„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
03.06.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: შალვა პაპუაშვილი, დავით მათიკაშვილი, იმედა ნიკურაძე, აკაკი ალადაშვილი, გენრიეტა წიწავა, გიორგი კახიანი
ნომერი
#339/3-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

📋 განხილვის ეტაპები

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 8
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 10

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-08
ბიუროს ნომერი 146

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.05.2025, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016122) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 23-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, წერილობით მიმართოს პარლამენტს ან საჯაროდ განაცხადოს გადადგომის შესახებ. ეს ფაქტი ეცნობება პარლამენტის ბიუროს, რაც ფორმდება პარლამენტის ბიუროს სხდომის საოქმო ჩანაწერით.“. 2. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ რეგლამენტის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გამოიწვიოს მისი წარდგენით არჩეული პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გამოწვევის თაობაზე წერილობითი განცხადება წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს. პარლამენტის თავმჯდომარე ამის შესახებ აცნობებს პარლამენტის ბიუროს, რაც ფორმდება პარლამენტის ბიუროს სხდომის საოქმო ჩანაწერით. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გამოწვევის თაობაზე წერილობითი განცხადების პარლამენტის თავმჯდომარისთვის წარდგენის მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება პარლამენტის თავმჯდომარის აღნიშნულ მოადგილეს.“. 3. 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. 32-ე მუხლის: ა) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. კომიტეტში წევრის წარდგენის შესახებ ფრაქციის გადაწყვეტილება ეცნობება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტსა და პარლამენტის ბიუროს ან პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი/პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია ამოწმებს ფრაქციის მიერ კომიტეტში წევრის წარდგენის ამ რეგლამენტთან შესაბამისობას და საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას. ფრაქციის მიერ ამ რეგლამენტის შესაბამისად წარდგენილი წევრი კომიტეტში დანიშნულად მიიჩნევა შესაბამისი ინფორმაციის პარლამენტის ბიუროს/პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიის სხდომაზე წარდგენის მომენტიდან. აღნიშნული ინფორმაციის 1 პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარდგენის შემთხვევაში ეს ფაქტი ფორმდება პარლამენტის ბიუროს სხდომის საოქმო ჩანაწერით. 6. უფრაქციო პარლამენტის წევრის კომიტეტში გაწევრება ხდება ამ მუხლის მე4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით, პარლამენტის წევრის პირადი განცხადების საფუძველზე. თუ ამ რეგლამენტის შესაბამისად წარდგენილია სათანადო კვოტაზე მეტი უფრაქციო პარლამენტის წევრის განცხადება კომიტეტში გაწევრების შესახებ, მათი ამ კომიტეტში გაწევრების საკითხი წყდება მათ შორის შეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში − წილისყრით პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. უფრაქციო პარლამენტის წევრი პარლამენტის ორგანოში ან საპარლამენტო თანამდებობაზე საქმიანობას წყვეტს ამ რეგლამენტის შესაბამისად მისი მონაწილეობით შექმნილი ფრაქციის რეგისტრაციის ან მისი ფრაქციაში გაწევრების მომენტიდან. თუ უფრაქციო პარლამენტის წევრებს შეუმცირდათ პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები, ისინი ვალდებული არიან კვოტების შესაბამისად თვითონ განსაზღვრონ პარლამენტის ამა თუ იმ ორგანოდან გამოსვლის საკითხი. უფრაქციო პარლამენტის წევრთა მიერ აღნიშნული ვალდებულების 1 კვირის ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში პარლამენტის ამა თუ იმ ორგანოდან შესაბამისი უფრაქციო პარლამენტის წევრის გამოწვევის საკითხს სათანადო ორგანოს სხდომაზე წილისყრით წყვეტს სხდომის თავმჯდომარე.“; ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად დამტკიცების შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კომიტეტში გაწევრება ხდება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის წერილობითი განცხადების საფუძველზე. ეს განცხადება წარედგინება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტსა და პარლამენტის ბიუროს, რაც ფორმდება პარლამენტის ბიუროს სხდომის საოქმო ჩანაწერით.“. 5. 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) კომიტეტის შემადგენლობიდან მისი გასვლის შესახებ ინფორმაციის პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარდგენის მომენტიდან, რაც ფორმდება პარლამენტის ბიუროს სხდომის საოქმო ჩანაწერით;“. 6. 35-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი: „10. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევის საკითხი აისახება კომიტეტის სხდომის ოქმში. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე უფლებამოსილებას იძენს კომიტეტის მიერ მისი არჩევისთანავე.“. 7. 36-ე მუხლის მე-3−მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კომიტეტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გადადგეს. გადადგომის შესახებ მისი წერილობითი განცხადება წარედგინება პარლამენტის ბიუროს, რაც ფორმდება პარლამენტის ბიუროს სხდომის საოქმო ჩანაწერით. გადადგომის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარის წერილობითი განცხადების 2 პარლამენტის ბიუროსთვის წარდგენის მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარეს. 4. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გადადგეს. გადადგომის შესახებ მისი წერილობითი განცხადება წარედგინება შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის თავმჯდომარე ამის შესახებ აცნობებს კომიტეტს, რაც აისახება კომიტეტის სხდომის ოქმში. გადადგომის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის წერილობითი განცხადების კომიტეტის თავმჯდომარისთვის წარდგენის მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება კომიტეტის თავმჯდომარის აღნიშნულ მოადგილეს. 5. ამ რეგლამენტის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გამოიწვიოს მისი წარდგენით არჩეული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გამოწვევის თაობაზე წერილობითი განცხადება წარედგინება შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის თავმჯდომარე ამის შესახებ აცნობებს კომიტეტს, რაც აისახება კომიტეტის სხდომის ოქმში. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გამოწვევის თაობაზე წერილობითი განცხადების კომიტეტის თავმჯდომარისთვის წარდგენის მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება კომიტეტის თავმჯდომარის აღნიშნულ მოადგილეს.“. 8. 53-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ფრაქციის მიერ წარდგენილი წევრი წყვეტს პარლამენტის ორგანოში ან საპარლამენტო თანამდებობაზე საქმიანობას ამ ფრაქციის გაუქმების ან მისი ამ ფრაქციიდან გასვლის ან გარიცხვის მომენტიდან. ფრაქციის მიერ წარდგენილი წევრი წყვეტს პარლამენტის ორგანოში ან საპარლამენტო თანამდებობაზე საქმიანობას იმ შემთხვევაშიც, თუ ამ ფრაქციამ გამოიწვია იგი აღნიშნული ორგანოდან/თანამდებობიდან. თუ ამ რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ფრაქცია მის მიერ წარდგენილი წევრის პარლამენტის ორგანოდან ან საპარლამენტო თანამდებობიდან გამოწვევის შესახებ წერილობით განცხადებას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს, ხოლო აღნიშნული პირი წყვეტს ამ ორგანოში/თანამდებობაზე საქმიანობას შესაბამისი ინფორმაციის პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარდგენის მომენტიდან, რაც ფორმდება პარლამენტის ბიუროს სხდომის საოქმო ჩანაწერით. ფრაქციას უფლება აქვს, წარადგინოს ახალი კანდიდატურა.“. 9. 54-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. პარლამენტის წევრი ფრაქციაში გაწევრებულად მიიჩნევა შესაბამისი ინფორმაციის პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარდგენის მომენტიდან, რაც ფორმდება პარლამენტის ბიუროს სხდომის საოქმო ჩანაწერით. ფრაქციის წევრი ფრაქციიდან გასულად ან გარიცხულად მიიჩნევა ამის შესახებ ამ მუხლით დადგენილი წესით პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტისთვის წერილობით შეტყობინების მომენტიდან. ამ მუხლის მე-9 პუნქტით 3 გათვალისწინებულ შემთხვევაში ფრაქციის წევრი ფრაქციიდან გასულად მიიჩნევა მის მიერ ფრაქციიდან გასვლის შესახებ განცხადების წარდგენისთანავე, ხოლო ფრაქციიდან გარიცხულად − ფრაქციის მიერ მისი გარიცხვისთანავე. ამასთანავე, ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში პარლამენტის წევრი შესაბამის ფრაქციაში გაწევრებულად მიიჩნევა მის მიერ ფრაქციაში გაწევრების შესახებ განცხადების წარდგენის მომენტიდან.“. 10. 61-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების წარდგენის შესახებ ინფორმაციის პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარდგენის მომენტიდან არაუგვიანეს 5 დღისა იმართება დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა.“. 11. 63-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება დროებით საგამოძიებო კომისიას.“. 12. 72-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. დროებითი კომისიის წევრების წარდგენის შესახებ ინფორმაციის პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარდგენის მომენტიდან არაუგვიანეს 10 დღისა იმართება დროებითი კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა.“. 13. 74-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება დროებით კომისიას.“. 14. 82-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომები, გარდა საგანგებო და საომარი მდგომარეობებისა, იმართება, როგორც წესი, პლენარული სხდომების კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს, 12 საათიდან 21 საათამდე. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სხდომის თავმჯდომარე საჭიროებისამებრ აცხადებს შესვენებას. 21 საათის შემდეგ პარლამენტის პლენარული სხდომა შეიძლება გაგრძელდეს მიმდინარე საკითხის დასრულებამდე ან ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე, თუ ამას ღია კენჭისყრით (ხელის აწევით) მხარს დაუჭერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრე პარლამენტის წევრთა უმრავლესობა. პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომის პარლამენტის პლენარული სხდომების კვირის სხვა დღეს გამართვის შესახებ.“. 4 15. 96-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კანონპროექტის ინიციატორს უფლება აქვს გაითხოვოს მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი მესამე მოსმენით მიღებამდე. ამ უფლებით სარგებლობისთვის აღნიშნული კანონპროექტის ყველა მოქმედი ინიციატორი, ხოლო თუ იგი საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილია ამომრჩეველთა მიერ, შესაბამისი საინიციატივო ჯგუფი წერილობით მიმართავს პარლამენტის ბიუროს, რაც ფორმდება პარლამენტის ბიუროს სხდომის საოქმო ჩანაწერით.“; ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ფრაქციის გაუქმების შემთხვევაში მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ იმ კანონპროექტზე, რომელიც განხილვის პროცესშია და პირველი მოსმენით არის მიღებული, მომხსენებელს დანიშნავს წამყვანი კომიტეტი. ამის შესახებ წამყვანი კომიტეტი აცნობებს პარლამენტის ბიუროს. აღნიშნული წესები ვრცელდება აგრეთვე პარლამენტის წევრის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ იმ კანონპროექტზე, რომლის ყველა ინიციატორს ვადამდე შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება და რომელიც განხილვის პროცესშია და პირველი მოსმენით არის მიღებული. ამ პუნქტით გათვალისწინებული ის კანონპროექტი, რომელიც პირველი მოსმენით არ არის მიღებული, გათხოვილად მიიჩნევა წამყვანი კომიტეტის წერილობითი მიმართვის საფუძველზე შესაბამისი ინფორმაციის პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარდგენის მომენტიდან, რაც ფორმდება პარლამენტის ბიუროს სხდომის საოქმო ჩანაწერით.“. 16. 99-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების, დადგენილებების პროექტებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით განსაზღვრული წესები ვრცელდება აგრეთვე პარლამენტის იმ დადგენილებების პროექტებზე, რომლებიც პარლამენტს წარედგინება კანონპროექტის პარლამენტისთვის წარდგენისთვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული წესები ვრცელდება იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებზედაც, რომლებიც რატიფიცირებისთვის, შეერთებისთვის, დენონსირებისთვის ან გაუქმებისთვის წარედგინა პარლამენტს. წამყვანი კომიტეტი ამ საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან იმ ხელშეკრულებების ნუსხას, რომელთა განხილვის პროცედურის გაგრძელებასაც მიზანშეწონილად მიიჩნევს იგი, პარლამენტის ბიუროს წარუდგენს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით.“. 5 17. 102-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. კომიტეტის სხდომაზე განხილვისას კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნა გათვალისწინებულად მიიჩნევა, თუ ის გამოთქვა ან მას დაეთანხმება მომხსენებელი ან კენჭისყრის შედეგად მას გაიზიარებს კომიტეტი. შენიშვნის კენჭისყრაზე დასაყენებლად ის წარდგენილი უნდა იყოს ალტერნატიული წინადადების სახით ან ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. 5. კომიტეტის სხდომაზე განხილვის შედეგად კანონპროექტი შეიძლება ცნობილ იქნეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისთვის მომზადებულად, არასაკმარისად მომზადებულად ან მიუღებლად. კომიტეტის მიერ კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვისთვის არასაკმარისად მომზადებულად ან მიუღებლად ცნობა არ აბრკოლებს პლენარულ სხდომაზე მისი განხილვის დაწყებას. თუ კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტის ორი თანამიმდევრული მორიგი სესიის განმავლობაში კომიტეტის მიერ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში მოწვეულ კომიტეტის სხდომაზე არ გამოიტანს კანონპროექტს, იგი პარლამენტიდან გათხოვილად მიიჩნევა, ხოლო კანონპროექტის მეორე ან მესამე მოსმენით განხილვის შემთხვევაში მისი განხილვა წყდება წამყვანი კომიტეტის წერილობითი მიმართვის საფუძველზე შესაბამისი ინფორმაციის პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარდგენის მომენტიდან, რაც ფორმდება პარლამენტის ბიუროს სხდომის საოქმო ჩანაწერით.“. 18. 106-ე მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნა გათვალისწინებულად მიიჩნევა, თუ ის გამოთქვა ან მას დაეთანხმება მომხსენებელი.“. 19. 108-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. საკანონმდებლო პაკეტის მესამე მოსმენით განხილვის დასრულების შემდეგ საკანონმდებლო პაკეტში შემავალ იმ პროექტებზე (მათ საბოლოო რედაქტირებულ ვარიანტებზე), რომელთა მისაღებად თანაბარი რაოდენობის ხმებია საჭირო, კენჭისყრა ერთიანად იმართება, თუ კენჭისყრაში მონაწილე პარლამენტის რომელიმე წევრი კენჭისყრის წინ არ მოითხოვს აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტში შემავალ თითოეულ პროექტზე კენჭისყრის ცალკე გამართვას.“. 20. 113-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება გულისხმობს მის სამივე მოსმენით განხილვასა და მიღებას 1 კვირის განმავლობაში, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 1 დღეს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება დასაშვებია ერთზე მეტი მოსმენით, მაგრამ არაუმეტეს ორისა. ამასთანავე, 1 დღეს დასაშვებია კანონპროექტის მხოლოდ მეორე და მესამე მოსმენებით განხილვა და მიღება. თუ კანონპროექტის თაობაზე მიღებულია დაჩქარებული წესით 6 განხილვის შესახებ პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება და დაიწყო მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მაგრამ იმავე კვირის განმავლობაში იგი არ იქნა მიღებული სამივე მოსმენით, მისი ამ რეგლამენტის შესაბამისად განხილვა შეიძლება გაგრძელდეს დაჩქარებული წესით მომდევნო პლენარული სხდომის (სხდომების) კვირაში. ამ შემთხვევაში პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს აღნიშნული კანონპროექტის განხილვის ახალ ვადას.“. 21. 132-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ვალდებული არიან ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესახებ, რომელიც რატიფიცირებას არ საჭიროებს, პარლამენტს აცნობონ მისი დადებიდან 1 თვის ვადაში და გადასცენ მას ეს საერთაშორისო ხელშეკრულება. ეს ინფორმაცია წარედგინება პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი შეიტანოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად.“. 22. 138-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში ცვლილება შესაძლებელია შეტანილ იქნეს საქართველოს მთავრობის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესაბამის, შესწორებულ პროექტს. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში ცვლილება შესაძლებელია შეტანილ იქნეს აგრეთვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი განხილვისას იმ შემთხვევაში, თუ შენიშვნას გამოთქვამს ან გამოთქმულ შენიშვნას დაეთანხმება მომხსენებელი.“. 23. 149-ე მუხლის: ა) პირველი−მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პარლამენტის მორიგი სესიის მიმდინარეობისას მორიგი სხდომების კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს ან/და ხუთშაბათს ამ მუხლის შესაბამისად იმართება ინტერპელაცია, თუ ეს დღე დეკემბრის რომელიმე დღეს ან პარლამენტის წინაშე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენებით წარდგომის კვირის რომელიმე დღეს არ ემთხვევა. პარლამენტის მორიგი სესიის მიმდინარეობისას თვის ბოლო მორიგი სხდომების კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს ან ხუთშაბათს ამ მუხლის შესაბამისად იმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინტერპელაცია, თუ ეს დღე დეკემბრის ან ივნისის რომელიმე დღეს არ ემთხვევა. ერთი და იგივე სუბიექტი 1 თვის განმავლობაში პარლამენტის წინაშე ინტერპელაციის წესით წარდგება მხოლოდ ერთხელ. 2. ინტერპელაცია ვრცელდება საქართველოს მთავრობაზე, მთავრობის წევრზე, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოზე. ინტერპელაცია იმართება წერილობითი და ზეპირი შეკითხვების დასმის პროცედურით. ინტერპელაციის წესით 7 შეკითხვის დასმის უფლება აქვს ფრაქციას, პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს. შეკითხვის ადრესატი ვალდებულია შეკითხვას უპასუხოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. შეკითხვაზე პასუხის წერილობით წარდგენა სავალდებულო არ არის. 3. პარლამენტის წინაშე ინტერპელაციის წესით წარდგება ის სუბიექტი, რომლის მიმართაც ინტერპელაციის წესით წერილობითი შეკითხვა დაისვა არაუგვიანეს პარლამენტის მორიგი სხდომების კვირის წინა კვირის ოთხშაბათისა. ამ შეკითხვის შინაარსი უნდა იყოს კონკრეტული და უნდა ეხებოდეს შეკითხვის ადრესატის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ საკითხს. აღნიშნული შეკითხვა ჰბარდება პარლამენტის თავმჯდომარეს. პარლამენტის თავმჯდომარე მას გადასცემს შეკითხვის ადრესატს არაუგვიანეს პარლამენტის მორიგი სხდომების კვირის წინა კვირის ხუთშაბათისა. წერილობითი შეკითხვის ავტორს უფლება აქვს, ეს შეკითხვა ნებისმიერ დროს გაითხოვოს, რა შემთხვევაშიც ამ შეკითხვაზე საპასუხოდ მისი ადრესატი პარლამენტის წინაშე ინტერპელაციის წესით აღარ წარდგება. 4. ინტერპელაციის გამართვის დროს წერილობითი შეკითხვის ავტორსა და ადრესატთან კონსულტაციის საფუძველზე განსაზღვრავს პარლამენტის ბიურო. 1 დღის განმავლობაში გამართული ყველა ინტერპელაციის პროცედურის საერთო ხანგრძლივობა 3 საათს არ უნდა აღემატებოდეს. ეს დრო შეიძლება გახანგრძლივდეს მიმდინარე ინტერპელაციის პროცედურის დასრულებამდე, თუ ამას ღია კენჭისყრით (ხელის აწევით) მხარს დაუჭერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრე პარლამენტის წევრთა უმრავლესობა. თუ ივარაუდება, რომ ინტერპელაციის წესით დასმული შეკითხვების რაოდენობის გამო ამ პუნქტით გათვალისწინებული 3საათიანი დროის დაცვა შეუძლებელია, პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია შეამციროს ამ მუხლით განსაზღვრული დროები და დაადგინოს სხვა განრიგი ან შეკითხვების ნაწილზე საპასუხოდ ინტერპელაციის პროცედურა ინტერპელაციის სხვა დღეს გადაიტანოს.“; ბ) მე-5−მე-10 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 24. 155-ე მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. თუ პირი ნდობის ჯგუფის წევრად წარდგენილია ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ეს ინფორმაცია აისახება პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში და წარედგინება პარლამენტის პლენარულ სხდომას, რაც ფორმდება იმავე პლენარული სხდომის საოქმო ჩანაწერით. აღნიშნული ინფორმაციის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარდგენის მომენტიდან შესაბამისი პირი იძენს ნდობის ჯგუფის წევრის უფლებამოსილებას.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ფრაქციას უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გამოიწვიოს ან ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით შეცვალოს მის მიერ წარდგენილი ნდობის ჯგუფის წევრი. ფრაქცია ამის შესახებ წერილობით მიმართავს პარლამენტს. თუ ეს მიმართვა შეესაბამება ამ მუხლის მოთხოვნებს, სათანადო ინფორმაცია აისახება პარლამენტის 8 პლენარული სხდომის დღის წესრიგში და წარედგინება პარლამენტის პლენარულ სხდომას, რაც ფორმდება იმავე პლენარული სხდომის საოქმო ჩანაწერით. აღნიშნული ინფორმაციის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარდგენის მომენტიდან ნდობის ჯგუფის შესაბამის წევრს უწყდება ნდობის ჯგუფის წევრის უფლებამოსილება, ხოლო თუ მისი შეცვლა ხორციელდება, იმავდროულად უფლებამოსილებას იძენს ნდობის ჯგუფის ახალი წევრი.“. 25. 175-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პარლამენტი მისთვის წარდგენილ ანგარიშს განიხილავს ამ მუხლით დადგენილი წესით, თუ ამ რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშად მიიჩნევა მხოლოდ ის ანგარიში, რომლის პარლამენტისთვის წარდგენასაც უშუალოდ ითვალისწინებს საქართველოს საკანონმდებლო აქტი.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ანგარიში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას წამყვანი კომიტეტის, ფრაქციის ან პარლამენტის ბიუროს წევრის მოთხოვნის საფუძველზე მხარს დაუჭერს პარლამენტის ბიურო. წამყვან კომიტეტს უფლება აქვს, ეს მოთხოვნა ასახოს ანგარიშის შესახებ თავის დასკვნაში, ხოლო ფრაქციას, პარლამენტის ბიუროს წევრს უფლება აქვს, პარლამენტის ბიუროს აღნიშნული მოთხოვნით მიმართოს წამყვანი კომიტეტის მიერ ანგარიშის შესახებ თავისი დასკვნის პარლამენტის ბიუროსთვის წარდგენიდან არაუგვიანეს 2 კვირისა. ეს პუნქტი არ ვრცელდება იმ ანგარიშზე, რომლის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის ვალდებულება ამ რეგლამენტიდან გამომდინარეობს.“; გ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის შემთხვევაში მისი განხილვის დასრულების შემდეგ პარლამენტი უფლებამოსილია მიიღოს შესაბამისი დადგენილება.“. 26. მე-200 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 200. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის – მეურვის არჩევის წესი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის – მეურვის (შემდგომ − მეურვე) უფლებამოსილების ვადის გასვლამდე, როგორც წესი, არაუადრეს 45 კალენდარული დღისა და არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, როგორც წესი, არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი კვოტის მქონე სუბიექტი პარლამენტს წარუდგენს მეურვეობის კანდიდატს და ამ პირის წერილობით თანხმობას მეურვედ არჩევის შესახებ. მეურვის 1 თანამდებობაზე პირის ასარჩევად პარლამენტს 9 წარედგინება მეურვეობის მხოლოდ 1 კანდიდატი. თუ პირი მეურვის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს წარუდგინა არასათანადო სუბიექტმა ან სათანადო სუბიექტმა მეურვის 1 თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს წარუდგინა 1-ზე მეტი პირი, არცერთი ასეთი პირი არ მიიჩნევა მეურვეობის კანდიდატად წარდგენილად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წარდგინება და მისთვის დართული დოკუმენტები დაუყოვნებლივ გადაეცემა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს. პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, როგორც წესი, 2 კვირის ვადაში, შეისწავლის და განიხილავს მეურვის კანდიდატურის კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხს, რის შედეგსაც თავის დასკვნაში ასახავს. მეურვეობის კანდიდატი და მისი წარმდგენი სუბიექტი ვალდებული არიან პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს სრულყოფილად და დროულად მიაწოდონ საჭირო ინფორმაცია. ამასთანავე, აღნიშნული კომიტეტი უფლებამოსილია მოიძიოს ან/და გადაამოწმოს მეურვეობის კანდიდატის შესახებ საჭირო ინფორმაცია. 3. პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტის საჯარო სხდომაზე უსმენს მეურვეობის კანდიდატს. მეურვეობის კანდიდატი ვალდებულია კომიტეტს გააცნოს თავისი კონცეფცია საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების შესახებ და უპასუხოს კომიტეტის სხდომაზე დასმულ შეკითხვებს. პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი მეურვის კანდიდატურის კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხის შესწავლისა და განხილვის საფუძველზე, აგრეთვე მეურვეობის კანდიდატის კომიტეტის საჯარო სხდომაზე მოსმენის შედეგად გასცემს რეკომენდაციას მეურვეობის კანდიდატის მეურვედ არჩევის ან არჩევაზე უარის თქმის თაობაზე. ეს რეკომენდაცია აისახება კომიტეტის დასკვნაში. 4. მეურვეობის კანდიდატის კომიტეტის საჯაროს სხდომაზე მოსმენის შემდეგ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი თავის დასკვნას მეურვეობის კანდიდატის წერილობით თანხმობასა და სხვა სათანადო დოკუმენტებთან ერთად წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. კომიტეტის დასკვნა და აღნიშნული დოკუმენტები ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე. პარლამენტის ბიუროს მეურვის არჩევის საკითხი შეაქვს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში. 5. პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე მართავს კენჭისყრას მეურვეობის კანდიდატის მეურვედ ასარჩევად. მეურვეობის კანდიდატი მეურვედ აირჩევა, თუ მას კენჭისყრისას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ მეურვეობის კანდიდატი კენჭისყრის შედეგად ვერ იქნა არჩეული, მისი წარმდგენი სუბიექტი, როგორც წესი, არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა ამ მუხლის შესაბამისად პარლამენტს მეურვეობის ახალ კანდიდატს წარუდგენს, რის შემდეგაც ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურები ხელახლა გაიმართება. 6. მეურვეობის კანდიდატს ან მის წარმდგენ სუბიექტს უფლება აქვს, ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურების დასრულებამდე უარი თქვას მეურვედ მის არჩევაზე. აღნიშნული უარის სათქმელად მეურვეობის კანდიდატი ან მისი წარმდგენი სუბიექტი პარლამენტს სათანადო წერილობითი განცხადებით მიმართავს. ასეთი განცხადებით მიმართვის შემთხვევაში მეურვეობის აღნიშნული კანდიდატის მიმართ შეწყდება ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურები, ხოლო მისი წარმდგენი სუბიექტი, როგორც 10 წესი, არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა ამ მუხლის შესაბამისად პარლამენტს მეურვეობის ახალ კანდიდატს წარუდგენს, რის შემდეგაც ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურები ხელახლა გაიმართება.“. 27. 207-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გენერალური აუდიტორის წერილობითი განცხადება გადადგომის შესახებ წარედგინება პარლამენტს და გადაეცემა პარლამენტის ბიუროს, რაც ფორმდება პარლამენტის ბიუროს სხდომის საოქმო ჩანაწერით. გადადგომის შესახებ გენერალური აუდიტორის წერილობითი განცხადების პარლამენტისთვის წარდგენის მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება გენერალურ აუდიტორს.“. 28. 212-ე მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ ან „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფაქტის გამოვლენიდან ან ამ ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 1 კვირის ვადაში ამ რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-9, მე-10 ან მე-11 პუნქტის შესაბამისად შეისწავლის აღნიშნული ფაქტის ნამდვილობის საკითხს და შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს, რაც ფორმდება პარლამენტის ბიუროს სხდომის საოქმო ჩანაწერით. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ აღნიშნული ფაქტის ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში იმავე ფაქტის დადგომის მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს.“; ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წერილობითი განცხადება გადადგომის შესახებ წარედგინება პარლამენტს და გადაეცემა პარლამენტის ბიუროს, რაც ფორმდება პარლამენტის ბიუროს სხდომის საოქმო ჩანაწერით. გადადგომის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წერილობითი განცხადების პარლამენტისთვის წარდგენის მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს.“. 29. 213-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია წარედგინება პარლამენტს და გადაეცემა პარლამენტის ბიუროს, რაც ფორმდება პარლამენტის ბიუროს სხდომის საოქმო ჩანაწერით.“. 30. 220-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 11 „მუხლი 220. საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტი საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღეს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. აღნიშნული თარიღის შეცვლა შესაძლებელია პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის მიმართვის დასრულებით ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურა სრულდება.“. 31. 232-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ეთიკის საბჭოს შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია წარედგინება პარლამენტის ბიუროს, რაც ფორმდება პარლამენტის ბიუროს სხდომის საოქმო ჩანაწერით.“. მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 12
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ: ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტი: რეგლამენტის პროექტის ინიციირება განპირობებულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული რიგი პროცედურების დაზუსტების, გაუმჯობესებისა და გამარტივების საჭიროებით. ამასთანავე, პარლამენტის რეგლამენტის ცალკეული ნორმებით გათვალისწინებული საკითხები საჭიროებს უფრო მკაფიო სამართლებრივ მოწესრიგებას, რისი განხორციელებაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის განვითარებას. რეგლამენტის პროექტი მიზნად ისახავს სხვადასხვა პროცედურული საკითხის უკეთ მოწესრიგებას, საპარლამენტო სუბიექტების საქმიანობის ხელშეწყობას და, ზოგადად, პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას. ამრიგად, რეგლამენტის პროექტის მიღების შედეგად საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი გახდება უფრო მკაფიო, სამართლებრივად და პროცედურულად უფრო დახვეწილი და პრაქტიკულ საკითხებთან უფრო მეტად შესატყვისი. წარმოდგენილი ცვლილებების მიღება ხელს შეუწყობს შესაბამისი პროცედურების შეუფერხებლად განხორციელებასა და პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები: რეგლამენტის პროექტის მიღების შედეგად საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი გახდება უფრო მკაფიო, სამართლებრივად და პროცედურულად უფრო დახვეწილი და პრაქტიკულ საკითხებთან უფრო მეტად შესატყვისი. წარმოდგენილი ცვლილებების მიღება ხელს შეუწყობს შესაბამისი პროცედურების შეუფერხებლად განხორციელებასა და პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას. ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი: 1 რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს ძირითადად შემდეგ ცვლილებებს:  ზუსტდება პარლამენტის პლენარული სხდომის, პარლამენტის ბიუროს და სხვა ცალკეული საპარლამენტო სუბიექტების მიერ სხვადასხვა ფაქტის ცნობად მიღების პროცედურასთან დაკავშირებული საკითხები, რაც ძირითადად ტერმინოლოგიურ ცვლილებას მოიცავს, კერძოდ, ტერმინი „ცნობად მიღება“ იცვლება მსგავსი შინაარსის სხვა ტერმინოლოგიით; ამასთანავე, რიგ შემთხვევებში იცვლება ან ზუსტდება აღნიშნული საპარლამენტო სუბიექტების მიერ ცნობად მიღებული ინფორმაციის სამართლებრივი შედეგების ამოქმედების დრო. ზუსტდება აგრეთვე უფრაქციო პარლამენტის წევრის კომიტეტში გაწევრების პროცედურა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის მიერ უფლებამოსილების შეძენის დრო.  ნორმა, რომელიც ადგენს, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 15 საათიდან 16 საათამდე ცხადდება შესვენება, იცვლება და ჩამოყალიბდება შემდეგი სახით: „პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სხდომის თავმჯდომარე საჭიროებისამებრ აცხადებს შესვენებას.“  პარლამენტის ბიუროს ენიჭება პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომის პარლამენტის პლენარული სხდომების კვირის სხვა დღეს გამართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება.  კანონპროექტის ინიციატორს ენიჭება კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებამდე მისი გათხოვის უფლებამოსილება, რომელიც მას, მოქმედი ნორმის თანახმად, კანონპროექტის მხოლოდ პირველი მოსმენით მიღებამდე აქვს.  განისაზღვრება, რომ წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტებისა და პარლამენტის დადგენილებების პროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი გავრცელდება იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებზედაც, რომლებიც რატიფიცირებისთვის, შეერთებისთვის, დენონსირებისთვის ან გაუქმებისთვის წარედგინა პარლამენტს.  ზუსტდება ნორმები, რომლებიც კანონპროექტის თაობაზე შენიშვნის გამოთქმის საკითხს აწესრიგებს.  განისაზღვრება, რომ საკანონმდებლო პაკეტის მესამე მოსმენით განხილვის დასრულების შემდეგ საკანონმდებლო პაკეტში შემავალ იმ პროექტებზე (მათ საბოლოო რედაქტირებულ ვარიანტებზე), რომელთა მისაღებად თანაბარი რაოდენობის ხმებია საჭირო, კენჭისყრა ერთიანად გაიმართება, თუ კენჭისყრაში მონაწილე პარლამენტის რომელიმე წევრი კენჭისყრის წინ არ მოითხოვს 2 აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტში შემავალ თითოეულ პროექტზე კენჭისყრის ცალკე გამართვას.  ზუსტდება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვისა და მიღების წესი; კერძოდ, განისაზღვრება, რომ თუ კანონპროექტის თაობაზე მიღებულია დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება და დაიწყო მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მაგრამ იმავე კვირის განმავლობაში იგი არ იქნა მიღებული სამივე მოსმენით, პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად მისი განხილვა შეიძლება გაგრძელდეს დაჩქარებული წესით მომდევნო პლენარული სხდომის (სხდომების) კვირაში.  რედაქციული და შინაარსობრივი თვალსაზრისით იხვეწება და უმჯობესდება ინტერპელაციის საკითხის მომწესრიგებელი ნორმები, მათ შორის, იცვლება ან ზუსტდება ინტერპელაციასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები, კერძოდ: − ინტერპელაციის გამართვის დღედ ოთხშაბათსა და ხუთშაბათთან ერთად დგინდება სამშაბათიც; − ინტერპელაციის წესით წერილობითი შეკითხვის დასმის მაქსიმალური ზღვრული დრო − პარლამენტის მორიგი სხდომების კვირის წინა კვირის ოთხშაბათის 12 საათი − ხანგრძლივდება იმავე ოთხშაბათის დღის ბოლომდე, ხოლო აღნიშნული შეკითხვის მისი ადრესატისთვის გადაცემის მაქსიმალური ზღვრული დრო − პარლამენტის მორიგი სხდომების კვირის წინა კვირის ოთხშაბათი − ხანგრძლივდება იმავე ოთხშაბათის მომდევნო დღის ბოლომდე; − ზუსტდება, რომ ინტერპელაციის გამართვის დღეს პარლამენტის პლენარული სხდომა შეიძლება სხვა საკითხების განხილვით დაიწყოს და გაგრძელდეს ინტერპელაციით. ამასთანავე, ზუსტდება, რომ ინტერპელაციის გამართვის დროს წერილობითი შეკითხვის ავტორსა და ადრესატთან კონსულტაციის საფუძველზე განსაზღვრავს პარლამენტის ბიურო.  ზუსტდება პარლამენტისთვის წარდგენილი ცალკეული ანგარიშების პლენარულ სხდომაზე განხილვასთან დაკავშირებული საკითხი.  იცვლება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის – მეურვის არჩევის წესი; კერძოდ, სხვადასხვა პროცედურული საკითხის დახვეწასთან ერთად უქმდება მეურვეობის კანდიდატების შემრჩევი საკონკურსო კომისიის შექმნის პროცედურა, მეურვეობის კანდიდატებს კი მათი წარდგენის უფლებამოსილების მქონე სუბიექტები თავიანთი შეხედულებით წარადგენენ. ამასთანავე, მეურვის კანდიდატურის კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხის შესწავლისა და განხილვის უფლებამოსილება ენიჭება პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს. პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი განახორციელებს აგრეთვე მეურვეობის კანდიდატის კომიტეტის საჯარო 3 სხდომაზე მოსმენას და გასცემს რეკომენდაციას მეურვეობის კანდიდატის მეურვედ არჩევის ან არჩევაზე უარის თქმის თაობაზე.  ზუსტდება საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის პროცედურა; კერძოდ, განისაზღვრება, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის მიმართვის დასრულებით აღნიშნული პროცედურა სრულდება. ამასთანავე, საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის დასრულების შემდეგ შესაძლებელი გახდება პარლამენტის პლენარული სხდომის გაგრძელება და სხვა საკითხების განხილვა. ა.დ) რეგლამენტის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): რეგლამენტის პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს წარმოდგენილი ცვლილების 2026 წლის 1 ივლისიდან ამოქმედებას, რადგან, რეგლამენტის პროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა. რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვისა და მიღების საჭიროება განპირობებულია ძირითადად იმ გარემოებით, რომ საქართველოს პარლამენტის მიმდინარე საგაზაფხულო სესია დასასრულს უახლოვდება, ხოლო რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები, რომლებიც პარლამენტის საქმიანობის გაუმჯობესებას ემსახურება, მიზანშეწონილია, დროულად ამოქმედდეს და მათი მიღება არ გადაიდოს საშემოდგომო სესიისთვის. შესაბამისად, მიზანშეწონილია, რეგლამენტის პროექტი დაჩქარებული წესით იქნეს განხილული და მიღებული. ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (რეგლამენტის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: 4 რეგლამენტის პროექტის მიღება არ არის დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსებასთან. ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: რეგლამენტის პროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რეგლამენტის პროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეგლამენტის პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია რეგლამენტის პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: რეგლამენტის პროექტს არ აქვს ფინანსური გავლენა იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: რეგლამენტის პროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). 5 ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე რეგლამენტის პროექტის ზეგავლენის შეფასება: რეგლამენტის პროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: რეგლამენტის პროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება რეგლამენტის პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. რეგლამენტის პროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: 6 დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეგლამენტის პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შალვა პაპუაშვილი, დავით მათიკაშვილი, იმედა ნიკურაძე, აკაკი ალადაშვილი, გრეტა წიწავა, გიორგი კახიანი. ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შალვა პაპუაშვილი, დავით მათიკაშვილი, იმედა ნიკურაძე, აკაკი ალადაშვილი, გრეტა წიწავა, გიორგი კახიანი. 7