„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (326/3-XIმპ, 20.05.2026) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-05-25
ბიუროს ნომერი 141
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 28.12.2023, სარეგისტრაციო კოდი: 460070000.05.001.102213) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ბ“, „ღ“ და „ც“ პუნქტები ამოღებულ იქნეს.
2. მე-11 მუხლის 1-ლი-მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი:
„მუხლი 111. ტურისტული საქმიანობის სუბიექტების რეგისტრაცია
1.
ტურისტული
საქმიანობის
სუბიექტების
შესახებ
მონაცემების
აღრიცხვის
უზრუნველსაყოფად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაცია აწარმოებს ტურისტული საქმიანობის სუბიექტების აღრიცხვას და
მონაცემების დამუშავებას.
2. ტურისტული საქმიანობის სუბიექტები: ტურისტული გიდი, ტუროპერატორი,
ტურისტული სააგენტო (ტურაგენტი) - ვალდებულნი არიან, ტურისტული საქმიანობის
შესახებ მონაცემების აღრიცხვის უზრუნველსაყოფად, დარეგისტრირდეს საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ტურისტული
საქმიანობების სუბიექტების ბაზაში.
3. ტურისტული საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია, შესაბამისი საქმიანობის დაწყების,
შეწყვეტის ან/და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი მონაცემის ცვლილების
შემთხვევაში, წერილობით მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიული პირს − საქართველოს
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და აცნობოს შესაბამისი ინფორმაცია.“.
4. 33-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე რისკის შემცველი
ტურისტული საქმიანობების ნუსხას და განხორციელების წესს, აგრეთვე რისკის შემცველ
ისეთ ტურისტულ საქმიანობებს, რომელთა მიმწოდებლებს ევალებათ პროფესიული
პასუხისმგებლობის ან/და სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისის ფლობა,
ასევე დაზღვევის პირობებს და განხორციელების წესს.“.
5. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 34. რისკის შემცველი ტურისტული საქმიანობის განხორციელება
1. რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიწოდება ხორციელდება ამ კანონისა და
საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების
საფუძველზე.
2. რისკის შემცველი ტურისტული საქმიანობების სფერო და კომპეტენციები დგინდება
საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით.
3. რისკის შემცველი ტურისტული საქმიანობის განხორციელების უფლება გააჩნია მხოლოდ ამ
კანონის შესაბამისად უფლებამოსილ პირს.
4. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება ის რისკის შემცველი
ტურისტული საქმიანობები, რომელთა განმახორციელებელი პერსონალის სერტიფიცირებას
მოახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაცია. საქართველოს მთავრობის დადგენილებით ასევე განისაზღვრება ის
ცალკეული
რისკის
შემცველი
ტურისტული
მომსახურებები,
რომელთა
მიმწოდებლებისათვის საქმიანობის უფლების მინიჭებას მოახდენს საჯარო სამართლის
იურიდიული პირი - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ან საქართველოს
მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი სუბიექტი.
5. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაცია აწარმოებს რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებების მიმწოდებლების
რეესტრს.
6. სერტიფიცირებული პირების მიერ სერტიფიცირების მოთხოვნების დარღვევის
შემთხვევაში, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაცია უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამრღვევი
პირების მიმართ სათანადო ზომების მიღებას.“.
6. 35-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
7. მე-36 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. იმ ტურისტული გიდის საქართველოს ტერიტორიაზე მომსახურების განხორციელების
წესი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის
დადგენილებით.“.
8. მე-49-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების განხორციელება იმ პირის მიერ, რომელსაც
არ აქვს შესაბამისი სერტიფიკატი, − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით. იგივე
ქმედება ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით.“.
ბ) 21 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების განხორციელება ტექნიკური რეგლამენტის
მოთხოვნ(ებ)ის დარღვევით გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 1 500 ლარის
ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის
ოდენობით.“.
დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ტურისტული საქმიანობის სუბიექტის მიერ მომსახურების განხორციელება საჯარო
სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის
ტურისტული საქმიანობის სუბიექტების ბაზაში რეგისტრაციის გარეშე − გამოიწვევს
დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს
დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.“.
ე) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“5. საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაციისთვის ამ კანონით გათვალისწინებული უზრუნველყოფის წარდგენის
ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. იგივე
ქმედება ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.“.
ვ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ტუროპერატორისა და დაკავშირებული ტურისტული მომსახურების მონაწილის მიერ
შესაბამისი საქმიანობის განხორციელება გადახდისუუნარობისგან დაცვის უზრუნველყოფის
გარეშე − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი
განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.“
ზ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის საქმიანობის
განხორციელება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის
ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების გარეშე − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის
ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის
ოდენობით.“
თ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8.
ზედამხედველობის
უფლებამოსილი
წარმომადგენლისთვის
საქმიანობის
განხორციელებაში ხელის შეშლა − გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 500 ლარის
ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის
ოდენობით.“
ი) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმები გადაიხდება საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტში.“
კ) ამ მუხლის მე-10-მე-13 პუნქტები ამოღებულ იქნას.
9. 50-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „ა” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას.
ა.ბ) „გ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
ა.გ) „დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) 2026 წლის 1 ივნისამდე დაამტკიცოს რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებების
ნუსხა, საქმიანობის განხორციელების წესი და რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების
განხორციელების ტექნიკური რეგლამენტი.“.
ა.დ) „ე” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს
ა.ე) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) 2030 წლის 1 ივნისამდე დაამტკიცოს გადახდისუუნარობის უზრუნველყოფის ოდენობის
გამოთვლის წესი და პროცედურა;“.
ბ) მე-2 პუნქტის:
ბ.ა) „ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) 2027 წლის 1 იანვრამდე შეიმუშაოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის
ფორმა;”.
ბ.ბ) ბ2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ2) 2026 წლის 1 ივნისამდე დაამტკიცოს რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების
მიმწოდებელი პერსონალის სერტიფიცირების წესი და პირობები.”.
ბ.გ) „გ“-„ე“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
ბ.დ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) 2030 წლის 1 ივნისამდე შეიმუშაოს ტურისტული პაკეტებისა და დაკავშირებული
ტურისტული მომსახურებების გაყიდვიდან მიღებული მთლიანი შემოსავლების შესახებ
ანგარიშის ფორმა;”.
ბ.ე) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) 2030 წლის 1 ივნისამდე შეიმუშაოს ტუროპერატორისა და დაკავშირებული ტურისტული
მომსახურების მონაწილის გადახდისუუნარობისგან დაცვის სერტიფიკატის ფორმა;”.
10. 51-ე მუხლის:
ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
7. „ტურიზმის შესახებ“ კანონის მე-111 მუხლი, 33-ე მუხლი, 34-ე მუხლი, 36-ე მუხლის მე-5
პუნქტი და 49-ე მუხლის მე-7-მე-11 პუნქტები, ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან.“.
ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
„8. ამ კანონის 49 მუხლის 1-13 პუნქტები, ასევე, 49-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2027
წლის 1 იანვრიდან.“.
გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:
„9. ამ კანონის მე-13−26-ე მუხლები და 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2027
წლის 1 ივნისიდან.“.
გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:
„10. ამ კანონის 27-ე-32-ე მუხლები და 49-ე მუხლის მე- 5 და მე-6 პუნქტები ამოქმედდეს 2030
წლის 1 ივნისიდან.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა.) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს
კანონის პროექტი მიზნად ისახავს ტურიზმის დარგში არსებული გამოწვევების
სამართლებრივად მოწესრიგებას.
წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ტურისტული საქმიანობის სუბიექტები, მათი
აღრიცხვისა და მონაცემების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, დაექვემდებარებიან
სავალდებულო რეგისტრაციას ადმინისტრაციის ტურისტული საქმიანობების სუბიექტების
ბაზაში.
წარმოდგენილი კანონპროექტით, აგრეთვე მოწესრიგდა რისკის შემცველი მომსახურებების
გაწევასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ტერმინოლოგია. ამასთანავე,
წარმოდგენილი კანონპროექტით, ახალი სახით გაიწერა კანონის აღსრულებასთან
დაკავშირებული საჯარიმო პუნქტები.
ასევე, კანონპროექტის თანახმად, გადახდისუუნარობისგან დაცვასთან დაკავშირებული
რეგულაციების ამოქმედება გადავადდა და ნაცვლად 2027 წლის 1 ივნისისა, რეგულაციები
ამოქმედდება 2030 წლის 1 ივნისიდან.
აგრეთვე, წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ,
საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული გიდის და რისკის შემცველი მომსახურებების
მიწოდებასთან დაკავშირებული საკითხები დარეგულირდება საქართველოს მთავრობის
დადგენილებით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს არაერთ
გამოწვევას, რაც დაკავშირებულია რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებების
მიმწოდებლების საქმიანობის დარეგულირებასთან, აგრეთვე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების
მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების გაწევასთან, ტურისტული
მომსახურებების სუბიექტების აღრიცხვასა და გადახდისუუნარობისგან დაცვის მექანიზმების
ამოქმედებასთან. ამასთანავე, კანონის აღსრულების ნაწილში, ხელახალ მოწესრიგებას
საჭიროებდა ჯარიმის დამდგენი პუნქტები.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში აღმოიფხვრება „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს
კანონის მოქმედი რედაქციით არსებული გამოწვევები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს
კანონპროექტის თანახმად, ტურისტული საქმიანობის სუბიექტები, მათი აღრიცხვისა და
მონაცემების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, დაექვემდებარებიან სავალდებულო
რეგისტრაციას ადმინისტრაციის ტურისტული საქმიანობების სუბიექტების ბაზაში.
აგრეთვე, წარმოდგენილი კანონპროექტით მოწესრიგდება რისკის შემცველი მომსახურებების
გაწევასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ტერმინოლოგია. აღსანიშნავია, რომ
კანონის მოქმედი რედაქცია იყენებდა ტერმინებს: ტურისტული მომსახურების
მიმწოდებელი, აგრეთვე, ცალკე გამოყოფდა სამთო, სათხილამურო და ალპურ გამყოლებს და
არეგულირებდა მათ საქმიანობას, რისკის შემცველი მომსახურებების მიმწოდებლებთან
ერთად, თუმცა, თავისი არსით, აღნიშნული გამყოლები აგრეთვე წარმოადგენენ რისკის
შემცველი მომსახურების მიმწოდებლებს. ხსენებულის გათვალისწინებით, ორაზროვნების
თავიდან ასაცილებლად, ალპური, სამთო და სათხილამურო გამყოლის ნაცვლად, კანონში
გამოყენებული იქნება ტერმინი - „რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების
მიმწოდებელი“.
ამასთანავე,
წარმოდგენილი
კანონპროექტით,
ხელახლა
განისაზღვრა
კანონის
აღსრულებასთან დაკავშირებული საჯარიმო პუნქტები, რაც ეფუძნება სამართლიანობის,
პროპორციულობისა და ეფექტიანობის პრინციპებს და ამავდროულად, გათვალისწინებულია
რეგულაციას დაქვემდებარებული სუბიექტების მიერ ამ კანონით განსაზღვრული
საქმიანობის განხორციელებით მიღებულ შემოსავლები.
ასევე, კანონპროექტის თანახმად, გადახდისუუნარობისგან დაცვასთან დაკავშირებული
რეგულაციები, ნაცვლად 2027 წლის 1 ივნისისა, ამოქმედდება 2030 წლის 1 ივნისიდან. დარგის
წარმომადგენლებთან აქტიური შეხვედრებისა და ინფორმაციის გაზიარების შედეგად
გამოირკვა, რომ ამ ეტაპზე, გადახდისუუნარობისაგან დაცვის რეგულაციების ამოქმედება
მძიმე ტვირთად დააწვება სექტორს, რასაც შესაძლოა მძიმე შედეგები მოჰყვეს ქვეყანაში
ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროს განვითარების კუთხით. შესაბამისად, მიზანშეწონილია,
გადავადდეს აღნიშნული რეგულაციების ამოქმედება.
აგრეთვე, წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ,
საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული გიდის და რისკის შემცველი მომსახურებების
მიწოდებასთან დაკავშირებული საკითხები დარეგულირდება საქართველოს მთავრობის
დადგენილებით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით
(კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ითვალისწინებს იმ რეგულაციების ცვლილებას, რომლებიც მოქმედი
რედაქციის თანახმად, ძალაში შედის 2026 წლის 1 ივნისიდან. შესაბამისად, მნიშვნელოვანია,
რომ კანონპროექტი, მიღების შემთხვევაში ძალაში შევიდეს 2026 წლის 1 ივნისიდან.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის საჭიროა მიღებულ იქნას დაჩქარებული წესით, ვინაიდან, წარმოდგენილი
კანონპროექტის თანახმად, ცვლილება ეხება იმ რეგულაციების ცვლილებებს, რომელთა
ამოქმედების თარიღად, მოქმედი „ტურიზმის შესახებ“ კანონით განსაზღვრულია 2026 წლის 1
ივნისი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის
ტურისტული საქმიანობის სუბიექტების ელექტრონული რეესტრის შექმნა, პროგრამული
უზრუნველყოფა, ვებგვერდისა და სერვერების მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა,
საინფორმაციო მასალების მომზადება/მიწოდება, სერტიფიცირების და საქმიანობის უფლების
მინიჭების პროცესის ორგანიზება, განცხადებებისა და დოკუმენტაციის განხილვა,
უფლებამოსილ პირთა ერთიანი რეესტრის წარმოება, ასევე შემდგომი მონიტორინგი განხორციელდება სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის
სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების, არსებული ადამიანური და
მატერიალურ-ტექნიკური რესურსების ფარგლებში.
საქმიანობის უფლების მინიჭება ასევე შესაძლებელია განახორციელოს სხვა უწყებამ,
საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, რომელსაც შესაბამისი უფლებამოსილი უწყება
არსებული ასიგნებების და შიდა რესურსის ფარგლებში უზრუნველყოფს.
ამასთან, რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებების ერთიანი რეესტრის შექმნის,
წარმოებისა და მართვის ფუნქციის, ასევე სერტიფიცირების მოთხოვნების დარღვევის
გამოვლენისა და შესაბამისი რეაგირების/მონიტორინგის ფუნქციის ტურიზმის ეროვნულ
ადმინისტრაციაში გადაცემა არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
ფინანსური სახსრების გამოყოფის საჭიროებას, ვინაიდან აღნიშნული პროცესები სრულად
დაიფარება ადმინისტრაციის მიმდინარე საოპერაციო ბიუჯეტითა და არსებული შიდა
რესურსებით.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლებელია გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ:
•
საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე გაუქმდება ტურისტული საქმიანობის
სუბიექტების ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში სავალდებულო რეგისტრაცია,
რომლის საფასურიც იყო 39 ლარი, ხოლო დარღვევისთვის 2026 წლის 1 ივნისიდან
გათვალისწინებული იყო 500 ლარის ოდენობის ჯარიმა. ამასთანავე, ტურისტული
საქმიანობის ცალკეული სუბიექტები — ტუროპერატორი, ტურისტული სააგენტო
(ტურაგენტი), დაკავშირებული ტურისტული მომსახურების მიმწოდებელი,
გრძელვადიანი დასვენებისა და დროის განაწილების ხელშეკრულებების
მიმწოდებელი, ტურისტული გიდი, საფეხმავლო გამყოლი, ასევე რისკის შემცველი
ტურისტული მომსახურებების მიმწოდებლები (სამთო, სათხილამურო და ალპური
გამყოლები) - კვლავ შეძლებენ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში ნებაყოფლობით
რეგისტრაციას, რისთვისაც შესაბამისი კოდები შენარჩუნდება. გარდა ამისა,
ტურისტული გიდი, ტუროპერატორი, ტურისტული სააგენტო (ტურაგენტი)
სავალდებულო რეგისტრაციას დაექვემდებარებიან საქართველოს ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაციის ტურისტული საქმიანობების სუბიექტების ბაზაში.
ადმინისტრაციის ბაზაში რეგისტრაცია მოხდება ერთხელ და იქნება უფასო. იქიდან
გამომდინარე,
რომ
ტურისტული
საქმიანობის
სუბიექტების
მხრიდან
სავალდებულოობის მიუხედავად ნაკლები დაინტერესება იყო ეკონომიკურ
საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ასევე 2026 წლის 1
ივნისამდე არდარეგისტრირება არ იწვევდა დაჯარიმებას, 2026 წლის მაისის
დასაწყისის მდგომარეობით, რეესტრში რეგისტრირებულია მხოლოდ დაახლოებით
1900 ტურისტული საქმიანობის სუბიექტი. სავალდებულო რეგისტრაციის გაუქმების
შედეგად მოსალოდნელია ახალ რეგისტრირებულ სუბიექტთა რაოდენობის
შემცირება, რაც შეამცირებს რეესტრის საფასურიდან მიღებულ შემოსავლებს.
•
რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებების მიმწოდებლები 2026 წლის 1
ივნისიდან ასევე დაექვემდებარებიან სავალდებულო სერტიფიცირებას, რომლის
საფასური განისაზღვრება კანონქვემდებარე აქტით. ამასთან, სერტიფიცირების
მოთხოვნების
დარღვევის
შემთხვევაში
დაკისრებული
ადმინისტრაციული
ჯარიმებიდან მიღებული თანხები მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც
დამატებით გაზრდის მის საშემოსავლო ნაწილს, თუმცა აღნიშნული შემოსავლების
მოცულობა
დამოკიდებული
იქნება
გამოვლენილი
სამართალდარღვევების
რაოდენობაზე.
•
გარკვეულ სუბიექტებს წარმოეშვებათ საქმიანობის უფლების ნებართვის მიღების
ვალდებულება და გადაიხდიან საქართველოს კანონმდებლობით (მთავრობის
დადგენილებით) განსაზღვრული საქმიანობის ნებართვის მინიჭების საფასურს,
რომელიც მიიმართება იმ უწყების ბიუჯეტში, რომელიც გასცემს აღნიშნულ ნებართვას
(დამოკიდებულია საქმიანობის სპეფიციკაზე).
•
კანონპროექტით განსაზღვრულია ჯარიმები (მითითებულია ბ.ვ ქვეპუნქტში)
ტურისტული საქმიანობის რეგულაციების, სერტიფიცირების, რეგისტრაციისა და
უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევისთვის. თუმცა, საშემოსავლო ნაწილზე
გავლენა დამოკიდებული იქნება სამართალდარღვევების რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას, ვინაიდან
კანონპროექტით გათვალისწინებული ყველა აქტივობა, მათ შორის ახალი ელექტრონული
ბაზისა და რეესტრების ადმინისტრირება, სერვერული ინფრასტრუქტურის გამართვა,
საქმიანობის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული პროცედურები, დოკუმენტაციის
განხილვა და ექსპერტიზა, მონიტორინგი, საინფორმაციო კამპანიის წარმოება, ასევე
გამყოლთა ერთიანი რეესტრის წარმოება და მაიდენტიფიცირებელი ნიშნების გაცემა,
სერტიფიცირება და საქმიანობის ნებართვის მინიჭება სრულად განხორციელდება სსიპ
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის არსებული ბიუჯეტის, მატერიალურტექნიკური ბაზისა და ადამიანური რესურსების ფარგლებში.
ამასთან, რეესტრის წარმოებისა და მონიტორინგის ფუნქციების ტურიზმის ეროვნულ
ადმინისტრაციაში ინტეგრირება არ გამოიწვევს ადმინისტრაციის ხარჯვითი ნაწილის ზრდას,
ვინაიდან შესაბამისი საქმიანობები განხორციელდება უწყების მიმდინარე საოპერაციო
რესურსებისა და შიდა რესურსების ოპტიმიზაციის საფუძველზე.
გარდა ამისა, საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, საქმიანობის უფლების მინიჭება
შესაძლოა განხორციელდეს სხვა უფლებამოსილი უწყების მიერაც, რომელიც აღნიშნულ
ფუნქციას საკუთარი არსებული ასიგნებებისა და შიდა რესურსების ფარგლებში
უზრუნველყოფს და არ გამოიწვევს უწყების ხარჯვითი ნაწილის ზრდას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსური შედეგების ცვლილებას იმ პირებისთვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ:
- კანონპროექტით უქმდება სავალდებულო რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა
რეესტრში, რომლის წლიური საფასურის შეადგენს 39 ლარს. ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაციის ტურისტული სუბიექტების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია კი არ
ითვალისწინებს საფასურს. შესაბამისად იმ პირებისთვის, ვისთვისაც ეკონომიკურ
საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულო იყო, გავლენა იქნება
დადებითი.
თუმცა,
სავალდებულო
რეგისტრაციის
გაუქმების
შედეგად
მოსალოდნელია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში ახალ რეგისტრირებულ
სუბიექტთა რაოდენობის შემცირება, რაც შეამცირებს რეესტრის საფასურიდან
მიღებულ შემოსავლებს.
- რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებების მიმწოდებლებისთვის (ამ ეტაპზე
კანონქვემდებარე აქტით განისაზღვრება— სამთო, სათხილამურო და ალპური
გამყოლების საქმიანობა) კანონპროექტი ცვლის სავალდებულო დაზღვევის მოდელს
და ქმნის უფრო მოქნილ რეგულაციურ ჩარჩოს.
კანონის მოქმედი რედაქცია
ითვალისწინებდა სავალდებულო პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევას
ყველა
რისკის
შემცველი
მომსახურების
მიმწოდებლებისათვის,
ხოლო
დადგენილებით უნდა განსაზღვრულიყო აგრეთვე ის მომსახურებები, რომელთა
მიმწოდებლებსაც შეეხებოდათ ცალკე სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაც.
რისკის შემცველი საქმიანობის განმახორციელებელი გიდებს, კერძო დაზღვევის
სექტორისა და სახელმწიფო
დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის
წარმომადგენლებთან სამუშაო პროცესში გამოვლინდა, რომ მიზანშეწონილი იყო
კანონში მოქნილი ჩანაწერის გაკეთება. კანონპროექტის თანახმად, მთავრობის
დადგენილებით დარეგულირდება, თუ რომელი რისკის შემცველი ტურისტული
მომსახურების მიმწოდებელი დაექვემდებარება სავალდებულო პროფესიულ ან
სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევას, ან ორივე სახის დაზღვევას ერთად. ეს
მცირე ზომის სუბიექტებისა და ინდივიდუალური გამყოლებისთვის ამცირებს
სადაზღვევო პრემიის ყოველწლიურ ხარჯს.
მხოლოდ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა: რისკის შემცველი ტურისტული
მომსახურებების მიმწოდებლებს საშუალებას მისცემს დააზღვიონ მესამე პირის წინაშე
ზოგადი პასუხისმგებლობა (მაგ. ტურის დროს მესამე პირის ქონების ან
ჯანმრთელობის
დაზიანება),
რაც
მათთვის
საოპერაციო
ხარჯს
უფრო
პროგნოზირებადს ხდის.
ორივე პოლისის ერთდროულად ფლობა (კომბინირებული ფინანსური ტვირთი): იმ
შემთხვევაში, თუ მთავრობის დადგენილებით კონკრეტულ მაღალი რისკის ტურებზე
(მაგ. ალპინიზმი, ჰელი-სკი) მოითხოვება ორივე პოლისის ერთდროული ფლობა, ეს
გამოიწვევს ფიქსირებული ხარჯების ზრდას ბიზნესისთვის, ვინაიდან სუბიექტს
მოუწევს ორმაგი სადაზღვევო პრემიის გადახდა, რაც აისახება ტურისტული
პროდუქტის საბოლოო თვითღირებულებაზე.
პროფესიული და სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ჯარიმა ასევე მოიცავს
სერტიფიკატის არქონის ჯარიმას, ვინაიდან დაზღვევა წარმოადგენს ვალიდური
სერტიფიკატის ფლობის წინაპირობას. ხოლო ჯარიმა დარღვევისთვის განისაზღვრება
3000 ლარის ოდენობით, იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით - 6000 ლარის
ოდენობით.
სადაზღვევო ბაზრისთვის იზრდება მოთხოვნა სპეციფიკურ, მაღალრისკიან
პროფესიულ დაზღვევებზე. ვინაიდან კანონი მკაფიოდ სთხოვს სუბიექტებს პოლისის
ქონას, სადაზღვევო კომპანიები მიიღებენ დამატებით ფინანსურ შემოსავალს
(პრემიების სახით) ტურიზმის სექტორიდან. ეს საშუალებას აძლევს სადაზღვევო
კომპანიებს შექმნან კომბინირებული (პაკეტური) პროდუქტები, რაც გაზრდის მათ
კონკურენტუნარიანობას და ფინანსურ ბრუნვას.
-
-
-
კანონპროექტის მიღება ფინანსურ გავლენას იქონიებს ასევე იმ სუბიექტებზე,
რომელთაც წარმოეშვებათ საქმიანობის უფლების ნებართვის მიღების ვალდებულება.
ნებართვის მაძიებელი პირები ვალდებულნი იქნებიან გადაიხადონ საქართველოს
კანონმდებლობით (მთავრობის დადგენილებით) განსაზღვრული საქმიანობის
ნებართვის მინიჭების საფასური. ვინაიდან ნებართვის მიმნიჭებელი უწყება პროცესს
საკუთარი შიდა რესურსებით მართავს და არ საჭიროებს დამატებით საოპერაციო
დანახარჯებს, აღნიშნული საფასური ორიენტირებული იქნება მხოლოდ მინიმალური
ადმინისტრაციული თვითღირებულების დაფარვაზე, რაც მაქსიმალურად შეამცირებს
ბიზნესსუბიექტების ფინანსურ ტვირთს. ამასთანავე, ნებართვის მოპოვების მიზნით,
სუბიექტებს შესაძლოა დასჭირდეთ დამატებითი ხარჯების გაღება კანონით
დადგენილი სტანდარტების (მატერიალურ-ტექნიკური პირობები, პერსონალის
კვალიფიკაცია)
დასაკმაყოფილებლად,
რაც
გრძელვადიან
პერსპექტივაში
უზრუნველყოფს მათივე მომსახურების ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის
ზრდას.
მაიდენტიფიცირებელი ნიშნების ფორმას ამტკიცებს და მის გაცემას უზრუნველყოფს
უშუალოდ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საკუთარი შიდა რესურსებით,
გამოირიცხება კერძო/ავტორიზებული ორგანოების მიერ ამ კომპონენტზე
დამატებითი კომერციული ფასნამატის დაწესება. შედეგად, გამყოლებისთვის
ოფიციალური ნიშნის მიღების პირდაპირი დანახარჯი იქნება მინიმალური (მხოლოდ
ბეჭდვის/დამზადების თვითღირებულება) ან საერთოდ გაუქმებულად ჩაითვლება
სერტიფიცირების საერთო საფასურის ფარგლებში, რაც ამცირებს მათ ფინანსურ
ტვირთს.
რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებების მიმწოდებლები 2026 წლის 1
ივნისიდან ასევე დაექვემდებარებიან სავალდებულო სერტიფიცირებას, რომლის
საფასური
განისაზღვრება
კანონქვემდებარე
აქტით.
შესაბამისად,
აღნიშნული
გავლენას მოახდენს იმ სუბიექტებზე ვინც დაექვემდებარებიან სერტიფიცირებას.
ამასთან ცვლილებას გავლენა არ ექნება რომელიმე ორგანიზაციაზე, რომელსაც
პოტენციურად შეეძლებოდა სერტიფიკატის გაცემა, ვინაიდან ამ დრომდე არც ერთი
მასერტიფიცირებელი ორგანოს ავტორიზაცია არ განხორციელებულა და შესაბამისად,
არც
რისკის
შემცველი
ტურისტული
საქმიანობის
განმახორციელებლების
სერტიფიცირება არ იყო დაწყებული (აღნიშნული 2026 წლის 1 ივნისიდან იყო
შესაძლებელი).
ამასთან, ადმინისტრირების გამკაცრება და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის
მხრიდან კონტროლის გაძლიერება ზრდის ფინანსური სანქციების (ჯარიმების)
დაკისრების რისკს იმ პირთათვის, რომლებიც დაარღვევენ სერტიფიცირების
პირობებს. თუმცა, აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს არაკეთილსინდისიერი
კონკურენციის აღკვეთას, ბაზრიდან არაკვალიფიციური კადრების ფილტრაციას და
მომხმარებელთა (ტურისტთა) უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებას.
-
-
კანონპროექტით განსაზღვრულია ჯარიმები (მითითებულია ბ.ვ ქვეპუნქტში)
ტურისტული საქმიანობის რეგულაციების, სერტიფიცირების, რეგისტრაციისა და
უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევისთვის. თუმცა, გავლენა დამოკიდებული
იქნება შესაბამისი პირების მიერ ჩადენილ სამართალდარღვევების რაოდენობაზე.
გავლენა ექნება გარკვეული ნორმების ამოქმედების გადავადებასაც, რაც, ერთი მხრივ,
ბიზნესს
აძლევს
დამატებით
დროს
ახალ
მოთხოვნებთან
ეტაპობრივი
ადაპტაციისთვის, მათთვის ლიკვიდურობის ეფექტს ქმნის და ამცირებს მათ
ფიქსირებულ ფინანსურ ტვირთს. მეორე მხრივ, ამავდროულად, სახელმწიფო
ბიუჯეტი შესაბამისი პოტენციური სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებული
სანქციებიდან მოსალოდნელ შემოსავლებს უფრო გვიან პერიოდში მიიღებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად განსაზღვრული გადასახდელის
განსაზღვრის პრინციპი ეფუძნება ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში არსებული
პრაქტიკით გათვალისწინებულ დაშვებებს. ასევე, გაანალიზებულია არსებული სხვადასხვა
გადასახდელების ოდენობები და ამ მხრივ არსებული საერთაშორისო გამოცდილება.
შესაბამისად, მოცემულ კანონპროექტში წარმოდგენილი გადასახდელების კალკულაცია
თანაზომადია და შესაბამისობაში მოდის ანალოგიური სახის სხვა შენატანებთან. კერძოდ,
კანონის 49-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების თანახმად:
1.
რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების განხორციელება იმ პირის მიერ,
რომელსაც არ აქვს შესაბამისი სერტიფიკატი, − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის
ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 6 000 ლარის
ოდენობით. ამოქმედდება 2027 წლის 1 ივნისიდან.
2.
რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების განხორციელება ტექნიკური
რეგლამენტის მოთხოვნ(ებ)ის დარღვევით გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 1 500
ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000
ლარის ოდენობით. ამოქმედდება 2027 წლის 1 ივნისიდან.
3.
ტურისტული საქმიანობის სუბიექტის მიერ მომსახურების განხორციელება საჯარო
სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის
ტურისტული საქმიანობის სუბიექტების ბაზაში რეგისტრაციის გარეშე − გამოიწვევს
დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს
დაჯარიმებას
1 000 ლარის ოდენობით. ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში არ
დარეგისტრირებაზე ჯარიმა განისაზღვრებოდა 500 ლარით. ნაცვლად 2026 წლის 1 ივნისისა,
ამოქმედდება 2027 წლის 1 იანვრიდან.
4.
საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაციისთვის ამ კანონით გათვალისწინებული უზრუნველყოფის წარდგენის
ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. იგივე
ქმედება ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
მოქმედი რედაქცია ითვალისწინებდა 1000 ლარიან ჯარიმას. ნაცვლად 2027 წლის 1 ივნისისა,
ამოქმედდება 2030 წლის 1 ივნისიდან.
5.
ტუროპერატორისა და დაკავშირებული ტურისტული მომსახურების მონაწილის მიერ
შესაბამისი საქმიანობის განხორციელება გადახდისუუნარობისგან დაცვის უზრუნველყოფის
გარეშე − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი
განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით. მოქმედი რედაქცია
ითვალისწინებდა 1500 ლარიან ჯარიმას. ნაცვლად 2027 წლის 1 ივნისისა, ამოქმედდება 2030
წლის 1 ივნისიდან.
6.
ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის საქმიანობის
განხორციელება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის
ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების გარეშე − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის
ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის
ოდენობით. მოქმედი რედაქცია ითვალისწინებდა 1000 ლარიან ჯარიმას. შეცვლილი ჯარიმის
ოდენობა ამოქმედდება 2026 წლის 1 ივნისიდან.
7.
ზედამხედველობის
უფლებამოსილი
წარმომადგენლისთვის
საქმიანობის
განხორციელებაში ხელის შეშლა − გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 500 ლარის
ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის
ოდენობით. მოქმედი რედაქცია ითვალისწინებდა 300 ლარიან ჯარიმას. შეცვლილი ჯარიმის
ოდენობა ამოქმედდება 2026 წლის 1 ივნისიდან.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ²) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ანტონ
ობოლაშვილი და გიორგი ბარვენაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი,
ანტონ ობოლაშვილი და გიორგი ბარვენაშვილი.