„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
- „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (325/2-XIმპ, 20.05.2026) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 88 ✗ 0
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-05-25
ბიუროს ნომერი 141
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის
უწყებანი, №003, 27.03.96, გვ. 27) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „21“ პუნქტი:
„21. დაცული ლანდშაფტის და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მართვა, „დაცული
ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით, დაცული
ტერიტორიების სააგენტომ შეიძლება განახორციელოს მხოლოდ კანონით პირდაპირ
განსაზღვრულ შემთხვევაში.“.
2. მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მართოს სახელმწიფო ნაკრძალები, ეროვნული პარკები, ბუნების ძეგლები, აღკვეთილები,
ბიოსფერული რეზერვატები, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნები და საერთაშორისო
მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიები, ხოლო კანონით განსაზღვრულ
შემთხვევებში ასევე მართოს დაცული ლანდშაფტები და მრავალმხრივი გამოყენების
ტერიტორიები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის პირველი ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ კანონპროექტი წარმოადგენს „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და
მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის
თანმდევ კანონპროექტს. „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“
კანონპროექტის მიხედვით იქმნება კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია,
რომლის მართვაც უნდა განახორციელოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტომ. აღნიშნულისთვის
სამართლებრივი შესაძლებლობის შესაქმნელად და პოტენციური კოლიზიის თავიდან
ასაცილებლად, საჭიროა შესაბამისი ცვლილება იქნეს შეტანილი „დაცული ტერიტორიების
სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში.
კერძოდ, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის
თანახმად დაცული ტერიტორიები იყოფა 6 კატეგორიად: სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული
პარკი, ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი, მრავალმხრივი გამოყენების
ტერიტორია. ამავე კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი დაცულ ტერიტორიებს,
გარდა დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა − კანონით
განსაზღვრულ შემთხვევებში, მართავს სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტო. თუ ვინ
მართავს დაცული ლანდშაფტს და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიას კანონში
დაზუსტებული არ არის. „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
კანონპროექტის
მიხედვით
კოლხეთის ეროვნული პარკის საზღვრებში გარკვეულ ტერიტორიას ენიჭება მრავალმხრივი
გამოყენების ტერიტორიის კატეგორია და ვინაიდან ეს ტერიტორია მთლიანად მდებარეობს
ზღვის აკვატორიაში, მიზანშეწონილია რომ მისი მართვა განახორციელოს სსიპ - დაცული
ტერიტორიების სააგენტომ.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2
პუნქტის თანახმად, დაცულ ტერიტორიებს, გარდა დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი
გამოყენების ტერიტორიისა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, მართავს სსიპ - დაცული
ტერიტორიების სააგენტო. იმისთვის, რომ სააგენტომ მართოს ასევე მრავალმხრივი
გამოყენების ტერიტორიაც, საჭიროა კანონში შესაბამისი ცვლილების განხორციელება და
დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მართვის რეჟიმთან
დაკავშირებით სამართლებრივი მექანიზმის ფორმირება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით იქმნება შესაძლებლობა, დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი
გამოყენების ტერიტორიის მართვა განახორციელოს სსიპ - დაცული ტერიტორიების
სააგენტომ.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით
სსიპ
-
დაცული
ტერიტორიების
სააგენტოს
მიეცემა
უფლება,
კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში, მართოს დაცული ლანდშაფტები და
მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიები.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება 2026 წლის პირველი ივლისიდან, ვინაიდან მისი ამოქმედება
დაკავშირებულია „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით
გათვალისწინებული შესაბამისი ნორმების ამოქმედების ვადასთან. ამასთან, კანონპროექტი
არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტი განხილული უნდა იქნეს დაჩქარებული წესით, ვინაიდან ის წარმოადგენს
„კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ კანონპროექტს,
რომელზეც მოთხოვნილია დაჩქარებული წესით განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების წყაროს წარმოადგენს
სსიპ- დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკუთარი შემოსავლები.
ბ.ბ) კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი
არ
იქონიებს
გავლენას
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს ბიუჯეტზე,
ვინაიდან,
კანონპროექტი
ითვალისწინებს
მხოლოდ
დაცული
ლანდშაფტის
და
მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მართვის ფუნქციის სააგენტოზე დაკისრების
შესაძლებლობას. გავლენა ექნება თუ კანონით კონკრეტულად მოხდება რომელიმე დაცული
ლანდშაფტის ან მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მართვის ფუნქციის დაკისრება.
გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რომელი დაცული ლანდშაფტის ან
მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მართვის ფუნქცია დაეკისრება.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების
მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის
მოსალოდნელი
ფინანსური
შედეგები
იმ
პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
ასეთი არ არსებობს.
კანონპროექტი
ითვალისწინებს
მომავალში
შესაქმნელი
დაცული
ლანდშაფტის
ან
მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მართვის უფლებით სსიპ დაცული ტერიტორიების
სააგენტოზე გადაცემის შესაძლებლობას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი
არ
იქონიებს
ზეგავლენას
ქალისა
და
მამაკაცის
თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
ორმხრივ
მრავალმხრივ
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
და
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის
მიღება
და
მრავალმხრივ
არ
უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის
ასოცირების
შესახებ
შეთანხმებიდან“
ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო
ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების
გამოცდილება
კანონპროექტის
მსგავსი
კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში
მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცული ტერიტორიების სააგენტო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.