„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-04-14
ბიუროს ნომერი 125
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №47, 05.08.2010, მუხ. 301) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას, გარდა უცხოეთში სწავლის
პერიოდში მიღებული ზოგადი განათლებისა.“.
2. მე-15 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ცენტრი აკონტროლებს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების
შესრულებას.“;
ბ) პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ავტორიზაციის სტანდარტთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში ავტორიზაციის
საბჭოები უფლებამოსილი არიან შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას ხარვეზის
გამოსასწორებლად განუსაზღვრონ გონივრული ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აშკარაა,
რომ ამას შედეგი არ მოჰყვება. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში,
აღნიშნული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 60 დღეს.“.
3. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარებას ახორციელებს
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესის
შესაბამისად.“.
მუხლი 2. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ამ კანონის
ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი ცვლილების განხორციელება
კანონქვემდებარე აქტებში.
მუხლი 3.
1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და
მე-3 პუნქტებისა.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2026 წლის 1
სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის
„დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი), ახორციელებს უცხოეთში მიღებული
განათლების აღიარებას. მათ შორის, ცენტრის უფლებამოსილებაში შედის, სწავლის პერიოდში
უცხოეთში მიღებული ზოგადი განათლების აღიარება, რომელიც თავის მხრივ, წარმოადგენს,
უცხოეთიდან საქართველოში ჩამოსული მოსწავლეებისათვის ქართულ საგანმანათლებლო
დაწესებულებებში განათლების მიღების გაგრძელების წინაპირობას. უცხოეთში მიღებული
განათლების აღიარების პირობები და პროცედურა განსაზღვრულია „საქართველოში გაცემული
საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული
განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული - „საქართველოში
გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში
მიღებული განათლების აღიარების წესით“ (შემდგომ - წესი) (დანართი №1). აღნიშნული წესის მე-6
მუხლის მე-21 პუნქტის მიხედვით, უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების
აღიარების
თაობაზე
ცენტრში
წარდგენილ
განცხადებას
უნდა
დაერთოს
მიმღები
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლის) დასკვნა, უცხოეთში სწავლის პერიოდში
მიღებული ზოგადი განათლების შესაბამისობის შესახებ. ამავე წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის
მიხედვით, დასკვნის შედგენის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ადგენს
დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული საგნების შესაბამისობას
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სავალდებულო საგნებთან. დასკვნაში მიეთითება
პირის მიერ უცხოეთში სწავლის პერიოდში გავლილი საგნები, რომლებიც შეესაბამება ეროვნული
სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სავალდებულო საგნებს და ამ საგნებში მიღებული შეფასებების
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შეფასებებზე გადაყვანის შედეგად მიღებული
შეფასებები.
აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას უცხოეთში სწავლის პერიოდში
მიღებული ზოგადი განათლების აღიარების ან აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე. ცენტრის
უფლებამოსილებაში არ შედის დასკვნის შემუშავების პროცესში მონაწილეობა, მისი კორექტირება ან
მისი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობის გადამოწმება. წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის
მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების
აღიარების თაობაზე ცენტრში წარდგენილი განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული
წარმოებისათვის განსაზღვრულ ვადაში, ცენტრში შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს ან/და
საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემი დაწესებულების მიერ დადასტურებული არ არის უცხო
ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა, გამოიცემა
პირობითი გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება ბათილია გამოცემის მომენტიდან, თუ არ
დადასტურდება უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის
ნამდვილობა.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო პრაქტიკით უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი
განათლების აღიარების უფლებამოსილება სკოლებს აქვთ მინიჭებული, შესაბამისად, ცენტრის
ჩართულობა აღნიშნულ პროცესში არ შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას. კერძოდ, ცენტრის მიერ
გამოკვლეულ იქნა შემდეგი სახელმწიფოების პრაქტიკა: ნიდერლანდები, გერმანია, აშშ, ესპანეთი,
საფრანგეთი,
სლოვაკეთი,
ისლანდია,
ხორვატია,
რუმინეთი,
ისრაელი,
ავსტრალია,
თურქეთი, მონაკო, სერბეთი, მოლდოვა, ბოსნია-ჰერცეგოვინა. ზემოაღნიშნულ სახელმწიფოებში
სწავლის
პერიოდში
მიღებული
ზოგადი
განათლების
აღიარებას
ახორციელებენ
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები განათლების ხარისხის განვითარების შესაბამისი
ეროვნული სააგენტოს ჩართულობის გარეშე.
შესაბამისად, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, აგრეთვე ბავშვთა განათლებაზე სწრაფი და
ეფექტური წვდომის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ უცხოეთში სწავლის
პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების საკითხი შესაბამისობაში მოვიდეს
საერთაშორისო სტანდარტებთან და აღნიშნული ფუნქცია სრულად გადაეცეს ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ცვლილება არ ეხება უცხოეთში მიღებული სრული
ზოგადი განათლების აღიარებას. აღნიშნული კვლავაც ცენტრის უფლებამოსილებად განისაზღვრება.
გარდა ზემოაღნიშნულისა, კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს ზოგადი და
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს უფლებამოსილებიდან 60
დღიანი ხარვეზის გამოსწორების ნაწილის ამოღებას. კერძოდ: ტექნიკურად მიზანშეწონილია, კანონის
მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შინაარსიდან ამოღებულ იქნეს (ავტორიზაციის სტანდარტთან
შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში), ხარვეზის გამოსწორების ვადის განსაზღვრის საკითხი და
გაიწეროს ცალკე პუნქტად, სადაც არაუმეტეს 60 დღის ვადის განსაზღვრის საკითხი განსაზღვრული
იქნება
მხოლოდ
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებებისთვის,
ხოლო
ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილში, შესაბამისი
ავტორიზაციის საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას ხარვეზის გამოსწორების გონივრული ვადის
განსაზღვრასთან დაკავშირებით. დღეს მოქმედი რედაქციით, ავტორიზაციის საბჭო, მონიტორინგის
გზით ავტორიზაციის პირობების შემოწმებისას ავტორიზაციის სტანდარტთან შეუსაბამობის
გამოვლენის შემთხვევაში უფლებამოსილია შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას ხარვეზის
გამოსასწორებლად განუსაზღვროს არაუმეტეს 60 დღის ვადა. პრაქტიკიდან გამოვლინდა, რომ 60
დღიანი ვადა არ არის საკმარისი და გონივრული ავტორიზაციის სტანდარტთან შესაბამისობის
უზრუნველსაყოფად, რამდენადაც, რიგ შემთხვევებში დაწესებულებებს ობიექტურად მეტი დრო
სჭირდებათ არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად. განსაკუთრებით საჯარო სკოლების შემთხვევაში,
როდესაც
რიგი
გარემოებები
(განსაკუთრებით
დაწესებულების
ინფრასტრუქტურასთან
დაკავშირებული ხარვეზები), არ ექვემდებარება გამოსწორებას მოკლე ვადაში (60 დღე) და
დამოკიდებულია არა სკოლაზე, არამედ სხვა სტრუქტურების საქმიანობაზე.
კანონის არსებული რედაქციით კი, საბჭოს არ აქვს შესაძლებლობა ხარვეზის გამოსასწორებლად
განუსაზღვროს 60 დღეზე მეტი ვადა. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება 60 დღეში ვერ აღმოფხვრის
არსებულ ხარვეზს, აღნიშნული ხდება ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი, რაც რთულ
მდგომარეობაში აყენებს დაწესებულებებს. შესაბამისად, მიზანშეწონილია, ზოგადსაგანმანათლებლო
და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ეს ვადა არ იყოს კანონით განსაზღვრული
და დებულებით გათვალისწინებული სტანდარტის/კომპონენტის შეფასების მიხედვით განსაზღვროს
საბჭომ შესაბამისი ვადა აღნიშნული დაწესებულებებისთვის ხარვეზების გამოსასწორებლად.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მიღება აუცილებელია, რათა კანონის ჩანაწერი თანხვედრაში იყოს საერთაშორისო
პრაქტიკასთან და გაუმჯობესდეს უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების
აღიარების პირობები და პროცედურა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს პროცესის ეფექტიანობასა და
ბავშვთა ზოგად განათლებაზე ხელმისაწვდომობას. ამასთან, ზოგადსაგანმანათლებლო და
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოსთვის დაწესებულებისთვის
ხარვეზის გამოსწორების ვადის შეზღუდვის მოხსნა აუცილებელია ავტორიზაციის საბჭოს ეფექტურად
მუშაობისთვის და პროცესის დახვეწისთვის.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების
აღიარება აღარ იქნება ცენტრის კომპეტენცია და სრულად განისაზღვრება ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების კომპეტენციად. შედეგად, საქართველოს კანონმდებლობა აღნიშნული ნაწილში
დაუახლოვდება საერთაშორისო პრაქტიკას და პროცედურის გამარტივებით, გაუმჯობესდება ბავშვთა
წვდომა ზოგად განათლებაზე. შედეგად უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი
განათლების აღიარების პროცესი გახდება ბევრად უფრო სწრაფი და ეფექტური. განხორციელებული
ცვლილებები ხელს შეუწყობს როგორც ცენტრის, ისე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისა და
უპირველეს ყოვლისა, მოსწავლეების/მათი კანონიერი წარმომადგენლების დროისა და ფინანსური
რესურსების დაზოგვას და უზრუნველყოფს ერთი ადმინისტრაციული ორგანოს ფარგლებში კანონით
გათვალისწინებული შედეგის მიღწევას.
ასევე,
ზოგადსაგანმანათლებლო
და
პროფესიული
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
ავტორიზაციის საბჭოს მოეხსნება შეზღუდვა დაწესებულებისთვის ხარვეზის გამოსწორების არაუმეტეს
60 დღის ვადის განსაზღვრასთან დაკავშირებით. ხოლო, უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებისთვის ხარვეზის გამოსწორების ვადის დადგენის ნაწილი კვლავ არაუმეტეს 60 დღე
დარჩება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტის ძირითადი არსი გულისხმობს „განათლების ხარისხის განვითარების
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში ცვლილების შეტანას.
კერძოდ, კანონის მე-5 მუხლი ადგენს ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს. ცვლილებების
შედეგად განისაზღვრება, რომ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ცენტრი განახორციელებს
უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას, გარდა უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული
ზოგადი განათლებისა.
აგრეთვე, ამავე კანონის 26-ე მუხლს ემატება მე-3 პუნქტი, რომლითაც განისაზღვრება, რომ უცხოეთში
სწავლის
პერიოდში
მიღებული
ზოგადი
განათლების
აღიარებას
ახორციელებს
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად.
კანონპროექტი აგრეთვე ითვალისწინებს არაუგვიანეს 6 თვის ვადაში საქართველოს განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ვალდებულებას, უზრუნველყოს კანონქვემდებარე
აქტ(ებ)ში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.
გარდა აღნიშნულისა, კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის
შინაარსიდან არაუმეტეს 60 დღის ვადის განსაზღვრის საკითხის ამოღებას, ზოგადსაგანმანათლებლო და
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო
გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული
კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა ამოქმედდება
გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისთვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის
საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-3
პუნქტები ამოქმედდება 2026 წლის 1 სექტემბრიდან, ვინაიდან, უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული
ზოგადი განათლების აღიარებასთან დაკავშირებული დებულებების ამოქმედება დაკავშირებულია
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტით გათვალისწინებულ ამოქმედების ვადასთან. ამასთან, კანონპროექტი არ
ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტით გათვალისწინებული ქმედებები/ღონისძიებები არ მოახდენს ზეგავლენას სახელმწიფო
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იწვევს
სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან
დამატებითი სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის N98/ნ ბრძანებით
დამტკიცებული - „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის
დადასტურების, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისა და ლიცენზირებულ უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების
სახელმწიფო აღიარების საფასურების“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ადგენს
უცხოეთში მიღებული განათლების (უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის
პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების, აკადემიური კვალიფიკაციის ან
სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების)
აღიარებისათვის საფასურებს (40 ლარი, 15 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის
– 80 ლარი, 5 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 120 ლარი, ერთი სამუშაო
დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 250 ლარი).
წინამდებარე ცვლილებების გათვალისწინებით, უცხოეთში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების
სერვისის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადატანის შემდგომ, ხსენებული სერვისის
მომსახურებისთვის აღარ იქნება გათვალისწინებული საფასურის გადახდა.
კანონპროექტის მიღება
გავლენას იქონიებს ცენტრის საშემოსავლო ნაწილზე. ცვლილება
გარკვეულწილად შეამცირებს ცენტრის შემოსავლებს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული
სერვისის გაწევის შედეგად მიღებული შემოსავალი არ წარმოადგენდა ცენტრის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილის მნიშვნელოვან სეგმენტს, (ბოლო 3 წლის განმავლობაში აღნიშნული სერვისიდან
მიღებული შემოსავალი იყო წლიურად საშუალოდ 250 000 ლარი) შესაბამისად, აღნიშნული შემცირება
არ გამოიწვევს ცენტრის ბიუჯეტის პროექტით დაგეგმილი აქტივობების ცვლილებას.
აღნიშნული აგრეთვე, გარკვეულ გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,
რამდენადაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, ცენტრი აღნიშნული სერვისის გაწევის შედეგად მიღებული
შემოსავლის ნაწილს გადასახადის სახით იხდიდა სახელმწიფო ბიუჯეტში (საჯარო სამართლის
იურიდიული პირი ვალდებულია მის მიერ საანგარიშო წელს მობილიზებული, საქართველოს
კანონმდებლობით ნებადართული (საკუთარი) შემოსავლის არანაკლებ 10%-ი მიმართოს საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტში). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყოველწლიურად აღნიშნული თანხის მოცულობა
დაახლოებით საშუალოდ 25 000 ლარს შეადგენდა. იმის გათვალისწინებით, რომ საფასურის გაუქმება
დადებითად აისახება ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე, რამდენადაც მათ უმარტივდებათ
განათლებაზე ხელმისაწვდომობა, საფასურის გაუქმება სახელმწიფოს მხრიდან პოზიტიურ ნაბიჯად
უნდა ჩაითვალოს. ამასთან, ხსენებული თანხა არ წარმოადგენს იმ რაოდენობას, რომელმაც შეიძლება
არსებითი გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის
სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან
საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ
პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს
ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
უნდა აღინიშნოს, რომ ცვლილება დადებით ფინანსურ გავლენას მოახდენს იმ მოსწავლეების კანონიერ
წარმომადგენლებზე, რომელთან ესაჭიროებათ ხსენებული სერვისით სარგებლობა, რამდენადაც როგორც
ზემოთ აღინიშნა, უცხოეთში მიღებული განათლების (უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული
ზოგადი განათლების) აღიარებისათვის განსაზღვრულია შესაბამისი საფასურები (40 ლარი, 15 სამუშაო
დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 80 ლარი, 5 სამუშაო დღის განმავლობაში
დაჩქარებული წარმოებისათვის – 120 ლარი, ერთი სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული
წარმოებისათვის – 250 ლარი). აღნიშნული საფასურის გაუქმება ხელს შეუწყობს ბავშვთა
ხელმისაწვდომობას ზოგად განათლებაზე, რაც საქართველოს კონსტიტუციის ერთ-ერთ ფუნდამენტურ
უფლებას წარმოადგენს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი
შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი პოზიტიურ გავლენას იქონიებს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. კერძოდ,
მოსწავლეებისთვის უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების
პროცედურა გამარტივდება და შემცირდება მოსწავლეებისა და მათი კანონიერი წარმომადგენლების
მხრიდან გაწეული დროითი და ფინანსური რესურსები.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და
შეთანხმებებს.
აგრეთვე,
კანონპროექტის
მომზადება
არ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ
გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას,
ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.