო
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, თუმცა, გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება მომავალში
ავტორიზაციას დაქვემდებარებული სკოლების რაოდენობაზე, ამ ეტაპზე ასეთი სკოლების რაოდენობა
შეადგენს სამს. აქვე გასათვალისწინებელია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებულ სხვა ცვლილებებს არ
ექნება გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის
სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო
ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ
პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს
ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს ცენტრის საშემოსავლო ნაწილზე. ცვლილება გარკვეულწილად
შეამცირებს ცენტრის შემოსავლებს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული სერვისის გაწევის შედეგად
მიღებული შემოსავალი არ წარმოადგენდა ცენტრის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის მნიშვნელოვან
სეგმენტს, შესაბამისად აღნიშნული შემცირება არ გამოიწვევს ცენტრის ბიუჯეტის პროექტით დაგეგმილი
აქტივობების ცვლილებას.
აღსანიშნავია, რომ ფუნქციის გადატანა ცენტრიდან, გამოათავისუფლებს შესაბამისი სამსახურის
ადამიანურ რესურსს. აღნიშნული სამსახური პერიოდულად მაღალი დატვირთვით მუშაობს და ხშირია
ზეგანაკვეთურად სამუშაოს შესრულების აუცილებლობა. ასევე, არსებობს ახალი თანამშრომლების აყვანის
საჭიროებაც, რაც აღარ დადგება დღის წესრიგში, თუ შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა შემცირდება.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ცვლილება დადებით ფინანსურ გავლენას მოახდენს იმ მოსწავლეების
კანონიერ წარმომადგენლებზე, რომელთაც ესაჭიროებათ ხსენებული სერვისით სარგებლობა, რამდენადაც
როგორც ზემოთ აღინიშნა, უცხოეთში მიღებული განათლების (უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული
ზოგადი განათლების) აღიარებისათვის განსაზღვრულია შესაბამისი საფასურები (40 ლარი, 15 სამუშაო
დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 80 ლარი, 5 სამუშაო დღის განმავლობაში
დაჩქარებული წარმოებისათვის – 120 ლარი, ერთი სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული
წარმოებისათვის – 250 ლარი). აღნიშნული საფასურის გაუქმება ხელს შეუწყობს ბავშვთა
ხელმისაწვდომობას ზოგად განათლებაზე, რაც საქართველოს კონსტიტუციის ერთ-ერთ ფუნდამენტურ
უფლებას წარმოადგენს.
საკანონმდებლო ცვლილება გულისხმობს საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო
პროგრამის განმახორციელებელი იურიდიული პირების დავალდებულებას გაიარონ ავტორიზაციის
პროცესი და მოიპოვონ ავტორიზაცია, რაც მათთვის დაკავშირებულია ფინანსურ ხარჯებთან. კერძოდ,
ავტორიზაციის საფასური შეადგენს ზოგადი განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების
საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში ქ. თბილისის, ქ. მცხეთისა და ქ. რუსთავის
მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის – 9 162.00 ლარს, ხოლო
საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის – 11 372.00
ლარს.
დღეის
მდგომარეობით
ზოგადსაგანმანათლებლო
სივრცეში
ფუნქციონირებს
სამი
არაავტორიზებული
დაწესებულება,
რომელიც
ახორციელებს
საზღვარგარეთ
აღიარებულ
ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას და სამივე განთავსებულია ქ. თბილისში და თითოეულისთვის
ავტორიზაციის საფასური განისაზღვრება 9 162.00 ლარის ოდენობით. თუმცა, აღნიშნული მათთვის არ
წარმოადგენს სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან შედარებით მომეტებულ ხარჯებს,
რადგან საქართველოში არსებული სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები გადიან
ავტორიზაციის პროცესს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი
შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი პოზიტიურ გავლენას იქონიებს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. კერძოდ,
მოსწავლეებისთვის უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების
პროცედურა გამარტივდება და შემცირდება მოსწავლეებისა და მათი კანონიერი წარმომადგენლების
მხრიდან გაწეული დროითი და ფინანსური რესურსები.
ამასთანავე, კანონპროექტის მიღება დადებით გავლენას მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე,
რამდენადაც საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის მოსწავლეებს
შესაძლებლობა მიეცემათ ისარგებლონ მობილობის უფლებით. აგრეთვე, ბავშვთა უფლებრივ
მდგომარეობაზე დადებითად აისახება ცვლილება, რომლის მიხედვითაც გარდა სრული ზოგადი
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტისა, შესაძლებელი ხდება, საზღვარგარეთ აღიარებული
ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტის საბაზო განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან გათანაბრება.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და
შეთანხმებებს.
აგრეთვე,
კანონპროექტის
მომზადება
არ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის
ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“
ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ
გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას,
ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.