„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
- „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (339/3-XIმპ, 03.06.2026) და მისგან გამომდინარე საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- - საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ გამომდინარე, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტიდან (339/3-XIმპ, 03.06.2026). (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
II მოსმენა
✓ 79 ✗ 8
III მოსმენა
✓ 79 ✗ 1
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-08
ბიუროს ნომერი 146
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის (პარლამენტის უწყებანი, №13, 7.06.96, გვ. 12) 211 მუხლი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 211
საქართველოს სახალხო დამცველი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს
კანონისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად საქართველოს
პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის − მეურვის კანდიდატურას.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის ინიციირება გამოწვეულია საკანონმდებლო პაკეტში შემავალი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებული ერთერთი ცვლილებით და მიზნად ისახავს ამ ცვლილებასთან „საქართველოს სახალხო
დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ნორმის შესაბამისობას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღება უზრუნველყოფს „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტით
გათვალისწინებულ ერთ-ერთ ცვლილებასთან „საქართველოს სახალხო დამცველის
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ნორმის შესაბამისობას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211
მუხლი კანონპროექტის მიღების შედეგად ჩამოყალიბდება შემდეგი სახით:
„საქართველოს სახალხო დამცველი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონისა
და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად საქართველოს
პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის − მეურვის კანდიდატურას.“
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
1
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის 2026 წლის 1 ივლისიდან ამოქმედებას,
რადგან, კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი
ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვისა და მიღების საჭიროება
განპირობებულია ძირითადად იმ გარემოებით, რომ საქართველოს პარლამენტის
მიმდინარე საგაზაფხულო სესია დასასრულს უახლოვდება, ხოლო საკანონმდებლო
პაკეტით გათვალისწინებული ცვლილებები, რომლებიც პარლამენტის საქმიანობის
გაუმჯობესებას ემსახურება, მიზანშეწონილია, დროულად ამოქმედდეს და მათი
მიღება არ გადაიდოს საშემოდგომო სესიისთვის. შესაბამისად, მიზანშეწონილია,
საკანონმდებლო პაკეტში შემავალი ყველა კანონპროექტი (მათ შორის, „საქართველოს
სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი) დაჩქარებული წესით იქნეს
განხილული და მიღებული.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება
დაფინანსებასთან.
არ
არის
დაკავშირებული
აუცილებელი
ხარჯების
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
2
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს
ვალდებულებების აღებას.
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტს არ აქვს ფინანსური გავლენა იმ პირებზე, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი
(ფულადი შენატანი).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი
თანასწორობის მდგომარეობაზე.
მდგომარეობაზე
ზეგავლენა
ქალისა
კანონპროექტის
და
მამაკაცის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
3
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
4
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: შალვა პაპუაშვილი, დავით მათიკაშვილი,
იმედა ნიკურაძე, აკაკი ალადაშვილი, გრეტა წიწავა, გიორგი კახიანი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: შალვა პაპუაშვილი, დავით მათიკაშვილი,
იმედა ნიკურაძე, აკაკი ალადაშვილი, გრეტა წიწავა, გიორგი კახიანი.
5