„ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (301/3-XIმპ, 22/04/2026) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 91 ✗ 0
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
🏛️ კომიტეტები
- ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-04-27
ბიუროს ნომერი 129
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13/07/2006, სარეგისტრაციო კოდი:
240.090.000.05.001.002.345) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ინვესტიციების და ექსპორტის სააგენტო
1. ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა.
2. ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის სფეროში საქართველოს მთავრობის
წარმომადგენელია
საქართველოს
ეკონომიკისა
და
მდგრადი
განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი –
„ინვესტიციების და ექსპორტის სააგენტო“.
3. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – „ინვესტიციების და ექსპორტის სააგენტოს“
უფლება აქვს, იყოს ინვესტორის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ორგანოებთან და სხვა
პირებთან ურთიერთობებში. ამ მიზნით ინვესტორსა და საჯარო სამართლის იურიდიულ
პირს – „ინვესტიციების და ექსპორტის სააგენტოს“ შორის იდება ხელშეკრულება, რომელიც
განსაზღვრავს წარმომადგენლობის ფარგლებს. ინვესტორსა და საჯარო სამართლის
იურიდიულ პირს – „ინვესტიციების და ექსპორტის სააგენტოს“ შორის დადებული
ხელშეკრულებით საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „ინვესტიციების და ექსპორტის
სააგენტო“ ეხმარება ინვესტორს საინვესტიციო საქმიანობისათვის საჭირო ყველა ლიცენზიის
ან/და
ნებართვის
აღებაში
ან
სხვა
წარმომადგენლობითი
უფლებამოსილების
განხორციელებაში. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „ინვესტიციების და ექსპორტის
სააგენტო“ უფლებამოსილია აღნიშნული საქმიანობა საქართველოს მთავრობის მიერ
განსაზღვრულ შემთხვევებში ანაზღაურებად საწყისებზე განახორციელოს. მომსახურების
საფასურის
გადახდისაგან
თავისუფლდება
ინვესტორის
წარმომადგენლობა
განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებით.
მომსახურების საფასურის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინვესტიციების და ექსპორტის სააგენტოს ამ
მუხლით გათვალისწინებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არ ზღუდავს
ინვესტორს,
ადმინისტრაციულ
ორგანოებთან ურთიერთობა უშუალოდ
წარმომადგენლის მეშვეობით განახორციელოს.
ან
სხვა
მუხლი 4. ინვესტორის უფლებები
1. ინვესტორს უფლება აქვს:
ა)
მოითხოვოს
ნებისმიერი
ლიცენზიის/ნებართვის
(მათ
შორის,
წინასწარი
ლიცენზიის/ნებართვის) გაცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინვესტიციების და
ექსპორტის სააგენტოს მეშვეობით;
ბ) მოითხოვოს ქონების შეძენა და მასთან დაკავშირებული ყველა პროცედურის
განხორციელება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინვესტიციების და ექსპორტის
სააგენტოს მეშვეობით;
გ)
მოითხოვოს
ნებისმიერი
ინფორმაცია,
რომელიც
უკავშირდება
მისთვის
ლიცენზიის/ნებართვის (მათ შორის, წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის) გაცემას და ქონების
შეძენას, ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს;
დ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გარანტიებით.
2. ამ კანონით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობის მიზნით ადმინისტრაციული
ორგანოები ვალდებული არიან, ითანამშრომლონ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან –
ინვესტიციების და ექსპორტის სააგენტოსთან და ინვესტორთან.“.
2. მე-10 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
6. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ინვესტიციების და ექსპორტის სააგენტო
ვალდებულია განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციების განხორციელებაზე
სისტემატური მონიტორინგი აწარმოოს და შესაბამისი ანგარიში საქართველოს მთავრობას
წარუდგინოს. ანგარიშგების გრაფიკი დგინდება საქართველოს მთავრობის განკარგულებით.
საჭიროების შემთხვევაში, ანგარიშის საფუძველზე საქართველოს მთავრობა იღებს
გადაწყვეტილებას განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის მხარდაჭერისათვის
განსახორციელებელი დამატებითი ღონისძიებების გამოყენების შესახებ.
7. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ინვესტიციების და ექსპორტის სააგენტო
აწარმოებს განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციების უწყებრივ რეესტრს.
3. მე-11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში ინვესტორი
უფლებამოსილია მის საქმიანობაზე განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შესახებ
აცნობოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ინვესტიციების და ექსპორტის სააგენტოს.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ინვესტიციების და ექსპორტის სააგენტო
შეისწავლის და საქართველოს მთავრობას მიაწვდის ინფორმაციას სამეწარმეო საქმიანობის
კონტროლის კანონის დარღვევით განხორციელების ან ინვესტიციის განხორციელების
შემაფერხებელი სხვა გარემოებების შესახებ.
2.
ამ
მუხლის
პირველი
პუნქტით
გათვალისწინებული
უფლებამოსილების
განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ინვესტიციების და ექსპორტის
სააგენტოს უფლება აქვს, მაკონტროლებელი ორგანოებისგან გამოითხოვოს ინფორმაცია,
გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაციისა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „საჯარო და კერძო თანამშრომლობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ პროექტის მომზადებით და
აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული სსიპ „საჯარო და კერძო თანამშრომლობის
სააგენტოს“ სახელწოდებისა და ფუნქციური მანდატის ცვლილებით. „საჯარო და კერძო
თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ პროექტის
შესაბამისად სააგენტო განახორციელებს საინვესტიციო და ექსპორტის მიმართულებით
შესაბამის აქტივობებს, ხოლო სააგენტოს განახლებული სახელწოდება იქნება „ინვესტიციების
და ექსპორტის სააგენტო“.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონის მიღება აუცილებელია საჯარო და კერძოს თანამშრომლობის სფეროში
მოქმედი კანონმდებლობის თანხვედრაში მოყვანისთვის.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით, „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“
საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ ნორმებთან, კერძოდ „საჯარო და კერძო
თანამშრომლობის სააგენტოს“ სახელწოდებისა და ფუნქციური ცვლილების ნაწილში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის
ძირითადი
არსი
მდგომარეობს
იმაში,
რომ
საინვესტიციო
მიმართულებით სსიპ აწარმოე საქართველოში არსებულ შესაბამის ფუნქციებს გადაიბარებს
„ინვესტიციების და ექსპორტის სააგენტო“. აღნიშნული ცვლილება გამომდინარეობს „საჯარო
და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
პროექტის მომზადებით და აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული სსიპ „საჯარო
და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს“ სახელწოდებისა და ფუნქციური ცვლილებით.
ცვლილების შემდგომ საინვესტიციო მიმართულებით შესაბამის ფუნქციებს განახორციელებს
„ინვესტიციების და ექსპორტის სააგენტო“.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით
(კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის
დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული
ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტი მიზანშეწონილია მიღებულ იქნეს დაჩქარებული წესით, ვინაიდან
მნიშვნელოვანია,
მაქსიმალურად
შემჭიდროებულ
ვადებში
დასრულდეს
შესაბამისი
საშუალოვადიან
პერიოდში
ცვლილებების ასახვა კანონმდებლობაში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტით
გათვალისწინებული
ღონისძიებების
დაფინანსების
წყაროა
სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
სსიპ-ს „აწარმოე საქართველოში“ ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების
განხორციელებისას არასდროს არ მიუღია შემოსავალი, ვინაიდან დღეის მდგომარეობით
საქართველოს
მთავრობის
მიერ
არ
არის
განსაზღვრული
სააგენტოს
მიერ
განსახორციელებელი მომსახურების საფასურის ოდენობა (მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი).
შესაბამისად, თუ კი მომავალში განისაზღვრება მომსახურების საფასურის ოდენობა (რაც
დღეის მდგომარეობით არ არის დაგეგმილი), მხოლოდ ამ შემთხვევაში შესაძლებელია
აღნიშნულმა გავლენა იქონიოს ინვესტიციების და ექსპორტის სააგენტოს საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
„საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის შესახებ“ პროექტის ფარგლებში საჯარო და კერძო თანამშროლობის სააგენტოსთვის
(შემდგომში - სააგენტო) გადასაცემი ფუნქციების შესრულების ხარჯები (დაფინანსების წყარო)
გათვალისწინებულია
„საქართველოს
2026
წლის
სახელმწიფო
ბიუჯეტის
შესახებ“
საქართველოს კანონში, პროგრამულ კოდში 24 07 - მეწარმეობის განვითარება. წარმოდგენილი
კანონპროექტის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროს განკარგვაში არსებული, ინვესტიციების და ექსპორტის
მხარდაჭერისათვის განსაზღვრული პროგრამული კოდით (24 07 მეწარმეობის განვითარება)
გათვალისწინებული ასიგნებების ნაწილი გადაეცემა სააგენტოს. აღნიშნულ პროგრამულ
კოდში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ
სააგენტოსთვის მოხდება შესაბამისი ქვეკოდის განსაზღვრა.
ამჟამად, „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს
კანონის თანახმად სააგენტოს პროგრამული კოდი არის 53 00, ასიგნებების ჯამური მოცულობა
შეადგენს 700 000 ლარს. მომდევნო წლებში (2027-2029წ.) საშუალო ვადიანი სამოქმედო გეგმით
(BDD) სააგენტოს განსაზღვრული აქვს თითოეულ წელზე - 700 000 ლარი.
ამ კანონპროექტის თანახმად სააგენტოს ეზრდება ფუნქციები, რომლის შესრულების
ხარჯები გათვალისწინებულია „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“
საქართველოს კანონით სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ „აწარმოე საქართველოში“
განკარგვაში არსებული 24 07 (მეწარმეობის განვითარება) პროგრამული კოდით. ვინაიდან
სააგენტოს გადაეცემა ინვესტიციებისა და ექსპორტის მხარდაჭერის მიმართულებით
გასატარებელი ღონისძიებების განხორციელების ვალდებულება, ამ ვალდებულებების
აღსრულებისთვის ბიუჯეტის კანონით გამოყოფილი (16,7 მლნ. ლარი, მათ შორის
ადმინისტრირებისთვის გათვალისწინებული 1,65 მლნ ლარი და პროგრამული
ხარჯებისათვის 15,05 მლნ. ლარი) ასიგნებებიდან, ამ კანონპროექტის ძალაში შესვლამდე
აუთვისებელი ნაწილი გადაეცემა სააგენტოს, რომელიც ჩაიშლება 24 07 (მეწარმეობის
განვითარება) პროგრამულ კოდის ქვეკოდად. რაც შეეხება, სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“
2026-2029 წლების საშუალო ვადიან სამოქმედო გეგმაში (BDD) ასახულ ინვესტიციებისა და
ექსპორტის მხარდაჭერისთვის გათვალისწინებული ხარჯებს (2027 წელი - 16,7 მლნ. ლარი,
2028 წელი - 16,7 მლნ. ლარი, 2029 წელი-16,7 მლნ. ლარი), მათი ასახვა მოხდება სააგენტოს
მომდევნო წლების საშუალო ვადიან სამოქმედო გეგმაში. ასევე, მოხდება სსიპ-ის „აწარმოე
საქართველოში“
დასაქმებული
თანამშრომლების,
რომლებიც
დღეს
ახორციელებენ
ინვესტიციებისა და ექსპორტის მიმართულებით შესაბამის ფუნქციებს, იმავე პირობებით
გადაყვანა სააგენტოში.
ბ.დ) სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
მოხდება სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ დასაქმებული თანამშრომლების (19
თანამშრომელი),
რომლებიც
დღეს
ახორციელებენ
ინვესტიციებისა
და
ექსპორტის
მიმართულებით შესაბამის ფუნქციებს, იმავე პირობებით გადაყვანა სააგენტოში, შესაბამისად
კანონპროექტს არ მოჰყვება ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დაწესებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებები გავლენას არ მოახდენს ბავშვის
უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი
მდგომარეობაზე.
გავლენას
არ
ახდენს
ქალისა
და
მამაკაცის
თანასწორობის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული
ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები,
სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ანტონ
ობოლაშვილი, ლევან მაჭავარიანი, ირაკლი მეზურნიშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, მარიამ
ლაშხი და თორნიკე ბერეკაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი,
ანტონ ობოლაშვილი, ლევან მაჭავარიანი, ირაკლი მეზურნიშვილი, გიორგი ბარვენაშვილი,
მარიამ ლაშხი და თორნიკე ბერეკაშვილი.