„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-05-11
ბიუროს ნომერი 136
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი
1.
„ბუნებრივი
რესურსებით
სარგებლობისათვის
მოსაკრებლების
შესახებ“
საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 213) მე-6
მუხლის პირველი პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ1) მეწარმე ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ ტყის არამერქნული რესურსებით,
ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებითა და ხის მეორეხარისხოვანი მასალებით (გარდა
ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური
ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES)
დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით
სარგებლობის
ლიცენზიით
გათვალისწინებული
სახეობებისა)
სარგებლობისათვის
−
არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული წლის 1 მარტისა, ფაქტობრივად მოპოვებული
ბუნებრივი რესურსების რაოდენობის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის
დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების მიხედვით;“.
მიერ
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
ეს პროექტი წარმოადგენს „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ კანონპროექტს. ძირითადი კანოპროექტის
თანახმად, ცვლილება შედის 52-ე მუხლის პირველ ნაწილში და
მართვის
ორგანოს
მიერ
ტყის
არამერქნული
რესურსების,
ზუსტდება, რომ ტყის
მერქნიანი
მცენარეების
პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით ტყით
სპეციალური სარგებლობის უფლება შეიძლება მიენიჭოს როგორც იურიდიულ პირს ასევე,
მეწარმე ფიზიკურ პირსაც.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
იმისთვის, რომ „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“
საქართველოს
კანონი
შესაბამისობაში
იყოს
საქართველოს
ტყის
კოდექსში
განსახორციელებელ ცვლილებასთან, საჭიროა „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის
მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილების შეტანა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის
მიღების
შედეგად,
„ბუნებრივი
რესურსებით
სარგებლობისათვის
მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა საქართველოს ტყის
კოდექსთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ცვლილება შედის „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“
საქართველოს კანონში და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტი ყალიბდება ახალი
რედაქციით და ზუსტდება, რომ ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების
პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით ტყით
სპეციალური სარგებლობის უფლება შეიძლება მიენიჭოს როგორც იურიდიულ პირს ასევე,
მეწარმე ფიზიკურ პირსაც.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი
პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთან,
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დაფინანსების საჭიროებას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ვინაიდან, ის მეწარმე ფიზიკური პირები (ინდ. მეწარმე), რომლებიც დაინტერესებულები
არიან არამერქნული რესურსის მოპოვებით, მათ ნებართვის მისაღებად მოუწევთ 200 ლარის
გადახდა სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს ანგარიშზე. შესაბამისად გაიზრდება სააგენტოს
მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხებიც. გავლენის ოდენობა დამოკიდებული
იქნება გაცემული ნებართვების რაოდენობაზე.
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ მოახდენს ფინანსურ გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების
მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღებას გავლენა ექნება იმ მეწარმე ფიზიკურ პირებზე (ინდ. მეწარმეები),
რომლებიც დაინტერესებულები არიან არამერქნული რესურსის მოპოვებით. ამ შემთხვევაში
მათ ნებართვის გაცემის სანაცვლოდ მოუწევთ 200 ლარის გადახდა, ხოლო შემოსავალი
დამოკიდებული იქნება მოპოვებული არამერქნული რესურსის სახეობაზე და რაოდენობაზე,
ასევე ამ რესურსის საბაზრო ღირებულებაზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებლს ან სხვა სახის გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
წევრობასთან
არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.