„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“
- „ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- - საქართველოს კანონის პროექტი „ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ (310/2-XIმპ, 07.05.2026) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-05-18
ბიუროს ნომერი 140
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ
მუხლი
1. „საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსის“
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ.421) 239-ე მუხლის 44
ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
4
1
„4 . ამ კოდექსის 48-ე მუხლით, 49-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 51-ე მუხლით, 51 მუხლის
2
4
1
2
1
პირველი ნაწილით, 51 და 51 –52-ე მუხლებით, 53 მუხლის პირველი ნაწილით, 53 , 54-ე, 54
1
და 55 მუხლებით, 554 მუხლის პირველი ნაწილით, 58-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 58-ე
1
3
3
1
1
მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებისა), 58 , 58 , მე-60, 60 , 61-ე, 63-ე და 63 მუხლებით, 64 მუხლის
1
პირველი ნაწილით, 65-ე, 66-ე, 66 და 67-ე მუხლებით, 68-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით,
1
5
721 მუხლის პირველი ნაწილით, 73-ე, 74-ე, 76-ე და 85 -85 მუხლებით, 86-ე მუხლის
3
პირველი-მე-9 და მე-13-21-ე ნაწილებით, 89-ე მუხლის პირველი ნაწილით, 89 მუხლის
2
პირველი და მე-3 ნაწილებითა და 104-ე და 128
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
ოქმებს
მუხლებით გათვალისწინებულ
თუშეთის
დაცული
ლანდშაფტის
ტერიტორიაზე ადგენს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია, თრუსოს დაცული ლანდშაფტის
ტერიტორიაზე − ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია, არაგვის დაცული ლანდშაფტის
ტერიტორიაზე − დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის
ტერიტორიაზე − ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია, ტანისა და თეძმის დაცული
ლანდშაფტის ტერიტორიაზე - გორის მუნიციპალიტეტის მერია, ამბროლაურის დაცული
ლანდშაფტის ტერიტორიაზე - ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია, ცივ-გომბორის
დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ან ამ ოქმებს
ადგენენ მათ მიერ უფლებამოსილი პირები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი წარმოადგენს საკანონმდებლო პაკეტის შემადგენელ
ნაწილს და მისი მომზადების მიზეზს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მიღებული უნდა იქნას
საქართველოს კანონი „ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის
შესახებ“ და იქმნება ახალი დაცული ტერიტორია ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტი,
რომლის მართვას განახორციელებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია. შესაბამისად,
აღნიშნულ მუნიციპალიტეტს, სხვა მუნიციპალიტეტების (ახმეტის მუნიციპალიტეტი,
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, დუშეთის მუნიციპალიტეტი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი,
გორის მუნიციპალიტეტი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, რომლებიც მართავენ შესაბამის
დაცულ ლანდშაფტებს) მსგავსად, უნდა მიენიჭოს უფლება, მის მართვაში არსებულ დაცულ
ტერიტორაზე - ცივ-გომბორის დაცულ ლანდშაფტში განახორციელოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევებზე რეაგირება (შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
ოქმები).
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენაზე უფლებამოსილ სუბიექტებს
განსაზღვრავს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“. აქედან
გამომდინარე, იმისთვის, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიენიჭოს აღნიშნული
უფლებამოსილება,
საჭიროა
შესაბამისი
ცვლილება
შევიდეს
„საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიენიჭება უფლება,
ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე განახორციელოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევებთან
დაკავშირებულ
ქმედებებზე
რეაგირება
(შეადგინოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები).
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კოდექსის 239-ე მუხლის 44 ნაწილში შედის ცვლილება და იგი ყალიბდება ახალი რედაქციით.
აღნიშნული ცვლილებით, ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე გურჯაანის
მუნიციპალიტეტის მერიას ან მის მიერ უფლებამოსილ პირს - ენიჭება სამართალდარღვევათა
ოქმის შედგენის უფლებამოსილება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია საკანონმდებლო პაკეტის ძირითადი
კანონპროექტის („ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“
საქართველოს კანონი) ძალაში შესვლის თარიღის მიხედვით - 2027 წლის 1 იანვრიდან.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედებისწელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება დამატებით ხარჯებთან დაკავშირებული არ არის.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის
ბიუჯეტის
მიღების
შედეგად
შემოსულობები,
გარკვეულწილად
რადგან
გაიზრდება
კანონპროექტის
მუნიციპალიტეტის
მიხედვით,
გურჯაანის
მუნიციპალიტეტის მერია განახორციელებს ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტების
ტერიტორიებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსით განსაზღვრულ
სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას.
შესაბამისად, სასამართლოს მიერ ჯარიმის სახით დაკისრებული და შემდგომ ამოღებული
თანხები მიმართული იქნება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. აღნიშნული შემოსულობის
ოდენობა დამოკიდებული იქნება ჩადენილი სამართალდარღვევების რაოდენობაზე და
დაკისრებული ჯარიმების რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
სამართალდარღვევების ოქმებს გურჯაანის მუნიციპალიტეტი შეადგენს დელეგირებული
უფლებამოსილების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდბეულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი ფინანსურ გავლენას მოახდენს იმ პირებზე, რომლებიც ცივ-გომბორის
დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ჩაიდენენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს,
კანონპროექტით
გათვალისწინებული
შესაბამისი
მუხლების
მიხედვით.
მათ
სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაეკისრებათ კოდექსით გათვალისწინებული
შესაბამისი
ჯარიმა.
გავლენის
ზომა
დამოკიდებული
იქნება
გამოვლენილ
სამართალდარღვევათა და ჯარიმის ოდენობებზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროეტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.