„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
03.06.2026
ავტორი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#337/2-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-08
ბიუროს ნომერი 146

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს ცვლილება და 472 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს აგრეთვე იმ პირს, რომელსაც აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ან შესაბამისი სახელოვნებო/სასპორტო/ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების/ სამხედრო პროფესიული განათლების მქონე პირს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტი წარმოადგენს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონპროექტის თანმდევ ცვლილებას. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ტექნოლოგიების საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლების დეფიციტი განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა, რაც, მათ შორის, განპირობებულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნით, რომლის მიხედვითაც ტექნოლოგიების სწავლების უფლება მხოლოდ არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირებს აქვთ. ამასთან, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით, არიან მაღალი კომპეტენციის მქონე სხვა ახალგაზრდებიც, რომლებსაც შესაძლოა არ ჰქონდეთ ამ მიმართულებით უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხი. ამ მხრივ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჭიროებების გათვალისწინებით და აღნიშნული დისბალანსის დასაძლევად, მიზანშეწონილია, ტექნოლოგიების საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით, სკოლაში დასაქმების შესაძლებლობა მიეცეთ იმ პირებსაც, რომელთაც აქვთ ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით პროფესიული განათლება. ამასთან, სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ასეთი პირებისთვის სავალდებულო უნდა იყოს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის ან მასწავლებლის მომზადების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის გავლა, კანონმდებლობით დადგენილი წესით. აქედან გამომდინარე, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება მოითხოვს ცვლილებას „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონშიც, რომლითაც განსაზღვრულია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ცვლილება უნდა შევიდეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონშიც, რომლითაც განსაზღვრულია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები. კერძოდ, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება უნდა მიეცეს ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით პროფესიული განათლების მქონე პირსაც. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მიღება აუცილებელია ვინაიდან, ის წარმოადგენს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონპროექტის თანმდევ ცვლილებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტი წარმოადგენს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონპროექტის თანმდევ ცვლილებას. გაჩნდება ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით სკოლებში კვალიფიციური კადრების მოზიდვის/დასაქმების ახალი შესაძლებლობა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონის 472 მუხლის მე-2 პუნქტი ყალიბდება იმგვარად, რომ ტექნოლოგიების საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით სწავლების შესაძლებლობა მისცეს იმ პირებსაც, რომელთაც აქვთ ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით პროფესიული განათლება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე. ვინაიდან, იგი წარმოადგენს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონპროექტის თანმდევ ცვლილებას და მნიშვნელოვანია მათი ერთად ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში იკვეთება ტექნოლოგიების საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლების დეფიციტი, რაც განპირობებულია მოქმედი ნორმატიული მოთხოვნით, რომლის მიხედვითაც ტექნოლოგიების სწავლების უფლება მხოლოდ არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირებს აქვთ. ამასთან, „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 19 ივნისის №108/ნ ბრძანებით დამტკიცებული რეგულაციების შესაბამისად, 2026–2027 სასწავლო წლიდან მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვრება ახალი წესით. კერძოდ, ანაზღაურებას, ახალი დაანგარიშების წესის შესაბამისად, მიიღებს მხოლოდ ის პირი, რომელსაც აქვს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსი და ასწავლის იმ საგანს, რომელშიც პირს დადასტურებული აქვს კომპეტენცია, ან ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს, ან განსაკუთრებულ შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული წესის ამოქმედებამდე მასწავლებლები ასწავლიდნენ საგნობრივი ჯგუფების ფარგლებში და ანაზღაურებაც შესაბამისი წესით ერიცხებოდათ, ახალი რეგულაციის ამოქმედებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ვაკანსიების რაოდენობის ზრდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია კანონპროექტი მიღებულ იქნეს დაჩქარებული წესით, იმისათვის რომ 2026-2027 საწავლო წლის დაწყებამდე აისახოს წარმოდგენილი ცვლილება, რათა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა სასწავლო წლის დაწყებამდე შეძლონ კვალიფიციური კადრების შერჩევა/მოძიება და დასაქმება. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის შედეგად გაიზრდება, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით, მასწავლებლების დასაქმების შესაძლებლობა. ახალი დასაქმებული მასწავლებლების საშემოსავლო გადასახადიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გაიზრდება შემოსავალი. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: ცვლილება მიმართულია მასწავლებელთა არსებული დეფიციტის აღმოსაფხვრელად. სკოლებისთვის ფინანსური ხარჯი არ იზრდება, რადგან ცვლილებით უკვე არსებული ვაკანსიები შეივსება, რისთვისაც ფინანსური სახსრები უკვე გათვალისწინებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ბიუჯეტში. შედეგად, სკოლები მიიღებენ კვალიფიციურ კადრებს დამატებითი რესურსების გამოყოფის გარეშე, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის უწყვეტობას და ეფექტურობას. ასევე, ხარჯი არ იზრდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, ვინაიდან აღნიშნული ცვლილება არ მოიაზრებს სტუდენტთა კვოტების ზრდას. არსებული კვოტების ფარგლებში უფრო მეტ კვალიფიციურ მსურველს ექნება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის შესაძლებლობა. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: ცვლილება მიმართულია მასწავლებელთა არსებული დეფიციტის აღმოსაფხვრელად. ასევე, ხარჯი არ იზრდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, ვინაიდან აღნიშნული ცვლილება არ მოიაზრებს სტუდენტთა კვოტების ზრდას. არსებული კვოტების ფარგლებში უფრო მეტ კვალიფიციურ მსურველს ექნება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის შესაძლებლობა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახდელის დადგენას. გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა უწყვეტ განათლებას. მასწავლებლების დეფიციტის აღმოფხვრა მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულ დაცვას ემსახურება. კერძოდ, მოსწავლეების სწავლების პროცესი არ შეფერხდება და ისინი მიიღებენ ხარისხიან სწავლებას, რაც კიდევ უფრო გაზრდის მათი საგანმანათლებლო და სოციალური განვითარების შესაძლებლობებს. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.