„საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (301/3-XIმპ, 22/04/2026) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 91 ✗ 0
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 89 ✗ 0
🏛️ კომიტეტები
- ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-04-27
ბიუროს ნომერი 129
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი 1. „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24/05/2018, სარეგისტრაციო კოდი:
240080010.05.001.018845) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ძ) სააგენტო - ამ კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად
შექმნილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „ინვესტიციების და ექსპორტის
სააგენტო;“.
2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით
უფლებამოსილი ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის
სამართლებრივი აქტის შესაბამისად უზრუნველყოფს:
ა) საჭიროების შემთხვევაში, პოტენციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის
იდენტიფიცირებასა და ინიცირებას ამ კანონის შესაბამისად;
ბ) საინიციატივო შეთავაზების ანალიზსა და შეფასებას;
გ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის მომზადებასა და შეფასებაში საკუთარი
კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
მონაწილეობას;
დ) შერჩევის პროცესის ჩატარების ორგანიზებას;
ე) შერჩევის პროცესის მონაწილესთან, პოტენციურ კერძო პარტნიორთან ან/და კრედიტორთან
მოლაპარაკების წარმართვას;
ვ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების დადებას;
ზ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის განსახორციელებლად საჭირო სხვა ფუნქციების
შესრულებას.“.
3. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „ინვესტიციების და ექსპორტის სააგენტო“
1. სააგენტო არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
სააგენტოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტრო.
2. სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს
თანამშრომლობასთან დაკავშირებულ შემდეგ ფუნქციებს:
საჯარო
და
კერძო
ა) შესაძლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირება და
უფლებამოსილი ორგანოსთვის შეთავაზება; საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილი
ორგანოსთვის შესაძლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირებაში
დახმარების გაწევა;
ბ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ წარდგენილი პროექტის კონცეფციის შეფასება და
შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
გ) უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის შემთხვევაში მისთვის
საჯარო და კერძო
თანამშრომლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის, მათ შორის, შერჩევის პროცესის
შესაბამისი დოკუმენტაციის, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების
პროექტისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადებაში დახმარების გაწევა;
დ) საჭიროების შემთხვევაში, მცირე პროექტთან დაკავშირებით ამ კანონის მე-14 მუხლით
განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება;
ე) საჭიროების შემთხვევაში, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე
კონსულტანტის შერჩევის, დაქირავებისა და ზედამხედველობის უზრუნველყოფა;
ვ) შესაბამის ქმედებათა უფლებამოსილ ორგანოსთან კოორდინირება, აგრეთვე საჯარო და
კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების მონიტორინგთან დაკავშირებული
ინფორმაციის გამოთხოვა;
ზ) ინსტიტუციური პოტენციალის განვითარების მიზნით,
თანამშრომლობის
სფეროში
უფლებამოსილი
ორგანოს
ხელშეწყობისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
საჯარო
ცოდნის
და კერძო
ამაღლების
თ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების მონაცემთა ბაზის შექმნა და მართვა;
ი) სტანდარტული დოკუმენტების ფორმების, მათ შორის, საჯარო და კერძო თანამშრომლობის
ხელშეკრულების სტანდარტული მუხლების, შემუშავება;
კ) საქართველოს კანონმდებლობითა და სააგენტოს დებულებით განსაზღვრულ სხვა
ფუნქციებს, მათ შორის ინვესტიციებისა და ექსპორტის მხარდაჭერის მიმართულებით.
3. სააგენტო თავის ფუნქციებსა და ამოცანებს ასრულებს საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად.
4. სააგენტოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
სააგენტო
ანგარიშვალდებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
წინაშე.“.
4. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირებას ახორციელებს
უფლებამოსილი ორგანო ან სააგენტო. კონცესიის განხორციელების თაობაზე საინიციატივო
შეთავაზების შემთხვევაში საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირება
შეიძლება ასევე განახორციელოს კერძო ინიციატორმა ამ კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად.“.
5. მე-13 მუხლის მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის
იდენტიფიცირების შემდეგ უფლებამოსილი ორგანო ამზადებს პროექტის კონცეფციას
საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად და მას განსახილველად
წარუდგენს სააგენტოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. სააგენტო და საქართველოს
ფინანსთა სამინისტრო საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში
ამზადებენ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ რეკომენდაციებსა და დასკვნას.
3. უფლებამოსილი ორგანო პროექტის კონცეფციას სააგენტოს რეკომენდაციებთან და
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნასთან ერთად, განსახილველად წარუდგენს
საქართველოს მთავრობას.
5. საქართველოს მთავრობის მიერ პროექტის კონცეფციის მოწონების შემთხვევაში
უფლებამოსილი ორგანო ახორციელებს პროექტის მოსამზადებელ სამუშაოებს და,
საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მათში საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში
სააგენტოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაწილეობას.“.
6. მე-14 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„1. მცირე პროექტის იდენტიფიცირებასა და ინიცირებას ახორციელებს უფლებამოსილი
ორგანო. უფლებამოსილი ორგანო პროექტის კონცეფციას წარუდგენს სააგენტოსა და
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის
შესაბამისად.
2. სააგენტო განიხილავს წარდგენილ პროექტის კონცეფციას და უფლებამოსილ ორგანოს
წარუდგენს თავის რეკომენდაციებს.
3. საჭიროების შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილ ორგანოს უწევს დახმარებას საკუთარი
კომპეტენციის ფარგლებში მცირე პროექტის შემუშავებასა და განხორციელებაში, მის მიერ
დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მცირე პროექტის შეფასების შედეგებს და ფისკალური
რისკების შესამცირებლად განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე წინადადებებს
წარუდგენს სააგენტოსა და უფლებამოსილ ორგანოს. უფლებამოსილმა ორგანომ უნდა
გაითვალისწინოს წარდგენილი წინადადებები.“.
7. მე-18 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. უფლებამოსილი ორგანო საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად
ქმნის შესარჩევ კომისიას. შესარჩევი კომისიის წევრებად ინიშნებიან: უფლებამოსილი
ორგანოს ხელმძღვანელი ან/და მისი მოადგილეები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სააგენტოს
წარმომადგენლები, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, პროექტის სპეციფიკიდან
გამომდინარე, სხვა სახელმწიფო ორგანოთა წარმომადგენლები. შესარჩევ კომისიას
თავმჯდომარეობს უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელი ან მის მიერ განსაზღვრული
პირი. შესარჩევ კომისიაში სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მიწვეულ იქნენ შესაბამისი
დარგის ექსპერტები და სპეციალისტები.“.
8. 30-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სააგენტო ვალდებულია შექმნას და მართოს მიმდინარე და დასრულებული საჯარო და
კერძო თანამშრომლობის პროექტების მონაცემთა ბაზა.
2. სააგენტოს მიერ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების მონაცემთა ბაზის
შექმნისა და ეფექტიანად მართვის, აგრეთვე ანგარიშგების მიზნით უფლებამოსილი ორგანო
სათანადო მოთხოვნის საფუძველზე სააგენტოს წარუდგენს დადებული საჯარო და კერძო
თანამშრომლობის ხელშეკრულების ასლს მის ყველა დანართთან და ცვლილებასთან და
მასთან
დაკავშირებულ
დოკუმენტაციასთან
ერთად,
საქართველოს
მთავრობის
სამართლებრივი აქტის შესაბამისად.“.
9. 32-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სააგენტო უზრუნველყოფს ყველა ინიცირებულ საჯარო და კერძო თანამშრომლობის
პროექტთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშის გამოქვეყნებას.“.
10. 33-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების შემდგომი შეფასების
ანგარიშს საჯარო პარტნიორი წარუდგენს სააგენტოსა და საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამზადებს საჯარო და კერძო
თანამშრომლობის პროექტის განხორციელების შემდგომი შეფასების ანალიზს და შესაბამის
რეკომენდაციებს.
3. სააგენტო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსგან გამოითხოვს უფლებამოსილი ორგანოს
მიერ განხორციელებული შეფასების ანალიზს მის რეკომენდაციებთან ერთად და
საქართველოს მთავრობას წარუდგენს ერთიან შეფასებებს იმის თაობაზე რეკომენდაციებთან
ერთად, თუ რა გზით შეიძლება სამომავლოდ საჯარო და კერძო თანამშრომლობის შეფასებისა
და განხორციელების პროცესის გაუმჯობესება.“.
11. ამოღებულ იქნას 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
მუხლი 2.
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს
„საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად
მის
განკარგულებაში
არსებული,
ინვესტიციების
და
ექსპორტის
მხარდაჭერისათვის განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდებით გათვალისწინებული
ასიგნებების სააგენტოსთვის გადაცემა.
2. ამ კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, სააგენტოს მიერ 2026 წელს განსაზღვრული
საშტატო რიცხოვნობა შესაძლებელია აჭარბებდეს „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით სააგენტოსთვის დადგენილ
მომუშავეთა რიცხოვნობას.
3. ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 2026 წლის 1 ივნისამდე სამინისტრომ
უზრუნველყოს სააგენტოს დებულების დამტკიცება.
მუხლი 3.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
აღნიშნული კანონპროექტი მიზნად ისახავს საჯარო და კერძო თანამშრომლობის
სააგენტოს ინსტიტუციურ ცვლილებას. დღეს არსებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის
სააგენტოს მანდატი მნიშვნელოვნად ფართოვდება და, საჯარო და კერძო თანამშრომლობის
პროექტებთან დაკავშირებული ფუნქციების გარდა, განახორციელებს ქვეყნის საინვესტიციო
და ექსპორტის პოტენციალის განვითარებას. შესაბამისად, ხორციელდება საჯარო და კერძო
თანამშრომლობის
სააგენტოს
სახელწოდების
ცვლილება,
კერძოდ,
სააგენტო
იფუნქციონირებს შემდეგი სახელწოდებით - სსიპ „ინვესტიციების და ექსპორტის სააგენტო“.
წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, სსიპ „ინვესტიციების და ექსპორტის
სააგენტო“ იქნება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
(შემდგომში - სამინისტრო) დაქვემდებარებაში, ნაცვლად საქართველოს პრემიერ-მინისტრისა.
აღნიშნული გამომდინარეობს იქიდან, რომ სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყება სსიპ
„აწარმოე საქართველოში“ განიცდის რეორგანიზაციას (საქართველოს მთავრობის 2026 წლის 8
აპრილის N156 დადგენილება), რის შედეგადაც, ინვესტიციების და ექსპორტის პოტენციალის
განვითარებასთან დაკავშირებულ შესაბამის ფუნქციებს გადააბარებს სსიპ „ინვესტიციების და
ექსპორტის სააგენტოს“. შესაბამისად, მიზანშეწონილია, აღნიშნული სააგენტოც გადავიდეს
სამინისტროს დაქვემდებარებაში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ვინაიდან საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს სახელწოდება, ფუნქციები
და
მისი
დაქვემდებარების
კანონმდებლობით,
აღნიშნული
საკითხი,
მკაცრად
ინსტიტუციური
არის
განსაზღვრული
ტრანსფორმაციის
მოქმედი
განხორციელება
(მანდატის გაფართოება, სახელწოდებისა და დაქვემდებარების შეცვლა) შეუძლებელია
კანონში ცვლილებების შეტანის გარეშე.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, შეიცვლება საჯარო და კერძო თანამშრომლობის
სააგენტოს სახელწოდება და მნიშვნელოვნად გაფართოვდება მისი ფუნქციები, რაც უწყებას
მისცემს შესაძლებლობას, ეფექტიანად უზრუნველყოს ქვეყნის საინვესტიციო და საექსპორტო
პოტენციალის განვითარება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტის ძირითად არსს წარმოადგენს კანონის მე-9 მუხლის
შესაბამისად შექმნილი სააგენტოს მანდატის მნიშვნელოვანი გაფართოება ინვესტიციების და
ექსპორტის
მხარდაჭერის
უზრუნველყოფისა
და
მიმართულებით.
ორაზროვნების
ახალ
თავიდან
ფუნქციებთან
აცილების
შესაბამისობის
მიზნით,
კანონპროექტი
ითვალისწინებს სააგენტოსთვის სახელწოდების ცვლილებას და მის დაქვემდებარებას
სამინისტროსთვის. კერძოდ, საჯარო და კერძო თანამშროლობის სააგენტოს ახალი
სახელწოდება იქნება „ინვესტიციების და ექსპორტის სააგენტო“.
ამასთან, „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს
კანონით განსაზღვრული საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოსთვის გამოყოფილი
ასიგნებების გარდა, კანონპროექტის მე-2 მუხლის თანახმად, სამინისტროს დაევალება
„საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად
მის
განკარგულებაში
არსებული,
ინვესტიციების
და
ექსპორტის
მხარდაჭერისათვის განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდებით გათვალისწინებული
ასიგნებების სააგენტოსთვის გადაცემა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით
(კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის
დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული
ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტი მიზანშეწონილია მიღებულ იქნეს დაჩქარებული წესით, ვინაიდან
მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში დასრულდეს შესაბამისი
ცვლილებების ასახვა კანონმდებლობაში. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ სსიპ
„ინვესტიციების და ექსპორტის სააგენტოს“ გადაეცემა სსიპ „აწარმოე საქართველოში“
არსებული
შესაბამისი
ფუნქციები
საინვესტიციო
და
საექსპორტო
პოტენციალის
განვითარების მიმართულებით. შესაბამისად, ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის
ხელშეწყობის კუთხით მიმდინარე აქტივობების უწყვეტობის შენარჩუნებისა და
ინსტიტუციური შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია კანონპროექტის
დაჩქარებული წესით მიღება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტით
გათვალისწინებული
ღონისძიებები
დაფინანსების
წყაროა
სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
გავლენას
არ
ახდენს
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
საჯარო და კერძო თანამშროლობის სააგენტოსთვის (შემდგომში - სააგენტო)
გადასაცემი ფუნქციების შესრულების ხარჯები (დაფინანსების წყარო) გათვალისწინებულია
„საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში,
პროგრამულ კოდში 24 07 - მეწარმეობის განვითარება. წარმოდგენილი კანონპროექტის მე-2
მუხლის
პირველი
პუნქტის
თანახმად,
საქართველოს
ეკონომიკისა
და
მდგრადი
განვითარების სამინისტროს განკარგვაში არსებული, ინვესტიციების და ექსპორტის
მხარდაჭერისათვის განსაზღვრული პროგრამული კოდით (24 07 მეწარმეობის განვითარება)
გათვალისწინებული ასიგნებების ნაწილი გადაეცემა სააგენტოს. აღნიშნულ პროგრამულ
კოდში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ
სააგენტოსთვის მოხდება შესაბამისი ქვეკოდის განსაზღვრა.
ამჟამად, „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს
კანონის თანახმად სააგენტოს პროგრამული კოდი არის 53 00, ასიგნებების ჯამური მოცულობა
შეადგენს 700 000 ლარს. მომდევნო წლებში (2027-2029წ.) საშუალო ვადიანი სამოქმედო გეგმით
(BDD) სააგენტოს განსაზღვრული აქვს თითოეულ წელზე - 700 000 ლარი.
ამ კანონპროექტის თანახმად სააგენტოს ეზრდება ფუნქციები, რომლის შესრულების
ხარჯები გათვალისწინებულია „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“
საქართველოს კანონით სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ „აწარმოე საქართველოში“
განკარგვაში არსებული 24 07 (მეწარმეობის განვითარება) პროგრამული კოდით. ვინაიდან
სააგენტოს გადაეცემა ინვესტიციებისა და ექსპორტის მხარდაჭერის მიმართულებით
გასატარებელი ღონისძიებების განხორციელების ვალდებულება, ამ ვალდებულებების
აღსრულებისთვის ბიუჯეტის კანონით გამოყოფილი (16,7 მლნ. ლარი, მათ შორის
ადმინისტრირებისთვის
გათვალისწინებული
1,65
მლნ
ლარი
და
პროგრამული
ხარჯებისათვის 15,05 მლნ. ლარი) ასიგნებებიდან, ამ კანონპროექტის ძალაში შესვლამდე
აუთვისებელი ნაწილი გადაეცემა სააგენტოს, რომელიც ჩაიშლება 24 07 (მეწარმეობის
განვითარება) პროგრამულ კოდის ქვეკოდად. რაც შეეხება, სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“
2026-2029 წლების საშუალო ვადიან სამოქმედო გეგმაში (BDD) ასახულ ინვესტიციებისა და
ექსპორტის მხარდაჭერისთვის გათვალისწინებული ხარჯებს (2027 წელი - 16,7 მლნ. ლარი,
2028 წელი - 16,7 მლნ. ლარი, 2029 წელი-16,7 მლნ. ლარი), მათი ასახვა მოხდება სააგენტოს
მომდევნო წლების საშუალო ვადიან სამოქმედო გეგმაში. ასევე, მოხდება სსიპ-ის „აწარმოე
საქართველოში“
დასაქმებული
თანამშრომლების,
რომლებიც
დღეს
ახორციელებენ
ინვესტიციებისა და ექსპორტის მიმართულებით შესაბამის ფუნქციებს, იმავე პირობებით
გადაყვანა სააგენტოში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
შედეგები
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე)
კანონპროექტით
მოსალოდნელი
იმ
პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე
გავლენის
ბუნებისა
და
მიმართულების
მითითებით,
რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
მოხდება სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ დასაქმებული თანამშრომლების (19
თანამშრომელი), რომლებიც დღეს ახორციელებენ ინვესტიციებისა და ექსპორტის
მიმართულებით შესაბამის ფუნქციებს, იმავე პირობებით გადაყვანა სააგენტოში, შესაბამისად
კანონპროექტს არ მოჰყვება ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დაწესებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებები გავლენას არ მოახდენს ბავშვის
უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება:
თანასწორობის
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
კანონპროექტი
გავლენას
არ
ახდენს
ქალისა
და
მამაკაცის
თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული
ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები,
სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ)
სხვა
ქვეყნების
გამოცდილება
კანონპროექტის
მსგავსი
კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული
კანონპროექტის
მომზადებისას,
ასეთი
მიმოხილვის
მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი,
ანტონ ობოლაშვილი, ლევან მაჭავარიანი, ირაკლი მეზურნიშვილი, გიორგი ბარვენაშვილი,
მარიამ ლაშხი და თორნიკე ბერეკაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა
ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ლევან მაჭავარიანი, ირაკლი მეზურნიშვილი, გიორგი
ბარვენაშვილი, მარიამ ლაშხი და თორნიკე ბერეკაშვილი.