„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- - საქართველოს კანონის პროექტი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (321/2-XIმპ, 18.05.2026) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-05-25
ბიუროს ნომერი 141
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი
1.
„დიპლომატიური
სამსახურის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №45, 21.12.2007, მუხ. 392) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ და „დ2“
ქვეპუნქტები:
„დ1) საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დიპლომატიის აკადემია (შემდგომში აკადემია)
-
პოლიტიკის
უმაღლესი
საგანმანათლებლო
მეცნიერებებისა
და
დაწესებულება,
საერთაშორისო
რომელიც
ურთიერთობების
ახორციელებს
საბაკალავრო
და
პოლიტიკის მეცნიერებებისა და დიპლომატია-საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო
პროგრამებს;
დ2) კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიანი კურსი - საგანმანათლებლო კურსი,
რომლის მიზანია დიპლომატიური სამსახურის სპეციფიკის, პროფესიული ცოდნისა და უნარჩვევების შეძენა/გამომუშავება, ასევე მომზადება და გადამზადება იმ საკითხებში, რომელსაც
ახორციელებს სამინისტრო.“.
2. მე-12 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე;“.
3. მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„51. პირები, რომლებიც ფლობენ აკადემიაში კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიანი
კურსის
წარმატებით
გავლის
დამადასტურებელ
სერტიფიკატს,
დიპლომატიურ
თანამდებობაზე ინიშნებიან „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის“ შესაბამისად.“.
4. 34-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს, უმაღლესი
დიპლომატიური რანგი ენიჭება საქართველოს პრეზიდენტის მიერ, საქართველოს პრემიერმინისტრის წარდგინებითა და თანახელმოწერით.“.
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი შეიძლება
მიენიჭოთ:
ა) მინისტრს;
ბ) მინისტრის პირველ მოადგილეს;
გ) მინისტრის მოადგილეს;
დ) იმ უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირებს, რომლებსაც უკავიათ ან
ეკავათ დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ან საქართველოს საგანგებო და
სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა.“.
5. კანონის V თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის V1 თავი:
„თავი V1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დიპლომატიის აკადემია
მუხლი 401 . საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დიპლომატიის აკადემიის
სტატუსი
1. აკადემია წარმოადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო
სამართლის იურიდიულ პირს.
2. აკადემიის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
3. აკადემიის
საქმიანობის
წესი
განისაზღვრება
კანონმდებლობის შესაბამისად, ამტკიცებს მინისტრი.
წესდებით,
რომელსაც
4. აკადემია ახორციელებს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამას, კვალიფიკაციის
ამაღლების ერთწლიან კურსსა და მინისტრის გადაწყვეტილების შემთხვევაში - სხვა კურსებს.
5. სამინისტრო აკადემიისთვის ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს
აკადემიის პროგრამულ დაფინანსებას.
6. აკადემიის წესდებით შეიძლება განისაზღვროს „უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებისთვის
გათვალისწინებულისაგან
განსხვავებული
სტრუქტურა,
სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და მართვის ორგანოები, აგრეთვე დადგინდეს
აკადემიის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დაკომპლექტებისა და რექტორის
თანამდებობის დაკავების განსხვავებული წესები.
7. აკადემიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება
მინისტრის ბრძანების შესაბამისად.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
სუვერენული საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის განხორციელება და განმტკიცება,
საკუთარი ქვეყნისა და საერთაშორისო აქტორების ინტერესების სიღრმისეულ ცოდნას,
გაცნობიერებას და გამოყენებას საჭიროებს. ამ კონტექსტში, დიპლომატიური სამსახურის
როლი და გამართული სისტემის სიმტკიცე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.
დამოუკიდებელი
საქართველოს
ისტორიაში,
ქვეყნის
საგარეო
უწყებამ,
პროფესიონალი დიპლომატების არაერთი თაობა გამოზარდა. გამოცდილი დიპლომატების
კვალდაკვალ, საქართველოს სჭირდება ახალგაზრდა, განათლებული თაობა, რომელიც
უფროსი თაობის გვერდით, ერთგულად ჩაერთვება საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვაში
საშინაო თუ საგარეო ასპარეზზე.
დღეის მდგომარეობით, საქართველოში სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებები გამოკვეთილად არ არიან ორიენტირებულნი მომავალი დიპლომატების
აღზრდაზე. პოლიტიკური მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით
კადრების
მომზადება
ხდება
ზოგადი
პროფილითა
და
საერთო
მიდგომების
გათვალისწინებით, რაც შემდგომში ითხოვს დამატებითი ძალისხმევის გაწევას ახალგაზრდა
დიპლომატთა ცოდნისა და პრაქტიკული უნარების ამაღლების თვალსაზრისით (დამატებითი
ტრენინგები, საზღვარგარეთ სასწავლებლად გამგზავრება და ა.შ).
გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს
საგარეო პოლიტიკის ფორმირებისა და განხორციელების ცენტრალურ უწყებას, სადაც
კონცენტრირებულია შესაბამისი პროფესიული ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და
ანალიტიკური
რესურსები,
მის
სისტემაში
უმაღლესი
სასწავლებლის
არსებობა
უზრუნველყოფს აკადემიის სასწავლო პროცესის მაქსიმალურ შესაბამისობას რეალურ
დიპლომატიურ
პრაქტიკასთან
და
გამოწვევებთან.
აღნიშნული
ხელს
შეუწყობს
პროფესიონალი დიპლომატების აღზრდას, პრაქტიკული უნარ-ჩვევებისა და პრაგმატულ
საჭიროებაზე მორგებული სასწავლო პროგრამების ჩამოყალიბებას. ამ მიზნით, აკადემიაში
მოწვეული იქნება მათ შორის, მოქმედი და გამოცდილი დიპლომატები. სტუდენტებს მეტი
წვდომა ექნებათ პრაქტიკული დიპლომატიის საკითხებთან. ასევე, სასწავლო პროგრამები
მორგებული
იქნება
დიპლომატიური
საქმიანობის
პროცესში
არსებულ
აქტუალურ
მოთხოვნებზე და გამოწვევებზე. სამინისტროს, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო უწყებებს,
მიეცემა
მეტი
შესაძლებლობა
აკადემიის
კურსდამთავრებულთაგან
შეარჩიოს
დიპლომატიური საქმიანობის სპეციფიკის მცოდნე პირები და ქვეყნის დიპლომატიური
სამსახური უზრუნველყოფილი იქნება სათანადო კადრების უწყვეტი მიწოდებით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა განაპირობა, საგარეო
საქმეთა სამინისტროს სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დიპლომატიის
აკადემიის დაარსებისათვის სამართლებრივი ბაზის შექმნის აუცილებლობამ.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი ცვლილების მიღების შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება საგარეო
საქმეთა სამინისტროს სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დიპლომატიის
აკადემიის შექმნა და ფუნქციონირება, რაც ხელს შეუწყობს დიპლომატიური სამსახურისა და
სხვა საჯარო და კერძო სექტორისთვის კვალიფიციური კადრების მიწოდებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგ ძირითად ცვლილებებს:
1. პროექტის თანახმად, მე-2 მუხლს ემატება „დ1“ და „დ2“ ქვეპუნქტები, რომლითაც
ხდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დიპლომატიის აკადემიისა“ და
„კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიანი კურსის“ ცნების განმარტება.
თანახმად,
აკადემია
ახორციელებს
არის
პოლიტიკის
უმაღლესი
საგანმანათლებლო
მეცნიერებებისა
და
განმარტების
დაწესებულება,
საერთაშორისო
რომელიც
ურთიერთობების
საბაკალავრო
და
პოლიტიკის
მეცნიერებებისა
და
დიპლომატია-საერთაშორისო
ურთიერთობები სამაგისტრო პროგრამას, ხოლო კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიანი
კურსი განიმარტება, როგორც საგანმანათლებლო კურსი, რომლის მიზანია დიპლომატიური
სამსახურის
სპეციფიკის,
სპეციალური
პროფესიული
ცოდნისა
და
უნარ-ჩვევების
შეძენა/გამომუშავება, ასევე მომზადება და გადამზადება იმ საკითხებში,
რომელსაც
ახორციელებს სამინისტრო.
ამასთან,
კანონპროექტით
გათვალისწინებული
კვალიფიკაციის
ამაღლების
ერთწლიანი კურსი არ არის კავშირში „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონით გათვალისწინებულ „პროფესიულ განვითარებასთან“ და მით უფრო „პროფესიული
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონთან. კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიანი
კურსი,
თავისი
სამართლებრივი
ბუნებით
განსხვავებულია.
კურსი
ჩატარდება
დიპლომატიურ სამსახურში სამუშაოს მაძიებელთათვის კვალიფიკაციის ამაღლებისა და
მათი შემდგომი დასაქმების მიზნით. კურსის ხარჯები ანაზღაურდება აკადემიის მიერ.
2. პროექტის თანახმად, მე-18 მუხლს ემატება 51 პუნქტი, რომლის თანახმად, პირი,
რომელიც ფლობს აკადემიაში კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიანი კურსის წარმატებით
გავლის
დამადასტურებელ
სერთიფიკატს,
დიპლომატიურ
თანამდებობაზე
ინიშნება
„დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის“ შესაბამისად.
3. კანონს ემატება V1 თავი - „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დიპლომატიის
აკადემია. აღნიშნულ თავში განსაზღვრულია აკადემიის სამართლებრივი სტატუსი და მის
ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები.
4. ცვლილება შედის მე-12 მუხლში, რომლითაც საქართველოს საგარეო საქმეთა
მინისტრის
თანამდებობა
განისაზღვრება,
როგორც
უმაღლესი
დიპლომატიური
თანამდებობა. იმის გათვალისწინებით, რომ კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად,
მინისტრის
პირველი
მოადგილე
და
მოადგილეები,
მიუხედავად
პოლიტიკური
თანამდებობის პირის სატუსისა, განეკუთვნება უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის
კატეგორიას, მიზანშეწონილია მინისტრი, როგორც დიპლომატიური დაწესებულების
ხელმძღვანელი, ფლობდეს უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირის სტატუსს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონპროექტით გამოსწორდა ხარვეზი და 34-ე მუხლში
შეტანილი ცვლილების თანახმად, შესაძლებელი ხდება საქარველოს საგარეო საქმეთა
მინისტრს მიენიჭოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
იმის გათვალისწინებით, რომ აკადემიის მიერ სტუდენტების მიღება დაგეგმილია 2027
წელს, ავტორიზაციისა და სხვა აუცილებელი მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის
მიზნით, მნიშვნელოვანია კანონის ამოქმედების ვადად განისაზღვროს მისი გამოქვეყნების
თარიღი. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
2025 წლიდან მოყოლებული, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიწყო
მუშაობა უწყების რეფორმაზე, რომლის ეტაპობრივი განხორციელებაც ქვეყანას აძლევს
შესაძლებლობას, მთავრობის პრიორიტეტების სათანადოდ განსახორციელებლად, ჰქონდეს,
რაც შეიძლება ოპტიმალური ცენტრალური აპარატი, ძლიერი წარმომადგენლობა საზღვრებს
გარეთ და ეფექტიანი კოორდინაციის ყველა საჭირო მექანიზმი. სამინისტროს მიერ
დაწყებული რეფორმის მიზანია, შესაძლებლობა მისცეს პროფესიონალ დიპლომატებს უკეთ
მოახმარონ საკუთარი გამოცდილება სახელმწიფო ინტერესების დაცვას, ხოლო ახალგაზრდა
თაობას გაუჩინოს უკეთესი შესაძლებლობები - ჯანსაღი კონკურენციის საფუძველზე,
დაიმკვიდროს თავი დიპლომატიურ სამსახურში და მიეცეს კარიერული ზრდის ობიექტური
შესაძლებლობა.
რეფორმის
ნაწილს
განეკუთვნებოდა
ასევე,
უცხოური
გამოცდილების
გათვალისწინებით, სამომავლოდ დიპლომატიური აკადემიის შექმნა, თუმცა, აღნიშნული
პროცესის ფორსირება გამოიწვია ქვეყანაში მიმდინარე უმაღლესი განათლების რეფორმამ.
განათლების რეფორმისა და საგარეო უწყების რეფორმის მიზნების გათვალისწინებით,
მიღებულ
იქნა
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების დაფუძნების
შესახებ
გადაწყვეტილება, რომელიც, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებით უზრუნველყოფს
პოლიტიკის
მეცნიერებებისა
და
საერთაშორისო
ურთიერთობების
კვალიფიკაციით
ახალგაზრდა სახელმწიფო მოხელეების აღზრდას. იმის გათვალისწინებით, რომ 2027
სასწავლო
წლისათვის
რეალურად
არსებობდეს
გამართული,
ფუნქციონირებადი
საგანმანათლებლო დაწესებულება, მიზანშეწონილია, საჭირო საკანონმდებლო აქტები
მიღებულ იქნას დაჩქარებული წესით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის
მიღებით
გამოწვეული
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსება
განხორციელდება სამინისტროს ასიგნებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირის დიპლომატიის აკადემიის საკუთარი შემოსავლების ფარგლებში.
აკადემიის დაფინანსების წყარო იქნება სახელმწიფო ბიუჯეტი, სამინისტროს
ასიგნებიდან მიღებული შემოსავლები, გრანტები და სხვა კანონმდებლობით ნებადართული
შემოსავლები.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
წარმოდგენილი
კანონის
პროექტის
მიღება გავლენას
მოახდენს სახელმწიფო
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, წარმოდგენილი ცვლილებების ფარგლებში
საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - დიპლომატიის აკადემიაში დასაქმდება - 46 პირი
(მათ შორის, 30 - საშტატო, 16 - შტატგარეშე. როგორც აკადემიური ისე ადმინისტრაციული
პერსონალი). წინასწარი გათვლებით, შესაბამისი სახელფასო ფონდი ყოველწლიურად
შეადგენს დარიცხული 1 093 350 ლარს.
საჯარო სამართლის იურიდიულ პირ - დიპლომატიის აკადემიაში სახელფასო ფონდის
პროპორციულად გაიზრდება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი, ვინაიდან თითოეული
თანამშრომელი მიიღებს შრომით ანაზღაურებას (ჯამში წლიურად დარიცხული 1 093 350
ლარის ოდენობით), შესაბამისად, მათ მოუწევთ სახელმწიფო ბიუჯეტში სავალდებულო
გადასახადების,
კერძოდ
საშემოსავლო
გადასახადის
−
ხელფასის
20%-ს
გადახდა.
შესაბამისად,
ბიუჯეტის
საშემოსავლო
ნაწილი
გაიზრდება
46
ერთეულისთვის
განსაზღვრული სახელფასო თანხიდან, რაც წლიურად შეადგენს 214 296 ლარს.
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით
გათვალისწინებული
ცვლილება
ითვალისწინებს
საქართველოს
საგარეო
საქმეთა
მინისტრისთვის უმაღლესი დიპლომატიური რანგის მინიჭებას, რის საფუძველზეც მოხდება
რანგის შესაბამისი დანამატის - ყოველთვიურად 1 360 ლარის გაცემა. შესაბამისად,
სახელმწიფო ბიუჯეტში მოხდება საშემოსავლო გადასახადის − რანგის დანამატის 20%-ის
ოდენობით (266 ლარი) გადახდა.
დიპლომატიის აკადემიის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
სტატუსის
მიღების
მიზნით
მოპოვებული
იქნება
ავტორიზაცია
და
აკრედიტაცია.
შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მიიღებს შემოსავალს
ავტორიზაციისთვის 48 000 ლარს და აკრედიტაციისთვის 40 000 ლარს.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე. კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ ეტაპზე შესაქმნელია სასწავლო
პროცესისთვის საჭირო თანამედროვე ინფრასტრუქტურა, მათ შორის სემინარებისა და
ლექციებისთვის
საჭირო
აუდიტორიები,
სიმულაციური
ლაბები,
ბიბლიოთეკა,
IT
ინფრასტრუქტურა, შესაბამისი ავეჯი და ტექნიკა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის დიპლომატიის აკადემიის 2026 წლის სავარაუდო ბიუჯეტი წინასწარი გათვლებით შეადგენს
- 2 993675 ლარს (მათ შორის, ავტორიზაციისთვის 48 000 ლარი და აკრედიტაციისთვის 40 000
ლარი), ხოლო - 2027, 2028 და 2029 წლებში განისაზღვრება ყოველწლიურად - 2 851 350
ლარით.
ზემოაღნიშნული ხარჯი მოიცავს ასევე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის დიპლომატიის აკადემიაში დასაქმებული პირებისათვის საჭირო სახელფასო ფონდს. კერძოდ,
46 საშტატო ერთეულის შესაბამისი სახელფასო ფონდი წლის განმავლობაში შეადგენს
დაახლოებით 1 093 350 ოდენობით ლარს. ადამიანური რესურსის ზრდასთან ერთად
გაიზრდება დამსაქმებლის საპენსიო შენატანებიც, რომლებიც ჩაირიცხება საპენსიო ფონდში
კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, რაც მოცემულ შემთხვევაში შეადგენს
წლიურად 21 867 ლარს (მთლიანი სახელფასო ფონდის 2 პროცენტს). აღნიშნული ხარჯი
გადახდილი იქნება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დიპლომატიის აკადემიის მიერ.
ამასთან, საპენსიო შენატანებთან დაკავშირებით გაიზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯვითი ნაწილი. კანონმდებლობის შესაბამისად, აკადემიის სახელფასო ფონდის 2% წლიურად 21 867 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილი იქნება საპენსიო ფონდში.
სამინისტრო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს დამწყები დიპლომატების კვალიფიკაციის
ასამაღლებელი კურსების/ტრენინგების ჩატარებას, რომელიც ემსახურება სამინისტროში
დასაქმებული ახალგაზრდა დიპლომატების კვალიფიკაციის ამაღლებას. დიპლომატიის
აკადემიის დაფუძნების შემდეგ, აღნიშნულ ფუნქციას განახორციელებს აკადემია. განვლილი
პრაქტიკის თანახმად, სამინისტროს მიერ ორგანიზებულ პროგრამაში მონაწილეობას იღებდა
საშუალოდ ოცი პირი, რისთვისაც გაწეული იქნა 10857 ლარის ოდენობით ხარჯი. აკადემია
ანალოგიური პრინციპით განახორციელებს კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიანი კურსის
დაორგანიზებას.
ზემოაღნიშნული
ხარჯების
დაფინანსება
განხორციელდება
სამინისტროს
ასიგნებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დიპლომატიის აკადემიის
შემოსავლების ფარგლებში.
„დიპლომატიური
სამსახურის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
34-ე
მუხლში
გათვალისწინებული ცვლილება გამოიწვევს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გაზრდას
ყოველთვიურად 1 360 ლარით, რაც წარმოადგენს რანგის დანამატს. ასევე, საპენსიო
შენატანიდან გამომდინარე გაიზრდება სამინისტროს ხარჯი ყოველთვიურად 27.2 ლარით
(რანგის დანამატის ოდენობის 2%). ანალოგიურად გაიზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯი
და ყოველთვიურად საპენსიო ფონდში გადახდილი იქნება რანგის დანამატის 2% - 27.2 ლარი.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი
არ
ვალდებულებების აღებას.
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დიპლომატიის აკადემიაში სტუდენტთა
მიღება დაგეგმილია 2027 სასწავლო წლიდან. აკადემიაში მიღებული იქნება 70 სტუდენტი
საბაკალავრო, ხოლო 50 სტუდენტი სამაგისტრო პროგრამებზე.
შესაბამისად, კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის,
რომელთა
მიმართაც
საკანონმდებლო
გავრცელდება
ცვლილებების
მისი
თანახმად,
მოქმედება.
აკადემიაში
კერძოდ,
მიღებული
წარმოდგენილი
სტუდენტები
არ
გადაიხდიან სწავლის საფასურს და უზრუნველყოფილნი იქნებიან სწავლისთვის საჭირო
ინვენტარითა და მასალით.
ამასთან, კანონპროექტის თანახმად, დიპლომატიის აკადემიაში დასაქმებული 46 პირი
მიიღებს
შრომის
ანაზღაურებას,
რომელიც
წინასწარი
გათვლებით
შეადგენს
წლის
განმავლობაში დარიცხულ 1 093 350 ლარს.
„დიპლომატიური
სამსახურის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
34-ე
მუხლში
გათვალისწინებული ცვლილება გავლენას მოახდენს დიპლომატიური რანგის დანამატის
მიმღებ პირზე, რომელიც ყოველთვიურად მიიღებს დარიცხულ 1 360 ლარს.
აკადემიის მიერ ორგანიზებულ კვალიფიკაციის ასამაღლებელ ერთწლიან კურსში
მონაწილე პირები უფასოდ აიმაღლებენ კვალიფიკაციას დიპლომატიის სფეროში, რომლებიც
კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, უკონკურსოდ დასაქმდებიან სამინისტროში
შესაბამის თანამდებობაზე, მინისტრის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული წესით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2)
ქალისა
და
მამაკაცის
თანასწორობის
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
სამუშაო
კანონპროექტის
ჯგუფის,
შემუშავებაში
ექსპერტის
მონაწილე
ორგანიზაციის/დაწესებულების,
შეფასება კანონპროექტის მიმართ,
ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მომოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.