„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
20.05.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი
ნომერი
#326/3-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
III მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-05-25
ბიუროს ნომერი 141

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 02.05.1997, სარეგისტრაციო კოდი: 290.000.000.05.001.000.207) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სავალდებულო დაზღვევა არის დაზღვევის ისეთი ფორმა, რომლის დროსაც დაზღვევის ობიექტი, სახეობები და განხორციელების წესი განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით სავალდებულო დაზღვევის შესახებ.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა.) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტი გამომდინარეობს „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტიდან და მიზნად ისახავს სამართლებრივი სისტემის კონსოლიდაციასა და ჰარმონიზაციას. აღსანიშნავია, რომ „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებების ნუსხას და მათი განხორციელების წესს, აგრეთვე რისკის შემცველ ისეთ ტურისტულ მომსახურებებს, რომელთა მიმწოდებლებს ევალებათ პროფესიული პასუხისმგებლობის ან/და სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისის ფლობა, ასევე დაზღვევის პირობებს და განხორციელების წესს. კანონმდებლობის კონსოლიდაციის მიზნებიდან გამომდინარე, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე5 მუხლის მე-4 პუნქტში, ტერმინი „კანონი“ ჩანაცვლდება „კანონმდებლობით“. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ვინაიდან „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი მიზნად ისახავს სისტემური და ერთგვაროვანი მიდგომების დამკვიდრებას, მათ შორის, ცნებათა ერთიანი სისტემის შექმნას, წარმოიშობა სხვა თანმდევ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანის საჭიროება ტერმინოლოგიური და/ან შინაარსობრივი თვალსაზრისით. კერძოდ, „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებების ნუსხას და მათი განხორციელების წესს, აგრეთვე რისკის შემცველ ისეთ ტურისტულ მომსახურებებს, რომელთა მიმწოდებლებს ევალებათ პროფესიული პასუხისმგებლობის ან/და სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისის ფლობა, ასევე დაზღვევის პირობებს და განხორციელების წესს. შესაბამისად, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტში, ტერმინი „კანონი“ საჭიროებს ჩანაცვლებას ტერმინით „კანონმდებლობა“. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შინაარსი თანხვედრაში მოვა „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროეტთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტი გამომდინარეობს „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტიდან და მიზნად ისახავს სამართლებრივი სისტემის კონსოლიდაციას და ჰარმონიზაციას. აღსანიშნავია, რომ „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებების ნუსხას და მათი განხორციელების წესს, აგრეთვე რისკის შემცველ ისეთ ტურისტულ მომსახურებებს, რომელთა მიმწოდებლებს ევალებათ პროფესიული პასუხისმგებლობის ან/და სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისის ფლობა, ასევე დაზღვევის პირობებს და განხორციელების წესს. შესაბამისად, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტში, ტერმინი „კანონი“ ჩანაცვლდება „კანონმდებლობით“. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონის ძალაში შევა 2026 წლის 1 ივნისიდან. ვინაიდან, „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომლებიც ძალაში შედის 2026 წლის 1 ივნისიდან, პირდაპირ დაკავშირებულია „დაზღვევის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან, საჭიროა, რომ „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება ასევე განხორციელდეს 2026 წლის 1 ივნისიდან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის საჭიროა მიღებულ იქნას დაჩქარებული წესით, ვინაიდან, წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება ეხება იმ რეგულაციებს, რომელთა ამოქმედების თარიღად, „ტურიზმის შესახებ“ კანონის მოქმედი რედაქციით, განსაზღვრულია 2026 წლის 1 ივნისი. შესაბამისად, კანონმდებლობის ჰარმონიზაციისა და კონსოლიდაციის მიზნებიდან გამომდინარე, საჭიროა წარმოდგენილი კანონპროექტიც მიღებულ იქნას დაჩქარებული წესით და ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დაფინანსების საჭიროებას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსური შედეგების ცვლილებას იმ პირებისთვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ²) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი და გიორგი ბარვენაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი და გიორგი ბარვენაშვილი.