„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-05-25
ბიუროს ნომერი 141
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის:
ა) 31 პუნქტის:
ა.ა) „დ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ1) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო
დაწესებულებისთვის, თავდაცვის ატაშესთვის, საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა
სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემისა და
საქართველოს
პროკურატურის
წარმომადგენლებისთვის
განხორციელებულ
ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო შესყიდვებზე;“;
ა.ბ) „ძ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ“-„ხ“ ქვეპუნქტები:
„წ) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სხვა შემსყიდველი ორგანიზაციისგან იმ ექსკლუზიური
მომსახურების შესყიდვაზე, რომლის გაწევის უფლებაც სხვა შემსყიდველ ორგანიზაციას
კანონით ან კანონის შესაბამისად მიენიჭა;
ჭ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
მიერ არარეზიდენტი დაწესებულებისგან/საერთაშორისო ორგანიზაციისგან საერთაშორისო
აკრედიტაციის/ავტორიზაციის/გარე
შეფასების
მოპოვების
მიზნით
მომსახურების
შესყიდვაზე;
ხ) საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრებასა და საერთაშორისო ღონისძიებებში
მონაწილეობის საწევრო/სარეგისტრაციო გადასახადების გადახდასთან დაკავშირებულ
შესყიდვებზე.“;
ბ) 32 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„32. „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
კონტრაქტორის შერჩევა განხორციელდება ამ კანონით დადგენილი სახელმწიფო შესყიდვის
წესების საფუძველზე, იმ პირობით, რომ „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად კონტრაქტორის შერჩევის პროცესზე არ გავრცელდება ამ
კანონის მე-9 მუხლის, 161 მუხლის მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებისა და IV და V თავების
მოქმედება.“.
2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) სამშენებლო სამუშაო (შემდგომში – სამუშაო) – შენობის, ნაგებობის ან სხვა ობიექტის
მშენებლობასთან, რეკონსტრუქციასთან, ნგრევასთან, რემონტთან ან განახლებასთან
დაკავშირებული ნებისმიერი სამუშაო (მათ შორის, სამშენებლო მოედნის მოწყობა, გრუნტის
ამოღება, შენობის ან ნაგებობის აგება-აშენება, აღჭურვილობის მონტაჟი, მოპირკეთება და
მოსაპირკეთებელი სამუშაოები, მშენებლობასთან დაკავშირებული საკომუნიკაციო ქსელების
მოწყობის სამუშაოები), აგრეთვე მშენებლობის თანამდევი მომსახურება, როგორიცაა ბურღვა,
გეოდეზიური სამუშაოები, კოსმოსური და აეროგადაღება, სეისმური კვლევა და სახელმწიფო
შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით/ჩარჩოშეთანხმებით გათვალისწინებული სხვა
ანალოგიური მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება სამშენებლო
სამუშაოს ღირებულებას;“;
ბ) „თ1“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ2“ ქვეპუნქტი:
„თ2) ეკონომიკური ოპერატორი – ნებისმიერი ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, პირთა
გაერთიანება, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც ბაზარზე საქონლის მიწოდების,
სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის შეთავაზებას ახდენს. ამასთანავე,
ეკონომიკური ოპერატორი შეიძლება იყოს ამ პუნქტის „ი1“–„კ1“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული პირი;“;
გ) „კ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,კ1“ ქვეპუნქტი:
,,კ1) ქვეკონტრაქტორი – პირი, რომელსაც ძირითადი ეკონომიკური ოპერატორი
(მიმწოდებელი) ამ კანონით დადგენილი წესით შესასრულებლად გადასცემს სახელმწიფო
შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ნაწილს;“;
დ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი (შემდგომ – შავი სია) – შავი
სია, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და
განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში
მონაწილე იმ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტით (შემდგომ – კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი) გათვალისწინებული
საფუძვლების არსებობისას შავ სიაში შეტანიდან 1 წლის, ხოლო ხელშეკრულების დადების
უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის შემთხვევაში, შავ
სიაში შეტანიდან 2 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო
შესყიდვებში
ან/და
დადონ
სახელმწიფო
შესყიდვის
შესახებ
ხელშეკრულება/ჩარჩოშეთანხმება.
სახელმწიფო
შესყიდვებში
მონაწილეობა
ან/და
ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადება ეკრძალება აგრეთვე ყველა იმ ეკონომიკურ
ოპერატორს, რომლის დამფუძნებელი ან/და წილის მფლობელი არის შავ სიაში
რეგისტრირებული ეკონომიკური ოპერატორი, აგრეთვე – იმ ეკონომიკურ ოპერატორს,
რომელშიც შავ სიაში რეგისტრირებული ეკონომიკური ოპერატორის ხელმძღვანელობასა და
წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს იგივე თანამდებობა უკავია ან/და იგი ფლობს
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ წილს. შავი სია ხელმისაწვდომია
ნებისმიერი პირისათვის. შავი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით;“;
ე) „მ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ2) ერთიანი გარანტია – გარანტია, რომლითაც უზრუნველყოფილია მიმწოდებლის
ვალდებულება წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში ყველა იმ შემსყიდველი
ორგანიზაციის წინაშე, რომელთანაც მიმწოდებელი დადებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
ხელშეკრულებას. ერთიანი გარანტია შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სახელმწიფო
შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად.
ერთიანი გარანტიის მოქმედების ვადა, აგრეთვე მისი გაცემისა და წარდგენის წესები და
პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ხოლო ცენტრალიზებულ
შესყიდვასთან დაკავშირებული, ამ ქვეპუნქტში მითითებული საკითხები – საქართველოს
მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით;“;
ვ) „ს1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ს1) გამარტივებული შესყიდვა – სახელმწიფო შესყიდვის საშუალება, რომელიც გამოიყენება
ამ კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე:
ს1.ა) 10 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი საქონლის ან მომსახურების, ან 20 000
ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში;
ს1.ბ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო
დაწესებულების მიერ 50 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი საქონლის,
მომსახურების ან სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში;
ს1.გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურისა და მათ სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციის, საქართველოს
თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციის ან
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ თავდაცვასთან, უშიშროებასთან ან
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული შესყიდვის განხორციელების
შემთხვევაში – 20 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი საქონლის, მომსახურების ან
სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში;
ს1.დ) საზღვარგარეთ საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების,
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემისა და საქართველოს
პროკურატურის წარმომადგენლებისთვის, აგრეთვე თავდაცვის ატაშესთვის 50 000 ლარამდე
ღირებულების (ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის) საქონლის, მომსახურების ან
სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში;“;
ზ) „ფ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ1“-„ფ2“ ქვეპუნქტები:
„ფ1) ჩარჩოშეთანხმება – ერთ ან რამდენიმე შემსყიდველ ორგანიზაციასა და ერთ ან რამდენიმე
ეკონომიკურ ოპერატორს შორის დადებული შეთანხმება, რომლის მიზანია ამ შეთანხმების
ფარგლებში დასადები სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების პირობების
დადგენა, კერძოდ, შესყიდვის ობიექტის მოსალოდნელ ფასთან და, საჭიროების შემთხვევაში,
რაოდენობასთან დაკავშირებით;
ფ2) ელექტრონული კატალოგი – წინადადების წარდგენის
უზრუნველყოფილია
პრეტენდენტის
მიერ
წინადადების
დოკუმენტაციით დადგენილი წესით წარდგენა;“.
საშუალება, რომლითაც
სატენდერო/საკონკურსო
3. მე-7 მუხლის:
ა) 1-ლი პუნქტის:
ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით შეარჩიოს
ეკონომიკური ოპერატორი და დადოს მასთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება
(შემდგომში – ხელშეკრულება) ან/და ჩარჩოშეთანხმება;“;
ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:
„ბ1) სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შემთხვევებში, მოახდინოს პრეტენდენტის
დისკვალიფიკაცია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით, თუ შესასყიდი
საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს და
ამავდროულად, ეკონომიკური ოპერატორის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე
უფლებამოსილი პირი ან/და დამფუძნებელი ნასამართლევია ერთ-ერთი შემდეგი
დანაშაულის ჩადენისთვის:
ბ1.ა) ქრთამის აღება, ქრთამის მიცემა, ზეგავლენით ვაჭრობა, კანონით აკრძალული საჩუქრის
მიღება, კომერციული მოსყიდვა;
ბ1.ბ) თაღლითობა, მითვისება ან გაფლანგვა, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის
გათეთრება);
ბ1.გ) გადასახადისათვის თავის არიდება;
ბ1.დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXVIII თავით (ტერორიზმი)
გათვალისწინებული დანაშაულ(ებ)ი;
ბ1.ე) ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), არასრულწლოვანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი),
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის (დაზარალებულის) მომსახურებით
სარგებლობა;
ბ1.ვ) სხვა დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც ამ პუნქტის „ბ1.ა“−„ბ1.დ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული არ არის.“;
ა.გ) „გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ1)
კონკურსისა
და
ელექტრონული
ტენდერის
შემთხვევებში
ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის
პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ
გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო
ინტერესებიდან ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე;“;
ა.დ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე)
საქართველოს
კანონმდებლობის
შესაბამისად
შეაჩეროს
ან
შეწყვიტოს
ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების მოქმედება, თუ ეკონომიკური ოპერატორის მიერ
წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ყალბი აღმოჩნდება, აგრეთვე საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.“.
ბ) მე-2 პუნქტის:
ბ.ა) „ბ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ2) ამ კანონის 101 მუხლის 34 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების
გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში არ დადოს გამარტივებული შესყიდვის
შესახებ
ხელშეკრულება/ჩარჩოშეთანხმება,
გარდა
გადაუდებელი
აუცილებლობის
არსებობისა;“;
ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულებისა და მომსახურების გაწევისთანავე
აუნაზღაუროს მიმწოდებლებს საქონლის, სამუშაოსა და მომსახურების ღირებულება, თუ
ხელშეკრულებით/ჩარჩოშეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;“;
ბ.გ) „დ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ2) ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადებამდე მისი გადაწყვეტილების/ქმედების
გასაჩივრების შემთხვევაში შეაჩეროს სახელმწიფო შესყიდვის პროცედურა ამ კანონითა და
კანონქვემდებარე აქტით დადგენილი წესით;“;
გ) 21 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი:
„22. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით
პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის დეტალური წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტით, ხოლო ცენტრალიზებულ შესყიდვასთან დაკავშირებული, ამ
ქვეპუნქტში მითითებული საკითხები – საქართველოს მთავრობის შესაბამისი
სამართლებრივი აქტით.“.
4. მე-8 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ეკონომიკური ოპერატორის შერჩევას გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში;“;
ბ) მე-2-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ ფიზიკურ
პირს ექნება ინტერესთა კონფლიქტი ეკონომიკურ ოპერატორთან, თუ მათ შორის არსებობს
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები.
თუ ეკონომიკური ოპერატორი არის ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაცია, ინტერესთა კონფლიქტთან
დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის
დებულებების გავრცელების შემთხვევები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტით, სახელმწიფო შესყიდვების თავისებურებათა გათვალისწინებით.
3. დაუშვებელია ეკონომიკურმა ოპერატორმა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული
საქმიანობის განმახორციელებელ პირზე პირდაპირ ან არაპირდაპირ მოახდინოს ზეგავლენა
მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
4. მას შემდეგ, რაც ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის
განმახორციელებელი პირისთვის ცნობილი გახდება ეკონომიკური ოპერატორის ვინაობა, იგი
ვალდებულია წერილობით დაადასტუროს, რომ ამ შესყიდვის განხორციელებაში მისი
მონაწილეობა არ იწვევს ინტერესთა კონფლიქტს.“.
5. მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის:
ა) „ვ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:
„ვ1) შესყიდვის განხორციელებისას, სახელმწიფო შესყიდვის ინსტრუმენტების გამოყენების
საჭიროება;“;
ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) გრძელვადიანი ხელშეკრულებებით/ჩარჩოშეთანხმებებით ან წინა წელს დადებული
ხელშეკრულებებით/ჩარჩოშეთანხმებებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებები
მიმდინარე წლისათვის;“.
6. 101 მუხლის 34 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„34. სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელებისას, თუ შესასყიდი
საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო
შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ
ზღვრებს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია გამარტივებული შესყიდვის შესახებ
ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების
დადებასთან
დაკავშირებული
გადაწყვეტილება
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით გამოაქვეყნოს სახელმწიფო
შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შექმნილ შესაბამის მოდულში.“.
7. 102 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 103 მუხლი:
„მუხლი 103. სახელმწიფო შესყიდვის დარეზერვება
1. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ მუხლით დადგენილი პირობების დაცვით
სახელმწიფო შესყიდვა გამოაცხადოს სისტემაში რეგისტრირებული იმ ეკონომიკური
ოპერატორებისთვის, რომლის მთავარი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
ან სხვა მოწყვლადი ჯგუფების წევრთა (მათ შორის, ნაკლებად წარმოდგენილი სქესის პირთა)
სოციალური და პროფესიული ინტეგრაცია. ასეთ შემთხვევაში, ეკონომიკურ ოპერატორში
დასაქმებულ პირთა 30% მაინც უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან სხვა
მოწყვლადი ჯგუფის წევრი. ამ მუხლით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვის
გამოცხადება დასაშვებია, თუ აღნიშნული ეკონომიკური ოპერატორი ნორმალურ პირობებში
სხვა ეკონომიკურ ოპერატორს კონკურენციას ვერ გაუწევს.
2. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, საქართველოს მთავრობის შესაბამისი
სამართლებრივი აქტით დადგენილ სფერო(ებ)ში ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი
წესით სახელმწიფო შესყიდვა გამოაცხადოს მხოლოდ იმ ეკონომიკური ოპერატორებისთვის,
რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტითა და საქართველოს მთავრობის
შესაბამისი სამართლებრივი აქტით დადგენილ პირობებს.
3. საქართველოს მთავრობა შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს კონკრეტულ
მოცულობას, რომლის ფარგლებშიც შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია სახელმწიფო
შესყიდვის დარეზერვება. ამ მოცულობის ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს თითოეული
შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში შესასყიდი
ერთგვაროვანი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულების 1%-ს.
4. ეკონომიკური ოპერატორი სარგებლობს ამ მუხლის შესაბამისად გამოცხადებულ
სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობის უფლებით, თუ იგი საქმიანობს ამ მუხლის
შესაბამისად
მიღებული
საქართველოს
მთავრობის
სამართლებრივი
აქტით
გათვალისწინებულ სფეროში.“.
8. 121 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ეკონომიკური
ოპერატორი;“.
9. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. მოთხოვნები ეკონომიკური ოპერატორის მიმართ
1. შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ, შესრულების ან/და ფუნქციურ სპეციფიკაციებთან,
აგრეთვე ეკონომიკური ოპერატორის საკვალიფიკაციო მონაცემებთან დაკავშირებულ
მოთხოვნებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით განსაზღვრავს
შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის. აღნიშნული
მოთხოვნები უნდა იყოს პროპორციული და არადისკრიმინაციული, ხელს უნდა უწყობდეს
ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებასა და ეკონომიკურ ოპერატორთა მიმართ თანასწორ
მოპყრობას.
2. თუ ეკონომიკური ოპერატორი ქვეკონტრაქტორის/ქვეკონტრაქტორების გამოყენებას
აპირებს, იგი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციას წინადადების წარდგენის ეტაპზე
მიაწოდოს ამის შესახებ ინფორმაცია, თუ ქვეკონტრაქტორმა/ქვეკონტრაქტორებმა უნდა
შეასრულოს/შეასრულონ:
ა) შესყიდვის ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10% მაინც;
ბ) შესყიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების კონკრეტული/მნიშვნელოვანი
ნაწილი, თუ ასეთი კონკრეტული/მნიშვნელოვანი ნაწილი განსაზღვრულია შემსყიდველი
ორგანიზაციის მიერ სატენდერო დოკუმენტაციაში.
3. ქვეკონტრაქტორის/ქვეკონტრაქტორების მიერ შესასრულებელი ვალდებულების ჯამური
მოცულობა
არ
უნდა
აღემატებოდეს
კანონქვემდებარე
ნორმატიული
აქტით
გათვალისწინებულ პროცენტულ მაჩვენებელს.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია
ამოწმებს ქვეკონტრაქტორის დისკვალიფიკაციის საფუძვლებს. ქვეკონტრაქტორის მიმართ
დისკვალიფიკაციის საფუძვლის არსებობის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია
ეკონომიკური ოპერატორის შერჩევასა და შეფასებას ახორციელებს კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.
5. ეკონომიკურ ოპერატორს უფლება აქვს დაეყრდნოს ქვეკონტრაქტორის გამოცდილებას,
აგრეთვე მისი პერსონალის კვალიფიკაციასა და გამოცდილებას კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტით გათვალისწინებული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში, მხოლოდ
იმ შემთხვევაში, თუ ქვეკონტრაქტორი ხელშეკრულების ფარგლებში შეასრულებს იმ
სამუშაოს ან/და გასწევს იმ მომსახურებას, რომლის შესასრულებლადაც/გასაწევადაც საჭიროა
ეს კვალიფიკაცია და გამოცდილება.
6. ქვეკონტრაქტორის გამოყენება მიმწოდებელს არ ათავისუფლებს ხელშეკრულების
შესრულების პასუხისმგებლობისგან. მიმწოდებელი შემსყიდველი ორგანიზაციის წინაშე
თავად აგებს პასუხს.
7. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, კრიტიკული მნიშვნელობის მქონე
ვალდებულებების
შესრულება
მოითხოვოს
მხოლოდ
ძირითადი
ეკონომიკური
ოპერატორისგან (მიმწოდებლისგან), რაც სატენდერო დოკუმენტაციაში უნდა დასაბუთდეს.
8. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციას მიაწოდოს ამ
კანონით, შესაბამისი ნორმატიული აქტით ან/და სატენდერო დოკუმენტაციით
განსაზღვრული ინფორმაცია ქვეკონტრაქტორის ცვლილების ან/და დამატების შესახებ,
რომლის წარდგენაც სავალდებულოა.
9. ქვეკონტრაქტორის გამოყენების დეტალური წესი, მათ შორის შესრულებული
ვალდებულების შემდგომში გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ხოლო ცენტრალიზებულ შესყიდვასთან
დაკავშირებული, ამ პუნქტში მითითებული საკითხები – საქართველოს მთავრობის
შესაბამისი სამართლებრივი აქტით.“.
10. 151 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
სატენდერო
წინადადების
წარდგენიდან
გამარჯვებულ
პრეტენდენტთან
ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადებამდე განსახორციელებელი ელექტრონული
ტენდერის პროცედურები განისაზღვრება ამ მუხლითა და კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტით.“;
ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. სატენდერო კომისია ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან დადებულ
ხელშეკრულებას/ჩარჩოშეთანხმებას და ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებულ,
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ დოკუმენტებს სახელმწიფო
შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში აქვეყნებს კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტით განსაზღვრულ ვადაში და დადგენილი წესით.“.
11. 161 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 161. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადება
1. გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადებით განსაზღვრული პირობების
საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის იდება
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება/ჩარჩოშეთანხმება.
2. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების ცალმხრივად
შეწყვეტის შემთხვევაში იგი პასუხს არ აგებს ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების შეწყვეტის
შედეგად გამოწვეული ზიანისთვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
შემთხვევებისა, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების შეწყვეტა
გამოწვეულია ამ კანონის მე-9 მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში
შემსყიდველი ორგანიზაციის შესყიდვების წლიური გეგმის საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური
ბიუჯეტებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესახებ შესაბამის ნორმატიულ აქტთან
შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით და აღნიშნულის შედეგად შეუძლებელია
ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების მოქმედების გაგრძელება.
3. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების
დადება
შესაძლებელია
როგორც
ქართულ,
ისე
უცხოურ
ენებზე.
ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების უცხოურ ენაზე დადების შემთხვევაში იგი საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა ითარგმნოს ქართულ ენაზე.
4.გამარჯვებული
პრეტენდენტის
დისკვალიფიკაციის
ან
მის
მიერ
ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში შემსყიდველ
ორგანიზაციას უფლება აქვს, განიხილოს საუკეთესო ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტის
სატენდერო წინადადება ან შეწყვიტოს სახელმწიფო შესყიდვის პროცედურა კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
5. დიდი მოცულობის სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში, თუ სამშენებლო ობიექტი
განთავსებულია საქართველოს ტერიტორიაზე, ხელშეკრულებასთან/ჩარჩოშეთანხმებასთან
დაკავშირებით დამატებითი პირობები შესაძლებელია განისაზღვროს საქართველოს
მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.“.
12. 181 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 181. ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობისას მოლაპარაკების გამართვის
დაუშვებლობა
სატენდერო კომისიას უფლება არა აქვს, გამართოს მოლაპარაკება ელექტრონულ ტენდერში
მონაწილეობის მსურველთან და ეკონომიკურ ოპერატორთან, გარდა კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
13. 206 მუხლის მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. თუ შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენს
ან აღემატება საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით დადგენილ
მონეტარულ ზღვრებს, ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, საქართველოს მთავრობის
შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესით უფლებამოსილია, სატენდერო
დოკუმენტაციით
განსაზღვრულ
შემთხვევებში
მოახდინოს
პრეტენდენტის
დისკვალიფიკაცია,
თუ
ეკონომიკური
ოპერატორის
ხელმძღვანელობასა
და
წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ან/და დამფუძნებელი ნასამართლევია ამ
კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი
დანაშაულის ჩადენისთვის, რაც უნდა დასაბუთდეს.“.
14. III1 თავის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის III2 თავი:
„თავი III2 სახელმწიფო შესყიდვის ინსტრუმენტები
მუხლი 208. სახელმწიფო შესყიდვის ინსტრუმენტები
1.სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას შემსყიდველი ორგანიზაცია/ცენტრალური
შემსყიდველი
ორგანო
უფლებამოსილია
გამოიყენოს
სახელმწიფო
შესყიდვის
ინსტრუმენტები.
2. სახელმწიფო შესყიდვის ინსტრუმენტებია:
ა) ჩარჩოშეთანხმება;
ბ) ელექტრონული კატალოგი.
3.სახელმწიფო
შესყიდვის
ინსტრუმენტების
გამოყენებით
შესყიდვის
(გარდა
ცენტრალიზებული
შესყიდვისა)
განხორციელების
დეტალური
წესი
დგინდება
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
4.ცენტრალიზებული შესყიდვის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვის ინსტრუმენტების
გამოყენებით შესყიდვის განხორციელების დეტალური წესი დგინდება საქართველოს
მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
მუხლი 209. ჩარჩოშეთანხმება
1. ჩარჩოშეთანხმება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს, როდესაც შესყიდვის ობიექტის
ზუსტი რაოდენობა ან/და მიწოდების კონკრეტული ვადა წინასწარ ცნობილი/განსაზღვრული
არ არის. ჩარჩოშეთანხმების ფარგლებში ხელშეკრულება შესაძლებელია დაიდოს მხოლოდ
ჩარჩოშეთანხმების პირობებით განსაზღვრულ შემსყიდველ ორგანიზაციას/ორგანიზაციებს
და ჩარჩოშეთანხმების მონაწილე ეკონომიკურ ოპერატორს/ოპერატორებს შორის.
2. ჩარჩოშეთანხმების მოქმედების ვადა 4 წელს არ უნდა აღემატებოდეს, გარდა სათანადოდ
დასაბუთებული შემთხვევისა, რომელიც ჩარჩოშეთანხმების საგნიდან გამომდინარეობს.
3. თუ ჩარჩოშეთანხმება ერთ ეკონომიკურ ოპერატორთან არის დადებული, ხელშეკრულება
იდება ჩარჩოშეთანხმების პირობების შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი
ორგანიზაცია უფლებამოსილია წერილობით მიმართოს ეკონომიკურ ოპერატორს მის
წინადადებაში დამატებითი პირობის გათვალისწინების თხოვნით. დაუშვებელია ისეთი
დამატებითი პირობის გათვალისწინება, რომელიც ჩარჩოშეთანხმების პირობების არსებით
ცვლილებას იწვევს.
4. თუ ჩარჩოშეთანხმება
ხელშეკრულება იდება:
რამდენიმე
ეკონომიკურ
ოპერატორთან
არის დადებული,
ა) ჩარჩოშეთანხმების მონაწილე ეკონომიკურ ოპერატორებს შორის კონკურენტული პროცესის
გამართვის გარეშე, თუ ჩარჩოშეთანხმება ითვალისწინებს საქონლის მიწოდების, სამუშაოს
შესრულების ან მომსახურების გაწევის ყველა პირობას და მიმწოდებლის შერჩევის ობიექტურ
წესებს. ეს წესები გათვალისწინებული უნდა იყოს ჩარჩოშეთანხმებით;
ბ) ჩარჩოშეთანხმების მონაწილე ეკონომიკურ ოპერატორებს შორის კონკურენტული პროცესის
გამართვით, თუ ჩარჩოშეთანხმება არ ითვალისწინებს საქონლის მიწოდების, სამუშაოს
შესრულების ან მომსახურების გაწევის ყველა პირობას და ეკონომიკური ოპერატორის
შერჩევის ობიექტურ წესებს;
გ) ჩარჩოშეთანხმების მონაწილე ეკონომიკურ ოპერატორებს შორის კონკურენტული პროცესის
ნაწილობრივ გამართვით, თუ ჩარჩოშეთანხმება ითვალისწინებს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“
ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მიდგომებს. ამ ქვეპუნქტის გამოყენება დასაშვებია, თუ ასეთი
შესაძლებლობა ჩარჩოშეთანხმებით იყო გათვალისწინებული. არჩევანი, თუ რომელი
საქონელი, სამუშაო ან/და მომსახურება იქნება შესყიდული კონკურენტული პროცესის
გამართვით ან მისი გამართვის გარეშე, ჩარჩოშეთანხმებით განსაზღვრულ ობიექტურ
პირობებს უნდა ეფუძნებოდეს. ჩარჩოშეთანხმებაში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე
პირობები, რომლებზედაც შესაძლებელია კონკურენტული პროცესის გამართვა.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში
ერთდროულად უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი პირობები:
ა) შესყიდვის ხელშეკრულების დადებამდე შემსყიდველი ორგანიზაცია წერილობით
მიმართავს ეკონომიკურ ოპერატორებს;
ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია ეკონომიკურ ოპერატორებს განუსაზღვრავს წინადადებების
წარდგენის გონივრულ ვადას ხელშეკრულების საგნის სირთულისა და წინადადებების
წარსადგენად აუცილებელი ვადის გათვალისწინებით;
გ) წინადადებების წარდგენა წერილობით ხდება და ეს წინადადებები მათი წარდგენის ვადის
ამოწურვამდე საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის;
დ) ხელშეკრულება იდება საუკეთესო წინადადების მქონე ეკონომიკურ ოპერატორთან,
რომელიც ჩარჩოშეთანხმებით დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე ვლინდება.
6. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია სრულად არ შეისყიდოს ჩარჩოშეთანხმებით
განსაზღვრული შესყიდვის ობიექტი, თუ ამის შესახებ მითითებულია ჩარჩოშეთანხმების
პირობებში.
7. ჩარჩოშეთანხმების ან მის ფარგლებში დადებული ხელშეკრულების გადასინჯვის მიმართ
გამოიყენება ამ კანონის 21-ე მუხლით დადგენილი წესი.
მუხლი 2010. ელექტრონული კატალოგი
1. სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის საშუალებით ან/და
ჩარჩოშეთანხმების გამოყენებით განხორციელებისას შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს
წინადადების სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ელექტრონული კატალოგის
ფორმით წარდგენა. ელექტრონული კატალოგის ფორმით წარდგენილ წინადადებას შეიძლება
დაერთოს სხვა დოკუმენტები, რომლებიც მას ავსებს.
2. ელექტრონულ კატალოგს სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად
პრეტენდენტი ადგენს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ფორმისა და
სპეციფიკაციების შესაბამისად. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით შესაძლებელია
განისაზღვროს ის შესყიდვის ობიექტი/ობიექტები, რომელთან/რომლებთან დაკავშირებითაც
წინადადებები ელექტრონული კატალოგის ფორმით უნდა იქნეს წარდგენილი, ხოლო
ცენტრალიზებულ შესყიდვასთან დაკავშირებული, ამ პუნქტში მითითებული საკითხები
შესაძლოა განისაზღვროს საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
3. წინადადების ელექტრონული კატალოგის ფორმით წარდგენისთვის:
ა) ამის შესახებ ეთითება სატენდერო დოკუმენტაციაში;
ბ) ელექტრონულ კატალოგთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია (მათ შორის,
ფორმა და სპეციფიკაციები, რომლებსაც უნდა შეესაბამებოდეს ელექტრონული კატალოგი)
ეთითება სატენდერო დოკუმენტაციაში.
4. თუ ჩარჩოშეთანხმება ელექტრონული კატალოგების გამოყენებით რამდენიმე ეკონომიკურ
ოპერატორთან დაიდო, შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს ჩარჩოშეთანხმების მონაწილეებს
შორის კონკურენტული პროცესის განახლებული ელექტრონული კატალოგების საფუძველზე
გამართვა. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ერთ-ერთი შემდეგი მეთოდი:
ა) პრეტენდენტები მოწვეულ უნდა იქნენ შესყიდვის ხელშეკრულების მოთხოვნებთან
ადაპტირებული, განახლებული ელექტრონული კატალოგების წარსადგენად;
ბ) ეცნობება პრეტენდენტებს, რომ წარდგენილი ელექტრონული კატალოგებიდან შეგროვდება
ხელშეკრულების მოთხოვნებთან ადაპტირებული წინადადებების შესადგენად საჭირო
ინფორმაცია. ასეთი შესაძლებლობის გამოყენება დასაშვებია, თუ ეს მითითებულია
ჩარჩოშეთანხმების შესყიდვის პირობებში.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პრეტენდენტებს
ეცნობებათ ინფორმაციის შეგროვების დღე და საათი. ამასთან, მათ უნდა მიეცეთ უფლება,
უარი თქვან ინფორმაციის შეგროვებაზე. აღნიშნულისთვის განისაზღვრება გონივრული ვადა.
ხელშეკრულების დადებამდე პრეტენდენტებს წარედგირება შეგროვებული ინფორმაცია და
ეძლევათ საშუალება, დაადასტურონ, რომ ამ ფორმით არსებული წინადადება არსებით
შეცდომებს არ შეიცავს, ან გააპროტესტონ ასეთი შეცდომების არსებობა.“.
15. IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი IV
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების პირობები და მათი
გადასინჯვის წესი“.
16. 21-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების პირობები და
მათი გადასინჯვის წესი“;
ბ) 11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო
დაწესებულების მიერ, აგრეთვე თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვისა და შინაგან
საქმეთა სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემისა
და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლების მიერ სახელმწიფო შესყიდვების
გამარტივებული
სახელმწიფო
შესყიდვის
საშუალებით
განხორციელებისას
და
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;“;
გ) 11 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:
„12. ჩარჩოშეთანხმება იდება წერილობითი ფორმით, ამ კანონითა და კანონქვემდებარე
ნორმატიული
აქტით
განსაზღვრული
პირობების
გათვალისწინებით,
ხოლო
ცენტრალიზებული შესყიდვის შემთხვევაში – ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის
შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით.“;
დ) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. თუ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში შესყიდვის ობიექტია ნავთობპროდუქცია
(საწვავი), რომლის ღირებულება მისი სპეციფიკის გამო დამოკიდებულია საერთაშორისო
სასაქონლო ბირჟაზე არსებულ ცვალებად ფასზე ან/და ეროვნული ვალუტის ოფიციალურ
გაცვლით კურსზე, საქონლის ერთეულის ფასის გამოთვლასთან დაკავშირებული საკითხები
განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით. ეს
მოთხოვნა
არ
ვრცელდება
საზღვარგარეთ
საქართველოს
დიპლომატიური
წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების, აგრეთვე თავდაცვის ატაშეს,
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს,
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემისა და საქართველოს
პროკურატურის წარმომადგენლების მიერ ნავთობპროდუქციის (საწვავის) შესყიდვაზე.“;
ე) 32 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„32. თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
ხელშეკრულების შესრულების გარანტია ან დაზღვევა, ეკონომიკური ოპერატორი, რომელსაც
წარდგენილი აქვს ამ კანონით გათვალისწინებული ერთიანი გარანტია, უფლებამოსილია, არ
წარადგინოს ხელშეკრულების შესრულების გარანტია ან დაზღვევა. ასეთ შემთხვევაში
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად
გამოიყენება ერთიანი გარანტია.“;
ვ) მე-4-51 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების აუცილებელი პირობები და გარანტიისა და
დაზღვევის მოთხოვნის გამოყენების წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტით, ხოლო ცენტრალიზებულ შესყიდვასთან დაკავშირებული, ამ პუნქტში მითითებული
საკითხები – საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.
5. ეკონომიკურ ოპერატორთან დადებული ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების პირობების
შეცვლა:
ა) დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისათვის იზრდება
ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები,
გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული
შემთხვევებისა;
ბ) დასაშვებია, თუ ცვლილება ხორციელდება ფასთა ინდექსაციის საფუძველზე, საქართველოს
მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად.
51.
საქართველოს
სამოქალაქო
კოდექსის
398-ე
მუხლის
შესაბამისად
ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების შეცვლის პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტით, ხოლო ფასთა ინდექსაციის საფუძველზე ხელშეკრულების შეცვლის
პირობები, აგრეთვე ცენტრალიზებულ შესყიდვასთან დაკავშირებული, ამ პუნქტში
მითითებული საკითხები – საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.“.
17. 211 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ეკონომიკური ოპერატორის პასუხისმგებლობა შემსყიდველი ორგანიზაციის წინაშე
მუდმივად უზრუნველყოფილია ერთიანი გარანტიით, კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტით დადგენილი წესით.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მიმწოდებელი ვალდებულია წინასწარი ანგარიშსწორების შედეგად მიღებული თანხები
გამოიყენოს
მხოლოდ
სახელმწიფო
შესყიდვის
შესახებ
ხელშეკრულებასთან/ჩარჩოშეთანხმებასთან
დაკავშირებული
ვალდებულებების
შესასრულებლად.“.
18. 211 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 212 მუხლი:
„მუხლი 212. ხელშეკრულების შესრულების პროცესში ჩართული ქვეკონტრაქტორის
შეცვლა/დამატება
1. მიმწოდებელი უფლებამოსილია შეცვალოს ან/და დაამატოს შესყიდვის ხელშეკრულების
შესრულების პროცესში ჩართული ქვეკონტრაქტორი/ქვეკონტრაქტორები შემსყიდველ
ორგანიზაციასთან შეთანხმების გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით
გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. შესყიდვის ხელშეკრულების დადების შემდეგ ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებული ქვეკონტრაქტორი შეიცვლება/დაემატება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
შემსყიდველი ორგანიზაცია გასცემს წერილობით თანხმობას ამ მუხლის მე-3 პუნქტით
დადგენილი წესების შესაბამისად.
3. დაუშვებელია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქვეკონტრაქტორის
შეცვლა/დამატება, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:
ა) მიმწოდებლის მიერ წარდგენილი ქვეკონტრაქტორი არ შეესაბამება სატენდერო
დოკუმენტაციით ქვეკონტრაქტორისთვის დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) ქვეკონტრაქტორი იცვლება და შეთავაზებულ ქვეკონტრაქტორს არ აქვს ისეთი
კვალიფიკაცია, როგორსაც მიმწოდებელი დაეყრდნო.
4. ამ მუხლის შესაბამისად შეთავაზებული ქვეკონტრაქტორის მიმართ არ უნდა არსებობდეს
დისკვალიფიკაციის საფუძვლები.
5. შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების შესრულების პროცესში ჩართული
ქვეკონტრაქტორის შეცვლას/დამატებას ითანხმებს ან უარყოფს კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.“.
19. 22-ე მუხლის:
ა) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31. შემსყიდველი ორგანიზაციები ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების შესრულების
მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშს წარმოადგენენ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით
დადგენილი გამარტივებული წესით, არა უგვიანეს მომდევნო წლის 30 იანვრისა, თუ
შესყიდვების წლიური გეგმის სავარაუდო ჯამური ღირებულება 50 000 ლარზე ნაკლებია.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. 2 000 000 ლარზე მეტი ღირებულების ობიექტის შესყიდვის შესახებ ანგარიშს შემსყიდველი
ორგანიზაციის ხელმძღვანელი წერილობით წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადებიდან 20 დღის
ვადაში. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნულ ბანკზე, რომელიც
შესყიდვის შესახებ ანგარიშს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის თანახმად წარუდგენს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს.“;
გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სააგენტო უფლებამოსილია შესყიდვების განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე მოსთხოვოს
ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს, შემსყიდველ ორგანიზაციებსა და შესყიდვების
მონაწილეებს შესყიდვებთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია,
ხელშეკრულებების/ჩარჩოშეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაციის
ჩათვლით.“;
დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. გამარტივებული შესყიდვის, ელექტრონული ტენდერის, კონკურსის, აგრეთვე
ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების და ამ კანონის 21-ე მუხლის 11 პუნქტით
გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიმდინარეობის თაობაზე
ანგარიშების ფორმა, მათი შედგენის, წარდგენისა და შენახვის წესები, ვადები და პირობები
განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ხოლო ცენტრალიზებულ
შესყიდვასთან დაკავშირებული, ამ პუნქტში მითითებული საკითხები – საქართველოს
მთავრობის სამართლებრივი აქტით.“.
20. 237 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად მიმწოდებლის სტატუსით
რეგისტრირებულ პირს – გამარტივებული შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში, თუ
სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელებისას შესასყიდი
საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო
შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ
ზღვრებს
და
საჩივარი
ეხება
გამარტივებული
შესყიდვის
შესახებ
ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას.“;
ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადებასთან
დაკავშირებულ გადაწყვეტილებას − თუ შესყიდვის ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების
სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე
ნაკლებია;“;
გ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“, „ა.გ“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
გადაწყვეტილება − აღნიშნული გადაწყვეტილების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან
ელექტრონულ სისტემაში ატვირთვიდან არაუგვიანეს 10 დღისა, ხოლო ქმედება – მისი
განხორციელებიდან არაუგვიანეს 10 დღისა, მაგრამ მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო
შესყიდვის შედეგად ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადებამდე;“;
დ) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მისი წარდგენის ვადა გავიდა ან საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვის დროისთვის
ხელშეკრულება/ჩარჩოშეთანხმება უკვე დადებულია;“;
ე) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. გასაჩივრებული სახელმწიფო შესყიდვის/შერჩევის პროცესის პროცედურები საჩივრის
დასაშვებად ცნობისთანავე ავტომატურად ჩერდება. სახელმწიფო შესყიდვის პროცესი
სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ელექტრონული ვაჭრობის
დასრულების შემდეგ ჩერდება. საჩივრის დასაშვებად ცნობის შემდეგ შემსყიდველი
ორგანიზაცია/შემსყიდველი
ორგანიზაციის
სატენდერო
კომისია/უფლებამოსილი
ორგანო/შესარჩევი კომისია ვალდებულია არ მიიღოს გადაწყვეტილება ან არ განახორციელოს
ქმედება გასაჩივრებულ სახელმწიფო შესყიდვის/შერჩევის პროცესის პროცედურებთან
დაკავშირებული საჩივრის განხილვის ვადაში. შემსყიდველი ორგანიზაცია/შემსყიდველი
ორგანიზაციის სატენდერო კომისია/უფლებამოსილი ორგანო/შესარჩევი კომისია ასევე
ვალდებულია იმავე საკითხზე არ გამოაცხადოს ან შეაჩეროს გამოცხადებული ხელახალი
სახელმწიფო შესყიდვის/შერჩევის პროცესის პროცედურები (არსებობის შემთხვევაში).
შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი წესით
განახორციელოს შესყიდვა გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისას. ამ პუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვის/შერჩევის პროცესის პროცედურები
ჩერდება
აგრეთვე
შესყიდვებში
მონაწილეობის
მსურველისთვის/პრეტენდენტისთვის/შერჩევის
პროცესში
მონაწილეობის
მსურველისთვის/შერჩევის პროცესის მონაწილისთვის. გამარტივებული შესყიდვის შესახებ
ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების
გასაჩივრება იწვევს გამარტივებული შესყიდვის პროცედურების შეჩერებას, გარდა
გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული გამარტივებული შესყიდვის პროცედურისა.“.
21. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 243 მუხლი:
„მუხლი 243. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების შეცვლის დროებითი
წესი
1. 2027 წლის 1 იანვრამდე:
ა) მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა:
ა.ა) დაუშვებელია თუ ამ ცვლილების შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისათვის იზრდება
ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ა.ბ) დასაშვებია, თუ ცვლილება ხორციელდება ფასთა ინდექსაციის საფუძველზე,
საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად;
ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების
შეცვლის პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ხოლო ფასთა
ინდექსაციის საფუძველზე ხელშეკრულების შეცვლის პირობები, აგრეთვე ცენტრალიზებულ
შესყიდვასთან დაკავშირებული, ამ პუნქტში მითითებული საკითხები – საქართველოს
მთავრობის სამართლებრივი აქტით.“.
მუხლი 2.
1. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის შესაბამისად და მის შესასრულებლად უზრუნველყოს:
ა) ამ კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ პუნქტებთან დაკავშირებული
სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა 2026 წლის 1
სექტემბრამდე;
ბ) ამ კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტში მითითებულ პუნქტებთან დაკავშირებული
სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა 2027 წლის 1
იანვრამდე;
გ) ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული პუნქტით გათვალისწინებული
საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღება ამ კანონის
გამოქვეყნებიდან 90 დღეში;
დ) ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული პუნქტით გათვალისწინებული ფასთა
ინდექსაციასთან დაკავშირებული საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი
აქტის მიღება 2026 წლის 1 ივნისამდე.
2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, ამ კანონის
შესაბამისად და მის შესასრულებლად, უზრუნველყოს:
ა) ამ კანონის პირველი მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვის
ინსტრუმენტების გამოყენებით შესყიდვის (გარდა ცენტრალიზებული შესყიდვისა)
განხორციელების დეტალური წესის შემუშავება და გამოცემა 2027 წლის 1 იანვრამდე;
ბ) ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2-მე-6 პუნქტებში მითითებულ პუნქტებთან დაკავშირებული
სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა იმავე
პუნქტებით დადგენილი ვადების გათვალისწინებით;
გ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ამ კანონთან და მის
შესაბამისად მიღებულ/გამოცემულ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის/აქტების
მოთხოვნებთან შესაბამისობა ამ კანონის მე-3 მუხლით დადგენილი ვადების
გათვალისწინებით.
მუხლი 3.
1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი
პუნქტის „ა.ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის და მე-2-მე-21 პუნქტებისა.
2. ამ კანონის პირველი მუხლის
პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი, მე-2 პუნქტის „ვ“
ქვეპუნქტი და მე-16 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე
დღეს.
3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.
4. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები, მე-3 პუნქტის „ა.ბ“ და
„გ“ ქვეპუნქტები, მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-8, მე-9, მე-13 და მე-18 პუნქტები ამოქმედდეს
2026 წლის 1 სექტემბრიდან.
5. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-2 პუნქტის „ა“, „დ“, „ე“
და „ზ“ ქვეპუნქტები, მე-3 პუნქტის „ა.ა.“, „ა.გ“, „ა.დ“ და „ბ.ა“-„ბ.გ“ ქვეპუნქტები, მე-4 პუნქტის
„ა“ ქვეპუნქტი, მე-5, მე-6, მე-10-მე-12, მე-14 და მე-15 პუნქტები, მე-16 პუნქტის „ა“, „გ“, „ე“ და
„ვ“ ქვეპუნქტები, მე-17, მე-19 და მე-20 პუნქტები ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.
6. ამ კანონის 21-ე პუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
სახელმწიფო შესყიდვებისთვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალურად,
გამჭვირვალედ და კანონის მოთხოვნათა დაცვით ხარჯვის უზრუნველყოფის, შემსყიდველი
ორგანიზაციების საქმიანობის ეფექტიანობისა და ინსტიტუციური მოქნილობის
გაძლიერების, აგრეთვე სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებში ბიზნეს სუბიექტებისთვის
კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი და მიმზიდველი გარემოს ფორმირების მიზნით,
წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილი სამართლებრივი ჩარჩოს ცვლილებას გარკვეულწილად.
ამასთანავე, ინიციატივა ემსახურება სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული
სისტემის შემდგომ სრულყოფას, მისი ფუნქციური შესაძლებლობების გაფართოებასა და
ახალი მოდულების ინტეგრაციას, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს სახელმწიფო
შესყიდვების სისტემის ინსტიტუციურ განვითარებას, გამჭვირვალობის სტანდარტების
ამაღლებასა და ეფექტიანობის შემდგომ განმტკიცებას.
სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შემსყიდველი ორგანიზაციების მოქნილობის
გასაუმჯობესებლად კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო შესყიდვების ახალი
ინსტრუმენტების დანერგვას, რაც, თავისი არსით, გულისხმობს დამატებით საშუალებებს,
რომელთა მიხედვითაც შესაძლებელია ახლებურად წარიმართოს სახელმწიფო შესყიდვები.
წინამდებარე კანონპროექტით წარმოდგენილია სახელმწიფო შესყიდვის შემდეგი
ინსტრუმენტები:
ჩარჩოშეთანხმება
და
ელექტრონული
კატალოგი.
აღნიშნული
ინსტრუმენტების გამოყენებით შესყიდვის განხორციელებისას შემსყიდველი ორგანიზაციები
და ეკონომიკური ოპერატორები შეძლებენ როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსების
დაზოგვას და მათ ეფექტიან გამოყენებას.
გარდა
ზემოაღნიშნულისა,
აღსანიშნავია,
რომ
წარმოდგენილი
კანონპროექტი
განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების
ხელშეწყობაზე, რაც გამოიხატება ქვეკონტრაქტორის ცნების ინსტიტუციურ დანერგვასა და
მისი გამოყენების სამართლებრივი ჩარჩოს დეტალურ რეგულირებაში. აღნიშნული სიახლე
მიზნად ისახავს სახელმწიფო შესყიდვების პროცესში უფრო ფართო მონაწილეობის
უზრუნველყოფას, განსაკუთრებით იმ ეკონომიკური სუბიექტებისთვის, რომელთაც
დამოუკიდებლად, ძირითადი ეკონომიკური ოპერატორის სტატუსით მონაწილეობა
შეზღუდულად შეუძლიათ. ქვეკონტრაქტორის მექანიზმის დანერგვა ხელს შეუწყობს
ბაზარზე კონკურენციის გაღრმავებას, რესურსების ეფექტიან გადანაწილებასა და
ბიზნესსუბიექტებს შორის თანამშრომლობის კულტურის განვითარებას. ამასთანავე,
კანონპროექტი ითვალისწინებს ქვეკონტრაქტორებთან დაკავშირებული სამართლებრივი
ურთიერთობების გამჭვირვალე და პროგნოზირებადი წესების ჩამოყალიბებას, მათ შორის
ქვეკონტრაქტორების შერჩევის, ჩართულობის ფარგლების, პასუხისმგებლობის განაწილებისა
და კონტროლის მექანიზმების მკაფიო განსაზღვრას. აღნიშნული რეგულაციები ასევე
უზრუნველყოფს,
რომ
ქვეკონტრაქტორების
ჩართულობა
განხორციელდეს
კეთილსინდისიერების,
თანასწორობისა
და
არადისკრიმინაციული
მიდგომების
საფუძველზე, რაც, თავის მხრივ, ზრდის როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის ეკონომიკურ
შესაძლებლობებს, ისე მთლიანად სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ეფექტიანობას.
ამავდროულად, კანონპროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს სახელმწიფო
შესყიდვების განხორციელების პროცესში შემსყიდველი ორგანიზაციების მოქნილობის
გაზრდა, რაც მიიღწევა კანონის მოქმედების სფეროდან დამატებითი, მიზნობრივად
განსაზღვრული გამონაკლისების დადგენის გზით. აღნიშნული მიდგომა ეფუძნება
პრაქტიკულ საჭიროებებს და მიზნად ისახავს იმგვარი სპეციფიკური შემთხვევების
სამართლებრივად ადეკვატურ რეგულირებას, სადაც არსებული ზოგადი პროცედურების
გამოყენება დაკავშირებულია გაუმართლებელ ადმინისტრაციულ ტვირთთან ან ობიექტურ
სირთულეებთან. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებულ გამონაკლისებთან
დაკავშირებული
შესყიდვების
სახელმწიფო
შესყიდვების
მარეგულირებელი
კანონმდებლობის სრული დაცვით განხორციელება, დღეის მდგომარეობით, ზოგიერთი
შემსყიდველი ორგანიზაციისთვის გარკვეულ პრაქტიკულ დაბრკოლებებს წარმოშობს.
მაგალითად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ არარეზიდენტი
დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან საერთაშორისო აკრედიტაციის,
ავტორიზაციის ან გარე შეფასების მოპოვების მიზნით მომსახურების შესყიდვა, აგრეთვე
საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებასთან და საერთაშორისო ღონისძიებებში
მონაწილეობის საწევრო ან სარეგისტრაციო გადასახადების გადახდასთან დაკავშირებული
ოპერაციები, ასევე შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სხვა შემსყიდველი ორგანიზაციისგან იმ
ექსკლუზიური მომსახურების შესყიდვა, რომლის გაწევის უფლებაც სხვა შემსყიდველ
ორგანიზაციას კანონით ან კანონის შესაბამისად მიენიჭა, თავისი შინაარსით წარმოადგენს
იმგვარ ურთიერთობებს, რომლებიც რთულად ექვემდებარება კონკურენტული სატენდერო
პროცედურების სტანდარტულ მოდელს. კერძოდ, ასეთ შემთხვევებში მომსახურების
მიმწოდებელი, როგორც წესი, წინასწარ განსაზღვრულია და დაკავშირებულია კონკრეტულ
საერთაშორისო ინსტიტუციასთან, აკრედიტაციის გამცემ ორგანოსთან ან წარმოადგენს
კანონმდებლობით განსაზღვრულ პირს, რაც გამორიცხავს ალტერნატიული მომწოდებლების
არსებობასა და კონკურენციის უზრუნველყოფის შესაძლებლობას. შესაბამისად, აღნიშნული
ტიპის შესყიდვებზე მოქმედი სტანდარტული პროცედურების გავრცელება იწვევს პროცესის
გაუმართლებელ გაჭიანურებას, ადმინისტრაციული რესურსების არაეფექტიან გამოყენებასა
და ზოგ შემთხვევაში – საერთაშორისო ვალდებულებების დროულად შესრულების
შეფერხებას. ამ გარემოებების გათვალისწინებით, კანონპროექტი ითვალისწინებს შესაბამისი
გამონაკლისების დაწესებას, რაც უზრუნველყოფს შემსყიდველი ორგანიზაციების
ოპერატიულობასა და ფუნქციურ ეფექტიანობას.
ამასთან, საგულისხმოა, რომ წარმოდგენილი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტით
ახლებურად ყალიბდება შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრის –
„შავი სიის“ ცნება, რაც დაკავშირებულია ერთი მხრივ ახალი სახელმწიფო შესყიდვის
ინსტრუმენტის – ჩარჩო შეთანხმების კანონმდებლობაში ინტეგრაციასთან და მეორე მხრივ,
შავ სიაში რეგისტრაციის ვადის ახლებურად განსაზღვრასთან, კერძოდ, წარმოდგენილი
კანონპროექტი ითვალისწინებს ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით
არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მიმწოდებლის
შავ სიაში რეგისტრაცია ორი წლის ვადით (ნაცვლად ერთი წლისა), რაც წარმოადგენს
შედარებით მკაცრ, თუმცა მიზნობრივად დასაბუთებულ ღონისძიებას. აღნიშნული
რეგულაცია ემსახურება როგორც პრევენციულ, ისე სანქციურ მიზნებს — ერთი მხრივ, ხელს
უწყობს ჯანსაღი კონკურენციის გარემოს განმტკიცებას, ხოლო მეორე მხრივ, ამცირებს
სისტემაში არაკეთილსინდისიერი მონაწილეების ჩართულობის რისკებს. ამასთან,
წარმოდგენილი პროექტით სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა ან/და ხელშეკრულების
დადება ეკრძალება აგრეთვე ყველა იმ ეკონომიკურ ოპერატორს, რომლის დამფუძნებელი
ან/და წილის მფლობელი არის შავ სიაში რეგისტრირებული ეკონომიკური ოპერატორი,
აგრეთვე – იმ ეკონომიკურ ოპერატორს, რომელშიც შავ სიაში რეგისტრირებული
ეკონომიკური ოპერატორის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ
პირს იგივე თანამდებობა უკავია ან/და იგი ფლობს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით
განსაზღვრულ წილს.
ამავდროულად,
სახელმწიფო
შესყიდვებიდან
დანაშაულებრივ
საქმიანობასთან
დაკავშირებული პირების გამორიცხვის უზრუნველსაყოფად, წარმოდგენილი პროექტი
ითვალისწინებს
შემსყიდველი
ორგანიზაციის
უფლებამოსილებას,
მოახდინოს
პრეტენდენტის
დისკვალიფიკაცია
გარკვეულ
დანაშაულებებთან
მიმართებით
ნასამართლობის არსებობისას. კერძოდ, იგი შესაძლებლობას იძლევა, რომ კორუფციული
შინაარსის დანაშაულებების, აგრეთვე თაღლითობის, ფულის გათეთრების, ტერორიზმის,
ტრეფიკინგისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულებში ნასამართლევმა
პირებმა ვერ მიიღონ მონაწილეობა მაღალი ღირებულების სახელმწიფო შესყიდვებში (თუ
შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან
აღემატება კანონქვემდებარე აქტით დადგენილ ზღვარს). საგულისხმოა, რომ მოქმედი
კანონმდებლობითაც შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტით დადგენილი წესით, მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია
პროექტით წარმოდგენილ შემთხვევებში, თუმცა ცვლილების მიზანს მძიმე და
განსაკუთრებით მძიმე, ასევე მაღალი საზოგადოებრივი საფრთხის მქონე დანაშაულებთან
მიმართებით დამატებითი აქცენტის გაკეთება და შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის უფრო
მკაფიო მითითებითი ნორმის განსაზღვრა წარმოადგენს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საგულისხმოა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი, შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა ან სხვა მოწყვლადი ჯგუფების (მათ შორის, ნაკლებად
წარმოდგენილი სქესის) სოციალური და პროფესიული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად,
ითვალისწინებს მნიშვნელოვან სიახლეს სახელმწიფო შესყიდვების დარეზერვების
მექანიზმის დანერგვის სახით. აღნიშნული ინსტრუმენტი წარმოადგენს ინკლუზიური
საჯარო პოლიტიკის მნიშვნელოვან კომპონენტს და მიზნად ისახავს ეკონომიკურ
აქტივობებში მოწყვლადი ჯგუფების მონაწილეობის გაფართოებას. კანონპროექტის თანახმად,
სახელმწიფო შესყიდვის პროცედურა შესაძლებელია დარეზერვდეს იმ მიმწოდებელთათვის,
რომლებიც აკმაყოფილებენ კანონით განსაზღვრულ სპეციფიკურ კრიტერიუმებს, რაც
უზრუნველყოფს
მიზნობრივი
ჯგუფების
რეალურ
ჩართულობასა
და
მათი
კონკურენტუნარიანობის ზრდას. აღნიშნული მიდგომა, ერთი მხრივ, ხელს უწყობს
თანასწორი შესაძლებლობების პრინციპის განმტკიცებას, ხოლო მეორე მხრივ, ქმნის
დამატებით ეკონომიკური სტიმულირების მექანიზმს სოციალური პასუხისმგებლობის მქონე
ბიზნეს სუბიექტებისთვის. ამასთანავე, კანონპროექტი განსაზღვრავს, რომ დარეზერვების
მექანიზმის გამოყენება არ წარმოადგენს ზოგად წესს და იგი დაიშვება მხოლოდ იმ სფეროებში,
რომლებიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
საგულისხმოა, რომ საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი მიზანია სახელმწიფო
შესყიდვებში ფასთა ინდექსაციასთან დაკავშირებული საკითხების დანერგვა. ცვლილება
განპირობებულია თანამედროვე გამოწვევებით, განსაკუთრებით ფასთა ცვალებადობით, რაც
მხარეებს აძლევს უფრო ოპერატიულად და ეფექტიანად მოახდინონ რეაგირება. აღსანიშნავია,
რომ ხელშეკრულების ცვლილება განხორციელდება მთავრობის სამართლებრივი აქტის
შესაბამისად, რაც გამორიცხავს თვითნებურ გადაწყვეტილებებს და ადგენს მკაფიო წესებს.
წარმოდგენილი პროექტით აგრეთვე იცვლება გამარტივებული შესყიდვის მიმართ დღეს
არსებული მიდგომა და გამარტივებული შესყიდვა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს
საზღვარგარეთ საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების,
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემისა და საქართველოს
პროკურატურის წარმომადგენლებისთვის, აგრეთვე თავდაცვის ატაშესთვის 50 000 ლარამდე
ღირებულების (ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის) საქონლის, მომსახურების ან
სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში.
ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი, ზემოაღნიშნული
ცვლილებების ეფექტიანი და სრულყოფილი იმპლემენტაციის უზრუნველსაყოფად,
ითვალისწინებს გარკვეულ ტერმინოლოგიურ ცვლილებებს. აღნიშნული ცვლილებები
მიზნად ისახავს კანონმდებლობის სისტემურ თანმიმდევრულობას და ერთგვაროვან
ინტერპრეტაციას. ამ კონტექსტში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი ტერმინის —
„ეკონომიკური ოპერატორის“ — ცნების შემოღება, რომელიც განზოგადებულად მოიცავს
სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ყველა შესაძლო სუბიექტს, მათ შორის როგორც
მიმწოდებლებს, ასევე პრეტენდენტებსა და ქვეკონტრაქტორებს. აღნიშნული ტერმინი
უზრუნველყოფს სამართლებრივი რეგულირების უფრო მოქნილ და ყოვლისმომცველ ჩარჩოს,
ამცირებს ტერმინოლოგიურ ფრაგმენტაციას და ხელს უწყობს სამართლებრივი ნორმების
ერთგვაროვან გამოყენებას პრაქტიკაში. ამასთანავე, „ეკონომიკური ოპერატორის“ ცნების
დანერგვა შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს, რაც მნიშვნელოვანია
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ჰარმონიზაციისა და შემდგომი
ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ვინაიდან „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი წარმოადგენს
სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ფუნქციონირების განმსაზღვრელ ძირითად ნორმატიულ
აქტს და აყალიბებს შესაბამისი სამართლებრივი რეგულირების ფუნდამენტურ ჩარჩოს, მათ
შორის, განსაზღვრავს მისი მოქმედების სფეროდან გამონაკლისებს, არაკეთილსინდისიერ
პირთა რეესტრის („შავი სიის“) ცნებასა და სამართლებრივ ბუნებას, გამარტივებული
შესყიდვის საფუძვლებს, სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების პროცედურებს, რომელთა
ფარგლებში
ინტეგრირებულად
უნდა
იქნეს
გამოყენებული
კანონპროექტით
გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვის ინსტრუმენტები და დარეზერვების მექანიზმი,
აგრეთვე ადგენს ხელშეკრულებაში
ცვილების შეტანის საფუძვლებს, შემსყიდველი
ორგანიზაციების უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებს სახელმწიფო შესყიდვებში
მონაწილე პირთა შეფასების პროცესში და არეგულირებს აღნიშნულ სფეროსთან
დაკავშირებულ სხვა არსებით საკითხებს, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებული
ნებისმიერი არსებითი ცვლილების განხორციელება ან ახალი რეგულაციების დანერგვა
შესაძლებელია მხოლოდ ამავე კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის გზით. ამდენად,
წარმოდგენილი კანონპროექტი წარმოადგენს იმ აუცილებელ სამართლებრივ ინსტრუმენტს,
რომლის მეშვეობითაც უზრუნველყოფილი იქნება როგორც კანონის მოქმედების სფეროდან
ახალი, მიზნობრივი გამონაკლისების/გამარტივებული შესყიდვის საფუძვლის შემოღება, ისე
„შავი სიის“ ცნების ცვლილება, სახელმწიფო შესყიდვების ინსტრუმენტების დანერგვა,
ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის საკითხის ახლებური მოწესრიგება, დარეზერვების
მექანიზმის სამართლებრივი ფორმალიზება და ქვეკონტრაქტორებთან დაკავშირებული
ახალი ნორმების სისტემური ინტეგრაცია.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვნად განაახლებს და გააუმჯობესებს სახელმწიფო
შესყიდვების ამჟამად არსებულ სამართლებრივ ჩარჩოს, რაც დადებით გავლენას მოახდენს
როგორც შესყიდვების მარეგლამენტირებელ სამართლებრივ, ისე ეკონომიკურ გარემოზე,
აგრეთვე კერძო სექტორის ჩართულობის გაღრმავებაზე. ამასთან, ახალი რეგულაციები
შექმნის გამჭვირვალე, კონკურენტულ და ეფექტიან სისტემას, რაც უზრუნველყოფს
სახელმწიფო ბიუჯეტის მიზნობრივ და რაციონალურ ხარჯვას.
საგულისხმოა, რომ ახალი ინსტრუმენტების – ელექტრონული კატალოგისა და
ჩარჩოშეთანხმებების დანერგვა ხელს შეუწყობს უფრო მოქნილი და ეფექტიანი შესყიდვების
განხორციელებას, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ადმინისტრაციულ დანახარჯებსა და
ბიუროკრატიულ ბარიერებს. ჩარჩოშეთანხმების გამოყენებით შემსყიდველი ორგანიზაციები
და ეკონომიკური ოპერატორები შეძლებენ როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსების
დაზოგვას და მათ ეფექტიან გამოყენებას.
გარდა ზემოაღნიშნულისა, კანონპროექტის მიღებით დადგინდება ქვეკონტრაქტორებთან
დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების გამჭვირვალე და პროგნოზირებადი
წესები, მათ შორის განისაზღვრება ქვეკონტრაქტორების შერჩევის, პასუხისმგებლობის
განაწილებისა და კონტროლის მექანიზმები. აღნიშნულის შედეგად, მოსალოდნელია, რომ
გაიზრდება როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის ეკონომიკური შესაძლებლობები, ისე
მთლიანად სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ეფექტიანობა.
ამავდროულად, კანონპროექტის მიღების შედეგად დადგინდება კანონის მოქმედების
სფეროდან დამატებითი გამონაკლისები, რაც უზრუნველყოფს შესყიდვების განხორციელების
პროცესში შემსყიდველი ორგანიზაციების მოქნილობის გაზრდას. ამასთან, ახლებურად
განისაზღვრება შავი სიის ცნება, შავ სიაში რეგისტრაციის დიფერენცირებული ვადების
დაწესებით კი ინერგება პროპორციულობისა და თანაზომიერების პრინციპი ჩადენილი
ქმედების სიმძიმის გათვალისწინებით. აღნიშნული, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს
კეთილსინდისიერი კონკურენციის გარემოს განმტკიცებას, ხოლო მეორე მხრივ, შეამცირებს
სისტემაში არაკეთილსინდისიერი მონაწილეების ჩართულობის რისკებს.
გარდა ამისა, კანონპროექტის მიღებით სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში დამკვიდრდება
უფრო მკაცრი ფილტრი იმ ეკონომიკური ოპერატორების მიმართ, რომლებიც დაკავშირებული
არიან კანონპროექტით განსაზღვრული კატეგორიის დანაშაულებებთან, რაც პრაქტიკაში
გამორიცხავს ასეთი სუბიექტების მონაწილეობას მაღალი ღირებულების შესყიდვებში (თუ
შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან
აღემატება კანონქვემდებარე აქტით დადგენილ ზღვარს). საგულისხმოა, რომ მოქმედი
კანონმდებლობითაც შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტით დადგენილი წესით, მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია
პროექტით წარმოდგენილ შემთხვევებში, თუმცა ცვლილების შედეგად მძიმე და
განსაკუთრებით მძიმე, ასევე მაღალი საზოგადოებრივი საფრთხის მქონე დანაშაულებთან
მიმართებით დამატებითი აქცენტი გაკეთდება და შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის
უფრო მკაფიო მითითებითი ნორმის განისაზღვრება.
ამასთან, საგულისხმოა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შედეგად შეიქმნება
მნიშვნელოვანი ქმედითი ბერკეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ან სხვა
მოწყვლადი ჯგუფების (მათ შორის, ნაკლებად წარმოდგენილი სქესის) სოციალური და
პროფესიული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
ამავდროულად, კანონპროექტის მიღების შედეგად მოწესრიგდება სახელმწიფო შესყიდვებში
ფასთა ინდექსაციასთან დაკავშირებული საკითხები. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების
ცვლილება განხორციელდება მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად, რაც
გამორიცხავს თვითნებურ გადაწყვეტილებებს და დაადგენს მკაფიო წესებს.
წარმოდგენილი პროექტით აგრეთვე შეიცვლება გამარტივებული შესყიდვის მიმართ დღეს
არსებული მიდგომა და გამარტივებული შესყიდვა გამოყენებულ იქნება საზღვარგარეთ
საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების
სამსახურის
სისტემისა
და
საქართველოს
პროკურატურის
წარმომადგენლებისთვის, აგრეთვე თავდაცვის ატაშესთვის 50 000 ლარამდე ღირებულების
(ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის) საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს სახელმწიფო
შესყიდვის შემთხვევაშიც.
ამდენად, წარმოდგენილი ცვლილება უზრუნველყოფს შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის
კანონით
დაკისრებული
უფლებამოსილების
დროულად
და
შეუფერხებლად
განხორციელებას, სახელმწიფო მმართველობის სისტემის რეფორმის გაგრძელებას,
სახელმწიფოს ფინანსური რესურსების მიზნობრივ გამოყენებას, კორუფციული რისკების
შემცირებას გამჭვირვალობის ზრდის გზით, კონკურენტული გარემოს გაძლიერებას, მცირე და
საშუალო ბიზნესის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წახალისებას, მთლიანობაში კი
– იმ სამართლებრივი გარემოს შექმნას, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო
საუკეთესო პრაქტიკას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს ისეთი სამართლებრივი ჩარჩოს შექმნას, რომელიც
უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების ეფექტიან, გამჭვირვალე, კონკურენტულ და
მოქნილ გარემოში განხორციელებას, სახელმწიფო რესურსების მიზნობრივად გამოყენების
პრინციპების დაცვით. კერძოდ, წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებულია
სახელმწიფო შესყიდვების ინსტრუმენტები, რაც, თავისი არსით, გულისხმობს დამატებით
საშუალებებს, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელია წარიმართოს სახელმწიფო შესყიდვები.
წინამდებარე კანონპროექტით წარმოდგენილია სახელმწიფო შესყიდვის შემდეგი
ინსტრუმენტები:
ჩარჩოშეთანხმება
და
ელექტრონული
კატალოგი.
აღნიშნული
ინსტრუმენტების გამოყენებით შესყიდვის განხორციელებისას შემსყიდველი ორგანიზაციები
და ეკონომიკური ოპერატორები შეძლებენ როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსების
დაზოგვას და მათ ეფექტიან გამოყენებას.
ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი განსაკუთრებულ
ყურადღებას ამახვილებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაზე, რაც
გამოიხატება ქვეკონტრაქტორის ცნების ინსტიტუციურ დანერგვასა და მისი გამოყენების
სამართლებრივი ჩარჩოს დეტალურ რეგულირებაში. ამასთანავე, კანონპროექტი
ითვალისწინებს ქვეკონტრაქტორებთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების
გამჭვირვალე და პროგნოზირებადი წესების ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქვეკონტრაქტორების
შერჩევის, ჩართულობის ფარგლების, პასუხისმგებლობის განაწილებისა და კონტროლის
მექანიზმების მკაფიო განსაზღვრას. აღნიშნული რეგულაციები უზრუნველყოფს, რომ
ქვეკონტრაქტორების ჩართულობა განხორციელდეს კეთილსინდისიერების, თანასწორობისა
და არადისკრიმინაციული მიდგომების საფუძველზე, რაც, თავის მხრივ, ზრდის როგორც
მცირე და საშუალო ბიზნესის ეკონომიკურ შესაძლებლობებს, ისე მთლიანად სახელმწიფო
შესყიდვების სისტემის ეფექტიანობას.
გარდა ზემოაღნიშნულისა, კანონპროექტით დგინდება დამატებითი გამონაკლისები კანონის
მოქმედების სფეროდან. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებულ
გამონაკლისებთან
დაკავშირებული
შესყიდვების
სახელმწიფო
შესყიდვების
მარეგულირებელი
კანონმდებლობის
სრული
დაცვით
განხორციელება,
დღეის
მდგომარეობით, შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის გარკვეულ პრაქტიკულ დაბრკოლებებს
წარმოშობს. მაგალითად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ
არარეზიდენტი დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან საერთაშორისო
აკრედიტაციის, ავტორიზაციის ან გარე შეფასების მოპოვების მიზნით მომსახურების
შესყიდვა, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებასთან და საერთაშორისო
ღონისძიებებში მონაწილეობის საწევრო ან სარეგისტრაციო გადასახადების გადახდასთან
დაკავშირებული ოპერაციები, ასევე შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სხვა შემსყიდველი
ორგანიზაციისგან იმ ექსკლუზიური მომსახურების შესყიდვა, რომლის გაწევის უფლებაც სხვა
შემსყიდველ ორგანიზაციას კანონით ან კანონის შესაბამისად მიენიჭა, თავისი შინაარსით
წარმოადგენს იმგვარ ურთიერთობებს, რომლებიც რთულად ექვემდებარება კონკურენტული
სატენდერო პროცედურების სტანდარტულ მოდელს. კერძოდ, ასეთ შემთხვევებში
მომსახურების მიმწოდებელი, როგორც წესი, წინასწარ განსაზღვრულია და დაკავშირებულია
კონკრეტულ საერთაშორისო ინსტიტუციასთან, აკრედიტაციის გამცემ ორგანოსთან ან
წარმოადგენს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირს, რაც გამორიცხავს ალტერნატიული
მომწოდებლების არსებობასა და კონკურენციის უზრუნველყოფის შესაძლებლობას.
შესაბამისად, აღნიშნული ტიპის შესყიდვებზე მოქმედი სტანდარტული პროცედურების
გავრცელება იწვევს პროცესის გაუმართლებელ გაჭიანურებას, ადმინისტრაციული
რესურსების არაეფექტიან გამოყენებასა და ზოგ შემთხვევაში – საერთაშორისო
ვალდებულებების დროულად შესრულების შეფერხებას. ამ გარემოებების გათვალისწინებით,
კანონპროექტი ითვალისწინებს შესაბამისი გამონაკლისების დაწესებას, რაც უზრუნველყოფს
შემსყიდველი ორგანიზაციების ოპერატიულობასა და ფუნქციურ ეფექტიანობას.
ამასთან, საგულისხმოა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტით ახლებურად ყალიბდება
შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრის („შავი სიის“) ცნება, რაც
დაკავშირებულია ერთი მხრივ ახალი სახელმწიფო შესყიდვის ინსტრუმენტის, ჩარჩო
შეთანხმების კანონმდებლობაში ინტეგრაციასთან და მეორე მხრივ, შავ სიაში რეგისტრაციის
ვადის
ახლებურად
განსაზღვრასთან,
კერძოდ,
წარმოდგენილი
კანონპროექტი
ითვალისწინებს, რომ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით
არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მიმწოდებლის
შავ სიაში რეგისტრაცია ორი წლის ვადით, რაც წარმოადგენს შედარებით მკაცრ, თუმცა
მიზნობრივად დასაბუთებულ ღონისძიებას.
ამავდროულად,
წარმოდგენილი
კანონპროექტით
შემსყიდველი
ორგანიზაცია
უფლებამოსილი იქნება არ დაუშვას იმ პირების მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში,
რომლებიც დაკავშირებული არიან კანონპროექტით განსაზღვრული კატეგორიის
დანაშაულებებთან, იმ სახელმწიფო შესყიდვებში, რომელთა სავარაუდო ღირებულება
შეადგენს ან აღემატება კანონქვემდებარე აქტით დადგენილ ზღვარს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საგულისხმოა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი, შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა ან სხვა მოწყვლადი ჯგუფების (მათ შორის, ნაკლებად
წარმოდგენილი სქესის) სოციალური და პროფესიული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად,
ითვალისწინებს მნიშვნელოვან სიახლეს სახელმწიფო შესყიდვების დარეზერვების
მექანიზმის დანერგვის სახით. აღნიშნული ინსტრუმენტი წარმოადგენს ინკლუზიური
საჯარო პოლიტიკის მნიშვნელოვან კომპონენტს და მიზნად ისახავს ეკონომიკურ
აქტივობებში მოწყვლადი ჯგუფების მონაწილეობის გაფართოებას. კანონპროექტის თანახმად,
სახელმწიფო შესყიდვის პროცედურა შესაძლებელია დარეზერვდეს იმ მიმწოდებელთათვის,
რომლებიც აკმაყოფილებენ კანონით განსაზღვრულ სპეციფიკურ კრიტერიუმებს, რაც
უზრუნველყოფს
მიზნობრივი
ჯგუფების
რეალურ
ჩართულობასა
და
მათი
კონკურენტუნარიანობის ზრდას. ამასთანავე, კანონპროექტი განსაზღვრავს, რომ
დარეზერვების მექანიზმის გამოყენება არ წარმოადგენს ზოგად წესს და იგი დაიშვება
მხოლოდ იმ სფეროებში, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი
სამართლებრივი აქტით.
საგულისხმოა, რომ საკანონმდებლო ინიციატივით წესრიგდება სახელმწიფო შესყიდვებში
ფასთა ინდექსაციასთან დაკავშირებული საკითხები. ამასთან, ხელშეკრულების ცვლილება
განხორციელდება მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად.
წარმოდგენილი პროექტით აგრეთვე იცვლება გამარტივებული შესყიდვის მიმართ დღეს
არსებული მიდგომა და გამარტივებული შესყიდვა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს
საზღვარგარეთ საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების,
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემისა და საქართველოს
პროკურატურის წარმომადგენლებისთვის, აგრეთვე თავდაცვის ატაშესთვის 50 000 ლარამდე
ღირებულების (ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის) საქონლის, მომსახურების ან
სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში.
ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი, ზემოაღნიშნული
ცვლილებების ეფექტიანი და სრულყოფილი იმპლემენტაციის უზრუნველსაყოფად,
ითვალისწინებს ტერმინოლოგიურ ცვლილებებს. ამ კონტექსტში, განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია ახალი ტერმინის — „ეკონომიკური ოპერატორის“ — ცნების შემოღება,
რომელიც განზოგადებულად მოიცავს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ყველა შესაძლო
სუბიექტს, მათ შორის როგორც მიმწოდებლებს, ასევე პრეტენდენტებსა და
ქვეკონტრაქტორებს. ამასთანავე, „ეკონომიკური ოპერატორის“ ცნების დანერგვა შეესაბამება
თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს
სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ჰარმონიზაციისა და შემდგომი ინსტიტუციური
განვითარების თვალსაზრისით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგულისხმოა, რომ წარმოდგენილი
კანონპროექტი აყალიბებს სახელმწიფო შესყიდვების სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც
დაფუძნებულია კონკურენციის, გამჭვირვალობის, პროპორციულობისა და თანასწორობის
პრინციპებზე. მასში წარმოდგენილი დებულებების კანონმდებლობაში იმპლემენტაცია
უზრუნველყოფს შემსყიდველი ორგანიზაციების, ეკონომიკური ოპერატორებისა და
საზოგადოების ინტერესების დაბალანსებას, აუმჯობესებს ფინანსური რესურსების მართვის
ხარისხს და ამაღლებს ნდობას სახელმწიფო შესყიდვების სისტემისადმი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღი შერჩეულია ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს
როგორც სამართლებრივი, ისე ინსტიტუციური და ტექნოლოგიური მზადყოფნა ახალი
რეგულაციების ეფექტიანად განხორციელებისათვის. წარმოდგენილი კანონპროექტით
გათვალისწინებული ცვლილებების მოცულობა და სისტემურობა მოითხოვს შესაბამის
ნორმატიულ, ადმინისტრაციულ და ტექნოლოგიურ ცვლილებებს. სწორედ ამიტომ,
კანონპროექტის
კონკრეტული
დებულებების
ამოქმედება
გათვალისწინებულია
ეტაპობრივად, გარდამავალი ვადების განსაზღვრის გზით, კერძოდ:
კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-2 პუნქტის „ა“, „დ“,
„ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები, მე-3 პუნქტის „ა.ა.“, „ა.გ“, „ა.დ“ და „ბ.ა“-„ბ.გ“ ქვეპუნქტები, მე-4
პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-5, მე-6, მე-10-მე-12, მე-14 და მე-15 პუნქტები, მე-16 პუნქტის „ა“, „გ“,
„ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები, მე-17, მე-19 და მე-20 პუნქტები ამოქმედდება 2027 წლის 1 იანვრიდან.
ამდენად, შავ სიასთან, ჩარჩოშეთანხმებასა და ელექტრონული კატალოგთან დაკავშირებული
დებულებები ამოქმედდება სწორედ აღნიშნული თარიღიდან, ვინაიდან შავ სიასთან
დაკავშირებული ცვლილებების, ასევე აღნიშნული ინსტრუმენტების იმპლემენტაციისათვის
აუცილებელია შესაბამისი ელექტრონული პლატფორმების, ტექნიკური ინფრასტრუქტურისა
და ადმინისტრაციული რესურსების მომზადება, აგრეთვე შესაბამისი ცვლილების
განხორციელება კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში და აღნიშნული საკითხების
მარეგულირებელი ახალი ნორმატიული აქტების მიღება/გამოცემა.
კანონპროექტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები, მე-3 პუნქტის „ა.ბ“ და
„გ“ ქვეპუნქტები, მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-8, მე-9, მე-13 და მე-18 პუნქტები
ამოქმედდება 2026 წლის 1 სექტემბრიდან, ვინაიდან, აღნიშნულ ვადამდე საჭიროა,
ქვეკონტრაქტორებთან და დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებული შესაბამისი ცვლილებების
განხორციელება სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონქვემდებარე ნორმატიულ
აქტებსა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში.
რაც შეეხება კანონის მე-7 პუნქტს, მისი ამოქმედების თარიღად გათვალისწინებულია კანონის
გამოქვეყნებიდან 90-ე დღე. აღნიშნული ვადა საჭიროა დარეზერვებასთან დაკავშირებული
შესაბამისი ცვლილებების განსახორციელებლად სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ
კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებსა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ
სისტემაში.
ამასთან, კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტის
„ვ“ ქვეპუნქტისა და მე-16 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების ამოქმედების თარიღად
გათვალისწინებულია კანონის გამოქვეყნებიდან 30-ე დღე, ვინაიდან, აღნიშნულ ვადამდე
საჭიროა, ამ პუნქტებთან დაკავშირებული შესაბამისი ცვლილებების განხორციელება
სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებსა და
სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საგულისხმოა, რომ ფასთა ინდექსაციასთან დაკავშირებული
ცვლილების, კერძოდ, კანონპროექტის პირველი მუხლის 21-ე პუნქტის ამოქმედების
თარიღად გათვალისწინებულია 2026 წლის 1 ივნისი, ვინაიდან საკითხის მნიშვნელობის გამო,
მიზანშეწონილია მისი დროულად ამოქმედება.
კანონპროექტის სხვა დებულებები ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მათი
ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია
მათი დროული ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის
უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა შემდეგ გარემოებათა გამო:
წარმოდგენილი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის აუცილებლობა
განპირობებულია იმით, რომ იგი ითვალისწინებს სახელმწიფო შესყიდვების სისტემის
ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას, რაც პირდაპირ
კავშირშია საჯარო ფინანსების მართვის ხარისხთან. წარმოდგენილი ცვლილებები ქმნის
დამატებით სამართლებრივ ინსტრუმენტებს (ჩარჩოშეთანხმება, ელექტრონული კატალოგი),
რომელთა დროული ამოქმედება საშუალებას მისცემს შემსყიდველ ორგანიზაციებს
ოპერატიულად და ეფექტიანად განახორციელონ შესყიდვები და თავიდან აიცილონ
რესურსების არაეფექტიანი ხარჯვა.
ამასთანავე, კანონპროექტი შეიცავს მნიშვნელოვან ანტიკორუფციულ მექანიზმებს, მათ შორის
კონკრეტულ დანაშაულებებთან (მაგ: კორუფციული შინაარსის დანაშაულები, თაღლითობა,
ფულის გათეთრება, ტერორიზმი, ტრეფიკინგი და სხვა დანაშაულები) დაკავშირებული
პირების დისკვალიფიკაციის შესაძლებლობას, რაც განსაკუთრებით აქტუალურია მაღალი
ღირებულების სახელმწიფო შესყიდვებში. კერძოდ,
შემსყიდველი ორგანიზაცია
უფლებამოსილი იქნება არ დაუშვას ასეთი პირების მონაწილეობა იმ სახელმწიფო
შესყიდვებში, რომელთა სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება კანონქვემდებარე
აქტით დადგენილ ზღვარს.
დამატებით, კანონპროექტი, ქვეკონტრაქტორის ინსტიტუტის სამართლებრივი რეგულირების
გზით, ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას, რაც, მათი
ჩართულობისთვის, ქმნის მკაფიო და პროგნოზირებად წესებს სახელმწიფო შესყიდვებში.
შედეგად, მცირე და საშუალო ბიზნესს ეძლევა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს მსხვილ
პროექტებში, როგორც ქვეკონტრაქტორმა, ხოლო მათი უფლებებისა და მოვალეობების
განსაზღვრა ამცირებს სამართლებრივ გაურკვევლობებს და ზრდის ნდობას პროცესის
მონაწილეებს შორის. აღნიშნული ცვლილებების დროული ამოქმედება მნიშვნელოვანია
ეკონომიკური აქტივობის სტიმულირების, კონკურენციის გაძლიერებისა და მცირე და
საშუალო ბიზნესის ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდისთვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტის დაჩქარებული
წესით განხილვა უზრუნველყოფს კანონპროექტით დასახული, ზემოაღნიშნული მიზნების
დროულ მიღწევასა და სისტემური რეფორმების ეფექტიან განხორციელებას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებული ხარჯები არ მოითხოვს დამატებით
საბიუჯეტო
დაფინანსებას
(აღნიშნული
ხარჯები
უკავშირდება
ძირითადად
ადმინისტრაციული და ტექნიკური ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას, საკანონმდებლო
რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანას, ინფორმაციული სისტემების გაუმჯობესებასა და
შესაბამისი პერსონალის გადამზადებას). ამ ხარჯების დაფარვა შესაძლებელი იქნება
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციების
მოქმედი ბიუჯეტების ფარგლებში, რესურსების გადანაწილების გზით.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
საგულისხმოა, რომ წარმოდგენილი კანონის პროექტით წესდება კანონის მოქმედების
სფეროდან დამატებითი გამონაკლისები, შესაბამისად, ცალკეული შემსყიდველი
ორგანიზაციები აღარ იქნებიან ვალდებულნი გამოიყენონ „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილი სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებები
აღნიშნული მომსახურების შესყიდვისას და გამოაქვეყნონ სატენდერო/საკონკურსო
განცხადება და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაცია. ამდენად, კანონპროექტს შესაძლოა
გავლენა ჰქონდეს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, აგრეთვე სააგენტოს
საკუთარ შემოსავალზე, ვინაიდან შემსყიდველი ორგანიზაციები აღარ გადაიხდიან
გამოქვეყნების საფასურს აღნიშნული მომსახურების შესყიდვისას (ამჟამად მოქმედი 100
ლარი), ხოლო ამ მომსახურების გაწევით დაინტერესებული სისტემაში რეგისტრირებული
მიმწოდებლები – სატენდერო/საკონკურსო წინადადების წარდგენის საფასურს (ამჟამად
მოქმედი 100 ლარი). საგულისხმოა, რომ სააგენტოს საკუთარი შემოსავლების ცვლილება
პროპორციულად აისახება სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხ თანხაზე „სახელმწიფო
ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამასთან, გავლენის ოდენობა
დამოკიდებულია შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სხვა შემსყიდველი ორგანიზაციისგან
იმ ექსკლუზიური მომსახურების შესყიდვის ოდენობაზე, რომლის გაწევის უფლებაც სხვა
შემსყიდველ ორგანიზაციას კანონით ან კანონის შესაბამისად მიენიჭა, უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ არარეზიდენტი დაწესებულებისგან/საერთაშორისო
ორგანიზაციისგან საერთაშორისო აკრედიტაციის/ავტორიზაციის/გარე შეფასების მოპოვების
მიზნით განსახორციელებელ მომსახურებაზე, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებში
გაწევრებასა და საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის საწევრო/სარეგისტრაციო
გადასახადების გადახდასთან დაკავშირებული შესყიდვების ოდენობაზე.
დამატებით,
აღსანიშნავია,
რომ
კანონპროექტში
წარმოდგენილი
დებულებების
იმპლემენტაცია ხელს შეუწყობს სახელმწიფო რესურსების უფრო მეტად მიზნობრივ
განაწილებასა და მათ ეკონომიკურად გამართლებულ გამოყენებას, რაც საშუალოვადიან
პერსპექტივაში გამოიწვევს ფინანსური მდგრადობის ზრდას სახელმწიფო შესყიდვების
სფეროში. გარდა ამისა, მცირე და საშუალო ბიზნესის ჩართულობის გაზრდა, ასევე
ინკლუზიურობის ხელშეწყობა სახელმწიფო შესყიდვებში დადებითად აისახება ეკონომიკურ
აქტივობაზე და ბიუჯეტში შემოსავლების ზრდაზე, რაც შექმნის დამატებითი ეკონომიკური
ზრდის ეფექტს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საგულისხმოა, რომ ქვეკონტრაქტორებთან დაკავშირებული
რეგულაციების გამჭვირვალობის გაზრდა და ერთიანი წესების დანერგვა ყველა
მიმწოდებელზე მოსალოდნელია, რომ გააუმჯობესებს კონკურენციის პირობებს და
გააფართოებს ბაზარზე მცირე და საშუალო ბიზნესის მონაწილეობას, რაც, თავის მხრივ,
დადებითად აისახება ეკონომიკურ აქტივობაზე. ეკონომიკური ოპერატორების ჩართულობის
ზრდა და შესყიდვების პროცესებში მონაწილე სუბიექტთა გაფართოება ქმნის დამატებით
წინაპირობებს საგადასახადო ბაზის ზრდისთვის, რაც პოტენციურად შეიძლება აისახოს
სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, თუმცა აღნიშნული ეფექტი დამოკიდებულია
ბიზნეს აქტივობის საერთო დინამიკასა და მაკროეკონომიკურ გარემოზე და წინასწარ
რაოდენობრივად ზუსტად განსაზღვრადი არ არის.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება, მის ზოგიერთ ასპექტში, მოითხოვს ერთჯერადი ხასიათის გარკვეულ
ხარჯებს მისი იმპლემენტაციის მოსამზადებელ და საწყის ეტაპებზე. აღნიშნული ხარჯები
უკავშირდება ძირითადად ადმინისტრაციული და ტექნიკური ინფრასტრუქტურის
მოდერნიზებას, საკანონმდებლო რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანას, ინფორმაციული
სისტემების გაუმჯობესებასა და შესაბამისი პერსონალის გადამზადებას.
პირველ ეტაპზე (კანონის ამოქმედების წელი) მოსალოდნელია დანახარჯები, რომლებიც
მიმართული იქნება:
1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის განახლებისკენ, რათა
შესაძლებელი გახდეს ელექტრონული კატალოგისა და ჩარჩოშეთანხმების, აგრეთვე
კანონპროექტით წარმოდგენილი სხვა სიახლეებთან (ქვეკონტრაქტორები, შავი სია,
სახელმწიფო შესყიდვის დარეზერვება) დაკავშირებული დებულებების ინტეგრაცია;
2. ინფორმაციული და პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკური გაძლიერებისკენ;
3. საკანონმდებლო ცვლილებების არსის ფართოდ კომუნიცირებისა და ცნობიერების
ამაღლების კამპანიის განხორციელებისკენ.
აღნიშნული დანახარჯები, პროგნოზის მიხედვით, მოკლევადიან პერიოდში
ერთჯერადი ხასიათის და არ მოითხოვს დამატებით საბიუჯეტო დაფინანსებას.
იქნება
საშუალოვადიან პერიოდში (მომდევნო სამი წლის განმავლობაში) მოსალოდნელია
ფინანსური დანახარჯების შემცირება და ეკონომიკური ეფექტის მიღწევა შემდეგი
მიმართულებით:
1. ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება;
2. შესყიდვების კონკურენტული გარემოს გაფართოება, რაც გამოიწვევს შეთავაზებული
ფასების შემცირებას და ბიუჯეტის რესურსების ოპტიმიზაციას;
3. შესყიდვების პროცესის გამჭვირვალობის ზრდა, რაც შეამცირებს ფინანსურ და
კორუფციულ რისკებს;
4. გრძელვადიანი
ეკონომიკური
დანაზოგების
ჩარჩოშეთანხმების მექანიზმის გამოყენების შედეგად.
მიღწევა,
განსაკუთრებით
კანონპროექტის მიღების შემდგომ, კანონპროექტით გათვალისწინებული სახელმწიფო
შესყიდვების ინსტრუმენტების, აგრეთვე ქვეკონტრაქტორებთან, შავი სიასთან და
სახელმწიფო შესყიდვის დარეზერვებასთან დაკავშირებული სიახლეების სახელმწიფო
შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ინტეგრირებისათვის, საჭირო გახდება
სისტემის
მოდერნიზება,
რისთვისაც
აუცილებელი
იქნება
აღნიშნულის
განხორციელებისათვის შესაბამისი ფინანსური თუ ადამიანური რესურსის გამოყოფა.
კერძოდ, წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
ვალდებულია უზრუნველყოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის
წარმოდგენილ
კანონპროექტთან
და
მის
შესაბამისად
მიღებული/გამოცემული
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის/აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობა, თუმცა ერთიანი
ელექტრონული სისტემის მოდერნიზებისათვის საჭირო ფინანსური რესურსის ოდენობა
დამოკიდებულია
წარმოდგენილი
კანონპროექტის
შესაბამისად
გამოცემული
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ რეგულაციებსა და რეგულაციებით
განსაზღვრული სიახლეების სისტემაში იმპლემენტაციის მასშტაბზე. აღნიშნული ხარჯები
დაფინანსდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიდან.
ამასთან, რამდენადაც წარმოდგენილი კანონის პროექტით წესდება კანონის მოქმედების
სფეროდან დამატებითი გამონაკლისები, ცალკეული შემსყიდველი ორგანიზაციები აღარ
იქნებიან ვალდებულნი გამოიყენონ „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილი სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებები აღნიშნული
მომსახურების შესყიდვისას, გამოაქვეყნონ სატენდერო/საკონკურსო განცხადება, აგრეთვე,
სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაცია და შესაბამისად, გადაიხადონ საფასური (ამჟამად
არსებული 100 ლარი). ამდენად, წარმოდგენილი პროექტი ამ მიმართულებით გამოიწვევს
სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილის დაზოგვას. ამასთან, გავლენის ოდენობა დამოკიდებულია
შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სხვა შემსყიდველი ორგანიზაციისგან იმ ექსკლუზიური
მომსახურების შესყიდვის ოდენობაზე, რომლის გაწევის უფლებაც სხვა შემსყიდველ
ორგანიზაციას კანონით ან კანონის შესაბამისად მიენიჭა, უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ არარეზიდენტი დაწესებულებისგან/საერთაშორისო ორგანიზაციისგან
საერთაშორისო აკრედიტაციის/ავტორიზაციის/გარე შეფასების მოპოვების მიზნით
განსახორციელებელ მომსახურებაზე, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრებასა
და საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის საწევრო/სარეგისტრაციო გადასახადების
გადახდასთან დაკავშირებული შესყიდვების ოდენობაზე.
დამატებით, აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი პროექტით აგრეთვე იცვლება
გამარტივებული შესყიდვის მიმართ დღეს არსებული მიდგომა და გამარტივებული შესყიდვა
შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საზღვარგარეთ საქართველოს თავდაცვისა და შინაგან
საქმეთა სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემისა
და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებისთვის, აგრეთვე თავდაცვის ატაშესთვის
50 000 ლარამდე ღირებულების (ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის) საქონლის,
მომსახურების ან სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში. ამდენად, აღნიშნული
შემსყიდველი ორგანიზაციები აღარ იქნებიან ვალდებულნი გამოიყენონ „სახელმწიფო
შესყიდვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სახელმწიფო შესყიდვის
ელექტრონული საშუალებები ზემოაღნიშნულ შემთხვევაში და შესაბამისად, გადაიხადონ
სატენდერო/საკონკურსო განცხადებისა და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის
გამოქვეყნების საფასური (ამჟამად არსებული 100 ლარი). ამდენად, წარმოდგენილი პროექტი
ამ მიმართულებით გამოიწვევს ზემოაღნიშნული უწყებების ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილის
დაზოგვას. ამასთან, გავლენის ოდენობა დამოკიდებულია ამ უწყებების მიერ
განხორციელებულ შესყიდვის ოდენობაზე.
აღსანიშნავია,
რომ
წარმოდგენილი
კანონპროექტით
გათვალისწინებულია
ჩარჩოშეთანხმებისა და ელექტრონული კატალოგის დანერგვაც. აღნიშნული მიზნად ისახავს
სახელმწიფო შესყიდვების პროცესის გამარტივებასა და სტანდარტიზაციას, რაც შემსყიდველ
ორგანიზაციებს საშუალებას მისცემს შეამცირონ განმეორებითი სატენდერო პროცედურების
განხორციელებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და ოპერაციული ხარჯები.
აღნიშნული მექანიზმების გამოყენება, რიგ შემთხვევებში, უზრუნველყოფს შესყიდვის
ერთეულის ფასის ოპტიმიზაციასაც და ხელს უწყობს შესყიდვების უფრო ეფექტიან დაგეგმვას.
ამასთან, აღნიშნული ინსტრუმენტების გამოყენება არ ქმნის დამატებით საბიუჯეტო
ვალდებულებებს და მათი გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ძირითადად ხასიათდება
ოპერაციული ეფექტიანობის ზრდითა და პროცესების ხარჯთეფექტიანობით. შესაბამისად,
მოსალოდნელია დადებითი ეფექტი რესურსების დაზოგვისა და მათი უფრო რაციონალური
გამოყენების მიმართულებით, თუმცა გავლენის ოდენობა დამოკიდებულია შემსყიდველი
ორგანიზაციების მიერ განხორციელებული შესყიდვის ოდენობაზე, რომელთა მიმართებითაც
გამოიყენებენ ზემოაღნიშნული სახელმწიფო შესყიდვის ინსტრუმენტებს.
დამატებით, საგულისხმოა, რომ წარმოდგენილი პროექტით იცვლება საზღვარგარეთ
ავტოსატრანსპორტო
საშუალებების
სახელმწიფო
შესყიდვებთან
დაკავშირებული
გამონაკლისის ფორმულირება, კერძოდ ამჟამად მითითებული ტერმინი - „საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური“ ჩანაცვლებულია ტერმინით – „საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემა“, რაც გამონაკლისის ფარგლებს აფართოებს
და მოიცავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალ შესაბამის
უწყებებს/დანაყოფებსაც. შესაბამისად, ფართოვდება იმ სუბიექტთა წრე, რომლებზეც
აღნიშნული გამონაკლისი გავრცელდება, რაც პოტენციურად ზრდის იმ შესყიდვების
მოცულობას, რომლებიც აღარ დაექვემდებარება კანონით დადგენილ პროცედურებს.
ამდენად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალი
შემსყიდველი ორგანიზაციები აღარ იქნებიან ვალდებულნი გამოიყენონ „სახელმწიფო
შესყიდვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სახელმწიფო შესყიდვის
ელექტრონული საშუალებები აღნიშნული მომსახურების შესყიდვისას, გამოაქვეყნონ
სატენდერო/საკონკურსო განცხადება, აგრეთვე, სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაცია და
შესაბამისად, გადაიხადონ საფასური (ამჟამად არსებული 100 ლარი). შესაბამისად,
წარმოდგენილი პროექტი ამ მიმართულებით გამოიწვევს აღნისნული უწყებების ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილის დაზოგვას. ამასთან, გავლენის ოდენობა დამოკიდებულია ამ უწყებების
მიერ განხორციელებული შესყიდვის ოდენობაზე.
გარდა
ზემოაღნიშნულისა,
საგულისხმოა,
რომ
წარმოდგენილი
კანონპროექტი
ითვალისწინებს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ცვლილების შესაძლებლობას, თუ
ცვლილება ხორციელდება ფასთა ინდექსაციის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის
სამართლებრივი აქტის შესაბამისად. საგულისხმოა, რომ ფასთა ინდექსაციის მექანიზმის
შემოღება მიზნად ისახავს გრძელვადიანი ან შესრულების პროცესში არსებული სახელმწიფო
შესყიდვების ხელშეკრულებების ეკონომიკური ბალანსის შენარჩუნებას საბაზრო
კონიუნქტორის მიზნებიდან გამომდინარე. ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენის
თვალსაზრისით, ინდექსაცია შესაძლოა დაკავშირებული იყოს ხელშეკრულების
ღირებულების კორექტირებასთან, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს შესაბამისი შემსყიდველი
ორგანიზაციის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილის დაზოგვა, თუმცა ასეთი ცვლილება
განხორციელდება
მხოლოდ
საქართველოს
მთავრობის
სამართლებრივი
აქტით
განსაზღვრული წესისა და პირობების შესაბამისად, წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების
ფარგლებში. შესაბამისად, გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება საქართველოს
მთავრობის შესაბამის სამართლებრივ აქტზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული
უწყების მიერ პირდაპირი ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი ინსტრუმენტები – ელექტრონული კატალოგი
და ჩარჩოშეთანხმება, გააფართოებს ეკონომიკური ოპერატორების მონაწილეობისა და
კონკურენციის შესაძლებლობებს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს
ახალი კონტრაქტების
მოპოვების ზრდას და, შესაბამისად, შემოსავლების გაზრდაც. საგულისხმოა, რომ შესყიდვების
პროცესის გამარტივება და ელექტრონიზაცია შეამცირებს ბიუროკრატიულ ხარჯებს
(დოკუმენტაციის მომზადება, ადმინისტრაციული პროცედურების ხანგრძლივობა და სხვ.).
საგულისხმოა, რომ ქვეკონტრაქტორებთან დაკავშირებული რეგულაციების გამჭვირვალობა
და ერთიანი წესების გავრცელება ყველა მიმწოდებელზე გააუმჯობესებს კონკურენციის
პირობებს და გააუქმებს არსებულ ბარიერებს, რაც სტიმულს მისცემს მცირე და საშუალო
ბიზნესს, უფრო აქტიურად მიიღონ მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში. კერძოდ,
კანონპროექტით დეტალურად წესრიგდება ქვეკონტრაქტორების ჩართულობასთან
დაკავშირებული საკითხები, მათ შორის – ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება,
ქვეკონტრაქტორის მიერ შესასრულებელი ვალდებულებების მოცულობა, დისკვალიფიკაციის
საფუძვლების შემოწმება, კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე დაყრდნობის პირობები,
კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ვალდებულებების უშუალოდ ძირითადი ეკონომიკური
ოპერატორის მიერ შესრულების შესაძლებლობა, აგრეთვე ქვეკონტრაქტორის შეცვლისა და
დამატების წესი. აღნიშნული რეგულაციები უზრუნველყოფს როგორც სახელმწიფო
შესყიდვების პროცესის მეტ გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, ისე ეკონომიკური
ოპერატორებისათვის წინასწარ განსაზღვრულ, თანაბარ და პროგნოზირებად პირობებს, რაც
ხელს შეუწყობს კონკურენტული გარემოს გაძლიერებასა და კეთილსინდისიერი პრაქტიკის
დამკვიდრებას. ამასთან, სახელმწიფო შესყიდვის დარეზერვება გაზრდის შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა ან სხვა მოწყვლადი ჯგუფების წევრთა (მათ შორის, ნაკლებად
წარმოდგენილი სქესის პირთა) ჩართულობის შესაძლებლობას სახელმწიფო შესყიდვებში.
კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის პროცედურა შესაძლებელია
დარეზერვდეს იმ მიმწოდებელთათვის, რომლებიც აკმაყოფილებენ კანონით განსაზღვრულ
სპეციფიკურ კრიტერიუმებს, რაც უზრუნველყოფს მიზნობრივი ჯგუფების რეალურ
ჩართულობასა და მათი კონკურენტუნარიანობის ზრდას.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ვინაიდან კანონპროექტით, ახლებურად რეგულირდება შავი
სიასთან დაკავშირებული საკითხი, კერძოდ, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების
მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის შემთხვევაში შავ სიაში რეგისტრაციის
ვადად, განისაზღვრება 2 (ორი) წელი (ნაცვლად დღეს არსებული 1 წლისა) და ამასთან,
სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა ან/და ხელშეკრულების დადება ეკრძალება აგრეთვე
ყველა იმ ეკონომიკურ ოპერატორს, რომლის დამფუძნებელი ან/და წილის მფლობელი არის
შავ სიაში რეგისტრირებული ეკონომიკური ოპერატორი, აგრეთვე – იმ ეკონომიკურ
ოპერატორს, რომელშიც შავ სიაში რეგისტრირებული ეკონომიკური ოპერატორის
ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს იგივე თანამდებობა
უკავია ან/და იგი ფლობს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ წილს, და
იმის გათვალისწინებით, რომ შავ სიაში რეგისტრაცია დაკავშირებულია სახელმწიფო
შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობის შეზღუდვასთან, შავ სიაში რეგისტრაციის ვადის
გაზრდამ, ფინანსური გავლენა შეიძლება იქონიოს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის
მსურველ ეკონომიკურ ოპერატორებზე.
ამავდროულად, რამდენადაც წარმოდგენილი კანონის პროექტით წესდება კანონის
მოქმედების სფეროდან დამატებითი გამონაკლისები, წარმოდგენილ კანონპროექტს ამ
კუთხით გავლენა ექნება შემსყიდველ ორგანიზაციებზე, ვინაიდან ისინი აღარ იქნებიან
ვალდებულნი გამოიყენონ „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილი სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებები და აღნიშნული
მომსახურების შესყიდვისას, გამოაქვეყნონ სატენდერო/საკონკურსო განცხადება, აგრეთვე,
სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაცია და შესაბამისად, გადაიხადონ საფასური (ამჟამად
არსებული 100 ლარი). ამასთან, გავლენის ოდენობა დამოკიდებულია შემსყიდველი
ორგანიზაციების მიერ სხვა შემსყიდველი ორგანიზაციისგან იმ ექსკლუზიური მომსახურების
შესყიდვის ოდენობაზე, რომლის გაწევის უფლებაც სხვა შემსყიდველ ორგანიზაციას კანონით
ან კანონის შესაბამისად მიენიჭა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
არარეზიდენტი დაწესებულებისგან/საერთაშორისო ორგანიზაციისგან საერთაშორისო
აკრედიტაციის/ავტორიზაციის/გარე შეფასების მოპოვების მიზნით განსახორციელებელ
მომსახურებაზე, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრებასა და საერთაშორისო
ღონისძიებებში მონაწილეობის საწევრო/სარეგისტრაციო გადასახადების გადახდასთან
დაკავშირებული შესყიდვების ოდენობაზე.
ამასთან, საგულისხმოა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო
შესყიდვის ხელშეკრულების ცვლილების შესაძლებლობას, თუ ცვლილება ხორციელდება
ფასთა ინდექსაციის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის
შესაბამისად. საგულისხმოა, რომ ფასთა ინდექსაციის მექანიზმის შემოღება მიზნად ისახავს
გრძელვადიანი ან შესრულების პროცესში არსებული სახელმწიფო შესყიდვების
ხელშეკრულებების ეკონომიკური ბალანსის შენარჩუნებას, საბაზრო კონიუნქტორის
მიზნებიდან გამომდინარე. აღსანიშნავია, რომ ცვლილება დადებით გავლენას მოახდენს
ეკონომიკურ ოპერატორებზე, ვინაიდან უზრუნველყოფს ხელშეკრულების შესრულების
პროცესში ფასების არსებითი ცვლილებით გამოწვეული ფინანსური რისკების ნაწილობრივ
დაბალანსებას და ზრდის გრძელვადიან შესყიდვებში მონაწილეობის პროგნოზირებადობას.
ამასთან, გავლენის ოდენობა დამოკიდებულია საქართველოს მთავრობის შესაბამის
სამართლებრივ აქტზე და ფასთა ინდექსაციის საფუძველზე ხელშეკრულების ცვლილების
საჭიროებაზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დაწესებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.