„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
13.05.2026
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#312/2-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-05-18
ბიუროს ნომერი 140

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 38-ე მუხლის 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. სამართალდამრღვევს ამ კოდექსის 52 მუხლით, 571 მუხლით, 573 მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 574, 63-ე, 66-ე, 662–665 და 792–793 მუხლებით, 794 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 795 და 797−799 მუხლებით, 86-ე მუხლის მე-12 ნაწილით, იმავე მუხლის შენიშვნის მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს შესაბამისი სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა.“ ადმინისტრაციული მე-5 და მე-6 ნაწილებით, 862, 863 და 1595–1599 2. 791 მუხლი ამოღებულ იქნეს. 3. 793 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 ნაწილები: „3. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მფლობელის მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად მიმართვის ვალდებულების შეუსრულებლობა, – გამოიწვევს გაფრთხილებას. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.“ 4. 797 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 797. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული საქმიანობის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ან სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე განხორციელება 1. გარემოზე ზემოქმედების შეფასების სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე დაწყებული საქმიანობა, რომელიც გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის ამოქმედებიდან 3 წლის შემდეგ ხორციელდება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე – გამოიწვევს გაფრთხილებას. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 3. სკრინინგის პროცედურისადმი დაქვემდებარებული გადაწყვეტილების გარეშე განხორციელება – გამოიწვევს დაჯარიმებას – 7000 ლარიდან 10 000 ლარამდე. საქმიანობის სკრინინგის 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სკრინინგის პროცედურისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე განხორციელება, ჩადენილი განმეორებით – გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. 5. გარემოზე ზემოქმედების გარემოსდაცვითი შეფასების შეფასებისადმი დაქვემდებარებული კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გარეშე განხორციელება გამოიწვევს – საქმიანობის გარემოსდაცვითი დაჯარიმებას 25 000 ლარიდან 30 000 ლარამდე. 5. 799 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 799. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული ექსპლუატაციის პირობის ცვლილება ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების გარეშე 1. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული ექსპლუატაციის პირობის ცვლილება ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარიდან - 30 000 ლარამდე. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით“. 6. დაემატოს შემდეგი შინაარსის 829 მუხლი: „მუხლი 829. საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ“ მოთხოვნების დარღვევა 1. საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ“ მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით; 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით“. 7. 854 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 854. ცხოველთა სამყაროს ობიექტის უკანონოდ დატყვევება, უკანონოდ მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტით, მისი დერივატით ან მისგან გამომუშავებული პროდუქციით ვაჭრობა ცხოველთა სამყაროს ობიექტის უკანონოდ დატყვევება, უკანონოდ მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტით, მისი დერივატით ან მისგან გამომუშავებული პროდუქციით ვაჭრობა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, უკანონოდ მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის, კონფისკაციით. მისი დერივატის ან მისგან გამომუშავებული პროდუქციის შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ცხოველთა სამყაროს ცოცხალი ობიექტი დაუყოვნებლივ გაუშვას შესაბამის ბუნებრივ გარემოში.“ 8. 862 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი: „5. აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის პირობების შესრულების შესახებ ანგარიშის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში წარუდგენლობა - გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“ 9. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 431−443, 445, 447−4411, 45-ე−46-ე, 462−464, 467−4611, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე -551, 553, 554, 56-ე, 57-ე−573, 575-583, 593−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე-662 მუხლის (გარდა ამ კოდექსის 662 მუხლის მე-2 ნაწილისა), 664−69-ე, 694, 71-ე, 711, 721−77-ე (გარდა ამ კოდექსის 77-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილისა), 78-ე, 792 და 793 მუხლებით, 794 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 794 მუხლის პირველი−მე-5 ნაწილებისა), 795−მე-80, 822 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 822 მუხლის პირველი−მე-4 ნაწილებისა), 824 და 825 მუხლებით, 84-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 84-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებისა), 842- 855, 86-ე, 88-ე-893, 912, 913, 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001, 1002, 103 1, 104-ე და 1051 მუხლებით, 1152 მუხლის მე-3−მე-7 ნაწილებით, 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 1164 მუხლის მე-2 ნაწილით, 1165 მუხლის მე-2 ნაწილით, 1166 მუხლის მე-2 ნაწილით, 1167 მუხლის მე-2 ნაწილით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281 და 1282 მუხლებით, 1283 (გარდა ამ კოდექსის 1283 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებისა) 1284, 143-ე, 144-ე, 14410, 145-ე და 150-ე მუხლებით, 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 153-ე და 1531 მუხლებით, 1533 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 1535 მუხლით, 1536 მუხლის მე-2 და მე5 ნაწილებით, 15313−1542, 1551 და 1552 მუხლებით, 1553 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 1556 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 1557−156-ე და 1571−1581 მუხლებით, 1585 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1594−15910, 163-ე, 164-ე, 1644, 1651−1653, 166-ე და 1661 მუხლებით, 1662 მუხლის მე2 ნაწილით, 1701 მუხლით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1712−1714 მუხლებით, 1715 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6, მე-8 და მე-9−მე-18 ნაწილებით, 172-ე, 1724−1726, 173-ე, 1734−1737, 173 9 და 17314−17316 მუხლებით, 1741 მუხლის მე-4, მე-6 და მე-8−მე-10 ნაწილებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 1751 და 1752 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 1778, 1779, 17711 და 17712 მუხლებით, 17713 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 1791−1793, 183-ე, 187-ე, 1871, 189ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1966 და 1971 მუხლებით, 1973 მუხლის მე-2 ნაწილითა და 1991 მუხლით, აგრეთვე საქმეებს ამ კოდექსის 2081 მუხლის შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში წარდგენის შემთხვევაში.“ 10. 222-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე, 512, 514−532, 54-ე, 541, 551, 55 4 , 56-ე და 57-ე−575 მუხლებით, 58-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 58-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებისა), 581, 583, 59-ე, 593, მე-60, 603, 611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694–696, 71-ე, 711, 721−77-ე, 78-ე და 792 და 793 მუხლებით, 794 მუხლის პირველი, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 795 მუხლით, 79 მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 797−799 და 821– 824 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების 6 ნაწილში), 826 მუხლით (პლასტმასის ნაკეთობების (საგნების) წარმოებისა და სარეალიზაციო ობიექტების (გარდა სურსათის ბიზნესოპერატორისა) ნაწილში), 84-ე−855 მუხლებით, 86-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 86-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილებისა), 862, 871–873 და 89-ე–89 მუხლებით, 913 მუხლის მე-3 ნაწილით, 1031, 104-ე, 1192 და 1282−1286 მუხლებით, 151-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) და 1816 მუხლით 3 გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება. 2. ამ კოდექსის 48-ე, 512, 514, 532, 56-ე, 572, 573 მუხლის პირველით ნაწილით (მხოლოდ სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის; სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და გათვალისწინებულ ვადაში წარუდგენლობის; მომდევნო წლის შესწავლის სამუშაოების დეტალური გეგმა-გრაფიკისა და ბიუჯეტის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის, გასულ წელს შესრულებული სამუშაოებისა და ბიუჯეტის ანგარიშის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის ნაწილში), 574, 583, 59-ე, 611, 64-ე და 641 მუხლებით, 66-ე მუხლის პირველი ნაწილით, 661, 662 მუხლის პირველი ნაწილით, 663, 665, 69-ე და 696 მუხლებით, 76-ე მუხლის პირველი ნაწილით (მხოლოდ სახელმწიფო ტყეში ცეცხლის დანთების მოთხოვნათა დარღვევის ნაწილში), 77-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 821, 822 მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით, 823 მუხლებით, 84-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 841 და 854 მუხლებით, 86-ე მუხლის პირველი–მე-9 და მე-13−21-ე ნაწილებით, 862, 871–873, 893, 104-ე, 1192, 1282 მუხლით, 1283 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 1284 მუხლებითა, 1285 და 1286 და 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 1816 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს ან თუ სამართალდამრღვევი სადავოდ არ ხდის თავის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს და ამას ხელმოწერით ადასტურებს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი თანამშრომელი უფლებამოსილია ადგილზე განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევს ადგილზევე დაადოს აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის გათვალისწინებული როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელი.“ 11. 223-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირები განიხილავენ ამ კოდექსის 826 მუხლით (პლასტმასისაგან დამზადებული ნაკეთობების (საგნები) სურსათის ბიზნესოპერატორების მიერ რეალიზაციის ნაწილში), 82 , 103 , 103 და 179 −1799 მუხლებით გათვალისწინებულ 9 3 4 6 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს. 12. 239-ე მუხლის მე-4 ნაწილ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე–512, 514−532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე და 57-ე−575 მუხლებით, 58-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 58-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებისა), 581−59-ე, 593, მე-60, 603, 611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694–696, 71-ე, 711, 721−77-ე, 78-ე და 792–793 მუხლებით, 794 მუხლის პირველი, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 795 მუხლით, 796 მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 797−799 და 821–824 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ნაწილში), 826, 829, 84-ე−86-ე, 862, 871–873 და 89ე–893 მუხლებით, 913 მუხლის მე-3 ნაწილით, 1031, 104-ე, 1192 და 1282–1286 მუხლებით, 151-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) და 1816 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილი თანამშრომლები.“ 13. 272-ე მუხლის პირველი ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი: „დ1) ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, მიღებული ამ კოდექსის 222-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე - სასამართლოში;“ 14. 276-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ამ კოდექსის გათვალისწინებული 17716 ან 17717 მუხლით ადმინისტრაციული ან 222-ე მუხლის სამართალდარღვევის პირველი საქმეებზე ნაწილით მიღებული დადგენილების გასაჩივრების შემთხვევაში ზემდგომი ორგანო (თანამდებობის პირი) საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს. ამ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია დაადგინოს საქმის ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს შეუწყობს საქმის გარემოებების გამორკვევას. მხარეთა გამოუცხადებლობა არ გამოიწვევს საქმის განხილვის გადადებას.“ 15. 2908 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2908. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სამართალდამრღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და მისი აღსრულება, აგრეთვე აღნიშნული დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შედგენილი საჯარიმო ქვითრის, გამოტანილი დადგენილების/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების გამოტანისთვის აუცილებელი წერილობითი ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის ჩაბარება 1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ამ კოდექსის 222-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს მის მიმართ შედგენილ საჯარიმო ქვითარს, გამოტანილ შესაბამის დადგენილებას/საჩივართან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას უგზავნის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ პირს აღნიშნული დოკუმენტი პირადად გადაეცა. 2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) გაგზავნილი საჯარიმო ქვითარი, დადგენილება/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ვერ ჩაჰბარდა, გზავნილის მიმტანი გზავნილზე სათანადო აღნიშვნას აკეთებს და საჯარიმო ქვითარს, დადგენილებას/საჩივართან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აბრუნებს. საჯარიმო ქვითარი, დადგენილება/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება დაბრუნებიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა განმეორებით ეგზავნება აღნიშნულ პირს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე). 3. საჯარიმო ქვითარი, დადგენილება/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ აღნიშნული პირის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) გზავნილის ჩაბარებისას მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი ორჯერ განაცხადებს უარს მის მიღებაზე. ამ ნაწილის მიზნისთვის პირის ოჯახის წევრში იგულისხმება მისი მეუღლე, შვილი, შვილიშვილი, მშობელი, და, ძმა, პაპა, ბებია, ამ პირთან მცხოვრები სხვა სრულწლოვანი პირი. 4. ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად განმეორებით გაგზავნილი საჯარიმო ქვითრის, დადგენილების/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ჩაუბარებლობის შემთხვევაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო დეპარტამენტი საქვეუწყებო დაწესებულება უზრუნველყოფს − გარემოსდაცვითი აღნიშნული ზედამხედველობის საჯარიმო ქვითრის, დადგენილების/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების საჯაროდ, თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებას. საჯარიმო ქვითარი, დადგენილება/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. აღნიშნული საჯარიმო ქვითრის, დადგენილების/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების საჯაროდ გამოქვეყნების წესს ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. 5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა პირმა ჯარიმა მისთვის დაჯარიმების შესახებ დადგენილების/საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. თუ ეს პირი მისთვის დაჯარიმების შესახებ დადგენილების/საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 10 დღეში გადაიხდის აღნიშნული დადგენილებით/საჯარიმო ქვითრით გათვალისწინებულ ჯარიმას, მას ამ ჯარიმის ოდენობა 20 პროცენტით შეუმცირდება. ჯარიმის ამ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში პირი კარგავს აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლებას. 6. ამ კოდექსის 1192 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის კანონით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი დაარიცხავს საურავს კანონით განსაზღვრული ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება. 7. ამ კოდექსის 222-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ამ კოდექსის 278-ე მუხლის საფუძველზე გამოტანილი გადაწყვეტილება/მისი გამოტანისთვის აუცილებელი წერილობითი ინფორმაცია შესაბამის პირს ჰბარდება ამ მუხლით დადგენილი წესით (მათ შორის, ამ გადაწყვეტილების/ინფორმაციის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში მისი შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნებით). 8. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უფლებამოსილია ამ კოდექსის 222-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს მის მიმართ შედგენილი საჯარიმო ქვითრის ან გამოტანილი დადგენილების/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია საჯარიმო ქვითრის, დადგენილების/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) გაგზავნამდე გაუგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით, თუ აღნიშნულ დეპარტამენტს აქვს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია. 9. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ამ კოდექსის 1192 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო უფლებამოსილია უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მონაცემთა ბაზაში არსებული, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/მოსარგებლის ვინაობის შესახებ ინფორმაციის (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი), აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაციის (მარკა, მოდელი, საწვავის ტიპი, გამოშვების წელი, რეგისტრაციის ნომერი, საქართველოში პირველადი რეგისტრაციის პერიოდი) აღნიშნული დეპარტამენტისთვის ხელმისაწვდომობა. დაუშვებელია, ეს ინფორმაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ − გარემოსდაცვითი დეპარტამენტმა სხვას გადასცეს ან სხვა ფორმით გაუზიაროს. ზედამხედველობის 10. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ამ კოდექსის 222-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების ფარგლებში უფლებამოსილია სამართალდამრღვევის იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზიდან გამოითხოვოს სამართალდამრღვევის პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, რეგისტრაციის მისამართი). დაუშვებელია, ეს ინფორმაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სხვას გადასცეს ან სხვა ფორმით გაუზიაროს. 11. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ამ კოდექსის 222-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს მის მიმართ გამოტანილ შესაბამის საჯარიმო ქვითარს ან დადგენილებას/საჩივართან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აბარებს პირადად, საქართველოში რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) ან თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებით, ამ მუხლის სათანადო ნორმებით დადგენილი წესით. 12. ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ამ მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული პირი ვალდებულია აღნიშნული ჯარიმა ან საურავი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას გადაიხადოს. 13. ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ამ კოდექსის 222-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს შეიძლება საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულების ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიზანია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მუშაობის პრაქტიკაში წარმოქმნილი პრობლემების დარეგულირების მიზნით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოთხოვნების სრულყოფილი და ეფექტური აღსრულების უზრუნველსაყოფად, კოდექსის შესაბამისი მუხლების დისპოზიციების დაზუსტება, მუხლების ტექნიკური/ტერმინოლოგიური დახვეწა და მასში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა, რაც დეპარტამენტს დაეხმარება მისი ფუნქციების ეფექტიან განხორციელებაში. ამასთან, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საჭიროებს არსებითად გადახედვას პასუხისმგებლობის გამკაცრების კუთხით, ვინაიდან ზოგიერთ შემთხვევაში კოდექსით განსაზღვრული პასუხისმგებლობა ვერ ქმნის შემაკავებელ ეფექტს კანონდამრღვევთათვის, რომ არაფერი ითქვას ადმინისტრაციული სახდელის ზოგადი და კერძო პრევენციული დანიშნულების პრინციპის ხელყოფაზე. სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის მოხმარება წარმოადგენს მნიშვნელოვან რისკს როგორც გარემოსთვის, ისე ადამიანის ჯანმრთელობისთვის; მისი გამოყენების შემცირება და შესაბამისი ალტერნატივების გამოყენების დანერგვა, აუცილებელია მდგრადი განვითარების მიზნებისა და გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ“ მოთხოვნების დარღვევისთვის დგინდება შესაბამისი სანქცია. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ზემოაღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად და საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისთვის საჭიროა შესაბამისი ცვლილების შეტანა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად ნაკლოვანებების გამოსწორება, მოხდება კოდექსში არსებული ხარვეზებისა და პრევენციის/შემცირების მიმართულებით კოდექსის სრულყოფა, რაც მდგომარეობს კანონმდებლობის გამკაცრებაში. ასევე, დადგინდება საჯარიმო სანქცია რაც ხელს შეუწყობს მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციების აღსრულებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: 38-ე მუხლის 21 ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 52-ე და 862-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას, გარემოებების სრულად გამორკვევისა და მტკიცებულებების სრულად შეკრების მიზნით ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადა მნიშვნელოვანია განისაზღვროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა. ამასთან, ხდება 791 მუხლის ამოღება, ვინაიდან ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა გამომდინარეობდა „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან, კერძოდ აღნიშნული კანონით დადგენილი იყო გარემოზე ზემოქმედების ნებართვის ქონის აუცილებლობა. ზემოხსენებული კანონი ძალადაკარგულად გამოცხადდა 2018 წლის პირველი იანვრიდან, მას შემდეგ რაც მიღებული იქნა საქართველოს კანონი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“, რომელმაც გარემოზე ზემოქმედების ნებართვა შეცვალა „გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით“. შესაბამისად, ამ მუხლმა ფუნქცია დაკარგა, რაც ამოქმედდა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“. 793 მუხლს ემატება მე-3 და მე-4 ნაწილები გამომდინარე იქიდან, რომ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 47-ე მუხლის მე-15 ნაწილის შესაბამისად „საქმიანობის განმახორციელებლის მიერ მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისი გეგმა-გრაფიკით დადგენილ ვადებში სრულად შესრულების შემთხვევაში იგი ვალდებულია მიმართოს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად. სააგენტო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს „ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის შედგენისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესების დამტკიცების თაობაზე“ მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით“. თუმცა აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არ არის განსაზღვრული შესაბამისი მუხლი და სანქცია, აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი ცვლილებებით 793 მუხლს ემატება მე-3 და მე-4 ნაწილები და წესდება შესაბამისი სანქციები საქმიანობის განმახორციელებლის მიერ მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისი გეგმა-გრაფიკით დადგენილ ვადებში სრულად შესრულების შემდგომ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად მიმართვის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის. 2025 წლის 26 ივნისს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილების თანახმად 798 მუხლის პირველი ნაწილი ყალიბდება შემდეგნაირად: „1. საქმიანობის განმახორციელებლის მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარიდან 15 000 ლარამდე.“. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ცვლილება ამოქმედდება 2026 წლის 1 სექტემბრიდან თუმცა გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე განხორციელება ან სკრინინგის პროცედურისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე განხორციელება - ითვალისწინებს ჯარიმას 7 000-დან 10 000 ლარამდე. წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით ჯარიმის ოდენობა გაუთანაბრდება სამრეწველო ემისიების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სანქციას და ასევე გაიმიჯნება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების და სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე საქმიანობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები, კერძოდ 797-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარიდან 30 000 ლარამდე. 797-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით სკრინინგის პროცედურისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას - 7000 ლარიდან 10 000 ლარამდე, ხოლო აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისათვის განსაზღვრული იქნება სანქცია 20 000 ლარის ოდენობით. 2025 წლის 26 ივნისს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილება და დაემატა 799 მუხლი, რომლის შესაბამისად - გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული ექსპლუატაციის პირობის ცვლილება ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების გარეშე, გამოიწვევს დაჯარიმებას 7 000 ლარიდან 10 000 ლარამდე. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა - გამოიწვევს დაჯარიმებას 14 000 ლარის ოდენობით. (ამოქმედდა 2025 წლის 1 აგვისტოდან). წარმოდგენილი ცვლილებებით ჯარიმის ოდენობა გაუთანაბრდება სამრეწველო ემისიების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სანქციას და ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების გარეშე გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული ექსპლუატაციის პირობის ცვლილება გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარიდან - 30 000 ლარამდე, ხოლო აღნიშნული ქმედების ოდენობით. განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის კოდექსს ემატება 829 მუხლი რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ“ მოთხოვნების დარღვევისთვის 1 000 ლარის ოდენობის ჯარიმის დადგენას და შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციას, ხოლო განმეორებით ჩადენისას კი 2 000 ლარის ოდენობით ჯარიმის დადგენას და შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციას. 854 მუხლში შედის ცვლილება და ყალიბდება ახალი რედაქციით, კერძოდ ტერმინი “გარეული ცხოველი“ ჩანაცვლდება ტერმინით „ცხოველთა სამყაროს ობიექტი”. კოდექსის 862 მუხლის ემატება მე-5 ნაწილი, გამომდინარე იქიდან, რომ კოდექსის 862 მუხლით გათვალისწინებულია სანქციები აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების წესების დარღვევისათვის. ამასთან, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სანქციები არ მოიცავს აკვაკულტურის/ექსტენსიური „აკვაკულტურის შესახებ“ აკვაკულტურის საქართველოს ნებართვის კანონის მე-10 მფლობელის მუხლის მე-7 მიერ, პუნქტით გათვალისწინებულ სანებართვო პირობების შესრულების შესახებ წლიური ანგარიშის წარუდგენლობაზე სანქციას. ამავდროულად, სხვა სახის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიების პირობების დაცვის შესახებ ანგარიშის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და გათვალისწინებულ ვადაში წარუდგენლობაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით (ასკ 66-ე მუხლის 23 ნაწილი, ასკ 662 მუხლის პირველი ნაწილი) გათვალისწინებულია სანქციები 500 ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კოდექსის 862 მუხლს ემატება მე-5 ნაწილი და აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის პირობების შესრულების შესახებ ანგარიშის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში წარუდგენლობისთვის სანქციის სახით წესდება ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 862 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის უფლებამოსილი უწყებების გარდა, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ განხილვის შესაძლებლობის მიზნობრიობიდან გამომდინარე, კოდექსის 208-ე მუხლში შედის სათანადო ცვლილება. ამასთან, სასამართლოს განსჯადი მუხლები აღარ იქნება: 48-ე, 514, 574, 583, 662 მუხლის მე-2 ნაწილი, 663, 696, 77-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 791, 821, 822 მუხლის პირველი-მე-4 ნაწილები, 823, 84-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები, 841, 854, 872, 873, 104-ე, 1283 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 1285, 1286 და 1816 მუხლები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი თავად განიხილავს აღნიშნული მეხლებით გათვალისწინებულ საქმეებს რაც ასევე აისახა ამ პროექტით წარმოდგენილ 222-ე მუხლში. კოდექსის 222-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის მიხედვითაც როგორც პირველ ასევე მე-2 ნაწილს ემატება 104-ე მუხლი (რაც გულისხმობს ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობას). მე-2 ნაწილს ემატება 48-ე მუხლი (რაც გულისხმობს - წყლის ობიექტის თვითნებურ დაკავებას), 512 (რაც გულისხმობს - მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნას და გადაადგილებას), 514 (რაც გულისხმობს - მაღალმთიან რეგიონებში სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისას ნიადაგისა და წყლის გაუვარგისებას), 532 (რაც გულისხმობს - მიწის ნაკვეთის არამიზნობრივი გამოყენებას), 56-ე (რაც გულისხმობს - წიაღის დაცვის მოთხოვნათა დარღვევას), 572 (რაც გულისხმობს - წიაღით სარგებლობის უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დარღვევას), 573 მუხლის პირველით ნაწილით (რაც გულისხმობს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევას მხოლოდ სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის; სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და გათვალისწინებულ ვადაში წარუდგენლობის; მომდევნო წლის შესწავლის სამუშაოების დეტალური გეგმა-გრაფიკისა და ბიუჯეტის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის, გასულ წელს შესრულებული სამუშაოებისა და ბიუჯეტის ანგარიშის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის ნაწილში), 57 (რაც გულისხმობს - სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გათავისუფლებული 4 პირის მიერ წიაღით სათანადო პირობების დარღვევით სარგებლობას), 661 (რაც გულისხმობს სახელმწიფო ტყის მიჩენილი უბნის არამიზნობრივი გამოყენებას), 662 მუხლის პირველი ნაწილით (რაც გულისხმობს - ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ ანგარიშის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში წარუდგენლობას), 665 (რაც გულისხმობს - საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობას), 69-ე (რაც გულისხმობს - გარემოს დაცვის ნორმების დარღვევას), 77-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (რაც გულისხმობს - ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის ფაქტობრივ მდგომარეობასთან შეუსაბამობა ან მისი უქონლობას და აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენას), 821 (რაც გულისხმობს - ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების აღრიცხვის მონაცემების დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობას), 822 მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით (რაც გულისხმობს -ხის ნახშირის წარმოებისას გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევას და აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენას), 871 (რაც გულისხმობს - ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში საქმიანობის წესების დარღვევას), 872 (რაც გულისხმობს - ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირების უსაფრთხოების პირობების დარღვევას), 873 (რაც გულისხმობს - ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ეტიკეტირების წესების დარღვევას), 1283 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (რაც გულისხმობს - საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ ელექტრონულ ჟურნალში ინფორმაციის/მონაცემების ასახვის დადგენილი წესის დარღვევას ან სპეციალური ფირნიშის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში შესაბამისი განაცხადის წარდგენის დადგენილი წესების დარღვევას ან სპეციალური ფირნიშის საკონტროლო ფირნიშის დადგენილი წესის ან ვადის დარღვევით წარდგენა ან დაკარგვას და აღნიშნული ქმედებების განმეორებით ჩადენას), 1284 (რაც გულისხმობს - იმპორტირებული ხე-ტყის მარკირებისთვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევას), 1285 (რაც გულისხმობს - ხე-ტყის მოსარგებლის მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტისა და სპეციალური ფირნიშების გამოყენების, ხე-ტყის მარკირების, ასევე მათი აღრიცხვისა და ანგარიშგების წესების დარღვევას), 1816 (რაც გულისხმობს - თევზმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობისა და თევზჭერის ელექტროიარაღის უკანონო ბრუნვას), მუხლები, რომელთა დარღვევაც არ საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას და მიზანშეწონილია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი თანამშრომელი უფლებამოსილი იყოს ადგილზე განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევს ადგილზევე დააკისროს პასუხისმგებლობა. 223-ე მუხლის პირველ ნაწილს ემატება 829 მუხლი. კოდექსის 239-ე მუხლის მე-4 ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით ვინაიდან კოდექსიდან ხდება 791 მუხლის ამოღება და აღნიშნული მუხლი ასევე უნდა ამოღებულ იქნეს 239-ე მუხლი მე-4 ნაწილიდანაც და ემატება 829 მუხლი. კოდექსის 272-ე მუხლის პირველ ნაწილს ემატება „დ1“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც ამ კოდექსის 222-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ ორგანოს (თანამდებობის პირის) მიღებული დადგენილება საჩივრდება სასამართლოში. კოდექსის 222-ე მუხლის მე-2 ნაწილით დეპარტამენტის თანამშრომელი ადგენს მხოლოდ ელ. საჯარიმო ქვითარს. წარმოდგენილი ცვლილება განპირობებულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის პროცესის ეფექტიანობის ზრდით, ასევე ადმინისტრაციული რესურსის სიმწირითა და საქმისწარმოების ვადების გაჭიანურების თავიდან აცილებით. მოქმედი კანონმდებლობით, საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმი (როგორიც აქვს სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტს) გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში არ არსებობს. როგორც ცნობილია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს მინიჭებული აქვს ფართო დისკრეციული უფლებამოსილება და 24 საათიან რეჟიმში ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების პაკეტის ფარგლებში, დეპარტამენტი უფლებამოსილი ხდება უშუალოდ განიხილოს რიგი სამართალდარღვევები და ნაცვლად სასამართლოში გადაგზავნისა, ადგილზე გამოწეროს საჯარიმო ქვითრები. პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ ეს გამოიწვევს გასაჩივრებული დადგენილებების რაოდენობის მკვეთრ ზრდას. ვინაიდან დეპარტამენტის 9 ტერიტორიულ ორგანოს არ გააჩნია შესაბამისი ადამიანური და ფინანსური რესურსი საჩივრების ზეპირი მოსმენით განხილვისთვის, არსებული წესი გამოიწვევს პროცესების პარალიზებას. ხაზგასასმელია, რომ მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ ნარჩენების მართვის კოდექსის 47-ე მუხლის მე-16 მუხლის შესაბამისად „16. ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის გამოწერილი საჯარიმო ქვითარი სამართალდამრღვევის მიერ სასამართლოში საჩივრდება.“. შესაბამისად, არსებული საკანონმდებლო პრეცედენტის და პრაქტიკის გათვალისწინებით, ვინაიდან დეპარტამენტს არ გააჩნია შესაბამისი ფინანსური და ადამიანური რესურსი კვალიფიციური საჩივრების განმხილველი სტრუქტურის შესაქმნელად და ვინაიდან მოსალოდნელია გასაჩივრებულ საქმეთა ნაკადის მკვეთრი ზრდა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლში უნდა შევიდეს ცვლილება, რომლის მიხედვითაც დეპარტამენტის მიერ შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითარი გასაჩივრდება პირდაპირ სასამართლოში. ეს ცვლილება დაზოგავს სახელმწიფო სახსრებს და უზრუნველყოფს მოქალაქეთა უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტს. კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის მიხედვითაც ამ კოდექსის 17716 და გათვალისწინებული 17717 მუხლებთან ადმინისტრაციული ერთად 222-ე მუხლის სამართალდარღვევის პირველი საქმეებზე ნაწილით მიღებული დადგენილების გასაჩივრების შემთხვევაში ზემდგომ ორგანოს (თანამდებობის პირს) ანიჭებს უფლებამოსილებას საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს. ამასთან, ამ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეეძლება დაადგინოს საქმის ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს შეუწყობს საქმის გარემოებების გამორკვევას, ასეთ შემთხვევაში მხარეთა გამოუცხადებლობა არ გამოიწვევს საქმის განხილვის გადადებას. აღნიშნული ცვლილებები გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ პრაქტიკის ანალიზით, საჯარიმო ქვითრების ადგილზე გამოწერისა და დეპარტამენტის მიერ საქმის განხილვის უფლებამოსილების ზრდა ავტომატურად გამოიწვევს გასაჩივრებული დადგენილებების (საჩივრების) რაოდენობის მკვეთრ მატებას. მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1192 მუხლით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენისათვის, რაც თავის მხრივ გულისხმობს ხილული გამონაბოლქვის მქონე იმ სატრანსპორტო საშუალების მართვას ან სხვა პირისთვის სამართავად გადაცემას/საექსპლუატაციოდ გადაცემას/საექსპლუატაციოდ დაშვებას, რომლის გამონაბოლქვიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას არ შეესაბამება, დეპარტამენტმა 2025 წელს განიხილა 199 საჩივარი, აქვე ხაზგასასმელი და საყურადღებოა გარემოება, რომლის მიხედვითაც, 1192 მუხლით დადგენილი ნორმების კონტროლი დეპარტამენტის შეზღუდული რესურსების გათვალისწინებით ამ ეტაპისათვის ხორციელდება მხოლოდ საქართველოს 4 დიდ ქალაქში (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი). ადმინისტრაციული საქმისწარმოების ეკონომიურობის პრინციპებიდან გამომდინარე, საჩივრების აბსოლუტური უმრავლესობის განხილვა შესაძლებელი იქნება საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებების (ოქმები, ვიდეო-ფოტო მასალა, გაზომვის შედეგები) საფუძველზე. ზეპირი მოსმენის სავალდებულოობა გამოიწვევს პროცესის ხელოვნურ გაჭიანურებას, მხარეთა დაბარებას, სხდომების გადადებას გამოუცხადებლობის გამო და გაზრდის ადმინისტრაციულ ხარჯს, რაც არაპროპორციულია მიღწეულ შედეგთან შედარებით. წარმოდგენილი კანონპროექტით, ახალი რედაქციით ყალიბდება კოდექსის 2908 მუხლი, რაც განპირობებულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ საჯარიმო ქვითრის ჩაბარების პროცედურის დახვეწისა და აღსრულების ეფექტიანობის გაზრდის საჭიროებით. ცვლილების მიხედვით, მოწესრიგდება დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი საჯარიმო ქვითრის სამართალდამრღვევისათვის ჩაბარების წესი. ქვითრის ჩაბარების ადმინისტრირება მოხდება ანალოგიურად, როგორც ამას აწესრიგებს მოქმედი რედაქცია - გამოტანილი გადაწყვეტილების დადგენილების/საჩივართან გაგზავნისა და ჩაბარების დაკავშირებით კუთხით, კერძოდ, მიღებული როდესაც სამართალდამრღვევს რეგისტრაციის მისამართზე გაგზავნილი გზავნილი, მათ შორის ქვითარი პირს ვერ ჩაჰბარდება, 2 წარუმატებელი გაგზავნის შემდგომ დოკუმენტი საჯაროდ გამოქვეყნდება დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე და იგი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს პირისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება. აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების გაჭიანურების პრევენციას იმ შემთხვევებში, როდესაც პირი თავს არიდებს გზავნილის მიღებას, ან სხვა მიზეზებით ვერ ხდება გზავნილის სამართალდამრღვევისათვის ჩაბარება. 2908-ე მუხლის პირველ, მე-7, მე-8, მე-11 და მე-13 ნაწილების შინაარსს ემატება 222-ე მუხლის მე-2 ნაწილი, გამომდინარე იქიდან, რომ კოდექსის 242-ე მუხლის 42-ე ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 222-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომელი სამართალდამრღვევს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით გამოუწერს საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მსგავსი სახის სამართლებრივი რედაქცია არსებობს ამ კოდექსის 2681 მუხლში სადაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული დადგენილების/გამოცემული საჯარიმო ქვითრის/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ან/და ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფისთვის დარეგულირებული აქვს აღნიშნული დოკუმენტების ჩაბარების წესი და მისი ანალოგის მსგავსად ხდება რედაქციული თვალსაზრისით დახვეწა 2908 მუხლის. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა 2026 – 2029 წლების, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი სურსათის ეროვნული სააგენტოს (როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები, ისე საკუთარი შემოსავლები) შესაბამისი წლების ბიუჯეტები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლი ნაწილზე, ვინაიდან: - 793 მუხლს ემატება მე-3 და მე-4 ნაწილები, რომელთა მიხედვითაც გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მფლობელის მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად მიმართვის ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს გაფრთხილებას, ხოლო აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისთვის განისაზღვრება ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით; - კოდექსის 797 მუხლი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის მიხედვითაც გაიზრდება ბიუჯეტის შემოსულობები, კერძოდ ჯარიმის ოდენობა უთანაბრდება სამრეწველო ემისიების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სანქციას, ვინაიდან აღნიშნული დარღვევები მისი სიმძიმის მიხედვით იდენტურია და შესაბამისად გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარიდან 30 000 ლარამდე. ასევე, სკრინინგის პროცედურისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე განხორციელება, ჩადენილი განმეორებით გამიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. მოქმედი რედაქციის მიხედვით საჯარიმო სანქცია წარმოადგენს 14 000 ლარს. 799 მუხლის დარღვევისას გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული ექსპლუატაციის პირობის ცვლილება ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარიდან - 30 000 ლარამდე, ხოლო აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით. მოქმედი რედაქციის მიხედვით საჯარიმო სანქცია პირველი ნაწილის შემთხვევაში წარმოადგენს ჯარიმას 7 000 ლარიდან 10 000 ლარამდე, ხოლო მეორე ნაწილის შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა 14 000 ლარის ოდენობით; - კოდექსს ემატება 829 მუხლი რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ“ მოთხოვნების დარღვევისთვის 1 000 ლარის ოდენობის ჯარიმის დადგენას და შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციას, ხოლო განმეორებით ჩადენისას კი 2 000 ლარის ოდენობით ჯარიმის დადგენას და შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციას. - კოდექსის 862 მუხლს ემატება მე-5 ნაწილი და აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის პირობების შესრულების შესახებ ანგარიშის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში წარუდგენლობისთვის სანქციის სახით წესდება ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის გადახდევინებული ჯარიმები ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას, შესაბამისად გაიზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი. გავლენის ოდენობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა რაოდენობაზე. დამოკიდებული იქნება კანონპროექტი ითვალისწინებს კოდექსიდან 791 მუხლის ამოღებას რაც გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტზე, ვინაიდან ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა გამომდინარეობდა „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან, კერძოდ აღნიშნული კანონით დადგენილი იყო გარემოზე ზემოქმედების ნებართვის ქონის აუცილებლობა. ზემოხსენებული კანონი ძალადაკარგულად გამოცხადდა 2018 წლის პირველი იანვრიდან, მას შემდეგ რაც მიღებული იქნა საქართველოს კანონი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“, რომელმაც გარემოზე ზემოქმედების ნებართვა შეცვალა „გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით“, რომლის გარეშე საქმიანობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია ასკ-ს 797 მუხლით. ამგვარად, მას შემდეგ რაც ამოქმედდა ახალი კოდექსი აღარ არსებობს გარემოზე ზემოქმედების ნებართვა და შესაბამისად სანქციის დატოვება საჭირო აღარ არის. კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა გამოვლენას და შესაბამის სანქციის დაკისრებას განახორციელებენ სსდ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო, კომპეტენციების შესაბამისად, არსებული ადამიანური და ფინანსური რესურსების ფარგლებში. კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის კოდექსის 208-ე მუხლში ( რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები) და სასამართლოს განხილვადი მუხლების ჩამონათვალი მცირდება. სასამართლოზე ამას ფინანსური გავლენა არ ექნება ვინაიდან სასამართლოები განიხილავენ სხვა მიმდინარე საქმეებს, არსებული პროცედურების შესაბამისად. ასევე, არ ექნება სასამართლოებზე ფინანსური გავლენა პროექტით გათვალისწინებული 272-ე მუხლის ცვლილებას (პირველ ნაწილს ემატება დ1 ქვეპუნქტი), რადგან, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ყველა ის საქმე რომელიც საჩივრდება ადმინისტრაციულ ორგანოში შემდეგ საჩივრდება სასამართლოში. შესაბამისად ამ ცვლილებას სასამართლოებზე გავლენა არ ექნება. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი ფინანსურ გავლენას მოახდენს იმ პირებზე, რომლებიც ჩაიდენენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას კანონპროექტით გათვალისწინებული მუხლების დარღვევისთვის (სამართალდარღვევები და სანქციები მოცემულია ბ.ბ ქვეპუნქტში). ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციის შემოღება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ“ მოთხოვნების დარღვევაზე პირველ შემთხვევაში 1 000 ლარის ოდენობით, განმეორების შემთხვევაში კი 2 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული საჯარიმო თანხის ოდენობები შეირჩა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 825 და 826 მუხლების შესაბამისად. აღნიშნულ მუხლებში ანალოგიური სანქციაა და ვინაიდან სამართალდარღვევები მსგავსია საფუძვლად აღებული იქნა ამ მუხლის სანქციები. 793 მუხლს ემატება მე-3 და მე-4 ნაწილები გამომდინარე იქიდან, რომ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 47-ე მუხლის მე-15 ნაწილის შესაბამისად „საქმიანობის განმახორციელებლის მიერ მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისი გეგმა-გრაფიკით დადგენილ ვადებში სრულად შესრულების შემთხვევაში იგი ვალდებულია მიმართოს სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად. აღნიშნული შეუსრულებლობაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ვალდებულების კოდექსში არ არის განსაზღვრული შესაბამისი მუხლი და სანქცია და ემატება. აღნიშნული სანქციის განსაზღვრა ხდება 798 მუხლის პირველი ნაწილის ანალოგიის შესაბამისად რაც გამომდინარეობს სამართალდარღვევების შინაარსის და სიმძიმის ადეკვატურობით და ექნება შემაკავებელი ეფექტი და იქნება თანაზომადი ანალოგიური დარღვევისა. 798 მუხლის პირველი ნაწილი ჯარიმის ოდენობა გაუთანაბრდება სამრეწველო ემისიების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სანქციას და ასევე გაიმიჯნება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების და სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე საქმიანობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები, კერძოდ 797 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარიდან 30 000 ლარამდე. 797-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით სკრინინგის პროცედურისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას - 7000 ლარიდან 10 000 ლარამდე, ხოლო აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისათვის განსაზღვრული იქნება სანქცია 20 000 ლარის ოდენობით. 2025 წლის 26 ივნისს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილება და დაემატა 799 მუხლი, რომლის შესაბამისად - გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული ექსპლუატაციის პირობის ცვლილება ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების გარეშე, გამოიწვევს დაჯარიმებას 7 000 ლარიდან 10 000 ლარამდე. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა - გამოიწვევს დაჯარიმებას 14 000 ლარის ოდენობით. (ამოქმედდა 2025 წლის 1 აგვისტოდან). წარმოდგენილი ცვლილებებით ჯარიმის ოდენობა გაუთანაბრდება სამრეწველო ემისიების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სანქციას და ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების გარეშე გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული ექსპლუატაციის პირობის ცვლილება გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარიდან - 30 000 ლარამდე, ხოლო აღნიშნული ქმედების ოდენობით. განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღეო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.