„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- - საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (312/2-XIმპ; 13.05.2026) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-05-18
ბიუროს ნომერი 140
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 22.11.2023, სარეგისტრაციო კოდი: 020000000.05.001.021096) პირველი
მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 208. რაიონული (საქალაქო)
სამართალდარღვევათა საქმეები
სასამართლოს
განსჯადი
ადმინისტრაციულ
რაიონული
(საქალაქო)
სასამართლო
განიხილავს
იმ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 43-ე მუხლის
მე-2 ნაწილით, 431 −443 , 445 , 447 −4411 , 45-ე−46-ე, 462 −464 , 467 −4611 , 48-ე, 49-ე, 501 , 51-ე– 551, 553 ,
554 , 56-ე, 57-ე−573, 575-583, 593 −მე-60, 603 −611 , 63-ე−65-ე, 66-ე-662 მუხლით (გარდა ამ კოდექსის
662 მუხლის მე-2 ნაწილისა), 664−69-ე, 694 , 71-ე, 711 , 721−77-ე (გარდა ამ კოდექსის
77-ე
2
3
4
მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებისა), 78-ე, 79 და 79 მუხლებით, 79 მუხლით (გარდა ამ
კოდექსის 794 მუხლის პირველი − მე-5 ნაწილებისა), 795 −მე-80, 822 (გარდა ამ კოდექსის 822
მუხლის პირველი - მე-4 ნაწილებისა), 824 – 825 მუხლებით, 84-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის
84-ე მუხლის მე-4 - მე-5 ნაწილებისა), 842-855, 86-ე, 88 −893 , 912 , 913 , 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001 , 1002 ,
1031, 104-ე და 1051 მუხლებით, 1152 მუხლის მე-3−მე-7 ნაწილებით, 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 1164 მუხლის მე-2 ნაწილით, 1165 მუხლის მე-2 ნაწილით, 116
6 მუხლის მე-2 ნაწილით, 1167 მუხლის მე-2 ნაწილით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281 და 128
2 მუხლებით, 1283 (გარდა ამ კოდექსის 1283 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებისა),1284, 143-ე,
144-ე, 14410 , 145-ე და 150-ე მუხლებით, 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 153-ე და
1531 მუხლებით, 1533 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 1535 მუხლით, 1536 მუხლის მე-2 და მე5 ნაწილებით, 154-ე−1542 , 1551 და 1552 მუხლებით, 1553 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 155
6 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 1557 −156-ე და 1571 −1581 მუხლებით, 1585 მუხლის მე-3 და მე4 ნაწილებით, 1594 −15910 , 163-ე, 164-ე, 1644 , 1651 −1653 , 166-ე და 1661 მუხლებით, 1662 მუხლის
მე-2 ნაწილით, 1701 მუხლით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1712 −1714 მუხლებით, 1715 მუხლის
პირველი, მე-2, მე-4−მე-6, მე-8 და მე-9−მე-18 ნაწილებით, 172-ე, 1724 −1726 , 173-ე, 1734 −1737 , 173
9 და 17314 −17316 მუხლებით, 1741 მუხლის მე-4, მე-6 და მე-8−მე-10 ნაწილებით, 17415 მუხლის მე4 ნაწილით, 1751 და 1752 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით,
1778 , 1779 , 17711 და 17712 მუხლებით, 17713 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 4
1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 1791 −1793 , 183-ე, 187-ე, 1871 , 189-ე, 192-ე,
195-ე, 1963 , 1966 და 1971 მუხლებით, 1973 მუხლის მე-2 ნაწილითა და 1991 მუხლით, აგრეთვე
საქმეებს ამ კოდექსის 2081 მუხლის შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ რაიონულ
(საქალაქო) სასამართლოში წარდგენის შემთხვევაში.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
ეს
პროექტი
წარმოადგენს
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ
კანონპროექტს. ძირითადი პროექტი ითვალისწინებს 208-ე მუხლში ცვლილების შეტანას,
რომელიც ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. 208-ე მუხლში 2023 წლის 1 ნოემბერს 3622XIIIმს-Xმპ საქართველოს კანონით შეტანილია ცვლილება რომელიც ძალაში შედის 2026 წლის
1 სექტემბრიდან.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
იმისთვის რომ არ მოხდეს უკვე მიღებული კანონის მიერ ამ ძირითადი კანონპროექტით
გათვალისწინებული ცვლილების გადაფარვა საჭიროა „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2023 წლის 1 ნოემბერს 3622XIIIმს-Xმპ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილების შეტანა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად შესაბამისობაში მოვა კოდექსის 208-ე მუხლის სხვადასხვა
პერიოდში ასამოქმედებელი რედაქციები ერთმანეთთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ცვლილება შედის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში და ყალიბდება ახალი
რედაქციით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი
ამოქმედდება
დაკავშირებულია
„საქართველოს
გამოქვეყნებისთანავე,
ადმინისტრაციულ
ვინაიდან
მისი
ამოქმედება
სამართალდარღვევათა
კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან (ის გახდება 2023 წლის 1
ნოემბერს 3622-XIIIმს-Xმპ საქართველოს კანონის ნაწილი რომელიც ძალაში შედის 2026 წლის
1 სექტემბრიდან). კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის კოდექსის 208-ე მუხლში ( რაიონული (საქალაქო)
სასამართლოს
განსჯადი
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
საქმეები)
და
სასამართლოს განხილვადი მუხლების ჩამონათვალი მცირდება. სასამართლოზე ამას
ფინანსური გავლენა არ ექნება ვინაიდან სასამართლოები განიხილავენ სხვა მიმდინარე
საქმეებს, არსებული პროცედურების შესაბამისად.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას, აგრეთვე სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ
მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
ფინანსურ
შედეგებს
საქმიანობის
განმახორციელებელთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.