„კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
20.05.2026
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცული ტერიტორიების სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#325/2-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

📋 განხილვის ეტაპები

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 88 ✗ 0
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-05-25
ბიუროს ნომერი 141

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 1998 წელი, მუხ. 51) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) რიონის აღკვეთილი.“. 2. მე-8 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კოლხეთის ეროვნული პარკის საერთო ფართობია 44387 ჰექტარი, მათ შორის, ხმელეთისა – 29229 ჰექტარი, ხოლო საქართველოს ტერიტორიული ზღვის აკვატორიისა – 15158 ჰექტარი.“. ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საქართველოს ტერიტორიული ზღვის სამხრეთი რაიონის აკვატორიის გეოგრაფიული კოორდინატებია: № 1 2 3 4 5 6 X 707445.8 710260.0 713677.0 713960.0 714371.0 715961.0 Y 4685227 4685407 4685395 4685130 4685216 4684345 № 7 8 9 10 11 12 X 716035.0 716250.0 716506.5 716837.4 717104.0 717230.0 Y 4683994 4683880 4683983 4683882 4683755 4683683 № 13 14 15 16 17 18 X 716971.0 717210.0 715727.0 714453.0 707064.0 708511.0 Y 4676726 4675342 4675140 4675784 4675311 4680982 № 19 20 21 X 715376.0 712492.0 713166.2 Y 4684665 4675681 4675724 “. 3. მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „91“ და „92“ მუხლები: „მუხლი 91. რიონის აღკვეთილის მდებარეობა, ფართობი და საზღვრები რიონის აღკვეთილი მდებარეობს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებში. მისი საერთო ფართობია 554 ჰექტარი და იგი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს: № 1 2 3 4 5 6 X 279857 280513 280604 280651 280329 280062 Y 4666552 4666539 4666771 4666785 4667582 4668752 № 22 23 24 25 26 27 X 282107 282117 282088 282296 282454 282812 Y 4669709 4669826 4669953 4670007 4670465 4670626 № 42 43 44 45 46 47 X 285760 285820 285976 285968 286028 285876 Y 4669188 4669005 4668865 4668757 4668706 4668622 № 63 64 65 66 67 68 X 283265 282805 282610 282717 282684 282581 Y 4670250 4669984 4669553 4669351 4668864 4668328 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 280138 280578 280811 280866 280927 281384 281599 282348 281781 281861 281990 281911 281905 282029 279857 4668908 4668974 4669130 4669104 4669214 4669115 4669056 4668149 4668792 4668776 4669445 4669482 4669541 4669708 4666276 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 283237 283681 283780 284819 285142 285495 285922 286133 286298 286234 285859 285802 285720 285753 285886 4670746 4670653 4670734 4670763 4670866 4670839 4670961 4671003 4670741 4670474 4670328 4669942 4669501 4669292 4670424 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 285685 285677 285613 285545 285462 285569 285537 285536 285300 285090 284936 284787 284331 284032 283774 4668914 4668875 4668876 4668987 4669411 4669895 4670021 4670083 4670175 4670039 4670038 4670156 4670016 4670110 4670174 69 70 71 72 73 74 75 76 77 78 79 80 81 282263 281521 281519 281491 281471 281287 281040 280611 280456 280561 280937 280861 280374 4668241 4668094 4668181 4668180 4668347 4668472 4668633 4668552 4668288 4667613 4666803 4666512 4666312 მუხლი 92. კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მდებარეობა, ფართობი და საზღვრები კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია მდებარეობს ზღვის აკვატორიაში. მისი საერთო ფართობია 593 ჰექტარი და იგი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს: № 1 2 X 715376.0 712492.0 Y 4684665 4675681 № 3 4 X 713166.2 715961.0 Y 4675724 4684345 „. 4. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. ამ კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ზღვის აკვატორიაში დაშვებულია კვლევების ჩატარების მიზნით თხევად საწვავზე მომუშავე წყალმცურავი საშუალებებით გადაადგილება.“. 5. 25-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „251“ და „252“ მუხლები: „მუხლი 251. რიონის აღკვეთილში დაშვებული საქმიანობის განვითარების ინტეგრალური პროგრამები რიონის აღკვეთილში ამ კანონისა და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაშვებული საქმიანობა ხორციელდება სამენეჯმენტო გეგმით განსაზღვრული დაშვებული საქმიანობის განვითარების ინტეგრალური პროგრამების ფარგლებში. მუხლი 252. კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე დაშვებული საქმიანობა კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე დაშვებულია მხოლოდ: ა ) სამეცნიერო კვლევა; ბ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება; გ) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მიზნით სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება; დ) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება; ე) დაცვის რეჟიმის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება; ვ) კვლევების ჩატარების მიზნით თხევად საწვავზე მომუშავე წყალმცურავი საშუალებებით გადაადგილება; ზ) 500 ტონამდე ტვირთამწეობის თევზსაჭერი წყალმცურავი საშუალების გადაადგილება არანაკლებ 4 კვანძი და არაუმეტეს 9 კვანძი სიჩქარით.“. 6. 27-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კოლხეთის ეროვნული პარკის, ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალის, ქობულეთის აღკვეთილის და რიონის აღკვეთილის მართვა ხორციელდება ამ კანონისა და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „22“ პუნქტი: „22) კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მართვას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტო ამ კანონისა და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. მუხლი 2. რიონის აღკვეთილის ტერიტორიაზე ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული ქონებრივი ურთიერთობების ფარგლებში დასაშვებია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში უფლებების (საკუთრება, უზუფრუქტი, აღნაგობა, სერვიტუტი, იპოთეკა, ქირავნობა და სხვ.) რეგისტრაცია. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის, მე-3 პუნქტით განსაზღვრული 91 მუხლის, მე-5 პუნქტით განსაზღვრული 251 მუხლის, მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს 2026 წლის პირველი ივლისიდან. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი, მე-3 პუნქტით განსაზღვრული 91 მუხლი, მე-5 პუნქტით განსაზღვრული 251 მუხლი, მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-2 მუხლი ამოქმედდეს 2027 წლის პირველი იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიღება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ საქართველოში გავრცელებულია ზუთხისებრთა ექვსი სახეობა: სვია (Huso huso), რუსული ზუთხი (Acipenser gueldenstaedtii), ტარაღანა (Acipenserstellatus), ჯარღალა (Acipensernudiventris), ევროპული (ატლანტური) ზუთხი ანუ ფორონჯი (Acipensersturio) და კოლხური ზუთხი (Acipenserpersicus colchicus)1. საქართველოში გავრცელებული ზუთხისებრთა ექვსივე სახეობა შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“. მათგან ფორონჯი (A.sturio) შეტანილია გადაშენების კრიტიკული საფრთხის წინაშე მყოფი (CR) სტატუსით, ხოლო დანარჩენი ხუთი სახეობა - გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი (EN) სტატუსით. ზუთხისებრთა სახეობებს გადაშენების საფრთხე ემუქრებათ არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელი ნუსხის მიხედვით, საქართველოში გავრცელებული ზუთხისებრთა ყველა სახეობა გლობალურად გადაშენების კრიტიკული საფრთხის წინაშე იმყოფება. შესაბამისად, ზუთხისებრნი წარმოადგენენ ყველაზე მოწყვლად და საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების ჯგუფს საქართველოში. ზუთხისებრთა რიცხოვნობა კრიტიკულად შემცირებულია, რისი ძირითადი მიზეზებიცაა წყალსაცავებისა და კაშხლების მშენებლობის გამო მდინარეთა რეგულირება, ჰაბიტატების ფრაგმენტაცია და სატოფო (საქვირითე) ადგილების განადგურება, ბრაკონიერობა და ახალმოზარდეული ინდივიდების თანჭერა. სპეციალური დაცვითი ღონისძიებების გატარების გარეშე მოსალოდნელია ზუთხისებრთა სამუდამო გაქრობა საქართველოს მდინარეებსა და სანაპირო წყლებში. 2022 წლის 26 ივნისს „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი იქნა ცვლილება და მისი ფართობი გაიზარდა 671,5 ჰექტრით, რომლის შედეგად შავი ზღვის და მდინარე რიონის შესართავს მიენიჭა ეროვნული პარკის სტატუსი (ზღვის აკვატორია და ხმელეთის ნაწილი). მსოფლიოში ზუთხისებრთა სახეობების გასამრავლებლად საჭირო ბუნებრივი სატოფო ადგილები საკმაოდ შეზღუდულია. მდინარე რიონი ერთ-ერთია მსოფლიოს იმ რამდენიმე მდინარიდან, სადაც შემორჩენილია ზუთხისებრთა სატოფო ადგილები და შესაბამისად, ჯერ კიდევ ხდება მათი ბუნებრივ გარემოში გამრავლება. აღსანიშნავია, რომ ამჟამად შავი ზღვის აუზის მხოლოდ ორ მდინარეში რიონსა და დუნაიში ხდება ზუთხისებრთა ბუნებრივად გამრავლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, იქმნება რიონის აღკვეთილი სამტრედიის მუნიციპალიტეტში. აღკვეთილის ფართობი შეადგენს 554 ჰა-ს. აღკვეთილის ტერიტორია მოიცავს მდინარე რიონის იმ მონაკვეთს, სადაც ხდება ზუთხისებრთა ქვირითობა. შესაბამისად, რიონის აღკვეთილის შექმნა კიდევ უფრო გაზრდის ზუთხისებრთა პოპულაციის დაცვის და აღდგენის შესაძლებლობას. ასევე აღსანიშნავია, რომ „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია ეროვნული პარკის სხვადასხვა ზონებში უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება და დაშვებულია კვლევების ჩატარება, თუმცა რეალობიდან გამომდინარე ზღვის აკვატორიაში კვლევების განხორციელება ასეთი ტრანსპორტით ფაქტიურად შეუძლებელია. შესაბამისად, ხდება კვლევების ჩატარების მიზნით თხევად საწვავზე მომუშავე წყალმცურავი საშუალებებით მოძრაობის დაშვება ზღვის აკვატორიაში. აგრეთვე, წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, კოლხეთის ეროვნული პარკის ზღვის აკვატორიის ნაწილს ეცვლება სტატუსი და იქმნება კოლხეთი მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია 593 ჰა-ზე, სადაც დაშვებული იქნება 500 ტონამდე ტვირთამწეობის წყალმცურავი საშუალებების გადაადგილება არანაკლებ 4 კვანძი და არაუმეტეს 9 კვანძი სიჩქარით. „შავი ზღვის ვეშაპისნაირთა კონსერვაციის გეგმა საქართველოს ტერიტორიული წყლებისთვის“ კვლევის თანახმად, შავ ზღვაში ადამიანის მიერ გამოწვეული ვეშაპისნაირთა სახეობებზე ზეგავლენის მიზეზებიდან აღნიშნულია თანჭერა, მცურავი საშუალებების ტიპი, სიჩქარე (განსაკუთრებით მაღალი სიჩქარე). ვეშაპისნაირთა სამივე სახეობა, Tursiops truncates, Delphinus delphis, Phocoena phocoena შემთხვევითად ხვდება სათევზაო ბადეებში, მაგრამ ყველაზე დიდი ოდენობით ზღვის ღორები (Phocoena phocoena) არიან თანჭერის მსხვერპლნი. აღნიშნულიდან გამომდინარე, წესდება კოლხეთის მრავალმხრივის გამოყენების ტერიტორიის ზღვის აკვატორიის ნაწილში სიჩქარის მინიმალური ზღვარი 4 კვანძი. ამ სიჩქარით მოძრაობისას შეუძლებელია თევზჭერის განხორციელება რაც გამორიცხავს ძუძუმწოვრების თანჭერილში შემთხვევით მოხვედრას. ტონაჟობის განსაზღვრით იზღუდება დიდი გაბარიტების მქონე გემების გადაადგილება, ხოლო არაუმეტეს 9 კვანძი სიჩქარის ზღვარის დადგენა იმ გარემოებითაა განპირობებული, რომ 10 კვანძამდე სიჩქარის შეზღუდვა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს და ეს ყველაზე ეფექტური მეთოდია, ვეშაპისნაირთა სახეობებზე შეჯახების თავიდან ასაცილებლად. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, საქართველოში დაცული ტერიტორიების შექმნის, ტერიტორიული გაფართოებისა და დაცვითი კატეგორიის ამაღლების გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი. შესაბამისად, ახალი დაცული ტერიტორიის დასაარსებლად და არსებულის გასაფართოებლად საჭიროა მიღებული იქნეს კანონი. ასევე ცვლილებები უზრუნველყოფს ზღვის აკვატორიაში კვლევების განხორციელების მიზნით წყალმცურავი საშუალებების და სხვა გემების მოძრაობას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად შეიქმნება რიონის აღკვეთილი 554 ჰა ტერიტორიაზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში. ასევე ცვლილებები უზრუნველყოფს ზღვის აკვატორიაში გემების მოძრაობის უსაფრთხო რეჟიმს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით განისაზღვრება ახალი დაცული ტერიტორიის რიონის აღკვეთილის დაარსება, ასევე წესრიგდება ზღვის აკვატორიაში გემების მოძრაობის საკითხი. კერძოდ: ● სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შეიქმნება ახალი დაცული ტერიტორია - რიონის აღკვეთილი და მისი ფართობი განისაზღვრება 554 ჰექტარით. ● წესრიგდება ზღვის აკვატორიაში გემების მოძრაობის საკითხი, კერძოდ: კოლხეთის ეროვნული პარკის საქართველოს ტერიტორიული ზღვის აკვატორიაში დაშვებული იქნება კვლევების ჩატარების მიზნით თხევად საწვავზე მომუშავე წყალმცურავი საშუალებებით გადაადგილება; ასევე, შეიქმნება კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია, სადაც შესაძლებელი იქნება 500 ტონამდე ტვირთამწეობის თევზსაჭერი წყალმცურავი საშუალების გადაადგილება არანაკლებ 4 კვანძი და არაუმეტეს 9 კვანძი სიჩქარით. ● რიონის აღკვეთილის მართვა განხორციელდება ამ კანონისა და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ● რიონის აღკვეთილის ტერიტორიაზე კანონის ამოქმედებამდე არსებული ქონებრივი ურთიერთობების ფარგლებში დასაშვები იქნება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში უფლებათა (საკუთრება, უზუფრუქტი, აღნაგობა, სერვიტუტი, იპოთეკა, ქირავნობა და სხვ.) რეგისტრაცია. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონის ის მუხლები, რომლებიც ეხება კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნასა და მცურავი საშუალებების მიმართ გამოყენებულ უსაფრთხოების ზომებს, ამოქმედდება 2026 წლის პირველი ივლისიდან. ხოლო, ის მუხლები რომლებიც ეხება რიონის აღკვეთილის შექმნას ამოქმედდება 2027 წლის პირველი იანვრიდან, რადგან რიონის აღკვეთილის შექმნა დაკავშირებულია ადმინისტრაციის ფორმირებასთან, თანმდევ ფინანსურ ხარჯებთან და ასევე საჭიროა გარკვეული მოსამზადებელი ღონისძიებების განხორციელება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი განხილული უნდა იქნეს დაჩქარებული წესით, ვინაიდან საჭიროა რიონის აღკვეთილის შექმნამდე სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს ჰქონდეს შესაძლებლობა, უზრუნველყოს მომდევნო წლის საბიუჯეტო პროცესის დაგეგმვა და საჭირო თანხების პროგრამულ ბიუჯეტში ასახვა, წინასწარი სამეცნიერო-კვლევითი ღონისძიებების განხორციელება, ასევე, სხვა მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება. ეს ყოველივე მნიშვნელოვანია, რათა კანონის თავდაპირველი ამოქმედების თარიღიდან (2026 წლის 1 ივლისიდან) მყისიერად მოხდეს დაცვისა და საკონსერვაციო ღონისძიებების დაგეგმვაგანხორციელება მდინარე რიონზე. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი და სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკუთარი შემოსავლები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტს, კანონპროექტი იქონიებს მასზე გავლენას. კერძოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალი გაიზრდება დაცული ტერიტორიების 9 ახალი თანამშრომლის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადით (196 800 ლარის - 20% = 39360 ლარი - საშემოსავლო გადასახადი წელიწადში). ასევე, კანონპროექტმა გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე შეიძლება მოახდინოს იმ თავლსაზრისითაც, რომ დაცულ ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა გაზრდის ვიზიტორების რაოდენობას, რაც ასევე გაზრდის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლებსაც. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ რიონის აღკვეთილის ტერიტორიაზე არ გავრცელდება დაცული ტერიტორიის შექმნიდან გამომდინარე შეზღუდვები ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ ქონებრივ ურთიერთობებზე. კანონპროექტი ამ მხრივ გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტო 2026 წელს საკუთარი შემოსავლებიდან განახორციელებს კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დაფინანსებას. ხოლო 2027-2030 წლებში სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის ყოველწლიურად იქნება დამატებით გამოსაყოფი თანხა ჯამში დაახლოებით 1 447 200 ლარი (2027 წ. – 421 800 ლარი; 2028 წ. – 421 800 ლარი; 2029 წ.-371800 ლარი, 2030 წ. – 231 800ლარი), რომელიც საჭირო იქნება კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის. 2027 2030 წლების თანხები განაწილდება შემდეგი პროპორციით (ცხრ. N1): ცხრილი N1 ლარი კოლხეთის ეროვნული პარკის დამატებითი ბიუჯეტი 2027 წლის 1 იანვრიდან სულ 421800 მ.შ. შრომის ანაზღაურება 196800 საქონელი და მომსახურება 25000 არაფინანსური აქტივების ზრდა 200 000 კოლხეთის ეროვნული პარკის დამატებითი ბიუჯეტი 2028 წლის 1 იანვრიდან ლარი სულ 421800 მ.შ. შრომის ანაზღაურება 196800 საქონელი და მომსახურება 25000 არაფინანსური აქტივების ზრდა 200 000 კოლხეთის ეროვნული პარკის დამატებითი ბიუჯეტი 2029 წლის 1 იანვრიდან სულ ლარი მ.შ. შრომის ანაზღაურება 196800 საქონელი და მომსახურება 25000 არაფინანსური აქტივების ზრდა 150 000 კოლხეთის ეროვნული პარკის დამატებითი ბიუჯეტი 2030 წლის 1 იანვრიდან 371800 ლარი სულ 231800 მ.შ. შრომის ანაზღაურება 196800 საქონელი და მომსახურება 35000 არაფინანსური აქტივების ზრდა 0 რიონის აღკვეთილის მართვას განახორციელებს სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია, რისთვისაც ადმინისტრაციაში დამატებით საჭირო იქნება 9 საშტატო ერთეული (ცხრ. N3). ცხრილი N3 № თანამდებობა რაოდენობა თანამდებობრივი სარგო (ლარი) სულ წლის განმავლობაში 2027 წლის 1 იანვრიდან (ლარი) 1 ბუნებრივი რესურსების უფროსი სპეციალისტი 1 1,600 19200 2 უბნის უფროსი რეინჯერი 1 1,920 23040 3 რეინჯერი 7 1,840 154560 სულ წლიური შრომის ანაზღაურება 196800 სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ასევე გავლენას იქონიებს საშტატო ერთეულის რაოდენობის მიხედვით საპენსიო შენატანების კუთხითაც. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართულ პირთა რაოდენობასა და მათ შრომის ანაზღაურებაზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი იქონიებს გავლენას იმ 9 პირის მიმართ, რომლებიც დასაქმდებიან კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში, ამ კანონით განსაზღვრული ტერიტორიის დაცვის მიზნით. ვინაიდან, რიონის აღკვეთილის ტერიტორიაზე არ გავრცელდება დაცული ტერიტორიის შექმნიდან გამომდინარე შეზღუდვები ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ ქონებრივ, წიაღით სარგებლობის და „ნავთობისა და გაზის ოპერაციებით“, სარგებლობის ლიცენზიებით გათვალისწინებულ ურთიერთობებზე, შესაბამისად ამ კანონის მიღება გავლენას არ მოხდენს მათ საქმიანობაზე. ამასთან, კანონპროექტის მიღებამ შეიძლება დადებითად იმოქმედებს იმ პირებზე, რომელთა მიწის ნაკვეთებიც დაცული ტერიტორიის საზღვრებთან ახლოს აღმოჩნდება, რადგან არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, დაცული ტერიტორიის სიახლოვე გაზრდის მათი უძრავი ქონების ფასს. კანონპროექტი დადებით ფინანსურ გავლენას იქონიებს იმ პირებზე რომლებსაც აქვთ თევზჭერის ლიცენზია შავ ზღვაში, ვინაიდან შეუმცირდებათ ნავმისადგომამდე მისვლისა და გადმოტვირთვის დროს, შესაბამისად მოიხსნება თევზის გაფუჭების რისკი, რომელიც მალფუჭებადი პროდუქტია. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტი მიემართება „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციას“ (კონვენციას საქართველო შეუერთდა საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 30 დეკემბრის №940 - რს დადგენილებით). აღნიშნული კონვენციის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მუდმივმოქმედი კომიტეტი პასუხისმგებელია წინამდებარე კონვენციის შემდგომ შესრულებაზე. მას, კერძოდ, შეუძლია: გაუწიოს რეკომენდაცია ხელშემკვრელ მხარეებს წინამდებარე კონვენციის მიზნების განხორციელებისთვის მისაღები ზომების თაობაზე. კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის 38-ე შეხვედრაზე (27-30 ნოემბერი, 2018) მიღებული ზუთხისებრთა დაცვის პან-ევროპულ სამოქმედო გეგმის თანახმად, საქართველოს შემთხვევაში, მდინარე რიონის ტერიტორიის დაცვა არის ერთ-ერთი რეკომენდაცია. ამასთან, „მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ კონვენციის (საქართველო არის კონვენციის მხარე) მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტს შეუძლია ობიექტს მიანიჭოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი. საქართველოს კოლხურ ტყეებსა და ჭარბტენიან ტერიტორიებს იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 44-ე სესიაზე (16-31 ივლისი, 2021), რომლის ფარგლებშიც საქართველოს დაევალა ზუთხისებრთა დაცვა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შესატყვისი პროცედურებისა და ვადების დაცვით, განიხილავს შესაბამისი კონვენციების („საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი, ტერიტორიების შესახებ“ კონვენცია (რამსარის კონვენცია, საქართველო არის კონვენციის მხარე), „მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ კონვენცია და „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენცია“ (ბერნის კონვენცია)) სამდივნოებისთვის, ამ კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაცვლის საკითხს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცული ტერიტორიების სააგენტო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.