„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- - საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (337/2-XIმპ, 03.06.2026) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-08
ბიუროს ნომერი 146
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის:
ა) „ღ4“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ღ4) მასწავლებლობის მაძიებელი – პირი, რომელსაც აქვს სულ მცირე ბაკალავრის
აკადემიური ხარისხი ან/და სახელოვნებო, სასპორტო ან ინფორმაციისა და კომუნიკაციის
ტექნოლოგიების
მიმართულებით
პროფესიული
განათლების
დამადასტურებელი
დოკუმენტი (ესთეტიკური აღზრდის, სპორტის ან ტექნოლოგიების საგნის/საგნობრივი
ჯგუფის
სავალდებულო
საგნების
სწავლების
შემთხვევაში)
და
რომელიც,
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებიდან გამომდინარე, არაუმეტეს 2
წლისა დასაქმებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.“;
ბ) „ღ11“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ12“ ქვეპუნქტი:
„ღ12) შემცვლელი სპეციალური მასწავლებელი:
ა)
დროებით
არმყოფი სპეციალური
მასწავლებლის შემცვლელი
პირი,
რომელიც
აკმაყოფილებს ამ კანონის 213 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს ან პირი,
რომელსაც აქვს სკოლაში სპეციალურ მასწავლებლად მუშაობის სულ მცირე 2-წლიანი
გამოცდილება და მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტის მიხედვით ან სულ მცირე ფსიქოლოგიის ბაკალავრის ან ოკუპაციური
თერაპევტის
აკადემიური
ხარისხი
და
რომელიც
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში დასაქმებულია შემცვლელ სპეციალურ მასწავლებლად, იმ შემთხვევაში,
თუ
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების
საჭიროებიდან
გამომდინარე,
შეუძლებელია დროებით არმყოფი სპეციალური მასწავლებლის ჩანაცვლება ამავე
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სხვა სპეციალური მასწავლებლით.
ბ) პირი, რომელსაც აქვს სკოლაში სპეციალურ მასწავლებლად მუშაობის სულ მცირე 2წლიანი
გამოცდილება
და
მასწავლებლობის
უფლება
უმაღლესი
განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით ან სულ მცირე ფსიქოლოგიის ბაკალავრის ან
ოკუპაციური თერაპევტის აკადემიური ხარისხი და რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში დასაქმებულია შემცვლელ სპეციალურ მასწავლებლად, სკოლის მიერ
აღნიშნულ პოზიციაზე გამოცხადებული ვაკანსიის კონკურსის გზით შეუვსებლობის
შემთხვევაში. აღნიშნულ შემთხვევაში პირი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში
შემცვლელ სპეციალურ მასწავლებლად შეიძლება დასაქმდეს შესაბამისი სასწავლო წლის
ბოლომდე.“.
2. 212 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ესთეტიკური აღზრდის, სპორტის ან ტექნოლოგიების საგნის/საგნობრივი ჯგუფის
მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც ესთეტიკური აღზრდის, სპორტის ან
ტექნოლოგიების საგნის/საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ ყველა საგანს ასწავლის
შესაბამის საფეხურზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში“;
ბ) „თ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები:
„ი) პროგრამის მასწავლებელი - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრის
მიერ
ადმინისტრირებული
ფარგლებში ზოგადსაგანმანათლებლო
მივლენილი მასწავლებელი;
მიზნობრივი
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში
პროგრამის
განსაზღვრული
ვადით
კ) პროგრამის სპეციალური მასწავლებელი - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული
ცენტრის
მიერ
ადმინისტრირებული
მიზნობრივი
საგანმანათლებლო
პროგრამის ფარგლებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში განსაზღვრული
ვადით მივლენილი სპეციალური მასწავლებელი.“.
3. 213 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ და „ი“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული
თანამდებობების
მასწავლებლები
უნდა
აკმაყოფილებდნენ
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ
მოთხოვნას:
ა)
უნდა
ჰქონდეთ
მასწავლებლის
სამაგისტრო
საგანმანათლებლო
განათლების
მაგისტრის
მომზადების
პროგრამის
აკადემიური
ინტეგრირებული
დასრულების
ხარისხი
(ზოგადი
საბაკალავრო-
შედეგად
მინიჭებული
განათლების
შესაბამისი
საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);
ბ) უნდა ჰქონდეთ განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი
განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი
კომპეტენცია;
გ) უნდა ჰქონდეთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი
ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური
ხარისხი და მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიარონ
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი;
დ) უნდა ჰქონდეთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი
ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი,
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ
მასწავლებლის
მომზადების
საგანმანათლებლო
პროგრამა
და
უნდა
ჰქონდეთ
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი
კომპეტენცია;
ე) უნდა ჰქონდეთ მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
ვ) უნდა ჰქონდეთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების
მიმართულების დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ზ)
უნდა
ჰქონდეთ
მასწავლებლობის
უფლება
მასწავლებლის
მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მოპოვებული მასწავლებლის
მომზადების სერტიფიკატის მიხედვით.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული სპეციალური მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის
პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:
ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო
საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის
დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული
აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების
სწავლების უფლების მითითებით) და ჩაბარებული უნდა ჰქონდეს საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ან მოპოვებული
უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი;
ბ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო
საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების
მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და ამ პროგრამის ფარგლებში
გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული;
გ) უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების ან განათლების მეცნიერებების დოქტორის
(ნაშრომი უნდა ეხებოდეს ინკლუზიურ განათლებას) აკადემიური ხარისხი;
დ) უნდა ჰქონდეს სულ მცირე ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური
ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა ან
მოპოვებული უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი;
ე) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტის მიხედვით ან სულ მცირე ფსიქოლოგიის ბაკალავრის ან ოკუპაციური
თერაპევტის აკადემიური ხარისხი და ჩაბარებული უნდა ჰქონდეს საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ან მოპოვებული
უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი;
ვ) უნდა ჰქონდეს ჩაბარებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული
სპეციალური მასწავლებლის გამოცდა და უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად
მოპოვებული მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის მიხედვით;
ზ) უნდა ჰქონდეს ჩაბარებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული
სპეციალური მასწავლებლის გამოცდა და აკმაყოფილებდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით
განსაზღვრულ მოთხოვნებს.“;
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
თანამდებობის მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული
სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთანავე, ესთეტიკური აღზრდის, სპორტის ან
ტექნოლოგიების საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს:
ა) სრული ზოგადი განათლება;
ბ) შესაბამისი სახელოვნებო, სასპორტო ან ინფორმაციისა და კომუნიკაციის
ტექნოლოგიების მიმართულებით უმაღლესი განათლება ან პროფესიული განათლება და
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეს
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და ჩაბარებული უნდა ჰქონდეს
იმ საგნის გამოცდა, რომელსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.“.
4. 214-ე მუხლის მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:
„31. პირი, რომელსაც აქვს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი სავალდებულო საგნის
სულ მცირე ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან სახელოვნებო, სასპორტო ან
ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით პროფესიული
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, კვალიფიკაციის შესაბამისი საგნით
მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამაში ჩაერთვება საგნობრივი კომპეტენციის
დადასტურების გარეშე.
32. პირი, რომელსაც აქვს სულ მცირე ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, მასწავლებლობის
მაძიებლობის პროგრამაში ჩართვამდე ვალდებულია დაადასტუროს შესაბამისი
საგნობრივი კომპეტენცია, თუკი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტით არ უდასტურდება აღნიშნული საგნის კვალიფიკაცია.“.
მუხლი 2.
საქართველოს
მთავრობამ
და
საქართველოს
განათლების,
მეცნიერებისა
და
ახალგაზრდობის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყონ
სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა და
სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება/გამოცემა.
მუხლი 3.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებები ეხება მასწავლებლის/სპეციალური
მასწავლებლის განათლებისთვის შესაბამისი მოთხოვნების დადგენას. მასწავლებლებისა
და სპეციალური მასწავლებლების დეფიციტის პირობებში მიზანშეწონილია, „ზოგადი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით მოქმედი რედაქციით მასწავლებლის
განათლებისთვის დადგენილი მოთხოვნების კორექტირება და დივერსიფიცირება.
კერძოდ, სისტემაში არსებული დეფიციტის მართვისა და ხარისხიანი განათლების
ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფის
მიზნით,
მნიშვნელოვანია
გაიზარდოს
მასწავლებლად/სპეციალურ მასწავლებლად დასაქმების შესაძლებლობები.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ტექნოლოგიების საგნობრივი ჯგუფის
მასწავლებლების დეფიციტი განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა, რაც, მათ შორის,
განპირობებულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნით, რომლის მიხედვითაც
ტექნოლოგიების სწავლების უფლება მხოლოდ არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური
ხარისხის მქონე პირებს აქვთ. ამასთან, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების
მიმართულებით, არიან მაღალი კომპეტენციის მქონე სხვა ახალგაზრდებიც, რომლებსაც
შესაძლოა არ ჰქონდეთ ამ მიმართულებით უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხი.
ამ მხრივ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჭიროებების გათვალისწინებით
და აღნიშნული დისბალანსის დასაძლევად, მიზანშეწონილია, ტექნოლოგიების
საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით, სკოლაში დასაქმების შესაძლებლობა მიეცეთ იმ
პირებსაც, რომელთაც აქვთ ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების
მიმართულებით
პროფესიული
განათლება.
ამასთან,
სწავლების
ხარისხის
უზრუნველყოფის მიზნით, ასეთი პირებისთვის სავალდებულო უნდა იყოს
მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის ან მასწავლებლის მომზადების შესაბამისი
საგანმანათლებლო პროგრამის გავლა, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
კანონის მოქმედი რედაქციის მიხედვით, მასწავლებლობის მაძიებელს მოეთხოვება
ბაკალავრის
აკადემიური
ხარისხის
ფლობა
ეროვნული
სასწავლო
გეგმით
გათვალისწინებული საგნის ან საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით, თუმცა,
დაკონკრეტებული არ არის, რომ მასწავლებლობის მაძიებელს აუცილებლად უნდა
ჰქონდეს იმავე საგნის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, რომელსაც ასწავლის.
შესაბამისად, საჭიროა აღნიშნული მოთხოვნის დაზუსტება და კორექტირება. გარდა ამისა,
მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამაში ჩართვის საშუალება ექნება ნებისმიერ პირს,
რომელსაც აქვს მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, თუმცა თუ მისი კვალიფიკაცია
არ არის იმ საგნის შესაბამისი, რომლის სწავლებაც სურს, ვალდებულია მასწავლებლობის
მაძიებლობის პროგრამაში ჩართვის წინაპირობად შესაბამისი საგნის კომპეტენცია
დაადასტუროს.
კანონის მოქმედი რედაქციის შესაბამისად, 21² მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით
განსაზღვრული
სპეციალური
მასწავლებელი
ვალდებულია
აკმაყოფილებდეს
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტითა და კანონმდებლობით დადგენილ სხვა
მოთხოვნებს.
ინკლუზიური
განათლების
მიზანია
ხარისხიან
განათლებაზე
ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფა,
რომლის
ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი
წინაპირობა სპეციალური მასწავლებლის პროფესიული კომპეტენციებია. მისი ცოდნა და
უნარები პირდაპირ განსაზღვრავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლეებისთვის მორგებული საგანმანათლებლო სერვისების ხარისხსა და
ეფექტიანობას.
2026 წლის 1 იანვრიდან, იმ პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს, რომლებმაც
კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გამოცდის ჩაბარებით ვერ
დაადასტურეს კომპეტენცია, მოუწიათ განათლების სისტემის დატოვება, რამაც გამოიწვია
სპეციალური მასწავლებლების დეფიციტი. აღნიშნული განსაკუთრებით მწვავედ აისახება
საქართველოს მაღალმთიან და შორეულ სოფლებში მდებარე საჯარო სკოლებზე, სადაც
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე (შემდგომ - სსსმ) მოსწავლეები
სწავლობენ და სადაც შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრების მოძიება ხშირად
შეუძლებელია. ეს გარემოება მნიშვნელოვან ბარიერს შეუქმნის და მომავალში კიდევ უფრო
შეაფერხებს სსსმ მოსწავლეთა ეფექტურ ჩართვას სწავლა-სწავლების პროცესში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია კანონმდებლობით გათვალისწინებული
მოთხოვნების გადახედვა და სპეციალური მასწავლებლის დამატებითი კატეგორიის შემცვლელი სპეციალური მასწავლებელის განსაზღვრა, რათა სკოლას შესაძლებლობა
ჰქონდეს, კონკურსის გამოცხადების პარალელურად, სპეციალური მასწავლებლის
შერჩევამდე, გააფორმოს დროებითი ხელშეკრულება ამ კატეგორიის სპეციალურ
მასწავლებელთან.
ამასთან, ამ ცვლილებებით შესაძლებელი იქნება სკოლაში დროებით არმყოფი
სპეციალური მასწავლებლის (შვებულება, დეკრეტი და ა.შ.) შეცვლაც, რათა არ გაცდეს
საათები და მაქსიმალურად დაცულ იქნას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესები.
შემოთავაზებული ცვლილებებით, სპეციალური მასწავლებლობის უფლება მიეცემა იმ
პირსაც, რომელსაც საგნის მასწავლებლობის უფლება მოპოვებული აქვს კანონმდებლობით
დასაშვები სხვადასხვა გზით და ამასთან, ჩაბარებული აქვს სპეციალური მასწავლებლის
გამოცდაც.
სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ფუნქციონირებს
„არაქართულენოვანი სკოლების მხადაჭერის“, „ასწავლე საქართველოსთვის“ და
„ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამები, რომელთა მიზანია ხარისხიანი
განათლების ხელშეწყობის უზრუნველყოფა ზოგადი განათლების საფეხურზე. პროგრამის
ფარგლებში სკოლებში მივლენილნი არიან კონსულტანტი მასწავლებლები/კონსულტანტი
სპეციალური მასწავლებლები, რომელთა სამართლებრივი სტატუსი „ზოგადი განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციით დაზუსტებული არ არის.
აღნიშნული გარემოება ქმნის როგორც სამართლებრივ, ისე ადმინისტრაციულ
სირთულეებს, იწვევს მათ ფუნქციურ როლთან დაკავშირებულ გაურკვევლობებს და
ზღუდავს მათი საქმიანობის ინსტიტუციური გაძლიერების შესაძლებლობებს.
კანონპროექტში პროგრამული მასწავლებლის სტატუსის განსაზღვრა და დაზუსტება
მნიშვნელოვანია მკაფიო სამართლებრივი საფუძვლის შექმნისა და ზემოაღნიშნული ან
შემდგომში სისტემის გაძლიერების მიზნით შექმნილი მიზნობრივი პროგრამების
ეფექტიანი განხორციელებისთვის.
ცვლილებით ასევე დაზუსტდება საგნობრივი ჯგუფების დასახელებები.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ზოგადი განათლების სისტემაში არსებული საკადრო დეფიციტის მართვისა და
ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, საჭიროა,
გაიზარდოს მასწავლებლად/სპეციალურ მასწავლებლად დასაქმების შესაძლებლობა.
მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილ ძირითად მოთხოვნებს განსაზღვრავს
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი. შესაბამისად, იმისათვის, რომ
მიღწეულ იქნას ზემოაღნიშნული მიზნები, საჭიროა კანონის მუხლები ჩამოყალიბდეს
იმგვარად, რომ იგი საშუალებას აძლევდეს სკოლას, მოიზიდოს უფრო მეტი
კვალიფიციური კადრი, რაც საშუალებას მისცემს მას უზრუნველყოს მოსწავლეების, მათ
შორის სსსმ მოსწავლეების საუკეთესო ინტერესების დაცვა და შესაბამისი განათლების
მიწოდება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით, მოხდება მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილი
მოთხოვნების დივერსიფიცირება, რითაც სკოლებში კვალიფიციური კადრების მოზიდვის
ახალი შესაძლებლობები გაჩნდება. დღეს არსებული მასწავლებლებისა და სპეციალური
მასწავლებლების დეფიციტის პირობებში აღნიშნული მნიშვნელოვანია. კვალიფიციური
კადრებით სკოლების შევსება უზრუნველყოფს სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის
გაუმჯობესებას.
კერძოდ, კანონის მე-2 მუხლის „ღ4“ ქვეპუნქტში მასწავლებლობის მაძიებელის ტერმინის
ცვლილებით, მასწავლებლობის მაძიებლად შესაძლებელი იქნება იმ პირის დასაქმებაც,
რომელსაც აქვს სულ მცირე ბაკალავრის ხარისხი, ასევე ჩანაწერს ემატება, ინფორმაციისა
და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით პროფესიული განათლების დაშვება,
რაც გაზრდის ტექნოლოგიების მიმართულებით მაძიებლად დასაქმების შესაძლებლობას.
ასევე, ცვლილება შედის 214 მუხლში და მას ემატება 31 – 32 პუნქტები. აღნიშნულით
შეიცვლება დღეს არსებული პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც მასწავლებლობის
მაძიებლად კონკრეტული საგნის მიმართულებით საქმდებიან პირები, რომლებსაც არ აქვთ
ამ საგნის შესაბამისი სპეციალობა და არც ვალდებულება, პროგრამაში ჩართვამდე
გამოცდის ჩაბარებით დაადასტურონ საგნობრივი კომპეტენცია. შესაბამისად, ცვლილების
შედეგად, მასწავლებლის მაძიებლობის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემა
უფრო მეტ პირს, და მათ ექნებათ შესაბამისი საგნის სწავლების საჭირო
ცოდნა/კვალიფიკაცია.
კანონის მე-2 მუხლს ემატება „ღ12 ქვეპუნქტი. აღნიშნული პუნქტის დამატებით გაიზრდება
2026 წლის 1 იანვრიდან პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის განათლების სიტემიდან
გასვლის შედეგად გამოწვეული დეფიციტების დროებით შევსების შესაძლებლობა. ასევე,
შესაძლებელი იქნება სკოლაში დროებით არმყოფი სპეციალური მასწავლებლის
(შვებულება, დეკრეტი და ა.შ.) შეცვლა.
კანონის 212 მუხლს ემატება „ი“ ქვეპუნქტი და განისაზღვრება პროგრამული მასწავლებლის
ტიპი. აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს კანონში მკაფიო სამართლებრივი
საფუძვლის შექმნასა და სისტემის გაძლიერების მიზნით შემუშავებული მიზნობრივი
პროგრამების ეფექტიან განხორციელებას.
კანონის 213 მუხლის მე-3 პუნქტს ემატება „ზ“ ქვეპუნქტი, რომლითაც სპეციალური
მასწავლებლობის უფლება მიეცემა იმ პირსაც, რომელსაც საგნის მასწავლებლობის უფლება
მოპოვებული აქვს კანონმდებლობით დასაშვები სხვადასხვა გზით და ამასთან,
ჩაბარებული აქვს სპეციალური მასწავლებლის გამოცდაც. აღნიშნული ხელს შეუწყობს
სპეციალური მასწავლებლების არსებული დეფიციტის აღმოფხვრას.
ახლებურად ყალიბდება ასევე კანონის 213 მუხლის მე-4 პუნქტი. აღნიშნული ცვლილების
შედეგად ტექნოლოგიების მიმართულებით სკოლაში მასწავლებლად დასაქმდება პირი,
რომელსაც ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით აქვს
პროფესიული განათლება. ეს კი უზრუნველყოფს ტექნოლოგიების მიმართულების
მასწავლებლების არსებული დეფიციტის შევსებას ისეთი კვალიფიციური კადრებით,
რომლებსაც
შესაბამისი
კვალიფიკაცია
მინიჭებული
აქვთ
პროფესიული
საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული პროფესიული საგანმანათლებლო
პროგრამების დასრულებით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის კანონის მე-2 მუხლის „ღ4“ ქვეპუნქტში
და იცვლება მასწავლებლობის მაძიებლის ტერმინი. ცვლილებით მასწავლებლობის
მაძიებლად შესაძლებელი იქნება იმ პირის დასაქმებაც, რომელსაც აქვს სულ მცირე
ბაკალავრის ხარისხი, ასევე ემატება ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების
მიმართულებით პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ცვლილება
შედის კანონის 214 მუხლშიც და მას ემატება 31 – 32 პუნქტები. ზემოაღნიშნული ცვლილების
მიზანია დღეს არსებული პრაქტიკის იმ ხარვეზის აღმოფხვრა, როცა მასწავლებლობის
მაძიებლად კონკრეტული საგნის მიმართულებით საქმდებიან პირები, რომლებსაც არ აქვთ
ამ საგნის შესაბამისი სპეციალობა და არც ვალდებულება, პროგრამაში ჩართვამდე
გამოცდის ჩაბარებით დაადასტურონ საგნობრივი კომპეტენცია. წარმოდგენილი
ცვლილებით, ჩნდება მაძიებლობის პროგრამაში ჩართვის ალტერნატიული გზები და
პირობები და განისაზღვრება თუ რა შემთხვევაში მოუწევს პირს გამოცდის ჩაბარება
პროგრამაში ჩართვამდე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გამოცდის ჩაბარება მასწავლებლობის
მაძიებლობის პროგრამის წარმატებით გავლის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა და
აღნიშნულისგან არ თავისუფლდებიან ის პირები, რომლებიც გამოცდის ჩაბარების
წინაპირობის გარეშე ჩაერთვებიან აღნიშნულ პროგრამაში. მასწავლებლობის მაძიებლობის
პროგრამაში ჩართვის ალტერნატიული გზების გაჩენა ხელს შეუწყობს მასწავლებლების
დეფიციტის კვალიფიციური კადრებით შევსებას.
კანონპროექტით ცვლილება შედის კანონის მე-2 მუხლში და მას ემატება „ღ12 ქვეპუნქტი.
აღნიშნული ქვეპუნქტის დამატებით შესაძლებელი გახდება სკოლებში პირის შემცვლელ
სპეციალურ მასწავლებლად დასაქმება. 2026 წლის 1 იანვრიდან იმ პრაქტიკოს სპეციალურ
მასწავლებლებს, რომლებმაც ვერ დაადასტურეს კომპეტენცია კანონმდებლობით
გათვალისწინებული შესაბამისი გამოცდის ჩაბარებით, მოუწიათ განათლების სისტემის
დატოვება, რამაც გამოიწვია სპეციალური მასწავლებლების დეფიციტი. აღნიშნული
განსაკუთრებით მწვავედ აისახა საქართველოს მაღალმთიან და შორეულ სოფლებში
მდებარე საჯარო სკოლებზე, სადაც სსსმ მოსწავლეები სწავლობენ და შესაბამისი
კვალიფიკაციის მქონე კადრების მოძიება ხშირად შეუძლებელია. ეს გარემოება
მნიშვნელოვან ბარიერს უქმნის და მომავალში კიდევ უფრო შეაფერხებს სსსმ მოსწავლეთა
ეფექტურ ჩართვას სწავლა-სწავლების პროცესში. სწორედ აღნიშნული რისკების თავიდან
აცილებას ემსახურება შემცვლელი სპეციალური მასწავლებლის ახალი კატეგორიის
შემოღებაც. ეს სკოლას შესაძლებლობას მისცემს, სპეციალური მასწავლებლის შესარჩევი
კონკურსის გამოცხადების პარალელურად, გააფორმოს დროებითი ხელშეკრულება ამ
კატეგორიის სპეციალურ მასწავლებელთან, რაც უზრუნველყოფს სკოლაში სსსმ
მოსწავლეების საუკეთესო ინტერესის დაცვას. ამასთან, ცვლილებით შესაძლებელი იქნება
სკოლაში დროებით არმყოფი სპეციალური მასწავლებლის (შვებულება, დეკრეტი და ა.შ.)
შეცვლა, რაც მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესებისთვის ასევე აუცილებელია, რათა არ
გაცდეს შესაბამისი საათები.
შემოთავაზებული ცვლილებით, კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი
ყალიბდება ახალი რედაქციით, ამასთან, ამავე მუხლს ემატება „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები და
ჩნდება პროგრამის მასწავლებლის ახალი ტიპი. აღსანიშნავია, რომ სსიპ - მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ფუნქციონირებს „არაქართულენოვანი
სკოლების მხარდაჭერის“, „ასწავლე საქართველოსთვის“ და „ინკლუზიური განათლების
ხელშეწყობის“ პროგრამები, რომელთა მიზანია ზოგადი განათლების საფეხურზე
ხარისხიანი განათლების ხელშეწყობა. აღნიშნული პროგრამების ფარგლებში სკოლებში
მივლენილნი
არიან
კონსულტანტ-მასწავლებლები/კონსულტანტი
სპეციალური
მასწავლებლები, რომელთა სამართლებრივი სტატუსი კანონის მოქმედ რედაქციაში
დაზუსტებული არ არის. აღნიშნული გარემოება ქმნის როგორც სამართლებრივ, ისე
ადმინისტრაციულ სირთულეებს, იწვევს მათ ფუნქციურ როლთან დაკავშირებულ
გაურკვევლობებს და ზღუდავს მათი საქმიანობის ინსტიტუციურ შესაძლებლობებს.
კანონპროექტში პროგრამული მასწავლებლის სტატუსის განსაზღვრა და დაზუსტება
მნიშვნელოვანია მკაფიო სამართლებრივი საფუძვლის შექმნისა და ზემოაღნიშნული ან
შემდგომში სისტემის გაძლიერების მიზნით შექმნილი მიზნობრივი პროგრამების
ეფექტიანი განხორციელებისათვის. აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით,
ახლებურად უნდა ჩამოყალიბდეს კანონის 213 მუხლი და გაჩნდეს მითითება, რომ
პროგრამული მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლისთვის დადგენილ
ძირითად მოთხოვნებს, რითაც უზრუნველყოფილი იქნება კვალიფიციური კადრების
შერჩევა.
ცვლილებით კანონის 213 მუხლის მე-3 პუნქტს ემატება „ზ“ ქვეპუნქტი. სპეციალური
მასწავლებლობის უფლება მიეცემა იმ პირსაც, რომელსაც საგნის მასწავლებლობის უფლება
მოპოვებული აქვს კანონმდებლობით დასაშვები სხვადასხვა გზით და ამასთან,
ჩაბარებული აქვს სპეციალური მასწავლებლის გამოცდაც. აღნიშნული ხელს შეუწყობს
სპეციალური მასწავლებლების არსებული დეფიციტის აღმოფხვრას.
ახალი რედაქციით ჩამოყალიბდება კანონის 213 მუხლის მე-4 პუნქტი, რითაც შესაძლებელი
გახდება ტექნოლოგიების მიმართულებით სკოლაში მასწავლებლად დასაქმება შეძლოს იმ
პირმაც, რომელსაც ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით
აქვს პროფესიული განათლება. აღნიშნული ხელს შეუწყობს ტექნოლოგიების საგნობრივი
ჯგუფის
მასწავლებლების
არსებული
დეფიციტის
აღმოფხვრას.
მოქმედი
კანონმდებლობის მიხედვით, სკოლაში დასაქმების მიზნით, მათ უნდა ჰქონდეთ გავლილი
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და ჩაბარებული იმ საგნის
გამოცდა, რომელსაც ასწავლიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. აღნიშნული
ცვლილება ხელს შეუწყობს სკოლაში ტექნოლოგიების საგნობრივი ჯგუფის
მიმართულების კვალიფიციური მასწავლებლებით შევსებას.
ცვლილებით ასევე ზუსტდება საგნობრივი ჯგუფების დასახელებები.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის
დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული
ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
2026 წლის 1 იანვრიდან იმ პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს, რომლებმაც ვერ
დაადასტურეს კომპეტენცია მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი
გამოცდის ჩაბარებით, მოუწიათ განათლების სისტემის დატოვება, რამაც გამოიწვია
სპეციალური მასწავლებლების დეფიციტი. აღნიშნული განსაკუთრებით მწვავედ აისახა
საქართველოს მაღალმთიან და შორეულ სოფლებში მდებარე იმ საჯარო სკოლებზე, სადაც
სსსმ მოსწავლეები სწავლობენ და სადაც შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრების
მოძიება ხშირად შეუძლებელია. ეს გარემოება მნიშვნელოვან ბარიერს უქმნის და
მომავალში შეაფერხებს სსსმ მოსწავლეთა ეფექტურ ჩართვას სწავლა-სწავლების პროცესში.
ამასთან, „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური
ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა
და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 19 ივნისის №108/ნ ბრძანებით დამტკიცებული
რეგულაციების შესაბამისად, 2026–2027 სასწავლო წლიდან მასწავლებლის ანაზღაურება
განისაზღვრება ახალი წესით. კერძოდ, ანაზღაურებას, ახალი დაანგარიშების წესის
შესაბამისად, მიიღებს მხოლოდ ის პირი, რომელსაც აქვს მასწავლებლის პროფესიული
განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსი და ასწავლის
იმ საგანს, რომელშიც პირს დადასტურებული აქვს კომპეტენცია, ან ფლობს დოქტორის ან
მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს, ან განსაკუთრებულ შემთხვევაში
კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი. იმის
გათვალისწინებით, რომ აღნიშნული წესის ამოქმედებამდე მასწავლებლები ასწავლიდნენ
საგნობრივი ჯგუფების ფარგლებში და ანაზღაურებაც შესაბამისი წესით ერიცხებოდათ,
ახალი რეგულაციის ამოქმედებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ვაკანსიების რაოდენობის
ზრდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია კანონპროექტი მიღებულ იქნეს
დაჩქარებული წესით, იმისათვის რომ 2026-2027 საწავლო წლის დაწყებამდე აისახოს
წარმოდგენილი ცვლილებები, რათა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა
სასწავლო წლის დაწყებამდე შეძლონ კვალიფიციური კადრების შერჩევა/მოძიება და
დასაქმება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი და სსიპ - შეფასებისა და გამოცდების
ეროვნული ცენტრის საკუთარი შემოსავალი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღების შედეგად, გაიზარდება მასწავლებლების დასაქმების
შესაძლებლობა. ახალი დასაქმებული მასწავლებლების საშემოსავლო გადასახადებიდან
სახელმწიფო ბიუჯეტსა და ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში
გაიზრდება შემოსავალი.
ამასთან, ფართოვდება იმ პირთა წრე, რომელთაც მოუწევთ სპეციალური მასწავლებლის
გამოცდის ჩაბარება და ასევე შემოთავაზებული ცვლილებით, პირი, რომელსაც აქვს სულ
მცირე ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამაში
ჩართვამდე ვალდებული იქნება დაადასტუროს შესაბამისი საგნობრივი კომპეტენცია,
თუკი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტით არ უდასტურდება
აღნიშნული საგნის კვალიფიკაცია.
„სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის №04/ნ
ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით
ტესტირებაში მონაწილეობის საფასურს შეადგენს 50 ლარს. ანალოგიური საფასურია
დადგენილი „საგნის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №42/ნ ბრძანებაში. კერძოდ, ბრძანებით
დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით ტესტირების საფასური მოიცავს:
ტესტირებაში მონაწილეობის საფასურს, რომელსაც იხდის ამ წესის მე-5 მუხლით
გათვალისწინებული პირი და რომლის ოდენობაც თითოეულ საგანში შეადგენს 50 ლარს.
გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული
ცენტრი. შესაბამისად, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, აპლიკანტთა გაზრდილ
რაოდენობას გავლენა ექნება აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
ცვლილებები მიმართულია მასწავლებელთა არსებული დეფიციტის აღმოსაფხვრელად.
საჯარო სკოლებისთვის ფინანსური ხარჯი არ იზრდება, რადგან ცვლილებებით უკვე
არსებული
ვაკანსიები
შეივსება,
რისთვისაც
ფინანსური
სახსრები
უკვე
გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ბიუჯეტში. შედეგად, საჯარო სკოლები მიიღებენ
კვალიფიციურ კადრებს დამატებითი რესურსების გამოყოფის გარეშე, რაც ხელს შეუწყობს
სასწავლო პროცესის უწყვეტობას და ეფექტურობას.
ამასთან ახალი კადრების დასაქმების შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირები იქნებიან
ჩართულნი საპენსიო სქემაში, სკოლებს როგორც დამსაქმებელს და ასევე, სახელმწიფოს
გასაწევი ექნება საპენსიო შენატანის ხარჯი. თითოეულ დასაქმებულ პირზე საანგარიშო
პერიოდში გაცემული დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით.
ამასთან, ცვლილება გავლენას არ იქონიებს სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული
ცენტრის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რადგან გამოცდების ჩატარება განხორციელდება
არსებული რესურსების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
მასწავლებლები - კანონპროექტის მოქმედების შედეგად, მასწავლებლები, რომლებიც
დააკმაყოფილებენ ახალ მოთხოვნებს შეძლებენ სკოლებში დასაქმებას. აღნიშნული
გაზრდის მათ პროფესიულ სტაბილურობას და შემოსავლებს, რაც წარმოადგენს პირდაპირ
ფინანსურ სარგებელს მათთვის. კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ცვლილებები მიმართულია მასწავლებელთა არსებული დეფიციტის აღმოსაფხვრელად. არ
ემატება ახალი საშტატო ერთეული და კერძო სკოლებისთვის ფინანსური ხარჯი არ
იზრდება, რადგან უკვე არსებული ვაკანსიები შეივსება. შედეგად, კერძო სკოლები
მიიღებენ კვალიფიციურ კადრებს დამატებითი რესურსების გამოყოფის გარეშე, რაც ხელს
შეუწყობს სასწავლო პროცესის უწყვეტობას და ეფექტურობას.
ამასთან, კანონპროექტით ფართოვდება იმ პირთა წრე, რომელთაც მოუწევთ სპეციალური
მასწავლებლის გამოცდის ჩაბარება. ასევე, შემოთავაზებული ცვლილებით, ფართოვდება
იმ პირთა წრე რომელსაც მოუწევს მასწავლებლის მაძიებლობის პროგრამაში ჩასართავად
გამოცდის ჩაბარება. შესაბამისად, ამ პირებზე კანონპროექტის ფინანსური გავლენა
გამოიხატება იმაში, რომ მათ გამოცდაზე გასვლის მიზნით, გადასახდელი ექნებათ
„სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის №04/ნ
ბრძანებით დამტკიცებული წესითა და „საგნის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების
შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №42/ნ ბრძანებით
დამტკიცებული წესით დადგენილი საფასური, 50 ლარი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს
გადასახდელის დადგენას.
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა უწყვეტ განათლებას. მასწავლებლების
დეფიციტის აღმოფხვრა მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულ დაცვას
ემსახურება. კერძოდ, მოსწავლეების სწავლების პროცესი არ შეფერხდება და ისინი
მიიღებენ ხარისხიან სწავლებას, რაც კიდევ უფრო გაზრდის მათი საგანმანათლებლო და
სოციალური განვითარების შესაძლებლობებს.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ
უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.