„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-05-11
ბიუროს ნომერი 136
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
საქართველოს
კანონის
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge), 16/12/2025, სარეგისტრაციო კოდი: 430020000.05.001.102907) მე-2
მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
ჩარიცხული პირების სწავლის დაფინანსება სახელმწიფოს მიერ გაგრძელდეს 2030-2031
სასწავლო წლის ჩათვლით, ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი „უმაღლესი განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირობებით. ამ პირების ამ მუხლის
შესაბამისად დაფინანსების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს მთავრობა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული
ცვლილებების (№1198-IVმს-XIმპ) შედეგად, რომელიც ამოქმედდა 2025 წლის 17
დეკემბრიდან, საგრანტო დაფინანსების სისტემა ჩანაცვლდა საქართველოს მთავრობის
მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის სრულად
სახელმწიფო დაფინანსების მოდელით. ამავე კანონის მე-2 მუხლით განისაზღვრა, რომ
აღნიშნული ცვლილებების ამოქმედებამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
ჩარიცხული იმ პირების სწავლის დაფინანსება, რომლებმაც ის მოიპოვეს/რომლებიც მას
მოიპოვებენ 2026 წლამდე, სახელმწიფოს მიერ გაგრძელდეს 2030-2031 სასწავლო წლის
ჩათვლით, იმავე ოდენობითა და პირობებით, რომლითაც/რომლებითაც ეს დაფინანსება
აღნიშნულ პირებს მოპოვებული ჰქონდათ ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი „უმაღლესი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმების საფუძველზე.
გასათვალისწინებელია, რომ კანონის ზემოხსენებული ჩანაწერი ითვალისწინებს მხოლოდ
იმ დაფინანსების შენარჩუნებას, რომელიც სტუდენტს უკვე მოპოვებული ჰქონდა. ეს
გამორიცხავს იმ პირთა ინტერესებს, რომლებიც შესაბამისი კანონის ამოქმედებამდე
ჩაირიცხნენ უნივერსიტეტში (მაგალითად, ნაწილობრივი გრანტით ან გრანტის გარეშე) და
ჰქონდათ ლეგიტიმური მოლოდინი, რომ სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მეშვეობით,
შეძლებდნენ დაფინანსების მოპოვებას ან გაზრდას.
ასევე, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის
სამინისტრო,
ყოველწლიურად
ახორციელებდა
სტუდენტთა
სახელმწიფო სასწავლო და სამაგისტრო გრანტებით დაფინანსების სოციალურ
პროგრამებს, რომელიც პირველკურსელ სტუდენტებთან ერთად, ითვალისწინებდა წინა
წლების ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე
ჩარიცხული სოციალურად მოწყვლადი სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო/სასწავლო
სამაგისტრო გრანტებით დაფინანსებას. შესაბამისად, „უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს
კანონში
განხორციელებული
ცვლილებების
(№1198-IVმს-XIმპ)
ამოქმედებამდე, კანონით განსაზღვრული იყო სოციალური პროგრამების ფარგლებში
სახელმწიფო სასწავლო და სასწავლო სამაგისტრო გრანტებით დაფინანსების საკითხი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალურად მოწყვლადი სტუდენტების ინტერესების
გათვალისწინებისა და უმაღლესი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის
ზედმიწევნით დაცვის მიზნით, მიზანშეწონილია, სოციალური პროგრამების ფარგლებში,
სტუდენტებს, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლას
აგრძელებენ შესაბამისი წლის ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების
შედეგების საფუძველზე, ჰქონდეთ სახელმწიფო სასწავლო/სასწავლო სამაგისტრო
გრანტის მიღების შესაძლებლობა.
აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
სამინისტრო, ყოველწლიურად ახორციელებდა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სახელმწიფო
სასწავლო/სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსებას, რომელიც პირველკურსელ
სტუდენტებთან ერთად, ითვალისწინებდა წინა წლის ერთიანი ეროვნული/საერთო
სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქე
სტუდენტების
სახელმწიფო
სასწავლო/სასწავლო
სამაგისტრო
გრანტებით
დაფინანსებასაც. შესაბამისად, მიზანშეწონილია ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქე იმ
სტუდენტებსაც, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლას
აგრძელებენ 2025 წლის ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების
საფუძველზე, ჰქონდეთ სახელმწიფო სასწავლო/სასწავლო სამაგისტრო გრანტების
მიღების შესაძლებლობა.
წარმოდგენილი
ცვლილება
უზრუნველყოფს
იმ
სტუდენტთა
ინტერესების
გათვალისწინებას, რომლებმაც სწავლა დაიწყეს კანონის ამოქმედებამდე არსებული
რეგულაციების პირობებში და ჰქონდათ მოლოდინი რომ მომდევნო წლებში შეძლებდნენ
დაფინანსების გაუმჯობესებას და ამასთან, უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების
თანაბარ ხელმისაწვდომობას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის
მიღების
აუცილებლობა
განპირობებულია
იმ
გარემოებით,
რომ
სტუდენტთა დაფინანსების ძირითადი პრინციპები, მათი მოპოვების საფუძვლები და
გარდამავალი პერიოდის პირობები განსაზღვრულია საკანონმდებლო აქტით. შესაბამისად,
ამ პირობების დაზუსტება მხოლოდ კანონში ცვლილების შეტანის გზით არის შესაძლებელი.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღება უზრუნველყოფს 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხული
სტუდენტების დაფინანსების მოპოვების ან გაუმჯობესების შესაძლებლობის შენარჩუნებას
გარდამავალ პერიოდში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის
ძირითადი
არსი
მდგომარეობს
„უმაღლესი
განათლების
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის გარდამავალი
დებულების დაზუსტებაში, რათა 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ სტუდენტებს
გარდამავალ პერიოდში (2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით) შეუნარჩუნდეთ არა მხოლოდ
უკვე მოპოვებული დაფინანსება, არამედ მიეცეთ მისი მოპოვებისა და გაუმჯობესების
შესაძლებლობაც. წარმოდგენილი ცვლილება
საგრანტო
კონკურსებში
სტუდენტების
სრულად უზრუნველყოფს სახელმწიფო
მონაწილეობას,
სოციალური
პროგრამებით
სარგებლობას, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ დადგენილი წესით დაფინანსების
მიღების შესაძლებლობას.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში);
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი
პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთან,
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
აუცილებელია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, რადგან დროულად
მოხდეს სტუდენტთა დაფინანსების პროცესის სამართლებრივი მოწესრიგება მომავალი
სასწავლო
წლისთვის.
ამასთან,
სტუდენტები
სახელმწიფო
დაფინანსების
მოსაპოვებლად/გასაუმჯობესებლად უნდა დარეგისტრირდნენ შესაბამის ელექტრონულ
პორტალზე და ამისათვის უნდა განისაზღვროს რეგისტრაციის ვადები.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
ხარჯები გაიწევა
შესაბამისი
წლიური
სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
აღნიშნული ცვლილება, გავლენას იქონიებს სახელმწიფო უნივერსიტეტების საშემოსავლო
ნაწილზე, იმის გათვალისწინებით, რომ დაფინანსების
შესაძლებელი იქნება მათი სტუდენტების მიერ.
მოპოვება/გაუმჯობესება
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტროს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, იმის გათვალისწინებით,
რომ
აღნიშნული
კანონპროექტი
საშუალებას
მისცემს
სტუდენტებს
მოიპოვონ/გაიუმჯობესონ გრანტები, რაც ამ ცვლილების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა
და შესაბამისად, ეს ხარჯი არ გაიწეოდა.
თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილება, რომელიც რიგ სტუდენტებს უზღუდავდა გრანტის მოპოვება/გაუმჯობესებას
განხორციელდა მას შემდეგ, რაც მიღებული იქნა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, სადაც
განათლების,
მეცნიერებისა
და
ახალგაზრდობის
სამინისტროს
ბიუჯეტში
გათვალისწინებული იყო ზემოაღნიშნული გრანტის მოპოვება/გაუმჯობესების ხარჯი,
აღნიშნული ცვლილება არ გამოიწვევს დამატებითი ასიგნებების გამოყოფის
აუცილებლობას 2026 წელს და ასევე, აღნიშნული ხარჯი შემდგომ წლებში
გათვალისწინებული იქნება შესაბამისი წლის „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“
საქართველოს კანონში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს დადებით ფინანსურ შედეგებს იმ ფიზიკურ პირებზე
(2026 წლამდე ჩარიცხული სტუდენტები, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
მათ შორის საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული
მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა შვილები, ამ ბრძოლების შედეგად
მკვეთრად/მნიშვნელოვნად
გამოხატული
შშმ
ვეტერანები
ან
მათი
შვილები;
საერთაშორისო მისიებში გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების შვილები ან ამ
მისიების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ ვეტერანები ან მათი
შვილები; სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი სამხედრო
მოსამსახურეს შვილები; ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები; აუტიზმის
სპექტრის მქონე სტუდენტები; ბოშა სტუდენტები; მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ ზომიერად
გამოხატული შშმ სტუდენტები; ობოლი (უდედმამო) სტუდენტები; სოციალურად
დაუცველი სტუდენტები, ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 ან ნაკლები), რომლებიც
მოიპოვებენ/გაიუმჯობესებენ
დაფინანსებას.
სტუდენტები
ისარგებლებენ
გრანტით
საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის ვადით, არაუმეტეს 2030-2031 სასწავლო
წლის ჩათვლით.
აღნიშნული ცვლილება, ასევე გავლენას იქონიებს კერძო უნივერსიტეტების ბიუჯეტზე,
იმის გათვალისწინებით, რომ დაფინანსების მოპოვება/გაუმჯობესება შესაძლებელი იქნება
მათი სტუდენტების მიერ.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს
გადასახდელის დადგენას.
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.