„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- - საქართველოს კანონის პროექტი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (321/2-XIმპ, 18.05.2026) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-05-25
ბიუროს ნომერი 141
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ჰ59“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ60“ ქვეპუნქტი:
„ჰ60) საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დიპლომატიის აკადემია - უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს პოლიტიკის მეცნიერებებისა და
საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და პოლიტიკის მეცნიერებებისა და დიპლომატიასაერთაშორისო ურთიერთობებში სამაგისტრო პროგრამებს და რომლის მიმართ სახელმწიფო
კონტროლს ახორციელებს ან ამ კანონით გათვალისწინებულ ფუნქციებს ასრულებს საქართველოს
საგარეო საქმეთა სამინისტრო.“.
2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“
ქვეპუნქტი:
„ნ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინებით საჯარო სამართლის
იურიდიული პირს - დიპლომატიის აკადემიას ანიჭებს უფლებამოსილებას, უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოსაპოვებლად მიმართოს საჯარო სამართლის
იურიდიულ პირს – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.“.
3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის
„თ3“ ქვეპუნქტი:
„თ3) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დიპლომატიის აკადემიის წესდების
პროექტზე გასცემს დასკვნას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინებით;“.
4. 87 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 88 მუხლი:
„მუხლი 88. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენცია საჯარო სამართლის
იურიდიული პირის - დიპლომატიის აკადემიის მიმართ
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დიპლომატიის აკადემიისთვის საქართველოს
საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ კანონით დადგენილი წესით:
ა) სამინისტროს
დასკვნის
გათვალისწინებით,
„ნორმატიული
აქტების
შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ამტკიცებს სსიპ - დიპლომატიის აკადემიის
წესდებას;
ბ) პასუხისმგებელია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დიპლომატიის აკადემიის
მიერ საქართველოს ნორმატიული აქტების შესრულებაზე;
გ) უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დიპლომატიის აკადემიის
პროგრამულ დაფინანსებას ან/და ახორციელებს მისგან მომსახურების შესყიდვას;
დ) მონაწილეობს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დიპლომატიის აკადემიის
ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პირობების შემუშავებაში.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დიპლომატიის აკადემია უფლებამოსილია
განახორციელოს
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
-
დიპლომატიის
აკადემიის
საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამა და მისი წესდებით გათვალისწინებული სხვა
საგანმანათლებლო კურსები/პროგრამები.
3. ამ
კანონსა
სამართლებრივ
და
აქტებს
დიპლომატიური
შორის
სამსახურის
წინააღმდეგობის
საქმიანობის
არსებობის
მარეგულირებელ
შემთხვევაში,
გამოიყენება
დიპლომატიური სამსახურის საქმიანობის სპეციალური მარეგულირებელი სამართლებრივი
აქტები.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დიპლომატიის აკადემიის წესდებით
შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გათვალისწინებული სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურისგან განსხვავებული სტრუქტურა,
სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და მართვის ორგანოები, აგრეთვე დადგინდეს
უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დაკომპლექტებისა და რექტორის თანამდებობის
დაკავების განსხვავებული წესები.
5. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საჭიროებიდან გამომდინარე, საჯარო
სამართლის იურიდიული პირის - დიპლომატიის აკადემიის ფუნქციები, მოვალეობები და
საქმიანობის წესი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სპეციალური
კანონმდებლობით შეიძლება ამ კანონისგან განსხვავებულად განისაზღვროს.“.
5. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
-
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების (გარდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა, აგრეთვე სამხედრო,
საპოლიციო, სახელმწიფო უსაფრთხოების, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული
პირის - დიპლომატიის აკადემიისა) სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო „საჯარო
სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით დადგენილი
წესებით, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირების - სამხედრო, საპოლიციო, სახელმწიფო
უსაფრთხოების,
საზღვაო,
სახელოვნებო-შემოქმედებითი
საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, აგრეთვე
და
სასპორტო
უმაღლესი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის -
დიპლომატიის აკადემიის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ შესაბამისი ორგანოები.“.
6. 22-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
(გარდა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სამხედრო, საპოლიციო, სახელმწიფო უსაფრთხოების,
საზღვაო,
სახელოვნებო-შემოქმედებითი
და
სასპორტო
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებებისა, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დიპლომატიის აკადემიისა)
რექტორობის კანდიდატად შეიძლება განისაზღვროს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან
გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და რომელიც აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების წესდებით დადგენილ პირობებს.“.
7. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
(გარდა
სახელმწიფოს
მიერ
დაფუძნებული სამხედრო, საპოლიციო, სახელმწიფო უსაფრთხოების, საზღვაო, სახელოვნებოშემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, აგრეთვე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დიპლომატიის აკადემიისა) წესდებით დეკანად
შეიძლება
აირჩეს
შესაბამისი
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
ძირითადი
საგანმანათლებლო ერთეულის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, ხოლო სახელმწიფოს
მიერ
დაფუძნებულ
სამხედრო,
საპოლიციო,
სახელმწიფო
უსაფრთხოების,
საზღვაო,
სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში,
აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დიპლომატიის აკადემიაში დეკანის
არჩევის/დანიშვნის წესი და პირობები განისაზღვრება შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების წესდებით.“.
8. 79-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე3“
ქვეპუნქტი:
„ე3) საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დიპლომატიის აკადემიისთვის, ასევე
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება;“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
სუვერენული საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის განხორციელება და განმტკიცება, საკუთარი
ქვეყნისა და საერთაშორისო აქტორების ინტერესების სიღრმისეულ ცოდნას, გაცნობიერებას და
გამოყენებას საჭიროებს. ამ კონტექსტში, დიპლომატიური სამსახურის როლი და გამართული
სისტემის სიმტკიცე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.
დამოუკიდებელი
საქართველოს
ისტორიაში,
ქვეყნის
საგარეო
უწყებამ,
პროფესიონალი დიპლომატების არაერთი თაობა გამოზარდა. გამოცდილი დიპლომატების
კვალდაკვალ, საქართველოს სჭირდება ახალგაზრდა, განათლებული თაობა, რომელიც უფროსი
თაობის გვერდით, ერთგულად ჩაერთვება საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვაში საშინაო თუ
საგარეო ასპარეზზე.
დღეის მდგომარეობით, საქართველოში სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებები გამოკვეთილად არ არიან ორიენტირებულნი მომავალი დიპლომატების
აღზრდაზე. პოლიტიკური მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით
კადრების მომზადება ხდება ზოგადი პროფილითა და საერთო მიდგომების გათვალისწინებით,
რაც შემდგომში ითხოვს დამატებითი ძალისხმევის გაწევას ახალგაზრდა დიპლომატთა ცოდნისა
და
პრაქტიკული
უნარების
ამაღლების
თვალსაზრისით
(დამატებითი
ტრენინგები,
საზღვარგარეთ სასწავლებლად გამგზავრება და ა.შ.).
გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს
საგარეო
პოლიტიკის
კონცენტრირებულია
ფორმირებისა
შესაბამისი
და
განხორციელების
პროფესიული
ცოდნა,
ცენტრალურ
პრაქტიკული
უწყებას,
სადაც
გამოცდილება
და
ანალიტიკური რესურსები, მის სისტემაში უმაღლესი სასწავლებლის არსებობა, უზრუნველყოფს
მაქსიმალურ
შესაბამისობას
რეალურ
დიპლომატიურ
პრაქტიკასთან
და
გამოწვევასთან.
აღნიშნული ხელს შეუწყობს პროფესიონალი დიპლომატების აღზრდას, პრაქტიკული უნარჩვევებისა და პრაგმატულ საჭიროებაზე მორგებული სასწავლო პროგრამების ჩამოყალიბებას. ამ
მიზნით, აკადემიაში მოწვეული იქნება მათ შორის, მოქმედი და გამოცდილი დიპლომატები.
სტუდენტებს მეტი წვდომა ექნებათ პრაქტიკული დიპლომატიის საკითხებთან. ასევე, სასწავლო
პროგრამები მორგებული იქნება დიპლომატიური საქმიანობის პროცესში არსებულ აქტუალურ
მოთხოვნებზე და გამოწვევებზე. სამინისტროს, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო უწყებებს, მიეცემა
მეტი
შესაძლებლობა
აკადემიის
კურსდამთავრებულთაგან
შეარჩიოს
დიპლომატიური
საქმიანობის სპეციფიკის მცოდნე პირები, ამასთანავე, ქვეყნის დიპლომატიური სამსახური
უზრუნველყოფილი იქნება სათანადო კადრების უწყვეტი მიწოდებით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ვინაიდან „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
დაფუძნების
წესს,
აუცილებელია
ცვლილების
განხორციელება დასახელებულ კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წინამდებარე კანონპროექტის მიღების შედეგად, დაარსდება საქართველოს საგარეო
საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი
- დიპლომატიის აკადემია.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის თანახმად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დიპლომატიის აკადემიის ტერმინის განმარტება. გარდა
ამისა, საქართველოს მთავრობას მიენიჭება უფლებამოსილება, სამინისტროს წარდგინებით
საჯარო სამართლის იურიდიული პირს - დიპლომატიის აკადემიას მიანიჭოს უფლებამოსილება,
დიპლომატიური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით,
მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ
ცენტრს.
წარმოდგენილი კანონის პროექტით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონს დაემატება ახალი 88 მუხლი, რომლითაც განისაზღვრება სამინისტროს კომპეტენცია საჯარო
სამართლის იურიდიული პირის - დიპლომატიის აკადემიის საქმიანობის მიმართულებით. გარდა
ამისა, პროექტით განისაზღვრება, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონსა და
დიპლომატიური სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებს შორის
წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში გამოიყენება დიპლომატიური სამსახურის საქმიანობის
სპეციალური მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები.
კანონის პროექტით დადგინდება გამონაკლისი, რომლის მიხედვითაც საჯარო სამართლის
იურიდიული პირის - დიპლომატიის აკადემიის წესდებას არ დაამტკიცებს საქართველოს
განათლების,
მეცნიერებისა
და
ახალგაზრდობის
სამინისტრო
და
მისი
მონაწილეობა
შემოიფარგლება მხოლოდ დასკვნის გაცემით. საჯარო სამართლის იურიდიული პირის დიპლომატიის აკადემიის სახელმწიფო კონტროლს განახორციელებს საქართველოს საგარეო
საქმეთა სამინისტრო.
პროექტის თანახმად, განსხვავებულად მოწესრიგდება, საჯარო სამართლის იურიდიული
პირის - დიპლომატიის აკადემიის რექტორობის კანდიდატის დანიშვნასთან დაკავშირებული
საკითხები. ამასთან, დაზუსტდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დიპლომატიის
აკადემიის დეკანის არჩევის/დანიშვნის წესი, პირობები, რომელიც განისაზღვრება აკადემიის
წესდებით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო
გეგმასთან,
ასეთის
არსებობის
შემთხვევაში
(საქართველოს
მთავრობის
მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია საკანონმდებლო პაკეტის ძირითადი
კანონპროექტის („დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
საქართველოს
კანონი)
ძალაში
შესვლის
თარიღის
მიხედვით
-
გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
2025 წლიდან მოყოლებული, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიწყო
მუშაობა უწყების რეფორმაზე, რომლის ეტაპობრივი განხორციელებაც ქვეყანას აძლევს
შესაძლებლობას, მთავრობის პრიორიტეტების სათანადოდ განსახორციელებლად, ჰქონდეს, რაც
შეიძლება ოპტიმალური ცენტრალური აპარატი, ძლიერი წარმომადგენლობა საზღვრებს გარეთ და
ეფექტიანი კოორდინაციის ყველა საჭირო მექანიზმი. სამინისტროს მიერ დაწყებული რეფორმის
მიზანია, შესაძლებლობა მისცეს პროფესიონალ დიპლომატებს უკეთ მოახმარონ საკუთარი
გამოცდილება სახელმწიფო ინტერესების დაცვას, ხოლო ახალგაზრდა თაობას გაუჩინოს უკეთესი
შესაძლებლობები - ჯანსაღი კონკურენციის საფუძველზე, დაიმკვიდროს თავი დიპლომატიურ
სამსახურში და მიეცეს კარიერული ზრდის ობიექტური შესაძლებლობა.
რეფორმის ნაწილს განეკუთვნებოდა ასევე, უცხოური გამოცდილების გათვალისწინებით,
სამომავლოდ დიპლომატიური აკადემიის შექმნა, თუმცა, აღნიშნული პროცესის ფორსირება
გამოიწვია ქვეყანაში მიმდინარე უმაღლესი განათლების რეფორმამ. განათლების რეფორმისა და
საგარეო
უწყების
საგანმანათლებლო
რეფორმის
მიზნების
დაწესებულების
გათვალისწინებით,
დაფუძნების
შესახებ
მიღებულ
იქნა
უმაღლესი
გადაწყვეტილება,
რომელიც,
საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებით, უზრუნველყოფს დიპლომატიისა და საერთაშორისო
ურთიერთობების სპეციალობით ახალგაზრდა სახელმწიფო მოხელეების აღზრდას. იმის
გათვალისწინებით, რომ 2027 სასწავლო წლისათვის რეალურად არსებობდეს გამართული,
ფუნქციონირებადი
საგანმანათლებლო
დაწესებულება,
მიზანშეწონილია,
აღნიშნული
საკანონმდებლო აქტი მიღებულ იქნას დაჩქარებული წესით.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის
მიღებით
გამოწვეული
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსება
განხორციელდება სამინისტროს ასიგნებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირის დიპლომატიის აკადემიის საკუთარი შემოსავლების ფარგლებში.
აკადემიის დაფინანსების წყარო იქნება სახელმწიფო ბიუჯეტი, სამინისტროს ასიგნებიდან
მიღებული შემოსავლები, გრანტები და სხვა კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
წარმოდგენილი კანონის პროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, წარმოდგენილი ცვლილებების ფარგლებში საჯარო სამართლის
იურიდიული პირი - დიპლომატიის აკადემიაში შეიქმნება სტრუქტურული ერთეულები,
რომლებიც დაკომპლექტდება - 46 ერთეულით (მათ შორის, 30 - საშტატო, 16 - შტატგარეშე.
როგორც აკადემიური ისე ადმინისტრაციული პერსონალი). წინასწარი გათვლებით, შესაბამისი
სახელფასო ფონდი წლიურად შეადგენს დარიცხული 1 093 350 ლარს.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დიპლომატიის აკადემიაში სტრუქტურული
ერთეულების შექმნა გამოიწვევს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას, ვინაიდან თითოეული
თანამშრომელი მიიღებს შრომით ანაზღაურებას (ჯამში წლიურად დარიცხული 1 093 350 ლარის
ოდენობით), შესაბამისად მათ მოუწევთ სახელმწიფო ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის ხელფასის 20%-ს გადახდა. შესაბამისად, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გაიზრდება 46
ერთეულისთვის განსაზღვრული სახელფასო თანხიდან, რაც წლიურად შეადგენს 214 296 ლარს.
დიპლომატიის აკადემიის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის
მიღების მიზნით მოპოვებული იქნება ავტორიზაცია და აკრედიტაცია. შესაბამისად, განათლების
ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მიიღებს შემოსავალს ავტორიზაციისთვის 48 000
ლარს და აკრედიტაციისთვის 40 000 ლარს.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ ეტაპზე შესაქმნელია სასწავლო პროცესისთვის
საჭირო თანამედროვე ინფრასტრუქტურა, მათ შორის სემინარებისა და ლექციებისთვის საჭირო
აუდიტორიები, სიმულაციური ლაბები, ბიბლიოთეკა, IT ინფრასტრუქტურა, შესაბამისი ავეჯი და
ტექნიკა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დიპლომატიის აკადემიის
2026 წლის
სავარაუდო ბიუჯეტი წინასწარი გათვლებით შეადგენს - 2 993675 ლარს (მათ შორის,
ავტორიზაციისთვის 48 000 ლარი და აკრედიტაციისთვის 40 000 ლარი), ხოლო 2027, 2028 და 2029
წლებში განისაზღვრება ყოველწლიურად - 2 851 350 ლარით.
ზემოაღნიშნული ხარჯი მოიცავს ასევე, საჯარო სამართლის იურიდიული პირი დიპლომატიის აკადემიაში დასაქმებული პირებისათვის საჭირო სახელფასო ფონდს. კერძოდ, 46
საშტატო ერთეულის შესაბამისი სახელფასო ფონდი წლის განმავლობაში შეადგენს დაახლოებით
1 093 350 ოდენობით ლარს. ადამიანური რესურსის ზრდასთან ერთად გაიზრდება დამსაქმებლის
საპენსიო შენატანებიც, რომლებიც ჩაირიცხება საპენსიო ფონდში კანონმდებლობით დადგენილი
წესის შესაბამისად, რაც მოცემულ შემთხვევაში შეადგენს წლიურად 21 867 ლარს (მთლიანი
სახელფასო ფონდის 2 პროცენტს). აღნიშნული ხარჯი გადახდილი იქნება საჯარო სამართლის
იურიდიული პირს - დიპლომატიის აკადემიის მიერ. ამასთან, საპენსიო შენატანებთან
დაკავშირებით გაიზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი. კანონმდებლობის
შესაბამისად, აკადემიის სახელფასო ფონდის 2% -წლიურად
ბიუჯეტიდან გადახდილი იქნება საპენსიო ფონდში.
21 867 ლარი სახელმწიფო
ზემოაღნიშნული ხარჯების დაფინანსება განხორციელდება სამინისტროს ასიგნებებისა და
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დიპლომატიის აკადემიის შემოსავლების ფარგლებში.
ამასთან, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, აკადემიაში დასაქმებული 46 თანამშრომლის
საპენსიო შენატანის სახით, გაიზრდება წლიურად 43 734 ლარით.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური
ვალდებულებები. აგრეთვე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში
არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დიპლომატიის აკადემიაში სტუდენტთა მიღება
დაგეგმილია 2027 სასწავლო წლიდან. აკადემიაში მიღებული იქნება 70 სტუდენტი საბაკალავრო,
ხოლო 50 სტუდენტი სამაგისტრო პროგრამებზე.
შესაბამისად, კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. კერძოდ, წარმოდგენილი საკანონმდებლო
ცვლილებების თანახმად, აკადემიაში მიღებული სტუდენტები არ გადაიხდიან სწავლის საფასურს
და უზრუნველყოფილნი იქნებიან სწავლისთვის საჭირო ინვენტარით და მასალით.
ამასთან, კანონპროექტის თანახმად, სსიპ - დიპლომატიის აკადემიაში დასაქმებული 46
პირი მიიღებს შრომის ანაზღაურებას, რომელიც წინასწარი გათვლებით შეადგენს წლის
განმავლობაში დარიცხულ 1 093 350 ლარს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
და
მიმართება
შეთანხმებებთან,
საქართველოს
აგრეთვე,
ისეთი
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი
და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.